თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

მართლმადიდებლური ფორუმი _ ხელოვნება და კულტურა _ ზეთის საღებავები შემარჩევინეთ

პოსტის ავტორი: white&black თარიღი: Apr 28 2013, 05:38 PM

გამარჯობათ, პირველად ვპოსტავ ამ ფორუმზე და თუ თემა არასწორ ადგილას გავხსენი გადაიტანეთ სადაც საჭიროა.
მოკლედ მეგობრისთვის საჩუქრად მინდა ზეთის საღებავების ყიდვა თავისი ფუნჯებით და ტილოებით 100-120 ლარის ფარგლებში და იქნებ მირჩიოთ ამაზონიდან რომლის ყიდვა სჯობს. მე რაც ჩემით შევარჩიე ესენია.

http://www.amazon.com/Liquitex-BASICS-Acrylic-Paint-36-Piece/dp/B000JESVA8/ref=sr_1_3?s=home-garden&ie=UTF8&qid=1367004332&sr=1-3&keywords=oil+paints+and+brush+set

http://www.amazon.com/gp/product/B002E0IM04/ref=gno_cart_title_1?ie=UTF8&psc=1&smid=A1ZEMTT4HTM149

http://www.amazon.com/Canvas-panels-12-inch-pack/dp/B00251AWSW/ref=pd_sim_hg_18

ესეთი კრებულები ვარგა საერთოდ?
http://www.amazon.com/gp/product/B00A41JID0/ref=ox_sc_act_title_2?ie=UTF8&psc=1&smid=A1V6GP691B554G

http://www.amazon.com/gp/product/B002GALZCY/ref=ox_sc_act_title_6?ie=UTF8&psc=1&smid=ATVPDKIKX0DER

პოსტის ავტორი: ქევანა თარიღი: Apr 28 2013, 05:50 PM

ციტატა
ზეთის საღებავების

ჩემი აზრით, აკრილის საღებავები იგივე ზეთის საღებავები არაა. Oil paint უნდა დაძებნო smile.gif

მერე მეორეც, აქ ვერ იყიდი? თუმცა შენი არჩევანია.


რაც შეეხება, რამდენად კარგია ან ცუდია ნაკრები – ვერ გეტყვი, არასდროს მიყიდია ამაზონიდან საღებავები smile.gif

პ.ს. სწორად გაგიხსნია თემა, ნუ გეშინია

პოსტის ავტორი: white&black თარიღი: Apr 28 2013, 08:33 PM

ქევანა

ციტატა
ჩემი აზრით, აკრილის საღებავები იგივე ზეთის საღებავები არაა. Oil paint უნდა დაძებნო

საერთოდ აზრზე არ ვარ ასეთი რაღაცეების Oil paint_ით, რომ ვეძებდი იქ ამომიგდო ზუსტად თორემ რა განსხვავებაა ისიც არ ვიცი biggrin.gif

ციტატა
მერე მეორეც, აქ ვერ იყიდი? თუმცა შენი არჩევანია.

აქ ტერიტორიულად სად იყიდება?

პოსტის ავტორი: აკაკი თარიღი: Apr 28 2013, 08:48 PM

ყაზბეგის ქუჩაზე არის ძალიან კარგი მაღაზია, ვაკე-საბურთალოს გადასახვევთან. იქ იყიდება ძალიან კარგი, სუფთა, ხარისხიანი იტალიური სააღებავები. ფირმა "Maimeri Classico" (http://www.maimeri.com.ua/)

თუ არ გინახავთ, ნახეთ.

საშინელებაა ჩინური საღებავებ, 6 ლარი რომ ღირს 200 მლ. კაცი შეიძლება მოგწამლოს, ნახატიც არ გამოდის სასურველი. საკმარისია ცოტა ხანი გავიდეს, იბზარეება ნახატი. ფერები გასდის. არაუშავს რუსულებეს, ფასი ცოტა მეტი აქვს. მაგრამ, როგორც ბევრს აღუნიშნავს, ეს ხსენებული იტალიურები ნამდვილად კარგია. 12 ლარი ღირს ნორმალური ტუბი. 200 მლ, თუ სწორად მახსოვს, 19 ლარი. მოკლედ, ხარისხიანია.

პოსტის ავტორი: white&black თარიღი: Apr 28 2013, 09:02 PM

აკაკი
და ეგ მაღაზია რომლამდე მუშაობს? სამსახურის გამო ვერ ვახერხებ ასე თავისუფლათ სიარულს მაგიტომ მირჩევნია გამოწერა.
შედარებით პატარა ტუბები ექნებათ ხომ? 50-100 მლ და რამდენი ფერი უნდა ვიყიდო? ანუ ძირითადი რომლებს იყენებენ ხოლმე?



პოსტის ავტორი: აკაკი თარიღი: Apr 28 2013, 09:57 PM

white&black
დიახ, აქვთ პატარა ტუბები. გააჩნია რა ჩანაფიქრი გაქვს. ერთი შეხედვით, აუცილებელია წითელი, მწვანე, ყვითელი, თეთრი, ლურჯი, ყავისფერი (ჩამოვთვალე ყველაფერი biggrin.gif ).. მაგრამ მათ შორისაც არის განსხვავება, არის სხვადასხვა ტონალობის წითელი, ყივთელი და ასე თითოეული ფერი. საათები კი ნამდვილად არ ვიცი.

პოსტის ავტორი: white&black თარიღი: Apr 28 2013, 10:34 PM

აკაკი
გასაგებია, გმადლობ. მე არაფერი ჩანაფიქრი არ მაქვს საჩუქრად მინდა smile.gif
და მაგ საღებავებს დამატებით სპეციალური ზეთი ან რამე ხსნარი სჭირდება?

პოსტის ავტორი: აკაკი თარიღი: Apr 28 2013, 10:38 PM

white&black

ზეთი თვითონ ურევია, ანუ თხევადი რომ არის ტუბებში და არ არის ფხვიერი, როგორც პიგმენტი, იმიტომაა, რომ საკმარისი ოდენობის ზეთი ურევია, და არამარტო ზეთი. მაგრმ არის შემთხვევები, როცა მხატვარს სურს კიდევ გაათხელოს საღებავი ან შეურიოს ლაქი... იქ ნახავ, სპეციალურ ზეთებსაც, ლაქსაც, გამხსნელსაც... კარგი მომსახურენი არიან და აგიხსნიან ყველაფერს, მთავარია ჰკითხო smile.gif

პოსტის ავტორი: qetevano თარიღი: Apr 28 2013, 11:23 PM


white&black
http://iartsupplies.co.uk/Limited-Edition-Van-Gogh-Oil.html
აი ასეთი თუ ნახე ძალიან კარგია, მე ამას ვხმარობ, ყაზბეგზეც იყიდება და კიდობანშიც, როგორც მახსოვს. თან ზუსტად იმ ფასშია რაც შენ გინდა. სატარებლადაც ძალიან პრაქტიკულია.

პოსტის ავტორი: tamuna m თარიღი: Apr 29 2013, 12:10 AM

არ უნდა ამდენი ფილოსოფია biggrin.gif
კიდობანში მიდი და ან "გამმას" ფირმის იყიდე (მოსკოვისაა და შედარებით იაფია) ან ლენინგრადის (უკეთესია).
ნაკრებს მე მირჩევნია ცალკე ტუბები შევიძინო.
უმჯობესია იცოდე მისი პლაიტრა (რა ფერებს მოიხმარს) და იმის მიხედვით შეარჩიო ფერებიც.
დანარჩენს თვითონ დააყენებს

პოსტის ავტორი: tamuna m თარიღი: Apr 29 2013, 12:12 AM

არ უნდა ამდენი ფილოსოფია biggrin.gif
კიდობანში მიდი და ან "გამმას" ფირმის იყიდე (მოსკოვისაა და შედარებით იაფია) ან ლენინგრადის (უკეთესია).
ნაკრებს მე მირჩევნია ცალკე ტუბები შევიძინო.
უმჯობესია იცოდე მისი პლაიტრა (რა ფერებს მოიხმარს) და იმის მიხედვით შეარჩიო ფერებიც.
დანარჩენს თვითონ დააყენებს

უი, ორჯერ დაპოსტა.
პ. ს. დამავიწყდა მეთქვა: ტილო ჯობია ქვეჩარჩოზე იყოს გადაკრული. ფუნჯის შეხებისას ვიბრაცია აქვს ტილოს და მეტად მოგყვება.

პოსტის ავტორი: ქევანა თარიღი: Apr 29 2013, 12:14 AM

ციტატა
საშინელებაა ჩინური საღებავებ,

ჩინური არაფერი ვარგა biggrin.gif

პლასტელინი ვიყიდე და უხარისხო აღმოჩნდა.. დაილოცოს ისევ უკრაინულ-რუსული პლასტელინები happy.gif მუშაა, მუშა!

პოსტის ავტორი: white&black თარიღი: Apr 29 2013, 09:59 AM

აკაკი
qetevano
tamuna m
ქევანა
ყველას დიდი მადლობა, ესეიგი მთავარია ჩინური არ ვიყიდო biggrin.gif

ციტატა
უმჯობესია იცოდე მისი პლაიტრა (რა ფერებს მოიხმარს) და იმის მიხედვით შეარჩიო ფერებიც.
დანარჩენს თვითონ დააყენებს

ხო ეგ მეც ვიფიქრე ვკითხავთქო, მაგრამ მერე საჩუქარი აღარ გამოდის უკვე smile.gif

ციტატა
პ. ს. დამავიწყდა მეთქვა: ტილო ჯობია ქვეჩარჩოზე იყოს გადაკრული. ფუნჯის შეხებისას ვიბრაცია აქვს ტილოს და მეტად მოგყვება.

ეგ სიამოვნება რა დამიჯდება 3-4 ცალი მაინც რომ ვიყიდო?
თორემ თანხაში მთლად თავისუფლად ვერ ვარ მაქსიმუმ 150 გადავდო

პოსტის ავტორი: აკაკი თარიღი: Apr 29 2013, 01:37 PM

white&black
გადაჭიმულ ტილოებს რუსთაველზე ნახავ, სადაც მხატვრები სხედან. მიწისქვეშა გადასასვლელში მოპირდაპირე მხარეს შუაში არის კარები, იქ შეხვალ და ზომებში დაგიმზადებენ, უნდა აარჩიო ტილო. ჩემი რჩევა იქნება ჩინური ტილო არ იყიდო, ცოტა პრიალა ზედაპირი აქვს. იყიდე საშვალო სისქის ტილო და რა ზომაზეც გინდა. შეგიძლია გამზადებულები იყიდო, ოღონდ იმ ჩინურს არ გირჩევ.

ზომებს გააჩნია, რაც პატარაა მით უფრო იაფია.

პოსტის ავტორი: tamuna m თარიღი: Apr 29 2013, 09:46 PM

white&black
და დაგრუნტული იყიდე.
ზოგი თვითონ გრუნტავს სახლში.
ფასები არ ვიცი.
დაახლოებით 7 წელია შეხება არ მქონია smile.gif))

პოსტის ავტორი: qetevano თარიღი: Apr 29 2013, 09:55 PM

ფასები 5-6ლარად იყიდი დაახლოებით 30/40 სმ-იანს და მერე ზრდის მიხედვითაა

პოსტის ავტორი: ქევანა თარიღი: Apr 30 2013, 01:39 PM

tamuna m

ციტატა
დაახლოებით 7 წელია შეხება არ მქონია

რატომ გოგო მერე, რატომ? :დ

მე არ ვაპირებ დანებებას/დავიწყებას და ჩემი ძველი კონსპექტები კიდევ ერთხელ უნდა გადავათვალიერო happy.gif

უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)