IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

2 გვერდი V < 1 2  
Reply to this topicStart new topic
> კ ა ლ ი გ რ ა ფ ი ა
marine
პოსტი Dec 7 2017, 06:20 PM
პოსტი #21


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 30,991
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"მესხიშვილების გვარმა მისცა ქართულ მწერლობას მთელი რიგი გამოჩენილ მოღვაწეთა, რომელთაც შექმნეს შესანიშნავი კალიგრაფიული სკოლა და ხელი შეუწყვეს ჩვენი ლიტერატურის გამდიდრებას XVIII-XIX სს-ში როგორც ახალ თხზულებათა თარგმნით თუ დაწერით, ის უკვე არსებულთა გადაწერით".


--------------------
"მემატიანე, ისტორიკოსი, პოეტი, სულის ბულბული, რომლის ნაწერებს ვერც ვერაფერს დააკლებ და ვერც ვერაფერს მიუმატებ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jun 25 2018, 07:28 PM
პოსტი #22


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 30,991
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"ჩვენში, როგორც ჩანს, უფრო ხშირად ლერწმის, იშვიათად - ფრინველის ფრთის და ლითონის კალმებს ხმარობდნენ. ძველი ტრადიციის მიხედვით, ლერწმის კალმით მინდოდა წერის დაწყება. მოგეხსენებათ, გადაწერის ტრადიცია გაწყვეტილი იყო და არ ვიცოდი, კალმის წვერი როგორი უნდა ყოფილიყო.

ადრე თურმე ლერწმის კალმის წვერს სხვადასხვანაირად თლიდნენ იმის მიხედვით, თუ დამწერლობის რომელი სახით უნდა შეესრულებინათ ტექსტი - ნუსხურით თუ მხედრულით.

საუკუნეების მანძილზე იცვლებოდა მოხაზულობა, ხაზის სისქე. ეს საკითხი უფრო დეტალურ გამოკვლევას მოითხოვს, რადგანაც წყაროებში ზუსტი ინფორმაცია არ არსებობს. ერთი კალიგრაფი წერდა, - კალამი დამივარდა და წვერი მოსტყდა, რის გამოც ვერ მოვახერხე გადაწერაო. ეს კი იმას მიანიშნებს, რომ კალმის წვერი ნაზი და წვრილი უნდა ყოფილიყო.

ლერწმის კალმით კი დავიწყე წერა, მაგრამ ეტრატის ზედაპირი ხაოიანი აღმოჩნდა, ამიტომ იძულებული გავხდი, ისევ რკინის კალამზე გადავსულიყავი. სხვათა შორის, ამერიკიდან ჩამომიტანეს მეტალის კალამი, რომელსაც ერთის მაგიერ ორი გახლეჩა აქვს. იგი სამ დამოუკიდებელ პირს ქმნის ამ კალამზე. თავი წამახვილებული აქვს ცერად, დახრილად. ეს ისეთი უნიკალური კალიგრაფიული კალამი გახლავთ, ჩვენს წინაპრებს რომ ჰქონოდათ, ალბათ, დიდად მადლიერნი დარჩებოდნენ დამამზადებლისა."

/კალიგრაფი რაფაელ გოგიტიძე/


--------------------
"მემატიანე, ისტორიკოსი, პოეტი, სულის ბულბული, რომლის ნაწერებს ვერც ვერაფერს დააკლებ და ვერც ვერაფერს მიუმატებ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

2 გვერდი V < 1 2
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 22nd October 2018 - 11:03 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი