IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

> სხვა პატრიარქები, ამ თემაში ვისაუბრებთ პატრიარქებზე (ილია II-ს გამოკლებით)
A.V.M
პოსტი Nov 13 2011, 07:33 PM
პოსტი #1


მადლობა ამ ფორუმს!
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 13,742
რეგისტრ.: 14-June 11
მდებარ.: ფორუმს გარეთ
წევრი № 11,203



საქართველოს საკათალიკო ტახტს დიდი ისტორია აქვს.ამის გამო საინტერესო იქნება თუ ვისაუბრებთ იმ პატრიარქებზე,რომლებიც დიდი თუ მცირე ხნის წინ გარდაიცვალნენ.
ვისაუბროთ ამ თემაში მათ ცხოვრებასა და მოღვაწეობაზე...


--------------------
აბა ჰე და აბა ჰო!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
 
Reply to this topicStart new topic
გამოხმაურებები
soso_soso
პოსტი Dec 5 2011, 08:45 PM
პოსტი #2


სოსო
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 167
რეგისტრ.: 16-September 11
მდებარ.: ურბნისისა და რუისის ეპარქია
წევრი № 11,558





გრიგოლ ლორთქიფანიძე, კათალიკოსი

დასავლეთ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი 1696-1742წწ.





გრიგოლ ლორთქიფანიძეს დასავლეთ საქართველოს საკათალიკოსო საყდარი ეპყრა კათალიკოს დავით ნემსაძის შემდეგ. დასავლეთ საქართველოში გამეფებული ანარქიის გამო ყოველი ახლად დადგენილი კათალიკოსის უპირველესი საზრუნავი საკათალიკოსო ყმა-მამულის აღნუსხვა, მიტაცებული მამულების დაბრუნება და მეურნეობის აღდგენა ხდებოდა, მაგრამ ყველა კათალიკოსი როდი ახერხებდა ამ საქმეების მოგვარებას. გრიგოლ კათალიკოსი მხნედ შეუდგა თავისი სამწყსოს მოვლას. მან არა თუ აღადგინა საკათალიკოსოს დაცემული მეურნეობა, არამედ დაიბრუნა მიტაცებული საკათალიკოსო მამულები იმერეთის მეფეებისა და დიდი თავადებისაგან, ოდიშის მთავრის, გურიელის, რაჭის ერისთავისაგან. მოაწესრიგა და გაამარტივა საგადასახადო საქმე _ საკათალიკოსო შემოსავლის გაზრდის მიზნით ადრე გუქმებული ფულადი ბეგარის ნაცვლად შემოიღო სანთლის ბეგარა. ამითვე შეცვალა ნატურალური საკომლო ბეგარის ნაწილიც.

გრიგოლის კათალიკოსობის დროს ენგურსგადაღმა გრძელდებოდა ჩრდილოკავკასიელ მთიელთა ჩამოწოლა. ოსმალთა ზეგავლენით ამ მხარეში სწრაფად ვრცელდებოდა მაჰმადიანობა. მრავალი ქართველი ტოვებდა თავის მიწა-წყალს და ენგურსგადმოღმა სახლდებოდა. გრიგოლ კათალიკოსი ამ პროცესს ფხიზლად ადევნებდა თვალს და ყოველნაირად ცდილობდა ახალმოსახლეების დახმარებას. განსაკუთრებით მფარველობდა აფხაზეთის სამთავროს ტერიტორიაზე შევიწროებულ ყოფილ საკათალიკოსო ყმებს, მათში საფასურს უხდიდა ადგილობრივ მთავარს და სამწყსოს ტერიტორიაზე ასახლებდა. ენგურსა და კოდორს შორის მდებარე ტერიტორიიდან იმერეთსა და ოდიშში კათალიკოსმა გადმოასახლა ის საეკლესიო ყმებიც, რომლებიც ტყვეთა მტაცებლებს გადაურჩნენ. ამით მან შეინარჩუნა სამწყსო, მფარველობის განცდა ჩაუნერგა ბედის ანაბარა დარჩენილ ადამიანებს და ეკლესიას შემოსავალი გაუზარდა. გრიგოლის ძალისხმევით საკათალიკო ტახტმა არა მარტო შეინარჩუნა ყმა-მამულის უმეტესი ნაწილი, არამედ მრავალი სხვაც შეიძინა იმერთში, გურიასა და ოდიშში. გრიგოლის ეს მოღვაწეობა ძირითადად შეჯამებულია მის მიერ 1733 წელს შედგენილ ბიჭვინთის გუჯარში.

თავისი მორალური შეგონებებით კათალიკოსი ებრძოდა მაჰმადიანობის გავრცელებას, ქვეყნის მოღალატეებს. მან პირობა დაადებინა იმერეთისა და ოდიშის თავადებს, რომ ისინი ყოველ ღონეს იხმარდნენ თურქთაგან ქუთაისის ციხისა და იმერეთის გასათავისუფლებად, ასევე არ შეეკვრებოდნენ მაჰმადიანთ იმერეთის ‘წასახდენად”, არც “თათართა” ლაშქარს შემოუძღვებოდნენ საკუთარ ქვეყანაში. 1701 წელს ოდიშის გამგებელმა ლიპარტიანმა ფიცით აღუთქვა კათალიკოსს, რომ ტყვეთა სყიდვაზე უარს იტყოდა. 1707-1710 წლებში დააფიცა იმერეთის საკათალიკოსო ყმები, რომ არ გაერეოდნენ ტყვის სყიდვის საქმეში. 1709 წელს ასეთივე პირობა დაუდეს ჩაჩუებმა, 1717 წელს - ბეჟან დადიანმა და რაჭის ერისთავმა.

გრიგოლი ცდილობდა კავკასიის მთიანეთის მოსახლეობაში ქრისტიანობის აღდგენას. 1713 წელს სამეგრელოს გავლით ევროპაში მიმავალ ფრანგ მისსიონერს რიშარს და სულხან-საბა ორბელიანს გრიგოლმა დაავალა, რომ იმერეთში მისიონერები ჩამოეყვანათ, რათა ისინი აფხაზეთსა და ჩერქეზეთში სამოღვაწეოდ გაეგზავნა.

სვლილებები შეიტანა კათალიკოსმა საეკლესიო იერარქიაში: ჭყონდიდელ ეპისკოპოსს მიანიჭა მიტრიპოლიტის ხარისხი. 1740 წელს მას უბოძებია ქუთაისის მიტროპოლიტობა იმ ხანად გელათის იღუმენად მყოფ ანტონისათვის (კათალიკოსი ანტონ I).

კათალიკოსი გრიგოლი მონაწილეობდა იმერეთის პოლიტიკურ ცხოვრებაში. ებრძოდა თავადთა თვითნებობას, რასაც ქვეყანა ანარქიამდე მიჰყავდა. მისი მხარდაჭერით მეფობა ჩამოართვეს გიორგი V აბაშიძეს და სამეფო ტახტზე აიყვანეს გიორგი VI ბაგრატიონი, იმერეთის ტახტის კანონიერი მემკვიდრე.







wyaroebi da samecniero literatura:

xelnawrebi: xec: A #123, Q #631

saqarTvelos siZveleni, I, Tb. 1929, #42, #45, #46.

1. eq, TayaiSvili, saistorio masalani, Tb. 1912.

2. s. kakabaZe, saistorio moambe, II 1925w, ,,afxazeTis saklesio didi davTari.”

3. literatura:

4. lominaZe b., masalebi dasavleT saqarTvelos XVII-XVIII saukuneTa istoriis qronologiisaTvis /masalebi saqarTvelosa da kavkasiis istoriisaTvis, 1954, nakv. 31.

5. lominaZe b., feodaluri meurneobis organizaciis istoriidan gvian feodalur saqartveloSi /masalebi saqarTvelosa da kavkasiis istoriisaTvis, 1954, nakv. 30.

6. m. TamaraSvili, istoria kaTolikobisa qarTvelTa Soris, 1902..

7. s.kakabaZe, dasavleT saqarTvelos saeklesio sabuTebi, I. 1920.

8. saqarTvelos kaTalikos-patriarqebi,nekeri, 2000.


--------------------
თუ ადამიანს რწმენა აქვს, იგი უძლეველია უთუოდ.

ჭაღარა არაფერია. მთავარია სულში არ გაუჩნდეს ადამიანს ჭაღარა.

კონსტანტინე გამსახურდია
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

პოსტი ამ თემაში
A.V.M   სხვა პატრიარქები   Nov 13 2011, 07:33 PM
A.V.M   საქართველოს ეკლეს...   Nov 13 2011, 08:09 PM
afxazi   სინოდის ბოლოს ხდო...   Nov 13 2011, 09:49 PM
A.V.M   ნამდვილად აფხაზ... ...   Nov 13 2011, 10:25 PM
A.V.M   პატრიარქი კირიონ II(...   Nov 14 2011, 04:56 PM
A.V.M   კირიონი II იყო მოსკო...   Nov 14 2011, 05:13 PM
A.V.M   ამბროსი (კათოლიკოს...   Nov 15 2011, 07:57 PM
A.V.M   მისი უწმიდესობა და...   Nov 16 2011, 08:36 PM
A.V.M   ეფრემ II (ერისკაცობა...   Nov 17 2011, 09:00 PM
A.V.M   ლეონიდე (ერისკაცობ...   Nov 18 2011, 08:52 PM
A.V.M   მელქისედეკ I, საქარ...   Nov 19 2011, 07:50 PM
A.V.M   მისი უწმიდესობა და...   Nov 20 2011, 08:19 PM
A.V.M   კათოლიკოს-პატრიარ...   Nov 21 2011, 07:03 PM
A.V.M   პატრიარქ მელქისედ...   Nov 22 2011, 07:57 PM
A.V.M   წმინდა პეტრე I — ქარ...   Nov 23 2011, 11:52 PM
A.V.M   დომენტი III ( გ. სექტე...   Nov 24 2011, 11:21 PM
A.V.M   არსენ III — საქართვე...   Nov 25 2011, 07:04 PM
A.V.M   მაქსიმე II (გვარად ა...   Nov 26 2011, 07:16 PM
A.V.M   მალაქია II გურიელი, ...   Nov 27 2011, 05:55 PM
A.V.M   დავითი (გვარად ნემ...   Nov 28 2011, 10:09 PM
GIORGI LELUASHVILI   სად არის დაკრძალუ...   Nov 28 2011, 10:31 PM
A.V.M   გიო ვისზე ამბობ?   Nov 28 2011, 11:13 PM
GIORGI LELUASHVILI   A.V.M ანტონ II (ბაგრატიო...   Nov 29 2011, 09:23 PM
A.V.M   გიო ნაღდად არ ვიცი ...   Nov 29 2011, 10:27 PM
GIORGI LELUASHVILI   A.V.M აფხაზმა დაწერა, ...   Nov 29 2011, 10:30 PM
A.V.M   გიო! ნიჟნი-ნოვგორ...   Nov 30 2011, 08:36 PM
GIORGI LELUASHVILI   გიო! ნიჟნი-ნოვგორ...   Nov 30 2011, 10:08 PM
A.V.M   ააა. ბატონო...   Nov 30 2011, 11:22 PM
A.V.M   ეფთვმე საყვარელიძ...   Dec 1 2011, 08:23 PM
A.V.M   აბრაჰამი კათალიკო...   Dec 3 2011, 12:23 AM
A.V.M   ანტონ I, კათალიკოსი ...   Dec 3 2011, 07:50 PM
A.V.M   ანტონ I, კათალიკოსი ...   Dec 5 2011, 12:16 AM
soso_soso   გრიგოლ ლორთქიფანი...   Dec 5 2011, 08:45 PM
A.V.M   სოსო გაიხარე... ასე ...   Dec 6 2011, 12:00 AM
A.V.M   დავით III კათალიკოსი...   Dec 7 2011, 10:09 PM
A.V.M   დომენტი I, კათალიკო...   Dec 8 2011, 07:16 PM
A.V.M   დომენტი IV, კათალიკო...   Dec 9 2011, 11:30 PM
A.V.M   დომენტი IV (II ნაწილი) -...   Dec 10 2011, 07:54 PM
A.V.M   ევდემონ ჩხეტიძე, კ...   Dec 12 2011, 10:22 PM
A.V.M   ზაქარია ჯორჯაძე, კ...   Dec 13 2011, 07:07 PM
A.V.M   იოსებ ბაგრატიონი, ...   Dec 14 2011, 07:50 PM
A.V.M   კირიონ ( კირონ ) I, კა...   Dec 16 2011, 08:28 PM
A.V.M   მაქსიმე აბაშიძე. კ...   Dec 18 2011, 09:51 PM
A.V.M   ნიკოლოზ IX, კათალიკო...   Dec 20 2011, 08:09 PM
A.V.M   სვიმეონ კათალიკოს...   Dec 28 2011, 10:15 PM
A.V.M   წმიდა იოანე IV (ოქრო...   Mar 18 2012, 07:53 PM
A.V.M   ღირსი დოსითეოზ ქუთ...   Mar 20 2012, 07:35 PM
marine   პატრიარქი კალისტრ...   Dec 18 2012, 11:37 AM
A.V.M   marine გაიხარე...   Dec 19 2012, 01:15 AM
marine   marine გაიხარე... :მპუა2:...   Dec 19 2012, 12:38 PM
A.V.M   marine ხო.... თითეულ პოსტ...   Dec 20 2012, 03:04 AM
A.V.M   შემოგთავაზებთ ეპი...   Mar 20 2013, 12:25 AM
A.V.M   ამბროსი ხელაია: „ჩ...   Aug 7 2014, 10:02 AM
shio_graphics   მოგესალმებით,მე ვა...   Oct 26 2014, 07:15 PM
marine   მოგესალმებით,მე ვ...   Oct 26 2014, 09:16 PM
shio_graphics   დიდი მადლობა,თქვენ...   Oct 26 2014, 11:25 PM
marine   დიდი მადლობა,თქვე...   Oct 27 2014, 01:06 PM
marine   "ის [კათოლიკოს-პა...   Sep 6 2016, 12:15 PM
marine   "პატრიარქი [მელქი...   Sep 6 2016, 12:41 PM
marine   "მელქისედეკი - სა...   Sep 6 2016, 11:05 PM
marine   "სიტყვა არ უნდა შ...   Oct 3 2016, 07:33 PM
marine   "პატიმრობის შემდ...   Oct 5 2016, 08:26 PM
marine   " - მამაო, ვინც პატ...   Oct 5 2016, 10:27 PM
marine   "მიტროპოლიტი გაი...   Apr 11 2017, 01:13 PM
marine   "პატრიარქი ეფრემ...   Apr 17 2017, 11:14 AM
marine   "როცა ლენინგრადშ...   Apr 19 2017, 10:02 AM
marine   "კაცი დიდებას გაუ...   Apr 22 2017, 11:25 AM
marine   "როცა სამშობლოში ...   Feb 5 2018, 07:01 PM
marine   "მიტროპოლიტ ქრის...   Feb 16 2018, 08:09 PM
marine   "უწმინდეს ეფრემს ...   Jul 19 2018, 08:35 PM
marine   "პატრიარქმა ეფრე...   Jul 26 2018, 02:52 PM
marine   "როდესაც პატრიარ...   Aug 22 2018, 09:14 PM
marine   "უბრალოება უწმინ...   Oct 1 2018, 08:28 PM
marine   "ერთხელ უწმინდეს...   Oct 1 2018, 08:40 PM
marine   "საქართველოშიც ზ...   Oct 16 2018, 07:01 PM
marine   "ერთხელ კათოლიკო...   Nov 15 2018, 01:17 PM
marine   "ერთხელ საქართვე...   Nov 15 2018, 01:40 PM
marine   "მინდა კიდევ ერთი...   Aug 17 2019, 03:19 PM


Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 7 მომხმარებელი (მათ შორის 7 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 26th April 2024 - 01:09 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი