IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

2 გვერდი V  1 2 >  
Closed TopicStart new topic
> Giorgi- გამუსულმანდა, ფაშობაც მიიღო.
Amuza
პოსტი Jun 13 2011, 04:13 PM
პოსტი #1


გიორგი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 4,040
რეგისტრ.: 15-January 08
მდებარ.: GSE
წევრი № 3,638



შოკისმომგვრელი ამბავი გავიგე, წყარო-დაახლოვებული პირი, რომ გამანდო ეს საიდუმლო, "ავცახცახდი პირდაპირ"
პარასკევს ამ ვაჯბატონს მიუღია ისლამი, აგერ კარებზე მიუკაკუნებია და არც უკიტხავს, რომელი ხარო, გაუღია კარები და მიუღია ისლამი.

დღეიდან ასეთი თიკუნით მოიხსენიება თურმე

ვაკე-საბურთალოს ვილაიათის ფაშა აზიზ-ხემზი-შუქურ-თუქსუზი

IPB-ს სურათი


--------------------
ღვინო ახალისებს, გულს კაცისასა!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
lingvo
პოსტი Jun 13 2011, 04:48 PM
პოსტი #2


ვახტანგი
***

ჯგუფი: Moderator
პოსტები: 4,095
რეგისტრ.: 13-July 07
მდებარ.: თბილისი
წევრი № 2,456



მოყვასთან საუბარი


ყოველი სიტყვაჲ უქმი, რომელსა იტყოდიან კაცნი,
მისცენ სიტყუაჲ მისთჳს დღესა მას სასჯელისასა (მათე 12, 36).



რა არის სიტყვა „უქმი“?

„უქმი“ - ეს ნიშნავს ზედმეტს, არა საჭიროს, აუცილებლობით არ გამოწვეულს.

მაშ, რატომ ლაპარაკობს უფალი ასეთი სიმკაცრით უქმი სიტყვის გამო პასუხისმგებლობაზე? ჩვენ ხომ ის ასე უმნიშვნელო რამედ გვეჩვენება!

მაგრამ საქმე ის არის, რომ ქრისტიანის ყოფასა და მდგომარეობაში არ არსებობს რაღაც საშუალედო, უდარდელი მდგომარეობა. ამ ორიდან ერთია: ან ის სული წმიდაშია - სიწმინდით განასრულებს საქმეებს და მეტყველებს ღვთის ნებით. ან პირიქით, თავისი მტრის (ეშმაკის) მონობაში იმყოფება და აღასრულებს მის ნებას საქმითა და სიტყვით.

ხოლო ბოროტი კი ხელიდან არ გაუშვებს იმის საშუალებას, რომ ჩვენს სიტყვებში თავისი გველური შხამის წვეთი ჩადოს, თუმცა კი ერთი შეხედვით ამ სიტყვებში თითქოსდა საძრახისი არაფერი იყო.

მაგრამ ჩვენს საუბრებში ეს „უქმი“ სიტყვები ყურადღებით რომ გავარჩიოთ, მათში შეგვიძლია ვიპოვოთ მრავალ ვნებათა საფუარი - მზვაობრობისა, ამპარტავნებისა, მტრობისა და მოყვასის განკითხვისა, მცირედმორწმუნეობის გამოვლინებისა, შურისა და ა.შ. ყოველი ასეთი სიტყვა საძულველია ღვთისათვის და ამიტომაც წარმოადგენს ცოდვას.

ღირსი ანტონ დიდი წერს, რომ „სული წმიდა (ქრისტიანში) არაფრით ისე არ დაიშრიტება, როგორც ამაო საუბრებით“.

ამასთანავე, შეგვიძლია შევამჩნიოთ, რომ საუბრებში დროის უსარგებლო ხარჯვა უფრო მეტად ვლინდება, თუ საუბარში მრავალი პირი მონაწილეობს. გულითად, მანუგეშებელ, გამამხნევებელ და სულის გამომკვებ საუბრებს - ჩვეულებრივ, დიალოგები წამოადგენს.

ასეთ შემთხვევაში, უკვე მესამე თანამოსაუბრე, უფრო ხშირად, ხელს უშლის გულახდილობას და უხერხულობებს ქმნის. ტყუილად არ ჩამოყალიბებულა იაპონელთა შორის შემდეგი ანდაზა: „სადაც ორზე მეტი ადამიანი საუბრობს, იქ დრო ამაოდ არის დაკარგული“.

მხოლოდ ორთა შორის საუბრის დროს ძალუძს სულს სრულად მიეცეს თანამოსაუბრეს, მჭიდროდ შეეხოს მის სულს, გაათბოს იგი ყურადღებით, სიყვარულით, თანაგრძნობით, გაინაწილოს მასთან ჭირი, გაუნაწილოს მას თავისი სიმხნევე, რწმენა და ცხოვრებისეული ხალისი.

ასე ემსახურებიან ქვეყნიერებას ბერები. ასე უნდა ბაძვიდეს მათ ყოველი ქრისტიანული სული, რომელიც გარკვეულწილად იხვეჭს სიყვარულს, რწმენას, მშვიდობასა და სულიერ სიმხნევეს.

აი, კიდევ ერთი გარემოებაც, რომელსაც ჩვენ საუბრისას ყურადღებას არ ვაქცევთ.

ჩვენ მშვიდობიანად ვსაუბრობთ მოყვასთან, ვუყვებით მას ჩვენს ამბებს, ვაუწყებთ ახალ ამბებსა და ა.შ.

დაე, ამაში თუნდაც არაფერი ბოროტი არ იყოს, მაგრამ თუკი ეს საუბარი არავითარ აუცილებლობას არ წარმოადგენდა და ჩვენ არ გვმართავდა კეთილი გრძნობები - ნუგეშინისცემისა, მოყვასისადმი თანაგრძნობისა, სურვილი გვესწავლებინა მისთვის რაიმე სასარგებლო, მიგვეცა კეთილი რჩევა, მიგვეწოდებინა მისთვის აუცილებელი ცნობები და ა.შ. - ჩვენ განვძარცვეთ ისიც, და ჩვენი თავიც, ამაოდ დავხარჯეთ მისიც და ჩვენი ნიჭიც (დრო!)

აი, რატომაც, წმიდა მამათა რჩევების მიხედვით, ადამიანებთან ყოველი აუცილებელი საუბრის ჟამს უნდა დავიცვათ სიტყვის სიმოკლე და განვეშოროთ უსარგებლო მრავალსიტყვიანობას.

როგორც მამა ალექსანდრე ელჩანინოვი წერს: „სულიერ ზრდასა და მრავალსიტყვაობას შორის - უკუპროპორციულობაა. იოლი და მაცდუნებელია სულიერი დაძაბულობის შეცვლა ყბედობით. ამაშია - საცდური ყოველი „მასწავლებლობისა“. ამიტომაც მანამდე, სანამ რაიმეს მოვუყვებოდეთ მოყვასს, უნდა დავფიქრდეთ, გაამდიდრებს თუ არა სულიერიად ჩვენს მოყვასს ეს ნაამბობი და მართლაც საჭიროა თუ არა იცოდეს მან ეს ამბავი რაიმე სერიოზული მიზეზის გამო?

როგორც ამბობდა წმ. ბერი ბარსანოფე ოპტინელი: „სამოთხეში ბევრია გამოსყიდული ცოდვილი, ყბედი კი - არც ერთი“.

თხრობისას უნდა დაუტეო ყოველი უსარგებლო წვრილმანი და ეცადო, რაც შეიძლება ნაკლები დრო და ყურადღება წაართვა შენს თანამოსაუბრეს. სიტყვებში ლაკონურობა - სიტყვის დიადი ღირსებაა.

როგორც ამბობდა ბერი პართენი კიეველი, „მრავალმეტყველება განაგდებს მადლს და სპობს სულის სიმხურვალეს“.

როგორც ყველასათვის ცნობილია, ხანგრძლივ საუბრებს ძალუძთ დაღლა და საჭიროა განვერიდოთ მათ, მაგრამ თუ ისინი აუცილებლობას წარმოადგენენ, მაშინ საჭიროა ეს საუბრები, დინჯად, ღვთის გამუდმებული ხსოვნით და სულის მშვიდობიანი განწყობით წარმიმართოს. ეს დაგვიცავს ზედმეტი დაღლილობისაგან.

ქრისტიანისთვის საჭიროა სიფრთხილით მოეკიდოს ანეკდოტების მოყოლას და განერიდოს ისეთებს, რომლებიც ვინმეს შეურაცხყოფენ, შეიცავენ მოყვასისა და უფროსობის დაცინვას, ან სცოდავენ უბიწოების წინაშე.

ხუმრობა უპრიანია მხოლოდ მაშინ, როდესაც ის ამხნევებს მოყვასთ და იცავს მათ მოწყინებისაგან, სევდისაგან, დაღლილობისაგან და ა.შ.

ასევე უნდა ვეცადოთ საუბრისას ცოდვიანი (მაგ. განკითხვის, მოყვასის შეურაცხმყოფელი ამბის თხრობისას და ა.შ.) ან უსარგებლო თემები გადავიტანოთ - სულიერ (მორწმუნე ადამიანებთან საუბრისას) ან თუნდაც მოყვასისათვის სასარგებლო თემებზე.

საუბრებში უდიდესი სიფრთხილის აუცილებლობის თაობაზე ასე წერს წმ. ნიფონტი კონსტანტინეპოლელი: „ვისაც გამუდმებით არა აქვს დაცული ბაგენი, ის თუნდაც მთელი წელი მარხულობდეს, ვერანაირ სარგებელს ვერ მიიღებს“.

მოყვრებთან საუბარში მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ის, თუ რა ვთქვით, არამედ ისიც თუ როგორ, და რა გრძნობით ვესაუბრებოდით ჩვენ მათ.

მოყვასის წყენინება შესაძლებელია არა მხოლოდ სიტყვებით, არამედ აგრეთვე ხმის ტონით, სიტყვის წარმოთქმის მანერით. ამ უკანასკნელის ქვეშ იმალება ის გრძნობა, რომელიც სიტყვებს კარნახობდა. ეს გრძნობა გულიდან მომდინარეობს და ძალუძს ან სიყვარულით, მოფერებით, სინაზით გათბობა, ან, პირიქით, ხელს გარტყმის გარეშე შეურაცხყოფა.

მეორე მხრივ, მხოლოდ მოყვასთა მიმართ წარმოთქმული ალერსიანი, ტკბილი სიტყვებითაა შესაძლებელი მოვიხვეჭოთ სულიერი „კაპიტალი“.

ერთი ქრისტიანი მანდილოსნის მამა ცხოვრებაში გამოირჩეოდა არაჩვეულებრივი სიკეთით და ამასთანავე, თავის დახმარებას კაცთადმი აუცილებელი ალერსიანობით წამართავდა.

გარდაცვალების შემდგომ, ის სიზმარში გამოეცხადა თავის ქალიშვილს და უთხრა მას: „იცი კი შენ, რომ ყოველი ალერსიანი სიტყვა წარმოთქმული ჩვენი სიცოცხლის ჟამს მარადისობას ემსახურება?“

წმ. ბერი ამბროსი ოპტინელი ზოგიერთ თავის სულიერ შვილს ზოგჯერ „სულელს“ უწოდებდა, მაგრამ თავისი არსით შეურაცხმყოფელი ეს წოდება არა მხოლოდ არ შეურაცხყოფდა, არამედ ათბობდა და ახარებდა მსმენელთა გულებს. მათ ესმოდათ მასში ის სიყვარული, რომლითაც აღსავსე იყო მათდამი ბერის გული და რომელიც მისი თვალებიდან გამოკრთოდა.

აი, რატომ წერდა პავლე მოციქული: „ენასა ღათუ კაცთასა და ანგელოზთასა ვიტყოდი, ხოლო სიყუარული არა მაქუნდეს, ვიქმენ მე ვითარცა რვალი, რომელი იხრინ, გინა წინწილანი, რომელი ჴმობედ“ (1 კორინთელთა მიმართ 13, 1).

წმ. ტიხონ ზადონელის სიტყვებით - „სიყვარულს ძალუძს მოიძიოს სიტყვები, რომლებითაც შესაძლებელი იქნება აღაშენო მოყვასი. იგი გვიჩვენებს ხერხს, გონებას და ენას წარგიმართავს, და ეს საქმე არ მოითხოვს მჭევრმეტყველურ სიტყვებს“.

ამგვარად, საუბრებისას სიტყვათადმი ძირითადი მოთხოვნილებაა ის, რომ ისინი მომდინარეობდნენ მოყვასისადმი სიყვარულით აღსავსე გულიდან. ხოლო როდესაც სიტყვა „დამარილებულია“ სიყვარულით, ადამიანს არ ძალუძს შესცოდოს, თუნდაც გარეგნულად ეს სიტყვა არ გამოიყურებოდეს უზადოდ.

და პირიქით, ჩვენ ძალგვიძს ჩვენს მოყვასს მივაყენოთ წყენა, შეურაცხყოფა და დამცირება, გარეგნულად წესიერი და უწყინარი სიტყვითაც, თუ სულში გვექნება ქედმაღლობა მოყვასზე და სურვილი მისი შეურაცხყოფისა და დამცირებისა.

არა მარტო სიყვარულით უნდა იყოს განმსჭვალული სიტყვა, არამედ აგრეთვე მოყვასის წინაშე სიმდაბლით, ღვთისადმი ღრმა რწმენით, მისი განგებულებისადმი სასოებით, სიბრძნით, გონიერი განსჯით და სხვა სათნოებებით. ასეთი სიტყვა მიიზიდავს მოყვასს, დაალბობს მის გულს, დანერგავს მასში რწმენასა და სასოებას ღვთისადმი - განწმენდს და აღამაღლებს მის სულს.

აქ ჩვენ უკვე ადრე მიღებულ მდგომარეობამდე მივდივართ. სულის ჯანმრთელობის, გული სიწმინდის დროს, ქრისტიანში ღვთის წმინდა სულის არსებობის დროს მას ექნება მადლიანი კეთილი სიტყვაც, რომელიც ადამიანთა სარგებლობას მოემსახურება.

ჩვევაში უნდა შეგვივიდეს ჩვენი ნიჭი იმისა, რომ მოყვასთან საუბრისას ვილაპარაკოთ არა ჩვენს, არამედ მათ საქმეებსა და ინტერესებზე. ამით ჩვენ აღვასრულებთ პავლე მოციქულის რჩევას: „გიხაროდენ მოხარულთა თანა და ტიროდეთ მტირალთა თანა“ (ჰრომალეთა მიმართ 12, 15) და „ხოლო თანა გუაც ჩუენ ძლიერთა უძლურებათა მათ უსუსურთასა ტჳრთვად და არა თავთა თჳსთა სათნო-ყოფად“ (ჰრომაელთა მიმართ 15, 1).

ჩვენი თანადგომითა და თანაგრძნობით ჩვენ შეგვიძლია მოყვასს შევუმსუბუქოთ მწუხარება, შეგვიძლია დავეხმაროთ მას რჩევით, გავუზიაროთ გამოცდილება და ცოდნა.

საკუთარ თავსა და საქმეებზე უქმი საუბრები კი მოწმობენ ჩვენს თვითწარმოდგენაზე, ქედამღლობასა და ჩვენი სულის ეგოისტურ მიზანდასახულობაზე, საკუთარ თავსა და ინტერესებზე ყურადღების ფიქსირებით („ეგოცენტრიზმი“ ან „ავტოეროტიზმი“).

თუმცა, ყოველივე ეს არ განეკუთვნება იმ შემთხვევებს, როდესაც თვით ჩვენ ვსაჭიროებთ რჩევას და ვეძებთ ნუგეშსა და გამხნევებას სულით ჩვენზე აღმატებულებისაგან.

ცხადია, რომ საუბრებისას ჩვენ უნდა გვახსოვდეს უფლის მითითებაც: „ნუ მისცემთ სიწმიდესა ძაღლთა, ნუცა დაუფენთ მარგალიტსა თქუენსა წინაშე ღორთა, ნუუკუე დათრგუნონ იგი ფერჴითა მათითა და მოიქცენ და განგხეთქენ თქუენ“ (მათე 7, 6).

აქედან გამომდინარეობს ის, რომ საუბრების ჟამს კარგად უნდა გაითვალისწინოთ თანამოსაუბრის სულიერი ასაკი, სულიერი მდგომარეობა და ყველანაირი სულიერი თავისებურებანი.

წმ. ბერები ბარსანოფი დიდი და იოანე ამბობენ: „უნდა განიხილო თუ ვინს ეუბნები. როდესაც იცი, რომ მსმენელი სარგებლობას ღებულობს, მაშინ ესაუბრე მას, ხოლო წინააღმდეგ შემთხვევაში ნუ ისაუბრებ“.

ამაზევე მიუთითებდა ღირსი სერაფიმე საროველი, რომელიც ამბობდა: „ფშვინვიერ ადამიანთან უნდა ისაუბროთ კაცობრივ ამბებზე; სულიერი გონების მქონე ადამიანთან კი უნდა ისაუბროთ ზეციურზე. ერში სულიერ საკითხებზე არ უნდა ილაპარაკოთ, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ადამიანში მოსმენის სურვილიც კი არ შეიმჩნევა“.

ეს რჩევა განსაკუთრებით უნდა გვახსოვდეს ჩვენ, რწმენისაგან მასობრივი განდგომის პერიოდში მცხოვრებთ. ამის შესახებ ასე წერს არქიმანდრიტი იოანე: „ზოგჯერ გრცხვენია ღვთისა, რომ მის შესახებ ადამიანებს ელაპარაკო. ერში ინსტიქტურად ესმით ის, რომ იმ მდგომარეობაში, რომელშიც ისინი გამუდმებით იმყოფებიან - ნაკლები ცოდვაა დუმდე ქრისტეზე, ვიდრე ილაპარაკო მის შესახებ.

და ადამიანები დუმან ღმერთზე. საშინელი სიმპტომია. ქვეყნიერება ილეკება სიტყვათა ლეგიონებით, ადამიანის ენა შეპყრობილია ამ ცარიელი ლეგიონებით - და არც ერთი სიტყვა, თითქმის არც ერთი სიტყვა არ გაისმის ღმერთზე, ყოველივეს დასაბამსა, დასასრულსა და შუაგულზე“.

ასევე საჭიროა გახსენება ოპტინელი ბერების ნათქვამისა იმის თაობაზე, რომ სასწაულების შესახებ შეგვიძლია მხოლოდ მორწმუნეებს მოვუთხროთ.

მაგრამ, ამასთანავე, როგორც წერს მამა ალექსანდრე ელჩანინოვი, „დიდად არ დამალოთ თქვენი რელიგიურობა ამხანაგთა წინაშე. მოულოდნელად შენ შეიძლება წააწყდე თანამგრძნობ, შემკითხველ, დაინტერესებულ ადამიანებს. ერთი სიტყვით, ნუ ეცდები, ქარაფშუტული და უშინაარსო საერთო ნიღბის ქვეშ, საკუთარი ჭეშმარიტი არსის დამალვას“.

გარდა ამისა, ჩვენთვის არ შეიძლება, მოყვასზე რაიმე საძრახისის მცოდნეთ, ზურგი შევაქციოთ მას. გულღიაობა ყველასადმი - ქრისტიანის მოვალეობაა.

„ნუ იტყვი უგულო სიტყვებს: „მე არაფერი მაქვს მასთან საერთო“, - წერს წმ. იოანე ოქროპირი. - ჩვენ არაფერი გვაქვს საერთო ეშმაკთან, ყოველ ადამიანთან კი ბევრი რამ გვაქვს საერთო“.

მთავარეპისკოპოსი არსენი (ჩუდოვსკი) კი ასე ამბობს: „როდესაც შენ დაცემულ, საწყალ ადამიანს ხედავ, ნუ იქონიებ მისდამი ზიზღს, არამედ უმჯობესია ამ დროს აღინთო რისხვით კაცთა მოდგმის მტრისადმი, რომლის მიერაც შეპყრობილია ადამიანი ამა თუ იმ ვნებით, თვით ადამიანს კი უნდა შეჰყურებდე სიყვარულით, ალერსით, გულითადობით და ფიქრითაც ასე იფიქრე: ხომ შესაძლებელია მეც აღმოვჩნდე ამ მდგომარეობაში, თუკი მტერი მეც დამატყვევებს ამ ვნებით“.

http://www.orthodoxy.ge/tserilebi/ena_mter...tan_saubari.htm



--------------------
ნათელი იგი ბნელსა შინა ჩანს, და ბნელი იგი მას ვერ ეწია. (ინ.1,5)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
k@the
პოსტი Jun 13 2011, 04:55 PM
პოსტი #3


იყო და არა იყო რა...
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 16,796
რეგისტრ.: 21-May 07
მდებარ.: მყარად მიწაზე
წევრი № 1,967



ნუ თუ კარიც გაუღო და მიიღო კიდეც,... ჰო, მიუღია და ეგაა...



lingvo

კარგი ახლა ვახო, რაღა ამ თემაში დაპოსტე biggrin.gif


--------------------
--
There are only 10 types of people in the world -- those who understand binary, and those who don't.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
.zakaria.
პოსტი Jun 13 2011, 04:59 PM
პოსტი #4


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,145
რეგისტრ.: 14-February 10
მდებარ.: TIFLIS
წევრი № 8,180



ციტატა(k@the @ Jun 13 2011, 04:55 PM) *



კარგი ახლა ვახო, რაღა ამ თემაში დაპოსტე biggrin.gif

biggrin.gif გლიჯავს ვახო მაგარია


--------------------
ოქროს თევზმა თავი მოიმკვდარუნა,როცა ჩემი სურვილები გავუმხილე.

http://www.youtube.com/watch?v=UEFWEadY9-w
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
lingvo
პოსტი Jun 13 2011, 05:02 PM
პოსტი #5


ვახტანგი
***

ჯგუფი: Moderator
პოსტები: 4,095
რეგისტრ.: 13-July 07
მდებარ.: თბილისი
წევრი № 2,456



k@the
გამაფრთხილებელია, სანამ გაიშლებოდეს თემა. smile.gif


--------------------
ნათელი იგი ბნელსა შინა ჩანს, და ბნელი იგი მას ვერ ეწია. (ინ.1,5)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
k@the
პოსტი Jun 13 2011, 05:03 PM
პოსტი #6


იყო და არა იყო რა...
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 16,796
რეგისტრ.: 21-May 07
მდებარ.: მყარად მიწაზე
წევრი № 1,967



lingvo
მაშინ გვერით თემებშიც დაპოსტე, თორემ ამუზას მიმართ არაკეთილგანწყობაში დაედება ადმინისტრაციას ბრალი biggrin.gif


--------------------
--
There are only 10 types of people in the world -- those who understand binary, and those who don't.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
თამარი_ცქნაფო
პოსტი Jun 13 2011, 05:03 PM
პოსტი #7


მე რომ მიყვარხარ, განა ისე არწივს მთა უყვარს...
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 15,854
რეგისტრ.: 1-November 06
მდებარ.: მწვერვალი ''დიადი ვერასოდეს''
წევრი № 362



ვახო, კარგი რა biggrin.gif


Amuza


vatyob, meqaSic wava, ubeWdodac ar dabrundeba iqidan biggrin.gif


--------------------
''ადამიანზე გამძლეა თიხა,
მაგრამ თიხაზე გამძლეა სიტყვა,
ის შეიძლება უბრალო იყოს
და აუტანელ ტკივილად ითქვას''...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
გიორგი
პოსტი Jun 13 2011, 05:50 PM
პოსტი #8


მეცნიერი & ხელოვანი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 7,903
რეგისტრ.: 18-November 06
წევრი № 491



ახლა ზის თურმე ალჟირის საფაშოში და ალადინის ქანდაკებას ძერწავს. biggrin.gif


--------------------
My Favourites:

Dinamo Tbilisi & Real Madrid, as Football Clubs.
Georgia & Italy, as National Teams.
Katie Melua, as a Musician.
Stephen Hawking, as a Scientist.
'Contact' (1997), as a Film.
'Don Quixote', as a Novel.
Miguel de Cervantes, as a Writer.
Ayrton Senna, as F1 Racing Driver.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მხევალი ნინო
პოსტი Jun 13 2011, 07:16 PM
პოსტი #9


ზღაპრის ბოლო კეთილია..
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 25,886
რეგისტრ.: 19-December 06
წევრი № 715



და ქრისტიანი როდის იყო ?biggrin.gif

lingvo
ციტატა
მოყვასთან საუბარი



ვახო,ეხლა სანამ ფრთებით დამიქაჩიხარ, შენით დაჯექი : )))) kiss1.gif**


--------------------
ჩვენ ვინც ქრისტიანობა დაგვაბრალა ....

დიდება შენდა, რომელმან მოგვფინე ნათელი

-Поверь мне Карлсон, Не в пирогах счастье. -Да ты что, с ума сошёл?! А в чем же ещё? ©
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Amuza
პოსტი Jun 13 2011, 07:56 PM
პოსტი #10


გიორგი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 4,040
რეგისტრ.: 15-January 08
მდებარ.: GSE
წევრი № 3,638



lingvo

ყოჩაღ ვახტანგი, მალე მომიახლოვდები სულიერ სიმაღლეზე.

IPB-ს სურათი



--------------------
ღვინო ახალისებს, გულს კაცისასა!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ნაინა
პოსტი Jun 13 2011, 08:12 PM
პოსტი #11


პროვინციელი ალქაჯი!!!!!
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 15,155
რეგისტრ.: 11-May 07
მდებარ.: ,,მოუსავლეთი'' მიჩიგანის კოლმეურნეობა.
წევრი № 1,886



ძლივს ცოტა ახმაურდა ფორუმი tongue.gif


--------------------
________________________________________________

გიგრძვნიათ ოდესმე სუსხიან ზამთარში,
მზისგან მოგზავნილი სხივების სინაზე?
ხანდახან გულნატკენს ტირილი რომ გინდათ...
და მაინც იცინით სუყველას ჯინაზე...
________________________________________________
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Amuza
პოსტი Jun 13 2011, 08:50 PM
პოსტი #12


გიორგი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 4,040
რეგისტრ.: 15-January 08
მდებარ.: GSE
წევრი № 3,638



ციტატა(ნაინა @ Jun 13 2011, 08:12 PM) *

ძლივს ცოტა ახმაურდა ფორუმი tongue.gif


დუმილის წესს ვინახავდი და ისე ავღფოთდი ამბებით რო გავტეხე, თუმცა, როგორც გასხივოსნებულს მეპატიება და იმედია სამკაპი არ ჩამერჭობა ფერდში კუპრში ცურაობის დროს.


--------------------
ღვინო ახალისებს, გულს კაცისასა!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ნაინა
პოსტი Jun 13 2011, 08:55 PM
პოსტი #13


პროვინციელი ალქაჯი!!!!!
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 15,155
რეგისტრ.: 11-May 07
მდებარ.: ,,მოუსავლეთი'' მიჩიგანის კოლმეურნეობა.
წევრი № 1,886



Amuza
ციტატა
დუმილის წესს ვინახავდი და ისე ავღფოთდი ამბებით რო გავტეხე, თუმცა, როგორც გასხივოსნებულს მეპატიება და იმედია სამკაპი არ ჩამერჭობა ფერდში კუპრში ცურაობის დროს.


ნუ გეშინია, მაგ სამკაპს შენ ვინ გაკადრებს, ამისთანა გასხივოსნებულ კაცს biggrin.gif
ცოტა გაახალისეთ ფორუმი, თორემ შემოსვლაც აღარ მინდა ხოლმე აქ smile.gif


--------------------
________________________________________________

გიგრძვნიათ ოდესმე სუსხიან ზამთარში,
მზისგან მოგზავნილი სხივების სინაზე?
ხანდახან გულნატკენს ტირილი რომ გინდათ...
და მაინც იცინით სუყველას ჯინაზე...
________________________________________________
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
გიორგი
პოსტი Jun 13 2011, 09:10 PM
პოსტი #14


მეცნიერი & ხელოვანი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 7,903
რეგისტრ.: 18-November 06
წევრი № 491



Amuza
ციტატა(Amuza @ Jun 13 2011, 06:56 PM) *

IPB-ს სურათი

ვააა...

ეს ხონთქრის და ხალიფის პირველი ხალათი ფაშად-ფაშამ აზიზ-ხემზი-შუქურ-თუქსუზ-გევორქ-ხან იბნ-ბრეგუნმა გიბოძა?! biggrin.gif


--------------------
My Favourites:

Dinamo Tbilisi & Real Madrid, as Football Clubs.
Georgia & Italy, as National Teams.
Katie Melua, as a Musician.
Stephen Hawking, as a Scientist.
'Contact' (1997), as a Film.
'Don Quixote', as a Novel.
Miguel de Cervantes, as a Writer.
Ayrton Senna, as F1 Racing Driver.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ანანო
პოსტი Jun 14 2011, 12:33 AM
პოსტი #15


დავიღალე..... მოდი ჩემთან უფალო......
***

ჯგუფი: Moderator
პოსტები: 5,367
რეგისტრ.: 25-September 07
წევრი № 2,831



ციტატა
ვაკე-საბურთალოს ვილაიათის ფაშა აზიზ-ხემზი-შუქურ-თუქსუზი


ციტატა
ახლა ზის თურმე ალჟირის საფაშოში და ალადინის ქანდაკებას ძერწავს.


ციტატა
დუმილის წესს ვინახავდი და ისე ავღფოთდი ამბებით რო გავტეხე, თუმცა, როგორც გასხივოსნებულს მეპატიება და იმედია სამკაპი არ ჩამერჭობა ფერდში კუპრში ცურაობის დროს.


ვაიმე მომასულიერეთ biggrin.gif biggrin.gif


--------------------
დაინდეთ ერთმანეთი და უფალი შეგინდობთ. წმ. ანტონი დიდი

****************************
შიშველი გამოვედი დედის მუცლიდან და შიშველი დავბრუნდები იქ. უფალმა მომცა, უფალმა წაიღო. კურთხეულ იყოს უფლის სახელი..... იობი თავი 1...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ნაინა
პოსტი Jun 14 2011, 12:46 AM
პოსტი #16


პროვინციელი ალქაჯი!!!!!
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 15,155
რეგისტრ.: 11-May 07
მდებარ.: ,,მოუსავლეთი'' მიჩიგანის კოლმეურნეობა.
წევრი № 1,886



ციტატა
ეს ხონთქრის და ხალიფის პირველი ხალათი ფაშად-ფაშამ აზიზ-ხემზი-შუქურ-თუქსუზ-გევორქ-ხან იბნ-ბრეგუნმა გიბოძა?!


ეგ გევორქ-ხან-იბნ-ბრეგუნი და ძმანი მისნი ძაან აკლია ფორუმს და გამოცოცხლდეს აწი დროა biggrin.gif


--------------------
________________________________________________

გიგრძვნიათ ოდესმე სუსხიან ზამთარში,
მზისგან მოგზავნილი სხივების სინაზე?
ხანდახან გულნატკენს ტირილი რომ გინდათ...
და მაინც იცინით სუყველას ჯინაზე...
________________________________________________
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
გიორგი
პოსტი Jun 14 2011, 10:29 PM
პოსტი #17


მეცნიერი & ხელოვანი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 7,903
რეგისტრ.: 18-November 06
წევრი № 491



ეს ესაა გავიგეთ, რომ Giorgi- სთვის ხოჯობაც კი უბოძებიათ.

ამიერიდან ის უნდა მოვიხსენიოთ, როგორც ხოჯა გევორქ-ხან-იბნ-ბრეგუნი


IPB-ს სურათი


ხოჯა გევორქ-ხან-იბნ-ბრეგუნი ალჟირის საფაშოში კრიალოსანით ხელში, ჰიჯრის კალენდრით 1387 წელი.



უნიკალური ფოტომასალით მოწოდებისათვის მადლობას ვუხდით Amuza-ს.


--------------------
My Favourites:

Dinamo Tbilisi & Real Madrid, as Football Clubs.
Georgia & Italy, as National Teams.
Katie Melua, as a Musician.
Stephen Hawking, as a Scientist.
'Contact' (1997), as a Film.
'Don Quixote', as a Novel.
Miguel de Cervantes, as a Writer.
Ayrton Senna, as F1 Racing Driver.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ანანო
პოსტი Jun 14 2011, 10:29 PM
პოსტი #18


დავიღალე..... მოდი ჩემთან უფალო......
***

ჯგუფი: Moderator
პოსტები: 5,367
რეგისტრ.: 25-September 07
წევრი № 2,831



ციტატა( გიორგი @ Jun 14 2011, 11:29 PM) *

ეს ესაა გავიგეთ, რომ Giorgi- სთვის ხოჯობაც კი უბოძებიათ.

ამიერიდან ის უნდა მოვიხსენიოთ, როგორც ხოჯა გევორქ-ხან-იბნ-ბრეგუნი
IPB-ს სურათი
ხოჯა გევორქ-ხან-იბნ-ბრეგუნი ალჟირის საფაშოში კრიალოსანით ხელში, ჰიჯრის კალენდრით 1387 წელი.
უნიკალური ფოტომასალით მოწოდებისათვის მადლობას ვუხდით Amuza-ს.

laugh.gif laugh.gif

როგორ შეცვლილა
რას გვიშვება ეს ისლამი რა biggrin.gif


--------------------
დაინდეთ ერთმანეთი და უფალი შეგინდობთ. წმ. ანტონი დიდი

****************************
შიშველი გამოვედი დედის მუცლიდან და შიშველი დავბრუნდები იქ. უფალმა მომცა, უფალმა წაიღო. კურთხეულ იყოს უფლის სახელი..... იობი თავი 1...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Amuza
პოსტი Jun 15 2011, 03:40 PM
პოსტი #19


გიორგი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 4,040
რეგისტრ.: 15-January 08
მდებარ.: GSE
წევრი № 3,638



ციტატა( გიორგი @ Jun 14 2011, 10:29 PM) *

ეს ესაა გავიგეთ, რომ Giorgi- სთვის ხოჯობაც კი უბოძებიათ.

ამიერიდან ის უნდა მოვიხსენიოთ, როგორც ხოჯა გევორქ-ხან-იბნ-ბრეგუნი
IPB-ს სურათი
ხოჯა გევორქ-ხან-იბნ-ბრეგუნი ალჟირის საფაშოში კრიალოსანით ხელში, ჰიჯრის კალენდრით 1387 წელი.
უნიკალური ფოტომასალით მოწოდებისათვის მადლობას ვუხდით Amuza-ს.


მე, რიჟა წვერებში რო იყო ისეთი სურათი გამოგიგზავნე და არ გაგითეთრებია თავიდან ბოლომდე? :-DD


--------------------
ღვინო ახალისებს, გულს კაცისასა!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ანანო
პოსტი Jun 17 2011, 12:00 AM
პოსტი #20


დავიღალე..... მოდი ჩემთან უფალო......
***

ჯგუფი: Moderator
პოსტები: 5,367
რეგისტრ.: 25-September 07
წევრი № 2,831



ციტატა(A.V.M @ Jun 16 2011, 10:09 PM) *

,,დიდ ხარ შენ უფალო და საკვირველ არიან საქმენი შენნი"
არავინ არ ვიცით რა მოხდება,ღმერთმა ინებოს კიდევ ერთი უძღები შვილის მამასთან მალე დაბრუნება!

მართლა კი არ გამუსლიმანდა, მაიმუნობენ biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif laugh.gif

ვაიმე ფოტოზე ძალიან მეცინება laugh.gif


--------------------
დაინდეთ ერთმანეთი და უფალი შეგინდობთ. წმ. ანტონი დიდი

****************************
შიშველი გამოვედი დედის მუცლიდან და შიშველი დავბრუნდები იქ. უფალმა მომცა, უფალმა წაიღო. კურთხეულ იყოს უფლის სახელი..... იობი თავი 1...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

2 გვერდი V  1 2 >
Closed TopicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 24th March 2019 - 07:07 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი