IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

7 გვერდი V < 1 2 3 4 5 > »   
Reply to this topicStart new topic
> "ფანატიზმი" და მორწმუნეობა, ფანატიკოსობის თეორია
აკაკი
პოსტი Apr 5 2010, 05:22 PM
პოსტი #41


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,626
რეგისტრ.: 21-May 09
წევრი № 7,018



guest1
უკაცრავად მეგობარო... შენ სხვანაირად (არასწორად) გაიგე ყოველივე რაც დავწერე. . .

"ვინ ხარ შენ შენი განმარტებებით: ფანატიკოსი თუ ჭეშმარიტი მორწმუნე?"

მე ვარ, ის ვისაც არ უნდა ფანატიკოსი იყოს და უნდა, რომ იყოს ჭეშმარიტი მორწმუნე . . .

მეგობარო შენ მე ეხლა, ამხელა ჩამოყალიბებული რელიგიების განხილვა დამაკისრე . . .

ეს თემა გავხსენი არა რომელიმე აღმსარებლობის განსახილველად არამედ პიროვნულად, ინდივიდუალური ადამიანის პოზიციისათვის. . . .

როგორ შეიძლება მართმადიდებელი ქრისტიანი რომელიც ქრისტეს როგორც ჭეშარიტებას ემორჩილებოდეს... იწოდოს ფანატიკოსად?!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
guest1
პოსტი Apr 5 2010, 08:54 PM
პოსტი #42


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 188
რეგისტრ.: 11-June 09
წევრი № 7,110



neo
ციტატა
არ არსებოსბ ნეიტრა;ური ტერიტორია, არ არსებობს სტატიკური პიროვნება... ჩვენ ან ვმოძრაობთ ღმერთისკენ ან მის საწინააღმდეგოდ... ასე თქვა ქრისტემ, ასე გადმოგვცეც მისმა მოსწავლეებმა და მისი მოსწავლეების მოსწავლეებმა.
პირველ რიგში, საკუთარ აზრს აცხადებ და მაგ აზრს ისეთივე არსებობის უფლება აქვს როგორც სხვა აზრებს, მისი დაპირისპირებული აზრის ჩათვლით. მაგრამ, მნიშვნელოვანი აქ მაინც არის ის, რომ მართლმადიდებელს უნდა დაარქვას სხვას ფანატიკოსი და რა კრიტერიუმებითაც ის სხვას ფანატიკოსს უწოდებს, იგივე კრიტერიუმებითვე არის იგი ფანატიკოსი-მაგრამ ამას უარყოფს. მასზე არ უნდა გავრცელდეს ეს კრიტერიუმი. იმ მოძღრვის ქადაგებაში მოძღვარი უპირისპირებს მართლმადიდებელს და ფანატიკოსს ისე, რომ ადამიანი ან ფანატიკოსია ან მართლმადიდებელია. ე.ი. თუ არ ხარ მართლმადიდებელი, მაშინ ფანატიკოსი ხარ; შესაბამისად, მსოფლიოს მოსახლეობის 96 % ფანატიკოსია. თავად ასეთი განცხადება ფანატიზმია, ჩემი აზრით. ასეც რომ არ იყოს, მაშინ თვალთმაქცობა აღარ არის საჭირო. აღარ არის საჭირო იმის თქმა, რომ მართლმადიდებელი მორწმუნე სხვას ფანატიკოსობაში არ დებს ბრალს. ფიცი მწამს ბოლო მაკვირვებსო. თუ ღმერთისკენ არ ხარ, მაშინ მის წინააღმდეგ ხარ, შენი აზრით და მართლმადიდებლობის აზრით საერთოდ. თანაც, თუ ღმერთისკენ ხარ, მხოლოდ მართლმადიდებლური შეიძლება იყოს ეს გზა, რა თქმა უნდა მართლმადიდებლური ქადაგებით და არა სინამდვილეში. თქვენივე განმარტებებით მართლმადიდებელი არ უნდა არქმევდეს სხვას ფანატიკოსს და უღმერთოს (ყველას ქრისტეს შვილებს ვეძახითო) და ამასთანავე 96 % პროცენტს უღმერთოს და ფანატიკოსებს გვიწოდებ. ეს არის სიმართლის დიდება?

აკაკი
გაგიმარჯოს.

მე კი გაგიგე აკაკი, მაგრამ, მე მგონი, ჩემი სათქმელი შენ არ მიიღე ისე, როგორც მე ვთქვი. მე ვამბობ, რომ შენ გინდა ფანატიკოსობა არ დაიბრალო და მოგყავს ფანატიზმის ისეთი განმარტება, რომ ვერ აცდები მაგ კატეგორიაში მოხვდე. მაგალითისათვის, შენ ათეისტებს უწოდებ ფანატიკოსებს და მერე ამბობ, რომ ის ვინც სხვას უწოდებს ფანატიკოსს, თვითონ ფანატიკოსიაო.

მეორეც, იმ სხვა რელიგიებზე იმიტომ შეგეკითხე, რომ შენ როგორც მართლმადიდებელმა უნდა უარყო იმის შესაძლებლობა, რომ ასეთი რელიგიებიც ჭეშმარიტებას ქადაგებენ. შენ, როგორც მართლმადიდებელმა, მხოლოდ და მხოლოდ შეწი რელიგია უნდა აღიარო ჭეშმარიტად, რითიც შენსავე მოცემულ ფანატიკოსობის კრიტერიუმებში მოხვდები ისევ.

User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
აკაკი
პოსტი Apr 5 2010, 09:03 PM
პოსტი #43


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,626
რეგისტრ.: 21-May 09
წევრი № 7,018



ციტატა

აკაკი
გაგიმარჯოს.

მე კი გაგიგე აკაკი, მაგრამ, მე მგონი, ჩემი სათქმელი შენ არ მიიღე ისე, როგორც მე ვთქვი. მე ვამბობ, რომ შენ გინდა ფანატიკოსობა არ დაიბრალო და მოგყავს ფანატიზმის ისეთი განმარტება, რომ ვერ აცდები მაგ კატეგორიაში მოხვდე. მაგალითისათვის, შენ ათეისტებს უწოდებ ფანატიკოსებს და მერე ამბობ, რომ ის ვინც სხვას უწოდებს ფანატიკოსს, თვითონ ფანატიკოსიაო.



მეც მაგას არ ვამბობ?! smile.gif
გეთანხმები-მეთანხმები. . .

ამიტომ გითხარი მე ვარ ის ვისაც არ უნდა, რომ იყოს ფანატიკოსი და უნდა, რომ იყოს ჭეშმარიტი მორწმუნე smile.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ikanosi
პოსტი Apr 5 2010, 09:06 PM
პოსტი #44


ირაკლი
***

ჯგუფი: Moderator
პოსტები: 6,285
რეგისტრ.: 3-January 10
მდებარ.: ფოთი - თბილისი
წევრი № 7,906



ციტატა
მხოლოდ და მხოლოდ შეწი რელიგია უნდა აღიარო ჭეშმარიტად, რითიც შენსავე მოცემულ ფანატიკოსობის კრიტერიუმებში მოხვდები ისევ.


პავლე მოციქული როგორ აღიქვამდა სხვა სარწმუნოებას?


--------------------
ფარით ან ფარზე
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
guest1
პოსტი Apr 5 2010, 09:48 PM
პოსტი #45


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 188
რეგისტრ.: 11-June 09
წევრი № 7,110



აკაკი
ციტატა
მეც მაგას არ ვამბობ?! smile.gif
გეთანხმები-მეთანხმები. . .

ამიტომ გითხარი მე ვარ ის ვისაც არ უნდა, რომ იყოს ფანატიკოსი და უნდა, რომ იყოს ჭეშმარიტი მორწმუნე smile.gif
შენ მეთანხმები, მე არ გეთანხმები smile.gif მაგრამ მე არ ვამბობ მართალი ვარ თქო. მე არ გეთანხმები იმაში, რომ შენ ჩემს ნათქვამს ეთანხმები. შენ უბრალოდ იღებ ორ სიტყვას "ფანატიკოსი" და "ჭეშმარიტი მორწმუნე". ამათ შორის პრინციპულ განსხვავებას არ აკეთებ. თუ აკეთებ, მაშინ შენი განმარტებით ჭეშმარიტი მორწმუნე ფანატიკოსია, არ არის ჭეშმარიტი მორწმუნე. რას ნიშნავს ჭეშმარიტი მორწმუნე? ვინმეს ახირებული სიტყვაა? როგორია ჭეშმარიტი მორწმუნე და ვინ არის ამ დუნიაზე ჭეშმარიტი მორწმუნე?

ikanosi
ციტატა
პავლე მოციქული როგორ აღიქვამდა სხვა სარწმუნოებას?
არ ვიცი. რას ამბობდა პავლე მოციქული ამის თაობაზე? და რა მნიშვნელობა აქვს რა თქვა პავლე მოციქულმა?

User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ikanosi
პოსტი Apr 5 2010, 09:51 PM
პოსტი #46


ირაკლი
***

ჯგუფი: Moderator
პოსტები: 6,285
რეგისტრ.: 3-January 10
მდებარ.: ფოთი - თბილისი
წევრი № 7,906



guest1

ციტატა
მხოლოდ და მხოლოდ შეწი რელიგია უნდა აღიარო ჭეშმარიტად, რითიც შენსავე მოცემულ ფანატიკოსობის კრიტერიუმებში მოხვდები ისევ.

აი ამის...ყველანი ფანატიკოსები გამოვსულვართ აბა biggrin.gif


--------------------
ფარით ან ფარზე
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Atman
პოსტი Apr 5 2010, 09:54 PM
პოსტი #47


მეცამეტე მეომარი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 6,236
რეგისტრ.: 23-August 08
წევრი № 5,518



ikanosi

ციტატა
აი ამის...ყველანი ფანატიკოსები გამოვსულვართ აბა


არ გეწყინოს მაგრამ ამ ფორუმზე მყოფთა უმრავლესობის ზღვარი შორს არ დგას ფანატიზმისგან. ეს არც კარგია არც ცუდი. უბრალოდ ასეა.


--------------------
हरे कृष्ण हरे कृष्ण
कृष्ण कृष्ण हरे हरे
हरे राम हरे राम
राम राम हरे हर
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
აკაკი
პოსტი Apr 5 2010, 09:55 PM
პოსტი #48


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,626
რეგისტრ.: 21-May 09
წევრი № 7,018



guest1
ფანატიკოსივართქო გეუბნები და ჰა
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ikanosi
პოსტი Apr 5 2010, 10:00 PM
პოსტი #49


ირაკლი
***

ჯგუფი: Moderator
პოსტები: 6,285
რეგისტრ.: 3-January 10
მდებარ.: ფოთი - თბილისი
წევრი № 7,906




ფანატიკოსობა და მწირედმორწმუნეობას აიგივებთ თუ რას ამბობთ ვერ გავიგე


--------------------
ფარით ან ფარზე
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
guest1
პოსტი Apr 5 2010, 10:05 PM
პოსტი #50


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 188
რეგისტრ.: 11-June 09
წევრი № 7,110



აკაკი
ციტატა
ფანატიკოსივართქო გეუბნები და ჰა
ვააჰ biggrin.gif მე შენ ფანატიკოსობაში არ გდებ ბრალს და რატომ მეუბნები მაგას?

კარგი, დავუშვათ შენ ფანატიკოსი ხარ (და თუ შენ ფანატიკოსი ხარ, მეც ფანატიკოსი ვარ). ვინ არ არის ამ დუნიაზე ფანატიკოსი? ყველაფერს თავი დავანებოთ, მე და შენ (როგორც ფანატიკოსებს) შეგვიძლია პასუხი გავცეთ ამ კითხვას და ვთქვათ ესა და ეს ფანატიკოსია, ესადაეს ფანატიზმია ან ვთქვათ ესა და ეს ჭეშმარიტი მორწმუნეა და ესადაეს ჭეშმარიტი სარწმუნოებაა? როგორ შეუძლია ფანატიკოსს აირჩიოს რა არის ფანატიზმი და რა არის ჭეშმარიტი სარწმუნოება? ერთიგაიგივე კითხვებია ესენი.

ikanosi
ციტატა
ფანატიკოსობა და მწირედმორწმუნეობას აიგივებთ თუ რას ამბობთ ვერ გავიგე
აბა მცირედ მორწმუნე ვინ არის და ჭეშმარიტი მორწმუნე ვინ არის? მუსულმანი, მაგალითისათვის, მცირედმორწმუნეა?
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ikanosi
პოსტი Apr 5 2010, 10:08 PM
პოსტი #51


ირაკლი
***

ჯგუფი: Moderator
პოსტები: 6,285
რეგისტრ.: 3-January 10
მდებარ.: ფოთი - თბილისი
წევრი № 7,906



ციტატა
აბა მცირედ მორწმუნე ვინ არის და ჭეშმარიტი მორწმუნე ვინ არის? მუსულმანი, მაგალითისათვის, მცირედმორწმუნეა?

ჭეშმარიტი მორწმუნე ვინ არისო ამას როგორ მეუბნები? ohmy.gif
მუსლიმანზე არ ვამბობ მე, მართლმადიდებელზე და ქრისტეს მოძღვებაზე...ჭეშმარიტ სარწმუნოებაზე


--------------------
ფარით ან ფარზე
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
guest1
პოსტი Apr 5 2010, 10:16 PM
პოსტი #52


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 188
რეგისტრ.: 11-June 09
წევრი № 7,110



ikanosi
ციტატა
ჭეშმარიტი მორწმუნე ვინ არისო ამას როგორ მეუბნები? ohmy.gif
ეს კითხვა ვერ გავიგე. როგორ გეუბნები რას ნიშნავს? არ უნდა გაკადრო ასეთი კითხვა თუ შენ არ შეგიძლია ამაზე პასუხის გაცემა?

ციტატა
მუსლიმანზე არ ვამბობ მე, მართლმადიდებელზე და ქრისტეს მოძღვებაზე...ჭეშმარიტ სარწმუნოებაზე
კარგი გეთანხმები-მართლმადიდებლობა არის ჭეშმარიტი სარწმუნოება. ისლამი, იუდაიზმი და კათოლოციზმი არის თუ არა ჭეშმარიტი სარწმუნოება? ხოდა, შესაბამისად მუსულმანი, იუდაიზმის მიმდევარი და კათოლიკე არის თუ არა ჭეშმარიტი მორწმუნე? თუ არ არიან ესენი ჭეშმარიტი მორწმუნეები, მაშინ ვინ არიან: მცირედმორწმუნეები თუ ფანატიკოსები?

მე მგონი ძალიან ნათლად ვსვამ კითხვებს და ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ პასუხს არიდებთ თავს ამ კითხვებს. არადა, უხეხრული კითხვები საერთოდ არ არიან ესენი.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
აკაკი
პოსტი Apr 5 2010, 10:16 PM
პოსტი #53


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,626
რეგისტრ.: 21-May 09
წევრი № 7,018



guest1
მოდი ასე გეტყვი:

ჭეშმარიტი მორწმუნეა ის ვინც რწმენით ემორჩილება მისთვის უზენაეს... (თუ რამდენად ჭეშმარიტებისკენაა მიმართული და დაფუძნებული სარწმუნოება ეს სხვა საქმეა)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ikanosi
პოსტი Apr 5 2010, 10:19 PM
პოსტი #54


ირაკლი
***

ჯგუფი: Moderator
პოსტები: 6,285
რეგისტრ.: 3-January 10
მდებარ.: ფოთი - თბილისი
წევრი № 7,906



ციტატა
ეს კითხვა ვერ გავიგე. როგორ გეუბნები რას ნიშნავს? არ უნდა გაკადრო ასეთი კითხვა თუ შენ არ შეგიძლია ამაზე პასუხის გაცემა?

არ მაკადრო რა მოსატანია biggrin.gif .....ნუთუ ბერები რომელიც იღწვიან მაგათ არ აქვთ რწმენა? მაგალითისვის საბაწმინდელი ბერები...
ციტატა
ისლამი, იუდაიზმი და კათოლოციზმი არის თუ არა ჭეშმარიტი სარწმუნოება? ხოდა, შესაბამისად მუსულმანი, იუდაიზმის მიმდევარი და კათოლიკე არის თუ არა ჭეშმარიტი მორწმუნე? თუ არ არიან ესენი ჭეშმარიტი მორწმუნეები, მაშინ ვინ არიან: მცირედმორწმუნეები თუ ფანატიკოსები?

არ არის.....ქრისტიანი ქრისტესკენ მიდის ხოლო ზემოთ აღნიშნულნი ვისკენ მიდიან? ქრისტიანისთვის ქრისტე არის მისი მთავარი ხოლო ბუდიზი ან მუსლიმანობა როგორ გავუტოლოთ ქრისტიანობას?


--------------------
ფარით ან ფარზე
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
guest1
პოსტი Apr 5 2010, 10:32 PM
პოსტი #55


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 188
რეგისტრ.: 11-June 09
წევრი № 7,110



აკაკი
ციტატა
მოდი ასე გეტყვი:

ჭეშმარიტი მორწმუნეა ის ვინც რწმენით ემორჩილება მისთვის უზენაეს... (თუ რამდენად ჭეშმარიტებისკენაა მიმართული და დაფუძნებული სარწმუნოება ეს სხვა საქმეა)
მაშინ ჭეშმარიტი მორწმუნისათვის, შენივე განმარტებით, მხოლოდ და მხოლოდ უზენაესის რწმენა და მისი მორჩილებაა საჭირო. კათოლიკეს წამს უზენაესის და მორჩილებს უზენასს, მუსლიმანს წამს უზენაესის და მორჩილებს უზენაესს, კრიშნას მიმდევარს წამს უზენაესის და მორჩილებს უზენასს. მაშინ ესენიც ჭეშმარიტი მორმწმუნეები არიან. თუ მარტო უზენაესის რწმენა და მორჩილება არ არის საკმარისი, რომ რელიგიურ ადამიანს ჭეშმარიტი მორმწუნე უწოდო?

ikanosi
ციტატა
არ არის.....ქრისტიანი ქრისტესკენ მიდის ხოლო ზემოთ აღნიშნულნი ვისკენ მიდიან? ქრისტიანისთვის ქრისტე არის მისი მთავარი ხოლო ბუდიზი ან მუსლიმანობა როგორ გავუტოლოთ ქრისტიანობას?
კათოლიკესათვის და პროტესტანტისათვის ქრისტე არ არის მთავარი? მეორეც, მუსულმანი ალაჰისაკენ (ღმერთისაკენ) მიდის, ბუდისტი გამოღვიძებისაკენ. მერე რა? და "არ არის" რას ნიშნავს: მცირეედმორწმუნეები არია? თუ ფანატიკოსები არიან?
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ikanosi
პოსტი Apr 5 2010, 10:40 PM
პოსტი #56


ირაკლი
***

ჯგუფი: Moderator
პოსტები: 6,285
რეგისტრ.: 3-January 10
მდებარ.: ფოთი - თბილისი
წევრი № 7,906



guest1
ერთ კითხვას დაგისვამ.....

რას ცდილობ ამ კამათით მიაღწიო?


--------------------
ფარით ან ფარზე
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
terra
პოსტი Apr 5 2010, 10:58 PM
პოსტი #57


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 4,231
რეგისტრ.: 2-April 08
წევრი № 4,398



ციტატა(Atman @ Apr 5 2010, 09:54 PM) *

ikanosi
არ გეწყინოს მაგრამ ამ ფორუმზე მყოფთა უმრავლესობის ზღვარი შორს არ დგას ფანატიზმისგან. ეს არც კარგია არც ცუდი. უბრალოდ ასეა.

არ დაგვლანძღა კულტურულად?! biggrin.gif


--------------------
უფალო, იესუ ქრისტე, შემიწყალე მე..
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
guest1
პოსტი Apr 5 2010, 11:44 PM
პოსტი #58


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 188
რეგისტრ.: 11-June 09
წევრი № 7,110



ikanosi
ციტატა
ერთ კითხვას დაგისვამ.....

რას ცდილობ ამ კამათით მიაღწიო?
რატომ კამათით? კითხვების დასმა კამათია? უბრალოდ ვსვამ ამ კითხვებს. მე ბევრ ადამიანს ვუსვამ კითხვებს. საკუთარ თავს ვუსვამ კითხვებს. მეზობელს ვუსვამ კითხვებს. მეგობრებს ვუსვამ კითხვებს და ა.შ. მაინტერესებს ადამიანის (ყველა რჯულის და სოფლხედვის) პასუხები. მაინტერესებს და რა ვქნა?

ერთი კითხვა მეც მაქვს: რატომ მისვამ მაგ კითხვას და რატომ არ პასუხობ ჩემს წინა კითხვებს? ხომ შეგიძლია უბრალოდ მითხრა რომ არ გაქვს პასუხი ამ კითხვებზე, ან კითხვები არ მოგწონს? შეგიძლია რაც გენებოს ის დამწამო-სრული უფლება გაქვს მოცემული ჩემგან.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ikanosi
პოსტი Apr 5 2010, 11:52 PM
პოსტი #59


ირაკლი
***

ჯგუფი: Moderator
პოსტები: 6,285
რეგისტრ.: 3-January 10
მდებარ.: ფოთი - თბილისი
წევრი № 7,906



ციტატა(guest1 @ Apr 5 2010, 11:44 PM) *

ikanosi
რატომ კამათით? კითხვების დასმა კამათია? უბრალოდ ვსვამ ამ კითხვებს. მე ბევრ ადამიანს ვუსვამ კითხვებს. საკუთარ თავს ვუსვამ კითხვებს. მეზობელს ვუსვამ კითხვებს. მეგობრებს ვუსვამ კითხვებს და ა.შ. მაინტერესებს ადამიანის (ყველა რჯულის და სოფლხედვის) პასუხები. მაინტერესებს და რა ვქნა?

ერთი კითხვა მეც მაქვს: რატომ მისვამ მაგ კითხვას და რატომ არ პასუხობ ჩემს წინა კითხვებს? ხომ შეგიძლია უბრალოდ მითხრა რომ არ გაქვს პასუხი ამ კითხვებზე, ან კითხვები არ მოგწონს? შეგიძლია რაც გენებოს ის დამწამო-სრული უფლება გაქვს მოცემული ჩემგან.

რა პასუხი გაგცე? როგორ ვუწოდო მწირედმორწმინე ან ფანატიკოსო მათ რომლებსაც არ აქვთ ღვთის ჭეშმატირი რწმენა? მე მართლმადიდებლობაზე გესაუბრები შენ კი სხვაგან მიგყავს საუბარი და სხვა რელიგიებს უყურებ...არის ეს ნიშანი მცირედმორწმუნოებისა?
რაც შეეხება კათოლიციზმს და პროტესტანიზმს შეიძლება შევადარო გაბზარულ ჭურჭუელს რომელიც რაც არ უნდა წყალი ჩაასხა ვერ აივსება...მართლმადიებლური სწვავლება კი მთელ ჭურჭელს რომელიც სრულყოფილს სწავლასა და ცოდნას იძლევა ღვთის შესახებ...


--------------------
ფარით ან ფარზე
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
guest1
პოსტი Apr 6 2010, 12:25 AM
პოსტი #60


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 188
რეგისტრ.: 11-June 09
წევრი № 7,110



ikanosi
ციტატა
რა პასუხი გაგცე? როგორ ვუწოდო მწირედმორწმინე ან ფანატიკოსო მათ რომლებსაც არ აქვთ ღვთის ჭეშმატირი რწმენა? მე მართლმადიდებლობაზე გესაუბრები შენ კი სხვაგან მიგყავს საუბარი და სხვა რელიგიებს უყურებ...არის ეს ნიშანი მცირედმორწმუნოებისა?
რაც შეეხება კათოლიციზმს და პროტესტანიზმს შეიძლება შევადარო გაბზარულ ჭურჭუელს რომელიც რაც არ უნდა წყალი ჩაასხა ვერ აივსება...მართლმადიებლური სწვავლება კი მთელ ჭურჭელს რომელიც სრულყოფილს სწავლასა და ცოდნას იძლევა ღვთის შესახებ...

ღვთის ჭეშმარიტი რწმენა მეც მაქვს, მაგრამ არ მწამს მართლმადიდებლურად. უფრო მეტიც, ძალიან დარწმუნებული ვარ, რომ სწორად მწამს. შენ კიდევ მიწოდებ ფანატიკოსს და მცირედ მორწმუნესს, რაც არ მწყინს, იმიტომ რომ ღვთის რწმენა გამაჩნია და მეტი არაფერია საჭირო ჩემთვის. ახლა შევაბრუნებ ამ ყველაფერს, ჩემი გადმოსახედიდან გავიმეორებ ზუსტად იმავეს და ზუსტად იგივე ლოგიკით, რასაც შენ მიმართავ და მიზეზი ამიხსენი რატომ არ ვარ მართალი: შენი რწმენა ჭეშმარიტი რწმენა არ არის. შენი რწმენა მცირედმორწმუნეობაა და ფანატიზმია.

მე კიდევ მგონია, რომ საერთოდ არ უნდა გეწყინოს ჩემი ნათქვამი და უნდა დამეთანხმო კიდეც ამაში, რადგანაც შენი რწმენის საფუძველი არაფრით არ განსხვავდება ჩემი რწმენის საფუძვლებისაგან. თუ განსხვავდება იმით, რომ შენი რწმენა საბოლოოდ ეგოისტურია, კარგს აკეთებ იმისათვის, რომ სამოთხეში მოხვდე. მე კიდევ ღმერთს მივანდობ ყველაფერს და არ ვთხოვ ის მომეცი და ეს მომეცი; იმას მიეხმარე და ამას მიეხმარე (თუ ვთხოვ, ვთოხვ ყველას მიემხაროს); არ მოვითხოვ მისგან ცხონებას და მარადიულ სამოთხეს; მარადიული ცხონების მისაღწევად არ ვაკეთებ იმას, რასაც ვაკეთებ; და ა.შ. ხოდა, რატო უნდა გქონდეს შენ პრეტენზია იმაზე, რომ შენი რწმენა ჭეშმარიტია და ჩემი მცდარია, თან სხვას ფანატიკოსი და მცირედმორწმუნე უწოდო, მაშინ როცა საკუთარ თავში ვერ ხედავ შენი რწმენის წმინდად ეგოისტურ მიზეზებს?
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

7 გვერდი V < 1 2 3 4 5 > » 
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 26th April 2024 - 12:35 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი