IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

5 გვერდი V « < 3 4 5  
Reply to this topicStart new topic
> კითხვები და თხოვნები, განყოფილების თემატიკიდან გამომდინარე
A.V.M
პოსტი May 27 2013, 08:55 PM
პოსტი #81


მადლობა ამ ფორუმს!
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 13,742
რეგისტრ.: 14-June 11
მდებარ.: ფორუმს გარეთ
წევრი № 11,203



გორგასალი
მე და შენ რომ ვილაპარაკოთ არგუმენტირებულად არ გინდა?


--------------------
აბა ჰე და აბა ჰო!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
გორგასალი
პოსტი May 27 2013, 10:59 PM
პოსტი #82


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 4
რეგისტრ.: 27-May 13
წევრი № 13,172



ციტატა(A.V.M @ May 27 2013, 08:55 PM) *

გორგასალი
მე და შენ რომ ვილაპარაკოთ არგუმენტირებულად არ გინდა?


biggrin.gif მე რა ვიცი შენ რომ გეკამათო ამ საკითხზე smile.gif

დავიჯერო არავის არასოდეს არ უსაუბრია ამ საკითხზე? ( საეკლესიო პირებს ვგულისხმობ )
ჰმმმ smile.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
A.V.M
პოსტი May 28 2013, 09:48 PM
პოსტი #83


მადლობა ამ ფორუმს!
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 13,742
რეგისტრ.: 14-June 11
მდებარ.: ფორუმს გარეთ
წევრი № 11,203



გორგასალი
სავალდებლოა რაღაც ციტატები ვაკოპიროდ?
ავდგეთ და განვიხილოთ რომელმა სასულიერო პირმა , როდის რა თქვა ...


--------------------
აბა ჰე და აბა ჰო!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
გორგასალი
პოსტი May 28 2013, 11:06 PM
პოსტი #84


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 4
რეგისტრ.: 27-May 13
წევრი № 13,172



კარგი მაშინ მე მოვიყვან ცნობილ მოსაზრებებს ( ახლა ვკითხულობ ვიქტორ ნოზაძის "ვეფხისტყაოსნის ღმრთისმეტყველება"-ს არ ვიცი რამდენად შეესაბამება საეკლესიო(მართმადედებულ) შეხედულებას "ვეფხისტყაოსნის" შესახებ, მაგრამ სამწუხაროდ მხოლოდ ეს მოვძებნე რომელიც უპირისპირდება იმ მოსაზრებას : თითქოსდა ეკლესია "ვეფხისტყაოსანს" უპირისპირდებოდა).

მოდით საქმეზე გადავიდეთ ( კარგი იქნება თუ სხვა მომხმარებლებიც მიიღებენ ამ საკითხში მონაწილეობას).

1) ყველაზე გავრცელებული არის მოსაზრება რომლის მიხედვითაც ეკლესიამ (ეკლესიის წარმომადგენლებმა) "auto da fe" გამოუცხადა "ვეფხისტყაოსანს" დააწვევინა წიგნები, ზოგი მათგანი დაახევინა და მდინარე "მტკვარში" გადააყრევინა. მოკლედ ეს არის ერთ ერთი პირველი რაც შემხვდა როდესაც ამ საკითხით დავინტერესდი. თუმცა აქვე აღსანიშნავია რომ ამის დასადასტურებელი მტკიცებულება არ არსებობს. მაინტერესებს რა დამოკიდებულება აქვს ეკლესიას ამ საკითხთან მიმართებაში.

მაგრამ აქვე გასათვალისწინებელია იმ მღვდლების დამოკიდებულება რომლებმაც თითქოსდა "auto da fe" გამოუცხადეს "ვეფხისტყაოსანს". (მხედველობაში მყვანან : კათოლიკოს ანტონ პირველი და ტიმოთე მთავარ ეპისკოპოსი)

იქნებ მითხრათ როგორია ეკლესიის დამოკიდებულება ამ საკითხთან smile.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
afxazi
პოსტი May 29 2013, 04:09 PM
პოსტი #85


დავითი
***

ჯგუფი: სენატის თავმჯდომარე
პოსტები: 8,813
რეგისტრ.: 7-March 07
წევრი № 1,291



გორგასალი
ციტატა
არგი მაშინ მე მოვიყვან ცნობილ მოსაზრებებს ( ახლა ვკითხულობ ვიქტორ ნოზაძის "ვეფხისტყაოსნის ღმრთისმეტყველება"-ს არ ვიცი რამდენად შეესაბამება საეკლესიო(მართმადედებულ) შეხედულებას "ვეფხისტყაოსნის" შესახებ, მაგრამ სამწუხაროდ მხოლოდ ეს მოვძებნე რომელიც უპირისპირდება იმ მოსაზრებას : თითქოსდა ეკლესია "ვეფხისტყაოსანს" უპირისპირდებოდა).

მოდით საქმეზე გადავიდეთ ( კარგი იქნება თუ სხვა მომხმარებლებიც მიიღებენ ამ საკითხში მონაწილეობას).

1) ყველაზე გავრცელებული არის მოსაზრება რომლის მიხედვითაც ეკლესიამ (ეკლესიის წარმომადგენლებმა) "auto da fe" გამოუცხადა "ვეფხისტყაოსანს" დააწვევინა წიგნები, ზოგი მათგანი დაახევინა და მდინარე "მტკვარში" გადააყრევინა. მოკლედ ეს არის ერთ ერთი პირველი რაც შემხვდა როდესაც ამ საკითხით დავინტერესდი. თუმცა აქვე აღსანიშნავია რომ ამის დასადასტურებელი მტკიცებულება არ არსებობს. მაინტერესებს რა დამოკიდებულება აქვს ეკლესიას ამ საკითხთან მიმართებაში.

მაგრამ აქვე გასათვალისწინებელია იმ მღვდლების დამოკიდებულება რომლებმაც თითქოსდა "auto da fe" გამოუცხადეს "ვეფხისტყაოსანს". (მხედველობაში მყვანან : კათოლიკოს ანტონ პირველი და ტიმოთე მთავარ ეპისკოპოსი)

იქნებ მითხრათ როგორია ეკლესიის დამოკიდებულება ამ საკითხთან


ამ საკითხს მეც ვარ გაცნობილი და უნდა ითქვას, რომ არაერთგვაროვანი დამოკიდებულებაა. ის, რომ ანტონმა ვეფხისტყაოსნის ის პირველი გამოცემის ყველა ტომი დააწვევინა არაერთი ადამიანის ცნობით ვიცით, თუმცა ყველა ეს ადამიანი მოგვიანო პერიოდის მოღვაწეა და მათ შორის არავინ არის უშუალო თვითმხილველი, ეს ფაქტია. ის აზრი, რომ ანტონი სათავეში უდგა რადიკალურ ჯგუფს, რომელთაც თითქოს ვეფხისტყაოსნის ყველა ეგზემპლარი დაწვეს უფრო არარეალური ჩანს. ყოველშემთხვევაში ანტინი არ იქნებოდა ამის არც მომხრე და არც ინიციატორი, რადგან მისი მოღვაწეობა და შეხედულებები აბსოლუტურად განსხვავებულია ასეთი მიდგომისგან, მეტიც, ის თავად არაერთ ადგილას იყენებს ციტატებს ვეფხისტყაოსნიდან და მათ მაღალ შეფასებებს აძლებს. მის წინააღმდეგ იმ ფრაზას იყენებენ, როცა მან შოთა რუსთაველის შესახებ თქვა, რომ ის კარგი ღვთისმეტყველი იქნებოდა ფუჭად რომ არ დახარჯულიყოო. არადა ამ ციტატას სრულიად სხვა გააზრება აქვს და სხვა მნიშვნელობითაა ნათქვამი.

რაც შეეხება ზოგადად ეკლესიურ დამოკიდებულებას, ცხადია ამ ფაქტს, თუ ის მოხდა საერთოდ (მე არ მჯერა რომ მოხდა), ვერ განვაზოგადებთ და ვერ ვიტყვით, რომ ეკლესიას რადიკალური მიდგომა აქვს ამ ძეგლისადმი, უფრო პირიქით არის ცხადია და ეს ბუნებრივიცაა.


--------------------
სათნოება თვითკმარია ბედნიერებისთვის

კლიმენტი ალექსანდრიელი


User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
A.V.M
პოსტი May 29 2013, 10:11 PM
პოსტი #86


მადლობა ამ ფორუმს!
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 13,742
რეგისტრ.: 14-June 11
მდებარ.: ფორუმს გარეთ
წევრი № 11,203



მეც დავწერ ცოტა მოგვიანებით ...


--------------------
აბა ჰე და აბა ჰო!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
A.V.M
პოსტი May 31 2013, 02:56 AM
პოსტი #87


მადლობა ამ ფორუმს!
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 13,742
რეგისტრ.: 14-June 11
მდებარ.: ფორუმს გარეთ
წევრი № 11,203



ამ საკითხში აბსოლიტურად ეთანხმება ჩემი პოზიცია დეკანოზ ლევან მათეშვილის აზრზს , იმიტომ რომ :
1– კრეტინიზმია შეეწინააღმდეგო ვეფხისტყაოსანს და მისი აღმოფხვრა გინდოდეს .
2–უფრო კრეტინიზმია ის აზრი , რომ ეკლესია როდესმე და რაიმე ფორმით ეწინააღმდეგებოდა ამ გენიალურ ნაწარმოებს .

ეს ცილისწამება კომუნისტურ პერიოდში გავრცელდა და ძალიან ვწუხვარ რომ დღესაც აქვს მოკიდებული საზოგადოებაში ფეხი . მახსენდება დეკანოზ დავით ისაკაძის სტუმრობა უცნობთან და ის ,,კონსესუსი'' რომელიც იქ შედგა :
,,კათალიკოსი რომელიც წვავდა და დევნდა ვეფხისტყაოსანს იყო ანტონი და არა კირიონი . ''

აფხაზმაც აღნიშნა , რომ ყველა ის ინფორმაცია , რაც კი მოწოდებულია ანტონის მიერ ვეფხისტყაოსნის მდევნელობაზე არის მისი მოღვაწეობის შემდგომი დროს დაწერილი და ვერ მივიღებთ უეჭველ ჭეშმარიტებას , მით უმეტეს , რომ ანტონი , როგორც ფილოლოგი , რადიკალურად განსხვავებულად მოქმდებდა მისი ცხოვრების მანძილზე .

კომუნისტურ პერიოდში რომ ვრცლდებოდა ცრუ ინფორმაციები , ამის შესახებ , ეს გასაგებია . მაგრამ საინტერესოა დღეს რა გვაძალებს რომ ამგვარი დეზინფორმაციები ვავრცელოთ?
ვფიქრობ ის , რომ საზოგადოების გარკვეულ წრეებში მიღებულია აზრი ანტონ პატრიარქის კათოლიკეობის შესახებ . და ხალხს იმდენად უნდა რომ შეურაცხყონ , ჩრდილი მიაყენონ , დაამდაბლონ იგი , რომ ხაზს უსვამენ მის მიერ სხვა , დადებითად შესრულებულ საქმეებს . ამის საფუძველს კი აძლევთ ანტონის შემდეგი ფრაზა : ,,რუსთაველი ამაოდ დაშვრა . '' რომელიც კონტქსტიდანაა ამოგეჯილი .

ვფიქრობ იმ ხალხს , ვისაც ეს ფაზა აქვთ ხელზე დახვეული , საერთოდ არ აწვთ წაკითხული თუ რა კონტექსტშია მოხმობილი . თქვენის ნებათვით , კიდევ ერთხელ გაგახსენებთ , თუ რას წერს კათალიკოსი აქამდე შოთა რუსთაველზე :

,,დიდი პირიტიკოსი , დიდი რიტორი , დიდი სიტყვათა გამომთქმელი , დიდი ღვთისმეტყველი და.ა.შ მაგრამ იგი ამაოდ დაშვრაო . ''

ეს ფრაზა თავად ნაწარმოების პროლოგს მიემართება და არა ,,მდევნელ–დამწველობას . ''
ია რას წერს შოთა მიჯნურობაზე :

,,ვთქვა მიჯნურობა პირველი და ტომი გვართა ზენათა,

ძნელად სათქმელი, საჭირო გამოსაგები ენათა,

იგია საქმე საზეო, მომცემი აღმაფრენათა;

ვინცა ეცდების, თმობამცა ჰქონდა მრავალთა წყენათა.''


ახლა უყურეთ მე რას ვშვებიო:
,,ვთქვენ ხელობანი ქვენანი, რომელნი ხორცთა ჰხვდებიან''


აა...ბატონო . თვითონ წერს , რომ საღვთო სიყვარული პირველიაო , აღმატებულიო , მე კიევ უფრო მდარეზე , უფრო ქვედაზე ვწერო .
სხვა რამე თქვა ანტონმა ? არა .
შოთა ნასწავლი , მორწმუნე , განათლებული და.ა.შ კაცი იყოო , შეეძლო დაეწერა უაღმატებულესზეო , მაგრამ დაწერა უფრო მდარეზეო რითაც ამაოდ დაშვრაო .

რაც შეეხება ეპისკოპოს ტიმოთე გაბაშვილს . თავიდანვე უნდა უარვყოთ რო მას რაღაც უარყოფითი დამოკიდებულება ჰქონდა შოთაზე , მტერი იყო ვეფხისტყაოსნის და.ა.შ ამას ისიც აბათილებს , რომ სწორედ მის მიერ მოწოდებული ცნობებით მოხდა იმ ფრესკის აღოჩენა , რომელიც პალესტინაშია . ხოლო მის მიერ გამოთქმული აზრი : ,,შოთას სწავლებით განირყვნა ერი ჩვენი . '' არის პირადი აზრი . ზოგს შეიძლება ვეფხისტყაოსანი ეგონა გამრყვნელად , ზოგს შეიძლება უნათლავი ჩვილები ეგონოს რომ ჯოჯოხეთში მოხვდება , ზოგს რა და ზოგს რა . მაგრამ ეს ყოველივე არის პირადი აზრი და არა ეკლესიის დამოკიდებულება !

ვინმე თუ წარმომიდგენ სხვა დოკუმენტურ მასალას , საიდანაც ამ ორი (ან თნდაც სხვა ) სასულიერო პირის აზრია გამოთქმული ამ საკითხის შესახებ , იმაზე გესაუბრებით .


--------------------
აბა ჰე და აბა ჰო!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
G_saxva
პოსტი May 31 2013, 11:26 AM
პოსტი #88


I n t e r n e t
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 4,913
რეგისტრ.: 11-March 13
მდებარ.: i n t e r n e t
წევრი № 13,010



რა განხსავებაა კათოლიკურ და მართლმადიდებლურ ჯვარს შორის? არ ვიცი და მაინტერესებს რითი განსხავდება? ჯვარი ხომ ჯვარი აკურთხებ და მართლმადიდებლური იქნება. biggrin.gif


--------------------
და მეცხრესა ოდენ ჟამსა ჴმა-ყო იესუ ჴმითა დიდითა და თქუა: ილი, ილი! ლიმა საბაქთანი? ესე არს: ღმერთო ჩემო, ღმერთო ჩემო! რაჲსათჳს დამიტევე მე?


კაცი პატივსა შინა იყო და არა გულისხმა-ყო, ჰბაძვიდა იგი პირუტყუთა უგუნურთა და მიემსგავსა მათ.

----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
A.V.M
პოსტი May 31 2013, 11:44 AM
პოსტი #89


მადლობა ამ ფორუმს!
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 13,742
რეგისტრ.: 14-June 11
მდებარ.: ფორუმს გარეთ
წევრი № 11,203



G_saxva
დაგიწერე უკვე და მოძღვრის განყოფილებაში ნუ პოსტავ , თორემ ჩემთან ,,ზემლიაკობა'' არ ჭრის . ესც განსხვავებული თემაა და აქაც ნუ აოფებ . kiss1.gif


--------------------
აბა ჰე და აბა ჰო!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
G_saxva
პოსტი May 31 2013, 11:52 AM
პოსტი #90


I n t e r n e t
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 4,913
რეგისტრ.: 11-March 13
მდებარ.: i n t e r n e t
წევრი № 13,010



ციტატა(A.V.M @ May 31 2013, 11:44 AM) *

G_saxva
დაგიწერე უკვე და მოძღვრის განყოფილებაში ნუ პოსტავ , თორემ ჩემთან ,,ზემლიაკობა'' არ ჭრის . ესც განსხვავებული თემაა და აქაც ნუ აოფებ . kiss1.gif

ჯვარცმაზე არ ვამბობ ჩვეულებრივ ჯვარზე ვამბობ. საქმე გავაადვილე მოძღვარიც აღარ შეწუხდება და სწრაფათაც გავაგებინეთ კითხვის ავტორს პასუხი. biggrin.gif


--------------------
და მეცხრესა ოდენ ჟამსა ჴმა-ყო იესუ ჴმითა დიდითა და თქუა: ილი, ილი! ლიმა საბაქთანი? ესე არს: ღმერთო ჩემო, ღმერთო ჩემო! რაჲსათჳს დამიტევე მე?


კაცი პატივსა შინა იყო და არა გულისხმა-ყო, ჰბაძვიდა იგი პირუტყუთა უგუნურთა და მიემსგავსა მათ.

----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
თინანო
პოსტი Mar 6 2016, 08:26 PM
პოსტი #91


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 1
რეგისტრ.: 6-March 16
წევრი № 14,363



სასწრაფოდ! იყიდება იაფად ხბოს ტყავში ჩასმული "ვეფხისტყაოსანი" რომელიც გამოცემულია XIX-XX საუკუნეების მიჯნაზე, და დასურათებული მიხაი ზიჩის მიერ. რეცენზიები ეკუთვნის დავით კრიჭაშვილს. ეს არის საკოლექციო გამოცემა. გთხოვთ ვინც რეალურად იცით მისი ფასი და იცით რას წარმოადგენს ეს წიგნი, უმორჩლესად გთოვთ დამეხმარეთ მის გაყიდვაში, გაყიდული თანხიდან გპირდებით 10% საჩუქრად. სასწრაფოდ გვჭირდება თანხა შვილის სამედიცინო გამოკვლევისთვის! (დამიკავშირდით ტელეფონზე 577187199)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

5 გვერდი V « < 3 4 5
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 18th October 2018 - 04:50 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი