ქართული საბრძოლო ხელოვნება |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
ქართული საბრძოლო ხელოვნება |
Martkopeli |
Jun 2 2009, 09:51 PM
პოსტი
#341
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 7 რეგისტრ.: 21-May 09 წევრი № 7,019 |
ქართული საბრძოლო ხელოვნება არ არის მხოლოდ ხრიდოლი... ხრიდოლი მისი ერთი მცირე ნაწილია... არასწორი სახელწოდებაა მოგახსენებთ რაც ვიცი. ქართული საბრძოლო ხელოვნების ფედერაცია "ხრიდოლი" ჩამოყალიბდა 1993 წელს. მისი დაფუძნების მოთავე გახლდათ კახაბერ ზარნაძე. მისი იდეა იყო, რომ ფედერაციას სახელწოდება ყოფილიყო - "ქართული საბრძოლო ხელოვნების ფედერაცია", ეს არის მისი პირვანდელი სახელწოდება. ამ ფედერაციის თავდაპირველი მიზანი იყო, ქართული საბრძოლო ხელოვნების სხვადასხვა სახეობების მოძიება და მათი პოპულარიზაციის მიზნით საჩვენებელი გამოსვლების ორგანიზება. ფედერაციის ერთერთი დამფუძნებლისა და პირველი პრეზიდენტის ლევან კიკალიშვილის ინიციატივით ფედერაციის სახელწოდებას დაემატა ხრიდოლი და საბოლოოდ მიიღო ასეთი სახე - ქართული საბრძოლო ხელოვნების ფედერაცია "ხრიდოლი". რაც შეეხება ხრიდოლს, როგორც ქართული საბრძოლო ხელოვნების ერთერთ სახეობას. მისი დაფუძნება მოხდა, 1997 წელს ნუკრი მჭედლიშვილის ინიციატივით, კლუბ "იბერიელ მგლებში". მან "ქართული ჭიდაობისა" და მის მიერ მოძიებული ინფორმაციის საფუძველზე აღადგინა "რკენა" ( ხევსურული ჭიდაობა ) და "კრივი" ( ქართული ). შემოიღო სპორტული წესები "ხევსურული ფარიკაობისთვის" და 1997-98 წლებში ჩაატარა პირველი შიდა საკლუბო ასპარეზობები აღნიშნულ სახეობებში. მან ეს ოთხი სახეობა, თანამოაზრეებთან ერთად, ერთ საბრძოლო სისტემაში მოიყვანა და დაარქვა "ხრიდოლი". ამრიგად, 1997 წლიდან ხრიდოლის ოთხჭიდი წარმოადგენს ცალკე საბრძოლო სისტემას. როდესაც ფედერაცია ატარებს საქართველოს პირველობას "ხრიდოლში" იგულისხმება სამ რაუნდიანი ორთაბრძოლები, სადაც პირველ რაუნდში ჭიდაობენ ქართული ჭიდაობის წესებით, მეორე რაუნდში ფარიკაობენ ხევსურული წესით და მესამე რაუნდში კრივობენ ქართული კრივის წესებით. რაც შეეხება ზოგადად ქართულ საბრძოლო ხელოვნებას, რა თქმა უნდა ის შეიცავს უამრავ სახეობას, რომელთა პოპულარიზაციას და მათი საშუალებით საჩვენებელი გამოსვლების ორგანიზების ინიციატორი გახლდათ კახაბერ ზარნაძე და ამ საქმეს დღესაც აგრძელებენ მისი მოსწავლეები. ხრიდოლის ფედერაციის ძირითად მიზანი არ არის საჩვენებელი გამოსვლების ორგანიზება ქართული საბრძოლო ხელოვნების რამდენიმე ათეული სახეობის პოპულარიზაციის მიზნით. ხრიდოლის ფედერაციის მთავარი მიზანია, ხრიდოლის საბრძოლო სისტემის დანერგვა. დღეისათვის, ხრიდოლის საბრძოლო სისტემის მიხედვით, წვრთნას გადის ათასამდე ხრიდოლიონი. ის დანერგილია სასწავლო საგნად თბილისის რამდენიმე სკოლაში, ხოლო ამა წლის იანვირდან, თავდაცვის სამინისტროს ინიციატივით, დაიწყო ხრიდოლის საბრძოლო სისტემის დანერგვა ქართულ ჯარში. კიდევ ერთხელ გიხსნით... ქართული საბრძოლო ხელოვნება მოიცავს უამრავს სახეობას. ხრიდოლსი ფედერაცია ვერ შეასწავლის ერთ ბავშვს 40 სახეობას, ისევე როგორც იაპონელი ბავშვი ვერ ისწავლის ერთდროულად: სუმოს, ძიუდოს, აიკიდოს, ჯიუჯიცუს, კარატეს და ა.შ. ხრიდოლის საბრძოლო სისტემაში, თუ წესებს გაეცნობით, ნახავთ, რომ ჭიდაობა რკნეა და კრივი ერთ სიტემად არის ნაქცევი. ეს არის ხელჩართული ბრძოლის ქართული სისტემა, რომელმაც თავისი უპირატესობა უკვე არაერთხელ დაამტკიცა, საასპარეზო ხალიჩაზე, საბრძოლო ხელოვნების სხვადასხვა საერთაშორისო სახეობებში. |
Martkopeli |
Jun 4 2009, 02:02 PM
პოსტი
#342
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 7 რეგისტრ.: 21-May 09 წევრი № 7,019 |
ინფორმაცია ხრიდოლის საიტიდან:
2009 წლის 30 მაისს კარტოზიას სახელობის საჭიდაო დარბაზში ჩატარდა საქართველოს ეროვნული ჩემპიონატი სანდაში. სადაც სანდას ფედერაციაში გაერთიანებული საბრძოლო ხელოვნების კლუბების გარდა მონაწილეობას იღებდნენ ათამდე სხვადასხვა ფედერაციისა და სპორტული კლუბების წარმომადგენლები. შეჯიბრებაში მონაწილეობა მიიღო ხრიდოლის გუნდმაც. ხრიდოლის ფედერაციის გუნდიდან, ხუთი ფინალში გავიდა, აქედან ორმა ჩემპიონის ოქროს მედალი დაისაკუთრა. სამი დაეუფლა ვერცხლის მედალს. ჩემპიონები გახდნენ: რომან ხუნდაძე და თორნიკე ფოლადიშვილი. მეორე ადგილები დაიკავეს: გიორგი ავსაჯანიშვილმა, იმედო ჟორჟოლიანმა და არჩილ კაპანაძემ. |
Martkopeli |
Jun 8 2009, 04:20 PM
პოსტი
#343
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 7 რეგისტრ.: 21-May 09 წევრი № 7,019 |
კიდევ ერთი ახალი ამბავი ხრიდოლის საიტიდან:
06.06.2009 "დღეს ხრიდოლის ფედერაციამ ჩაატარა ჩემპიონატი ხევსურულ ფარიკაობაში. ეს უკვე ფარიკაობის რიგით მეცამეტე ტურნირია, მას შემდეგ, რაც ხრიდოლის ფედერაციამ შეიმუშავა ფარიკაობის სპორტული წესები. პირველი ასეთი ასპარეზობა ჩატარდა 1998 წლის გაზაფხულზე. დღევანდელ ტურნირში გამარჯვებულებმა მოიპოვეს მოიპოვეს მემეტეს ტურნირში მონაწილეობის უფლება." |
noemberi |
Jun 9 2009, 11:34 AM
პოსტი
#344
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 4 რეგისტრ.: 28-February 09 წევრი № 6,570 |
კავშირ "ქართული საბრძოლო ხელოვნებასთან" სტუმრად 8 ივნისს ჩამოვიდა ნეშენლ ჯეოგრაფიკის საზოგადოება, კონკრეტულად ვორლდ თრეველის წამყვანები, რომლები ფილმს ამზადებენ ქართული საბრძოლო ხელოვნების შესახებ. გადაღებები ორ ნაწილად შედგა. კავშირი "ქართული საბროლო ხელოვნების" წევრებმა სტუმრებს კანადიდან გააცნეს ის ნაციონალური საბრძოლო სისტემა, რომელიც საუკუნეების მანძილზე აპრობირებული იყო საქართველოში მუშტი-კრივის, ცივი და ხის იარაღის გამოყენებაში.
|
Kabo |
Jun 10 2009, 11:36 AM
პოსტი
#345
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 33 რეგისტრ.: 30-January 08 წევრი № 3,805 |
|
zegardeli |
Jun 12 2009, 03:09 PM
პოსტი
#346
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 198 რეგისტრ.: 9-February 09 წევრი № 6,471 |
ეს მშვილდები რისგანაა დამზადებული?
|
Kabo |
Jun 15 2009, 11:33 AM
პოსტი
#347
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 33 რეგისტრ.: 30-January 08 წევრი № 3,805 |
ხისგან
|
noemberi |
Jun 16 2009, 09:49 PM
პოსტი
#348
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 4 რეგისტრ.: 28-February 09 წევრი № 6,570 |
"ნეშენალ გეოგრაფიკის" საზოგადოება ქართულ საბრძოლო ხელოვნებასთან სტუმრად საქართველოში. საზოგადოება, რომელიც მსოფლიო რეიტინგის მქონე არის თანამედროვე მედია საშუალებებს შორის.
http://www.youtube.com/watch?v=2hYxuLS4XCA |
Kabo |
Jun 17 2009, 10:28 AM
პოსტი
#349
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 33 რეგისტრ.: 30-January 08 წევრი № 3,805 |
|
zegardeli |
Jun 17 2009, 11:01 AM
პოსტი
#350
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 198 რეგისტრ.: 9-February 09 წევრი № 6,471 |
Kabo
ყურმოკვრითა მაქვს გაგონილი, რომ თურმე არსებობდა მშვილდის მოზიდვის(თუ არასწორად ვამბობ შემისწორეთ) ქართული ხერხი მსოფლიოში გავრცელებულ რამოდენიმე ხერხს შორის და მართალია? და თუ შეიძლება ორი სიტყვით გვითხარით ამის შეასხებ. |
B A K A R I |
Jun 21 2009, 01:31 AM
პოსტი
#351
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 31 რეგისტრ.: 2-April 09 მდებარ.: tbilisi წევრი № 6,767 |
Kabo ყურმოკვრითა მაქვს გაგონილი, რომ თურმე არსებობდა მშვილდის მოზიდვის(თუ არასწორად ვამბობ შემისწორეთ) ქართული ხერხი მსოფლიოში გავრცელებულ რამოდენიმე ხერხს შორის და მართალია? და თუ შეიძლება ორი სიტყვით გვითხარით ამის შეასხებ. მშვილდის მოზიდვის ბევრი საშვალება არსებობს... მაგრამ როგორც ასეთი რომ ქართველებს მხოლოს ჩვენთვის დამახასიათებელი მოზიდვის სტილი ქონოდათ ეგრე არ არის... იქიდან გამომდინარე რომ ყველა მებრძოლს თავისებურად უხერხდებოდა მშვოლდის მოზიდვა... ზოგს ირი თითის კომბინაციით ზოგსაც სამსი ზოგსაც ხუთივე თითით.. ასე რომ რაღაც დოგმა არ არსებობს მშვილდის მოზისვის ტექნიკაში... -------------------- სიბრძნე, სიმართლე, ძალა!!!
|
B A K A R I |
Jun 21 2009, 02:33 PM
პოსტი
#352
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 31 რეგისტრ.: 2-April 09 მდებარ.: tbilisi წევრი № 6,767 |
-------------------- სიბრძნე, სიმართლე, ძალა!!!
|
B A K A R I |
Jun 21 2009, 02:54 PM
პოსტი
#353
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 31 რეგისტრ.: 2-April 09 მდებარ.: tbilisi წევრი № 6,767 |
-------------------- სიბრძნე, სიმართლე, ძალა!!!
|
Kabo |
Jun 23 2009, 07:15 AM
პოსტი
#354
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 33 რეგისტრ.: 30-January 08 წევრი № 3,805 |
ციტატა კავშირ "ქართული საბრძოლო ხელოვნებასთან" სტუმრად 8 ივნისს ჩამოვიდა ნეშენლ ჯეოგრაფიკის საზოგადოება, კონკრეტულად ვორლდ თრეველის წამყვანები, რომლები ფილმს ამზადებენ ქართული საბრძოლო ხელოვნების შესახებ. გადაღებები ორ ნაწილად შედგა. კავშირი "ქართული საბროლო ხელოვნების" წევრებმა სტუმრებს კანადიდან გააცნეს ის ნაციონალური საბრძოლო სისტემა, რომელიც საუკუნეების მანძილზე აპრობირებული იყო საქართველოში მუშტი-კრივის, ცივი და ხის იარაღის გამოყენებაში. იხილეთ ნეშენლ ჯეოგრაფიკის ფოტო-რეპორტაჟი საქართველოზე http://www.moderngonzo.com/pics/georgia/georgia.html |
Martkopeli |
Jul 21 2009, 09:10 PM
პოსტი
#355
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 7 რეგისტრ.: 21-May 09 წევრი № 7,019 |
ინფორმაცია ხრიდოლის საიტიდან.
ქართული საბრძოლო ხელოვნების ფედერაცია ხრიდოლი აერთიანებს დამოუკიდებელ სადროშოებს (სპორტულ კლუბებს), რომელთა მიზანია: ქართველთა მხედრული ტრადიციების აღორძინება; ხრიდოლის საბრძოლო სისტემის დანერგვა-განვითარება; ქართული საბრძოლო ხელოვნების მივიწყებული სახეობების აღდგენა-გავრცელება; სპორტული ასპარეზობების მოწყობა საბრძოლო ხელოვნების; ეროვნულ სახეობებში. ფედერაციაში ფუნქციონირებს ქართული ხალხური სიმღერის, ცეკვის და ხალხურ საკრავთა ანსამბლები, რომლებიც მუდმივად მონაწილეობენ ფოლკლორულ ფესტივალებში. ფედერაციაში ფუნქციონირებს ალპინისტური სადროშო, რომელიც მუდმივად ატარებს ლაშქრობებს საქართველოს სხვადასხვა კუთხეში. აწყობს საზაფხულო ბანაკებს, ეწევა ტურისტების დახვედრა-მომსახურებას, აწყობს მათთვის ქართული საბრძოლო ხელოვნების საჩვენებელ გამოსვლებს. www.khridoli.ge ხრიდოლის საბრძოლო სისტემა ხრიდოლი დღეს წარმოადგენს ქართული საბრძოლო ხელოვნების ერთ-ერთ სახეობას. ამ სახელწოდების საბრძოლო ხელოვნება ძველ საქართველოში არ არსებობდა. იოსებ გრიშაშვილის გადმოცემით ხრიდოლი იყო, შერკინების წესი, ერთგვარი დუელი, სადაც გამომწვევი თავს იყენებდა დაჩაგრულ მდგომარეობაში და ცალი ხელით ებრძოდა ორი ხელით მოქმედ მეტოქეს. ხრიდოლში გამომწვევი გამორჩეულ მებრძოლს წარმოადენდა. ამ წესით ბრძოლა, ერთგვარი ოსატოტბის დონის მაჩვენებელიც იყო, რადგან "ხრიდოლის" წესით მებრძოლს უნდა დაემარცხებინა უპირატეს მდგომარეობაში მყოფი მეტოქე და დამარცხების შემთხვევაშიც კი არ დაერღვია ხრიდოლის წესები. ხრიდოლის ბრძოლის წესში ასახულია ქართველობის ისტორია. საუკუნეების განმავლობაში მუდმივად უპირატეს მდგომარეობაში მყოფ მტერთან გვიწევდა ბრძოლა. ნაალაფარით ნაშოვნი სიმდიდრით, ლაშქრის სიმრავლით, უკეთესი შეიარაღებით ცდილობდნენ მსოფლიოს უდიდესი იმპერიები ჩვენს გატეხვას, მაგრამ მაინც ვერავინ აიძულა ქართველი გაჰქცეოდა განსაცდელს, სხვისთვის დაეტოვებინა ღვთისგან ნაბოძები მიწაწყალი. უპირატეს მდგომარეობაში მყოფი მტრის დამარცხება, ღირსების საქმედ ექცა ქართველს. ხრიდოლის ბრძოლის წესის შინაარსიდან გამომდინარე, 1997 წელს, ქართული საბრძოლო სისტემის აღდგენისას, ქართული საბრძოლო ხელოვნების ფედერაცია ხრიდოლის ერთერთმა ჯგუფმა (იბეირლეი მგლები), "ხრიდოლი" გამოიყენა ქართული საბრძოლო სისტემის კრებით სახელწოდებად. ამ სახელის ქვეშ გაერთიანდა ქართული საბრძოლო ხელოვნების ოთხი უძველესი სახეობა: ჭიდაობა, რკენა, კრივი და ფარიკაობა. სისტემის აღდგენისას, მთავარ საფუძვლად გამოყენებული იქნა ქართული ჭიდაობა. "ქართული ჭიდაობისა" და ეთნოგრაფიულად მოძიებული მასალების საფუძველზე, თავდაპირველად აღდგენილი იქნა ქართული ჭიდაობის უძველესი სახეობა "რკენა". "რკენას" ქართული ჭიდაობისგან განასხვავებს იმ ტიპის ფანდები, რომლებითაც შეტევა ხორციელდება ქვედა კიდურებზე. რკენაში აგრეთვე დასაშვებია მტკივნეული და მახრჩობელა ილეთები. შერკინება გრძელდება ჩოქბჯენშიც. იმის გამო რომ ყველაზე მეტი ლიტერატურული და ეთნოგრაფიული მასალა, ჭდაობის ამ სახეობაზე, ხევსურეთის შესახებ არსებულ წყაროებში იქნა აღმოჩენილი, "რკენის" მეორე სახელწოდებად, ხრიდოლის ფედერაციაში, ხევსურული ჭიდაობა იხმარება. "რკენის" შემდეგ, მის საფუძველზე, აღდგენილი იქნა ქართული კრივი. "რკენას" დაემატა დარტყმითი ტექნიკა ხელით და ფეხით. "რკენაში" და "კრივში" ფანდების 90%-ს წარმოადგენს ქართული ილეთები, მაგრამ ხრიდოლის ფედერაციამ აღნიშნულ სახეობებში შემოიტანა, საბრძოლო ხელოვნების საერთაშორისო სახეობებში არსებული ილეთები, რომლებიც არ ეწინააღმდეგება "რკენაში" და "კრივში" არსებულ საასპარეზო წესებს. ხრიდოლის საბრძოლო სისტემაში, მეოთხე სახეობად, ჩართული იქნა "ხევსურული ფარიკაობა". "ქართული ჭიდაობის" მსგავსად, ხრიდოლის ფედერაციას არ დასჭირვებია ფარიკაობის ამ სისტემის აღდგენა, რადგან ისიც ცოცხლად იყო შემონახული ხევსურთა ყოფაში. მოხდა მხოლოდ საასპარეზო წესების შემუშავება. ხრიდოლის სპორტული ასპარეზოებები ქართული საბრძოლო სისტემის აღდგენიდან სამი წლის შემდეგ (2000 წელს), ხრიდოლის ფედერაციის დარბაზის გადაწყვეტილებით, ხრიდოლის საბრძოლო სისტემის დანერგვა სავალდებულო გახდა ფედერაციის ყველა ჯგუფისთვის. შეთანხმდა საერთო სავარჯიშო წესები. საასპარეზო ჩოხად დადგინდა, ქართულ ჭიდაობაში 30-იან წელბამდე არსებული საჭიდაო ჩოხა, მხოლოდ მას დაემატა, ქართული ჩოხისთვის ტრადიციული სახელოები. ჩოხა გაფორმებული იქნა ქართული ორნამენტებით. 1997 წელს, ქართული საბრძოლო სისტემის აღდგენის მომენტიდან, ფედერაციის ჯგუფები ატარებენ შეჯიბრებებს ხრიდოლის ოთხჭიდში. თითოეულ სახეობაში შეჯიბრება ტარდება ცალცალკე, ასაკობრივი ჯგუფებისა და წონითი კატეგორიების მიხედვით. საპრიზო ადგილზე გასული მებრძლები, სასწავლო წლის ბოლოს, მონაწილეობას ღებულობენ მემეტეს ტურნირში, სადაც შეხვედრები ტარდება სამ რაუნდად: პირველ რაუნდში მებრძოლები ეჯიბრებიან ერთმანეთს ჭიდაობაში, მეორე რაუნდში ფარიკაობაში, მესამე რაუნდში კრივში. შერკინების წესები ხრიდოლში საბრძოლო ხელოვნების ის სახეობები, რომლებსაც ხრიდოლი შეისწავლის უძველესია. მათი ფესვები და ბრძოლის წესი რამდენიმე ათასწლეულს ითვლის. თანამედროვე სპორტულ ხრიდოლში, ძველი საბრძოლო სახეობისგან განსხვავებით, ამოღებულია ის ილეთები, რომელთა შესრულება მეტოქის სიცოცხლისათვის საფრთხეს წარმოადგენს. კისრისა და კიდურების მეყსეული მოტეხვა, სხეულის დაუცველ ადგილებში შეტევა. ჭიდაობა ქართულ ჭიდაობაში შერკინება მიმდინარეობს ტრადიციული ჩოხითი. მოქმედება ხდება მხოლოდ დგომში, ჩოქბჯენში ბრძოლის გაგრძელება დაუშვებელია.დაუშვებელია აგრეთვე ხელებით ქვედა კიდურებზე რაიმე საჭიდაო მოქმედება. აკრძალულია მტკივნეული ილეთები და გაგუდვა. არსებული წესები ქართულ ჭიდაობას გამორჩეულ, დახვეწილ იერს აძლევს, რის გამოც ის ჭიდაობის ერთ-ერთ ულამაზეს სახეობადაა მიჩნეული. რკენა ხევსურულ ჭიდაობაში (რკენაში) შერკინება მიმდინარეობს ტრადიციული ჩოხით. მისი ერთ-ერთი სახელწოდებაა `მოშ და მოშ~, რაც მთის კილოზე ხელების შემოხვევით მტკივნეული და მახრჩობელა ილეთების შესრულებას გულისხმობს. დასაშვებია ნებისმიერი ილეთის შესრულება, რომელიც ქართულ ჭიდაობაში ან ჭიდაობის საერთაშორისო სახეობებში არ იკრძალება. ხევსურულ ჭიდაობაში შერკინება გრძელდება ჩოქბჯენში. გარდა ამისა, დასაშვებია როგორც დგომში ასევე ჩოქბჯენში მახრჩობელა და მტკივნეული ილეთების შესრულება, რომლებიც კისრისა და კიდურების მეყსეულ მოტეხვას არ იწვევს. ძველი საბრძოლო წესებით ამ ტიპის ილეთების შესრულება დასაშვები იყო. ქულებით ფასდება შებოჭვაც. კრივი ქართულ კრივში მებრძოლები ქართული ტრადიციული ჩოხით იბრძვიან. ძველ დროს უხელთათმანოდ, ახლა სპეციალური ხრიდოლის ხელთათმანებით. ხრიდოლის ხელთათმანი თითებს არ ფარავს და საშუალებას აძლევს მებრძოლს მეტოქის ჩოხაზე ან ქამარში ხელის ჩავლებით ილეთი შეასრულოს. ბრძოლის დროს დასაშვებია დარტყმების მიყენება მუშტით და ფეხით სხეულის ნებისმიერ მონაკვეთში, აკრძალული ადგილების გარდა. დასაშვებია თავით, მუხლით და იდაყვით სხეულის ნებისმიერ ადგილას შეტევის განხორციელება. დასაშვებია საჭიდაო ილეთების გამოყენება. როგორც დგომში, ასევე ჩოქბჯენში. ასევე დასაშვებია დგომში და ჩოქბჯენში მტკივნეული და მახრჩობელა ილეთების გამოყენება. აკრძალულია დარტყმები საზარდულში, ყელში, კეფაში, ზურგისა და ხერხემლის მიდამოებში, დგომიდან წაქცეულის ცემა. ფარიკაობა ხევსურულ ფარიკაობაში მეტოქეები იბრძვიან ხმლით და პატარა წრიული ფორმის ფარით. ძველ დროში უმცროსი ასაკის მებრძოლები სწავლების პროცესში ხმარობდნენ ხის იარაღს, თანამედროვე სპორტული შეჯიბრებების დროსაც ხრიდოლის მებრძოლები ასევე იყენებენ ხის ფარ-ხმალს. აკრძალულია ხმლის მხრიდან მოქნევა, რადგან, ქართული ადათით, თუ მეტოქე მოსისხლე მტერს არ წარმოადგენს, მებრძოლმა მაჯიდან უნდა მიაყენოს მსუბუქი ჭრილობა და მის სიცოცხლეს გაუფრთხილდეს. თანამედროვე ფარიკაობისას ტრამვის თავიდან აცილების მიზნით ხმლის პირი დარბილებულია სპეციალური დამცავით. ინფორმაცია ჩოხის შესახებ ხრიდოლის საიტიდან. ასე ეცვათ XX საუკუნემდე ქართველ მოჭიდავეებს და მოკრივეებს. ტრადიციით, ასპარეზობის დაწყების წინ, მებრძოლებს სახელოები უნდა დაეკაპიწებინათ და ჩოხის კალთების უკან გაწევით, გამოეჩინათ მკერდი. ასევე ტრადიციად იყო, ჩოხის კალთების უკან შეკვრა. XX საუკუნის 20-იან წლებში ქართული კრივი აიკრძალა, ხოლო ქართული ჭიდაობისთვის, ძველის საფუძველზე. შემუშავებული იქნა სპეციალური საჭიდაო ჩოხა. საჭიდაო ტანსაცმლის აუცილებელ ატრიბუტად დარჩა შარვალი, ჩოხას დაუმოკლდა კალთები, რათა მისი აკეცვა აღარ ყოფილიყო საჭირო და ზედას, იდაყვს ზემოთ, მოაჭრეს სახელოები. ასეთი ჩოხა ხმარებაში იყო 40-იან წლებამდე. 1940 წელს გამოსულ სახელმძღვანელოში შარვალი ამოღებულია ხმარებიდან. როგორც ჩვენთვის ცნობილია ეს იყო საერთო საკავშირო განკარგულება, რომ სპორტში შარვლის მაგივრად ტრუსები უნდა შემოსულიყო ხმარებაში. ამ განკარგულებას შეეწირა ქართული ჭიდაობის შარვალი. ამასთან ერთად დაწესდა ჩოხის უკანა კალთის ახვევა ქამრის საშუალებით, რათა ჩოხას ისეთი ფორმა მიეღო, რომ ტრუსები მთლიანად გამოჩენილიყო. 50-იან წლებში ჩოხას კიდევ უფრო დაუმოკლეს სახელოები და მხრის თავებიც გამოაჩინეს. სამაგიეროდ აღადგინეს ქამრის შეკვრის 40-იან წლებამდე არსებული ფორმა, ჩოხის კალთის ახვევა ქამრის საშუალებით აღარ იყო საჭირო. სამწუხაროდ, შარვლის აღდგენა არ მოხდა ამ პერიოდში. 90-იან წლებში, ქართული საბრძოლო ხელოვნების ფედერაცია ხრიდოლმა, საასპარეზო ჩოხად აღადგინა 40-იან წლებამდე არსებული ჩოხა. მაგრამ ჩოხას აღუდგინა სახელოებიც. ამასთან ერთად, საბრძოლო ჩოხას დაემატა საქილეები და ორნამენტის ფრაგმენტი ხევსურული ტალავარიდან. ხრიდოლის ჩოხა შეკერილია იმავე თარგზე, როგორიც გამოიყენებოდა 40-იან წლებამდე. ხრიდოლის ფედერაციამ ქართულ საასპარეზო ჩოხას აღუდგინა მხოლოდ სახელოები და მოახდინა მისი გაფორმება ქართული ორნამენტით. ეს არის 1935 წელს გამოსული სახელმძღვანელო, სადაც საჭიდაო ჩოხის ატრიბუტად მითითებულია შარვალი. მის გარეკანზე გამოსახულ მოჭიდავეებსაც აჩვიათ შარვალი. ეს სურათები კი აღებულია 1940 წელს გამოცემული სახელმძღვანელოდან. როგორც ხედავთ აქ შარვლები უკვე აღარ აცვიათ ფალავნებს და ქამრის საშუალებით უკანა კალთა ახვეულია. ჯერჯერობით მოჭიდავეებს ჩოხიდან მხრის თავები არ აქვთ გამოჩენილი. ეს სურათები კი აღებულია 1984 წელს გამოცემული ქართული ჭიდაობის სახელმძღვანელოდან. აქ ჩოხის კალთა უკან ქამრის საშუალებით აღარ არის ახვეული, მაგრამ მხრის თავზე კიდევ ერთხელ არის გადაჭრილი ჩოხა. სახელო მთლიანად მოხსნილია და მხართან საკმაოდ დაწვრილებულია ჩოხის საყელო. საკავშირო პარტიული ხელმძღვანელების განკარგულებით, 30-იანი წლების ბოლოს აკრძალული შარვალი არ არის აღდგენილი. XX საუკუნის 90-იან წლებში, ქართული საბრძოლო ხელოვნების ფედერაცია ხრიდოლმა, საასპარეზო ჩოხად, აღადგინა, ქართულ ჭიდაობაში 40-იან წლებამდე არსებული ჩოხა. შარვალი ზუსტად იმავე ტიპისაა, ზედას დაუბრუნდა სახელოები. ჩოხა გაფორმდა ქართული ორნამენტებით. ეს ჩოხა იმავე თარგზეა აჭრილი, რა თარგზეც XX საუკუნეში შეიკერა საასპარეზო ჩასაცმელი მსოფლიოში გავრცელებულ საბრძოლო ხელოვნების სხვადასხვა სახეობებში. ასე იყო გამოჭრილი 20-იან წლებში ქართული საჭიდაო ჩოხაც და ასეთია ხრიდოლის ჩოხაც დღეს. |
guest |
Jul 22 2009, 12:32 PM
პოსტი
#356
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 6,611 რეგისტრ.: 7-June 07 წევრი № 2,127 |
Martkopeli
კარგი ინფორმაციაა და ასევე საინტერესო სურათები. მადლობა |
Kabo |
Jul 27 2009, 07:05 PM
პოსტი
#357
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 33 რეგისტრ.: 30-January 08 წევრი № 3,805 |
|
ნანინა |
Jul 27 2009, 07:21 PM
პოსტი
#358
|
სოფო ჯგუფი: Members პოსტები: 5,621 რეგისტრ.: 8-July 08 მდებარ.: dedaqalaqi წევრი № 5,299 |
გაიხარეთ, მაგრები ხართ
-------------------- იყავი ის, რაც ხარ!!!
|
Kabo |
Jul 28 2009, 03:53 PM
პოსტი
#359
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 33 რეგისტრ.: 30-January 08 წევრი № 3,805 |
აფხაზეთ-ჯიქეთი და ჰერეთი, ლაზეთი და ტაო-კლარჯეთი, დვალეთი და ლორე, ეს სუყველა ქართულია, ქართველთ ოფლით, ქართველთ სისხლით, ქართველთ ძვლებით, გაპოხილი საქართველო. სხვაც ბევრი გვაქვს დაკარგული, სხვაც ბევრი გვაქვს წაგლეჯილი, სხვაც ბევრი გვაქვს აღსადგენი, ქართველთ კერა-სახლი საქართველო. |
Kabo |
Aug 12 2009, 03:02 PM
პოსტი
#360
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 33 რეგისტრ.: 30-January 08 წევრი № 3,805 |
უყურეთ კავშირის "ქართული საბრძოლო ხელოვნება" დოკუმენტურ-პუბლიცისტურ ფილმს
"შავფაროსნები" http://www.myvideo.ge/?video_id=587087\ |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 25th April 2024 - 03:18 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი