IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

3 გვერდი V  1 2 3 >  
Reply to this topicStart new topic
> როგორ მივიღოთ სულიწმიდა?
Molen
პოსტი May 6 2010, 12:42 AM
პოსტი #1


გიორგი
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 295
რეგისტრ.: 17-December 07
წევრი № 3,434



მოკლედ რა, წავედით და წამოვედით, მთელი ახალი აღთქმა და სასწაულები, განათლება, ცოდნა, სიბრძნე, სულიერება და საეროდ ყველაფერი სულიწმიდაზეა დამოკიდებული. მოწაფეებიც ელოდებოდნენ მას სანამ სულთფომენობას არ გადმოვიდა სულიწმიდა მათზე. ამას გარდა სულიწმიდის მიერ წყალობის არ დანახვა და უკუგდება მიუტევებელი ცოდვაა. ერთი სიტყვით რომ ვთქვათ სულიწმიდაა ყოვლისმომცველი სიკეთე, სული, რომელზე ოცნება თუა შესაძლებელი.

მაგრამ მაინც როგორ მივიღოთ სულიწმიდის მადლი? ანუ როგორ მივიღოთ სულიწმიდა? ანუ როგორ დავეუფლოთ ამ უდიადეს სიკეთესა და სიქველეს?
რა ლოცვები არსებობს სულიწმიდის მიმართ?

რახან ღრმა მისტიკაზე მიდგა საქმე ბარემ ვისაუბროთ ამაზე, მარტო ქალს კაბა უნდა ეცვას თუ შარვალი და ასეთი თემები უბრალოდ არაფრისმომცემია. ჩავუღრმავდეთ...


--------------------
და უკანასკნელი მტერი განქარდება, - სიკდვილი (კორ. 15:26).

Solomon's Wisdom
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
აკაკი
პოსტი May 6 2010, 12:45 AM
პოსტი #2


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,626
რეგისტრ.: 21-May 09
წევრი № 7,018



ეს მეც მაინტერესებს, არაფერია ამაზე ნაკლულევანთა აღმავსებელი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Moazrovne
პოსტი May 6 2010, 12:48 AM
პოსტი #3


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 59
რეგისტრ.: 12-October 07
წევრი № 2,955



მეც მინდა სულიწმინდის მადლი, მაგარია ყველა ენაზე ვილაპარაკებ tongue.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
terra
პოსტი May 6 2010, 01:19 AM
პოსტი #4


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 4,231
რეგისტრ.: 2-April 08
წევრი № 4,398



ციტატა(Molen @ May 6 2010, 12:42 AM) *

მაგრამ მაინც როგორ მივიღოთ სულიწმიდის მადლი? ანუ როგორ მივიღოთ სულიწმიდა? ანუ როგორ დავეუფლოთ ამ უდიადეს სიკეთესა და სიქველეს?
რა ლოცვები არსებობს სულიწმიდის მიმართ?

გიორგი, დაბეჯითებით გეუბნები, რომ ღრმა სინანულის გარეშე, ვერავინ მიიღებს სულიწმიდის მადლს!!
ამიტომ, ნუ ხარ ჩაციკლული მხოლოდ ლოცვაზე.
ერისკაცის მხრიდან, ასეთი თვითნებური ,,ტრენინგები’’ უკიდურესად საფრთხილო და საშიშია,
მით უმეტეს, მათთვის, ვინც ეკლესიურად არ ცხოვრობს.
ამიტომ გირჩიე რამდენჯერმე, რომ მოძებნო გამოცდილი და პატიოსანი მოძღვარი.


ციტატა(Moazrovne @ May 6 2010, 12:48 AM) *

მეც მინდა სულიწმინდის მადლი, მაგარია ყველა ენაზე ვილაპარაკებ tongue.gif


ეს სუბიექტი რატომ დაძრწის ფორუმზე და რატომ იქავებს ენას?
დაადეთ IP ბანი და იქ იკაიფოს, სადაც აქამდე უკაიფია.
ვერ ვხვდები მოდერების ასეთ შემწყნარებლობას.



--------------------
უფალო, იესუ ქრისტე, შემიწყალე მე..
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Molen
პოსტი May 6 2010, 08:18 AM
პოსტი #5


გიორგი
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 295
რეგისტრ.: 17-December 07
წევრი № 3,434



დილამშვიდობის! გილოცავთ გიორგობას! შეგეწიოთ იგი კეთილი საქმისათვის ბრძოლაში!


terra
ციტატა
გიორგი, დაბეჯითებით გეუბნები, რომ ღრმა სინანულის გარეშე, ვერავინ მიიღებს სულიწმიდის მადლს!!ამიტომ, ნუ ხარ ჩაციკლული მხოლოდ ლოცვაზე.ერისკაცის მხრიდან, ასეთი თვითნებური ,,ტრენინგები’’ უკიდურესად საფრთხილო და საშიშია,მით უმეტეს, მათთვის, ვინც ეკლესიურად არ ცხოვრობს.ამიტომ გირჩიე რამდენჯერმე, რომ მოძებნო გამოცდილი და პატიოსანი მოძღვარი.

კარგი რა, როგორ შეიძლება ადამიანამა უკეთ იცოდეს, როგორ მივიღოთ სულიწმიდის მადლი თუ არა ლოცვითა და სინანულით?! შენ თქვი სწორედ სინანულითო... აბა ახლა ვინ მეტყვის მე სულიწმიდის მადლის მიღება როგორ უნდა თუ თვითონ არ აქვთ იგი?! ან თუ აქვთ ჰქონდეთ ბატონო, მაგრამ რაღაც ეჭვი მეპარება მათ მიერ დარიგებაში. სულიწმიდით აღვსილი ადამიანები არ მგონია 15 ათას დოლარიანი ჯიპებით დადიოდნენ და ნებისმიერ თხოვნაზე ბიუროკრატიულად ერთი ადგილიდან მეორე ადგილას გაგზავნიდნენ, მე არ მცალია მე არ მცალიაო. თავს არ ვიტყუებ და არც მინდა განვიკითხო, ამიტომ ამ საკითზე ვდუმვარ. თუ უფალთან მისასვლელი გზა იმ ადამიანებზე გადის, რომლებიც სასულიერო აკადემიის ეზოში მემთვრალეობის ცოდვაში იდგნენ და ახლაც, მაპატიე მაგრამ სულ ფეხებზე ჰკიდიხარ, მაშ მადლობ, არ მინდა!..

მაგრამ ეს "თვით ტრენინგი" სად და რა დოზით ეწინააღმდეგება უფლის ნებას მითხრას ვინმემ. აი ახალი აღთქმისეული მაგალითით თუ გამიმყარებთ დავდუმდები იმ წუთასვე.

თუ ყველაფერი "ჩერეზებით" ხდება მაშ რად მთხოვ მე ვინპე რამეზე პასუხს?!

ან რად შეიძლება საფრთხის შემცველი იყოს ღმერთთან თხოვნა?! განა სულიწმიდის მადლზე თვითონ იესო არ გველაპარაკება?! თუ მასთან ურთიერთობა და ამ მადლის თხოვნის უფლება არ მაქვს და ამის გამო ღმერთი დამსჯის?! კარგით რა... ასე თუ გავაგრძელეთ, მერწმუნეთ, სულ მალე აღმოჩნდება, რომ ღმერთი მოწყალე კი არა ღემრთი არაფრით გამორჩეული პოლიტიკოსი ყოფილა. აბა სად გაგონილა უფალთან ურთიერთობა საფრთხის შემცველი იყოს?! როგორ ლოცვა არის საფრთხის შემცველი?! თუ ეშმაკი მოგერევა ძლიერ მორწმუნესა და მლოცველს?!

პირადად მე ეშმაკი სწორედ მაშინ მძლევს როცა ათასობით ფარისეველს ვხედავ...
ეშმაკი თუ თუ უბრალოდ განაწყენება ეგ კიდევ საკითხავია.

და ბოლოს, ამ საკითხზე ყველა რატომ დადუმდა არ მესმის:

http://church.ge/index.php?s=&showtopic=78...ndpost&p=606962

ნებისმიერ მოძღვარს ვკითხავ და მათგანაც დუმილი ან "ლოცვა გააძლიერე" იქნება პასუხად. მეტყვიან რომ ვმკრეხელობ და უწმინდურად ვაზროვნებ. მაგრამ დამანახონ ცუდი და დავდუმდები. ამდენი კითხვა დავსვი და ვერავინ მიპასუხა. რომელმა მამაომაც გინდა იმან გამცეს პასუხი, უბრალოდ ყველა გაურბის საუბარს, მათ არასდროს სცალიათ შენთვის.

ხოდა ასე რა, ძმებო და დებო, მინდა გითხრათ, რომ უფლის მწამს და მწამს მისი როგორც კეთილის, როგორც მამის და როგორც ხელის მომმართველის. თუ ჩემთან მოდის ვინმე სათხოვნელად არასდროს ვუშვებ მე ჩემ მეგობართან და მისი მეშვეობით არ ვაძლევ მას ნუგეშს, ცოდნას, სიყვარულსა და ხელის აღმართვას, არამედ ჩემთან მოსულ მთხოვნელს უანგაროდ გავცემ! და თუ მე უკეთური ვაკეთებ ამას, რატომ უნდა დამჭირდეს სულიწმიდის სიბრძნისა და მადლის მთხოვნელს მამაოსთან მისვლა?!

მამაოს როლს კი არ უარვყოფ?! არამც და არამც.. მათ ისეთი მნიშვნელოვანი საიდუმლოებანი აქვთ ასასრულებელი, როგორც მაგალითად ჯვრისწერა და ზიარებაა. ამაზე ორი აზრი არ არის, მაგრამ კარგით რა... ამიხსენით ცოდვის ჩადენისას ღმერთი ყველას გარეშე მიყურებს, ხოლო სიკეთის ქმნისას მამაო რაღად მჭირდება?! ნუთუ სულიწმიდის სიბრძნისა და მადლის თხოვნა უკეთურებაა?! ნუთუ იესომ არ ბრძანა ეს:

ხოლო თუ თქვენ, უკეთურთ, შეგიძლიათ კეთილ მისაცემელთა მიცემა თქვენი შვილებისათვის, განა მამაზეციერი უფრო მეტ წმიდა სულს არ მისცემს იმათ, ვინცა სთხოვს?

აი ვითხოვ ამ კითხვებზე პასუხს. თუ არადა რად მიწუნებთ მსჯელობას?! ან განა მე რა ვიმსჯელე მთლიანად ქრისტესეული მაგალითები მოვიყვანე. და თუ ეს ასე არ არის, მაშ რატომ ვიტყუებ თავს და ღმერთს ვხედავ ისეთს, როგორიც სინამდვილეში არ ყოფილა. პრეზიდენტიც გასცემს მოწყალებას, ოღონდ მასთან მისასვლელად იმდენი აპარატის გავლაა საჭირო დაიღლები. blink.gif

აი ესეთი "ბიუროკრატიული ცხონება" არის დღეს დამკვიდრებული. და მაშ აი ნამდვილმა რელიგიათმცოდნემ, ძლიერმა მოძღვარმა მითხრას და მეკამათოს ამაზე. კი ნუ განმიკითხავს, როგორც ამას "მოუცლელი" მღვდლები აკეთებენ ლიჟბი თავიდან რომ მოგიშორონ, არამედ აი მოდით, ვისაუბროთ! 19 წლისაც არ ვარ, მაგრამ მაინც მზად ვარ ნებისმიერი სახის კითხვა დავსვა და კონკრეტული და ნათელი პასუხი მივიღო.

თუ მმკ-ზე რომელიც მუდმივად ეკლესიაში არიან და მათზეა სულიწმიდის მადლი, მე უბრალო მთხოვნელს რატომ არ უნდა მქონდეს იგი?! მაინც და მაინც კეთილი საქმეების ჩამოთვა უნდა დავიწყო და მერე მივვარდე მამაოსთან და ვუთხრა, მამაო, მამაო, სულიწმიდა გამდმოვიდა ჩემზე-მეთქი თუ როგორ?! blink.gif

ჩემთან, გიორგისთან რომ მოდის ჩემი მეგობარი, ან თუნდაც სრულიად უცხო, რა მნიშვნელობა აქვს ვინ და რომ მთხოვს, გიორგი გთხოვ შენი ცოდნა გამიზიარე, შენი ძალა მომეცი და დამეხმარეო, ვეხმარები. და თუ მე უკეთური ვაკეთებ ამას, უფალი რად არ მომცემს მე და ნებისმიერ მთხოვნელს სულიწმიდის მადლს?!

პ.ს. როგორც ჩანს დროთა განმავლობაში ან ათეისტად ვიქცევი, ან უბრალოდ დავივიწყებ ღმერთს და მხოლოდ ეკლესიის კარების წინ გამახსენდება იგი ან იოსებ არიმათიელივით ფარული მოწაფე ვიქნები მისი.


--------------------
და უკანასკნელი მტერი განქარდება, - სიკდვილი (კორ. 15:26).

Solomon's Wisdom
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
terra
პოსტი May 6 2010, 11:20 AM
პოსტი #6


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 4,231
რეგისტრ.: 2-April 08
წევრი № 4,398



Molen

შეგეწიოს წმინდა გიორგის მეოხება ღვთის წინაშე.

ადრეც მიგანიშნე, რომ მოვლენებიდან და სიტუაციებიდან, შენთვის კეთილი უნდა აიღო.
გეთანხმები, არიან სასულიერო პირები, რომლებიც 15 კი არა, 60 ათასიანი ჯიპებით დადიან
და შეხვედრისას, ქრისტეს მაგივრად, სამუხრუჭე ხუნდებზე საუბრობენ.
მაგრამ, ამით შენ რა??
შენ შენი საქმე და პასუხისგება გაქვს უფალთან, მათ - თავისი.
ადრეც გითხარი - შემიძლია გირჩიო პატიოსანი მღვდელი, რომელიც დაგელაპარაკება და მოგისმენს.
ნება შენია.

სულიწმიდის მადლს რაც შეეხება, ეს, ვიტამინი არაა, რომ იყიდო და გადაყლაპო.
გიმეორებ, ადამიანებს, მრავალი წლის მოღვაწეობა სჭირდებოდათ, რომ მისი ღირსნი გამხდარიყვნენ.
ჩვენი პრობლემაც ესაა სწორედ, რომ მეტნაკლებად ღირსად ვთვლით თავს სულიწმიდის მისაღებად.
ვამბობთ, რომ გვაქვს რაღაც კეთილი საქმეები და რატომაც არა, ვიმსახურებთ სულიწმიდას.
ეს კი, პირდაპირ გეტყვი - დამღუპველია!!
თუ მოძღვრებთან კონტაქტზე გაქვს რაღაც პრობლემები, შემიძლია წიგნები გირჩიო, სადაც წაიკითხავ შენთვის საინტერესო საკითხებს.
მეტი რაღა გიშველო, არ ვიცი.
დაგეხმარები, როგორც შემეძლება.


--------------------
უფალო, იესუ ქრისტე, შემიწყალე მე..
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
uxucesi
პოსტი May 6 2010, 11:21 AM
პოსტი #7


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 58
რეგისტრ.: 27-April 10
წევრი № 8,712



სანამ ამ მკრეხელობებს არავინ მიხედავს არ გავჩერდები(თემაში:წინააღმდეგ
ობა ბიბლიაში )
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
აკაკი
პოსტი May 6 2010, 12:12 PM
პოსტი #8


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,626
რეგისტრ.: 21-May 09
წევრი № 7,018



Molen
გიო სწორი ხარ

აი ნახე იესო რას ამბობს smile.gif

35 და უთხრა მათ იესომ: მე ვარ პური სიცოცხლისა; ვინც ჩემთან მოვა, არ მოშივდება, და ვინც მიწამებს, არ მოსწყურდება არასდროს.

36 მაგრამ აკი გითხარით, რომ მიხილეთ და არ მიწამეთ.

37 ყველაფერი, რასაც მამა მაძლევს, ჩემთან მოვა, ჩემთან მოსულს კი არ გავაძევებ.

ისე terra ც კარგ რაღაცეებს გირჩევს

terra

აქაც დაწერე, ეგ წიგნები და რაღაცეები რაც გიორგის ურჩიე
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
uxucesi
პოსტი May 6 2010, 12:14 PM
პოსტი #9


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 58
რეგისტრ.: 27-April 10
წევრი № 8,712



სანამ ამ მკრეხელობებს არავინ მიხედავს არ გავჩერდები(თემაში:წინააღმდეგ

ობა ბიბლიაში )
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Atman
პოსტი May 6 2010, 12:21 PM
პოსტი #10


მეცამეტე მეომარი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 6,236
რეგისტრ.: 23-August 08
წევრი № 5,518



"თქვა იესომ: ვინც ეძებს, ნუ შეწყვეტს ძიებას, იქამდე სანამ არ იპოვის, და როცა იპოვის, იგი შეცბუნდება, და რადგან შეცბუნდება, იგი გაოცდება..." (თიმა 1. "ნაგ-ჰამმადის" ხელნაწერი).


"ნუგეშისმცემელი კი სულიწმიდა, რომელსაც ჩემი სახელით წარმოგზავნის მამა, ყველაფერს გასწავლით და ყველაფერს გაგახსენებთ, რაც კი თქვენთვის მითქვამს... შეგიძღვებათ ყოველ ჭეშმარიტებაში, რადგან თავისით კი არ ილაპარაკებს, არამედ იმას ილაპარაკებს, რასაც ისმენს და მომავალს გამოგიცხადებს თქვენ... ჩემგან მიიღებს და თქვენ გაუწყებთ"... (იოანე 15. 26; 16. 13-15.)


--------------------
हरे कृष्ण हरे कृष्ण
कृष्ण कृष्ण हरे हरे
हरे राम हरे राम
राम राम हरे हर
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ikanosi
პოსტი May 6 2010, 12:32 PM
პოსტი #11


ირაკლი
***

ჯგუფი: Moderator
პოსტები: 6,285
რეგისტრ.: 3-January 10
მდებარ.: ფოთი - თბილისი
წევრი № 7,906



სულიწმინდის ჭურჭელი როგორ უნდა გახდეს?


--------------------
ფარით ან ფარზე
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
აკაკი
პოსტი May 6 2010, 12:33 PM
პოსტი #12


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,626
რეგისტრ.: 21-May 09
წევრი № 7,018



ikanosi

მთავარია სიწმინდე ერთედერთI მე ეს შემიძLია გითხრა...

საინტერესოა სხვისი აზრიც
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Atman
პოსტი May 6 2010, 12:37 PM
პოსტი #13


მეცამეტე მეომარი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 6,236
რეგისტრ.: 23-August 08
წევრი № 5,518



სულიწმინდა არსად არ მიდის და არ მოდის, ის ყოველთვის ჩვენ გულშია, მაგრამ იმის გამო რომ ყურადღებას არ ვაქცევდით და ყურს არ ვუგდებდით მის ხმას (სინდისის და ცოდნის ხმას), ამის გამო "დაიხურა". როცა გული იწმინდება, სულიწმინდასაც ისევ ვხედავთ.


--------------------
हरे कृष्ण हरे कृष्ण
कृष्ण कृष्ण हरे हरे
हरे राम हरे राम
राम राम हरे हर
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ikanosi
პოსტი May 6 2010, 12:37 PM
პოსტი #14


ირაკლი
***

ჯგუფი: Moderator
პოსტები: 6,285
რეგისტრ.: 3-January 10
მდებარ.: ფოთი - თბილისი
წევრი № 7,906



ზოგჯერ დიდი წმიდანები ხშირად იცვლიდნენ ადგილსამყოფელს, მაგრამ როცა ხალხი მათ შესახებ იგებდა, მოდიოდნენ რჩევისთვის, ლოცვისთვის. წმიდანების ეს საქციელი იმით იყო განპირობებული, რომ ერიდებოდნენ ამპარტავნებაში ჩავარდნას ამდენი ადამიანის გარემოცვაში, მაგრად სადაც არ უნდა გადასულიყვნენ, ადამიანები მაინც ყველგან პოულობდნენ, თითქოს მაგნიტივით იზიდავდნენ მათ, რადგან წმიდანები ზუსტად იმ დადებითი ენერგიის მატარებლები იყვნენ, რომელიც არის მადლი სულისა წმიდისა - სიცოცხლის და სიყვარულის მომნიჭებელი, ადამიანთა მკურნალი. თუ ადამიანი არის ჭურჭელი სულისა წმიდისა, იგი შეუჩერებლად იზიდავს თავის გარშემო ადამიანებს, მაგრამ არის საპირისპიროც, როდესაც ადამიანი დაცლილია მადლისაგან და არ ცდილობს გახდეს ჭურჭელი სულისა წმიდისა, მის გარშემო სიცარიელე და უდაბნოა. შეიძლება ადრე იყვნენ მის ირგვლივ ისეთები, რომლებიც ჰგავდნენ მას სწორედ ამ თვისებებით, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ მისკენ ვიღაცას, უცხო ადამიანს აქვს სულიერი ლტოლვა. წმიდანები კი სწორედ იმით გამოირჩეოდნენ, რომ უცხო ადამიანები მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან და ქვეყნიდან ჩადიოდნენ მათთან და საოცარ სიმშვიდეს, სიხარულსა და ნუგეშს პოვებდნენ.
wub.gif wub.gif


--------------------
ფარით ან ფარზე
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Molen
პოსტი May 6 2010, 02:14 PM
პოსტი #15


გიორგი
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 295
რეგისტრ.: 17-December 07
წევრი № 3,434



Atman
ციტატა
"თქვა იესომ: ვინც ეძებს, ნუ შეწყვეტს ძიებას, იქამდე სანამ არ იპოვის, და როცა იპოვის, იგი შეცბუნდება, და რადგან შეცბუნდება, იგი გაოცდება..." (თიმა 1. "ნაგ-ჰამმადის" ხელნაწერი).

ამ უმნიშვნელოვანესი ღრმა სიტყვების ბოლო რამდენიმე სიტყვას ვერ ჩავწვდი... რას გულისხმობს "გაოცებაში" უფალი?

აკაკი
ციტატა
35 და უთხრა მათ იესომ: მე ვარ პური სიცოცხლისა; ვინც ჩემთან მოვა, არ მოშივდება, და ვინც მიწამებს, არ მოსწყურდება არასდროს.

გაიხარე! კარგი ამონარიდი იყო.

terra
შენ ყველა რჩევას სიამოვნებით მივიღებ smile.gif
გაიხარე!

არ მავიწყდება: ვინც ეძიებს ის ყოველთვის იპოვის და ვინც არ დაუწყებს სული წმიდას თავს თავში ძიებას და უფალს არ გაუღებს კარებს, იმას ვერც მამაო მიეხმარება და ვერც ვერაფერი.

ამიტომ ჯერ ძიება და შემდეგ სხვა რამ და არა ჯერ სხვა რამ და შემდეგ ძიება.


--------------------
და უკანასკნელი მტერი განქარდება, - სიკდვილი (კორ. 15:26).

Solomon's Wisdom
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Atman
პოსტი May 6 2010, 02:40 PM
პოსტი #16


მეცამეტე მეომარი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 6,236
რეგისტრ.: 23-August 08
წევრი № 5,518



Molen
ციტატა
ამ უმნიშვნელოვანესი ღრმა სიტყვების ბოლო რამდენიმე სიტყვას ვერ ჩავწვდი... რას გულისხმობს "გაოცებაში" უფალი?


სანამ არ "გაოცდები" ვერავინ ვერ აგიხსნის მაგას smile.gif


საერთოდ სულიწმინდა თუ გვინდა რომ გაგვეხსნას, სინდისის ხმას უნდა ვუსმინოთ (ანუ გილისთქმას) მაგრამ აქ არის ერთი "მაგრამ": სანამ გული ცოტათი მაინც არ გაიწმინდება და ღვთაებრივი ცოდნა ცოტათი მაინც არ გვაქვს შეთვისებული (ვგულისხმობ წმინდა წერილებს, რომლებიც სულიწმინდის "წერილობითი გამოხატულებაა") მანამდე გულისთქმის აყოლა სახიფათოა, იმიტომ რომ სენტიმენტებით და ცრუ სიკეთით არის გაჟღენთილი....

მაგალითად სენტიმენტალური ადამიანი ადვილად მისცემს ნარკომანს ფულს შეცოდების გამო და დათვურ სამსახურს გაუწევს. ბრძენი ადამიანი კი აწყენინებს, მაგრამ ცუდისგან დაიცავს მას.

მოკლედ რომ ვთქვათ ჯერ ისწავლეთ სწავლის მძებნელნო, მერე კი ამ სწავლების ხმას მიჰყევით და გონების (და არა ჭკუის) თვალით გააკეთეთ ხოლმე არჩევანი. ჭკუა სენტიმენტალურია და მინდა - არ მინდას, მომწონს - არ მომწონს პრინციპით მოქმედებს. გონება კი ცოდნით საზრდოობს და იცის რომელი ქმედებაა საჭირო და უკეთესი, მიუხედავად იმისა, მოსწონს თუ არა ეს ჭკუას.

სულიწმინდის გარე გამოხატულებები ჩვენთვის არიან: მოძღვრები და წმინდა წერილები. ხოლო როცა გულს გავისუფთავებთ თავად ჩვენს გულში მყოფი სულიწმინდა დაგველაპარაკება.


--------------------
हरे कृष्ण हरे कृष्ण
कृष्ण कृष्ण हरे हरे
हरे राम हरे राम
राम राम हरे हर
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
elusia
პოსტი May 6 2010, 09:44 PM
პოსტი #17


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 517
რეგისტრ.: 13-March 10
წევრი № 8,384



ციტატა
გიორგი, დაბეჯითებით გეუბნები, რომ ღრმა სინანულის გარეშე, ვერავინ მიიღებს სულიწმიდის მადლს!!

სრულიად ვეთანხმები.


--------------------
[b]ადამიანს არაფრის მიღება არ შეუძლია თუ ციდან არა აქვს მიცემული.[/b]
[u]იოანე ნათლისმცემელი[/u]
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Feb 10 2014, 02:35 PM
პოსტი #18


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,853
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"სულიწმიდა მხოლოდ სათნო ადამიანებს განანათლებს, ხოლო ცოდვილზე ის არ გადმოდის".


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
A.V.M
პოსტი Feb 11 2014, 01:33 AM
პოსტი #19


მადლობა ამ ფორუმს!
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 13,742
რეგისტრ.: 14-June 11
მდებარ.: ფორუმს გარეთ
წევრი № 11,203



marine
ციტატა
"სულიწმიდა მხოლოდ სათნო ადამიანებს განანათლებს, ხოლო ცოდვილზე ის არ გადმოდის".

ვთქვათ და , მუსულმანს აქვს სიმღერის მშვენიერი ნიჭი . ეს ნიჭი ვისგან აქვს მიღებული ?


--------------------
აბა ჰე და აბა ჰო!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
MIRDAT
პოსტი Feb 11 2014, 03:48 AM
პოსტი #20


MIRDAT
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 542
რეგისტრ.: 13-October 11
მდებარ.: შუახმელეთი
წევრი № 11,666



A.V.M
ბებიამისი მღეროდა კარგად, უეჭველი ვიცი...

ბებია მამის მხრიდან ოღონდ...

P.S. მარინე, ყველა შენი პოსტი ძალიან საკამათოა და რატომ ხდება ასე? ყოველი შენი ნაწერის წაკითხვის შემდეგ ვიწყებ საპასუხო პოსტის წერას და მერე ვშლი უმეტეს შემთხვევაში...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

3 გვერდი V  1 2 3 >
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 25th April 2024 - 10:18 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი