თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

მართლმადიდებლური ფორუმი _ საქართველოს ისტორია _ 9 აპრილის ტრაგედია

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 27 2008, 02:30 PM

დიდად პატივცემულო მიხეილ სერგის ძევ, პატივცემულო დეპუტატებო!



მოგმართავთ თქვენ იმის გამო, რომ ყრილობაზე თბილისის 1989 წლის 9 აპრილს ტრაგიკული ამბების განხილვისას გამოსულთა სიტყვებში რამდენჯერმე მოიხსენიეს ჩემი სახელი.

იმისათვის, რომ ნათელი წარმოდგენა გქონდეთ სიტუაციაზე, მინდა გაცნობოთ: 8 აპრილს ღამით შემატყობინეს, რომ თბილისში დემონსტრანტთა დასაშლელად შემოყვანილია ჯარები და შექმნილი ვითარება უაღრესად საშიშია.

ღამის 3 საათზე მივაშურე მთავრობის სახლს და გამზირზე მყოფნი გავაფრთხილე, რომ საფრთხე რეალურია; ვთხოვე, იქვე წმიდა გიორგის ტაძარში შესულიყვნენ სალოცავად. დემონსტრაცია მშვიდობიანი იყო, დემონსტრანტები არავის არავითარ საფრთხეს არ უქმნიდნენ და ვერცერთი მათგანი ვერ წარმოიდგენდა, რომ მათ წინააღმდეგ შეიძლებოდა ხელკეტები, ხელბარები და მომწამვლელი ქიმიური გაზები გამოეყენებიათ.

დემონსტრანტები მუხლმოდრეკილი მისმენდნენ. ჩემი სიტყვის შემდეგ ხანგრძლივი დუმილი ჩამოვარდა. შემდეგ ერთ-ერთმა დემონსტრანტმა თავაზიანად მიპასუხა, რომ ფიცი აქვთ დადებული, ფეხი არ მოიცვალონ აქედან 14 აპრილამდე.

მე, თუმცა არ ვიცოდი, რა მოხდებოდა, შემზარავი წინათგრძნობა დამეუფლა და ამიტომ გადავწყვიტე მათთან ერთად დავრჩენილიყავი და მათი ხვედრი გამეზიარებინა.

ცენტრალურ პრესაში არაერთხელ დაიწერა, თითქოს დემონსტრანტებს ჩემთვის შეურაცხყოფა მოეყენებინოთ და ჯარებმა ჩემი დაცვის მიზნით, გამომიყვანეს. ეს სწორი არ არის. პირიქით, როცა მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ ტანკები დაიძრნენ, ჩემს წინ ახალგაზრდებმა კედელი აღმართეს, რათა ხიფათი არა შემმთხვეოდა რა. მათვე შეუერთდა ადგილობრივი მილიცია.

რაც შეეხება იმ ფაქტს, რომელზეც ყრილობაზე ილაპარაკა ამიერკავკასიის სამხედრო ოლქის ჯარების სარდალმა, გენერალ - პოლკოვნიკმა როდიონოვმა, თითქოს დემონსტრანტებს ჩემთვის ხელიდან გამოეგლიჯოთ მიკროფონი და მე სიტყვა ვერ დამემთავრებინოს, მართალი არ არის. ასეთი ფაქტი არ მომხდარა. ეს ვიდეოფირიდანაც ჩანს.

მინდა ვთქვა, რომ, საერთოდ, გენერალ როდიონოვის გამოსვლამ თავისი ტენდენციურობითა და ფაქტების ცრუ გაშუქებით შეურაცხყო ქართველი ერი და ეს ხელს ვერ შეუწყობს ჩვენს ხალხებს შორის მეგობრობის განმტკიცებას.

მწამს, სიმართლე გაიმარჯვებს. მხოლოდ ეს იქნება იმის თავდები, რომ ისეთი შემზარავი ფაქტი, როგორიც თბილისში მოხდა, არასოდეს და არსად აღარ განმეორდება.

გწყალობდეთ ყველას ღმერთი მშვიდობისა, სიყვარულისა და სიმართლისა.



დიდი პატივისცემით ილია II

სრულიად საქართველოს კათალიკოს პატრიარქი





* * *

გული სისხლის ტბა, თვალები უმზეო, გონება დაბინდული,

რაო, საქართველოვ, შემოგევლე, რატომ ხარ გარინდული.

რა გვაქვს სატირალი, არ გადაშენებულა შენი მოდგმა,

მთები ჩამოშალა აჭარაში შენი შვილებისათვის ჩვენმა მოთქმამ.

ნაწილი უფალთან გაფრინდა ზეცაში შენს გადასარჩენად,

თავისუფლებისათვის ისევე დავდგეთ მტრის წინ ასაჩეხად.

/ხეებზე გაკრული ლექსებიდან/

პოსტის ავტორი: Amuza თარიღი: Mar 27 2008, 02:46 PM

ჩემი თანასოფლელიც დაიღუპა 9 აპრილს. შალვა ქვასროლიაშვილი. ღმერთმა აცხოვნოს მათი სული.

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 27 2008, 02:47 PM

ციტატა(Amuza @ Mar 27 2008, 02:46 PM) *

ჩემი თანასოფლელიც დაიღუპა 9 აპრილს. შალვა ქვასროლიაშვილი. ღმერთმა აცხოვნოს მათი სული.


ღმერთმა აცხონოს იმ დღეს დაღუპული გმირები.


ჩემი ნაცნობის დედა 9 აპრილს გაზით მოიწამლა და დღესაც არაა გამოჯანმრთელებული.

პოსტის ავტორი: Rozoma თარიღი: Mar 27 2008, 02:52 PM

marine
ეს წერილი ვის სახელზეა გაგზავნილი? ვინაა მიხეილ სერგის ძე?

პოსტის ავტორი: KAIROS თარიღი: Mar 27 2008, 02:53 PM

ციტატა
* * *

გული სისხლის ტბა, თვალები უმზეო, გონება დაბინდული,

რაო, საქართველოვ, შემოგევლე, რატომ ხარ გარინდული.

რა გვაქვს სატირალი, არ გადაშენებულა შენი მოდგმა,

მთები ჩამოშალა აჭარაში შენი შვილებისათვის ჩვენმა მოთქმამ.

ნაწილი უფალთან გაფრინდა ზეცაში შენს გადასარჩენად,

თავისუფლებისათვის ისევე დავდგეთ მტრის წინ ასაჩეხად.

/ხეებზე გაკრული ლექსებიდან/

ვისია ეს დალოცვილი სიტყვები?
ჟრუანტელმა დამიარა... მაგ დროს სულ პატარა ვიყავი და სკოლაში წასვლის ნაცვლად შავარშია შემოვლებულ დროშას ვაფრიალებდი...
როგორი ერთიანი იყო მაშინ ერი... როგორი დაყოფილები ვართ იმის შემდეგ...

ციტატა
მიხეილ სერგის ძე?

გორბაჩოვს მიწერა უწმიდესმა, ცეკას რაა გასაკვირი , მომიტინგეებმა მაინც რატომ არ დაუჯერეს უწმიდესს? sad.gif

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 27 2008, 03:02 PM

ციტატა(KAIROS @ Mar 27 2008, 02:53 PM) *

მაგ დროს სულ პატარა ვიყავი და სკოლაში წასვლის ნაცვლად შავარშია შემოვლებულ დროშას ვაფრიალებდი...



მეც სკოლის მოსწავლე ვიყავი მაგ დროს..

9 აპრილის დილას, დახოცილი ქართველებით მიმოფანტულ ქუჩებში, მთელი საქართველო ტკივილამდე გარინდებული იყო...

ის ტრაგიკული დღეები არასოდეს დამავიწყდება.. ღმერთმა არც ერთ თაობას არ მოასწროს ასეთი სასაკლაო..

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 27 2008, 05:01 PM

იარონ სინათლეში

"... ეს კი იცოდე, რომ უკანასკნელ დღეებში დადგება საზარელი ჟამი" - ქადაგებდა პავლე მოციქული და - იწყება ეს ჟამი.

გაზაფხულის უმშვენიერეს თვეში - აპრილში, როცა ძალუმად იღვიძებს ნაზამთრალი ბუნება და ვარდისა და ზურმუხტის ფერებით იმოსება, 9-ში, გამთენიის ხანს სისხლმა იწვიმა თავისუფლებისათვის მღაღადებელთა ძარღვებიდან, ხოლო საქართველო შავად შეიმოსა.

"... და ყველანი იესო ქრისტეს მიერ ღვთისმოსაობით ცხოვრების მსურველნი, დევნილნი იქნებიან" - კვლავ ჩამესმის მოციქულის სიტყვები. მაგრამ ასე ველურად დევნილი, ასე მხეცურად მოქმედი, როგორც იმ საბედისწერო ღამეს დატრიალდა, მაინც ვერ წარმოედგინა გონებას, რადგან ნამოქმედარში არაფერია ადაიანური.

"სრულყოფილი სიყვარული სდევნის შიშს" - გვასწავლის მოციქული იოანე და ბედნიერები არიან ისინი, ვინაც აღასრულა ვალი სამშობლოს სრულყოფილი სიყვარულისა.

იარონ სინათლეში მათმა სულებმა და დაიფარონ საქართველო.


არქიმანდრიტი სოკრატე (ჭულუხაძე)

პოსტის ავტორი: tamara თარიღი: Mar 27 2008, 06:58 PM

უცნაური რაღაცეები სჭირთ იმათ ვინც მოიწამლა 9 აპრილს...

ჩემი ნაცნობი გოგონა (19 წლის)
მოიწამლა 9 აპრილს,
მერე რაღაც უცნაური დაავადება დაეწყო -
ცხვირიდან სისხლდენები,
კანზე სისხლჩაქცევები,
დიაგნოზი ვერ დაუსვეს,
თითქოს წითელი მგლურააო,
მაგრამ არ ჯდებოდა ამ დიაგნოზში-
რამდენიმე წლის მერე დაიღუპა უცნობი ავადმყოფობით.


კიდევ ერთი საინტერესო დეტალი -
მე მყავდა პაციენტი, რომელიც 9 აპრილს მოიწამლა და
უჩიოდა ძლიერ თავის ტკივილებს
და მერე თავისი შვილი მოიყვანა -

ორივე როცა გამოვკითხე (ჰომეოპათია ისეთი მეთოდია, როცა გამოკითხვით ადგენ რა ნივთიერებითაა მოწამლული)
ორივეს შემთხვევაში მივედი დარიშხანზე..

ანუ 9 აპრილს დარიშხანის რაღაც ნაერთი გამოიყენეს...
და რაც საინტერესოა -ეს სიმპტომები შვილსაც გამოჰყვა, რომელიც 9 აპრილის მერე დაიბადა...

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 8 2008, 05:06 PM

... ახლა საჭიროა უფრო მოქნილი და უფრო გონივრული სიცოცხლე, ახლა მთავარია მომავალზე ფიქრი, ახლა მთავარია ურთიერთნდობა და კიდე ურთიერთნდობა.

მუხლს ვიყრი უდანაშაულოდ დაღუპულთა წინაშე, რომელთა სულის მშვენიერება აკეთილშობილებს საქართველოს ხვალინდელ დღეს. ჯვარცმული ერი ვართ, "ჯვარს აცვამენ მას და იყოფენ მის სამოსელს, წილის ყრით, - ვინ რა აიღოს!"

დღეს ასეა ჩვენი საქმე, ჭკუით ვერ უნდა გვაჯობონ, იქნებ, თავად უნდა მოვუხმოთ ჭკუას?

და რაც მთავარია, ძალიან მთავარი: ერთმანეთთან "იყავით გულმოწყალენი ისევე, როგორც თქვენი მამაა გულმოწყალე..."

ყველაფერს გადაწყვეტს ჩვენი სიმშვიდე!..

ჩვენი თავის პატრონი ჩვენა ვართ, ნურავის იმედი გვექნება!..

/ჯანსუღ ჩარკვიანი/


... მოდით ისევ ჩვენით, სხვათა დაუხმარებლად, ფუჭი იმედის გარეშე ვზიდოთ ჩვენი ყველაზე მძიმე და ყველაზე ძვირფასი ტვირთი - ჩვენი მეობა.

რაც არ უნდა მწარე იყოს, ერთხელ კიდევ ჩამოვიბანოთ ჩვენი მარადიული, მარად პირდაღებული, მარად შეუხორცებელი ჭრილობები; კიდევ ერთხელ მივაბაროთ მიწას, ვინ იცის მერამდენედ მოკლული, მერამდენედ შეურაცხყოფილი, აბუჩად აგდებული ცხედარი ჩვენი ჯერ კიდევ გასათენებელი მომავლისა;

ერთხელ კიდევ დავიჩოქოთ ჩვენი ამოუვსებელი სამარის წინ და ერთხელ კიდევ დავდოთ ფიცი, არასოდეს, არავითარ შემთხვევაში, არაფრის გულისთვის რომ არ მოვიშორებთ ტვირთს, რომელიც ღმერთმა და დედა-ბუნებამ აგვკიდა, არ ვუღალატებთ გზას, რომელიც ჩვენმა კეთილშობილმა წინაპარმა გაგვიკვალა, არ დავკარგავთ თვალთახედვიდან მიზანს, რომელიც ჩვენმა უკეთესმა თანამემამულეებმა დაგისახეს.

/ოთარ ჭილაძე/


"ჯვარი ვაზისა" N2, 1989





9 აპრილი


ტანკები, ფარები, ტიტები...

თამუნა, ნათია, ეკა...

სადა ხართ?

სიცოცხლე გრძელდება,

ჩვენ ვინ დაგვაშორა ნეტავ?

თქვენ სიმართლისათვის ეწამეთ...

ხალხის გულისთვის მართლებს

ვინ, ვინ დაგიწყევლათ ის ღამე,

ან ვინ შეგადარათ სანთლებს?

ტანკები, ქაშვეთი, ტიტები,

სიმღერა მთავრობის სახლთან.

სადა ხართ, სიცოცხლე გრძლედება,

სამშობლო გეძახით, სად ხართ?


/ფრიდონ გელაშვილი/

პოსტის ავტორი: მნათე თარიღი: Apr 8 2008, 07:09 PM

ტკივილი მართლაც დიდია... ისინი ჩემს თავისუფლებას შეეწირნენ sad.gif

პოსტის ავტორი: yipiani gio თარიღი: Apr 8 2008, 09:21 PM

აცხოვნოს ღმერთმა მათი სულები

პოსტის ავტორი: ქავთარაძე თარიღი: Apr 8 2008, 09:26 PM

9 აპრილი დიდი ტკივილია ჩვენთვის და მართლაც ისაა სამწუხარო რომ ხალხი გაიწირა რამოდენიმე ადამიანის სიღორის გამო...
დაშლილიყვნენ და არ მოხდებოდა ეგ ამბავი sad.gif
ხომ უთხრა უწმინდესმა... მარა როგორც ყოველთვის გაატარეს...
ხოდა ღმერთმა გაანათლოს მათი სულები... sad.gif
იდეისთვის მისულ ხალხს ის არ აკმარეს რომ სულში ჩააფურთხეს და ზედ ისიც დაამატეს რომ ჩაცხრილეს...

პოსტის ავტორი: Amuza თარიღი: Apr 8 2008, 09:35 PM

გახსენება

ვუძღვნი ჩემ თანასოფლელს
შალვა ქვასროლიაშვილის
ნათელ სულს

შალვას ვიხსენებ, შემორჩა სახედ
თავისუფლებას, როგორც მძევალი;
აკურამ ზარდა ნაკურთხ მიწაზე,
სულით შავლეგოს გზის მიმდევარი.
ცხრა აპრილის დღეს და იმ განთიადს
რატომ უტევდა ასე მდევარი?!
რატომ ინება ნეტავ განგებამ
ასეთი მსხვერპლი, შესაწევარი?!
როცა განკითხვის ზარმა დარეკა,
ლაღად, ამაყად ცეკვავდა მაშინ,
ისე მხნე იყო თურმე იმ წუთში
ალბათ უფალი თუ ედგა მხარში.
დაიგრუხუნა ტანკების დელგმამ
შემოიგრაგნა ღრუბელი ცაში...
იდგა "ბართლომეს ღამე" თბილისში
თავგანწირულთა ფოლადი ხმაში...
მგოსნის სიტყვები ძველ ხანჯლის ელდად,
სიოს ფოთლების შრიალი ქარში
უსინათლოთა ბნელში სიმღერამ,
ჩაახშო აბჯართ ჟღარუნი ხალხში...
გათენდა დილა, გადათელილი
და მართალ სულებს უხმობდა ცაში
და „ცხელი გული“ სვეტიცხოველში
სისხლის წვეთს თვლიდა გმირების ძარღვში.

ცინარი-მარიამ ხმიადაშვილი

9 წელი
2004 წელი

პოსტის ავტორი: q-e-T-i თარიღი: Apr 8 2008, 09:37 PM

ღმერთმა აცხონოს თავისუფლებას შეწირულნი.....

პოსტის ავტორი: TikoE თარიღი: Apr 8 2008, 09:56 PM

9 აპრილი იყო და ყოველთვის იქნება გასახსენებლად დიდი ტკივილი ყველა ქართველისათვის, რადგან იქ ჩვენი ქართველები დაიღუპნენ და მოიწამლენ - ჩვენი თანამოქალაქეები, რომელთაც თავისუფლება გვაჩუქეს

აცხოვნოს უფალმა დაღუპულთა სულები

ბედნიერ, თავისუფალ და გაბრწყინებულ საქართველოში ეცხოვროთ ჩვენს შვილებს

გაგვაძლიეროს უფალმა


თიკო

პოსტის ავტორი: makiki თარიღი: Apr 9 2008, 09:29 PM

დღეს ამინდიც როგორ ტიროდა cray.gif
უფალმა აცხოვნოს მათი სულები

პოსტის ავტორი: არაგველი თარიღი: Apr 23 2008, 09:37 AM

დღე იყო უღმერთოდ მოღრუბლული,
მატლები გადმობობღდნენ ეშმაკის ფაშვიდან,
მოდგა ვეშაპი და არაყი მოითხოვა,
სისხლი დალია და დამშვიდდა...
...ღამე ერთად უნდა გავათენოთ,
მჯერა კვლავ ცხელ სანთელს ავანთებთ,
ისე არ მოკვდება საქართველო,
დედა არ უტიროს ჯალათებს...


დავიჯერო არავის გაუგონია ეს ლექსი? sad.gif

პოსტის ავტორი: tiko282 თარიღი: Apr 23 2008, 09:24 PM

ციტატა(არაგველი @ Apr 23 2008, 08:37 AM) *

დავიჯერო არავის გაუგონია ეს ლექსი? sad.gif
არ დაიჯერო smile.gif
გაგვიგონია, მაგრამ ზეპირად არ ვიცით smile.gif
შევეცდები მოგიძებნო ამ დღეებში



მანამდე ფოცხიშვილის ძალიან ცნობილ ლექსს დავდებ 9 აპრილზე:

დღე დგება უტყვი და უჩვევი
მეწამულ ბილიკზე ვდგები
ვაჩუქოთ ერთმანეთს სიცოცხლე
გავუთბოთ ერთმანეთს ძვლები.

თქვენს ლამაზ ფიქრებში ვიჭრები,
თქვენს სარკმელს ვაწყდები თრთოლვით,
ვაჩუქოთ ერთმანეთს წვიმები,
ვაჩუქოთ ერთმანეთს თოვლი.

ყველას სიყვარულში გიტყდებით,
გლოცავთ და მიშრება ყელი,
ვაჩუქოთ ერთმანეთს ტიტები
ვაჩუქოთ ერთმანეთს ცრემლი!

გავუგოთ ერთმანეთს უკლებლივ,
ჩავჭიდოთ ერთმანეთს ხელი -
ავუვსოთ ერთმანეთს გულები
სიყრმის და სიცოცხლის რწმენით,

ვპოვოთ ერთმანეთი ღვთის ნებით,
სიტყვა გამოვნახოთ თბილი -
ლოცვით მიმოვფანტოთ ნისლები,
ფარად ავეფაროთ თბილისს!

ავუნთოთ ერთმანეთს სანთლები,
შევუწყოთ ერთმანეთს ხმები -
ვაჩუქოთ ერთმანეთს ზღაპრები,
ვაჩუქოთ ერთმანეთს წლები.

ო, სისხლო, რა უცებ წყალდები,
ო, გულო, რა უცებ თვრები,
ვაჩუქოთ ერთმანეთს თვალები,
ვაჩუქოთ ერთმანეთს ფრთები,

ხორხს ცხელი სიმღერით ვიღადრავ,
ვფხიზლობ და ვჩურჩულებ- ამინ!
დავუთმოთ ერთმანეთს დილა და
დავუთმოთ ერთმანეთს ღამე!




პ.ს. ეს დღე ძალიან ტკივილიანი, მაგრამ მაინც გამარჯვების დღეა smile.gif

ღმერთმა აცხონოს იმ დღეს გარდაცვლილთა სულები და შეეწიოს მოწამლულებს

პოსტის ავტორი: xornabujeli თარიღი: Apr 24 2008, 12:47 AM

ციტატა(marine @ Mar 27 2008, 01:30 PM) *

დიდად პატივცემულო მიხეილ სერგის ძევ, პატივცემულო დეპუტატებო!
მოგმართავთ თქვენ იმის გამო, რომ ყრილობაზე თბილისის 1989 წლის 9 აპრილს ტრაგიკული ამბების განხილვისას გამოსულთა სიტყვებში რამდენჯერმე მოიხსენიეს ჩემი სახელი.

იმისათვის, რომ ნათელი წარმოდგენა გქონდეთ სიტუაციაზე, მინდა გაცნობოთ: 8 აპრილს ღამით შემატყობინეს, რომ თბილისში დემონსტრანტთა დასაშლელად შემოყვანილია ჯარები და შექმნილი ვითარება უაღრესად საშიშია.

ღამის 3 საათზე მივაშურე მთავრობის სახლს და გამზირზე მყოფნი გავაფრთხილე, რომ საფრთხე რეალურია; ვთხოვე, იქვე წმიდა გიორგის ტაძარში შესულიყვნენ სალოცავად. დემონსტრაცია მშვიდობიანი იყო, დემონსტრანტები არავის არავითარ საფრთხეს არ უქმნიდნენ და ვერცერთი მათგანი ვერ წარმოიდგენდა, რომ მათ წინააღმდეგ შეიძლებოდა ხელკეტები, ხელბარები და მომწამვლელი ქიმიური გაზები გამოეყენებიათ.

დემონსტრანტები მუხლმოდრეკილი მისმენდნენ. ჩემი სიტყვის შემდეგ ხანგრძლივი დუმილი ჩამოვარდა. შემდეგ ერთ-ერთმა დემონსტრანტმა თავაზიანად მიპასუხა, რომ ფიცი აქვთ დადებული, ფეხი არ მოიცვალონ აქედან 14 აპრილამდე.

მე, თუმცა არ ვიცოდი, რა მოხდებოდა, შემზარავი წინათგრძნობა დამეუფლა და ამიტომ გადავწყვიტე მათთან ერთად დავრჩენილიყავი და მათი ხვედრი გამეზიარებინა.

ცენტრალურ პრესაში არაერთხელ დაიწერა, თითქოს დემონსტრანტებს ჩემთვის შეურაცხყოფა მოეყენებინოთ და ჯარებმა ჩემი დაცვის მიზნით, გამომიყვანეს. ეს სწორი არ არის. პირიქით, როცა მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ ტანკები დაიძრნენ, ჩემს წინ ახალგაზრდებმა კედელი აღმართეს, რათა ხიფათი არა შემმთხვეოდა რა. მათვე შეუერთდა ადგილობრივი მილიცია.

რაც შეეხება იმ ფაქტს, რომელზეც ყრილობაზე ილაპარაკა ამიერკავკასიის სამხედრო ოლქის ჯარების სარდალმა, გენერალ - პოლკოვნიკმა როდიონოვმა, თითქოს დემონსტრანტებს ჩემთვის ხელიდან გამოეგლიჯოთ მიკროფონი და მე სიტყვა ვერ დამემთავრებინოს, მართალი არ არის. ასეთი ფაქტი არ მომხდარა. ეს ვიდეოფირიდანაც ჩანს.

მინდა ვთქვა, რომ, საერთოდ, გენერალ როდიონოვის გამოსვლამ თავისი ტენდენციურობითა და ფაქტების ცრუ გაშუქებით შეურაცხყო ქართველი ერი და ეს ხელს ვერ შეუწყობს ჩვენს ხალხებს შორის მეგობრობის განმტკიცებას.

მწამს, სიმართლე გაიმარჯვებს. მხოლოდ ეს იქნება იმის თავდები, რომ ისეთი შემზარავი ფაქტი, როგორიც თბილისში მოხდა, არასოდეს და არსად აღარ განმეორდება.

გწყალობდეთ ყველას ღმერთი მშვიდობისა, სიყვარულისა და სიმართლისა.
დიდი პატივისცემით ილია II

სრულიად საქართველოს კათალიკოს პატრიარქი

* * *

გული სისხლის ტბა, თვალები უმზეო, გონება დაბინდული,

რაო, საქართველოვ, შემოგევლე, რატომ ხარ გარინდული.

რა გვაქვს სატირალი, არ გადაშენებულა შენი მოდგმა,

მთები ჩამოშალა აჭარაში შენი შვილებისათვის ჩვენმა მოთქმამ.

ნაწილი უფალთან გაფრინდა ზეცაში შენს გადასარჩენად,

თავისუფლებისათვის ისევე დავდგეთ მტრის წინ ასაჩეხად.

/ხეებზე გაკრული ლექსებიდან/

smile.gif შენ გაიხარე მარინე,ამ თემის გახსნისთვის,ჩვენ მართლაც ყველას (მით უმეტეს ვინც იმ დროს მოვესწარით) გვმართებს ხშირად 9-აპრილის გახსენება და ამ დღეს დაღუპულ გმირების უკვდავყოფა,არცთუ ისე დიდი ხანი გავიდა მას შემდეგ და თითქოს ერმა მაინც დაივიწყა, თუ რა მოხდა მაშინ,არ ეგონოს ვისმე ,თითქოს სხვებს ვადანაშაულებდე,არა, პირველ რიგში, ალბათ საკუთარ თავზე ვიტყვი,( 9-აპრილს მეც იქ ვიყავი,მხოლოდ რამოდენიმე საათით ადრე წამიყვანა ხვეწნა-მუდარით სახლში მამიდაჩემმა,რომ დილით ისევ დავბურდებოდით და დილით ეს შემზარავი ამბავი გავიგეთ...)რომ მე ჯეროვნად ვერ მივაგე პატივი მათ სამშობლოსათვის ზვარაკად შეწირულ სულებს,შენდობას ვითხოვ მათგან...
-რაც შეეხება პატრიარქს,როგორც ყველა ჭეშმარიტ ქართველს,მეც , ეჭვი არ ეპარებოდა არც, მაშინ და არც ეხლა,რომ უწმიდესი ყოველთვის ბოლომდე დგას თავისი ხალხის გვერდით და ,რომ არა მართლაც მაშინ ,იმ ახლგაზრდების და ჩვენი მილიციის ძალისხმევა,შეიძლება, მართლაც სათუო გამხდარიყო პატრიარქის სიცოცხლე.

პ.ს.ღმერთმა ნათელში ამყოფოს მათი უკვდავი სულები, ვინც გმირულად მოსწყდა 9-აპრილის ღამეს სამშობლოსათვის.

პოსტის ავტორი: abo თარიღი: Apr 24 2008, 01:21 AM

tamara

ციტატა
და რაც საინტერესოა -ეს სიმპტომები შვილსაც გამოჰყვა, რომელიც 9 აპრილის მერე დაიბადა...


დარიშხანი მძიმე მეტალია, უძლიერესი შხამი და ორგანიზმში სიკვდილის შემდეგაც რჩება. ნაპოლეონის თმის ანალიზმა დაარწმუნა მეცნიერები მისი დარიშხანით მოწამვლის შEსახებ.
არ გამიკვირდება რომ იგი შვილსაც გადაცემოდა პლაცენტარული გზით
ღმერთო აცხონე 9 აპრილის მსხვერპლნი

პოსტის ავტორი: tiko282 თარიღი: Apr 30 2008, 01:49 PM

არაგველი
მოვძებნე ის წიგნი და ეს ლექსიც smile.gif


ანათემა

ცა იყო უღმერთოდ მოღრუბლული,
მატლები გადმობობღდნენ ეშმაკის ფაშვიდან, -
მოდგა ურჩხული და არაყი მოითხოვა,
სისხლი დალია და დამშვიდდა.

დედინაცვალმა რომ დედობა მოინდომა,
წიქარა გამოვიხმე ჯადოსნურ ზღაპრიდან, -
მოდგა სიკვდილი და საჭმელი მოითხოვა,
ფრთები წამგლიჯა და გაფრინდა.

ბარ-ნიჩბით გაგვილახეს გაზაფხული,
ნატვრა აუსრულეს ბატონებს,
დათვებმა გაგვიწიეს დათვური სამსახური,
მიგვყარ-მოგვყარეს და დაგვტორეს.

ლოცვა და გალობა არ გვაცალეს,
ჭკუას არც ვინ სთხოვდა აშარებს,
ქრისტეს სიყვარული ჩაგვამწარეს,
კი არ დაგვამარცხეს, დაგვშალეს.

ფეხით გადაქელეს ფეხმძიმე ქალი,
მხრები ჩამოსხიპეს ყმაწვილებს,
ჰაერი მოგვიწამლეს მამალი შხამით,
სული ამოგვხადეს და დაგვცინეს.

შუბლზე დაგვამსხვრიეს შუბი და კეტი,
ავად გაგვითენეს შავი დღე,
თავი მოიწონეს ქალწულთა ჟლეტით,
”წესრიგი დაამყარეს” და განგვიდგნენ.

ურცხვთაგან შეწყალებას ვინ მოელის,
რომელი მსაჯული და რა ციხე,
ტანკებით გადაგვიხნეს მინდორ-ველი,
ხნულში ჩაგვყარეს და ჩაგვწიხლეს.

მორჩილებისკენაც მოგვიწოდეს,
ჭკუაც დაგვარიგეს თავიდან,
მერე ნამთვრალევზე ხაში მოითხოვეს,
ცეცხლი დალიეს და...ჰაიდა!

მიდის მიმავალი. მოდის მომავალი.
ქუჩები ყოველ წუთს იცვლიან სახელებს,
ღმერთო, სამართალი რომ არ არი,
სისხლში გათხვრილ სათქმელს ვახველებ.

ერთ წამს გაგვიასდა ცხრა იარა,
მუხლი მოიკვეთა მთაწმინდამ,-
მოდგა აპრილი და ტიტებზე გაიარა,
დარჩა თბილისი და ატირდა.

დედა-ღვთისმშობელი გვიალერსებს,
ფუძის ანგელოსი გვამშვიდებს, -
ყივის დაჭრილი მზე თრიალეთზე,
ბორგავს გონიო და სამშვილდე...

”მუმლი მუხასაო... მუმლი მუხასაო...
გარსა ეხვეოდაო... მარადის
მუმლი წყდებოდაო, მუხა რჩებოდაო...”
გულს მფხანს ქართველების ღაღადი.

ჩანგო, იბერიის პანაშვიდო,
როგორ შეგეხები თითებით,
მე შენ როდის უნდა დაგამშვიდო,
ოდეს თავად ვეღარ ვმშვიდდები?!

ალბათ ღამე უნდა გავათენოთ,
მჯერა, კვლავ ცხელ სანთლებს აღვანთებთ, -
ისე არ მოკვდება საქართველო,
დედა არ უტიროს ჯალათებს!


მორის ფოცხიშვილი
24 აპრილი 1989წ.

პოსტის ავტორი: orthodox-georgia თარიღი: May 17 2008, 06:54 PM

ციტატა(მნათე @ Apr 8 2008, 07:09 PM) *

ტკივილი მართლაც დიდია... ისინი ჩემს თავისუფლებას შეეწირნენ sad.gif

ისინი ახალი საქართველოს გმირები არიან

პოსტის ავტორი: Misha_kartveli თარიღი: Jun 2 2008, 08:57 AM

9 აპრილი საქართველოს ისტორიაში მართლაც უდავოდ გამორჩეული დღეა, როდესაც ქართველებმა კიდევ ერთხელ ვაჩვენეთ, რომ დიადი მიზნისთვის ერთად დგომა შეგვიძლია, ამ დღეს სრულიად სხვა ელფერი შესძინა ზვიად გამსახურდიამ, რომელმაც ტრეგედიიდან ორი წლისთავზე საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა აღადგინა.
ღმერთმა ნათელში ამყოფოს 9 აპრილს დაღუპულთა სულები.

პოსტის ავტორი: tamara თარიღი: Jun 2 2008, 05:40 PM

ციტატა(abo @ Apr 24 2008, 01:21 AM) *

tamara
დარიშხანი მძიმე მეტალია, უძლიერესი შხამი და ორგანიზმში სიკვდილის შემდეგაც რჩება. ნაპოლეონის თმის ანალიზმა დაარწმუნა მეცნიერები მისი დარიშხანით მოწამვლის შEსახებ.
არ გამიკვირდება რომ იგი შვილსაც გადაცემოდა პლაცენტარული გზით
ღმერთო აცხონე 9 აპრილის მსხვერპლნი

ალბათ ასეა,
ფაქტია, რომ დარიშხანის რაღაც ნაერთი გამოიყენეს...
ოდესმე უნდა ჩატარდეს მაღალი დონის ლაბ.კვლევა.
და ყველაფერს თავისი სახელი დაერქვას.
mad.gif

პოსტის ავტორი: veriko7 თარიღი: Jun 2 2008, 05:59 PM

ეს დღე ყველა ჩვენგანისათვის მაგალითი უნდა იყოს, დღესაც ძალიან ჭირდება საქართველოს გმირობა...მაგრამ სამწუხაროდ დღესდღეობით უმეტესობა ქართველობისა დამახინჯებულად აზროვნებს, პატრიოტიზმი მხოლოდ ცარიელი სიტყვა ჰგონიათ...აი რა მაწუხებს ყველაზე მეტად

პოსტის ავტორი: Lego თარიღი: Jun 2 2008, 06:06 PM

ერთ-ერთი დაღუპულთაგანი ჩემი ნათესავი იყო. ღმერთმა აცხონოს ყველას სულები.

პოსტის ავტორი: მატასი თარიღი: Apr 9 2009, 11:04 PM

ცათა სასუფეველი დაუმკვიდროს უფალმა ყველა გარდაცვლილს....

ჩემი მამიკოც მოიწამლა მაშინ... ძალიან დიდ ხანს გაყვა თავის ტკივილები... თითქმის სულ სტკიოდა... sad.gif

პოსტის ავტორი: likka თარიღი: Apr 9 2009, 11:11 PM

იმდროს ორივე, მამაჩემი და განსაკუთრებით, ბიძაჩემი, ბეწვზე გადაურჩნენ სიკვდილს. დედაჩემი და ბიცოლაჩემი, ორივე ფეხმძიმედ იყო მაშინ. ივნისში ქეთი დაიბადა, ჩემი ბიძაშვილი, ნოემბერში ჩემი ძმა, გიო ...

პოსტის ავტორი: sable თარიღი: Apr 10 2009, 03:08 AM

ისე ეს დღე ტრაგედიის დღეს იყო საქართველოსთვის და სიხარულისაც როდესაც ქვეყანამ ოფიციალურად დააღწია თავი 70 წლიან მონობას, ეს უკანასკნელი რატომღაც ხშირად გვავიწყდება ხოლმე არადა არანაკლებ მნიშვნელოვანია თუ არა უფრო მნიშვნელოვანი 1989 წ. ტრაგედიასთან შედარებით.
ამიტომაც იყო რომ გამსახურდიამ იმ დაღუპულთა ხსოვნას მიუძღვნა ის უდიდესი გამარჯვება რაც ქვეყანამ 1991 წლის 9 აპრილს მოიპოვა და რასაც ცოტა დაგვიანებით მაგრამ ყველას გილოცავთ! ამ დღეს რეალურად მათი დაწყებული საქმე დამთავრდა და დამთავრდა ჩვენი გამარჯვებით smile.gif

პოსტის ავტორი: ქავთარაძე თარიღი: Apr 10 2009, 12:37 PM

ციტატა
გამსახურდიამ

ამ კაცის სახელის გაგონებაზე ცუდად ვხდები :@

პოსტის ავტორი: ana.anu თარიღი: Apr 10 2009, 07:58 PM

უდაოა ის,რომ 9აპრილს დაღუპულები,ჩვენს თავისუფლებას შეეწირნენ...
"9აპრილის წამებულთა სულები,დაგვცქერიან ჩვენ და ხარობენ ზეციურ ნათელში,რამეთუ აღსრულდა ნება მათი,აღსრულდა ნება ქართველი ერისა!!!გაუმარჯოს დამოუკიდებელ საქართველოს!!!გვფარავდეს გმერთი!!!"
ამ სიტყვებს რამდენჯერაც უნდა მოვუსმინო,ჟრუანტელი მივლის და კიდევ ერთხელ ვრწმუნდები,რომ ძალა მხოლოდ ერთობაშია...

პოსტის ავტორი: ა ნ უ კ ა თარიღი: Apr 10 2009, 09:27 PM

პატარა ვიყავი სამწუხაროდ არაფერი მახსოვს

1 წლის ვხდებოდი

მაგრამ ვიდეოების ყურებისას სულ მბურძგლავს mellow.gif

პოსტის ავტორი: Belief თარიღი: Apr 18 2009, 05:59 PM

3 წლის ვიყავი ბევრი არაფერი მახსოვს . 20 კაცი დაიღუპა და ის შავი დროშების ფრიალი მახსოვს და გლოვის დღეები მახსოვს . საბედნიერდ ჩემი არცერთი ნაცნობი და ახლობელი არ დაშავებულა.

თუმცა ბევრი ადამიანი დაიღუპა და ისინი არიან სწორედ ქართველის ხალხის გმირები და სულისკვეთების გამომჟღავნებლები არ ვიცი რა ვუწოდო ამ თავგანწირვას რომელიც მათ ჩაიდინეს.

პოსტის ავტორი: tamara თარიღი: Apr 18 2009, 06:59 PM

IPB-ს სურათი


IPB-ს სურათი


IPB-ს სურათი

IPB-ს სურათი

IPB-ს სურათი

IPB-ს სურათი

IPB-ს სურათი

IPB-ს სურათი

IPB-ს სურათი

IPB-ს სურათი

პოსტის ავტორი: Belief თარიღი: Apr 18 2009, 07:38 PM

tamara
ვერ ვხვდები რუსთაველის ჩატეხილი ფილები რა შუაში იყო? biggrin.gif

პოსტის ავტორი: tamara თარიღი: Apr 18 2009, 09:04 PM

Belief
ამ ადგილას დაიღუპნენ ადამიანები

პოსტის ავტორი: Belief თარიღი: Apr 21 2009, 04:03 PM

tamara
კი ბევრ ადგილას დაიღუპა მაგრამ ვფიქრობ არ არის საჭირო რავიცი.

პოსტის ავტორი: tamuna_18 თარიღი: Apr 21 2009, 11:55 PM

ყველაზე მეტად ვიდეო კადრებში მაშინებს და მაშფოთებს არა! არა !<<< ხალხის პასუხი უწმინდესის კურთხევაზე

პოსტის ავტორი: უჩა თარიღი: Apr 21 2009, 11:58 PM

tamuna_18
ხო მართალი ხარ.

აუ მე მეუფე იოანეს ინტერვიუ წავიკითხე 9 აპრილზე გაზეთში ისიც მაშინ უწმიდესთან ერთად იყო და აუ რავი ისე აქვს ყველაფერი მოყოლილი და ახსნილი რომ აუ ცრემლებს ვერ შეიკავებ რა...

პოსტის ავტორი: tamuna_18 თარიღი: Apr 22 2009, 12:00 AM

ესე მგონია რამდენჯერაც უწმინდესს "არას! "ვუპასუხებთ.. იმდენი 9 აპრილი გვექნება..
და ღმერთმა დაგვიფაროს !

პოსტის ავტორი: უჩა თარიღი: Apr 22 2009, 12:06 AM

tamuna_18
იმედია აღარასდროს აღარ ვუპასუხებთ არას. ყოველ შემთხვევაში ხალხის ამდენი რაოდენობა. რავი ასე მგონია...

მადლობა უფალს. smile.gif

პოსტის ავტორი: milana თარიღი: Apr 22 2009, 01:13 AM

ციტატა(tiko282 @ Apr 23 2008, 09:24 PM) *

არ დაიჯერო smile.gif
გაგვიგონია, მაგრამ ზეპირად არ ვიცით smile.gif
შევეცდები მოგიძებნო ამ დღეებში
მანამდე ფოცხიშვილის ძალიან ცნობილ ლექსს დავდებ 9 აპრილზე:

დღე დგება უტყვი და უჩვევი
მეწამულ ბილიკზე ვდგები
ვაჩუქოთ ერთმანეთს სიცოცხლე
გავუთბოთ ერთმანეთს ძვლები.

თქვენს ლამაზ ფიქრებში ვიჭრები,
თქვენს სარკმელს ვაწყდები თრთოლვით,
ვაჩუქოთ ერთმანეთს წვიმები,
ვაჩუქოთ ერთმანეთს თოვლი.

ყველას სიყვარულში გიტყდებით,
გლოცავთ და მიშრება ყელი,
ვაჩუქოთ ერთმანეთს ტიტები
ვაჩუქოთ ერთმანეთს ცრემლი!

გავუგოთ ერთმანეთს უკლებლივ,
ჩავჭიდოთ ერთმანეთს ხელი -
ავუვსოთ ერთმანეთს გულები
სიყრმის და სიცოცხლის რწმენით,

ვპოვოთ ერთმანეთი ღვთის ნებით,
სიტყვა გამოვნახოთ თბილი -
ლოცვით მიმოვფანტოთ ნისლები,
ფარად ავეფაროთ თბილისს!

ავუნთოთ ერთმანეთს სანთლები,
შევუწყოთ ერთმანეთს ხმები -
ვაჩუქოთ ერთმანეთს ზღაპრები,
ვაჩუქოთ ერთმანეთს წლები.

ო, სისხლო, რა უცებ წყალდები,
ო, გულო, რა უცებ თვრები,
ვაჩუქოთ ერთმანეთს თვალები,
ვაჩუქოთ ერთმანეთს ფრთები,

ხორხს ცხელი სიმღერით ვიღადრავ,
ვფხიზლობ და ვჩურჩულებ- ამინ!
დავუთმოთ ერთმანეთს დილა და
დავუთმოთ ერთმანეთს ღამე!


პ.ს. ეს დღე ძალიან ტკივილიანი, მაგრამ მაინც გამარჯვების დღეა smile.gif

ღმერთმა აცხონოს იმ დღეს გარდაცვლილთა სულები და შეეწიოს მოწამლულებს
მიყვარს.....
ამ სიტყვებზე მაკანკალებს
და სულ მეტირება...

გავუთბოთ ერთმანეთს ძვლები..


პოსტის ავტორი: ბადრი თარიღი: Apr 9 2011, 05:12 AM

22 წელი შესრულდა საბჭოთა იმპერიის მიერ თბილისში 1989 წლის 9 აპრილს "კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულიდან” (9 აპრილის კომისიის დასკვნიდან).
http://www.youtube.com/watch?v=CggiP7kvnzc
20 წლის წინ 1991 წლის 9 აპრილს ქართველმა ხალხმა დიდი ხნის ნანატრი დამოუკიდებლობა გამოაცხადა.
http://www.youtube.com/watch?v=3Qoo2OYM9zo

თავისუფლება ისე არ მოდის

თავისუფლება ლომთა ხვედრია!


http://www.geolyrics.com/670

http://www.youtube.com/watch?v=unlaP6hB7Vg&feature=player_embedded#at=43

პოსტის ავტორი: zura.bi თარიღი: Apr 9 2011, 09:21 AM

http://www.radikal.ru

პოსტის ავტორი: orthodox-georgia თარიღი: Apr 9 2011, 06:26 PM

ციტატა
თავისუფლება ისე არ მოდის

თავისუფლება ლომთა ხვედრია!

+1

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 8 2015, 11:04 PM

გმირების სიმღერა

მოდი, სანთლები დავუნთოთ გმირებს,
მოდი, ტიტების ავანთოთ ცეცხლი,
მოდი, პირველად მათ მივახაროთ
თავისუფლება –ჭიკჭიკი მერცხლის.
მოდი, ავიდეთ მამადავითზე
და გოლიათთა საფლავთა ზედა,
ვთქვათ იმ გმირების შესანდობარი,
ვინც ასახელა სამშობლო – დედა!
დღეს ტკივილების მდინარე მოჰქუხს
და მეც არ ვიცი, რა ხმა ვუბანო,
ლოცვად დადექი, ლოცვად დადექი
დედა-თბილისის კუნჭულ-უბანო!
სამშობლო ხვალ სხვა გმირებს გვაჩუქებს
დღეს კი გვაწვიმეს სისხლის ტბორები
და კიდევ ერთხელ მიგვბელ-მოგვბელეს
სისხლში გასვრილი ბილწი ტორებით.
მაგრამ მამულო, შენ მზეს ვფიცავართ,
ჩვენი წარსულის უკვდავ ლომგულებს,
რომ არ შევდრკებით, არ გიღალატებთ,
მოვკვდებით, მაგრამ არ გიორგულებთ!
მოვკვდებით, ისე, როგორც კვდებოდნენ
მამა-პაპანი გარდასულ დღეთა,
ოღონდ გაბრწყინდეს დედა-სამშობლო,
დედა თბილისი და ძველი მცხეთა.
ოღონდ გაბრწყინდეს კვლავ ივერია
და შევეგებოთ ნანატრ ალიონს,
სამშობლოსათვის თავისდადება
ხომ უწმინდესი ჩვენი ვალია!
მაშ, ნუ იწუხებ, თუ შეგეწიროთ,
თუ შენთვის ჩვენი სისხლი დავღვაროთ,
შენ შეგვეწიე, შენ შეგვეწიე,
შენ შეგვეწიე, ღმერთო, მაღალო!

/მურად მთვარელიძე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 9 2015, 12:15 PM

რუსთაველს და იმ 9 აპრილს ნატყვიარს,
საქართველოს უკვდავება ატყვია.

/მამა პეტრე/

ცა იყო უღმერთოდ მოღრუბლული,
მატლები გადმობობღდნენ ეშმაკის ფაშვიდან, -
მოდგა ურჩხული და არაყი მოითხოვა,
სისხლი დალია და დამშვიდდა.
დედინაცვალმა რომ დედობა მოინდომა,
წიქარა გამოვიხმე ჯადოსნურ ზღაპრიდან, -
მოდგა სიკვდილი და საჭმელი მოითხოვა,
ფრთები წამგლიჯა და გაფრინდა.
ბარ-ნიჩბით გაგვილახეს გაზაფხული,
ნატვრა აუსრულეს ბატონებს,
დათვებმა გაგვიწიეს დათვური სამსახური,
მიგვყარ-მოგვყარეს და დაგვტორეს.
ლოცვა და გალობა არ გვაცალეს,
ჭკუას არც ვინ სთხოვდა აშარებს,
ქრისტეს სიყვარული ჩაგვამწარეს,
კი არ დაგვამარცხეს, დაგვშალეს.
ფეხით გადაქელეს ფეხმძიმე ქალი,
მხრები ჩამოსხიპეს ყმაწვილებს,
ჰაერი მოგვიწამლეს მამალი შხამით,
სული ამოგვხადეს და დაგვცინეს.
შუბლზე დაგვამსხვრიეს შუბი და კეტი,
ავად გაგვითენეს შავი დღე,
თავი მოიწონეს ქალწულთა ჟლეტით,
”წესრიგი დაამყარეს” და განგვიდგნენ.
ურცხვთაგან შეწყალებას ვინ მოელის,
რომელი მსაჯული და რა ციხე,
ტანკებით გადაგვიხნეს მინდორ-ველი,
ხნულში ჩაგვყარეს და ჩაგვწიხლეს.
მორჩილებისკენაც მოგვიწოდეს,
ჭკუაც დაგვარიგეს თავიდან,
მერე ნამთვრალევზე ხაში მოითხოვეს,
ცეცხლი დალიეს და…ჰაიდა!
მიდის მიმავალი. მოდის მომავალი.
ქუჩები ყოველ წუთს იცვლიან სახელებს,
ღმერთო, სამართალი რომ არ არი,
სისხლში გათხვრილ სათქმელს ვახველებ.
ერთ წამს გაგვიასდა ცხრა იარა,
მუხლი მოიკვეთა მთაწმინდამ,-
მოდგა აპრილი და ტიტებზე გაიარა,
დარჩა თბილისი და ატირდა.
დედა-ღვთისმშობელი გვიალერსებს,
ფუძის ანგელოსი გვამშვიდებს, -
ყივის დაჭრილი მზე თრიალეთზე,
ბორგავს გონიო და სამშვილდე…
”მუმლი მუხასაო… მუმლი მუხასაო…
გარსა ეხვეოდაო… მარადის
მუმლი წყდებოდაო, მუხა რჩებოდაო…”
გულს მფხანს ქართველების ღაღადი.
ჩანგო, იბერიის პანაშვიდო,
როგორ შეგეხები თითებით,
მე შენ როდის უნდა დაგამშვიდო,
ოდეს თავად ვეღარ ვმშვიდდები?!
ალბათ ღამე უნდა გავათენოთ,
მჯერა, კვლავ ცხელ სანთლებს აღვანთებთ, -
ისე არ მოკვდება საქართველო,
დედა არ უტიროს ჯალათებს!

მორის ფოცხიშვილი

9 აპრილი, 1989 წელი
დღეს ქართველებს არა გვჯერა აღარც ერთი ქადაგის,
გადათელა ტანკმა ნერგი ახალშობილ; გარდაქმნის”
დაეკარგა ფასი ყველა მიმართვას და ”უკაზებს”
და თბილისი - საფლავია საბჭოეთის რუკაზე.
აქ უღმერთოდ დაჩეხილნი ბარითა და კეტებით,
წვანან ჩვენი მოშიმშილე შვილები და დედები,
აქ იმედი განისვენებს, აქ - გოდების სახლია
მაგრამ აქვე საქართველოს მოთმინებაც მარხია!

მიხეილ ქვლივიძე

ტიტები გეტყვიან
ტიტების ფოთლებზე დაგიწერ სტრიქონებს
და მარტის ქარიშხალს მივანდობ... მომენდე,
რომ ცაში გულთეთრი მტრედივით იქროლებს
ღრუბლების დონემდე.
და მოვალთ, ჩუმად და არავინ... ამინთე
ფარანი, ბნელა და ვერ შევძლებ ხეტიალს.
რომ ცა ხარ ზაფხულის წვიმიან ამინდში
ტიტები გეტყვიან.
(ეს ღამე წინა დღის ცოლია, ორსული,
ღრუბლები მომავალ დღეს ელოდებიან)
რომ მზე ხარ ჯურღმულის ფსკერზე ჩამოსული
ტიტები გეტყვიან.
მე ჩუმი, არავინ, შევცქერი გრიგალებს,
ხომ იცი სიტყვები გრიგალში ფეტვია.
სული რომ დუმილის მეფობას იბრალებს
ტიტები გეტყვიან.
მე შენით ვსუნთქავ და ამ ჩემი ლექსებით,
ვერ მომკლავს ეს დანა, ეს ყულფი, ეს ტყვია.
რომ ასე მიყვარხარ ტკივილთან შეხებით,
მე ვერა, ტიტები... ტიტები გეტყვიან.

/გიორგი არაბიძე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 8 2016, 11:22 PM

ფიქრები 9 აპრილის წინ ...

სწვავენ კოცონებით, ჯერაც კავკასიონს
ივერთ გოგრგასლიან - დიდგორთა ალმები,
ხეობებს თქერავენ რაშები ფშაველთა,
და ისეტყვებიან ქედებზე ნალებით...

ჰოიდა... მხედარნო, არაგველთ არწივნო,
ორბელნო, შავთელნო, ზეცაში აჭრილნო,
ჯიშო დ ჯილაგო საჯიხვეს ნამზირო,
ალგეთის ლეკვებად მტერთათვის დაზრდილო!

მამულს შეწირულო ქალობის მარჯანო
კლდესაუკუნეთა ჯავშანთა ღირსებავ...
ქართველ ქეთევანთა მანდილთა ლაშქარო
თავისუფლებისთვის... შენც იმკე დიდება!..

ჰოიდა... ნაცრემლო ლოცვათა სევდანო,
სისხამ აფრენილნო, დაჭრილო ქედანნო...
ნინოვ და მაიავ, თამარო, ლელაო,
შენ, აკვნის დამრწევო, დაო და დედაო...

ჰოიდა... ნაკვნესო, შენ შოთას გამზირო...
მტრის ჩექმით ნაგეშო ურჩხულო - ვამპირო,
ნიჩბების ლავებად მოსულო ვარდნილო,
მდუმარე ჭადრებზე ჯვარცმულო აპრილო...

ქაშვეთის სხეულზე ეშვება საღამო,
ჯერაც სისხლის ლაქა მთვარეს დატყობია,
ცრემლები შეიშრე, ჩემო საქართველოვ,
დღეს უკვე მოგებული ერის მარტყოფია!..

ჰოიდა, არაგველთ არწივნო, მხედარნო,
სისხამ აფრენილნო, დაჭრილო ქედანნო...

მეგი მოლოდინი 8.3.2016.

/FB/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 1 2017, 10:41 AM

"მე შევესწარი ცხრა აპრილის დღეებს. ბავშვი ვიყავი, მაგრამ ბავშვებიც კი ვგრძნობდით ტკივილამდე შემაწუხებელ სიყვარულს სამშობლოსას. მახსოვს, როგორ ამოიფრქვა ქართული სული, როგორ გადმოლახა ნაპირები..."

/"კარიბჭე" N6, 2007, გვ.7/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 11 2018, 04:17 PM

"ერთი ამბავი გამახსენდა: 1989 წლის 7 აპრილის შუაღამეა. სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტები დავიძარით და პირობისამებრ უნივერსიტეტის I კორპუსთან შევიკრიბეთ, რათა მთავრობის სახლის წინ მომიტინგე და მოშიმშილე ქართველებს შევერთებოდით. მელიქიშვილის ქუჩაზე გაიშალა ახალგაზრდობა, ახალუხლები - გოგონები და ვაჟები.

"შეხე, დედილავ, ამ განწირულ ყმაწვილკაცობას, ისე მიდიან სასიკვდილოდ, როგორც დღეობას", - ამბობს ილია და ჩვენც ბედნიერნი, ამაყნი, საბრძოლოდ შემართულნი მივდიოდით. ფანჯრებიდან, სახლებიდან დედები სიხარულის ცრემლებს გვაპკურებდნენ, ჯვარს გვსახავდნენ.

წინ სეფედროშამომარჯვებული შავჩოხა ვაჟკაცი მიგვიძღოდა. სიმღერ-სიმღერით მივუყვებოდით ქუჩას, უფრო ხშირად კი "შავლეგოს" ვმღეროდით და ეს შავჩოხა ბიჭიც თითქოს წმინდა შალვა ახალციხელად გვესახებოდა. ღმერთო, დააბრუნე ის ეროვნული აღტკინება ჩემს სამშობლოში..."

/"კარიბჭე" N13, 2006, გვ.25/



პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 24 2019, 06:29 PM

"მე ვგრძნობდი, რომ 9 აპრილის ღამეს ხალხი არ დამიჯერებდა"

/ილია მეორე/

"როგორც პატრიარქმა აღნიშნა, 9 აპრილი არის სამშობლოსთვის თავადადების მაგალითი."

"9 აპრილი იყო მზადება თავისუფლებისათვის"

/"ქვაკუთხედი" N5, 2019, გვ.8/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 2 2019, 03:05 PM

"ყველაზე მძიმე მდგომარეობაში იყო ჯუმბერ პატიაშვილი. მეორე დღეს მე დავრეკე და ვანუგეშე, ძალიან მძიმე ხვედრი ჰქონდა მას, ფიქრობდა თვითმკვლელბაზეც კი"

/ილია მეორე
"ქვაკუთხედი" N5, 2019, გვ.10/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 7 2019, 09:45 PM

"9 აპრილი - რაოდენ ტრაგიკულია და ამავე დროს ამაღლებული და დიდებული"

/"კრიალოსანი" N4, 2008, გვ.31/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 17 2019, 03:27 PM

"მრავალტანულ საქართველოს სულსა და სხეულს სამუდამოდ დააჩნდა კიდევ ერთი მძიმე ჭრილობა 1989 წლის 9 აპრილს, როცა უმოწყალოდ დაჩეხეს და დაწამლეს მშვიდობიანი მანიფესტაციის მონაწილე ათასობით მისი შვილი, მხოლოდ იმისთვის, რომ თავიანთი სამშობლოს სიკეთე, მთლიანობა, ერთიანობა, თავისუფლება სურდათ და გულისწადილი საჯაროდ, ხმამაღლა ქვეყნის გადაგონად გამოხატეს"

/"კრიალოსანი" N4, 2008, გვ.45/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 17 2019, 08:46 PM

"გოდება გვმართებს უმანკო მსხვერპლთა გამო, მაგრამ ნუგეშად ის გვრჩება, რომ მათი წმინდა სისხლი ტყუილუბრალოდ არ დაღვრილა, იგი საქართველოს ერთიანობის, ეროვნული სიმტკიცის დუღაბად იქცა, რაც 1991 წლის 9 აპრილს გამოუკიდებლობის აქტით განმტკიცდა. ეს უნდა გვახსოვდეს ჩვენც და ჩვენს შთამომავლობასაც"

რომ ფრთებს უფრორე ძლიერად ვშლიდეთ!
(9 აპრილს დაღუპულთა ხსოვნას)


ახლოა ჟამი შუაღამისა,
ცაზე ვარსკვლავი უფლისა კრთება...
კვდება სრულიად საქართველოსთვის,
ლოცვით, გალობით, ახლა ვინც კვდება!
ახლოა ჟამი, ჟამი ცისკრისა,
იწვიმებს სისხლი, დადგება ტბებად...
კვდება სრულიად საქართველოსთვის,
მამულზე ფიქრით ვინც ახლა კვდება!
არა გაქრობა, - აღდგომა მკვდრეთით!
არა დალევა, - მრავლობა შვილთა,
რომ... გამოვუსხლტეთ ისევ ყორანთა
და ფრთებს უფრორე ძლიერად ვშლიდეთ!

ანა კალანდაძე

/"კრიალოსანი" N4, 2008, გვ.45/

----------------------

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 5 2022, 08:35 PM

"იმ ღამეს საქართველომ იტვირთა და თავის თავზე აიღო უმძიმესი დარტყმა. ის, რაც აქ მოხდა, სხვაგან ალბათ არ განმეორდება. ამით საქართველომ იხსნა სხვა ერები განსაცდელისაგან"

/ილია მეორე, "სულიერი ყვავილნარი"/

უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)