სხვა რელიგიური ხედვა და მათი სიცრუე |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
სხვა რელიგიური ხედვა და მათი სიცრუე |
Zukazuka314 |
Mar 11 2015, 10:55 PM
პოსტი
#1
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 229 რეგისტრ.: 8-March 15 წევრი № 14,036 |
მოკლედ მაინტერესებს სხვა რელიგიური ხედვები სამყაროზე, ღმერთზე და ცხონებაზე და მათი ეს სიცრუე რამოდენიმე ვიცი ისლმაზე მარა იუდაიზმზეც მინდა ბუდიზმზეც, თუ შეილება ითქვას კათოლიკებზეც და პროტესტანტებზეც ბევრი არაფერი ვიცი და ასევე მწვალებლებზეც... კარგი იქნებოდა marine afxazi da A.V.M Gsxva და სხვები თუ ილაპრაკებენ ამის შესახებ...
ისე წინა ჩემ შეკიხვას მარინემ და აფხაზზმა რამოდენიმე სიტყვით გაცენ პასუხი ადრინდელ ტემას ვათვალიერებდი დ აიქ იყო როდესაც 3 გვერდი გაივსო (სიცრუით და რაგაც იდეებით) ზოგი იყო სიმართლე, მარა რამოდენიმე სიტყვით გაიცა პასუხი... |
marine |
Sep 9 2017, 10:54 AM
პოსტი
#2
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 58,100 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
რა ეშველებათ სხვა რელიგიის მიმდევრებს?
იციან ხოლმე კითხვა - სხვა რელიგიის მიმდევარი ცხონდება? ერთ ჩემს სულიერ შვილს განსაკუთრებით აწუხებს ეს საკითხი. ვეუბნები: ამდენი ხანია ეკლესიაში ხარ და შენი მხრიდან ამ კითხვის გამეორება არაკორექტულია. ხომ იცი, შესაძლოა შენც ვერ ცხონდე და სხვას რას უყურებ? პასუხი ერთია: ვისაც ღმერთთან ურთიერთობა არ სურს, ის ვერ ცხონდება. იმიტომ, რომ მას თვითონ არ სურს ეს. ვის უნდა ღმერთთან პიროვნული ურთიერთობა? მე, შენ, მაგრამ იმას უნდა თუ არა, ვიცით? სხვა რელიგია არ აცხოვნებს. არის რელიგიები, რომლებიც ღმერთს უარყოფს, მაგალითად, ბუდიზმი. ბუდისტს რომ უთხრა, ცხონდები, ანუ ღმერთთან პიროვნული ურთიერთობა გექნებაო, გადაირევა - მთელი ცხოვრება ჩემი პიროვნების გაქრობისთვის ვიღვწი, ჩემი ტანჯვა ხომ ჩემს პიროვნულ არსებობას უკავშირდებაო. სხვათა შორის, არის ამაში გარკვეული ლოგიკა. რატომ ვიტანჯებით? იმიტომ, რომ ცოცხლები ვართ. აღმოსავლეთში, როცა ადამიანს რაიმე სტკივა, ანუგეშებენ, ცოცხალი რომ ხარ, იმიტომ გტკივა, როცა მოკვდები, აღარაფერი გეტკინებაო. ბუდისტი იტყვის: ჩემი პიროვნება თუ არ განადგურდა, მე ტანჯვას გავაგრძელებ და შენ მეუბნები, კვლავ პიროვნულად უნდა იცხოვროო? არა, არ მინდა. ახლა მუსულმანს ვკითხოთ: - კი, როგორ არ მინდა ცხონება. ღმერთთან პიროვნული ურთიერთობა მექნება? მერე, წალკოტში თუ ვიცხოვრებ? ქალები იქნებიან? არა? რას ამბობ, არ მინდა ასეთი სამოთხე! იმან რაღა ქნას, ვინც არაქრისტიანულ გარემოში დაიბადა? მოციქული ამბობს, ვისაც ქრისტეს შესახებ არ გაუგონია, ის სინდისის მიხედვით განისჯებაო. მაგრამ ვიცით, რომ მართლმადიდებლობის გარდა სხვა მაცხოვნებელი რელიგია არ არსებობს და როგორ უნდა ცხონდეს? მოდით, ასე ვთქვათ: ვიცით კი, როგორ გარდაიცვალა ასეთი ადამიანი? იქნებ სიცოცხლის ბოლო ჟამს აეხილა სულიერი თვალი და ყველაფერი გაიგო? ჰოდა, უფლის ხელშია მისი ხვედრი და ჩვენ თავი გავანებოთ. /დეკ. თეოდორე გიგნაძე/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 21st May 2024 - 05:42 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი