IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

8 გვერდი V « < 2 3 4 5 6 > »   
Closed TopicStart new topic
> ბუდიზმი
George Leluashvili
პოსტი Jul 6 2011, 03:00 PM
პოსტი #61


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 5,088
რეგისტრ.: 27-February 11
წევრი № 10,559



afxazi
მაინტერესებს განვაგრძოთ თუ არა ბუდიზმზე საუბარი იმ ფორმით, როგორც ეს პირველ გვერდზე მიმდინარეობდა?

NINJA - ნინძა
აფხაზის პასუხს დაველოდოთ.


--------------------
________________________________________________________________________

შეიძულე სიმდიდრე და იქნები მდიდარი;
შეიძულე დიდება და იქნები დიდებული;
შეიძულე შეურაცხება და იქნები უძლეველი;
შეიძულე დასვენება და იპოვი მოსვენებას;
შეიძულე დედამიწა და იპოვი ზეცას.
________________________________________________________________________

User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
afxazi
პოსტი Jul 6 2011, 08:30 PM
პოსტი #62


დავითი
***

ჯგუფი: სენატის თავმჯდომარე
პოსტები: 8,814
რეგისტრ.: 7-March 07
წევრი № 1,291



GIORGI LELUASHVILI

ციტატა
მაინტერესებს განვაგრძოთ თუ არა ბუდიზმზე საუბარი იმ ფორმით, როგორც ეს პირველ გვერდზე მიმდინარეობდა?


ცალკე აღებულად ამ რელიგიის შესწავლა საინტერესოა, მაგრამ ყველას ამას ვერ დავავალდებულებთ. როგორც ვთქვი კარგი იქნება, რომ რომელიმე საკითხი ამ რელიგიიდან განხილულიყო მართლმადიდებლური რელიგიის პარალელით. ვთქვათ რას ასწავლის ბუდიზმი რომელიმე საკითხზე და რას ასწავლის ამრთლმადიდებლობა, რით სხვაობენ ისინი და ა.შ.

ვფიქრობ ამგვარი თემები უნდა გაიხსნას. ამ თემას კი თუ არ გეწინება დავხურავ.


--------------------
სათნოება თვითკმარია ბედნიერებისთვის

კლიმენტი ალექსანდრიელი


User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
George Leluashvili
პოსტი Jul 6 2011, 08:32 PM
პოსტი #63


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 5,088
რეგისტრ.: 27-February 11
წევრი № 10,559



ციტატა
ამ თემას კი თუ არ გეწინება დავხურავ.

რატო ხომ ვერ მეტყვი?
განა პირველ გვერდზე ამგვარად არ მიდიოდა საუბარი?

თუ გინდა დახურე, მარა რავიცი...


--------------------
________________________________________________________________________

შეიძულე სიმდიდრე და იქნები მდიდარი;
შეიძულე დიდება და იქნები დიდებული;
შეიძულე შეურაცხება და იქნები უძლეველი;
შეიძულე დასვენება და იპოვი მოსვენებას;
შეიძულე დედამიწა და იპოვი ზეცას.
________________________________________________________________________

User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
NINJA - ნინძა
პოსტი Jul 13 2011, 03:11 PM
პოსტი #64


Sidharta-Gautama-Buddha
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 74
რეგისტრ.: 24-June 11
მდებარ.: moscow
წევრი № 11,240



[ვინაიდან თემა ბუდიზმზე არ დაიხურა, მე განვაგრძობ მასზე საუბარს.

ახლა მე მინდა თვითონ ბუდას ცხოვრების შესახებ დავდო ინფორმაცია.
თქვენ კი, ვისაც გსურთ გაეცანით და გავისაუბროთ.]


ბუდას ცხოვრების შესახებ



მე მოგითხრობთ მის ხანგრძლივ თავგადასავალს, ორი ათას ხუთასი წლის წინ რომ დაიწყო ბენარესში, როცა მომავალ ბუდად შობილმა ნეპალელმა უფლისწულმა სიდჰარათჰამ თუ გაუტამამ აამოძრავა დჰარმის ბორბალი, ჩამოაყალიბა ოთხი კეთილშობილური ჭეშმარიტება და დასახა რვაჯერადი გზა. მოგითხრობთ იმას, რაც მთავარია მსოფლიო რელიგიათა შორის ამ ყველაზე ფართოდ გავრცელებულ რელიგიაში. ბუდიზმის პირველსაწყისნი უცვლელად არსებობენ ძველი წელთაღრიცხვის V საუკუნიდან მოყოლებული დღევანდელ დღემდე, ანუ, სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ჰერაკლიტეს, პითაგორასა და ძენონის დროიდან მოყოლებული იმ მომენტამდე, როცა იაპონიაში დოქტორმა სუძუკიმ განმარტა მისი საფუძვლები, რომლებსაც დღემდე ცვლილებები არ განუცდიათ. ეს რელიგია შეიცავს მითოლოგიას, ასტროლოგიას, ნასესხებ სარწმუნოებებს, მაგიას, მაგრამ ჩემს წინაშე მდგარი პრობლემის სირთულის გამო შემოვიფარგლები მხოლოდ იმაზე საუბრით, რაც საერთოა ბუდიზმის სხვადასხვა სექტებისათვის, რომლებიც შეიძლება გავაერთიანოთ ჰინაიანად, ანუ "პატარა ეტლად".

ბუდას ლეგენდა განმანათლებლური ხასიათისაა. ის არ მოითხოვს რწმენას. იაპონელები ამტკიცებენ, რომ ბუდა ისტორიული როდია. ისტორიულია მოძღვრება. ლეგენდა ცაში იწყება, სადაც ცხოვრობს არსება, რომელიც საუკუნეების, სიტყვა-სიტყვით, უსასრულო ასწლეულების მანძილზე აგროვებს სიქველეს და სათნოებას, ვიდრე არ გაიცნობიერებს, რომ თავისი უახლოესი გარდასხეულებისას ბუდად იქცევა.

ეს არსება ირჩევს კონტინენტს, სადაც განსხეულებისას უნდა დაიბადოს. ბუდისტური კოსმოგონიის მიხედვით, სამყარო ოთხ სამკუთხა კონტინენტადაა დანაწევრებული; ცენტრში ოქროს მწვერვალი _ მერუს მთა მდებარეობს. ზეციური არსება იმ კონტინენტზე იბადება, რომელსაც შეესაბამება ინდოეთი. ის ირჩევს თავისი შობის საუკუნეს და ირჩევს დედას. ახლა კი _ ლეგენდის მიწიერი ნაწილი. დედამიწაზე ცხოვრობს დედოფალი _ სახელად “მაია”. მაია “ილუზიას” ნიშნავს. დედოფალი ხედავს სიზმარს, რომელიც ჩვენ უჩვეულოდ გვეჩვენება, მაგრამ სავსებით ჩვეულებრივია ინდოელებისთვის.

ერთხელ დედოფალი, მეფე შუდჰოდანას მეუღლე სიზმარს ნახულობს: ექვსეშვიანი თეთრი სპილო, ოქროს მთის კალთებზე მოხეტიალე, უმტკივნეულოდ შევიდა მის ფერდში. დედოფალი იღვიძებს; მეფე თავის ასტროლოგებს უხმობს, რომლებიც უხსნიან, რომ დედოფალი შობს ძეს, რომელიც ან სამყაროს მბრძანებელი იქნება, ანდა ბუდა _ ფხიზელი, ნათელმოსილი, რომლის მისიაც კაცთა მოდგმის ხსნაა. მეფე პირველ ხვედრს ირჩევს: მას სურს შვილი სამყაროს მბრძანებლად იხილოს.

მეფე ქურუმ-ბრაჰმანებს მოუხმობს და დედოფალი უმტკივნეულოდ მშობიარობს. მელოგინის შესაწევნად ბოდჰის წმინდა ხე დაბლა ხრის თავის ტოტებს. ქუდბედიანი
ყრმა დაბადებისთანავე ოთხ ნაბიჯს გადადგამს: ჩრდილოეთით, სამხრეთით, აღმოსავლეთით, დასავლეთით, და, თანაც, ლომივით ბუხუნებს: "მე ვარ უებრო, ეს ჩემი ბოლო განსხეულებაა". ინდოელებს სწამთ ადრინდელ გარდასხეულებათა ურიცხვი სიმრავლე. უფლისწული იზრდება: აი, ის უკვე მოისარია, უებრო მხედარი, უებრო მოცურავე, სწორუპოვარი ათლეტი, უბადლო კალიგრაფი და ბრძენთა შორის სწორუპოვარი (აქ ჩვენ შეიძლება გავიხსენოთ ქრისტეს და მწიგნობართა ამბავი). თექვსმეტი წლისა ქორწინდება.

მამამ იცის (ასტროლოგებმა აუწყეს), რომ მის ვაჟს საფრთხე ემუქრება: შეიძლება ბუდად _ ადამიანად იქცეს, რომელიც იხსნის კაცთა მოდგმას, თუკი ოთხ რამეს შეიცნობს: სიბერეს, სნეულებას, სიკვდილს და ასკეტიზმს. მამა სასახლეში გამოამწყვდევს და მთელ ჰარემს ჩუქნის თავის ძეს; ქალების რიცხვს არ დავასახელებ, რადგანაც ის განპირობებულია მეტისმეტობისაკენ სწრაფვით, რაც ესოდენ ნიშნეულია ინდოელებისათვის. თუმცა რატომაც არ უნდა ვთქვა: ოთხმოცდაოთხი ათასზე მეტნი იყვნენ.

უფლისწული ბედნიერად ცხოვრობს. მან არ იცის, რომ ქვეყნად არსებობს ტანჯვა, რადგანაც უმალავენ სიბერეს, სნეულებას და სიკვდილს. დანიშნულ დღეს თავისი საზეიმო ეტლით სასახლის ოთხი სწორკუთხა კარიბჭიდან ერთ-ერთი ბჭით გამოდის. რამდენიმე ნაბიჯის შემდეგ უცნაურ არსებას ხედავს, ყველასაგან განსხვავებულს, ვინც კი მანამდე უნახავს: მობღუნკულს, დანაოჭებულს და თმაგაცვენილს, რის ვაივაგლახით რომ მილასლასებს, ჯოხს დაყრდნობილი. უფლისწული კითხულობს: ვინაა ეს უბედური: ადამიანს კი ჩამოჰგავს, მაგრამ მართლა ადამიანიაო? მეეტლე პასუხობს: ეს ბერიკაცია; ყველანი მას დავემგვანებით, თუკი სიბერეს მივაღწევთო.

შემცბარი უფლისწული სასახლეში ბრუნდება. ექვსი დღის შემდეგ სამხრეთის ბჭით ხელახლა გადის სასახლიდან. გალავანთან კიდევ უფრო უცნაურ არსებას _ კეთრისგან სახედასახიჩრებულ და სისხლდაწრეტილ კაცს ხედავს. კითხულობს, ვინაა ეს კაცი, თუკი შეიძლება ამას კაცი ეწოდოსო. _ ავადმყოფიო, _ მიუგებს მეეტლე, _ ყველანი ამას დავემგვანებით, თუკი სული შეგვრჩაო.

შეშფოთებული უფლისწული კვლავ სასახლეში ბრუნდება. ექვსი დღის შემდეგ ისევ გამოდის სასახლიდან და ხედავს ადამიანს, რომელიც ცოცხალი გეგონებოდათ, კანის ფერს სიცოცხლის ნიშანწყალი რომ შერჩენოდა. _ ვინ არისო, _ კითხულობს უფლისწული. _ მკვდარიო, _ მიუგებს მეეტლე. _ ყველანი მას დავემგვანებით, თუკი კარგა ხანს ვიცოცხლებთ.

უფლისწულს სასოწარკვეთა იპყრობს. მის წინაშე სამი გამაოგნებელი ჭეშმარიტება გაიხსნა: ჭეშმარიტება სიბერისა, ჭეშმარიტება სნეულებისა, ჭეშმარიტება სიკვდილისა. მეოთხეჯერაც გამოდის. ხედავს ნახევრად შიშველ კაცს, სახეზე სიმშვიდე რომ გადაჰფენია. კითხულობს, ვინ არისო. პასუხად ესმის: ეს ასკეტია, რომელმაც უარყო ყველაფერი და მიაღწია ნათელმოსილებას.

ამნაირი სულიერი ცხოვრება უფლისწულს გადააწყვეტინებს ყველაფერს ზურგი აქციოს. ბუდისტური მოძღვრების თანახმად, ასკეტიზმი ნათელმოსილების მიღწევის ერთ-ერთი გზაა, მაგრამ ჯერ სიცოცხლის სიტკბოება უნდა იგემო. არ შეიძლება ყველაფრის უარყოფით დაიწყო. აუცილებელია ბოლომდე დაცალო სიცოცხლის ფიალა, და მხოლოდ შემდეგ აიყარო გული ამ ცხოვრებაზე. მაგრამ ცნობით კი უნდა იცნობდე მას.

უფლისწული გადაწყვეტს ბუდა გახდეს. მაგრამ სწორედ ამ დროს ახარებენ: შენმა ცოლმა ვაჟი შობაო. უფლისწული წამოიძახებს: "ჯაჭვი მომდესო", რაც იმას ნიშნავს, რომ შვილი სიცოცხლეს აჯაჭვავს. ამიტომ ახალშობილს “ჯაჭვს” არქმევენ სახელად. სიდჰარათჰა თავის ჰარემში შედის. ხედავს სიცოცხლით სავსე მშვენიერ ქალებს, მაგრამ მახინჯ და კეთროვან დედაბრებად აღიქვამს მათ. მერე სანთიობოს მიაშურებს. ქალს სძინავს. ხელში პატარა უჭირავს. უფლისწული კოცნას უპირებს, მაგრამ იცის, რომ თუ აკოცა, წასვლას ვეღარ შეძლებს, და მიდის.

მოძღვრებს დაეძებს. აქ იწყება ბიოგრაფიის ის ნაწილი, რომელიც შეიძლება არც იყოს ლეგენდარული. რად უნდა ვსახავდეთ იმათ შეგირდად, ვისაც ის შემდეგ მიატოვებს? მოძღვრები ასკეტიზმს ასწავლიან, რაშიაც კარგა ხანს იწაფავს თავს. ბოლოს და ბოლოს, ტრიალ მინდორში ტოვებენ. მისი სხეული უძრავია, და ღვთაებებს, ოცდაცამეტი ზეციდან რომ დასცქერიან, ჰგონიათ უკვე მოკვდაო. მაგრამ ერთ-ერთი მათგანი, ყველაზე ბრძენი, ამბობს: "არა, კი არ მომკვდარა, არამედ ბუდად იქცევაო". უფლისწული იღვიძებს და იქვე, მახლობლად მოჩუხჩუხე წყაროს მიაშურებს. წყურვილს მოიკლავს და წმინდა ბოდჰის _ ცოდნის ხის ქვეშ მოიკალათებს.

ამას მოსდევს სასწაულებრივი გადახვევა, ეშმაკთან ბრძოლის სახარებისეულ სიუჟეტს რომ ეხმიანება. ეშმაკს მარა ჰქვია. ეს სიტყვა ისმის ღამეული ეშმას _ "ნიგჰტმარე" (კოშმარი)-ის სახელში. ეშმაკი გრძნობს, რომ მბრძანებლობს ქვეყნად, მაგრამ აწ უკვე საფრთხე ემუქრება, და ის თავის სასახლეს ტოვებს. გაწყდა მისი საკრავის სიმები, სურაში კი წყალი ამოშრა. ის საჩქაროდ კრებს თავის ლაშქარს, კაზმავს სპილოს, რომელიც, ღმერთმა უწყის, რამდენი უტევანის სიმაღლისაა, ამრავლებს როგორც თავისი ხელების, ისე საჭურვლის რიცხვსაც, და უფლისწულის წინააღმდეგ საომრად მიდის.

საღამოხანს უფლისწული ცოდნის ხის ქვეშ ზის, მასთან ერთად რომ მოვლენია ქვეყნიერებას. ეშმაკი მთელი თავისი ლაშქრითურთ, ლომების, ვეფხების, სპილოებისა და აქლემებისაგან რომ შედგება, უფლისწულს სეტყვასავით აყრის ისრებს; მაგრამ როგორც კი უახლოვდებიან სამიზნეს, ისრები ყვავილებად იქცევიან. ბუდას ცეცხლის ზვავი ატყდება თავს, მაგრამ ის მის ზემოთ ლაპლაპა გავალაკს ქმნის.

გულხელდაკრეფილი და უძრავად მჯდომარე უფლისწული ჭვრეტაში ინთქმება. შესაძლოა, ვერც ამჩნევს, რომ თავს ესხმიან. გახევებული სიცოცხლის არსზე ფიქრობს. და, ამრიგად, უახლოვდება ნირვანას _ ხსნას. მზის ჩასვლისას ეშმაკი უკვე ძლეულია. კონტემპლაციის გრძელი ღამე კი კვლავაც გრძელდება. განთიადისას სიდჰარათჰა უკვე სიდჰარათჰა კი აღარაა, არამედ _ ბუდა. მან მიაღწია ნირვანას. ის გადაწყვეტს იქადაგოს თავისი მოძღვრება და ფეხზე დგება. მან უკვე იხსნა თავისი თავი, ახლა კი სხვებიც უნდა იხსნას. თავდაპირველად ბენარესში, "ირმის ბაღში" ქადაგებს; ამას მოსდევს მეორე ქადაგება, სადაც ბუდა ამბობს, რომ ყველაფერი ცეცხლის ალშია გახვეული: სხეულიც, სულიც, საგნებიც _ ყველაფერი იწვის. დაახლოებით ამავე დროს ჰერაკლიტე ეფესელი ამბობს, რომ ცეცხლია ყველაფერი.

ადამიანმა ხელი როდი უნდა აიღოს ხორციელ ცხოვრებაზე, _ იმის გამო, რომ ხორციელი ცხოვრება მდაბალია, არაკეთილშობილური, შეურაცხმყოფელი და ავადმყოფური, _ და არც ასკეტიზმზე, რომელიც ასევე არაკეთილშობილურია და ავადმყოფური. ის ქადაგებს კეთილშობილურ საშუალო გზას (ვისარგებლოთ თეოლოგიური ტერმინოლოგიით). მან მიაღწია ნირვანას, მაგრამ კვლავ, ორმოც წელზე მეტხანს ცოცხლობს, რომლებსაც ქადაგებას უძღვნის. მას შეეძლო უკვდავი გამხდარიყო, მაგრამ როცა უკვე ბევრი მოწაფე ჰყავს, თვითონვე ირჩევს თავისი სიკვდილის მომენტს.

ის მჭედლის სახლში კვდება, სასომიხდილი მოწაფეებით გარშემორტყმული. რა ეშველებათ უმისოდ? ბუდა ეუბნება მათ, რომ ის, არსებითად, არც არის; რომ ისეთივეა, როგორც ყველა მათგანი; მათსავით არარეალური და მოკვდავი; და თავის მოძღვრებას უტოვებს მათ. ამ მხრივ, ის პრინციპულად განსხვავდება ქრისტესაგან. იესოს, ჩემი აზრით, შეუძლია უთხრას თავის მოწაფეებს, რომ თუკი შეიყრებიან ორნი, თვითონ იქნება მესამე. ბუდა სხვაგვარად ფიქრობს; ის ეუბნება მათ: ჩემს მოძღვრებას გიანდერძებთო. სხვა სიტყვებით, თავისი პირველი ქადაგებისას მან აამოძრავა დჰარმის ბორბალი. ამას იქით ბუდიზმის ისტორია იწყება.

ინდოეთის რომელიღაც ქალაქში ერთი ვაჭარი ბრძანებს სანდალოზის ხისგან გამოჭრან ექვსი ბურთულა, რომლებსაც ლერწმის გასაპნული გრძელი ჯოხის თავზე ათავსებს და ამბობს, სანდალოზის ბურთულას იმას მივცემ, ვინც მას მისწვდებაო. მოდის რამდენიმე არამართლმორწმუნე მოქადაგე, მაგრამ ვერცერთი ვერ ასრულებს პირობას. ცდილობენ ვაჭარი მოისყიდონ და ათქმევინონ, თითქოს მათ შეძლეს ჩამოეღოთ ბურთულა. ვაჭარი ცივ უარზეა, და მაშინ მასთან მიდის ბუდას უმცროსი შეგირდი, ვისი სახელიც, ამ ეპიზოდის გარდა, არსად არ იხსენიება. შეგირდი ჰაერში აიწევა, ექვსჯერ შემოუფრენს ბურთულას, მოხსნის და ვაჭარს მიართმევს. ეს ამბავი ბუდას ყურამდე მიაღწევს და ამნაირი მკრეხელობით განრისხებული მორწმუნეთა თემიდან აძევებს შეგირდს.

თუმცა ბუდა თვითონვე ახდენდა სასწაულებს. მაგალითად, თავაზიანობის სასწაულს. შუადღისას უდაბნო უნდა გადაესერა. ოცდაცამეტ ცაზე მსხდომარე ღმერთები ჩრდილს აფენდნენ თავზე. ბუდას არ უნდოდა რომელიმე მათგანი მოემდურებინა და ოცდაცამეტ ბუდად იქცა, რათა თვითეულ ღმერთს დაენახა მის მიერ ჩრდილდანაფენი.

ბუდისტურ არაკებს შორის განსაკუთრებით ღირსშესანიშნავია ერთი _ ისრის არაკი. ბრძოლაში დაჭრილ მეომარს არ უნდა ისარი ამოუღონ. თავდაპირველად, მას სურს გაიგოს მშვილდოსნის სახელი; კასტა, რომელსაც ის ეკუთვნის; მასალა, რომლისგანაც დამზადებულია ისარი; ადგილი, სადაც მშვილდოსანია და ისრის სიგრძე. ვიდრე ყოველივე ამას გაარკვევდნენ, დაჭრილი კვდება. "მაგრამ მე გასწავლით, _ ამბობს ბუდა, _ ისრის ამოღებას". ამ იგავში ისარი სამყაროა, ჩვენი პიროვნებისა და ყოველივე იმის იდეა, რაც მოქცეულია ჩვენში. ბუდა ამბობს, რომ ფუჭი კითხვების გულისთვის არ უნდა ვკარგავდეთ დროს. ასე მაგალითად, რას გვარგებს იმის გაგება, სასრულია სამყარო თუ უსასრულო? ანდა ნირვანის შემდეგაც იცოცხლებს ბუდა თუ არა? ყოველივე ეს არაარსებითია. არსებითი კი ისრის ამოღებაა. საქმე ეხება შელოცვას, ხსნის კანონს.

ბუდა ამბობს: "მსგავსად იმისა, როგორც მთელი ოკეანის წყალს მხოლოდ ერთი გემო აქვს _ მლაშე, ჩემს მოძღვრებასაც მხოლოდ ერთი გემო აქვს _ ხსნისა". მოძღვრება, რომელსაც ქადაგებს ბუდა, უზარმაზარია, როგორც ოკეანე, მაგრამ მხოლოდ ერთი გემო აქვს _ ხსნის გემო. რა თქმა უნდა, ბუდას მიმდევრები დაეხეტებოდნენ და, ალბათ, ხვდებოდნენ კიდეც ერთმანეთს მეტაფიზიკური პაექრობებისას, მაგრამ ბუდიზმის არსი ამ პაექრობებში როდია. ბუდისტი შეიძლება აღიარებდეს ნებისმიერ რელიგიას, თუკი იმავდროულად მოძღვრების არსს მისდევს. არსებითია მხოლოდ ხსნა და ოთხი კეთილშობილური მოძღვრება: ტანჯვა, ტანჯვის მიზეზი, ტანჯვისგან განკურნება და მისი განკურნების საშუალება. უზენაესი მიზანი ნირვანაა. ჭეშმარიტებათა რიგს მნიშვნელობა არა აქვს. მიიჩნევენ, რომ ისინი შეესაბამებიან ძველ სამედიცინო ტრადიციას, რომელშიაც მსჯელობენ ბოროტებაზე, დიაგნოზზე, მკურნალობასა და განკურნებაზე. ამ შემთხვევაში განკურნება სწორედ ნირვანაა.



--------------------
________________________________________________________________________
_
गते गते पारगते पारसंगते बोधि स्वाहा
— გატე გატე პარაგატე პარასამგატე ბოდჰი სვაჰა - სრულიად განთავისუფლდი ილუზიისგან და შეეგებე გასხივოსნებას.

„ფორმა სიცარიელეა, ხოლო სიცარიელე ფორმაა“ (ავალოკიტეშვარა - ბოდჰისატტვა)






ომ - დიდსულოვნება

მა - ეთიკა

ნი - მოთმინება

პად - სიბეჯითე

მე - უარი

ჰუნგ - სიბრძნე
__________________________________________________________________
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
George Leluashvili
პოსტი Jul 13 2011, 07:48 PM
პოსტი #65


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 5,088
რეგისტრ.: 27-February 11
წევრი № 10,559



NINJA - ნინძა
ციტატა
ბუდიზმის პირველსაწყისნი უცვლელად არსებობენ ძველი წელთაღრიცხვის V საუკუნიდან მოყოლებული დღევანდელ დღემდე, ანუ, სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ჰერაკლიტეს, პითაგორასა და ძენონის დროიდან მოყოლებული

მე თავიდანვე ვიტყვი, რომ ზოგიერთი არამართლმადიდებელი მტკიცებით, თურმე ქრისტიანობა არც თუ ისე ძველია და რომ ის მხოლოდ 2 000 წლის წინ აღმოცენდა.
ეს არასწორია, რადგან სანამ ქრისტე მოვიდოდა, იმ დროიდან რაც ადამ და ევა სამოთხიდან იქნენ გამოძევებულნი, მორწმუნე ერი მესიის მოლოდინში იყო.
მესიამდე კი მათ ჭეშმარიტი რწმენა ჰქონდათ იმ ღმერთისა, რომელმაც სამყარო შექმნა.ეს ღმერთი კი ზუსტად ქრისტეა, რომელიც სამყაროს შექმნიდან 5 504 წელს მოევლინა ბეთლემში.
ასე, რომ ჭეშმარიტი რწმენა ჭეშმარიტი ღვთისა არა 2 000 წლის, არამედ დღიდან სამყაროს გაჩენისა არსებობს და ეს რწმენა დღეს მართლმადიდებლებს გვაქვს.
ამიტომ ნურავინ იტყვის, რომ ქრისტიანობა თურმე ახალია და იქამდე არ არსებობდა არანარი რწმენა ჭეშმარიტი ღვთისა.
ციტატა
შეიძლება ბუდად _ ადამიანად იქცეს, რომელიც იხსნის კაცთა მოდგმას, თუკი ოთხ რამეს შეიცნობს: სიბერეს, სნეულებას, სიკვდილს და ასკეტიზმს.

ანუ ვინც ამ ოთხ ჭეშმარიტებას შეიცნობს, ის ბუდა ხდება?
მაშ რითია სიდჰარტა აღმატებული იმ ბუდებზე, რომელთაც მასზე წინ მიაღწიეს გასხივოსნებას და მას შემდეგაც აღწევენ?
ციტატა
ქალების რიცხვს არ დავასახელებ, რადგანაც ის განპირობებულია მეტისმეტობისაკენ სწრაფვით, რაც ესოდენ ნიშნეულია ინდოელებისათვის.

კრიშნა გამახსენდაbiggrin.gif
ციტატა
თუმცა რატომაც არ უნდა ვთქვა: ოთხმოცდაოთხი ათასზე მეტნი იყვნენ.

ოჰოო, რა ამბავია;კრიშნას 16 102 ცოლი ყავდა და ამაზე ამიტეხეს ერთი ამბავი და არ შეგეშინდა ეს რიცხვი მაინც რომ დაწერე?biggrin.gif
ციტატა
, და ღვთაებებს, ოცდაცამეტი ზეციდან რომ დასცქერიან, ჰგონიათ უკვე მოკვდაო.

მოიცა, ბუდამდე ღვთაებები არსებობდნენ?
აბა ბუდა ვიღაა?
ან რატომ დგას ის ამ ღვთაებებზე მალა?
ციტატა
ამას მოსდევს სასწაულებრივი გადახვევა, ეშმაკთან ბრძოლის სახარებისეულ სიუჟეტს რომ ეხმიანება.

ეშმაკს ბუდიზმში რა დატვირთვა აქვს, როგორ გესმით ეს ცნება?
ციტატა
იესოს, ჩემი აზრით, შეუძლია უთხრას თავის მოწაფეებს, რომ თუკი შეიყრებიან ორნი, თვითონ იქნება მესამე

ეს საიდანღა მოიტანე, მესამე კი არ იქნება როგორც ადამიანი, არამედ მათთან იქნება როგორც ღმერთი.
ციტატა
ოცდაცამეტ ცაზე მსხდომარე ღმერთები ჩრდილს აფენდნენ თავზე.

მერე ნუ მკითხავ რატომ მიგაჩნია ბუდიზმი წარმართობადო.


--------------------
________________________________________________________________________

შეიძულე სიმდიდრე და იქნები მდიდარი;
შეიძულე დიდება და იქნები დიდებული;
შეიძულე შეურაცხება და იქნები უძლეველი;
შეიძულე დასვენება და იპოვი მოსვენებას;
შეიძულე დედამიწა და იპოვი ზეცას.
________________________________________________________________________

User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Kanishtha-Adhikar
პოსტი Jul 14 2011, 11:22 AM
პოსტი #66


Govinda das
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 131
რეგისტრ.: 4-May 11
მდებარ.: sukhum
წევრი № 10,979



მე, როგოც ვაიშნავი, ბუდას შესახებ ორიოდ სიტყვას ვიტყვი.

ვაიშნავური სწავლებით უფალი ბუდა არის კრიშნას ინკარნაცია, რაც დასტურდება შრიმად ბჰაგავატამში.
უფალი ბუდა მატერიალიზმის ბატონობის დროს მოვიდა, როდესაც მატერიალისტებს საბაბად ვედების ავტორიტეტი მოჰყავდათ.გარკვეული მიზნით ცხოველთა შეწირვებთან დაკავშიებით ვედებში მოცემულია გარკვეული შემზღუდველი წესები, დემონური მიდრეკილებების ხალხი კი მაინც სწირავდა ცხოველებს, რაც ვედების მიხედვით გამართლებული არ იყო.
უფალი ბუდა მოევლინა, რათა შეეჩერებინა ეს უაზრო ქმედება და არაძალმომრეობის ვედური პრინციპები დაემყარებინა. ამიტომ ყოველ ავატარას გარკვეული მისია აქვს და ეს ყველაფერი განდობილ წერილებშია აღწერილი.

კრიშნა ამბობს:როდესაც და სადაც ქვეყნად რელიგიური სამსახური ეცემა, იმ დროს მე ვევლინები, ო ბჰარატას შთამომავალო.(ბ.გ.4,7)
ასე, რომ უფალი ბუდაც ერთ-ერთი კრიშნას ინკანაციაა, რომელმაც შეაჩერა მსხვერპლშეწირვები და ასკეტურ ცხოვრებას დაუდო საფუძველი.


--------------------
პიროვნება, რომლის არსება მთლიანად დაუპყრია კრიშნას ცნობიერებას, ყველაფერს სწირავს სულიერ ამაღლებას და მისი შენაწირიც აბსოლუტური სულიერებით არის აღბეჭდილი. იგი უსათუოდ დამკვიდრდება უფლის სასუფეველში(ბ.გ.4;24).
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ikanosi
პოსტი Jul 14 2011, 12:18 PM
პოსტი #67


ირაკლი
***

ჯგუფი: Moderator
პოსტები: 6,285
რეგისტრ.: 3-January 10
მდებარ.: ფოთი - თბილისი
წევრი № 7,906



Kanishtha-Adhikar
ციტატა
ვაიშნავური სწავლებით უფალი ბუდა არის კრიშნას ინკარნაცია,

ვინმე თუ დიდი იყო მგონი თქვენ კრიშნას ინკარნაციად აღიქვამთ მას biggrin.gif


--------------------
ფარით ან ფარზე
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Kanishtha-Adhikar
პოსტი Jul 14 2011, 01:36 PM
პოსტი #68


Govinda das
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 131
რეგისტრ.: 4-May 11
მდებარ.: sukhum
წევრი № 10,979



ikanosi
ციტატა
ვინმე თუ დიდი იყო მგონი თქვენ კრიშნას ინკარნაციად აღიქვამთ მას

არც ერთ შემთხვევაში!
ამას აგიხსნი ახლავეsmile.gif

ერთხელ სანატანა გოსვამიმ უფალ ჩაიტანიას (კრიშნას ერთ-ეთი ინკარნაცია, რომელიც 1486 წელის 18 თებერვალს მოევლინა მაიაპურის ქალაქ ნადიაში) ჰკითხა, თუ როგორ უნდა ეცნოთ ღმრთეების ჭეშმარიტი ინკარნაცია.
უფალმა ჩაიტანიამ კი მიუგო:"როგორც სხვადასხვა ეპოქების სხვადასხვა ინკარნაციების გაგება შეიძლება ვედური ლიტერატურის დამოწმებით, ასევე შეიძლება იმის გაგება, თუ ვინ არის ღმრთეების ჭეშმარიტი ინკარნაცია ამ ეპოქა კალიში."
ანუ უფალი განსაკუთრებით ამახვილებს ყურადღებას ავტორიტეტულ წმინდა წერილებზე.უზენაესი უფლის ინკარნაცია არასოდეს იტყვის, რომ ინკარნაციაა, მაგრამ მისი მიმდევები ავტორიტეტული წმინდა წერილებით იგებენ ამას.

გასაგებად კი უფრო მარტივი რომ იყოს, ასეთ მაგალითს მოგიყვან:ძველ აღთქმაში (ვგულისხმობ ბიბლიას) მრავალი წინასწარმეტყველი წინასწარმეტყველებდა უფალ იესოს მოვლინებას და ამის შესაბამისად მათ ზუსტად იწინასწარმეტყველეს თუ სად უნდა დაბადებულიყო იგი, ვისგან უნდა შობილიყო, რა მისი ჰქონდა აღსასრულებელი და როგორ მოექცეოდნენ მას. ეს ყოველივე წინასწარმეტყველმა ესაიამ მათემატიკური სიზუსტით იწინასწარმეტყველა.შემდეგ კი ,როცა უფალი ქრისტე მოევლინა, ნათელი გახდა თუ ვინ იყო იგი.

ასევე უფალ ბუდას მოვლინება ერთ-ერთ უდიდეს ვედურ ავტორიტეტულ წიგნში-შრიმად ბჰაგავატამში იყო ნაწინასრმეტყველები.რაც ბუდამ მოიტანა, ის ყოველივე ბჰაგავატამში ეწერა და აქედან გამომდინარე დადგინდა, რომ ბუდა კრიშნას ინკარნაცია იყოsmile.gif

მგონი გასაგებად ავხსენიa075.gif


--------------------
პიროვნება, რომლის არსება მთლიანად დაუპყრია კრიშნას ცნობიერებას, ყველაფერს სწირავს სულიერ ამაღლებას და მისი შენაწირიც აბსოლუტური სულიერებით არის აღბეჭდილი. იგი უსათუოდ დამკვიდრდება უფლის სასუფეველში(ბ.გ.4;24).
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Kanishtha-Adhikar
პოსტი Jul 14 2011, 01:59 PM
პოსტი #69


Govinda das
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 131
რეგისტრ.: 4-May 11
მდებარ.: sukhum
წევრი № 10,979



აი, ამას თუ წაიკითხავთ, არაფერს დაკარგავთsmile.gif


რა უნდა მას?


ერთხელ ორი ბრძენი შეკამათდა, როგორ შეეწირათ ღმერთისთვის მსხვერპლი. ერთი ამბობდა, სამსხვერპლო ცხოველის ხორცი სისუფთავეში, ადამიანის შებილწული ხელიდან მოშორებით უნდა დაიწვასო. მეორე კი თიხაში ღვთიურ ჩანაფიქრს ჭვრეტდა, რადგან პირველი ადამიანი სწორედ თიხისგან შეიქმნა, და ამტკიცებდა, მსხვერპლი თიხის ქოთნებში უნდა დავწვათო.

ეს საუბარი იქვე მიმავალი ზარატუსტრას სმენას მისწვდა, ისიც მათ შორიახლოს ჩამოჯდა და მოკამათეებს მიაყურადა. გამარჯვებას ვერც ერთმა მოკამათემ მიაღწია და როცა სახეები წამოუწითლდათ და მზად იყვნენ ერთმანეთს თმებში სცემოდნენ, ერთ-ერთმა ბრძენმა ზარატუსტრა დაინახა და მოპაექრეს შესთავაზა:

- აი, ადამიანი, რომელიც ინტერესით გვისმენდა. იგი არც ბრძენს ჰგავს და გლეხისთვისაც მეტისმეტად სუფთა ხელები აქვს. მოდი, ვკითხოთ, როგორ შესწირავდა მსხვერპლს, ქურუმობის პატივი რომ რგებოდა როდესმე.

ბრძენკაცები ასეც მოიქცნენ და როდესაც ზარატუსტრას კითხვით მიმართეს, მან საპასუხოდ გულღიად გაუღიმა:

- ოჰ, სიბრძნის ღირსეულო მსახურნო! თქვენი კამათი ძალიან საინტერესოდ მეჩვენა, რადგან უკვე მრავალი ქვეყანა მოვიარე და ამ საკითხზე ერთიან აზრს ვერსად წავაწყდი. ერთნი ღმერთებს სადიდებელ ჰიმნებს უგალობენ, მეორენი წმინდანების ნახატების ან ხის კერპების წინაშე სანთლებს ანთებენ. ზოგი კი, თქვენ მსგავსად, სამსხვერპლო ცხოველის ხორცს წვავს. როგორ გავერკვეთ, ვინ არის მართალი? აი, ჩემთვის რომ შეეწირათ მსხვერპლი, ვიტყოდი: `ჩემთვის სულ ერთია. ოღონდ ხორცი კარგი შემწვარი იყოს, სანთლები კი კარგად ანათებდეს. აი, სადიდებელი ჰიმნები სულაც არ მიყვარს~. ასე გიპასუხებდით, ღმერთი რომ ვიყო. სამწუხაროდ, ერთი ღარიბი მოგზაური ვარ და ამიტომ გეუბნებით: `თქვენს ღმერთებს რატომ არ შეეკითხებით, რა ურჩევნიათ?~.

- აბა, რას ამბობ? - გაოგნდნენ ბრძენკაცები, - სად გინახავს, ღმერთი მოკვდავებს ასე უბრალოდ ელაპარაკებოდეს. მხოლოდ რჩეულებს აქვთ ღმერთთან საუბრის ნება და ისინიც კითხვების დასმას ვერ ბედავენ!

ბრძენებს სახეები კიდევ უფრო წამოუწითლდათ და ზარატუსტრას მხიარული სიცილი აუტყდა.

- მაშინ, სიბრძნის ღირსეულო მსახურნო, - სიცილით უთხრა მან, - მითხარით, საერთოდ რატომ გადაწყვიტეთ, რომ ღმერთებს თქვენი მსხვერპლი სჭირდებათ?

- ეს ადამიანი ღვთისმგმობელია! – წამოიძახა ბრძენმა, რომელიც მსხვერპლის სისუფთავეში შეწირვას ემხრობოდა, - ამაოდ მივმართეთ მას, ახლა ჩვენც მკრეხელურ საუბარში ვართ ჩათრეული.

მეორე ბრძენიც დაეთანხმა, გვერდზე გავიდა და ჩუმად ჩაილაპარაკა:

- ღვთისმგმობლობის გარდა, ეს ადამიანი სახიფათოცაა. თუ ხალხი ამ მეამბოხურ ლაპარაკს მოისმენს, ვინღა დაიმორჩილებს მათ? დაე, თავისი მოსაზრებები მეფეს უამბოს და ხელმწიფის სამართალმა განსაჯოს, რა ხვედრს იმსახურებს ეს მაწანწალა და ჩვენ ცოდვისგან გაგვათავისუფლოს.

ბრძენკაცებმა გადაწყვეტილება მიიღეს, კვლავ ზარატუსტრასთან მიბრუნდნენ და მეფესთან წასვლა შესთავაზეს, რათა თავისი მოსაზრებები ხელმწიფისთვისაც ეამბნა.

- რისთვის აპირებთ ჩემ გასამართლებას? - მხრები აიჩეჩა ზარატუსტრამ, - ორივენი მზად იყავით ერთმანეთს შებმოდით, ჩემი სიტყვებით კი კვლავ დაგამეგობრეთ. ამაში შევცოდე? და თუ ღმერთის უკადრისი რამ ვთქვი, დაე, ამისთვის თავად ღმერთმა დამსაჯოს. არა, სიბრძნის ღირსეულო მსახურნო, მე არ წამოგყვებით მეფესთან.

- ნურაფრის გეშინია, უცნობო, - დაამშვიდა ზარატუსტრა მეორე ბრძენმა, რომელიც სამსხვერპლო ცხოველის თიხის ქოთნებში დაწვას ითხოვდა, - თუ შენი სიტყვები ჭეშმარიტია, მეფე დაგაჯილდოვებს. და თუ ცდები, მოსაზრების შეცვლა გვიან არასდროს არის. უკმაყოფილო არ დარჩები, მიენდე მეფის მოწყალებას.

ამ ცბიერი სიტყვებით ბრძენი ცდილობდა, საშიში ღვთისმგმობელის განსასჯელად მიგვრით, მეფის წყალობა თავად დაემსახურებინა, და მისი თვალების ცეცების შემყურე ზარატუსტრამ კვლავ გაიცინა.

- ვხედავ, ღირსეულო ბრძენო, შენი ღირსება იმოდენაა, რომ მისი ყიდვა მხოლოდ მეფეს შეუძლია! - ზარატუსტრამ ხელებით მოზრდილი წრე მოხაზა, რათა წარმოედგინა რამხელა ღირსებას ფლობდა მისი მოსაუბრე, - მე უბრალო ადამიანი ვარ და თავი ღვთის სამართლისთვის მიმინდვია, ამიტომ მეფის წყალობის ძებნას აღარ მოვყვები.

ამ სიტყვებით ზარატუსტრა მიტრიალდა, ბრძენკაცებს გასცილდა და ქალაქიდან შორს გაემართა.







დიდი სიბრძნე დევს ამ მცირე მონათხრობში.


--------------------
პიროვნება, რომლის არსება მთლიანად დაუპყრია კრიშნას ცნობიერებას, ყველაფერს სწირავს სულიერ ამაღლებას და მისი შენაწირიც აბსოლუტური სულიერებით არის აღბეჭდილი. იგი უსათუოდ დამკვიდრდება უფლის სასუფეველში(ბ.გ.4;24).
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მხევალი ნინო
პოსტი Jul 14 2011, 02:03 PM
პოსტი #70


ზღაპრის ბოლო კეთილია..
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 25,889
რეგისტრ.: 19-December 06
წევრი № 715



Kanishtha-Adhikar
ციტატა
აი, ამას თუ წაიკითხავთ, არაფერს დაკარგავთ



მთავარია რას შევიძენთ biggrin.gif

მიხედავდეს ვინმე ამ თემას კარგი იქნებოდა...



--------------------
ჩვენ ვინც ქრისტიანობა დაგვაბრალა ....

დიდება შენდა, რომელმან მოგვფინე ნათელი

-Поверь мне Карлсон, Не в пирогах счастье. -Да ты что, с ума сошёл?! А в чем же ещё? ©
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Kanishtha-Adhikar
პოსტი Jul 14 2011, 02:05 PM
პოსტი #71


Govinda das
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 131
რეგისტრ.: 4-May 11
მდებარ.: sukhum
წევრი № 10,979



მხევალი ნინო
ციტატა
მთავარია რას შევიძენთ

წაიკითხე, დაუკვირდი და ნამდვილად შეიძენsmile.gif


--------------------
პიროვნება, რომლის არსება მთლიანად დაუპყრია კრიშნას ცნობიერებას, ყველაფერს სწირავს სულიერ ამაღლებას და მისი შენაწირიც აბსოლუტური სულიერებით არის აღბეჭდილი. იგი უსათუოდ დამკვიდრდება უფლის სასუფეველში(ბ.გ.4;24).
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ikanosi
პოსტი Jul 14 2011, 02:22 PM
პოსტი #72


ირაკლი
***

ჯგუფი: Moderator
პოსტები: 6,285
რეგისტრ.: 3-January 10
მდებარ.: ფოთი - თბილისი
წევრი № 7,906



Kanishtha-Adhikar
ქრისტეც კრიშნას ინკარნაცია არისო მაგასაც იტყვი ალბათ
ციტატა
რა უნდა მას?

არა მარტო ეს პატარა თავი, ამ ნაწარმოების ყველა თავი კარგია, სამწუხაროდ მხოლოდ 9 თუ 10 თავი არის ნათარგმნი ქართულად...

პ.ს ikanosi.wordpress.com იდან გადმოაკოპირე? biggrin.gif


--------------------
ფარით ან ფარზე
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Kanishtha-Adhikar
პოსტი Jul 14 2011, 02:43 PM
პოსტი #73


Govinda das
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 131
რეგისტრ.: 4-May 11
მდებარ.: sukhum
წევრი № 10,979



ikanosi
ციტატა
ქრისტეც კრიშნას ინკარნაცია არისო მაგასაც იტყვი ალბათ

არა, მთლად კიშნას ინკარნაცია არ არის.
არ მინდა ამაზე საუბარი, ვიცი რა ამბავიც ატყდება.ერთს კი ვიტყვი-ქრისტე ჩვენთვისაც უფალია.დანარჩენს აღარ გავაგრძელებ.
ციტატა
არა მარტო ეს პატარა თავი, ამ ნაწარმოების ყველა თავი კარგია, სამწუხაროდ მხოლოდ 9 თუ 10 თავი არის ნათარგმნი ქართულად...პ.ს ikanosi.wordpress.com იდან გადმოაკოპირე?

არა, აი ნახე ათი თავიაsmile.gif
http://yoga.ge/pages/theme.php?category=%E...%83%91%E1%83%90
ციტატა
პ.ს ikanosi.wordpress.com იდან გადმოაკოპირე?

როგორც ხედავ არც ასეა საქმეa075.gif


--------------------
პიროვნება, რომლის არსება მთლიანად დაუპყრია კრიშნას ცნობიერებას, ყველაფერს სწირავს სულიერ ამაღლებას და მისი შენაწირიც აბსოლუტური სულიერებით არის აღბეჭდილი. იგი უსათუოდ დამკვიდრდება უფლის სასუფეველში(ბ.გ.4;24).
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
George Leluashvili
პოსტი Jul 15 2011, 01:48 PM
პოსტი #74


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 5,088
რეგისტრ.: 27-February 11
წევრი № 10,559



Kanishtha-Adhikar
დიკშას სახელი გოვინდა გქვია?


--------------------
________________________________________________________________________

შეიძულე სიმდიდრე და იქნები მდიდარი;
შეიძულე დიდება და იქნები დიდებული;
შეიძულე შეურაცხება და იქნები უძლეველი;
შეიძულე დასვენება და იპოვი მოსვენებას;
შეიძულე დედამიწა და იპოვი ზეცას.
________________________________________________________________________

User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Kanishtha-Adhikar
პოსტი Jul 17 2011, 09:31 PM
პოსტი #75


Govinda das
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 131
რეგისტრ.: 4-May 11
მდებარ.: sukhum
წევრი № 10,979



GIORGI LELUASHVILI
ციტატა
დიკშას სახელი გოვინდა გქვია?

კი, გოვინდა დასიsmile.gif


--------------------
პიროვნება, რომლის არსება მთლიანად დაუპყრია კრიშნას ცნობიერებას, ყველაფერს სწირავს სულიერ ამაღლებას და მისი შენაწირიც აბსოლუტური სულიერებით არის აღბეჭდილი. იგი უსათუოდ დამკვიდრდება უფლის სასუფეველში(ბ.გ.4;24).
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
NINJA - ნინძა
პოსტი Sep 16 2011, 09:40 PM
პოსტი #76


Sidharta-Gautama-Buddha
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 74
რეგისტრ.: 24-June 11
მდებარ.: moscow
წევრი № 11,240



მოგესალმებით ყველასsmile.gif


ეს არის ძალიან საინტერესო და მეტად ყურადსაღები ადგილი უფალ ბუდას ცხოვრებიდან, კერძოდ კი, მისი სიცოცხლის ბოლო წუთებზე.

რამდენიმე კვირის წინ ჩამოვედი ჩინეთიდან, სადაც იქ მყოფმა ბუდისტმა ბერებმა ახალი წიგნი გადმომცემს ბუდას ცხოვრებასა და სწავლებებზე.
ხსენებული წიგნი ინგლისურ ენაზე იყო და ერთი ეს ეპიზოდი ვთარგმნე, იქნებ ფორუმზე ვინმეს მისცეს სარგებლობა-მეთქიsmile.gif
იმედია ცუდად არ გამიგებთ და გაეცნობით.






სიცოცხლის ბოლოს დროის უმეტეს ნაწილს ბუდა საყვარელ ჭალაში ატარებდა. იგი ძალიან დასუსტდა, მაგრამ სიკვდილამდე უბრალო ღვთისმსახურებთან ერთად დადიოდა მოწყალების გასაღებად.

– ჩემი სხეული, – ეუბნებოდა იგი თავის საყვარელ მოსწავლე ანანდას, – მოლაყლაყებულ ურიკას ჰგავს, მხოლოდ ძლიერი მზრუნველობით ინარჩუნებს მოძრაობის უნარს.

საერთო სისუსტეს დაემატა მტანჯველი კრუნჩხვები და ტკივილი. უცნობია, თუ რომელმა ავადმყოფობამ შეიწირა ბუდიზმის დამაარსებელის სიცოცხლე, მხოლოდ ისაა ცნობილი, რომ მრავალი თვის მანძილზე იგი სასტიკად იტანჯებოდა. დროდადრო საკუთარი ენერგიის კონცენტრაციის წყალობით ახერხებდა ტკივილის დაცხრობას.

იგი სულ უფრო ხშირად იძირებოდა ტრანსში და ამით იმსუბუქებდა ტანჯვას. იყო მომენტები, როდესაც მას შიში იპყრობდა და მაშინ ანანდას ურჩევდა, მისი სიცოცხლის გახანგრძლივებისთვის ელოცა. მაგრამ ძირითადად იგი მორჩილებას ავლენდა იმ ძალის მიმართ, რომელიც ყველაფერს ანადგურებს, რაც კი შექმნილა.

სიკვდილამდე არც ისე დიდი ხნით ადრე ბუდა რაღაც შეშფოთებამ შეიპყრო. იგი ხშირად გადადიოდა ერთი ადგილიდან მეორეზე, დიდხანს არსად ყოვნდებოდა. ერთხელ იგი მჭედელ ჩუნდრას ეწვია და მასთან შეაფარა თავი. მასპინძელს არაფერი ებადა სტუმრის გასამასპინძლებლად, გარდა ღორის ხორცისა. ეს ტრაპეზი უკანასკნელი გამოდგა ბუდასთვის. უხეში საკვების შემდეგ ძლიერი ტკივილები დაეწყო, წყურვილი ჰკლავდა, ფეხები წაერთვა. იგი მიხვდა, რომ ნირვანაში მისი გადასვლის ჟამი ახლოვდებოდა.

შეიგრძნო რა მოახლოებული წუთის სიდიადე, ბუდა სუფთა ჩასაცმელში გამოეწყო, ითხოვა, მიწაზე მისთვის ლაბადა გაეშალათ და დაწვა. მის თავთან ისხდნენ დამწუხრებული მჭედელი და მტირალი ანანდა. მომაკვდავი მათ ანუგეშებდა.

– შენთვის არ მითქვამს, ანანდა, რომ ჩვენთვის ძვირფას და ახლობელ ნივთებში თავიდანვე ჩადებულია, რომ ოდესმე ჩვენ მათ აუცილებლად უნდა დავემშვიდობოთ?

იგი ხან გონებას ჰკარგავდა, ხანაც გონსმოსული იმეორებდა: "ყოველი შექმნილი დაიღუპება". მის მოწაფე ანანდას ის აღაშფოთებდა, რომ სრულყოფილებამ ნირვანაში გადასასვლელად მიყრუებული ტყის სოფელი ამოირჩია. მაგრამ თავად ბუდა ამას მნიშვნელობას არ ანიჭებდა. მას უფრო მეტად მისი ორდენის ბედი აღელვებდა. იგი მის გარშემო შეკრებილ მოსწავლეებს ეკითხებოდა, ხომ არ ჰქონდათ მათ კითხვები, მაგრამ არცერთმა მათგანმა არ მოისურვა მომაკვდავის შეწუხება. მთლიანობაში, მიუხედავად ყველაფრისა, მასწავლებელს შეეძლო კმაყოფილი ყოფილიყო მათი ერთგულებით და მის, როგორც ბუდას, მიმართ რწმენით. იგი მოუწოდებდა ღვთისმსახურთ მისი წესებით ეხელმძღვანელათ.

– ჭეშმარიტი სწავლება და წესები, ჩემ მიერ აღვლენილი და თქვენთვის გადმოცემული, იქნება თქვენი მასწავლებელი ჩემი ამ ქვეყნიდან წასვლის შემდეგ!

უნუგეშოდ მტირალ ანანდას ბუდა აწყნარებდა:

– ნუ ტირი. ადრე თუ გვიან ჩვენ უნდა დავშორდეთ იმას, რაც ჩვენთვის ყველაზე ძვირფასია. ჩვენი სხეული ფლობს ძალას, რომელიც დროებით აღადგენს მის ძლიერებას, მაგრამ მასშივეა ჩადებული ნგრევის მიზეზებიც. თუ არსებობს რაიმე ისეთი, რაც არ დაშლილა შემადგენელ ნაწილებად? ასევე განთავისუფლდები ამ მოჩვენებისგან, გრძნობათა სამყაროსგან, ცვალებადობის ამ კანონებისგან!

ბუდამ სხვა მოსწავლეებსაც მიმართა:

– როდესაც მოვკვდები და თქვენ გვერდით აღარ ვიქნები, არ იფიქროთ, რომ ბუდამ მიგატოვათ. თქვენ გაქვთ ჩემი სიტყვები, ღრმა ჭეშმარიტების ჩემეული ხედვა, ჩემი კანონები; მათით იხელმძღვანელეთ, ბუდას თქვენ არ მიუტოვებიხართ! თუ პატივს მიაგებთ ჩემს ხსოვნას, მაშინ გეყვარებათ ერთმანეთი, ისევე, როგორც მე და ჩემი სწავლება გიყვართ!

ერთ–ერთი წყაროს თანახმად, ბუდას უკანასკნელი სიტყვები იყო: "არასოდეს დაივიწყოთ, რომ ის, რაც იწვევს სიცოცხლეს, არის ნგრევისა და სიკვდილის მიზეზიც; დაე, თქვენი სული ამ ჭეშმარიტებით გაიჟღინთოს".

გადმოცემის მიხედვით, ბუდას სიკვდილს ახლდა ბუნების ცვალებადობა: აყვავდა ახლომახლო ხეები, თუმცა მათი ყვავილობის დრო ჯერ არ იყო დამდგარი, მოხდა საშინელი მიწისძვრა, ზეციდან მრისხანე, საშინელი გრუხუნი დაატყდა დედამიწას; აყვავებულმა ხეებმა ბუდას სხეული ყვავილის ფურცლებით დაფარეს. ხოლო როდესაც დასაფლავების დრო მოვიდა, კრემაციისთვის კოცონის დანთება საჭირო არ გახდა, სხეული თავად აალდა.

ბუდასთვის სიკვდილი სასიხარულო აღსასრული იყო.

– მრავალი დაბადების სანსარი გავიარე სახლის მშენებლის ძებნაში, მაგრამ მაინც ვერ მივაგენი, – არაერთხელ უთქვამს მას მოსწავლეებისთვის, – ისევ დაბადება და ისევ სიმწარე.

მაგრამ ბუდას სიმტკიცის მიუხედავად, სიკვდილის მიმართ მაინც იგრძნობოდა მწუხარება და ზოგჯერ სასოწარკვეთილებაც:

– არც შვილები, არც მამა, ნათესავებიც კი ვერ გამოდგებიან იმის დამცველად, რომელსაც სიკვდილმა თვალი დაადგა, – ამბობდა იგი, – ახლობლებთან ვერ ჰპოვებთ მისგან დაცვას.

თუმცა თავად ბუდა დაცული იყო უკვდავების ცოდნით:

– ბრაჰმანს მას ვუწოდებ, ვინც აქ, სურვილების უარმყოფელი, უსახლკარო დაეხეტება, ვისშიც ჩაქრა არსებობის სურვილი... ბრახმანს ვუწოდებ მას, ვისაც არ აქვს სურვილი, ვინც ცოდნის წყალობით განთავისუფლდება ეჭვებისგან და უკვდავებაში ჩაღრმავდება.



როგორც ბუდას მიმდევრები თვლიან, იგი თავად განსაზღვრავდა საკუთარი სიცოცხლისა და სიკვდილის ვადებს. აი რატომ იყო, რომ როდესაც ბუდა გარდაიცვალა, საზოგადოებამ ანანდა დაადანაშაულა იმაში, რომ მან არ მოისურვა დაეყოლიებინა მასწავლებელი დედამიწაზე კიდევ მცირე ხანს ეცხოვრა, თუნდაც ერთი კალპი, ანუ 4 მილიარდ 320 მილიონი წელიsmile.gif


--------------------
________________________________________________________________________
_
गते गते पारगते पारसंगते बोधि स्वाहा
— გატე გატე პარაგატე პარასამგატე ბოდჰი სვაჰა - სრულიად განთავისუფლდი ილუზიისგან და შეეგებე გასხივოსნებას.

„ფორმა სიცარიელეა, ხოლო სიცარიელე ფორმაა“ (ავალოკიტეშვარა - ბოდჰისატტვა)






ომ - დიდსულოვნება

მა - ეთიკა

ნი - მოთმინება

პად - სიბეჯითე

მე - უარი

ჰუნგ - სიბრძნე
__________________________________________________________________
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
A.V.M
პოსტი Sep 16 2011, 10:31 PM
პოსტი #77


მადლობა ამ ფორუმს!
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 13,742
რეგისტრ.: 14-June 11
მდებარ.: ფორუმს გარეთ
წევრი № 11,203



ვა ვახო როგორ ხარ დაკარგულო?
ჩამოხვედი საქართველოში?


--------------------
აბა ჰე და აბა ჰო!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
NINJA - ნინძა
პოსტი Sep 16 2011, 11:05 PM
პოსტი #78


Sidharta-Gautama-Buddha
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 74
რეგისტრ.: 24-June 11
მდებარ.: moscow
წევრი № 11,240



A.V.M
ციტატა
ვა ვახო როგორ ხარ დაკარგულო?

მადლობა ჯიგარო, კარგად ვარsmile.gif
იმედია შენც
ციტატა
ჩამოხვედი საქართველოში?

არა, ეხლა მოსკოვში ვარ.
ჩემპიონატზე ვიყავი ჩინეთში წასული.


--------------------
________________________________________________________________________
_
गते गते पारगते पारसंगते बोधि स्वाहा
— გატე გატე პარაგატე პარასამგატე ბოდჰი სვაჰა - სრულიად განთავისუფლდი ილუზიისგან და შეეგებე გასხივოსნებას.

„ფორმა სიცარიელეა, ხოლო სიცარიელე ფორმაა“ (ავალოკიტეშვარა - ბოდჰისატტვა)






ომ - დიდსულოვნება

მა - ეთიკა

ნი - მოთმინება

პად - სიბეჯითე

მე - უარი

ჰუნგ - სიბრძნე
__________________________________________________________________
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
A.V.M
პოსტი Sep 16 2011, 11:30 PM
პოსტი #79


მადლობა ამ ფორუმს!
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 13,742
რეგისტრ.: 14-June 11
მდებარ.: ფორუმს გარეთ
წევრი № 11,203



გაიხარე ვახო.
ჩემპიონატი კარგია,მარა ჩამოდი საქართველოში,მე და ლელუაშვილი სიამოვნებით შეგხვდებოდით.


--------------------
აბა ჰე და აბა ჰო!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
NINJA - ნინძა
პოსტი Sep 16 2011, 11:32 PM
პოსტი #80


Sidharta-Gautama-Buddha
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 74
რეგისტრ.: 24-June 11
მდებარ.: moscow
წევრი № 11,240



A.V.M
ციტატა
ჩემპიონატი კარგია,მარა ჩამოდი საქართველოში,მე და ლელუაშვილი სიამოვნებით შეგხვდებოდით.

მეც ძალიან მომენატრა სამშობლო, მაგრამ ჯერ ვერ ვახერხებ მრავალი მიზეზის გამო.

ლელუაშვილს კი მობილურით ველაპარაკები ხოლმე, ვუზიარებ ჭირსა და ლხინსsmile.gif


პ.ს. გიორგი ჯერ არსად ჩანს და ხვალ ვნახავ თუ რას დამიწერს.
ღამე მშვიდობის...


--------------------
________________________________________________________________________
_
गते गते पारगते पारसंगते बोधि स्वाहा
— გატე გატე პარაგატე პარასამგატე ბოდჰი სვაჰა - სრულიად განთავისუფლდი ილუზიისგან და შეეგებე გასხივოსნებას.

„ფორმა სიცარიელეა, ხოლო სიცარიელე ფორმაა“ (ავალოკიტეშვარა - ბოდჰისატტვა)






ომ - დიდსულოვნება

მა - ეთიკა

ნი - მოთმინება

პად - სიბეჯითე

მე - უარი

ჰუნგ - სიბრძნე
__________________________________________________________________
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

8 გვერდი V « < 2 3 4 5 6 > » 
Closed TopicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 27th May 2024 - 09:08 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი