IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

10 გვერდი V < 1 2 3 4 5 > »   
Reply to this topicStart new topic
> ვეფხისტყაოსანი, საყვარელი აფორიზმები, აზრები...
musikosi
პოსტი Feb 11 2007, 11:57 AM
პოსტი #41


მუზარადიანი ქმარი...
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 204
რეგისტრ.: 10-January 07
მდებარ.: ხილიანი
წევრი № 840



გასტეხს ქვასაცა მაგარსა,გლემლი ტვიისა ლბილისა

და კიდო ბევრი


--------------------
სადღეგრძელო იყოს მისი,
ვინც ოცნებით იწოდა,
ვინც პოეტის მარადისი
აღტაცება იცოდა.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Feb 22 2007, 02:00 PM
პოსტი #42


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 30,417
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



ვეფხისტყაოსანი, ლექსიკონი

აკაკი შანიძე

http://www.lib.ge/body_text.php?407


--------------------
"მემატიანე, ისტორიკოსი, პოეტი, სულის ბულბული, რომლის ნაწერებს ვერც ვერაფერს დააკლებ და ვერც ვერაფერს მიუმატებ".
--------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
T.L.
პოსტი Feb 22 2007, 02:26 PM
პოსტი #43


Вот бы мне крылья...
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 6,950
რეგისტრ.: 1-September 06
მდებარ.: where the wild roses grow
წევრი № 134



რუსთველოლოგია, მეცნიერების დარგი, რომელიც სწავლობს შოთა რუსთაველის პოემა ვეფხისტყაოსანსა და მის ავტორთან დაკავშირებულ პრობლემატიკას.მეც ამ კითხით დავწერ რაღაცეებს...
„ვეფხისტყაოსანს“ დართული აქვს პროლოგი, ანუ შესავალი ნაწილი,
კომპოზიციურადაა შეკრული „ვეფხისტყაოსნის“ ძირითად ნაწილთან და თეორიულ
ასპექტშია გადაწყვეტილი ყველა ის პრობლემა, რომლებიც პოემის ძირითად ამბავშია
მხატრულად ხორცშესხმული.ტრადიციის მიხედვით პოეტი შესავალში ჯერ უფალს ახსენებს, შემდეგ
მეფეებსა და პერსონაჟებს.
პროლოგში რუსთაველი ორჯერაა პოემის ავტორად
დასახელებული:
„დავჯე, რუსთველმან გავლექსე,
და კიდევ: „მე რუსთველი , ხელობითა ვიქმ საქმესა ამა დარი...
რუსთველი პოემის ავტორად მოხსენიებულია სხვა ლიტერატურულ წყაროებშიც.
XVI საუკუნის დასაწყისის ქართველი მწერალი სერაპიონ საბაშვილი აღნიშნავს, რომ
რუსთაველმა შეამქო ის, „ვინ სოფელი დაამშვენა“ აქ თამარ მეფე იგულისხმება ამავე
საუკუნეში სპარსულიდან გადმოთარგმნული „ზილიხანიანის“ შესავალში
ვკითხულობთ:„თუმცა ხელქმნილი რუსთველი თინათინს აქებს არ. ავსა, ნესტან-დარეჯანს
ბროლ-ვარდსა, გიშრის მელანით სარავსა“.
დიდი პოეტის სახელი, შოთა, პოემაში არ გვხვდება, მაგრამ სხვადასხვა
ლიტერატურული წყაროთი. ასე, მაგალითად, XVIII საუკუნისს ცნობილი პოეტი
თეიმურაზ I ერთგან აღნიშნავს: „ესენი“ „ვეფხისტყაოსნის“ გმირების შოთა რუსთველმან
შეამკო არსთა მკობითა.“
რუსთაველი გვარი არ არის, მხოლოდ ზედწოდებაა დარუსთავის მფლობელს უნდა
ნიშნავდეს ამ დროს საქართველოში კი ორი რუსთავი იყო: ჰერეთსა და მესხეთში.
ზოგიერთი ლიტერატურული წყარო, მაგალითად, XVIII საუკუნეში შექმნილი
„არჩილიანი“, განსაკუთრებით კი ხალხური გადმოცემები, რუსთაველს თვლის მესხად.
ეპილოგში მოცემული სიტყვები: „ვპერ ვინმე მესხი მელექსე მე რუსთველისა დამისა.“
კვლევართა აზრით პოეტის მიმბაძველის მიერ უნდა იყოს ჩართული და შემდეგნაირად
უნდა წავიკითხოთ: მე, ვინმე მესხი მელექსე, ამას რუსთველის მიბაძვით ვწერ. მართალია
დამოწმებული ტაეპი რუსთველის მესხობის დასამტკიცებლად არ გამოდგება, მაგრამ
მეცნიერებისთვის უმნიშვნელოვანესია, რადგან პოეტმა მშვენივრად იცის ხელოვნების
თეორია და ამ თეორიას თანამედროვე პოეტებსაც ასწავლის. მესხი მელექსე რუსთველის
სკოლის პოეტია, მაგრამ იგი არ არის თვითონ რუსთაველი. რა თქმა უნდა, სავსებით
შესაძლებელია, რუსთველიც მესხი ყოფილილყო, მესხეთის რუსთავის მფლობელ-
მეპატრონე.
მეცნიერთა აზრით, შოთა რუსთაველი საქართველოს სემეფო კარის
მეჭურჭლეთუხუცესია, რომელმაც ხანდაზმულ ასაკში შეაკეთებინა იერუსალიმის ჯვრის
მონასტერი და მოახატვინა სვეტები. ამ დამსახურების აღსანიშნავად მონასტრის სააღაპე
წიგნში შეიტანეს მისი სახელი, ხოლო მონასტრის ერთ-ერთ სვეტზე, მაქსიმე აღმსარებელსა
და იოანე დამასკელის ფრესკათა შორის, მისი სურათი გამოსახეს. რუსთველის სხვა
ნაწარმოებები, გარდა “ვეფხისტყაოსნისა“ ჩვენამდე არ მოღწეულა. ეს პოემა დაწერილი
უნდა იყოს 1189-1207 წლებში. ლეგენდარული თამარ მეფისა და მისი მეუღლის ზეობის
ხანაში. თუმცა პოემის უზველესი ხელნაწერი XVII საუკუნითაა დათარიღებული. პოეტი
მოწიწებით ახსენებს მეფე-პატრონებს, ვის საქებრადაც დაუწერია “ხელის-ხელ
საგოგმანები“ “ვეფხისტყაოსანი“:


--------------------
мне бы в небо...
-----------------------
სიკეთით სძლიე შენს მტერსა....
-------------------------------------------
უფრთხილდით საკუთარ აზრებს,რადგან ისინი ზეცაში ისმის...
---------------------------------------------------------------------------
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
T.L.
პოსტი Feb 22 2007, 07:09 PM
პოსტი #44


Вот бы мне крылья...
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 6,950
რეგისტრ.: 1-September 06
მდებარ.: where the wild roses grow
წევრი № 134



პოემას რუსთაველი იწყებს უფლის ხსენებით, რომელმაც შექმნა სამყარო და
აღნიშნავს ნაცვალსახელით ,,რომელმან“. მკვლევარ რევაზ სირაძის აზრით ,
ავტორი ღმერთს ისე აღნიშნავს, რომ ეს ღმერთის ცოდნა კი არ არის, არამედ ,,რაღაცის“
შინაგანი შეგრძნება. ასეთი გაგება არეოპაგიტული ფილოსოფიიდან მოდის.
სიტყვა ,,სამყარო“ მრავლისმომცველია, მაგრამ რუსთაველი სამყაროში
გულისხმობს უმაღლეს ზეცას. რუსთაველი ჯერ უფალს იხსენიებს და შემდეგ უმაღლეს
ზეცას, რომელიც პირველი შეიქმნა.სამყაროს ასეთი აღქმა პტოლემეოსის მოძღვრებაშია.
ავტორი ამქვეყნიურ არსებებზე საუბრობს, რომლებსაც უფალმა სული შთაბერა,ამის
შემდეგ იქმნება ქვეყანა, სადაც ცხოვრობს ადამიანი და სადამდეც მისი
გონება წვდება.
შოთა რუსთაველი სამყაროს შექმნას სამ საფეხურად ყოფს, ჯერ უმაღლესი
ზეცა, მერე არსებები და ბოლოს ქვეყანა. ასეთი საფეხურებრივი წარმოდგენით იგი პლა-
ტონს უახლოვდება.
რევაზ თვარაძის აზრით, პირველი სტროფის ბოლო სტრიქონი ,,ჩვენ, კაცთა,
მოგვცა ქვეყანა, გვაქვს უთვალავი ფერითა“, იმეორებს ბიბლიურ ტექსტს: ,,ცანი ცათანი
უფლისანი არიან და ქვეყანა მოსცა ძეთა კაცთასა“.
შემდეგ სტრიქონში ავტორი ამბობს, რომ ამქვეყნიური ხელმწიფობა ღვთით
არის განპირობებული, უფლისგან არის ყოველი ხელმწიფე მისმიერი სახით, ანუ მიწიერი
იერარქია ზეციურის შესატყვისია, როგორც უფალი დგას ყველაზე მაღლა, ისევეა
წუთისოფელში-ხელმწიფე. ამ სტრიქონშიც იგრძნობა ფსევდო-დიონისეს გავლენა.
ასეთი მოსაზრება გამოთქმულია ასევე ,,გრიგოლ ხანძთელის ცხოვრებაშიც“.
პროლოგის მეორე სტროფში ავტორი უკვე მიმართავს უფალს, როგორც
ერთარსებას, რომელმაც შექმნა პირველსახე სხეულის მქონე ყველა არსებისა, რათა
დაიცვას და მისცეს ძალა ეშმაკის დასათრგუნად.
მას ღვთაებრივი ამაღლება მიჯნურობის გზით უნდა და სთხოვს უფალს:
,,მომეც მიჯნურთა სურვილი, სიკვდიდმდე გასატანისა“.
მომდევნო სტროფებში ავტორი უკვე იხსენიებს თამარს და დავით სოსლანს.

პ.ს. თუ გაინტერესებთ კიდევ გავაგრძელებ... smile.gif


--------------------
мне бы в небо...
-----------------------
სიკეთით სძლიე შენს მტერსა....
-------------------------------------------
უფრთხილდით საკუთარ აზრებს,რადგან ისინი ზეცაში ისმის...
---------------------------------------------------------------------------
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
თამარი_ცქნაფო
პოსტი Mar 6 2007, 01:04 AM
პოსტი #45


მე რომ მიყვარხარ, განა ისე არწივს მთა უყვარს...
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 15,854
რეგისტრ.: 1-November 06
მდებარ.: მწვერვალი ''დიადი ვერასოდეს''
წევრი № 362



''მარგალიტი არვის მიჰხვდეს უსასყიდლოდ, უვაჭრელად,
კაცი ცრუ და მოღალატე ხამს ლახვრითა დასაჭრელად. ''



ვაჰ, ვენაცვალე რუსთველს, რა ნაღდი სიტყვებია რა! biggrin.gif

ახლა ჩამქოლავენ, გულბოროტი ხარ, რუქასავითო biggrin.gif

t.l.
ამას საიდანმე იწერ, თუ შენეული ადაფტირებული ვარიანტია?


--------------------
''ადამიანზე გამძლეა თიხა,
მაგრამ თიხაზე გამძლეა სიტყვა,
ის შეიძლება უბრალო იყოს
და აუტანელ ტკივილად ითქვას''...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
თამარი_ცქნაფო
პოსტი Mar 6 2007, 01:30 AM
პოსტი #46


მე რომ მიყვარხარ, განა ისე არწივს მთა უყვარს...
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 15,854
რეგისტრ.: 1-November 06
მდებარ.: მწვერვალი ''დიადი ვერასოდეს''
წევრი № 362



...„მთვარეო, შენმცა მზე ვით მოგერია?
მე ღმერთმან იგი ნუ მომცეს, რაც არა შენი ფერია! ''

ამ სიტყვებს რომ გეტყვის კაცი, რა მრავალფეროვანი სმაყარო უნდა ჰქონდეს და რა სული! smile.gif wub.gif


--------------------
''ადამიანზე გამძლეა თიხა,
მაგრამ თიხაზე გამძლეა სიტყვა,
ის შეიძლება უბრალო იყოს
და აუტანელ ტკივილად ითქვას''...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
T.L.
პოსტი Mar 20 2007, 11:05 PM
პოსტი #47


Вот бы мне крылья...
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 6,950
რეგისტრ.: 1-September 06
მდებარ.: where the wild roses grow
წევრი № 134



ციტატა

ამას საიდანმე იწერ, თუ შენეული ადაფტირებული ვარიანტია?

არაა...შარშან ვისწავლე უნივერსიტეტში....

გავაგრძელებ კიდე,მერე...


--------------------
мне бы в небо...
-----------------------
სიკეთით სძლიე შენს მტერსა....
-------------------------------------------
უფრთხილდით საკუთარ აზრებს,რადგან ისინი ზეცაში ისმის...
---------------------------------------------------------------------------
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ნოდარიკო
პოსტი Mar 20 2007, 11:10 PM
პოსტი #48


Georgia
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,474
რეგისტრ.: 16-March 07
წევრი № 1,398



აწ საყვარელსა მოიწერს გულამოსკვნილი მტირალი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
T.L.
პოსტი Mar 21 2007, 05:29 PM
პოსტი #49


Вот бы мне крылья...
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 6,950
რეგისტრ.: 1-September 06
მდებარ.: where the wild roses grow
წევრი № 134



ავტორი ამ პოემსა როგორც ვიცით არის შოთა რუსთაველი ან უფრო სწორედ რუსთველი; პირველად რუსთველი მოხსენიებულია XVI საუკუნის პირველ ნახევარში სერაპიონ სოგრატის ძე საბაშვილის მიერ,მისსავე ნათარგმნ "იოსებიზილიხანიანში"...შემდეგ XVII საუკუნის პირველ წლებში კახეთის მეფის დავითის მიერ თარგმნილ "ქილილა და დამანაში"....შემდეგ უფრო და უფრო ხშირია მისი ხსენება...
მათ პოემის ავტორის ვინაობა გაიგეს იმ სტოფებიდან,რომლებიც დართული ქონდა როგორც პროლოგს ასევე ეპილოგს.

პროლოგში ნათქვამია:
დავჯე, რუსთველმან გავლექსე,მისთვის გულ-ლახვარ-სობილი (7)
მე, რუსთველი,ხელობითა,ვიქმ საქმესა,ამადარი (8)

ეპილოგში:
ვწერ ვინმე მესხი მელექსე მე რუსთველისად ამისა (1665)
ტარიელ მისსა რუსთველსა მისთვის ცრემლ-შეუშრობელსა (1669)


მართალია ავტორი არსად არ აღნიშნავს რომ მას შოთა ქვია,სამაგიეროდ ხაზგასმით ამბობს რომ რუსთველია... მაგრამ, რა გარანტიაა რომ ეს სტროფები ნამდვილია და არა ჩამატებული.


არავითარი გარდა ერთი მოსაზრებისა.ხელაღებიტ პროგის უარყოფა არ შეიძლება.წარმოუდგენელია რომ პოემას რამე შესავალი არ ქონოდა.დასაწყისში უნდა ყოფილიყო: მიმართვა ღვთისადმი (1-2),შემდეგ მეფის ქება (4-19),მსჯელობა ზოგიერთ განყენებულ სახეზე და პოემის შინაარზე (12,13,16,17,20,21,22-17)
ამრიგად პროლოგის სედგენილობა ასეტი უნდა იყოს 1,2,4,19,8,3,6,12,13,15-17,11,20-27,9 სტროფები...



რა ვიცით რუსთაველზე? ფაქტობრივად არაფერი...აღორძინების ხანის დასაწყისამდე არსად არაა მისი ხსენება.ეს შეიძლება გამოწვეული იყოს იმით რომ იგი იდევნებოდა.იგნორი იქამდე მიდის რომ პოეტის სახელიც კი არ ვიცით.ცნობა იმის შესახებ რომ ვეფხისტყაოსნის ავტორია შ ო თ ა, უნდა მოდიოდეს ქართველთა ჯვრის მონასტრიდან პალესტინაში. ჩვენში დიდი ხანი ერსებოდა ლეგენდა რომ რუსთაველი იყო მეჭურჭლეთუხუცესი და რომ მან თავისი ცხოვრების უკნასკნელი წლები იერუსალიმის მახლობლად გაატარა ჯვრის მონასტერში... ამავე დროს ჯვრის მონასტრის ქართული "სვინაქსირის" აღაპთა შორის იკითხება ერთი აღაპი რომელიც მიწერილი უნდა იყოს არაუადრეს XIV საუკუნისა: "ამასვე ორშაბათსა აღაპი შოთაისი,მეჭურჭლეთუხუცესისაი". ამგვარად "მეჭურჭლეთუხუცესი შოთა" და სვინაქსირის "მეჭურჭლეთუხუცესი შოთა" ერთი და იგივე პირია,სახელდობრ ვეფხისტყაოსნის ავტორი. ეს დასკვნა 1643 წლის მახლობლად ნიკიფორემ გადმოიტანა ჯვრის მონასტრის სვეტზე,სადაც გამოხატულია მაქიმე აღმსარებელი და იოანე დამასკელი,რომელთა წინაშე მუხლი მოუყრია ერთ დიდებულ ქართველს წარწერით: " ამისა დამხატავსა შეუნდოს ღმერთმან ამინ." ეს წარწერა სურათის მარცხენა მხარეზეა,ხოლო მარჯვენა მხარეზე მიწერილია "შოთა რუსთაველი".


--------------------
мне бы в небо...
-----------------------
სიკეთით სძლიე შენს მტერსა....
-------------------------------------------
უფრთხილდით საკუთარ აზრებს,რადგან ისინი ზეცაში ისმის...
---------------------------------------------------------------------------
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
T.L.
პოსტი Mar 21 2007, 06:13 PM
პოსტი #50


Вот бы мне крылья...
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 6,950
რეგისტრ.: 1-September 06
მდებარ.: where the wild roses grow
წევრი № 134





19-20 საუკუნის მკვლევარებმა ისტორიულ წყაროებში დაიყეს შოთა რუსთაველის ძებნა.გარდა ზემოტ დასახელებული 2 პირისა 1)სვინაქსრის შოთა მეჭურჭლეთუხუცესისა და 2) მონასტრის სვეტზე გამოსახული შოთა რუსთაველისა,პოემის ავტორად მიჩნეულია შემდეგი შოთა: 3) შოთა ართავაჩოს ძე... და 4) შოთა კუპრი...
შოთა ართავაჩოს ძე როგორც1177 წლის აჯანყების მონაწილე და ერთ ერთი ინიციატორი,ჩავარდნილა გიორგი მეფის ხელში და სიკვდილიტ დაუსჯიათ....
შოთა კუპრს კი ისტორიკოსი ახასიატებს როგორც "არარათა ნიჭთა და ზნეთა მქონებელი",ასეთი კაცი კი ასეთ პოემას ვერ დაწერდა....ამრიგად მისი სახელი გაურკვეველია...
რაც შეეხება საიდანაა წარმომდგარი რუსთაველი?აქ ირი ვარიანტია დაბა რუსთავი მესხეთსი და კახეთის რუსთავი... თეიმურაზ ბაგრატიონმა გამოთქვა პირველად აზრი რომ შოთა რუსთაველი დაბადებულა და ცხოვრობდა კახთის რუსთავში,სადაც ის გამგებლადაც ყოფილა...მის აზრს იზიარებ პავლე ინგოროყვა და ამას ამტკიცებს პოემაზე ქართული ენის იმ კილოს გავლენით რომელი ჰერეთი იყო... მკვლევართა მეორე რიგი პიქრობს რომ ავტორი იყო მესხეთის რუსთავიდან.ეს გამოვეულია "ვწერ ვინმე მესხი მელექსე მე რუსთავისა დაბისა" ამ ტაეპის არასწორმა წაკიტხვამ...

დრესდღეობით ცნობილია პოემის 27 ხლნაწერი.აქედან ხოლოდ 13 შია ეს ტაეპი ნახსენები (სხვას ან საერთოდ არ ქონია ან დაეკარგა) და აქ ვკითხულობთ:
"ვწერ ვინმე მესხი მელექსე მე რუსთველისა თემისა"
"ვწერ ვინმე მესხი მელექსე მე რუსთავისა თემისა"
"მე მესხმან ვინმე დავწერე ოქ რუსთავისა თემისა"
"ვწერ ვინმე მესხი მელექსე მე რუსთველისა და მისა"
"ვწერ ვინმე მესხი მელექსე მე რუსთავისა დამის"
"ვწერ ვინმე მესხი მელექსე მე რუსთველისად ამისა"
ხელნაწერთა მიხედვით უნდა იკითხებოდეს "ვწერ ვინმე მესხი მელექსე მე რუსთველისად ამისა"... რას ნიშნავს "რუსთველისად ამისა"? ეს ნიშნავს : ვწერ ამას ვინმე მესხი მელექსე, აი ამ "რუსთველის მსგავსად"... ასე რომ პოეტის მესხობის ამბავი გამორიცხულია....ეს ადგილი გულისხმობს არა პოემის ავტორს არამედ პოემის ერთ-ერთი დამატების ავტორს.ეს ადგილი ადასტურებს მხოლოდ იმას, რომ პოემის ავტორად რუსთაველს თვლიდა ის მესხი მელექსეც,რომელსაც ეს სიტყვები ეკუთვნის...

ნიკო მარმა 1902წელს თქვა რომ პოემის ავტორი არის იგივე ჩახრუხაძე,რომელსაც ტამარიანი დაუწერიაო. (მაგრამ მერე 1917წელს უარყო ეს აზრი).ამას კი იმით ამტკიცებდა რომ ავტორი ამბობს: "ჩემი აწ ცანიტ ყოველმან,მას ვაქებ, ვინცა მიქია"აქედან ჩანსო,ამბობს ნიკო მარი. რომ პოემის ავტორს წინათაც ქონია დაწერილი წება თამარისაო.თან ორივე ნაწარმოების სტილი ერთნაირიაო,ჩახრუხაძეც მესხიაო,და ორივეს ავტორს თამარი ყვრებიაო... დავიწყოთ იმით რომ ავტორი მესხი არ იყო....მეორე- პოემების მსგავსება (სტილი) აიხსნება იმით რომ ერთსა იმავე ეპოქაშია შექმნილი....და კიდევ ერთი პოემის ავტორისათვის თამარი არის "უწყალო ვითა ჯიქია",თამარიანის ავორი კი ამბობს "ვიცი მეწყალე" და "თვით მე გეწყალე"-ო...აშკარა შეუსაბამობაა...


--------------------
мне бы в небо...
-----------------------
სიკეთით სძლიე შენს მტერსა....
-------------------------------------------
უფრთხილდით საკუთარ აზრებს,რადგან ისინი ზეცაში ისმის...
---------------------------------------------------------------------------
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ნოდარიკო
პოსტი Mar 21 2007, 06:16 PM
პოსტი #51


Georgia
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,474
რეგისტრ.: 16-March 07
წევრი № 1,398



ყველაზე საოცარი ისაა რომ ყოველი ტაეპი 16 მარცვლისაგან შედგება და ყველა სროტპი და ხაზი ერთი და იგივე აკანცანიათი ბოლოვდება
მხოლოდ ერთი კუპლეტია გამონაკლისი,ალბათ ეგ არის ჩამატებული
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
T.L.
პოსტი Mar 21 2007, 06:30 PM
პოსტი #52


Вот бы мне крылья...
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 6,950
რეგისტრ.: 1-September 06
მდებარ.: where the wild roses grow
წევრი № 134



ერტადერტი ხელმოსაკიდი დეტალი ავტორის ცხოვრებიდა არის პროლოგის სემდეგი სიტყვები: "მე, რუსთველი, ხელობითა, ვიქმ საქმესა, ამადარი,ვის ჰმორჩილობს ჯარი სპათა, მისთვის ვხელობ მისთვის მკვდარი" აქ გასარკვევია ორი რამ: სიტყვები - "ხელობითა" და "ვხელობ" პირველ შემთხვევაში (ხელობითა) იგულისხმება არა სიგიჟე არამედ თამანდებობა....მეორე შEმთხვევაში კი (ვხელობ) ლაპარაკია სიგიჟეზე... რაღაა ამადარი ? ეს თითქოს ნიშნავს - ამისათვის,ამიტომ,ამნაირად...
ამ სიტყვის ამგვარი წაკითხვა ქართული ენჰის თვალსაზრისით მიუღებელია.აქ უნდა იყოს არა ორი
("ამად არი" და "ამა დარი) არამედ ერთი სიტყვა მაგრამ არა "ამადარი" არამედ "ალამდარი" რაც მედროშეს ნიშნავს...ასეთი ინტერპრეტაციის შემდეგ პროლოგის სიტყვები შემდეგნაირად უნდა გავიგოთ: ვიქმ საქმესა (იგულისხმება პოემის წერა) მე,რუსთველი,რომელიც თანამდებობით ვარ ა ლ ა მ დ ა რ ი (ე.ი. მედროშე) იმისა ვისაც მორჩილობს ჯარი სპათა და ვისთვისაც გაგიჟებული ვარო....


--------------------
мне бы в небо...
-----------------------
სიკეთით სძლიე შენს მტერსა....
-------------------------------------------
უფრთხილდით საკუთარ აზრებს,რადგან ისინი ზეცაში ისმის...
---------------------------------------------------------------------------
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
likita
პოსტი Jun 9 2007, 01:00 PM
პოსტი #53


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 138
რეგისტრ.: 27-April 07
წევრი № 1,772



ვაჰ სოფელო რა შიგან ხარ.....................


--------------------
[size=3]
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jul 19 2007, 02:47 PM
პოსტი #54


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 30,417
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



ოქსფორდში, ბოდლის ბიბლიოთეკის აღმოსავლეთის განყოფილებაში, უორდროპის ფონდში "ვეფხისტყაოსნის" უძველესი მინიატურები ინახება.


--------------------
"მემატიანე, ისტორიკოსი, პოეტი, სულის ბულბული, რომლის ნაწერებს ვერც ვერაფერს დააკლებ და ვერც ვერაფერს მიუმატებ".
--------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
lingvo
პოსტი Jul 19 2007, 02:50 PM
პოსტი #55


ვახტანგი
***

ჯგუფი: Moderator
პოსტები: 4,095
რეგისტრ.: 13-July 07
მდებარ.: თბილისი
წევრი № 2,456



შოთა რუსთაველის გენიალურმა პოემამ კაცობრიობის ისტორიაში ფასდაუდებელი წვლილი შეიტანა. ქებათა ქება ვეფხისტყაოსანს. ხშირად ვკითხულობ აფორიზმებს და ყოველთვის ამაღლებული განწყობა და სიამაყის გრძნობა მეუფლება. სამწუხაროა და მით უფრო სამარცხვინოც ჩვენთვის, რომ გენიალურ პოემას ბევრი მტერი ყავდა და ყავს, ზოგჯერ ქართველებს შორისაც და განსაკუთრებით დღეს. ალბათ იმიტომ, რომ ის ყველაზე მეტად საქართველოსთან ასოცირდება... მეგობრებო, დანარჩენი თქენთვის და თქვენი გულისთქმისთვის მომინდია.


შოთა რუსთაველის ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესახებ ჩვენამდე თითქმის არავითარ ცნობას არ მოუღწევია. რიგი ისტორიული, ლიტერატურული და ფოლკლორული წყაროების საფუძველზე იქმნება დიდი პოეტის ცხოვრებისა და მოღვაწეობის არაერთი ვერსია. რუსთაველის ბიოგრაფიული მონაცემების დასადგენად ერთ-ერთი ძირითადი წყარო თვით მისი პოემაა.

რუსთაველის ავტორობას გვიმოწმებს ვეფხისტყაოსნის პროლოგი ("დავჯდე, რუსთველმან გავლექსე, მისთვის გულ-ლახვარსობილი", "მე, რუსთველი, ხელობითა ვიქმ საქმესა ამა დარი"), ეპოლოგი, აგრეთვე XV-XVIII საუკუნეების ქართული მწერლობა (ამაზე ადრინდელი ცნობები არ მოგვეპოვება). სახელწოდება რუსთაველი (რუსთველი) უკავშირდება გეოგრაფიულ პუნქტს რუსთავს და ნიშნავსრუსთავის მკვიდრს ან რუსთავის ციხე-ქალაქის გამგებელს, მეპატრონეს. იმდროინდელი საქართველოს სოციალური-პოლიტიკური სინამდვილე გვაფიქრებინებს, რომ მეორე მნიშვნელობა უნდა იყოს სწორი. რუსთაველის სახელის შესახებ პირდაპირ ცნობას გვაწვდიან თეიმურაზ I (იგი ვეფხისტყაოსნის პერსონაჟთა შესახებ ამბობს:"ესენი შოთა რუსთველმან შეამკო არსთა მკობითაო") და XVII-XVIII საუკუნეებში სხვა ქართველი მწერლები. ამასვე ადასტურებს რუსთაველის ფრესკული პორტრეტი XIII საუკუნის I ნახევრის წარწერით, რომელიც რესტავრირებული სახითაა შემონახული იერუსალიმის ჯვრის მონასტრის სვეტზე (გაბაშვილი, ტიმოთე|ტ. გაბაშვილის მიერ 1757-1758 ნანახი და შემდეგში ზეთის საღებავების სქელი ფენით დაფარული ფრესკა გამოავლინა იერუსალიმის სამეცნიერო ექსპედიციამ) და ამავე საუკუნეში მონასტრის სააღაპო წიგნში მოსახსენებელი "შოთაჲსა მეჭურჭლეთუხუცესისაჲ", რომელიც იგივე რუსთაველი უნდა იყოს. ფრესკის წარწერის მიხედვით, რუსთაველს შეუკეთებია და განუახლებია ჯვრის მონასტერი.


ვეფხისტყაოსნის მანუსკრიპტისავარაუდოა, რომ პოეტი ყოფილა სამეფო კარის დიდი მოხელე, ვაზირი, თამარ მეფესთან დაახლოებული პირი. როგორც მეჭურჭლეთუხუცესს, მას ევალებოდა ქართული საკულტო ძეგლებზე, მ. შ. ჯვრის მონასტერზე ზრუნვა. გამოთქმულია მოსაზრება, რომ პოეტი სიცოცხლის მიმწუხრს გაემგზავრა იერუსალიმში, აღიკვეცა ბერად, იქვე აღესრულა და იქვეა დასაფლავებული. არ მართლდება გადმოცემა პოეტის ბერად შედგომაზე: ფრესკაზე გამოხატული ქართველი დიდებული ერისკაცის სამოსელშია გამოწყობილი. თანაც რუსთაველი, როგორც ვაზირს, შეეძლო საქართველოდანვე წარემართა მონასტრის შეკეთება-განახლებისათვის საჭირო საქმიანობა. რუსთაველის ბიოგრაფიულ ცნობების სემცველ სხვა წერილობით წყაროებს ჩვენამდე არ მოუღწევია. ხალხური გადმოცემით, პოეტი მესხი უნდა იყოს. მესხად თვლის მას პოეტი არჩილ II. ვეფხისტყაოსნის გაგრძელებანიც მიგვანიშნებს შოთას მესხურ წარმოშობას. შეასძლებელია სახელწოდება რუსთაველი უკავშირდებოდეს მესხეთის რუსთავს, რომელიც მდებარეობს ახალციხე-ასპინძის შარაგზის მახლობლად.

პოეტის დაბადების თარიღად მიიჩნევენ 1160-1165 წლებს. ის ცხოვრობდა საქართველოს მეფის თამარისა და მისი მეუღლის დავით სოსლანის ზეობის პერიოდში, ქართული სახელმწიფოსა და მისი ხალხის მატერიალური და სულიერი აყვავების პერიოდში.

1960 წელს პალესტინაში გაემგზავრნენ ქართველი მეცნიერები ი. აბაშიძე, გ. წერეთელი, ა. შანიძე, რომელთაც იერუსალიმის ჯვრის მონასტერში მოიძიეს და გადაიღეს სვეტზე გამოსახული შოთა რუსთაველის პორტრეტი. აქ მოპოვებული მასალით დასტურდება, რომ იგი იყო მეჭურჭლეთუხუცესი თამარის კარზე. ლეგენდის თანახმად, პოეტი გარდაიცვალა ჯვრის მონასტერში, თუმცა ეს ვერსია სადავოა.


განათლება
შოთა რუსთაველმა, როგორც ჩანს, ბრწყინვალე განათლება მიიღო ჯერ საქართველოში, გელათის აკადემიაში, შემდეგ - საბერძნეთში; შეისწავლა ბერძნული, არაბული და სპარსული ენები, იცნობდა არა მარტო ქართველ მოაზროვნეთა ნაშრომებს, არამედ ანტიკურ ფილოსოფიას, ემპედოკლეს, ჰერაკლიტეს, პლატონის ნაშრომებს, აღმოსავლურ ლიტერატურას (ფირდოუსი, გურგანი, ნიზამი და სხვა). ყოველივე ეს, აგრეთვე პოეტის განსწავლულობა ასტრონომიაში, ასტროლოგიაში, გეოგრაფიაში, მედიცინაში, ფილოსოფიაში, სამართალში, ისტორიაში, სამხედრო საქმეში და სხვა, ასახულია მის პოემაში.


ვეფხისტყაოსანი

შოთა რუსთაველის ფრესკა იერუსალიმის ჯვრის მოსანტერშიპოემა “ვეფხისტყაოსანის” შესაძლო შექმნის თარიღია XII ს-ის 80-90-იან წლები და არაუგვიანეს XIII ს-ის პირველი ათწლეულისა. ზოგიერთი მკვლევარი პოემის დაწერის თარიღს 1205-1207 წლების ინტერვალში ათავსებს. სავარაუდოდ, ეს არ უნდა იყოს შოთა რუსთაველის ერთადერთი ნაწარმოები, თუმცა მათ ჩვენამდე არ მოუღწევია.

საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ხელნაწერთა ინსტიტუტში ინახება ვეფხისტყაოსნის XVI საუკუნის ხელნაწერთა ორი ფურცელი. პოემის დანარჩენი ფურცლები XVII საუკუნისაა (დაახ. 1653).


მემკვიდრეობა
საქართველოს რესპუბლიკის უმაღლესი ჯილდო ხელოვნებისა და ლიტერატურის დარგში შოთა რუსთაველის სახელს ატარებს (შოთა რუსთაველის სახელმწიფო პრემია). თბილისის მთავარ გამზირსაც რუსთაველის სახელი ჰქვია. ასევე არსებობს შოთა რუსთაველის სახელმწიფო აკადემიური თეატრი, შოთა რუსთაველის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტი საქართველოს მეცნიერებათა აკადემიასთან, და ა.შ.


ნიკალასეული შოთა რუსთაველი


IPB-ს სურათი


--------------------
ნათელი იგი ბნელსა შინა ჩანს, და ბნელი იგი მას ვერ ეწია. (ინ.1,5)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
catherina_10
პოსტი Jul 19 2007, 03:03 PM
პოსტი #56


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 847
რეგისტრ.: 2-May 07
წევრი № 1,816



rustvelologias gavdiodi institutshi da Zalian saintereso iko, tu ar vcdebi vexistkaosnis ramodenime gamocema arsebobs da zogshi ragac kupletebi saertod aris amogebuli, zog tavebshi chamatebulia ragac kupletebi romelic rustavels ar ekutvnis


ზუსტად აღარ მახსოვს გადავხედავ თემას და მოგაწვდით ინფორმაციას
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
serafita
პოსტი Jul 19 2007, 03:12 PM
პოსტი #57


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 171
რეგისტრ.: 15-May 07
წევრი № 1,913



''მიწურვილ იყო ზაფხული , ქვეყნად ამოსვლა მწვანისა,
ვარდის ფურცლობის ნიშანი , დრო მათი პაემანისა''

რა კარგია, არა?! smile.gif smile.gif


--------------------
''უფალი ნათელ ჩემდა და მაცხოვარ ჩემდა; ვისა მეშინოდის''
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jul 19 2007, 05:50 PM
პოსტი #58


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 30,417
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



ციტატა(perikardi @ Jul 19 2007, 03:37 PM) *

გუშინ არტ-გენზე "ანტიტყაოსნის" ავტორი შამუგია დავინახე, რამის მივედი და ვკითხე "დოქსოპულო დედა გყავს შენ?"


"ვეფხისტყაოსანმა" საუკუნეებს გაუძლო და იარსებებს სამყაროს არსებობასთან ერთად, რაც შეეხება შამუგიას და მის "შედევრს," აქედანვე განწირულნი არიან დავიწყებისთვის.. smile.gif


--------------------
"მემატიანე, ისტორიკოსი, პოეტი, სულის ბულბული, რომლის ნაწერებს ვერც ვერაფერს დააკლებ და ვერც ვერაფერს მიუმატებ".
--------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Ismail
პოსტი Jul 27 2007, 12:02 AM
პოსტი #59


სტუმარი ცოტა ხანისა
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,336
რეგისტრ.: 29-June 07
მდებარ.: Қырҭтәыла, Қарҭ
წევრი № 2,331



მე მინდა თქვენი ყურადღება გავამახვილო ერთ ფრიად საინტერესო და უცნაურ მოვლენაზე ვეფხისტყაოსანში. როგორც ვიცით, ვეფხისტყაოსანში, აბსოლუტურად ყველა სტროფი არის თექვსმეტმარცვლიანი
მაგალითად:

სხვა-გან იქს მი-სი გო-ნე-ბა მის-მან თა-ვი-სა წო-ნა-მან...
...
ი-ყო ა-რა-ბეთს როს-ტე-ვან, მე-ფე ღმრთი-სა-გან სვი-ა-ნი...

მოკლედ, ყველა ტაეპი 16 მარცვლისგან შედგება

ვეფხისტყაოსნის 1500-ზე მეტი სტროფიდან გამონაკლისია მხოლოდ ერთი (!!!)
მხოლოდ ერთ სტროფშია 20 მარცვლიანი ტაეპები. ეს სტროფი ასე ჟღერს:

შეკ-რა წი-თე-ლი ა-სი ა-თა-სი პი-რად მზე-მან და ტა-ნად სა-რო-მან,
სამასი თავი სტავრა ატლასი უხვმან, ნიადაგ მიუმცდარომან,
სამოცი თვალი ლალ-იაგუნდი ფერად მართ ვითა მიუმხვდარომან.
კაცი გაგზავნა ნაზირისასა, ესე ყველაი მის წილ არო მან.


ეს სტროფი არის თავში "დათხოვა ავთანდილისა როსტევან მეფესთანა და ვაზირის საუბარი" და ასახავს ავთანდილის მიერ ვაზირისათვის ძღვენის გაგზავნას.
საინტერესოა, რატომ გააკეთა ერთი ასეთი უცნაური გამონაკლისი შოთამ? 1500-ზე მეტი სტროფიდან მაინცდამაინც ეს ერთი სტროფი რატომაა 20 მარცვლიანი?
თქვენ არ გაინტერესებთ? მე მაინტერესებს, თან ძალიან.
რაღაც მეეჭვება, რომ შოთას ამ სტროფში გადმოცემული აზრის გადმოცემა 16 მარცვლიან სტროფში არ შეძლებოდა.
იქნებ შოთამ ცოტა გართობა გადაწყვიტა და იმიტომ გააკეთა ეს? rolleyes.gif ანუ უბრალოდ ერთი ხალისიანი ექსპერიმენტი ჩაატარა?
ჰა? თქვენ რას ფიქრობთ?
___________________________________________________________

P.S. რა გამაოგნებელია ვეფხისტყაოსანი!!!

ამ ფაქტზე ცალკე თემაც უნდა გავაკეთო!!!

დაწერეთ რა თქვენი აზრი (თუ დაპოსტეთ, თუ რაც ქვია, რავი ახალი ვარ ამ ფორუმზე) tongue.gif e025.gif


--------------------
...And it's hard to hold a candle
In the cold November rain...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მაკუნა
პოსტი Jul 27 2007, 12:07 AM
პოსტი #60


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 4,495
რეგისტრ.: 18-March 07
წევრი № 1,409



ციტატა(Ismail @ Jul 27 2007, 01:02 AM) *


იქნებ შოთამ ცოტა გართობა გადაწყვიტა და იმიტომ გააკეთა ეს? rolleyes.gif ანუ უბრალოდ ერთი ხალისიანი ექსპერიმენტი ჩაატარა?
ჰა? თქვენ რას ფიქრობთ?
___________________________________________________________

P.S. რა გამაოგნებელია ვეფხისტყაოსანი!!!

ამ ფაქტზე ცალკე თემაც უნდა გავაკეთო!!!

დაწერეთ რა თქვენი აზრი (თუ დაპოსტეთ, თუ რაც ქვია, რავი ახალი ვარ ამ ფორუმზე) tongue.gif e025.gif

რა გართობა კაი რა...
ეს ყველაზე უსაფუძვლო და სუსტი არგუმენტია რაც კი მომისმენია ამ თემასთან დაკავშირებით!
პ.ს. ამ თემაზე აქაც შეიძლება საუბარი
პ.პ.ს. იმედია არ მიწყენ wink.gif


--------------------
ყველას უნდა მთის მწვერვალზე ცხოვრება, თუმცა ჭეშმარტი ბედნიერება სწორედ იმაშია, თუ როგორ ადიხარ ციცაბო ფერდობზე...

ადამიანს უფლება აქვს უყუროს მეორეს ზემოდან ქვემოთ იმ შემთხვევაში, როდესაც მას წამოდგომაში ეხმარება...

არც ერთი ადამიანი არ იმსახურებს შენს ცრემლებს, ხოლო ვინც იმსახურებს ის არასოდეს აგატირებს...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

10 გვერდი V < 1 2 3 4 5 > » 
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 19th August 2018 - 02:00 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი