IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

7 გვერდი V « < 5 6 7  
Reply to this topicStart new topic
> ფსიქოლოგია მართლმადიდებლურ ფორუმზე...
peritoniti
პოსტი Nov 14 2010, 05:25 AM
პოსტი #121


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 67
რეგისტრ.: 14-November 10
წევრი № 9,872



ციტატა(ikanosi @ Jun 24 2010, 12:34 AM) *

ძლიერ მაინტერესებს ადამიანის ფსიქოლოგია და მსგავს თემაზე რამე მომაწოდეთ რომ გავეცნო, თუ მოგეპოვებათ

ერთი ვიცი ფსიქოლოგიურ თემებზე საუბარი ოდნოში ან ფეისბუქზე არის პითაგორას თეორემა (ასეთი სახელი გვარით) ვიღაც და ის საუბრობს ხოლმე ასეთ თემებზე. შეიძლება მან მოგაწოდოს საინტერესო რამეები
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Adam
პოსტი Nov 14 2010, 10:22 AM
პოსტი #122


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 666
რეგისტრ.: 14-January 09
წევრი № 6,289



ციტატა(მნათე @ May 18 2008, 01:46 PM) *

შენც სტერეოტიპს ემსხვერპლე არა?

ჩემო კარგო, მართლმადიდებლობა მიესალმება ყველა მეცნიერებას, რომელიც ადამიანის შინაგან მოწყობაზე ახალ სიტყვას იტყვის.


ვაიმე მნათე ეს რა ვნახე laugh.gif
დაგერხა biggrin.gif


--------------------
"ღმერთი კამათელს აგორებს"
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
peritoniti
პოსტი Nov 14 2010, 02:23 PM
პოსტი #123


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 67
რეგისტრ.: 14-November 10
წევრი № 9,872



მოძრვარი ფსიქოლოგიც უნდა იყოს. თუ ასე არ არის ვფიქრობ ის ვერ იქნება ღირსეული მოძღვარი და ვერც ეკლესიის მსახური. ჩემი ოჯახის მამაო არ არის კარგი ფსიქოლოგი და მე არ მიჩნდება სურვილი მასთან გულწრფელად გასაუბრებისა. ერთხელ, როცა ფსიქოლოგიურად გამიჭირდა მონასტერში წასვლა გადავწყვიტე და იქ მინდოდა მეცხოვრა. მივედი ეს და ვუთხარი მას (მოძღვარს) და დახმარება ვთხოვე. მან კი ნაცვლად იმისა ჩემს გადაწყვეტილებას მისალმებოდა და დამხმარებოდა ასე მიპასუხა. ოოო, ეგ ეგრე ადვილი კი არ არის სენ რომ გგონიაო და განაწყენებული სახლში დავბრუნდი. მერე ჩემით გავუმკლავდი ჩემს ფსიქოლოგიურ პრობლემებს, დეპრესიას. გამოვედი მდგომარეობიდან და აღარც მონასტერი გამხსენებია. ასე ააცდინა ერთი ადამიანი, ჩემი სახით, ჭეშმარიტ გზას მოძღვარმა.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
beso777
პოსტი Oct 15 2011, 06:35 PM
პოსტი #124


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 984
რეგისტრ.: 8-December 10
წევრი № 10,059



რა კარგი თემა მიცემია დავიწყებას,დავიჯერო ისე განვითარდა აქ ხალხი სულიერათ რომ ამ თემამ ამოწურა მისი თავი?აი,სწორეთ აქედან უნდა იწყებოდეს ათვლის წერტილი ადამიანების მიმართ ერთმანეთთან ıრთიერთობის თუ სხვადასხვა საკითხებისადნი ძირეულათ წვდომისა,სიღრმისეულათ გაანალიზებისა და ამის შემდეგ მცდელობა რა შეგვიძლია,რაში შეგვწევს უნარი ამა თუ იმ საკითხებზე პასუხის გაცემისა,პრობლემის მოგვარებისა,ერთმანეთიşს თუ გარშემომყოფების მიმართ გვერდით დგომისა,ყველაზე უფრო კი იმისა,თუ რამდენათ ვართ ჩვენი რწმენის მიმდევრები,ჩვენი რწმენა ხომ ადამიანის სულის შემსწავლელი და ამა თუ იმ ქცევების გაანალიზების საუკეთესო და შეუცვლელი სწავლებაა,საკუთარი თუ ერთმანეთისადმი სიღრმისეულ წვდომაში არის ყველაზე უფრო შესაძლებელი გავცეთ აწორი და საჭირო პასუხები რამდენათ სწორ გზას მივყვებით.ერთია კიდევ რომ ეგოისტი ადამიანი ყველაზე ადვილათ ამოსაცნობია ასეთ საკითხში,ის არასოდეს ჩაუღრმავდება სხვის სულიერებას,რას გრძნობს ,რა აწუხებს,რას განიცდის,ის მარტო საკუთარ თავზე ფიქრობს და უცხოა მისთვის სულიერათ უღრმავდებოდეს ამ ყოველივეს,ამიტომააცაა რომ ბევრი ღრმათ მორწმუნეთ მიჩნეული შინაგანათ გაყინულია და მხოლოთ საკუთარი თავით შემოიფარგლენა,ჰგონია რომ საკუთარ სულზე ზრუნვა საკმარისია უფალთან სათნოების მოსაპოვებლათ.
სწორეთ ფსიქოლოგიის სიღრმისეულ ცოდნას შეუძლია ადამიანები უფრო მეტად დააკავშირონ ერთმანეთს,რამდენათ სჭირდებათ ერტმანეთის გვერდით დგომა,ღრმათ ჩასწვდნენ ერთმანეთის სულს და ამოიცნონ რა დროს რისი გაკეთება შეუძლიათ გვერდით მდგომთათვის,თუნდაც სულიერათ განვითარებისათვის,თუნდაც სწორი გზის მითითებაში როცა დაინახავენ რომ ესა თუ ის ადამიანი არასწორი გზით მიდის,როცა ხედავს რომ ეს ადამიანი შეიძლება სადგაც გადაიჩეხოს,მისი სულიერი წვდომა ეხმარება მას ასეთ დროს იმ ადამიანის შეგნებაში ღრმათ შევიდეს და დაეხმაროს ,დაანახოს ,თვალი აუხილოს.აი,ასეთაD განვითარებული ადამიანი უფრო მეთ სიკეთეს გააკეთებს და უფლისთვის სათნომყოფელი იქნება ,ვიდრე ოთახში ჩაკეტილი და მხოლოთ საკუთარ სულიერებაზე ზრუნვის გამო მუხლებზე გადატყაული იარებით მდგომი უფლის წინ,მოყვასის განცდების თუ ტკივილების მიმართ კი გულგრილი და ზურგშექცეული.
ციტატა(peritoniti @ Nov 14 2010, 03:23 PM) *

მოძრვარი ფსიქოლოგიც უნდა იყოს.

''მოძღვარიც'' კი არა მოძღვარი უნდა იყოს უპირველესი ფსიქოლოგი ადამიანის სულიერების ჭეშმარითი შეცნობისა,ის უნდა წვდებოდეს ყველაზე ღრმათ ადამიანის სულს და ამოიცნოს რაში უნდა დაეხმაროს რომ სწორ გზას დაუბრუნდეს ადამიანი,მასთან მისული ყველაზე საშინელი ადამიანიც კი არ უნდა იყოს მისიş ფსიქოლოგიის უცოდინარობის გამო ზურგშექცეული და გარიყული,ყველა შემთხვევასი შეუძლია მოძღვარს როგორც კარგ ფსიქოლოგს შემოაბრუნოს ყველაზე ხელიდან წასული ადამიანიც კი მასთან მისული,თუკი სწორათ ჩასწვდება მის სულიერებას და დაინახავს სათავეს რამაც გამოიწვია ამ ადამიანის გადაგვარება,დაანახებს რომ მასზე შესტკივა გული და ზრუნავს,ცდილობს ხელიდან გამოსტაცოს მისი სული ბოროტს,ამის დამნახავი ადამიანი უცილობლათ ეცდება გამოსწორდეს ,იმ სიკეთის გამო,რასაც მოძღვარი იღვაწებს მის მიმართ,თუნდაც საკუთარი თავი არათ მიაჩნდეს და სულერტი იყოს მისთვის ყველაფერი.სამწუხაროთ კი ხშირათ არ ხდება მსგავსი რამ და ეკლესიაში მოძღვართან მისული ადამიანები უფრო მეთად იმედგაცრუებულნი და და განაწყენებულნი რჩებიან ასეთ მოძღვრების გულგრილობით , ვიდრე უბრალო ადამიანებთან მისვლისას,რადგან ასეთები უფრო შეიგრძნობენ ადამიანის განცდებს ვიდრე კომფორტულ მანქანებში თბილათ მოკალათებული ზოგი მამაო,რომელთათვისაც მათთან მისული გაჭირვებული ადამიანის ფსიქოლოგიური მდგომარეობა ცალ ფეხზე ჰკიდიათ.


--------------------
***დაიფასე თავი იმდენათ,რამდენადაც ღირსი ხარ,თორემ ოდნავადაც რომ გადააჭარბო,სულ მთლათ გაუფასურდები***
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Mar 2 2016, 10:55 AM
პოსტი #125


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,567
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"ყველას თავისი საქმე აქვს, მღვდელსაც და ფსიქოლოგსაც. მღვდელი რასაც მოიმოქმედებს, იმას ვერავინ ჩაანაცვლებს".

/მღვდელ-მონაზონი ანდრია (სარია)/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Aug 22 2018, 04:17 PM
პოსტი #126


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,567
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"ძალიან ბევრი ადამიანი, რომელიც გატანჯა პრობლემებმა, თავისი ცოდვებით საკუთარ თავს თვითონვე რომ შეუქმნა, ბოლოს იმით ამთავრებს, რომ "აღსარებას" ფსიქოლოგთან ამბობს. ისინი ფსიქოლოგებს საკუთარი ავადმყოფობის ისტორიას უამბობენ, პრობლემების გამო რჩევას სთხოვენ, ხოლო ფსიქოლოგები, თავიანთი რჩევებით, პირდაპირ იმ მდინარის შუაგულში ყრიან ამ ადამიანებს, რომლის გადალახვაც მათ სურდათ.

შედეგად ეს საწყლები ან იხრჩობიან, ანდა დინება წაიღებთ და მეორე ნაპირზე გასულები სასურველი ადგილიდან ძალიან შორს აღმოჩნდებიან ხოლმე. ხოლო თუკი ასეთი ადამიანები მოძღვართან მივლენ და აღსარებას იტყვიან, მდინარეზე სრულიად უსაფრთხოდ - ხიდით გადავლენ. აღსარების საიდუმლოში ღვთის მადლი მოქმედებს და ადამიანი ცოდვებისაგან თავისუფლდება".

/ფსიქოლოგი ლევან გურიელიძე/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი May 21 2020, 09:12 PM
პოსტი #127


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,567
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"- საბჭოთა პერიოდში ჩვენს ქვეყანაში მარქსისტული (ათეისტური) მსოფლმხედველობა ინერგებოდა. იგი ცდილობდა, ადამიანის ცხოვრება და ფსიქიკური პროცესები მარტოოდენ მატერიალურ და ეკონომიკურ საქმიანობაზე დაეყვანა. ხომ არ განიცდიდა ფსიქოლოგია გარკვეულ ზეწოლას ამ თვალსაზრისით?

- საბჭოთა პერიოდში ფსიქოლოგიას მართლაც არ მიეგებოდა პატივი. ფსიქოლოგიის საკითხების გადასაწყვეტად საკმარისად იყო მიჩნეული ფიზიოლოგთა შეხედულებები. დიმიტრი უზნაძემ ჩამოაყალიბა განწყობის თეორია, რომელმაც სხვადასხვა ფსიქიკური პროცესი გააერთიანა. ეს იდეალისტური თეორია გახლდათ, ამიტომ, ბუნებრივია, მის წინააღმდეგ გაილაშქრეს. ფსიქოლოგია ხელისუფლების მხრივ ყოველთვის განიცდიდა ზეწოლას. მიუხედავად ამისა, ფსიქოლოგიის ინსტიტუტი გაფართოვდა, მეცნიერების ეს დარგი განვითარდა. დიმიტრი უზნაძის გარდაცვალების შემდეგ ჩამოყალიბდა პედაგოგიური და სოციალური ფსიქოლოგია. მე სოციალური ფსიქოლოგიის განყოფილების გამგე გახლდით. შევისწავლიდით ბავშვის გონებრივი განვითარების საკითხებს, ოჯახის, საზოგადოების როლს პიროვნების ჩამოყალიბებაში და ა.შ."


"ფსიქოლოგიას დღეს ერთობ ვრცელი ცოდნა აქვს პიროვნების აღზრდის, ჩამოყალიბების, ინტელექტუალური განვითარების, სოციალურ ურთიერთობაში ადგილის პოვნის შესახებ. იმედია, ამ ცოდნას მომავალში გამოიყენებს ჩვენი სასკოლო თუ უმაღლესი სასწავლებლების პრაქტიკა, რათა ემოციურად, ინტელექტუალურად ჯანსაღი საზოგადოება ჩამოყალიბდეს."

/მეცნიერი შოთა ნადირაშვილი/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი May 21 2020, 09:35 PM
პოსტი #128


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,567
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"- ბატონო შოთა, როგორ გაიხსენებდით თქვენს მასწავლებელს - დიმიტრი უზნაძეს? როგორი იყო იგი ცხოვრებაში, სტუდენტებთან, თანამშრომლებთან ურთიერთობაში?

- ბატონი დიმიტრი გახლდათ არა მხოლოდ უდიდესი მეცნიერი და ორგანიზატორი, არამედ პიროვნება, რომელიც უზომოდ ზრუნავდა თანამშრომლებზე, თითოეული მათგანის ცხოვრებაზე. ასპირანტურაში რომ მიმიღეს, ბატონმა დიმიტრიმ სამ ექიმთან გამგზავნა შერყეული ჯანმრთელობის განსამტკიცებლად. ყველაზე ასე ზრუნავდა. ასპირანტურის I კურსი დავამთავრე, როდესაც ბატონი დიმიტრი გარდაიცვალა. აღმოჩნდა, რომ ჩემი მომდევნო კურსის საბუთებში თვითონ ჩაეწერა იმ თემის სათაური, რომელიც საკანდიდატო დისერტაციის სახით უნდა დამემუშავებინა. ყველას ინტერესები და შესაძლებლობები იცოდა, იყო ძალიან კარგი მეგობარი ადამიანებისა, რომლებიც იმხანად ქართულ მეცნიერებას ედგნენ სათავეში."

/მეცნიერი შოთა ნადირაშვილი/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Mar 29 2023, 06:43 PM
პოსტი #129


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,567
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"ფსიქოლოგთა უმრავლესობას წარმოდგენაც კი არა აქვს, არ იცის ბოროტი ძალის მსახურთა მოქმედების შესახებ, არ ესმის, რა დიდ ზეგავლენას ახდენენ ისინი ჩვენს ფსიქიკაზე. აზროვნების პროცესის განხილვისას ამ დარგის სპეციალისტები არ ითვალისწინებენ რა არააქვეყნიურ ძალთა გავლენას, ხშირად რჩებიან მეტად პრიმიტიულ დონეზე ამ ურთულესი ფსიქიკური პროცესის გაშუქებისას"

/დეკ. დავით ციცქიშვილი/



--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

7 გვერდი V « < 5 6 7
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 28th March 2024 - 11:36 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი