ქოზიფის მამათა მონასტერი ძამის ხეობაში, ამ ხეობაში სულ 8 მონასტერია, მათგან ყველაზე შორსაა ქოზიფა, რომელსაც ას |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
ქოზიფის მამათა მონასტერი ძამის ხეობაში, ამ ხეობაში სულ 8 მონასტერია, მათგან ყველაზე შორსაა ქოზიფა, რომელსაც ას |
mariami-k |
Sep 10 2007, 06:37 PM
პოსტი
#21
|
მარიამი ჯგუფი: Members პოსტები: 2,841 რეგისტრ.: 12-December 06 წევრი № 671 |
ერთხელ გავიგონე მეუფემ ამ ბერს 'რკინის კაცი' უწოდა. გავიკითხე და მამა იოანეზე ასეთი ამბავი მომიყვეს: ზამთარში ძამის ხეობაში ერთ მომსუქნო კაცს დამგზავრებია ეს ბერი. კაცი ცუდად გახდა. მამა იოანემ ტანსზევით ტანისამოსი გაიხადა, ამ კაცს ჩააცვა, რომ არ გაყინულიყო და ქარელამდე ზურგზე აკიდებულმა ატარა. თან ეს მოხდა შუა ზამთარში!!! (მე კიდე ზაფხულში საღამოობით რაც მქონდა და რაც არ მქონდა ყველაფერს ვიცმევდი ისე მციოდა ) არ ვიცი ეს ამბავი რამდენად მართალია ან რამდენად გაზვიადებული, მაგრამ ამ კაცზე ლეგენდები დადიოდა ქოზიფაში. ჩემის მხრივ კი მინდა აღვნიშნო, რომ არც ერთ ადამიანში არ დამინახავს უფლის ასეთი რწმეწნა როგორიც მამა იოანეს ჰქონდა. gio_m ჩემო კარგო მე ასე თუ ისე კარგად ვიცნობ მაგ ეპარქიას. რაც შეეხება მამა იოანეს, იგი ძალიან ნიჭიერი ადამიანია. იცის ხეზე კვეთა, ტიხრული მინანქარი, ასევე წერს ხატებს, გალობს და ა.შ. მეუფე იობს ძალიან უყვარს მამა იოანე. ზამთარ ზაფხულ მართლაც სულ კაბის ამარა დადის, ვერ შეამჩნევ რომ სცივა. მამა შიოს გასვენებაზე ძალიან თბილად მეცვა, რადგან ძალიან ციოდა მამაოს კი კაბა გულთან მოღენული ჰქონდა, მის მაგივრად მე მციოდა. გაოცეული შევცქეროდი. საოცრება კი ის არის, რომ მამაოს რამოდენიმე თითი ორივე ხელზე მოჭრილი აქვს და მაინც შესანიშნავად მუშაობს ხეზე და მინანქარზე. ღმერთმა გააძლიეროს. ქოზეფაში როდის იყავი? ძმებიმამა თევდორე და მამა იაკობი გაიცანი. ჩემი უახლოესი მეგობრები არიან. არაჩვეულებრივი დედის შვილები. -------------------- "შეიყვარეთ სიყვარული"
|
gio_m |
Sep 13 2007, 02:15 PM
პოსტი
#22
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 17 რეგისტრ.: 10-September 07 წევრი № 2,713 |
gio_m ჩემო კარგო მე ასე თუ ისე კარგად ვიცნობ მაგ ეპარქიას. რაც შეეხება მამა იოანეს, იგი ძალიან ნიჭიერი ადამიანია. იცის ხეზე კვეთა, ტიხრული მინანქარი, ასევე წერს ხატებს, გალობს და ა.შ. მეუფე იობს ძალიან უყვარს მამა იოანე. ზამთარ ზაფხულ მართლაც სულ კაბის ამარა დადის, ვერ შეამჩნევ რომ სცივა. მამა შიოს გასვენებაზე ძალიან თბილად მეცვა, რადგან ძალიან ციოდა მამაოს კი კაბა გულთან მოღენული ჰქონდა, მის მაგივრად მე მციოდა. გაოცეული შევცქეროდი. საოცრება კი ის არის, რომ მამაოს რამოდენიმე თითი ორივე ხელზე მოჭრილი აქვს და მაინც შესანიშნავად მუშაობს ხეზე და მინანქარზე. ღმერთმა გააძლიეროს. ქოზეფაში როდის იყავი? ძმებიმამა თევდორე და მამა იაკობი გაიცანი. ჩემი უახლოესი მეგობრები არიან. არაჩვეულებრივი დედის შვილები. ერთი კვირის წინ ჩამოვედი ქოზიფადან. ეხლა იქ მამა იოანე სახელოსნოს აშენებს, სადაც თავად უნდა ასწავლოს ხეზე კვეთა, ხატისწერა, მინანქარი და ა.შ. მართლაც საოცარი ადამიანია. სამრეკლოს გუმბათს ვაშენებდით და ხარაჩოებძე ისე დახტოდა კაბით გული მე მისკდებოდა. მერე მეუფე ამოვიდა ქოზიფაში და წაიყვანა... ძალიან დავუმეგობრდით ასევე მამა იაკობს. ძალიან ხალისიანი და სასიამოვნო კაცია. წამოსვლისას ერთად ვიმგზავრეთ ფეხით. მამა იაკობი ეხლახანს დაინიშნა ურბნისის მონასტრის წინამძღვრად. ძალიან არ უნდა ხევის დატოვება... სამწუხაროდ მამა თევდორე მხოლოდ ერთხელ მყავს ნანახი. მარიამ მამა დამიანეს ან მამა გიორგის თუ იცნობ? ან მამა ლუარსაბს? |
mariami-k |
Sep 13 2007, 04:36 PM
პოსტი
#23
|
მარიამი ჯგუფი: Members პოსტები: 2,841 რეგისტრ.: 12-December 06 წევრი № 671 |
gio_m
ციტატა ძალიან დავუმეგობრდით ასევე მამა იაკობს. ძალიან ხალისიანი და სასიამოვნო კაცია. წამოსვლისას ერთად ვიმგზავრეთ ფეხით. მამა იაკობი ეხლახანს დაინიშნა ურბნისის მონასტრის წინამძღვრად. ძალიან არ უნდა ხევის დატოვება... ციტატა მარიამ მამა დამიანეს ან მამა გიორგის თუ იცნობ? ან მამა ლუარსაბს? ძალიან კარგი. მამა იაკობი ურბნისის მონასტრის წინამძღვრად არ დანიშნულა. ის რუისში გაუშვა მეუფემ და შაბათ-კვირა იქ წირავს. შენს მიერ ნახსენებ მამებს პირადად არ ვიცნობ. მაგ ეპარქიაში ასევე ძალიან მიყვარს მამა მაქსიმე. რომელიც სურამში არის მეუფესთან. -------------------- "შეიყვარეთ სიყვარული"
|
gio_m |
Sep 13 2007, 10:48 PM
პოსტი
#24
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 17 რეგისტრ.: 10-September 07 წევრი № 2,713 |
|
ალექსანდრე |
Sep 14 2007, 01:45 AM
პოსტი
#25
|
Advanced Member ჯგუფი: Moderator პოსტები: 6,232 რეგისტრ.: 24-July 06 მდებარ.: თბილისი წევრი № 7 |
ციტატა ეხლა იქ მამა იოანე სახელოსნოს აშენებს, სადაც თავად უნდა ასწავლოს ხეზე კვეთა, ხატისწერა, მინანქარი და ა.შ. მართლაც საოცარი ადამიანია. სამრეკლოს გუმბათს ვაშენებდით და ხარაჩოებძე ისე დახტოდა კაბით გული მე მისკდებოდა. მერე მეუფე ამოვიდა ქოზიფაში და წაიყვანა.. ხატწერის სახელოსნოს თუ გახსნიან მეც დიდი სიამოვნები ჩავალ შესასწავლად -------------------- ჩვენისა ცხორებისათვის ჯვარცმული იესუ, ჩვეულებისაებრ ტკბილად გეტყოდა, ნუ მტირ მე, დედაო საყვარელო, გარნა შენ გოდებით ხმობდი, მეცა შენთანა მოვკუდები, ძეო ჩემო საყვარელო. ვითარცა ლეღვსა მას უნაყოფოსა, ნუ მომკვეთ მე მაცხოვარ ცოდვილსა ამას, არამედ მერმეცა მრვალ-ჟამ შენდობაი მომმადლე და მორწყე სული ჩემი, ცრემლითა სინანულისათა, რათა ნაყოფი მოგართვა შენ მოწყალებისა |
mariami-k |
Sep 14 2007, 02:31 PM
პოსტი
#26
|
მარიამი ჯგუფი: Members პოსტები: 2,841 რეგისტრ.: 12-December 06 წევრი № 671 |
ალექსანდრე
ციტატა ხატწერის სახელოსნოს თუ გახსნიან მეც დიდი სიამოვნები ჩავალ შესასწავლად თუ გახნის გაგიგებ და წადი. დედა გლაფირას ვკითხავ და მეტყვის. ურბნისში აპირებს რომ დედებს მინანქარი შეასწავლოს. gio_m ციტატა გეტყობა, მართლა მაგრად იცნობ მაგ ეპარქიას. სხვა ეპარქიის მონასტრებიდან სად ხარ ნამყოფი? აბასთუმნის დედათა მონასტერში ვიყავი ამ ზაფხულს და კიდევ ატენში. ორივე ძალიან მაგარია. აბასთუმნის მონასტერი რომანოვების სასახლეშია გახსნილი. მეუფე თეოდორე ხშირად ჩამოდიოდა. ძალიან კარგი ბუნებაა. მამათა მონასტერიცაა ქვევით, მამა მაქსიმეა წინამძღვარი. მანდ ჩემი მეგობარი კახა წავიდა მორჩილად. მამათა მონასტერი ყოფილ სამხედრო შენობაშია გახსნილი. ძალიან დარგი მამები ყავთ. დედათა მონასტერში თექაზე მუშაობენ. რაც შეეხება ატენს იქ მშენებლობაა და ბევრი საქმეა. მე ატენში ისედაც ავდივარ კვირში 2 დღე. გალობას ვასწავლი. ურბნისში თუ მოგისმენია გალობა? იქაც ჩემს ნასწავლებს გალობენ. ატენშიც ხშირად მოდიოდა მეუფე ანდრია. მშენებნლობის სანახავად. რუისშიც ვარ ნამყოფი ოღონდ დარჩენით არა. დედა გლაფირას მივყავარ ხოლმე დედა ემილიასთან. შესანიშნავი პიროვნებაა. მმა იაკობს ველაპარაკე გუშინ. მოგიკითხა. -------------------- "შეიყვარეთ სიყვარული"
|
Sopo.G |
Sep 16 2007, 07:19 PM
პოსტი
#27
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 3 რეგისტრ.: 16-September 07 წევრი № 2,752 |
ძალიან მაგარია ქოზიფას მონასტერი...ბავშვობაში ვარ ნამყოფი და ახლაც ძალიან კარგად მახსოვს.... ულამაზესი ბუნებაა....
მანდ ბერთუბანში, სამწევრისში და ყინწვისში ვარ ნამყოფი... ყინწვისში ძალიან ბევრჯერ... რუისსა და ურბნისშიც ვარ ნამყოფი... |
gio_m |
Sep 16 2007, 10:29 PM
პოსტი
#28
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 17 რეგისტრ.: 10-September 07 წევრი № 2,713 |
ალექსანდრე თუ გახნის გაგიგებ და წადი. დედა გლაფირას ვკითხავ და მეტყვის. ურბნისში აპირებს რომ დედებს მინანქარი შეასწავლოს. gio_m აბასთუმნის დედათა მონასტერში ვიყავი ამ ზაფხულს და კიდევ ატენში. ორივე ძალიან მაგარია. აბასთუმნის მონასტერი რომანოვების სასახლეშია გახსნილი. მეუფე თეოდორე ხშირად ჩამოდიოდა. ძალიან კარგი ბუნებაა. მამათა მონასტერიცაა ქვევით, მამა მაქსიმეა წინამძღვარი. მანდ ჩემი მეგობარი კახა წავიდა მორჩილად. მამათა მონასტერი ყოფილ სამხედრო შენობაშია გახსნილი. ძალიან დარგი მამები ყავთ. რაც შეეხება ატენს იქ მშენებლობაა და ბევრი საქმეა. მე ატენში ისედაც ავდივარ კვირში 2 დღე. გალობას ვასწავლი. ურბნისში თუ მოგისმენია გალობა? იქაც ჩემს ნასწავლებს გალობენ. ატენშიც ხშირად მოდიოდა მეუფე ანდრია. მშენებნლობის სანახავად. რუისშიც ვარ ნამყოფი ოღონდ დარჩენით არა. დედა გლაფირას მივყავარ ხოლმე დედა ემილიასთან. შესანიშნავი პიროვნებაა. მმა იაკობს ველაპარაკე გუშინ. მოგიკითხა. ძალიან სასიამოვნოა თუ ნახავ მეც მომიკითხე მამა იაკობი. ურბნისის მონასტერში კასამწუხაროდ არ ვარ ნამყოფი აბასთუმნის ქვევით რომ მამათა მონასტერია რა ქვია? ქოზიფის მერე, საინტერესოა, სხვა მონასტერი თუ მოახდენს ასეთ გავლენას... ქოზიფაში ერთი კაცი ამოვიდა, (ავადმყოფი იყო, როგორც თვითონ ამბობობდა)სამტრედიიდან მოდიოდა, სულ ფეხით და რამდენიმე ათეული მონასტერი ჰქონდა უკვე მოლოცვილი. ეჰ, კაცი ვარო, მაგას აქვს სათქმელი!!! ფორუმელები არ დადიხართ ხოლმე ექსკურსიებზე მოსალოცად? მე ჯერ ახალი ვარ და არ ვიცი |
ქავთარაძე |
Sep 16 2007, 11:19 PM
პოსტი
#29
|
დაურეგისტრირებელი |
gio_m
ძალიან ლამაზი ხეობაა და მონასტრებიც ულამაზესია, ისე ასეთი თემა გრძელოს ქონდა გახსნილი ძამის ხეობაზე... მამა ონოფრე ხომ არ გაგიცვნია? |
eklesia monastrebi |
Sep 17 2007, 12:00 AM
პოსტი
#30
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 1 რეგისტრ.: 16-September 07 წევრი № 2,757 |
MARTLAC ROM DZALIAN MAGARIA QOZIPIS MAMATA MONASTERI MEC DAVAMATEB RAMODENINE SURATS
|
ბექა |
Sep 17 2007, 02:54 AM
პოსტი
#31
|
Advanced Member ჯგუფი: Moderator პოსტები: 5,748 რეგისტრ.: 26-October 06 წევრი № 333 |
size]ვაიმე ეს რა მაგარი თემა გახსენი რამდენიმე ეპარქიაში ვარ ნამყოფი, მაგრამ ვიტყვი რომ ჩემი ოცნების ადგილი ეს მონასტერია ეხლა იმ იმედით ვიყავი რომ სწავლა 17_ში არ მაწყებოდა რომ მეუფესთვის დამერეკა და კურთხევა მოეცა ჩემთვის ქოზიფაში წავსულიყავი მაგრამ ვერ მოხერხდა ყოველთვის მინდა მანდ წასვლა ვაიმე რა მაგარია და უბედნიერესი ადამიანი ხარ მანდ რომ იყავი![/
|
gio_m |
Sep 17 2007, 11:55 AM
პოსტი
#32
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 17 რეგისტრ.: 10-September 07 წევრი № 2,713 |
ძალიან ლამაზი ხეობაა და მონასტრებიც ულამაზესია, ისე ასეთი თემა გრძელოს ქონდა გახსნილი ძამის ხეობაზე... მამა ონოფრე ხომ არ გაგიცვნია? არა, სამწუხაროდ მამა ონოფრე არ გამიცვნია. ქოზიფაში არ ამოსულა იმ პერიოდში მე რომ ვიყავი. ისე რომელ მონასტერშია მამა ონოფრე? აი კიდევ ერთი სურათი. რამდენიმე წლის წინაა გადაღებული MARTLAC ROM DZALIAN MAGARIA QOZIPIS MAMATA MONASTERI MEC DAVAMATEB RAMODENINE SURATS კარგს იზავ კიდევ თუ დაამატებ უცნობ სურათებს ქოზიფის მამათა მონასტერი უწინდელი სახით ქოზიფას მამათა მონასტერი მდებარეობს ქარელის რაიონში, ძამის ხეობის სიღრმეში, ზღვის დონიდან 1400 მეტრზე. მთელი კომპლექსი, რომელშიც ხუთი ეკლესია შედის, განლაგებულია მაღლობ ადგილზე, შუაგულ ტყეში. ტაძრები აგებულია სხვადასხვა ისტორიულ პერიოდში და მჭიდროდაა დაკავშირებული ერთმანეთთან. პირველი ეკლესიის მშენებლობა VI-VII საუკუნეებით თარიღდება. აღმშენებლობა განსაკუთრებით XIII საუკუნეში გაძლიერებულა და გამშვენებულა სამონასტრო კომპლექსი. ტაძართა შორის ყველაზე დიდი ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანების სახელობის მთავარი ეკლესიაა. აღნიშნულ ტაძარზე იასონ ციციშვილი 1897 წელს წერდა: „მისმა ხელოვნებამ და ხუროთმოძღვრების გეგმამ, არა მგონია, რომ კაცი არ გააკვირვოს. არც მგონია, რომ მისი შესადარი ძვირფასი ხელოვნებისა სადმე მთლათ საქართველოში მოიძიებოდეს”. ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანების სახელობის ეკლესია ნაგებია ბაზალტის კარგად დამუშავებული ქვით. იგი თავის დროზე მოხატული ყოფილა, რომლის კვალიც დღეს აქა-იქ თუ შეიმჩნევა. საუკუნეებს შემოუნახავთ ერთ ქვაში გამოკვეთილი წმინდა ტრაპეზი, რომელიც დღესაც ურყევად დგას. აქვეა უძველესი ხის საწიგნური და მოჩუქურთმებული კანკელის ქვა. სამონასტრო კომპლექსის მეორე _ წმ. შიო მღვიმელის სახელობის ეკლესია _ თითქმის უვნებლადაა დაცული, რომელშიც საოცარი მყუდროება და სიწმინდე სუფევს. მესამე _ ყოველთა წმიდათა სახელობის ტაძარი _ დრო-ჟამის ულმობლობას საკმაოდ დაუზიანებია, ხოლო დანარჩენი ორი _ წმ. გიორგისა და მართალი ლაზარეს მკვდრეთით აღდგინების სახელობის ეკლესიები დღეს უკვე ნანგრევებადაა ქცეული. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ წარსულში მოღვაწე მამებს მართალი ლაზარეს მკვდრეთით აღდგინების სახელობის ტაძრის ქვეშ, მიწის სიღრმეში საძვალე მოუწყვიათ, სადაც ამჟამად მრავალი წმინდა ნაწილია დასვენებული. დიმიტრი მეღვინეთხუცესის (XIXს.), იასონ ციციშვილისა (XIXს.) და სერგი მაკალათიას (XXს.) აღწერის თანახმად, სამონასტრო კომპლექსს გარს დიდი გალავანი ერტყა, შიგნით კი ბერების სადგომები და პატარ-პატარა სენაკებიც ყოფილა. მათივე ცნობით, გალავნის შიგნით კარგად შეიმჩნეოდა წყლის გამოსავალი მილები, აქვე ყოფილა ჩაფლული ღვინის დიდი ქვევრებიც. ყოველივე ეს მეტყველებს, რომ საუკუნეთა მიღმა აქ ბერმონაზვნური ცხოვრება ყვაოდა. ბერები, საკვირველი მადლითა და ძალით აღჭურვილნი, განუწყვეტლივ იღვწოდნენ ლოცვით, კულტურულ-საგანმანათლებლო საქმიანობით, ეკლესიათა შენებით, ყოველდღიური შრომით. XVII საუკუნემდე უმოქმედია მონასტერს. ოთხი საუკუნის შემდეგ ურბნისისა და რუისის მიტროპოლიტ იობის ლოცვა-კურთხევით ქოზიფას მამათა მონასტერი 1997 წლის 17 ივნისს კვლავ აღდგა და გაცოცხლდა. ამჟამად მონასტერში 1 მღვდელმონაზონი, 5 ბერი და რამდენიმე მორჩილი მოღვაწეობს. მონასტრის ძმობას ძირითადად ახალგაზრდები შეადგენენ, რომლებიც იღუმენი ეფრემის (გამრეკელიძე) წინამძღვრობით ქოზიფაში მოღვაწე მამების გზას მოთმინებითა და შემართებით აგრძელებენ. სავანეს დიდი შრომისა და ძალისხმევის შედეგად, თუმცა ნელ-ნელა, მაგრამ მაინც უბრუნდება პირვანდელი სახე. ღვთისმოსავი ადამიანების შეწევნით მიმდინარეობს დანგრევის პირას მისული ტაძრების აღდგენა. ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანების სახელობის ტაძრის სახურავი მთლიანად გასუფთავდა და გადაიხურა. ასევე გაიწმინდა და სათანადო პატივი მიეგო საძვალეს. 1997 წელს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ მოინახულა სამონასტრო კომპლექსი და გაკვირვებულმა ღიმილით აღნიშნა: „მე თითქმის მთელი მსოფლიოს წმინდა ადგილები შემომივლია და მსგავსი არსად არ მინახავს”. მოილოცა რა ახლად აღორძინებული მონასტერი, გამომშვიდობებისას ქართველი ერის მამათმთავარმა ასე გაუმხილა აქაურ ძმობას თავისი ნატვრა: „ჩემთვისაც გააკეთეთ აქ ერთი სენაკი... ეს მძიმე ჯვარი რომ არ მეკისროს, უთუოდ აქ ვინებებდი მოსვლასო”. |
tamara |
Sep 17 2007, 09:01 PM
პოსტი
#33
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 1,865 რეგისტრ.: 13-December 06 წევრი № 679 |
ჩემი და იყო ამ კვირა დღეს იქ მომლოცველებთან ერთად - ვინმეს ხომ არ დაემგზავრა?
სურათებსაც დავდებ. |
JORJICKA |
Sep 21 2007, 12:28 AM
პოსტი
#34
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 1 რეგისტრ.: 17-September 07 წევრი № 2,759 |
Dzalian bevri suratebi maqvs qozipis mamata monastris magram ver vaxerxeb dadebas 50Kb metia da arvici ravqna
|
sipito |
Oct 8 2007, 08:14 PM
პოსტი
#35
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 1 რეგისტრ.: 8-October 07 წევრი № 2,918 |
ნამდვილად ლამაზი მონასტერია ქოზიფა და მთლიანად ძამის ხეობა ძალიან ლამაზია, მაგრამ ძამის ხეობაში 8 კი არა ბევრად მეტი მონასტერია. აქედან ერთი დედათა - ორთუბნის დედათა მონასტერი და დანარჩენი მამათა მონასტრები: ნადირაანთკარის მამათა მონასტერი, ქართის მამათა მონასტერი, ქარმელის მამათა მონასტერი, კოდმანის მამათა მონასტერი, წიფლოვანას მამათა მონასტერი, ქვათეთრის მამათა მონასტერი, მუხილეთის მამათა მონასტერი, ტბეთის მამათა მონასტერი, ბანას მამთა მონასტერი, ძამის მამათა მონასტერი, ბერთუბნის მამათა მონასტერი, ქოზიფის მამათა მონასტერი.
|
ilarion90 |
Oct 12 2007, 05:02 PM
პოსტი
#36
|
gu ჯგუფი: Members პოსტები: 41 რეგისტრ.: 12-November 06 მდებარ.: gjuiygugtuihj წევრი № 456 |
gio_m
ქოზიფაში როდის იყავი?მე წელს პეტრე პავლობის მარხვდან 29 ივლისამდე იქ ვიყავი.შენ ამ პერიოდში ხომ არ ყოფილხარ? -------------------- |
xornabujeli |
Oct 13 2007, 08:45 PM
პოსტი
#37
|
giorgi ჯგუფი: Members პოსტები: 1,304 რეგისტრ.: 24-July 07 მდებარ.: Zveli Tbilisi. წევრი № 2,509 |
საოცარია ქოზიფას მამათა მონასტერი,მეც ვისურვებდი იქ რამოდენიმე ხნით დარჩენას.შეგვეწიოს ჩვენ და სრულიად საქართველოს იქ აღვლენილი ლოცვები.
-------------------- "Nosce te ipsum – შეიცან თავი შენი."
---------------------------------------------- "აქა ვდგავარ და სხვაგვარად არ ძალმიძს." ''მთავარში - ერთობა, სადაოში - თავისუფლება, მაგრამ ყველაფერში - სიყვარული! ''მოგვეცი ძალა უფალო,რათა უმადურობით არ განგეშოროთ! ამინ!" ---------------------------------------------------------------------------------------------------------------------------- "Lord Jesus, I believe you are the Son of God. Thank you for dying on the cross for my sins. Please forgive my sins and give me the gift of eternal life. I ask you in to my life and heart to be my Lord and Savior. I want to serve you always." |
ბიძია თომა |
Oct 30 2007, 08:32 PM
პოსტი
#38
|
t.d ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 8,628 რეგისტრ.: 29-September 07 მდებარ.: თბილისი წევრი № 2,858 |
მართლაც ულამაზესი ადგილია. თან რომ იცოდეთ რა მამები არიან აუ რა დიდებული ადგილი ძან მინდა მანდ წასვლა და თუ ძამის ხეობას ფორუმელები ზაფხულში ერთად მოვილოცავთ კაის ვიზავთ თუ არად რამდენიმე მაინც წავიდეთ კარვებით ძალიან ბევრი მონასტრებია მანდეთალბათ ერთი ხუთი დღე დაგვჩირდება ბოლოს ყინწვისში და სამწერვისის მონასტერი მოვილოცე რამდენიმე დღის წინ მე მინდა მანდ გარეჯში და შიომღვიმეში რამდენიმე ხნით დარჩენა , ისე ქვათახევში ავდივარ ხოლმე ისე ტუ ერთად წავალთ კაის ვიზავთ საღოლ გიო დიდი მადლობა ამ თემის გახსნიშტვის შეგიწიროს უფალმა გეთანხმები ძალიან დიდებული ადგილია და მეუფე იობიც შესანიშნავი ადამიანია მე მაგ ხეობასი ვარ თითქმის გაზრდილი და მანდ არ ვარ ნამყოფი ერთი კვირის წინ ბიძაჩემმა კი მითხრა დარჩი და აგიყვანო მარა სამწუხაროდ არ მეცალა თუ წახვალ გამაგებინე რა რამოდენიმე დGით მეც წამოვალ -------------------- უფალო, იესო ქრისტე, ძეო ღვთისაო, შემიწყალე მე ცოდვილი
|
mariami-k |
Oct 31 2007, 09:43 AM
პოსტი
#39
|
მარიამი ჯგუფი: Members პოსტები: 2,841 რეგისტრ.: 12-December 06 წევრი № 671 |
t.d
თუ წასვლა გინდა სმიძლია გაგიგო ადგილი თუ არის და წადი. მანდ ჩემი ახლ;ობელი ცხობრობს, ბერი თევდორე -------------------- "შეიყვარეთ სიყვარული"
|
ალექსანდრე |
Oct 31 2007, 11:19 AM
პოსტი
#40
|
Advanced Member ჯგუფი: Moderator პოსტები: 6,232 რეგისტრ.: 24-July 06 მდებარ.: თბილისი წევრი № 7 |
კვირას აპირებს ჩვენი ტაძრის მრევლი ქოზიფაში წასვლას
-------------------- ჩვენისა ცხორებისათვის ჯვარცმული იესუ, ჩვეულებისაებრ ტკბილად გეტყოდა, ნუ მტირ მე, დედაო საყვარელო, გარნა შენ გოდებით ხმობდი, მეცა შენთანა მოვკუდები, ძეო ჩემო საყვარელო. ვითარცა ლეღვსა მას უნაყოფოსა, ნუ მომკვეთ მე მაცხოვარ ცოდვილსა ამას, არამედ მერმეცა მრვალ-ჟამ შენდობაი მომმადლე და მორწყე სული ჩემი, ცრემლითა სინანულისათა, რათა ნაყოფი მოგართვა შენ მოწყალებისა |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 1st November 2024 - 04:30 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი