IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

> ფერარა-ფლორენციის
mr_morrison
პოსტი Feb 25 2007, 01:24 AM
პოსტი #1


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 376
რეგისტრ.: 7-September 06
წევრი № 164



თუ ვინმეს გაქვთ ამ საეკლესიო კრების შესახებ სტატიები გთხოვთ ატვირთოთ


--------------------
მიმცხე ძია მიმცხე მე ცუღლუტს :*
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
 
Reply to this topicStart new topic
გამოხმაურებები
marine
პოსტი Jul 10 2020, 02:18 PM
პოსტი #2


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,892
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"XV საუკუნის სიგელ-გუჯრებში მანგლელ-თბილელ ეპისკოპოსებად მოსხენიებულნი არიან იოანე და გრიგოლი. იოანე მანგლელ-თბილელ ეპისკოპოსად მოხსენიებულია 1432-1440, 1441 წლებში, ხოლო გრიგოლი - 1442 წელს. ვფიქრობთ, სწორედ ეს ეპისკოპოსები ესწრებოდნენ ფერარა-ფლორენციის საეკლესიო კრებას", - ბრძანებს ისტორიკოსი ო. ჟუჟუნაძე ნაშრომში: "XV საუკუნის პირველი ნახევრის საქართველოს საგარეო პოლიტიკის ისტორიისთვის".

იგივე ავტორი რუსული, ბერძნულ-ლათინური და ქართული წყაროების შეჯერებით ადგენს, რომ ფლორენცია-ფერარას კრებაზე საქართველომ გააგზავნა სამი წარმომადგენელი: თბილის-მანგლისის ეპისკოპოსები - გრიგოლი და იოანე და წარჩინებული თავადი, რომლის სახელი უცნობია. მისი მიზანი, როგორც ჩანს, იყო ევროპასთან სამხედრო-პოლიტიკური კავშირის დადება თურქეთის წინააღმდეგ, მაგრამ კრებაზე გამოჩნდა, რომ რომის პაპი მუქარითა და იძულებით მოითხოვდა კათოლიკური და მართლმადიდებელი ეკლესიების თავისი ეგიდის ქვეშ გაერთიანებას.

ამასთანავე, მუსულმანებისგან მართლმადიდებელი ქვეყნების დაცვის არავითარ გარანტიას არ იძლეოდა. ხანგრძლივი კამათისა და ფიზიკური ზეწოლის შედეგად უმრავლესობა იძულებული გახდა, ხელი მოეწერა გაერთიანების აქტისთვის, მხოლოდ უმცირესობამ, მათ შორის ქართველებმა, ხელი არ მოაწერეს სამარცხვინო შეერთებას. ერთ-ერთი პირველი წარგზავნილი, ეპისკოპოსი გრიგოლი განერიდა ძალადობას, გაიქცა კრებიდან და დაბრუნდა სამშობლოში.

მეორე ეპისკოპოსმა - იოანემ გადაიცვა მათხოვრის სამოსი, აიღო საქართველოდან წაღებული ფული, მიმოდიოდა იტალიაში და ყველგან ქადაგებდა პაპ ევგენის დანაშაულებრივ საქმიანობაზე, ამხელდა მის ცოდვებს. თავადმა კი პაპის დაჟინებულ მოთხოვნებს ბრძნული პასუხი გასცა.

ამგვარი იყო მართლმადიდებელ ქართველთა აღმსარებლობა. სამწუხაროდ, ჩვენში სათანადო პატივით არ არიან დაფასებული ათონზე, ივერონში, ლათინთაგან მოწვეტილი ივერიელნი, ფერარა-ფლორენციის კრებაზე წმინდა მარკოზ ეფესელის თანამებრძოლი ქართველი მღვდელმთავარნი."


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

პოსტი ამ თემაში
mr_morrison   ფერარა-ფლორენციის   Feb 25 2007, 01:24 AM
KAIROS   რა ენაზე ბატონო მო...   Feb 25 2007, 11:52 PM
მნათე   შეიძლება მე გიპას...   Feb 26 2007, 12:48 AM
KAIROS   ქართულად ცოტაა ან ...   Feb 26 2007, 01:05 PM
კანონისტი   რაღაცეები ვნახე ინ...   Feb 26 2007, 01:55 PM
marine   ქართველები ფერარა-...   Mar 20 2007, 01:42 PM
Zeskvi_ucha   საინტერესო იყო. არ ...   Mar 21 2007, 12:52 AM
mr_morrison   მარინე ძალიან დიდი...   Apr 7 2007, 09:59 AM
marine   mr_morrison არაფრის, პირი...   Apr 11 2007, 02:50 PM
Lile   მოგესალმებით. მე ა...   Jun 6 2007, 08:44 PM
Lile   დიდი მადლობა მნათე...   Jun 7 2007, 10:43 AM
მნათე   Lile არაფრის, გავეცნო...   Jun 7 2007, 11:46 AM
KAIROS   საინტერესო იყო და ...   Jun 7 2007, 06:30 PM
Lile   დიდი მადლოა კაიროს...   Jun 9 2007, 12:58 AM
KAIROS   აუცილებლად, ისე კი ...   Jun 16 2007, 12:46 PM
ALIUS   აღსანიშნავია რომ მ...   Apr 8 2011, 08:32 PM
marine   "XV საუკუნის სიგელ-...   Jul 10 2020, 02:18 PM
marine   "[ფერარა-ფლორენცი...   Feb 10 2022, 09:00 PM
marine   "წმინდა ძღვენის გ...   Apr 16 2022, 12:05 PM


Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 30th April 2024 - 09:59 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი