მონოზონნი(სამონაზვნო წესით ცხოვრება), რაოდენ დიდი ყოფილა მონაზვნობის პატივი... |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
მონოზონნი(სამონაზვნო წესით ცხოვრება), რაოდენ დიდი ყოფილა მონაზვნობის პატივი... |
G_I_O_R_G_I_ |
Aug 8 2006, 11:21 AM
პოსტი
#21
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 1,857 რეგისტრ.: 31-July 06 წევრი № 27 |
solomony
|
სალომე |
Aug 9 2006, 06:51 PM
პოსტი
#22
|
სალომე ჯგუფი: მემატიანე პოსტები: 2,068 რეგისტრ.: 3-August 06 წევრი № 38 |
ჩემი აზრით, მონაზვნობა არის ცხოვრების წესი. ადამიანი გინდ ერში ცხოვრობდე, გინდ-მონასტერში ამ წესით უნდა ცხოვრობდე, სამწუხაროდ ეს მხოლოდ მონასტერში ხდება(რა თქმა უნდა, გამონაკლისიც არის ერში).ამიტომაც ვცემ მათ დიდ პატივს, ასე სიწმინდეში რომ ცხოვრობენ..
ბერ-მონაზვნები ძალიან დიდი ძალა არის ერისთვის, როგორც საქართველოზე ამბობენ, მსოფლიოში მონასტერივით არისო, ამ მონასტერში კიდევ უფრო დიდი სავანე არის ადგილი, სადაც ისინი ცხოვრობენ. |
G_I_O_R_G_I_ |
Aug 9 2006, 10:24 PM
პოსტი
#23
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 1,857 რეგისტრ.: 31-July 06 წევრი № 27 |
ბერ-მონაზვნები ეს ის ხალხია ვინც დებს აღთქმას რომ იქნება უქორწინებელი უპოვარი მორჩილი თავმდაბალი და ა.შ. ისინი საკუთარ ცხოვრებას უძღვნიან ღმერთს და ლოცულობენ მთელი მსოფლიოსათვის.ბერ-მონაზვნობა ეს არის ანგელოზებრივი ცხოვრება დედამიწაზე.ისინი მთელი ცხოვრების მანძილზე ებრძვიან საკუთარ თავს ვიდრე არ დაიმორჩილებენ მას და ვიდრე არ დაამარცხებენ საკუთარ თავში სხვადასხვა ვნებებსა და ცოდვით მიდრეკილებებს
|
shota1 |
Sep 5 2006, 09:21 AM
პოსტი
#24
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 163 რეგისტრ.: 2-September 06 წევრი № 138 |
ტალანტი ოდესღაც ფულის ერთეულს ნიშნადა ახლა კი ნიჭის აღმნიშვნელია,
მნიშვნელოვანი ის კი არ არის რა სირთულითა და სისწრაფით მიდიხარ ღვთისაკენ, არამედ ის რომ მაქსიმუმამდე ამოწურო შენი შესაძლებლობები, თუ 5 ტალანტი მოგეცა 5 კიდევ დაუმატო, თუ ათი - ათი, და სახარებიდან ჩანს რომ პატივი ერთიდაიგივეა ორივე მუშაკისთვის... რაც შეეხება როგორი უნდა იყოს ბერი? რავი მინახავს ისეთი ულტრა თანამედროვე სისტემებით მოწყობილ ოფისში რომ მუშაობს და ისეთიც ნახევარ ცხოვრებას განდეგილობაში რომ ატარებს... მე ვფიქრობ განდეგილობა უფრო ზედა საფეხურია... და მგონია რომ ნებისმიერი ეკლესიური ადამიანი თავისი ცხოვრების ბოლო წლებს ან მესვეტეობაში ან მეუდაბნოებაში უნდა მოიაზრებდეს... ეს მიზანია, გზა კი მრავალი საფეხურისაგან შედგება... მე ვფიქრობ გარკვეული ასაკის შემდეგ, როცა უკვე ერში პროფესიული თვალსაზრისით ნაკლებად სასარგებლო გავხდები მონასტერს მივაშურო, შემდეგ, შემდეგ უფრო ასკეტურ მონასტერს, შემდეგ განდეგილობას და ა.შ. თქვენ რას ფიქრობთ რამდენას სწორია ეს აზრი? |
ლილიანა |
Sep 5 2006, 10:22 AM
პოსტი
#25
|
Advanced Member ჯგუფი: Moderator პოსტები: 4,439 რეგისტრ.: 18-August 06 წევრი № 78 |
shota1
ნეტარი სიმონი, თავის მეგობარ, დიაკონ იოვანესთან საუბარში ამბობს "ზღვაში არის შედარებით საშიში და ამასთან წყნარი ადგილებიც: ჩვენ ბერები, წყნარ ზღვაში ვცურავთ , ერში მყოფნი-აღელვებულ ტალღებში , ჩვენ ვცურავთ სიმართილის მზის შუქზე , ისინი კი მიჰქრიან უცოდინარობის ღამეში , ხდება , რომ ერში მყოფნი განსაცდელსა და სიბნელეში ცურვის შიშისგან მეტად ფხიზლობენ , უხმობენ უფალს და ასე გადაარჩენენ ხომალდს " " ხომალდის გადამჩენებად" სალოსებს მოიხსენებს სალოსობა ერთ -ერთი ყველზა ურთულესი გმირობაა ასე რომ ბერი თავად საკუთარი სულიერი შესაძლებლობეიდან გამომდინარე ირჩევს გზას მე ასე მგონია , გუშინ მამა ანდრიაზე წიგნს ვკითხულობდი ერთ ერთ თავში ბერი სიმონი ყველა თუ როგორ ურჩევდა მამა ანდრია მას ხალთან ყოფნას " სულ მეუბნებოდა , რომ არასოდეს არ უნდა ჩაიკეტო , ხალხთან უნდა იყოო. შეგიძლია მათათან ღვთის სიტყვის მიტანა. მე ამის გაკეთება არ შემიძლიაო" ამავე თავში ბერი სიმონი ყვება როგორ განსაკუთრებულად იმოქმედა მამა ანდრიაზე მამათა ცხოვრებიდან ერთმა ამბავმა "ერთი ბერი აღკვეციდან ოცი წლის განმავლობაში სენაკიდან არ გამოსულა , მერე კი წინამძღვარს უთხრა ,წავალ და ვიმოღვაწევებო .აბა ამ ოცი წლის მანძილზე რას აკეთებდიო?ოცი წელი ვკითხულობდი და რაც წავიკითხე , ახლა საქმით უნად აღვასრულოო." -------------------- 21. შემიწყალეთ მე, შემიწყალეთ მე, ჵ მეგობარნო ჩემნო, რამეთუ ჴელი უფლისაჲ შეხებულ არს ჩემდა.
|
ლილიანა |
Sep 5 2006, 04:23 PM
პოსტი
#26
|
Advanced Member ჯგუფი: Moderator პოსტები: 4,439 რეგისტრ.: 18-August 06 წევრი № 78 |
შეიძლება ერში იყოს მაგრამ სულიერად ასკეტურად ცხვორობდეს ბერი
-------------------- 21. შემიწყალეთ მე, შემიწყალეთ მე, ჵ მეგობარნო ჩემნო, რამეთუ ჴელი უფლისაჲ შეხებულ არს ჩემდა.
|
მარიამი |
Sep 5 2006, 04:24 PM
პოსტი
#27
|
+ + + ჯგუფი: Senators პოსტები: 12,615 რეგისტრ.: 23-July 06 მდებარ.: თბილისი წევრი № 6 |
შეიძლება ერში იყოს მაგრამ სულიერად ასკეტურად ცხვორობდეს ბერი უბრალოდ, ეგ ერში ძალიან ძნელია. ამიტომ ურჩევნიათ ხოლმე, რომ მონასტერში იღვაწონ -------------------- ნუ მივატოვებთ ერთმანეთს, როცა ერთმანეთს ვჭირდებით...
|
G_I_O_R_G_I_ |
Sep 5 2006, 11:17 PM
პოსტი
#28
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 1,857 რეგისტრ.: 31-July 06 წევრი № 27 |
შოთა 1 შენსმიერ ნახსენებ ტალანტებზე მამა თეოდორეს ქადაგებიდან ხომ არ იძახი.ეგ ისე
რაც შეეხება ბერობას მასზე წარმოდგენა რომ შგვექმნას გირჩევთ წაიკითხოთ კიბე იოანე სინელი ასევე უდაბნოს გამოცდილება ბერი იოსებ ათონელი მეოცე საუკუნის წმიდა მამა,რომელიც დიდი ხანი არა რაც გარდაიცვალა.გაოცებული დავრჩი მისი მოღვაწეობით.იგი შეიძლ;ება შევადაროთ სერაფიმე საროველს და სხვა დიდ მამებს მოკლედ თუ წაიკითხავთ თქვენთიტონ გაიგებთ |
G_I_O_R_G_I_ |
Sep 5 2006, 11:36 PM
პოსტი
#29
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 1,857 რეგისტრ.: 31-July 06 წევრი № 27 |
ციტატა მე ვფიქრობ გარკვეული ასაკის შემდეგ, როცა უკვე ერში პროფესიული თვალსაზრისით ნაკლებად სასარგებლო გავხდები მონასტერს მივაშურო, შემდეგ, შემდეგ უფრო ასკეტურ მონასტერს, შემდეგ განდეგილობას და ა.შ. თქვენ რას ფიქრობთ რამდენას სწორია ეს აზრი? ჩემს აზრს მოგახსენებ ამის შესახებ.აქ დიდი სიფრთხილე გვმართებს ბერობა მითუმეტეს განდეგილობა და სხვა ასკეტური მოღვაწეობა დიდ სირთულესთან არის დაკავშირებული და ყველას არ ძალუძს ამ ჯვრის ტვირთვა.ხშირია შემთხვევა პატერიკებში რომ ბერები რომლებიც ზოგადცხოვრებულთა მონასტერში ცხოვრობდნენ გადაწყვიტეს რომ ისინი შესძლებდნენ განდეგილობას,დაყუდებულ ცხოვრებას და აშ.და თავიც დაიღუპეს.ამიტომ როგორც წმიდა მამები:ბერი პაისი,ბერიიოსებ ათონელი და სხვა მამები გვირჩევენ თუ ადამიანმა გადაწყვიტა ბერობა პირველ რიგში უნდა შეარჩიოს გამოცდილი მოძღვარი და მას დაემორჩილოს.ისწავლოს მორჩილება.მოძღვარი კი თვითონ გადაწყვეტს ბერს რომელი ჯვრის ტვირთვა შეუძლია.ბერისთვის დამღუპველია საკუთარ ჭკუაზე სიარული. |
G_I_O_R_G_I_ |
Sep 5 2006, 11:58 PM
პოსტი
#30
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 1,857 რეგისტრ.: 31-July 06 წევრი № 27 |
ახლა რაც შეეხება იმ საკითხს ბერს შეუძლია თუ არა ერში ასკეტურად ცხოვრება და მოღვაწეობა.თუ გადავავლებთ თვალს წმიდა მამათა ცხოვრებას ისეთი ცნობილისა როგორებიცაა:იოანე ნათლისმცემელი,ბასილი დიდი,იოანე ოქროპირი,გრიგოლი ღვთისმეტყველი,იოანე სინელი,ანტონი დიდი,მაკარი დიდი,სიმონ მესვეტე,ასურელი მამები და სხვა გამოჩენილი პატრიარქები,მღვდელთავრები,მღ
ვდლები და სხვა.მათ ცხოვრების გარკვეული ნაწილი უდაბნოში აქვთ გატარებული ეს პერიოდი განეკუთვნება მათი სულიერი ცხოვრების საწყის და შემდგომ სულიერი ზეახსვლის პერიოდს.მონასტერში ბერი სწავლობს საკუთარ თავთან,ვნებებთან,ცოდვებთან ბრძოლას და მათ დამარცხებას.წმიდა მამები მონასტრებში ასკეტური მრავალწლიანი მოღვაწების შემდეგ რაც დაამარცხებდნენ საკუთარ ვნებებს და განიწმენდნენ თავს შემდგომში გამოდიოდნენ ერში სამოღვაწეოდ.მაგალითად იოანე ოქროპირი,გრიგოლი ღვთისმეტყველი,ბასილი დიდი,და აშ მათი ჩამოთვლა შორს წაგვიყვანს.ამიტომ ძალიან ძნელია და თითქმის შეუძლებელი ბერმა იცხოვროს მარტო ერში და მიაღწიოს სულიერ წარმატებებს. |
shota1 |
Sep 14 2006, 09:56 AM
პოსტი
#31
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 163 რეგისტრ.: 2-September 06 წევრი № 138 |
კი სოლომონ, მამა თეოდორეს ქადაგებები ჩემი ერთე–ერთი მნიშვნელოვანი სულიერი საზრდო...
შენი მოსაზრებები ძალიან საინტერესოა, შესაძლებელია ჯერ მონასტერში ცხოვრება და შემდეგ ერში დაბრუნება უფრო სწორი ტაქტიკა იყოს... მაგაზე ვიფიქრებ და გადავხედავ ჩემს გრძელვადიან გეგმებს... |
G_I_O_R_G_I_ |
Sep 17 2006, 10:37 PM
პოსტი
#32
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 1,857 რეგისტრ.: 31-July 06 წევრი № 27 |
შოთა1 მეც ძირითადად ვუსმენ მამა თეოდორეს ქადაგებებს ასევე ძაან მომწონს მამა არჩილის და მამა გიორგი გამრეკელის ქადაგება.მათი ქადაგებები გამოირჩევა განსაკუთრებული გულში ჩამწვდომი სიღრმისეული და ბევრ რამეზე დამაფიქრებლობით
|
G_I_O_R_G_I_ |
Oct 3 2006, 01:54 AM
პოსტი
#33
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 1,857 რეგისტრ.: 31-July 06 წევრი № 27 |
ძაან მიყვარს ასეთი სურათები ამ სურათზე არისრუსი სქიმ მონაზონი |
მნათე |
Oct 3 2006, 01:58 AM
პოსტი
#34
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 17,662 რეგისტრ.: 23-July 06 მდებარ.: Tbilisi წევრი № 4 |
-------------------- ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!
რომ გამრეცხავთ, გავიწევ :))))) |
ზებედე |
Oct 3 2006, 02:04 AM
პოსტი
#35
|
ზეციკეთი ჯგუფი: Members პოსტები: 4,332 რეგისტრ.: 27-July 06 წევრი № 19 |
მე ვფიქრობ გარკვეული ასაკის შემდეგ, როცა უკვე ერში პროფესიული თვალსაზრისით ნაკლებად სასარგებლო გავხდები მონასტერს მივაშურო, შემდეგ, შემდეგ უფრო ასკეტურ მონასტერს, შემდეგ განდეგილობას და ა.შ. თქვენ რას ფიქრობთ რამდენას სწორია ეს აზრი? მე ვერაფერს გირჩევ, უბრალოდ ერთი შეკითხვა მინდა დაგისვა-თუ დარჩენილხარ რომელიმე მონასტერში გარკვეული დროით? -------------------- მზეო ამოდი, ამოდი ნუ ეფარები გორასა წიწილის თეთრი ბუმბული, ველად გაჰქონდა ნიავსა |
shota1 |
Oct 3 2006, 09:29 AM
პოსტი
#36
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 163 რეგისტრ.: 2-September 06 წევრი № 138 |
ციტატა მე ვერაფერს გირჩევ, უბრალოდ ერთი შეკითხვა მინდა დაგისვა-თუ დარჩენილხარ რომელიმე მონასტერში გარკვეული დროით? კი საქმე იმაშია რომ მაგ გზას ადამიანი კი არა, როგორც ერთ-ერთ ქადაგებაში მოვისმინე, ღმეღტი ირჩევს, ანუ ღმერთი ირჩევს მაგ გზით წამსვლელებს... მე მაქვს იმედი რომ ასეთი დღე ჩემს ცხოვებაშიც დადგება ოღონდ შესაბამის დროს |
leqso |
Oct 3 2006, 11:01 AM
პოსტი
#37
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 89 რეგისტრ.: 18-August 06 მდებარ.: Tbilisi წევრი № 73 |
შოთა, ძალიან გთხოვ მოძებნე და წაიკითხე მამა ლაზარეს წიგნი "მონაზვნობის შესახებ". თუ ვიპოვე ელექტრონული ვერსია, მოგაწოდებ. ძალიან სასარგებლოა იმათთვის, ვინც მონაზვნობაზე ფიქრობს.
-------------------- დაუთმე უფალსა; მხნე იყავნ და განძლიერდინ გული შენი და დაუთმე უფალსა.
|
Irma |
Oct 3 2006, 06:25 PM
პოსტი
#38
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 239 რეგისტრ.: 28-September 06 მდებარ.: skami წევრი № 228 |
მე ვფიქრობ რომ მონაზვნობა ღვთის სიყვარულია...
ვინც ერისაგან გაქცეულა არა ღვთის სიყვარულითა და მოშურნეობით ისევ ერში ბრუნდება ხოლმე ... რაც შეეეხება შოთა 1-ს მოსაზრებას რჩეულობის შესახებ, სახარებაში ცერია რომ არიან საჭურისნი რომელნიც დედის მუცელშივე იყვნენ დასაჭურისებულები და რიან რომლებმაც საკუთარი თავი დაისაჭურისეს ღვთის სიყვარულისა გამო -------------------- ...ვაი არს კაცისა მის, რომლისა სახელი უმეტეს არს საქმეთა მისთა და ესე დამემართა მე...
|
mr_morrison |
Oct 10 2006, 11:43 AM
პოსტი
#39
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 376 რეგისტრ.: 7-September 06 წევრი № 164 |
შოთა 1 გირჩევ ნილოს მირონმდინარე ათონელის წიგნი წაიკითხო. დიდი წიგნია და ყველაპერზე აქვს საუბარი რაც მონაზონს ჭირდება. წიგნს ასე ქვია ”სიკვდილისშემდგონი წინასწარმეტყველებანი და შთაგონებანი ღირსისა მამისა ნილოს მირონმდინარისა ათონელისა”. ნამდვილად კარგი წიგნია და არამარტო მონაზვნობის მსურველებისთვის ისე ერისკაცებისთვისაც კარგია.
ისე ბევრი წასულა მონასტერში და მერე გაუხდია კაბა, მაგას მაინც დიდი რწმენა ჭირდება. -------------------- მიმცხე ძია მიმცხე მე ცუღლუტს :*
|
leqso |
Oct 10 2006, 11:58 AM
პოსტი
#40
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 89 რეგისტრ.: 18-August 06 მდებარ.: Tbilisi წევრი № 73 |
შოთა 1 გირჩევ ნილოს მირონმდინარე ათონელის წიგნი წაიკითხო. დიდი წიგნია და ყველაპერზე აქვს საუბარი რაც მონაზონს ჭირდება. წიგნს ასე ქვია ”სიკვდილისშემდგონი წინასწარმეტყველებანი და შთაგონებანი ღირსისა მამისა ნილოს მირონმდინარისა ათონელისა”. ნამდვილად კარგი წიგნია და არამარტო მონაზვნობის მსურველებისთვის ისე ერისკაცებისთვისაც კარგია. ისე ბევრი წასულა მონასტერში და მერე გაუხდია კაბა, მაგას მაინც დიდი რწმენა ჭირდება. სად შეიძლება ამ წიგნის შეძენა ქართულად? -------------------- დაუთმე უფალსა; მხნე იყავნ და განძლიერდინ გული შენი და დაუთმე უფალსა.
|
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 1st November 2024 - 03:33 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი