IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

3 გვერდი V < 1 2 3  
Reply to this topicStart new topic
> ანჩისხატის მუზეუმიდან ტაძარში გადაბრძანება
ქევანა
პოსტი Sep 30 2011, 12:47 PM
პოსტი #41


მთვლემარე დრაკონი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 7,454
რეგისტრ.: 11-February 07
მდებარ.: Shire, Hobbitland, Middle-earth
წევრი № 1,055



tamuna m
ციტატა
შეიქმნას დაცვითი მექანიზმი და გადაბრძანდეს ტაძრებში.
მგონი ამის წინააღმდეგი არავინ იქნება.

ამის წინააღმდეგი არ ვარ, მაგრამ ფაქტია რომ ჯერ არ არის ასეთი დაცვითი მექანიზმები ეკლესიებში და ჩვენში დარჩეს, ვერც წარმომიდგენია.. მრევლს უნდა რომ ეკლესიაში დასვენებულ ხატს ემთხვიოს, როგორ უნდა აუკრძალო?

მოდით ჯერ ჩვენ ქართული კულტურის დაფასება-შენარჩუნება და მოვლა ვისწავლოთ და მერე გამოვთქვათ პრეტენზიები და მოთხოვნები... ნერვები მეშლება ჩუქურთმიან ქვაზე რომ არის ამოკაწრული საასიყვარული განტოლება :/

გარდა ამისა, მუზეუმმა და სასიქადულო მამულიშვილებმა გადაგვირჩინეს ეკლესიებში დაცული განძის ნაწილი, როცა მეფის რუსეთის დროს რუსებმა რომ გაძარცვეს ეკლესიები... ამის დავიწყება არ შეიძლება!!!!


--------------------
“I'd built that bridge for you. But I didn’t know that I would be building it for you and him.” ("Dაისყ")

"He was born with a gift of laughter and a sense that the world was mad. And that was all his patrimony." - Scaramouche, Rafael Sabatini

***
ფორუმზე გლანძღავ და მიწასთან გასწორებ, ძვირფასო, მაგრამ გახსოვდეს, ფორუმს გარეთ მე შენ მიყვარხარ : )

***
Спасение утопающего – дело рук самого утопающего...

***
ამინდის შემქმნელი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ბეღელა
პოსტი Oct 4 2011, 10:44 PM
პოსტი #42


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 4
რეგისტრ.: 4-October 11
წევრი № 11,633



აქ სირთულე, ჩემი აზრით, აი, რაშია: საქართველოს წარსულის კულტურული მემკვიდრეობა მთლიანად ან თითქმის მთლიანად არის დაკავშირებული ქრისტიანობასთან და ეკლესიასთან. ქრისტიანობამდელი ძეგლები ლამის მთლიანად არის განადგურებული და დავიწყებული. ისე რომ, ჩვენ თითქმის არაფერი ვიცით ჩვენი წინაპრების ქრისტიანობამდელ ცხოვრებაზე. აქედან გამომდინარე, საქართველოს ისტორიული მემკვიდრეობის დიდი ნაწილი არის ეკლესია-მონასტრები, ხატები, ჯვრები და ა.შ. თუ ყველა ხატი და ჯვარი ტაძრებში იქნა გადატანილი, მუზეუმებში თითქმის აღარაფერი დარჩება. გარდა, ცხადია, ახალი და უახლესი ისტორიის მემკვიდრეობისა და შორეული წარსულის არქეოლოგიური არტეფაქტებისა. ფაქტიურად, საქართველოს შუასაუკუნეების მემკვიდრეობიდან ყველაფერი ეკლესიებში იქნება დასაბრუნებელი. ესვე ითქმის ანჩისხატზეც. სხვა ამბავია, რომ ეკლესიამ შექმნას თავისი მუზეუმი და მოითხოვოს მსგავსი სიძველენის ამ მუზეუმში გადატანა. თუმცა, აქაც ასეთი პრობლემა წამოიჭრება: ხომ არ გამოვა, რომ ეკლესიური კულტურის ნიმუშები ეკლესიის კუთვნილებაა და არა მთლიანად ქართველი ერისა? რადგან საქართველოში არა მხოლოდ ქრისტიანები ცხოვრობენ და არა ყველა ქართველი არის ქრისტიანი. ახლა ისეა საქმე, რომ მიუხედავად რწმენისა თუ ურწმუნოებისა, როცა ქართველი მუზეუმში შედის, მან იცის, რომ ეს არის მისი კულტურის, მისი წარსულის დანატოვრები და არა მხოლოდ იმ ქართველების კულტურისა, ვინაც რომ ქრისტიანია. ანუ, დელიკატური საქმეა. ცხადია, რელიგიური აზრით, ხატი იმისაა, ტაძარში ესვენოს უნდა. მაგრამ ანჩისხატი და სხვა მსგავსი საგნები აღარაა მხოლოდ ხატები, აღარაა მხოლოდ რელიგიის სარიტუალო ნივთები. მაგალითად, მაგავე ოქროს ფონდში დაცულია დავით აღმაშენებლის ჯვარი. წესით, ამ ჯვრის დაბრუნებასაც უნდა მოითხოვდეთ. ან, მაგალითად, ხელნაწერთა მუზეუმში დაცული სახარებანი და ბიბლიანი. მაშინ ესენიც დასაბრუნებელია.

მე არ მესმის, რა შეიცვლება იმით, ანჩისხატს თუ გამოვიტანთ მუზეუმიდან? იგივენი არ ვიქნებით, რაც ეხლა ვართ? იგივე მთავრობა, იგივე ერი და ბერი. ჩვენი გასაკეთებელი და ჩვენი მისაღწევია საქართველოს გაბრწყინებაცა და კეთილდღეობაც და არა ხატისა, როგორც არ უნდა გვეძვირფასებოდეს ჩვენ იგი. ხატის მუზეუმიდან გამოტანა როგორ გვიშველის? ისე გამოდის, რო ვიდრე ანჩისხატი მუზეუმშია, ყირაზე ვივლით და საკუთარი სიბრიყვე გაგვიმწარებს ცხოვრებას, ხოლო როგორც კი გამოვიტანთ, მაშინვე სიბრძნით აღვივსებით და ღვთის გზას დავუბრუნდებით. ხატი როგორ შეგვეწევა, საკუთარ თავს თვითონ თუ არ შევეწევით?

User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

3 გვერდი V < 1 2 3
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 16th April 2024 - 07:48 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი