ფსევდო"ბიზანტიური" საგალობლები, სიახლე საქართველოს ეკლესიაში |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
ფსევდო"ბიზანტიური" საგალობლები, სიახლე საქართველოს ეკლესიაში |
ზებედე |
Dec 1 2006, 07:43 PM
პოსტი
#41
|
ზეციკეთი ჯგუფი: Members პოსტები: 4,332 რეგისტრ.: 27-July 06 წევრი № 19 |
ყველაზე ძალიან ნერვებს რაც მიშლის არის ის, რომ ყდის შიდა ნაწილზე გამოსახულია მცხეთის ჯვრის მონასტერი, რომელსაც (ვაი, რომ ქართველისვე ხელით!!!) გაკეთებული აქვს წარწერა - მცხეთის ჯვარი, ბიზანტიური ხუროთმოძღვრების ნიმუში (!!!!!!!!!!!!!) ეხლა დავაკვირდი მაგას, მაგრამ ჩემს "კასეტაზე" ეგ "ბიზანტიური ხუროთმოძღვრების ნიმუში" წაშლილია მცხეთის ჯვარი წერია მხოლოდ -------------------- მზეო ამოდი, ამოდი ნუ ეფარები გორასა წიწილის თეთრი ბუმბული, ველად გაჰქონდა ნიავსა |
ჯამბაკური |
Dec 1 2006, 07:54 PM
პოსტი
#42
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 299 რეგისტრ.: 14-September 06 წევრი № 189 |
ეხლა დავაკვირდი მაგას, მაგრამ ჩემს "კასეტაზე" ეგ "ბიზანტიური ხუროთმოძღვრების ნიმუში" წაშლილია მცხეთის ჯვარი წერია მხოლოდ საქართველოს საპატრიარქოს ხუროთმოძღვრების საბჭომ საგანგებო განცხადება გამოაქვეყნა ამის თაობაზე. ისე რა ძვირფასი სიწმიდე გვაქვს, ყველას მისი მითვისება ენატრება. -------------------- გალობის ერთი მოყვარულთაგანი
|
ვეშაპო |
Dec 6 2006, 12:46 AM
პოსტი
#43
|
ბიზონებზე მონადირე ჯგუფი: Moderator პოსტები: 2,860 რეგისტრ.: 1-November 06 წევრი № 360 |
აქ მინდა დავდო ჯამბაკურის მიერ დაწერილი ამბავი გვერდითა ფორუმში. განსაკუთრებით საინტერესო იქნება anuska -სათვის.
მაშ ასე: მთელ საქართველოში, ქართული მონასტრების მდგომარეობა ეგზარხოსების მიერ განხორციელებულმა რეფორმამ განსაკუთრებით დაამძიმა. ცვლილებები შეეხო სამონასტრო ცხოვრების ყველა ასპექტს, უმთავრესად კი მის საარსებო წყაროს. რუსული საეკლესიო ადმინისტრაციის რეფორმამ უსამართლოდ ჩამოართვა საქართველოს მონასტრებს მრავალსაუკუნოვანი კუთვნილება და ამით დამოუკიდებლად არსებობის ყველა საშუალება მოუსპო. უფლებააყრილი მონასტრებისათვის, არათუ კულტურულ-საგანმანათლებლო მუშაობის წარმართვა, არამედ ბერთა კრებულის შენახვაც კი შეუძლებელი გახდა. ბევრ ქართველ ბერს უჭირდა უკანონობასთან შეგუება და როდესაც 1860-იან წლებში ხმა გავრცელდა ათონის წმიდა მთის ქართველთა სავანეში მღვდელმონაზონ ბენედიქტე ბარკალაიას მიერ ქართველ მოღვაწეთა თავმოყრის შესახებ, მრავალს გაუჩნდა იქ გამგზავრების სურვილი. მამა ბენდიქტე ბარკალაიამ გამორჩეული გულმოდგინებისა და ნიჭის წყალობით მალევე შეძლო ათონის მთაზე სულიერი ცხოვრების აღორძინება. მან იმერეთის ეპისკოპოსი გაბრიელის (ქიქოძე) თანადგომით მოახერხა მორწმუნე საზოგადოებაში შემოწირულობის შეკრება, რითაც ათონზე ქართველთა ყოფა უზრუნველყო. აღადგინა ივერთა მონასტერთან ახლოს მდებარე წმიდა იოანე ღვთისმეტყველის სავანე და შემოკრიბა ათონის ნახევარკუნძულზე მიმოფანტული ქართველი ბერები. გაჩაღდა ინტენსიური მუშაობა სავანეში ძველი ქართული სამონასტრო ტრადიციების აღდგენა-დამკვიდრებისათვის, რომელთა შორის გალობას ერთ-ერთი უმთავრესი ადგილი ეჭირა. საქართველოს ყველა კუთხიდან მიეშურებოდნენ ბერები ათონზე სამოღვაწეოდ. გელათის, ჯრუჭის, კაცხის, მარტვილის, ხობის, დავით-გარეჯის, შუამთის ბერებმა სამშობლოსაგან შორს ჰპოვეს მყუდრო თავშესაფარი. რუსეთის ეკლესიის მმართველობა ათონის მთაზე არ ვრცელდებოდა. წმიდა იოანე ღვთისმეტყველის სავანე, ქართველ მოღვაწეთათვის ერგვარად ადრეული, თავისუფალი საქართველოს მომაგონებელი, სულიერი კუნძული შეიქნა. აღდგა მწინობრობა, კალიგრაფია. ათეულობით დამზადდა ივერთა მონასტრის ბიბლიოთეკაში დაცულ უძველეს ხელნაწერთა ასლები. მაგრამ განსაკუთრებული ყურადღება ქართული გალობის გამართვას ექცეოდა. მამა ბენედიქტეს საეკლესიო გალობის სათანადოდ მოწესრიგება ძალზედ ესახელებოდა. ეს ჩანს მის მიერ ცნობილი ქართველი ისტორიკოსისა და მკვლევარისადმი მიწერილი ბარათის ფრაგმენტიდან `ინება ყოვლად წმიდა ღვთის მშობელმან ისევე თავის წილხდომილი წრფელი ქართველნი მრჩობლ განამრავლოს და ვართ დღეს ოცდახუთი ქართველნი ბერებნი სამი მღვდელ მონაზონნი მწყობრნი ქართული მგალობელნი”. ივერთა მონასტრის ბერძენი ათონელები თავიდანვე ეწინააღმდეგებოდნენ ათონზე ქართველთა გამრავლებას, რადგან იცოდნენ, ადრე თუ გვიან მოუწევდათ კანონიერ მემკვიდრეთათვის ივერთა მონასტრის მმართველობის გადაცემა. ქართველთა სავანემ მალე გაითქვა სახელი ათონის მთაზე. უჩვეულო კეთილხმოვანებით გამორჩეულმა გალობამ ბევრი დააინტერესა. ,,დავიწყებული ათონსა ზედა სახელი ივერიელთა აწ მადლითა ღვთისათა ცნობილ არს, და ჟამსა მცირესა სავანისა ამის არსებობისა ღვაწლი მონასტრისა ამის გამოჩნდების, რამეთუ სავანესსა ამას შინა აწ მოგონებულ და განწყობილ არს დავიწყებული მამულისა ჩვენსა შინა საუცხოო საეკლესიო გალობა ქართული, ვითარცა ძველთა კათალიკოსთა ჩვენთა სობოროსა შინა და საუცხოვო განწყობილებითა და ტკბილ ხმოვანებითა გალობა ესე აწ ცნობილ იქმნა და ბერძენთა და რუსთა მიერ ათონისათა ფრიად საჩინო და მოწონებულ, რამეთუ ხორანი ქართველთა მგალობელთაგანი ტკბილსმენელობასა მისთვის მიწვეულ იქმნებიან ტაძართა შინა დიდთა ათონის მონასტერთა ბერძენთა და რუსთა მიერ, რომელნიცა აწ განკვირდებიან წარჩინებულისა და ტკბილ-სასმენსა ამას გალობასა ზედა”-წერდა ბენედიტე ბარკალაია 1880 წელს. ათონის ქართველთა სავანის წინამძღვარი იღუმენი ბენედიქტე ბარკალაია წინამძღვარმა ბენედიქტემ თავის თანაშემწე მღვდელთან, სქემმონაზონ იონასთან (ხოშტარია) ერთად აღადგინა კეთილი ტრადიცია, რომელიც სათავეს წმიდა გიორგი მთაწმიდელის დროიდან იღებდა. მან საქართველოში მოიძია ნიჭით გამორჩეული ახალგაზრდები და ათონის სავანის ხარჯით მათ საფუძვლიანი განათლება მიაღებინა გალობის სფეროში. საყურადღებოა ისიც, რომ მამა ბენედიქტემ უმთავრეს მასწავლებლად იმ დროის საუკეთესო სრული მგალობელი ანტონ დუმბაძე შეარჩია. ,,გალობა ესე აღდგინებულ იქმნა უძლურისა ჩემისა მეცადინეობითა, რამეთუ ვპოვე საქართველოსა შინა ერთიღა კაცი გურიასა შინა მცოდნე ძველის გალობისა, გვარად დუმბაძე, რომელსაც მივეც ცხრანი ყმაწვილნი ხმოვანნი განასწვრთნელად ხუთსა წელსა და შემდეგაა წარყვანილ იქმნა იგინი ჩემ მიერ ქართველთა სავანესა მას იოანესისა, ღვთისმეტყველისა, სადაც კიდევ ორსა წელსა განიწვრთნებოდნენ და აღიშენა მათ მიერ გუნდი მოგალობეთა. გალობა ესე და გუნდი შესანიშნავ არს უცხოითა განწყობილებითა თვისითა. მოგალობენი განიყოფებიან ექვს ხმად, რომელთა შორის უმდაბლესი ხმა იწოდების დვრინი და შემდეგნი უმაღლესნი: ბანი, მაღალი ბანი, მთქმელი, სტვინი და კრინი. თვითოეულთა მოხსენებულთ ხმათა გალობს უთუოდ სამ-სამი მოგალობე კაცი და ამნაირად გუნდი (ხორა) შესდგების 18 მგალობელთაგან ძველთა სამეფოთა და საკათალიკოთა სობოროთა შინა მიღებულ იყო ორი გუნდი თვრამეტ-თვრამეტ კაცითა, ერთი გუნდი მარცხნითა და მეორე მარჟვნით, სულ 36 მგალობელნი. გუნდთა აგალობებს ლოტბარი (მმართველი ან რუსულად რეგენტი) თვით გალობა (და არა ხმანი) განიყოფების რვა გვარად (რვა ხმანი) და თვითეულნი მათგანნი თავის-ღა-გვარად მრავალ სხვა და სხვა განყოფილებად.” ათონის მთის ქართველთა სავანის სამგალობლო სკოლამ რამდენიმე წელში უმნიშვნელოვანეს წარმატებას მიაღწია. თბილისში დაარსებული ,,ქართული საეკლესიო გალობის აღმადგინებელი კომიტეტის” მიერ საუკეთესო მგალობლებად, სრული მგალობლის, მხცოვანი მღვდლთან, მაქსიმე ჩხატარაიშვილთან ერთად, ათონზე აღზრდილი მგალობლებიც იყვნენ ამორჩეული. ,,ოდეს საქართველოსა შინა კეთილ-მზრუნველთა მემამულეთა აღსძრეს კითხვა აღდგინებისათვის ძველისა ჩინებულისა ქართულის გალობისა, მე უღირსმან გავგზავნე მამულსა ჩემსა შინა ერთის ჩემის გუნდისაგანი უწარჩინებულესი ცოდნითა გალობისათა თავადი მელქისედეგ ნაკაშიძე, რომელიცა საჟაროსა გამოცდასა ზედა მოწონებულ იქმნა სხვათა მგალობელთა შორის და მიღებულ განმწრთვნელად სხვათა.” ათონის სავანეში გამოზრდილთაგან მელქისედეკ ნაკაშიძე მართლაც არის ყველაზე გამორჩეული და პროდუქტიული ფიგურა ქართული საგალობლების გადარჩენისა და გავრცელების საქმეში. იგი სქემიღუმენ ბენედიქტეს კურთხევითა და ,,ქართული საეკლესიო გალობის აღმადგინებელი კომიტეტის” დავალებით უახლოეს თანამშრომელ, ასევე ათონელ ნესტორ კონტრიძესთან ერთად ჩამოვიდა თბილისში. ანჩისხატის ტაძრის ეზოში, ნაკაშიძე და კონტრიძე, წლების მანძილზე ასწავლიდნენ მსურველთ საეკლესიო გალობას. მელქისედეკ ნაკაშიძეს სახელთან არის დაკავშირებული ქართული გალობის ნოტებზე გადაღების საქმეში დიდი მუსიკოსისა და ოპერის მომღერლის, ფილიმონ ქორიძის აქტიურად ჩაბმა. ასევე მაქსიმე შარაძის, ესტატე (ექვთიმე) კერესელიძის ხელშეწყობა, რამაც საბოლოოდ მეტად ნაყოფიერი შედეგი გამოიღო. 1899 წელს დეკანოზმა პეტრე კონჭოშვილმა მოილოცა წმიდა მიწა-იერუსალიმი და ათონის მთა. მოინახულა ათონის ქართველთა სავანე და ქართველი ბერები. 1901 წელს თბილისში მოზრდილ წიგნად გამოცემულ ,,მოგზაურობაში” მან ცალკე თავი მიუძღვნა ათონზე ქართული გალობის მდგომარეობას სადაც აღნიშნავს: ,,ათონის ქართველთა სავანეში ყოფილა კეთილ განწყობილი მწყობრი ტკბილად მგალობელთა 1880 ვიდრემდის ყოფილან ათონზედ მგალობელთა შორის; თავ. მელქისედეკ ნაკაშიძე, მ. გიორგი მოლარიძე, ღირსეულად მოღვაწე შემოქმედის მონასტერში გურიაში. მ. მ. კონტრიძე, ჭინჭარაძე და მ. ფილიპე შარაშიძე. ქართველთა მგალობელთა გუნდსა აღტაცებაში მოჰყვანდა ყოველი მსმენელი რუსნი და ბერძენიცა. ამ ზემოხსენებულ პირთა შეუსწავლიათ ქართული გალობა საფუძვლიანად რვა ხმაზედ ბ. ანტონ დუმბაძის ხელმძღვანელობის ქვეშ. ხოლო აწ ქართველთა სავანე ვეღარ იქების ამ გვარის კეთილგანწყობილის გალობითა. ამისათვის ფრიად სასურველია, კვალადცა გაძლიერდეს ქართული გალობა ათონზედ აღსადგენელად ჩვენის ეროვნულის ღირსებისა, დიდებისა და პატივისა სხვათა ეროვნობათა წარმომადგენელთა მოღვაწეთა შორის ათონის მთაზედ. ოდესმე ათონზედ დროშა პირველობისა ეპყრათ ივერიის კარისა ღვთისმშობლის მონასტრისა ქართველთა ძმათა. “ -------------------- "ვინაც ორიოდე ნოტები ისწავლა, ჩაიგდეს ხელში ეს საცოდავი წირვის წესი და ჯიჯგნიან . . . ყველა მონდომებულია სხვადასხვაგვარი სახე მისცეს, თავის გემოზე გადააკეთოს, ე.ი. ქართული სიტყვები მიუწეროს სლავიანურ სხვა და სხვა გალობათა ხმებს, ამ სიმახინჯით თავი მოსწონთ და სირცხვილათ არ მიაჩნიათ ის, რომ ერთი უბრალო ტროპარი არ იციან გალობით ქართულათ."
მღვდელი რაჟდენი (ხუნდაძე) 1911 წ. |
ვეშაპო |
Dec 11 2006, 02:32 PM
პოსტი
#44
|
ბიზონებზე მონადირე ჯგუფი: Moderator პოსტები: 2,860 რეგისტრ.: 1-November 06 წევრი № 360 |
anuska
ვინაიდან წინა პოსტი არ წაგიკითხავს, შენთვის ვწერ ამონარიდს ფერად-ფერადი ასოებით: ქართველთა მგალობელთა გუნდსა აღტაცებაში მოჰყვანდა ყოველი მსმენელი რუსნი და ბერძენიცა. ამ ზემოხსენებულ პირთა შეუსწავლიათ ქართული გალობა საფუძვლიანად რვა ხმაზედ ბ. ანტონ დუმბაძის ხელმძღვანელობის ქვეშ. როგორც ხედავ, წითელი ასოებით წერია, რომ ზემოთხსენებულმა პირებმა ქართული გალობა რვა ხმაზე საფუძვლიანად შეისწავლეს. იმედია შენ არ თვლი, რომ ეს ზემოთხსენებული პირები ათონის მთაზე ტურისტები იყვნენ (თუმცა, შენგან ესეც არ იქნება გასაკვირი). P.S. ძალიან გთხოვთ, თემას ნუღარ გააოფტოპიკებთ. -------------------- "ვინაც ორიოდე ნოტები ისწავლა, ჩაიგდეს ხელში ეს საცოდავი წირვის წესი და ჯიჯგნიან . . . ყველა მონდომებულია სხვადასხვაგვარი სახე მისცეს, თავის გემოზე გადააკეთოს, ე.ი. ქართული სიტყვები მიუწეროს სლავიანურ სხვა და სხვა გალობათა ხმებს, ამ სიმახინჯით თავი მოსწონთ და სირცხვილათ არ მიაჩნიათ ის, რომ ერთი უბრალო ტროპარი არ იციან გალობით ქართულათ."
მღვდელი რაჟდენი (ხუნდაძე) 1911 წ. |
ზებედე |
Dec 11 2006, 06:43 PM
პოსტი
#45
|
ზეციკეთი ჯგუფი: Members პოსტები: 4,332 რეგისტრ.: 27-July 06 წევრი № 19 |
არ გაიგებს ვეშაპ ეგ მაგას, ტყუილად უწერ, მაგას ქართველი წმ. მამების არ სჯერავს, და შენ დაგიჯერებს? მამა ზურაბ ანთაძე ეუბნება მართალს, და მას უჯერებს
-------------------- მზეო ამოდი, ამოდი ნუ ეფარები გორასა წიწილის თეთრი ბუმბული, ველად გაჰქონდა ნიავსა |
ზებედე |
Dec 12 2006, 06:00 PM
პოსტი
#46
|
ზეციკეთი ჯგუფი: Members პოსტები: 4,332 რეგისტრ.: 27-July 06 წევრი № 19 |
აი რას წერს მართლმადიდებელი მრევლის საზოგადოება "ბიზანტიურ-ქართულ საგალობლებზე" ვეშაპოს ვთხოვ გააკეთოს პირველმა კომენტარი ამ წერილზე
ამგვარად, გვინდა აღვნიშნოთ, რომ მრავალი ბრალდების მიუხედავად, რომელიც ღვთისმსახურთა ზემოთ დასახელებული ჯგუფის მიმართ მოვისმინეთ, ამ ბრალდებათაგანი რომელიმე დღემდე არ არის დადასტურებული, ვერავინ შეძლო მათი დადანაშაულება რომელიმე კანონიკური წესისა თუ დოგმატური სწავლების დამახინჯებაში. ამიტომ მთელი ამ დროის განმავლობაში იყო მცდელობა, რომ ბუნდოვანი მინიშნებებითა და მტრული გამონათქვამებით ხალხში მათ მიმართ უარყოფითი განწყობილებები შეექმნათ. აქედან გამომდინარე, არაკეთილმოსურნენი სიხარულით ჩაებღაუჭნენ ერთ გარემოებას, რომელიც, მათი თვალსაზრისით, მათთვის ძალზე ხელსაყრელი იყო და გამოადგებოდათ, რათა ხსენებული ჯგუფის წევრები ხალხის თვალში დაემცირებინათ, გამოეცხადებინათ ხალხის, ეკლესიისა და ეროვნული კულტურის მტრებად (რის ქადაგებასაც დიდი გულმოდგინებით შეუდგნენ კიდეც და აამხედრეს საზოგადოების დიდი ნაწილი) და დაეცათ მათი ავტორიტეტი. ამ გარემოების არსი კი ის არის, რომ ღვთისმახურთა ხსენებული ჯგუფის წევრებმა აღმოაჩინეს, რომ უძველესი უნისონური, ე.წ. ბიზანტიური გალობა არაჩვეულებრივად ეხმიანება სინანულისეულ ლოცვით განწყობილებას და ქმნის ღვთისმსახურებისას ყველაზე შესაფერის გარემოს ყურაღებიანი ლოცვისათვის, მაშინ, როდესაც პოლიფონიური გალობა, პირიქით, ართობს ადამიანის გონებასა და გრძნობებს, გადააქვს ყურადღება ხმათა შეწყობისა და გადადინებების, მუსიკალური ჰარმონიის სილამაზეზე, და მსმენელი მიჰყავს მუსიკით ტკბობისაკენ, და არა სიტყვებსა და იმ გრძნობებზე ყურადღების მოკრებისაკენ, რომელსაც აღძრავს საღვთისმსახურო ტექსტები. ეს დასკვნა ჩამოყალიბდა და განმტკიცდა ათონის მთაზე მათი მრავალჯერადი ყოფნისას, რომლის მონასტრებმაც დიდი გულმოდგინებითა და სიზუსტთ დაიცვეს ღვთისმსახურების ძველი წესი და საეკლესიო ხელოვნების ტრადიციები. ისინი ხშირად ესწრებოდნენ იქ სადღესასწაულო თუ სადაგი დღის მსახურებებს და ღამისთევის ლოცვებს და რა ბიზანტიური გალობის მიმართ მოწიწებით განიმსჭვალენ, ისინი ამ საკითხით დაინტერესდნენ და აღმოაჩინეს, რომ ეკლესიის მრავალი მამა ყველა დროში ბიზანტიური გალობის უძველესი ჰანგების სწორედ ამ თვისებებზე მიუთითებდა. ბიზანტიური გალობის მელოდიაზე საღვთისმსახურებო ქართული ტექსტების დადების ცდამ გამოიღო საოცარი შედეგი, ტაძარში შეიქმნა სრულიად განსხვავებული განწყობილება, რომელიც ხელს უწყობდა ყურადღებიან ლოცვას. ეს მრავალმა მორწმუნემ შეამჩნია და ბიზანტიური გალობა შეიყვარა. თითქოს რა უნდა იყოს ამაში ცუდი: ხალხი ეძებს უკეთ ლოცვის საშუალებებს, ცდილობს თავიანთ ტაძრებში შექმნან ყურადღებიანი ლოცვისა და ღვთის წინაშე სინანულისმიერი წარდგომის ვითარება. ისიც ფაქტია და, ბიზანტიური გალობის შეურიგებელი მოწინააღმდეგების ჩათვლით, არავინ უარყოფს, რომ ბიზანტიური გალობა საუკუნეების განმავობაში წარმოადგენდა საქართველოს ეკლესიის ტრადიციულ გალობას და შემდგომში შეიცვალა პოლიფონიური გალობით. ღვთისმსახურთა ხსენებულმა ჯგუფმა დაიწყო კანონიკურ მელოდიებზე ქართული საღვთისმსახურებო სიტყვების დადებასა და გალობის უძველესი ტრადიციის აღდგენაზე ზრუნვა და იმთავითვე განაცხადა, რომ არავის ახვევენ თავს თავიანთ შეხედულებებს, ეკლესიიდან არ მოითხოვენ სხვა გვარი გალობის განდევნას და არ განიკითხავენ მგალობელთა არცერთ გუნდს. მაგრამ, მიუხედავად ამისა, არაკეთილმოსურნეებმა ამ მოვლენაში იპოვეს ხელსაყრელი მომენტი, ეთამაშათ ხალხის განწყობილებებსა და ეროვნულ გრძნობებზე, და დაიწყეს ფართომასშტაბიანი კომპანია ბიზანტიური გალობის მოყვარულთა წინააღმდეგ: როგორი სალანძღავი სიტყვები და ბრალდებები არ გაისმის მათი მისამართით: მათ უწოდებენ მასონების მიერ მართულებს, ეროვნულ ტრადიციებთან მებრძოლებს, `ხალხის მტრებს~, `ძველი ტრადიციების დამანგრევლებს~, `საბერძნეთის აგენტებს~, ისევ `სქიზმატებს~ და ა.შ. საგულისხმოა, რომ სერბეთში, ბულგარეთსა და რუსეთშიც, გვიანდელი პოლიფონიური, პარტესული გალობის გვერდით შემორჩა ძველი მონოდიური გალობა, მაგრამ ეს იქ არ იწვევს ასეთ მწვავე რეაქციას მრავალხმიანი გალობის მიმდევართა მხრიდან, როგორც ჩვენთან. საქმის ვითარების გამოძიების და გაანალიზების შემდეგ ჩვენ შეგვიძლია ცალსახად დავასკვნათ, რომ ამ შემთხვევაშიც ღვთისმსახურთა ჯგუფის წინააღმდეგ მიმართული კომპანიის მიზანია საეკლესიო თვალსაზრისით, კანონიკურობის პოზიციებიდან, არა გალობის საკითხების კვლევა, არამედ ამ ჯგუფის დისკრედიტაცია და დევნა. საეკლესიო სწავლებით ბიზანტიური გალობა სათავეს ირებს დავითის ფსალმუნთა გალობიდან, ძველებრაული, პალესტინური, სირიული და ელინური მუსიკალური ხელოვნებიდან. ქრისტეს ეკლესიაში გალობის ეს გვარი საეკლესიო საღვთისმსახურებო გალობას საფუძვლად თვით მაცხოვრმა დაუდო. სახარების მიხედვით, დიდ ხუთშაბათს, ევქარისტიის საიდუმლოების დადგენისა და აღსრულების შემდეგ, მაცხოვარმა და მოციქულებმა `გალობაY წართქვეს და განვიდეს მთასა მას ზეთისხილთასა~ (მათე, 26, 30). ამასთან დაკავშირებით წმ. იოანე ოქროპირი განმარტავს, რომ `მხსნელმა იგალობა, რათა ჩვენც მსგავსად ვიგალობოთ~. გალობის ეს გვარი დაიცვეს და ეკლესიას გადმოსცეს მოციქულებმა, ხოლო შემდგომ, ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის კურთხევითა და სული წმიდის შემწეობით, წმ. იოანე დამასკელისა და სხვა წმ. მამების ღვაწლის შედეგად, ეს გალობა, ბიზანტიურ გალობად ფორმირებული, კანონიზებული და ტიპიკონში ჩართული, მართლმადიდებელ ეკლესიაში დაადგინეს საყოველთაო სარგებლობისა და გამოყენებისათვის. მართლმადიდებელ ეკლესიას არასდროს არაფერი დაუკარგავს ღვთივკურთხეული და უფლის მიერ მოტანილი და დღეს ათონის მთაზე და სხვა ადგილობრივ ეკლესიებში არსებული გალობის სახით დაცულია სწორედ ეს კანონიკური, ღვთივკურთხეული საეკლესიო გალობა. ქართული, რუსული და ბერძნული წყაროები ცალსახად აჩვენებენ, რომ საქართველოში საუკუნეების განმავლობაში სწორედ ბიზანტიური გალობა წარმოადგენდა ერთადერთ საღვთისმსახურებო გლობას, ვიდრე მოგვიანებით არ იქნა განდევნილი და ჩანაცვლებული მრავალხმიანი გალობით (თვით ამ ფაქტს არავინ უარყოფს, შეუთანხმებლობაა ამ ჩანაცვლების ვადებში), რომ ამ გალობისათვის საქართველოში მრავალი წმინდა მამა იღწვოდა, რომ საეკლესიო ტრადიციის თანახმად, ეს გალობა გადმოჰქონდათ ადგილობრივ, მათ შორის ქართულ, ენებზე. ეს გალობა, ათონისა და მთლიანად საბერძნეთის გარდა, დღემდე დაცულია იერუსალიმის, სირია-პალესტინის, ბულგარეთის, რუმინეთის, სერბეთის ადგილობრივ ეკლესიებში, ასევე რუსეთის ზოგიერთ მონასტერში, ხოლო ბოლო პერიოდში კი გადაიღეს და დაამკვიდრეს ევროპის, ამერიკისა და მსოფლიოს სხვა ქვეყნების მრავალ მართლმადიდებელ ეკლესიაში. იგი დღემდე მრავალ ადგილობრივ ენაზე იგალობება. წმ.მეფე დავით აღმაშენებლის სახელობის მართლმადიდებელი მრევლის საზოგადოება -------------------- მზეო ამოდი, ამოდი ნუ ეფარები გორასა წიწილის თეთრი ბუმბული, ველად გაჰქონდა ნიავსა |
ვეშაპო |
Dec 12 2006, 07:07 PM
პოსტი
#47
|
ბიზონებზე მონადირე ჯგუფი: Moderator პოსტები: 2,860 რეგისტრ.: 1-November 06 წევრი № 360 |
გუჯა
ციტატა ამგვარად, გვინდა აღვნიშნოთ, რომ მრავალი ბრალდების მიუხედავად, რომელიც ღვთისმსახურთა ზემოთ დასახელებული ჯგუფის მიმართ მოვისმინეთ, ამ ბრალდებათაგანი რომელიმე დღემდე არ არის დადასტურებული, ვერავინ შეძლო მათი დადანაშაულება რომელიმე კანონიკური წესისა თუ დოგმატური სწავლების დამახინჯებაში. ამიტომ მთელი ამ დროის განმავლობაში იყო მცდელობა, რომ ბუნდოვანი მინიშნებებითა და მტრული გამონათქვამებით ხალხში მათ მიმართ უარყოფითი განწყობილებები შეექმნათ. აქედან გამომდინარე, არაკეთილმოსურნენი სიხარულით ჩაებღაუჭნენ ერთ გარემოებას, რომელიც, მათი თვალსაზრისით, მათთვის ძალზე ხელსაყრელი იყო და გამოადგებოდათ, რათა ხსენებული ჯგუფის წევრები ხალხის თვალში დაემცირებინათ, გამოეცხადებინათ ხალხის, ეკლესიისა და ეროვნული კულტურის მტრებად (რის ქადაგებასაც დიდი გულმოდგინებით შეუდგნენ კიდეც და აამხედრეს საზოგადოების დიდი ნაწილი) და დაეცათ მათი ავტორიტეტი. აქ რაც არ უნდა ეწეროს, მე ვიქნები ერთერთი პირველი, ვინც მათ მიმართ სალანძღავ სიტყვებს არ დაიშურებს. მართლაც მოღალატეები არიან. ციტატა ამ გარემოების არსი კი ის არის, რომ ღვთისმახურთა ხსენებული ჯგუფის წევრებმა აღმოაჩინეს, რომ უძველესი უნისონური, ე.წ. ბიზანტიური გალობა არაჩვეულებრივად ეხმიანება სინანულისეულ ლოცვით განწყობილებას და ქმნის ღვთისმსახურებისას ყველაზე შესაფერის გარემოს ყურაღებიანი ლოცვისათვის, მაშინ, როდესაც პოლიფონიური გალობა, პირიქით, ართობს ადამიანის გონებასა და გრძნობებს, გადააქვს ყურადღება ხმათა შეწყობისა და გადადინებების, მუსიკალური ჰარმონიის სილამაზეზე, და მსმენელი მიჰყავს მუსიკით ტკბობისაკენ, და არა სიტყვებსა და იმ გრძნობებზე ყურადღების მოკრებისაკენ, რომელსაც აღძრავს საღვთისმსახურო ტექსტები. აბა ერთი მე მკითხონ, როგორ მიქმნის ეგ გალობა სინანულისეულ და ლოცვით განწყობას. ეხლა, anuska-ზე და მამა ზურაბზე მეტი მუსიკალური სმენაც მაქვს და მაგათზე კარგი გემოვნებაც. ისე, თუ გაინტერესებთ მაგ მოძღვრების ლოცვაზე დასწრება, მიდით და ნახეთ, როგორი სმენის პატრონებიც არიან. ვისაც იოტისოდენა სმენა აქვს, ვპირდები რომ მაგრად იკაიფებს. ციტატა ღვთისმსახურთა ხსენებულმა ჯგუფმა დაიწყო კანონიკურ მელოდიებზე ქართული საღვთისმსახურებო სიტყვების დადებასა და გალობის უძველესი ტრადიციის აღდგენაზე ზრუნვა და იმთავითვე განაცხადა, რომ არავის ახვევენ თავს თავიანთ შეხედულებებს, ეკლესიიდან არ მოითხოვენ სხვა გვარი გალობის განდევნას და არ განიკითხავენ მგალობელთა არცერთ გუნდს. მაგრამ, მიუხედავად ამისა, არაკეთილმოსურნეებმა ამ მოვლენაში იპოვეს ხელსაყრელი მომენტი, ეთამაშათ ხალხის განწყობილებებსა და ეროვნულ გრძნობებზე, და დაიწყეს ფართომასშტაბიანი კომპანია ბიზანტიური გალობის მოყვარულთა წინააღმდეგ: როგორი სალანძღავი სიტყვები და ბრალდებები არ გაისმის მათი მისამართით: მათ უწოდებენ მასონების მიერ მართულებს, ეროვნულ ტრადიციებთან მებრძოლებს, `ხალხის მტრებს~, `ძველი ტრადიციების დამანგრევლებს~, `საბერძნეთის აგენტებს~, ისევ `სქიზმატებს~ და ა.შ. ნუ, პირველი არაკეთილმისურნე ალბათ პატრიარქი გამოდის. ციტატა ქართული, რუსული და ბერძნული წყაროები ცალსახად აჩვენებენ, რომ საქართველოში საუკუნეების განმავლობაში სწორედ ბიზანტიური გალობა წარმოადგენდა ერთადერთ საღვთისმსახურებო გლობას, ვიდრე მოგვიანებით არ იქნა განდევნილი და ჩანაცვლებული მრავალხმიანი გალობით (თვით ამ ფაქტს არავინ უარყოფს, შეუთანხმებლობაა ამ ჩანაცვლების ვადებში), რომ ამ გალობისათვის საქართველოში მრავალი წმინდა მამა იღწვოდა, რომ საეკლესიო ტრადიციის თანახმად, ეს გალობა გადმოჰქონდათ ადგილობრივ, მათ შორის ქართულ, ენებზე. სწორედ მანდ გაიჭედა ერთი ჩვენი თანაფორუმელი, რომელმაც ვერანაირად ვერ მოიყვანა ფაქტი იმისა, რომ ერთადერთ გალობას ეგ გალობა წარმოადგენდა ჩვენთან (ავტოკეფალიის მიღების შემდეგ, რა თქმა უნდა). ასევე, ვერ მოიყვანა ფაქტი იმისა, რომ ქართველი წმინდა მამები (თუმცა, ეს ტერმინი - "ქართველი წმინდა მამა" - ანუსკასათვის სრული აბსურდია) ე.წ. "ბიზანტიური" გალობის მელოდიაზე ქართულ ტექსტებს ადებდნენ და ისე გალობდნენ. არ არსებობს ასეთი ცნობები. ფაფუ! არაა. ვერავინ ვერ მოიყვანს. ციტატა წმ.მეფე დავით აღმაშენებლის სახელობის მართლმადიდებელი მრევლის საზოგადოება მე არ მესმის რატომაა მაგათთვის დავით აღმაშენებელი წმინდანი, როდესაც ის ქართველი იყო. P.S. გუჯა ციტატა აი რას წერს მართლმადიდებელი მრევლის საზოგადოება "ბიზანტიურ-ქართულ საგალობლებზე" როინდელია ბიო აი წერილი? -------------------- "ვინაც ორიოდე ნოტები ისწავლა, ჩაიგდეს ხელში ეს საცოდავი წირვის წესი და ჯიჯგნიან . . . ყველა მონდომებულია სხვადასხვაგვარი სახე მისცეს, თავის გემოზე გადააკეთოს, ე.ი. ქართული სიტყვები მიუწეროს სლავიანურ სხვა და სხვა გალობათა ხმებს, ამ სიმახინჯით თავი მოსწონთ და სირცხვილათ არ მიაჩნიათ ის, რომ ერთი უბრალო ტროპარი არ იციან გალობით ქართულათ."
მღვდელი რაჟდენი (ხუნდაძე) 1911 წ. |
ზებედე |
Dec 13 2006, 01:17 AM
პოსტი
#48
|
ზეციკეთი ჯგუფი: Members პოსტები: 4,332 რეგისტრ.: 27-July 06 წევრი № 19 |
როინდელია ბიო აი წერილი? ზუსტად არ ვიცი, არც ისე ძველია, ეგ ბროშურაში წერია "ვის შემოაქვს შფოთი საქართველოს სამოციქულო ეკლესიაში", ხედავ როგორი ცილისმწამებლები არიან? თვითონ შემოაქვთ შფოთი და სხვებს აბრალებენ -------------------- მზეო ამოდი, ამოდი ნუ ეფარები გორასა წიწილის თეთრი ბუმბული, ველად გაჰქონდა ნიავსა |
მხევალი ნინო |
Dec 26 2006, 03:34 PM
პოსტი
#49
|
ზღაპრის ბოლო კეთილია.. ჯგუფი: Senators პოსტები: 25,889 რეგისტრ.: 19-December 06 წევრი № 715 |
ეგ ვინ თქვა საქართველოში ბიზანტიური გალობა იყოო???????? არ გამაგიჟOთ ხალხნო, საქართველოს ისტორია ყველამ დავივიწყეთ/ ისე ამ ციტატის ავტორს ახსოვს შენ ხარ ვენახი ვინდა წერა??????????????????????????????????????????????????????????????
გული გამიცივდა, რეებს წერთ ? -------------------- ჩვენ ვინც ქრისტიანობა დაგვაბრალა ....
დიდება შენდა, რომელმან მოგვფინე ნათელი -Поверь мне Карлсон, Не в пирогах счастье. -Да ты что, с ума сошёл?! А в чем же ещё? © |
ვეშაპო |
Dec 26 2006, 06:23 PM
პოსტი
#50
|
ბიზონებზე მონადირე ჯგუფი: Moderator პოსტები: 2,860 რეგისტრ.: 1-November 06 წევრი № 360 |
mona nino
ციტატა ციტატის ავტორს ახსოვს შენ ხარ ვენახი ვინდა წერა? მაგაზე ადვილ პასუხს გაგცემენ. "დაჟე" მეც შემიძლია მაგათი ენით გიპასუხო. "შენ ხარ ვენახი" დაწერა დემეტრე I-მა და მას მუსიკა ჰქონდა ბიზანტიური. ნუ, "ალბათ" მერე ეს მუსიკა ხალხმა დაივიწყა, როგორც აბსოლუტურად ყველა ქართული საგალობლის ბიზანტიური ჰანგი და შემოიღო ე.წ. "გამრავალხმიანებული" "ხალხური" გალობა, რომელსაც, anuska-ს თქმის არ იყოს, რესტორნებში მღეროდნენ. ნუ რესტორნებში ალბათ მე-18-ე საუკუნიდან, ვინაიდან მათი თქმით ქართული გალობა სულ რაღაც 300-ოდე წლისაა. აი ასეთი თანაფორუმელი გვყავს ჩემო კარგო, anuska-ს სახით. -------------------- "ვინაც ორიოდე ნოტები ისწავლა, ჩაიგდეს ხელში ეს საცოდავი წირვის წესი და ჯიჯგნიან . . . ყველა მონდომებულია სხვადასხვაგვარი სახე მისცეს, თავის გემოზე გადააკეთოს, ე.ი. ქართული სიტყვები მიუწეროს სლავიანურ სხვა და სხვა გალობათა ხმებს, ამ სიმახინჯით თავი მოსწონთ და სირცხვილათ არ მიაჩნიათ ის, რომ ერთი უბრალო ტროპარი არ იციან გალობით ქართულათ."
მღვდელი რაჟდენი (ხუნდაძე) 1911 წ. |
ლეონტი |
Dec 26 2006, 07:49 PM
პოსტი
#51
|
ილოცე!!! ჯგუფი: Members პოსტები: 1,990 რეგისტრ.: 7-November 06 მდებარ.: ოთახი წევრი № 416 |
-------------------- tamarapaint.com აგრეთვე putkari.ge
|
ზებედე |
Dec 27 2006, 11:11 PM
პოსტი
#52
|
ზეციკეთი ჯგუფი: Members პოსტები: 4,332 რეგისტრ.: 27-July 06 წევრი № 19 |
გახსოვს მნათე მაღაზია "ჯვარი"-ში წიგნი რომ ვნახეთ "ბიზანტიურ გალობაზე"? მგონი ავთანდილ უნგიაძეა წიგნის ავტორი
-------------------- მზეო ამოდი, ამოდი ნუ ეფარები გორასა წიწილის თეთრი ბუმბული, ველად გაჰქონდა ნიავსა |
მნათე |
Dec 27 2006, 11:16 PM
პოსტი
#53
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 17,662 რეგისტრ.: 23-July 06 მდებარ.: Tbilisi წევრი № 4 |
ციტატა გახსოვს მნათე მაღაზია "ჯვარი"-ში წიგნი რომ ვნახეთ "ბიზანტიურ გალობაზე"? მგონი ავთანდილ უნგიაძეა წიგნის ავტორი ნაგვის პრობლემა დგას, კი -------------------- ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!
რომ გამრეცხავთ, გავიწევ :))))) |
დათიკო |
Dec 28 2006, 12:08 AM
პოსტი
#54
|
დათიკო ჯგუფი: Members პოსტები: 3,383 რეგისტრ.: 24-July 06 მდებარ.: ვეიკი წევრი № 10 |
ციტატა გახსოვს მნათე მაღაზია "ჯვარი"-ში წიგნი რომ ვნახეთ "ბიზანტიურ გალობაზე"? მგონი ავთანდილ უნგიაძეა წიგნის ავტორი შინდისფერი სქელი ყდა ხომ არ აქვს? |
ზებედე |
Dec 28 2006, 12:12 AM
პოსტი
#55
|
ზეციკეთი ჯგუფი: Members პოსტები: 4,332 რეგისტრ.: 27-July 06 წევრი № 19 |
-------------------- მზეო ამოდი, ამოდი ნუ ეფარები გორასა წიწილის თეთრი ბუმბული, ველად გაჰქონდა ნიავსა |
დათიკო |
Dec 28 2006, 01:50 AM
პოსტი
#56
|
დათიკო ჯგუფი: Members პოსტები: 3,383 რეგისტრ.: 24-July 06 მდებარ.: ვეიკი წევრი № 10 |
გუჯა
ციტატა კი, ეგ არის მაღაზიაში მოვასწარი და ავტორის წინასიტყვაობა გადავიკიოთხე. წინასიტვაობაში ავტორი თამამად აცხადებს რომ თავად უწმინდესმა მისცა კურთხევა მაგ წიგის დასაწერად ჩატარებული გამოკვლევების ჩასატარებლად. კინაღამ იქვე გადავხიე ისე მომეშალა ნერვები, მერე ყიდვა მომინდა, მაგრამ საჭირო 15 ლარი არ აღმომაჩნდა. |
მნათე |
Dec 28 2006, 01:51 AM
პოსტი
#57
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 17,662 რეგისტრ.: 23-July 06 მდებარ.: Tbilisi წევრი № 4 |
დათიკო
დედა ნაგვის პრობლემა როგორ დგას, დავრეკო კეთილმოწყობის სამსახურში... -------------------- ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!
რომ გამრეცხავთ, გავიწევ :))))) |
ზებედე |
Dec 28 2006, 02:09 AM
პოსტი
#58
|
ზეციკეთი ჯგუფი: Members პოსტები: 4,332 რეგისტრ.: 27-July 06 წევრი № 19 |
გუჯა მაღაზიაში მოვასწარი და ავტორის წინასიტყვაობა გადავიკიოთხე. წინასიტვაობაში ავტორი თამამად აცხადებს რომ თავად უწმინდესმა მისცა კურთხევა მაგ წიგის დასაწერად ჩატარებული გამოკვლევების ჩასატარებლად. კინაღამ იქვე გადავხიე ისე მომეშალა ნერვები, მერე ყიდვა მომინდა, მაგრამ საჭირო 15 ლარი არ აღმომაჩნდა. მე მგონი ეგ ქართულ-ბიზანტიური გალობის წიგნი არ არის, ბიზანტიური გალობის შესახებაა, და მაგაზე მისცემდა კურთხევას უწმინდესი... -------------------- მზეო ამოდი, ამოდი ნუ ეფარები გორასა წიწილის თეთრი ბუმბული, ველად გაჰქონდა ნიავსა |
დათიკო |
Dec 28 2006, 02:17 AM
პოსტი
#59
|
დათიკო ჯგუფი: Members პოსტები: 3,383 რეგისტრ.: 24-July 06 მდებარ.: ვეიკი წევრი № 10 |
გუჯა
ციტატა მე მგონი ეგ ქართულ-ბიზანტიური გალობის წიგნი არ არის, ბიზანტიური გალობის შესახებაა, და მაგაზე მისცემდა კურთხევას უწმინდესი... ხოდა მეც მაგას ვამბობ. კურთხევა მისცა ბიზანტიური შესასწავლად და ამან სხვაგვარად გადააკეთა. |
orthodox_82 |
Jan 3 2007, 06:53 AM
პოსტი
#60
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 35 რეგისტრ.: 28-December 06 წევრი № 759 |
იოანე დამასკელზე ყველაფერი ვიცოდი,მაგრამ მე სამწუხაროდ წმინდანი არ ვარ.ერთი ცოდვილი ადამიანი ვარ. გთხოვთ აღარ დახუროთ თემა იოანე დამასკელის ცხოვრების ისტორია თქვენ ყველამ დაიზეპირეთ, რადგან მხოლოდ მას მიიჩნევთ საგალობლების წმ. მამათ, მაგრამ იოანე დამასკელს არსად არ უთქვამს რაც მე დავწერე ქართველებმაც ეს იგალობონო. საინტერესოა თქვენ რატომ გამოარჩიეთ მაინცდამაინც ბიზანტიური? უფალს ქართული ან რუსული ან სერბული არ მოსწონს და მხოლოდ ბიზანტიური მოსწონს? როდის დაიწუნა უფალმა და არაკანონიკური უწოდა ქართულ გალობას როგორც თქვენგან ზოგიერთები იწუნებთ და არაკანონიკურად მიიჩნევთ? ეხლა იტყვით ალბათ არც თქვენ მოგწონთ ბიზანტიური გალობაო, მაგრამ ეს არაა გასაკვირი ქართველს ბიზანტიური არ მოსწონდეს, გასაკვირი ისაა რომ ქართველს ქართული გალობა არ მოსწონს. -------------------- [b]
უფალო შეგვიწყალენ [/b] |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 1st November 2024 - 05:22 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი