IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

30 გვერდი V « < 25 26 27 28 29 > »   
Reply to this topicStart new topic
> რელიგიური მსოფლიო,სიახლენი,აზრები..., ფაქტი და კომენტარი
sanfol
პოსტი Dec 2 2014, 02:37 PM
პოსტი #521


მშვიდობისმყოფელი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,068
რეგისტრ.: 19-October 14
წევრი № 13,848



ციტატა
"კონფლიქტის მსხვერპლთა გამო დაღვრილი ცრემლი მოგვიწოდებს ვიჩქაროთ კათოლიკეებსა და მართლმადიდებლებს შორის შერიგების გზაზე. როგორ შევასრულებთ მშვიდობის შესახებ ქრისტეს მოწოდებას, თუკი ჩვენს შორის კვლავაც უთანხმოებაა?", - განაცხადა რომის პაპმა.

ალბათ ანათემის გაუქმება იგულისხმა მაგრამ ეგ ხომ 19 საუკუნეში გაუქმდა? შერიგებულები არა ვართ? თუ კათოლიკეობა მწვალებლობათ ითვლება კიდე ჩვენთვის? და პირიქით რა ვითარებაა კათოლიკეებისთვის ვინ ვართ?


--------------------
მშვიდობა თქვენდა
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
A.V.M
პოსტი Dec 2 2014, 10:46 PM
პოსტი #522


მადლობა ამ ფორუმს!
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 13,742
რეგისტრ.: 14-June 11
მდებარ.: ფორუმს გარეთ
წევრი № 11,203



G_saxva
წირვაში მონაწილეობის მიღებაში , მხოლოდ დასწრება იგულისხმება .

sanfol
კონსტანტინოპოლსა და რომის საპატრიარქოს შორის , მოხდა განხეთქილება და ეს ორი ეკლესია , გამოეყო ერთმანეთს . სქიზმა მოხდა მხოლოდ ამ ორ ეკლესიას შორის , იდიოტური მიზეზების გამო და ჩვენ , მასში ჩართული ვიყავით კონსტანტინოპოლის მხრიდან და არა იმიტომ რომ უშუალოდ ჩვენ მოგვივიდა უთანხმოება მათთან .
პაპიზმი კვლავ რჩება მწვალელობად და ეს მუდამ ასე იქნება , ამის გამოა სწორედ რომ ევქარისტიული ერთობა ვერ შედგება ვერასდროს , თუმცა ეს არ ნიშნავს იმას , რომ დოქსოლოგიაში მონაწილეობაში შეუშალოს ხელი იმ ეკლესიებს , რომელთა შორისაც მოხდა სქიზმა .


--------------------
აბა ჰე და აბა ჰო!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
sanfol
პოსტი Dec 3 2014, 12:54 AM
პოსტი #523


მშვიდობისმყოფელი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,068
რეგისტრ.: 19-October 14
წევრი № 13,848



A.V.M
კათოლიკეობა პაპიზმს ნიშნავს? ვინც მართლმადიდებლობას გამოეყო ისინი ქრისტიანები არიან თუ მწვალებლები?

და კიდევ ერთი შეკითხვა რას ნიშნავს ძველ მართლმადიდებლები? რა განსხვავებაა ჩვენსა და მათ შორის?


--------------------
მშვიდობა თქვენდა
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
G_saxva
პოსტი Dec 3 2014, 09:11 AM
პოსტი #524


I n t e r n e t
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 4,913
რეგისტრ.: 11-March 13
მდებარ.: i n t e r n e t
წევრი № 13,010



A.V.M
ციტატა
წირვაში მონაწილეობის მიღებაში , მხოლოდ დასწრება იგულისხმება .

ახლა უკვე გასაგებია biggrin.gif


--------------------
და მეცხრესა ოდენ ჟამსა ჴმა-ყო იესუ ჴმითა დიდითა და თქუა: ილი, ილი! ლიმა საბაქთანი? ესე არს: ღმერთო ჩემო, ღმერთო ჩემო! რაჲსათჳს დამიტევე მე?


კაცი პატივსა შინა იყო და არა გულისხმა-ყო, ჰბაძვიდა იგი პირუტყუთა უგუნურთა და მიემსგავსა მათ.

----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
soso-svani
პოსტი Dec 26 2014, 11:50 PM
პოსტი #525


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 8
რეგისტრ.: 26-December 14
წევრი № 13,954



ციტატა(sanfol @ Dec 3 2014, 12:54 AM) *

A.V.M
კათოლიკეობა პაპიზმს ნიშნავს? ვინც მართლმადიდებლობას გამოეყო ისინი ქრისტიანები არიან თუ მწვალებლები?

და კიდევ ერთი შეკითხვა რას ნიშნავს ძველ მართლმადიდებლები? რა განსხვავებაა ჩვენსა და მათ შორის?

შემინდეთ sad.gif კათოლიკე საყოველთაოს ნიშნავს და ეს ტერმინი მათ მიიტაცეს როცა სქიზმა მოხდა სინამდვილეში კათოლიკე ანუ საყოველთაო არის მართლმადიდებლური. ძველი და ახალი მართლმადიდებელი ერთიდაიგივეა ჭეშმარიტება უცვლელი და ერთია მაგრამ პირველ ქრისტიანენი უფრო მხურვალე მორწმუნენი იყვნენ ვიდრე ჩვენ.
ხოლო ვინც მართლმადიდებლობას გამოეყო ანუ ჭეშმარიტებას უღალატა მატ ეკლესია აბსოლიტურად სამართლიანად უწოდებს მწვალებლებს mellow.gif შენდობას ვითხოვ კიდევერთხელ!

ციტატა(sanfol @ Dec 3 2014, 12:54 AM) *

A.V.M
კათოლიკეობა პაპიზმს ნიშნავს? ვინც მართლმადიდებლობას გამოეყო ისინი ქრისტიანები არიან თუ მწვალებლები?

და კიდევ ერთი შეკითხვა რას ნიშნავს ძველ მართლმადიდებლები? რა განსხვავებაა ჩვენსა და მათ შორის?

სხვათაშორის ამ კითხვებზე შესანიშვავ პასუხებს იძლევა ჯემალ ქარჩხაძე თავის ვრცელ მაწარმოებში ''ანტონიო და დავითი''
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
A.V.M
პოსტი Dec 27 2014, 09:32 PM
პოსტი #526


მადლობა ამ ფორუმს!
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 13,742
რეგისტრ.: 14-June 11
მდებარ.: ფორუმს გარეთ
წევრი № 11,203



soso-svani
ციტატა

სხვათაშორის ამ კითხვებზე შესანიშვავ პასუხებს იძლევა ჯემალ ქარჩხაძე თავის ვრცელ მაწარმოებში ''ანტონიო და დავითი''

დიდი ბოდიში ქარჩხაძესთან . როდესაც ,,ქარავანის'' ან ,,იგის'' წაკითხვა მომინდება , აუცილებლად კიდევ ერთხელ დავუბრუნდები მას , მაგრამ საღვთისმეტყველო თემებზე საუბრისას , მისკენ რომ გავიხეო , მაგრად ,,მივქარავ''.


--------------------
აბა ჰე და აბა ჰო!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
შანკარა
პოსტი Jan 6 2015, 11:12 AM
პოსტი #527


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 51
რეგისტრ.: 22-February 14
წევრი № 13,586



ქრისტიანული (მართლმადიდებლური) რეპრესიები ელინების („წარმართების“) წინააღმდეგ:

ახ. წ. 150-250 წლებში წარმართმა იმპერატორებმა და მათთან დაკავშირებულმა რეაქციონერებმა განიზრახეს ახალი რელიგიის შექმნა, რომელიც დასაღუპად განწირულ რომის იმპერიას დაღუპვისგან იხსნიდა. მათ აიღეს იუდაიზმი, საშინლად დაამახინჯეს იგი როგორც აწყობდათ, აიღეს აგრეთვე ეგვიპტური, ბაბილონური, ბერძნული, სპარსული, ქანაანური, ფინიკიური, შუმერული, ასურული და აქადური მითოლოგიიდან ცალკეული ელემენტები, ეს ყველაფერი ერთმანეთში კარგად აურიეს და საბოლოოდ რაც მიიღეს, ის იყო – ორთოდოქსული ანუ მართლმადიდებლური იუდეო-ქრისტიანობა.
ახ. წ. – ით 314 წელს ქრისტიანობის სრული ლეგალიზაციის შემდეგ მყისიერად, ქრისტიანული მართლმადიდებლური ეკლესია თავს ესხმის წარმართებს: ანკირის საბჭო კრძალავს და ერესად აცხადებს ქალღმერთი არტემიდას თაყვანისცემას. არტემიდას თაყვანისმცემლებს მთელ იმპერიაში დევნიან და ხოცავენ. ეს იყო მართლმადიდებლური ფუნდამენტალისტური პლუტოკრატიის დასაწყისი.
ახ. წ – ით 325 წელს რომის ფანატიკოსმა იმპერატორმა კონსტანტინემ პოლიტიკანურ-მარგინალური განზრახვით ქალაქ ნიკეაში მოიწვია და შეკრიბა დოგმატიკოს-ბუკვალისტი ანუ მართლმადიდებელი ორთოდოქსი ფანატიკოსები, ორთოდოქსი რელიგიური იერარქები, რეაქციონერები, თეოკრატები. კონსტანტინემ „ორთოდოქსებთან“ დადო სისხლიანი ხელშეკრულება, იმპერატორმა მათ პოლიტიკური, ფულადი და სამხედრო დახმარება და მხარდაჭერა აღუთქვა გნოსტიკოსთა წინააღმდეგ ბრძოლაში, დაჰპირდა, რომ დაეხმარებოდა გნოსტიკოსთა განადგურებაში, ხოლო „ორთოდოქსებმა“ ქედი მოიხარეს იმპეერატორის წინაშე და ის ჭეშმარიტ მეუფედ და ლეგიტიმურ ლიდერად აღიარეს. გნოსტიკური ქრისტიანობა გამოცხადდა „ერესად და მწვალებლობად“, ხოლო გნოსტიკოსები „ერეტიკოსებად და გნოსტიკოსებად“. დაკანონდა გნოსტიკოსთა სიკვდილით დასჯა. რომაელმა ჯარისკაცებმა იმპერიის მასთაბით დაიწყეს გნოსტიკოსთა დევნა და ხოცვა-ჟლეტა. დაიღუპა ათასობით გნოსტიკოსი.
ახ. წ. – ით 326 წელს იმპერატორი კონსტანტინე რომის იმპერიის ერთადერთ ოფიციალურ რელიგიად აცხადებს ქრისტიანობას. ის აუქმებს აპოლონის ქურუმთა საძმოს და სიკვდილამდე აწამებს აპოლონის ქურუმებს. ის აგრეთვე ასახლებს წარმართებს ატოსიდან და ანადგურებს ადგილობრივ წარმართულ ტაძრებს.
ახ. წ. – ით 326 წელს მიჰყვება რა საკუთარი დედის ელენას ინსტრუქციებს, ანადგურებს მედიცინის ღმერთის ასკლეპიოსის ტაძარს კილიკიაში და ქალღმერთი აფროდიტას ტაძრებს იერუსალიმში და ა.შ.
ახ. წ. – ით 330 წელს კონსტანტინე იპარავს ქანდაკებებს და საგანძურს საბერძნეთის წარმართული ტაძრებიდან, რათა შეამკოს ახალი რომი (კონსტანტინოპოლი), თავისი იმპერიის ახალი დედაქალაქი.
ახ. წ. – ით 335 წელს კონსტანტინე ანადგურებს წარმართულ ტაძრებს მცირე აზიასა და პალესტინაში და ბრძანებს ჯვარს აცვან „წარმართი მაგები და წინასწარმეტყველები“. ნეოპლატონიკოსი ფილოსოფოსი სოპატროსი წამებით კვდება მართლმადიდებელთა ხელით.
ახ. წ. – ით 337 წელს საქართველოში შემოდის მართლმადიდებელი ფანატიკოსი პროზელიტი გოგონა – ნინო. ფანატიკოსი ნინო მარგინალური ხრიკებით აცურებს საქართველოს მეფეს, საქართველოს მეფე მირიანი ტყუვდება და ხდება ახალი რელიგიის პირველი ქართველი მონა. მეფე ერთადერთ სახელმწიფო რელიგიად აცხადებს მართლმადიდებლურ ქრისტიანობას. ფანატიკოსი ნინო მეფის ჯარის აქტიური მხარდაჭერით საჯაროდ ქადაგებს ახალ რელიგიას. ყველა „წარმართ“ ქართველს ვინც უარს აცხადებს ახალი რელიგიის მიღებაზე, აწამებენ და ხოცავენ. საქართველოს მოსახლეობის ნახევარი, რომელიც უარს ამბობს ქრისტიანობის მიღებაზე მასობრივად იჟლიტება და იხოცება მეფის ჯარის მიერ. ნადგურდება „წარმართული“ ტაძრები და კულტურის ძეგლები. ძველი ქართული (იბერიული) „წარმართული“ რელიგიური ხელნაწერების 99%-ი ნადგურდება ფანატიკოსების მიერ. ქრისტიანი ფანატიკოსები კრძალავენ ძველ „წარმართულ“ ქართულ (იბერიულ) კალენდარს და მას ანაცვლებენ ქრისტიანული კალენდრით. საქართველოს მართლმადიდებლურმა ეკლესიამ ძველი „წარმართი“ მეფეები (მათ შორის კოლხეთის მითიური მეფე აიეტი, მზის ტიტან ჰელიოსის ძე) ერეტიკოსებად გამოაცხადა და ანათემას გადასცა. ქრისტიანები აცხადებენ, რომ ქართველები როგორც ერი შექმნა ფანატიკოსმა ნინომ და რომ მანამდე მთელი საქართველო ეშმაკებს ეთაყვანებოდა და სულიერ სიბნელეში ცხოვრობდა. ანათემას გადაეცა ყველა „წარმართული“ ღვთაება, მათ შორის კოლხეთის მითიური მეფე აიეტის მამა და გრძნეული პრინცესა მედეას ბაბუა – მზის ტიტანი ჰელიოსი. კოლხ მედეას აცხადებენ ეშმაკეულ ჯადოქრად და ბნელეთის მოციქულად.
ახ. წ. – ით 341 წელს იმპერატორი კონსტასიუსი, კონსტანტინეს ძე, დევნის „ყველა წინასწარმეტყველსა და ელინისტს“. ელინებიდან მრავალი ან ციხეშია ან წამებით მოკლული.
ახ. წ. – ით 346 წელს იწყება წარმართების ახალი მასშტაბური დევნა კონსტანტინოპოლში. ქალაქიდან აგდებენ ცნობილ ორატორ ლიბანიუსს, რომელსაც ბრალი ედება „მაგიაში“.
ახ. წ. – ით 353 წელს იმპერატორი კონსტანციუსი ბრძანებს სიკვდილით დაისაჯოს ყველა ადამიანი ვინც თაყვანსც სცემს წარმართულ ღმერთებს, სწირავს მსხვერპლს და ეთაყვანება „კერპებს“.
ახ. წ. – ით 354 წელს იმპერატორი კონსტანციუსი გამოსცემს ედიქტს, რომლის მიხედვითაც იხურება ყველა წარმართული ტაძარი. ზოგიერთი მათგანი შებილწულია და გადაქცეულია ბორდელებად ან კაზინოებად. წარმართ ქურუმებს ისრებით კლავენ. იმპერიის სხვადასხვა ქალაქებში პირველად წვავენ ბიბლიოთეკებს. ნადგურდება წარმართული ლიტერატურა.
ახ. წ. – ით 356 წელს კონსტანციუსის ახალი ედიქტით კანონდება წარმართული ტაძრების მოსპობა და ქურუმების და „კერპთაყვანისმცემლების“ ცოცხლად გამოფატრვა.
ახ. წ. – ით 357 წელს ყოველგვარი მკითხაობა და მათ შორის ასტროლოგიაც კანონგარეშედ ცხადდება და მათი პრაქტიკა სიკვდილით ისჯება.
ახ. წ. – ით 359 წელს სკიტოპოლისში მართლმადიდებელი ქრისტიანები აშენებენ პირველ სიკვდილის ბანაკებს მთელი იმპერიის მასშტაბით დაპატიმრებული წარმართების საწამებლად და სიკვდილით დასასჯელად.
ახ. წ. – ით 361 წლიდან 363 წლამდე ხდება რელიგიური ტოლერანტობისა და წარმართული კულტების აღდგენა, წარმართი იმპერატორის ფლავიუს კლავდიუს იულიანეს მიერ.
ახ. წ. – ით 363 წელს მართლმადიდებლები კლავენ იულიანე იმპერატორს (26 ივნისს).
ახ. წ. – ით 364 წელს იმპერატორი ფლავიუს იოანიუსი ბრძანებს ანტიოქიის ბიბლიოთეკის დაწვას. 11 სექტემბერს საიმპერატორი ბრძანებულების თანახმად სიკვდილით სჯიან ყველა წარმართს, რომლებიც მკითხაობენ და ეთაყვანებიან წინაპართა ღმერთებს. 4 თებერვალს, 9 სექტემბერს და 23 დეკემბერს, ცხადდება სამი ბრძანება, რომელთა თანახმად ხდება წარმართული ტაძრების ქონების კონფისკაცია და წარმართულ ცერემონიებში მონაწილე ადამიანების წამება და სიკვდილით დასჯა.
ახ. წ. – ით 365 წელს საიმპერატორო ბრძანებულება (17 ნოემბერს) უკრძალავს არმიის წარმართ ოფიცრებს ქრისტიანი ჯარისკაცების მეთაურობას.
ახ. წ. – ით 370 წელს ქრისტიანი იმპერატორი ვალენტი უკვეთავს მთელ აღმოსავლეთ იმპერიაში წარმართების მასობრივ დევნას. ანტიოქიაში მრავალ წარმართთა შორის, არიან ექს-გუბერნატორი ფიდუსტიუსი და მღვდლები ჰილარიუსი და პატრიკიუსი, რომლებიც სიკვდილით ისჯებიან. აღმოსავლეთ იმპერიის ქალაქთა მოედნებზე დემონსტრაციულად წვავენ წარმართულ წიგნებს. იულიანე იმპერატორის მეგობრებს დევნიან (ორიბასიუსი, სალიუსტიუსი, პეგასიუსი და ა.შ.), ფილოსოფოს სიმონიდს ქრისტიანები ცოცხლად მარხავენ, ხოლო ფილოსოფოს მაქსიმეს თავს კვეთენ.
ახ. წ. – ით 372 წელს ქრისტიანმა იმპერატორმა ვალენტიმ მცირე აზიის გუბერნატორს უბრძანა გაენადგურებინა ელინები და მათი სიბრძნის დოკუმენტები.
ახ. წ. – ით 373 წელს გამოდის მკითხაობის ყველა ფორმის ახალი აკრძალვა. ტერმინი „წარმართი“ (პაგანი, სოფლის მოსახლეობა) შემოიღეს ქრისტიანებმა, რათა დაემცირებინათ წარმართები.
ახ. წ. – ით 375 წელს საბერძნეთში, ეპიდავრეში მედიცინის ღმერთის ასკლეპიოსის ტაძარს ხურავენ.
ახ. წ. – ით 380 წელს ქრისტიანები თავიანთ რელიგიას რომის ექსკლუზიურ რელიგიად აცხადებენ, ფლავიუს თეოდოსიუსის, ქრისტიანი იმპერატორის ბრძანებით, რომელიც ითხოვს რომ: „ყველა სხვადასხვა ხალხები, რომლებიც დამოკიდებული არიან ჩვენ მოწყალებაზე და შებრალებაზე, უნდა გახდნენ ქრისტიანული რელიგიის მიმდევრები, რომელიც რომაელებს ღვთაებრივმა მოციქულმა პეტრემ მოუტანა“. არაქრისტიანებს ეწოდებათ „გულისამრევები, ერეტიკოსები, ბრიყვები და ბრმები“. სხვა ბრძანებულებაში თეოდოსიუსი „გიჟებს“ უწოდებს იმათ ვისაც არ სწამს ქრისტიანული ღმერთის და კრძალავს საეკლესიო დოგმებში ყოველგვარ აზრთა სხვადასხვაობას. ამბროსიუსი, მედიოლანის ეპისკოპოსი იწყებს თავის მხარეში წარმართული ტაძრების ნგრევას. ქრისტიანი მღვდლები მიუძღვებიან ბრბოს ელევსინში დემეტრას ტაძრის წინააღმდეგ და ცდილობენ ლინჩის წესით გაასამართლონ ნესტორიუსის და პრიკუსის იეროფანტები. მთავრდება ელევსინური მისტერიები, ნესტორიუსის 95 წლის იეროფანტი აცხადებს რომ ფსიქიკური (მშვინვიერი) სიბნელე დომინირებს ადამიანურ რასაზე.
ახ. წ. – ით 381 წელს 2 მაისს ქრისტიანი იმპერატორი თეოდოსიუსი სამოქალაქო უფლებებს ართმევს იმ ქრისტიანებს, რომლებიც უბრუნდებიან წარმართულ რელიგიას. აღმოსავლეთ რომის იმპერიაში წარმართული ტაძრები და ბიბლიოთეკები ნადგურდება და იძარცვება. 21 დეკემბერს, თეოდოსიუსი კრძალავს ელინების ტაძრების უბრალო მონახულებასაც კი. კონსტანტინოპოლში ქალღმერთი აფროდიტას ტაძარი გადაქცეულია ბორდელად, ხოლო მზისა და არტემიდას ტაძრები საჯინიბოებად. თეოდოსიუს პირველის ბრძანებით მანიქევლებს ერთმევათ სამოქალაქო უფლებები და ქონება. კანონდება მანიქეველი ქრისტიანები საჯაროდ სიკვდილით დასჯა. ათასობით მანიქეველს მართლმადიდებელი ფანატიკოსები საჯაროდ აწამებენ და სიკვდილით სჯიან.
ახ. წ. – ით 384 წელს ქრისტიანი (მართლმადიდებელი) იმპერატორი თეოდოსიუსი პრეტორიის პრეფექტს, მატერნუს სინეგიუსს, ქრისტიანს, უბრძანებს ითანამშრომლოს ადგილობრივ ეპისკოპოსებთან და გაანადგუროს წარმართთა ტაძრები ჩრდილოეთ საბერძნეთში და მცირე აზიაში.
ახ. წ. – ით 385-388 წლებში მატერნუს სინეგიუსს მისი ფანატიკოსი მართლმადიდებელი ცოლი ცოცხლად ატყავებს. ეპისკოპოსი „წმინდა“ მარცელიუსი და მისი ბანდა ანადგურებენ ათასობით წარმართულ ტაძრებს, სალოცავებსა და საკურთხევლებს. ისინი ანადგურებენ წარმართულ ტაძრებს ედესაში, ზევსის ტაძარს არამეაში (სირიაში), აპოლონის ტაძარს დიდიმაში. ათასობით უდანაშაულო წარმართი წამებით კვდება მართლმადიდებელ ქრისტიანთა მიერ მოწყობილ სკიტოპოლისის სიკვდილის ბანაკებში.
ახ. წ. – ით 386 წელს ქრისტიანი იმპერატორი თეოდოსიუსი ანადგურებს წარმართულ ტაძრებს.
ახ. წ. – ით 388 წელს ქრისტიანი იმპერატორის თეოდოსიუსის მიერ იკრძალება საჯარო საუბრები რელიგიურ თემატიკაზე. მოხუცი ორატორი ლიბანიუსი თავის ცნობილ ეპისტოლეს „პრო ტემპლის“-ს უგზავნის თეოდოსიუსს, იმედით რომ ის შეიბრალებს ბერძნულ ტაძრებში დარჩენილ მცირეოდენ წარმართებს.
ახ. წ. – ით 389-390 წლებში ყველა არაქრისტიანული კალენდარი კანონგარეშედ ცხადდება. ფანატიკოსი განდეგილების ბრბოებმა უდაბნოებიდან წალეკეს ახლო აღმოსავლეთი და ეგვიპტე, ისინი ანგრევდნენ ქანდაკებებს, საკურთხევლებს, ბიბლიოთეკებს და წარმართულ ტაძრებს, იმ დროს წარმართებს ლინჩის წესით ასამართლებდნენ. თეოფილე, ალქესანდრიის პატრიარქი იწყებს წარმართი ელინების უმძიმეს დევნას, მან დიონისეს ტაძარი გადააკეთა მართლმადიდებლურ ეკლესიად, ის ანგრევს ზევსის ტაძარს და მის ქურუმებს ბრბოსთან ერთად ხოცავს ქვებით ჩაქოლვით. ქრისტიანი ბრბო ბილწავს წარმართულ გამოსახულებებს.
ახ. წ. – ით 391 წელს 24 თებერვალს ქრისტიანი იმპერატორის თეოდოსიუსის ედიქტი კრძალავს არამარტო ვიზიტებს წარმართულ ტაძრებში, არამედ ქანდაკებების ვანდალიზმზე ყურებასაც. იწყება ახალი უმძიმესი დევნა იმპერიის მასშტაბით. ალექსანდრიაში, ეგვიპტეში, წარმართები ფილოსოფოს ოლიმპიუსთან ერთად აწყობენ აჯანყებას და ქუჩური გარჩევების შემდეგ, საბოლოოდ იკეტებიან ღმერთი სერაპისის (Serapeion) გამაგრებულ ტაძარში. ძლიერი და აგრესიული შტურმის შემდეგ ქრისტიანები იკავებენ შენობას, ანგრევენ მას, წვავენ სახელგანთქმულ ბიბლიოთეკას და ბილწავენ საკულტო გამოსახულებებს.
ახ. წ. – ით 392 წელს 8 ნოემბერს ქრისტიანი იმპერატორი თეოდოსიუსი კრძალავს ყველა არაქრისტიანულ ცერემონიას და მათ უწოდებს „წარმართთა ცრურწმენებს“ ("gentilicia superstitio"). წარმართთა ახალი მასშტაბური დევნა. თრაკიის მისტერიები სრულდება და ქურუმები კვდებიან წამებით. კვიპროსში ადგილობრივი ეპისკოპოსები, „წმინდა“ ეპიფანე და ტიხონი ანადგურებენ თითქმის ყველა წარმართულ ტაძარს და ხოცავენ ათასობით წარმართს. ქალღმერთი აფროდიტას ადგილობრივი მისტერიები მთავრდებიან. თეოდოსიუსი ბრძანებულებაში აცხადებს: „ისინი ვინც არ დაემორჩილებიან მამა ეპიფანეს, არ აქვთ უფლება გააგრძელონ ცხოვრება კუნძულზე“. წარმართები აწყობენ აჯანყებას იმპერატორის წინააღმდეგ პეტრაში, აეროპოლისში, რაფიაში, ღაზაში, ბაალბეკში და ახლო აღმოსავლეთის სხვა ქალაქებში.
ახ. წ. – ით 393 წელს პითიური, აკტიური და ოლიმპიური თამაშები ცხადდება კანონგარეშედ.
ახ. წ. – ით 395 წელს ორი ახალი ედიქტი 22 ივლისსა და 7 აგვისტოს იწვევს წარმართთა წინააღმდეგ ახალ რეპრესიებს. რუფინი, იმპერატორ ფლავიუს არკადიუსის საჭურისი პრემიერ-მინისტრი მონათლული გოთების ურდოებს (ალარიხის თაოსნობით) აგზავნის ელინების ქვეყანაში. ქრისტიანი ფანატიკოსები (მრევლი და ბერები) წვავენ მრავალ ქალაქს: დიონს, დელფოს, მეგარას, კორინთოს, ფენეოსს, არგოსს, ნემეას, ლოკოსოურას, სპარტას, მესენას, ფიგელეიას, ოლიმპიას და ა.შ. ქრისტიანი ბრბო წვავს წარმართულ ტაძრებს და ხოცავს ელინებს. ქრისტიანი ფანატიკოსები წვავენ ელევსინურ ტაძარს, შიგ მყოფ ქურუმებთან ერთად (მათ შორის მითრას იეროფანტ ჰილარიუს).
ახ. წ. – ით 396 წელს 7 დეკემბერს ქრისტიანი იმპერატორის არკადიუსის ედიქტით წარმართობა განიხილება როგორც სახელმწიფოს ღალატი. ცოცხლად გადარჩენილ წარმართ ქურუმებს სამუდამო პატიმრობას უსჯიან.
ახ. წ. – ით 397 წელს ქრისტიანი იმპერატორი ფლავიუს არკადიუსი ბრძანებს დაანგრიონ ჯერ კიდევ დარჩენილი წარმართული ტაძრები.
ახ. წ. – ით 398 წელს კართაგენის მეოთხე „საეკლესიო“ კრება უკრძალავს ყველას, მათ შორის თავის ეპისკოპოსებსაც წარმართული წიგნების კითხვას. პორფირიუსი, ღაზას ეპისკოპოსი ანგრევს თითქმის ყველა წარმართულ ტაძრებს თავის ქალაქში (ცხრა მათგანის გამოკლებით).
ახ. წ. – ით 399 წელს ახალი ბრძანებით 13 ივლისს იმპერატორი ფლავიუს არკადიუსის ბრძანებით ანადგურებენ სოფლებში მდებარე წარმართულ ტაძრებს.
ახ. წ. – ით 400 წელს ეპისკოპოსი ნიკიტა ანადგურებს ღმერთ დიონისეს ტაძრებს ვესაიში და ძალდატანებით ნათლავს თავისი მხარის ყველა წარმართს.
ახ. წ. – ით 401 წელს კართაგენის ქრისტიანი ბრბო ლინჩის წესით ასამართლებს წარმართებს და ანგრევს ტაძრებს და „კერპებს“. ღაზაში აგრეთვე ადგილობრივი ეპისკოპოსი „წმინდა“ პორფირიუსი აგზავნის თავის მომხრეებს ლინჩის წესით გაასამართლონ წარმართები და გაანადგურონ ელინური ტაძრები. ქალკედონის მეთხუთმეტე საბჭო იმ ქრისტიანებს, რომლებსაც ჯერ კიდევ კარგი ურთიერთობა აქვთ წარმართებთან, უცხადებს, რომ თვით სიკვდილის შემდეგაც კი ეკლესიიდან განიკვეთებიან და ანათემას გადაეცემიან.
ახ. წ. – ით 405 წელს იოანე ოქროპირი ნაცრისფერებში მოსილ თავის ბერებს კომბლებით და რკინის წკეპლებით შეიარაღებულებს უბრძანებს გაანადგურონ „კერპები“ მთელი პალესტინის მასშტაბით.
ახ. წ. – ით 406 იოანე ოქროპირი მდიდარი ქრისტიანი ქალებისგან აგროვებს ფინანსებს რათა ფინასურად უზრუნველყოს ელინური ტაძრების მასობრივი ნგრევა. ეფესოში ის ბრძანებს ქალღმერთი არტემიდას ცნობილი ტაძრის განადგურებას. სალამინში, კვიპროსში „წმინდა“ ეპიფანე და ევტიხი აგრძელებენ წარმართების დევნას და მათი ტაძრებისა და სალოცავების სრულ ნგრევას.
ახ. წ. – ით 407 წელს ახალი ედიქტი კიდევ ერთხელ კრძალავს არაქრისტიანული თაყვანისცემის ყველა ფორმას.
ახ. წ. – ით 408 წელს დასავლეთი რომის იმპერატორი ჰონორიუსი და აღმოსავლეთი რომის იმპერატორი არკადიუსი ბრძანებენ, რომ წარმართული ტაძრების სკულპტურები ან უნდა განადგურდნენ ან უნდა მოხდეს მათი კონფისკაცია. წარმართული სკულპტურების კერძო საკუთრებაში ფლობა კანონგარეშედ ცხადდება. ადგილობრივი ეპისკოპოსები დევნიან წარმართებს. მოსამართლეებს, რომლებიც ავლენენ სიბრალულს წარმართების მიმართ აგრეთვე დევნიან.
ახ. წ. – ით 409 წელს კიდევ ერთი ედიქტით, ხელახლა, ასტროლოგია და მკითხაობის ყველა სხვა ფორმა კანონგარეშედ ცხადდება და სიკვდილით ისჯება.
ახ. წ. – ით 415 წელს ალექსანდრიაში, ეგვიპტეში, ქრისტიანთა ბრბო ეპისკოპოს კირილესთან ერთად თავს ესხმის იუდეველებს, ხოცავს მათ და წამებით კლავს ფილოსოფოს და ასტრონომ ქალ ჰეპათიას. მისი სხეულის ნაწილებს საჯაროდ აჩვენებენ ბრბოს ალექსანდრიის ქუჩებში და საბოლოოდ წვავენ მის წიგნებთან ერთად ადგილას, რომელსაც ერქვა სუნარონი. 30 აგვისტოს იწყება ახალი რეპრესიები ჩრდილოეთი აფრიკის ყველა წარმართი ქურუმის წინააღმდეგ, რომლებსაც ან ჯვარს აცვამენ ან ცოცხლად წვავენ.
ახ. წ. – ით 416 წელს ინკვიზიტორი იპათიუსი, იგივე „ღვთის მახვილი“, ხოცავს უკანასკნელ წარმართებს. კონსტანტინოპოლში 7 დეკემბერს არაქრისტიანი ოფიცრები, სახელმწიფო მსახურები და მოსამართლეები ქრისტიანთა ხელით კვდებიან.
ახ. წ. – ით 423 წელს იმპერატორი თეოდოსიუს მეორე 8 ივნისს აცხადებს, რომ წარმართების რელიგია სხვა არაფერია თუ არა „დემონთა თაყვანისცემა“ და ბრძანებს ყველა წარმართი, ვინც ეთაყვანება ელინურ და სხვა ღმერთებს იყოს დაპატიმრებული და წამებული.
ახ. წ. – ით 429 წელს ქალღმერთი ათენას ტაძარი აკროპოლში უქმდება, ათენის წარმართებს დევნიან.
ახ. წ. – ით 435 წელს 14 ნოემბერს თეოდოსიუს მეორის ბრძანებით სიკვდილით სჯიან „წარმართებს“ და „ერეტიკოსებს“.
ახ. წ. – ით 438 წელს თეოდოსიუს მეორე გამოსცემს ახალ ედიქტს, სადაც იგი, ცოტა ხნის წინ მომხდარი ჭირის ეპიდემიის მიზეზად აცხადებს წარმართების „კერპთაყვანისმცემლობას“.
ახ. წ. – ით 440 წლიდან 450 წლამდე პერიოდში ქრისტიანთა ბრბო ანადგურებს წარმართულ ტაძრებს, ობელისკებს, საკურთხევლებს და სამსხვერპლოებს ათენში, ოლიმპოში და სხვა ბერძნულ ქალაქებში.
ახ. წ. – ით 448 წელს თეოდოსიუს მეორე ბრძანებს რომ ყველა არაქრისტიანული წიგნი კოცონზე დაიწვას.
ახ. წ. – ით 450 წელს აფროდისიასის (ქალღმერთ აფროდიტას ქალაქის) ყველა ტაძარი ნადგურდება ქრისტიანთა ბრბოს მიერ, მის ბიბლიოთეკას წვავენ. ქალაქს გადაარქვეს სახელი და დაარქვეს სტაუროპოლისი (ჯვრის ქალაქი).
ახ. წ. – ით 451 წელს ქრისტიანი იმპერატორი თეოდოსიუს მეორე 4 ნოემბერს ახალი ედიქტით ხაზს უსვამს, რომ „კერპთაყვანისმცემლობა“ სიკვდილით უნდა დაისაჯოს.
ახ. წ. – ით 457 წლიდან 491 წლამდე ხდება წარმართების სპორადიკული დევნა აღმოსავლეთ იმპერიაში. ამასთან ექიმი იაკობი და ფილოსოფოსი ჰესიუსი წამებით კვდებიან ქრისტიანთა ხელით. სევერიანუსი, ჰერესტიოსი, ზოსიმა, ისიდორე და სხვები წამებით კვდებიან. პროზელიტი კონონი და მისი მიმდევრები ანადგურებენ უკანასკნელ წარმართებს კუნძულ იმბროსზე. ზევსის უკანასკნელ თაყვანისმცემლებს კვიპროსზე ანადგურებენ.
ახ. წ. – ით 482-488 წლებში მცირე აზიის წარმართთა უმეტესობას ქრისტიანები ხოცავენ, იმპერატორისა და ეკლესიის წინააღმდეგ თავგანწირული აჯანყების შემდეგ.
ახ. წ. – ით 486 წლებში ეგვიპტეში ქრისტიანები პოულობენ „იატაკქვეშა“ წარმართ ქურუმებს და წამებით ხოცავენ.
ახ. წ. – ით 515 წელს ნათლობა ხდება სავალდებულო, თვით იმათთვისაც კი, ვინც ამბობს რომ უკვე ქრისტიანია. იმპერატორი ანასტასიუსი ბრძანებს წარმართების სიკვდილით დასჯას არაბეთის ქალაქ ზოარაში და ადგილობრივი ღმერთის თეანდრიტესის ტაძრის განადგურებას.
ახ. წ. – ით 528 წელს ქრისტიანი იმპერატორი იუსტინიანე კრძალავს ანტიოქიაში „ალტერნატიულ“ ოლიმპიურ თამაშებს. ის აგრეთვე ბრძანებს ცეცხლით, ჯვარცმით, ველური მხეცების მიერ ცოცხლად გაგლეჯით და რკინის ლურმნებით დაჭრით სიკვდილით დასჯას, იმ ადამიანებისა, რომლებიც პრაქტიკაში ახორციელებენ „ჯადოქრობას, მკითხაობას, მაგიას და კერპთაყვანისმცემლობას“ და კრძალავს წარმართულ ფილოსოფიას.
ახ. წ. – ით 529 წელს ქრისტიანი იმპერატორი იუსტინიანე აუქმებს ათენის ფილოსოფიის აკადემიას, ხოლო მის ქონებას უკეთებს კონფისკაციას და მთელ საგანძურს გადასცემს მართლმადიდებლურ ეკლესიას.
ახ. წ. – ით 532 წელს მართლმადიდებელი ინკვიზიტორი იოანის აზიაკუსი, ფანატიკოსი ბერი, უძღვება ჯვაროსნულ ლაშქრობას მცირე აზიის წარმართების წინააღმდეგ.
ახ. წ. –ით 542 წელს ქრისტიანი იმპერატორი იუსტინიანე აძლევს უფლებას ინკვიზიტორ იოანისს „მონათლოს“ და „გარდაქმნას“ ფრიგიის, კარიის და ლიდიის წარმართები. ამ 35 წლიანი ჯვაროსნული ლაშქრობის დროს 99 ქრისტიანული ეკლესია და 12 მონასტერი შენდება დანგრეული წარმართული ტაძრების და სამსხვერპლოების ადგილას.
ახ. წ. – ით 546 წელს ასობით წარმართს ხოცავენ, ინკვიზიტორი იოანისის ინიციატივით.
ახ. წ. – ით 556 წელს ქრისტიანი იმპერატორი იუსტინიანე აგზავნის ინკვიზიტორ ამანტიუსს წავიდეს ანტიოქიაში, რათა იპოვოს, დააპატიმროს და წამებით დახოცოს უკანასკნელი წარმართები და ცეცხლში გაანადგუროს ყველა კერძო წარმართული ბიბლიოთეკა.
ახ. წ. – ით 562 წელს ხდება წარმართების მასობრივი დაპატიმრებები და წამებით ხოცვა ათენში, ანტიოქიაში, პალმირაში და კონსტანტინოპოლში.
ახ. წ. – ით 578-582 წლებში აღმოსავლეთ რომის იმპერიაში ხდება წარმართების მასობრივი ჯვარცმა და ჰელიოპოლისის უკანასკნელი წარმართების განადგურება.
ახ. წ. – ით 580 წელს ქრისტიანი ინკვიზიტორები ანადგურებენ ზევსის საიდუმლო ტაძარს ანტიოქიაში. ქურუმი ახორციელებს თვითმკვლელობას, ხოლო სხვა წარმართები დაპატიმრებული არიან. დაპატიმრებულებს, მათ შორის ვიცე-გუბერნატორ ანატოლიუსს აწამებენ და აგზავნიან კონსტანტინოპოლში რათა წარდგენ სასამართლოს წინაშე. მათ სიკვდილს უსჯიან და ლომებს უგდებენ, მაგრამ ველური მხეცები მათ არ ეკარებიან და საბოლოოდ მათ ჯვარს აცვამენ. მათ გვამებს საჯაროდ დემონსტრაციულად აჩვენებენ ქრისტიან ბრბოს, ხოლო შემდეგ დამარხვის გარეშე ქალაქის სანაგვეში აგდებენ.
ახ. წ. – ით 583 წელს ქრისტიანი იმპერატორი მავრიკიუსი იწყებს ელინების დევნის ახალ ტალღას.
ახ. წ. – ით 590 წელს აღმოსავლეთ რომში ქრისტიანები „ხსნიან“ წარმართულ შეთქმულებებს. წარმართებს თავს ატყდებათ წამებისა და სიკვდილით დასჯის ახალი ტალღა.
ახ. წ. – ით 591 წელს მართლმადიდებელმა ფანატიკოსებმა და შოვინისტებმა შეთხზეს დოგმატი, რომლის თანახმადაც თითქოსდა მარიამ მაგდალინელი (იესო ქრისტეს ცოლი) იყო მეძავი, მაგრამ ეს სიცრუეა.
ახ. წ. – ით 804 წელს ლაკონიის წარმართები აწყობენ აჯანყებას კონსტანტინოლის პატრიარქის ტარასიუსის და მისი მიმდევრების წინააღმდეგ, რომლებსაც სურთ მათი ძალდატანებით „გაქრისტიანება“.
ახ. წ. – ით 950-988 წლებში სომეხი „წმინდანი“ ნიკონი ძალით, სიკვდილის მუქარით „აქრისტიანებს“ ლაკონიის წარმართებს.
ახ. წ. – ით 979 წელს კიევის რუსეთში იჭრებიან ბიზანტიელი მართლმადიდებელი მისიონერები ანუ პროზელიტები. კიევის რუსეთის მთავარი ვლადიმირი პოლიტიკანურ-მარგინალური მიზნებით იღებს მართლმადიდებლურ ქრისტიანობას. გაქრისტიანებული მთავარი ვლადიმირის ბრძანებით, ჯარისკაცები წარმართ სლავებს იარაღის მუქარით, ყინულოვან ცივ მდინარეებში ერეკებიან, სადაც მათ ბიზანტიელი მისიონერები ძალდატანებით ნათლავენ. ვლადიმირის ჯარისკაცები ანადგურებენ წარმართულ ტაძრებს და ობელისკებს. ბიზანტიელმა პროზელიტებმა ძველი სლავური რუნიკული დამწერლობა ჩაანაცვლეს თავიანთ მიერ შეთხზული ახლებური „კირილიცას“ ანბანით. წარმართ სლავებს, რომლებიც უარს აცხადებენ ახალი რელიგიის მიღებაზე, ვლადიმირის ჯარისკაცები და ბიზანტიელი ინკვიზიტორები აწამებენ და ხოცავენ.ნადგურდება რუსეთის მოსახლეობის ერთი მესამედი.
ახ. წ. – ით 1722 წელს წარმართი სლავები და რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიიდან განკვეთილი ე.წ. „სტაროობრიადცები“ აწყობენ აჯანყებას, მაგრამ მარცხდებიან. მართლმადიდებელი ინკვიზიტორები აჯანყებულებს ტაძრებში ამწყვდევენ, კარებს უხერგავენ და ცოცხლად წვავენ.
ახ. წ. – ით 2013 წლის 17 მაისს საქართველოში, თბილისში, თავისუფლების მოედანზე არასამთავრობო ორგანიზაციები, უფლებადამცველები და ჟურნალისტები აწყობენ აქციას ჰომოფობიის წინააღმდეგ. საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესია მრევლს შთააგონებს ტერორისტულ-ექსტრემისტულ იდეებს და მორწმუნე ფანატიკოსთა 40 000-იანი გაავებული ბრბო თავს ესხმის აქციის 40 მონაწილეს.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
A.V.M
პოსტი Jan 10 2015, 03:00 AM
პოსტი #528


მადლობა ამ ფორუმს!
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 13,742
რეგისტრ.: 14-June 11
მდებარ.: ფორუმს გარეთ
წევრი № 11,203



ჰეზბოლას ლიდერი: ექსტრემისტებმა შეურაცხყვეს ისლამი
ნეტგაზეთი
ჰეზბოლას ლიდერი ჰასან ნასრალა აცხადებს, რომ ისლამისტმა ექტრემისტებმა ისლამი იმაზე მეტად შეურაცხყვეს, ვიდრე მუჰამედ წინასწარმეტყველის სატირული კარიკატურების გამომქვეყნებლებმა.

ინფორმაციას ბიბისი ავრცელებს, რომლის მიხედვითაც ეს განცხადება ჰეზბოლას ლიდერმა ვიდეომიმართვაში გააკეთა.

ბიბისის ცნობით, ჰეზბოლას დაჯგუფების ლიდერს არ გაუკეთებია კონკრეტული მინიშნება “შარლი ებდოს” თავდასხმაზე პარიზში, მაგრამ თავის განცხადებაში შეეხო ისლამური სახელმწიფოს მებრძოლებს სირიასა და ერაყში და თქვა, რომ მათ ისლამს მიაყენეს იმაზე მეტი ზიანი, ვიდრე ეს ოდესმე ვინმეს გაუკეთებია.
ჰასან ნასრალა
ჰასან ნასრალა
თავდასხმა პარიზში, სატირულ ჟურნალ "შარლი ებდოზე" 7 იანვარს მოხდა, რა დროსაც 12 მოკლეს, რამდენიმე კი დაშავდა.
http://www.netgazeti.ge/GE/105/News/40180/.htm


--------------------
აბა ჰე და აბა ჰო!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
George Leluashvili
პოსტი Jan 10 2015, 04:28 AM
პოსტი #529


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 5,088
რეგისტრ.: 27-February 11
წევრი № 10,559



soso-svani
ციტატა
სინამდვილეში კათოლიკე ანუ საყოველთაო არის მართლმადიდებლური.

კათოლიკეობას რაც შეეხება, ამ საკითხში კათოლიკური ეკლესია ბევრად მოწესრიგებულია და ამ ტერმინის ნამდვილ მნიშვნელობას ისინი უფრო ამართლებენ, ვიდრე მართლმადიდებლები. ეს არ არის ჰაერზე ნათქვამი სიტყვები, ეს რეალობაა და თუ საჭირო იქნება ავხსნი რატომაც ვამბობ ასე.

და კიდევ, სანამ კათოლიკეებთან დაიწყებდნენ ორთოდოქსები მოლაპარაკებას, ჯობია ჯერ ერთმანეთში მოგვარდნენ. პრობლემები მართლმადიდებელ ეკლესიაში უფრო მეტია, ვიდრე კათოლიკეებთან მიმართებაში.

A.V.M
ციტატა
პაპიზმი კვლავ რჩება მწვალელობად

ამგვარად არ ფიქრობს კონსტანტინეპოლის საპატრიარქო გურამ smile.gif

არსებობს ორაზროვანი შეხედულება მართლმადიდებლებისა იმასთან მიმართებაში, თუ ვინ არიან ისინი - მწვალებლები, თუ სქიზმატები. ამ ორს შორის კი დიდი განსხვავებაა.


--------------------
________________________________________________________________________

შეიძულე სიმდიდრე და იქნები მდიდარი;
შეიძულე დიდება და იქნები დიდებული;
შეიძულე შეურაცხება და იქნები უძლეველი;
შეიძულე დასვენება და იპოვი მოსვენებას;
შეიძულე დედამიწა და იპოვი ზეცას.
________________________________________________________________________

User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
A.V.M
პოსტი Jan 11 2015, 12:28 AM
პოსტი #530


მადლობა ამ ფორუმს!
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 13,742
რეგისტრ.: 14-June 11
მდებარ.: ფორუმს გარეთ
წევრი № 11,203



George Leluashvili
ციტატა
ამგვარად არ ფიქრობს კონსტანტინეპოლის საპატრიარქო გურამ

არსებობს ორაზროვანი შეხედულება მართლმადიდებლებისა იმასთან მიმართებაში, თუ ვინ არიან ისინი - მწვალებლები, თუ სქიზმატები. ამ ორს შორის კი დიდი განსხვავებაა.

სქიზმატები ყველა ვარიანტში არიან . რაც შეეხება მწვალებლობას . კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს ყველა წარმომადგენლის ერთ ქვაბში მოხარშვა არ შეიძლება , გასაგებია ბართლომეოსი ერთს ფიქრობს , თუმცა როგორც საბერძნეთში , იქაც არაა ერთმნიშვნელოვანი პოზიცია . მაგ : მიტოპოლიტი იოანე ზიზიულასი თუ ერთს ფიქრობს , პირეის მიტროპოლიტი სერაფიმე მეორეს ფიქრობს და.ა.შ.
ჩემთვის პირადად მწვალებლები არიან , რადგან რიგ დოგმატურ საკითხებში ვერ ვთანხმდებით .
რომ გვქონდეს ღვთისმშობლის უბიწო ჩასახვის , განსაწმენდელის არსებობის , ფილიოქვეს შესახებ და კიდევ რამდენიმე საკითხის ( და არა პაპის პრიმატის) შესახებ ერთი პოზიცია , მაშინ არც მე ვიტყოდი მწვალებლები არიანო .
რეალურად კი მიზეზი ერთია ჩვენი განყოფისა და ესაა პაპის პრიმატისა და კონსტანტინოპოლის პირველობის საკითხი .


--------------------
აბა ჰე და აბა ჰო!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
George Leluashvili
პოსტი Jan 11 2015, 03:22 AM
პოსტი #531


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 5,088
რეგისტრ.: 27-February 11
წევრი № 10,559



A.V.M
ციტატა
ბართლომეოსი ერთს ფიქრობს , თუმცა როგორც საბერძნეთში , იქაც არაა ერთმნიშვნელოვანი პოზიცია

ჰოდა ამაზე ვამბობ, ჯერ მართლმადიდებლები უნდა მოგვარდნენ ერთმანეთში და მერე დაიწყონ კათოლიკეებთან ურთიერთობბეზე ლაპარაკი თქო biggrin.gif

ციტატა
რომ გვქონდეს ღვთისმშობლის უბიწო ჩასახვის , განსაწმენდელის არსებობის , ფილიოქვეს შესახებ

მერწმუნე განსაწმენდელის და ფილიოქვეს საკითხზე აღარავინ დაობს, ვინც ამ დიალოგებში მონაწილეობს, რადგან ერთსა და იმავეს იძახის ორივე ეკლესია, უბრალოდ აღმოსავლეთმა კუდები მოაბა ამ ყველაფერს, რამაც გახლეჩვას შეუწყო ხელი, რომელიც ვიღაც–ვიღაცებს აწყობდათ.

რაც შეეხება ღვთისმშობლის უბიწოდ ჩასახებას და პაპის პრიმატს... ეგაა რის გამოც გაერთიანებაზე ლაპარაკში მაფერხებს smile.gif)


--------------------
________________________________________________________________________

შეიძულე სიმდიდრე და იქნები მდიდარი;
შეიძულე დიდება და იქნები დიდებული;
შეიძულე შეურაცხება და იქნები უძლეველი;
შეიძულე დასვენება და იპოვი მოსვენებას;
შეიძულე დედამიწა და იპოვი ზეცას.
________________________________________________________________________

User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
A.V.M
პოსტი Jan 11 2015, 02:40 PM
პოსტი #532


მადლობა ამ ფორუმს!
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 13,742
რეგისტრ.: 14-June 11
მდებარ.: ფორუმს გარეთ
წევრი № 11,203



George Leluashvili
ციტატა
ღვთისმშობლის უბიწოდ ჩასახებას და პაპის პრიმატს

პრიმატის საკითხი მოგვარდეს და დამიჯერე , ღვთისმშობლის ,,უბიწო ჩასახვის დოგმატი'' არავის გაახსენდება...


--------------------
აბა ჰე და აბა ჰო!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
A.V.M
პოსტი Feb 26 2015, 02:21 AM
პოსტი #533


მადლობა ამ ფორუმს!
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 13,742
რეგისტრ.: 14-June 11
მდებარ.: ფორუმს გარეთ
წევრი № 11,203



"ისლამურმა სახელმწიფომ" სირიის ქრისტიანული სოფლიდან 150-ზე მეტი ადამიანი გაიტაცა
ე.წ ისლამურმა სახელმწიფომ სირიის ჩრდილო-აღმოსავლეთ რეგიონში მდებარე ქრისტიანული სოფლიდან 150-ზე მეტი ადამიანი გაიტაცეს. ამის შესახებ "როიტერი" სირიელი აქტივისტების ინფორმაციაზე დაყრდნობით იუწყება. სირიის რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები ამბობენ, რომ დაკარგულია 150-ზე მეტი ადამიანი, მათ შორის ქალებიც და მოხუცებიც. მათივე მტკიცებით, ისინი ექსტრემისტებს ჰყავთ გატაცებული.

90 ქრისტიანის გატაცების შესახებ ინფორმაცია ჯერ კიდევ გუშინ გავრცელდა. სირიასა და ერაყში ისლამური სახელმწიფოს მხრიდან მსგავსი შემთხვევები ხშირია. ისინი იტაცებენ და ხოცავენ ქრისტიან მოსახლეობას. ამას გარდა, მათ ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში არაერთი უცხოელი ტყვე მოკლეს.
http://www.ambebi.ge/msoplio/124273-qislam...ni-gaitaca.html




--------------------
აბა ჰე და აბა ჰო!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
A.V.M
პოსტი Feb 27 2015, 12:34 AM
პოსტი #534


მადლობა ამ ფორუმს!
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 13,742
რეგისტრ.: 14-June 11
მდებარ.: ფორუმს გარეთ
წევრი № 11,203



ISIS-ის ტერორისტებმა 4 ტაძარი გაანადგურეს
26/02/2015
ავტორი: შალვა ჯიხვაძე
dzISIS-ის მებრძოლებმა ჩრდილო-აღმოსავლეთ სირიის ერთ-ერთი ქრისტიანული სოფლიდან მოსახლეობა გაიტაცეს, 4 ტაძარი გადაწვეს და მოსულში გაანადგურეს ბიბლიოთეკა – იტყობინება Седмица.Ru

ბევრი ეკლესია განადგურდა, მათ შორის ტელ-ქუმრიზში, რომელიც იყო ერთ-ერთი ძველი ტაძარი სირიაში. ასევე მარ-ბიშო(ტელ-შამირში), კაბრ-შამი და ტელ-ბალუა.
“ისლამის სახელმწიფოს” მებრძოლებმა ასევე გაანადგურეს მოსულში(ერაყი) ბიბლიოთეკა, რომლის საცავშიც 1000-მდე წიგნი იყო. ბიბლიოთეკა გაანადგურეს ასაფეთქებელი

http://www.orthodoxtheology.ge/isisteroristebma4tadzari/


--------------------
აბა ჰე და აბა ჰო!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
sanfol
პოსტი Mar 14 2015, 01:03 AM
პოსტი #535


მშვიდობისმყოფელი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,068
რეგისტრ.: 19-October 14
წევრი № 13,848



George Leluashvili
A.V.M
ანუ პაპმა რომ მოიხსნას პრიმატი, აღდგება ერთიანობა? ერთხელაც ისეთი პაპი რო მოვიდეს პაპობაში რომ მოიხსნას ეგ პრიმატი ვსო გავერთიანდებით თუ მერე რამეს მოიგონებენ კიდევ?


--------------------
მშვიდობა თქვენდა
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
A.V.M
პოსტი Mar 14 2015, 01:21 AM
პოსტი #536


მადლობა ამ ფორუმს!
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 13,742
რეგისტრ.: 14-June 11
მდებარ.: ფორუმს გარეთ
წევრი № 11,203



sanfol
პაპის პრიმატის საკითხი რომ მოგვარდეს დანარჩენი ,,ტექიკურ საკითხებად'' რჩება...


--------------------
აბა ჰე და აბა ჰო!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
sanfol
პოსტი Mar 14 2015, 01:45 AM
პოსტი #537


მშვიდობისმყოფელი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,068
რეგისტრ.: 19-October 14
წევრი № 13,848



A.V.M
გურამ ეს წაიკითხე გული შემიწუხდა ისეთი რაღაცეები წერია, რომ კლავდნენ და კოცონზე წვავდნენ ჯადოქრებს ეგენი ვიცი, მაგრამ განსაკუთრებით თავიდან რითიც იწყება ეგ რამდენად შეესაბამება სიმართლეს?
http://church.ge/index.php?s=&showtopic=13...ndpost&p=752284

ძალიან ბევრი რელიგია მართლაც გავს ქრისტიანობას და ეს მაშჲნ როცა ქრისტე არ იყო მოსული
https://georgicus.wordpress.com/2013/08/18/25thdecember/


--------------------
მშვიდობა თქვენდა
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
A.V.M
პოსტი Mar 14 2015, 08:55 PM
პოსტი #538


მადლობა ამ ფორუმს!
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 13,742
რეგისტრ.: 14-June 11
მდებარ.: ფორუმს გარეთ
წევრი № 11,203



რომის პაპი, ფრანცისკე, უახლოეს მომავალში გადადგომას ვარაუდობს. პაპის თქმით, მისი მოღვაწეობა ხანმოკლე იქნება, სავარაუდოდ 4-5 წელი. ეს მოსაზრება ფრანცისკემ მექსიკური მაუწყებლობის, ტელევისასთვის მიცემულ ინტერვიუში გააჟღერა.

“მე მაქვს შეგრძნება, რომ ჩემი მოღვაწეობა მოკლე იქნება : სავარაუდოდ 4-5 წელი, თუმცა არც ამაში ვარ ზუსტად დარწმუნებული, შესაძლოა ჩემი მოღვაწეობა მხოლოდ 2-3 წელი გაგრძელდეს. 2 წელი კი უკვე გავიდა“, - განაცხადა რომის პაპმა.

კათოლიკური ეკლესიის წინამძღოლი, მისი წინამორბედის, ბენედიქტ მეთექვსმეტის გადაწყვეტილებას გაბედულად მიიჩნევს და თვლის, რომ ის არ უნდა განიხილებოდეს, როგორც გამონაკლისი პრეცენდენტი.

ფრანცისკეს თქმით, ის კმაყოფილია ამ ორი წლის მოღვაწეობით, თუმცა ერთადერთი, რაც ენატრება, თავისუფლებაა.

შეგახსენებთ, რომ 2013 წლის 13 მარტს, სიქსტის კაპელაში დამონტაჟებული ბუხარიდან თეთრი კვამლი ამოვიდა, რამაც მსოფლიოს ახალი პაპის არჩევის შესახებ აუწყა. 77 წლის იეზუიტი, ხორხე მარიო ბერგოლიო, ანუ ფრანცისკე რომის 266-ე პაპად აირჩიეს.
http://www.tabula.ge/ge/story/93804-romis-...gomas-varaudobs


--------------------
აბა ჰე და აბა ჰო!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
sanfol
პოსტი Mar 14 2015, 10:16 PM
პოსტი #539


მშვიდობისმყოფელი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,068
რეგისტრ.: 19-October 14
წევრი № 13,848



A.V.M
ბრავო, კითხვის გატარების საოცარი უნარი გაქვს


--------------------
მშვიდობა თქვენდა
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
A.V.M
პოსტი Mar 15 2015, 01:30 AM
პოსტი #540


მადლობა ამ ფორუმს!
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 13,742
რეგისტრ.: 14-June 11
მდებარ.: ფორუმს გარეთ
წევრი № 11,203



sanfol
მადლობ. ისეთ ჩამჭრელ კითხვებს რომ მისვამენ,რომლითაც ჩემი ეკლესიის ,,სიმცდარე''იკვეთება , ყოველთვის ვატარებ ხოლმე.
yes.gif yes.gif


1- ,,ახ. წ. 150-250 წლებში წარმართმა იმპერატორებმა და მათთან დაკავშირებულმა რეაქციონერებმა განიზრახეს ახალი რელიგიის შექმნა, რომელიც დასაღუპად განწირულ რომის იმპერიას დაღუპვისგან იხსნიდა. მათ აიღეს იუდაიზმი, საშინლად დაამახინჯეს იგი როგორც აწყობდათ, აიღეს აგრეთვე ეგვიპტური, ბაბილონური, ბერძნული, სპარსული, ქანაანური, ფინიკიური, შუმერული, ასურული და აქადური მითოლოგიიდან ცალკეული ელემენტები, ეს ყველაფერი ერთმანეთში კარგად აურიეს და საბოლოოდ რაც მიიღეს, ის იყო – ორთოდოქსული ანუ მართლმადიდებლური იუდეო-ქრისტიანობა.''

ეს იდიოტობაა და დროს ვერ დავკარგავ.

2-ახ. წ. – ით 314 წელს ქრისტიანობის სრული ლეგალიზაციის შემდეგ მყისიერად, ქრისტიანული მართლმადიდებლური ეკლესია თავს ესხმის წარმართებს: ანკირის საბჭო კრძალავს და ერესად აცხადებს ქალღმერთი არტემიდას თაყვანისცემას. არტემიდას თაყვანისმცემლებს მთელ იმპერიაში დევნიან და ხოცავენ. ეს იყო მართლმადიდებლური ფუნდამენტალისტური პლუტოკრატიის დასაწყისი.

სიმართლის ნამეცი კი არის აქ.

3-,,ახ. წ – ით 325 წელს რომის ფანატიკოსმა იმპერატორმა კონსტანტინემ პოლიტიკანურ-მარგინალური განზრახვით ქალაქ ნიკეაში მოიწვია და შეკრიბა დოგმატიკოს-ბუკვალისტი ანუ მართლმადიდებელი ორთოდოქსი ფანატიკოსები, ორთოდოქსი რელიგიური იერარქები, რეაქციონერები, თეოკრატები. კონსტანტინემ „ორთოდოქსებთან“ დადო სისხლიანი ხელშეკრულება, იმპერატორმა მათ პოლიტიკური, ფულადი და სამხედრო დახმარება და მხარდაჭერა აღუთქვა გნოსტიკოსთა წინააღმდეგ ბრძოლაში, დაჰპირდა, რომ დაეხმარებოდა გნოსტიკოსთა განადგურებაში, ხოლო „ორთოდოქსებმა“ ქედი მოიხარეს იმპეერატორის წინაშე და ის ჭეშმარიტ მეუფედ და ლეგიტიმურ ლიდერად აღიარეს. გნოსტიკური ქრისტიანობა გამოცხადდა „ერესად და მწვალებლობად“, ხოლო გნოსტიკოსები „ერეტიკოსებად და გნოსტიკოსებად“. დაკანონდა გნოსტიკოსთა სიკვდილით დასჯა. რომაელმა ჯარისკაცებმა იმპერიის მასთაბით დაიწყეს გნოსტიკოსთა დევნა და ხოცვა-ჟლეტა. დაიღუპა ათასობით გნოსტიკოსი. ''

ესეც სიბნელეა .
ზოგადად , ბევრი მართლმადიდებელი არ იქნება ვისაც ჩემსავით მწვავე დამოკიდებულება ჰქონდეს იმპერატორ კონსტანტინესთან,მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას,რომ მის შესახებ დაწერილ აბსურდებზე,კომენტარები ვაკეთო .
ეს ისე და ზოგადად, რატომ უნდა ვკარგო დროს,ღრმადპატივცემული თეოსოფის მიერ დაწერილ ვრცელ პოსტებზე საპასუხოდ,რომელშიც საერთოდ უგულვებელყოფილია ტერმინოლოგიური მსჯელობა,ისტორიული სინამდვილე და.ა.შ. და ეს ვრცელი პოსტები ერთადერთი პათოსითაა განმსჭვალული-მართლმადიდებლობისა და ზოგადად ეკლესის ,,სიმცდარის წარმოჩენა.''
დაამუშავონ მეცნიერული წყაროები,ისწავლონ,იკითხონ და მერე ვსაუბროთ .


--------------------
აბა ჰე და აბა ჰო!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

30 გვერდი V « < 25 26 27 28 29 > » 
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 2 მომხმარებელი (მათ შორის 2 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 13th May 2024 - 10:41 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი