IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

5 გვერდი V < 1 2 3 4 5 >  
Reply to this topicStart new topic
> ჩემი გალაკტიონი, რომ მეფე ვარ და პოეტი და სიმღერით ვკვდები...
iisperiTOVLI
პოსტი May 6 2008, 05:31 AM
პოსტი #41


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,989
რეგისტრ.: 25-April 08
წევრი № 4,650





* * * *
თოვლი

მე ძლიერ მიყვარს იისფერ თოვლის
ქალწულებივით ხიდიდან ფენა.
მწუხარე გრძნობა ცივი სისოვლის
და სიყვარულის ასე მოთმენა.
ძვირფასო! სული მევსება თოვლით:
დღეები რბიან და მე ვბერდები!
ჩემს სამშობლოში მე მოვვლე მხოლოდ
უდაბნო ლურჯად ნახავერდები.
ოჰ! ასეთია ჩემი ცხოვრება:
იანვარს მოძმედ არ ვეძნელები,
მაგრამ მე მუდამ მემახსოვრება
შენი თოვლივით მკრთალი ხელები.
ძვირფასო! ვხედავ... ვხედავ შენს ხელებს,
უღუნოდ დახრილს თოვლთა დაფნაში.
იელვებს, ქრება და კვლავ იელვებს
შენი მანდილი ამ უდაბნოში...
ამიტომ მიყვარს იისფერ თოვლის
ჩვენი მდინარის ხიდიდან ფენა,
მწუხარე გრძნობა ქროლის, მიმოვლის
და ზამბახების წყებად დაწვენა.
თოვს! ასეთი დღის ხარებამ ლურჯი
და დაღალული სიზმრით დამთოვა.
როგორმე ზამთარს თუ გადავურჩი,
როგორმე ქარმა თუ მიმატოვა!


* * * **


--------------------
ჩემი ნაბიჯები წარმართე შენი სიტყვით და ნუ გააბატონებ ჩემზე ნურავითარ ბოროტს..
ნახე,სახიფათო გზაზე ხომ არ ვდგავარ და წამიძეხი მარადიულ გზაზე..
და ნუ შეხვალ სამართალში შენს მორჩილთან,რადგან ვერ გამართლდება შენს წინაშე ვერც ერთი არსება.


********************************************************************************
*

ლოდი,რომელი შეურაცხჰყვეს მაშენებელთა ესე იქმნა თავკიდეთა..
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
iisperiTOVLI
პოსტი May 6 2008, 05:47 AM
პოსტი #42


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,989
რეგისტრ.: 25-April 08
წევრი № 4,650



IPB-ს სურათი
IPB-ს სურათიIPB-ს სურათი

სილაჟვარდე ანუ ვარდი სილაში

დედაო ღვთისავ, მზეო მარიამ!
როგორც ნაწვიმარ სილაში ვარდი,
ჩემი ცხოვრების გზა სიზმარია
და შორეული ცის სილაჟვარდე

შემოიღამებს მთის ნაპრალები,
და თუ როგორმე ისევ გათენდა-
ღამენათევი და ნამთვრალევი,
დაღლილ ქალივით მივალ ხატებთან!

ღამენათევი და ნამთვრალევი
მე მივეყრდნობი სალოცავ კარებს,
შემოიჭრება სიონში სხივი
და თეთრ ოლარებს ააელვარებს.

და მაშინ ვიტყვი: აჰა! მოვედი
გედი დაჭრილი ოცნების ბაღით!
შეხედე, დასტკბი ყმაწვილურ ბედის
დაღლილ ხელებით წამებულ სახით!

შეხედე! დასტკბი! ჩემი თვალები,
წინათ რომ ფეთქდნენ ცვრებით, იებით,-
ღამენათები და ნამთვრალევი
სავსეა ცრემლთა შურისძიებით!

დასტკბი! ასეა ყველა მგოსნები?
შენს მოლოდინში ასეა ყველა?
სული, ვედრებით განაოცები,
შენს ფერხთ ქვეშ კვდება, როგორც პეპელა.

სად არის ჩემთვის სამაგიერო?
საბედნიერო სად არის სული?
ვით სამოთხიდან ალიგიერი,
მე ჯოჯოხეთით ვარ დაფარული!

და როცა ბედით დაწყევლილ გზაზე
სიკვდილის ლანდი მომეჩვენება,
განსასვენებელ ზიარებაზე
ჩემთან არ მოვა შენი ხსენება!

დავიკრეფ ხელებს და გრიგალივით
გამაქანებენ სწრაფი ცხენები!
ღამენათევი და ნამთვრალები
ჩემს სამარეში ჩავესვენები.

დედაო ღვთისავ, მზეო მარიამ!
როგორც ნაწვიმარ სილაში ვარდი,
ჩემი ცხოვრების გზა სიზმარია
და შორეული ცის სილაჟვარდე!


IPB-ს სურათი
IPB-ს სურათი


--------------------
ჩემი ნაბიჯები წარმართე შენი სიტყვით და ნუ გააბატონებ ჩემზე ნურავითარ ბოროტს..
ნახე,სახიფათო გზაზე ხომ არ ვდგავარ და წამიძეხი მარადიულ გზაზე..
და ნუ შეხვალ სამართალში შენს მორჩილთან,რადგან ვერ გამართლდება შენს წინაშე ვერც ერთი არსება.


********************************************************************************
*

ლოდი,რომელი შეურაცხჰყვეს მაშენებელთა ესე იქმნა თავკიდეთა..
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
iisperiTOVLI
პოსტი May 24 2008, 03:38 AM
პოსტი #43


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,989
რეგისტრ.: 25-April 08
წევრი № 4,650





რა ცაა!
შეხედე, რა ცაა! -
ეს არის, რაცაა!

შეხედე, ამ მხარეს! -
ზღვით დილა გვახარებს!

შეხედე, რა ზღვაა!
ო, ეს ზღვა სულ სხვაა:

გულია, მიწაა!...
რაცაა, რაცაა!






***

თითქოს დაეშვა ძველი ფარდები,
ღამის წყვდიადში ისე მწარდები,
ცივია გული? არ შეუყვარდი?
არაფერია, შეუყვარდები.

თითქოს რაიმეს ნიშნავს, რომ ბნელი
ღამით იმავე მეგობარს ელი,
არაფერია, არაფერია,
მოვა სხვა, უფრო დაუძლეველი.

წარსულზე ოხვრას რისთვის უნდება
ყოველი დღე და შებინდბუნდება,
თითქოს ბერდები? არაფერია,
ათასი წლისაც არ დაბერდები.



--------------------
ჩემი ნაბიჯები წარმართე შენი სიტყვით და ნუ გააბატონებ ჩემზე ნურავითარ ბოროტს..
ნახე,სახიფათო გზაზე ხომ არ ვდგავარ და წამიძეხი მარადიულ გზაზე..
და ნუ შეხვალ სამართალში შენს მორჩილთან,რადგან ვერ გამართლდება შენს წინაშე ვერც ერთი არსება.


********************************************************************************
*

ლოდი,რომელი შეურაცხჰყვეს მაშენებელთა ესე იქმნა თავკიდეთა..
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
iisperiTOVLI
პოსტი Jun 19 2008, 03:44 AM
პოსტი #44


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,989
რეგისტრ.: 25-April 08
წევრი № 4,650



თვალუწვდენელი
თვალუწვდენელი, შორი, ვრცელი, დაუსაბამო,
ჩუმი, მყუდრო დასევდიანი იყო საღამო.
თოვლზე დაცემულ სისხლის მსგავსად მზის მღვრიე რგოლი,
ღრა შორის ინთქებოდა სხივანათრთოლი.
ლურჯი ბურუსით იხვეოდა ხშირი ტყე-ველი,
კვლავ მყუდროება იყო ირგვლივ დაურღვეველი.
ამ დროს მომესმა სევდიანი სიმღერა გზაზე,
გზაზე მხედარი ოცნებობდა სხვა ქვეყანაზე,
გადაიარა ჩემთა თვალწინ და მიიმალა,
სამარადისოდ გაურღვევი აღმიძრა ძალა.
მე მივდიოდი მარტოდმარტო სევდიან გზაზე,
მე ისევ ისე ვოცნებობდი იმ ქვეყანაზე.
ლურჯი ბურუსით ინთქებოდა ხშირი ტყე-ველი
და მყუდროება იყო ირგვლივ დაურღვეველი.
1913

მოვა... მაგრამ როდის?
შორეული ქალის ეშხი
მოვა... მაგრამ როდის?
სიყვარული სასახლეში
მხოლოდ ერთხელ მოდის!
ასეთია ნაზი ბედი,
ბედი რჩეულ ფერის;
სიცოცხლეში თეთრი გედი
მხოლოდ ერთხელ მღერის!
ყვავილები უხვადარის
დენდის...მეფე მონის.
ქარში ათრობს არემარეს
ოხვრა ტრიანონის.
და ლანდებად თეთრ სარკეზე
ჩნდება სახე მკრთალი
შუაზელი, ესტერგეზი
და თვით დედოფალი.
ზრდილი, ნაზი და მეფური,
ჩემი ძველისძველი
ლექსი არის უნებური
სიზმრით შემმოსველი.
მხოლოდ თეთრი შადრევნებით
მე ვერსალის ბროლი,
მაცდურ თვალის გადევნებით
მტანჯავს მსუბუქ-მქროლი.
დედოფალო! ლურჯი რაში
მიჰქრის საშიშ-ჩქარი
და ბილიკთა ლურჯ ქვიშაში
მიაქვს მძაფრი ქარი!
მიჰქრის დალალგადაყრილი:
დოვინ, დოვენ, დოვლი...
თოვლი, ფიფქი და აპრილი,
ვარდისფერი თოვლი.


--------------------
ჩემი ნაბიჯები წარმართე შენი სიტყვით და ნუ გააბატონებ ჩემზე ნურავითარ ბოროტს..
ნახე,სახიფათო გზაზე ხომ არ ვდგავარ და წამიძეხი მარადიულ გზაზე..
და ნუ შეხვალ სამართალში შენს მორჩილთან,რადგან ვერ გამართლდება შენს წინაშე ვერც ერთი არსება.


********************************************************************************
*

ლოდი,რომელი შეურაცხჰყვეს მაშენებელთა ესე იქმნა თავკიდეთა..
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
georgianeli
პოსტი Jun 19 2008, 09:02 AM
პოსტი #45


SERPENTARIUS
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 239
რეგისტრ.: 19-March 07
წევრი № 1,431



ციტატა(CONSCIENTIOUSNESS @ Mar 4 2008, 07:01 PM) *

გალაქტიონს ქუჩაში კონსტანტინე გამსახურდია შეხვდა, რას შვები გალაქტიონ როგორ ხარ საით გაგიწევიაო კითხა კოსტიამ, აი მწერალთა კავშირში მწერლების შეკრებაზე მივდივარო უპასუხა გალამ, კი მაგრამ მე და შენ აქ ვდგევართ და იქ ვინ იკრიბება???? biggrin.gif

გალა კოწიას-დიდოსტატს-ჩემს სეხნიას (sic! და არა "კოსტია" და ა.შუ.შუ): XX საუკუნეს მე და შენც ვეყოფითო


--------------------
= Serpentarius =

არტურ კლარკი + სტენლი კუბრიკი = www.kubrick2001.com

საქართველო ღმერთს მაყვარებს და ღმერთი-საქართველოს... საკუთარი ერის მოსიყვარულე სხვასაც ღირსეულად ეპყრობა.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
georgianeli
პოსტი Jun 19 2008, 09:17 AM
პოსტი #46


SERPENTARIUS
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 239
რეგისტრ.: 19-March 07
წევრი № 1,431



ადრინდელი ამონარიდი ციკლიდან "გალა"

* * *

საოცარი იყო, როდესაც არცთუ დიდი ხნის წინ ჩემთვის აღმოვაჩინე გალაკტიონის დაბადების დღის თარიღი. აქამდე არ მიმიქცევია ყურადღება. მისმა ღრიანკალობამ ბევრისაგან ჯერ კიდევ უვალი კარი შემიხსნა ამ ბუმბერაზის პიროვნებისა და შემოქმედების სამყაროში.

ვახტანგ ჯავახაძე გალაკტიონზე მოგონებებში აღნიშნავს, რომ 1945 წლის 26 ივნისს, სატელეფონო საუბრისას, გალას ერთი ცნობილი მანდილოსნისაგან ასეთი ქათინაური მიუღია და იქვე ჩაუწერია კიდეც; ბანოვანი შენიშნავდა, რომ პოეტი გენია იყო და მის გენიალობას ჯეროვნად მომავალი თუ შეაფასებდა. მეფიქრება, რომ ეს მანდილოსნის დაბადების დღე იყო და რომ ქალბატონი კირჩხიბი ბრძანდებოდა. ალბათ, სატელეფონო საუბარში დიდმა ღრიანკალმა-გალაკტიონ ტაბიძემ ლექსიც მიუძღვნა თავისთვის ძვირფას ადამიანს, რის შემდეგაც ასეთი რეპლიკა მიიღო პასუხად. დიდი მორიელებისა და კირჩხიბების ურთიერთობა მუდამ გასაოცარია და აბსოლუტურად გამორჩეული.

კ.ვ


--------------------
= Serpentarius =

არტურ კლარკი + სტენლი კუბრიკი = www.kubrick2001.com

საქართველო ღმერთს მაყვარებს და ღმერთი-საქართველოს... საკუთარი ერის მოსიყვარულე სხვასაც ღირსეულად ეპყრობა.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
T.L.
პოსტი Jun 20 2008, 12:35 PM
პოსტი #47


Вот бы мне крылья...
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 6,950
რეგისტრ.: 1-September 06
მდებარ.: where the wild roses grow
წევრი № 134



გალაკტიონის ძმა, აბესალომი:

"შენ გძინავს... არ მინდა გაგაღვიძო და ისე მივდივარ.. მაგრამ ვაი ასეთ ხასიათს, ეხლა მე რომ ვარ. ვფიქრდები, მწარე ფიქრები არ მასვენებს. შენ თუ ასე განაგრძე, აუცილებლად დაიღუპები. გალაქტიონ, რა უნდა ქნა კაცმა, თუ რამე გითხარი, გული მოგდის, თუ ვინმემ სასარგებლოდ დაილაპარაკა და გირჩია, შენ გულისწყრომას საზღვარი არ აქვს - ჩემი მტერიაო. არა გრცხვენია ? მეც ხომ მტერი არა ვარ შენი. ვიცი, შეგიძლია თავის დაჭერა. მე დარწმუნებული ვარ, შენ შეძლებ თავის შემაგრებას, მაგრამ არ ინდომებ და თავს იღუპავ...
აი დღევანდელი შემთხვევაც. სახლის კიბეს მოვუახლოვდი. ოთხი რუსის ქალი ვიშვიშებენ და იძახიან: ой, бедный, ой бедный! სული შემეხუთა, რა ამბავია, შევეკითხე. ისინი სიბრალულით კიბისკენ იყურებიან და მეუბნებიან: ой, Галактион Табидзе! თავზარდაცემული ამოვვარდი და კიბეზე გაშხლართული დაგინახე. ჯიბიდან გასაღები ამოგიღე - შენ არც კი გაგიგია. ამ დროს მეზობელი დიასახლისი გამოვიდა, მომეხმარა და ამოგიყვანეთ... ძლივს გაგხადე და დაგაწვინე - ძილში საშინლად ხრიალებდი... გახველებდა... ვკვდებიო - იძახდი. გალაქტიონ, შეიბრალე თავი - ნუ დათვრები, იცოდე, რომ მერე შენ ჭკუაზე არა ხარ და ქვეყნის სასაცილოდ და შესაბრალისად ხდები...
კიდევ ბედნიერება, რომ ნაშუადღევის ოთხი საათი იყო. ღამე რომ ყოფილიყო, კაცი არ შემოგხედავდა: გაგცარცვავდნენ, გაცივდებოდი და სამუდამოდ დაიღუპებოდი. რატომ შვრები ამას, რატომ? ნუთუ ისე დაღუპული ვართ, რომ თავს ანგარიშს ვერ აძლევ? აბა თუ ძმა ხარ, შენი ჭირიმე, გალაქტიონ, გამოიჩინე გმირობა, აჩვენე ქვეყანას, რომ შენ შეგიძლია უღვინოთაც ცხოვრება! ნუ ჩაიდებ ჯიბეში ფულს, და თუ მაინც და მაინც ვერ გაძლებ, სახლში მოიტანე და დალიე...
სხვათა შორის, ჯიბეები შარვალის და პალტო გახეული გქონია და გავკერე".



აბესალომს იმედი არ გაუმართლდა. ალკოჰოლის შხამს თავმიცემული მისი ძმა აპრილამდე არ გამოფხიზლებულა.


--------------------
мне бы в небо...
-----------------------
სიკეთით სძლიე შენს მტერსა....
-------------------------------------------
უფრთხილდით საკუთარ აზრებს,რადგან ისინი ზეცაში ისმის...
---------------------------------------------------------------------------
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
T.L.
პოსტი Jun 20 2008, 01:15 PM
პოსტი #48


Вот бы мне крылья...
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 6,950
რეგისტრ.: 1-September 06
მდებარ.: where the wild roses grow
წევრი № 134



ძვირფასო აბესალომ!

"შენს წერილებს ვიღებ და სამაგიერო წერილებსაც ვიწერები.არ ვიცი, არ მოგდის, თუ რა ამბავია, დღე-დღეზე ველი ფულს, რომელიც ძალიან მჭირდება. უკანასკნელ წერილში მე ფულის შესახებ გწერდი. იგი მე გამოვგზავნე ბარემ ერთი თვის თუ თვენახევრის წინდა. მას შემდეგ ველი და ველი. შენ არ იცი რა არის აქ გაჭირვება... სადმე ან გაიყინები, ან შიმშილით ამოგხდება სული. მე შენ გეტყვი, ვინმე შეგიბრალებს: ყველას თავისი საქმე აქვს, დადიან, დარბიან, ფუსფუსებენ ბუზებივით. ივლი მთელი დღეების განმავლობაში და ერთ ნაცნობსაც ვერ შეხვდები, პირდაპირ გაიყინები... გაცივდები, ხედავ უზარმაზარ სახლებს, ამჩნევ თუ რამდენი სიმდიდრეა მათში... ყოველ წამს რეკავს ტრამვაი, ქროლავენ ავტომობილები, ძვირფასი ეტლები. გაბრმავებს ელექტორნის სინათლე, თეატრების და კაფეების ელვარება. ყოველწამში გრძნობ, თუ რა საშინელი წყევლაა კაცის თავზე ღარიბად დაბადება.
მე არ მიყვარს ჩემს თავზე ლაპარაკი, მაგრამ ეხლა ვიტყვი: ვერავინ ვერ ამჩნევდა ამას, მაგრამ ჩემში ბევრი ცეცხლი იყო, ბევრი სიცოცხლე, ბევრი სულიერი ელვა. ეხლა ვგრძნობ, რომ თანდათან ვცივდები, ვბერდები; ოჰ, მერე რანაირად მეყინება გული, რომ იცოდე...პირდაპირ ტირილი მინდა ხანდახან, როდესაც ვგრძნობ, რომ თვალებში ჰქრება რაღაც, ჰქრება ის, რაც ახალგაზრდობას ეკუთვნის. ეხლა მე ვხედავ კარგად ყველაფერს. როგორ შეიძლება ასე?უფულობა იმდენად არაფერია, რამდენადაც სულიერი ტანჯვა; ცხოვრობდე კაცი მთელი წლების განმავლობაში და ინსტინქტურად გრძნობდე, რომ არავინ თითქოს ახლობელი და პატრონი არ გყავს. ნუთუ ესეც უნდა აგიხსნა, რომ შენი თუნდაც ცოტაოდენი ფული მატერიალურად იმდენს ვერ მიშველის, რამდენადაც ზნეობრივად?"

1916 წელი. მოსკოვი, ნოემბერი 6




--------------------
мне бы в небо...
-----------------------
სიკეთით სძლიე შენს მტერსა....
-------------------------------------------
უფრთხილდით საკუთარ აზრებს,რადგან ისინი ზეცაში ისმის...
---------------------------------------------------------------------------
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
T.L.
პოსტი Jun 20 2008, 03:56 PM
პოსტი #49


Вот бы мне крылья...
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 6,950
რეგისტრ.: 1-September 06
მდებარ.: where the wild roses grow
წევრი № 134



საკუთარი ლექსების შესახებ
(ამონარიდი)
***
“რომ მეფე ვარ და პოეტი” - მქონდა ასეთი ფრაზა “მთაწმინდის მთვარეში”. ეს ლექსი (“მთაწმინდის მთვარე”) მიუხედავად იმისა, რომ ძალიან პოპულარულია, საკმარისად შესწავლილი არ არის, როგორც ერთ-ერთი გასაღებთაგანი ჩემის შემოქმედებისა. ამ ლექსში უსათუოდ სჩანს პოეტი, რომელიც თავის შემოქმედებას უკავშირებს მეცხრამეტე საუკუნის პოეზიის კორიფეების შემოქმედებას, აცხადებს რათავის თავს ნიკოლოზ ბარათაშვილისა და აკაკი წერეთლის მემკვიდრეთ. აქ მთვარის შუქში გახვეული მსუბუქ სიზმარივით მოსჩანან მტკვარი და მეტეხი.... აქ, ახალგაზრდა პოეტის ახლო, სძინავს მოხუცის ლანდს, აკაკი წერეთლის ლანდს. ბარათაშვილსაც ხომ აქ უყვარდა ობლად სიარული; ილია ჭავჭავაძესაც, დიმიტრი ყიფიანსაც და აქ პოეტგი ამბობს: “დე, მეც მოვკვდე სიმღერებში ტბის სევდიან გედად” (ლირიკის კონცეპცია), ოღონდ ვსთქვა თუ ღამემ სულში როგორ ჩაიხედა (კავშირი ბუნებასა სა ადამიანის სულს შორის), თუ სიზმარმა ვით შეისხა ციდან ცამდე ფრთები (ძალა აღმაფრენის, პოეზიის, რომანტიზმის), და გაშალა ოცნებათა ლურჯი იალქნები (რომანტიზმი ლურჯის, ცისფერი ოცნების). იალქნები ზღვაზე, სულიც აღზრდილია ამ ზღვაზე, ცხოვრების ,”სიცოცხლის ზღვაზე, რომელზედაც ლურჯი იალქნების გზა მიდის, თვით სიკვდილის გზაც კი არაფერია მასთან შედარებით, ამ სიცოცხლესთან შედარებით და თვით გზაც კი ვარდისფერის და არა საშინელი, საშიშარი (სწორედ იგივე ჰანრი რენიეს თქმით “მოულოდნელი განცვიფრება ვარდისფერისა და შავი ფერის შეხვედრისაგან”), რომამ გზაზე (სწორედ ვარდისფერ გზაზე) მგოსანთა სითამამე, გაბედული ხმა არის სინამდვილეზე უფრო მეტი სინამდვილე - ჰიპერბოლიური, ზღაპრული,”რომ მეფე ვარდა პოეტი და სიმღერით ვკვდები”.


--------------------
мне бы в небо...
-----------------------
სიკეთით სძლიე შენს მტერსა....
-------------------------------------------
უფრთხილდით საკუთარ აზრებს,რადგან ისინი ზეცაში ისმის...
---------------------------------------------------------------------------
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
T.L.
პოსტი Jun 20 2008, 05:58 PM
პოსტი #50


Вот бы мне крылья...
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 6,950
რეგისტრ.: 1-September 06
მდებარ.: where the wild roses grow
წევრი № 134



სახელი “მერი” - მე არ გამომიგონებია: თუმცა ლექსის ობიექტად პირველია ეს სახელი საქართველოში. მერი - ხშირი სახელია ბაირონის ლირიკაში, მერი - ასულდგმულებს შელის, მერის - აღტაცებაში მოჰყავს პუშკინი, მერი - ერთ-ერთი უკეთესი ტიპია ლერმონტოვის და ათსი ინგლისური და ფრანგული რომანების გმირი ქალია მერი. ჩამოთვლილი პოეტების არც ართი მერი ერთმანეთს არ ჰგავს. ასე, ალექსანდრ ბლოკის მერი - სიმბოლიური სახებაა, ჩემი მერი - რომანტიული, მაგრამ რეალური და ცხადია. კრიტიკოსებს კი სურთ, ამ ლექსით გააბან არარსებული კავშირი ჩემსა და ბლოკს შორის. ეს ლექსი დამოუკიდებელი ლექსია.

“მერი” ჩემდა დაუკითხავად დაიბეჭდა გაზ. “თეატრი და ცხოვრებაში” 1915 წ. მალე ისე პოპილარული გახდა, რომ ყველამ ზეპირად იცოდა.

მას შემდეგ, რაც დაიბეჭდა ჩემი ლექსი “მერი”, ძალიან ხშირად მკითხავდნენ, თუ ვინ იყო ეს მერი, მაგრამ ყოველთვ ის უარს ვამბობდი პასუხზე. როგორც პოეტი, მე ვსარგებლობდი უფლებით თვითეული ლექსისთვის დამერქმია ის სახელი, რომელოიც მსურდა. ერთხელ მე ამის გამო გულიც კი მომივიდა. თითქმის გაცოფებაში მოვედი და ამხანაგებმა გაიგეს, რომ მეტუი აღარ შეიძლება მათი ჩაცივება. მერი კი.. ალბათ, არსებობდა. იყო ასეთი ქალი!




--------------------
мне бы в небо...
-----------------------
სიკეთით სძლიე შენს მტერსა....
-------------------------------------------
უფრთხილდით საკუთარ აზრებს,რადგან ისინი ზეცაში ისმის...
---------------------------------------------------------------------------
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მატასი
პოსტი Jun 20 2008, 07:05 PM
პოსტი #51


თამ...
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,614
რეგისტრ.: 10-November 06
მდებარ.: dedamiweli :)
წევრი № 440



"არის ჩვენში
რაღაც ბედისწერა
მოვა უცბად, უხმოდ, უვარდებოდ.."


--------------------
მუჭაში ვაგროვებდი მზეს შენთვის...
აჰა, მიიღე...


"ერთხანს შორიშორს იდგნენ და ოდნავი შეხედვისაც ეშინოდათ, რადგან აშკარად გრძნობდნენ გატრუნულნი, როგორ ამოდიოდა მათ სხეულში უცნაური, მჩხვლეტავი მცენარე - სიყვარულის კაკტუსი..."
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
T.L.
პოსტი Jun 20 2008, 07:55 PM
პოსტი #52


Вот бы мне крылья...
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 6,950
რეგისტრ.: 1-September 06
მდებარ.: where the wild roses grow
წევრი № 134



დღიურის ჩანაწერებს უკვე აშკარად ეტყობა ფსიქიურად შეშლილი ადამიანის ხელი.
წინდების რაოდენობა, ასარეცხი წინდები, გაურეცხავი წინდები, რამდენია დაკერებული რამდენია დასაკერებელი, რომელ რიცხვამდე ეყოფა დაკერებული წინდები, თუთუნის რაოდენობა, როდემდე ეყოფა თუთუნი, სახლში წყალი ჩამოუვიდა ჭერიდან, გაჯი, კირი... მტვერს ებრძვის, აივანს ალაგებს, შეშა, ნოხები საწმენდები, ვალები, ფეხსაცმელების დაკერება, დიეტაზე ყოფნა, ფულის სესხება, გაჭირვება, გაჭირვება და კიდევ ერთხელ გაჭირვება.

ამონაწერი დღიურიდან:

14. IV
დავაკერე წინდები, ყველა, რაც დასაკერი იყო (24 ც) : სულ ახლა სუფთა წინდა 56 მაქვს, რაც საკმარისია თითქმის მთელი ზაფხულისთვის.
განვაგრძობ დიეტაზე ყოფნას.
ღამის 1 საათზე მოვიდა შალვა. მან მასესხა 3 თუმანი. ყოველდღიურად აგერ რამდენი ხანია ორ-ორ მანეთს ვხარჯავ, უკანასკნელ დღეებში კი (4-5 დღეა) მანეთნახევარს. სავსებით მყოფნის.


16. IV
ფეხსაცმელები მივეცი შესაკეთებლად. მზად იქნება 19ს. ვიყიდე პური, ყველი, ნიორი, საღამოთი გაზეთები, პაპიროსი, ანტინიკოტინი, ფეხსაცმლის საფენი. სხადასხვა დროს დავლიე სამი ჭიქა სოდა. პირველად ორი კვირის შემდეგ ვისადილე (ცხელი ლობიო პიმპილით და ხახვით) ეს ბიუჯეტში არ შედიოდა. ზედმეტი ხარჯი მომივიდა. ვანის ოთახის ჭერი მგონია თანდათან შრება, მხოლოდ ნესტის სუნი ისევ დგას და ოთახები კირით ისევ დანაგვიანდა. შევასწორე ერთი ლექსი მგზავრის წერილებიდან, მგონია კარგი გამოვიდა.


17.IV
დილით ადრე წავედი აბანოში (პირველად 10 თვის შემდეგ). მყავდა მექისე.
გამოვიტანე სამრეცხაოდან პალტო. ორი პიჯაკი და შარვალი რომელიც გასაწმენდად მქონდა მიცემული. მაგრამ... Шаг вперед, десять шагов назад. ვიღაცამ ჩემოდანი გამიხსნა და ერთი ინდიგოს პიჯაკი მომპარა, როდესაც ფეხსაცმელების მაღაზიაში ვიდექი რიგში უბრალო ორმანეთიანი საფენის ჩეკის ასაღებად. კიდევ კარგი, რომ პალტო და ერთი კოსტუმიც არ წაიღეს!
დავურეკე აბაშელს: წიგნი იქნებაო ერთ კვირაში. ამოუღიათ ორი ლექსი. ნაცვლად უმატებენ სერებრიაკოვის თარგმნებს.
ვიყიდე ძმარი, კნოპკები (ჭიკარტები). პალტო და კოსტუმი დავკიდე და ჩამოვაფარე ზეწარი. შუადღემდე დამეხარჯა 9 მანეთი... ეს ჩემს ბიუჯეტს ყირამალა აყენებს! დაემატა საღამოთი: პური, პაპიროსები, გაზეთები."

20. IV
გამოვიტანე ფეხსაცმელი, დავაკერებინე რეზინა, ჩავიცვი ტანთსაცმელი კარგად. და გავედი. შემხვდა შალვა. დიდი სიფხიზლეა საჭირო... ასეთი დღეებია.



--------------------
мне бы в небо...
-----------------------
სიკეთით სძლიე შენს მტერსა....
-------------------------------------------
უფრთხილდით საკუთარ აზრებს,რადგან ისინი ზეცაში ისმის...
---------------------------------------------------------------------------
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
T.L.
პოსტი Jun 24 2008, 12:33 PM
პოსტი #53


Вот бы мне крылья...
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 6,950
რეგისტრ.: 1-September 06
მდებარ.: where the wild roses grow
წევრი № 134



ა უ დ ი ო ვ ე რ ს ი ე ბ ი



აწმკოს დიდება - გალაკტიონი
ანგელოზს ეჭირა გრძელი პერგამენტი - მარლენ ეგუტია
ატმის ყვავილები - გურამ საღარაძე
ატმის რტოო..დაღალულო ღტოო - გურამ საღარაძე
ათოვდა ზამტრის ბაგებს - ელდინო საღარაძე
გოტიეს - ელდინო საღარაძე
მას გახელილი დარჩა თვალები - ელდინო საღარაძე
მე და ღამე - გურამ საღარაძე
მერი - სერგო ზაქარიადზე


--------------------
мне бы в небо...
-----------------------
სიკეთით სძლიე შენს მტერსა....
-------------------------------------------
უფრთხილდით საკუთარ აზრებს,რადგან ისინი ზეცაში ისმის...
---------------------------------------------------------------------------
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
iisperiTOVLI
პოსტი Jun 24 2008, 10:05 PM
პოსტი #54


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,989
რეგისტრ.: 25-April 08
წევრი № 4,650



georgianeli smile.gif
დიდი იმედები"
გალაკტიონის დღიურიდან

არ ვიცი რის გამო , შეიძლება იმიტომ , რომ თითქმის მთელი ღამე , გათენებამდის ვკითხულობდი დიკკენსის "დიდ იმედებს" გამომეღვიძა გვიან, მზე კარგა მანძილზე იყო დაშორებული ჩვენი სახლის აღმოსავლეთით მწყობრად ჩამწკვრივებულ ალვის ხეებს , მზე , მთელი თავისი ახალი და დიადი ელვარებით , პირდაპირ ჩემს ფანჯარაზე მომდგარიყო.. არასდროს არ დამავიწყდება მისი იმდღევანდელი შუქი .. რაღაც აუწერელმა სიხარულმა ამიტაცა და მთელ სხეულში ჟრუანტელად დამიარა და ისიც ისე უმიზეზოდ , ისე უეცრად , ისე მოულოდნელად.. ანგარიშმიუცემლად მივვარდი ფანჯარას , საიდანაც მზის შუქი შემოდიოდა და დავუწყე კოცნა ფანჯარას , ფანჯრის მინებს , გონებადაკარგული ვკოცნიდი .. დიდხანს მზის შუქს..
- შვილო , შვილო , შვილო!!! - მომესმა გაოცებული დედის ხმა..
- გადაირიე შვილო?
მე შევკრთი.. იმ წუთშივე უდიდესი სიხარული უფრო დიდი დარცხვენის გრძნობად შემეცვალა.. ან რატომ ვერ გავიგე , რომ ოთახში დედა შემოსულიყო , კარები ხომ უხმაუროდ არასდროს არ იღება..
ვიდექი დედის წინ , როგორც უდიდეს დანაშაულობის ჩადენაზე წასწრებული.. დიდხანს თავი მაღლა ვერ ამეღო. ნელა , ცალი ხელით ვიგრძენი როგორ მიწევდა უკან თავს დედაჩემი , სურდა ჩემს თვალებში ჩაეხედა..
- შემომხედე , გატუნა! შვილო, რა მოგივიდა? - ალერსიანად მეუბნებოდა დედა , მაგრამ მე ხმას არ ვიღებდი.. რა უნდა მეთქვა? განა შეიძლებოდა სიტყვებით იმის გამოთქმა , რასაც განვიცდიდი , და რის გამოხატვაც სრულიად არ შემეძლო? - რა ? - ბოლოს ძვლივსღა ვთქვი "დიდი იმედები" რაო რას ამბობ? დიდი იმედები , დედა .. დედი..
დედას იმ წამშივე გული შეუწუხდა .. მკერდზე მიიდო ხელი და ტახტს მიესვენა.. ასე ემართებოდა ყოველთვის როცა რაიმეს მძლავრად განიცდიდა.. "გული შეუწუხდა , მიზეზი კი მე ვარ" - გავიფიქრე.. გავხედე ფანჯარას მზის შუქი ეხლა აღარ მეჩვენა ისე მიმზიდველად..
გასცდა ჩვენს ფანჯარას ის მზის შუქიც..
ვინ იცის , დაბრუნდება ისევ თუ არა..


--------------------
ჩემი ნაბიჯები წარმართე შენი სიტყვით და ნუ გააბატონებ ჩემზე ნურავითარ ბოროტს..
ნახე,სახიფათო გზაზე ხომ არ ვდგავარ და წამიძეხი მარადიულ გზაზე..
და ნუ შეხვალ სამართალში შენს მორჩილთან,რადგან ვერ გამართლდება შენს წინაშე ვერც ერთი არსება.


********************************************************************************
*

ლოდი,რომელი შეურაცხჰყვეს მაშენებელთა ესე იქმნა თავკიდეთა..
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
daviti_23
პოსტი Jun 25 2008, 07:44 PM
პოსტი #55


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 284
რეგისტრ.: 22-October 07
წევრი № 3,021



გალაქტიონზე გენიოსობაზე მის მოქნილ,ელვარე და შმაგ რითმებს ალბათ ბევრისთვის აუფორიაქებია სული,.ერთი ლამაზი ლექს დავდებ რომელიც მას ეძღვნება:
"რასაც ვხედავ-ვერა ვხედავ,
გაშრა თვალსაწიერი.
შენი ლექსის ღვთიურ ნექტარს
ბევრის გული მიელის;
სიმშვიდეა სამოთხეში,
ვიღაც მწარედ გოდებდა,
ეს ზმანება სიცოცხლეში
ნუთუ განმეორდება.
ჩამორეკავს უცხო ზარი,
ჩამოიტანს ზეციერს
და რითმები თეთრ ქარაშოტს
საჟღურტულოდ ეწვიენ.
მლეთი ღამე დაფერფლილა
შენი სულის უბეში,
ეს საწურთო გადიღალა,
მიტომ ვერ გცა ნუგეში.
დემონი კი ფერმიხდილი
საოცრებას ჰკვირობდა,
შენს საფლავთან ღმერთი ვნახე,
დაჩოქილი ტიროდა."
დ. რიმ.


--------------------
ჭეშმარიტება არის ნათელი და ამავდროულად მარტივი,რომელსაც ჩვენი ბნელი და რთული მისწრაფებების გამო ვერ შევიცნობთ.რაც სწორედ ღრუბელივითაა მზიან ამინდში რომელიც ესოდენ აშორებს ჩვენი თვალთახედვიდან მზეს.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
iisperiTOVLI
პოსტი Jun 28 2008, 07:54 PM
პოსტი #56


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,989
რეგისტრ.: 25-April 08
წევრი № 4,650



"გალაქტიონ (ბერძნული) “ რძისა “, “ რძიანი “. ქრისტეს ერთ-ერთი მოწამის სახელია. ამავე ბერძნული სიტყვიდანაა ნაწარმოები ასტრონომიული ტერმინი გალაქტიკა ( “ რძის გზა “). ბერძნული კტ კომპლექსი ქართულად ქტ-თი გადმოიცემა. ეს წესი დაცული არ არის მხოლოდ დიდი ქართველი პოეტის სახელში – გალაკტიონ (ტაბიძე)."



მთები აჭრელდა, როგორც ჟირაფი,
მატარებელი მიდის ბინდებათ.
ახლა იწყება წიფის გვირაბი:
თქვენ ხომ არაფრის შეგეშინდებათ?!



გალაკტიონი, გამოუქვეყნებელი ლექსები (პირადი დღიურებიდან):

სამგლეს და საძაგელს -
მწერალთა სასახლეს
ვერასდროს დაღლილი
ვერ მიეყუდები, -
არის მოდებული
გაბოროტებული
ერგრეთ წოდებული
ბერიას კუდები.

სწამებენ ობობას -
ლომობას, ორბობას
ეს კატის კნუტები...
იძვრიან კუტებიც,
სულაქოთებული
ქანაობს კრებული,
ეგრეთ წოდებული
ბერიას კუდები.


--------------------
ჩემი ნაბიჯები წარმართე შენი სიტყვით და ნუ გააბატონებ ჩემზე ნურავითარ ბოროტს..
ნახე,სახიფათო გზაზე ხომ არ ვდგავარ და წამიძეხი მარადიულ გზაზე..
და ნუ შეხვალ სამართალში შენს მორჩილთან,რადგან ვერ გამართლდება შენს წინაშე ვერც ერთი არსება.


********************************************************************************
*

ლოდი,რომელი შეურაცხჰყვეს მაშენებელთა ესე იქმნა თავკიდეთა..
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
nuca_ge
პოსტი Sep 5 2008, 10:50 PM
პოსტი #57


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 852
რეგისტრ.: 10-October 07
წევრი № 2,937



წარწერები

ო, ქალო ძვირფასო, ნაზო, ვით ფერია,
მწამს მხოლოდ მაისი, არ მწამს ისტერია.
და ან ყალბ პოეტებს ვინმე ედავება?
არ მინდა, ბატონო, მათი უკვდავება!
ან ტომებს ბრიყვისას მე რა წამაკითხებს?
ისედაც კარგად ვჭრი მსოფლიო საკითხებს.


--------------------
ყველაფერი კარგად იქნება !!!!!!!!!!!!!!!!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Nefertiti
პოსტი Sep 22 2008, 05:32 PM
პოსტი #58


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 101
რეგისტრ.: 7-April 08
წევრი № 4,477



ციტატა(Giorgi- @ Mar 20 2008, 05:56 PM) *

აი რა მზის სიზმარია
აირევი ივერია
აი დროშა აშორდია
აერების სიბერეა

ეს გალაკტიონის ერთი ლექსია, რომელიც უკუღმაც ზუსტად ისევე იკითხება




აი კიდევ ასეთი ლექსი:

ა ის ია! ა ის ია!
აისია, ო აისი!
ის ია თუ ქალაქია,
აი ქალა: ქუთაისი!
(აქ ორი ხაზი იკითხება ერთნაირად...)
ამ ქალაქმა, ამ ქალაქმა,
ისიამა ა მაისი.


--------------------
ხომ ლამაზია ეს საქართველო, მაგრამ მე უფრო ლამაზი მინდა...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Nefertiti
პოსტი Sep 22 2008, 05:58 PM
პოსტი #59


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 101
რეგისტრ.: 7-April 08
წევრი № 4,477







ვახტანგ ჯავახაძეს აქვს წიგნი "უცნობი", სადაც ძალან ბევრი რამ წერია გალაკტიონის ცხოვრებინდან. ყველას გალაკტიონის მოყვარულებს და არა მარტო, ვურჩევ წაიკითხოს smile.gif




სამწუხაროდ ის წინგნი არ მაქვს, თუმცა რაღაცეები ამოვიწერე და ნელ ნელა აქაც დავწერ, თუ დაგაინტერესებთ smile.gif





ეს წიგნის შესავალია, და ვახტანგ ჯავახაძე წერს გალაკტიონის შესახებ:

" როგორც პატარა ბავშვი ვეებერთელა მონასტერს, ისე ვუვლიდი გარშემო, და რაკი მონასტეს კარი ვერ ვუპოვე, ფეხისწვერებზე ვდგებოდი, რათა მაღალი კედლის სარკმლიდან მაინც მომეკრა თვალი, რა ხდებოდა კედლებს იქით...
ერთ მშვენიერ დღეს კი ამ ტაძარში აღმოვჩნდი და ეკლესიაში პირველად შესული ბავშვივით დავიბენი. როდესაც დავმშვიდდი და თვალი კედლებსა და თაღებს შევაჩვიე, გავოცდი: კვლავ ტაძრის წინ ვიდექი, ტაძარში ტაძარი დამხვდა, და ეს ტაძარი მთელი იდუმალებით იყო მოცული, რადგან არც კარი გააჩნდა და არც სარკმელი და შიგ ფეხი არავის დაედგა...




"წერდა ყველაფერზე, რას ხელში მოხვდებოდა, რასაც წააწყდებოდა, რასაც იშოვიდა: ტელეგრაფის ბლანკზე, კონვერტზე, ღია ბარათზე, აფიშაზე, კინოსა და ტროლებუსის ბილეთებზეც კი. წერდა წიგნისა და გაზეთის ჟურნალისა და კალენდრის არშიებზე... წერდა ყველაფერს.....

- ჩავკეტე კარი და ვწევარ, მწოლიარე კაცი უკეთ იტანს შიმშილს...

-და ერთ რამეში, სასტიკ სინამდვილეში თანდათან ვრწმუნდები. მე, თურმე მთელ დედამიწის ზურგზე არ შემძლებია არავისთან გულწრფელი საუბარი... ეს ჩემი გულის ღრმა ტრაგედიას შედგენს...

-ლომიძე, ეპიტაშვილი, პროეკტაძე, სახურავაძე, ბანკაძე, ტრანსპორტაძე, გადატანაძე.

-ფეხბურდღა პოეტები.

- მიუხედავად არაფრისა.

- ისე გავხდი, როგორც კალია.

- ბაჭარაჭაჭაჭანაჭამაჭახაჭა კვაჭანტირაძე

- გაზეცისშვილდი.


თითქოს მიკროსკოპით დასცქეროდა სიტყვის უჯრედს და ცდილობდა სიტყვის ძირიდან სვა აზრი ამოეკითხა, მეორე მნიშვნელობა მიენიჭებინა, სიტყვასი სიტყვას ეძებდა:
ირ [ ის - ინ - ი ] რის"...













--------------------
ხომ ლამაზია ეს საქართველო, მაგრამ მე უფრო ლამაზი მინდა...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
kato_Bato
პოსტი Sep 22 2008, 09:16 PM
პოსტი #60


Я тучка, тучка, тучка. Я вовсе не медведь..
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 15,479
რეგისტრ.: 4-November 06
მდებარ.: Not shureLand....
წევრი № 389



Nefertiti
დაწერე, მე მადლობელი დაგრჩები, ვგიჟდები მაგ წიგნზე და მოძებნის და გადაშლის დრო კი არ მაქვს, აქ მაინც შევავლებ ხოლმე თვალს kiss1.gifkiss1.gifkiss1.gif


--------------------
მელია დადუმდა და პატარა უფლისწულს მიაჩერდა.

- მომიშინაურე!.. - შეევედრა იგი უფლისწულს....

- როგორ უნდა მოგიშინაურო? - ჰკითხა პატარა უფლისწულმა.

- ამისთვის დიდი მოთმინებაა საჭირო, - მიუგო მელიამ. - ჯერ შორიახლოს დაჯდები მოლზე. აი ასე. მე მალულად დაგიწყებ ცქერას. შენ კი ხმა არ უნდა ამოიღო. საუბარი ხშირად გაუგებრობის მიზეზია. მერე ყოველდღე უფრო და უფრო მომიახლოვდები...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

5 გვერდი V < 1 2 3 4 5 >
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 21st October 2018 - 02:56 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი