რელიგიური სიბრმავე, და ადამინის დოგმები |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
რელიგიური სიბრმავე, და ადამინის დოგმები |
llaasshhaa |
Jul 21 2010, 10:12 AM
პოსტი
#61
|
ლაშა ქებაძე ჯგუფი: Members პოსტები: 3,929 რეგისტრ.: 18-November 07 მდებარ.: საქართველო წევრი № 3,209 |
Otherguy
ციტატა ამ მუხლით რატომ აპელირებთ... რატომ და პირდაპირ პასუხს სცემს იმ ადამიანებს რომლებიც ამბობენ ბავშვებს ნუ ნათლვთო ან აზრი არ აქო სახარებაში დაწერილს შენ რო განმარტავ ვინხარ? -------------------- ნეტარ არს კაცი, რომელი არა მივიდა ზრახვასა უღმრთოთასა და გზასა ცოდვილთასა არა დადგა და საჯდომელსა უჰსჯულოთასა არა დაჯდა.
|
afxazi |
Jul 21 2010, 11:43 AM
პოსტი
#62
|
დავითი ჯგუფი: სენატის თავმჯდომარე პოსტები: 8,814 რეგისტრ.: 7-March 07 წევრი № 1,291 |
Otherguy
ციტატა პ.ს. ორიგენე 15გზის ანათემას გადაეცით და რა სინდისით იმოწმებთ? შენ ამას არ უნდა ამბობდე. მე მგონი დაინტერესებული ხარ საეკლესიო ტრადიციის გაცნობით და უბრალოდ მიკვირს, რომ აღნიშნულ სიტყვებს ამბობ. თუ რატომ ახლავე ვიტყვი. საეკლესიო ტრადიციას არასოდეს არ დაგმია პიროვნება სრული განურჩევლობით. სადღაც აქ აღნიშნავდი კიდე, რომ გაინტერესებდა ორიგენეს სიტყვების ის კრებული, რომელი ბასილი დიდმა და გრიგოლ ღვთისმეტყველმა შეადგინეს. რაზე მეტყველებს ეს? როდესაც ეკლესია გმობს ამა თუ იმ პირის გაუკუღმართებულ სწავლებას, ეს სრულიადა არ ნიშნავს იმას, რომ იგმობა ამ პირვნების მიერ ნაქადაგები კეთილი სწავლებანი. არაერთი მაგალითია საეკლესიო ლიტერატურაში, როდესაც იგივე ოქროპირის, ბასილი დიდის და სხვა წმინდა მამათა განმარტების გვერდით შევხვდებით ორიგენეს, ტერტულიანეს და იმ სხვა პირების განმარტებებს, რომელი პირები ანათემირებულნი არიან. ეკლესიური სწავლებით ყველგან შეიძლება შევხვდეთ კეთილ სწავლებებს და ეს სრულადა არ არის გასაკვირი (ამაზე კლიმენტი ალექსანდრიელს მშვენიერი სწავლება აქვს ჩამოყალიბებული ანტიკურ ფილოსოსფიასთან დაკავშირებით). ამაზე დავა არ ღირს, რადგან მთელი ტრადიია ამის ნათელი დადასტურებაა. ციტატა ის ხომ ჯერ პიროვნება, ადამიანი არაა? აბა რა არის, ქვეწარმავალი? რას ნიშნავს ეს ვვერ გავიგე. აბა გავიხსენოთ რას ამბობს უფალი, თუკი არ მოიქევით ბავშვებივით ვერ შეხვალთ სასუფეველში. აბა განმიმარტე რას ნიშნავს ბავშვობა? ან კიდევ იმაზე გამეცი პასუხი სასუფეველში შესვლის წინაპირობა რა არის? ან რა არის სასუფეველი? მატერიალური აზროვნებაა თუ სულიერი? ზოგადად ამ მდგამრეობაზე რას მეტყვი. წმინდა წერილში არსად წერია, რომ ბავშვები არ უნდა მოვნათლოთ, რადგან ისინი ვერ აცნობიერებენ რა აღსრულდება მათზე. ძველი აღთქმიდან და მათ შორის ახალი აღთქმიდანაც ვციით, რომ პატარა ბავშვებს წინადაცვეთის წესს უტარებდნენ. ეს აღასრულა უფალმაც, ეხლა არ მითხრათ ძველ აღთქმაში ბავშვების ჩაგვრა მიდიოდაო. -------------------- სათნოება თვითკმარია ბედნიერებისთვის კლიმენტი ალექსანდრიელი |
zanneti |
Jul 21 2010, 06:40 PM
პოსტი
#63
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 372 რეგისტრ.: 3-November 09 წევრი № 7,684 |
afxazi
იცი ფაქტი ერთია რომ ბიბლიაში ასეთი ნათLობა არ არის და თუ რამეს იგონებს ვინმე ეს სხვაა და შენ რომ ამბობ რომ არსად არისო აკრძალული ეს არაფერს ნიშნავს რადგანაც თუ არ წერია ბიბლიაში ის უკვე არაფრის მომცემია არის თუ არა ის აკრძალული ხოლო თუ არის საჭიროება ბავშვის ნათLობისა მაშI ის ეწერებოდა პირდაპირი ან ქვეტექსტის საშუალები თან პირიქით წერია რომ წმიდა სინდისს ბავშვი ვერ შეპირდება ღმერთს და ამით განა ყველაფერი არ არის ნათქვამი?? ახლა კი თავად გამეცი ამ კითხვაზე პასუხი? ციტატა ან კიდევ იმაზე გამეცი პასუხი სასუფეველში შესვლის წინაპირობა რა არის რა არის ამი წინაპირობა???ნათლობა??? და რით ნათლობა მომყვანე აბზაცი ბიბლიიდნა -------------------- ქრისტიანული საიტები
http://wolge.org/index.php http://qristiani.ge/qristiani.html http://xsna.wordpress.com/ 598-78-69-08 აჩიკო |
afxazi |
Jul 21 2010, 07:07 PM
პოსტი
#64
|
დავითი ჯგუფი: სენატის თავმჯდომარე პოსტები: 8,814 რეგისტრ.: 7-March 07 წევრი № 1,291 |
zanneti
ციტატა რა არის ამი წინაპირობა???ნათლობა??? და რით ნათლობა მომყვანე აბზაცი ბიბლიიდნა ამის კითხვა მე მგონი სრულია უსარგებლოა, რადგან პასუხი შენ თვითონაც კარგად იცი. ციტატა იცი ფაქტი ერთია რომ ბიბლიაში ასეთი ნათLობა არ არის და თუ რამეს იგონებს ვინმე ეს სხვაა და შენ რომ ამბობ რომ არსად არისო აკრძალული ეს არაფერს ნიშნავს რადგანაც თუ არ წერია ბიბლიაში ის უკვე არაფრის მომცემია არის თუ არა ის აკრძალული ხოლო თუ არის საჭიროება ბავშვის ნათLობისა მაშI ის ეწერებოდა პირდაპირი ან ქვეტექსტის საშუალები თან პირიქით წერია რომ წმიდა სინდისს ბავშვი ვერ შეპირდება ღმერთს და ამით განა ყველაფერი არ არის ნათქვამი?? მოიცა და შენ ის გინდა მითხრა, რომ დედამიწის ზურგზე ვინც ინათლება 100% აცნობიერებს ნათლობის მნიშვნელობას? პატარა ბავშვი უკვე არის სულისა და სხეულის ერთობლიობა და ის რეალურად წარმოადგენს ადამიანს. ძალიან მაინტერესებს შენის აზრით არის თუ არა ბავშვი ადამის ცოდვის (არა პირადი) მატარებელი. -------------------- სათნოება თვითკმარია ბედნიერებისთვის კლიმენტი ალექსანდრიელი |
zanneti |
Jul 21 2010, 07:28 PM
პოსტი
#65
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 372 რეგისტრ.: 3-November 09 წევრი № 7,684 |
afxazi
ციტატა ამის კითხვა მე მგონი სრულია უსარგებლოა, რადგან პასუხი შენ თვითონაც კარგად იცი. არა არა მოდი აბზაცი დადე რომ ვნახოთ თუ გინდა მე დავდედ კარგი მოდი ვნახოთ რა არის ნათლობა და როგორ ვინათლებით ანუ ვინ ვერ მოხვდება ცათა სასუფეველში უფალ იესოს სიტვებით იოანეს3:5. მიუგო იესომ: ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნები შენ: ვინც არ დაიბადება წყლისა და სულისაგან, ვერ შევა ღმრთის სასუფეველში. აგერ ჩვენ ვხედავთ რომ ვერ შევა ის ვინც არ მოინათლება წყლისა და აქ კარგად ნახე რა წერია სულისაგან ასე რომ მარტო წყლით ნათლობა არაფერია არამედ სულისგან უნდა მოვინათლოთ მაგრამ განა შეუძლია ადამიანს მოინათლოს სულით ვინც საერთოდ არაფრის აზრზე არ არის?? ანუ ბავშვსი და თუ გინდა დიიდ იყოს აზრი არ აქვს ნათLობას წყალში თუ იგი სულით არ მოინათლა ასე არ არის?? ხო არ შეიძლება რაღაც ნაწილი ამოვიღოთ ციტატიდან და მეორე კი გავაუქმოთ?? ამიტომაც სულით ნათLობაც არის საჭირო ხოლო სულით ნათლობა როგორ ხდება? ან როგორ მივხვდეთ სულით ვართ თუ არა მონათლულები მაშინ უნდა წავიკითხოთ ეს და შევადაროთ გალათელტა 5:19. ხორცის საქმენი აშკარაა: სიძვა, უწმინდურება, აღვირახსნილობა, 20. კერპთმსახურება, ჯადოქრობა, მტრობა, შუღლი, შური, რისხვა, აშლილობა, მწვალებლობა, 21. სიძულვილი, მკვლელობა, მემთვრალეობა, ღორმუცელობა და სხვა მისთანანი. წინასწარ გეტყვით, რომ ამის მოქმედნი ვერ დაიმკვიდრებენ ღვთის სასუფეველს. 22. ხოლო სულის ნაყოფია: სიყვარული, სიხარული, მშვიდობა, დიდსულოვნება, სიტკბოება, სიკეთე, რწმენა, 23. თვინიერება, თავშეკავება; ამათ წინააღმდეგ არ არის რჯული. 24. ხოლო მათ, ვინც არიან ქრისტესნი, ჯვარს აცვეს ხორცი მისი სურვილებით და ვნებებითურთ. 25. თუ სულით ვცოცხლობთ, სულითვე უნდა ვიაროთ. 26. ნუ ვიქნებით პატივმოყვარენი, ურთიერთგამომწვევნი, ერთურთის მოშურნენი. afxazi ციტატა მოიცა და შენ ის გინდა მითხრა, რომ დედამიწის ზურგზე ვინც ინათლება 100% აცნობიერებს ნათლობის მნიშვნელობას?პატარა ბავშვი უკვე არის სულისა და სხეულის ერთობლიობა და ის რეალურად წარმოადგენს ადამიანს.ძალიან მაინტერესებს შენის აზრით არის თუ არა ბავშვი ადამის ცოდვის (არა პირადი) მატარებელი. ვინ არ იცის ნათLობის არსი მაშ რა აზრი აქვს ნათლობას?? ხოლო ბავშვს რწმენა არ გააჩნია შესაბამისად ვერ მოინათლება სულით ადამის ცოდვა ჯვარზეა უკვე მიმსჭვალული მას არანაირი ძალაუფლება არ აქვს ადამიანზე ხოო მონანიება ამიტომ კი არ ხდება არამედ ცუდი საქმეების ხდება მონანიება და ნათლობაც -------------------- ქრისტიანული საიტები
http://wolge.org/index.php http://qristiani.ge/qristiani.html http://xsna.wordpress.com/ 598-78-69-08 აჩიკო |
afxazi |
Jul 21 2010, 07:42 PM
პოსტი
#66
|
დავითი ჯგუფი: სენატის თავმჯდომარე პოსტები: 8,814 რეგისტრ.: 7-March 07 წევრი № 1,291 |
zanneti
ციტატა ასე რომ მარტო წყლით ნათლობა არაფერია არამედ სულისგან უნდა მოვინათლოთ მაგრამ განა შეუძლია ადამიანს მოინათლოს სულით ვინც საერთოდ არაფრის აზრზე არ არის?? ანუ ბავშვსი მხოლოდ ერთი შეკითხვა (სიმართლეს გეტყვი კითხვებზე ვერ ვიღებ ამომწურავ პასუხებს და ცოტა ძნელია საუბარი, იგივე ცოდვასთან დაკავშირებიტაც იყო მსგავსი შემთხვევა): ნათლისღების მადლი არ მოქმედებს მაშIნ, თუკი ადამიანი ვერ აცნობიერებს ამ მადლის მნიშვნელობას? ციტატა ადამის ცოდვა ჯვარზეა უკვე მიმსჭვალული მას არანაირი ძალაუფლება არ აქვს ადამიანზე ხოო მონანიება ამიტომ კი არ ხდება არამედ ცუდი საქმეების ხდება მონანიება და ნათლობაც ესეც ვერ გავიგე. ნათლობის აღსრულება ადამიანზე ეს მხოლოდ ცუდი საქმეების გამოხ ხდება? -------------------- სათნოება თვითკმარია ბედნიერებისთვის კლიმენტი ალექსანდრიელი |
llaasshhaa |
Jul 21 2010, 07:59 PM
პოსტი
#67
|
ლაშა ქებაძე ჯგუფი: Members პოსტები: 3,929 რეგისტრ.: 18-November 07 მდებარ.: საქართველო წევრი № 3,209 |
ციტატა ადამის ცოდვა ჯვარზეა უკვე მიმსჭვალული მას არანაირი ძალაუფლება არ აქვს ადამიანზე ანუ ნათლობამდეც არ აქ ძალაუფლება ადამიანზე? -------------------- ნეტარ არს კაცი, რომელი არა მივიდა ზრახვასა უღმრთოთასა და გზასა ცოდვილთასა არა დადგა და საჯდომელსა უჰსჯულოთასა არა დაჯდა.
|
zanneti |
Jul 21 2010, 08:07 PM
პოსტი
#68
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 372 რეგისტრ.: 3-November 09 წევრი № 7,684 |
afxazi
ციტატა მხოლოდ ერთი შეკითხვა (სიმართლეს გეტყვი კითხვებზე ვერ ვიღებ ამომწურავ პასუხებს და ცოტა ძნელია საუბარი, იგივე ცოდვასთან დაკავშირებიტაც იყო მსგავსი შემთხვევა): ნათლისღების მადლი არ მოქმედებს მაშინ, თუკი ადამიანი ვერ აცნობიერებს ამ მადლის მნიშვნელობას? გეტყვი ახლავე თუ შენ ქრისტეს არ იცნობ და არ იცი რისთვის ინათლები მაშინ აზრი არ აქვს ნათლობას გავიხსენოთ რა უთხრა საჭურისს ფილიპემ სამქეები 8:36. ამასობაში მგზავრები წყალს მიადგნენ და საჭურისმა თქვა: აჰა, წყალი, რა მიშლის ხელს, რომ მოვინათლო? 37. ფილიპემ უთხრა: თუ მთელი გულით გწამს, შეიძლება. მან კი მიუგო: მწამს, რომ იესო ქრისტე ღვთის ძეა. 38. და ბრძანა გაეჩერებინათ ეტლი: ორივენი ჩავიდნენ წყალში, ფილიპეც და საჭურისიც, და მონათლა იგი. ნახე დიალოგში რა წერია რომ ფილიპე ეკითხება რომ გწამსო მთელი გულითო მაშინ კი შეიძლებაო ასე არ არის??? და ნახე საჭურისი რას პასუხობს კიო მჯერაო და მერე უკვე ჩავიდნენ და მონათლა აქედან ჩანს რომ თუ გულით არ გწამს აზრი არ აქვს ნათLობას აბა რა აზრი აქვს რომ მონათლო კაცი აი დავუშვათ მიიყვანო ათეისტი და მონათლო ამით ის სასუფეველში მოხვდება??? რა თქმა უნდ არა ვინც არ იშვება სულის და წყლის მიერ ვერ შევაო ცათა სასუფეველში ციტატა ესეც ვერ გავიგე. ნათლობის აღსრულება ადამიანზე ეს მხოლოდ ცუდი საქმეების გამოხ ხდება? ნათლობას როდესაც აცნობიერებს ადამიანი მაშინ ხდება ზეცით შობა ანუ ხელმეორედ შობა და მაშინ ახალი სული და ახალი გული იდება ადამიანში და ის უკვე არ არის ცოდვილი დდა ცოდვის მონა არამედ უკვე სიკვდილიდიან სიცოცხლეში გადავიდა ანუ ნათლობის დროს უკვე ადამიანი იცვლება და ხელმეორედ იბადება და ტოვებს ცოდვლი გუნებას და ის რაც დავწერე გალათელთა 5 თავიდან ის სულიერი ნიშნებიო იქნება მისი თამდევი llaasshhaa ციტატა ანუ ნათლობამდეც არ აქ ძალაუფლება ადამიანზე? ნათლობამდე აქვს ძალაუფლება უფრო სწორედ სანამ ქრისტეს არ მიიღებს პირად მხსნელად მანამდე აქვს ძალაუფლება და მერე მას მოყვება ნათლობა და განწმედა ცოდვებისგან -------------------- ქრისტიანული საიტები
http://wolge.org/index.php http://qristiani.ge/qristiani.html http://xsna.wordpress.com/ 598-78-69-08 აჩიკო |
death |
Jul 21 2010, 10:13 PM
პოსტი
#69
|
A P O L O G I S T ჯგუფი: Members პოსტები: 1,274 რეგისტრ.: 4-February 07 წევრი № 1,003 |
ნუ პირდაპირ ტრანსში მაგდებს ეს თეოლოგიურ-ბიბლიოლოგიური ინტელექტი თემის სახელია რელიგიური სიბრმავე ხოლო თემის მთელი მოცულობა შეადგენს ბავშვის მონათვლასთან დაკავშირებულ საკითხებს ანუ თურმე, თუ არსობრივად შევხედავთ ამ საკითხს ბავშვის მონათვლა რელიგიური სიბნელე ყოფილა. დავიწყო ახლა აპოლეგიების წერა?
მეეგრასე დღიდან მოყოლებული ბევრი ცდილობს რამე ავნოს ორთოდოქსიას, მაგრამ ყველა მათი მცდელობა რქების მომტვრევით სრულდება. მიუხედავად ჩემი დიდი პატივისცემისა ევანგელისტების მიმართ, ერთი კეთილი რჩევა მოგცემთ, თავი გაანებეთ მართლამდიდებლური სწავლების არარბიბლიურობის ქექვას, ამით სულელებად არ წამოჩინდებით ყველა ანტი ორთოდოქსული არგუმენტი დიდი ხანია ჩაფუშულია და თავს თქვენც ნუ მოიკლავთ ნაცვლად მსგავსი არაფრისმომცემი დაპირისპირებისა სჯობს ურთიერთგაგების გზები ვეძებოთ, ეს უკანასკენლი კი საქართველოში მართლამდიდებლებს ალბათ უფრო ეხებათ -------------------- ἐν ἀρχῇ ἦν ὁ λόγος, καὶ ὁ λόγος ἦν πρὸς τὸν θεόν, καὶ θεὸς ἦν ὁ λόγος.
The devil can cite scripture for his own purpose! — William Shakespeare თავისუფლებისათვის გაგვათავისუფლა ქრისტემ. მაშ, იდექით მასში და ნუღარ შეუდგებით მონობის უღელს" (გალ 5.1) |
zanneti |
Jul 21 2010, 10:25 PM
პოსტი
#70
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 372 რეგისტრ.: 3-November 09 წევრი № 7,684 |
death
შენ თუ ნახე ვიდეო რომელიც სპორტის სასახლესთნ მიმართებაშI გააკეთეს იქ რომ გამოდის ბიჭI და ამბობს ჩვენი ძმები მართმადიდებლებიო თითქოს იქ დანარჩენი მტრები ვიყავით აი ეს არის ურთიერთგაგება??? ასე მეგობარო ურთიერთგაგება არ გამოვა ხოლო ახლა რაც შეეხება არაბიბლიურ სწავლებას ყველაფერი აგერ არის და ნახე თავად თუა ბიბლიური ბავშვის ნათლობა და ისე სიტყვების რახარუხი ეშმკსაც შეუძლია და ყველა ადამიანეზე კარგად და ბიბლიაც იცის მშვენივრად ამიტომ თუ რამეს იტყვი თქვი ბიბლიიდან და დაასაბუთე თუ არა ასეთი ლაპარაკი არაფერია და არც არაფრის მომცემია ვინ რა გააბათილა ბავშვის ნათლობაზე?? გაბათIლება ერთია მაგრამ არის ეს გაბათილება მართალი?? ისე რასელისტებიც აბათილებენ უფალ იესოს არღმერთობას მაგრამ ეს ასეა??? და სხვათაშორის ბიბლიიდან აბათილებენ თქვენსგან განსხავებით თქვენი მასაც კი არ აკეთებთ ხან გადმოცემაო ხან წმიდა მამაოები და ხანაც სხვა რელიგიური პირები ეს არ არის ბიბლიური მსჯელობა მე შეურაცხყოფას არავის ვაყენებ მე ვსაუბრობ სწავლებაზე შესაბამისად ადამიანი არაფერ შუაშია -------------------- ქრისტიანული საიტები
http://wolge.org/index.php http://qristiani.ge/qristiani.html http://xsna.wordpress.com/ 598-78-69-08 აჩიკო |
Otherguy |
Jul 21 2010, 10:30 PM
პოსტი
#71
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 1,802 რეგისტრ.: 25-February 09 მდებარ.: Sorrow Hill წევრი № 6,554 |
llaasshhaa
იესოსთან ბავშვებს არ უშვებდნენ და თქვა, რომ გამოეტარებინათ მისკენ... რაც შეეხება ბავშვურობას, სულ სხვა რამეზეა საუბარი... ბავშვი(და არა ჩვილი!) შედარებით უმანკოა და აქედან გამომდინარე სულით ბავშვი უნდა იყოს ადამიანი რომ იყოს ღირსი შევიდეს სასუფეველში... აქ იესო ნათლობას საერთოდ არ ეხება... ვინ ვარ სახარებას რომ განვმარტავ? მასე რომ ეფიქრათ წმინდა მამებს, განმარტებას აღარ დაიწყებდნენ საერთოდ... afxazi ნაწილობრივ შენს მიმართ პასუხი ზემოთ არსებულ პოსტშიც წერია... ხო, ადამიანი არაა... იგი არის პოტენციური ადამიანი. ამიტომ ვთქვი რომ ჩვილთა ცხონება-არცხონების საკIთხი საერთოდ აბსურდულია... ჩვილს არ აქვს საკუთარი პიროვნება, ვერ ლაპარაკობს, მხოლოდ აქვს ფიზიოლოგიური მოთხოვნილებები და მგრძნობელობა... ეხლა ეგ ჩვილი რომ ჯოჯოხეთში წავიდეს მოუნათლელობის გამო, იგივეა ეხლა აიღო ცოცხალი ჩვილი და მდუღარე წყალში ჩააგდო... მაინც ვერ მიხვდება რისთვის სჯი, საერთოდ ვერ მიხვდება სჯი თუ არა... ამიტომ ვამბობ რომ აბსურდული საკითხია საერთოდ ჩვილთა ცხონება-არცხონება... (აბსურდული ვეძახე და ნეტარი ავგუსტინეს გავლენით რამოდენიმე კრებაზე დააკანონეს... ) რაც შეეხება მათ ნათლობას, აკრძალვა არაა ახალ აღთქმაში მაგისი... საერთოდ ვერც იქნებოდა, რადგან მოციქულები ქადაგებდნენ და უმეტესწილად ქადაგებისას მოქცეულების ნათლობაზეა საუბარი და არ ჩვილების... მაგრამ ის წერია ნათლად, რომ: 1. რწმენა აუცილებელი იყო ნათლობისას. 2. ნათლობამდე ისმენდნენ(ჩვილებს ეს არ შეუძლიათ) ღვთის სიტყვას. 3. ცხონებისთვის საჭიროა "თუ აღიარებ რომ იესო უფალია - ცხონდები"(რომაელთა მიმართ ეპისტოლე, X თავი)... 4. ნათლობის მერე ადამიანები აკეთებდნენ საღვთო საქმეებს... რაც აქ წერია, ჩვილებს არაფერი არ შეუძლიათ... მე ვთვლი, რომ დანაშაული არაა ჩვილის მონათვლა, მაგრამ არც არაფერს ნიშნავს... ძველ აღთქმაში კი ნამდვილად არ ჰქონდათ ებრაელებს თავისუფანი ნება, ვინმემ ეგ თქვა? ზოგადად ეგეთი თავისუფალი ნება არ არსებობს, "თუ გინდა ცხონდე, მართლმადიებელი უნდა იყო"-ს გაგება, ნამდვილად არ ტოვებს ადგილს არჩევანისთვის... -------------------- 43. ვინაიდან არ არის ვარგისი ხე, რომელმაც გამოიღოს უვარგისი ნაყოფი, და არც უვარგისი ხე, რომელმაც გამოიღოს ვარგისი ნაყოფი.
44. რადგანაც ყოველი ხე თავისი ნაყოფით იცნობა... 46. რად მეუბნებით: უფალო, უფალო! და ჩემს ნათქვამს კი არ ასრულებთ? |
ikanosi |
Jul 21 2010, 10:32 PM
პოსტი
#72
|
ირაკლი ჯგუფი: Moderator პოსტები: 6,285 რეგისტრ.: 3-January 10 მდებარ.: ფოთი - თბილისი წევრი № 7,906 |
ციტატა "თუ გინდა ცხონდე, მართლმადიებელი უნდა იყო"-ს გაგება, ნამდვილად არ ტოვებს ადგილს არჩევანისთვის... ხოდა ცხონება არ იცი რაა არჩევანზე რომ ლაპარაკობ -------------------- ფარით ან ფარზე
|
Otherguy |
Jul 21 2010, 10:38 PM
პოსტი
#73
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 1,802 რეგისტრ.: 25-February 09 მდებარ.: Sorrow Hill წევრი № 6,554 |
ხოდა ცხონება არ იცი რაა არჩევანზე რომ ლაპარაკობ არ მინდოდა ამ საკითხს შევხებოდი, მაგრამ მაინც მივაწერე რა... ჯერ ეს ერთი, ძველ აღთქმაში რომ არ იყო თავისუფალი ნება ეს აშკარაა... არ აკეთებდა ისრაელი იმას რასაც ღმერთი ეუბნებოდა, ეგრევე გაისმოდა წინასწარმეტყველის პირით: "ვაჩვენებ მე მათ ჩემს მკლავსა და ძლიერებას და მიხვდებიან რომ..." ჰოდა კარგი რამ არ ემართებოდათ... ცხონება მშვენივრად ვიცი რაცაა, ჰოდა სული(ჩვილის) რომელიც ვერ იაზრებს ვერაფერს, ის როგორ შეიძლება ან ცხონდეს, ან არ ცხონდეს? სამოთხეში ჩვილი წარმომიდგენია, საერთოდ რომ ვერ ხვდება სად არის... -------------------- 43. ვინაიდან არ არის ვარგისი ხე, რომელმაც გამოიღოს უვარგისი ნაყოფი, და არც უვარგისი ხე, რომელმაც გამოიღოს ვარგისი ნაყოფი.
44. რადგანაც ყოველი ხე თავისი ნაყოფით იცნობა... 46. რად მეუბნებით: უფალო, უფალო! და ჩემს ნათქვამს კი არ ასრულებთ? |
ikanosi |
Jul 21 2010, 10:43 PM
პოსტი
#74
|
ირაკლი ჯგუფი: Moderator პოსტები: 6,285 რეგისტრ.: 3-January 10 მდებარ.: ფოთი - თბილისი წევრი № 7,906 |
ციტატა ჯერ ეს ერთი, ძველ აღთქმაში რომ არ იყო თავისუფალი ნება ეს აშკარაა... არ აკეთებდა ისრაელი იმას რასაც ღმერთი ეუბნებოდა, ეგრევე გაისმოდა წინასწარმეტყველის პირით: "ვაჩვენებ მე მათ ჩემს მკლავსა და ძლიერებას და მიხვდებიან რომ..." ჰოდა კარგი რამ არ ემართებოდათ... აბა ადამიანი თუ მიუშვი ქვას ქვაზე არ დატოვებს ხანდახან ლაგამის მოჭიმვა საჭიროა ხოლმე ციტატა ცხონება მშვენივრად ვიცი რაცაა, ჰოდა სული(ჩვილის) რომელიც ვერ იაზრებს ვერაფერს, ის როგორ შეიძლება ან ცხონდეს, ან არ ცხონდეს? სამოთხეში ჩვილი წარმომიდგენია, საერთოდ რომ ვერ ხვდება სად არის... ამდენს რომ ნერვიულობ ჩვილებზე, შენ თუ ცხონდები -------------------- ფარით ან ფარზე
|
zanneti |
Jul 21 2010, 10:44 PM
პოსტი
#75
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 372 რეგისტრ.: 3-November 09 წევრი № 7,684 |
ikanosi
ციტატა ამდენს რომ ნერვიულობ ჩვილებზე, შენ თუ ცხონდები და შენ? -------------------- ქრისტიანული საიტები
http://wolge.org/index.php http://qristiani.ge/qristiani.html http://xsna.wordpress.com/ 598-78-69-08 აჩიკო |
Otherguy |
Jul 21 2010, 10:45 PM
პოსტი
#76
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 1,802 რეგისტრ.: 25-February 09 მდებარ.: Sorrow Hill წევრი № 6,554 |
აბა ადამიანი თუ მიუშვი ქვას ქვაზე არ დატოვებს ხანდახან ლაგამის მოჭიმვა საჭიროა ხოლმე ამდენს რომ ნერვიულობ ჩვილებზე, შენ თუ ცხონდები რა ვქნა ეხლა, არ ვიცი რა არის ჭეშმარიტება და არ მჯერა მისი მიღწევის შესაძლებლობის და... ჩვილებზე მე არ ვნერვიულობ, მონათლეთ და მოხვდებიან სამოთხეში, უბრალოდ ეგაა უბრალოდ იქნებიან იქ, მაინც ვერ იგრძნობენ რას ნიშნავს სამოთხეში ყოფნა... ანუ ფაქტიურად "იდებიან" იქ უემოციოდ... -------------------- 43. ვინაიდან არ არის ვარგისი ხე, რომელმაც გამოიღოს უვარგისი ნაყოფი, და არც უვარგისი ხე, რომელმაც გამოიღოს ვარგისი ნაყოფი.
44. რადგანაც ყოველი ხე თავისი ნაყოფით იცნობა... 46. რად მეუბნებით: უფალო, უფალო! და ჩემს ნათქვამს კი არ ასრულებთ? |
ikanosi |
Jul 21 2010, 10:46 PM
პოსტი
#77
|
ირაკლი ჯგუფი: Moderator პოსტები: 6,285 რეგისტრ.: 3-January 10 მდებარ.: ფოთი - თბილისი წევრი № 7,906 |
zanneti
ციტატა და შენ? ყოველშემთხვევაში იმედი მაქვს -------------------- ფარით ან ფარზე
|
death |
Jul 21 2010, 10:48 PM
პოსტი
#78
|
A P O L O G I S T ჯგუფი: Members პოსტები: 1,274 რეგისტრ.: 4-February 07 წევრი № 1,003 |
zanneti
აგრესიული და ზედმეტად თვითდაჯერებული ხარ, ეს გასაგებიც არის, რადგან რელიგიური საზოგადოება (ყველა კონფესიაში) პოლიტიზირებულია, რატომღაც მექმნება შთაბეჭდიელბა, რომ შენს შემთხვევაშიც მსგავს სიტუაციასთან გვაქვს საქმე, მოხარული ვიქნები რომ ვცდებოდე. რაც შეეხება ძმობას გეთანხმები ჩვენთან პროტესტანტების მიმართ საკმაოდ აგრესიული დამოკიდებულებაა, მაგრამ სხვაა კონფორმისტული დამოკიდებულება და სხვა არსობრივად ქრისტიანული...ეს მოვლენა სათავეს საკამოდ ღრმა ისტორიული წინაპირობებიდან იღებს...ანალოგიურად მკაცრი დამოკიდებულებაა ზოგიერთ რეგიონში კათოლიკების მიმართ პროტესტანტების მხრივ, ამაზე საუბარი შორს წამიყვანს და საჭიროებაც არ არის ამის, ამიტომ აღარ გავაგრძელებ. ჩემი რჩევა არ იყო რახარუხი, რადგან მე არაფერს ვარახუნებ, სიმშვიდე უფრო ვანიჭებ უპირატესობას ისე არ მეგონა თუ რახარუხში დამდებდი ბრალს, რადგან პროტესტანტული წირვა ხშირ შემთხვევებში, თავისი მოდერნ ბლუზ-ბენდებით უფრო გამოირჩევა რახარუხით ვიდრე ორთოდოქსული ეს ხუმრობით რათქმაუნდა, იმედია ამასაც კონფრონტაციული თვალით არ შეხედავ ... ყოველთვის ბიბლიაზე დაყრდნობით ვერ ისაუბრებ. მაგალითად ღამე როდესაც შენს ცოლთან ერთად ხარ (იქნები) განმარტოვებული, დავიჯერო ცოლ-ქმრული ურთიერთობის დროს ბიბლიიდან ისვრი ციტატებს? ისევ უკან რომ დავბრუნდე, ეს პოსტი მოგწერე რჩევის სახით და მას არ აქვს პრეტენზია ბიბლიურ არგუემნტებზე. მე ამ შემთხვევაში ვერ ვხედავ შენთან ბიბლიაზე საუბრის მოტივაციას, ამას გამოცდილებიდან გამომდინარე გეუბნები, აქცენტს უფრო პრაგმატულზე ვაკეთებ. თორემ ბიბლიაზე სასაუბროდ ბევრი მოსულა ჩემთან, მაგრამ უკან დაბრუნებულის რა მოგახსენო -------------------- ἐν ἀρχῇ ἦν ὁ λόγος, καὶ ὁ λόγος ἦν πρὸς τὸν θεόν, καὶ θεὸς ἦν ὁ λόγος.
The devil can cite scripture for his own purpose! — William Shakespeare თავისუფლებისათვის გაგვათავისუფლა ქრისტემ. მაშ, იდექით მასში და ნუღარ შეუდგებით მონობის უღელს" (გალ 5.1) |
zanneti |
Jul 21 2010, 10:48 PM
პოსტი
#79
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 372 რეგისტრ.: 3-November 09 წევრი № 7,684 |
ikanosi
ვისი ან რისი??? და ასეთი იმედი ქონდა პავლეს როგორ ფიქრობ??თუ არა მაშინ როგორ იცოდა პავლემ რომ ცხონდებოდა ნუთუ უფალმა უთხრა პავლე შენ უნდა ცხონდეო ვგულისხმობ პირადად თქმას -------------------- ქრისტიანული საიტები
http://wolge.org/index.php http://qristiani.ge/qristiani.html http://xsna.wordpress.com/ 598-78-69-08 აჩიკო |
ikanosi |
Jul 21 2010, 10:50 PM
პოსტი
#80
|
ირაკლი ჯგუფი: Moderator პოსტები: 6,285 რეგისტრ.: 3-January 10 მდებარ.: ფოთი - თბილისი წევრი № 7,906 |
ციტატა რა ვქნა ეხლა, არ ვიცი რა არის ჭეშმარიტება და არ მჯერა მისი მიღწევის შესაძლებლობის და... იცი მაგრამ თავს იტყუებ მგონია ციტატა ჩვილებზე მე არ ვნერვიულობ, მონათლეთ და მოხვდებიან სამოთხეში, უბრალოდ ეგაა უბრალოდ იქნებიან იქ, მაინც ვერ იგრძნობენ რას ნიშნავს სამოთხეში ყოფნა... ანუ ფაქტიურად "იდებიან" იქ უემოციოდ... შენ მაგაზე ნერვიულობით ტვინი არ დაღალო zanneti იმშვიდე, აფორიაქებული წერ რაღაც ციტატა და ასეთი იმედი ქონდა პავლეს როგორ ფიქრობ?? რატომ არ ექნებოდა? ქრისტიანები განა იმ იმედით არ ვცხოვრობთ რომ ღმერთთან ვიქნებით? -------------------- ფარით ან ფარზე
|
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 21st September 2024 - 09:59 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი