IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

> ნატვრები, ყოველკვირეულად განახლდება I პოსტი
ნათია
პოსტი Sep 14 2007, 04:24 PM
პოსტი #1


Miss invisible
***

ჯგუფი: მოდერატორ-ფინანსისტი
პოსტები: 18,669
რეგისტრ.: 28-February 07
წევრი № 1,224



#41
მიშიკო მჭედლიძე, 14 წლის. თბილისი, ვაჟა-ფშაველას მეორე კვარტალი, მე-19 კორპ. ბინა#4 ტელ: 32 53 42

ჩემი დიდი ნატვრაა, მქონდეს მობილური ტელეფონი, რომელიც ჩემს კლასში ყველას აქვს. ჩემი მშობლები ასაკოვნები და უმუშევრები არიან და ტელეფონის ყიდვის საშუალება არ აქვთ. ძალიან გთხოვთ, ამისრულეთ ეს ნატვრა. წინასწარ გიხდით დიდ მადლობას.




ელენე ლეჟავა, 4 წლის. თბილისი, ქ. ჩოლოყაშვილის პირველი კვარტალი. მე-5 კორპ. ბინა#3 ტელ: 74 94 58

ჩემი ნატვრაა დიდი და ლამაზი ბარბის სახლი, რომლითაც ვითამაშებ ჩემს პატარა დაიკოსთან ერთად. Gგთხოვთ, ამისრულეთ ნატვრა.




ზია შუბლაძე, 44 წლის. წყალტუბო, გ.ტაბიძის 1ა/5 ტელ: L2 45 46

ჩემი ნატვრაა, მქონდეს ფეხის საკერავი მანქანა. M მადლობელი ვიქნები, თუ ამ ნატვრას ამისრულებთ.



ნინო შაფაქიძე, 15 წლის. ოზურგეთის რაიონი სოფ. ვაკიჯვარი. ტელ: 898 62 90 47

ჩემი ნატვრაა, მქონდეს მობილური ტელეფონი. ვარ ობოლი, მზრდიან ბიძა და ბიცოლა. მალე 16 წელი შემისრულდება. არასოდეს არ მიმიღია საჩუქარი. როგორც ყველა მოზარდს, მეც მინდა მქონდეს ტელეფონი, რომელიც დღემდე ჩემი აუსრულებელი ნატვრაა. თუ ვინმე ტელეფონს მაჩუქებს, ჩემი ცხოვრების მანძილზე მისი მადლობელი ვიქნები.




ილია ბუხრაძე, 12 წლის. თბილისი, კახეთის გზატკეცილი, 34ბ. ტელ: L77 15 74

ძალიან, ძალიან გთხოვთ მობილურ ტელეფონს ჩემი ძმისთვის, რომელსაც 8 აგვისტოს 14 წელი უსრულდება. ღმერთი გაგახარებთ ჩვენი გახარებისთვის. Gგულისფანცქალით ველოდებით ტელეფონის ზარს. Gმადლობთ რომ არსებობთ.




ნაუმი ლიპარტელიანი, 61 წლის. რუსთავი. Mმე-17 მ/რ. მე-8 კორპ. Bბინა #44 ტელ: 18 36 39

ვარ მეორე I ჯგუფის ინვალიდი. Mმყავს სამი შვილი. Eერთი ბავშობიდან ინვალიდია. 21- ე საუკუნეში ოჯახში არავითარი ტექნიკური საშუალება არ გვაქვს. აAრც ტელევიზორი, არც მაცივარი, არც სარეცხი მანქანა... თუ დაგვეხმარებით, მადლობლები ვიქნებით.. ღმერთი იყოს თქვენი და ჩვენი მფარველი.





--------------------
პატიოსნება ჩვენი დროის ჭეშმარიტი არისტოკრატიზმია!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
 
Closed TopicStart new topic
გამოხმაურებები
ნათია
პოსტი Nov 9 2007, 12:01 AM
პოსტი #2


Miss invisible
***

ჯგუფი: მოდერატორ-ფინანსისტი
პოსტები: 18,669
რეგისტრ.: 28-February 07
წევრი № 1,224



ელენე ხარაძე, 53 წლის. თბილისი, ვაჟა-ფშაველას #99, ტელ: 31 51 22

ვრეცხავ და ვრეცხავ, მთელი დღე ვრეცხავ, ვრეცხავ ხელით და ძალიან მიჭირს, სახლში მოხუცი დედა, პატარა შვილი და ავად მყოფი მეუღლე მყავს. სარეცხი ბევრი მაქვს და ვრეცხავთ მე და ჩემი პატარა შვილი დღისით. ღამით კი ვოცნებობთ სარეცხ მანქანაზე, იქნებ მოწყდეს ვარსკვლავი და აგვისრულდეს ნატვრა.

ციტატა

ასრულებულია ჩვენი ანონიმი ფორუმელის მიერ!
სოფიო ოთარაშვილი, 18 წლის, თბილისი, მიზნიაშვილის ქ.#35 ტელ: 96 68 00


ვარ სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი ოჯახის წევრი, მყავს მძიმე ავადმყოფი, I ჯგუფის ინვალიდი უსინათლო დედა. წარჩინებული მოსწავლე წელს სტუდენტი გავხდი. მუდამ ვოცნებობ და გულით მსურს მობილური ტელეფონი, რომ უნივერსიტეტში წასულმა ხშირად ვაკონტროლო დედის ჯანმრთელობის მდგომარეობა. გთხოვთ ამისრულოთ ნატვრა და ამით შემიმსუბუქოთ დარდი.



თამთა ვარდანაშვილი, 8 წლის. თბილისი, სანზონა III ა კორპ. ტელ; 855 627 917

ორი წელია დედას მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეში სხვადასხვა უფასო წრეებზე დავყავარ. წელსაც ძალიან მინდა გავაგრძელო სწავლა, მაგრამ დედა ვეღარ მატარებს მეტროთი მგზავრობის გაძვირების გამო. ძალიან გთხოვთ მაჩუქოთ მეტროს ერთწლიანი სამგზავრო. წინასწარ გიხდით მადლობას.


ბახვა კუნჭულია, 75 წლის. ლანჩხუთი, სოფ. ლესა. ტელ: 893 25 69 89

ვარ II ჯგუფის ინვალიდი, პენსიონერი, ყოფილი პედაგოგი, მაქვს ქვედა კიდურების გადაგვარება. გადაადგილება შემიძლია მხოლოდ ორი ყავარჯნით. არ მაქვს ტელევიზორი და ჩემი ნატვრა და სურვილია მქონდეს ფერადი ტელევიზორი.


რევაზ ხუხუნაშვილი, 81 წლის. გარდაბანი. ტელ: 899 13 71 86

ვარ ომის ვეტერანთან გათანაბრებული პენსიონერი, მეუღლე შრომის ვეტერანი, ამჟამად ავადმყოფია, ლოგინს მიჯაჭვული. შეუღლებიდან შეგვისრულდა 50 წელი. უსახსრობის გამო იუბილე ვერ გადავიხადეთ. დიასახლისობა მე მაკისრია და მიჭირს გაძღოლა. მქონდა სარეცხი მანქანა და გაფუჭდა. ვნატრობ მის შეცვლას ახლით. ველი თქვენს ყურადღებას. ღმერთი იყოს თქვენი მფარველი. მადლობა ყურადღებისათვის.


ნიკოლოზ ბედიაშვილი, 8 წლის, თბილისი, გლდანის VII მკ/რ, კორპ.XII, VI სადარბაზო. ბინა 129.

ვარ ხუთოსანი, მაქვს ნატვრა მყავდეს ველოსიპედი, თუ ამ ნატვრას ამისრულებთ, ძალიან ბედნიერი ვიქნები. ღმერთი გფარავდეთ.


ციტატა
გიორგი რაზმაძე, 59 წლის. თბილისი, ჩიქოვანი-ბალანჩივაძის ქ#22; ტელ: 33 34 41 (ასრულებულია)

დიდი ხანი შეყვარებული ვარ გია ყანჩელის მუსიკაზე. ვეძებ თბილისის ბევრ მაღაზიასა თუ ბაზრობაზე, მაგრამ ამაოდ. გთხოვთ მაშოვნინოთ (მზად ვარ ფულიც გადავიხადო) სიმფონიურ მუსიკა კასეტებზე და DVD-ზე. გიხდით მადლობას.


დიანა სეხნიაშვილი, 26 წლის, ხაშური, ქვიშხეთი. ტელ: 8 99 22 54 63

გამარჯობათ, ვარ 27 წლის ახალგაზრდა გოგონა, მყავს მეუღლე და 1 შვილი. ძალიან მინდა მქონდეს მტვერსასრუტი, რომ უფრო სწრაფად და ხარისხიანად მოვიყვანო სახლი წესრიგში ყოველდღიურად, თორემ სამსახურთან ერთად დროში ძალიან ვიზღუდები. წინასწარ დიდ მადლობას მოგახსენებთ.


მიშიკო ცხადაია, 14 წლის, ფოთი, ლერმონტოვის #15. ტელ: 2 89 21

ნატვრის თვალო, ნატვრის თვალო,
კეთილო და საოცარო,
რა იქნება ჩემი ნატვრაც
ფერიამდე მიიტანო.
დამეხმარეთ, ჩემს დედიკოს
ავუხდინო ოცნება _
მაცივარზე ისე ნატრობს
სიზმარშიც ელანდება.
წინასწარ გიხდი მადლობას.


როზა კვიტატიანი, 54 წლის, ქუთაისი, ტელ: 855 16 17 37

14 წელია ვნატრობ, მქონდეს მაცივარი. ვარ აფხაზეთიდან დევნილი, II ჯგუფის ინვალიდი. მეუღლეც II ჯგუფის ინვალიდია. მყავს შვილები და შვილიშვილები. ოჯახში ვცხოვრობთ ექვსი სული _ ყველა უმუშევარი. ვცხოვრობთ საერთო საცხოვრებელში. გთხოვთ, ამიხდინოთ ნატვრა. წინასწარ გიხდით დიდ მადლობას. ღმერთი იყოს თქვენი მფარველი.


აკაკი მიქანაძე, 16 წლის, თბილისი, წერნაკის შესახვევი. #1ბ, ტელ: 77 10 59

ვარ იტალიის უდიდესი ფანი, მიყვარს ყველაფერი, რაც კი იტალიურია(თუნდაც ის რაიმე უაზრო იყოს); ძალიან მინდა ის კასეტა, სადაც ჩაწერილი იქნება 2006 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალური მაჩტი. სად არ ვეძებე და მოვიკითხე, მაგრამ ვერსად მივაგენი ასეთ კასეტას. ძალიან ძალიან გთხოვთ და გევედრებით, მიშოვნოთ ეს კასეტა. წინასწარ გიხდით მადლობას! ღმერთი გფარავდეთ!


--------------------
პატიოსნება ჩვენი დროის ჭეშმარიტი არისტოკრატიზმია!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

პოსტი ამ თემაში
ნათია   ნატვრები   Sep 14 2007, 04:24 PM
ნათია   #19 მაია ღაღაშვილი...   Sep 20 2007, 08:40 PM
ნათია   ეკატერინე თევდორა...   Sep 27 2007, 06:38 PM
ნათია   ნინა ბირკაია, 86 ...   Oct 4 2007, 05:47 PM
ნათია   გიორგი ახალკაცი, 6 წ...   Oct 12 2007, 02:50 PM
ნათია   ავთო გაგუა 11 წლის, ქ....   Oct 18 2007, 03:35 PM
ნათია   გიორგი ბუგიანაშვი...   Oct 27 2007, 04:00 PM
ნათია   ვახტანგ მკერვალიშ...   Nov 1 2007, 07:45 PM
ნათია   ელენე ხარაძე, 53 წლი...   Nov 9 2007, 12:01 AM
ნათია   ლაშა შენგელია, 16 წლ...   Nov 16 2007, 10:27 PM
ნათია   ლედი მენაბდე, 8 წლის...   Nov 23 2007, 12:29 AM
ნათია   თინანო და თეკლა ძა...   Dec 4 2007, 11:16 PM
ნათია   ლელა კავლელიშვილი,...   Dec 5 2007, 11:41 PM
ნათია   ირმა გელაშვილი, 35 წ...   Dec 12 2007, 10:12 PM
ნათია   დავით ღუზარაული, 8 წ...   Dec 21 2007, 12:26 PM
ნათია   გვანცა მარტიაშვილ...   Dec 27 2007, 09:10 PM
ნათია   დარეჯან მურადაშვ...   Jan 3 2008, 03:38 PM
ნათია   ლაშა და გიორგი ტალ...   Jan 16 2008, 01:53 PM
ნათია   #18 ჟუჟუნა ხუხუა, 70 წლ...   Jan 30 2008, 04:52 PM
ნათია   მაია, 42 წლის. თბილის...   Feb 19 2008, 10:19 PM
ნათია   #21 ელენე იმედაძე 41 წ...   Feb 26 2008, 04:58 PM
ნათია   #22 ნუცა მიქიაშვილი,...   Mar 4 2008, 01:22 PM
ნათია   #23 ბაჩანა ცალუღელა...   Mar 12 2008, 01:09 PM
ნათია   #24 სალომე ზვიადაძე,...   Mar 18 2008, 10:36 PM
ნათია   #25 შალვა კამლაძე, 19 წ...   Mar 25 2008, 07:14 PM
ნათია   #26 ლევან მაისურაძე,...   Apr 1 2008, 08:50 PM
ნათია   #27 ადამია ალექსანდ...   Apr 9 2008, 11:46 AM
ნათია   #28 მზია კვარაცხელი...   Apr 15 2008, 09:36 PM
ნათია   #29 ნიკოლოზ გიორგაძე...   Apr 22 2008, 10:23 PM
ნათია   # 30 დათო რევაზიშვილ...   Apr 29 2008, 04:00 PM
ნათია   #31 ნატო ტალიაშვილი, ...   May 7 2008, 11:05 AM
ნათია   #32 დათო მაზიაშვილი...   May 13 2008, 05:48 PM
ნათია   #33 თამარ ბექაური, 18 წ...   May 20 2008, 03:13 PM
ნათია   #34 თამარ წერეთელი, 9 ...   May 27 2008, 11:16 PM
ნათია   #35 მარინა გოგობერი...   Jun 10 2008, 11:37 PM
ნათია   #36 გიორგი კეთილაძე, ...   Jun 18 2008, 09:57 PM
ნათია   #37 ქეთი მუხაძე, 11 წლი...   Jun 27 2008, 11:37 PM
ნათია   #38 ნანი ლომიძე, 71 წლ...   Jul 5 2008, 06:33 PM
ნათია   #39 გვანცა ბროლაშვი...   Jul 8 2008, 04:50 PM
ნათია   #40 თიკა ფონჯავიძე, 10...   Jul 15 2008, 02:38 PM
ნათია   PM მომივიდა ამ თემიდ...   Mar 18 2010, 10:20 PM


Closed TopicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 21st May 2024 - 06:55 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი