IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

5 გვერდი V  1 2 3 > »   
Reply to this topicStart new topic
> ჩემი გალაკტიონი, რომ მეფე ვარ და პოეტი და სიმღერით ვკვდები...
T.L.
პოსტი Mar 4 2008, 11:35 AM
პოსტი #1


Вот бы мне крылья...
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 6,950
რეგისტრ.: 1-September 06
მდებარ.: where the wild roses grow
წევრი № 134



პოეზიის მოყვარულებს ვთხოვ ვისაუბროთ ამ დიდ ქართველზე...



***
ვერაზე წიგნების მაღაზიაში ლერმონტოვს ვყიდულობდი.
- გამარჯობა ძამიკო!- მომესალმა ზურგს უკან ვიღაც. მოვიხედე,გალაკტიონი იყო.
- გამარჯობათ,ბატონო გალაკტიონ! ლერმონტოვი გამოსულა ქართულად,უნდა ვიყიდო, თქვენც ხომ არ გნებავთ? - ვკითხე და ჯიბეზე გავიკარი ხელი.
- წამოდი ძამიკო ჩემთან! - გალაკტიონმა მკლავში ხელი გამიყარა და ვერის ბაზრის გვერდით,ლუდხანაში შემიყვანა.
იმ წიგნის საყიდელ ფილსაც და ბევ რსხვასაც წირვა რომ გამოვუყვანეთ,გალაკტიონა ლოყაზე ხელი მომითათუნა და ღიმილით მითხრა:
- ლერმონტოვი,პუშკინი და ტოლსტოი რუსულად უნდა იკითხო,ძამიკო,გალაკტიონი კი ქართულად,მხოლოდ ქართულად...
....და მართლაც რა უზენაესი ბედნიერებაა,როდესაც გალაკტიონს ქართყლად კითხულობ და რა უბედურებაა,როდესაც პუშკინს ვერ კითხულობ რუსულად.
მე თუ მკითხავენ ვიტყვი: გალაკტიონის დაბადების დღიდან,დედამიწის ზურგზე მისი სიმაღლის პოეტს არ გაუვლია და რომ გალაკტიონი არის გენი რუსთაველისა მეოცე საუკუნეში გაღვიძებული და მზემდე აღზევებული.

"ჩემი გალაკტიონი" - ნოდარ დუმბაძე

--------------------------------------------------------
***
ერთხელ თურმე მოსკოვში მწერალთა ყრილობა ტარდებოდა,თხუთმეტივე რესპუბლიკიდან უნდა ჩასულიყო დელეგაცია ,მათ შორის საქართვლოდანაც... ჩვენი დელეგაცია 50კაცზე იყო შედგენილი,და წავიდნენ კიდეც... 50-ში გალაკტიონი არ იყო,რომ კითხეს რატომო,გამოგვრჩაო... მეტი იდიოტიზმი? ვინ იყო ნეტა იმ პერიოდში და იმ 50დან გალაკტიოზე დიდი? user.gif

.....და ამას მძაფრად განიცდიდა, სტკიოდა:
,,ყვავილების მდინარეს
კუბო ცისკენ მიჰქონდა,
იწვა გალაკტიონი
და ლექსებზე ფიქრობდა"


ეხლა ერთი ამბავი გამახსენდა,როდესაც გალაკტიონი ცუდად იყო და საავადმყოფოში მივიდა (მაშინდელ სამთავრობო საავადმყოფოში -ვაკეში) ექიმმა უთხრა ადგილები არ გვაქვსო,გალაკტიონი იქ 1თვის წინაც მკიურნალობდა ამიტომ კარგად იცოდა სად რომელი პალატა იყო და მიუთითა კონკრეტული პალატა ის ხომ დაკეტილი გაქვთი,პასუხი კი ასეთი მიიღო ის კი თავისუფალია მაგრამ რაიცი ცეკას მდივნის რომელიმე ნათესავი რომ ცუდად გახდესო... და შესთავაზა დერეფანში დაგაწვენო... სამოწყალოდ მიაგდეს დერეფანში...ამაზე მეტი დამცირება რაღა გინდა ადამიანის,ასეთი რამე როგორ უნდა აკადრო,ეს ხომ ვიღაც არ არის,ბოლოსდაბოლოს გალაკტიონია...

სიკვდილის მერეც იგივე მეორდება,დიდი დისკუსიის საგანი გახდა რომ მწერლათა კავშირიდან არ უნდა გამოესვენებით გალაკტიონი sad.gif აბა ვინღა უნდა გამოსვენონ მწერალთა კავშირიდან თუარა გალაკტიონი?!


--------------------
мне бы в небо...
-----------------------
სიკეთით სძლიე შენს მტერსა....
-------------------------------------------
უფრთხილდით საკუთარ აზრებს,რადგან ისინი ზეცაში ისმის...
---------------------------------------------------------------------------
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
T.L.
პოსტი Mar 4 2008, 12:13 PM
პოსტი #2


Вот бы мне крылья...
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 6,950
რეგისტრ.: 1-September 06
მდებარ.: where the wild roses grow
წევრი № 134



გალაკტიონი საავადმყოფოს მეოთხე სართულიდან გადმოიქცა. ზოგს ეგონა, რომ გალაკტიონმა თავი მოიკლა. ზოგს ეგონა რომ მან ექსტაზში მყოფმა, მოუფიქრებელი ნაბიჯი გადადგა. ზოგს ეგონა იგი აგონიაში მყოფი გადმოვარდა,ზოგს კიდევ რა და ზოგს კიდევ რა...

სინამდვილეში აი რა მოხდა:

გალაკტიონი პარნასზე ავიდა, მან უზენაესი მწვერვალი დაიპყრო. მისთვის არც წერაყინს არც წრიაპს, არც ბაწარს არ უღალატია. იგი დიდი ხნის წინ ავიდა ამ მწვერვალზე და რადგან გენიოსები დაპყრობილი მწვერვალებიდან უკან აღარ ბრუნდებიან, ყოველივე ის, რაც მას აღარ სჭირდებოდა და ხელს უშლიდა, მწვერვალიდან დაბლა გადმოყარა, თავად კი დარჩა სწორთა მარადიულ სამყოფელში.

ქართული პოეზიის ისტორიაში პირველად რუსთაველს დაეკისრა შემოქმედების მძიმე უღელი. რუსთაველმა უზარმაზარი მაგნიტური ველის კვზარივით ჩამოუარა მანამდე არსებულ მთასა და ბარში არსებულ მთელ ფოლკლორს, ეპოსს თუ მითს, შთანთქა იგი ერთ ფასდაუდებელ ოქროს ზოდად - "ვეფხისტყაოსნად" ჩამოსხმული დაუბრუნა ხალხს.

რუსთაველის შემდეგ ასეთი მისია დავით გურამიშვილს დაეკისრა, დავითის შემდეგ აკაკიმ, ვაჟამ და ილიამ იკისრეს ეს ტიტანური ტვირთი და როდესაც მეოცე საუკუნის ოციან წლებში ამ მძიმე უღელში გალაკტიონ ტაბიძე შეება, ეს საზიდი უკვე ისე იყო დამძიმებული ეროვნული და მსოფლიო ლიტერატურული საგანძურით, რომ გალაკტიონს მისი ტარება უღლის ერთგული ლაბა ხარივით დაჩოქილს მოუხდა: დიახ, დაჩოქილს, ოფლად დაღვრილსა და თვალებში ცრემჩამდგარს მოუხდა ამ მძიმე ჭაპანის გაწევა. მხოლოდ ამ კუთხით და თვალსაზრისით უნდა შევისწავლოთ გალაკტიონი.

სად უნდა ვსდიოთ ქარს რომ ელის ისე უსაშველოდ დაქრის გალაკტიონის შემოქმედებაში?! ისე უსაშველოდ, რომ წიგნი თავად იფურცლება და რომ ქარმა და გრიგალმა არ გამოგტაცოს ხელიდან, იგი მკერდზე უნდა გქონდეს მიკრული მაგრად, ვით ხატი და ძვირფასი ავგაროზი.

გალაკტიონის შემოქმედება ერთი მისი პაწია ლექსის- "აი, რა მზის სიზმარიას" მსგავსად წაღმა უკუღმა იკითხება, სწორედ კი არასდროს, ან იშვიათად; ეს ალბათ იმით არის გამოწვეული, რომ გალაკტიონი ყველას თავისად მიაჩნია და მას ყველა თავისებურად კითხულობს, მათ შორის მეც,, რაღა თქმა უნდა. ამიტომ არის გალაკტიონი სახალხო მგოსანი.

ალბათ ამის გამო, ქართულ პოეზიაში არავის არ მოსწრებია იმდენი ეპიგონი, რამდენიც გალაკტიონს: ალბათ, ამის გამო არ მოსწრებია ქართულ პოეზიაში იმდენი მოჯიბრე და მტკაველის დამზომელი, რამდენიც გალაკტიონს. რიგში იდგნენ და დგანან დღესაც მთელი თაობები და აზომებენ საკუთარ პატარა მტკაველს მი დედამიწის გულივით გადაშლილ უსაშველოდ დიდ და თბილ ხელისგულს. ის კი დგას, დალოცვილი, ღიმილიან თვალებში ეშმაკური ელვა უთამაშებს და გაქეზებს: კი, ძამიკო, შენმა აჯობაო...

სიყვარული თავად არის ღმერთი და თუ სიყვარული ჩვენთან არს, ჩვენთან არს ღმერთი, მივხვდებით, რომ გალაკტიონი არის გენი რუსთაველისა, მეოცე საუკუნეში გაღვიძებული და მზემდე აღზევებული.

ნოდარ დუმბაძე


--------------------
мне бы в небо...
-----------------------
სიკეთით სძლიე შენს მტერსა....
-------------------------------------------
უფრთხილდით საკუთარ აზრებს,რადგან ისინი ზეცაში ისმის...
---------------------------------------------------------------------------
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
CONSCIENTIOUSNESS
პოსტი Mar 4 2008, 07:01 PM
პოსტი #3


Stalker
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 387
რეგისტრ.: 23-February 08
მდებარ.: The Dark Side Of The Moon
წევრი № 4,010



გალაქტიონი ხალხმრავალ კაფეში შესულიყო, დიდი ხანი ელოდებოდა მიმტანს ბოლო-ბოლო ვიღცამ მიაქცია ყურადღება, გალაქტიონა საყვედური უთხრა რა იყოთ რამდენი ხანია გელოდებითო რაზეც მიმტანმა უპასუხა: "რა ვქნა ბატონო თქვენნაირი ათასია მე კი ერთი ვარო" biggrin.gif
______________________________________
გალაქტიონს ქუჩაში კონსტანტინე გამსახურდია შეხვდა, რას შვები გალაქტიონ როგორ ხარ საით გაგიწევიაო კითხა კოსტიამ, აი მწერალთა კავშირში მწერლების შეკრებაზე მივდივარო უპასუხა გალამ, კი მაგრამ მე და შენ აქ ვდგევართ და იქ ვინ იკრიბება???? biggrin.gif


--------------------
ყველაზე დიდი ქონება არის ნათელი გონება!

For millions of years mankind lived just like the animals, Then something happend which unleashed the power of our imagination We learned to talk!
Stephen Hawking, Pink Floyd.

When I do good, I feel good. When I do bad, I feel bad. That's my religion.
Abraham Lincoln
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
T.L.
პოსტი Mar 4 2008, 07:05 PM
პოსტი #4


Вот бы мне крылья...
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 6,950
რეგისტრ.: 1-September 06
მდებარ.: where the wild roses grow
წევრი № 134



CONSCIENTIOUSNESS
ეგენი არ ვიცოდი.... smile.gif

პ.ს. ოღონდ "ქ" არა რააა, "კ" wink.gif


--------------------
мне бы в небо...
-----------------------
სიკეთით სძლიე შენს მტერსა....
-------------------------------------------
უფრთხილდით საკუთარ აზრებს,რადგან ისინი ზეცაში ისმის...
---------------------------------------------------------------------------
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
CONSCIENTIOUSNESS
პოსტი Mar 4 2008, 07:06 PM
პოსტი #5


Stalker
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 387
რეგისტრ.: 23-February 08
მდებარ.: The Dark Side Of The Moon
წევრი № 4,010



ციტატა(mari touchet @ Mar 4 2008, 07:05 PM) *

CONSCIENTIOUSNESS
ეგენი არ ვიცოდი.... smile.gif

პ.ს. ოღონდ "ქ" არა რააა, "კ" wink.gif

smile.gif
არის უფროსო
smile.gif


--------------------
ყველაზე დიდი ქონება არის ნათელი გონება!

For millions of years mankind lived just like the animals, Then something happend which unleashed the power of our imagination We learned to talk!
Stephen Hawking, Pink Floyd.

When I do good, I feel good. When I do bad, I feel bad. That's my religion.
Abraham Lincoln
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
nuca_ge
პოსტი Mar 4 2008, 07:09 PM
პოსტი #6


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 852
რეგისტრ.: 10-October 07
წევრი № 2,937



ეს წერილი გალაკტიონმა თავის მეოღლეს დაუწერა !!!! ძალიან მიყვარს ეს სიტყვებიიი!!!


[b]შენ ხო იცი როგორ მიყვარხარ?! მაგრამ მაინც არ გინდა დაიჯერო. წერილებში ვერ ვახეხებ მოგწერო ჩემი გრძნობების თაობაზე. შენდამი სიყვარული ღრმად მაქვს ჩანერგილი გულში და მეტს ამას აღარ გაიგიმეორებ, რადგან ქაღალდზე იმის გადატანა, რასაც მე ვგრძნობ შეუძლებელია!!!!!!!


--------------------
ყველაფერი კარგად იქნება !!!!!!!!!!!!!!!!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
T.L.
პოსტი Mar 4 2008, 07:11 PM
პოსტი #7


Вот бы мне крылья...
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 6,950
რეგისტრ.: 1-September 06
მდებარ.: where the wild roses grow
წევრი № 134



CONSCIENTIOUSNESS
2kiss.gif
------------------------

გალაკტიონი და კონსტანტინე თურმე წაღვერში ისვენებდნენ. ყოველ კონსტანტინე გალას ასე ესალმებოდა:
-გამარჯობა ლომო!
გალაკტიონი პასუხობდა:
-გაგიმარჯოს ვეფხვო!
ასე გრძელდებოდა კარგახანს.
მოსწყინდა კონსტანტინეს ვეფხვობა სულ ეს რატომ უნდა იყოს ლომიო და ერთ მშვენიერ დილას ასე მიესალმა:
-გამარჯობა ვეფხვო!
გალაკტიონმა უპასუხა:
-გაგიმარჯოს კოწია! biggrin.gif


--------------------
мне бы в небо...
-----------------------
სიკეთით სძლიე შენს მტერსა....
-------------------------------------------
უფრთხილდით საკუთარ აზრებს,რადგან ისინი ზეცაში ისმის...
---------------------------------------------------------------------------
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
T.L.
პოსტი Mar 4 2008, 07:41 PM
პოსტი #8


Вот бы мне крылья...
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 6,950
რეგისტრ.: 1-September 06
მდებარ.: where the wild roses grow
წევრი № 134



სიტყვა არ წამოგცდეს, რომ შენ დაიღალე,
განზე გადექი და ტყვია დაიხალე.
გული გაიხელე, სისხლით გაიხალე,
ოღონდ არ წამოგცდეს, რომ შენ დაიღალე.
განა ცოტა იყო ჩვენში გატაცება,
ქარში გადავარდნა, ჯვარზე გადაცემა.
ფიქრობ: არ გაწვება, დუშმანს დაეწევა,
უცებ ბრუნდება და სულით დაეცემა.
ბევრჯერ მიზნისთვისაც შეუკურთხებია,
სახე მწუხარებით მიუმწუთხებია...
სიტყვა არ გაბედო, რომ შენ დაიღალე,
განზე გადექი და ტყვია დაიხალე.
გული გაიხელე, სისხლით გაიხალე,
ოღონდ არ გაბედო, - რომ შენ დაიღალე.




***
მე ვხედავ სიზმრებს არა თქვენებურს................... smile.gif


--------------------
мне бы в небо...
-----------------------
სიკეთით სძლიე შენს მტერსა....
-------------------------------------------
უფრთხილდით საკუთარ აზრებს,რადგან ისინი ზეცაში ისმის...
---------------------------------------------------------------------------
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
T.L.
პოსტი Mar 4 2008, 07:53 PM
პოსტი #9


Вот бы мне крылья...
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 6,950
რეგისტრ.: 1-September 06
მდებარ.: where the wild roses grow
წევრი № 134



1933 წ. 14 იანვარი.

12 იანვარს ვიყიდე ბილეთი ბათუმამდე რკინიგზისა და ბათომიდან სოხუმამდე გემის. ჩავედი ბათუმში, მაგრამ სოხუმში აღარ წავედი. დღეს ისევ ტფილისში ვარ. განა შეიძლება კალმით აღწერა ყოველივე იმის, რაც უკანასკნელი თოთხმეტი დღის განმავლობაში განვიცადე ? სოხუმში მივდიოდი, რომ ღამით გემიდან გადავვარდნილიყავი ზღვაში. არავისი და არაფრის იმედი არა მქონდა. არ ვიცი, რამ შემაცვლევინა გადაწყვეტილება, მაგრამ სულიერი გაბწყობილება, დიდი წვალების მერე, თანდათან განათლდა და მე ისევ აქა ვარ."

დღიურის რვეულშივე ჩაწერილია დაუმთავრებელი ლექსი:

"არა ვარ გადამთიელი,
დღეს ასე გითხრა, ხვალ - ისე,
ღამე, ეს ღამე ტიელი
ღვინით ვერ გავიხალისე.
გაშიშვლებული, უდაფნო,
უსულგულობის წამია.
ღამე, ეს ღამე უდაბნო
თვით ღვინისფერი შხამია.
წარსული - მკრთალი ცეცხლია,
აწმყო - უსახო ნაცარი... "


--------------------
мне бы в небо...
-----------------------
სიკეთით სძლიე შენს მტერსა....
-------------------------------------------
უფრთხილდით საკუთარ აზრებს,რადგან ისინი ზეცაში ისმის...
---------------------------------------------------------------------------
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
nuca_ge
პოსტი Mar 4 2008, 07:55 PM
პოსტი #10


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 852
რეგისტრ.: 10-October 07
წევრი № 2,937





მესაფლავე

მესაფლავე, შენ ამბობ, რომ ქვეყანაზე ვინც კი კვდება,
იმ წუთშივე მისი ჩრდილი ყველა ჩვენგანს ავიწყდება?
ეჰ, არ მჯერა მე ეგ რაღაც... მომაბეზრე კიდეც თავი;
და შეწყვიტე, თუ ღმერთი გწამს, ეგ დაცინვა გულსაკლავი.
ვარდის თვეა, მაისია, ნორჩ ბალახებს სიო არხევს,
ხეებს ყვავილთ თეთრი გუნდი, როგორც თოვლი, ისე აწევს,
მზე ნარნარი სხივებს აფრქვევს და სითბოში მთა-ბარს ახვევს.
ყვავილებით მოქარგულა არემარე მომხიბლავი.
ვერა ხედავ, იმ საფლავზე როგორ ტირის ობლად ქვრივი?
რარიგ შვენის ახალგაზრდა ქალს ეგ სევდა ღვთაებრივი!
განა გუშინ არ იყო, რომ ამ მოკლულმა დარდით ქალმა
ცრემლი ღვარა, როცა სატრფო ცივ სამარეს მიესალმა.
დღესაც იგი იმ სამარეს გულმოკლული დაჰქვითინებს,
დღით არ იცის მოსვენება და ღამითაც არ იძინებს.
მოვა ხოლმე და დაჯდება ცივ სამარის გაშლილ ქვაზე,
დარდით არის გაჟღენთილი მისი უღვთო სილამაზე;
თმას გაიშლის, დაემხობა და ცრემლები სცვივა, სცვივა...
სულს მიშფოთებს ეს ქვითინი, გული მტკივა, გული მტკივა!
მაგრამ რა ვქნა? მესაფლავე, ჩუმად იყავ, უგდე ყური...
გესმის, გესმის, როგორ კვნესის დაღლილი და უბედური? -
„გავქრე ისე, როგორც ნისლი, როგორც ღამის მოჩვენება,
არ მეღირსოს კვალარეულს სიმშვიდე და მოსვენება.
შენი სახე გულს კაწრავდეს, როგორც ვიყო, სადაც ვიყო
თუ როდისმე არ მახსოვდე, თუ როდისმე დაგივიწყო!“
მესაფლავე, კიდევ იტყვი, რომ ამ ქვეყნად ვინც კი კვდება,
იმ წუთშივე მისი ჩრდილი ყველა ჩვენგანს ავიწყდება?
აი, თუნდაც, გალავნისას მესაფლავე აღებს კარებს;
ახალგაზრდა ვინმე ვაჟი კიდევ სატრფოს ასამარებს.
გულმოკლული ძვირფას კუბოს არ სცილდება, არ შორდება,
განა როსმე სხვა ამგვარი სიყვარული მეორდება?
უსაზღვროა მისი სევდა, უსაზღვროა მწუხარება,
და გადმოსჩქეფს გულმოკლულ ვაჟს თვალთგან ცრემლთა მდუღარება.
ფიცით ამბობს: „ოჰ, შეშფოთდეს სამარეში ჩემი ძვლები,
არ ათბობდეს ჩემს სამარეს გაზაფხულის მზის სხივები,
გავქრე ისე, როგორც ნისლი, როგორც ღამის მოჩვენება,
არ მეღირსოს კვალარეულს სიმშვიდე და მოსვენება;
შენი სახე გულს კაწრავდეს, სადაც ვიყო, როგორც ვიყო,
თუ როდისმე არ მახსოვდე, თუ როდისმე დაგივიწყო!“
მესაფლავე, კიდევ იტყვი, რომ ამ ქვეყნად ვინც კი კვდება,
იმწუთშივე მისი ჩრდილი ყველა ჩვენგანს ავიწყდება?
ის ქალი კი, წეღან რომ ვთქვი, ისევ მოდის თმაგაშლილი
და სამარეს დაუვიწყარს თავს ადგება, ვით აჩრდილი,
ხელში ვარდის მთელი ბუჩქი, ჯერ ისევე დაუმჭკნარი,
მოაქვს, რომ მით დაამშვენოს სამარისა თეთრი ჯვარი.
ოჰ, ეს ქალი, ალბათ, დარდით ყვავილივით ჭკნება, ჭკნება...
სევდას სახე დაუფარავს და სიყვითლე ეპარება.
საცოდავი! თვალებსაც კი დასჩნევია უძილობა, -
ასე ხდება, როცა ღამით მოგონებებს იწვევს გრძნობა!
ეხლა? ეხლა კიდევ იტყვი, რომ ამ ქვეყნად ვინც კი კვდება,
იმწუთშივე მისი ჩრდილი ყველა ჩვენგანს ავიწყდება?
და ის ვაჟიც, გუშინწინ რომ მიაბარა სატრფო საფლავს,
არ სცილდება სასაფლაოს, სევდიანს და გულმოსაკლავს;
სახე თაფლის სანთელს უგავს, სანთელივით დნება, დნება,
თავს დასცქერის დაუვიწყარს, გლოვის სიტყვას ეუბნება.
მის თვალებსაც დასჩნევია ღამის თევა, უძილობა, -
ასე ხდება, როცა ღამით მოგონებებს იწვევს გრძნობა!
მესაფლავე, კიდევ იტყვი, რომ ამ ქვეყნად ვინც კი კვდება,
იმწუთშივე მისი ჩრდილი ყველა ჩვენგანს ავიწყდება?
დღეს იმ ქალმა გულმოკლულ ვაჟს უნებურად მოჰკრა თვალი;
გაიფიქრა: „ისიც ჩემებრ ტირის ცრემლებშეუმშრალი;
უძიროა კაცის სევდა, უძიროა კაცის გული,
რას არ ითმენს სიყვარულის ცხოველ ნათელს მოკლებული“, -
ასე ამბობს სევდიანი ქალის ცისფერ თვალთა ცქერა.
ალბათ, ვაჟსაც ამ უსიტყვო ცქერამ გული აუძგერა...
ასე იცის თანაგრძნობამ... შენ კი ისე იღიმები,
თითქოს მართლა იბმებოდეს იმათ შორის ის სიმები,
რომლის ძალით ორი გული სამუდამოდ შეერთდება...
ეჰ, არ მჯერა მე ეგ რაღაც, ქვეყნად ეგრე როდი ხდება.
როცა ფიცით აცილებენ მიცვალებულს სამარემდე,
ფიცს არ სტეხენ...
ფიცს არ სტეხენ უკანასკნელ ყოფნის დღემდე.
გამიგონე, მესაფლავე, შენ არ იცი კაცის დარდი,
თორემ რაა - ჩემს თქმაზე რომ სულელივით ახარხარდი?!
რა ვუყოთ, რომ იმ ვაჟმა ქალს მოუტანა ნორჩი ვარდი
და მწუხარედ წასჩურჩულა: „შემიყვარდი, შემიყვარდი.
ჩვენ ერთი გვაქვს მწუხარება, შევაერთოთ სულთან სული...
გამომყევი, ქალო, ცოლად... ძლიერი მაქვს სიყვარული...
მართალია, ის სატრფონი არც შენ, არც მე აღარა გვყავს,
მაგრამ მათი მოგონება ვერ გაარღვევს უხმო საფლავს.
დავივიწყოთ ის წარსული, სატირალი, სავალალო,
და ახალი შევქმნათ ყოფნა... გამომყევი ცოლად ქალო!“
დაუცადე, მესაფლავე, თუ რა პასუხს მისცემს ქალი.
შენ გგონია, რაკი ვაჟმა დაივიწყა თავის ვალი,
ქალიც ასე მოიქცევა? მე მგონია - არა არა...
განა გუშინ არ იყო, რომ სატრფო მიწას მიაბარა?
მკვდრის აჩრდილთან ვინ იცინის,
მკვდრის აჩრდილთან ვინ იხუმრებს?
აი, ნახავ - აბეზარ ვაჟს რა პასუხით გაისტუმრებს!
მაგრამ ქალი, ღმერთო ჩემო,
მორცხვად თავს ხრის და ჩურჩულებს:
„თანახმა ვარ! ერთადერთი, მომავალი მასულდგმულებს...
ჩვენ ერთი გვაქვს მწუხარება, ნუ ვიგონებთ დროს უბედურს,
მე შენი ვარ სამუდამოდ... წამიყვანე, სადაცა გსურს“...
მესაფლავე, ეხლა კი გაქვს ნება, რაც გსურს, კვლავ იგი თქვა...
სამუდამოდ ასამარებს კაცთა ხსოვნას სამარის ქვა.
ალბათ, ქალ-ვაჟს დღეს ერთი აქვს ბინა... ხედავ, გადის ხანი,
არ ნახულობს სასაფლაოს დღეს არც ერთი იმათგანი,
საფლავთაგან მტვერს და ბალახს დღეს არავინ არ აცილებს
და მოვლასთან ერთად ფერი წართმევია ვარდ-ყვავილებს...
განისვენეთ, განისვენეთ დავიწყებულ არსთა ძვლებო...
თქვენს ყოფნაში არ ერევა ცოცხალთ ფიქრი საარსებო...
გენისვენეთ, ძლიერი და უკვდავია თქვენი ძილი...
რაღად უნდათ, რად სჭირიათ
თქვენს საფლავებს ვარდ-ყვავილი?
ან რას გარგებთ მოკვდავ კაცთა სამუდამო ცრემლთა ფრქვევა?
ძილით ვეღარ გამოგარკვევთ ვერრა ძალა, ვერც შემთხვევა...
ასე ხდება ქვეყანაზე - ყველა ცოცხლობს, ყველა კვდება
და ვაი მას, ვის სიკვდილი სიცოცხლეშიც ავიწყდება...
ზარსა სცემენ... იმ ორს, რომელთ დაივიწყეს ბედი მწვავე,
იმ ორს ერთად გადავერცხლილ კუბოში სჭედს მესაფლავე...
სჭედს და რაღაც მწარე ფიქრზე თან ველურად იღიმება -
იცის, იცის მესაფლავემ, როგორც უნდა... როგორც ხდება...
განისვენეთ, განისვენეთ, დავიწყებულ არსთა ძვლებო,
თქვენს ყოფნაში მე ბევრი მაქვს მწუხარე ჟამს საოცნებო!

1912


--------------------
ყველაფერი კარგად იქნება !!!!!!!!!!!!!!!!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
T.L.
პოსტი Mar 4 2008, 08:04 PM
პოსტი #11


Вот бы мне крылья...
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 6,950
რეგისტრ.: 1-September 06
მდებარ.: where the wild roses grow
წევრი № 134



რამოდენიმე მოკლე-მოკლე ჩანაწერი, რომელთა მსგავსი ასოებით და ათასობით გაბნეულია სხვადასხვა ადგილას, რვეულებში, ბლოკნოტებში თუ ცალკე ფურცლებზე :

"არაფერი ჩემი ბავშვობის დღეებიდან მე ისე არ მახსოვს, როგორც შორითშორს მყოფი ცისფერი სახლი".

"კეთილი მოხუცი ვასილ ბარნოვი".

"ხალხი, ირონიული შეხვედრა".

"თბილისში ცოტა დარჩა ოჯახები, სუფთა ქართულით რომ ლაპარაკობდნენ. რად არის ასე? რატომ? რატომ?".

"პურის ქარხანა ემუქრება რაჭველებს პურის ცხობაში. ემუქრება ჩვენ ქართულ თონეს. ემუქრება კერიის ჭადებს. ემუქრება წისქვილებს".

"არ შევხვედრივართ ჩვენ ერთმანეთს,
ო, რა ხანია!
ნამეტანია, მეგობარო,
ნამეტანია!"

"მაგრამ ნუთუ ყველაფერი მოგონებაა მხოლოდ?"

"ომი, მშვიდობა და კაცთა შორის სათნოება" (ეს ფრაზა ძალიან ხშირად გვხვდება სულ სხვადასხვა ფურცლებზე მიწერილი)

"მუსიკა კაცს როგორ არ უნდა უყვარდეს - ცხოველებსაც კი უყვართ".

"ინტელიგენტს რომ დავინახავ, გამაჟრჟოლებს ტანში. თუ ნაცნობია, სახეს განზე მივაბრუნებ, არ გამომელაპარაკოს იქნებ, არ მიცნოს როგორმე-მეთქი. ჭირივით მეჯავრება, თუ თვალები მომაშტერა დაჟინებით".

"დღეს არაჩვეულებრივად მიკანკალებს ხელები. წუხელ ბაღლინჯოებმა არ დამაძინეს. "ბაღლინჯო" მაიაკოვსკის უკანასკნელი პიესაა".

"საზიზღარი რესტორნებია თფილისში, ყოვლად უკულტურო, ყოვლად უსინდისო, სავსე მთვრალი წინანდელი მიკიტნებით. ავადმყოფი ხალხი, ბინძური სახის გამომეტყველებებით, უწმაწური სიტყვებით, გამომწვევი ვულგარული ყოფაქცევით და რაც მთავარია: ხმით, რომელიც არასგზით არ არის ქართული, ძირითადად ზრდილობიანი. მაგრამ სად უნდა ეძებდე ზრდილობას? იგი არ არის უნივერსიტეტშიც კი. იგი არ არის მწერალთა სასახლეში. იგი არ არის ეხლა საქართველოში არსად. თუ კიდევ არსებობენ ასეთი ოჯახები, იგინი უთუოდ ტრაგედიით არიან აღსავსენი".

"არ რჩება ფრთები ყმაწვილურ სურვილს,
შლის წლოვანებაც
კარგს, საუცხოვო ჩაცმა-დახურვის
ხელოვნებას.
წარსულთა დღეთა ენამჭევრობავ,
გაფრენავ ქორის -
რამდენი დარჩა გაუგებრობა
ჩემს და თქვენს შორის".

"სევდა მას დაძლევს, ვინც ცოდნას არ ეკარება".

"ეს ქაღალდი მომაწოდეს ქალიშვილებმა პირველ დეკემბერს - წიგნთსაცავ-სამკითხველოში ლექსის ამოსაწერად გაზ. "კომუნისტიდან". მადლობა მათ ყურადღებისთვის" (მიწერილია რვეულიდან ამოხეულ ფურცელზე)

"არის ადამიანის ცხოვრებაში: შორდები ქვეყანას, რომელიც გძულს, ძალიან გძულს. არა, უფრო მეტი: გეზიზღება! კიდევ უფრო მეტი: ცდილობ საჩქაროდ წახვიდე, რადგან გეშინია. გეშინია, გძულს, გეზიზღება და კიდევ უფრო მეტი: გეშინია, გეშინია, გეშინია. აი, რა არის თავი და თავი.
და ამ დროს ხარ ქვეყანაში! მოხვდი.
მოხვდი ისეთ ქვეყანაში, სადაც არავისი არ გეშინია, არავინ არ გძულს, არავინ არ გეზიზღება. და კიდევ უფრო მეტი: არავისი არ გეშინია! აი, რა არის თავი და თავი".

"როგორ ემთხვევიან ერთმანეთს მიქელანჯელოსა და უცნობი ქართველი არქიტექტორის იდეები - ციხე-სიმაგრეები სიმაღლეზე ყველას დასანახავად, დიდი ქანდაკებები სიმაღლეზე ყველას დასანახავად."

"სისხლი დასთხიე და სამშობლო შეიძინე".

"მოეც მშვიდობა საქართველოს".

"შრომაში" არის რამოდენიმე მომსახურე, არაჩვეულებრივად ზრდილობიანი და პატივსაცემი. ისინი მეპყრობიან როგორც ძველს ნაცნობს, მე კი ისინი არ მახსოვან.
აი ჩემი ტრაგედია.
რამდენი კარგი კაცი, რომელთაც გარეგნულად ვიცნობ, მაგრამ არ ვიცი სად შემხვედრიან. და არ მახსოვან.
ხანდახან უხერხულ მდგომარეობაშიც კი ვვარდები.
ასე არ შეიძლება: ნუთუ საბოლოოდ მღალატობს მეხსიერება?"

ეს უკანასკნელი ჩანაწერი მრავლის მეტყველია user.gif


--------------------
мне бы в небо...
-----------------------
სიკეთით სძლიე შენს მტერსა....
-------------------------------------------
უფრთხილდით საკუთარ აზრებს,რადგან ისინი ზეცაში ისმის...
---------------------------------------------------------------------------
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
nuca_ge
პოსტი Mar 4 2008, 08:35 PM
პოსტი #12


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 852
რეგისტრ.: 10-October 07
წევრი № 2,937




მერი, იმ ღამეს მაგ თვალთა კვდომა,
სანდომიან ცის ელვა და ფერი
მწუხარე იყო, ვით შემოდგომა!

აფეთქებული და მოცახცახე
იწოდა ნათელ ალთა კრებული,
მაგრამ სანთლებზე უფრო ეგ სახე
იყო იდუმალ გაფითრებული.

იწოდა ტაძრის გუმბათი, კალთა,
ვარდთა დიოდა ნელი სურნელი,
მაგრამ ლოდინით დაღალულ ქალთა
სხვა არის ლოცვა განუკურნელი.

მესმოდა შენი უგონო ფიცი...
მერი, ძვირფასო! დღესაც არ მჯერა...
ვიცი წამება, მაგრამ არ ვიცი:
ეს გლოვა იყო თუ ჯვარისწერა?

ლოდებთან ვიღაც მწარედ გოდებდა
და ბეჭდების თვლებს ქარში კარგავდა...
იყო ობლობა და შეცოდება,
დღესასწაულს კი ეს დღე არ ჰგავდა.

ტაძრიდან გასულს ნაბიჯი ჩქარი
სად მატარებდა? ხედვა მიმძიმდა!
ქუჩაში მძაფრი დაჰქროდა ქარი
და განუწყვეტლად წვიმდა და წვიმდა.

ნაბადი ტანზე შემოვიხვიე,
თავი მივანდე ფიქრს შეუწყვეტელს;
ოჰ! შენი სახლი! მე სახლთან იქვე
ღონე-მიხდილი მივაწექ კედელს.

ასე მწუხარე ვიდექი დიდხანს
და ჩემს წინ შავი, სწორი ვერხვები
აშრიალებდნენ ფოთლებს ბნელხმიანს,
როგორც გაფრენილ არწივის ფრთები.

და შრიალებდა ტოტი ვერხვისა,
რაზე - ვინ იცის! ვინ იცის მერი!
ბედი, რომელიც მე არ მეღირსა -
ქარს მიჰყვებოდა, როგორც ნამქერი.

სთქვი: უეცარი გასხივოსნება
რად ჩაქრა ასე? ვის ვევედრები?
რად აშრიალდა ჩემი ოცნება,
როგორც გაფრენილ არწივის ფრთები?

ან ცას ღიმილით რად გავცქეროდი,
ან რად ვიჭრდი შუქს მოკამკამეს?
ან „მესაფლავეს“ რისთვის ვმღეროდი,
ან ვინ ისმენდა ჩემს „მე და ღამეს“?

ქარი და წვიმის წვეთები ხშირი
წყდებოდნენ, როგორც მწყდებოდა გული
და მე ავტირდი - ვით მეფე ლირი,
ლირი, ყველასგან მიტოვებული.

1915


________________________________________________________________________________
__________________ ჩემი უსაყვარლესი ლექსი!!!!

* * *

მზეო თიბათვისა, მზეო თიბათვისა,
მიწად მუხლმოყრილი გრაალს შევედრები.
იგი ვინც მიყვარდა დიდი სიყვარულით,
ფრთებით დაიფარე – ამას გევედრები.

ტანჯვა-განსაცდელში თვალნი მიურიდენ,
სული მოუვლინე ისევ შენმიერი,
დილა გაუთენე ისევ ციურიდან,
სული უმანკოთა მიეც შვენიერი.

ხანმა უნდობარმა გზა რომ შეეღება,
უხვად მოიტანა სისხლი და ცხედრები,
მძაფრი ქარტეხილი მას ნუ შეეხება,
მზეო თიბათვისა, ამას გევედრები.

1917


--------------------
ყველაფერი კარგად იქნება !!!!!!!!!!!!!!!!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
T I K O
პოსტი Mar 10 2008, 04:09 PM
პოსტი #13


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,328
რეგისტრ.: 14-January 08
წევრი № 3,632



mari touchet
მშვენიერი თემაა, ლიკა smile.gif


როგორ იშვა „მთაწმინდის მთვარე“

გალაკტიონმა ერთხელ მიამბო, რომ ჯერ კიდევ ახალგაზრდობაში მას და გიორგი ქუჩიშვილს ფოთის მუშებმა შეხვედრა მოუწყვეს. მათ დაათვალიერეს ფოთი და პალიასტომის ტბა. ღამის გასათევად ერთი მუშის ბინაზე მიიწვიეს.

გალაკტიონს ძილი არ ეკარებოდა. გიორგიმ რამდენჯერმე უთხრა, სინათლე ჩააქრე და დაიძინეო, მაგრამ ამაოდ, პოეტი გაეტაცა ფიქრებს: ქართველ პოეტებს მომაკვდავი გედის თემაზე, მგონი, არაფერი დაუწერიათ... სიცოცხლეში გედი მხოლოდ ერთხელ მღერის... ისიც სიკვდილის წინ... მხოლოდ მაშინ ებადება თავისი სიმშვენიერისა და სილაღის განცდა... იშვიათი მოვლენაა ბუნებაში!.. უნდა ითქვას ეს პოეტური სიტყვითო.

ჰოდა, ამ ფიქრებით შეპყრობილმა მგოსანმა იმ ღამეს ჩაამწკრივა კიდევაც თოთხმეტმარცვლიანი ტაეპები.

- არ დაიძინებ, კაცო? - ერთი პირი ძილის მოთავების შემდეგ უკმაყოფილოდ შეეკითხა გიორგი ქუჩიშვილი.

- მაცალე, თუ ძმა ხარ! - ჩაიბუტბუტა გალაკტიონმა და ლექსის გაჩალხვას შეუდგა.

შემდეგ ლექსის წყობა და რიტმი იგივე დარჩა, მაგრამ შინაარსი გადასხვაფერდა. შეიცვალა მოტივიც. პოეტის წარმოსახვაში გასხივოსნდა თბილისისა და მთაწმინდის პროფილები, ცისფერი ლანდები, მტკვრისა და მეტეხის თეთრი ელვარება, აკაკის ლანდი, ბარათაშვილის „ობლად სიარული“...



გიორგი ჩიქობავა „გალაკტიონის ახლო“


--------------------
An eye for eye only ends up making the whole world blind.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
maia-maia
პოსტი Mar 10 2008, 04:21 PM
პოსტი #14


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 62
რეგისტრ.: 21-November 07
მდებარ.: batumi
წევრი № 3,223



გალაქტიონი უდიდესი ადამიანი იყო,არს და იქნება,და ის ადამიანები კი რომლებიც მას არაფრათ თვლიდნენ დღეს ან არავის ახსოვს,ან ცუდად მოიხსენიებს.


--------------------
მარად და ყველგან საქართველოვ მე ვარ შენთანა!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
T I K O
პოსტი Mar 10 2008, 04:27 PM
პოსტი #15


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,328
რეგისტრ.: 14-January 08
წევრი № 3,632



ეს გალაკტიონის ნახატებია. ძალიან ექსპრესიული პორტრეტებია,თუმცა ოდნავ უსიამოვნო განცდას ტოვებს ჩემში.

IPB-ს სურათიIPB-ს სურათი
IPB-ს სურათიIPB-ს სურათი


--------------------
An eye for eye only ends up making the whole world blind.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
T I K O
პოსტი Mar 11 2008, 09:43 PM
პოსტი #16


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,328
რეგისტრ.: 14-January 08
წევრი № 3,632



გალაკტიონის ეს წერილი დედისადმი განსაკუთრებით ამაღელვებელია smile.gif



"ძვირფასო დედა! ჩემო დედა!


შენმა წერილმა მე მომკლა! დედიკო! რატომ იწერები, რატომ იწერები, რომ მე შენთვის სანატრელი ვარ.არა, დედა, შენ გენაცვალე, ჩემზე ნუ ფიქრობ. თუ არ მოვკვდი, სწორედ ურცხვენელად, როგორც გინდა, გავატარებ ჩემს ახალგაზრდობას.

შენ იწერები ,,შენგან მოძულებული!”

ძვირფასო დედა, შენ არ შეგფერის სთქვა ,,შენგან მოძულებული”.

ო, ჩემო ძვირფასო დედა!.. დედა, რაც შეეხება ჩემს ეხლა ჩამოსვლას, ჩემთვის ძალიან ძნელია, დედიკო! რა ვქნა, სწორედ ეხლა იბეჭდება, დედიკო, ჩემი ოთხი წიგნი, შეიძლება ორი მაინც მალე გამოვიდეს. მე, თუ ეს მოთავდა, მოვალ.

ასე, დედიკო!

მშვიდობით!

წიგნის დაბეჭვდის შემდეგ მე შენთან ვარ."



1929 წლის აგვისტო










--------------------
An eye for eye only ends up making the whole world blind.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მატასი
პოსტი Mar 15 2008, 11:29 PM
პოსტი #17


თამ...
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,614
რეგისტრ.: 10-November 06
მდებარ.: dedamiweli :)
წევრი № 440



"რომ მეფე ვარ და პოეტი, და სიმღერით ვკვდები...."

მზეზე უყურეთ გალაკტიონზე ფილმს?



--------------------
მუჭაში ვაგროვებდი მზეს შენთვის...
აჰა, მიიღე...


"ერთხანს შორიშორს იდგნენ და ოდნავი შეხედვისაც ეშინოდათ, რადგან აშკარად გრძნობდნენ გატრუნულნი, როგორ ამოდიოდა მათ სხეულში უცნაური, მჩხვლეტავი მცენარე - სიყვარულის კაკტუსი..."
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
დავით ივერიელი
პოსტი Mar 16 2008, 01:09 AM
პოსტი #18


Illuminatus
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,988
რეგისტრ.: 27-July 06
მდებარ.: L.o.r.i.e.n.
წევრი № 21



"რა იციან მეგობრებმა თუ რა ნაღველს იტევს გული,
ან რა არის საუკუნოდ მის სიღრმეში დამალული"

მიყვარს გალაკტიონი smile.gif


--------------------
მერე რა რომ . . .
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
თამარი_ცქნაფო
პოსტი Mar 17 2008, 05:15 PM
პოსტი #19


მე რომ მიყვარხარ, განა ისე არწივს მთა უყვარს...
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 15,854
რეგისტრ.: 1-November 06
მდებარ.: მწვერვალი ''დიადი ვერასოდეს''
წევრი № 362



დღეს 17 მარტია... sad.gif

დღევანდელ დღეს გარდაიცვალა გალაკტიონი...


--------------------
''ადამიანზე გამძლეა თიხა,
მაგრამ თიხაზე გამძლეა სიტყვა,
ის შეიძლება უბრალო იყოს
და აუტანელ ტკივილად ითქვას''...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ქავთარაძე
პოსტი Mar 17 2008, 05:31 PM
პოსტი #20


დაურეგისტრირებელი









თამარი_ცქნაფო
დღეს გაფრინდა...
ოხ ისევე როგორც ბევრი გენია გაგვიფრინდა...
Go to the top of the page
+Quote Post

5 გვერდი V  1 2 3 > » 
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 14th August 2018 - 06:16 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი