ეკლესიის მოქმედება პატიმრებთან დაკავშირებით |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
ეკლესიის მოქმედება პატიმრებთან დაკავშირებით |
kokhi |
Apr 23 2013, 05:34 PM
პოსტი
#1
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 37 რეგისტრ.: 4-January 13 წევრი № 12,855 |
აი პატიმრებს რომ აწამებდნენ და ის მღვდლები რომლებმაც ეს იცოდნენ, ან საპარტრიარქო (საიდან ცოდნენ?, იცოდნენ რადგან ნაწამები პატიმრები, პირველრიგში ეკლესიას მიმართვდნენ, მდგომარეობიდან რომ გამოსულიყვნენ)
ხმას რატო არ იღებდა ? ? ? სანამ კამერით გადაღებული ვიდეოები არ დაუდეს?!! მე პირადად ძაან დიდ პროტესს განვიცდი რომ დადიან ახალთახალი ჯიოპებით და ციხეში რაც ხდებოდა ხმა რომ არ ამოღეს იმაზე რას იტყვით?? მაგრად მაინტერესებს თქვენი აზრი არ მინდა ფორუმ.გე ზე გადავიტანო ვიცი რომ ღლაბუცს დაიწყებენ........ |
G_saxva |
Apr 26 2013, 11:32 AM
პოსტი
#2
|
I n t e r n e t ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 4,913 რეგისტრ.: 11-March 13 მდებარ.: i n t e r n e t წევრი № 13,010 |
დავდებ რამოდენიმე ფაქტს რომელიც რა თქმა უნდა არ გეცოდინება და მაგიტომ ამბობ ამ ყველაფერს.
1 ეს განცხადება გაკეთებულია რამოდენიმე თვით ადრე. http://www.youtube.com/watch?v=W9jrW-RVliI 2 ეს განცხადება როცა უკვე ფაქტი მოხდა. http://www.youtube.com/watch?v=MKv89_4DgiQ 3 ეს სტატია იმაზეა როცა ხმას ამოიღებდნენ თუ რა ხდებოდა საპატიმროებში აუცლებლად მოჰყვებოდა ამას უარესი შედეგი მეუფე იაკობი: პატრიარქის ქადაგების შემდეგ პატიმრებს ყველა ციხეში სცემეს რელიგია, ნეტგაზეთი . "იცით, რა მძიმე მდგომრეობაა ქვეყანაში? ცოტა ხნის წინ იმის მხილველი გახდა მსოფლიო, რასაც ვმალვდით. ჩვენი ეკლესიის მისწრაფება, ჩვენი ქვეყნის მისწრაფება არის ის, რომ ჩვენთვის ახლოა ევროპული კულტურა, იქაური სივრცე. როგორ გინდა ამ სივრცეში მოხვდე და ამ კულტურას ეზიარო, იმ სახელმწიფოებთან იმეგობრო, როცა ასეთ რამეს ნერგავ შენთან და ასე უსწორდები შენს თანამოქალაქეებს," – ეს განცხადება პატრიარქის ქორეპისკოპოსმა მეუფე იაკობმა დიდუბის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ტაძარში დღეს, 21 სექტემბერს, ქადაგებისას გააკეთა. "ჩვენ ხომ ჩვენი ქვეყნის შვილები ვართ, ეპისკოპოსი ვიქნები თუ მრევლის ნაწილი, რა მნიშვნელობა აქვს. ჩვენ არ ვიბადებით არც მინისტრებად, არც პრეზიდენტებად და არც პრემიერად. ჩვენ წარვსდგებით ჩვენი საქმეებით," – განაცხადა მეუფე იაკობმა. მისი თქმით, როცა პატრიარქმა იქადაგა პატიმრების შესახებ, მეორე დღეს ყველა ციხეში სცემეს პატიმრებს: "ისეთი მდგომარეობ იყო, ორი კვირა ვერ შევედით. ვუთხარით, თუ ასე გააგრძელებთ თქვენ ამას, არც პატრიარქი და არც ჩვენ ამას არ მოვითმენთ. ჩვენ ვერ დავდგებით ვერც ერთი ლიდერის გვერდზე. ჩვენ ვეკუთვნით ხალხს და ხალხი გვეკუთვნის ჩვენ." მეუფე იაკობი ქადაგებში ამბობს, რომ მათ მთელ ერს ახადეს ნამუსი და დამნაშვეები უნდა დაისაჯონ. http://netgazeti.ge/GE/105/News/13085/ 4 ეს სტატია კი იმაზე მიუთითებს თუ რამხელა ზეწოა მიმდინარეობდა პატრიარქზე როგორც „საქართველო და მსოფლიოს“ საპატრიარქოსთან დაახლოებულმა პირმა აცნობა, გუშინ საპატრიარქოში დათა ახალაიასა და სოსო თოფურიძის მისვლის შემდეგ პატრიარქი ცუდად გახდა. წყაროს ცნობით, ახალაია პატრიარქს მუქარის ტონით ესაუბრებოდა და თხოვდა შეეცვალა განცხადება, რომელშიც პატრიარქი პატიმრების მიმართ განხორციელებულ ძალადობას გმობდა. ახალაია პატრიარქს ეუბნებოდა, ახალ განცხადებაში მას ხელისუფლება გაემართლებინა. როგორც ჩვენთვის ცნობილი გახდა, პატრიარქს აღელვებისგან გულიც კი წაუვიდა ამ დროს. თავდაცვის მინისტრის მოადგილემ დათა ახალაიამ და თავდაცვის სამინისტროს გაერთიანებული შტაბის ადმინისტრაციის უფროსმა სოსო თოფურიძემ კი საპატრიარქო უკომენტაროდ დატოვეს. „საქართველო და მსოფლიო“ ინფორმაციის გადასამოწმებლად კათალიკოს– პატრიარქის მდივანს, დეკანოზ მიქაელ ბოტკოველს დაუკავშირდა. მან ჩვენთან საუბრისას არ დაადასტურა ინფორმაცია გუშინდელი ინცინდენტის გამო. თუმცა ამის პარალელურად, მედიასაშუალებებში აქტიურად საუბრობენ იმაზე, რომ პატრიარქზე სერიოზული ზეწოლა მიმდინარეობს. როგორც სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდის ხელმძღვანელმა ლაშა ჟვანიამ ტელეკომპანია „მაესტროს“ დილის ეთერში განაცხადა, ხელისუფლება პატრიარქზე ზეწოლას ახდენს. მისივე თქმით, პატრიარქმა პენიტენციურ სისტემაში არსებულ მდგომარეობასთან დაკავშირებით განცხადება 14:45 საათზე გააკეთა, სტუმრები კი საპატრიარქოში 15:00 საათზე მივიდნენ. „თუ საუბარია იმაზე, რომ ეს ზეწოლისთვის გაკეთდა, მაშინ შეიძლება ვისაუბროთ ზეწოლის მცდელობაზე ხელისუფლების მხრიდან, თუმცა ეს იყო უშედეგო მცდელობა. უშედეგო იმიტომ, რომ მათი სტუმრობიდან ნახევარ საათში გავრცელდა მეორე განცხადება, რომელშიც საპატრიარქო მომხდარს კვლავ გმობს და საზოგადოებას უცხადებს, რომ საზეიმო საეკლესიო დღესასწაულები გადაიდო. მათ სურვილი ჰქონდათ, ინფორმაცია მიეწოდებინათ პატრიარქისთვის, რომ სისტემის რეფორმირებას აპირებენ. როგორ აპირებენ რეფორმირებას – უფრო დახვეწილი ცოცხები და ხელკეტები შემოაქვთ თუ რა არის, ვერ გეტყვით, მაგრამ ამაზე სასაუბროდ მივიდნენ“, - განაცხადა ლაშა ჟვანიამ. ეს ხელისუფლების მხრიდან პატრიარქზე ზეწოლის პირველი შემთხვევა არაა. „საქართველო და მსოფლიო“ წერდა იმაზე, რომ 22 ივლისს ალავერდში გამართულ შეხვედრაზე, რომელიც დახურულ კარს მიღმა მიმდინარეობდა, პრეზიდენტმა პატრიარქი ბიძინა ივანიშვილის მხარდაჭერაში დაადანაშაულა, ხმამაღლა უყვიროდა, პატრიარქს ხელიც კი მოჰკიდა, არაფერი შეგეშალოსო http://www.geworld.ge/ViewGE.php?G=568&lang=ge მგონი დროა დავხუროთ ეს თემა. -------------------- და მეცხრესა ოდენ ჟამსა ჴმა-ყო იესუ ჴმითა დიდითა და თქუა: ილი, ილი! ლიმა საბაქთანი? ესე არს: ღმერთო ჩემო, ღმერთო ჩემო! რაჲსათჳს დამიტევე მე? კაცი პატივსა შინა იყო და არა გულისხმა-ყო, ჰბაძვიდა იგი პირუტყუთა უგუნურთა და მიემსგავსა მათ. ---------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------- |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 3rd May 2024 - 01:44 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი