თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

მართლმადიდებლური ფორუმი _ საქართველოს ისტორია _ პ ა ტ რ ი ო ტ ი ზ მ ი

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 19 2013, 01:29 PM

პატრიოტიზმი (ბერძნ. πατρίς, სამშობლო) — დადებითი განწყობა საკუთარი სამშობლოს მიმართ, სამშობლოს სიყვარული.“


ჩემი სამშობლო გაგიჟებით მიყვარს...

ეს მძაფრი განცდა ყველაზე მეტად მაშინ დამუფლებია, როცა სხვა ქვეყნიდან ჩამოვსულვარ და პირველ რიგში ქართული ჰაერი ჩამისუნთქავს...

უსიტყვოდ, დაუფიქრებლად დავთმობდი მისთვის სიცოცხლეს...

ყველა დაკარგული კუთხე-კუნჭული ისე ძალიან, ისე ძალიან მტკივა, რომ მათზე უბრალო სტატიის წაკითხვაც კი მეძნელება...

ჩემი აზრით, პატრიოტიზმის განცდა ადამიანთან ერთად იბადება და გარდაცვალების მერე იმ სამყაროშიც მიყვება...

თავად ქრისტესაც უზომოდ უყვარდა თავისი სამშობლო და ამით მაგალითი მოგვცა...

რას ნიშნავს თქვენთვის პატრიოტიზმი და როგორ ფიქრობთ, რა დოზით გაქვთ? smile.gif

ვისაუბროთ ამ თემაზე...

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 19 2013, 01:40 PM

„ადამიანი, ყოველი ჩვენგანი, უნდა იყოს საკუთარი ცის, საკუთარი მიწის, საკუთარი სამშობლოს სისხლი სისხლთაგანი და ხორცი ხორცთაგანი. თუ ადამიანი გრძნობს ამას, იგი არის გამგრძელებელი იმ გზისა, რომლითაც მოვიდნენ ჩვენი წინაპრები დღემდე, ეს იმას ნიშნავს, რომ სწორ გზაზეა.“

/ილია II/


პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 20 2013, 01:28 PM

„სამშობლო შენში იმდენია, რასაც შეძლებ და მოერევი, რამდენსაც დაიტევ.“

/მწერალი მარიამ წიკლაური/


პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 26 2013, 02:21 PM

„სამშობლო, ესაა ენა ქართული, ესაა სული ჩვენი დიდებული წინაპრებისა, ათასობით წმიდა მოწამისა, მეფეთა, კათოლიკოს-პატრიარქთა, ღირსთა და ღმერთშემოსილთა მამათა და დედათა; ესაა ჩვენი უთვალავი ტაძრები და მონასტრები, ჩვენი სიწმიდენი, ხელოვნება, არქიტექტურა, მშენებლობა, ესაა ჩვენი ხასიათი და აზროვნების წესი. ესაა ჩვენი წარსული, აწმყო და მომავალი“.

/ილია II/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 4 2013, 01:10 PM

"-როგორ ბრძანდებით, უწმინდესო?
-როგორც საქართველოა...“

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 13 2013, 12:55 PM

სამშობლო უფრო მეტად გაჭირვება და ტკივილია, ვიდრე დალხინება და დღესასწაული.

/ნოდარ დუმბაძე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 10 2014, 01:20 PM

"სამშობლოს მტრებს დახვედრა უნდა, მაგრამ პირადი მტერი, ჩვენგან უნდა იყოს ყველა პატიებული, რადგან მიტევებაზე გადის ჩვენი ზღვარი".

/მამა ილია ჩიკვაიძე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 11 2014, 03:06 PM

''მშობლიურ თოვლის ფიფქადაც არ ღირს,
სხვის ქვეყანაში რაც უთოვლია".

პოსტის ავტორი: G_saxva თარიღი: Feb 11 2014, 03:59 PM

marine
ავტორი?

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 11 2014, 04:14 PM

ციტატა(G_saxva @ Feb 11 2014, 04:59 PM) *

marine
ავტორი?


არ ვიცი, გიო, FB-ზე იყო და ძალიან მომეწონა... rolleyes.gif

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 20 2014, 01:30 PM

"ერთხელ და სამუდამოდ შევეშვათ კუთხურობას და გავერთიანდეთ".

საშინლად მტკენს გულს, როცა საუბარში მოვისმენ ხოლმე, ერთი კუთხის ქართველი სხვა კუთხის ქართველს როგორ აკნინებს და ამბობს, რომ არ უყვარს... sad.gif

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 17 2014, 09:45 PM

„წმინდა ფილარეტ მოსკოველი ბრძანებდა: „გიყვარდეს მტერი შენი, ებრძოლე შენი სამშობლოს მტრებს და გძაგდეს უფლის მტრები“.

პოსტის ავტორი: sanfol თარიღი: Oct 27 2014, 01:43 PM

გადამეტებული პატრიოტიზმი კარგს არაფერს მოგვიტანს

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 27 2014, 02:30 PM

ციტატა(sanfol @ Oct 27 2014, 02:43 PM) *

გადამეტებული პატრიოტიზმი კარგს არაფერს მოგვიტანს


როგორია "გადამეტებული პატრიოტიზმი"?

პოსტის ავტორი: sanfol თარიღი: Oct 27 2014, 04:24 PM

ციტატა(marine @ Oct 27 2014, 02:30 PM) *

როგორია "გადამეტებული პატრიოტიზმი"?

როცა შანსი მოგეცემა დააღწიო სიღარიბეს და შენ ოჯახსაც უშველო შენ თავსაც და კიდევ ვინ იცის რამდენს არ უნდა წახვიდე უცხოეთში? მამაჩემი მოიქცა ასე მერე პატრიოტიზმმა შეაწუხა და ჩამოვიდა 2000 წლის მერე სახლში ნივთი არ უყუდია მგონი და დღეს ვალებში დაცურავს, რო ვეღარაფერს შველის იმ აზრამდე მივიდა, რომ ნათლობის ჯვარი გაყიდოს, მაგრამ კიდევ კარგი გადავაფიქრებინეთ ოჯახის წევრებმა. მითხარი სადამდე შეიძლება მიიყვანოს ადამიანი პატრიოტიზმმა? განა ქვეყანას იმით უფრო არ დაეხმარები, რომ მძიმე ტვირთად არ დააწვები და წახვალ? თუმცა თუ წახვედი იქ რა თქმა უნდა არ უნდა დაივიწყო ენა, მამული, სარწმუნოება.

არ დაგვავიწყდეს ასევე სავლეს მაგალითი, რომელიც უდიდესი პატრიოტი იყო და რასაც ავალბედნენ ასრულებდა არც უფიქრია, რომ რაიმე არასწორს აკეთებდა და ქვეყნის წინაშე გამართლებული იყო, მაგრამ ღმერთის წინაშე არა.

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 27 2014, 06:41 PM

ციტატა(sanfol @ Oct 27 2014, 05:24 PM) *

როცა შანსი მოგეცემა დააღწიო სიღარიბეს და შენ ოჯახსაც უშველო შენ თავსაც და კიდევ ვინ იცის რამდენს არ უნდა წახვიდე უცხოეთში? მამაჩემი მოიქცა ასე მერე პატრიოტიზმმა შეაწუხა და ჩამოვიდა 2000 წლის მერე სახლში ნივთი არ უყუდია მგონი და დღეს ვალებში დაცურავს, რო ვეღარაფერს შველის იმ აზრამდე მივიდა, რომ ნათლობის ჯვარი გაყიდოს, მაგრამ კიდევ კარგი გადავაფიქრებინეთ ოჯახის წევრებმა. მითხარი სადამდე შეიძლება მიიყვანოს ადამიანი პატრიოტიზმმა? განა ქვეყანას იმით უფრო არ დაეხმარები, რომ მძიმე ტვირთად არ დააწვები და წახვალ? თუმცა თუ წახვედი იქ რა თქმა უნდა არ უნდა დაივიწყო ენა, მამული, სარწმუნოება.

არ დაგვავიწყდეს ასევე სავლეს მაგალითი, რომელიც უდიდესი პატრიოტი იყო და რასაც ავალბედნენ ასრულებდა არც უფიქრია, რომ რაიმე არასწორს აკეთებდა და ქვეყნის წინაშე გამართლებული იყო, მაგრამ ღმერთის წინაშე არა.


მამაშენის პრობლემა, მე ვფიქრობ რომ, პატრიოტიზმთან არაა დაკავშირებული...

მე პირადად, ოჯახის საყვარელი წევრი შინ მირჩევნია მყავდეს, ჩემ გვერდით, ვიდრე შორს ჩემგან... მირჩევნია მატერიალურად მაკლდეს, მაგრამ საყვარელი ადამიანი გვერდით იყოს ჭირსა თუ ლხინში...

პოსტის ავტორი: sanfol თარიღი: Oct 27 2014, 07:14 PM

marine
არა ზუსტად ეგაა რაც დავწერე შანსიც ქონდა წაეყვანა ოჯახი მარა არ მოიქცა მასე პირიქით ჩამოსვლა ამჯობინა

საქართველო რაღაც შემოსაზღვრული ტერიტორია არ არის რო ვუყურებ ქვეყანა რა არის თუ არა ხალხი, რომელიც გაჭირვებაში სულს ღაფავს მართლა შემომაწვება ხოლმე პატრიოტიზმი, მაგრამ რაც არ უნდა იყოს ამა ქვეყნის გადამეტებული პატრიოტიზმი არ შეიძლება. არ დაგვავიწყდეს სატანამ დაანახა ქრისტეს მთელი ქვეყნიერება, რომელიც მისთვის იყო გადაცემული თუკი სატანას ეკუთვნის ქვეყნიერება მაშ რაღას მივტირით?, თუმცა მე მაინც აქ ვაპირებ დარჩენას არ ვაპირებ ქვეყანა საჯიჯგნად დავუტოვო გარე თუ შიდა ხილულ თუ უხილავ მტრებს

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 27 2014, 09:51 PM

ციტატა(sanfol @ Oct 27 2014, 08:14 PM) *

marine
არა ზუსტად ეგაა რაც დავწერე შანსიც ქონდა წაეყვანა ოჯახი მარა არ მოიქცა მასე პირიქით ჩამოსვლა ამჯობინა

საქართველო რაღაც შემოსაზღვრული ტერიტორია არ არის რო ვუყურებ ქვეყანა რა არის თუ არა ხალხი, რომელიც გაჭირვებაში სულს ღაფავს მართლა შემომაწვება ხოლმე პატრიოტიზმი, მაგრამ რაც არ უნდა იყოს ამა ქვეყნის გადამეტებული პატრიოტიზმი არ შეიძლება. არ დაგვავიწყდეს სატანამ დაანახა ქრისტეს მთელი ქვეყნიერება, რომელიც მისთვის იყო გადაცემული თუკი სატანას ეკუთვნის ქვეყნიერება მაშ რაღას მივტირით?, თუმცა მე მაინც აქ ვაპირებ დარჩენას არ ვაპირებ ქვეყანა საჯიჯგნად დავუტოვო გარე თუ შიდა ხილულ თუ უხილავ მტრებს


როგორც ჩანს შენ გსურს რომ სამშობლო დატოვო და სხვაგან იცხოვრო, პრობლემა კი ამაშია და არა მამაშენში... თუ შენ ქვეყანაში და შენ თავში არ ხარ ბედნიერი, სხვაგან, სადაც არ უნდა წახვიდე, ვერსად იპოვი ბედნიერებას... პრობლემები შენშია და არა "გადამეტებულ პატრიოტიზმში"...

შენ ჯერ პატარა ხარ და გგონია, რომ უცხო ქვეყანაში რომ ჩახვალ, ოქრო-ვერცხლს დაგიყრიან ფეხებთან... არა, ჩემო კარგო, იქ შენ და შენს მშობლებს მოგიწევთ, ბოდიში და, ვირივით, დამამცირებლად შრომა... თუმცა, ალბათ, ჯობია ერთხელ მაინც გასცდე სამშობლოს საზღვრებს და მერე მიხვდე, თუ რას ნიშნავს პატრიოტიზმი smile.gif

პოსტის ავტორი: sanfol თარიღი: Oct 28 2014, 01:10 PM

ციტატა(marine @ Oct 27 2014, 09:51 PM) *

როგორც ჩანს შენ გსურს რომ სამშობლო დატოვო და სხვაგან იცხოვრო, პრობლემა კი ამაშია და არა მამაშენში... თუ შენ ქვეყანაში და შენ თავში არ ხარ ბედნიერი, სხვაგან, სადაც არ უნდა წახვიდე, ვერსად იპოვი ბედნიერებას... პრობლემები შენშია და არა "გადამეტებულ პატრიოტიზმში"...

შენ ჯერ პატარა ხარ და გგონია, რომ უცხო ქვეყანაში რომ ჩახვალ, ოქრო-ვერცხლს დაგიყრიან ფეხებთან... არა, ჩემო კარგო, იქ შენ და შენს მშობლებს მოგიწევთ, ბოდიში და, ვირივით, დამამცირებლად შრომა... თუმცა, ალბათ, ჯობია ერთხელ მაინც გასცდე სამშობლოს საზღვრებს და მერე მიხვდე, თუ რას ნიშნავს პატრიოტიზმი smile.gif

ალბათ მართალი ხართ საკმარისად პატრიოტი არ ვარ, თუმცა მე ეს არ დამიწერია მსურს გავცდე თქო უბრალოდ შანსი თუ მომეცემა ჩემი პროფესიით ვიმუშაო და არა ვირივით მაშინ რა უნდა ვქნა არ ვიცი რა უკეთესია სამშობლოსთვის აქ მოვკვდე თუ სხვაგან შრომით მივაღწიო წარმატებას და შემდეგ ჩემი მიღებული გამოცდილება სამშობლოს მოვახმარო ისევ და ისევ?

რაც დავწერე სახარებისეული მაგალითები ამას ნელ-ნელა ვგრძნობ ჩვენი ქვეყანა მართულია გარე ძალებიდან და ვერაა დამოუკიდებელი სხვაგვარად არ დაგვიწესებდნენ აიდი ბარათებს შემდეგი ნაბიჯი რა იქნება? 100 ათასი კაცი აწერდა ხელს არ გვინდა აიდი ბარათიო და მაინც გვაძალებენ სამწუხაროდ მეც გამოუვალ მდგომარეობაში ვიყავი და მეც მაქვს აიდი ბარათი. ეს, რომ ანტიქრისტეს ბეჭედი ყოფილიყო წარმოგიდგენიათ რა მოხდებოდა? ნელნელა ამისკენ მივდივართ სამშობლო ხსნის გარანტია არ არის, ალბათ არ ხართ თქვენ საქართველოში დიდი ხანი ნამყოფი თორემ გეცოდინებოდათ, რომ ბოლო 25 წელია აქ უცხოელების, პიდარასტების და ათეისტების დამცველებითაა სავსე ქვეყანა აბორტი სრულად ლეგალიზებულია. მართლმადიდებლების უფლებები ნელ-ნელა იზღუდება

გადამეტებულ პატრიოტიზმში კი სწორედ ის ვიგულისხმე სავლეს მაგალითი, რომელსაც ბრმად უყვარდა სამშობლო და არც კი წარმოედგინა, რომ რაიმე ცუდს ჩადიოდა. ბრმად პატრიოტიზმი არას გვარგებს

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 28 2014, 01:26 PM

ციტატა(sanfol @ Oct 28 2014, 01:10 PM) *

ალბათ მართალი ხართ საკმარისად პატრიოტი არ ვარ, თუმცა მე ეს არ დამიწერია მსურს გავცდე თქო უბრალოდ შანსი თუ მომეცემა ჩემი პროფესიით ვიმუშაო და არა ვირივით მაშინ რა უნდა ვქნა არ ვიცი რა უკეთესია სამშობლოსთვის აქ მოვკვდე თუ სხვაგან შრომით მივაღწიო წარმატებას და შემდეგ ჩემი მიღებული გამოცდილება სამშობლოს მოვახმარო ისევ და ისევ?



მე მაინც ვფიქრობ, რომ ადამიანმა თავისი პოტენციალი სამშობლოს უნდა მოახმაროს...

ციტატა



რაც დავწერე სახარებისეული მაგალითები ამას ნელ-ნელა ვგრძნობ ჩვენი ქვეყანა მართულია გარე ძალებიდან და ვერაა დამოუკიდებელი სხვაგვარად არ დაგვიწესებდნენ აიდი ბარათებს შემდეგი ნაბიჯი რა იქნება? 100 ათასი კაცი აწერდა ხელს არ გვინდა აიდი ბარათიო და მაინც გვაძალებენ სამწუხაროდ მეც გამოუვალ მდგომარეობაში ვიყავი და მეც მაქვს აიდი ბარათი. ეს, რომ ანტიქრისტეს ბეჭედი ყოფილიყო წარმოგიდგენიათ რა მოხდებოდა? ნელნელა ამისკენ მივდივართ სამშობლო ხსნის გარანტია არ არის, ალბათ არ ხართ თქვენ საქართველოში დიდი ხანი ნამყოფი თორემ გეცოდინებოდათ, რომ ბოლო 25 წელია აქ უცხოელების, პიდარასტების და ათეისტების დამცველებითაა სავსე ქვეყანა აბორტი სრულად ლეგალიზებულია. მართლმადიდებლების უფლებები ნელ-ნელა იზღუდება



პატრიოტიზმთან რა შუაშია?

ციტატა

ალბათ მართალი ხართ საკმარისად პატრიოტი არ ვარ, თუმცა მე ეს არ დამიწერია მსურს გავცდე თქო უბრალოდ

გადამეტებულ პატრიოტიზმში კი სწორედ ის ვიგულისხმე სავლეს მაგალითი, რომელსაც ბრმად უყვარდა სამშობლო და არც კი წარმოედგინა, რომ რაიმე ცუდს ჩადიოდა. ბრმად პატრიოტიზმი არას გვარგებს


სულიერი სიბრმავისგან ღმერთმა დაგიფაროს smile.gif

პოსტის ავტორი: lingvo თარიღი: Oct 28 2014, 02:16 PM

სამშობლო როგორც უფალი, ერთია ქვეყანაზედა...

ვფიქრობ სამშობლოს ფასი აქვს მხოლოდ უფლის მიერ. თუ სამშობლოს სიყვარული არაა ქრისტესმიერი, ანუ არ ეფუძვნება და არ მომდინარეობს ღმრთის სიყვარულიდან მაშინ მახინჯდება და იღებს უკიდურეს ფორმებს. სამშობლოს ღირებულების უგულებელყოფიდან - მის გაკერპებამდე.

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 28 2014, 02:44 PM

ციტატა(lingvo @ Oct 28 2014, 02:16 PM) *

სამშობლო როგორც უფალი, ერთია ქვეყანაზედა...

ვფიქრობ სამშობლოს ფასი აქვს მხოლოდ უფლის მიერ. თუ სამშობლოს სიყვარული არაა ქრისტესმიერი, ანუ არ ეფუძვნება და არ მომდინარეობს ღმრთის სიყვარულიდან მაშინ მახინჯდება და იღებს უკიდურეს ფორმებს. სამშობლოს ღირებულების უგულებელყოფიდან - მის გაკერპებამდე.


mpua.gif

ყველაზე დიდი პატრიოტი ქრისტე იყო wub.gif და მას მივბაძოთ...

პოსტის ავტორი: sanfol თარიღი: Oct 28 2014, 02:50 PM

marine

ციტატა
მე მაინც ვფიქრობ, რომ ადამიანმა თავისი პოტენციალი სამშობლოს უნდა მოახმაროს...

გეთანხმები რადგან მე აქ დავიბადე ესეიგი ასე იყო საჭირო. ბევრი რამეა ქვეყანაში შესაცვლელი შემთხვევით არაფერი ხდება ყველამ უნდა ვიღვაწოდ. დღეს დღეობით იდეალური გარემოა ვისაც დახმარების სურვილი აქვს ამ ქვეყანაში ბევრ კარგ რამეს გააკეთებს არა მარტო მატერიალურად სტერეოტიპების დანგრევითაც რითაც სავსეა საქართველო.
ციტატა
პატრიოტიზმთან რა შუაშია?

ხშირად მსმენია/წამიკითხავს როგორიცაა ისეთი უნდა გვიყვარდეს სამშობლო, ადამიანი, საკუთარი თავი და ასე შემდეგ არადა არაა ასე ბევრი რამეა გამოსასწორებელი არ შეიძლება შეგუება ამ მდგომარეობასთან. მაინტერესებს ამ კითხვაზე პასუხი ქვეყნიერება სატანასთვისაა გადაცემული თუ არა? წუთისოფლის სიყვარული/პატრიოტიზმი ვერ მექნება თუ ამ კითხვას არ გავცემ პასუხს გამარკვიეთ თუ შეიძლება
ციტატა
სულიერი სიბრმავისგან ღმერთმა დაგიფაროს

გაიხარეთ

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 28 2014, 02:52 PM

ციტატა(sanfol @ Oct 28 2014, 02:50 PM) *

marine

გეთანხმები რადგან მე აქ დავიბადე ესეიგი ასე იყო საჭირო. ბევრი რამეა ქვეყანაში შესაცვლელი შემთხვევით არაფერი ხდება ყველამ უნდა ვიღვაწოდ. დღეს დღეობით იდეალური გარემოა ვისაც დახმარების სურვილი აქვს ამ ქვეყანაში ბევრ კარგ რამეს გააკეთებს არა მარტო მატერიალურად სტერეოტიპების დანგრევითაც რითაც სავსეა საქართველო.

ხშირად მსმენია/წამიკითხავს როგორიცაა ისეთი უნდა გვიყვარდეს სამშობლო, ადამიანი, საკუთარი თავი და ასე შემდეგ არადა არაა ასე ბევრი რამეა გამოსასწორებელი არ შეიძლება შეგუება ამ მდგომარეობასთან. მაინტერესებს ამ კითხვაზე პასუხი ქვეყნიერება სატანასთვისაა გადაცემული თუ არა? წუთისოფლის სიყვარული/პატრიოტიზმი ვერ მექნება თუ ამ კითხვას არ გავცემ პასუხს გამარკვიეთ თუ შეიძლება

გაიხარეთ


სამშობლო ისეთი უნდა მიიღო, როგორიც არის და თუკი რამის გამოსწორება გინდა, შენი საკუთარი თავით დაიწყე... შენი ნაკლოვანებები გამოასწორე...

პოსტის ავტორი: sanfol თარიღი: Oct 28 2014, 02:55 PM

lingvo
როგორაა 1 სამშობლო? თვითონ სიტყვა გვეუბნება სა-მშობლო მშობელი ვინაა თუ არა დედა პირველ რიგში. პაპაჩემს დედა უკრაინელი ყავდა, მამა ქართველი და მაინც 1 სამშობლო აქვს?

ციტატა(marine @ Oct 28 2014, 02:52 PM) *

სამშობლო ისეთი უნდა მიიღო, როგორიც არის და თუკი რამის გამოსწორება გინდა, შენი საკუთარი თავით დაიწყე... შენი ნაკლოვანებები გამოასწორე...

ნამდვილად თუმცა ვერ დაიჯერებთ იმდენი ზეგავლენის სფეროა შექმნილი როცა პატარა ვიყავი იმას ვაკეთებდი რასაც სხვა საბედნიეროდ ახლა მეტი თავისუფლება მაქვს და წესჩვეულებებს ნელ-ნელა ვაღწევ თავს თუმცა დიდია ზეგავლენა ქვეყნისა ჩემზე

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 28 2014, 02:58 PM

ციტატა(sanfol @ Oct 28 2014, 02:55 PM) *


ნამდვილად თუმცა ვერ დაიჯერებთ იმდენი ზეგავლენის სფეროა შექმნილი როცა პატარა ვიყავი იმას ვაკეთებდი რასაც სხვა საბედნიეროდ ახლა მეტი თავისუფლება მაქვს და წესჩვეულებებს ნელ-ნელა ვაღწევ თავს თუმცა დიდია ზეგავლენა ქვეყნისა ჩემზე


რას გულისხმობ თავისუფლებაში? მე ვიცი, რომ თავისუფლება არის არა ის, რაც მოგეხასიათება რომ აკეთო, არამედ იმის გაკეთება, რაც უფლის წინაშეა სწორი.

პოსტის ავტორი: sanfol თარიღი: Oct 28 2014, 03:45 PM

ციტატა(marine @ Oct 28 2014, 02:58 PM) *

რას გულისხმობ თავისუფლებაში? მე ვიცი, რომ თავისუფლება არის არა ის, რაც მოგეხასიათება რომ აკეთო, არამედ იმის გაკეთება, რაც უფლის წინაშეა სწორი.

ჭიაკოკონობაზე არ ყოფილხართ "ეშმაკის განდევნაზე"? ან საკლავი არ დაგიკლავთ? პირველზეც ნამყოფი ვარ და მეორესაც შევასრულებდი ალბათ ვეგეტარიანელი, რომ არ ვყოფილიყავი ათასგვარი სტერეოტიპია სტერეოტიპების ქვეყანაში ვცხოვრობთ ქრისტეს ახალი ადამიანის დაბადება სურდა და მაინც ძველისკენ მივექანებით (ჩვენი ძველი კი წარმართულია). ვერ დაიჯერებთ რამდენი ცრურწმენა არსებობს ჯერ მარტო ეკლესიურ საკითხებში და ახლა პირად ცხოვრებაში ხო საერთოდ ყველა კაცი უნდა იყოს ქალებში ნამყოფი, თუ მოსაკლავად დაგდევენ ჯობს პოლიციაში არ დარეკო და კაცად მოკვდე და მეზარება ახლა ჩამოთვლა საზოგადოების გავლენა დიდია და საზოგადოება ქმნის ქვეყანას სადაც გაიზრდები ისეთი მენტალიტეტი გექნება ადამიანს, მე კი ეს არ მსურს. 18 წლის გავხდი და ახლა მაინც არ მინდა ვიღაცის გავლენის სფერო ვიყო და რასაც მეტყვის უსიტყვოდ ვასრულებდე მე მართლა მჯეროდა მარტივად რაღაცეების რასაც სხვა აკეთებდა მეც იმას ვაკეთებდი, მაგრამ მინდა შევწყვიტო ჩემ თავში ეს ყველაფერი პირველ რიგში და შემდეგ ოჯახში, საზოგადოებაში და ა.შ.

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 28 2014, 04:12 PM

ციტატა(sanfol @ Oct 28 2014, 03:45 PM) *

ჭიაკოკონობაზე არ ყოფილხართ "ეშმაკის განდევნაზე"? ან საკლავი არ დაგიკლავთ? პირველზეც ნამყოფი ვარ და მეორესაც შევასრულებდი ალბათ ვეგეტარიანელი, რომ არ ვყოფილიყავი ათასგვარი სტერეოტიპია სტერეოტიპების ქვეყანაში ვცხოვრობთ ქრისტეს ახალი ადამიანის დაბადება სურდა და მაინც ძველისკენ მივექანებით (ჩვენი ძველი კი წარმართულია). ვერ დაიჯერებთ რამდენი ცრურწმენა არსებობს ჯერ მარტო ეკლესიურ საკითხებში და ახლა პირად ცხოვრებაში ხო საერთოდ ყველა კაცი უნდა იყოს ქალებში ნამყოფი, თუ მოსაკლავად დაგდევენ ჯობს პოლიციაში არ დარეკო და კაცად მოკვდე და მეზარება ახლა ჩამოთვლა საზოგადოების გავლენა დიდია და საზოგადოება ქმნის ქვეყანას სადაც გაიზრდები ისეთი მენტალიტეტი გექნება ადამიანს, მე კი ეს არ მსურს. 18 წლის გავხდი და ახლა მაინც არ მინდა ვიღაცის გავლენის სფერო ვიყო და რასაც მეტყვის უსიტყვოდ ვასრულებდე მე მართლა მჯეროდა მარტივად რაღაცეების რასაც სხვა აკეთებდა მეც იმას ვაკეთებდი, მაგრამ მინდა შევწყვიტო ჩემ თავში ეს ყველაფერი პირველ რიგში და შემდეგ ოჯახში, საზოგადოებაში და ა.შ.


შენი სიტყვებით ჩანს, რომ სამშობლოთი კმაყოფილი არ ხარ... მთელი დედამიწა რომ შემოიარო იდეალურ ქვეყანას ვერსად ნახავ... ქვეყანა, სადაც უფალმა დაგბადა და სამშობლოდ გარგუნა, შეიყვარე როგორიც არის და თუკი რამე არ მოგწონს, ისევ გავმეორდები, დაიწყე შენი თავის გამოსწორებით smile.gif

პოსტის ავტორი: sanfol თარიღი: Oct 28 2014, 05:03 PM

ციტატა(marine @ Oct 28 2014, 04:12 PM) *

შენი სიტყვებითა ჩანს, რომ სამშობლოთი კმაყოფილი არ ხარ... მთელი დედამიწა რომ შემოიარო იდეალურ ქვეყანას ვერსად ნახავ... ქვეყანა, სადაც უფალმა დაგბადა და სამშობლოდ გარგუნა, შეიყვარე როგორიც არის და თუკი რამე არ მოგწონს, ისევ გავმეორდები, დაიწყე შენი თავის გამოსწორებით smile.gif

გეთანხმებით smile.gif

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 28 2014, 05:04 PM

ციტატა(sanfol @ Oct 28 2014, 05:03 PM) *

გეთანხმებით smile.gif


იხარე smile.gif rolleyes.gif

პოსტის ავტორი: sanfol თარიღი: Oct 28 2014, 05:10 PM

აქვე მინდა შევეხო ერთ საკითხს, სამშობლოსათვის სიკვდილი და მანამდე მტრის მოკვლა რამდენად მართებულია? ომები სულ ხდებოდა და ალბათ მომავალშიც მოხდება და სავარაუდოდ შეიძლება მოგიწიოს ადამიანის მოკვლაც რთულია ჯარისკაცის/მებრძოლის ხვედრი ერთის მხრივ ცოდვას ჩაიდენს მეორეს მხრივ კი გადაარჩენს უმწეოებს

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 28 2014, 05:12 PM

ციტატა(sanfol @ Oct 28 2014, 05:10 PM) *

აქვე მინდა შევეხო ერთ საკითხს, სამშობლოსათვის სიკვდილი და მანამდე მტრის მოკვლა რამდენად მართებულია? ომები სულ ხდებოდა და ალბათ მომავალშიც მოხდება და სავარაუდოდ შეიძლება მოგიწიოს ადამიანის მოკვლაც რთულია ჯარისკაცის/მებრძოლის ხვედრი ერთის მხრივ ცოდვას ჩაიდენს მეორეს მხრივ კი გადაარჩენს უმწეოებს


სამშობლოსთვის სიკვდილი გმირობაა... წმინდანობისკენ გადადგმული ნაბიჯი...

მტრის მოკვლა კი, მართლმადიდებლური ეკლესიის სწავლებით, ცოდვად არ ითვლება, რამეთუ იცავ შენს სამშობლოს, შენს ერს, შენს ოჯახს...

პოსტის ავტორი: sanfol თარიღი: Oct 28 2014, 05:18 PM

ციტატა(marine @ Oct 28 2014, 05:12 PM) *

სამშობლოსთვის სიკვდილი გმირობაა... მტრის მოკვლა კი, მართლმადიდებლური ეკლესიის სწავლებით, ცოდვად არ ითვლება, რამეთუ იცავ შენს სამშობლოს, შენს ოჯახს...

მართლა? ეს არ ვიცოდი და თუ უბრალო ჩხუბში მოგიწია ამის გაკეთება თუ მაინდამაინც ბრძოლაში არ ითვლება ცოდვად? და კიდევ ერთი როცა სხვის ტერიტორიაზე ხარ მაშინ რა ხდება? აი მაგალითად ავღანეთში, რომ არიან ახლა ბიჭები ან დღეს, რომ მე მომინდეს ერაყში წასვლა და იქ ხალხის დაცვა ბრძოლით ეს მართებული იქნება?

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 28 2014, 05:31 PM

ციტატა(sanfol @ Oct 28 2014, 05:18 PM) *

მართლა? ეს არ ვიცოდი და თუ უბრალო ჩხუბში მოგიწია ამის გაკეთება თუ მაინდამაინც ბრძოლაში არ ითვლება ცოდვად? და კიდევ ერთი როცა სხვის ტერიტორიაზე ხარ მაშინ რა ხდება? აი მაგალითად ავღანეთში, რომ არიან ახლა ბიჭები ან დღეს, რომ მე მომინდეს ერაყში წასვლა და იქ ხალხის დაცვა ბრძოლით ეს მართებული იქნება?


პოლიტიკური კუთხით არ შემიძლია ავღანეთზე საუბარი... თუმცა, მე მაინც გმირებად მიმაჩნია ჩვენი ბიჭები, რამეთუ სიცოცხლეს სასწორზე დებენ...

პოსტის ავტორი: sanfol თარიღი: Oct 28 2014, 05:59 PM

ციტატა(marine @ Oct 28 2014, 05:31 PM) *

პოლიტიკური კუთხით არ შემიძლია ავღანეთზე საუბარი... თუმცა, მე მაინც გმირებად მიმაჩნია ჩვენი ბიჭები, რამეთუ სიცოცხლეს სასწორზე დებენ...

პოლიტიკური არა რელიგიური კუთხით მაინტერესებს გამართლებულია სხვის ტერიტორიაზე ბრძოლა სამშობლოსათვის, ოჯახისათვის, უმწეოთათვის, ღმერთისათვის?

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 28 2014, 11:12 PM

ციტატა(sanfol @ Oct 28 2014, 06:59 PM) *

პოლიტიკური არა რელიგიური კუთხით მაინტერესებს გამართლებულია სხვის ტერიტორიაზე ბრძოლა სამშობლოსათვის, ოჯახისათვის, უმწეოთათვის, ღმერთისათვის?


მე მხოლოდ ის შემიძლია გითხრა, რომ საქართველოს ისტორიაში არის მომენტები, როცა ქართველები სხვა ქვეყანაში, სხვათა ინტერესების გამო იბრძოდნენ...

რელიგია ალბათ იწყნარებს ამას, რადგან, მაგალითად ავღანეთში, ჩვენს მეომრებს მართლმადიდებელი მოძღვარი ყოველთვის თან ყავთ...

პოსტის ავტორი: sanfol თარიღი: Oct 29 2014, 12:10 PM

ციტატა(marine @ Oct 28 2014, 11:12 PM) *

მე მხოლოდ ის შემიძლია გითხრა, რომ საქართველოს ისტორიაში არის მომენტები, როცა ქართველები სხვა ქვეყანაში, სხვათა ინტერესების გამო იბრძოდნენ...

რელიგია ალბათ იწყნარებს ამას, რადგან, მაგალითად ავღანეთში, ჩვენს მეომრებს მართლმადიდებელი მოძღვარი ყოველთვის თან ყავთ...

დაახლოებით გავიგე მადლობა პასუხებისთვის, თუ კიდე ვინმემ დაწვრილებით იცის რამე დაწეროს არ მოერიდოს

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 29 2014, 12:59 PM

ციტატა(sanfol @ Oct 29 2014, 12:10 PM) *

დაახლოებით გავიგე მადლობა პასუხებისთვის


მადლობა შენ ინტერესისთვის smile.gif

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 1 2014, 08:51 PM

"თითოეულმა ჩვენგანმა უნდა გავაანალიზოთ, რომ ვემსახურებით მაღლა ღმერთს და დაბლა სამშობლოს".

/ბოლნელი ეპისკოპოსი ეფრემი (გამრეკელიძე)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 6 2014, 12:17 PM

"ყველა კაცმა იქ უნდა იცხოვროს, სადაც ღმერთმა განუჩინა".

/ღირსი მაკარი ოპტელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 15 2014, 08:46 PM

"მამული ერთია, კაცი მრავალი, მამულის ღალატი ღვთის ღალატია".

/მამა ილია ჩიკვაიძე/

"ბერი თუ ძლიერია, სახელმწიფოც ძლიერია".

/არქიმანდრიტი ისაია (გოგიბერიძე)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 18 2014, 04:11 PM

"ძალიან კარგია უცხოეთში, მაგრამ სამშობლო ყველაფერს სჯობია".

/ილია II/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 26 2014, 08:23 PM

"გაბრიელ ბერს საქართველოს ყოველი გოჯი, ყოველი მისხალი სტკიოდა.

როცა საქართველოზე დარდი მოაწვებოდა, მომვლელ მონაზონს დაუძახებდა და თხოვდა - "იავნანა" იმღერეო.

ეს სევდიანი სიმღერა ერის ტკივილებთან აბრუნებდა და ძლიერ განიცდიდა.

- ვაი იმ ბერსა და მონაზონს, ვისაც თავისი ერის სატკივარი არა სტკივა! - ამბობდა ხშირად".


/"თქვენი სიცოცხლე - ჩემი სიცოცხლეა"/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 27 2014, 07:17 PM

" - მე ვკვდები სიხარულით, რადგან ღირსი გავხდი საქართველოს სამსხვერპლოზე ზვარაკად მიტანისა. ჩემი სიკვდილი გამარჯვებას მოუტანს საქართველოს!"-

27 ნოემბერი კოტე აფხაზის დაბადების დღეა wub.gif


პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 27 2014, 09:43 PM

უფალი და სამშობლო - ამ ორ უმთავრეს საწყისზე დააფუძნონ თავიანთი ცხოვრება, და თუ ეს ასე იქნება, მათზე გადმოვა მადლი და წყალობა ღმრთისა, მათი ცხოვრება სათნო იქნება უფლისთვის!
ღმერთს ებარებოდეთ!
ღმერთს ებარებოდეს სრულიად საქართველო!

/მიტროპოლიტი იობი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 25 2014, 10:43 PM

ჩემს არეულ– დარეულ,
უპატრონო,
ძალაგამოცლილ,
დაგლეჯილ,
მიტოვებულ
გაცვლილ–გასხვისებულ,
გასაცოდავებულ,
ორგულობითა თუ უგულობით
გაყიდულ,
მაგრამ მაინც, ყველაზე
საყვარელ,
თბილ და
მადლიან
ს ა ქ ა რ თ ვ ე ლ ო შ ი
მინდა!!!

/ნანა მეფარიშვილი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 28 2014, 01:32 PM

"სამშობლო და ადამიანი ერთმანეთისათვის დიდი ძალაა"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 29 2014, 11:03 AM

"საქართველო სათაყვანებელ საგნად მექცა. სამშობლოდან ღმერთამდე კი ერთი ციცქნა ნაბიჯია; ვისაც სამშობლო უყვარს, ღმერთიდ უყვარს".

/მარინე კაჭარავა/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 14 2015, 08:30 PM

"ერთხელ მკითხეს, რას ნიშნავს თქვენთვის სამშობლო? და მე ვუპასუხე:

- მე არ ვიცი, მე ვარ სამშობლოში, თუ სამშობლოა ჩემში!"

/ილია მეორე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 3 2015, 07:20 PM

"ჩემი სული ღმერთს ეკუთვნის, გული - სამშობლოს და სხეულს რაც გინდათ, ის უყავით".

/წმ. ამბროსი აღმსარებელი (ხელაია)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 5 2015, 01:05 PM

[ისტორიკოს] "ლევან სანიკიძეს ძალიან უყვარდა ალექსანდრე მაკედონელი. ერთხელ, როცა ლექციაზე თქვა, მსგავსი პიროვნება მსოფლიომ არ იცისო, ერთმა სტუდენტმა მიმართა: მე ვიცი ასეთი კაციო. ვინო, - ჰკითხა ლექტორმა.

- მამაჩემიო. ლევანი ამბობდა, რა გადააშენებს იმ ქვეყანას, სადაც შვილი ასე აფასებს მამასო.

ახლა ტრადიციები ზოგს სასაცილოდ მიაჩნია".

/აგული სოხაძე, ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორი
"საპატრიარქოს უწყებანი" N1, 2015 გვ. 15/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 10 2015, 06:18 PM

"მე ასე მგონია, უსამშობლობის განცდაზე დიდი უბედურება პიროვნებისათვის არ არსებობს"

/მარიამ წიკლაური/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 23 2015, 08:47 PM

"უგულებელყოფა წარსულისა, საკუთარი წინაპრებისა და ისტორიისა, ადამიანში შობს უგვარტომო, უსამშობლო, მონურ ფსიქოლოგიას. აქედან გამომდინარე კი უფრო მეტი მნიშვნელობა ენიჭება ოჯახის ცნების შემეცნების სრულფასოვნებას, როგორც სამშობლოს პირველსაფუძველსა და საწყისს.

დიდი დატვირთვა აქვს ცნებას "სამშობლო". თავის ღრმა მნიშვნელობით, იგი წმინდა სამების ღვთაებრივ განგებულებასთან გვაკავშირებს"

"ადამიანის სამშობლო ოჯახიდან იწყება"

/დეკ. აკაკი მელიქიძე

"კარიბჭე" N 4, 2015/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 24 2015, 10:55 PM

"ყოველი ადამიანის საზრუნავი, უპირველეს ყოვლისა, სამშობლო უნდა იყოს და არა ის, თუ რა ჭამოს და რა სვას; რადგან თუკი ადამიანი სამშობლოს კეთილდღეობაზე იზრუნებს, მას ღმერთი არაფერს მოაკლებს.

ადამიანის საფიქრალი უნდა იყოს ის, თუ რისთვის მოვიდა ამქვეყნად და არ უნდა აკეთოს სამშობლოსთვის!"

/ილია II/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 1 2015, 10:23 PM

"ჩვენი ერის დიდი ნაწილი სხვადასხვა მიზეზის გამო ეკლესიაში იშვიათად ან საერთოდ არ დადის. მთელი საქართველოსთვის თქვენ უნდა ილოცოთ, საქართველოს თქვენი იმედი აქვს"

/ილია II/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 4 2015, 07:52 PM

"არავინ იფიქროს, თუ ადამიანი ქართველია, თითქოს მას უფრო მეტად უყვარს საქართველო, ვიდრე ჩვენს ქვეყანაში მცხოვრებ სხვა ეროვნების მქონე ადამიანებს. ჩვენ, ყველას ერთად, ძალიან გვიყვარს ჩვენი საყვარელი სამშობლო! ქართველი ადამიანი სიცოცხლეს სწირავდა და სწირავს სამშობლოს კეთილდღეობისთვის".

/ილია II

"საპატრიარქოს უწყებანი" N7, 2015/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 18 2015, 10:59 PM

"ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ მიწიერი ცხოვრება ეტაპია. მთავარი იქაა, ჩვენი სამშობლო იქაა, დიდი საქართველო იქაა"

/ილია II/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 21 2015, 09:51 PM

"მიწიერი ყოფა და სამშობლო კი იმიტომ გვიწყალობა ღმერთმა, რომ სიყვარულის ცხოველსმყოფელი ძალით ზეციური სამშობლო დავიმკვიდროთ"

/დეკ. აკაკი მელიქიძე

"კარიბჭე" N6, 2015 გვ. 47/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 24 2015, 08:49 PM

"სამშობლოს სიყვარული ცხოვრების წესმა უნდა ჩამოგიყალიბოს. მასთან მთლიანობის განცდა ბავშვობიდან უნდა გდევდეს თან. და თუ ეს განცდა არ გაქვს, მაშინ აღარ ხარ იმ მიწის ნაწილი, რომელსაც შენი სამშობლო ჰქვია".

/დეკ. კონსტანტინე ხუროძე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 30 2015, 09:10 PM

"დამოუკიდებელი და თავისუფალი სახელმწიფოს მშენებლობა მხოლოდ ზნეობრივად მაღალ ერს შეუძლია, რომელიც სულს ხორცზე მაღლა აყენებს და ეროვნული იდეალების გამარჯვებისთვის მზადაა ხორციელი იწროება და მატერიალური გასაჭირი მადლობით დაითმინოს"

/"ქრისტიანული ეკლესიის ისტორია" გვ. 400/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 30 2015, 09:59 PM

"ჩვენი დროის ათი მცნება

გამოჩენილმა ქართველმა მწერალმა მიხეილ ჯავახიშვილმა ეს შეგონებანი ათი წლის ქალიშვილს - ქეთევანს დაუწერა 1924 წელს. მას შემდეგ კარგი ხანი გავიდა, მაგრამ მწერლის შეგონებებს დღემდე არ დაუკარგავს დიდი ზნეობრივი ძალა და მამულიშვილური სულისკვეთება. თქვენც გაეცანით მათ და ცხოვრების მიზნად დაისახეთ.

1. შენ ხარ მარადიული, განუყრელი და ერთგული წევრი და მსახური შენი მშობელი საქართველოსი.

2. შენი სამშობლოს მტერი შენი პირადი მტერია, ხოლო მისი მეგობარი შენი პირადი მეგობარი.

3. ყველაფერი, რაც გაქვს და გექნება, შენი სიცოცხლეც კი, შენს მამულს ეკუთვნის. შენ ხარ მისი მუდმივი მოვალე და განუყრელი შვილი.

4. მიეცი მას წრფელი გულით ყოველივე და ისიც მოგცემს ყოველივეს.

5. მაინც მუდმივ მხოლოდ შენი თავის იმედი იქონიე. ისე იცხოვრე, ვითომ ამქვეყნად არც მოვალე გყოლია და არც მშველელი.

6. განაგე თავი შენი და დაუმორჩილე გონებას შენი ჟინი, კერპი გული და ურჩი სურვილები.

7. გზის გაკვლევა და გამარჯვება შეიძლება მხოლოდ შრომით და პატიოსნებით. ზარმაცობა, ცუღლუტობა, სიცრუე და სიყალბე ადამიანს ადრე თუ გვიან უეჭველად დაღუპავენ.

8. სანამ საკუთარ ფეხზე არ დამდგარხარ, მშობლებს ყველაფერი დაუჯერე. იმათ შენთვის მხოლოდ სიკეთე უნდათ, ჯერჯერობით საკუთარ ჭკუის, ჟინს და გულის ზრახვას ნუ აჰყვები.

9. თავმოყვარეობა შეიძინე და შენი თავის ფასი ისწავლე, მაგრამ ნუ გადააჭარბებ, არ გაამაყდე.

10. ბოლოს და ბოლოს, ყოველივეს სჯობია სამი რამ: პირველი შრომა, მეორე შრომა და ისევ შრომა.

ზემოთნათქვამი დაიხსომე და შეითვისე".

/ჟურნალი "ლამპარი" N2, 2015, გვ. 9/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 31 2015, 02:13 PM

"ძალიან გამიჭირდა. ორი ლექცია გადაბმულად ძლივს ჩავატარე.
აუდიტორიაში სტუდენტი იჯდა ზაქათალადან. მას არ დავასახელებ, პრობლემა რომ არ შეექმნას.

თვალს ვერ ვუსწორებდი, უჩვეულოდ გულწრფელად და დაუფარავად ისაუბრა. ქართველობა და ქრისტიანობა რომ ენატრება, უნივერსიტეტშიც იმიტომ ჩააბარა.

სურვილი აქვს მოინათლოს, მაგრამ იცის, რომ ,,მის" ქვეყანაში მოღალატედ გამოაცხადებენ. ამისთვისაც მზად არის, ოღონდ ჩვენი მხრიდან იგრძნოს მხარდაჭერა, დაინახოს ის, რომ ასეთ გმირებზე ჩვენი ქვეყანა ზრუნავს და ფიქრობს.

გაუხარდა, ჩვენი პრეზიდენტი მარნეულში აზერბაიჯანელების დღესასწაულს რომ დაესწრო, ყურადღება და ერთი თბილი სიტყვა მასაც მოუნდა. იქ ადვილად იცხოვრებს, ქართველობაზე რომ საბოლოოდ თქვას უარი, მაგრამ ვერ უღალატებს წინაპრების ძვლებს.

სხვის დასანახად დადის მეჩეთში, გულში კი ქრისტე ჰყავს. ალაზნის გამოღმა საქართველოს ვერ ვგრძნობ, როცა გაღმა ობლად დარჩენილი, შორეული იმედის მოლოდინში, ერთი შეუმჩნეველი ქართველი უფრო მეტი საქართველოა..."

/მამა პეტრე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 19 2015, 04:29 PM

"დღეს საქართველო მრავალი გამოწვევის წინაშე დგას. ჩვენ პატარა ქვეყანა ვართ და არ შეგვწევს ძალა, მტერი მოვიგერიოთ.

არც ეკონომიკურად ვართ მზად, არც იარაღით და არც რიცხობრივად. გარშემო კი ამხელა ტიტანებია - თურქეთი, რუსეთი და სხვა სახელმწიფოები.

გეოპოლიტიკურად ისეთი მდებარეობა გვაქვს, ქრისტე რომ არ გვიცავდეს, ამდენ ხანს გადაგვყლაპავდნენ, იმდენად დაუცველები ვართ.

რაშია ჩვენი გადარჩენის საიდუმლო? ვის შევეკრათ - ნატოს? ცხადია, ეს არავითარ ხეირს არ დაგვაყრის. ვერც რუსეთს შევეკვრებით, რადგან, ბოლოს და ბოლოს, ხომ დავრწმუნდით, რომ არც ესაა გადარჩენა.

ევროინტეგრაციისაკენ ჩვენი სწრაფვა კარგს არაფერს გვიქადის, თანაც ისეთი მიმბაძველები ვართ, მიწიერი სამოთხის იმიტაციას თუ შეგვიქმნიან, მაშინვე დავივიწყებთ ტრადიციებს და ჩვენგან აღარც ქართველი დარჩება და აღარც ევროპელი.

მაშ, რა გადაგვარჩენს? - ჩვენი ძალა და გადარჩენა მხოლოდ ჯვარია. თუ ცხოველსმყოფელი ჯვრის ძალას ვიწამებთ, და ქრისტესმიერი, ჯვარცმული სიყვარულით შევიყვარებთ ერთმანეთს, ეს გახდება ჩვენი გადარჩენის წინაპირობა, ამაშია ყველაზე დიდი ძალა.

ეს სიყვარული არ უნდა გვესმოდეს, როგორც დიადი გრძნობა და ემოციის გამოხატვა, თუნდაც პოზიტიურისა, ეს სიყვარული საკუთარ თავზე გამარჯვებით და ქრისტეს აბსოლუტური შემეცნებით მოდის.

მტერი ადამიანის ტვინმა, ჩვენმა წარმოდგენებმა შექმნეს, მთავარია, ჩვენი გრძნობების მტრობა შევძლოთ"

/მამა გურამ ოთხოზორია

"კარიბჭე" N8, 2015, გვ. 38/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 12 2015, 04:11 PM

"გამორჩეული იყო პატრიოტული გზნებით"

/"კარიბჭე" N10, 2015, გვ. 30/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 13 2015, 06:56 PM

"ამ ურთულეს დროში, საქართველო უნდა იყოს ანთებული სანთელი, რომელიც გზას გაუნათებს არა მხოლოდ ქართველს, არამედ ყველა ეროვნების ადამიანს"

/ილია II/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 26 2015, 03:31 PM

“ზვიად გამსახურდია და მერაბ კოსტავა მთლიანობაში უბედნიერესი ადამიანები იყვნენ, რადგან ერთი დღეც არ უცხოვრიათ საქართველოზე ფიქრის გარეშე. ეს რაინდები მხოლოდ ღმერთის და სამშობლოს წინაშე იხრიდნენ მუხლს. ზვიადმა და მერაბმა გამოაღვიძეს და ფეხზე დააყენეს მთელი ქართველი ერი. ეს ისეთი ფაქტია, რომლის უარყოფა მტერსაც კი არ შეუძლია“

/ვალტერ შურღაია/
/FB/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 26 2015, 07:25 PM

"მამულიშვილის გვირგვინი სამშობლოს სამსხვერპლოზე ჰკიდია"

/„საეკლესიო კალენდარი ყოველდღიური საკითხავებით“ 2012, გვ.206/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 6 2015, 03:31 PM

ქართველები, რომლებიც ისტორიამ მოღალატეებად შერაცხა

საქართველოს ისტორიაში მუდმივად იყვნენ ადამიანები, რომლებიც, ნებით თუ უნებლიედ, ისტორიამ მოღალატეებად შერაცხა. მათი უმეტესობა პირადი მდგომარეობის გაუმჯობესებისკენ ისწრაფვოდა, მათმა ქმედებებმა კი საბოლოო შედეგი გამოიღო და ისტორიამ ისინი მოღალატეებად შერაცხა. ისტორიკოსებს ხალხისა და ისტორიის მიერ შერაცხული მოღალატეების დასახელება ვთხოვეთ.

კახაბერ ყორღანაშვილი

ის ერთ-ერთია, ვისი სახელიც ისტორიამ მოღალატის სტატუსით შემოინახა. მასზე არაერთი გასამასხარავებელი ლექსია ხალხის მიერ შექმნილი. მათ შორის ყველაზე ცნობილია: "ყორღანას ძეს ქარაფიდან, ხელი ჰკრეს და გადაფრინდა".
1569 წელს ქართველთა და ყიზილბაშთა ლაშქარს შორის ფარცხისთან ბრძოლა გაიმართა. ირანის შაჰმა განჯაში შაქისა და ყარაბაღის ლაშქარი შეკრიბა, დაიქირავა საშამხლოს რაზმები და საქართველოში გაგზავნა ქართლის მეფის სვიმონ I-ის წინააღმდეგ. მოღალატე აზნაური კახაბერ ყორღანაშვილი მტერს გზაზე მიეგება და მეგზურად წაუძღვა. მიუხედავად მტრის სიჭარბისა, ქართველებმა მტერი დაამარცხეს, თუმცა ბრძოლის დროს სვიმონ მეფე მოწყდა პირად დაცვას, რაც არ გამოეპარა კახაბერ ყორღანაშვილს და ყიზილბაშებს მეფის ვინაობა ამცნო, მათ კი სვიმონ მეფე შეიპყრეს. დატყვევებული სვიმონი, საკუთარმა ძმამ, დაუდ-ხანმა შაჰ-თამაზთან გააგზავნა და შემდგომ მთელი 10 წელი ალამუთის ციხეში ტყვეობაში გაატარა.

იასე ფალავანდიშვილი

ადამიანი, რომელმაც 1832 წლის შეთქმულება გასცა, რაც მეცხრამეტე საუკუნის ეროვნულ-განმათავისუფლებელ მოძრაობაში მნიშვნელოვანი მოვლენა იყო. პეტერბურგსა და მოსკოვში იძულებით გადასახლებული ქართველ ბატონიშვილთა ოჯახები ვერ შეურიგდნენ თავიანთ ხვედრს და ბაგრატიონთა სამეფო ტახტის აღდგენისათვის დაიწყეს ბრძოლა. შეთქმულების ხელმძღვანელ ბირთვს სოლომონ დოდაშვილი, ელიზბარ ერისთავი, ალექსანდრე ორბელიანი და იასე ფალავანდიშვილი წარმოადგენდნენ. შეთქმულება დიდხანს და საფუძვლიანად მზადდებოდა. აჯანყება 1832 წლის დეკემბერში უნდა დაწყებულიყო. რუსეთის მაშინდელმა იმპერატორმა ნიკოლოზ პირველმა შეთქმულებს სიკვდილით დასჯა გადაუწყვიტა, მაგრამ შემდეგ გადაწყვეტილება შეცვალა და ისინი რუსეთის შორეულ მხარეებში გადაასახლა.

გიგლა ბერბიჭაშვილი

ბოლომდე დაუდგენელი, თუმცა გადმოცემითა და მოწმეების ჩვენებებით, ის ილია ჭავჭავაძის მკვლელობის ერთ-ერთი მთავარი მონაწილე იყო. 1907 წლის 30 აგვისტოს ილია თავის მეუღლე ოლღა

გურამიშვილთან ერთად თბილისიდან საგურამოში ეტლით მიემგზავრებოდა. წიწამურთან მას გიგლა ბერბიჭაშვილის ბანდა(გიორგი ხიზანიშვილი, პავლე აფციაური, ივანე ინაშვილი, "ვინმე იმერელი") დახვდა, რომელთაც იარაღის მიშვერით შეაჩერეს ეტლი. გადმოცემის თანახმად, ილია ფეხზე წამოდგა და ბანდას მიმართა "ილია ვარ არ მესროლოთ". გიგლას პასუხი კი ასეთი იყო: "ილია რომ ხარ, იმიტომ უნდა გესროლოთ", და უცბად გაისმა რამდენიმე გასროლის ხმა გაისმა. ილია წიწამურთან მოკლეს, მას ტყვია გულმკერდის არეში ჰქონდა ნასროლი.

სერგო ორჯონიკიძე

ქართველთა ცნობიერებაში ეს იყო პიროვნება, რომელმაც დაგეგმა და უშუალოდ განახორციელა აგრესია საკუთარი სამშობოლოს წინააღმდეგ, შემოუძღვა თბილისში წითელ არმიას, წაართვა საქართველოს დამოუკიდებლობა და იგი რუსეთის კოლონიად აქცია.

http://www.ambebi.ge/sazogadoeba/133169-qarthvelebi-romlebic-istoriam-moghalateebad-sherackha.html

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 11 2015, 10:05 PM

"ეს ხატი [ივერიის ღვთისმშობელი] უფლის მეორედ მოსვლის წინ თავის პირვანდელ სამყოფელში - ივერიაში წაბრძანდება, საქართველოს მეორე კვართი გადაეფარება და ანტიქრისტეს ხელიდან იხსნის"

/"კარიბჭე" N12, 2015, გვ. 6/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 13 2015, 10:17 PM

ადამიანი ჰგავს იმ ქვეყანას,
რომელსაც მისი სამშობლო ჰქვია

/ოთარ ჭილაძე/
/FB/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 17 2015, 11:07 AM

"ფერეიდანში ქრისტესთვის ლოცვა რომ აუკრძალავთ, იმ დღიდან სამშობლოსა და სჯულისათვის წამებული წინაპრები გამხდარან სალოცავ-საფიცარნი. რაც დრო გადის, მით უკეთ ვხვდებით, რომ ჩვენი შორეული მოძმეებისგან ბევრი რამ უნდა ვისწავლოთ, თუნდაც საკუთარი ისტორიის დაფასება"

/"კარიბჭე"N12, 2015, გვ. 43/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 21 2015, 07:30 PM

"დიდი საქმე ხშირად თვითშეწირვას მოითხოვს და ნაღდი პატრიოტი ამისთვის მზად უნდა იყოს"

/უწმინდესი და უნეტარესი კალისტრატე (ცინცაძე)
"კარიბჭე" N13, 2015, გვ. 32/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 22 2015, 10:04 PM

ყველა ერს თავისი მისია აკისრია, მათ შორის - ქართველობასაც. თუმცა სანამ ამ მისიის აღსრულების ჟამი მოვა, მოვალენი ვართ, თვითმყოფადობა, სახელმწიფოებრიობა შევინარჩუნოთ, ასე რომ, ამჟამად ჩვენი მისია ეროვნული ვინაობის, იდენტურობის განმტკიცება და შენარჩუნებაა.

მიტროპოლიტი ანანია (ჯაფარიძე)
/FB/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 25 2015, 10:18 PM

"გიყვარდეთ სამშობლო, ჩვენი მრავალჭირნახული საქართველო, რადგან სამშობლო როგორც "უფალი, ერთია ქვეყანაზედა".

კარგად შეისწავლეთ ქართული ენა და საქართველოს ისტორია; მათში დიდი საიდუმლო და სულიერი ძალაა".

/ილია II
"ლამპარი" N2, 2015, გვ.3/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 27 2015, 11:04 PM

"გაწირავდით თუ არა საქართველოსთვის თავს?

-არ ვიცი, მე არც ისეთი მამაცი ვარ, რომ სიკვდილს მოურიდებლად ჩავხედო თვალებში და არც ისეთი ჯაბანი რომ უბრძოლველად დავნებდე".

/მწერალი გიორგი აღნიაშვილი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 5 2015, 02:19 PM

http://www.radikal.ru

ფერეიდანი (მარტყოფი)
/FB/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 19 2015, 02:33 PM

"ჩვენ წინაპრების ძვლებზე დავდივართ და მისგან ვიღებთ დიდ ძალას"

/მეუფე ანანია
"კარიბჭე" N15, 2015, გვ. 33/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 19 2015, 11:29 PM

"მე მაინც მჯერა, ჯერ არაფერი შექმნილა ამ ცოდვილ მიწაზე იმაზე მეტად სრულყოფილი, ვიდრე საკუთარი ფესვების ხსოვნა და მათ წინაშე, დროდადრო, მუხლის მოდრეკაა"

/პოეტი გიორგი რამაზაშვილი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 3 2015, 10:52 AM

"დავით გურამიშვილის სამების ღვთისმშობლისადმი აღვლენილი ლოცვა და მაცხოვრისადმი გამოხატული სიყვარული გვესმის, როგორც პოეტის გულწრფელი ლირიკული აღსარება და საკუთარი ქვეყნისადმი ენითუთქმელი გრძნობის ღაღადისი "

/ელგუჯა მაღრაძე, "გოდება", ტ. II, გვ. 306/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 3 2015, 12:27 PM

“სამშობლო ქვეყნისადმი გულანთებულნი ქართველნი სხვადასხვა დროს, სხვადასხვა ბრძოლებში, სხვადასხვა სახელებს შეეწირნენ, მაგრამ არსებითად ყველანი ერთი დროშის - სამშობლოს დროშის ქვეშ იდგნენ და თითოეულს სიცოცხლე ზვარაკად მხოლოდ საკუთარი ქვეყნის სამსხვერპლოზე აქვს მიტანილი“

/"ელგუჯა მაღრაძე, "გოდება", ტ. II, გვ. 306/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 3 2015, 09:53 PM

"გაეცი სამშობლოსათვის ყველაფერი და იქიდან იმდენი მიიღე, რომ კვლავაც შეძლო ყველაფრის გაცემა!.."

/FB/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 3 2015, 10:11 PM

"...პესიმიზმი - საყოველთაო დარდია, სამშობლოს უბედობით ნაკარნახევი..."

/ელგუჯა მაღრაძე, "გოდება" ტ. II, გვ. 337/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 4 2015, 09:19 PM

"ქართველი ხალხის ეროვნული ტრაგედია, ოდესღაც ერთი მთლიანი დიდი საქართველოს დაცემა, დაქუცმაცება და გაპარტახება ისე მწარედ, სულის შინაგანი წეწვითა და გოდებით არავის განუცდია და დაუხატავს ქართულ პოეზიაში, როგორც დავით გურამიშვილს"

/ელგუჯა მაღრაძე, "გოდება" ტ. II, გვ. 369/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 5 2015, 01:17 PM

"თავისი სათაყვანებელი სამშობლოს ხატი წინ დაისვენა"

/ელგუჯა მაღრაძე, "გოდება. წერილები" ტ. II, გვ. 409/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 5 2015, 01:36 PM

"სამშობლოს მარადიული სულის მეტრფე"

/ელგუჯა მაღრაძე, "გოდება. წერილები" ტ. II, გვ. 422/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 5 2015, 01:53 PM

"მას საკუთარი ქვეყნის ხატი ესვენა გულზე"

/ელგუჯა მაღრაძე, "გოდება. წერილები" ტ. II, გვ. 426/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 5 2015, 07:24 PM

"გაისმის მამულის სიყვარულის აფეთქებათა უწყვეტი ნაკადის გულისშემძვრელი ხმები"

/ელგუჯა მაღრაძე, "გოდება. წერილები" ტ. II, გვ. 449/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 5 2015, 09:37 PM

"რაც შეეხება მამულს, სამშობლოს, ეროვნულ ფასეულობას, - ეს ისეთივე ძვირფასი და აუცილებელია ადამიანისთვის, როგორც საჭმელი და ჰაერი. რაფიელ ერისთავმა გადმოგვცა ხალხური გამოთქმა: "როგორც უფალი, სამშობლო ერთია ქვეყანაზედა". აი, ეს ორი ძალა - სულიერი და ეროვნული, გადაარჩენს ქართველ ერს, ეს უნდა შევინარჩუნოთ და მას უნდა გავუფრთხილდეთ. ასეთი სულისკვეთებით უნდა აღვზარდოთ ჩვენი შვილები"

ილია II
/"საპატრიარქოს უწყებანი" N28, 2015, გვ. 3/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 6 2015, 11:23 PM

"სამშობლოს ჰაერი სულ სხვაა, აქ მზე და მთვარეც სულ სხვაა და ჩვენი ბუნებაც განსაკუთრებულია!"

/ილია II
"საპატრიარქოს უწყებანი" N28, 2015, გვ.5/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 7 2015, 12:32 PM

"როგორც შენი ერი ცხოვრობს, შენც ისე უნდა იცხოვრო, მისი ჭირი და ლხინი უნდა გაიზიარო"

/ილია II-ის დედა
"საპატრიარქოს უწყებანი" N28, 2015, გვ. 6/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 7 2015, 12:53 PM

"არსებობს ასეთი ტერმინი - პატრიოტიზმი. ჩვენ წინაპრებს უთქვამთ: სამშობლო, როგორც უფალი, ერთია ქვეყანაზედა! ეს არ არის პატრიოტიზმი, ეს უფრო მეტია, ეს არის ჩვენი სისხლი და ხორცი. საქართველოს ერთ-ერთი პატრიარქი ამბობდა, რომ მთელი ქართული მიწა მორწყულია მოწამეთა სისხლით და მუჭით რომ აიღო საქართველოს მიწა და ხელი მოუჭირო, სისხლი გამოუვაო. და აი, აქედან მიდის ადამიანი, რათა ლუკმაპური იშოვოს! ვისაც შრომა უყვარს, ის აქაც იშოვის ლუკმაპურს. ვისაც უყვარს თავისი სამშობლო, ის არასოდეს დატოვებს მას!"

/ილია II
"საპატრიარქოს უწყებანი"N28, 2015, გვ. 5/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 7 2015, 09:54 PM

"ღონე ქვეყნისა ნიჭიერი და მხნე კაცია. ნიჭიერ კაცთა უყოლობა ჰქმნის ერს უღონოდ"

ვოლტერი
/ელგუჯა მაღრაძე, "გოდება. წერილები" ტ. II, გვ. 451/


პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 7 2015, 10:42 PM

„იგი [ლევან გოთუა] საკმეველს არ იშურებდა, რათა სამშობლოს სიყვარულის ცეცხლით დაგზნებულ მისეულ ტაძარში ყოველივე საამო სურნელით დაფერფლილიყო“

/ელგუჯა მაღრაძე, "გოდება. წერილები" ტ. II, გვ. 467/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 9 2015, 03:51 PM

"ისტორია გვაძლევს შესაძლებლობას, რათა დავუბრუნდეთ მამა-პაპეულ გზას, ავაღორძინოთ თავისუფალი საქართველო. დგება ჟამი როდესაც უკლებლივ ყველას სიცოცხლე მამულს ეკუთვნის"

/ზვიად გამსახურდია
"კრიალოსანი" N1, 2015, გვ. 41/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 9 2015, 08:04 PM

"[ილო მოსაშვილი] სამშობლოზე უღვთოდ შეყვარებული მიჯნური, მისი აწმყოსა და მომავლის მეტრფე მგოსანი"

ილო მოსაშვილი
/ელგუჯა მაღრაძე, "გოდება, წერილები" ტ. II, გვ. 484/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 9 2015, 09:27 PM


"ქვეყნის, ხალხისა და სამშობლოსათვის თავგანწირვა ხომ ადამიანს უნეტარეს სიამეს აზიარებს და ღმერთთან ატოლებს"

ლევან გოთუა
/ელგუჯა მაღრაძე, "გოდება. წერილები" ტ. II, გვ. 467/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 17 2015, 08:06 PM

"ისევე, როგორც ქრისტეს სისხლმა სიკვდილის მონობისაგან გამოიხსნა კაცობრიობა, ქართველ მოწამეთა და თავდადებულთა სისხლის წვეთებიც ჩვენი სამშობლოს იმედის, ხსნისა და მომავალ გაბრწყინების თესლად იქცა".

/"კარიბჭე" N17, 2015, გვ.17/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 19 2015, 04:21 PM

„ღვთის რწმენა და სამშობლოს სიყვარული ბოლომდე შემომრჩა შეურყვნელი“

/კოლაუ ნადირაძე
„კარიბჭე“ N17,2015, გვ. 46/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 19 2015, 05:06 PM

http://radikal.ru/big/8d5229ce77794882bdc8e7ddf29843e7

ქართველებით დასახლებული სოფლის შესასვლელი ფერეიდანში

/FB/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 21 2015, 09:58 PM

"სამშობლოს სიყვარულში ძევს უდიდესი მადლი. წმინდაა და სანუკვარი, ის წმინდა ლოცვაა უფლისადმი აღვლენილი. ის ბაგეთა ჩურჩულია თამარისგან მოყოლილი. ის ქეთევანის სხეულია ტკივილად გაყოლილი. ის დავითის ხვედრია გულით ავსილი. ის ვაზის ცრემლია დედისაგან ტკივილით ნაჯერი. ის მთრთოლვარეა ცისა და მიწის პირს!.."

/მწერალი ირმა კიკოლიაშვილი
ჩანაწერები ინგას უბნიდან, "გულთან ახლოს" გვ.63/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 22 2015, 08:53 PM

"ყველა ნაბიჯი ანგარებითი - სამშობლოსათვის დანაკლისია"

/პოეტი მაია მახარაშვილი
ჩანაწერები ინგას უბნიდან, "გულთან ახლოს" გვ.68/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 25 2015, 07:50 PM

"ერის გული ზღვაზე უფრო ღრმაა", - გვასწავლის მოძღვარი და ბედნიერ ვარსკვლავზეა დაბადებული ყველა ის ადამიანი, ვინც სამშობლოს სამსხვერპლოზე თუნდაც ერთ აგურს მიიტანს. ქვეყნის საკურთხეველთან მისვლა კი ყველას არ ძალუძს, იქ მისვლის მოსურნეს შუბლი ნათელი უნდა ჰქონდეს, სინდისი სუფთა, პირის წყალი თავანკარა, გული წრფელი და უხინჯო".

/"ნიკო კეცხოველი"
ელგუჯა მაღრაძე, "გოდება. წერილები" ტ. II, გვ. 591/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 30 2015, 11:04 PM

http://radikal.ru/big/b85f86db9e4d43c19502ab181a59c463

ჰერიმ ჩოხატარ-ოღლი

იბრძოდა ლაზეთის საქართველოსთან შესაერთებლად, სიკვდილს გადაურჩა 11-ჯერ

პირველად ოსმალეთის პოლიციამ დააპატიმრა მაშინ, როდესაც სახლში იაკობ გოგებაშვილის "დედაენა" უპოვეს

გარდაიცვალა 1959 წელს, ინვალიდის ეტლს მიჯაჭვული

/FB/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 9 2015, 12:17 PM

"კაცს მხოლოდ მშობლიურ მიწაზე სძინავს ტკბილად"

/ჰენრი რაიდერ ჰაგარდი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 9 2015, 06:16 PM

"დღეს, ლეგენდარული ქართველი გენერლის, გიორგი მაზნიაშვილის დაღუპვის დღეა.
1937 წლის 9 სექტემბერს, ის შვილთან, ივანე მაზნიაშვილთან ერთად ერთად დაატყვევეს ბოლშევიკებმა და სიკვდილით დასაჯეს.
ქართველი გენერლის გენიალურ სამხედრო თვისებებზე ბევრი რამ დაწერილა და კიდევ ბევრი დაიწერება.
დღეს კი, გვინდა მისი ეს სიტყვები გავიხსენოთ:
"სიცოცხლე არც დაბადებით იწყება და არც სიკვდილით მთავრდება”
მართალი იყო გენერალი.
ქვეყნისთვის თავგანწირული პატრიოტები უკვდავები არიან, რადგან უკვდავია თავად საქართველოც."

/FB/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 14 2015, 06:21 PM

"დიდ მნიშვნელობას ანიჭებდა მამა პაისი [ათონელი] ერისთვის ლოცვას. როცა ერს და ეკლესიას რაიმე სერიოზული კრიზისი არყევდა, ნაცნობ მონაზვნებს ურჩევდა ხოლმე: "როგორც საჭიროა, ისე ჩავკიდოთ სკვნილს ხელიო"

/"საქართველოს იმედი II" წიგნი 21, გვ.156/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 15 2015, 09:58 PM

"დამწუხრებული შთამომავლობა კი უფლის მადლიერია, რომ იმ საშინელ დროს არ მოუხდა ცხოვრება. და მართლაც, ღმერთმა ნუ ქნას, ჩვენმა და შემდგომმა თაობებმა, ან თუნდაც ჩვენმა მოსისხლე მტერმა გამოსცადოს ის უბედურება , რაც ჩვენმა სამშობლომ განიცადა 1795 წლის 10-20 სექტემბერს"

/მღვდელმოწამე კირიონ II (საძაგლიშვილი)
"მაყვლოვანი" N1-2, 2015, გვ. 12/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 17 2015, 09:37 PM

"ჩვენ სიცოცხლეში და სიკვდილშემდგომაც ადამიანისათვის წმიდა და ძვირფასი გრძნობა გვაერთიანებს; ესაა მრავალწამებული სამშობლოსადმი მხურვალე და წრფელი, ცხოველი და მარადიული სიყვარული. მისი ისტორიის გრაგნილი აღსავსე და მდიდარია მოგონებებით, მაგრამ მასში უმეტესად ცრემლი, მწუხარება და უბედურებაა".

/მღვდელმოწამე კირიონ II (საძაგლიშვილი)
"მაყვლოვანი" N1-2, 2015, გვ. 12/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 23 2015, 07:19 PM

"მამულმა გასესხა სიცოცხლე და მასვე უნდა დაუბრუნო!"

/"ივერია" 1883, N4 აპრილი, გვ.20/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 23 2015, 10:40 PM

"ბერს [ღირსი პაისი ათონელს] უყვარდა სამშობლო, ამბობდა: "სამშობლო დიდი ოჯახიაო"

/"საქართველოს იმედი II" წიგნი 21, გვ. 213/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 25 2015, 08:54 PM

"ვისაც არ შეუგნია რა არის მამულისათვის თავის გაწირვა, მას არ გაუგია რა არის კაცის ცხოვრებაო! ამ მარტივმა აზრმა ბევრჯერ გამოიყვანა საქართველო გამარჯვებული ფიცხელის ომიდან, ბევრჯერ დაიხსნა გაჭირვებითგან, გაუგდო საქართველოს ერს მთელს კავკაზიაში და მცირე-აზიაში ხმა მამაცობისა, გულადობისა, სამშობლოს სიყვარულისა.

ჩვენდა სამწუხაროდ, ვისაც კი საქართველოს ისტორია გადაუთვალიერებია, ვერ იტყვის, რომ ყოველს ისტორიის ჟამს ზემო-ნათქვამ აზრს პირველი ადგილი სჭეროდეს ერის ცხოვრებაში.

ხშირად მიძინებულა აზრი წინამძღოლ საზოგადოებაში და ერთი და ორი მაგალითი არ არის ჩვენს ისტორიაში თვით უპირველეს პირებისაგან სამშობლოს ღალატი, ერის გადადგომა, კერძო პირთა სარგებლობის გამოკიდება, ფლიდობა, ავაზაკობა, მამულის გაყიდვა.

მწარე მწუხარება უნდა გამოეარა ხოლმე საქართველოს, ვიდრე ხელახლად გაიღვიძებდა საზოგადო აზრი, მოისპობოდა კერძო პირთა შუა შფოთი, არეულობა, დამკვიდრდებოდა ერთობა და წადილი სამშობლოს აღდგინებისა".

/"ივერია" 1883, N4, აპრილი, გვ. 70/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 1 2015, 05:41 PM

"ერთად შევთხოვოთ ნეტარს [ავგუსტინე], გვიშუამდგომლოს უფალთან, რათა მან წყალობა მომადლოს ჩვენს სამშობლოს ღვთისკენ სავალ გზაზე".

/"საქართველოს იმედი II", წიგნი 24, გვ. 5/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 7 2015, 10:57 PM

"ღმერთმა ისეთი სამშობლო მოგვცა, რომ ჩვენზე ბედნიერი არავინ უნდა იყოს დედამიწაზე".

/ილია II
"ქვაკუთხედი" N10, 2015, გვ.5/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 15 2015, 08:36 PM

"ამ ქვეყნიდან რომ გარბის ხალხი, ეს არაპატრიოტიზმი არ არის. რა ქნას, ოჯახი ხომ უნდა არჩინოს?! ეს ოჯახის სიყვარულია. ღრმად თუ ჩავხედავთ, ესეც საქართველოს სიყვარულია".

/პროფესორი რევაზ სირაძე
"კარიბჭე" N21, 2015, გვ.32/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 23 2015, 10:42 PM

"შეიტანო სამშობლოს სალაროში შესამჩნევი განძი"


/პატრიარქი კალისტრატე ცინცაძე
"კარიბჭე" N22, 2015, გვ.24/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 24 2015, 01:50 PM

"ასე ახასიათებს [უწმინდესი კალისტრატე ცინცაძე] კათოლიკოს-პატრიარქ ლეონიდეს: "შენ სამშობლოს ბედ-იღბლის უბრალო მაყურებელი კი არ იყავი - მის თავისუფლების შენობის ერთ-ერთი თავსაკიდური ლოდი ხარ".



/"კარიბჭე" N22, 2015, გვ.24/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 26 2015, 10:22 PM

,, ფ რ თ ხ ი ლ ა დ ! ნუ ეთამაშებით ღვთისმშობლის ქვეყანას!
თქვენ ამ ქვეყანას ვერც იყიდით და ვერც გაყიდით,ვერც ,,დამოძღვრავთ" და ვერც დაიმონებთ!
საქართველო რომ მართოთ ღმერთიდან უნდა გქონდეთ კურთხევა! სული და გული უნდა გქონდეთ ქართული!...

მამა ლეონტი (ჟვანია)
/FB/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 8 2015, 04:42 PM

ლოცვა მამულისათვის თქმული არსენ იყალთელის მიერ

რომელი აჰმაღლდი ჯვარსა ზედა, წყალობითა შენითა თანა მკვიდრითურთ დაიცევ სოფელი, რომელსა ზედა წოდებულ არს სახელი შენი, უფალო და მოანიჭე მშვიდობაი ქალაქთა და დაბათა და უდაბნოთა, და შეჭურეთ ჯუარითა შენითა და მოჰმადლე ძლევაი მტერთა მიმართ მეფესა ჩვენსა მორწმუნესა და საძლეველ მტერთა და საჭურველ მშვიდობისა ექმენინ ცხოველს–მყოფელი ჯური შენი ძლიერი და ერი და ეკლესია შენი დაიფარე, მხოლოო, რომელსა გაქუს დიდი წყალობაი.

მსთუად მეწიენ წყალობაი შენი, უფალო, რათა არა იქადონ მტერთა ჩუენ ზედა, არამედ დაამხუენ რისხვისა პირისა შენისაითა იგინი და მბრძოლნი ჩუენნი მოსრენ ძალითა ჯუარისა შენისაითა, რათა ისწაონ სიმტკიცე მკლავისა შენისაითა, უძლეველ და ჭეშმარიტი სარწმუნოებაი მართლმადიდებელთაი. მეუფეო, უძლური ესე მარხვაი და ვედრებაი ჩუენი შეიწირე წყალობითა და მოგვიტევენ ბრალნი მეოხებითა ღვთისმშობელისათა და ღირს გვყვენ წყალობასა შენსა, ვითარცა კაცთმოყვარე ხარ, ამინ.
/FB/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 9 2015, 10:57 PM

"ჩვენი ეროვნული და პატრიოტული პოზიციების განმტკიცებას მივაღწევთ მაშინ, როცა თავიდან მოვიშორებთ გულგრილობას და უდარდელობას, არ დავყვებით ხორციელს, ქვეყნის დამაკნინებელ სამ მანკიერებას: გემოთმოყვარეობას, ვერცხლისმოყვარეობასა და დიდებისმოყვარეობას; როდის მივაღწევთ ამას? ალბათ მაშინ, როცა ყველა ქართველი, ვაჟიც და ქალიც, მიხვდება თავის საწადელს, ცხოვრებისა და სიცოცხლის მიზანს"

/ილია II
"კარიბჭე" N23, 2015, გვ.14/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 19 2015, 09:29 PM

"უფალი, როგორც საქართველო, ოთხი სამსჭვალით აცვეს ჯვარს: პირველი - ლაზეთი, მეორე - ლორე-ჰერეთი, მესამე - აფხაზეთი, მეოთხე - სამაჩაბლო. ეკლის გვირგვინიც დაადგეს თავზე. ღმერთების ენას უწოდებს იოანე-ზოსიმე ქართულ ენას, უფალმა თავისი სამოსი ქართველებს მოგვაბარა და დედა ღვთისმშობლის კვართსაც ქართველნი იცავენ. არსებობს აღთქმული მიწა ისრაელისა და არის ჯვარცმული მიწა საქართველოსი, სადაც იესო დაბრუნდება შესამოსელად. წერეთ ქართულად, იფიქრეთ ქართულად, ისაუბრეთ საქართველოსთვის და იღვაწეთ საქართველოს სადიდებლად".

/მწერალი გიორგი აღნიაშვილი
"კარიბჭე" N24, 2015, გვ.61/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 21 2015, 09:51 PM

"სამშობლო გულზე ახლოს იყო მისთვის [მამა გიორგი ბასილაძისთვის]"

/"კარიბჭე" N24, 2015, გვ.54/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 13 2015, 02:29 PM

"-სამშობლოს სიყვარული დედაშვილურ სიყვარულს ჰგავს, - შენი ერი ისეთი გიყვარს, როგორიც არის"

/ინგა გულაშვილი
"ქაროზი" N71, 2015, გვ.31/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 21 2015, 07:39 PM

"ჩვენი ქვეყნის უძველესი ისტორია, ქართველთა კულტურა და ტრადიციები, შეიძლება ითქვას, დღეს ბევრი წარმატებული ერებისთვის თუ ქვეყნებისთვის სანატრელიცაა... მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენს ტრადიციებს მხოლოდ დედანში ვხედავდეთ და ბრმად, დღევანდელობის გაუთვალისწინებლად გავიმეოროთ... ყველაფერი ვითარდება და მათაც სჭირდებათ განვითარება, განახლება... საფუძველი კი მაინც მამაპაპური უნდა იყოს..."

/ავთანდილ (ლეო) დოლმაზაშვილი
"ბინდისფერია სოფელი..." გვ. 78/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 23 2015, 10:02 PM

"ვისაც სამშობლო სძულს, გრძნობს, რომ ქვეყანაც სიძულვილით პასუხობს".

/წმ. ნიკოლოზ სერბი
"საქართველოს იმედი II", წიგნი 35, გვ.194/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 24 2015, 11:36 AM

"სახელმწიფოს ყოველთვის იმაზე მეტი გაუკეთე, რის ფასსაც გიხდის. მხოლოდ ამ ნამეტნავისგან იზომება სამშობლოსადმი სიყვარული. მხოლოდ ამ ნებაყოფლობით დაბრუნებული ნამეტნავისგან დგას ქვეყანა ფეხზე, ძლიერდება და განვითარდება.

შენს კაპიტალს საზღვარგარეთ ნუ გაზიდავ. ამით პატივს მიაგებ უცხო ქვეყანას, ხოლო საკუთარს ამცირებ და ქურდავ. ეს კი არის წყევის მომწევი ქურდობა. ის ქვეყანაა (სულერთია დიდია თუ პატარა) საიმედო, სადაც მეფობს ხელისუფლებისადმი პატივისცემა. იცოდე, თუ დაიღუპება შენი ქვეყანა, მაშინ შენც დაიღუპები, ვიდრე გადაახტები საზღვარს და გულში ფულჩახუტებული უცხო მიწაზე გადახვალ. უსახელოდ მოკვდები შენს ქვეყანაში და შენი ფული უცხო ხალხში გაიფანტება. ეს იქნება სასჯელი საუკუნო ჭეშმარიტებისა, რომელიც ყოველივეს ხედავს და ყოველივე ესმის.

"უგუნურო! ამას ღამესა მიგიღონ სული შენი შენგან, ეგე რომელი მოიმზადე, ვისა იყოს?" (ლუკა, 12,20) - გაფრთხილებს შეუმცდარი წიგნი".

/წმ. ნიკოლოზ სერბი
"საქართველოს იმედი II", წიგნი 35, გვ.197/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 4 2016, 08:38 PM

"საქართველოს მისია კაცობრიობისთვის ქრისტესმიერი სიყვარულის მაგალითის ჩვენებაა! დიახ, საქართველო ღვთისგან ნაკურთხია სიყვარულის სადიდებლად... ეს არ არის უბრალო პატრიოტული პათეტიკით ნაკარნახევი ლოზუნგი!"

/ბერი ერმოლაოსი (ჭეჟია)/
/"კარიბჭე" N27, 2015, გვ.23/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 4 2016, 09:14 PM

"მართალია პატარა ერი ვართ, მაგრამ მოგეხსენებათ ებრაელი ერიც არ იყო დიდი ერი. საფუარიც დიდი არ არის, მაგრამ მას აქვს იმხელა ძალა და ენერგეტიკა, შეუძლია დიდი ცომი ააფუოს. ამიტომ მოცულობითი და რაოდენობრივი სიმცირე სულაც არ არის შინაგანი არსობრივი სივრცის პირდაპირი გამოხატულება".

/მამა გურამ ოთხოზორია
"კარიბჭე" N27, 2015, გვ.23/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 15 2016, 08:16 PM

"ასეთი სიყვარულით აღსავსე იყო ჩვენი ხალხი საუკუნეთა მანძილზე. ამიტომაც, თავგანწირვით იცავდა იგი მოყვასს, სამშობლოსა და ჭეშმარიტ რწმენას და, ამავე დროს, სისხლით მორწყულ თავის მიწა-წყალზე სითბოს არ აკლებდა უცხოტომელთ. ჩვენს დევიზად იქცა რუსთველის უკვდავი სიტყვები: „მე იგი ვარ... ვის სიკვდილი მოყვრისათვის თამაშად და მიჩანს მღერად...“ „სიყვარული აღგვამაღლებს“.

ასეთმა დამოკიდებულებამ, ცხოვრების ასეთმა წესმა გადაგვატანინა ათასგვარი ქარტეხილი და დღემდე მოგვიყვანა".

/2016 წლის საშობაო ეპისტოლე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 1 2016, 01:14 PM

"ასე მგონია, სამშობლოს სიყვარული ადამიანის დაბადებასთან ერთად იწყება და მასთან ერთად მთავრდება. ვაი მას, ვინც ფიქრობს, რომ სიტყვა "მამული" დღეს უკვე გაცვეთილი სიტყვაა, რომ "პატრიოტიზმი" მხოლოდ გულზე მჯიღის ცემას ნიშნავს და კარგა ხანია "მოდიდან გავიდა". დღეს რაც გვჭირს, ამ განწყობილების გამო გვჭირს, რაც დავკარგეთ, ჩვენი უგუნურებით და ცივსისხლიანობით დავკარგეთ. მოთქმით და ტირილით მტერი არ შეგვიშინდება (არც როდის შეშინებულა), თუ სიტყვას ჭეშმარიტი საქმე არ მოვადევნეთ".

/მანანა ჩიტიშვილი
"კარიბჭე" N2, 2015, გვ.31/

პოსტის ავტორი: esre ars cheshmariteba თარიღი: Feb 1 2016, 11:25 PM

რა სამშობლო, რა პატრიოტიზმი , საერთოდ სად არის ბიბლიაში ნათქვამი რომ სამშობლო უნდა გვიყვარდეს ?

თუ ქრისტიანები ვართ მაშინ ჩვენი სამშობლო ისრაელი ყოფილა რადგან აღთქმული მიწა სწორედ ისაა სადაც ღმერთს მიყავს თავისი ხალხი . აბა გაიხსენეთ რას დაპირდა უფალი აბრაამს _ შენს შთამომავლობას დავამკვიდრებ აღთქმულ მიწაზე სადაც ღვარად მოედინება თაფლი და რძეო, მაგრამ ჩვენ ვხედავთ რომ ქრისტეს მოსვლის შემდეგ მდგომარეობა იცვლება და აბრაამის ჭეშმარიტი ძენი ანუ ქრისტიანები ხდებიან ზეცის მოქალაქენი .

მაშ მითხარით რატომ უნდა მიყვარდეს ის ადგილი სადაც დავიბადე? მე საერთოდ არ მიყვარს საქართველო ანუ სიყვარულის განცდა არ მაქ მის მიმართ , ან რატომ უნდა მიყვარდეს რაღაც შემოსაზღვრული ტერიტორიები რომლებიც მსოფლიოს ხალხებს ერთმანეთისგან ყოფენ? უფალმა ადამსა და ევას უთხრა იმრავლეტ და აავსეთ მიწა , დაეპატრონეთ მას , უფლის განზრახვა არ ყოფილა რომ ადამიანები დაყოფილიყვნენ

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 4 2016, 07:09 PM

ყველაზე დიდი პატრიოტი მაცხოვარი იყო და ყველამ მას უნდა მივბაძოთ wub.gif

მე ვფიქრობ, რომ ვისაც სამშობლო არ უყვარს, მას გულწრფელად არავინ და არაფერი უყვარს...

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 11 2016, 11:13 PM

"გაბედულად დგას ეროვნულ იდეალების სადარაჯოზე".

/"კარიბჭე" N3, 2016, გვ. 43/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 23 2016, 05:34 PM

"ქართველებისათვის სამშობლოსათვის თავის შეწირვა მიწიდან ზეცად ამაღლებაა, უფრო დიდ, მარადიულ სამშობლოში გადასახლებაა.

სამშობლო - ერთად ყოფნის ბედნიერებაა, მოყვასის ტკივილსა და სიხარულში თანამონაწილეობაა, სტუმრის ღვთის კაცად ჩათვლაა, მიმტევებლობაა.

ჩვენმა წინაპრებმა თავიანთი ქვეყანა უფლის სამკვიდროს, სამოთხეს დაამსგავსეს, სადაც ყველაფერი ღვთის სადიდებლად არსებობდა: წიგნიერება - ღმერთს ემსახურებოდა, ხელოვნება - ღვთის სიდიადეს წარმოაჩენდა და განადიდებდა, მუსიკა - ღმერთს უგალობდა, თავად სიცოცხლეც ღმერთს ეკუთვნოდა, რადგან ქართველს სარწმუნოების უარყოფას ყველაფერი ერჩივნა.

თუნდაც როგორი შთამბეჭდავია "საქართველოს დიდების" ხატი, თითქოს ცოცხლდება წარსული: ვახტანგ გორგასალი, წმინდა ნინო ვაზის ჯვრით ხელში, მირიან მეფე და ნანა დედოფალი, გრიგოლ ხანძთელი, თამარ მეფე, დიდებით მობრძანდება დავით აღმაშენებელი, სიხარულით მოაბრძანებენ მაცხოვრისა და ღვთისმშობლის ხატებს 100 000 მოწამენი, ნაღვლიანად გასცქერის საქართველოს დემეტრე თავადადებული, ომახიანად მოაბიჯებს 300 არაგველი...

უფლისგან ბოძებული სამშობლოსთვის თავდადება წმინდანად შერაცხვის ერთ-ერთი პირობა იყო ოდითგანვე, რადგან მოყვასისა და ერისთვის თავდადება საღვთო საქმეა".

/დეკ. რაფაელი (ხაჭაპურიძე)
მართლამდიდებლური კალენდარი კარიბჭე 2015, 22 ოქტომბერი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 23 2016, 11:19 PM

რა არის ქართველებისთვის სამშობლო?

http://genia.ge/?p=17093

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 29 2016, 10:57 AM

"პ ა ტ რ ი ო ტ ი ზ მ ი (ლათ. pater - მამა) - კეთილშობილური სიყვარული სამშობლოსადმი ან დაბადების ადგილისადმი, ან სახელმწიფოსადმი, რომელმაც მიიღო ადამიანი და ამ ადამიანმა ეს ქვეყანა თავისი შინაგანი გრძნობით სამშობლოდ აღიარა".

/"კარიბჭე" N4, 2016, გვ.18/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 1 2016, 11:30 AM

სიყვარულის მოსურნეებთან ერთად, არ დაგველევა ავის მოსურნენი. სწორედ ამ დროს მახსენდება მშვენიერი ლექსი:
ვის შეუძლია ცილი დამწამოს,
ვის შეუძლია მითხრას ართქმული:
რომ არ მიყვარდეს ჩემი სამშობლო,
ჩემი ერი და ჩემი მამული...
გული უსიყვარულობით კვდება, გულისთვის უმჯობესია საფლავში იკოტრიალოს, ვიდრე უგრძნობი გახდეს მისდამი ქვეყანა...
ოღონდ მაცალეთ!ოღონდ მაცალეთ!
ნუ მითხრით საფლავს ქცევით მზაკვრულით
და მაშ მოგიკვდეთ, თუ არ დაგათროთ
მამულის ეშხით და სიყვარულით...
აპრილის პირმცინარე მზე დედამიწის საგაზაფხულო სხივებით გულმკერდს გვიქარგავს, ჩვენ ნუ შევაქცევთ ზურგს ამ სიყვარულის აქტს! ნუთუ ბოროტება უფრო ადვილია, ვიდრე გაჩუმება? დადუმება სჯობს, საქმეს თუ ვერ ვაკეთებთ. მზაკვრობა - აზიანებს ადამიანის სულს სხეულთან ერთად!

/მღვდელ-მონაზონი ანდრია (სარია)
FB/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 6 2016, 10:46 PM

ციტატა(esre ars cheshmariteba @ Feb 2 2016, 12:25 AM) *

მე საერთოდ არ მიყვარს საქართველო ანუ სიყვარულის განცდა არ მაქ მის მიმართ , ან რატომ უნდა მიყვარდეს რაღაც შემოსაზღვრული ტერიტორიები რომლებიც მსოფლიოს ხალხებს ერთმანეთისგან ყოფენ?


"რა უბედურია ადამიანი, რომელსაც არასოდეს განუცდია და ამტკიცებს, რომ სიყვარული არ არსებობს; რა უბედურია ადამიანი, რომელსაც არასოდეს უფიქრია, რომ საქართველოს შვილია და გამწარებული ამტკიცებს, რომ სისულელეა სამშობლოს სიყვარული. დიახ, უბედურია ასეთი ადამიანი. მაგრამ, მეორე მხრივ, აბა მიდი, ძალით შეაყვარე; ძალით გააგებინე! აქედან არაფერი გამოვა".

/დეკანოზი თეოდორე "ქადაგებანი" გვ. 132/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 18 2016, 11:31 AM

"ადამიანი თავის სიყვარულს, უპირველეს ყოვლისა, ოჯახში სწავლობს. როცა ადამიანებს სამშობლო მიეცათ ღმრთისაგან, მათ თავისი სიყვარული ოჯახის მიმართ უფრო განავრცეს, განაზოგადეს და ისწავლეს სამშობლოს სიყვარული, ანუ მრავალი ოჯახის, მათი ერთიანობის ერთად სიყვარული, რომელთაც ერთი ენა, ერთი კულტურა აქვთ და ასე შემდეგ. რატომ იყო ეს საჭირო? იმიტომ, რომ ადამიანს განევრცო თავისი სიყვარული".

/დეკანოზი თეოდორე "ქადაგებანი" გვ. 139/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 18 2016, 11:48 AM


„სამშობლოს სიყვარული, ეს არის იმის მასწავლებელი, რომ უანგაროდ გვიყვარდეს; გვიყვარდეს ისე, რომ ვერც კი ვაცნობიერებდეთ. ალბათ იცით, რა გრძნობაა ნოსტალგია. ეს არის უსაშინლესი ტკივილი სულისა, არა ხორცისა. ხორცით შეიძლება განლაღებული იყო. ნოსტალგია სულის ტკივილია, სამშობლოდან დიდი ხნის მოწყვეტის გამო, რომელიც ადრე ყველა ქართველის ბუნებრივი თვისება იყო. დღეს, სამწუხაროდ, მრავალს დაუკარგავს ეს განცდა და გრძნობა“.


/დეკანოზი თეოდორე "ქადაგებანი" გვ. 139/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 18 2016, 01:25 PM


„ზეციური სამშობლოს სიყვარული, მიწიერი სამშობლოს სიყვარულით ისწავლება“

/დეკანოზი თეოდორე "ქადაგებანი" გვ. 141/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 27 2016, 09:55 PM

" - საქართველოზე როგორ ლოცულობთ?

- საქართველოს რომ დალოცავ, ბედნიერებას განიცდი, რადგან შენი დიდი ოჯახია".

/სქემმონაზონი ანა
"კარიბჭე" N6, 2016, გვ.44/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 4 2016, 06:06 PM

"საქართველოში მეტნაკლებად შენარჩუნებულია ზნეობა და მტკიცედ, სისხლის ფასად უნდა დავიცვათ და შევინარჩუნოთ სიწმინდე. არცერთმა მოძღვარმა არ უნდა მისცეს საშუალება ეკლესიაში შემოვიდეს, და მით უმეტეს, საიდუმლოებაში მიიღოს მონაწილეობა ისეთმა ადამიანმა, რომელიც თავის ჩაცმულობით, ქცევით, მანერებით, შეურაცხყოფს დედა ეკლესიას. თუ ჩვენ ამას დავუშვებთ, იცოდეთ, რომ წაგვლეკავს ამა სოფლის სიბოროტე მთლიანად საქართველოს".

/დეკანოზი თეოდორე, "ქადაგებანი", გვ. 469/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 5 2016, 02:48 PM

"რატომ არის ჩვენი ლამაზი სამშობლო გაუბედურებული, დანაგვიანებული, გაჩანაგებული? - იმიტომ, რომ ჩვენს შიგნით არის ეს სიბინძურე და ქაოსი".

/დეკანოზი თეოდორე, "ქადაგებანი", გვ. 361/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 10 2016, 02:14 PM

"ჩვენს ისტორიას ვინც გაეცნობა, შეუძლებელია სამშობლო არ უყვარდეს. სწორედაც სამშობლოს სიყვარული გვაერთიანებს წინაპრებთან, ჩვენ მათი ფიქრისა და გრძნობის გენეტიკური ნაწილი ვართ".

/პოეტი ანდრია სინაური
"კარიბჭე" N7, 2016, გვ.47/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 10 2016, 09:07 PM

"ვისაც სამშობლოს ბედი არ აღელვებს, ვეჭვობ, რაიმე ღირებული შექმნას".

/პოეტი ანდრია სინაური
"კარიბჭე" N7, 2016, გვ.48/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 11 2016, 01:42 PM

"მტერს უხარია ხანძრის გაჩენა [სამების ტაძარში]! ქრისტეს მოძულენი ათას ჭორს ავრცელებენ!... დავანახოთ მათ, რომ ჩვენს გულში გიზგიზებს სხვა ხანძარი და ამ ღვთაებრივ ცეცხლს საქართველო ჰქვია სახელად!"

/"კანდელი" N6, 2016, გვ.16/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 22 2016, 10:57 AM

"ხშირად მითქვამს, რომ ქეთინო შინდაგორიძემ კაცობა გვასწავლა და შიგნიდან ჩაგვაცვა ჩოხები. ჩოხის ჩაცმა მარტო გარედან არაფერია, თუ შიგნით არ გამოიკარი და ქართველი არ გახდი, ქეთინომ ეს შეძლო".

/თამაზ საგინაძე
"კარიბჭე" N8, 2016, გვ.56/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 28 2016, 10:10 AM

"ჩვენი ერის მდგომარეობა სწრაფად გამოსწორდება მაშინ, როდესაც ჩვენ ჩვენს სიმაღლეზე დავდგებით, მოვიცილებთ იმ ტვირთს, რომელიც უღმერთობის პერიოდში დაგვაწვა. ეს უსათუოდ მოხდება. ეკლესიას აქვს უნარი, განიწმინდოს თავი თვისი ისევე, როგორც ზღვას აქვს უნარი, თვითგანწმენიდა".

/დეკანოზი თეოდორე, "ქადაგებანი", გვ.394/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 1 2016, 10:42 AM

"ჩვენ უნდა გვრცხვენოდეს ჩვენი ზეციური დედოფლის და დედის წინაშე, რომ ჩვენ დღეს მიძინებული და ლაჩარი ქართველები ვართ. ჩვენი წინაპრები ასეთნი არ ყოფილან და არც ისინი, ვისაც დღეს ვიხსენებთ, რომლებიც შეეწირნენ იმ უღმერთობას, მაგრამ შეეწირნენ სასიცოცხლოდ, შეეწირნენ სამარადისო სიხარულისათვის და ჩვენდა სამაგალითოდ".

/დეკანოზი თეოდორე, "ქადაგებანი", გვ.450/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 6 2016, 03:10 PM

"პატრიარქი: მე არ წავალ ამ ქვეყნიდან ისე, რომ არ ვნახო გამთლიანებული საქართველო!"

/"ქვაკუთხედი" N5, 2016, გვ.8/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 16 2016, 09:48 PM

"თუ ერისკაცნი ვართ გვევალება კიდეც ამ სოფლისთვის ვიღვაწოთ და მკვდრებს არ დავემსგავსოთ. როგორ იზრუნებ ამ სოფლისთვის, თუ შენ ამ სოფელში მკვდარივით იქნები? უნდა იზრუნო, უნდა მიისწრაფოდე, რომ შენი სამშობლო გალამაზდეს, გამშვენდეს, გაკეთილშობილდეს, იყოს სუფთა. უნდა იზრუნო კეთილი, საღი, მართლმადიდებელი შთამომავლობის აღზრდისათვის. ურთიერთობები უნდა იყოს სამართლიანი. ამას ყველაფერს მოღვაწეობა სჭირდება. ამას სჭირდება ქრისტესმიერი შეფასება, ქრისტესმიერი აღქმა. ეს ყველაფერი უნდა ხდებოდეს უანგაროდ".

/დეკანოზი თეოდორე, "ქადაგებანი", გვ.268/


პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 23 2016, 02:52 PM

"წუთსა სასოწარკვეთისა გვანუგეშებს "ჯვარი ვაზისა", გაგვამხნევებს ხრმალი დავითის - აღმაშენებელისა, მოგვანათებს შარავანდი თამარის, გაგვამაგრებს წამებული ქეთევან - დაგვლოცავს..."

/გრიგოლ რობაქიძე
"კარიბჭე" N10, 2016, გვ.26/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 26 2016, 01:48 PM

"სამშობლო ნიშნავს არა იმას, რომ ჩვენი წინაპრებია აქ დაკრძალული. სამშობლო ნიშნავს იმას, რომ მშობელმა მამამ, ზეციურმა მოგვცა და დაგვიმტკიცა ის. ჩვენი სამშობლო, ანუ ღმერთისაგან, ზეციური მამისაგან მოცემული სამკვიდრებელი იარსებებს მანამ, სანამ აქ იცხოვრებენ ადამიანები, რომელთაც შეეძლებათ, უერთგულონ უფალს, რომელთაც შეეძლებათ, გააგრძელონ სარბიელი, რომელიც მოციქულებმა დაიწყეს მომავალი თაობებისთვის".

/დეკანოზი თეოდორე, "ქადაგებანი", გვ.384/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 2 2016, 10:16 AM

"სამშობლოსმცოდნეობა "

/"კარიბჭე" N13, 2016, გვ.49/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 4 2016, 10:52 AM

"და დაჯილდოვდა ქართველთა მოდგმა, დაჯილდოვდა ყველაზე მთავრით: დედა ღვთისმშობლის წილხვდომილობით... სიყვარულის ეს პატარა ქვეყანა განკაცებული ღმერთის, იესო ქრისტეს დედულეთად იქცა".

/"კარიბჭე" N13, 2016, გვ.50/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 5 2016, 09:15 PM

"ის იყო ეროვნულ ფესვებს თანაშეზრდილი, ბოლო ნერვამდე ქართული საქმის, ქართული სულიერებისთვის დამაშვრალი მგზნებარე მამულიშვილი".

/ლალი ურდულაშვილი, "მზისა და ვაზის ძალით აღვსილი", გვ. 81/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 27 2016, 09:21 PM

"დღეს ჩვენ, პირველ რიგში, ქართველობა უნდა აღვადგინოთ".

/დეკ. გიორგი (დორეული)
"კარიბჭე" N25, 2010, გვ. 17/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 3 2016, 08:43 PM

"საქართველოს გააჩნია მნიშვნელოვანზე მნიშვნელოვანი რამ, - ცოცხალი გამოცდილება ქრისტესთვის თავდადებისა".

/"საქართველოს იმედი II" წიგნი 52, გვ. 122/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 3 2016, 11:05 PM

„შესაძლოა, ხმამაღალი ნათქვამი გამომდის, მაგრამ ვამბობ, რომ დღეს ვინც ეკლესიაში არ დადის, არ ლოცულობს და ეკლესიურად არ ცხოვრობს, ის სამშობლოს მოღალატეა“.

/მამა კახაბერ ტაბატაძე
"კარიბჭე" N25, 2010, გვ. 27/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 25 2016, 10:49 AM

"სწორედ ღვთისადმი უსაზღვრო და უანგარო რწმენამ გადაარჩინა თომა [გოშუა] სიკვდილს სამამულო ომში. ფაშისტებს ჩავარდნია ტყვედ. მისი დახვრეტა გადაუწყვეტიათ. როცა გერმანელმა ჯარისკაცმა თოფი დაუმიზნა, თომამ პირჯვარი გადაიწერა. თოფმა იქუხა... თომა ცოცხალი გადარჩა. დაინახა, გერმანელმა ჯიბიდან ჯვარი ამოიღო, ემთხვია და შეინახა. მერე ტყვეს ანიშნა, - გაიქეციო. როგორც ჩანს, მორწმუნე ჯარისკაცმა პირჯვრის გადამწერი კაცი სასიკვდილოდ ვეღარ გაიმეტა.

ომიდან დაბრუნებული მამისთვის ერთ-ერთ შვილს უკითხავს: სიკვდილის წინ ღმერთს რას სთხოვდიო? ვიცოდი, ჩემს ცხედარს ყვავ-ყორნები შეჭამდნენ, მაგრამ მინდოდა, ჩემი სული საქართველოს ზეცაში მოხვედრილიყო და ამას ვევედრებოდიო. ასეთი სიყვარული ჰქონდა თომა გოშუას ღვთისა და მამულისა".

/"კარიბჭე" N1, 2008, გვ. 39/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 2 2016, 09:59 PM

"როცა ყველა მივხვდებით, რომ ერთადერთი გზა გადარჩენისა წინაპრების გზაზე შედგომაა, მაშინ გადავრჩებით. გადაგვარჩენს მათ მიერ შექმნილი ლოცვა, საგალობელი და ანბანი".

/გოდერძი ჩოხელი
"ფუძნარი" N5, 2016, გვ.8/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 5 2016, 04:17 PM

"უნდა გვახსოვდეს, რომ "არა პურითა ხოლო ცხონდების კაცი". ამიტომ ნუ დავნაწილდებით ნავებში. დროა, ყველანი ჩავსხდეთ იმ დიდ ხომალდში, რომელსაც ერთიანი, გაბრწყინებული, მოყვასისადმი ქრისტესმიერი სიყვარულით გამთბარი, ხოლო მტრისათვის ხმალშემართული საქართველო ჰქვია".

/პოეტი ბელა ქებურია
"კარიბჭე" N13, 2008, გვ.55/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 8 2016, 10:40 AM

"სიყვარული პირველად ქვეყნიერებისა და არა სამშობლოსი, შორეულისა და არა მახლობლისა, გარეშესი და არა შინაურისა ემსგავსება წაღმა წარწერის უკუღმა კითხვას, მუხის დარგვას კენწეროთი და გადაბრუნებული ტანისამოსით პამპულობას. ღმერთმა დაიხსნას საქართველო ამ გვარის მანკიერ შვილთაგანო", - წერდა წმინდა პატრიარქი ლეონიდე (ოქროპირიძე)".

/"კარიბჭე" N14, 2008, გვ.31/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 15 2016, 11:04 AM

"უფალმა ღმერთმა კაცთა მოდგმა თავისუფალი ნებისყოფის ყოფით შეჰქმნა. თავისუფლება თვისითა სისხლითა მოგვანიჭა ჩვენ იესო ქრისტემან განმანთავისუფლებელმან ყოველთა კაცთა, ამიტომაც მარადჟამს, ყველგან და ყოველთვის მეცადინეობა ერისა და ქვეყნის განთავისუფლებისათვის წმინდა საქმედ ითვლებოდა, ხოლო საქართველოს სამოციქულო ეკლესია სამშობლოს თავისუფლებისათვის მებრძოლ ყოველ კაცს დიდი ღმერთის საკურთხევლის სიახლოვეს ადგილს უბოძებდა ხოლმე".

/მიტროპოლიტი ანანია ჯავარიძე
"საქართველოს იმედი II", წიგნი 55, გვ.162/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 3 2016, 07:22 PM

"ღვთისმშობელო დედაო, შენ ჩაისვი ღვთიურ კალთაში ჩვენი პატარა საქართველო შემკრთალი კრავივით!.. მიყვარს ჩემი პატარა და "თვალცრემლიანი" საქართველო..."

/"კარიბჭე" N12, 2009, გვ.32/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 10 2016, 08:03 PM

"უსამშობლობის განცდაზე დიდი უბედურება პიროვნებისათვის არ არსებობს".

/მარიამ წიკლაური
"კარიბჭე" N13, 2009, გვ.29/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 16 2016, 09:48 PM

"ჩვენს დროში, სულიერების კრიზისის ეპოქაში, ღვთისმშობლის წილხვედრი ივერია მრავალ უცხოელს იზიდავს... ამგვარად, სამშობლოს ცნება მიწიერის გარდა მისტიკურ მნიშვნელობასაც ატარებს.
ღმერთმა ყველას გვაპოვნინოს და შეგვძინოს მარადიული, ზეციური სამშობლო, ამინ!"

/მამა იოანე ბარკალაია
"კარიბჭე" N10, 2008, გვ.23/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 19 2016, 08:23 PM

"ჩვენი სამშობლო მარტო საზეიმოდ გაწყობილ დარბაზებში მოცეკვავეთ კი არ ეკუთვნის, არამედ მათაც, ვინც საფლავებში წევს. შესაბამისად, ის ვინც ძარცვავს სამშობლოს [სახელმწიფო ხაზინაში ხელის ჩაყოფით], იმნაირივე მოროდიორია, ბრძოლის ველზე დაჭრილებსა და მოკლულებს ტანთ რომ ხდის".

/წმ. ნიკოლოზ სერბი
"კარიბჭე" N10, 2008, გვ.30/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 24 2016, 07:59 PM

"ვისაც სამშობლო სძულს, გრძნობს, რომ ქვეყანაც სიძულვილით პასუხობს".

/წმ. ნიკოლოზ სერბი
"კარიბჭე" N10, 2008, გვ.31/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 25 2016, 01:23 PM

"ადამიანს ორი სამშობლო აქვს - ერთი მიწიერია, ამქვეყნიური, მეორე - ზეციური, მარადიული. რა სიყვარულითა და ერთგულებითაც ემსახურება იგი მიწიერ სამშობლოს, იმავე საწყაოთი მიაგებს მას უფალი მარადიულ სამშობლოში".

/"ჩემო კარგო ქვეყანავ" (ნორჩი მართლმადიდებლის ბიბლიოთეკა) გვ. 6/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 4 2016, 08:23 PM

"მცირე ერის შვილი ღვთის მიერ ბოძებულ რწმენასა და საკუთარ კულტურას უნდა შეეზარდოს. მცირე ერი თუ მცირდება - ბრილიანტივით უნდა კრისტალდებოდეს და იხვეწებოდეს; თუ იზრდება - ღვთის მადლის მატების შედეგად უნდა მრავლდებოდეს".

/"კარიბჭე" N25, 2009, გვ.14/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 16 2016, 01:42 PM

"ვკვდები, რა დამშვიდებით მოვკვდებოდი, რომ სამშობლოს იმედი მიმყვებოდესო!"

/დავით სარაჯიშვილი
ლეილა ნანიტაშვილი, "ერის წყლული აჩნდა წყლულად", გვ. 48/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 28 2016, 10:22 AM

" - რა მიგაჩნიათ ამქვეყნიურ მაღალ საკურთხევლად?

- სამშობლოს სიყვარული. ბევრი ლაპარაკი არ მინდა, ყველას ვეტყვი პირში - იქამდინ, რომ თავს დავდებ მის საკურთხეველზე".

/კათოლიკოს-პატრიარქი ეფრემ მეორე
"კარიბჭე" N11, 2009, გვ.56/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 30 2017, 08:01 PM

"ქრისტიანობა ვაჟკაცობაა. კი, როცა ადამიანს გირტყამენ ერთ ლოყაში, მეორესაც მიუშვერ, თუ პირადად გეხება, მაგრამ როცა სამშობლოს ეხება, როცა შენი ერის თითოეულ ადამიანს ეხება, იქ უნდა იყო და ისე დაიცვა, როგორც ქრისტე დაიცავდა თითოეულ ცხვარს".

/მეუფე იაკობი
"კარიბჭე" N2, 2017,გვ. 31/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 31 2017, 01:02 PM

"პატრიოტობა, სიყვარული და ქრისტიანობა ისაა, რომ ბევრი ვიღვაწოთ და ვიშრომოთ ჩვენი ქვეყნისთვის".

/მეუფე იაკობი
"კარიბჭე" N2, 2017,გვ. 31/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 1 2017, 12:02 PM

"შენი ფერების იჭრელე თვალებში დამრჩა, შენს ჰაერში დატრიალებული სურნელი ახლაც მიდგას ფილტვებში და ამის ამოსუნთქვა არ მინდა, ყველაზე მშვენიერო, ჩემო სამშობლო!"

/"კარიბჭე" N2, 2017,გვ.28/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 24 2017, 05:48 PM

"კაცისა ყოველივე სამშობლოს უნდა შეეწიროს".

/"თვენი" წიგნი 11, 11აპრილი - 20 აპრილი, გვ.160/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 14 2017, 11:45 AM

"პავლე მოციქული ამბობს: ჯოჯოხეთში გამიშვიო, - სიკვდილზე კი არ მიდის, სიკვდილი რა არის - სამშობლოსათვის მრავალი ადამიანი კვდება - ჯოჯოხეთისათვის იმეტებს თავს, ოღონდ ჩემი ერი, ებრაელი ერი გადარჩესო. რა საოცარი სიყვარულია!"

/დეკ. თეოდორე გიგნაძე
"ქაროზი" N74, 2017, გვ.14/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 27 2017, 12:36 PM

"იქნებ შენში არის რაღაც ისეთი, უფრო ფართოდ გაშალო ხელი და შენს სამშობლოს შემოავლო".

/წმ. ექვთიმე თაყაიშვილი
"კარიბჭე" N6, 2009, გვ.43/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 27 2017, 02:24 PM

"ახალგაზრდებს ისევ და ისევ ვუსურვებ სულიერ განათლებას, გონების ამაღლებას, "გამეცნიერებულ სარწმუნოებას" და "გასარწმუნოებულ მეცნიერებას", რადგან მხოლოდ ასეთი ცოდნით აღჭურვილ ადამიანს შეუძლია თავისი ერისა და ქვეყნის ღირსეული მსახურება."

/მეცნიერი იური სიხარაულიძე
"კარიბჭე" N6, 2009, გვ.43/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 30 2017, 11:42 AM

"ხალხი მჭიდროთ უკავშირებს ერთმანეთს ეკლესიას და სამშობლოს, ვინაითგან ის მთელი თავისი ისტორიის განმავლობაში იცავდა თავის სამშობლოს, მაგრამ ქრისტეს ჯვარსაც ხელიდან არ უშვებდა. ის სისხლს ღვრიდა სარწმუნოების, სამშობლოს დაცვისათვის, მაგრამ სარწმუნოების დაცვაში ხედავდა უსათუოდ მამულის დაცვასაც. ეს მას შესისხლხორცებია, გახდომია ჭეშმარიტებათ და აუცილებელ მოთხოვნილებათ".

/წმ. ამბროსი აღმსარებელი (ხელაია)
"კარიბჭე" N6, 2009, გვ.49/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 1 2017, 10:39 AM

"მამული, დედული, სამშობლო, დედასაქართველო - რამდენი მოსაფერებელ-საალერსო სიტყვა გვაქვს ქართველებს ჩვენი ღვთივკურთხეული ქვეყნისთვის! ღმერთი და სამშობლო ერთი იყო ქართველისთვის. ამიტომაც ამაოდ ეხლებოდნენ გადამთიელთა ურდოები საქართველოს სამანებს... ვალი ერისა და ქვეყნის წინაშე სხვადასხვაგვარად მოიხდება: ვინ შვილებს გამოიყვანს სავაჟკაცოდ, ვინ მიწას ამუშავებს, ვინ ღვთის სიტყვას ქადაგებს."

/"კარიბჭე" N6, 2007, გვ.7/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 9 2017, 11:24 AM

"ზოგიერთს ჰგონია, გლობალიზაცია ხელს უშლის ეროვნულსო. განა გლობალიზაცია არ არის ქრისტიანობა, რომელმაც არათუ ხელი შეუშალა ეროვნული კულტურის განვითარებას, არამედ სწორედ მან გადაარჩინა ქართველი ერი."

/ბუბა ხოტივარი
"კარიბჭე" N5, 2008, გვ.26/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 25 2017, 03:39 PM

"როდესაც ადამიანი სიცრუეს სამშობლოს გადასარჩენად და მტრის დასამარცხებლად მიმართავს, ეს მას ცოდვად არ შეერაცხება. ასევე არ სცოდავს ადამიანი იმ შემთხვევაშიც, როდესაც საქმე მოყვასის გადარჩენას ეხება, დავუშვათ, ვინმეს მოსაკლავად მისდევენ და დავმალავთ. ფორმით ტყუილი ხომ არსით ყოველთვის ტყუილი არ არის".

/"კარიბჭე" N8, 2017, გვ.18/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 26 2017, 07:42 PM

"იმასაც გვასწავლიდა [გრივერ ფარულავა] რომ სამშობლოს სიყვარულს წიგნებით ვერ ისწავლი. რომ ეს არის რაღაც მოუთვინიერებელი, თავნება, დამანგრეველი სტიქიონი, უგონებისმიერი, მხურვალე, ინსტიქტური, უშუალო ცოდნა".

/"კარიბჭე" N8, 2017, გვ.57/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 15 2017, 12:31 PM

"ქართველებო, ყველაფერი მივუტევოთ ერთმანეთს, გარდა სამშობლოს ღალატისა".

/"კარიბჭე" N9, 2017, გვ.46/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 20 2017, 07:54 PM

"უფლის დამვიწყებელი ერი დაღუპვის პირას მიდის".

/"კარიბჭე" N17, 2008, გვ.40/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 20 2017, 08:29 PM

"სიწმინდის პატარა საუნჯე - საქართველო".

/"კარიბჭე" N20, 2008, გვ.23/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 22 2017, 08:06 PM

"შენს დროს თუ კიდევ იქნა რუკაზე საქართველო, ირწმუნე, მართლაც ღვთისმშობლის წილხვედრი ყოფილა და ამას გადაურჩენია მხოლოდ. რომ იცოდე, რამდენი ელოდება ჩვენს სიკვდილს, მოუთმენლად თუ მოთმინებით, მეზობელი თუ გადამთიელი - გაგიკვირდება, ან აქამდე როგორ მოაღწიეთო. ერთი ფიქრი აქვს ყველას, როდის მოგვაყრიან მიწას, თავად რომ დაემკვიდრონ ჩვენი საფლავის ბორცვზე, პლასტმასის ყვავილივით."

/ოთარ ჭილაძე
"კარიბჭე" N10, 2017, გვ.60/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 1 2017, 10:33 PM

"სამშობლოს სიყვარული ჩვენთვის თანდაყოლილი გრძნობაა, მაგრამ მას დღენიადაგ სულის ბერვა სჭირდება, რომ არ ჩაქრეს და ჩანაცრდეს ცეცხლი მამულიშვილური გულმხურვალებისა".

/"კარიბჭე" N23, 2009, გვ.58/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 18 2017, 01:00 PM

ყველა ქართველი ბიჭი თავიდანვე მეომრადაა ჩაფიქრებული ღმერთისგან. აი, ჩვენი უკვდავების საიდუმლო".

/ოთარ ჭილაძე
"კარიბჭე" N12, 2017, გვ.18/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 20 2017, 09:55 PM

"ჩვენს წინაპართა შეგნებასა და მოქმედებაში ისევე განუყოფელი იყო სარწმუნოებისა და სამშობლოს სიყვარული, როგორც განუყოფელია იესო ქრისტეს ღვთაებრივი და ადამიანური ბუნება".

/ილია მეორე
"ლამპარი" N9, 2017, გვ.3/


"ეროვნულობა უკანა პლანზეა გაფანტული"

/ნათია კალანდაძე
"საპატრიარქოს უწყებანი" N20, 2017, ჩანართი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 21 2017, 12:06 PM

"ცხონება მხოლოდ მაშინ არის შესაძლებელი, როცა ადამიანი ცდილობს უყვარდეს ღმერთი ისე, როგორც საკუთარი მამა. ამ სიტყვების მოსმენისას უნებლიეთ გულის სასწორზე ვიწყებთ აწონას, ვინ უფრო მეტად გვიყვარს - ღმერთი თუ მშობლები, ღმერთი თუ შვილები, ღმერთი თუ სამშობლო? ჩვენ გვიყვარს ჩვენი სამშობლო, მაგრამ სინამდვილეში მიწიერი სამშობლო მხოლოდ ზეციური სამშობლოს ძიების ღვაწლით იკურთხება, და თუ ადამიანი სამშობლოში მხოლოდ მიწიერს ეძებს, ის მიწიერ სამშობლოსაც კარგავს და ვერც ზეციურ სამშობლოს დაიმკვიდრებს".

/დეკანოზი ალექსი უმინსკი, "შერიგების საიდუმლო", გვ.219/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 18 2017, 10:29 AM

"კიდევ ერთხელ მოგმართავთ თხოვნით, რომ გავაძლიეროთ ლოცვა, რათა ბოროტმა ძალამ ვერ შესძლოს დაპყრობა საქართველოსი".

/ილია მეორე
"საპატრიარქოს უწყებანი" N23, 2017, გვ.3/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 23 2017, 12:24 PM

"ეკლესიური შეხედულებით, ჭეშმარიტი პატრიოტის სიყვარული თავისი ხალხის მიმართ განსაკუთრებით ვლინდება საყოველთაო უბედურებისა და განსაცდელის ჟამს. "ნებისმიერმა იცის, თუ რა მდგომარეობაშია ადამიანი, რომელსაც ახლობელი მძიმედ ჰყავს დასნეულებული. ასეთ დროს მას არავითარი განწყობა არა აქვს არც გართობისთვის, არც საკუთარი სიამოვნებისთვის. დარდსა და საზრუნავში ჩაფლულს ხანდახან აღარც ჭამა ახსენდება, აღარც სმა, არ შეუძლია დასვენება, ძილი. რაღაც ამდაგვარს უნდა განიცდიდეს სამშობლოს უბედურების დროს თავისი ქვეყნის გულწრფელად მოყვარული".

/"კარიბჭე" N21, 2008, გვ.32/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 26 2017, 03:15 PM

"ნათქვამია: "მეგობარი ჭირში გამოიცნობაო". ჭეშმარიტი პატრიოტის სიყვარულიც თავისი ხალხის მიმართ განსაკუთრებით ძლიერად ვლინდება საყოველთაო განსაცდელისა და უბედურების ჟამს. როცა ადამიანს ახლობელი მძიმედ ჰყავს ავად, საკუთარ გართობასა და სიამოვნებაზე აღარ ფიქრობს. დარდსა და საზრუნვაში ჩაფლულს ხანდახან არც ჭამა ახსენდება და არც სმა, ვერც ისვენებს და ვერც იძინებს. რაღაც ამდაგვარს უნდა განიცდიდეს სამშობლოს უბედურების ჟამს ადამიანი, რომელსაც გულწრფელად უყვარს თავისი ქვეყანა."

/"კარიბჭე" N21, 2008, გვ.4/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 31 2017, 10:42 AM

"ქართველს მხოლოდ ქართული საქმე გადაარჩენს".

/მიხაკო წერეთელი
"კარიბჭე" N15, 2017, გვ.29/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 31 2017, 04:26 PM

"[უფალო] ამეფე საქართველოში შენი მეფობა, რომ მტერი ვერასდროს მოერიოს კვართის შემნახველ ჩვენს სამშობლოს"

/სქემმონოზონი ანა
"კარიბჭე" N15, 2017, გვ.22/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 31 2017, 04:38 PM

"იქ, საცა ერთი მხრით სამშობლო და მეორე მხრით სხვაა, სხვას მარტო ნამეტანობისაგან უნდა მიეცეს. ნამეტანობაზე, ჩვენდა საუბედუროდ, ჯერ შორსა ვართ, და რაც ჩვენთვის საკმაო არ არის და თვით ჩვენ გვჭირია, იგი მარტო ჩვენს სამშობლოს უნდა გამოვუზოგოთ და შევწიროთ."

/წმიდა ილია მართალი (ჭავჭავაძე)/

"ვისაც არ უყვარს თავისი სამშობლო, ის როგორ იგრძნობს ცარიელ გულში სხვათა სამშობლოს სიყვარულს?!"

/ილია მეორე
"კარიბჭე" N15, 2017, გვ.48/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 3 2017, 10:36 AM

"ღვთისმადიდებელ ერს გადაშენება არ უწერია".

/"კარიბჭე" N17, 2009, გვ.36/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 6 2017, 03:00 PM

"ცოტა ხნის წინ აფხაზეთში რუსებმა დიდი ზარზეიმით გახსნეს საელჩო. ამის შემდეგ ევროკავშირის მაღალჩინოსანი ჩავიდა, ისაუბრეს უკრაინაზე და ერთი სიტყვით საქართველო არც უხსენებიათ. განა არ ჩანს, რომ ყველამ გაგვწირა და მიგვატოვა? ისევე როგორც ისტორიულ ხანაში, მეფეების დროს, ეს კი იმიტომ ხდება, რომ ჩვენ გვყავს მიტოვებული ღმერთი, როგორც სულხან-საბას და თეიმურაზის დროს.
ერთხელ და სამუდამოდ რომ უნდა გავიგოთ, რომ პატრონი არავინ გვყავს ღვთის გარდა. თუ სწორად მოვიქცევით და ღვთის მცნებებით ვიცხოვრებთ, ღმერთი დაგვიცავს, როგორც აშოტ კურაპალატს, დავით აღმაშენებელს და გიორგი ბრწყინვალეს. თუ ყველაფერ ამას გავცვლით დასავლურ ღირებულებაზე, მამათმავლობაზე, გარყვნილებაზე, უზნეობაზე, ცრუ ტოლერანტობაზე - ღმერთი მიგვატოვებს".

/დეკ. დავით ქვლივიძე
"ქვაკუთხედი" N8, 2017, გვ. 12/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 9 2017, 10:59 PM

"ნათელა გერსამია, ეპისკოპოს ალექსი გერსამიას შვილიშვილი, ჰყვებოდა: - ბაბუამ მართლაც მარტომ დაზარდა შვილები, უმძიმესი ცხოვრება ჰქონდა, მაგრამ როგორღაც მოახერხა - სამივემ განათლება პეტერბურგს მიიღო... ჰოდა, ერთ დღესაც ამ ჩვენმა სტუდენტებმა საქართველოდან ამანათი მიიღეს, ეგონათ, უფრო ზუსტად, დარწმუნებულნი იყვნენ, რომ მამამ სასუსნავი გამოუგზავნა, მაგრამ რომ გახსნეს, სახტად დარჩნენ, - ყუთში ჩვენებური მიწა და მასზე ამობიბინებული იები დახვდათ..."

/"თვენი", წიგნი 23, 11 აგვისტო - 20 აგვისტო, გვ.98/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 10 2017, 10:39 AM

"საქართველოს გადაარჩენს ისეთი პოლიტიკა, რომელიც გაითვალისწინებს მართლმადიდებელი ეკლესიისა და საპატრიარქოს რჩევებს, დაიცავს ეროვნულ ინტერესებსა და სულიერ ფასეულობებს".

/"კარიბჭე" N17, 2009, გვ.58/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 11 2017, 11:33 AM

"ჩვენი სამშობლო ზეცას არის და უფალი ყველას იქ მოგვიწოდებს. ვმადლობთ ღმერთს და დედა ღვთისმშობელს, რომელმაც ზეციური სამშობლოს კარიბჭე გაგვიხსნა, ამ, მიწიერი, სამშობლოს სიყვარული გვასწავლა, რომ უფრო მეტად შევიყვაროთ ზეციური სამშობლო. თუ არ დაიცლება ჩვენი მთა და ბარი, პირველ რიგში, თუ არ დაიცლება ჩვენი გული ღვთის სიყვარულისგან, ვიდრე სისხლის დათხევამდე ვემსახურებით და ვუერთგულებთ უფალს, ჩვენი სამშობლოს კარიბჭეც საიმედო ხელში იქნება."

/ამბა ალავერდელი მიტროპოლიტი დავითი
"კარიბჭე" N18, 2006, გვ.18/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 12 2017, 11:03 AM

"თუკი ვინმემ დაგვიპყრო, ქრისტესმიერი სიყვარული შევაგებეთ და ჭეშმარიტი სარწმუნოების წიაღს ვაზიარეთ. აბო თბილელი, რაჟდენ პირველმოწამე, ევსტათი მცხეთელი ქრისტესთვის ეწამნენ და ქრისტეს მხედრებად აღესრულნენ. ამან გაგვაძლებინა. იმდენი დავკარგეთ და იმდენი გვევნო ჩვენი ცოდვების გამო, რომ ღმერთმა ამით დაგვიცვა და დაგვიფარა."

/ამბა ალავერდელი მიტროპოლიტი დავითი
"კარიბჭე" N18, 2006, გვ.21/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 16 2017, 11:34 AM

"ჩვენი ზღვა ჭირთამთმენი სამშობლო"

/"კარიბჭე" N2, 2006, გვ. 25/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 19 2017, 09:18 AM

"ღვთის სიყვარული მამულისადმი მსახურების გარეშე და პირიქით, მამულის სიყვარული ღვთისადმი ერთგულების გარეშე ჩვენი ეროვნული ვინაობის დაკნინებას ნიშნავს".

/"საპატრიარქოს უწყებანი" N25, 2017, გვ.6/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 21 2017, 11:03 AM

"ყველა ჩვენგანის ვალია, მაღლა ვადიდოთ ღმერთი და დაბლა ვემსახუროთ სამშობლოს".

/მამა დავით შენგელია
"კარიბჭე" N2, 2006, გვ.20/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 21 2017, 06:53 PM

რამდენიმეჯერ გავხდი მერაბ კოსტავას და ზვიად გამსახურდიას ფარული შეხვედრების უნებლიე მოწმე. მაშინ ზვიადი ჩემთვის კლასიკოსის შვილი იყო და ამით გახლდათ საინტერესო, მაგრამ შემდგომში, როცა თანამოაზრეებთან გამართულ მათ საუბრებსაც შევესწარი, ჩემში სამშობლოს მძაფრმა სიყვარულმა გაიღვიძა და მივხვდი, მხოლოდ საკუთარი კარ-მიდამო, წყნეთი ან თბილისი კი არა, საქართველოს მიწის ყოველი გოჯი, მასზე აღმოცენებული ყოველი ხე, ყოველი ქვა, ჰაერი და ცაც მთელი არსებით უნდა მყვარებოდა და მისთვის თავი გადამედო."

/მხატვარი და მოქანდაკე გია ამირანაშვილი
"კარიბჭე" N2, 2006, გვ.44/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 21 2017, 10:58 PM

"...სამშობლო ნაფერმკრთალები..."

/ლამზირა შეყილაძე
"ათინათი" N2, 2017, გვ.22/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 22 2017, 02:29 PM

"...საქართველო სხვას არ მივაშვილოთ..."

/გულნაზ ხარაიშვილი
"ათინათი" N2, 2017, გვ.66/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 24 2017, 11:04 AM

"მთელ საქართველოს ერთი ცა ახურავს და ბუნებრივია, ყველა ის პრობლემა, რაც ქვეყანას აწუხებს, ჩვენი წუხილიცაა."

/"კარიბჭე" N2, 2007, გვ. 32/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 25 2017, 10:20 AM

"ღმერთს ეკუთვნის საქართველო"

/ილია მეორე
"კარიბჭე" N17, 2017, გვ.15/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 27 2017, 08:47 PM

"უფალი გადაარჩენს საქართველოს, ამ იმედით უნდა ვიცხოვროთ".

/ილია მეორე
"კარიბჭე" N17, 2017, გვ.15/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 3 2017, 01:30 PM

დიდ მნიშვნელობას ანიჭებდა მამა პაისი ერისთვის ლოცვას. როცა ერს და ეკლესიას რაიმე სერიოზული კრიზისი არყევდა, ნაცნობ მონაზვნებს ურჩევდა ხოლმე: "როგორც საჭიროა, ისე ჩავკიდოთ სკვნილს ხელიო".


/"კარიბჭე" N20, 2009, გვ.38/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 6 2017, 06:41 PM

"შემიღონდა გული, რომ დავტოვე სამშობლო"

/"თვენი", წიგნი 25, გვ. 271/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 7 2017, 10:21 AM

"მხნედ, ელიზბარ, ქართველურად"


"მსურდა დავცემულიყავი პირქვე და მოწიწებით ვმთხვეოდი ამ საქართველოს გულის წმინდა მიწას."


/"კარიბჭე" N18, 2009, გვ.29, 31/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 7 2017, 10:35 AM

"პატრიოტიზმი მაშინ მეტად ღვიოდა ქართველებში".

/"კარიბჭე" N18, 2009, გვ.36/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 7 2017, 11:07 PM

"უნდა ბევრი ღვარო სისხლი,
რომ მშვიდობა ნახო ბოლოს,
მარცვალიც კი, უნდა მოკვდეს,
რომ სიცოცხლე მოიპოვოს".

/"ათინათი" N2, 2017, გვ.111/


"თუ დაგჭირდი ჩემო მამულო, ამომაშენე საყდრის კედლებში"

/ლამზირა შეყილაშვილი
"ათინათი" N2, 2017, გვ.177/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 10 2017, 09:03 PM

"საქართველოსთვის გაზრდილხარ წამლად,
ამომავალ მზის ამომავალო".

/გულნაზ ხარაიშვილი
"ათინათი" N2, 2017, გვ.273/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 11 2017, 10:17 AM

"პატრიოტიზმი სულიდან აღმოცენებული, თავისი მიწა-წყლის სამსახურში დგომით გამოწვეული საამო განცდითი სიყვარულია, მაგრამ სანამ "პატრიოტიზმი", თვით ცნება, საქმედ, მხსნელად, გადარმჩენელად იქცევა, პირველი უდიდესი მოთმინებით აღჭურვის უნარია, რომ სწორი გზა სრულ გამარჯვებამდე მიიყვანო".

/ნიკო ხერკელაძე
"ათინათი" N2, 2017, გვ.237/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 18 2017, 11:41 AM

"ჩვენი წინაპრების ღირს-წასაბაძი სათნოება"

/"კარიბჭე" N20, 2009, გვ.25/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 23 2017, 09:54 AM

"გიორგი (60 წლის): ერთი მეგობარი მყავდა, ევროპაში რომ ვცხოვრობდი. ესპანელებს ნიჭი არ აკლიათ, მაგრამ ამპარტავნებაც საკმარისი აქვთ. მე რომ ვუყვებოდი ჩემს აქაურ მეგობრებზე, ირონიულად იღიმებოდა. ერთხელ ვერ მოვითმინე, გავცხარდი და შევუტიე. დაიბნა, საქართველო ძალზე ჩამორჩენილი ქვეყანაა და ასეთი ნიჭიერები თუ ხართ, რა გჭირთო. ცეცხლი წამეკიდა, მაგრამ რას ვიტყოდი, - კაცმა სიმართლე პირში მომახალა. ალბათ უფალი გვიწყრება, მისგან ნაბოძვარ სიკეთეს უსაგნოდ რომ ვფლანგავთ და ნიჭს ერთმანეთის გასანადგურებლად ვიყენებთ. მე ჩემი ერი მიყვარს და სიმართლე ეს მგონია - გვეშინია, ვინმემ არ გვაჯობოს და ნიჭიერსა და შრომისმოყვარეს ვწიხლავთ. თუ ადამიანი ნიჭიერია, რატომ გვგონია, რომ ამის აღიარება გვავნებს? საქართველოს უბედობას ვუჩივით და ამ უბედურების საშენებლად თითო აგურს ჩვენც ვდებთ და ვადუღაბებთ..."

/"კარიბჭე" N21, 2009, გვ.20/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 25 2017, 01:00 PM

"შენ ჩემო მამულო, მთიანო, ქვიანო, მზიანო, ცვრიანო, მუდამ მტრიანო და... მადლიანო"


/პოეტი ნანა ნოზაძე
"ათინათი" N2, 2017, გვ.191/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 25 2017, 09:29 PM

"ერს სული გაუმაგროს"

/"კარიბჭე" N21, 2009, გვ.55/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 25 2017, 10:07 PM

"- როგორ განისაზღვრება პოეტისთვის სამშობლოს ფენომენი და როგორ ენიჭება პოეტური გემოვნებით აღბეჭდილ სიტყვას ეროვნული ელფერი?

- სამშობლოს ფენომენის შესახებაც შეიძლება იგივე ითქვას. შესაძლოა პოეტი თავის ლექსში უშუალოდ არ ლაპარაკობდეს სამშობლოზე, პატრიოტული თემატიკა არ იყოს მის ლექსში წინა პლანზე წამოწეული, მაგრამ პოეტი და პოეზია წარმოუდგენელია ეროვნული ღირებულებების შეგრძნების გარეშე. კულტურა ყოველთვის ეროვნულია და პოეტიც თავისი ეროვნული სამყაროს შიგნით არსებობს ყოველთვის. პოეტისთვის უპირველესი არის ენა. სამყაროს ადამიანი ხომ ენის მეშვეობით ხედავს. ასე რომ, ქართველი პოეტი ქართულად ხედავს სამყაროს. გალაკტიონი ამბობს: "ვინაც გაიგებს ჩუქურთმას ქართულს, ის პოეზიას ჩემსას გაიგებს". ქართულ კულტურაში ყველაფერი ერთმანეთთან არის დაკავშირებული: ჩუქურთმა, ენა, პოეზია... აქაც ჩანს, თუ რამდენად ქართველი პოეტია გალაკტიონი."

/პოეტი ანდრო ბუაჩიძე
"კარიბჭე" N21, 2009, გვ.17/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 5 2017, 11:36 AM

"განსაკუთრებული მღელვარება ფერეიდნელი ქართველი ბიჭების ქართულად სიმღერამ გამოიწვია. ქართველი ფერეიდნელის ლექსმა, რომელიც სამშობლოს სიყვარულითაა გაჯერებული, იქ მყოფ სტუმრებს ცრემლნარევი სიხარული მოჰგვარა.

"ჰეიდა, ჰაიდა, ჰარალო,
სისხლის ფასია სამშობლო,
შენი ჭირიმე, სამშობლო" - ეს სიტყვები გულში ჩამრჩა."

/"კარიბჭე" N21, 2006, გვ. 19/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 9 2017, 07:59 PM

"ერის მოქცევა, მხოლოდ სამღვდელოების საქმე როდია, იგი თითოეული მორწმუნის მოვალეობაცაა.

ერის ღირსებას და მის სიმტკიცეს ღირსეული ადამიანები განაპირობებენ. ბედნიერია ის ქვეყანა, სადაც ასეთი პიროვნებების სიმრავლეა.

ამ ურთულეს დროში საქართველო უნდა იყოს ანთებული სანთელი, რომელიც გზას გაუნათებს არა მხოლოდ ქართველს, არამედ ყველა ეროვნების ადამიანს".

/ილია მეორე
"კარიბჭე" N20, 2017, გვ.11/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 16 2017, 09:29 AM

"რა უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ შევეწიოთ საქართველოს? რა უნდა გააკეთოს ეკლესიამ ადამიანის გადარჩენისათვის? ჩვენი გადარჩენა ჩვენს მთლიანობაშია; ჩვენ უნდა გავმთლიანდეთ და გავერთიანდეთ".

/ილია მეორე
"საპატრიარქოს უწყებანი" N27, 2017, გვ. 3/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 26 2017, 07:28 PM

"ხუთშვილიან ოჯახში გავიზარდე ღვთის რწმენით და მამულის სიყვარულით, თითოეულ ნაბიჯს ვზომავდით, რომ არ შეგვებღალა სახელი და სამშობლოს წარსულ-მომავალი... უფალს ვთხოვ წყალობას საქართველოსთვის, უფლის გზით ვიაროთ, კარგი ვაკეთოთ, რომ სამაგალითონი ვიყოთ მომავალი თაობისთვის".

/"კარიბჭე" N21, 2017, გვ.23/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 6 2017, 09:46 AM

"გათენდა და გაიხმაურა ქვეყანამ ადამიანის ხმითა. დღემ დაიწყო თავისი დაუდეგარი ფაცა-ფუცი. კარგია გაღვიძებული ადამიანი!.. მაგრამ უფრო უკეთესია ადამიანი, რომელსაც ძილშიაც არა სძინავს, ქვეყნის უბედურებით გულ-აღტყინებულსა. ჩემო ლამაზო ქვეყანავ, არიან ამისთანანი შენში? მე მოვნახავ და, თუ ვიპოვე, ვეთაყვანები".

/წმ. ილია მართალი
"კარიბჭე" N22, 2006, გვ.13/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 6 2017, 09:45 PM

"სადაც უნდა წავიდეთ, სადაც უნდა გადაგვკარგოს წუთისოფელმა და უცნაურმა ბედმა, მამული მაინც ბუდობს ჩვენში, მისი სივრცე ეტევა სულში".

/"კარიბჭე" N22, 2017, გვ.48/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 11 2017, 09:58 AM

"გიორგი ავალიშვილი ბრძანებს, რომ კაიროში ბინადრობს ქედნის მსგავსი ფრინველი, სახლებში იკეთებს ბუდეს და თითქოს ქართული ენით იტყვის: "ბიჭო, ნუ გათათრდებიო". კურთხეულ იყოს უფლის სახელი! როცა კაცნი მოილეოდნენ, ფრინველთა მიერ აფხიზლებდა ტყვედჩავარდნილ ქართველებს, მოაგონებდა დაკარგულ სამშობლოს. საქართველოში კი, ღვთის წყალობით, ყოველთვის იყვნენ ერის სინდისის მაღვიძარი კაცნი, მიურულებელი მცველნი და ფხიზელი გუშაგნი ივერიისა."

/"კარიბჭე" N22, 2006, გვ.14/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 13 2017, 10:03 AM

"მიწა დედაა და ჩვენ თუ არ მივხედეთ, აქ მოვა სხვა".

/"კარიბჭე" N19, 2011, გვ.55/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 13 2017, 10:18 AM

"მე მინდა ჩემი შვილი პიროვნება იყოს და პიროვნება ის ვერ იქნება, თუ მოსწყდება თავის სულიერ ფესვებს, რომელიც აქ არის, სამშობლოში, ამიტომ როცა ვგზავნით შვილებს უცხოეთში სასწავლებლად, უნდა გვქონდეს იმის ერთგვარი გარანტია, რომ იგი ჩამოყალიბებული ქართველია, სხვაგვარად ჩვენ ხელს ვკრავთ მას და მოვწყვეტთ იმ ერთიან ორგანიზმს, რასაც სამშობლო და დედაეკლესია ჰქვია და მერწმუნეთ, საცოდაობაა მისი უცხოეთში გაშვება, ამას მე ვამბობ როგორც მშობელი და როგორც მოძღვარი".

/დეკ. თეოდორე გიგნაძე
"კარიბჭე" N19, 2011, გვ.24/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 13 2017, 08:24 PM

"საკუთარი თავის შეცნობა დიდ წინაპართა საქმიანობის შეცნობით ხდება".

/"კარიბჭე" N19, 2011, გვ.7/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 15 2017, 10:59 AM

"ჩვენ ქართველები ვართ და რაღაც სხვანაირად ვართ მოქსოვილები, სხვანაირად ვუყურებთ სამყაროს, სხვანაირად აღვიქვამთ სამყაროს..."

/"კარიბჭე" N19, 2011, გვ.55/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 16 2017, 12:22 PM

"ომი ყველაფერია, თუნდაც საკუთარი სახის შენარჩუნება, სუფრის ტრადიციის შენარჩუნება, ომია ქართული სიმღერა, ომია დღესდღეობით ქართული პოეზია, ომია მუსიკა, კინოხელოვნება, იარაღით ბრძოლა".

/"კარიბჭე" N19, 2011, გვ.56/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 23 2017, 05:53 PM

"საზღვარგარეთ მოღვაწე ერთ სასულიერო პირს გაუგია ფრაზა "ქართველობა ძნელია, მაგრამ აუცილებელია", რომელიც ეკუთვნის მამა გიორგი ბასილაძეს და გაკვირვებია - რატომაა ქართველობა ძნელიო. ქართველობა ყოველთვის ასოცირდებოდა მართლმადიდებლობასთან, კულტურასთან და ზნეობასთან, ანუ ქართველობა და მართლმადიდებლობა გატოლებულია".

/მღვდელი გიორგი (პავლოვი)
"ქვაკუთხედი" N11, 2017, გვ.8/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 26 2017, 01:23 PM

"რამდენი ცუდიც არ უნდა ვთქვათ ჩვენზე - ქართველებზე, მე მაინც ვრწმუნდები, რომ ჩვენი გენი არის უძლიერესი და ღმერთი ყოველთვის გვიფარავს".

/დეკ. დავით შაქარაშვილი
დღევანდელი ქადაგებიდან smile.gif /

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 27 2017, 09:47 PM

"გული განიწმინდეთ და ისე ილოცეთ, დაგიფარავთ მაცხოვარი... რომ იტყვიან საქართველო აღარ არისო, აი მაშინ შეიწყალებს ღვთისმშობელი ჩვენს ქვეყანას და ისეთი სასწაული მოხდება, რომ მალე იქნება საქართველო ნიკოფსიიდან დარუბანდამდის!"

/წმ. გაბრიელ სალოსი
"საპატრიარქოს უწყებანი" N33, 2017, გვ.9/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 27 2017, 10:02 PM

"საქართველო, ხომ ერთადერთი ქვეყანაა, სადაც მეჩეთის გვერდზე დგას სიონის ტაძარი და იქვეა სინაგოგა! ისწავლოს მთელმა მსოფიომ საქართველოსგან! აი, სად არის საქართველოს სიღრმე!"

/"საპატრიარქოს უწყებანი" N33, 2017, გვ.15/

"უნდა პირიდან ლუკმა გამოვიღოთ, პერანგები გავიხადოთ და აჭარა-ქობულეთი მოვფინოთ ქართული მწიგნობრობით".

/გურია-სამეგრელოს ეპისკოპოსი ლეონიდე (ოქროპირიძე)
"საპატრიარქოს უწყებანი" N33, 2017, გვ.18/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 13 2017, 07:25 PM

„საქართველო რომ გადარჩეს, ყველა ქართველი მართლმორწმუნე, მართლმადიდებელი უნდა გახდეს.“

/"კარიბჭე" N22, 2006, გვ.25/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 21 2017, 11:34 AM

"21-ე საუკუნეში ქართველობა ნამდვილად დიდი სირთულეების წინაშე დგას. უჭირს ერსა თუ ბერს... ერთთათვის ქართველობა სუფრასთან ყანწის ბოლო წვეთამდე ჩაცლაა (ნახევარსაათიანი სიტყვის შემდეგ), მეორისთვის კრიმანჭულის განცდაა, მესამისთვის - ხორუმის შეგრძნება, სხვისთვის - მწვადი ან ხინკალი, გნებავთ, საცივი, ზოგისთვის - რუსთაველი, ილია... ცოტასთვის - აფხაზეთის სატკივარი... უმეტესობისთვის კი - ენა, მშობლიური მიწა - მამული, სარწმუნოება... ზოგიერთისთვის - თვითკრიტიკით გამოწვეული სირცხვილი, ზოგისთვის - სიამაყე, სხვისთვის - სამშობლოს წარსულზე ან მომავალზე ფიქრი...

საერთო ჯამში კი ქართველობა ყოველივე ამას ერთად მოიაზრებს. და კიდევ, ეს დიდი ტვირთია, რომლის ტარებამაც არ უნდა დაგღალოს."

/"კარიბჭე" N26, 2010, გვ.58/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 26 2017, 10:18 PM

"ვისურვებდი, რომ მთელი ერი ყოფილიყოს მრევლი ჩვენი დედაეკლესიისა"

/მეუფე იობი
"კარიბჭე" N26, 2008, გვ.42/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 30 2017, 08:58 PM

"გულდაწყლულებული მამულიშვილი"

/"კარიბჭე" N26, 2008, გვ.25/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 3 2018, 03:48 PM

"ძარღვიანი ქართველი კაცია"

/"კარიბჭე" N26, 2017, გვ.11/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 5 2018, 11:18 AM

"თქვენ გსმენიათ, რომ ადამიანები ამბობენ, როდემდე ვითმინოთ, როდემდე გავუძლოთ, არის სირთულეები, ინერგება უზნეობა, რომელიც სურთ წარმოაჩინონ, როგორც ნორმალური მდგომარეობა, ცდილობენ რომ მიგვაჩვიან, რომ ეს არის კარგი, ეს არის ნორმა. ეკლესიისთვის ეს არასდროს გახდება მისაღები!

და რით ვებრძოლოთ ამას? რა დავუპირისპიროთ? ყველაზე ქმედითი, ყველაზე სწორი დამოკიდებულება არის, რომ ჩვენ ვიდგეთ ტაძარში, ვილოცოთ ტაძარში. ეს შეცვლის ჩვენ ცხოვრებას უკეთესობისკენ, ეს შეცვლის ჩვენს საქართველოს, ეს გადაარჩენს ჩვენს სამშობლოს."

/მეუფე შიო (მუჯირი)
"კარიბჭე" N26, 2017, გვ.48/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 5 2018, 11:31 AM

"ყოველი ჩვენგანი უნდა შეესისხლხორცოს თავის სამშობლოს, მისი ნაწილი უნდა გახდეს და არ უნდა შეეძლოს სამშობლოს გარეთ არსებობა".

/ილია მეორე
"საპატრიარქოს უწყებანი" N39, 2017, გვ. 6/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 15 2018, 01:59 PM

"სამშობლოს ერისკაცის სიმბოლოდ მუდამ დარჩება"

/"კარიბჭე" N1, 2018, გვ.15/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 16 2018, 12:37 PM

"ქართველისთვის მშობლიურ მიწაში ჩასვენება ოდითგანვე სანუკვარი სურვილი და ბედნიერება იყო".

/"კარიბჭე" N1, 2018, გვ.33/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 21 2018, 06:42 PM

"სულს უსხეულოდ, სად არ უვლია,
ვერ შეელია მშობლიურ ამბორს,
თვითონ სამშობლოც სასწაულია,
ერთი სიტყვა, რომ სამ მშობელს ამბობს"

/ამირან ჯანჯღავა
ლიტერატურული ჟურნალი "ოლე" N4, 2017, გვ.24/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 23 2018, 03:40 PM

"იყო ნამდვილი ქართველი - ნიშნავს: ქართული გიდუღდეს სისხლი, ქართულად გიცემდეს გული და თუნდ მთელი შენი გონება შეცვალონ - მაინც იფიქრო, გიყვარდეს და გწამდეს ქართულად... ვართ კი ჩვენ ქართველები?!"

/"კარიბჭე" N26, 2010, გვ.58/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 2 2018, 10:42 AM

"სამშობლო იგივე ვინაობაა კაცისა და ბუნებრივია, ღირსეული მის წარმართვას არავის დაანებებს".

/"საქართველოს ეკლესიის კალენდარი 2009", გვ.115/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 6 2018, 06:15 PM

"ნუთუ საქართველოს არსებობის ბოლო დგება?! არა, ეს არ მოხდება. ფენიქსივით ისევ აღვსდგებით უფრო ძლიერნი და ბედნიერნი!"

/"კარიბჭე" N1, 2010, გვ.31/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 6 2018, 09:26 PM

"ასეთი ლამაზი მთა-ბარი რომ არ გვქონდეს ალბათ ჭკუიდან გადავიდოდითო მუდამ ჭირვარამში მყოფი ქართველები"

/ბესარიონ სოლოღაშვილი
ლიტერატურული ჟურნალი "ოლე" N4, 2017, გვ.48/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 16 2018, 11:46 AM

"ილიელობა, თუნდაც მარტო სიტყვით, ძალიან კარგია, კარგია, მის ათას სიტყვაში ერთი მაინც თუ გწამს და აცნობიერებ. ენა, მამული, სარწმუნოება - ერთი რომ მაინც დაიცვა, პიროვნება იქნები..."

/"კარიბჭე" N4, 2009, გვ.41/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 27 2018, 09:57 PM

"სამშობლოსათვის სიკვდილი მარადიული სიცოცხლის დასაწყისია"

/"საქართველოს ეკლესიის კალენდარი 2009" გვ.205/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 4 2018, 04:27 PM

"თუ ფარისევლურად არ ვიტყვით "ჩვენთან არს ღმერთი", არამედ წრფელი გულით ვიწამებთ ყოვლისშემძლეობას უფლისას, გადარჩება საქართველო".

/მამუკა სალუქვაძე
"კარიბჭე" N5, 2018, გვ.43/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 17 2018, 06:11 PM

"ჩოხას რომ კაცი მოირგებს, ის უკვე სხვანაირი ხდება"

/"კარიბჭე" N26, 2009, გვ.43/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 19 2018, 02:19 PM

"ყველა ქართველი პასუხისმგებელი ვართ უფლისა და ერის და ასევე საკუთარი სულის წინაშე".

/"კარიბჭე" N26, 2009, გვ.50/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 5 2018, 11:15 PM

"აბა, გავიხსენოთ, სად და როდის გავიგონეთ ბოლოს სიტყვა: "მამული", "სამშობლო", "ზნეობა"!

/დეკ. ანდრია კემულარია
"კარიბჭე" N6, 2018, გვ.19/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 6 2018, 11:27 AM

"საქართველო სიყვარულით იღებს მილიონობით სტუმარს, მაგრამ არა მათ, ვინც ხვალ-ზეგ მასპინძლად იგრძნობს თავს".

/დეკ. ანდრია კემულარია
"კარიბჭე" N6, 2018, გვ.21/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 21 2018, 12:47 PM

"ქართულად სიცოცხლეა ლამაზი, ქართულად ვლოცულობთ და ვადიდებთ უფალს! ამაზე მეტი რა უნდა ვინატროთ? ჩვენზე დიდი ერი რომ არ არსებობს, განა საკითხავია? ჩვენზე ლამაზი ერი მეორე რომ არ არის, განა არ ვიცით? ეს ერთი ციდა მიწის ნაგლეჯი, ღმერთმა ღვთისმშობელს რომ არგუნა, ნუთუ არაფერია?

სხვაგან როცა წვიმს - ჩვენთან ცა ტირის, მიწა მადლით ითქორება და უხვი მოსავლით გვკვებავს. აქ ყველაფერი ლოცულობს: ცა და მიწა, მზე და მთვარე, ბუნებაც კი უფალს ადიდებს ამ მიწაზე აღმოცენებისთვის, იმის გამო, რომ პატივი აქვს, გაამშვენიეროს ქართული მთისა თუ ბარის ნიადაგი... და ჩვენ ისე როგორ უნდა გავბოროტდეთ, რომ ამ სილამაზეს ვერ ვხედავდეთ! ვმადლობდეთ უფალს..".

/"კარიბჭე" N16, 2009, გვ.54/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 21 2018, 09:22 PM

"მე ევროპელი არ ვარ. გულითაც რომ გვინდოდეს, ვერც ვიქნებით, რადგან ევროპელებზე მაღლა ვდგავართ... ჩვენ ქართველები ვართ!"

/"კარიბჭე" N16, 2009, გვ.54/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 28 2018, 09:48 PM

"სამშობლოს ქილიკით ხსენება მხოლოდ დაცემამდე მიგვიყვანს. სამწუხაროდ, ეს ტენდენცია იგრძნობა. ტელეეკრანიდან ასეთი რამეც კი მოვისმინეთ: "პატრიოტიზმი ქვენა გრძნობაა". აქედან იწყება დაცემა."

/ია ბაგრატიონ-მუხრანელი
"კარიბჭე" N16, 2009, გვ.31/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 29 2018, 05:02 PM

"საქართველოში ქართველი ყველაზე მეტად იდევნება"

/ოთარ ჭილაძე
"კარიბჭე" N7, 2018, გვ.9/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 1 2018, 06:24 PM

"სხვა ქვეყანაში მივხვდი როგორ მყვარებია ჩემი სამშობლო"

/"კარიბჭე" N15, 2011, გვ.54/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 3 2018, 03:50 PM

"სულკურთხეული წინაპრები"

/"კარიბჭე" N15, 2011, გვ.35/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 4 2018, 07:40 PM

"თუ შენი ქვეყანა უბედურია, შენ კი - ბედნიერი, სადღაც არ ყოფილხარ პატიოსანი".

/ლევან გოთუა
"კარიბჭე" N15, 2011, გვ.16/


პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 6 2018, 05:21 PM

"საქართველოს "წმინდანთა დედას" უწოდებენ"

/"კარიბჭე" N13, 2006, გვ.9/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 19 2018, 08:51 PM

"საუცხოოა ყოველივე უცხოური, მაგრამ კაცმა ცხოვრება საკუთარი ერის წარსულის შესწავლით უნდა დაიწყოს. იაკობ გოგებაშვილი წინააღმდეგი იყო ბავშვებს ძალზე ადრე დაეწყოთ უცხო ენის შესწავლა. უცხო ენაზე მოტიტინე ყრმებზე კი ამბობდა, ვერა ხვდებიან მათი მშობლები, რომ ამით საკუთარ შვილებს ცოცხლად მიწაში სდებენო. თუ ყრმა, ჩვენს შემთხვევაში ნეოფიტი ქრისტიანი, საკუთარი ენით, საკუთარი საგალობლებით არ დაიწყებს სწავლას, თუ ქართულად არ იაზროვნებს, მაშინ ადრე თუ გვიან მიემსგავსება იმ გულგრილ ქართველებს, რომელთაც ჩირადაც არ უღირთ სამშობლო."

/"კარიბჭე" N15, 2010, გვ.21/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 27 2018, 08:39 PM

"არ არის ტყვია, რომელიც მე მომკლავს, რადგან ჩემი ფესვები იმ ქვეყანაშია, რომელსაც კლავდენ და არ კვდებოდა"

/გენერალი გიორგი კვინიკაძე
"კარიბჭე" N8, 2018,გვ. 43/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 28 2018, 02:40 PM

"საქართველოს გადარჩენისა და გამთლიანების გასაღები თითოეული ქართველის გულშია".

/დედა ნინო (ჩიტაძე)
"კარიბჭე" N7, 2011, გვ.27/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 14 2018, 10:38 PM

"წინაპართა ნაფეხურები ღმერთამდე აღმართული კიბის საფეხურებია"

/"კრიალოსანი" N1, 2009, გვ.38/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 15 2018, 08:29 PM


„საქართველოს, როგორც უძღებ შვილს, უახლოეს მომავალში დიდი განსაცდელი ელის. ისეთი დრო მოდის, როდესაც იქნება საქართველო და თან არც იქნება, იარსებებს ქართველი ერი და არც იარსებებს... სამაჩაბლო და აფხაზეთი სალმობათა მხოლოდ დასაბამია... მხოლოდ ამ განსაცდელთა გავლით მოვა სინანულში ქართველი და ჩვენც გამოგვიჩენს უფალი ახალ მოშურნე ილიას!

განსაცდელები კი ლოგიკური შედეგია ჩვენი უსჯულოებისა, გარნა ღვთის წყალობაცაა. როდესაც თერაპიული მკურნალობა უშედეგოა, საქმეში ქირურგია ერთვება. თერაპიული მკურნალობა, სამწუხაროდ, არ მივიღეთ ღვთისგან, აღარც სინდისის ქენჯნას ვუსმენთ, აღარც განსჯის უნარი გვაქვს, აღარც ეკლესიის ხმას ვაყურადებთ, ამიტომ უფალი უკვე ქირურგიულად ერევა ქართულ ორგანიზმში - იკარგება მიწები, ქვეყანა საზღვრებს გარეთ გასულ შვილებსაც კარგავს, აღარას ვამბობ უცხოეთში დაბადებულ ჩვენებურებზე, რომლებიც უცხო ენებზე იდგამენ ენას... რომელი ერთი ჩამოვთვალო?!“

/დეკ. არჩილ მინდიაშვილი
"კარიბჭე" N2, 2010, გვ.6/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 18 2018, 06:06 PM

"მომავალ თაობას თუ არ შთავაგონეთ სიყვარული წინაპართა დანატოვრისა, ჩვენი საუნჯისა, უფალი არ გვაპატიებს."

/"კარიბჭე" N2, 2010,გვ.31/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 23 2018, 09:23 PM


"არის ღირებულებანი, რომლებიც ამა თუ იმ ერის ცხოვრებაში საუკუნეობით იქმნება და ყალიბდება და რომელთა დაკარგვაც დანაშაულია. ჩვენთვის ასეთია მართლმადიდებელი სარწმუნოება, მოციქულთაგან ბოძებული; მუსიკა, ყველას რომ აღაფრთოვანებს; ჩვენი ენა და დამწერლობა, იდუმალებით სავსე და დიდებული; გასაოცარი ხელოვნება, ხატწერა, არქიტექტურა; ჩვენი მშვენიერი წეს-ჩვეულებანი... აღმოსავლეთის ან დასავლეთის რომელი ტრადიციები შეედრება მათ?!

სამწუხაროდ, ბოლომდე ვერ ვაცნობიერებთ, რა სიმდიდრის მფლობელნი ვართ".

/პატრიარქი ილია მეორე
"კარიბჭე" N4, 2010, გვ.15/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 24 2018, 05:02 PM

"ქართველი ხალხი პირველი საუკუნიდან მოყოლებული ქრისტიანია და ქრისტიანადვე უნდა დარჩეს. ჩვენი ერი არ უნდა მოექცეს სექტებისა და უცხო რელიგიათა გავლენის ქვეშ. საქართველო მართლმადიდებლურმა ქრისტიანობამ გადაარჩინა და კიდევაც გადაარჩენს. ჩვენმა ხალხმა ამ გზით უნდა იაროს და ყოველი, რომელიც მართლმადიდებლობას, ჩვენს ეკლესიას, სვეტიცხოველს უღალატებს, მოღალატე იქნება მშობელი ერისაც...

მართალია, ძალიან ხშირად უარვყოფთ ნებას ღვთისას, მაგრამ ღმერთი მოწყალეა და არ მიგვატოვებს. საქართველო სულიერად გაბრწყინდება, საქართველო გაიღვიძებს, რადგან შეუძლებელია ამ მდგომარეობაში დარჩეს ერი, რომელიც ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის წილხვედრია".

/პატრიარქი ილია მეორე
"კარიბჭე" N4, 2010, გვ.15/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 29 2018, 09:13 PM

"ხშირად წარსულით ვამაყობთ, გუშინდელი დღით ვცხოვრობთ, მაგრამ მარტო წინაპართა დამსახურების გამო თვითკმაყოფილებას არ შეიძლება მივეცეთ. ჩვენ დღეს უნდა გავაკეთოთ ყველაფერი, თითოეულმა თავის ადგილზე უნდა იშრომოს და ყველამ ერთი დიდი მიზნისკენ ისწრაფოს. ასე რომ არ ვცხოვრობდით, ამიტომაც ორი საუკუნის განმავლობაში ვიფიქრეთ, ვიოცნებეთ ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობაზე, ხოლო როცა დრო დადგა, მას მოუმზადებელნი შევხვდით. ჩვენს თავს თვითონვე შევუქმენით გადაულახავი წინააღმდეგობები და პრობლემები; ეს იმიტომ, რომ ჩვენი ზნეობისა და სულიერების დონე დაბალია; ღვთის კანონებით რომ გვეცხოვრა, ამდენ უბედურებას ავცდებოდით".

/ილია მეორე
"კარიბჭე" N5, 2010, გვ.19/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 8 2018, 12:41 PM

"აკაურთელი ქართველობა პრობლემებმა გაიყვანა სოფლიდან, მაგრამ აზერბაიჯანელები ხომ არსად გაქცეულან... როგორ ცხოვრობენ ამ სოფელში აზერბაიჯანელები... შრომობენ დაუღალავად, ცხოვრებას ახერხებენ. ყველა ქართველმა უნდა გაიაზროს, რომ დღეს არის დრო არა კომფორტის ძიებისა, არამედ დრო მოწამეობისა. ადრე თუ ეწამებოდნენ ჩვენი წინაპრები ქრისტესთვის, დღეს მოწამეობა არის ის, რომ იცხოვრო იქ, სადაც რთულია, რათა შეინარჩუნო ქართული მიწა, ქართველობა და სარწმუნოება."

/"კარიბჭე" N7, 2010, გვ.58/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 26 2018, 09:28 PM

"თუ პატრიოტები არ იქნებიან ხელისუფლებაში, ჩვენს სამშობლოს შეიძლება მომავალი არც ჰქონდეს"

/"კარიბჭე" N11, 2018, გვ.38/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 18 2018, 08:08 PM

"სამშობლოს სიყვარული რომ შეიგრძნო, ცოტა ხანი მაინც უნდა იცხოვრო უცხოეთში."

/"კარიბჭე" N14, 2010, გვ.43/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 8 2018, 08:27 PM

"შეძლებული ოჯახები ძალიან ხშირად ბავშვებს აგზავნიან უცხოეთში. ესეც საშიშია. უცხოეთში სასწავლებლად უნდა წავიდეს ისეთი ადამიანი, რომელიც განმტკიცებულია თავის ნიადაგზე, თავის ეროვნულ კულტურას იცნობს და არა მარტო იცნობს, იცავს მას".

/ილია მეორე
"კარიბჭე" N23, 2010, გვ.19/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 14 2019, 03:16 PM

"სამშობლოს სიყვარულით დასერილი გული"

/"კრიალოსანი" N10, 2009, გვ.18/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 14 2019, 03:33 PM

"ჩვენს ქვეყანას ერთადერთი, რაც გადაარჩენს, რწმენასთან შეზავებული ცოდნაა".

"გადავრჩებით მხოლოდ და მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ქრისტეს გზას, ეკლესიის გზას არ ავცდებით"


"მოვალენი ვართ, ჩვენს სახელოვან წინაპრებს ვუგალობოთ "ქება ქებულთა", "დიდება დიდებულთა". მხოლოდ ამ შემთხვევაში შეიძლება ქართველი ერი გადარჩეს".

"როდის იპყრობდა ჩვენს ქვეყანას მტერი? - როდესაც იგი სულიერად იყო დაცემული, დაკნინებული".

/მამა პეტრე კვარაცხელია
"კრიალოსანი" N10, 2009, გვ.24-25/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 17 2019, 07:30 PM

"ერთადერთი, რითაც სამშობლოს ვიცავდით და დავიცავთ, ეს რწმენაა"

/"კრიალოსანი" N10, 2009, გვ.28/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 3 2019, 05:44 PM

"სამშობლოს დაცვა და მასზე ზრუნვა ყოველი ადამიანის წმინდათა წმინდა მოვალეობაა"

/"საპატრიარქოს უწყებანი" N12, 2019, გვ.13/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 3 2019, 06:08 PM

"ჩვენ გვიყვარს ჩვენი მშობლები და ვზრუნავთ მათზე; მსგავსად ამისა, თუ გვიყვარს ჩვენი სამშობლო, - არც მას უნდა მოვაკლოთ მზრუნველობა"

/"საპატრიარქოს უწყებანი" N12, 2019, გვ.14/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 15 2019, 08:27 PM

"ბევრ ენაშია დამკვიდრებული ცნება "დედა სამშობლო". ადამიანისთვის ყველაზე ძვირფასი ამქვეყნად დედაა და სამშობლოსაც სწორედ მას ადარებს; სამშობლოზე ფიქრი მისთვის იგივეა, რაც დედაზე ზრუნვა".

/"საპატრიარქოს უწყებანი" N12, 2019, გვ.14/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 16 2019, 11:55 AM

"ეგოიზმის დაძლევის და სწორი სულიერი განვითარების მაჩვენებელია ისიც, თუ როგორია სამშობლოსადმი ჩვენი დამოკიდებულება.

დღევანდელი რეალობა გვიჩვენებს, რომ ამ მიმართულებით რამდენიმე სახის შეტევა ხორციელდება: ერთნი, გარეშე ძალებისაგან ხელშეწყობილნი, აღვივებენ სეპარატისტულ სულს და ქვეყნის დანაწილების თეორიებს ქმნიან; მეორენი პატრიოტიზმის სახელით არასწორ მიმართულებებს ანვითარებენ და ამ გრძნობას დამახინჯებულ სახეს აძლევენ; სხვანი კი ზოგადადამიანური ღირებულებებით გვესაუბრებიან და პატრიოტიზმს ჩამორჩენილობად თვლიან.

არ არსებობს აწმყო წარსულის გარეშე. ნებისმიერი ღირსეული პიროვნებისთვის სამშობლოს ისტორიის ცოდნა აუცილებელი პირობაა; სახელმწიფოსთვის კი, _ სიძლიერის ერთ-ერთი მთავარი გარანტი, რადგან ეს ცოდნა, სწორ აზროვნებასთან შეერთებული, აღძრავს ისეთ გრძნობებს, როგორიცაა იდეისთვის უანგარო მსახურება, ერთგულება, ვაჟკაცობა, გონიერება, თავდადება.., რაც ბოროტის მცდელობას, თავისთავად, წარუმატებელს ხდის; ამასთან, საზოგადოდ აღიარებული ჭეშმარიტებაა, რომ ,,ვისაც თავისი ქვეყანა არ უყვარს, მას არავისი სიყვარული არ ძალუძს“ (ჯ. ბაირონი), ,,სამშობლოს ნამდვილი სიყვარულის გარეშე კი კაცობრიობის ნამდვილი სიყვარული არ არსებობს“ (ა. ფრანსი).

/ილია მეორე, სააღდგომო ეპისტოლე 2019
"საპატრიარქოს უწყებანი" N17, 2019, გვ.6/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 7 2019, 06:24 PM

"ან იცხოვრებს ქრისტიანული საქართველო, ანდა საერთოდ არ იქნება"

/რევაზ სირაძე
"კარიბჭე" N6, 2019, გვ.12/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 12 2019, 12:07 PM

"ჩვენ გვაქვს დარდი საქართველოზე"

/ილია მეორე
"საპატრიარქოს უწყებანი" N19, 2019, გვ.3/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 2 2019, 04:14 PM

"სამშობლო შენი წინაპრების ძვლებით გაპოხიერებული მიწაა, შენი ენით გაჯერებული ჰაერია, შენი გენით, შენი ხასიათით დატვირთული გარემოა".

/ილია მეორე
"კარიბჭე" N7, 2019, გვ.46/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 4 2019, 04:49 PM

"საქმე ის კი არაა, პატარა კაცი იყო და დიდ სამშობლოს ეძებდე, საქმე ის არის, დიდი კაცი იყო და პატარა სამშობლო გიყვარდეს".

/კონსტანტინე გამსახურდია
"კარიბჭე" N7, 2019, გვ.21/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 4 2019, 05:17 PM

"როცა იწყებთ ლოცვას, თქვენი პირველი ვედრება უნდა იყოს სამშობლოსათვის, სამშობლოს მთლიანობისათვის".

/ილია მეორე
"კარიბჭე" N7, 2019, გვ.46/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 21 2019, 07:44 PM

"ილოცეთ სამშობლოსთვის და ხალხისთვის, ამით დიდ სიკეთეს მოუტანთ ქვეყანას'

/"თბილისელები" N27, 2019, გვ.21/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 30 2019, 08:58 PM

"იცინის ქართველი, როდესაც სტირის და სტირის, როცა იცინის"

/"კარიბჭე" N8, 2019, გვ.17/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 1 2019, 12:03 PM

"ოჰ! როდის უნდა ამოვისუნთქოთ თავისუფლად, როდის აყვავდება წალკოტივით ჩვენი ქვეყანა, რათ უნდივართ ჩვენ სხვებს, დაგვანებონ თავი, ჩვენც ვგრძნობთ, ვსუნთქავთ, ვხარობთ... რა უნდათ ჩვენგან? არა, ქართველი ერი მხნე და გულადი არის, არავის დაანებებს თავის სამშობლოს. სამშობლოსადმი სიყვარული უდიდესია, სხვა ყველა გრძნობებზე მაღლა სდგას".

/მარო მაყაშვილი
"კარიბჭე" N8, 2019, გვ.23/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 5 2019, 09:01 PM

"გაიღვიძე, ქართველო ერო! გაიღვიძე და გაჰყევი გზას ჭეშმარიტებისას, სიკეთისას, ღვთისას, ამინ!"

/ზვიად გამსახურდია
"კრიალოსანი" N3, 2008, გვ.25/

უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)