მაცხოვრის გენეალოგია, (სახარება მათესაგან 1, 1-17) |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
მაცხოვრის გენეალოგია, (სახარება მათესაგან 1, 1-17) |
დათიკო |
May 7 2007, 02:51 PM
პოსტი
#41
|
დათიკო ჯგუფი: Members პოსტები: 3,383 რეგისტრ.: 24-July 06 მდებარ.: ვეიკი წევრი № 10 |
ეგრი
ციტატა ვააახ. ვიღაც უპორნად შლის ჩემს პოსტებს. შენს პოსტებს მე ვშლი, იმიტომ რომ გაფრთხილებისდა მიუხედავად "უპორნად" "შენსას მიერეკები"! წესები გადაიკითხე! |
inkvizitor |
May 17 2007, 12:26 AM
პოსტი
#42
|
ყველაზე მეტად მტკივა სამშობლო. ჯგუფი: Members პოსტები: 129 რეგისტრ.: 12-May 07 მდებარ.: თბილისი. წევრი № 1,896 |
ეგრი
კარგი, რადგან ცოტა ზევით მეც მახსენეთ ორ სიტყვას შეგაწევთ. მათთვის ვინც ეჭვობს იმას რომ იოსების გენეოლოგია არანაირ კავშირში არ არის მარიამის გენეოლოგიასთან და მეტადრე ქრისტეს გენეოლოგიასთან. იმ ხანად, ანუ ქრისტეს შობის დროს, ებრაელებს ჰქონდათ ერთი ტრადიცია, რომლის შესრულება არათუ სასურველი, არამედ სავალდებულოც კი იყო ყველა ებრაელისთვის. არ შეიძლებოდა ქალის გათხოვება უცხო ტომის წარმომადგენელზე, არამედ აუცილებლად იმავე ტომის შვილზე უნდა მიეთხოვებინათ რომლიდანაც თვითონ ქალი იქნებოდა.(ასეთ ნიუანსებს სერიოზული ყურადღება ექცეოდა) აქედან გამომდინარე ვასკვნით რომ მარიამიც, მზგავსად იოსებისა, დავითის ტომიდან იყო და ისაც ნათელი ხდება რომ იოსების გენეოლოგია პირდაპირ კავშირშია ქრისტესთან. -------------------- ბერი კაცი ვარ, ნუ მომკლავ.
|
inkvizitor |
May 19 2007, 01:35 AM
პოსტი
#43
|
ყველაზე მეტად მტკივა სამშობლო. ჯგუფი: Members პოსტები: 129 რეგისტრ.: 12-May 07 მდებარ.: თბილისი. წევრი № 1,896 |
ეგრიერთი სათხოვარი მაქვს. იჩქარე ნელა.
როდესაც ვსაუბრობთ მაცხოვრის გენეოლოგიაზე, ძირითად და ერთადერთ წყაროდ მათეს და ლუკას სახარებებს ვიყენებთ რადგან მხოლოდ ამ სახარებებშია საუბარი გენეოლოგიაზე. ორივე სახარებაში ქრისტეს დავითისა და აბრაამის შთამომავლობაზეა გამახვილებული ყურადღება. თუმცა სახელები რატომღაც არ ემთხვევა ამ ორ , ერთიმეორესგან დამოუკიდებელ სიაში. რაც ეგრი-ს უკმაყოფილობის საფუძვლადაც იქცა. საქმე ისაა რომ, სახარებები მოგვიანებით დაადგიონეს წმიდა მამებმა, როგორც ყველასათვის სავალდებულო სახელმძღვანელოები. მანანდე კი მათ კონკრეტული ადრესატები ჰყავდათ. ცნობილია რომ მათე მახარებელი, თავის სახარებას წერდა უშვალოდ ებრაელი ხალხისთვის, და მას მიზნად ჰქონდა დასახული ებრაელთათვის უფრო დამაჯერებელი ენით მოეთხრო ქრისტეს შესახებ. ის თავის სახარებას იწყებს ასე "წიგნი შობისა იესო ქრისტესი, ძისა დავითისი, ძისა აბრაჰამისი." ამ ფრაზით ის ამახვილებს ებრაელთა ყურადღებას იმაზე რომ, საუბარი ეხება მესიას, რომელზეც წინასწარმეტყველებდნენ მათთვის სათაყვანებელი წინასწარმეტყველები. (წინასწარმეტყველნიც ამას ამბობდნენ რომ მესია აბრაამის და დავითის შთამომავალი უნდა ყოფილიყო.) მაშ ასე;- მათესთან გენეოლოგიის ათვლა სწორედ ამ მიზეზით იწყება აბრაამიოდან იოსებამდე და არა ადამიდან იოსებამდე. მათეს კონკრეტული ადრესატები იყვნენ ებრაელები. რატომ იოსების და არა მარიამის გენეოლოგია? იმიტომ რომ, ებრაელებში შთამომავლობა მამის მხრიდან აითვლებოდა ტრადიციულად. ხოლო მახარებელი ვერ და არ დაარღვევდა მოსეს სჯულს რომელიც ავალდებულებდა მას მამის მხრიდან დაეწერა ყოველივე. აქვე უნდა აღინიშნოს ისიც რომ, არანაირი აუცილებლობა იმისა რომ მაინცდამაინც მარიამის გენეოლოგია დაწერილიყო არ იყო, რადგან ებრაელთა წესის თანახმად, მარიამი იყო რა ერთადერთი შვილი თავისი მშობლებისა აუცილებლად იმავე ჩამომავლობის კაცზე უნდა გაეთხოვებინათ, რომლიდანაც თვითონ იყო. რაც შეეხება ლუკა მახარებელს, ის მიზნად ისახავს თავის სახარებაში, მკითხველს დაანახოს რომ იესო ქრისტე, მთელი ქვეყნიერების მხსნელი და მესიაა, და სწორედ მის მიერ ჩამოთვლილი გენეოლოგია ადამს უკავშირდება. ადამს, რომელიც უშვალოდ ღმერთის ხელით შეიქმნა და რომელიც არის პირველწყარო ყოველი ადამიანისა. ლუკა, უკავშირებს რა ადამს ქრისტეს გენეოლოგიას, ამით მიანიშნებს ყველა ადამიანს რომ ყველანი ვართ ქრისტესთან უხილავი, ნათესაური კავშირით დაკავშირებულნი და ქრისტე ყველასთვის მოვიდა და ევნო, რადგან ყველანი მისნი ვართ და ის ყველასია. ახლა რაც შეეხება იმ გაურკვევლობას რომელიც სახელთა ჩამონათვალის არათანმიმდევრულობას შეეხება. შენი ნებართვით ოდნავ მოგვიანებით დავდებ ამ იმფორმაციას, არა იმიტომ რომ არ ვიცი რა დავდო, არამედ იმიტომ რომ, მინდა ენა გავამარტივო, ამ ფორუმს ჩვენს გარდა ბევრი სხვაც კითხულობს და არ მინდა რთული და გაუგებარი ენით რამე დავწერო და ვინმე ვერ გაერკვეს. მე შევეცდები, სულ მალე, რაც შეიძლება მარტივი ენით დავწერო ყველაფერი. -------------------- ბერი კაცი ვარ, ნუ მომკლავ.
|
ეგრი |
May 19 2007, 03:06 PM
პოსტი
#44
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 333 რეგისტრ.: 18-April 07 მდებარ.: Tbilisi წევრი № 1,689 |
ციტატა ორივე სახარებაში ქრისტეს დავითისა და აბრაამის შთამომავლობაზეა გამახვილებული ყურადღება. ქრისტეს არა, იოსების. თუ ვცდები დააციტატე. ციტატა წინასწარმეტყველნიც ამას ამბობდნენ რომ მესია აბრაამის და დავითის შთამომავალი უნდა ყოფილიყო. ამ ციტატებსაც თუ დადებ, ბევრ საინტერესო დეტალს მოეფინება ნათელი. ოღონდ შეეცადე სრულად ამოკრიფო, არასასურველი დასაწყისები და გაგრძელებები არ დააკლო. ციტატა იმიტომ რომ, ებრაელებში შთამომავლობა მამის მხრიდან აითვლებოდა ტრადიციულად. ხოლო მახარებელი ვერ და არ დაარღვევდა მოსეს სჯულს რომელიც ავალდებულებდა მას მამის მხრიდან დაეწერა ყოველივე. იესო სადაა აქ? იოსები ხომ არ იყო მისი მამა? ციტატა მარიამი იყო რა ერთადერთი შვილი თავისი მშობლებისა აუცილებლად იმავე ჩამომავლობის კაცზე უნდა გაეთხოვებინათ, რომლიდანაც თვითონ იყო. ჩამომავლობა რას ნიშნავს? იოსები და მარიამი ბიძაშვილ-მამიდაშვილები იყვნენ? ციტატა რაც შეეხება ლუკა მახარებელს, ის მიზნად ისახავს თავის სახარებაში, მკითხველს დაანახოს რომ იესო ქრისტე, მთელი ქვეყნიერების მხსნელი და მესიაა, და სწორედ მის მიერ ჩამოთვლილი გენეოლოგია ადამს უკავშირდება. კიდევ გიმეორებ. იოსები და არა იესო. საკუთარ განმარტებებს ნუ დასჯერდები, სახარების ადგილების ციტირების გარეშე ცარიელი სიტყვებია. ციტატა ლუკა, უკავშირებს რა ადამს ქრისტეს გენეოლოგიას აბა როგორ? სად? ციტატა ახლა რაც შეეხება იმ გაურკვევლობას რომელიც სახელთა ჩამონათვალის არათანმიმდევრულობას შეეხება. შენი ნებართვით ოდნავ მოგვიანებით დავდებ ამ იმფორმაციას, არა იმიტომ რომ არ ვიცი რა დავდო, არამედ იმიტომ რომ, მინდა ენა გავამარტივო, ამ ფორუმს ჩვენს გარდა ბევრი სხვაც კითხულობს და არ მინდა რთული და გაუგებარი ენით რამე დავწერო და ვინმე ვერ გაერკვეს. მე შევეცდები, სულ მალე, რაც შეიძლება მარტივი ენით დავწერო ყველაფერი. პრობლემა არაა. ჯერ ამ პოსტში დასმულ შეკითხვებს უპასუხე, თუ შესძლებ. -------------------- I am Megrelian, therefor I am Georgian!
|
დათიკო |
May 20 2007, 01:14 AM
პოსტი
#45
|
დათიკო ჯგუფი: Members პოსტები: 3,383 რეგისტრ.: 24-July 06 მდებარ.: ვეიკი წევრი № 10 |
ეგრი
ციტატა იოსები ხომ არ იყო მისი მამა? ციტატა ცნობილია რომ მათე მახარებელი, თავის სახარებას წერდა უშვალოდ ებრაელი ხალხისთვის, და მას მიზნად ჰქონდა დასახული ებრაელთათვის უფრო დამაჯერებელი ენით მოეთხრო ქრისტეს შესახებ. ჩვენ კი ვიცით რომ ქრისტეს ნამდვილი მამა არ არის იოსები, მაგრამ ებრაელებმა ხომ არ იცოდნენ ეს? თუმცა, იოსები მამად მაინც ითვლებოდა, რადგან დაწინდული იყო მარიამზე. ციტატა ჩამომავლობა რას ნიშნავს? იგივე ტომის ჩამომავალს ნიშნავს. ებრაელთა ტრადიციით უცხო ტომიდან ცოლის მოყვანა არ შეიძლებოდა. ციტატა იოსები და მარიამი ბიძაშვილ-მამიდაშვილები იყვნენ? არა ციტატა აბა როგორ? სად? აბრაამის შთამომავალი ხომ არის ქრისტე. ხოდა, აბრაამი კი ადამის შთამომავალია. რა არის აქ გაურკვეველი. ააა, შენ ალბათ იმის გამო ამბობ ამას, ქრისტეს ბიოლოგიური მამა რომ არ იყო იოსები. ასეა? კი ბატონო, ეგ სწორია, მაგრამ, როგორც უკვე აღვნშნე, იოსები დაწინდული იყო მარიამზე. ებრაელთა ტრადიციით კი დაწიდვა უკვე ცოლ-ქმრობას ნიშნავდა. შესაბამისად, იოსები ქრისტეს დედის ქმარი, ანუ მისი მამა იყო, ხოლო თავად იოსები კი დავითის შთამომავალი, ისევე როგორც ღვთისმშობელი. გავიხსენოთ ციტატა სადაც თავად ღვთისმშობელი იხსენიებს იოსებს იესოს მამად: "...ჰრქუა მას დედამან მისმან: "შვილო, რაჲ ესე მიყავ ჩუენ ესრეთ? აჰა, ესერა, მე და მამაჲ შენი ვრონინებთ და გეძიებთ შენ.” (ლუკა 2,48) |
ეგრი |
May 20 2007, 01:31 PM
პოსტი
#46
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 333 რეგისტრ.: 18-April 07 მდებარ.: Tbilisi წევრი № 1,689 |
დათიკო
ჩვენ ვსაუბრობდით იესოს წარმომავლობაზე წინასწარმეტყველებების კუთხით. ციტატა აბრაამის შთამომავალი ხომ არის ქრისტე. ხოდა, აბრაამი კი ადამის შთამომავალია. რა არის აქ გაურკვეველი. ეგ დედის მხრივ. ციტატა ხოლო თავად იოსები კი დავითის შთამომავალი, ისევე როგორც ღვთისმშობელი. იოსებზეც ვერ იტყვი მაგას, ნამეტანი განსხვავებული გენეალოგიები აქვს. მარიამზე როგორღა ამტკიცებ? -------------------- I am Megrelian, therefor I am Georgian!
|
inkvizitor |
May 21 2007, 12:11 AM
პოსტი
#47
|
ყველაზე მეტად მტკივა სამშობლო. ჯგუფი: Members პოსტები: 129 რეგისტრ.: 12-May 07 მდებარ.: თბილისი. წევრი № 1,896 |
მაშ ასე.
რა არის მიზეზი იმისა რომ მათე და ლუკა განსხვავებულ პირთა სახელების ჩამონათვალს გვთავაზობენ მაცხოვრის გენეოლოგიაში!? იოსები, ქმარი მარიამისა, მათეს მიხედვით იაკობის ძეა. ხოლო ლუკას მიხედვით, ელის ძეა. ასევე ზორობაბელის მამა, სალათიელი, მათეს მიხედვით იექონიას ძეა, ხოლო ლუკასთან ნერისა. უძველესი ქრისტიანი მეცნიერი, იულიუს აფრიკელი ამ მოვლენას ახსნას უძებნის მოსეს სჯულში, კერძოდ (მეორე სჯული;25.5-6.)კანონში თესლის აღდგენის შესახებ. რომლის მიხედვითაც თუ ორი ძმიდან ერთერთი გარდაიცვლებოდა და შვილი არ დარჩებოდა, მეორე ძმას უნდა შეერთო პირველის ცოლი და ამ ცოლისგან გაჩენილი პირველი შვილი იწოდებოდა გარდაცვლილი ძმის შვილად. ეს კანონი ძალაში იყო არა მხოლოდ ღვიძლი ძმების შემთხვევაში, არამედ იმ დროსაც, როდესაც ძმებს სხვადასხვა მამა და ერთი დედა ჰყავდათ. სწორედ ასეთი ძმები იყვნენ, იაკობი იოსების მამა, მათეს მიხედვით და ელი, იაკობის მამა ლუკას მიხედვით. ისინი დაიბადნენ სხვადასხვა მამისგან და ერთი დედისგან, რომელიც ჯერ იაკობის მამის ცოლი იყო და შემდეგ ელის მამისა. მისი სახელი იყო ესთა. აქედან გამომდინარე, როდესაც ესთას ერთი შვილი, ელი მოკვდა უშვილოდ მეორე შვილმა, იაკობმა ელის ცოლი შეირთო რათა ძმისთვის თესლი აღედგინა და შეეძინათ იოსები. ეს არის მიზეზი იმისა რომ წმიდა ლუკა, იოსების გენეოლოგიურ ხაზს მიჰყვება რესაის, ანუ ზორობაბელის პირველი შვილის და ელი, იოსების მამის ხაზით. ხოლო წმიდა მათე- ზორობაბელის მეორე შვილის, აბიუდის და იაკობის, ანუ იოსების მეორე მამის ხაზით. აქვე დაუმატებ იმასაც რომ, მათესთან წარმართი და ცოდვილი დედაკაცების მოხსენიებით, ღმერთი ებრაელებს შეახსენებს რომ ის მხოლოდ ებრაელთა ღმერთი კი არ არის, და მხოლოდ ებრაელებს კი არ მოუწოდებს არამედ წარმართებსაც. რა გამომივიდა არ ვიცი!? მე შევეცადე გასაგები ენით ამეხსნა და თუ ვინმემ ვერ გაიგო, ალბათ სხვა გამოჩნდება ვინმე ვინც უკეთ ახსნის. -------------------- ბერი კაცი ვარ, ნუ მომკლავ.
|
ეგრი |
May 21 2007, 12:41 AM
პოსტი
#48
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 333 რეგისტრ.: 18-April 07 მდებარ.: Tbilisi წევრი № 1,689 |
inkvizitor
ციტატა რა გამომივიდა არ ვიცი!? მე შევეცადე გასაგები ენით ამეხსნა და თუ ვინმემ ვერ გაიგო, ალბათ სხვა გამოჩნდება ვინმე ვინც უკეთ ახსნის. მე და დათიკომ თავი შევაკალით ამ ამბავის გარკვევას და თურმე რა ადვილად ყოფილა საქმე!!! ციტატა რა არის მიზეზი იმისა რომ მათე და ლუკა განსხვავებულ პირთა სახელების ჩამონათვალს გვთავაზობენ მაცხოვრის გენეოლოგიაში!? ჯერჯერობით არ დაგისაბუთებიათ, რომ ლუკა და მათე სწორედ მაცხოვრის გენეალოგიას აღწერენ. როგორ მოვიქცეთ? გადავახტეთ ამ საკითხს და პირდაპირ გენეალოგია განვიხილოთ, თუ ჯერ გავარკვიოთ - მაცხოვრის გენეალოგიასთან გვაქვს საქმე თუ იოსების გენეალოგიასთან? ციტატა სწორედ ასეთი ძმები იყვნენ, იაკობი იოსების მამა, მათეს მიხედვით და ელი, იაკობის მამა ლუკას მიხედვით. ისინი დაიბადნენ სხვადასხვა მამისგან და ერთი დედისგან, რომელიც ჯერ იაკობის მამის ცოლი იყო და შემდეგ ელის მამისა. მისი სახელი იყო ესთა. აბა მატათანი ვინღაა? შენ აპოკრიფებს ხომ არ იშველიებ? -------------------- I am Megrelian, therefor I am Georgian!
|
დათიკო |
May 21 2007, 11:20 AM
პოსტი
#49
|
დათიკო ჯგუფი: Members პოსტები: 3,383 რეგისტრ.: 24-July 06 მდებარ.: ვეიკი წევრი № 10 |
ეგრი
ციტატა ჩვენ ვსაუბრობდით იესოს წარმომავლობაზე წინასწარმეტყველებების კუთხით. ეგ რაღაა? იესოს ორი ბუნება გააჩნია, ერთი ღვთაებრივი და მეორე კაცობრივი. მისი ღვთაებრივი წარმომავლობა ჩვენთვის კარგადაა ცნობილი - მამისგან შობილობა: "და ერთი უფალი იესუ ქრისტე, ძე ღმრთისა მხოლოდშობილი, მამისაგან შობილი უწინარეს ყოველთა საუკუნეთა." ხოლო, მისი კაცობრივი ბუნება კი ღვთისმშობლისგან: რომელი ჩუენთვის, კაცთათვის და ჩუენისა ცხოვრებისათვის გარდამოხდა ზეცით, და ხორცნი შეისხნა სულისაგან წმიდისა და მარიამისაგან ქალწულისა, და განკაცნა." მოდი ნუ ავურევთ მაცხოვრის ღვთაებრივ წარმომავლობას და მის გენეალოგიაზე ვისაუბროთ, რაც სახარებაშია ჩაწერილი. ციტატა იოსებზეც ვერ იტყვი მაგას, ნამეტანი განსხვავებული გენეალოგიები აქვს. მარიამზე როგორღა ამტკიცებ? იოსები დავითის შთამომავალია. იმედია ეს არ არის საკამათო საგანი. ხოლო, რაც შეეხება მარიამს, როგორც უკვე აღნინიშნა, ებრაელთა წესის მიხედვით არ შეიძლებოდა სხვა ტომის წარმომადგენელზე ქორწინება. ციტატა ჯერჯერობით არ დაგისაბუთებიათ, რომ ლუკა და მათე სწორედ მაცხოვრის გენეალოგიას აღწერენ. აბა, ბაბუაჩემის გენეალოგიას ხომ არ აღწერენ. თუკი მისი მშობლების გენეალოგიას აღწერენ, შვლისი გენეალოგიის აღწერა არ გამოდის ავტომატურად? ციტატა გადავახტეთ ამ საკითხს და პირდაპირ გენეალოგია განვიხილოთ, თუ ჯერ გავარკვიოთ - მაცხოვრის გენეალოგიასთან გვაქვს საქმე თუ იოსების გენეალოგიასთან? შენ, ეტყობა პოსტებს არ კითხულობ. ციტატა ჩვენ კი ვიცით რომ ქრისტეს ნამდვილი მამა არ არის იოსები, მაგრამ ებრაელებმა ხომ არ იცოდნენ ეს? თუმცა, იოსები მამად მაინც ითვლებოდა, რადგან დაწინდული იყო მარიამზე. აი ეს რომ დავწერე, შენი აზრით ვის დავუწერე? ციტატა როგორც უკვე აღვნშნე, იოსები დაწინდული იყო მარიამზე. ებრაელთა ტრადიციით კი დაწიდვა უკვე ცოლ-ქმრობას ნიშნავდა. შესაბამისად, იოსები ქრისტეს დედის ქმარი, ანუ მისი მამა იყო, ხოლო თავად იოსები კი დავითის შთამომავალი, ისევე როგორც ღვთისმშობელი. გავიხსენოთ ციტატა სადაც თავად ღვთისმშობელი იხსენიებს იოსებს იესოს მამად: "...ჰრქუა მას დედამან მისმან: "შვილო, რაჲ ესე მიყავ ჩუენ ესრეთ? აჰა, ესერა, მე და მამაჲ შენი ვრონინებთ და გეძიებთ შენ.” (ლუკა 2,48) |
დათიკო |
May 21 2007, 07:24 PM
პოსტი
#50
|
დათიკო ჯგუფი: Members პოსტები: 3,383 რეგისტრ.: 24-July 06 მდებარ.: ვეიკი წევრი № 10 |
ეგრი
ციტატა ანუ ახდა თუ არა ძველი აღქმის წინასწარმეტყველებები, იყო თუ არა იესო მესია. შენ ისევ დაარღვიე ამ განყოფილების წესი. მემგონი ნათლად ითქვა, რომ ეს განყოფილება არ არის სკეპტიკურად განწყობილი ათეისტების კვლევცითი ლაბორატორია. შენი პოსტები წაიშლება და შენ მოგეცემა გაფრთხილება. კიდევ ერთხელ, გავიმეორებ, ეს განყოფილება განკუთვნილია იმ ადამიანებისთვის, რომლებსაც სურთ უკეთ შეისწავლონ სახარება. შესწავლის წყარო კი მართლმადიდებელ წმინდა მამათა გადმოცემაა. |
ნათია |
Jun 3 2007, 11:55 PM
პოსტი
#51
|
Miss invisible ჯგუფი: მოდერატორ-ფინანსისტი პოსტები: 18,669 რეგისტრ.: 28-February 07 წევრი № 1,224 |
რატომ წერია სახარებაში მაცხოვრის გენეალოგია? სახარებაში მაცხოვრის გენეალოგია მათესა და ლუკა მახარებლების მიერ არის აღწერილი. მათეს სახარება იესო ქრისტეს გენეალოგიით იწყება: "წიგნი შობისა იესო ქრისტესი, ძისა დავითისა, ძისა აბრაჰამისი" (მთ. 1,1). ძველებრაულ ენაზე სიტყვა "ბენ" (ქართ. - ძე) არა მარტო შვილს, არამედ ზოგადად, შთამომავალსაც გულისხმობს; ანუ ამ სიტუვით შესაძლებელია, მოვიხსენიოთ შვილიშვილიც, შვილთაშვილიც და ა.შ. და მეორე მუხლიდან იწყება იესო ქრისტეს წინაპართა სახელების ჩამონათვალი, - სულ 42 სახელი. მათეს სახარებაში გენეალოგია ებრაელი ერის მამამთავრის - აბრაამის სახელით იწყება, ხოლო ლუკას სახარებაში - პირველი კაციდან. ადამიდან. ორივე მახარებელთან მაცხოვრის გენეალოგია იოსებ მართლის სახელით მთავრდება. ქრისტეს გენეალოგია მოუმზადებელი ადამიანსთვის მძიმე წასაკითხია: იგი მას ვრცელი, მოსაწყენი და სრულიად უსარგებლო ეჩვენება. მაგრამ შემთხვევით არაა, რომ სახარებაში გადმოცემულია სრული გენეალოგია: უფრო მეტიც, შეიძლება ითქვას, რომ მას ქრისტიანობისათვის პრინციპული მნიშვნელობა აქვს. უკვე 2000 წელია, რაც მსოფლიოში არ ცხრება კამათი იმის შესახებ, თუ ვინ იყო სინამდვილეში იესო ქრისტე. მოდავეთა შორის უმრავლესობა იზიარებს აზრს, რომ იესო ნაზარეველი ნამდვილად ისტორიული პიროვნებაა და არა "ქრისტიანულ მითოლოგიაში შეთხზული გმირი". მოდავენი ასევე პატივს სცემენ მის მოძღვრებას. მაგრამ ბევრი მათგანი კვლავ და კვლავ ეჭქვეშ აყენებს იმ ფაქტს, რაც სახარების სულს და უცილობელ ჭეშმარიტებას წარმოადგენს: რომ სწორედ იესო ქრისტე არის აღთქმული მესია! მათ არ ესმით, რატომ არიან ასე დარწმუნებულები ქრისტიანები იმაში, რომ ჯერ კიდევ ადამისთვის აღთქმული სამყაროს გამომხსნელი და მაცხოვარი იესო ქრისტეა. ადამიაებისათვის, რომლებიც ბიბლიის ავტორიტეტს აღიარებენ, ამის დასტურია ძველაღთქმისეული წინასწარმეტყველებანი. ბიბლია, რომელიც იესო ნაზარეველის შობამდე ბევრად ადრე დაიწერა, შეიცავს წინასწარმეტველებებს იმის შესახებ, რომ კაცობრიობას გამოიხსნის ქვეყნად მოვლენილი მესია - ქრისტე (ქართ. - ცხებული). წინასწარმეტყველებებში მკითხველი აღმოაჩენს "გენეალოგიურ" მტკიცებულებასაც, რომელიც მოწოდებულია, დაეხმაროს ადამიანებს ჭეშმარიტი მესიის შეცნობაში. ღმერთმა უწინასწარმეტყველა აბრაამს, შემდეგ კი ისრაელის მეფე დავითს, რომ მაცხოვარი სოფლისა - მესია სწორედ მათი შთამომავალი გახდება. ამიტომ ძველი იუდეველები თავისი მოდგმის გაგრძელებას ზემიდწევნითი სერიოზულობით ეკიდებოდნენ. ბავშვის დაბადებას ისრაელელები ღვთის კურთხევად მიიჩნევდნენ. ყოველ ოჯახში აუცილებლად იწერებოდა გენეალოგია. გენეალოგიური ცხრილები ინახებოდა ოჯახებშიც და ასევე იერუსალიმის ტაძარშიც. ნებისმიერმა ისრაელელმა კარგად იცოდა, თუ რომელ თორმეტ იუდეურ ტომთაგანს მიეკუთვნებოდნენ მისი წინაპრები. ამიტომ სახარებაში დაფიქსირებული გენეალოგიის ზედმიწევნითი სიზუსტე ეჭვგარეშეა და თავადვეა იესო ქრისტეს მესიანობის ყველაზე ცხადი არგუმენტი. როდესაც მოციქულების წინაშე დადგა საკითხი, გაჰყოლოდნენ თუ არა ქრისტეს, გამხდარიყვნენ თუ არა მისი მიმდევრები, - ამაზე პასუხს ისინი, როგორც ებრაელი ერის შვილები, - ბიბლიის წიგნებში ეძიებდნენ. ისინი სვამდნენ კითხვას: მართალია, რომ იესო პატარა ქალაქ ნაზარეთიდან მეფე დავითის შთამომავალია? ქრისტეს გენეალოგია ამ კითხვას დადებით პასუხს სცემს. აღსანიშნავია, რომ მესიის შესახებ მრავალი წინასწარმეტყველება არსებობს და მესიის წარმომავლობა აბრაამისა და დავითის ტომიდან მხოლოდ ერთ-ერთი მათგანია. მაგრამ ყველა დანარჩენი ნიშანიც, რომლის მიხედვითაც უნდა ამოეცნოთ მესია, - იესო ქრისტეს პიროვნებას ემთხვეოდა. ამიტომ მოციქულთათვის ცხადი გახდა, რომ მათ წინაშეა მხსნელი სოფლისა. და მიუხედავად იმისა, რომ იესო ქრისტე არ იყო არც წარჩინებული. არც რელიგიური სკოლები ჰქონდა დამთავრებული, ხოლო ხელობით კი დურგალი იყო, - მისი მაინც ირწმუნეს და მისი მიმდევრები გახდნენ. ამრიგად, ქრისტიანთა პირველი თაობისათვის იესოს გენეალოგია უეჭველ არგუმენტად იქცა. და ეს არგუმენტი თავის აქტუალობას დღემდე არ კარგავს. ადამიანები იმეცნებენ ქრისტეს გენეალოგიას, ბიბლიურ წინასწარმეტველებებს, რათა გადაწყვიტონ თავისთვის, მოვიდა თუ არა ნამდვილად ისრაელის მიწაზე 2000 წლის წინათ მესია და არა ვინმე ნიჭიერი მქადაგებელი და მორალისტი. თუმცა, მაცხოვრის გენეალოგიას სხვა მნიშვნელოვანი მიზნებიც გააჩნია. ჯერ ერთი, ქრისტიანობის ისტორიის სხვადასხვა ეპოქაში არსებობდნენ ადამიანები, რომლებიც უარყოფდნენ ძველი და ახალი აღთქმის განუყოფელ კავშირს. ისინი აცხადებდნენ: "ძველი აღთქმის ღმერთი - ბოროტი, სასტიკი და შურისმაძიებელი დემონია; ახალი აღთქმის ღმერთი კი - სიყვარულისა და უეთიერთშენდობის კეთილი ღმერთია." საინტერესოა, როგორი დამოკიდებულება აქვს ყოველივე ამისადმი მოციქულ პავლეს, რომელიც არის ძველი აღთქმის ახლით შეცვლის ყველაზე თანმიმდევრული მქადაგებელი. მან ყოველივეს "დედაბერებრთა ზღაპარი" უწოდა. ამგვარი ზღაპრებისათვის საუკეთესო პასუხი არის სწორედ მაცხოვრის გენეალოგია. იგი ნათლად წამოაჩენს. რომ ძველი და ახალი აღთქმის ღმერთი ერთი და იგივეა. და მეორეც, სახარება ვიდრე მაცხოვრის შობის შესახებ თხრობას შეუდგებოდეს, გარდასულ ათასწლეულებს გასცქერის და წამოაჩენს, როგორ ამზადებდა ღმერთი კაცობრიობას მესიის მისაღებად. ახალ აღთქმაში კი ეს მოვლენები გენეალოგიაშI სახელების ჩამოთვლით წამოჩინდება, მაგრამ ამ სახელებში კონცენტრირებულია ძველი აღთქმის პერსონაჟების სრული ისტორია, ისტორია ადამიანებისა, რომლებმაც იწამეს ერთი ღმერთი და გახდნენ მისი მიმდევრები, რითაც იმდროინდელ წარმართულ სამყაროს დაუპირისპირდნენ. გენეალოგია მოგვითხრობს იმის შესახებ, თუ რაოდენ გრძელი და მძიმე გზა უნდა გაევლო კაცობრიობას, ვიდრე ქრისტეს შეეგებებოდა. ეს გზა ძალიან რთული და ეკლიანი გამოდგა. ჩვენ შეგვიძლია, პარალელი გავავლოთ და იგივე ქრისტეს მეორედ მოსვლას დავუკავშიროთ, რადგან იმ დრომდე თითოეულ ჩვენგანს გველის ვიწრო გზა და ამ გზაზე - მრავალი დაცემა და აღდგომა. მაგრამ მთავარია, არ გაჩერდე, მუდამ წინ იარო - გზის ბოლოს ხომ ქრისტესთან შეხვედრა გველის! -------------------- პატიოსნება ჩვენი დროის ჭეშმარიტი არისტოკრატიზმია!
|
seminaristi |
Jul 6 2007, 03:42 PM
პოსტი
#52
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 101 რეგისტრ.: 5-July 07 მდებარ.: წალენჯიხის რ-ნი. სოფ.საჩინო წევრი № 2,395 |
მაცხოვრის გენეალოგიის ლუკასეულ და მათესეულ გენეალოგიებში სხვაობის შემდეგი განმარტებები არსებობს:ებრაელთა შორის არსებობდა ღმრთის მიერ დადგენილი თესლის აღდგენის წესი. როცა ძმა გარდაიცვლებოდა უშვილოდ,ცოცხალ ძმას უნდა შეერთო ძმის ქვრივი და აღედგინა ძმისთვის შთამომავლობა.აქედან გამომდინარე,შვილის მამად შეიძლებოდა წოდებულიყო,როგორც ბუნებითი,ნამდვილი,ასევე რჯულისმიერი მამა.ამ შემთხვევას ჰქონდა ადგილი იოსებთან.მისი ნამდვილი მამა იყო იაკობი,რომელმაც თესლი აღუდგინა ძმას,ელის.ამიტომაა,რომ ლუკა იოსების მამად ასახელებს რჯულისმიერს,ელის,ხოლო მათე-ნამდვილ მამას,იაკობს.რაც შეეხება სოლომონისა და ნათანის შტოებში სალათიელისა და ზორობაბელის სახელთა თანხვედრას,აი როგორ განმარტავენ მას:სალათიელის მამა ლუკასთან არის ნერი,რომელმაც,ერთ განმმარტებელთა მიხედვით იქორწინა მათეს მიერ სალათიელის მამად სახელდებულ უძეო იექონიას ასულზე და რაკი ის გახდა იექონიას მემკვიდრე,ამიტომაც გამოჰყავს მათეს სალათიელი იექონიას ძედ,ისე კი იგი იყო ძე ნერისა,როგორც წერს ლუკა.მეორეთა მიხედვით კი,ნერი იყო ნათესავი იექონიასი,რომელმაც თესლი აღუდგინა იექონიას. სალათიელის ძის,ზორობაბელის ძეებში კი, მახარებლები ისევ სხვადასხვ შტოთა გენეალოგიას გვაწვდიან.
-------------------- "Где нет православия, там нет спасения!" (Св. Игнатий (Брянчаниновь))
|
seminaristi |
Jul 20 2007, 05:19 PM
პოსტი
#53
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 101 რეგისტრ.: 5-July 07 მდებარ.: წალენჯიხის რ-ნი. სოფ.საჩინო წევრი № 2,395 |
1.სოლომონ 2.რობოამ 3.აბია 4.ასა 5.იოსაფატ 6.იორამ 7.ოზია 8.იოათამ 9.ეზეკია 10.მანასე 11.ამონ 12.იოსია (იოსია შვა იექონია და ძმანი მისნი ტყუეობასა მას ბაბილოვნელთასა.) უი თორმეტი გამოვიდა. აქ რომ აქაზი აკლია,ამაზე პასუხი უკვე გაცემულია,მაგრამ მინდა ყურადღება გავამახვილო იმაზე,თუ რატომაა აქ 13 "ნათესავი", მაშინ,როცა მახარებელი ამბობს,რომ 14 არისო. საქმე ისაა,რომ, როგორც ნეტარი იერონიმე ამბობს, ეს გადამწერთა მიერ დაშვებული შეცდომის გამოა. თურმე,იოსიასა და იექონიას შორის უნდა იყოს სახელი იოაკიმი,რომელიც ებრაულ ენაში გრაფიკულად ახლოსაა იექონიასთან (იოაკიმი იწერება,როგორც იოაქინი) და სწორედ ამ გრაფიკული სიახლოვის გამო ეს სახელი (იოაკიმი) გამორჩათ სახარების გადამწერთ. აღსანიშნავია,რომ არსებობს მათეს სახარების ბერძნული და რუსული რედაქციები,სადაც მართლაც არის სახელი იოაკიმი იოსიასა და იექონიას შორის. ასე რომ, მახარებელი ზუსტია,იმაში,რომ დავითიდან ბაბილოვნის ტყვეობამდე 14 ნათესავია. -------------------- "Где нет православия, там нет спасения!" (Св. Игнатий (Брянчаниновь))
|
დათიკო |
Jul 21 2007, 01:33 AM
პოსტი
#54
|
დათიკო ჯგუფი: Members პოსტები: 3,383 რეგისტრ.: 24-July 06 მდებარ.: ვეიკი წევრი № 10 |
seminaristi
ციტატა სწორედ ამ გრაფიკული სიახლოვის გამო ეს სახელი (იოაკიმი) გამორჩათ სახარების გადამწერთ ვერ გავიზიარებ ამ ვერსიას, რადგან ებრაელები ძალიან მკაცრად უდგებოდნენ წმინდა წიგნების გადაწერის საკითხს. სადღახც მაქვს წაკითხული, რომ რიტულაურად მკაცრი იყო გადაწერის დროც, საშუალებაც, გადამწერიც და ა.შ. ასე რომ გადამწერის შეცდომის ვერსიას ვერ დავეთანხმები. |
abo |
Jul 21 2007, 02:03 AM
პოსტი
#55
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 3,533 რეგისტრ.: 20-March 07 წევრი № 1,441 |
დათიკო
დავით არ ეთანხმები, მაგრამ ხომ შეიძლება სწორი იყოს -------------------- არ გაიწვრთნების სამი რამ: მგელი, არწივი, კაი ყმა.
|
დათიკო |
Jul 22 2007, 01:22 AM
პოსტი
#56
|
დათიკო ჯგუფი: Members პოსტები: 3,383 რეგისტრ.: 24-July 06 მდებარ.: ვეიკი წევრი № 10 |
abo
ციტატა დავით არ ეთანხმები, მაგრამ ხომ შეიძლება სწორი იყოს რა თქმა უნდა. ყველაფერი დასაშვებია. |
abo |
Jul 22 2007, 02:04 AM
პოსტი
#57
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 3,533 რეგისტრ.: 20-March 07 წევრი № 1,441 |
დათიკო
შენი გაცნობა მინდა ძალიან. -------------------- არ გაიწვრთნების სამი რამ: მგელი, არწივი, კაი ყმა.
|
alex_b |
Jul 23 2007, 02:03 AM
პოსტი
#58
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 254 რეგისტრ.: 27-February 07 წევრი № 1,210 |
seminaristi
ციტატა აქ რომ აქაზი აკლია,ამაზე პასუხი უკვე გაცემულია,მაგრამ მინდა ყურადღება გავამახვილო იმაზე,თუ რატომაა აქ 13 "ნათესავი", მაშინ,როცა მახარებელი ამბობს,რომ 14 არისო. საქმე ისაა,რომ, როგორც ნეტარი იერონიმე ამბობს, ეს გადამწერთა მიერ დაშვებული შეცდომის გამოა. თურმე,იოსიასა და იექონიას შორის უნდა იყოს სახელი იოაკიმი,რომელიც ებრაულ ენაში გრაფიკულად ახლოსაა იექონიასთან (იოაკიმი იწერება,როგორც იოაქინი) და სწორედ ამ გრაფიკული სიახლოვის გამო ეს სახელი (იოაკიმი) გამორჩათ სახარების გადამწერთ. აღსანიშნავია,რომ არსებობს მათეს სახარების ბერძნული და რუსული რედაქციები,სადაც მართლაც არის სახელი იოაკიმი იოსიასა და იექონიას შორის. ასე რომ, მახარებელი ზუსტია,იმაში,რომ დავითიდან ბაბილოვნის ტყვეობამდე 14 ნათესავია. ამ საკითხზე მგონი გავეცი მე პასუხი წინა პოსტებში. თუმცა არავისი განმარტებებით არ მისარგებლია ჩემეული ვერსია მოგაწოდეთ. აბა გადახედე სემინარისტო. ამ თემის მე-17 და მე-19 პოსტებია პირველ გვერდზე. -------------------- იესო ქრისტე ჩემი მხსნელია
მე არ დავემონები ცოდვას! |
seminaristi |
Jul 24 2007, 05:37 PM
პოსტი
#59
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 101 რეგისტრ.: 5-July 07 მდებარ.: წალენჯიხის რ-ნი. სოფ.საჩინო წევრი № 2,395 |
ვერ გავიზიარებ ამ ვერსიას, რადგან ებრაელები ძალიან მკაცრად უდგებოდნენ წმინდა წიგნების გადაწერის საკითხს. სადღახც მაქვს წაკითხული, რომ რიტულაურად მკაცრი იყო გადაწერის დროც, საშუალებაც, გადამწერიც და ა.შ. ასე რომ გადამწერის შეცდომის ვერსიას ვერ დავეთანხმები. ძმაო,დავით! დაეთანხმები თუ არა იმას,რომ გადამწერთ გამორჩათ სახელი იოაკიმი იოსიასა და იექონიას შორის,რა თქმა უნდა, შენი ნებაა. ეს არ არის ისეთი დოგმატური საკითხი,რომელიც ხელს შეგვიშლის ჩვენ,"რაითა ერთობით აღვიარებდეთ" ჭეშმარიტ ღმერთს. მე,უბრალოდ, მივაწოდე ეს განმარტება ფორუმელებს,ვინაიდან მის უკან დგას დიდი ავტორიტეტი- ნეტარი იერონიმე. მართალი ხარ იმაში,რომ წმიდა წერილის გადაწერა საკმაოდ მკაცრი პირობებით ხდებოდა,მაგრამ მოდი,დავფიქრდეთ ამაზეც: არსებობს წმიდა წერილის მრავალი რედაქცია(ვგულისხმობ არა დღეს არსებულ,ბეჭდვით რედაქციებს,არამედ ადრეულს,ხელნაწერებს),რომელთა ან, ორი რედაქცია,სრულიად იდენტური,ალბათ არ მოიპოვება. თუ გადამწერები არ უშვებდნენ შეცდომას, მაშ საიდანაა მათ შორის ხვაობები? ასევე,როგორც უწინ აღვნიშნე, თურმე არის ისეთი რედაქციები ბერძნულად და რუსულად(რუსული ასეთი რედაქცია თვითონ მაქვს ნანახი) სადაც,მართლაც არის სახელი იოაკიმი და თუ ჩვენთვის საინტერესო მუხლს ქართულად ვთარგმნით,დაახლოებით ასე იქნებოდა: იოსია შვა იოაკიმ; იოაკიმ შვა იექონია და ძმანი მისნი ტყვეობასა მას ბაბილოვნელთასა და ა.შ. აღსანიშნავია, ასევე, რომ მე-4 მეფეთა წიგნში,მართლაც არის იოსიასა და იექონიას შორის მეფე იოაკიმი(4.მეფ.23.34; 23.36; 24.6) ეს განმარტება,როგორც ვთქვი, არაა დოგმა(ისევე,როგორც ბევრი სხვა) და ჩვენ ამ შემთხვევაში შეგვიძლია ვიხელმძღვანელოთ ქრისტეანობაში არსებული შემდეგი პრინციპით: ერთობა მთავარში(დოგმატურ საკითხებში) და თავისუფლება მეორეხარისხოვანში. სიყვარულით. გიორგი. -------------------- "Где нет православия, там нет спасения!" (Св. Игнатий (Брянчаниновь))
|
seminaristi |
Jul 24 2007, 05:50 PM
პოსტი
#60
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 101 რეგისტრ.: 5-July 07 მდებარ.: წალენჯიხის რ-ნი. სოფ.საჩინო წევრი № 2,395 |
ამ საკითხზე მგონი გავეცი მე პასუხი წინა პოსტებში. თუმცა არავისი განმარტებებით არ მისარგებლია ჩემეული ვერსია მოგაწოდეთ. აბა გადახედე სემინარისტო. ამ თემის მე-17 და მე-19 პოსტებია პირველ გვერდზე. როცა იმ განმარტებას წერდა, სემინარისტს უკვე წაკითხული ჰქონდა შენ მიერ მითითებული მე-17 და მე-19 პოსტები,მაგრამ "არავის განმარტებით არ სარგებლობას"(შენი სიტყვებია) ამჯობინა ისეთი დიდი ავტორიტეტის განმარტების მოყვანა,როგორიც ნეტარი იერონიმეა და თუ ამ წმიდა მამის განმარტება შენეულზე მეტად საყურადღებოდ მიიჩნია ,გთხოვ,ნუ გაკიცხავ მას. სიყვარულით. -------------------- "Где нет православия, там нет спасения!" (Св. Игнатий (Брянчаниновь))
|
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 1st November 2024 - 03:23 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი