თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

მართლმადიდებლური ფორუმი _ ღვთისმეტყველება _ ნაყროვანება

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 8 2022, 07:12 PM

"თავდაპირველად ნაყროვანებაში პირველი ადამიანები ჩაცვივდნენ, იხმიეს ის, რაც მათთვის დაწესებული არ იყო. აქედან გამოდინარე, ადამიანს ნაყროვანებად ეთვლება უზომო ჭამა-სმა, ანუ სიმაძღრე"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 8 2022, 08:12 PM

"ადამმა შეჭამა აკრძალული ხის ნაყოფი და ამის შემდეგ შეიცნო თავისი ცოლი, - ჯერ ნაყროვანებით შესცოდა, შემდეგ კი შეიცნო თავისი ცოლი. ადამიანი რომ ადვილად გაუმკლავდეს ხორციელ ვნებას, აუცილებელია, ნაყროვანება ალაგმოს და, თუ ამას მოახერხებს, არა მხოლოდ ხორციელ ვნებებს, ბევრს სხვა ვნებასა და ცოდვასაც სძლევს"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 9 2022, 09:15 PM

"წმინდა მამა [იოანე სინელი] ნაყროვანების ვნების დაძლევის ერთ-ერთ ხერხს გვასწავლის.

როდესაც ადამიანი ყოველი კვების წინ განიკითხავს და გამოიძიებს თავს, თავადვე ხვდება მარხვის სარგებელს. რატომ? - ჭამის წინ ადამიანს გემოთმოყვარეობა იპყრობს და გემრიელი საკვების მიღებაზე ფიქრობს, თანაც, ხშირად ცდილობს ბევრიც იხმიოს. თუ ყოველი კვების დროს იფიქრებს გემოთმოყვარეობის დაძლევაზე, მარხვის სულიერ სარგებელს მიიღებს და ამ ვნებასაც დასძლევს"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 11 2022, 07:07 PM

"დანაყრებულ ადამიანს ხშირად მოსდის აზრი, რომ მეორე საღამომდე არ შეჭამს საზრდელს, მაგრამ მეორე დღეს, სადილობისთანავე ავიწყდება დადებული აღთქმა, არღვევს მას და ბოროტის ნებას დაჰყვება. ადამიანი ყოველთვის უნდა ერიდოს ასეთ სახის აღთქმის დადებას უფლისა თუ მისი წმინდანების წინაშე. უფალი ხომ მოგვწიოდებს, იყოსო შენი სიტყვა ჰო - ჰო და არა - არა! ზოგიერთი ხატის წინ დადგება, დაფიცებს, მაგრამ მეორე დღესვე უხდება ფიცის გატეხა. ამით კიდევ უფრო იმრავლებს ცოდვებს.

თუ აღთქმის დადების აუცილებლობა დგება, ეს უნდა მოხდეს მხოლოდ მოძღვრის კურთხევით. სხვა შემთხვევაში კი ეშმაკისგან მოწოდებულ აზრად და ბოროტის საცდურად ჩაითლვება, რათა შემდეგ დადებული აღთქმა ვერ შევასრულოთ და ორმაგ ცოდვაში ჩავცვივდეთ. ამიტომაც არიგებს წმიდა მამა მოღვაწეებს - როდესაც ამგვარი აზრები მოგივათ, ამას სიცილით შეხვდითო"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 11 2022, 07:21 PM

"შესაძლოა, ადამიანი ჩაფლულიც იყოს ნაყროვანების ვნებაში, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ მას ამ ვნებიდან გამოსვლა არ შეუძლია. თუ ადამიანი მოისურვებს, ნებისმიერი ცოდვისაგან დაიხსნის თავს - ადამიანს შემწედ ხომ უფალი ჰყავს!"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 11 2022, 07:35 PM

"სიმაძღრე და ნაყროვანება დედაა დაცემისა, რადგან შვებასა და განცხრომას თან ერთვის "ყოველივე სახე შეგინებისა პირუტყებრივისაი"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 11 2022, 07:48 PM

"თითქმის ყველა ცოდვაში ჩავარდნის მიზეზი ნაყროვანებაა"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 11 2022, 09:57 PM

"ნაყროვანება ადამიანთან საკვებით მოდის და არა სასმელით. წყლის სმით ადამიანი ნაყროვანებაში არ ჩავარდება"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 13 2022, 01:48 PM

"ნაყროვანების ვნების წინააღმდეგ ძალიან ქმედითია ფიზიკური შრომა - ვისაც ეს არ შეუძლია, ნაყროვანების ვნებას ლოცვით და სულიერი მღვიძარებით უნდა ებრძოლოს"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 13 2022, 06:19 PM

"ტიკი ერთგვარი ჭურჭელია, რომელსაც იყენებენ თხევადი სითხისთვის. იგი ცხოველის ტყავისაგან მზადდება. თუ ტიკს ხშირად გამოვიყენებთ, თავის მოცულობას ინარჩუნებს, ხოლო თუ - არა, გამოუსადეგარი ხდება. რას გვეუბნება ამ მაგალითის მოყვანით წმინდა მამა [იოანე სინელი]? - რაც მეტ საკვებს მიიღებს ადამიანი, ფიზიკურად მისი კუჭის ტევადობა იზრდება. ვიცით, რომ ერთადერთი ორგანო, რომელიც ადამიანის ზრდასრულობის შემდეგაც შეიძლება გაიზარდოს, არის კუჭი. თუ ბევრს ჭამს, კუჭის მოცულობა იზრდება, თუ კვებას მოუკლებს და ამარხულებს, კუჭის მოცულობაც იკლებს"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 13 2022, 07:04 PM

"ხდება ისეც, რომ ნაყროვანებით შეპყრობილ ადამიანს იმენად იზიდავს საკვები, რომ სურს შთანთქას ყველაფერი, რასაც ხედავს. ღირსი მამა კი ამ ფაქტს იმით ხსნის, რომ სტომაქში ჩასახლებული ეშმაკი მასში ზედმეტ, არაბუნებრივ სიწუწკეს აღძრავს. "იცოდე, რომ, - ამბობს ღირსი მამა [იოანე სინელი], - ზოგჯერ ეშმაკი ადამიანის სტიმაქს იპყრობს და გაძღომას არ აგრძნობინებს, თუნდაც მან მთელი ეგვიპტის სამყოფი ხორცი ჩანთქას და ნილოსის მთელი წყალი ამოაშროს".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 14 2022, 07:53 PM

"როდესაც გემრიელი სასმელების მიღებას დააპირებენ მოღვაწენი, წმინდა მამა ურჩევს გაიხსენონ, ჯვარზე გაკრულმა უფალმა ძმარი და ნაღველი მიიღო. ასე, ადვილად შეეწინააღმდეგება ნაყოვანებას და გემოთმოყვარეობის დასაკმაყოფილებლად გემრიელ სასმელებსაც აღარ მიიღებს. სიამოვნებით არ დაჰყვება ნაყროვანების ვნებას"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 14 2022, 08:08 PM

"თუ ადამიანს სიძვის ბრძოლა აქვს და ასეთ დროს ნაყროვანების ვნებაც ახლავს, მისთვის ისევე შეუძლებელია სიძვის ვნების დამარცხება, როგორც ცეცხლის ჩაქრობა ზეთით - ნაყროვანება ხელს უწყობს სიძვის ვნების გაღვივებას. ნაყროვანებაში მყოფ ადამიანს ადვილად დაიყოლიებს ბოროტი, რათა სიძვის ცოდვაში ჩააგდოს"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 14 2022, 08:29 PM

"ნაყროვანების წინააღმდეგ ბრძოლაში ყველაზე მეტად ადამიანს სიკვდილზე ფიქრი შეეწევა. თუ ადამიანი გაიხსენებს, რაც დაემართება მის ხორცს გარდაცვალების შემდეგ, ნაკლებად მიიდრიკება გემოთმოყვარეობისა და ნაყროვანებისკენ"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 14 2022, 10:18 PM

"ნაყროვანებისგან აუცილებლად წარმოიშობა ხორციელ ვნებებთან ძლიერი ბრძოლა. როგორც თავშეკავებული და ზომიერი ცხოვრება შობს უბიწოებასა და კდემამოსილებას, ასევე სიმაძღრე და მეტისმეტი მოყირჭებულობა - გარეყნვილებასა და უწმინდურებას: "თუ ჩვენ დავიწყებთ ფიქრს, აუცილებლად აღმოვაჩენთ, რომ მხოლოდ მუცელღმერთობა მიგვიყვანს იმ განადგურებამდე, რომელიც გარდაუვალია". ამიტომ ღირსი იოანე კიბისაღმწერელი მოგვიწოდებს, განსაკუთრებით ვებრძოლოთ ამ მეტად ვერაგ და ძლიერ ვნებას"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 15 2022, 05:44 PM

"ნაყროვანების ვნება ხანდახან ამაზრზენ სიხარბემდე და ღორმუცელობამდე მიდის. ისეც ხდება, რომ მსუნაგ ადამიანს ფიზიკურად არ შეუძლია ბევრი საკვების მიღება, მაგრამ რასაც თვალებით ხედავს, ყველაფრის ათვისება სურს"

/სქემარქიმანდრიტი პანტელეიმონი (აგრიკოვი)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 15 2022, 05:58 PM

"ვინც ნაყროვანებაზე გაიმარჯვებს, მას ფაქტობრივად სრულყოფილებისთვის მიუღწევია. ნაყროვანების ვნებაზე გამარჯვება იმდენად მნიშვნელოვანია, რომ მას ამით ფაქტობრივად ყველა სულიერი მტერი დამარცხებული ჰყავს"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 15 2022, 06:27 PM

"კარგია, თუ ტრაპეზობისას გულში ვიმეორებთ "იესოს ლოცვას". დაუშვებელია სწრაფად კვება, რადგან ასეთ შემთხვევაში ადამიანი გვიან ხვდება, რომ ზედმეტი საკვები მიუღია.

ღორმუცელობაა უდროო დროს საკვების მიღება, ფარულად ჭამა, ჯანმრთელობისთვის მავნებელი საკვების ჭამა, მარხვის გატეხა და მარხვის დაუცველობა: შესაძლოა ადამიანი მარხვას იცავდეს, მაგრამ სამარხვო პროდუქტები იხმიოს ზომაზე მეტი. ესეც ნაყროვანების ცოდვად ეთვლება"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 16 2022, 11:32 AM

"საკუთრივ ნაყროვანების ცოდვის თავიდან ასაცილებლად წმინდა მამები გვირჩევენ, ტრაპეზობის დაწყების წინ ვილოცოთ უფლის მიმართ - შევთხოვოთ შემწეობა, რათა განგვარიდოს ნაყროვანებას. ტრაპეზობისას კი, როგორც მოგახსენეთ, აღვიჭურვოთ შინაგანი ლოცვით. თუკი ადამიანი გააცნობიერებს ნაყროვანების ცოდვის სიმძიმეს და მის მომაკვდინებელ შედეგებს, წესად გაიხდის მარხვასა და ლოცვას, აუცილებლად სძლევს ეშმაკს და მოახერხებს ზომაგადასული ჭამისა და სმისგან თავშეკავებას"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 16 2022, 06:28 PM

"ღმერთმა იმიტომ მოგვცა პატარა სტომაქი და იმიტომაც დაგვიდგინა მცირედი საკვების მიღება, რომ სულზე ზრუნვას მიგვაჩვიოს"

/წმ. იოანე ოქროპირი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 16 2022, 08:25 PM

„ნაყროვანი და ლოცვის მოყვარე ადამიანი სხვადასხვაგვარად იქცევა სუფრასთან: ნაყროვანების ვნებაში მყოფი პირველი გარბის სუფრისკენ, ღვთისმოყვარე კი არ ჩქარობს სუფრასთან მისვლას და ჭამას.
ლოცვისა და მსახურებისას პირიქით ხდება, - ღვთისმოყვარე პირველი გარბის, ხოლო ნაყროვანი შესაძლოა შუა მსახურებისას მივიდეს ტაძარში“



პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 27 2022, 10:15 PM

"კარგი საჭმელი ვჭამეთ - მადლობა ღმერთს"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 19 2022, 05:42 PM

"როდესაც ტრაპეზობ, წარმოიდგინე, რომ თითქოს იესო ქრისტე სადილობს შენთან ერთად"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 21 2022, 08:25 PM

"მუცლის მაამებელს ნუგბარ-ნუგბარი სანოვაგე ესიზმრება, გულით მგოვარეთ - საშინელი სამსჯავრო და მარადიული სატანჯველი"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 21 2022, 08:39 PM

"ადამიანი, რომელიც ზომაზე მეტს ჭამს, ნორმალურად ვერ ილოცებს, ამიტომაც ასწავლიდა წმიდნა სილუანე ათონელი, რომ უნდა განვასხვავოთ დანაყრების სამი ნიშანი: თუკი ჭამის შემდეგ ადამიანს ლოცვა სურს, ე.ი. მან საკმარისად მიირთვა, ხოლო თუ ლოცვა არ სურს, ე.ი. გამოძღა"

/მღვდელი დანიელ სისოევი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 21 2022, 10:27 PM

"როდესაც გემრიელ კერძს ვირჩევთ, ამით ნაყროვანებას ვუღებთ კარს. როდესაც სული უგრძნობელია სიკვდილის ხსოვნის მიმართ, მაშინ ადამიანი ამ ვნების მატარებელი ხდება. ვისაც სულიწმიდის მადლი არ უგემია, ის ყოველთვის ნაყროვანების ვნებაში იქნება; ხოლო ვინც ეს მადლი დააგემოვნა, მასში სულიწმიდა ამ ვნებას აშთობს. ერთადერთი საშუალება ამ ვნებისგან გათავისუფლებისა - სულიწმიდის მოხვეჭაა! გამუდმებით უნდა გვახსოვდეს სიკვდილი, ჯოჯოხეთური სატანჯველები, და მაშინ შევძლებთ ამ ვნების ალაგმვას!"

/მღვდელი დანიელ სისოევი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 27 2022, 06:34 PM

"ნაყროვანება და პატივმოყვარეობა ისეთი ვნებებია, რომლებიც ადამიანს სიკვდილამდე ებრძვის. წმინდა იოანეს [სინელი] სწავლების მიხედვით, ვინც ამ ვნებების წინააღმდეგ დაიწყებს ბრძოლას, არ უნდა შეეცადოს, ნაყროვანებით დაუპირისპირდეს პატივმოყვარეობას. შესაძლოა ვინმემ იფიქროს, რომ ნაყროვანებით პატივმოყვარეობისაგან იხსნის თავს, მაგრამ ეს ასე არ არის - ადვილი არ არის ერთი ცოდვით მეორის მოშორება. მან უნდა იმარხულოს, მაგრამ ამავდროულად უფალს უნდა ევედროს და შემდეგ მოუხმოს, რათა მარხვის დროს ნაყროვანებაც დაამარცხოს და პატივმოყვარეობაც: ნაყროვანებას უნდა ებრძოლოს მარხვით, ხოლო პატივმოყვარეობას - მორჩილებით"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 30 2022, 08:34 PM

"ნაყროვანება ერთ-ერთი მომაკვდინებელი ცოდვაა. ადამიანს საზრდელი უფლისაგან ეძლევა, მაგრამ არა იმისათვის, რომ მუცელს დაემონოს, არამედ რათა იცოცხლოს და სხეული ასაზრდოოს. როგორც ზოგიერთი წმინდა მამა გვასწავლის, ამქვეყნიური საზრდელის მიღება უნდა შევადაროთ სახედარს, რომლის მეშვეობითაც ვმოგზაურობთ: თუ სახედარს ზემეტს ვაჭმევთ, ის აღარ დაგვემორჩილება. ასევეა ადამიანის სხეულიც: თუკი მას ზომაზე მეტად გამოვკვებავთ, ვერ დავიმორჩილებთ, მისი მეშვეობით კი სასუფევლისკენ მიმავალ გზაზე ვერ ვივლით. საჭიროა ზომიერების დაცვა. საკვების მიღებისგან თავშეკავება რომ გაგვიადვილდეს, ერთ-ერთი მართლმადიდებელი მამა ასეთ წესს გვთავაზობს: "აიღე იმდენი, რამდენსაც მიირთმევ კარგად დანაყრებამდე, გაყავი სამ ნაწილად და მიირთვი ორი ნაწილი". კარგია, თუ ტრაპეზობისას გულში გავიმეორებთ "იესოს ლოცვას". დაუშვებელია სწრაფად კვება, რადგან ასეთ შემთხვევაში ადამიანი გვიან ხვდება, რომ ზედმეტი საკვები მიუღია"

/არქიმანდრიტი მაკარი (აბესაძე)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 13 2022, 09:28 PM

"დამიმონა მუცელმა, ჩემო საყვარელო, და მე, როგორც მისი მონა და მოხარკე, ვემსახურები დემონთა თანაშემწესა და ვნებათა ჭურჭელს"

/ღირსი გრიგოლ სინელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 13 2022, 09:48 PM

"თავშეკავება გულისხმობს ჭამის შემდეგ შიმშილის განცდას, დანაყრება - არც შიმშილია და არც ჭამით დამძიმება, სიმაძღრე კი - მცირედით დამძიმებაა. გაძღომის შემდეგ ჭამა - ეს არის ღორმუცელობის კარი, საიდანაც შედის სიძვა"

/ღირსი გრიგოლ სინელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 28 2022, 07:08 PM

"ტრაპეზთან როცა ზიხარ, სხეულს საკვები მიეცი, ყურს - საკითხავი, გონებას კი - ლოცვა"

/თეოფილე ფილადელფიელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 7 2023, 01:34 PM

"უბრალო საკვების ზომასა და რაოდენობას განსაზღვრავს თავად ლოცვა, რადგან მაშინ არა მხოლოდ ლოცვა უშლის ხელს უხილავად და მოულოდნელად გადამეტებულ დანაყრებას ამ უბრალო საკვებით და განაგდებს შენგან ბევრი ჭამისა და გაუმაძღრობის დემონს, არამედ შენი კუჭიც არ მიიღებს მეტს, რომელიც მაძღარია უფლის მადლით.

ასეთ ზომასა და წესრიგს შენი საკვებისას ლოცვა შემდეგნაირად გასწავლის: როდესაც შენ საწყალ და მწირ საკვებს მიუჯდები, რათა არსობის პური მიიღო და შენი სუსტი და ფერმიხდილი გული გაიმაგრო (როგორც ნათქვამია: "პურმა შეამტკიცოს გული კაცისა" და ასევე "პური ჩვენი არსობისა მოგვეც ჩვენ დღეს", მიირთმევ უდიდესი მოკრძალებით. უფლის სიყვარული, უფლის მადლი უხილავად გარტყამს გარს, მაგრამ ცხადად გრძნობ მის მოქმედებას. რადგანაც, როდესაც იხმევ საკუთარ პურს ან რომელიმე უბრალო საჭმელს, მაშინ შენს ბაგეებს ატკბობს უფლის მადლი, თითქოს შაქრით გქონდეს გავსებული პირი (როგორც ერთხელ მამათაგან ერთ-ერთმა თქვა)".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 12 2023, 10:34 PM

"ნაყროვანება-გაუმაძღრობა-ღორმუცელობა"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 27 2023, 09:20 PM

"ნაყროვანება სიძვის ცოდვას აღანთებს. წმინდა მამები ამბობდნენ: "თუ სიძვასთან ბრძოლა გსურს საკუთარი სტომაქის დაოკების გარეშე, ეს იგივეა, კოცონის ჩაქრობას შეეცადო მასში ხის ტოტების ჩაყრით"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 8 2023, 04:28 PM

"სტუმრისათვის საჭმელი მუდამ მზად ჰქონდა [ღირს გაბრიელს, აღმსაბელსა და სალოსს]. იტყოდა: "აი, სტუმარი მოდის, მშიერია და სუფრა გაშალე. საჭმელზე უნდა თქვა "მსიამოვნებს", მიყვარს მხოლოდ მაცხოვარზე ითქმის. თუ არ გშია და მაინც ჭამ, - ეს უკვე ნაყროვანებაა"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 29 2023, 05:07 PM

"წმინდა მამები მრუშობის ვნებას ნაყროვანების ცოდვას უკავშირებენ და თვლიან, რომ მიზეზ-შედეგობრივი დამოკიდებულებაა მათ შორის"

/დეკ. დავით ციცქიშვილი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 29 2023, 05:34 PM

"შინაგანი ხმა ყოველთვის გვიკარნახებს ჭამისას რა დროს არის შეჩერება საჭირო, როდის დგება ნაყროვანების მომენტი, როცა საკვების მიღება ხდება არა უკვე ძალების აღსადგენად, საჭიროების გამო, არამედ გემოთი სიტკბოების განსაცდელად, სიამოვნების მისაღებად. საჭმლის ზედმეტად მიღების შეგრძნება ამ დროს საკმარისად თვალსაჩინოა"

/დეკ. დავით ციცქიშვილი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 13 2023, 10:03 PM

"საკვებიც და სასმელიც ღვთის შიშით უნდა მიიღებოდეს"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 14 2023, 08:00 PM

"თუ, - ამბობს წმინდა ბასილი დიდი, - დაიპყრობ მუცელს, შეხვალ სამოთხეში; ხოლო თუ ვერ დაიპყრობ, გახდები სიკვდილის ნანადირევი - საუკუნოდ"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 20 2023, 07:34 PM

"ბევრი საჭმელი ნისლითა და კვამლით მოიცავს და აბნელებს გონებას"

/წმ. ბასილი დიდი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 14 2023, 07:19 PM

"IV საზვერე - ნაყროვანებისა (მარხვის გატეხა, ულოცველი ჭამა) და მემთვრალეობის ცოდვა"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 22 2023, 03:49 PM

"ნაყროვანება - ერთ-ერთია ვნებათაგან, რომელიც დაყუდებულს ებრძვის. შესაძლოა სიკვდილამდეც კი გასტანოს ამ ვნებასთან ბრძოლამ"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 22 2023, 07:02 PM

"თუ უკიდურესი ნაყროვანებაა, როცა ჭამის სურვილი აღარ აქვთ და მაინც აიძულებენ თავს, ჭამონ, მაშინ უკიდურესი მარხვა ყოფილა ისიც, როცა მშიერ სხეულს უმიზეზოდ მაინც არ აძლევენ საზრდელს"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 27 2023, 08:13 PM

"თუ ჩვენ რომელიმე ცოდვას, მაგალითად, ნაყროვანების ცოდვას, დავემონებით და ამ ცოდვისადმი მონობისაგან გასათავისუფლებლად არ ვიბრძოლებთ იმ საშუალებებით, რომლებიც უფალმა ჩვენმა და მაცხოვარმა, იესო ქრისტემ მოგვცა, მაშინ ეს ერთი ცოდვა შეძლებს, კარი გაუხსნას სხვა ცოდვებს, შედეგად - დროთა განმავლობაში ცოდვები გვექცევა მანკიერებებად, მანკიერებები - ვნებებად, რომელთაგან თავდახსნა ძალზედ გაგვიძნელდება"

/აკაკი მინდიაშვილი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 28 2023, 02:02 PM

"საკვების ღვთისადმი ლოცვითა და მადლიერებით მიღება იგივეა, რაც საკვების მიღება უფლის ხელიდან"

/აკაკი მინდიაშვილი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 29 2023, 11:14 AM

"ნაყროვანების - ამ მომაკვდინებელი ცოდვის საუკეთესო წამალს წარმოადგენს მარხვა ლოცვასთან ერთად"

/აკაკი მინდიაშვილი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 1 2023, 11:48 AM

"საჭმელ-სასმელის დანიშნულებაა შიმშილისა და წყურვილის გრძნობის დაკმაყოფილება, ხორციელი, ფიზიკური ჯანმრთელობის შენარჩუნება. აქედან გამომდინარე უნდა ითქვას, რომ ყოველი ზედმეტი ლუკმა, ყოველი ზედმეტი ყლუპი, არის "გულის დამძიმება შვებით".

/აკაკი მინდიაშვილი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 9 2023, 09:49 PM

"მწერდი, რომ "გიყვარს გემრიელი საკვები"; და ვის არ უყვარს? მხოლოდ მას, ვინც იგემა ზეციური ნუგეში და სტომაქს იმორჩილებს - ყოველგვარი ბოროტების მბრძანებელს"

/ღირსი იოანე ბალაამელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 16 2023, 06:09 PM

"ზრქელი მუცელი ვერ შობს წულილ გონებას"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 14 2023, 07:25 PM

"უზომო სმა და ნაყროვანება, გამუმდებული ლხინები და ნადიმები ქართველებს არამარტო სულიერად, ზნეობრივად და ინტელექტუალურად გვაკნინებს და გვაღატაკებს, არამედ ხორციელად, ფიზიკურადაც, გვცვლის და გვამახინჯებს."

/აკაკი მინდიაშვილი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 29 2023, 09:56 PM

"საზრდელის მიღება შეზღუდე მაშინ, როცა კიდევ მცირედის მიღება გსურს"

/წმიდა ბარსანოფი დიდი და იოანე წინასწარმეტყველი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 23 2024, 09:26 PM

"თუ ადამიანი თავშეკავებით არ ცხოვრობს, ცხიმის დიდ მასას დაატარებს. მაგრამ, თუ თავს იკავებს და მხოლოდ იმდენს ჭამს, რამდენიც აუცილებელია, მისი ორგანიზმი საჭმელს წვავს და ხორცს ცხიმი აღარ ეკიდება.

მრავალფეროვანი საჭმელი ტვირთავს კუჭს და მადას აძლიერებს. გარდა ამისა, ბევრი ჭამა ადამიანს ადუნებს და ხორციელად აღაგრზნებს. თუკი ტრაპეზზე მხოლოდ ერთი კერძია და ისიც - არცთუ გემრიელი, მაშინ ადამიანმა შესაძლოა, ბოლომდე არც კი შეჭამოს, ხოლო, თუკი საჭმელი გემრიელია და კაცს გემოთმოყვარეობა გაიტაცებს, - შეიძლება, ცოტა ზედმეტი მოუვიდეს. როდესაც ხედავ, რომ წინ გიდევს თევზი, სუპი, კარტოფილი, კვერცხი, სალათი, ყველი, ხილი და ტკბილეული, გინდება, ყველაფერი ეს შეჭამო და დამატებასაც ითხოვ. მადა აღგეძვრება როგორც ერთის, ისე მოერის მიმართ. შეჭამ ერთს და მოგინდება მეორე - მის გვერდით რომ დევს. და აბა დააკვირდი: ადამიანს ხომ მოყვასის მიერ ნათქვამი ერთი უბრალო სიტყვის მოთმენაც კი არ შეუძლია. საწყალი კუჭი კი ითმენს და ამუშავებს ყველაფერს, რასაც ჩააყრიან. რატომ არ ვეკითხებით, შეუძლია მას ამდენი მონელება? ანუ კუჭი, რომელსაც გონების ნასახი არ გააჩნია, სათნოებებით ჩვენ აღგფემატება. ის ყველაფრის გადამუშავებას ცდილობს. ხოლო, თუკი ჩვენს მიერ შეჭმული სხვადასხვა საჭმელი შეუთავსებელია, ისინი ერთმანეთთან "ჩხუბს" იწყებენ. მაშინ რაღა დარჩნია კუჭს? მას საჭმლის მოუნელებლობა ეწყება"

/ღირსი პაისი ათონელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 10 2024, 08:46 PM

"შეუძლებელია, სხეულიც საჭმელით გააძღო და, იმავდროულად, სულიერადაც განძღე გონიერი და საღვთო სიკეთეებით. რამეთუ, რამდენადაც ვინმე თავის კუჭს დაუჯერებს, იმდენად მოაკლდება სახიერებას, და პირიქით - რა ზომითაც სხეულს დაიუძლურებენ, იმ ზომით აღივსება სულიერი საზრდელითა და ნუგეშით"

/ღირსი სვიმეონ ახალი ღვთისმეტყველი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 25 2024, 09:13 PM

"იმისათვის, რომ ღორმუცელობისაგან განვთავისუფლდეთ, პირველ საფეხურზე საჭიროა წარმოვიდგინოთ, საჭმელი სტომაქში რად გადაიქცევა, რომ თვით ჩვენი სხეული მატლების საზრდო გახდება, მეორე საფეხურზე კი გავიხსენოთ, რომ სხეულის გაზულუქება გონების სინათლეს აბრკოლებს, რომ თავშეკავება ლოცვას ეხმარება, რომ მარხვა მადლს ადამიანის სულსა და სხეულში მოქმედების საშუალებას აძლევს"

/არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 31 2024, 04:02 PM

"ნაყროვანება და მემთვრალეობა არა მხოლოდ ხორცს, არამედ გულსაც და გონებასაც ამძიმებს, ანუ ადამიანს სულითაც და სხეულითაც ხორციელ მდგომარეობაში აგდებს"


პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 31 2024, 06:10 PM

"სხეულს აუცილებელი უნდა მივცეთ და მისგან ავიღოთ ღალა - ლოცვაში შრომა და მხნეობა"

/არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 31 2024, 06:10 PM

"სხეულს აუცილებელი უნდა მივცეთ და მისგან ავიღოთ ღალა - ლოცვაში შრომა და მხნეობა"

/არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 9 2024, 05:19 PM

"თუ მუცელს ეუფლები, - თქვა წმიდა ბასილი დიდმა, - სამოთხეში შეხვალ, ხოლო თუ ვერ ეუფლები, სიკვდილის კერძი გახდები"

უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)