IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

> კორცხელის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის მიძინების ტაძარი, დავეხმაროთ!
ninca
პოსტი Jul 1 2007, 09:16 PM
პოსტი #1


ninca
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 192
რეგისტრ.: 11-November 06
წევრი № 450



მეათე საუკუნის ძეგლი, კორცხელის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძარი , რომელიც სამეგრელოს მთავარმა ლევან მეორე დადიანმა მეჩვიდმეტე საუკუნეში აღადგინა, შეამკო და იერუსალიმის ჯვრის მონასტერს შესწირა, დღეს განსაცდელშია.
კოკისპირულმა წვიმებმა ტაძრის აღმოსავლეთი კედლის საყრდენი მიწა ჩამორეცხა. თუ დროზე არ დაიწყო მიწის გასამაგრებელი სამუშაოები, საფრთხე ტაძრის საძირკველსაც დაემუქრება.
გამოვიჩინოთ კეთილი ნება და გავიღოთ ის, რისი გაღებაც შეგვიძლია:დრო, ენერგია, ფინანსები და უფლის სადიდებლად ერთობლივი ძალებით აღვადგინოთ ჩვენი ულამაზესი ტაძარი.

სს"საქართველოს ბანკის" ცენტრალური ფილიალის ნომერ 37 სერვისის ცენტრში ლარების ჩასარიცხავად ისარგებლეთ შემდეგი რეკვიზიტებით:
მიმღები ბანკი: სს."საქართველოს ბანკი" ცენტრალური ფილიალის ნომერ 37 სერვისის ცენტრი
მიმღები ბანკის კოდი: 220101502
მიმღები კორცხელის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის მიძინების ტაძარი
ანგარიშის ნომერი 203014500

კორცხელის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძრის წინამძღვარი
დეკანოზი ილარიონ შენგელია

ნინცა:
p.s ძალიან მინდოდა, რომ ტაძრის ამჟამინდელი მდგომარეობის ამსახველი სურათები გამომეგზავნა, მაგრამ ვერ შევძელი. ახლო მომავალში იქნებ მოვახერხო. ამ ტაძრის გვერდით მდებარეობს დედათა მონასტერი. ტაძრის საკურთხევლის მხარეს არის მიწა ჩამორღვეული. აღდგომის ლიტანიობაზე ისედაც ჭირდა ტაძრის შემოვლა და ახლა კი... თითო კაცი ძლივს გაივლის.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

პოსტი ამ თემაში


Closed TopicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 25th May 2024 - 01:16 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი