ნეტარი დედა მატრონა მოსკოველი |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
ნეტარი დედა მატრონა მოსკოველი |
marine |
May 13 2022, 12:47 PM
პოსტი
#1
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,554 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"ერთ ჩემს ნაცნობს (ჩემი ძველი ხელმძღვანელი ნატალია ვ.) მანქანა დაეჯახა. მან თეძო მოიტეხა. როცა ეს გავიგე, დავღონდი და იმ ქალს, ვინც ეს მაცნობა, ვუთხარით: "თქვენ წადით და მოინახულეთ ის, მე კი ეკლესიაში ვილოცებ და მატრონასთანაც მივალ". ასეც მოვიქეცით. ოპერაციის დღეს სერაფიმე საროველის ნაწილთა აღმოყვანების დღესასწაულზე - 1 აგვისტოს მე გადავეცი მოსახსენებელი ნატალიას გამოჯანმრთელებისთვის, ვილოცე სერაფიმე საროველის წინაშე და შემდეგ მატრონას საფლავზე მივედი. მე მთელი გულით ვწუხდი ამ ქალის გამო და ვთხოვე, მატრონას ელოცა, რომ ოპერაციას შედეგიანად ჩაევლო. შემდეგ დამირეკეს და მითხრეს, რომ ოპერაცია მეტად ადვილად და სრულიად უსისხლოდ დამთავრდა, თუმცა ჭრილობა მეტად დიდი იყო - ბარძაყიდან მუხლამდე. ექიმები გაოგნებულები იყვნენ. ოპერაციის შემდეგ ექიმები და მოწყალების დები პალატაში შევიდნენ. ის არანაირ ტკივილს არ გრძნობდა, იწვა და იღიმებოდა: "ვინ ილოცა ჩემთვის, რომ ასე კარგად და მსუბუქად ვარ?.." როცა ეს მოვისმინე, სიხარულით ავტირდი და ვთქვი: "ეს მატრონა ლოცულობდა მისთვის". კანდელი ავანთე და მაშინათვე სამადლობელი წარმოვთქვი მატრონას წინაშე, მისი ლოცვის და შუამდგომლობისთვის, რომლის ღირსიც ჩვენ - ცოდვილები გავხდით".
/ლუბა, მოსკოვი/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
May 14 2022, 12:20 PM
პოსტი
#2
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,554 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"ნეტარი დედა მატრონას ცხოვრებაში აღწერილია უნიკალური და ამავდროულად მართლმადიდებლობისთვის საკმაოდ ჩვეული ეპიზოდი: ერთი დედაკაცი მხურვალედ ევედრებოდა ღირს დედას, რომ წარმატებით ჩაევლო ავთვისებიანი სიმსივნის ოპერაციას, რომ წმინდანი "უხილავად დასწრებოდა და ყოველივე თავისი ხელით გაეკეთებინა". ქირურგიულმა ჩარევამ წარმატებით ჩაიარა და ოპერატორმა-ქირურგმა ყურადსაღები სიტყვებიტ წარმოთქვა: "ოპერაცია ადვილად მიმდინარეობდა, არც დავღლილვარ, თითქოს ვიღაც მეხმარებოდა, ხელებში სიმსუბუქეს ვგრძნობდი. მე კი უკვე 70 წლისა ვარ. სხვა დროს, ოპერაციის მსვლელობისას ოფლი ღვარად ჩამომდის ხოლმე, აქ კი - არაფერი ამის მსგავსი". განა ეს დახმარება ვედრების შედეგი არ არის?!"
-------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
May 14 2022, 01:33 PM
პოსტი
#3
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,554 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"16 აგვისტოს, საღამოს ჩემს ქმარს მარჯვენა ხელის მტევანი კარში მოუყვა. კვირას ტრავმატოლოგიის პუნქტში წავედით და რენტგენმა მოტეხილობათა სიმრავლე აჩვენა. თაბაშირი დაადეს, მაგრამ შვება ვერ იგრძნო. საშინელ ტკივილს გრძნობდა და სამ თითში შეგრძნება საერთოდ დაკარგა. მეორე დღეს სპეციალურ ტრავმატოლოგიურ დაწესებულებაში წავედით. გაირკვა, რომ ნერვები და მყესებიც დაზიანებულია, ექიმებმა უთხრეს: "ეს თითები უკვე დაკარგეთ, ისინი ვეღარ ამოქმედდებიან". დაინიშნა ოპერაცია - რათა მყესები გადაეკერებინათ და ამპუტაცია საჭირო აღარ გამხდარიყო. ეს ჩვენთვის ოჯახური კატასტროფა იყო, რადგან ჩემი ქმარი კომპიუტერული ტექნიკის სპეციალისტია და მთელი მისი სამუშაო მარჯვე ხელს მოითხოვს. მე არ ვმუშაობ, ჩვენ პატარა ვაჟი გვყავს, მაგრამ ქმარს იმედი არ დაუკარგავს და მითხრა: "მე დედა მატრონას წინაშე ვილოცე (მან თვითონ დაუჯდომელი წაიკითხა) და ვიცი - მივალთ, საფლავს ხელს დავადებ და ყველაფერი კარგად იქნება". ოთხშაბათ დილას ვიყავით საფლავზე. გრძნობადაკარგულ თითებს ტკივილის შეგრძნება დაუბრუნდა, საღამოს კი მოძრაობა დაიწყო. ხუთშაბათს ქმარი ექიმთან მივიდა. ისინი განცვიფრდნენ, რენტგენი კვირას გადაღებულს საერთოდ არ დაემთხვა. ხელს კვლავ იტკიებდა, მაგრამ მუშაობა უკვე დაიწყო. ღვთისმშობლის მიძინების დღესასწაულზე კი მსახურების დამთავრების შემდეგ მითხრა: "თითქოს ღვთისმშობელი ხელზე მომეალერსა". მან თვითონვე მოიხსნა თაბაშირი და მას შემდეგ იმ ხელით სრულიად შეუზღუდავად მუშაობს".
/6 სექტემბერი, 1997 წ. ლ.ე. გარხუშინა (ქმარი - ა.ნ. ბუშუევი), მოსკოვი/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
May 15 2023, 10:00 PM
პოსტი
#4
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,554 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"ზ. ჟდანოვა თავის მოგონებებში წერს: "ვინ იყო მატრონა? იგი იყო ხორციელ-ქმნილი მეომარი ანგელოზი; თითქოსდა ცეცხლოვანი მახვილი ჰქონდა ხელში ბოროტ ძალასთან საბრძოლველად"
-------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
May 17 2023, 04:54 PM
პოსტი
#5
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,554 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"წმიდა მატრონა ხშირად ამბობდა: "თუ ხალხი კარგავს ღმერთის რწმენას, უბედურებები ეწვევა, და თუ არ შეინანებს, დაიღუპება და აღიგვება პირისაგან მიწისა. რამდენი ერი გამქრალა ამქვეყნად, მართლმადიდებელი ერები კი კვლავაც ცოცხლობენ და იქნებიან ქვეყნის დასასრულამდე. ილოცეთ, ითხოვეთ, შეინანეთ! უფალი არ მიგატოვებთ და თქვენს მიწა-წყალსაც დაიცავს!"
-------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
May 18 2023, 07:48 PM
პოსტი
#6
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,554 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"ვინც კი მე შეწევნის თხოვნით მომმართავს, მე ყველას შევეგებები მათი სიკვდილის ჟამს, თითოეულს"
-------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
Jun 27 2023, 06:45 PM
პოსტი
#7
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,554 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"2012 წლის 26 ივლისს ჩვენს ოჯახში მოხდა უბედურება... სამსახურიდან დაბრუნებულმა მე აღმოვაჩინე, რომ სახლი გატეხილია. ისმი გათვალისწინებით, რომ ამ ბინაში სულ რაღაც ერთი თვის გადმოსული ვიყავით და იგი დიდი გაჭირვებით ვიყიდეთ, რის ვალებსაც კიდევ ვიხდიდით, ქურდობა ჩვენთვის დიდი განსაცდელი გახდა. ბინაში ყველაფერი თავდაყირა დამხვდა, ყველაფერი გასვრილი, ყველა ხატი დაჯღაბნილი, მაგრამ ჩემდა გასაკვირად, ისინი რატომღაც იყო დაფარული. მოპარული იყო ყველა ფასიანი ნივთი, ისინი ბევრი არ იყო, მაგრამ ჩემთვის ძალიან ძვირფასი, განსაკუთრებით საქორწინო ბეჭედი, რომელიც ქმარმა მაჩუქა, როცა ცოლობა მთხოვა, მოპარული იყო, ასევე ფული, რომელიც კრედიტის დასაფარად გვქონდა შეგროვილი.
როცა ეს ყველაფერი დავინახე, მე ლამის დამბლა დამეცა, მაგრამ მოხდა სასწაული: წმ. მატრონა მოსკოველის წიგნში შენახული ჩემი შეგროვილი ხელფასი იყო ხელუხლებელი, მაგრამ, რატომღაც ის ფული მარაოსავით გაშლილი დამხვდა. ამ ფულმა გადაგვარჩინა შიმშილს. ამ ფულით ოფისის იჯარაც გადავიხადეთ, რაც ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რადგან ოფისის გარეშე მუშაობას ვეღარ შევძლებდი. მე დღემდე ვერ გავიგე, რატომ არ მოიპარეს წმ. მატრონას წიგნში შენახული ფული - ეს ჩემთვის ნამდვილი სასწაულია" /მხევალი ღვთისა ელენა/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".

#8

Sep 20 2023, 08:34 PM
პოსტი
#9
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,554 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"მე მინდა დავამოწმო სასწაულები, რომლებიც მოხდა წმ. მატრონას ლოცვებით.
პირველი სასწაული მოხდა დაახლოებით 5 წლის წინ. ჩემი შვილი ნარკოტიკებს იღებდა, ტაბლეტებს... და აი, მე მორიგ ჯერზე, საშობაოდ გავემგზავრე მატრონუშკასთან პოკროვსკის მონასტერში, მოვილოცე მისი წმ. ნაწილები, მისი ხატი: ვთოხვდი ჩემი შვილის განკურნებას ამ საშინელი სენისგან; და პრაქტიკულად, მეორე დღეს მოხდა გარდატეხა - მან შეწყვიტა ნარკოტილების მიღება და არ ეკარება ამ საშინელებას დღემდე. მეორე სასწაული მოხდა 2019 წლის 7 ივნისს. მანამდე მე ნახევარი წლის მანძილზე ვკითხულობდი წმ. მატრონას დაუჯდომელს ხუთშაბათობით. შემდგომ, 6 ივნისს მე გავემგზავრე მატრონუშკასთან, მის წმ. ნაწილებთან პოკროვსკის მონასტერში (მე მტკიოდა ფეხები მუხლის სახსარში). წმინდანთან მივაღწიე ჯოხით, უფლის შეწევნით. მანამდე სრულებით გაუცნობიერებლად, არც კი ვიცი რატომ, აივნიდან გავიტანე ბენზოხერხი, რომელიც იქ ბენზინთან ერთად 2 წელი იდგა - და ტაქსით ქალიშვილთან მივიტანე. და აი, 7 ივნისს მივდიოდი სახლში და დამირეკა ჩემმა ვაჟმა, რომელმაც მითხრა: - ჩვენი ბინის ქვემოთ ბინაში ხანძარიაო. 10 წუთში ვიყავი სახლში. შვილს ვუთხარი, რომ აეღო ფული და გამოქცეულიყო ქუჩაში. როცა მივედი, სახლს უვკე მეხანძრეები ესეოდნენ. სადარბაზოში არ შემიშვეს. ჩემი ვაჟი არ ჩანდა; ყველაფერი კვამლში იყო გახვეული. ცეცხლის ალი მე-7 სართულიდან 3 მეტრით იყო აწეული. ის მე-8 სართულს სწვდებოდა. ჩემი ბინა მე-9 სართულზეა. მეხანძრეები ქუჩიდან აქრობდნენ ცეცხლს. მათ ჩემი ვაჟი გამოიყვანეს. როცა ხანძარი ჩააქრეს და ჩვენ ბინაში შევედით, დავინახე, რომ ჩვენი აივანი სრულებით გადაბუგული, ორი ფანჯარა კი ჩამსხვრეული იყო; აფეთქდა კონდიციონერი... უფალმა შეგვიწყალა - ვაჟი გადარჩა, კატებიც უვნებლები არიან... მე რომ არ გამეტანა ბენზოხერხი, აფეთქდებოდა მთელი სართული და დაიწვებოდა ყველაფერი. მე-7 სართული სრულებით განადგურდა, მე-8 ოდნავ ნაკლებად, მაგრამ ბინის პატრონი რეანიმაციაში მოხვდა... ჩვენ მატრონუშკამ გადაგვარჩინა! ვმადლობ ყოვლადმოწყალე უფალს, დედას ღვთისას, მატრონუშკას და ყველა წმინდანს, რომლებიც ლოცულობდნენ ჩემთვის და ჩემი ვაჟისთვის!" /ელენა ევდოკიმოვა, ქ. მოსკოვი/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
Dec 20 2023, 09:22 PM
პოსტი
#10
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,554 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"წმიდა მატრონასთან მივედი მას შემდეგ, რაც 2005 წელს საავადმყოფოში დამისვეს დიაგნოზი - ხერხემლის თიაქარი.
მტკიოდა ხელი და ზურგი ბეჭებს შორის. სამჯერ ვემთხვიე წმიდა მატრონას წმიდა ნაწილებს და ვთხოვე განკურნება - და ხელის ტკივილმა მაშინვე გამიარა. მაგრამ მუშაობისას მარჯვენა ხელის თითები მიბუჟდებოდა და მეჭიმებოდა იდაყვი (მარჯვენა ხელში ნერვი მქონდა დაზიანებული). საბოლოოდ ძალიან მალე განვიკურნე, რაშიც ხუცეს სამოსინსადმი ლოცვაც დამეხმარა - მანამ მისი წმიდა ნაწილებიც მოვილოცე. ამჟამად უკვე ორი წელია ვაშენებთ უფლის ფერისცვალების ტაძარს ნიჟეგოროდის ოლქში, სოფელ იაზიკოვოშI. მიწევს ფიზიკურად მძიმე სამუშაოების შესრულება დახრილ მდგოარეობაში - თივასაც ვაგროვებ, ბოსტანსაც ვუვლი, ასევე ვღებავ, ვათეთრებ, სიმძიმეებსაც ვეწევი. და არც ერთხელ არ მქონია ტკივილის არავითარი შეგრძნება თიაქრის გამო, მაშინ როცა ექიმები მესამე ჯგუფის ინვალიდობას "მიწინასწარმეტყველებდნენ" და რეკომენდაცია მომცეს, სამ კილოზე მეტი ტვირთი არ ამეწია. მე მაქვს შემორჩენილი თიაქრის დამადასტურებელი ტომოგრაფიის სურათი. ვმადლობ უფალს, რომ ნეტარი მატრონას ლოცვებით მომეცა დრო იმისთვის, რომ მას, სამშობლოს და მართლმადიდებლობას ვემსახურო" /მონაზონი ლუბოვი ნიჟეგოროდის ოლქი, პილნენსკის რაიონი, სოფელი იაზიკოვო/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
Feb 12 2024, 06:09 PM
პოსტი
#11
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,554 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"ჩემი ქმარი ბავშვებთან ერთად მოხვდა ავტოკატასტროფაში. დაზიანება უმცროსმა ვაჟმა მიიღო. მაშინ ის სამი წლის იყო. მას დახურული ქალა-ტვინის ტრავმა ჰქონდა. ჩვილი რეანიმაციაში მოხვდა და ის ხელოვნურ კომაში შეიყვანეს. ექიმები ვერავითარ პროგნოზს ვერ აკეთებდნენ. ჩვენი ცხოვრების უმძიმესი პერიოდი დაიწყო.
ამ დრო ჩვენს ქალაქში ჩამოაბრძანეს წმ. მატრონას წმინდა ნაწილები. ჩვენ სალოცავად დავდიოდით, სანამ სიწმინდე იყო ჩვენს ქალაქში. ბავშვის გამოჯანმრთელებისთვის ვლოცულობდით მთელი ოჯახი, სანათესაო და საახლობლო. მადლობა საყვარელო მატრიონუშკა, რომ ისმინე ჩვენი ლოცვა და გადაგვირჩინე ჩვენი პატარა. მოხდა სასწაული - ასე გვითხრეს ექიმებმა - ბავშვმა დაიწყო გამოჯანმრთელება. მადლობა უფალს - ბავშვი ახლა სრულებით ჯანრმთელია. დარბის, ხტუნავს, დადის საბავშვო ბაღში. მადლობა უფალს! მადლობა საყვარელ მატრიონუშკას, ჩვენი შვილის გადარჩენისა და გამოჯანრმთელებისთვის. მადლობა სიცოცხლისთვის, მადლობა რწმენისთვის! წმიდაო ნეტარო მატრონა, ევედრე ღმერთსა ჩვენი ჯანმრთელობისთვის, კეთილდღეობისთვის, სიბრძნისთვის, მოთმინებისთვის, ჩვენი და ჩვენი ახლობლების პრობლემებისა და სირთულეების მოგვარებისთვის. სავყარელო, არ მიატოვო ჩვენი ოჯახი. ჩვენ გვჭირდება შენი ლოცვა, შენი დახმარება. სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმიდისათა, ამინ!" /მხევალი ღვთისა მარინა/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 1st November 2024 - 03:14 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი