წმინდანობა |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
წმინდანობა |
egri3 |
Jan 8 2009, 06:10 PM
პოსტი
#21
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 409 რეგისტრ.: 27-January 08 წევრი № 3,768 |
KAIROS
ციტატა თამარ მეფეს და დავითს რას უწუნებ?smile.gif ორივე ერისა და ეკლესიისადმი იღწვოდა, ილიაც მასე იყო, ასე რომ საკმარისზე მოტივებია რა გააკეთეს ეკლესიისთვის? ისეთი რაც წმინდანის რანგში აიყვანს. კონკრეტული ფაქტები დაიდოს. თამარ ციტატა ის დაბადებიდანვე (და შეიძლება მანამდეც, რა ვიცით ჩვენ?) "მანამდეს" პასაჟი ვერ გავიგე. |
MR.NOE |
Jan 11 2009, 07:16 PM
პოსტი
#22
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 18 რეგისტრ.: 20-December 08 მდებარ.: tbilisi წევრი № 6,137 |
MR.NOE ილია ჭავჭავაძე და თამარ მეფე რომელ მაგალითში ჯდება? რა იცით მისი მართლმადიდებლობის და ეკლესიისადმი დამოკიდებბლების შესახებ? დავით აღმაშენებელი წმინდანია? მე ჩამოვთვალე რამდენიმე ფორმა. სამწუხაროდ ყველა პუნქტი არ მახსოვს კი დავითი წმინდანია ახალი "ბომბი" თამარ მეფეს და დავითს რას უწუნებ? ორივე ერისა და ეკლესიისადმი იღწვოდა, ილიაც მასე იყო, ასე რომ საკმარისზე მოტივებია დანარჩენი ზემოთ წერია... პ.ს. ეს რიცხვი ცოტა მეუცნაურა ასი ათასს ხომ არ გულისხმობდი? კი ნამდვილად მე მაპატიეთ -------------------- სიკეთე-სამოთხის კარს გაგვიღებს
სიმდაბლე-შინ შეგვიყვანს სიყვარული-უფალს დაგვანახებს :) |
თამარ |
May 31 2010, 01:59 PM
პოსტი
#23
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 114 რეგისტრ.: 17-November 08 მდებარ.: საქართველო, ბორჯომი წევრი № 5,960 |
egri3
ციტატა "მანამდეს" პასაჟი ვერ გავიგე. ფრიად დაგვიანებული პასუხი: მუცლად ყოფნისას. ასეთი მაგალითები არსებობს, მაგალითად, წმიდა ნიკოლოზის დაუჯდომელში წერია, დედის მუცლიდანვე რომ მოწოდებული იყო. |
guest1 |
Feb 25 2014, 10:02 AM
პოსტი
#24
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 188 რეგისტრ.: 11-June 09 წევრი № 7,110 |
ციტატა "სიცოცხლეში წმინდანობა" უფრო ხალხური გამოთქმაა, რადგან ადამიანმა სიკვდილამდე ნებისმიერ წამს შეიძლება უმძიმესად შეცოდოს და ასევე პირიქით - ნებისმიერ წამს უმძიმეს ცოდვა შეინანოს. ამიტომ სიცოცხლეში ეკლესია ერიდება რამე იარლიკი მიაწებოს ადამიანს, რაც არ უნდა მოსაგრე იყოს იგი. 1) სიციცხლეში წმინდანობა ხალხური გამოთქმა კი არ არის, არამედ ეს არის მართლმადიდებლური სწავლება. ამას ასწავლიდნენ დიდი მართლმადიდებელი წმინდანები.ციტატა ესე მე-7-სა კიბე არს, რომელი ამას ღირს ქმნილ არს, მეცა შემწე მეყვან, რამეთუ მას აღარა ეხმარების შემწე. ვინაითგან, მე-7-სა ამის კიბისა მიერ შვიდეულთა ამის საწუთროსა დღეთა შინა მოწვეულნი ვნებათა ბილწებანი განუბანიან და წმინდა ქმნილ არს. იოანე სინელი, "კიბე", გვ. 302 2) ასევე დიდი წმინდანების სწავლებით, სიწმინდეს მიღწეული ადამიანი ცოდვით აღარ დაეცემა. ციტატა ყოველი რომელი შობილ არს ღმრთისაგან, მან ცოდვაჲ არა ქმნეს, რამეთუ თესლი მისი მის თანა დადგრომილ არს. და ვერ ჴელ-ეწიფების ცოდვად, რამეთუ ღმრთისა მიერ შობილ არს. 1 იოანე 3:9 3) წმინდა სვიმონ ახალი ღვტისმეტყველი სიცოცხლეშივე უწოდებდა თავის მოძღვარს წმინდა სვიმონ სტუდიელს. წმინდა არსენ იყალთოელი წმინდა დავით მეფეს სიცოცხლეშივე უწედებდა "ბუნებით ღმერთს, მადლით ღმერთქმნილთა შორის". |
A.V.M |
Feb 25 2014, 05:47 PM
პოსტი
#25
|
მადლობა ამ ფორუმს! ჯგუფი: Senators პოსტები: 13,742 რეგისტრ.: 14-June 11 მდებარ.: ფორუმს გარეთ წევრი № 11,203 |
guest1
ციტატა 2) ასევე დიდი წმინდანების სწავლებით, სიწმინდეს მიღწეული ადამიანი ცოდვით აღარ დაეცემა. რომ დააკონკრეტო შეგიძლია ? ციტატა წმინდა არსენ იყალთოელი წმინდა დავით მეფეს სიცოცხლეშივე უწედებდა "ბუნებით ღმერთს, მადლით ღმერთქმნილთა შორის". ამის წყაროც რომ მიმითითო იქნებ ... -------------------- აბა ჰე და აბა ჰო!
|
guest1 |
Feb 26 2014, 03:45 AM
პოსტი
#26
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 188 რეგისტრ.: 11-June 09 წევრი № 7,110 |
A.V.M
ციტატა ამის წყაროც რომ მიმითითო იქნებ ... პირველად ეს ვნახე წიგნში, სადაც მამა გიორგის სწავლება იყო გადმოცემული. ამას ამბობს არსენი იყალთოელი: მეფესა დავითს - მონაზონი არსენი სიბრძნის-მოყუარებ შენ, უფროჲსად ბრწყინვალეო, თუალო ყოვლისა სოფლისა მეფეთა ერთგუამობისაო, რომელი-ეგე ჰაეროვან ხარ, ვითარცა სამყაროჲ ხილულსა სოფელსა შორის; საჩინო, ვითარცა მზე, ვარსკულავთა შორის; ბრწყინუალე, ვითარცა ეთერი ნივთთა შორის; ნათლის-ფერ, ვითარცა ელვაჲ ღრუბელთა შორის; ცისკროვან, ვითარცა აღმოსავალი კერძოთა შორის; ტკბილ, ვითარცა არე ჟამთა შორის; ღმრთის სახე, ვითარცა საყუარელი სათნოებათა შორის; გულის-სათქუმელ, ვითარცა ოქროჲ მიწათა შორის; ელვარე, ვითარცა იაკინთი ქვათა შორის; მაღალ, ვითარცა ფინიკი ნერგთა შორის; შუენიერ, ვითარცა ვარდი ყუავილთა შორის; აღმატებულ, ვითარცა სამოთხე ქუეყანასა შორის; ძლიერ, ვითარცა ლომი მჴეცთა შორის; მტკიცე, ვითარცა ანდამატი განუკუეთელთა შორის; სახელგანთქმულ, ვითარცა ნებროთ გმირთა შორის; ახოვან, ვითარცა ისო წინამბრძოლთა შორის; მოშურნე, ვითარცა ფინეზ მღდელთა შორის; მხნე, ვითარცა სამფსონ მსაჯულთა შორის; უბრძოლელ, ვითარცა აქილლევ ელლენთა შორის; ბრძენ, ვითარცა სოლომონ მეფეთა შორის; მშჳდ, ვითარცა დავით ცხებულთა შორის; შურისმეძიებელ, ვითარცა იოსია შარავანდედთა შორის; უზარო, ვითარცა მაკედონელი მფლობელთა შორის; განმადიდებელ ფლობისა, ვითარცა ავღჳსტოს კეისართა შორის; კაცთმოყუარე, ვითარცა ჩემი იესო ღმერთთა შორის; ბუნებით ღმერთი, მადლით ღმერთ-ქმნულთა შორის; მჴურვალე, ვითარცა პეტრე მოწაფეთა შორის; საყუარელ, ვითარცა იოანე მეგობართა შორის; მკჳრცხლ, ვითარცა პავლე მოციქულთა შორის; სახის დასაბამ უცთომელისა ქრისტეანობისა, ვითარცა დიდი კონსტანტინე თჳთმპყრობელთა შორის; სიმტკიცე კეთილად მსახურებისა, ვითარცა თევოდოსი სკიპტრის-მპყრობელთა შორის... ყოველთა ვედრებაჲ, ყოველთა ლიტანიობაჲ, ყოველთა ერთჴმობაჲ, ვითარმედ დავით კეთილად მსახურისა და ღმრთივ-დაცვულისა მეფისა ჩუენისა მრავალმცა არიან წელიწადნი!.. |
guest1 |
Feb 26 2014, 05:40 AM
პოსტი
#27
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 188 რეგისტრ.: 11-June 09 წევრი № 7,110 |
A.V.M
ციტატა რომ დააკონკრეტო შეგიძლია ? მე ღვთისმეტყველი (ანუ განღმრთობილი ადამიანი, რომელსაც ღვთის შესახებ ცოდნა თვით ღვთისაგან აქვს განცხადებული) არა ვარ. ამიტომ, ამ ნათქვამის სისრულეს ვერ ჩავწვდები. ამას ამბობენ თვით წმინდანდები. თუმცა, ჩემი აზრით დაგიკონკრეტებ. ეს ნიშნავს, რომ ადამიანი "სიტყვით, საქმით და გულისხმისყოფით" არ დაეცემა. ეს იმას ნიშნავს, რომ წმინდანის გული უკვე სუფთაა და მასში სიბინძურე ვეღარ დამკვიდრდება; ასეთ გულს ბოროტი ვეღარ დააბინძურებს; ჩვენ, უწმინდურებმა, წმინდანობისა და სიწმინდის არსი უნდა ვისწავლოთ წმინდანებისაგან და არა უწმინდურებისაგან. წმინდანები კიდევ ისეთ რამეებს ამბობენ, რომ ამას ეკლესიაში მოკალათებული ბევრი უწმინდური ებრძვის და ერესს უწოდებს. არსებობს ასეთი კარგი წიგნი, library.church.ge-ზეც შეგიძლია ნახო, "მართლმადიდებლური ფსიქოთერაპია" - შეიძლება წაკითხულიცა გაქვს კიდეც. ეს წიგნი დაწერილია ბერძენი მიტროპოლიტის, იეროთეოს ვლახოსის, მიერ. იქ ბევრი რამ წერია ამაზე და საკმაო რაოდენობის ციტატებიც არის მოყვანილი. სვიმეონ ახალი ღვთისმეტყველის “სამოღვაწეო, შემეცნებითი და საღვთისმეტყველო თავნი” - აბა ნახე მაგ ლინკზე, რამდენი რამ უწერია წმინდანს, რასაც დღეს არ გვასწავლიან და საწინააღმდეგოს გვიმტკიცებენ. ციტატა 97. ერთია წინ აღუდგე და შეება მტერს, მეორე – აღგავო პირისაგან მიწისა და საბოლოოდ იძლიო მათზე. პირველი განდეგილთა, კეთილშობილთა და ასკეტთა საქმეა, მეორე კი მშვიდთა და სრულქმნილთა. 98. ამგვარი საქმიანობა მხოლოდ სიმშვიდის ნათელში ფეხშედგმულ წმინდანებს ძალუძთ. ისინი კი, რომლებიც მიხვდნენ თუ რაოდენ შორს არიან წმინდანებისაგან, ვალდებულნი არიან თვალი გაუსწორონ სიმართლეს და დაინახონ, რომ უფსკრულისაკენ მიემართებიან. ციტატა 4. ვითარცა ზეციურ ძალთა გაბრწყინვება ხელეწიფება მხოლოდ უფალს თანმიმდევრულად, დასებისდა შესაბამისად და ღვთაებრივი ნათება მსჭვალავს პირველიდან მეორეს, მეორედან – მესამეს და ასე შემდეგ, ასევე სულიწმიდის კავშირით შედუღაბებული და შეკავშირებული ანგელოსები წმინდანებს აბრწყინვებენ და მიიმსგავსებენ დასებისდა მიხედვით. ის წმინდანები, რომლებიც შემდგომ გაჩნდებიან თაობიდან თაობაში, დრო და დრო, ძველ, წინამორბედ წმინდანებს მცნებათა ზედმიწევნით აღსრულების საფუძველზე ემსგავსებიან, უკავშირდებიან და ღვთისაგან დამწყალობლებულნი მათ მსგავსადვე ბრწყინდებიან. ასე და ამგვარად, აკინძულია ოქროს ჯაჭვი და ცალკეული, განუმეორებელი და განსაკუთრებული, წინამავალთან გადაბმულია რწმენით, ღვაწლითა და სიყვარულით. ასეთ ჯაჭვს, ღმერთივგანმტკიცებულს, ვერარა ძალა ვერ გასწყვეტს. ციტატა 6. ვინც მთელი არსებით და სიყვარულით წმინდანთაგან უკანასკნელს არ დაუკავშირდება (შდრ. ეფეს. 3,8), თვინიერ ბრძნობს და ურწმუნოება უღრღნის გულგვამს, არასოდეს ეღირსება მიუახლოვდეს პირველი რიგის წმინდანებს და მათ დაუმშვენოს გვერდი. თუნდაც თავი მოჰქონდეს ღვთისა და ცალკეული წმინდანებისადმი უხინჯო რწმენა და სიყვარული მაქვსო (შდრ. I კორ. 13,2) იგი სამუდამოდ გარიყულია, რამეთუ არ ინება მოთმინებით მდგარიყო იმ ადგილას, რომელიც უფალმა დაუწესა საუკუნოდ და ღვთისაგან განჩინებულ უკანასკნელ წმინდანს არ დაუკავშირდა. ციტატა 31. ადამიანს ვნებების დამარცხება შეუძლია, თუმცა არ ხელეწიფება მათი ძირფესვიანად აღმოფხვრა. სიბილწეს თუ არ მოიმოქმედებს, ეს რასაკვირველია, თავად პიროვნებაზეა დამოკიდებული, მაგრამ აზრად არ გაივლოს, ეს შეუძლებელია. ღვთისმოსაობა მარტოოდენ სიკეთეთა ქმნა როდია, არამედ ბილწ გულისთქმათაგან განწმენდაც. ვინც შემწიკვლულია არაწმინდებით, არც უმანკო გული ექნება. განა ჩანს რამე დალიბრულ სარკეში? 32. გული წმინდაა, მე ვფიქრობ, მაშინ როდესაც ადამიანს არ აძრწუნებს ვნებები, როცა არავითარი ზაკვა და ამქვეყნიური სულთქმა მის გულს არ ეკარება. მხოლოდ ღვთის ხსოვნა და უსაზღვრო სიყვარული ეღვრება გულში, წმინდათწმინდა ნათელში მზერადაწმენდილი ხედავს ღმერთს და უხინჯოდ უჭვრეტს. 33. ვფიქრობ, ის ადამიანია ვნებათუქმნელი, რომელიც არა მარტო გაურბის ვნებათაღელვას, არამედ ავხორცულ სულთქმათაგან განძარცვულია. უფრო მეტიც, ბილწ გულისთქმათაგან აღმსუბუქებული გონება ზეციურს მიელტვის, ლამობს ხილულისა და გრძნობადის საზღვრებს გასცდეს, გულის კარი დახშული აქვს გრძნობებისათვის და ზეგრძნობადს მიჯაჭვული გონება გრძნობას ისე იმორჩილებს, როგორც არწივი ნისკარტს. ციტატა 41. წმინდანებისთვის მკვდარია ეს სოფელი და ყოველივე ამსოფლიური. ვფიქრობ, ეს შენს თხოვნასაც, რომ დავაკონკრეტო წმინდანების დაცემის შეუძლებლობა, პასუხობს.ციტატა 49. ლოცვით და ცრემლებით ევედრე ღმერთს უვნებო და წმინდა მოძღვარი მოგივლინოს. ამას რას ამბობს წმინდანი (და წმინდანები). წმინდა სვიმეონი (და სხვა წმინდანებიც) იმასაც ამბობს, რომ არაწმინდა მღვდელს აღსარების მიღების უფლებაც კი არა აქვს, ერთის მხრივ. მეორეს მხრივ, წმინდანს, მღვდელიც რომ არ იყოს, შეუძლია მიიღოს აღსარება და როცა წმინდა მოგიტივებს, მაშინ თვით იესო ქრისტე გიტევებს.ციტატა 87. უწინაც ყოფილან და ამჟამადაც არსებობენ ჩვენს შორის ვნებათუქმნელი, წმინდა და ღვთაებრივი ნათელით მოსილი ადამიანები, დახსნილნი ამა სოფლის რვალთაგან ყოველგვარი ბიწისა თუ ვნებათაღელვის აღხოცვით (შდრ. კოლას. მიმართ. 3,5). ისინი არამც და არამც არ დაუშვებენ არა მარტო იმას, რომ თავად მოიმოქმედონ სისაძაგლე, არამედ ოდეს სხვებშიაც შეამჩნევენ ამგვარ მიდრეკილებებს, მათ ამრეზით ეპყრობიან. მათი გამოცნობა არ გაუჭირდებოდათ ეჭვის თვალით მზირალ ადამიანებსაც კი, ღვთის სიტყვას ურწმუნოდ რომ ეკიდებიან და უნდობლად შესცქერიან სულიწმიდის სიბრძნით განმბრძნობილ საღმრთო საქმეთა თაყვანისმცემლებს. დაე, კეთილგონივრულად განჩხრიკონ საღმრთო წერილი, ყოველდღიურად მათთვის წაკითხული და ნაგალობები, ვინძლო საღმრთო წერილის ცოდნას ისინი ღვთის აღთქმისა და სიკეთით დამწყალობლებაში დაერწმუნებინა. მაგრამ, რაკიღა თავდაჯერებულობისა და უგულისყურობის გამოისობით დაცარიელებული არიან ამ სიკეთისგან ღმრთის თანაზიართ და მისით განმბრძნობილთ დაუჯერებელ ხრიკებში აბამენ. განსაკუთრებით ამ ნაწილს უნდა დავაკვირდეთ გა კარგად გავაანალიზოთ: ციტატა 25. როდესაც მომაკვდინებელ ცოდვებსა და ვნებათა მარწუხებში მოქცეული ადამიანები ყურს მოკრავენ, რომ ღვთისნიერთ და სრულყოფილთ, (რაც კი დედამიწის ზურგზე არსებობს ბუნების ქმნილებანი – ცხოველები თუ ადამიანები), ყველაზე უწმინდურად შეურაცხავთ საკუთარი თავი, ხოლო უღირსნი კი ხარობენ, მაწყევარნი – აკურთხებენ და დიდებისმეტყველებენ, დევნილნი – ითმენენ (მათ. 5,11-12) და უფალს ცრემლებითა და გულისტკივილით ავედრებენ პირად მტრებს (მათ. 5,44), რასაკვირველია, თავიანთი თავიდან გამომდინარე, ეს დაუჯერებლად მიაჩნიათ. შემდგომ, ოდეს საღმრთო წერილსა და წმინდანთა ცხოვრებას გაეცნობიან, საღმრთო წერილით მხილებულნი ხვდებიან, რომ წმინდანებს ვერასოდეს დაემსგავსებიან, მაგრამ რაკი გაუგიათ, რომ თუ წმინდანებივით არ იცხოვრეს, ვერ გადარჩებიან, ცოდვების დაგმობა და მონანიება კი არ სურთ, სასოწარკვეთილებაში ვარდებიან. 26. მოჩვენებითად ქველმოქმედნი, რომელთაგან ერთნი გარეგნულად გამოიყურებიან ასეთებად (შდრ. მათ 7,15-16), მეორენი კი, შინაგანად (რომ. 7,22), არაერთგზის სჩადიან ყოველგვარ უსამართლობას (რომ. 1,29), გამსჭვალულნი შურით, ზაკვითა და ავხორცული სულთქმით და მრავალთა მიერ, რომელთაც სულის თვალი დალიბრული აქვთ და არც მათი შეცნობა ხელეწიფებათ ნაყოფისდა მიხედვით (მათ. 7,20), შერაცხულნი არიან ვნებათაგან განწმენდილებად და წმინდანებადაც კი. ხოლო ღვთისმოსავ, სათნო და გულით უმწიკვლო ადამიანებს, რომლებიც არაფრით განირჩევიან ამათგან და მათ შორის მიმოდიან გაუფრთხილებლად, აბუჩად იგდებენ. 27. ყბედსა და მოჩვენებითს ხომ უგანათლებულესად და სულიერად თვლიან, ხოლო სიტყვაძვირსა და წყნარს პირუტყვად და ენაბრგვილად სახელდებენ (მათ. 12, 36). 28. სულიწმიდაზე მოლაყბეთაგან, დიდად გონიერნი და დემონური სიამაყით მზვაობარნი მაღალფარდოვნად და ომახიანად მსჯელობენ და მათი სიტყვები განცვიფრებას უფრო იწვევს, ვიდრე გულაჩვილებას და სინანულს. მას, ვინც დოლაბივითაა წყალმარჩხ მდინარეში, მუცლით მეზღაპრეა ან ვაი მეცნიერი და სულის ხსნის ამბებზეც აბდაუბდად მიედ-მოედება, აქებენ და ადიდებენ. ამგვარად, მათ შორის არავინ ჩანს იმდენად კეთილგონიერი, რომელსაც საქმის ვითარების რეალურად შეცნობა და წარმოჩენა შეეძლოს. |
guest1 |
Feb 26 2014, 06:10 AM
პოსტი
#28
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 188 რეგისტრ.: 11-June 09 წევრი № 7,110 |
აი რას ნიშნავს ცნებები "ღვთისმეტყველება" და "ღვთისმეტყველი":
ციტატა 1. არც ღვთისმეტყველნი არიან მონანულნი და ვერც მონანულნი გახდებიან ღვთისმეტყველნი. არამედ, რამდენადაც ვერ მისწვდება დასავლეთს აღმოსავლეთი, ეგზომ აღემატება ღვთისმეტყველება სინანულს. ავადმყოფს, თითოეულ დღეს ავადმყოფთა შორის რომ ატარებს, ანდა ღარიბ-ღატაკს, ძონძებში გამოხვეულს, მოწყალებისათვის ხელგაწვდილ მათხოვარს ჰგავს სინანულში მყოფი და ჭეშმარიტად სამონანიებო საქმიანობის აღმსრულებელი ადამიანი. ხოლო ღვთისმეტყველნი ემსგავსებიან მეფეთა პალატებში განცხრომაში მყოფ ბრწყინვალე მეფურ შესამოსელში მორთულ-მოკაზმულ, მარადჟამს მეფის თანმხლებ და მასთან მოსაუბრე პირთ, რომლებიც გარკვევით ისმენენ მეფეთ-მეფის ნაბრძანებსა თუ პირად ნება-სურვილებს. საინტერესოა, დღევანდელი ე.წ. "ღვთისმეტყველები" (სახელებს აღარ ჩამოვთვლი, ბლომად გვყავს ისე) მონანულები არიან თუ ღვთისმეტყველნი?აი კიდევ განღმრთობაზე და განღმრთობილებზე: ციტატა 21. ვინც შინაგანად სულიწმიდის ნათლით არის მოსილი, მას არ ძალუძს თვალი გაუსწოროს ამ ნათელს. მიწაზე პირქვედამხობილი მოთქვამს და გოდებს უდიდესი რიდითა და ძრწოლით ბუნებითსა, სიტყვითსა და გონებითზე ზეაღმატებულის მნახველი და განმცდელი. იგი ემსგავსება იმ ადამიანს, რომელსაც გულ-გვამს უწვავს ცეცხლი და ვერ დამთმენი მხურვალე და მწველი ალისა, საშინლად იტანჯება და არ ხელეწიფება (შდრ. იერ. 20,9), რომ გონს მოეგოს. მაგრამ უმალვე ცრემლის ნაკადულებში დანთქმული და განგრილებული უფრორე მძაფრად აღინთება ღვთაებრივი სურვილის ცეცხლით, უფრორე უხვად წარმოდინდება ცრემლები თვალთაგან მისთა და უკვე განწმენდილი თვალისმომჭრელი ბრწყინვალებით ანათებს. ხოლო, როდესაც სულმთლად მიინავლება, იქმნება ნათლად, აი, მაშინ, აღსრულდება ამაზე თქმული: ღმერთი ღმრთით განმბრძნობილთა და შემცნობელთა და იმ ხარისხით, რამდენადაც განღმრთობილთა შორისაა და შეცნობილია მათ მიერ. წმინდა ბერი გაბრიელის სწავლება წაიკითხეთ განღმრთობაზე "განღმრთობისა და ათი ქალწულის იგავის შესახებ", ძალიან საინტერესოა. მამა გაბრიელი კიდევ ასეთ რამეს ამბობს: "თუ მონასტერში ერთი წმინდანი არ არის, მაშინ ასეთი მონასტერი საერთო საცხოვრებელია და მეტი არაფერიო." ანუ, არამარტო არსებობენ ცოცხალი წმინდანები, არამედ მათი არსებობა ჩვენი ცხონებისათვის აუცილებელია. ფილოკალიაში ბევრი რამ წერია განღმრთობაზე, წმინდანობაზე და ღვთისმეტყველებაზე. |
guest1 |
Feb 26 2014, 11:54 AM
პოსტი
#29
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 188 რეგისტრ.: 11-June 09 წევრი № 7,110 |
სვიმონ ახალი ღვთისმეტყველის სწავლებიდან:
ციტატა თუ რამდენად ძალუძთ ადამიანებს იხილონ უფალი ამის შესახებ თავად იესო ქრისტეს მოვუსმინოთ: «ნეტარ იყვნენ წმინდანი გულითა, რამეთუ მათ ღმერთი იხილონ» (მათ. 5,8). ამაზე რაღას იტყოდი? თუმცა წინასწარ ვიცი რასაც მიპასუხებ: დიახ, მართლაც იხილავენ უფალს წმინდანი გულითა, მაგრამ არა სააქაო, არამედ საიქიო ცხოვრებაშიო, რამეთუ ვერ გირწმუნებია იმ მადლის არსებობა, რითაც უფალი თითოეულ ჩვენგანს ამწყალობლებს. არც მოუთმენლად ეშურები მიიღო ზეციური მადლი და იმქვეყნიური ცხოვრებისაკენ გაგირბის გული და გონება. მითხარ, ძვირფასო, როგორ შეძლებ იხილო უფალი იმქვეყნად, როდესაც აქ ვერ მოგიხერხებია ეს? თუკი უფალმა ბრძანა, რომ მხოლოდ წმინდა გულს ძალუძს მისი ჭვრეტა, მაშინ თითოეულ ჩვენგანს გულის განწმენდისთანავე ღმერთი შეუძლია იხილოს. თუკი ოდესმე შესძლებ გულის განწმენდას, დამერწმუნე, მყისვე იხილავ უფალს და ჩემი სიტყვების ჭეშმარიტებაშიც ეჭვი აღარასოდეს შეგეპარება. მაგრამ აზრადაც არ მოგსვლია გულისგანწმენდა და აბა, საიდან დაიჯერებდი, რომ ჭეშმარიტად არის შესაძლებელი უფლის ხილვა. მიპასუხე, არის თუ არა შესაძლებელი ამჯერად მაინც უფლის ჭვრეტა. თუ მეტყვი, რომ უფალს ჭვრეტენ მხოლოდ სიკვდილის შემდგომ, მაშინ იმაშიც უნდა დამეთანხმო, რომ გულისშემუსრვილება მხოლოდ სიკვდილის შემდგომ არის შესაძლებელი. ამრიგად, თუ დაგიჯერებ, უფლის ჭვრეტა არც სიკვდილამდე და არც სიკვდილის შემდეგ არ ყოფილა შესაძლებელი. რამეთუ სიკვდილის შემდგომ სათნოებებს ვეღარ ჩავიდენთ რათა მათი საშუალებით მაინც შევძლოთ გულისგანწმენდა. უფალი იესო ქრისტე კი აი, რას ამბობს: “რომელსა აქუნდენ მცნებანი ჩემნი და დაიმარხნეს იგინი იგი არს, რომელსა უყუარ მე; ხოლო რომელსა უყუარდე მე, .. მეცა შევიყუარო იგი და გამოუცხადო მას თავი ჩემი. (იოანე. 14,21). რას გულისხმობს უფალი იესო ქრისტე – აწმყო თუ მომავალ ცხოვრებას? რასაკვირველია აწმყოს, რაკიღა მცნებათა აღსრულება მხოლოდ სააქაო ცხოვრებაშია შესაძლებელი და ამისდაკვალად იესო ქრისტე გვწყალობს და გვაცხოვნებს. უფლის განცხადებას კი უცილობლად სდევს სრულყოფილი სიყვარული. რამეთუ უფალი იესო ქრისტეს გამოცხადება რომ არა ჩვენ არც რწმენა გვექნებოდა მისი, არც სიყვარული ვითარცა ჯერ არს. წმინდანის ეს პასუხი დღესაც აქტუალურია, რადგანაც ბევრი ისვე ამტკიცებს, რომ გწმინდანობა მხოლოდ სიკვიდილის შემდეგ არის შესაძლებელიო და სახარების ის მუხლებს, რომლებიც სხვა საწინააღმდეგოს ამტკიცებენ, სულ სხვა ინტერპრეტაციას უკეთებენ.ციტატა რატომ იყო, რომ ჩვენი წმინდა მამები უსმენდნენ ღმერთს, რომელიც წმინდა სახარების ენით ამბობს: გულისაგან გამოვლენ გულის სიტყუნი ბოროტნი, კაცის-კლუანი, მრუშებანი, სიძუანი, ცილის-წამებანი, გმობანი, ესენი არიან, რომელნი შეაგინებენ კაცსა» (მათ. 15, 19-20). ისმენდნენ აგრეთვე სახარების სხვა ადგილსაც, რომელიც გვმოძღვრავს, რომ განვსწმინდოთ «შინაგანი იგი სასმენელისა».. .. რათა იყოს გარეშეცა იგი მისი წმიდა» (მათ. 23, 26), მათ დაუტევეს კიდეც ყველა დანარჩენი სულიერი ღვაწლი, ამ საქმეს შეუდგნენ, რამეთუ მისი წყალობით მსწრაფლ მოიხვეჭდნენ ყოველგვარ სიქველეს, უამისოდ კი, ვერცერთ სათნოებაში ვერ განმტკიცდებოდნენ. ამ სახის ღვაწლს წმინდა მამათაგან ერთნი უწოდებდნენ გულისმიერ მდუმარებას, მეორენი – ყურადღებას, ზოგნი სიფხიზლეს და გულისთქმებთან ჭიდილს, ზოგიც ზრახვათა გადასინჯვასა და გონების სიფრთხილეს. თითოეული მათგანი იყო საოცრად გავარჯიშებული და შეძლეს კიდეც ღვთაებრივი მადლის მოხვეჭა. სწორედ ამას გულისხმობს ეკლესიასტე, როდესაც ამბობს: «იხარებდი ჭაბუკი სიჭაბუკესა შინა შენსა, და რათა გნატრიდეს შენ გული შენი დღეთა შინა სიჭაბუკესა შენსა, და ვიდოდი გზათა შინა გულისა შენისათა უბიწოდ.» (ეკლეს. 11, 9). მსგავსი სიტყვები გვხვდება სხვაგანაც: «უკეთუ სული ხელმწიფების აღჳდეს შენ ზედა ადგილსა შენსა ნუ მოუტევებ» (ეკლეს. 10, 4). წმინდა სახარებაშიც ხომ გვეუბნება უფალი: «ნუცა განჰსცხრებითო» (ლუკ. 1, 29), ესეიგი, გონება აქეთ-იქით ნუ გაგეფანტებათო. კვლავ დაბეჯითებით იმეორებს! «ნეტარ-იყუნენ გლახაკნი სულითა» (მათ. 5,3), ანუ ბედნიერი არიან ადამიანები, რომელთაც არანაირი ამქვეყნიური გულისწადილი არ აღძვრიათ, ამსოფლიურ სულთქმათაგან განძარცვულთ. თითქმის ყველა წმინდა მამას ძალიან ბევრი დაუწერია ამის შესახებ. ვისაც სურს, დაე, წაიკითხოს მათი ნაწერები და თავად იხილავს. წაიკითხოს, თუ რას წერს მარკოზ მონაზონი, რა უთქვამს წმინდა იოანე კლემაქსს (კიბისაღმწერელს), ღირს ისიხს, ფილოთეოს სინაელს, აბბა ესაიას, ბარსონოფი დიდს და ბევრ სხვა წმინდა მამას. ციტატა მაშასადამე, თუკი გსურს პავლე მოციქულის პატივდება და ქება-დიდება მიბაძე მას და ეცადე გაეჯიბრო სარწმუნოებაში. აი მაშინ კი ჭეშმარიტად შეედრები პავლე მოციქულს, ისიც მიგიღებს, შეგიყვარებს და შეგივრდომებს ვითარცა მის კვალდაკვალ მავალს, მისი სწავლების დამფასებელს. უპატივცემულობას გამოიჩენდი ღვთაებრივი მოციქულის მიმართ, თუკი მიიჩნევდი, რომ მავანსაც არ ძალუძს შესწვდეს იმ სიმაღლეს, რასაც პავლე მოციქულმა მიაღწია, დაიხსომე, რომ ამით საკუთარი გადარჩენა გძაგს და დაუდევრად ეპყრობი იმას, რასაც მიაღწიე ცხოვრებაში, ხიბლში იგდებ თავს, უარყოფ პავლე მოციქულს და გაანაწყენებ. თუ გსურს დაგიმტკიცებ, რომ პავლე მოციქული, პატივდებული და სახელდებული იქნებოდა თუკი მას გადააჭარბებდი უფალთან სიახლოვესა და ამაღლებაში. აი, თავად პავლე მოციქულს მოუსმინე: «ვილოცევდ მე შეჩუენებულ ყოფად თავსა ჩემსა ქრისტესგან ძმათა ჩემთათვს, და ნათესავთა ჩემთა ხორციელთა». (რომ. 9,3). ხედავ, იგი მზად არის თავად დაშორდეს უფალს ოღონდ იხსნას სული მოყვასისა. შენ კი გაიძახი – პავლე მოციქულისათვის შეურაცხმყოფელია ჩემისთანა უბირის ლტოლვა ღვთაებრივი სიმაღლეებისკენო. ასე არ არის ჩემო ძმაო! წმინდანებს შური არა სჩვევიათ, არც გულისთქმები აწუხებთ და არც მიელტვიან დიდებასა და პატივს კაცთა. მათ, უფლის თაყვანისმცემლებსა და წმინდანებს მხოლოდ ერთი სწრაფვა, სურვილი, განცხრომა და ნეტარება აქვთ: უფლის ჭვრეტა. ხოლო ისინი, რომლებიც უფალს ჭვრეტენ, განეშორებიან ორპირობას და ფარისევლობას, რამეთუ უფლის გარდა სააქაო ცხოვრების სიამტკბილობა მათ ცნობისწადილს არ აღუძრავს. არც ჩვეულებრივი მოკვდავი, არც ყოფითი საფიქრალ-საზრუნავი არ აინტერესებთ. არამედ თავისუფალი არიან კაცთათვის დამახასიათებელი ცნობისმოყვარეობისგან და გონება არ ეფანტებათ უამრავ წვრილმანებზე ფიქრში. სწორედ ამიტომ, ვინც ასეთ სიმაღლეს მიაღწია სიცოცხლეში, ამქვეყნიური ამაოებისაკენ აღარასოდეს გაიხედავს. აქ წმინდანი პირდაპირ ამბობს, რომ განწმენდილი ადამიანი აღარ დაეცემა და "ამქვეყნიური ამაოებისაკენ აღარასოდეს გაიხედავს". გარდა ამისა, ამ ციტატაში ასევე კარგად ჩანს, რომ, როცა ვუარყოფთ პავლე მოციქულისნაირ (ან კიდევ, სიწმინდის საფეხურზე მასზე უფრო მაღლა მყოფ) წმინდანების არსებობას დღევანდელ დღეს, ამით ხიბლში ვიგდებთ თავს.ციტატა თუ ვინმეს სურს მოგვითხროს ამა თუ იმ სახლზე, მინდორზე, სასახლეზე ამა თუ იმ სანახაობაზე თავდაპირველად მან უნდა კარგად შეისწავლოს ყოველივე, საქმის ვითარებაში გაერკვეს და მერე მოგვითხროს ამის შესახებ. როგორ შეძლებს ის ადამიანი აღწეროს საგანი, რომელიც თვალითაც არ უხილავს არასოდეს. ამ საგნის შესახებ ხომ მას გონებაში არავითარი აზრი არ გააჩნია? აზრი არა აქვს, დამეთანხმებით, იმ საკითხზე ან საგანზე მსჯელობას, რომელიც თვალითაც არ გიხილავს არასოდეს. თუკი ამქვეყნიურ საგნებსა და მოვლენებზე ასეთი აზრი გაგვაჩნია, რომ თუკი საკუთარი თვალით არ გიხილავს ჭეშმარიტებას ვერასოდეს იტყვი, მაშინ რაღა ითქმის ღვთაებრივ საკითხებზე, წმინდანებსა და ღმერთზე? უკეთ რომ ვთქვათ რა მიმართებაში არიან წმინდანები უფალთან, რას ნიშნავს უფლის ჭვრეტა, რომელიც ღრმად არის ფესვგადგმული წმინდანთა სულსა და გულში და ენითუთქმელი ზემოქმედების უნარი შესწევს. ვისაც უფლის ჭვრეტით თვალისმომჭრელი ნათელი არ უხილავს ვერც შეძლებს რაიმე თქვას ამ ნათელის შესახებ. ახლა ასეთი კითხვა ისმის: დღევანდელ ე.წ. "ღვთისმეტყველებს", როცა ნამდვილ ღვთისმეტყველებს (მამა გაბრიელის, მამა გიორგისა თუ მამა ნიკოლოზის მსგავსებს) უარყოფენ, დევნიან და დასცინიან, საკუთარი თვალებითა აქვთ ნანახი ჭეშმარიტება, როცა ღვთაებრივ საკითხებზე, ღმერთზე და წმინდანებზე "გვასწავლიან"?ციტატა ამგვარად, როდესაც ადამიანი თანდათანობით ეზიარება სრულქმნილებას და უფალს დაუახლოვდება, უფლის წყალობით გაისიგრძეგანებს მასზე გარდამოსულ მადლსა და წყალობას, რითაც ძველ წმინდანებთან საერთოს აღმოაჩენს და შერაცხავს საკუთარ თავს მათ შორის უკანასკნელად. აქ კიდევ ჩანს ის ცრუსწავლება, თითქოს წმინდანებმა არ იციან, რომ წმინდანები არიან, ან კიდევ, თითქოს წმინდანები უარყოფენ თავიანთ წმინდანობას. აშკარად ამბობს წმინდანი, რომ "შერაცხავს საკუთარ თავს მათ შორის უკანასკნელად". |
A.V.M |
Feb 27 2014, 01:10 AM
პოსტი
#30
|
მადლობა ამ ფორუმს! ჯგუფი: Senators პოსტები: 13,742 რეგისტრ.: 14-June 11 მდებარ.: ფორუმს გარეთ წევრი № 11,203 |
guest1
ციტატა "მართლმადიდებლური ფსიქოთერაპია" მაქვს წაკითხული . ახლა მეორე : ციტატა საინტერესოა, დღევანდელი ე.წ. "ღვთისმეტყველები" (სახელებს აღარ ჩამოვთვლი, ბლომად გვყავს ისე) მონანულები არიან თუ ღვთისმეტყველნი? სასულიერო სემინარიაში , ფაკულტეტი რომაა საღვთისმეტყველო თუ იცი ? -------------------- აბა ჰე და აბა ჰო!
|
guest1 |
Feb 27 2014, 02:38 AM
პოსტი
#31
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 188 რეგისტრ.: 11-June 09 წევრი № 7,110 |
A.V.M
ციტატა ახლა მეორე : კი ვიცი.სასულიერო სემინარიაში , ფაკულტეტი რომაა საღვთისმეტყველო თუ იცი ? |
A.V.M |
Feb 27 2014, 04:05 AM
პოსტი
#32
|
მადლობა ამ ფორუმს! ჯგუფი: Senators პოსტები: 13,742 რეგისტრ.: 14-June 11 მდებარ.: ფორუმს გარეთ წევრი № 11,203 |
რაც შეეხება დავითის - ,,ბუნებით ღმერთობას'' , ამაზე შეიძლება ოდნავ ვრცელი საუბარი გამომივიდეს და დრო რომ მექნება დავწერ .
-------------------- აბა ჰე და აბა ჰო!
|
guest1 |
Feb 27 2014, 01:17 PM
პოსტი
#33
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 188 რეგისტრ.: 11-June 09 წევრი № 7,110 |
A.V.M
ციტატა რაც შეეხება დავითის - ,,ბუნებით ღმერთობას'' , ამაზე შეიძლება ოდნავ ვრცელი საუბარი გამომივიდეს და დრო რომ მექნება დავწერ . დავით მეფის ბუნებით ღმერთობას თავიდ დავანებოთ. მე თეოლოგი არ გახლავარ. ამის არსს მე ვერ ჩავწვდები, და მე მგონი, ვერ შენ ვერ ჩაწვდები. ეგ ღვთისაგან უნდა გბქონდეს განცხადებული. აქ საქმე სულ სხვა რაიმეს ეხება და სულ სხვა რამის გამო მოვიყვანე ეგ მაგალითი. აქ საქმე ეხება ჩვენს დამახინჯებულ წარმოდგენას წმინდანებზე, წმინდანობაზე და ღვთისმეტყველებაზე.მარტივი კითხვა დგას ასეთი: მართლმადიდებლური სწავლებით, რა არის ღვთისმეტყველება და ვინ შეიძლება ჩაითვალოს ღვთისმეტყველად? შენ რა პასუხი გაქვს ამაზე? და ის შენი პასუხი რას ეყრდნობა? ციტატა მართლმადიდებლური თეოლოგია ნათლად გვიჩვენებს, რომ ერთი მხრივ იგი კურნების ნაყოფია და მეორე მხრივ არის კურნებისკენ მიმავალი გზა. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ის, ვინც განიკურნა და ღმერთთან კავშირშია, ღმრთისმეტყველია, მხოლოდ მას შეუძლია ქრისტიანებს კურნების ჭეშმარიტი გზა უჩვენოს. მიტროპოლიტი იეროთეოსი აცხადებს ამას ფილოკალიის სწავლებაზე დაყრდნობით. დღეს სასულიერო აკადემიაში რომ ღვთისმეტყველები ასწავლიან ღვთისმეტყველებას ისინი განკურნებულნი არიან და ღმერთთან კავშირში არიან? მათ შეუძლიათ კურნების გზა უჩვენონ ქრისტიანებს?ციტატა ზემოთ ნათქვამის დასადასტურებლად წმინდა მამათა სწავლებებს მივუბრუნდეთ. ვნახოთ რას უწოდებენ თეოლოგიას და ვის - თეოლოგს. ვფიქრობ, უნდა დავიწყოთ გრიგოლ ღმრთისმეტყველით, რომელსაც ეკლესია შემთხვევით არ უწოდებს ღმრთისმეტყველს. წმინდა მამა თავის ცნობილ საღმრთისმეტყველო სიტყვებში, დასაწყისშივე წერს, რომ ყველა ადამიანს არ ძალუძს ღვთისმეტყველება, ეს არ არის ამქვეყნად "ქვემოთ მოსიარულეთა" საქმე, არამედ მხოლოდ მათი, "ვინც გამოიცადა, ცხოვრება უფლის ჭვრეტაში გაატარა და, უპირველეს ყოვლისა, განიწმინდა, ან კიდევ, უკიდურეს შემთხვევაში მათი საქმეა, ვინც განიწმენდს სულსა და სხეულს". ჩვენ თუ გვინდა გავიგოთ რა არის ღვთისმეტყველება, ჯერ წმინდანებს უნდა შევეკითხოთ. აგერ გრიგოლ ღვთისმეტყველი, ეკლესიის ერთ-ერთი უდიდესი მამა რას წერს. დღეს სემინარიაში მოქმედი ღვთისმეტყველებიდან რამდენი გამოიცადა და ცხოვრება გაატარა უფლის ჭვრეტაში? რამდენია სულ და გულ გაწმენდილი? რომელს შეიძლება ვუწოდოთ ღვთისმეტყველი ამ განმარტებით?ციტატა ადამიანს, რომელმაც თეორიამდე პრაქტიკა გაიარა, შეუძლია ღმერთზე ისაუბროს. და როდის ხდება ეს? "როცა ვთავისუფლდებით გარეშე სიბინძურისა, ჭუჭყისა და შფოთისაგან, როცა ჩვენს სულს არ ერევა შერყვნილი [სახეები] და ცდუნებები". ამიტომ წმინდა მამა ასკვნის: “საჭიროა სრულად მივუძღვნათ თავი უფალს იმისთვის, რომ ის შევიცნოთ". ბერი ნილოსი ღვთისმეტყველებას გონიერ ლოცვას უწოდებს. წმინდა მამათა თხზულებებიდან ცნობილია, რომ ვინც მოიპოვა მადლი გონიერი ან გულისმიერი ლოცვისა, მან ღმერთის შეცნობის პირველი ეტაპი გაიარა. ამდენად, გონებით მლოცველნი უფალთან ურთიერთობენ და ეს ნიშნავს ადამიანისაგან ღმერთის შეცნობას. წმინდა ნილოსი ამბობს: "თუ ღმრთისმეტყველი ხარ, ჭეშმარიტად ლოცულობ. და თუ ჭეშმარიტად ლოცულობ, ღვთისმეტყველი ხარ". დღევანდელ "ღვთისმეტყველებს" (ცდუნებას ვერ ვუძლებ და კონკრეტულ სახელებსაც დავასახელებ: ედიშერ ჭელიძეს, კურაევს, ოსიპოვს), რომელს აქვს უფლება ისაუბროს ღმერთზე? რომელი მათგანის ცოდნა ღმერთზე ცდება თეორიის და წიგნთმცოდნეობის დონეს? რომელმა მათგანმა მიუძღვნა თავი სრულიად უფალს და რომელმა მათგანმა შეიცნო? რომელ მათგანს გააჩნია ჭეშმარიტი ლოცვა?საბედნიეროდ, გვყავს ქართველებს ნამდვილი ღვთისმეტყველები, მაგრამ "ღვთისმეტყველნი" იმათ ვერ ვცნობთ, გიჟებს ვეძახით, ხიბლში ყოფნას ვაბრალებთ და დავსდევთ. ამაზე ამბობდა დიდი წმინდა სვიმონ ახალი ღვთისმეტყველი: ციტატა 25. როდესაც მომაკვდინებელ ცოდვებსა და ვნებათა მარწუხებში მოქცეული ადამიანები ყურს მოკრავენ, რომ ღვთისნიერთ და სრულყოფილთ, (რაც კი დედამიწის ზურგზე არსებობს ბუნების ქმნილებანი – ცხოველები თუ ადამიანები), ყველაზე უწმინდურად შეურაცხავთ საკუთარი თავი, ხოლო უღირსნი კი ხარობენ, მაწყევარნი – აკურთხებენ და დიდებისმეტყველებენ, დევნილნი – ითმენენ (მათ. 5,11-12) და უფალს ცრემლებითა და გულისტკივილით ავედრებენ პირად მტრებს (მათ. 5,44), რასაკვირველია, თავიანთი თავიდან გამომდინარე, ეს დაუჯერებლად მიაჩნიათ. შემდგომ, ოდეს საღმრთო წერილსა და წმინდანთა ცხოვრებას გაეცნობიან, საღმრთო წერილით მხილებულნი ხვდებიან, რომ წმინდანებს ვერასოდეს დაემსგავსებიან, მაგრამ რაკი გაუგიათ, რომ თუ წმინდანებივით არ იცხოვრეს, ვერ გადარჩებიან, ცოდვების დაგმობა და მონანიება კი არ სურთ, სასოწარკვეთილებაში ვარდებიან. 26. მოჩვენებითად ქველმოქმედნი, რომელთაგან ერთნი გარეგნულად გამოიყურებიან ასეთებად (შდრ. მათ 7,15-16), მეორენი კი, შინაგანად (რომ. 7,22), არაერთგზის სჩადიან ყოველგვარ უსამართლობას (რომ. 1,29), გამსჭვალულნი შურით, ზაკვითა და ავხორცული სულთქმით და მრავალთა მიერ, რომელთაც სულის თვალი დალიბრული აქვთ და არც მათი შეცნობა ხელეწიფებათ ნაყოფისდა მიხედვით (მათ. 7,20), შერაცხულნი არიან ვნებათაგან განწმენდილებად და წმინდანებადაც კი. ხოლო ღვთისმოსავ, სათნო და გულით უმწიკვლო ადამიანებს, რომლებიც არაფრით განირჩევიან ამათგან და მათ შორის მიმოდიან გაუფრთხილებლად, აბუჩად იგდებენ. 27. ყბედსა და მოჩვენებითს ხომ უგანათლებულესად და სულიერად თვლიან, ხოლო სიტყვაძვირსა და წყნარს პირუტყვად და ენაბრგვილად სახელდებენ (მათ. 12, 36). 28. სულიწმიდაზე მოლაყბეთაგან, დიდად გონიერნი და დემონური სიამაყით მზვაობარნი მაღალფარდოვნად და ომახიანად მსჯელობენ და მათი სიტყვები განცვიფრებას უფრო იწვევს, ვიდრე გულაჩვილებას და სინანულს. მას, ვინც დოლაბივითაა წყალმარჩხ მდინარეში, მუცლით მეზღაპრეა ან ვაი მეცნიერი და სულის ხსნის ამბებზეც აბდაუბდად მიედ-მოედება, აქებენ და ადიდებენ. ამგვარად, მათ შორის არავინ ჩანს იმდენად კეთილგონიერი, რომელსაც საქმის ვითარების რეალურად შეცნობა და წარმოჩენა შეეძლოს. ციტატა წმინდა იოანე სინელი სულიერი სისრულის ყველა საფეხურზე, "კიბეზე" წარმოაჩენს ჭეშმარიტ თეოლოგიას. "სრულყოფილი უბიწოება ღმრთისმეტყველების პირობაა". ვინც სრულად დაუმორჩილა თავის გრძნობები ღმერთს, მას უფალი წარმართავს. თუ ასე არ მოხდა, მაშინ "ამაოა ღმერთის შესახებ საუბარი. აი მე, მაგალითად, როცა ბატონი ედიშერ ჭელიძე და მისი მსგავი "ღვთისმეტყველნი" მეტყვლებენ ღმერთის შესახებ, ბუნებრივი კითხვა მიჩნდება: არიან ისინი სრულყოფილად უბიწონი, როცა ღმერთზე გვესაუბრებიან? თუ არ არიან, რა უფლებით გვესაუბრებიან ღმერთზე, საღმრთო საქმეებზე, წმინდანებზე? ანდაც, შენთან მაქვს კითხვა: როგორ უნდა ამიხსნა შენ მე დავითის ბუნებით ღვთაებრიობა და როგორ უნდა გავიგო მე შენი ახსნილი? ვართ ჩვენ სრულყოფილად უბიწონი? თუ არა ვართ, მაშინ ამაოა ღვთიურ საქმეებზე ჩვენთვის საუბარი.ციტატა პირიქით, ვინც ვერ შეიცნო ღმერთი, როგორც არსებული, "ვარაუდს გამოთქვამს"9. უფრო მეტიც, წმინდა მამათა სწავლების მიხედვით, ღმერთზე ვარაუდით საუბარი ცუდია, რადგან ადამიანს აცდუნებს. იოანე სინელმა იცის, როგორ ვითარდება ჩვენს სულში "დემონების თეოლოგია".(ამაოდ მადიდებელ) ცარიელ გულებში, რომლებიც სული წმინდის მადლით არ განწმენდილან. უწმინდური დემონები "სულიერი ცხოვრების დასაწყისში საღმრთო წერილს განგვიმარტავენ". ამიტომაც ვნებით მოცულ ადამიანს არ შეუძლია "ღვთისმეტყველებას მიეახლოს". წმინდანები იტანჯებოდნენ "ღვთიურის ვერ შემცნობთაგან" და წმინდა მამათა სიტყვებით რომ ვთქვათ, ღვთისმეტყველებდნენ არა არისტოტელურად, ე.ი. შემეცნებით, არამედ სული წმინდის მადლით, წინდაწინ თუ არ განიწმინდა ადამიანი ვნებათგან და უფრო ფანტაზიისგან, უძლურია უფალს ესაუბროს და მასზე ილაპარაკოს, რადგან "გონება წარმოსახვით ვერ მისწვდება ღმერთს". წმინდანები "სულზე აღბეჭდილი ღვთისმეტყველებით" ცხოვრობდნენ. აბა დააკვირდი ახლა აქ რა წერია: ჯერ ერთი, ამას წერენ ისინი, ვინც სრულყოფას მიაღწიეს და ღვთისმეტყველებდენ "სულზე აღბეჭდილი ღვთისმეტყველებით". ანუ, ჩვენთვის ეს არის ღვთის ხმა. ღვთის ხმა კი გვეუბნება: ნუ ენდობით მათ "ღვთისმეტყველებას", ვინც არისტოტელურად მეტყველებენ, ვისაც გული და გონება არ განუწმენდია. ასეთებში დემონები "ღვთისმეტყველებენ". ჩემთვის, გულდაბინძურებული ადამიანისათვის, იმას კი არა აქვს მნიშვნელობა, ღმერთის არსება რა არის, ან რა არის სამება, ან ქრისტეს ბუნება როგორია. მე, თავს თუ არ მოვატყუებ, მივხვდები, რომ ამ საკითზებზე ჩემი ცოდნა წიგნისმიერი იქნება მხოლოდ-და-მხოლოდ. ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი და პრაქტიკულია ჭეშმარიტი მასწავლებელი ვიპოვო, ის ვინც სასუფეველთან მიმიყვანს. ისევე მნიშვნელოვანია ეს ყველა ღვთისმოშიშისათვის და ღვთისმაძიებლისათვის. აი ამაშია პრაქტიკული გაკვეთილები.წმინდა სვიმონ სალოსის ცხოვრებიდან არის ასეთი მნიშვნელოვანი მომენტი. წმინდანი და მისი სულიერი ძმა წმინდა იოანე უდაბნოში 29 წელს გაატარებენ ერთად. სვიმონ სალოსს უფალი ეტყვის, რომ წავიდეს და ხალხში იცხოვროს. იოანე სვიმონს არ გაყვება, მიუხედავად იმისა, რომ 29 წელი უდაბნოში ასკეტურ ცხოვრებაში გაატარა, ლოცულობდა, მარხულობდა და ღმერთს ესაუბრებოდა: იგი, მაინც არ თვლიდა, რომ მზად იყო ამისათვის. სადღაც 2 მღვდელმონაზონი კამათს დაიწყებს ორიგენის შესახებ. ერთს პრო-ორიგენული პოზიცია უკავია და მეორეს ანტი-ორიგენური პოზიცია. ეს ორივე უდაბნოში მიაკითხავს წმინდა იოანეს, რომ მისგან მიიღოს პასუხი. წმინდანი, მიუხედავად ამხელა ღვაწლისა, ამ ორ მღვდელმონაზონს სვიმონ სალოსთან გაუშვებს და ეუბნება: "მამანო, მე ჯერ კიდევ არ მიმიღია ნიჭი, რათა ღვთიური განსჯა ვიცოდე". |
A.V.M |
Feb 28 2014, 01:03 AM
პოსტი
#34
|
მადლობა ამ ფორუმს! ჯგუფი: Senators პოსტები: 13,742 რეგისტრ.: 14-June 11 მდებარ.: ფორუმს გარეთ წევრი № 11,203 |
guest1
ციტატა დავით მეფის ბუნებით ღმერთობას თავიდ დავანებოთ. მე თეოლოგი არ გახლავარ. ამის არსს მე ვერ ჩავწვდები, და მე მგონი, ვერ შენ ვერ ჩაწვდები. თავი დავანებოთ კი არა , რაც შენ დაწერე , რომ დავითი ბუნებითი ღმერთია , ეგ დოგმატური ცდომილებაა . შეგნებულად გადავამოწმე ჩემი მოსაზრება დოგმატიკის ერთ ლექტორთან , აი მისი პასუხი : ,,დიდი დოგმატიკოსობაც არ ჭირდება ამ სიტყვების ჯანსაღად გაგებას. ეს არის დავით აღმაშენებლისადმი მიძღვნილი ეპიტაფია არსენ იყალთოელისა, რომელსაც იმოწმებენ ვითომცდა იმის საჩვენებლად, რომ არსენი საუბრობს დავითზე, როგორც ბუნებით ღმერთზე. ჯერ ხომ ეს წარმოუდგენელი მკრეხელობაა, მარა თავად ტექსტი არ იძლევა ასეთი გაგების არანაირი საშუალებას. დააკვირდი აბა ამ ფრაზას: "კაცთმოყუარე, ვითარცა ჩემი იესო ღმერთთა შორის; ბუნებით ღმერთი, მადლით ღმერთ-ქმნულთა შორის". არსენი დავითს უწოდებს კაცთმოპყვარეს, ვითარცა იესო, როგორც იესო იყო ღმერთთა შორისო, ანუ მადლით ღმერთთა შორისო, ანუ ადამიანთა შორისო. სხვა გაგება ცხადია არ შეიძლება, წინააღმდეგ შემთხვევაში ისიც უნდა გვეფიქრა, რომ არსენი მრავალღმერთიანობაზე საუბარობს. და სწორედ ეს რომ არ ეფიქრა მკითხველს, ამიტომ დაამატა წინადადების მეორე ფრაზა, ბუნებით ღმერთი მადლით ღმერთქმნილთა შორისო, ანუ ეს ფრაზა მიემართება არა დავითს, არამედ ქრისტეს, რომელიც ბუნებით ღმერთი მადლით ღმერთქმნილ ადამიანებთან მოვიდა. კვლავ ვიმეორებ მეორე ფრაზის გარეშე პირველს სრულიად ეკარგება აზრი და რაღაც მრავალღმერთიანობის შესახებ გამოდის საუბარი. მოკლედ რომ ვთქვათ მეორე ნაწილი წინადადებისა არის განმარტება პირველი ნაწილისა, და არა ისე რომ ამას დავითზე ამბობს არსენი. თუ ლოგიკურად დაუკვირდება ადამიანი ასეა.'' ხოდა , სანამ თეოლოგია-ღვთისმეტყველების შესახებ დამელაპარაკები , ჯერ დოგმატური ცდომილებები არ უნდა თქვა ხოლმე ( თუ თავს მართლმადიდებლად მიიჩნევ რა თქმა უნდა ) . ამით მოვრჩი მე . -------------------- აბა ჰე და აბა ჰო!
|
guest1 |
Feb 28 2014, 07:21 AM
პოსტი
#35
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 188 რეგისტრ.: 11-June 09 წევრი № 7,110 |
A.V.M
ციტატა თავი დავანებოთ კი არა , რაც შენ დაწერე , რომ დავითი ბუნებითი ღმერთია , ეგ დოგმატური ცდომილებაა . შეგნებულად გადავამოწმე ჩემი მოსაზრება დოგმატიკის ერთ ლექტორთან , აი მისი პასუხი : მართლმადიდებელი ვარ.,,დიდი დოგმატიკოსობაც არ ჭირდება ამ სიტყვების ჯანსაღად გაგებას. ეს არის დავით აღმაშენებლისადმი მიძღვნილი ეპიტაფია არსენ იყალთოელისა, რომელსაც იმოწმებენ ვითომცდა იმის საჩვენებლად, რომ არსენი საუბრობს დავითზე, როგორც ბუნებით ღმერთზე. ჯერ ხომ ეს წარმოუდგენელი მკრეხელობაა, მარა თავად ტექსტი არ იძლევა ასეთი გაგების არანაირი საშუალებას. დააკვირდი აბა ამ ფრაზას: "კაცთმოყუარე, ვითარცა ჩემი იესო ღმერთთა შორის; ბუნებით ღმერთი, მადლით ღმერთ-ქმნულთა შორის". არსენი დავითს უწოდებს კაცთმოპყვარეს, ვითარცა იესო, როგორც იესო იყო ღმერთთა შორისო, ანუ მადლით ღმერთთა შორისო, ანუ ადამიანთა შორისო. სხვა გაგება ცხადია არ შეიძლება, წინააღმდეგ შემთხვევაში ისიც უნდა გვეფიქრა, რომ არსენი მრავალღმერთიანობაზე საუბარობს. და სწორედ ეს რომ არ ეფიქრა მკითხველს, ამიტომ დაამატა წინადადების მეორე ფრაზა, ბუნებით ღმერთი მადლით ღმერთქმნილთა შორისო, ანუ ეს ფრაზა მიემართება არა დავითს, არამედ ქრისტეს, რომელიც ბუნებით ღმერთი მადლით ღმერთქმნილ ადამიანებთან მოვიდა. კვლავ ვიმეორებ მეორე ფრაზის გარეშე პირველს სრულიად ეკარგება აზრი და რაღაც მრავალღმერთიანობის შესახებ გამოდის საუბარი. მოკლედ რომ ვთქვათ მეორე ნაწილი წინადადებისა არის განმარტება პირველი ნაწილისა, და არა ისე რომ ამას დავითზე ამბობს არსენი. თუ ლოგიკურად დაუკვირდება ადამიანი ასეა.'' ხოდა , სანამ თეოლოგია-ღვთისმეტყველების შესახებ დამელაპარაკები , ჯერ დოგმატური ცდომილებები არ უნდა თქვა ხოლმე ( თუ თავს მართლმადიდებლად მიიჩნევ რა თქმა უნდა ) . ამით მოვრჩი მე . დოგმატური ცდომილება ის არის, როცა ცოდვილი ადამიანები თეოლოგიას გვასწავლიან. შენს ლექტორს ჯერ შეეკითხე: რა არის თეოლოგია მართლმადიდებლური გაგებით და ვის ეწოდება თეოლოგი? შემდეგ კითხე: აქვს თუ არა უფლება ისაუბროს მართლმადიდებლურ ღვთისმეტყველებაზე? თუ ამ კითხვებზე შენ დადებით პასუხს მიიღებ, მაშინ წმინდანი გყოლია ლექტორი. არის წმინდანი შენი ლექტორი? |
guest1 |
Feb 28 2014, 07:50 AM
პოსტი
#36
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 188 რეგისტრ.: 11-June 09 წევრი № 7,110 |
A.V.M
ციტატა ეს არის დავით აღმაშენებლისადმი მიძღვნილი ეპიტაფია არსენ იყალთოელისა, რომელსაც იმოწმებენ ვითომცდა იმის საჩვენებლად, რომ არსენი საუბრობს დავითზე, როგორც ბუნებით ღმერთზე. ჯერ ხომ ეს წარმოუდგენელი მკრეხელობაა რატომ არის წარმოუდგენელი მკრეხელობა ეს? მაინც რა არის ამაში მკრეხელური?ციტატა მარა თავად ტექსტი არ იძლევა ასეთი გაგების არანაირი საშუალებას. დააკვირდი აბა ამ ფრაზას: "კაცთმოყუარე, ვითარცა ჩემი იესო ღმერთთა შორის; ბუნებით ღმერთი, მადლით ღმერთ-ქმნულთა შორის". არსენი დავითს უწოდებს კაცთმოპყვარეს, ვითარცა იესო, როგორც იესო იყო ღმერთთა შორისო, ანუ მადლით ღმერთთა შორისო, ანუ ადამიანთა შორისო. სხვა გაგება ცხადია არ შეიძლება, წინააღმდეგ შემთხვევაში ისიც უნდა გვეფიქრა, რომ არსენი მრავალღმერთიანობაზე საუბარობს. და სწორედ ეს რომ არ ეფიქრა მკითხველს, ამიტომ დაამატა წინადადების მეორე ფრაზა, ბუნებით ღმერთი მადლით ღმერთქმნილთა შორისო, ანუ ეს ფრაზა მიემართება არა დავითს, არამედ ქრისტეს, რომელიც ბუნებით ღმერთი მადლით ღმერთქმნილ ადამიანებთან მოვიდა. კვლავ ვიმეორებ მეორე ფრაზის გარეშე პირველს სრულიად ეკარგება აზრი და რაღაც მრავალღმერთიანობის შესახებ გამოდის საუბარი. მოკლედ რომ ვთქვათ მეორე ნაწილი წინადადებისა არის განმარტება პირველი ნაწილისა, და არა ისე რომ ამას დავითზე ამბობს არსენი. თუ ლოგიკურად დაუკვირდება ადამიანი ასეა.'' 1) არსენი იყო წმინდანი და შენ არ იცი არსენმა რისთვის ან ვისთვის თქვა ეს; 2) თუ ეგრეა ვითომ (თითქოს არსენმა იმისთვის დაამატა ფრაზაო, რომ მკითხველს არ ეფიქრა მრავალღმერთიანობაზე არ იფიქრონო), მაშინ დავით მეფსალმუნე რატომ არ ამატებს ფსალმუნებში მაგ ფრაზას, როცა ხშირად ხმარობს "ღმერთი ღმერთთა შორის"-ს? რატომ, მაგალითად, დავით მეფე, როცა ამბობს "ღმერთი დადგა შესაკრებელსა ღმერთთასა, ხოლო შორის ღმერთნი განიკითხნეს", არ აკონკრეტებს აქ, სხვადასხვა ხერხებით, რომ ეს ფრაზა არ ნიშნავს მრავალღმერთიანობას? 3) ლოგიკა და ღვთისმეტყველება ძალიან შორს არიან ერთმანეთისაგან. სულ ტყუილად მოვიყვანე გრიგოლი დიდი ღვთისმეტყველის, მაქსიმე აღმსარებელის, სვიმონ ღვთისმეტყველისა და სხა წმინდანების სწავლება ღვთისმეტყველებაზე, ეგრე გამოდის. |
guest1 |
Feb 28 2014, 12:29 PM
პოსტი
#37
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 188 რეგისტრ.: 11-June 09 წევრი № 7,110 |
KAIROS უმტკიცებდა ხალხს, თუ რაში ცდებოდა თურმე მამა გიორგი (მღვდლის წმინდანობასთან დაკავშირებით). იმედია დღეს აზრი შეიცვალა, რაც ძალზედ სასიხარული იქნება.
ციტატა 1. ეძიეთ ცოცხალი წმიდანები. 2. რომ შეიძლება მღვდელმა მოგიტევოს ცოდვა და არ იყოს მოტევებული, ამიტომ უნდა ეძიოთ წმიდა მღვდელი ის, რომ ცოცხალი წმინდანები უნდა ვეძებოთ, წმინდანების სწავლებაა: ციტატა 6. ვინც მთელი არსებით და სიყვარულით წმინდანთაგან უკანასკნელს არ დაუკავშირდება (შდრ. ეფეს. 3,8), თვინიერ ბრძნობს და ურწმუნოება უღრღნის გულგვამს, არასოდეს ეღირსება მიუახლოვდეს პირველი რიგის წმინდანებს და მათ დაუმშვენოს გვერდი. თუნდაც თავი მოჰქონდეს ღვთისა და ცალკეული წმინდანებისადმი უხინჯო რწმენა და სიყვარული მაქვსო (შდრ. I კორ. 13,2) იგი სამუდამოდ გარიყულია, რამეთუ არ ინება მოთმინებით მდგარიყო იმ ადგილას, რომელიც უფალმა დაუწესა საუკუნოდ და ღვთისაგან განჩინებულ უკანასკნელ წმინდანს არ დაუკავშირდა. წმინდა სვიმონ ახალი ღვთისმეტყველიციტატა 49. ლოცვით და ცრემლებით ევედრე ღმერთს უვნებო და წმინდა მოძღვარი მოგივლინოს. სვიმონ ახალი ღვთისმეტყველი.ის, რომ წმინდა მღვდელის მოტევებული ცოდვა ქრისტეს მიერ არის მოტევებული და განუწმენდელი მღვდლის მიერ ცოდვა შეიძლება არ მოგვეტეოს, ამასაც წმინდანები ასწავლიან. წმინდა სვიმონ ღვთისმეტყველი ასწავლის: ციტატა Be careful, I beg you, never to assume the debts of others when you are a debtor yourself; do not dare give absolution without having received in your heart the One who takes away the sin of the world." ეს ასე ითარგმანების: "ფრთხილად იყავი, გთხოვ, რომ სხვისი ვალი შენს თავზე არ აიღო, როცა თავად მოვალსე ხარ; არ გაბედო ცოდვების მიტევება სანამ პირველად შენს გულში არ მიიღებ მას ვინაც კაცობრიობის ცოდვები აიღო თავის თავზე." |
afxazi |
Feb 28 2014, 12:55 PM
პოსტი
#38
|
დავითი ჯგუფი: სენატის თავმჯდომარე პოსტები: 8,814 რეგისტრ.: 7-March 07 წევრი № 1,291 |
guest1
ციტატა რატომ არის წარმოუდგენელი მკრეხელობა ეს? მაინც რა არის ამაში მკრეხელური? რატომ არის წარმოუდგენელი მკრეხელობა ამას ახლავე მოგახსენებ. ჯერ ერთი, რომ მსგავსი უკუღმართობა დედამიწის ზურგზე არავის არ წამოცდენია (ვგულისხმობ საეკლესიო ავტორს, ეკლესიის მამას, რომელიც ქრისტიანული, მართლმადიდებლური დოგმატიკის ტერმინოლოგიურ გამოთქმას გვაწვდის), რომ ადამიანისთვის, როგორი განღმრთობილიც არ უნდა ყოფილიყო ის, ბუნებით ღმერთი ეწოდებინოს, მთელი თავისი შინაარსობრივი გაგებით. ცნება "ბუნებითი ღმერთი" (გინდა საღვთისმეტყველო ახსნა განმარტებით თუ მის გარეშე) მიემართება ოდენ ყოვლიერების შემოქმედს, ყოვლადწმინდა სამებას და არანაირად ქმნილებას, იქნება ეს ანგელოზი თუ ადამიანი. სამწუხაროდ, როგორც ხშირად ხდება ის ვინც გამოთქვამს რაღც სწავლებას ვერ არის გარკვეული საღვთისმეტყველო ტერმინოლოგიაში და ამ გაურკვევლობის გამო ზოგჯერ უმძიმეს შეცდომას უშვებენ. ანალოგიური რამ ხდება აქაც. ვინც ოდნავ მაინც არის გარკვეული მართლმადიდებლურ ღვთისმეტყველებაში, ცხადზე უცხადესია რომ ადამიანის ბუნებით ღმერთობას ფიქრის დონეზეც კი არ გაივლებს თავში და მითუმეტეს არსენ იყალთოელს არ დააბრალებს იმას, რომ მან დავითის ბუნებითი ღმერთობა იღვთისმეტყველა. არ დავმალავ გურამის მიერ მოხმობილი წყარო მე ვარ (მას ცოტა გაზვიდება უყვარს ხოლმე) და მთელს ჩემს შეხედულებას ვამყარებ სრულიად თბილისის სასულიერო აკადემიაში მიღებულ საღვთისმეტყველო სწავლებაზე, რომელიც თავის მხრივ ემყარება უცთომელ მართლმადიდებლურ დოგმატურ მოძღვრებას. ჩემი საუბრი რომ მხოლოდ პირად მოსაზრებად არ აღიქვათ, საეკლესიო ავტორთა სწავლებებს დავიმოწმებ აღნიშნული საკითხის ნათელსაყოფად. ზემოთ ვთქვი, რომ როგორც ხშირად ხდება ამ შემთხვევაშიც სახეზე გვაქვს ტერმინოლოგიური გაუცნობიერებლობა, თუმცა მე მაინც არ ვიტყოდი ასე, რადგან იმას, რომ ადამიანზე არ უნდა ისაუბრო როგორც ბუნებით ღმერთზე, მაინცდამაინც ამას ტერმინოლოგიური გაცნობიერება არ ჭირდება, ამას ელემენტარული საღვთისმეტყველო სწავლების ცოდნაც ეყოფა. თუმცა რადგან თავად ტემინს ეხება საქმე, ვეცდები ამ ტერმინის მართლმდიდებლური გაგება გამოვკვეთო, რომ შემდეგ საკითხში გარკვევა არ გაჭირდეს. მაშ რას ნიშნავს ტერმინი ბუნება საეკლესიო სწავლებით? ამ ეტაპზე, სამწუხაროდ თან არ მაქვს (იმედია საღამოს შევავსებ ამ დანაკლისს) წმ. იოანე დამასკელის ნაშრომი "დიალექტიკა", რომ აღნიშნული ტერმინის უფრო ავტორიტეტული ახსნა-განმარტება შემოგთავაზოთ, თუმცა ქართულ სინამდვილეში უდავოდ ავტორიტეტული პიროვნების ციტატას მოვიყვან (რომლის დაკნინებას ნუ შეეცდებით, რადგან მთელი მისი ნათქვამი გარწმუნებთ ემყარება სწორედ საეკლესიო სწავლებას და ამას აუცილებლად ვაჩვენებ. უბრალოდ თვალსაჩინოებისთვის მინდა ეს განმარტება მოვიყვანო, როგორც უფრო გასაგები ახსნა), ედიშერ ჭელიძის, რომელიც ამბობს: "ტერმინი “ბუნება” განიმარტება, როგორც იმ თვისებათა ერთობლიობა, რაც აქვს ამ ბუნების მქონე უკლებლივ ყველა კონკრეტულ ჰიპოსტასს. მაგალითად, ადამიანური ბუნება იმ თვისებათა ერთობლიობაა, რაც ადამიანური ბუნების უკლებლივ ყველა პიროვნებას გააჩნია. შეუძლებელია პიროვნებას რაღაც ისეთი თვისება ჰქონდეს, რაც მეორეს არ აქვს და ის ადამიანური ბუნების თვისებად ჩავთვალოთ. რა თვისებებიც ვლინდება აბსოლუტურად ყველა ადამიანში, მხოლოდ ის გახლავთ ადამიანური ბუნება. ანუ ბუნება, კვლავ ხაზს გავუსვამთ, ეს არის ერთობლიობა იმ თვისებებისა, რა თვისებებიც ამ ბუნების მქონე უკლებლივ ყველა ჰიპოსტასს აქვს. მეორე მხრივ, “ჰიპოსტასი” ისაა, რაც თავის თავში ბუნების თვისებებს მოქმედებითად გამოხატავს. მაგალითად, “მოაზროვნეობა” ბუნებითი თვისებაა და ბუნებას გულისხმობს, მაგრამ მოაზროვნე ჰიპოსტასია ანუ ის კონკრეტული პირია, რომელსაც მოქმედებაში მოჰყავს მოაზროვნეობის ბუნებითი თვისება ანუ რომელიც თავის თავში ავლენს, თავის თავში მოქმედებითად გამოხატავს, ამოქმედებს ბუნებისეულ მოაზროვნეობას. არ არსებობს ბუნება უჰიპოსტასოდ (ანუ ჰიპოსტასის გარეშე) და ჰიპოსტასი – უბუნებოდ (ანუ ბუნების გარეშე). ყოვლადწმიდა სამებაში მამას, ძესა და სულიწმინდას ერთი საღვთო ბუნება აქვს, ანუ სამივე პირი თავის თვითმდგომ (ანუ მეორესთან შეურევნელ) პიროვნებაში სრულად გამოხატავს საღვთო ბუნების უკლებლივ ყველა თვისებას. ძე ღმერთმა განკაცებისას თავის საღვთო ჰიპოსტასში ანუ პიროვნებაში საღვთო ბუნებას შეუერთა ადამიანური ბუნება. ეს ნიშნავს: მეორე ჰიპოსტასი ყოვლადწმინდა სამებისა, რომელიც განკაცებამდე მქონე იყო მხოლოდ საღვთო ბუნებისა, ანუ რომელიც თავის თავში გამოხატავდა მხოლოდ საღვთო ბუნების თვისებებს, განკაცების პირველწამიდანვე ანუ ‘უმწვერვალესი შეერთებიდანვე საღვთო ბუნებასთან ერთად მქონე გახდა ადამიანური ბუნებისა ანუ სწორედ იმავე ღმერთ-ჰიპოსტასმა (მეორე ჰიპოსტასმა ყოვლადწმინდა სამებისა) ინება და უზენაესი თავმდაბლობით იტვირთა ადამიანური ბუნების მიღება ანუ თავის თავში, თავის ღმერთ-პიროვნებაში არა მხოლოდ საღვთო ბუნების (როგორც ეს განკაცებამდე იყო), არამედ, საღვთო ბუნებასთან ერთად და საღვთო ბუნებისგან განუყოფლად მან განიკუთვნა ადამიანური ბუნების უკლებლივ ყველა ბუნებითი თვისება და ამ თვისებათა გამოვლენა თვინიერ (გარეშე) ცოდვისა". http://www.ambioni.ge/rogor-gankacda-ufali თუმცა აქვე მაქვს (საბედნიეროდ) იგივე იოანე დამასკელის "გარდამოცემა", სადაც შესაძლებელია ("დიალექტიკაში" კონკრეტულად ტემინებზეა საუბარი) ტერმინ ბუნების მნიშვნელობა და არსი გავიგოთ. მაგალითად გარდამოცემის მე-60 თავში წმ. იოანე ადამიანის შესახებ ამბობს: "ყოველი ადამიანი ორი ბუნებისგან არის შემდგარი, - სულისა და სხეულისგან, - და იგი უცვლელად ფლობს მათ თავის თავში, რის გამოც მართებულად ითქმის ორ ბუნებად, ინარჩუნებს რა შეერთების შემდეგაც ორივე მათგანის ბუნებისეულ თვისობრიობას. მართლაც, არც სხეულია უკვდავი (არამედ ხრწნადია იგი) და არც სულია მოკვდავი (არამედ უკვდავია იგი); კიდევ, არც სხეულია უხილავი, და არც სულია ხორციელი თვალებით დასანახი, არამედ ეს უკანასკნელი მოაზროვნეობითია, გონისმიერია და უსხეულო, პირველი მათგანი კი - განხშოებული, ხილვადი და არამოაზროვნეობითი; ხოლო რადგან არსობრივად განყოფილნი ერთი ბუნებისანი არ არიან, ცხადია, რომ სული და სხეული არ არის ერთი არსებისა. და კიდევ: თუ ადამიანი ესაა - მოაზროვნეობითი, მოკვდავი ცხოველი და თუ ყოველი განსაზღვრება ცხადმყოფელია მოცემული ბუნებისა, ხოლო ბუნებისეული ნიშნით მოაზროვნეობითი არ უიგივდება მოკვდავს, ცხადია, რომ ადამიანი, საკუთარი თავის განსაზღვრების კანონით, არ უნდა იყოს ერთი ბუნებისა". ანუ ადამიანთან დაკავშირებით (როგორც ქმნილებასთან დაკავშირებით) ადამიანურ ბუნებად ვამბობთ იმ თვისებათა ერთობლიობას, რომელიც უცვლელად და გამონაკლისის გარეშე აქვს ამ ბუნების მქონე თითოეულ პიროვნებას (პიროვნების შესახებ ზემოთაც ითქვა, რომ ესაა უკვე კონკრეტული ინდივიდი, რომელიც ამოქმედებს ბუნებისეულ თვისებას და რითაც ის განსხვავდება მეორე პიროვნებისგან (ამოქმედებული თვისების ხარისხით)). ამგვარ თვისებებს შეიძლება დავამატოთ კიდევ: შიმშილის, წყურვილის, ძილის, დაღლილობის... (ესაა ე.წ. უყვედრელი ვნებულებანი, რომელიც ადამიანს ცოდვით დცემის შემდგომ შეეძინა, ამგრამ ამ თვისებებითაც ყველა პიროვნება განუსხვავებელია), ანუ ის თვისებები, რაც ყველას აქვს, გამონაკლისის გარეშე. განსხვავებას პიროვნებათა შორის, როგორც აღვნიშნე, ქმნის ამ თვისებათა ამოქმედების ხარისხი, რომ ყველას ერთნაირად არ შია, არ წყრია და ა.შ. სწორედ ეს განასხვავებს პიროვნებებს ურთიერთისგან, თორემ ბუნებითი თვისებების მხრივ, მათ შორის არანაირი სხვაობა არ არის. იგივე ითქმის ანგელოზურ ბუნებაზე, ანუ იმ თვისებათა ერთობლიობაზე, რაც ცხრავე დასის ანგელოზებს გამონაკლისის გარეშე ახასიათებთ, მაგრამ მათ შორის ხარისხობრივი განსხვავება ამ თვისებათა გამოვლენის ხარისხშია. და ეს ორივე - ადამიანის და ანგელოზიც, როგორც შექმნილნი ფლობენ კიდევ ერთ თვისებას, თვისებას ცვალებადობისას, ანუ წარმატებადობისას, ანდა დაცემადობისას. "ყოველი არსი ან ქმნილია ან უქმნელი. თუ ქმნილია იგი, უეჭველად ცვლადიცაა, რადგან რისი არსებობაც ცვალებადობით დაიწყო, ის უთუოდ ცვალებადობას უნდა დაექვემდებაროს - ან როგორც ხრწნადი ან როგორც არჩევანისებრ გარდაქმნადი". (გარდამოცემა, თ. 3). მაგრამ რას ვამბობთ საღვთო ბუნების შესახებ? იმავე გარდამოცემის მე-14 თავში, რომელსაც ეწოდება: "საღვთო ბუნების თვისებები", ვკითხულობთ: "შეუქმნელობა, დაუსაბამობა, უკვდავება, დაუსრულებლობა, საუკუნოობა, უნივთოება, კეთილობა, შემოქმედებითობა, სამართლიანობა, განმანათლებლობა, უცვლელობა, უვნებობა, გარეშეუწერლობა, დაუტევნელობა, შემოუსაზღვრელობა, განუსაზღვრელობა, უსხეულობა, უხილავობა, მოუაზრებლობა, უჭირველობა, თვითმპყრობელობა, თვითხელმწიფობა, ყოვლისმპყრობელობა, სიცოცხლისმბოძებლობა, ყოვლადძლიერება, უსასრულოდძლიერება, განმწმენდელობა, წილმბოძებლობა, ყოვლიერების გარემომცველობა და შემამტკიცებლობა, ყოვლის წინაგანმგებლობა, - ყოველივე ეს და ამგვარნი ბუნებით აქვს მას; არათუ სხვისგან მიმღებია იგი, არამედ თვით არის ყოველივე კეთილის წილმბოძებელი საკუთარი ქმნილებებისადმი, შესაბამისად თითოეულის მიმღებლობითი ძალისა". ანუ თუკი ჩვენ ვამბობთ ადამიანზე, ანდა ანგელოზზე, რომ მას ბუნებითად აქვს მოაზროვნეობის თვისება, მეუფებრიობის თვისება (ხატობრივი თვისებები), და.შ. ვგულისხმობთ არა იმას, რომ თავისთავად აქვს მას ეს თვისება, არავისგან მინიჭებული (წინააღმდეგ შემთხვევაში ადამიანის მარადიულად არსებობას უნდა დაგვეშვა), არამედ ამგვარი მხოლოდ ღმერთია, რომელიც მარადიულდა არსებულია, უცვალებელია, გარეშემოუწერელია და ა.შ. და ეს ყოველივე არა ვინმესგან მინიჭებული აქვს მას, არამედ თავისთავად, ბუნებით აქვს და იგია წყარო ადამიანისთვის ყოველივე კეთილისა. შესაბამისად თუკი ჩვენ დავუშვებთ ადამიანის ბუნებით ღმერთობას, მაშინ ის ყველა იმ თვისებით უნდა მოვიაზროთ, რა თვისებებიც იოანე დამასკელმა ჩამოთვალა, რომ ის უნდა იყოს მარადიული, უცვალებელი, გარეშემოუწერელი და ა.შ. აი სწორედ ამიტომ არის გამოთქმა: "ადამიანი - ბუნებითი ღმერთი" მკრეხელობა. ხოლო ის, რომ ადამიანს ღმერთი (და არა ღმრთეება) ეწოდება წმ. წერილში, აბსოლუტურად ყველა განმმარტებელი აღნიშნავს, რომ აქ საუბარია ადამიანის მადლისმიერ და არა ბუნებით ღმერთობაზე. ანგელოზსს, ისევე როგორც ადამიანის სულს უკვდავი ეწოდება (მაგრამ არა მარადიულად არსებული), თუმცა არა ბუნებით (მაშინ მარადიულად არსებულიც უნდა იყოს) არამედ მადლისმიერად. "ანგელოზი უკვდავია, მაგრამ არა ბუნებით, არამედ - მადლით, რადგან ყოველივე ის, რაც დაწყებულია, ბუნებით დასრულებადიცაა. მხოლოდ ღმერთია მარადის მყოფი, უფრო კი - მარადისობაზე უზემოესი, რადგან თვით არის ჟამთა შემოქმედი". (გარდამოცემა, თ. 17). წმ. კირილე ალექსანდრიელი: "ამრიგად, როგორც ხატად მყოფნი ჭეშმარიტი ძისა და ღვთისა, ღმერთებად და ძეებად შეირაცხებიან არა მხოლოდ ანგელოზები, არამედ, აგრეთვე, თვით ჩვენც, რადგან თქმულია: "მე ვთქვი: ღმერთები ხართ და ძეები უზენაესისა ყველანი" (ფს. 81.6). ამრიგად, თუმცაღა ეწოდებათ შესაქმეში შემოსულთაგან ზოგთ ძეობის სახელი (τὸ τῆς υἱότητος ὄνομα), მაგრამ ერთია იგი, ბუნებითი და ჭეშმარიტი, რომლისადმიც დავიხატეთ, შევიძინეთ რა მისგან, მადლის სახით, ესოდენ კეთილსახელოვანი და უსაჩინოესი ზედწოდება". (ივლიანეს წინააღმდეგ, წიგნი II, PG. 76 948 C - 949 A) გაგრძელება აუცილებლად იქნება. -------------------- სათნოება თვითკმარია ბედნიერებისთვის კლიმენტი ალექსანდრიელი |
guest1 |
Feb 28 2014, 01:36 PM
პოსტი
#39
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 188 რეგისტრ.: 11-June 09 წევრი № 7,110 |
afxazi
მე რამოდენიმეჯერ ავღნიშნე, რომ ღვთისმეტყველი არა ვარ, უბრალო მოკვდავი და ცოდვილი ვარ-თქო. თქვენ, ან ედიშერ ჭელიძეს, როცა ღვთისმეტყველებაზე საუბრობთ, გისვამთ მარტივ კითხვას და თუ შეიძლება პატიოსანად გამეცით პასუხი: მართლმადიდებლური სწავლებით, რას ნიშნავს სიტყვა "ღვთისმეტყველება" და "ღვთისმეტყველი"? და, ან თქვენ ან ედიშერ ჭელიძე თუ ბრძანდებით ღვთისმეტყველი? ძალიან გთხოვთ, წყენად ნუ მიიღებთ ჩემს კითხვებს და ჩემს გულახდილ საუბარს. მე საერთოდ ვარიდებ თეოლოგიაზე საუბარს თავს, არ არის ეს ჩემი საქმე. მე არ მაქვს ეს განცხადებული ღვთისაგან და რაც არ უნდა ვისაუბრო ამ საკითხებთან დაკავშირებით, ჩემთვის ეგ იქნება მხოლოდ თეორიული განსჯა, რის წინააღმდეგაც ჩვენი წმინდანები მკაცრად გვაფრთხილებენ: ციტატა პირიქით, ვინც ვერ შეიცნო ღმერთი, როგორც არსებული, "ვარაუდს გამოთქვამს". უფრო მეტიც, წმინდა მამათა სწავლების მიხედვით, ღმერთზე ვარაუდით საუბარი ცუდია, რადგან ადამიანს აცდუნებს. იოანე სინელმა იცის, როგორ ვითარდება ჩვენს სულში "დემონების თეოლოგია".(ამაოდ მადიდებელ) ცარიელ გულებში, რომლებიც სული წმინდის მადლით არ განწმენდილან. უწმინდური დემონები "სულიერი ცხოვრების დასაწყისში საღმრთო წერილს განგვიმარტავენ". ამიტომაც ვნებით მოცულ ადამიანს არ შეუძლია "ღვთისმეტყველებას მიეახლოს". გარდა ამისა, მე კი არ მითქვას, რომ წმინდა მეფე დავითი ბუნებით ღმერთია-თქო, არამედ მისმა აღმზრდელმა წიმდნამა არსენმა თქვა. არსენი თეოლოგი იყო. თქვენ და ედიშერ ჭელიძე არ ბრძანდებით თეოლოგები. თქვენ შეიძლება ნაკითხი ხალხი ხართ, მაგრამ არავითარ შემთხვევაში თეოლოგები. ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, როგორ უარყოფს ის, თქვენ რაც დაწერეთ ზემოთ, წმინდა მეფის ბუნებით ღმერთობას? საიდან ვიცით, რომ მეფე დავითი ადამიანი იყო და არა ბუნებით ღმერთი? გამოცხადება გვქონდა ამის თაობაზე, თუ რაღაც ჩვენებური ლოგიკით ვასკვნით ამას? |
afxazi |
Feb 28 2014, 03:14 PM
პოსტი
#40
|
დავითი ჯგუფი: სენატის თავმჯდომარე პოსტები: 8,814 რეგისტრ.: 7-March 07 წევრი № 1,291 |
guest1
ციტატა თქვენ, ან ედიშერ ჭელიძეს, როცა ღვთისმეტყველებაზე საუბრობთ, გისვამთ მარტივ კითხვას და თუ შეიძლება პატიოსანად გამეცით პასუხი: მართლმადიდებლური სწავლებით, რას ნიშნავს სიტყვა "ღვთისმეტყველება" და "ღვთისმეტყველი"? და, ან თქვენ ან ედიშერ ჭელიძე თუ ბრძანდებით ღვთისმეტყველი? აბსოლუტურდ არაფერ შუაშია განსახილველ თემასთან, თუმცა მაინც ვუპასუხებ ამ კითხვას. თავისი არსით ღვთისმეტყველება რ გულისხმობს მხოლოდ თეორიულ განსწავლულობას მართლმადიდებლურ დოგმატიკაში. ქრისტიანი არა მხოლოდ მცოდნე უნდა იყოს, არამედ მოღვაწეც, თანაშერთული უნდა იყოს მასში ცოდნა და მოღვაწეობა. თუმცა ჩვენ ვიცით მოღვაწეები, რომელთაც წერა-კითხვაც კი არ იცოდნენ (მაგ. ანტონი დიდი) თუმცა ისინი ჭეშმარიტი ღვთისმეტყველები იყვნენ, მათ ღვთისგან ქონდათ ბოძებული მის შესახებ ცოდნა, მაგრამ პირიქით კი მე პირადად არავინ მახსენდება, რომ მხოლოდ თეორიულ ცოდნას ეცხონებინოს ვინმე. აქედან გამომდინარე, თუ ეს გაინტერესებთ, ღვთისმეტყველება ქრისტიანული თვალსაზრისით, როგორც ღვთის მეტყველება, ცხადია ცოდნას და მოღვაწეობას აერთიანებს. მაგრამ ეს არაფერ შუაშია იმასთან, რომ ადამიანმა საღვთისმეტყველო განათლება მიიღოს და შეისწავლოს მართლმადიდებლური დოგმატიკა. მე პირადად ბატონ ედიშერს ვუწოდებ პატროლოგს და არა ღვთისმეტყველს, საუკეთესო მცოდნეს წყაროებისას, რომელმაც უცთომელად იცის მართლმადიდებლური დოგმატიკა. ისევე როგორც არც არავის ვუწოდებ მე ღვთისმეტყველს, ამ ტერმინის არსობრივი გაგებით, არამედ ვუწოდებ საღვთისმეტყველო განათლების მქონეს. აქედან გამომდინარე ვერ ვხვდები ჯერ ეს რა შუაშია იმასთან დაკავშირებით რაზეც ვსაუბრობთ. ეკლესიამ გამოცხადებით მიღებული უცთომელი სწავლება ტერმინოლოგიურად ჩამოაყალიბა და დოგმატურად გვიანდერძა. აქედან გამომდინარე ნებისმიერი ქრისტიანის უპირველესი მოვალეობაა სწორედ ამ დოგმატური მოძღვრების ჩარჩოებში იმყოფებოდეს და მისით საზრდოობდეს. შესაბამისად თუკი ეს დოგმატური მოძღვრება მებნება, რომ ბუნებითი თვალსაზრისით ტერმინი ღმერთი მხოლოდ ყოვლადწმინდა სამებას ეწოდება, გადავუხვიო ამ სწავლებისგან და ახალი რამ შევიმუშაო? უმალ მწვალებელი არ აღმოვჩნდები? თუკი მე ვცდები ყოველივე იმაში, რაც ზემოთ დავწერე, ამიხსენი და განმიმარტე იმავე საეკლესიო სწავლების ფონზე, რომელ საეკლესიო სწვლებასაც მე ვიმოწმებ. ციტატა ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, როგორ უარყოფს ის, თქვენ რაც დაწერეთ ზემოთ, წმინდა მეფის ბუნებით ღმერთობას? საიდან ვიცით, რომ მეფე დავითი ადამიანი იყო და არა ბუნებით ღმერთი? გამოცხადება გვქონდა ამის თაობაზე, თუ რაღაც ჩვენებური ლოგიკით ვასკვნით ამას? რა თქმა უნდა, ამაზე კომენტარიც კი ზედმეტია. რაღაცნაირად ისე ჩანს, თითქოს მე ან ის ვინც საწინააღმდეგოს გიმტკიცებთ წმ. მეფის პიროვნების დამაკნინებელი გამოვდივარ, ამ ჩემთვის მართლაც უძვირფასესი სახელისა, ხოლო თქვენ პატივის მიმგები. სინამდვილეში კი პირიქითაა. როდესაც პიროვნებას განუკუთვნებ იმას, რაც სინამდვილეში ის არ არის, ეს უფრო მეტად შეურაცხყოფს მას. ასეა ამ შემთხვევაშიც. იმ მოტივით, რომ უფრო მეტი პატივი მიაგოთ მეფეს, უფრო მეტად შეურაცხყოფთ მას. საიდან ვიცით? "გალობანი სინანულისანი" არ გაქვთ წაკითხული? იხილეთ: http://www.orthodoxy.ge/lotsvani/galoba/davit-galobani.htm ციტატები ამ შესანიშნავი ჰიმნოგრფიული ძეგლიდან: "დაღათუ ესრეთ განვხრწენ ყოველნი გრძნობანი და ყოვლად ხრწნილება ვიქმენ, გარნა არავე აღვიხუენ ჴელნი, არცა დავდე სასოებაჲ ჩემი ღმრთისა მიმართ უცხოჲსა, არცა უცხო-თესლი რაჲმე სარწმუნოებაჲ საწურთელ ვყავ სულისა, გარეშე მისსა, რომელი მასწავეს ღმრთისმეტყუელთა შენთა!" კი, ცოდვილი ვარო, მაგრამ სარწმუნოებისთვის არ მიღალატიაო, იმ სარწმუნოებსთვის, რომელიც შენმა ღვთისმეტყველებმა მასწავლესო. ეხლა თუ იმის მტკიცებას დამიწყებ, რომ ღმერთი "სწავლობს" რამეს, საერთოდ ხმას აღარ ამოვიღებ. კიდევ: "და აწ, მომდრეკელი მუჴლთა გულისათაჲ ვჴმობ, ვითარცა სხუაჲ მანასე, მილხინე, ჵ მეუფეო, მილხინე და ნუ წარმწყმედ ცოდვათა შინა, და ნუ იჴსენებ ძჳრთა ჩემთა, და ნუ დამსჯი მე ქუესკნელთა თანა, რამეთუ შენ ხარ ღმერთი მონანულთაჲ, ამაღლებული ზესკნელს ცათა ძალთაგან!" ვის გაუგია ბუნებით ღმერთი თავის თავს მიმართავდეს ასე: "და ნუ დამსჯი მე ქუესკნელთა თანა, რამეთუ შენ ხარ ღმერთი მონანულთაჲ"? კიდევ: "ჟამი რაჲ წულილთა და ჴმელთა აღმოფშჳნვათაჲ წარმოდგეს, ზარი მეფობისაჲ წარჴდეს და დიდებაჲ დაშრტეს, შუებაჲ უქმ იქმნნენ, ყუავილოვნებაჲ დაჭნეს, სხუამან მიიღოს სკიპტრაჲ, სხუასა შეუდგენ სპანი, მაშინ შემიწყალე, მსაჯულო ჩემო!" მაშინ შემიწყალე, მსაჯულო ჩემო! კიდევ, აშკარა ხაზგასმა იმაზე, რომ დავითი ჩვეულებრივი მოკვდავი ადამიანია: "ამისთჳს ღმერთ-მამაკაცებრ მოქმედ იქმნა ზეშთა ღმერთთაჲ, რაჲთა კაცებრ უწყოდნის ვნებანი ჩუენნი და ღმრთეებრ იჴსნიდეს ბრალთაგან, რომელთა ღმრთისმშობელად ქადაგონ ქალწული დედაჲ"! "რაჲთა კაცებრ უწყოდნის ვნებანი ჩუენნი". - ამაზე აშკარა მონაცემი რა შეიძლება იყოს? -------------------- სათნოება თვითკმარია ბედნიერებისთვის კლიმენტი ალექსანდრიელი |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 10th November 2024 - 09:55 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი