იტალიური ენა დამწყებთათვის, დისტანციური სწავლა |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
იტალიური ენა დამწყებთათვის, დისტანციური სწავლა |
KAIROS |
Mar 21 2009, 11:52 PM
პოსტი
#61
|
იხარეთ! ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 9,492 რეგისტრ.: 9-November 06 მდებარ.: Aurea mediocritas წევრი № 438 |
ციტატა ) ზმნის ფუძე მიიღება PARL-ARE ანუ ზმნის ფუძე არის PARL ვაკლებთ ARE -ს და ამას ვამატებთ შესაბამის დაბოლოებებს 2) ესაა ის დაბოლოებები რაც ემატება ფუძეს ამ შემთხვევაში მხ.რ. 1-O 2-I 3-A მრ. რ. 1-IAMO 2-ATE 3-ANO ძალიან კარგი, ზემოთ დაწერილი ეხება ARE -თი დაბოლოებულ ზმნებს, ახლა ვნახოთ რა ხდება დანარჩენ ERE IRE II უღლება - ERE აწმყო დრო, თხრობითი კილო მხოლობითი რიცხვი ზმნა vivere 1. მე ვცხოვრობ - Io vivo 2. შენ ცხოვრობ - tu vivi 3. ის ცხოვრობს - Lui/Lei* vive (* Esso/Essa (ეს იგივეა რაც ზემოთა Lui/Lei ანუ ОН\ОНА, მაგრამ იშვიათად გამოიყენება) მრავლობით რიცხვი: 1. ჩვენ ვცხოვრობთ - Noi viviamo 2. თქვენ ცხოვრობთ - Voi vivete 3. ისინი ცხოვრობენ - Loro* vivono (* Essi/Esse - აქაც იგივეა რაც მხოლობითი რიცხვის მესამე პირში) ახლა დაუკვირდით რა ხდება ARE -სგან განსხვავებით, ანუ ყველაფერში გავს გარდა 1)მხოლობითი რიცხვის მე-3 პირი, 2)მრავლობითი რიცხვის მე-2 პირი ( ეს სამივე უღლების ტიპში სხვადასხვაგვარია) 3)მრავლობითი რიცხვის მე-3 პირი სამივე წითლადაა გამოყოფილი დავალებად კი შეეცადეთ კონსპექტში ჩაუხედავად აუღლოთ: vedere ……………………….. ნახვა, ყურება vendere ………………………… გაყიდვა Prendere……………………… აღება Mettere……………………… დადება Scendere…………………………ჩამოსვლა კიბეებზე აბა ისწავლეთ; კაიროსი! -------------------- ...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი |
Ligia |
Mar 23 2009, 04:14 PM
პოსტი
#62
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 2,990 რეგისტრ.: 2-April 08 წევრი № 4,411 |
რა მაინტერესებს
იტალიურში კ და ტ არის? თუ ქ და თ უდნა წავიკითხოთ აი მაგალითად la carta- კარტა თუ ქართა? იგივე პ და ფ ზე ანუ parlare - ფარლარე თუ პარლარე? |
KAIROS |
Mar 24 2009, 01:30 PM
პოსტი
#63
|
იხარეთ! ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 9,492 რეგისტრ.: 9-November 06 მდებარ.: Aurea mediocritas წევრი № 438 |
მაქ იტალიური გავს ქართულს ანუ არის "კ", "ტ" და მაგრამ "პ" არის P და F არის F და არა "ფ" ასეთი "ფ" იტალიელებს არა აქვთ
ციტატა კარტა სწორია ციტატა ფარლარე არასწორია, იქნება ციტატა პარლარე -------------------- ...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი |
სოფი |
Mar 27 2009, 03:33 PM
პოსტი
#64
|
Pro Christo.. ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 3,122 რეგისტრ.: 10-January 07 წევრი № 843 |
მოკლედ თქვენ უკვე დავალებების კეთებაზე გადასულხართ..
სამწუხაროა, რომ ვერ მოვახერხე შემოერთება -------------------- "Happiness only real when shared."
|
KAIROS |
Mar 31 2009, 04:43 AM
პოსტი
#65
|
იხარეთ! ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 9,492 რეგისტრ.: 9-November 06 მდებარ.: Aurea mediocritas წევრი № 438 |
ციტატა მოკლედ თქვენ უკვე დავალებების კეთებაზე გადასულხართ.. თუ მოინდომებ დაგვეწევი ვაგრძელებ, ზემოთ დაწერილი ეხება ARE, მერე ERE -თი დაბოლოებულ ზმნებს, ახლა ვნახოთ რა ხდება დარჩენილ IRE III უღლება - IRE აწმყო დრო, თხრობითი კილო მხოლობითი რიცხვი ზმნა Sentire - სმენა/შეგრძნობა 1. მე მესმის- Io sento 2. შენ გესმის- tu senti 3. ის ესმის- Lui/Lei* sente (* Esso/Essa (ეს იგივეა რაც ზემოთა Lui/Lei ანუ ОН\ОНА, მაგრამ იშვიათად გამოიყენება) მრავლობით რიცხვი: 1. ჩვენ გვესმის- Noi sentiamo 2. თქვენ გესმით- Voi sentite 3. ისინი ესმით- Loro* sentono (* Essi/Esse - აქაც იგივეა რაც მხოლობითი რიცხვის მესამე პირში) ახლა დაუკვირდით რა ხდება ARE -სგან განსხვავებით, ანუ ყველაფერში გავს გარდა 1)მხოლობითი რიცხვის მე-3 პირი, 2)მრავლობითი რიცხვის მე-2 პირი ( ეს სამივე უღლების ტიპში სხვადასხვაგვარია) 3)მრავლობითი რიცხვის მე-3 პირი სამივე წითლადაა გამოყოფილი გამონაკლისები: ყველაზე ადვილი გამონაკლისია ზმნა "ასვლა" Salire იცვლება მხ. რიცხვის პირველი პირი და ემატება G Salgo და მრ.რიცხვის ბოლო მესამე პირი, აქაც ემატება G Salgono აუღლეთ დანარჩენი შედარებით გაძნელებულია ე.წ. ISC-იანი უღლების ტიპები, გამოთქმიდან გამომდინარე, ისინი უღლებისას 4-ჯერ დაირთავენ isc-ს, მხოლოდ მრავლობითი რიცხვის პირველი და მეორე პირი რჩება უცვლელი. მათ მიეკუთვნება ზმნები Capire-გაგება, გავიგე Spedire-გაგზავნა, ვაგზავნი Preferire- რაღაცის რაღაცა ჯობინება, მე ვამჯობინებ და ა.შ. Capire მხ.რ. capisco capisci capisce მრ.რ. capiamo capite capiscono დავალებად კი შეეცადეთ კონსპექტში ჩაუხედავად აუღლოთ: Dormire………………………. ძილი vestire ………………………… ჩაცმა Spedire ……………………… გაგზავნა Preferire……………………… არჩევა, მჯობინება Salire………………………… ასვლა აბა ისწავლეთ; კაიროსი! -------------------- ...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი |
ქევანა |
Apr 2 2009, 11:04 AM
პოსტი
#66
|
მთვლემარე დრაკონი ჯგუფი: Members პოსტები: 7,454 რეგისტრ.: 11-February 07 მდებარ.: Shire, Hobbitland, Middle-earth წევრი № 1,055 |
ვსწავლობ, კაიროს...
ციტატა ყველაზე ადვილი გამონაკლისია ზმნა "ასვლა" Salire იცვლება მხ. რიცხვის პირველი პირი და ემატება G Salgo და მრ.რიცხვის ბოლო მესამე პირი, აქაც ემატება G Salgono აუღლეთ დანარჩენი ანუ Io salgo Tu sali Lui/Lei sale noi saliamo voi salite loro salgono და კიდე რაც შევამჩნიე.. ate, ete, ite ეს იცვლება ძირითადად -------------------- “I'd built that bridge for you. But I didn’t know that I would be building it for you and him.” ("Dაისყ")
"He was born with a gift of laughter and a sense that the world was mad. And that was all his patrimony." - Scaramouche, Rafael Sabatini *** ფორუმზე გლანძღავ და მიწასთან გასწორებ, ძვირფასო, მაგრამ გახსოვდეს, ფორუმს გარეთ მე შენ მიყვარხარ : ) *** Спасение утопающего – дело рук самого утопающего... *** ამინდის შემქმნელი |
KAIROS |
Apr 2 2009, 02:02 PM
პოსტი
#67
|
იხარეთ! ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 9,492 რეგისტრ.: 9-November 06 მდებარ.: Aurea mediocritas წევრი № 438 |
ციტატა და კიდე რაც შევამჩნიე.. ate, ete, ite ეს იცვლება ძირითადად კარგად შეგინიშნავს, ყოჩაღ, მაგრამ ერთი დეტალი ეგ ხომ მეწერა ქევან ციტატა 2)მრავლობითი რიცხვის მე-2 პირი ( ეს სამივე უღლების ტიპში სხვადასხვაგვარია) დავალება სწორია ოღონდ იქნებ ყველა დაწერო და PM-ით გამომიგზავნო ისე დაიკარგა საერთოდ 2-3 გარდა ის ცნობილი 28 -------------------- ...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი |
ქევანა |
Apr 2 2009, 03:51 PM
პოსტი
#68
|
მთვლემარე დრაკონი ჯგუფი: Members პოსტები: 7,454 რეგისტრ.: 11-February 07 მდებარ.: Shire, Hobbitland, Middle-earth წევრი № 1,055 |
KAIROS
არა ეგ კი გეწერა, მაგრამ აი: ციტატა ანუ ყველაფერში გავს გარდა 1)მხოლობითი რიცხვის მე-3 პირი, 2)მრავლობითი რიცხვის მე-2 პირი ( ეს სამივე უღლების ტიპში სხვადასხვაგვარია) 3)მრავლობითი რიცხვის მე-3 პირი -ერე, -ირე-ს დროს დაბოლოება მხ. რ. -ის მე-3 პირში არის თუ არა "ე"? და მრ. რ.-ის მე-3 პირში დაბოლოება "ონო"? ანუ, უფრო გასაგებად: sente და vive sentono და vivono ეს თავისებურება წესით უნდა დამეხმაროს დამახსოვრებაში , თუ თავგზა არ ამიბნია პ.ს. დავალებაც მალე იქნება, ეს "ისც"იანი გამონაკლისები უდნა დავიმახსოვრო -------------------- “I'd built that bridge for you. But I didn’t know that I would be building it for you and him.” ("Dაისყ")
"He was born with a gift of laughter and a sense that the world was mad. And that was all his patrimony." - Scaramouche, Rafael Sabatini *** ფორუმზე გლანძღავ და მიწასთან გასწორებ, ძვირფასო, მაგრამ გახსოვდეს, ფორუმს გარეთ მე შენ მიყვარხარ : ) *** Спасение утопающего – дело рук самого утопающего... *** ამინდის შემქმნელი |
KAIROS |
Apr 2 2009, 04:21 PM
პოსტი
#69
|
იხარეთ! ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 9,492 რეგისტრ.: 9-November 06 მდებარ.: Aurea mediocritas წევრი № 438 |
ციტატა მრავლობითი რიცხვის მე-2 პირი ( ეს სამივე უღლების ტიპში სხვადასხვაგვარია) ქევან , მერე ეგ არ ნიშნავს იმას რომ ციტატა ate, ete, ite ეს იცვლება ? მოკლედ, მთავარია რომ გაიგე რაც დაწერე ეგრეა, ციტატა sente და vive sentono და vivono განსხვავება არის მხოლოდ ARE-ში სადაც parla parlano ანუ "ე-"ს ნაცვლად არის "ა" აბა Buon studio; კაიროსი! -------------------- ...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი |
KAIROS |
Apr 3 2009, 08:12 PM
პოსტი
#70
|
იხარეთ! ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 9,492 რეგისტრ.: 9-November 06 მდებარ.: Aurea mediocritas წევრი № 438 |
ნუ ნამდვილად არ ვიცი იმ ოთხი ადამიანის გარდა ვინც მწერს დავალებებს ან მეკითხები ხოლმე, სხვა ვინ სწავლობს, მაგრამ თემი პოპულარულობით თუ ვივარაუდებთ აშკარად ბევრი კითხულობს, ჰოდა მეც მეტი რა დამრჩენია, მივსდევ ამ ძალიან მელოდიური ენის საწყისების მოკლედ გადმოცემას
დღეს იტალიური ენის ერთერთ სირთულეს მივადგებით, ესაა წინდებულები, წინდებულები რთულია ორი მიზეზის გამო, პირველი იმიტომ ერთიდაიგივე წინდებულს რამოდენიმე სხვადასხვა მნიშვნელობა აქვს და ზოგი წინდებული სხვადასხვანაირად გადმოიცემა, და მეორე იტალიურში წინდებულები შეერწყმის არტიკლებს და არტიკლებს დიდ ნაირსახეობას თუ წარმოიდგნეთ ამ შერწყმის სირთულის გაგებაც არ გაგიჭირდებათ დავიწყოთ ყველაზე ცნობილი "A" წინდებულით 1.წინდებული а გამოიყენება: • ადგილმდებარეობის აღსანიშნავად ( მაგრამ არა ქვეყნის იქ IN არის) : a Roma, a Tbilisi • ისეთ მოქმედებათა გადმოსაცემად რომელიც ქართულში მიცემით ბრუნვას შეესაბამება: Alessandro regala una penna a Stefania. ალესანდრო სტეფანიას (ვის?) კალამს ჩუქნის • ვინმესთან/რამესთან/ ერთად ყოფნას ( მსგავსი შინაარსის არის ასევე con ): insieme a Mario - მარიოსთან ერთად • იგი გამოიყენება ორ ზმნას შორის ზმნა + а + ზმნა Andiamo a studiare l'italiano წავიდეთ სასწავლებლად ზმნა ერთად ხდება მისი უარტიკლო გამოყენება ( არტიკლნარევ გამოყენებებს ცალკე დავწერ) Andare a casa - სახლში წასვლა Andare a spasso - სასეირნოდ წასვლა Andare a letto - დასაძინებლად (ლოგინში) წასვლა Andare a mangiare /giocare / - საჭმელად / სათამაშოდ/ წასვლა აქედან იუღლება ზმნა "წავიდეთ ვითამაშოთ ფეხბურთი" Andiamo a giocare calcio ზმნა + а + არსებითი სახელი ფორმულით ვღებულობთ Paolo domanda ad Anna quando comincia la lezione. პაოლო ეკითხება ანას ( ვის) როდის იწყება ლექცია * აქ წერია ad რაც უდრის a-ს უბრალოდ d ემატება, რადგან მომდევნო სიტყვა ხმოვანით იწყება. ასევე გამოიყენება დამშვიდობებისას ანუ "მდე" (რუსულად რაც არის до ) A presto! - მალე ნახვამდე- დროებით A domani! - ხვალამდე 2. წინდებული "DI" არის უხშირესად ქართული ნათესაობითი ბრუნვის მნიშვნელობის ანუ კუთვნილების გამომხატველი სტეფანიას კალამი - La penna di Stefania L'Università di Roma(di Tbilisi) - რომის (თბილისის) უნივერსიტეტი აბა დავალებები: წაიკითხეთ ტექსტი და თარგმნეთ ჯერ ზეპირად, მერე დაწერეთ და მაჩვენეთ 1.წერტილების ნაცვლად ჩასვით წინდებული და თარგმნეთ ქართულად: ა)("a") : 1.Franco studia la lingua georgiana……Tbilisi. 2.Andiamo …. Comprare un libro italiano. 3.Cominciamo … studiare l'italiano. ბ)("di") : 1.L'amico …Paolo studia il georgiano . 2.Frequenta l'Università … Tbilisi. 3.Fra poco comincia la lezione … georgiano. გ)("a", "di"): 1.Mario e Franco frequentano L'Università … Tbilisi.2.La lezione … georgiano comincia; Marco e Carlo ascoltano la risposta … Franco. 3. La mattina insieme … un amico georgiano andiamo … studiare. აბა გელით; კაიროსი! პ.ს. სადაც ქართველი და თბილისი წერია სულ რუსი და მოსკოვი ეწერა კაიროსული რევოლუცია ჩავატარე -------------------- ...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი |
Ligia |
Apr 6 2009, 12:23 PM
პოსტი
#71
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 2,990 რეგისტრ.: 2-April 08 წევრი № 4,411 |
კაიროს რა უნდა გთხოვო, შემდეგი გაკვეთილი უბრალოდ ჩვენი ლექსიკონის გამდიდრებას დაუთმე, უბრალოდ ჩამოგვიწერე ყოველდღიური სიტყვები თავისი არტიკლებით და ზმნები საწყისი ფორმაში (სხვები არ ვიცი და მე ვაუღლებ)
|
likka |
Apr 6 2009, 01:55 PM
პოსტი
#72
|
გენა ჯგუფი: Members პოსტები: 5,044 რეგისტრ.: 5-April 07 მდებარ.: Strawberry fields... წევრი № 1,578 |
მე რაც დავატყვე, იქიდან გამომდინარე რომ რომანული ენაა, უპირველესი რის გამოც ცოტა მიჭირს თვითონ ლაპარაკი იტალიურად, არის ის, რომ იტალიურს აქვს აბსოლუტურად განსხვავებული წყობა წინადადების ვიდრე გერმანიკულ ენას. არადა, ქართულს უფრო ჰგავს და არც ისე მკაცრი არ არის, როგორც გერმანიკული ენები, მაგრამ მიჩვეულზე გადაჩვევა ძნელია ცოტა თავი იმაზე დავიჭირე, რომ მინდა წყობა სულ შვედურს დავამსგავსო და მაგიტომ სულ არასწორი გამომდის
დავალებებით ჩემს მოსწავლე-მეგობარს ვაწუხებ, ასე რომ შენ თავისუფალი ხარ ჩემგან მაგ ამბავში მარა მაინც დიდი Gracie, შენ! -------------------- ეჰ...
|
Ligia |
Apr 6 2009, 03:19 PM
პოსტი
#73
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 2,990 რეგისტრ.: 2-April 08 წევრი № 4,411 |
მე რაც დავატყვე, იქიდან გამომდინარე რომ რომანული ენაა, უპირველესი რის გამოც ცოტა მიჭირს თვითონ ლაპარაკი იტალიურად, არის ის, რომ იტალიურს აქვს აბსოლუტურად განსხვავებული წყობა წინადადების ვიდრე გერმანიკულ ენას. არადა, ქართულს უფრო ჰგავს და არც ისე მკაცრი არ არის, როგორც გერმანიკული ენები, მაგრამ მიჩვეულზე გადაჩვევა ძნელია ცოტა თავი იმაზე დავიჭირე, რომ მინდა წყობა სულ შვედურს დავამსგავსო და მაგიტომ სულ არასწორი გამომდის დავალებებით ჩემს მოსწავლე-მეგობარს ვაწუხებ, ასე რომ შენ თავისუფალი ხარ ჩემგან მაგ ამბავში მარა მაინც დიდი Gracie, შენ! სამაგიეროდ მე მყავს შეწუხებული |
ქევანა |
Apr 6 2009, 04:16 PM
პოსტი
#74
|
მთვლემარე დრაკონი ჯგუფი: Members პოსტები: 7,454 რეგისტრ.: 11-February 07 მდებარ.: Shire, Hobbitland, Middle-earth წევრი № 1,055 |
likka
იტალიურში წინადადების წყობასთან დაკავშირებით, აი მე, სამწუხაროდ, კარგად ვერ გავერკვიე კაიროს მასწი აგვიხსნის -------------------- “I'd built that bridge for you. But I didn’t know that I would be building it for you and him.” ("Dაისყ")
"He was born with a gift of laughter and a sense that the world was mad. And that was all his patrimony." - Scaramouche, Rafael Sabatini *** ფორუმზე გლანძღავ და მიწასთან გასწორებ, ძვირფასო, მაგრამ გახსოვდეს, ფორუმს გარეთ მე შენ მიყვარხარ : ) *** Спасение утопающего – дело рук самого утопающего... *** ამინდის შემქმნელი |
Ligia |
Apr 6 2009, 04:48 PM
პოსტი
#75
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 2,990 რეგისტრ.: 2-April 08 წევრი № 4,411 |
insegnante კაიროსი დღეს არ გამოჩენილა საერთოდ
|
likka |
Apr 6 2009, 06:00 PM
პოსტი
#76
|
გენა ჯგუფი: Members პოსტები: 5,044 რეგისტრ.: 5-April 07 მდებარ.: Strawberry fields... წევრი № 1,578 |
likka იტალიურში წინადადების წყობასთან დაკავშირებით, აი მე, სამწუხაროდ, კარგად ვერ გავერკვიე კაიროს მასწი აგვიხსნის გარკვეულობა ერთია და პრაქტიკაში გამოყენება მეორეო!! - დიდი გენას ბრძნული ნაკვესებიდან -------------------- ეჰ...
|
KAIROS |
Apr 7 2009, 03:51 AM
პოსტი
#77
|
იხარეთ! ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 9,492 რეგისტრ.: 9-November 06 მდებარ.: Aurea mediocritas წევრი № 438 |
ციტატა insegnante კაიროსი დღეს არ გამოჩენილა საერთოდ მქონდა სამაგისო მიზეზი გავითვალისწინებ თხოვნებს და ამ დღეებში დავდებ სიტყვებს, მანამ კი მოემზადეთ და ისწავლეთ არაწესიერი ზმნების უღლებები აწმყო დროში (თხრობითი კილო) გაკეთება FARE ( ძალიან ხშირად გამოყენებადი ზმნაა, მაგალითად როცა უნდათ თქვან, რომ ვარ ინჟინერი, უნდა თქვან "ვაკეთებ ინჟინერს" , ვარ მასწავლებელი "ვაკეთებ მასწავლებელს" და ა.შ. მსგავსია "გავაკეთოთ გასეირნება და ა.შ.) არაწესიერი ზმნები ARE უღლების I ტიპი აწმყო დრო თხრობითი კილო FARE მხ.რ. io faccio tu fai lui /lei /Lei fa * Lei (დიდი ასო L-თი) არის ზრდილობიანი მიმართვის ფორმა, როგორც საქართველოში "თქვენ" და იტალიურში (ახალში, ძველში ჩვენსავით იყო) ასე მიმართავენ ზრდილობიანად " ის როგორ არის" (თან ეს ის არის Lei ანუ მდედრობითი სქესის ) მრ.რ. noi facciamo voi fate loro /Loro fanno ზმნა STARE -ყოფნა მხ.რ. io sto tu stai egli sta მრ.რ. noi stiamo voi state essi stanno ANDARE - წასვლა მხ.რ io vado tu vai lui /lei /Lei va მრ.რ. noi andiamo voi andate loro /Loro vanno ERE უღლების II ტიპი ზმნა ESSERE ძალიან მნიშვნელოვანია, მისი მეშვეობით ხდება დასრულებული წარსული დროის წარმოება, ამიტომ ეს და ქონა-ყოლას ზმნა AVERE აუცილებლად კარგად უნდა ისწავლოთ ESSERE - ყოფნა მხ.რ. io sono tu sei lui /lei /Lei è მრ.რ. noi siamo voi siete loro /Loro sono AVERE - ქონა-ყოლა მხ.რ. io ho tu hai lui /lei /Lei ha მრ.რ. noi abbiamo voi avete loro /Loro hanno (შეგახსენებთ h - არ იკითხება) BERE - დალევა ( მაინც საჭირო ზმნაა საქართველოში ) მხ.რ. io bevo tu bevi lui /lei /Lei beve მრ.რ. noi beviamo voi bevete loro /Loro bevono IRE უღლების III ტიპი VENIRE - ჩამოსვლა, მოსვლა მხ.რ. io vengo tu vieni lui /lei /Lei viene მრ.რ. noi veniamo voi venite loro /Loro vengono სხვა ზმნების საუღლებლად შედით ამ ლინკზე http://www.scudit.net/mdwpresenteir.htm და ნახავთ აწმყო დროის სხვადასხვა ზმნებს და მათ უღლებებს ქვემოთ , აი ზმნების სია andare apparire arricchirsi avere bere cambiare cogliere crescere cuocere dare dire dolere dovere essere fare finire fornire giacere giocare giungere inorridire lasciare leggere morire nuocere piacere porre possedere potere reggere riandare riempire rifare rimanere salire sapere sciare sedersi solere spegnere spiegare stare tacere tenere tradurre tralasciare trarre udire uscire valere venire volere ქვემოთ მათი უღლებებია, დაჯექით ახლა დაძებნეთ ამ სიტყვების მნიშვნელობები და ისწავლეთ ნელნელა ეს არაწესიერი ზმნები, დამიჯერეთ საკმაოდ დიდი საქმეა კარგ სწავლას გისურვებთ; კაიროსი! -------------------- ...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი |
Ligia |
Apr 7 2009, 09:51 AM
პოსტი
#78
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 2,990 რეგისტრ.: 2-April 08 წევრი № 4,411 |
უი დედა, მნიშვნელობებიც ჩვენ დავძებნოთ? მდააას
მაშინ ამოგასუნთქებთ ცოტა ხანი gracie insegnante Kairos |
KAIROS |
Apr 7 2009, 12:00 PM
პოსტი
#79
|
იხარეთ! ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 9,492 რეგისტრ.: 9-November 06 მდებარ.: Aurea mediocritas წევრი № 438 |
ციტატა gracie grazie ეგ შეცდომით დაწერეს ზემოთ და ნუღარ გავიმეორებთ ლიგუშკი, აგერ თარგმანები და უბრალოდ ადვილი იყო, და მეგონა არ შეგეშინდებოდათ, მთავარი პრობლემა არაწესიერი ზმნების დაზეპირებაშია და არა მათი მნიშვნელობის გაგებაში აი ლინკი ჩაწერ სიტყვას და გითარგმნის http://www.multitran.ru/c/m.exe?CL=1&l1=23&s=leggere+ მაგალითად leggere гл. фразы общ. читать; прочитывать იქვე მოგცემს სხვადასხვა მნიშვნელობებს, საკმაოდ კარგი ლექსიკონია გაძლევს ასევე Общая лексика სადაც შეგიძლიათ ნახოთ ამათუიმ ზმნის გამოყენება, მაგალითად ha cominciato a leggere он начал читать ha il sonno leggero у него чуткий сон (Nuto4ka) ha seguitato a leggere он продолжал читать il libro si fa leggere книга легко читается imparare a leggere учиться читать -------------------- ...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი |
KAIROS |
Apr 7 2009, 12:18 PM
პოსტი
#80
|
იხარეთ! ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 9,492 რეგისტრ.: 9-November 06 მდებარ.: Aurea mediocritas წევრი № 438 |
ციტატა insegnante ეგ იგივეა რაც "პედაგოგო" რომ დაუძახო მასწავლებელს ისე ეგ სიტყვაც არ გამოიყენება ან ამბობენ Professore ან მოკლედ prof -------------------- ...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 4th June 2024 - 01:31 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი