თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

მართლმადიდებლური ფორუმი _ ენა და ლიტერატურა _ მამა

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 9 2016, 07:58 PM

თუკი არსებობს თემა "დედა", რატომ არ უნდა არსებობდეს თემა "მამა"? smile.gif



"მაშინ ოცნებაც იყო იოლი,
თავაწყვეტილი ბავშვის ეჭვებით,
როცა მიყვარდა კავკასიონი
გადაზომილი მამის ბეჭებით".

2007 წ.

"თითქოს გამეხსნა ყველა იარა,
ასე მეგონა, მე პატარა ვარ,
წავიდა მამა - თავი კი არა,
მთელი სამყარო მეპატარავა!"

იანვარი, 2016 წ.

/თემურ ჩალაბაშვილი/

ამ თემას ჩემი ძალიან-ძალიან-ძალიან ძვირფასი მამიკოს ხსოვნას ვუძღვნი wub.gif

მამა

“გაფრინდნენ ჩემი ბუდის მერცხლები,
სახლის კუნჭულშიც კარგად ვეტევი,
და იმ ნატვრისთვალს, მე რომ ვეძებდი,
სხვები ეძებენ თავგამეტებით.”
/ფრიდონ გელაშვილი/



სულსპეტაკი და გულბავშვი მამა
მოულოდნელად გამისუდარდა,
მე დამაობლა თვემ თებერვლისამ
და უმამობა მექცა სულ დარდად.

ცხოვრება მაშინ იოლი იყო,
თან ვიგულებდი როდესაც მამას,
მოგონებებით დაღლილ თვალთაგან
ტკივილნარევი ცრემლები მნამავს.

* * *
ახალგაზრდას და მაინც ჭაღარას,
მამი, გნატრულობ გადამეტებით
და იმ ნატვრისთვალს, შენ რომ ეძებდი,
ახლა მე ვეძებ თავგამეტებით.

/მაკა გელაშვილი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 19 2016, 12:07 PM

"ვისაც მამა ჰყავს, იგი ხომ ძლიერი ფრთების ქვეშ გრძნობს თავის თავს".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 5 2016, 09:26 PM

"როგორი მამაც უნდა იყო, ბავშვები მაგალითს შენგან იღებენ. ნაკლებ სავარაუდოა, რომ მოკრძალებული დოცენტის შვილები ფეხბურთის ფანებად ჩამოყალიბდნენ. ბოქსიორის შვილებიც, არა მგონია, მეცნიერებამ გაიტაცოს".

/მღვდელი დიმიტრი როშინი/

პოსტის ავტორი: esre ars cheshmariteba თარიღი: Mar 5 2016, 09:34 PM

მამა სულ სხვა თემაა და სულ სხვა განზომილებააა! მე ყოველთვის მამა უფრო მიყვარდა ვიდრე დედა , არ ვიცი რატომ ! ალბათ მამას უფრო სრულყოფილად უყვარს თავისი შვილი ვიდრე დედას , მე ასე მგონია . დედა უფრო სუსტია და გრძნობებიც სუსტი და ნაზი აქვს და ამიტომ ჰგონიათ რომ დედას უფრო უყვარს თავისი შვილი ვიდრე მამას , მაგრამ მე ამას ვერ დავეთანხმები . wub.gif

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 5 2016, 09:37 PM

ციტატა(esre ars cheshmariteba @ Mar 5 2016, 10:34 PM) *

მამა სულ სხვა თემაა და სულ სხვა განზომილებააა! მე ყოველთვის მამა უფრო მიყვარდა ვიდრე დედა , არ ვიცი რატომ ! ალბათ მამას უფრო სრულყოფილად უყვარს თავისი შვილი ვიდრე დედას , მე ასე მგონია . დედა უფრო სუსტია და გრძნობებიც სუსტი და ნაზი აქვს და ამიტომ ჰგონიათ რომ დედას უფრო უყვარს თავისი შვილი ვიდრე მამას , მაგრამ მე ამას ვერ დავეთანხმები . wub.gif


საყვარელო ადამიანო wub.gif mpua.gif სახელი არ ვიცი შენი... sad.gif rolleyes.gif

პოსტის ავტორი: esre ars cheshmariteba თარიღი: Mar 5 2016, 09:48 PM

ციტატა(marine @ Mar 5 2016, 10:37 PM) *

საყვარელო ადამიანო wub.gif mpua.gif სახელი არ ვიცი შენი... sad.gif rolleyes.gif

შმაგი მქვია smile.gif

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 5 2016, 11:31 PM

ციტატა(esre ars cheshmariteba @ Mar 5 2016, 10:48 PM) *

შმაგი მქვია smile.gif

a025.gif

პოსტის ავტორი: esre ars cheshmariteba თარიღი: Mar 6 2016, 12:39 AM

ციტატა(marine @ Mar 6 2016, 12:31 AM) *

a025.gif

მართლა გავწითლდები ახლა biggrin.gif . აი ეს ელემენტარულიც კი ათბობს ჩემს გულს wub.gif

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 6 2016, 01:27 PM

ციტატა(esre ars cheshmariteba @ Mar 6 2016, 01:39 AM) *

მართლა გავწითლდები ახლა biggrin.gif . აი ეს ელემენტარულიც კი ათბობს ჩემს გულს wub.gif


მე კი მამაზე დაწერილმა შენმა სიტყვებმა გამათბო mpua.gif girl_angel.gif wub.gif

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 6 2016, 01:52 PM

"კარგი მამობისათვის შესაბამისი პირობებია საჭირო, მაგალითად, იგივე ოჯახური იერარქია"

/მღვდელი დიმიტრი როშინი/

პოსტის ავტორი: esre ars cheshmariteba თარიღი: Mar 6 2016, 09:16 PM

ციტატა(marine @ Mar 6 2016, 01:27 PM) *

მე კი მამაზე დაწერილმა შენმა სიტყვებმა გამათბო mpua.gif girl_angel.gif wub.gif

მამა რომ მყავდეს ახლა ისე მეყვარებოდა რომ რავიცი რა ! იცი რა მომენტია ?!- იესო რომ ამბობს მამაზე მიყვარსო იოანეს 14:31 ში აი ეგ მუხლი და ეგ სიტყვები ძალიან მიყვარს და ალბათ მაგან მოახდინა ჩემზე გავლენა wub.gif

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 6 2016, 11:06 PM

"მამობის პასუხისმგებლობა ქალზეა დამოკიდებული: თუ მამაკაცი არ არის ამისთვის მზად, ქალს შეუძლია, მამობაც მოანდომოს. იქნებ, სასუფეველში მან სამასი სართულით მაღლა იცხოვროს, მაგრამ აქ, დედამიწაზე, მისი მიზანია, მამაკაცი ოჯახის ღერძად აქციოს, აქედან იწყება ოჯახის კეთილდღეობა".

/მღვდელი დიმიტრი როშინი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 7 2016, 11:57 AM

"იყო მამა - ეს სიმაღლეა, რომელიც ყოველდღე უნდა დაიპყრო. საკმარისია მოეშვა - და მაშინვე სიტუაციაზე კონტროლს კარგავ. მამობა, დედობის მსგავსად, დიდი შრომაა. პირველ რიგში - საკუთარ თავზე. ყველას გვაინტერესებს, რა უნდა გავაკეთოთ შვილების სასიკეთოდ - ვიმუშაოთ საკუთარ თავზე - და უფალი დაგვეხმარება".

/მღვდელი დიმიტრი როშინი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 7 2016, 10:28 PM

"მამა სიყვარულით შეიცნობა"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 7 2016, 10:40 PM

"დედამ ბავშვებსაც უნდა შთააგონოს, რომ მამა ოჯახის უფროსია. მამა, თავის მხრივ, დედასა და ბავშვებს შორის შუამავალია, რომლის მაგალითზეც ბავშვები დედის სიყვარულს სწავლობენ. ასე მშობლები ერთმანეთს გვერდში უდგანან. დედის მხრიდან, მამისადმი არასასურველი ტონი - უკვე კატასტროფის ტოლფასია. მაგრამ უნდა გვახსოვდეს: დღეს თუ ყველაფერი რიგზეა, იმას არ ნიშნავს, მოვდუნდეთ და გამარჯვება ვიზეიმოთ".

/მღვდელი დიმიტრი როშინი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 20 2016, 05:17 PM

http://radikal.ru/big/22bf2cbf38e140d69c91b546ee998182

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 24 2016, 10:59 PM

"მამის ალერსი მაინც სულ სხვაა,
ის უფსკერო და უზომო ზღვაა.
მისი ნათქვამი ბრძნული რჩევაა,
მისი თვალები სიკეთის გზაა.
მაღლა ახედე, უსაზღვრო ცაა,
მამის ღიმილი მაინც სულ სხვაა".

/FB/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 14 2016, 03:12 PM

"მამაშვილობის სიხარული ყველა დროებით სიხარულთა შორის ყველაზე სუფთა და დიდია".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 18 2016, 08:28 PM

"...ვემთხვიე გარდაცვლილი მამის სურათს..."

/დეკ. გიორგი ბასილაია/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 19 2016, 12:05 PM

"დედამ არასოდეს უნდა წაუხდინოს მამაზე შეხედულება ბავშვებს".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 29 2016, 10:44 AM

"ძველ ჩინეთში, მაგალითად, არაერთგზის მომხდარა, რომ შვილს უთხოვია, სიკვდილმისჯილი მამის ნაცვლად, თვით ის დაესაჯათ".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 29 2016, 11:07 AM

"მითოლოგიური სამყარო გვიმხელს შემდეგ უძველეს ისტორიას: ბერძნებისა და ტროელების ომის დროს, როდესაც ბერძნებმა გაიმარჯვეს, ტროელებს ნება დართეს, თავიანთი ქონებიდან აეღოთ მხოლოდ ერთი საგანი და ქალაქი დაეტოვებინათ. ენეასმა მხარზე შეისვა მოხუცი მამა, რომელიც ლოგინიდან ვერ დგებოდა და განცვიფრებულ ბერძნებს უთხრა, რომ ეს არის მისი ყველაზე ძვირფასი განძი. სნეული მამის გადამრჩენელ შვილს უწოდეს პიუსი - "კეთილი", თანაც "ვალის აღმასრულებელი".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 5 2016, 04:44 PM

"რომაული კანონებით, მამებს შვილის დასჯის, მოკვლის უფლება ჰქონდათ 319 წლამდე, თანაც სასამართლოს გარეშე".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 9 2016, 06:36 PM

"მამაშვილური გრძნობების წილ თვით უბოროტესი - მარქსისტული იდეოლოგიაც კი გამტყუნებულა. მსახურობდა კომუნისტების ჯარში კახელი ახალგაზრდა - ალექსანდრე ჯორჯაძე, არავინ იცის - რწმენით იყო, თუ მოვალეობის მოხდის მიზნით.

1924 წელს, ეროვნულ განმანთავისუფლებელი მოძრაობის ჩახშობის შემდეგ, როდესაც ბოლშევიკებმა მთელ საქართველოში რეპრესიები ჩაატარეს, ეს ტალღა მოედო კახეთსაც, სადაც ალექსანდრე მსახურობდა. თელავში ერთ ეზოში შეყარეს დასახვრეტი პატიმრები და დაიწყეს მათი სიით გამოძახება. უეცრად ალექსანდრემ მათ რიცხვში მშობელ მამას, ლადო ჯორჯაძეს მოჰკრა თვალი და დაჩოქილმა სთხოვა პოლიტბიუროს უფროსს - ჯაფარიძეს: "მამაჩემის სიცოცხლე მაჩუქე და რასაც დამავალებ, ყველაფერს გავაკეთებო". ჯაფარიძე უპასუხია: "ჩემი პირველი დავალება იქნება, მამაშენი შენივე ხელით დახვრიტოო". ალექსანდრეს მრისხანებით აენთო თვალი, იარაღი თავად ჯაფარიძეს მიუტრიალა, ესროლა და იქვე გაათავა. მეტი ვერაფერი მოასწრო - მაშინვე აკუწეს მილიციელებმა".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 22 2016, 05:04 PM

"გულში გული გედო,
მასში კიდევ გული
მასში კიდევ გული,
რადგან არ ყოფილხარ მამა რიგითი და
იყავ დიდებული!"

/მაკა ტრაპაიძე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 11 2017, 05:28 PM

მამის მხრებიდან ახლოსაა ყოველთვის ზეცა,
შიში ქრება და უცნაური სიმშვიდე გიპყრობს,
მის ძლიერ თითებს ეჭიდები შენი ხელებით,
ასე გგონია, რომ სამყაროც გეკუთვნის თითქოს.

არ დაგავიწყდეს მისი სითბო და სიყვარული,
ის მხოლოდ გასცემს და სანაცვლოდ არაფერს ითხოვს,
შენით სავსე გულს დაატარებს და მის თვალებში,
ყოველთვის ნახავ მხოლოდ შენთვის განკუთვნილ სითბოს.

ხელს ნუ გაუშვებ მის თბილ ხელებს, სანამ გვერდით გყავს,
ის შენს მომავალს აშენებს და თან შენზე ფიქრობს,
სულ მალე უკვე გაიზრდები და დაქალდები,
ეს ცხოვრებაა და შენი გზა თავისკენ გიხმობს,

სანთელ-საკმევლად გაიყოლე ამ გზაზე გული,
გული, რომელიც თბილი ცრემლის დამალვას ცდილობს.
ნუ დაივიწყებ სიყვარულით სავსე ღიმილს და
იმ ერთგულებას სანაცვლოდ, რომ არაფერს ითხოვს,

ნურც კი ეცდები, რომ მოძებნო მისი შემცვლელი,
ერთადერთია ვინც ყოველთვის ყველაფერს გითმობს,
არასდროს დათმო გული, სადაც დედოფალი ხარ,
დამიჯერე, რომ მასზე კარგად არავინ გიცნობს.

07.01.17.
ქეთი ალასანია.

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 1 2017, 12:32 PM

იქ დაგხვდები - როგორც მასპინძელი!

მე უშენოდ გავაგრძელე სუნთქვა,
მე უშენოდ გავახილე თვალი,
მე უშენოდ შევეგებე დილას,
მე უშენოდ დავიძინე ღამით.

ამედევნა უავესი ძაღლი,
უფრო სწორად - ბედი ნიღბით ძაღლის,
კბილიც გამკრა, დამისერა გულიც,
ცხოვრებისგან მოთენთილს და დაღლილს.

ახლა გნატრობ ჩემი სულის ღმერთო,
შენ - მამობით სუყველაზე მეტო!
ცოტა ხანიც შემრგებოდი ტკბილად,
ჩვენი ცეცხლი რა ძლიერად ენთო?!

შენს ჭაღარა თმებში მინდა ისევ
თავი ჩავრგო, სურნელებით გავძღე,
რა ბადაგი - ამისთანა მასვი,
რა მალამო - ამისთანა მაცხე.

ვერ გელევი, ღმერთმა ნუ ქნას ოდეს,
შეგელიო, შევეჩვიო ამ წამს,
შენს გარეშე გაზაფხული დგება,
რომლის ეშხის მე უშენოდ არ მწამს.

სახლის ზღურბლთან ბეღურების ბუდეც
შენ გეკუთვნის, შენს შრომას და გარჯას,
მოფრინდება ჩიტუნების გუნდი,
დალოცავენ მაგ მადლიან მაჯას.

დალოცავენ შენს ბუდეს და ბარტყებს,
უშენოდ, რომ უწევთ ახლა ფრენა,
დაგვავიწყდა ხალისი და ლხინი,
დაგვავიწყდა გულიანი მღერა.

ერთადერთი - მაიმედებს მხოლოდ
მეორედ კვლავ - შენი მოსვლის სხივი,
ეს იმედი არ ჩამიხშოს ღმერთმა,
ამ იმედით - დავდივარ და ვივლი.

სხვა რა გზა გვაქვს, ჩვენ ფიალა უნდა
ტკბილიცა და მწარეც - შევსვათ ბედის,
ოღონდ ღმერთო, გამინათლე მამა,
მის სულს არგე ბედნიერთა ხვედრი.

მისი სული აზეიმე ისე,
რომ აქ მომწვდეს ნეტარების ხმები,
მამის კვალზე ვიარები კენტად,
მის იმედად ვიძინებ და ვდგები.

სასოებით გევედრები უფალს,
ძე კაცისა - შენს ხელში ვართ ყველა,
იქით - მამას მიმიხედო მწუხარს,
აქეთ- ჩვენთვის შეგძლებოდეს შველა.

მერე გავა ალბათ ასი წელი,
უსწრაფესად გაირბენენ დღენი,
და თუ ახლა განშორება გვტანჯავს,
იქ დაგხვდება მამა მასპინძელი!

/მაკა ტრაპაიძე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 3 2017, 07:42 PM

"ბიბლიური საღვთო წიგნი გვმოძღვრავს, რომ "დიდება კაცისა მამის პატივისცემაა" (ზირ. 3,11). წმინდა სამების ერთობაში მამობა და ძეობა, ანუ მამაშვილობა, დიდი ღვთაებრივი საიდუმლოა. ამ ურთიერთობის მთავარი მსაზღვრელი - სიყვარულია. "გაიგოს ქვეყანამ, რომ მიყვარს მამა" (იოანე 14,31) - ამბობს მაცხოვარი ჩვენი იესო ქრისტე".

/"ჩემო კარგო ქვეყანავ" (ნორჩი მართლმადიდებლის ბიბლიოთეკა) გვ. 24/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 8 2017, 08:42 PM

"კაცი, რომელიც მშობლებზე ზრუნავს, ღვთისგან დიდად დალოცვილია. ერთი ახალგაზრდა კაცი დაქორწინდა, მოვიდა ჩემთან და გეგმები გამიზიარა: - მამაო, სახლი მინდა ავაშენო და პირველ სართულზე ორი პატარა ოთახი მოვაწყო მშობლებისა და სიდედრ-სიმამრისთვისო. მისმა ნათქვამმა შემძრა. უთვალავი ლოცვა გავატანე იმ ადამიანს! საკვირველია, ეს ბევრ ცოლ-ქმარს რატომ არ ესმის."

/ღირსი პაისი ათონელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 7 2017, 11:10 PM

მამას
გახსოვს მამი, ანათებდა
ჩვენს ეზოში ბროწეული,
მზეს ელოდა ყოველ დილით,
წარბი ჰქონდა აწეული
ამაყად და ჩუმი სევდით.
ჩვენ ბავშვები არ ვაცდიდით
დამწიფებას, წითელ ყვავილს
ვპარავდით და ძირში ვწყვეტდით.
გახსოვს მამი, ანათებდა ბროწეული..
მერე როცა უკვე ხანში შევიდოდა,
დაპობილი ჰქონდა კანი,
უხეში და ძარღვიანი,
ახლა თვითონ მოუჩანდა
წითელ სხივად, მზეჩაწნული,
ტკბილ–წყლიანი მონაგარი.
იცი მამი, ჩვენს ეზოში
ისევ დგას და ელოდება მზეს
ის ჩვენი ბროწეული,
მე უშენოდ ვუთვალთვალებ,
აღარ ვპარავ წითელ ყვავილს...
და ვამსგავსებ როგორ ამ ხეს
ჩემ ცხოვრების დღეებს განვლილს.
გახსოვს მამი, ანათებდა
ჩვენს ეზოში ბროწეული.

მანანა ქურდაძე

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 15 2017, 10:21 PM

"მიდის იესო, მიუყვება აღმართს, ხან წაიფორხილებს და წაიქცევა, დასისხლიანებული სახით დაენარცხება თეთრ, გამოკირულ მიწას, ჯვარიც ზედ დაეცემა; ცოტა ხანში ისევ წამოდგება, ძალ-ღონეს მოიკრებს, იცის, მამის თვალი დასცქერის, იმდენად დიდია მამის სიყვარული, ვერ უღალატებს. სცემენ, ლანძღავენ, აფურთხებენ, დასცინიან - "იუდეველთა მეფე... ახლა დავინახავთ, როგორი მეფეც ხარ!"

/პროფესორი გიორგი სოსიაშვილი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 18 2017, 05:28 PM

შვილი რომ ასეთ ლექსს დაგიწერს, მეტი ბედნიერება რაღა უნდა იყოს?! [მურად მთვარელიძე]

***
მას შევხედავ და ვამბობ -
ყველა ერთი არ არის,
ერთნაირი არ არის ყველა...
ზოგს შეუძლია სამშვიდობოს გადაგიყვანოს,
ისე რომ ხელიც არ მოგკიდოს
და საკუთარი გულის ხიდზე
ჯებირებად ამოგეშენოს.
მას შევხედავ და ვამბობ -
არა, ერთნაირი არ არის ყველა.
ზოგის მზერას შეუძლია
შენი არსების ყინულებში ისე შევიდეს,
ტკივილის ყველა აისბერგი მზედ აქციოს და
ასი ათასი მზე აგინთოს
და მერე სულ იმეორებდე -
ნახეთ, რამდენი მზე ანთია ჩემში, ნახეთო.
მას შევხედავ და ვამბობ:
ყველა ერთი ვერ არის.
რადგან მე ვიცნობ კაცს,
რომელიც ყოველთვის, როცა
წინ გახედვის შემეშინდება,
მოდის ხოლმე და თან მოაქვს ერთი
ჯადოსნური სიტყვა, რომელიც
შინაარსით „ღმერთს“ ჰგავს, მაგრამ
ჟღერს, როგორც „მამა“.

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 20 2017, 10:25 AM

"ხორციელი მამა მხოლოდ მაშინ არის ჭეშმარიტი მამა, თუ შვილს ქრისტესთვის ზრდის და მასვე მიანდობს".

/დეკანოზი ალექსი უმინსკი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 3 2017, 07:29 PM

"კაცის დიდება მამის პატივისცემაა" (ზირაქ.3,11).

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 22 2017, 02:25 PM

მამის პიჯაკი

მამის პიჯაკებს მთვარის სუნთქვა გადასდებია,
და მოლოდინი შეჰპარვია ღამის სიფხიზლეს.
გახუნებული პერანგი კი დროს გაქცევია,
დარჩა წარსულში, მომავლისკენ პირს არ იბრუნებს.
ძველ სავარძელში უმამობის დარდი ჩამჯდარა
და ჩემს თვალებზე არეკლილა გრძნობის სიშიშვლე.
ამ კედლებს ადრე მისი მშვიდი მზერა ათბობდა,
ის აღარ ჩანს, გაბატონდა მკაცრი სიცივე.
მამის ღიმილი კედლის სურათს შეჰყინვია და
წრფელი ღიმილი მოგონებებს ისევ მიფხიზლებს
მამისტოლა ვარ, რადგან ვძლიე წლების სიმძიმეს,
აღარ აშფოთებს ჩემს თმებს უკვე თეთრი სიხშირე.
მამის პიჯაკებს მისი სუნთქვა შერჩენია და
ღამის ნათელი დასდგომია მწუხრის ბილიკებს..."

/ბელა ალანია/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 7 2017, 10:22 AM

"მკვლელობა ჯაფარიძესი მოხდა შემდეგნაირად: კომუნისტთა ჯგუფში იმყოფებოდა ვინმე ქართველი ახალგაზრდა ალექსანდრე ჯორჯაძე, ამავე დროს დაპატიმრებულთა ჯგუფში - მისი მამა, რომელსაც თელავის საგანგებო კომისიამ აჯანყების დროს მიუსაჯა სიკვდილით დასჯა. ალექსანდრე ჯორჯაძემ რამდენჯერმე მიმართა ჯაფარიძეს, რათა მას შეემსუბუქებინა მამისთვის სასჯელი. თხოვნა დატოვებული იქმნა უშედეგოდ. ზემო აღწერილ ამბის დროს მამა ჯორჯაძის ხელებშეკრული იყო სხვა პატიმრებთან ერთად და სასიკვდილოთ გამზადებული. "პოლიტბიუროს" კარებში ჯორჯაძემ დაინახა ეს სურათი და კიდევ ერთხელ მიმართა ჯაფარიძეს, რათა მას ეპატიებინა მის მამისათვის და არ დაესაჯა სიკვდილით.

ჯაფარიძესაგან მან მიიღო შემდეგი პასუხი: "თუ შენ ნამდვილი ბოლშევიკი ხარ, თვით შენ დახვრეტ მამაშენსო". ამ სიტყვების შემდეგ ჯორჯაძეში გაიღვიძა მამისადმი სიყვარულის გრძნობამ, მან ესროლა ჯაფარიძეს, რომელიც სასიკვდილოდ დასჭრა (უკანასკნელი მოკვდა ორი დღის შემდეგ) და თვითონ თავის მამასთან და სხვა ქართველებთან ერთად აკუწული იქმნა რუსის ჯარისკაცების მიერ ხმლებით".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 25 2017, 05:42 PM

ჩემი იისფერი განთიადი,
ნეტავ რატომ არ ჩანს, სად წავიდა.
რატომ იყურება მზის გარდაცვლა,
მამის შემცივნული საფლავიდან.
რად წერ წარსულზეო,აბა რა ვთქვა
ის რაც სულს მისერავს,მაწერინებს
სტროფებს ულამაზო ცხოვრებისგან,
ხან უფეროს,ხანაც გაწელილებს.
ჩემი ზღვის ნაპირი არსად მოსჩანს,
ფერად დაისებს რომ ვაცილებდი.
მხოლოდ ჰორიზონტთა გასაყარზე,
შორი მომიჩანან მანძილები.
ის რაც მეგონა რომ მე მომეცა,
ნეტავ ვინ წამგვარა,სად წავიდა
ან რად იმზირება მზის გარდაცვლა,
მამის შემცივნული საფლავიდან.

ნანა აბესაძე

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 27 2017, 09:27 PM

“ერთი ახლობელი მყავს. გადასარევი ბიჭია, თბილი, მოსიყვარულე, მართლა უღალატო კაცი, ფუტკარივით მშრომელი, მაგრამ სახლიდან როდის გაიქცევა, ერთი სული აქვს. მეზობლად ცხოვრობენ და მისი ცოლი ჩემთან მოდის გულის მოსაოხებლად. განა ცუდ საქმეებზე დადის, შრომაც უყვარს, მაგრამ ბიჭი ეზრდება და ხომ სჭირდება ყურადღება?!

ერთხელ ფრთხილად, მორიდებით მივეცი შენიშვნა, შვილთან უფრო ახლოს უნდა იყო, ერთი დღე მაინც დაისვენე, შვილი გაასეირნე, უკეთ გააცანი თავი-მეთქი. მერე საქმეს ვინ გააკეთებსო... ვითომ შვილთან სიახლოვე მისი საქმე არ იყოს! კარგი დედის გაზრდილი კარგია, მაგრამ მამამაც ხომ უნდა იცოდეს, რომ შვილისგან შორს ყოფნა შესაძლოა ცუდად შემოუბრუნდეს?!”

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 18 2017, 09:26 PM

"უპირველესად, კარგად უნდა გვახსოვდეს, რომ ოჯახი წმიდა სამყოფელია, რომელიც თვით უფალმა აკურთხა გალილეის კანაში (იოან. 2,1-11). ხოლო მიზანი მამა-შვილობისა და კარგი ძეობისა, უნდა იყოს შეწირული ღვთისათვის. უპირველს ყოვლისა, მამა შვილს უნდა ზრდიდეს ღვთის სიყვარულისათვის და არა მხოლოდ ერის შვილობისათვის, რადგან საერო კანონმდებლობათა გემოვნებანი იცვლება ჟამთა სვლის დროს, ხოლო საღმრთო სამართალი შეუძვრელი ჭეშმარიტებაა, რომელიც მღვდელმთავრობს ჩვენს მატერიალურ დროზე".

/დეკ. გიორგი ცაბაძე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 27 2017, 10:32 AM

"თუკი შენ მამას ლანძღავ, ღვთის მგმობელი ხარ".

/წმ. ნიკოდიმოს მთაწმინდელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 27 2017, 11:03 AM

"თუკი შენ პატივს სცემ შენს მამას, მაშინ შენი შვილებიც პატივისცემით მოგეპყრობიან. თუკი მამისგან კურთხევას მიიღებ, მტკიცე იქნება შენი სახლის საძირკველი".

/წმ. ნიკოდიმოს მთაწმინდელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 28 2017, 11:54 AM

ბროლის სიღრმე

ზოგჯერ,
როდესაც სევდის მძივებს
მკერდზე დავიყრი
და ბროლის სარკეს
ალმაცერად ავხედ-დავხედავ,
ასე მგონია,
დრო ჩერდება
და მახსენდება
მამის ნაბიჯებს აყოლილი
ჩემი ბავშვობა,
და სევდიანად მომღიმარი
პატარა გოგო
ბროლის სიღრმიდან
მომაჩერდება.

/ნანა ბაგრატიონ-დავითაშვილი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 6 2017, 10:46 AM

***
ვუძღვნი 89 წლის მამას და 6 წლის შვილიშვილს

წუთისოფელი რა ყოფილა,
მოვაგენი მგონი,
ხანდახან ვფიქრობ,
რომ გასრულდა
გზები სავალი.
ვდგავარ ხანმოყრილ
მამასა და
შვილიშვილს შორის,
როგორც წარსული
და მომავალი...

/თემურ ჩალაბაშვილი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 21 2017, 02:58 PM

სიზმარი

სიზმარი ვნახე - ვეძახდი მამას:
- რატომ არ მოხვალ სახლში?
ის ღელის პირას მაღლარსა სხლავდა,
მე კი ვიყავი ბავშვი...
რომ დავაკვირდი, არა ვენახში,
თურმე ყოფილა ცაში,
არ აპირებდა შინ დაბრუნებას,
სხივებს მისდევდა კვალში.
მანაც მომხედა, რაც მომაძახა,
ფრთხილად ვიგონებ ახლა -
ისიც თქვა: - შენს ჩრდილს მიადგი კიბე,
ისე ამოხვალ მაღლა...
რა იგულისხმა? ნუთუ დასცინა
ამ ჩემს ცხოვრებას ნეტავ,
თუ რამე კარგი რამ მიმანიშნა
და მე კი ვერა ვხედავ?..
სიხარულია მშობლის ლანდიც კი,
ცხადში ვიხილე თითქოს...
ჩემს ჩრდილს როგორღა მივადგა კიბე,
ახლა ამაზე ვფიქრობ...

/გივი ჩიღვინაძე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 9 2018, 09:48 PM

მამა!!!

ცხოვრება გამოცდებს გვიწყობს,
ათას ლაბირინთს ხლართავს,
ძნელია მათში გავლა,
თუ გვერდით მამა არ გყავს!

მამა- შენი ხის ფესვია,
ღრმად გადგმული და ძლიერი!
ჩაკიდებიხარ ამ ფესვებს
და მითა ხარ ბედნიერი!

ქარი გიბერავს თუ სუსხი გთოშავს,
მამა იმედად გერდშია
და ვერც ვერავინ შეცვალა,
ეს ერთგულება გენშია!

ღმერთო, აცოცხლე მამები,
შვილების სათაყვანები!
ჩემო მამიკო, მახსოვხარ
და მუდამ მეყვარები!!!

რაისა ხელაძე

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 10 2018, 11:32 AM

"წმინდა ბარბარე გავიხსენოთ, რომელიც საკუთარმა მამამ მოკლა. იყო შემთხვევები, როდესაც საკუთარ შვილს გაუცია ქრისტეს მიმდევარი მამა და შვილის გაცემის გამო მამა უწამებიათ".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 16 2018, 12:29 PM

"მამა უნდა იყოს ქრისტეს სახე ოჯახში და თუ არ არის, მაშინ იწყება ქაოსი და რღვევა ბავშვის ფსიქიკისა".

პოსტის ავტორი: Маиа თარიღი: Jan 24 2018, 02:09 AM

* * *
როცა ტოლები ვახსენებთ მამებს
ცა გამეხსნება მაშინ
ვერავინ მეტყვის მე ისეთ რამეს
ცრემლი მომადგეს თვალში

ცრემლი მომადგეს, თავი დავხარო
სინანულით და წყენით
ო, როგორ მონდა კრძალვით გახარო
მუდამ ვამაყობ შენით!

ტრიალებ ქვეყნის მაშვრალთაგანი
და არ გაშინებს დაღლა
მეამაყები მხოლოდ ამგვარი,
როგოლიცა ხარ ახლა.

ვიცი ხანდახან გიმძიმს ძალიან,
ამოიკვნესებ წამით,
იქნებ ეს ზოგჯერ ჩემი ბრალია
და მაპატიე მამი!

დედას რომ უფრო ვეალერსები
გაჯავრებული ნუ ხარ
არ იწერება შენზე ლექსები
და მე ამაზე ვწუხვარ.

ნელინელ მიაქვთ წლები მზის წლები
ჩვენზე ზრუნვას და ამაგს,
მიყვარხარ დედის გულს გეფიცები
ჩემო კეთილო მამავ!

ხუტა ბერულავა

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 24 2018, 10:13 AM

Маиа

wub.gif მაიკო, როგორ გამიხარდა შენი აქ დანახვა smile.gif მადლობა ლექსისთვის 2kiss.gif

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 25 2018, 06:59 PM

დავიწყებული ფული

წლები მემატება და შენ გემსგავსები მამა.
ხან ერთ ჯიბეში ვპოულობ დავიწყებულ ფულს, ხან მეორეში…
დედა სერიალებმა მიიჯაჭვეს, თან მას ფული მგონი არასოდეს დავიწყნია, არც დაკარგვია.
წლები მემატება და აღარც მე ვწუხვარ ჩემს მოუწყობელ ცხოვრებაზე, მამა.
ვცდილობ აღვიდგინო როდიდან დაგემსგავსე.
გახსოვს, კაკასხიდთან რომ ჩამოვხდით, სანამ ზეკრის გზას ფეხით დავადგებოდით, ყველა ჯიბეში ეძებე ფული, ისე დიდხანს, დაბნეულად ჩხრიკე, ეძებე, პიჯაკის წინა ჯიბეებში, გულის ჯიბეში, არ დაგრჩენია შარვლის წინა, უკანა ჯიბეც, ისევ ხელახლა ჯიბეები, ისევ თავიდან. ვიფიქრე, ამას საგანგებოდ ხომ არ აკეთებს, რომ მძღოლმა გვითხრას, წადით, წადით კაცო, ოღონდ თავი დამანებეთ! ასეც მოხდა და ისე შემრცხვა, ისე გავწითლდი, ვიფიქრე, როცა პიჯაკს შიგნით მაისურის მკლავი ავუკეცე, წავუკოტავე, სამგზავრო ფულიც რატომ მაშინ არ მოვიძიე.
წლები გადის. მეც შენსავით მელოდება მძღოლი ფულისთვის, მეც შენსავით ვეძებ მამა ყველა ჯიბეში.
და თუ ვპოულობ დავიწყებულს, დინჯად დავყურებ.
მეც შენსავით, უფულოდ მსურს სიცოცხლე, მამა
და მეც შენსავით, კაცივით მიყვარდება მამა, სამშობლო.

/ცირა ყურაშვილი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 3 2018, 01:27 PM

მამას

დღეს დამიმძიმდა შენი სიშორე,
მოგონებების ფსკერზე დავეშვი,
მე შენს სიბერეს როცა ვუყურებ,
ჩემი ბავშვობა დარბის თვალებში...

მოგონებების ნაირფერ მძივად
სულში მეღვრება ტკბილი ნაღველი
და თითქოს მიკვირს და გული მტკივა,
რომ აღარ გესმის ჩემი ნამღერი...

შენგან ნასწავლი სიკეთის ფასი
ახლაც კი ისხამს ყვავილს კვირტებად
და ,მამი,შენთან დამშვიდობება,
ვაიმე,როგორ გამიჭირდება...

ხათუნა მარტიაშვილი

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 29 2018, 05:48 PM

"მამა ოჯახში ყველასთვის ლამპარი იყო"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 6 2018, 10:42 PM

"ეხლა ხანს ჩემი უფროსმა ვაჟმ მერაბიმ ოჯახი შეჰქმნა. იდღეგრძელეთ ჩემო შვილებო ბედნიერება და ქუდბედი დაჰბედებოდეს თქვენს ახალგაზრდა ოჯახს. სიყვარულით გეცხოვროთ და ერთმანეთის მწენი ჰყოფილიყავით. გაგეძლოთ ამაქვყნისა წაღმა - უკუღმა ბორგვისთვის და თქვენი გზა არ დაგეკარგოთ არასდროს. ბევრს გეტყვით კიდევ შვილებო, მაგრამ მამის დალოცვა შვილებისადმი ღმერთის წინაშე ითქმება და მის წინაშევე დაივანებს ადგილს. ბედნიერებასა ჰყვაებოდეთ მერაბი და მარი. რომ იცოდეთ როგორ მიყვარხართ".

/მწერალი გიორგი აღნიაშვილი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 29 2018, 08:09 PM

"გიორგი (30 წლის): ზოგჯერ მშობელი მატერიალურს ვერაფერს გიტოვებს, მაგრამ მისი კაცურკაცობა და მადლიანი საქმეები შეგეწევა და გზას გაგიკვალავს.

მამაჩემი ადრე გარდაიცვალა. დედაჩემი და მე დიდ გაჭირვებაში დაგვტოვა და როცა დედა მის პატიოსნებასა და სინდის-ნამუსზე დაიწყებდა ლაპარაკს, ვბრაზობდი. რომ წამოვიზარდე და საქმიანობა დავიწყე, სადაც მივსულვარ და გვარი მიხსენებია, ყველგან უკითხავთ, ამის და ამის შვილი ხომ არ ხარო.

მამაჩემის ხათრით ისეთი საქმეც კი გამომსვლია, რომლის იმედიც არ მქონდა. მერე უკვე, დედაჩემი კი არა, მეც ვამაყობდი იმ სახელით, მამამ რომ დამიტოვა."

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 30 2018, 12:24 PM

***

მამა გიყვარსო, ასე ამბობენ,
დედას ვიფიცებ მაინც,
თმები შეგითეთრდა
ჩვენზე ფიქრებით და...
სულში ნაღველს ითმენ, მამი...
დაღლილ-დაქანცული
სახლში რომ შემოხვალ.
"მამა გენაცვალოს, მამი",
თავზე გადაგვისვამ
დაკოჟრილ ხელებს და,
გულში ჩაგვიხუტებ წამით.
სულ მთლად ვერ გადმოფენ
შენს ფაქიზ გრძნობებს,
ვერ გამოხატავ მაინც,
მაგ ღიმილს ყოველთვის
თან სდევს სიმშვიდე
და სათნოება ბავშვის.
ძილის წინ ჩამჩურჩულებ:
"მამი გენაცვალოს, ახლა დაიძინე",
და შენი ამბორი
სიზმრად ჩამყვება ღამით.
მამა, დასაბამი
ჩვენი სიცოცხლისა,
ფესვებძლიერი და მდგრადი.
მამი, მამილო, ჩემო მამიკო,
თეთრად დამიბერდი, მამი,
დედას რომ ვიფიცებ,
გთხოვ, ნუ გეწყინება, მამი!..

/ეთერ თედეევი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 10 2018, 05:38 PM

"არჩილი (49 წლის): სულ ახალგაზრდა, 18 წლის ვიყავი, მამა რომ მოგვიკვდა. დედაჩემი 36 წლის იყო, ძმა - 12-ის. მამა ვის არ უყვარს, მაგრამ ჩემთვის უმისოდ სამყარო დაცარიელდა. შეყვარებული მყავდა, მაგრამ იმასაც ვერ ვხედავდი, საშინელი ფიქრები მიტრიალებდა ტვინში. ჩემი ძმაც არ იყო უკეთეს დღეში, მაგრამ ამდენს ვერ აცნობიერებდა.

დედაჩემი მორწმუნე ქალი იყო და ჩვენც რწმენით გვზრდიდა, მაგრამ მამის სიკვდილმა ჩემი ცნობიერება შეცვალა - ღვთის სამართლიანობაში ეჭვი შემეპარა (მომიტევოს უფალმა!). დედაჩემი ეკლესიით ცხოვრობდა - ყველაფერს აკეთებდა მამის სულისთვის. ოდნავადაც არ შემდრკალა, ოთარაანთ ქვრივს დაემსგავსა, ოჯახისთვის და ჩვენთვის საჭირო ნივთს ყიდულობდა, სახლის რემონტიც წამოიწყო. მაშინ ვერა, მაგრამ ახლა ვხვდები, - ამით სიცარიელეს ებრძოდა. ერთხელ შევესწარი, როგორ მწარედ ტიროდა, თუმცა ჩემს დანახვაზე ცრემლი მოიწმინდა.

ახლა ამხელა ამბავი იმიტომ მოვყევი, რომ მამის პატიოსნება იყო ის საზღაური, რომელსაც ჩვენი ოჯახი ყოველწუთს იღებდა. სადაც უნდა წავსულიყავი, ყველგან წინ მხვდებოდა, - შენ ზაზას ბიჭი არ ხარო? - მკითხავდნენ და ყველა საკითხი გვარდებოდა, უსიტყვოდ მენდობოდნენ. ისეთი განცდა მქონდა, თითქოს მამაჩემი თან დამყვებოდა. ხანდახან მიფიქრია, ცოცხალი რომ იყოს, ალბათ მეტს ვერაფერს გამიკეთებდა-მეთქი."

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 11 2019, 06:58 PM

"შეტყობინება, რომელიც შეყვარებულისთვის უნდა გამეგზავნა, შეცდომით გავუგზავნე მამინაცვალს. კიდევ კარგი, სახელი არ მიმიწერია, უბრალოდ მივწერე: "მე შენ მიყვარხარ". და საპასუხოდ მომივიდა შეტყობინება: - "მეც მიყვარხარ, შენი მამიკო". ამდენი წლის მანძილზე პირველად ეწერა ეს საოცრად თბილი სიტყვა: "მამიკო".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 7 2019, 06:33 PM

"მამას უნდა უყვარდეს ბავშვები მეუღლის სიყვარულის სიხარულით. წინ უნდა უსწრებდეს სიყვარული მეუღლისადმი და მას მოსდევდეს ბავშვების სიყვარული".

/წმ. იოანე ოქროპირი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 12 2019, 07:56 PM

"ეძებე ცხოვრების თანამგზავრად ისეთი გოგონა, რომელსაც ეყვარება და პატივს სცემს შენს მამას".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 30 2019, 07:28 PM

"ყურადღება უნდა გავამახვილოთ წმინდა იოანე ოქროპირის სიტყვებზე, რომ მამად იწოდება არა ის, ვინც ბავშვის ხორციელი მშობელია, არამედ, ვინც ზრუნავს მასზე. წმინდა მამა წერს: "ხორციელი მშობლობა არ ქმნის მამად ადამიანს, არამედ მხოლოდ აღზრდა".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 8 2019, 10:05 PM

“დედის ლოცვებად ცნობილი ლოცვები ზოგადად მშობლებს ეკუთვნით და მისი წარმოთქმა შეუძლია როგორც დედას, ასევე მამას. ჩვენში არასწორად დამკვიდრდა ამ ლოცვების სახელწოდება, რაც არასწორია“.

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 17 2019, 09:44 PM

"მთელი გულით ეც პატივი შენს მამას"

/ისო ზირაქი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 26 2019, 10:00 PM

"მე შემიძლია ვთქვა, რომ მან გარდაცვლილი მამის სითბო გამიცოცხლა"

/მამა იოანე ჩიგოგიძე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 27 2019, 12:15 PM

"ერთ ქალს ოჯახი დაენგრა, პატარა ბარბარე ჰყავდა. ერთხელ მარიკამ [პოეტი მარიკა ბარათაშვილი, ჟურნალ "საქართველოს ქალის" რედაქტორი] უთხრა, ბარბარეს სურათი მომიტანეო. გარეკანზე მოათავსა ეს სურათი და დააწერა: ბარბარე. ამ ნომრის გამოსვლის შემდეგ ბავშვის მამა ოჯახს დაუბრუნდა. დღესაც ბედნიერად ცხოვრობენ"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 3 2019, 10:45 PM

მე ძალიან კარგი მამა მყავდა

ის სხვა იყო, სულ სხვა იყო მაინც,
და არავის, სულ არავის ჰგავდა;
მენატრება მე სიცოცხლე მისი.
მე ძალიან კარგი მამა მყავდა;

ბავშვი იყო, ბავშვი ვიყავ როცა,
გულში ჩაკრულს მაძინებდა მკლავთან;
მენატრება მე ზღაპრები მისი.
მე ძალიან კარგი მამა მყავდა;

გავიზარდე, გაიზარდა ისიც,
დავმეგობრდით, ყველაფერში მგავდა;
რა ვიცოდი მე უგნურმა მაშინ...
მე ძალიან კარგი მამა მყავდა;

...და ყოველთვის ასე იყო მუდამ,
სანამ იყო, ჩემს სიცოცხლეს რწყავდა;
უკეთესი მე არ მედგა გვერდით.
მე ძალიან კარგი მამა მყავდა;

...და ერთხელაც, დამიბერდა მამა,
ვერ ვაჩნევდი, თურმე გული კლავდა;
მე კი ისევ მიღიმოდა მუდამ.
მე ძალიან კარგი მამა მყავდა;

მერე უცებ გაქრა, როგორც თოვლი,
ისე თბილი, მზის სხივებს რომ ჰგავდა;
გადამექცა ზღვა ცრემლების წვიმად.
მე ძალიან კარგი მამა მყავდა;

აჰა, მალე მეც დავბერდი ლამის,
მენატრება მამა, ცას რომ ჰგავდა;
ღმერთო ჩემო, როდის ვნახავ ისევ?!
მე ძალიან კარგი მამა მყავდა.

გიორგი(გელა) ფაჩუაშვილი

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 15 2019, 01:50 PM

"ამბობენ სანამ დედა მყავს არ დავბერდებიო.
მამაზე კი ის უნდა ითქვას:
სანამ მამა გყავს მანამ გრძელდება
ბავშვობა."

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 22 2019, 04:26 PM

"მამა უნდა ხვდებოდეს, შვილს რა უჭირს, რა ულხინს"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 3 2019, 12:23 PM

"- რას გვეტყოდით თქვენი ოჯახის შესახებ?

- ჩემი მეუღლეა დალი-ქეთევან ზურაბიშვილი. გვყავს ქალ-ვაჟი - მარიამი და ვაჟა. მარიამი წერს ლექსებს, ხატავს, უკრავს და მღერის ფანდურზე. ვაჟა ჯერ პატარაა. სწორედ მასზე დავწერე ლექსი "მამის იავნანა", რომელსაც ახლა წაგიკითხავთ:

აგერ უკვე რა ხანია,
მთებში ღამეს სძინავს,
იავნანა, მამის დარდო,
დაიძინე ტკბილად.
უფალს ებარებოდეო,
გაგითენოს დილა,
სათუთო და მშვენიერო,
ჩემო პაწაწინავ.
მთვარეს ღრუბლის სარეცელზე,
რა ხანია, სძინავს,
ნანას გეტყვი, გენაცვალე,
ჩემო თვალისჩინავ.
ვარსკვლავები ციმციმებენ
შენს საყვარელ ფერებს,
გაიზარდე სამშობლოსთვის,
მამა ასახელე.
ლამაზო და სანატრელო,
ჩემო გულის დარდო,
შენს ზღაპრების საუფლოში
მზეც კი დანავარდობს.
იავნანა, მამის დარდო,
გარეთ ღამეს სძინავს.
ჯერ მამალს არ უყივლია,
დაიძინე ტკბილად."

/დეკ. თავმას ჩოხელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 6 2019, 12:02 PM

"მომენატრა, ჩემი საოცრად კარგი მამა!"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 28 2020, 03:49 PM

"როდესაც მამა გახდი, გეგონა, შვილი შენი გაგრძელებაა. სიამაყე, წარმატება იგრძენი, ფესვები გაიდგი. მერე კი ნელ-ნელა გააცნობიერე, ბავშვი დამოუკიდებელი არსებაა. როგორც უნდა მოინდომო, შენს ნაკვალევს მიჰყვეს, მას თავისი ბედისწერა აქვს"

/ელიფ შაფაქი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 4 2020, 08:35 PM

"თუ შვილების შობა შეძელი, მათი კარგად აღზრდაც უნდა შეძლო, რათა ღირსეულად ატარო მამის სახელი"

/წმ. ტიხონ ზადონელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 7 2020, 09:22 PM

"შვილო, მამაშენს სიბერეში შეეწიე და ნუ დაამწუხრებ მას სიცოცხლეში"

/სიბრძნე ზირაქისა/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 8 2020, 06:52 PM

"შენ შვილების ხორციელ მამად იწოდები; სულიერი მამაც იყავი"

/წმ. ტიხონ ზადონელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 26 2020, 12:53 PM

"ბებიაჩემის ალალი ბიძა - იროდიონ ობოლაშვილი 37-ში დახვრიტეს. როგორც მაშინ იტყოდნენ, ინტელიგენტი კაცი იყო იროდი, ნასწავლი. აკადემიური თანამდებობაც ჰქონდა. დახვრიტეს და ხალხის მტრად გამოაცხადეს.

ცოტა მოგვიანებით, როცა მის ქალიშვილს - ელენე ობოლაშვილს კომკავშირში იღებდნენ, გასაუბრებაზე გამომცდელად ჰკითხეს - მამა თუ გიყვარსო.

ქვეტექსტი გასაგები იყო: „ახალგაზრდობის კომუნისტურ კავშირში“ შესვლის მსურველს როგორ შეიძლება „ხალხის მტერი“ უყვარდეს, თუნდაც მშობელი!

პატარა ლენამ ვერაფერი უპასუხა, ვერც ჰო და ვერც არა. გაჩუმდა და ტირილი დაიწყო...

რამდენის იქნებოდა? ალბათ ასე, 15-16-ის.

ობლობაში გაზრდილი ელენე ობოლაშვილი შემდგომში პირველი ქართველი დოქტორი ქალი გახდა მათემატიკაში.

ოჯახური გადმოცემით ვიცი, რომ ის არაადამიანური კითხვა იყო მთავარი მიზეზი, რის გამოც ცნობილი მეცნიერი კომუნისტურ პარტიაში არასოდეს შესულა.

მამა თუ გიყვარსო...

თაობას, რომელიც არ მოსწრებია საბჭოთა კავშირს და რომელსაც ხშირად ათასი საბჭოური „სიკეთის“ შესახებ მოუთხრობენ, მინდა მარტივად ავუხსნა: ეს კითხვა იყო საბჭოთა კავშირი.

მამა თუ გიყვარსო..."

/ბუბა კუდავა/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 19 2020, 10:06 PM

"თუ ვიფიქრებთ, რა გააკეთეს ჩვენთვის ჩვენმა მშობლებმა, თავზარდაცემულნი დავრჩებით ჩვენი ვალის განუსაზღვრელობით"

/წმ. ამბროსი მედიოლანელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 24 2020, 07:15 PM

"მამა - მხოლოდ მამა არ ყოფილა! ახლა გულს უკლავდა ის, რომ ამაში დასარწმუნებლად თურმე მამის სიკვდილი იყო საჭირო"

/ლევან გოთუა, "ლეკვი ლომისა"/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 1 2020, 03:22 PM

"სამსახურიდან დაბრუნებულმა მამაჩემმა ვარდები მოგვართვა მე და დედას. "რასთან დაკავშირებით?" - ვეკითხები მამას.

მამამ - ჩემი კოლეგები დღეს ერთხმად უჩიოდნენ თავიანთ ცოლებსა და შვილებს, მე ვერ გავუწიე მათ კომპანიონობაო".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 11 2020, 10:23 PM

"ვინც მშობლებს პატივს სცემს, არასოდეს დაიღუპება"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 23 2020, 09:05 PM

"ცაცა (27 წლის): - ჩემი ცხოვრება ისე აეწყო, უფლის გარდა არავინ მყავს მანუგეშებელი. ქმარმა მე და ჩემი გოგონა მიგვატოვა. ბავშვმა მამამისის წასვლა ინერვიულა და დამუნჯდა.

ფაქტობრივად, ქუჩაში დავრჩით და იმის საშუალება სად მქონდა, ექიმებთან მეტარებინა. ეკლესიური ადრეც ვიყავი, მაგრამ ამიერიდან ეკლესია ჩვენი მეორე სახლი გახდა. წირვა-ლოცვაზე სიარულმა და ხშირმა ზიარებამ ჩემს შვილს მეტყველების უნარი დაუბრუნა. ჩემი მეუღლე ცუდი ადამიანი არ იყო, ვიცი, ისიც განსაცდელშია და იმედი მაქვს, ჩვენი ლოცვა მოუბრუნებს ჩვენკენ გულს."

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 4 2020, 11:46 AM

მამაჩემი

გაილია მამაჩემი, დაპატარავდა.
სულ ერთ წვეთ ცრემლში ჩაეტია,
გულის წამწამზე ჩამომეკიდა.
ჯერ არ შეუბერო სული, უფალო,
მუჭები თუ არ შევუშვირე,
ვინ იცის საით წავა....

/ნინო ქადაგიძე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 16 2020, 11:13 PM

"მამა?
მამა-შვილის საყრდენი ძალაა..
მამას არ უტარებია შვილი 9 თვე მუცლით ,მაგრამ მთელი ცხოვრება ხელის გულზე ატარებს!..
მამობა პატივია ,და ვინც ამას აცნობიერებს პასუხისმგებლობით სავსე მშობელი ხდება...
მამას შვილისთვის გაზაფხული მოაქვს, თუკი ქალიშვილი თუნდაც ერთ პატარა ყვავილს სთხოვს..
მამა ცდილობს მთელი ზღაპრული სამყარო რეალურად უქციოს თავის ასულს!
მამა-შვილობა ისევე როგორც დედა-შვილობა უდიდესი აღმავლობაა...
მამა- შვილის გენეტიკაა....
მამა ვერ იტანს ქალიშვილის თვალებზე ცრემლებს და მუდამ ცდილობს მზესავით გაანათოს შვილის სიხარულისათვის,
ამიტომაც უყვართ გოგონებს მამები!
სანამ მამა გვერდით გყავს, ვერასდროს ვერავინ დაგჩაგრავს!
თვით სახელი,, მამაც "კმარა,რომ თავი ძლიერად იგრძნო...
კარგი მამა მთელ სამყაროს იტევს შვილისათვის...
სანიმუშო მამა შვილთან ერთადაც გაათევს ღამეს!
საოცარი სიყვარული შეუძლიათ მამებს,
რამეთუ უფალმა ისინიც დააჯილდობა იმ პატივით ,რომელსაც მშობლად ყოფნა ჰქვია!
ჩვენც ვიცხოვროთ მათთვის და არ დავუკარგოთ მათ ეს ენით აუწერელი ამაგი!
გვიყვარდეს მშობლები!"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 24 2020, 05:21 PM

"- რამდენად მართებს დედას ზრუნვა იმისათვის, რომ არ შეირყეს მამის ავტორიტეტი შვილის თვალში, მაშინ როდესაც მამა უსამართლოდ იქცევა?

- დედა უნდა გაუფრთხილდეს მამის ავტორიტეტს და შვილები უნდა დაარწმუნოს იმაში, რომ ოჯახის თავი (უფროსი) არის მამა და დედა ქედს იხრის მამის წინაშე, რადგანაც პირველი პატივი ოჯახში მამას ეკუთვნის. თუკი მამა უსამართლოდ იქცევა, დედამ არ უნდა გაამახვილოს ყურადღება მის ნაკლოვან მხარეებზე, უნდა ეცადოს, წინ წამოსწიოს მამის ღირსებები და გაამყაროს მამის ავტორიტეტი შვილის შეგნებაში."

/დეკ. დავით შენგელია/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 25 2020, 08:51 PM

"რუსეთში ერთი ბრმა გლახა დაეხეტებოდა, მარჯვენაც გამხმარი ჰქონდა. როცა ავადმყოფობაზე ეკითხებოდნენ, ის ღმერთს ადიდებდა და ამბობდა: შევცოდე ღვთისა და კაცთა წინაშე. ექვსი წელია სახლიდან სახლში გადავდივარ. მანამდე ოთხი წელი საწოლს ვიყავი მიჯაჭვული. ათი წელია ღვთის სასჯელს ვიხდი. ძალზე განვარისხე უფალი იმით, რომ ვეჩხუბე მამაჩემს და ვცემე კიდეც. თუმცა კი მაშინ მთვრალი ვიყავი, მაგრამ დავარღვიე საღვთო სჯული და ღვთის რისხვაც მომეწიაო."

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 25 2020, 09:05 PM

"მამა პაისი ათონელი ჰყვებოდა: ერთ მორწმუნე ვაჟს ათეისტი მამა ჰყავდა. შვილი ბევრს ლოცულობდა, ევედრებოდა ღმერთს "სინანულის მინიჭებას" მამისთვის. ერთხელ მამამისი ავად გახდა და ათენის საავადმყოფოში წაიყვანეს. მიუხედავად დიდი მცდელობისა, ვაჟმა მამას აღსარება ვერ ათქმევინა. გარდაიცვალა კაცი. ექიმებმა მისი მორგში წასვენება ბრძანეს, მაგრამ შვილი, თითქოს არაფერი მომხდარიყოს, ფეხმოუცვლელად ლოცულობდა. "ღმერთო, მოჰმადლე სინანული მამაჩემს", - ჩურჩულებდა შეუწყვეტლად. კაცის მორგში მისვენებაც ვერ მოასწრეს, რომ შვილის ლოცვით იგი გაცოცხლდა და სამი წლის შემდეგ სინანულით და ზიარებით განწმენდილი წარსდგა ღვთის წინაშე."

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 26 2020, 05:18 PM

"მამიკოც კი მიყვარს, ძალიან მიყვარს, მაგრამ დედაშვილობა მაინც სხვაა"

/ბერი ანდრია, (ნუგზარ) მილორავა/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 27 2020, 11:03 PM

"ბავშვს უყვარს მამა და პატივს სცემს მას, მაგრამ ეს სიყვარულიც მამისადმი დედობრივი სიყვარულისა და სინაზის ძალით ყალიბდება"

/ღირსი პაისი ათონელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 8 2020, 04:15 PM

"მართლმადიდებლურად ქრისტესა და ეკლესიას შორის დამოკიდებულება სიძე-პატარძლის ურთიერთობას არის მისგავსებული, ამაზე მეტი გათანაბრება და სიყვარულის გამოვლინება მართლაც წარმოუდგენელია.

როგორ გამოიყურება თანამედროვე დედა ამ ფუნდამენტური პრინციპიდან გამომდინარე თავისი კონკრეტული, ლოკალიზებული სამსახურით, ძვირადღირებული სახლით, მანქანით, რომელსაც ჰგონია, რომ ეს არის მისი შვილისათვის უფრო აუცილებელი და ღირებული, ვიდრე მამის ყოლა. მას რატომღაც მხედველობიდან გამორჩა, რომ ასე რომ იყოს, მაშინ მარტო ქალი ან მარტო მამაკაცი გააჩენდა ბავშვებს. უმამობა ბავშვის ფსიქიკაზე ადრე თუ გვიან აუცილებლად იჩენს თავს, რადგან ადამიანის სრულყოფილ პიროვნებად ჩამოყალიბებისთვის აუცილებელია იმის ცოდნა, თუ ვინ არის მისი დედა და მამა. ყოველმა პიროვნებამ თავისი წარმომავლობა უნდა იცოდეს".

/მამა სერაფიმე ფილია/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 26 2020, 11:37 AM

"ყველა ლამაზი ყვავილი დაჭკნა,
ხავსი და გვიმრა მოედო საფლავს,
ყვავილი დაჭკნა,
ბალახი დარჩა,
და შენ ბალახი გახურავს საბნად.
შენი გოგონა გაზაფხულს ხატავს,
შენს სკამზე ახლა მე ვზივარ, მამა,
მწვადის წვეთები აწვეთავს ღადარს,
- მამა, შენ გშია? - მე მშია, მამა...
ჯანღი ეწვია შებოლილ ტყეებს,
ქვეყანა ფიფქით აავსო ცამა.
შენ ტყემლებს ხედავ? მე ვხედავ ტყემლებს
- მამა, შენ გცივა? მე მცივა, მამა..."

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 19 2020, 11:16 AM

გიორგი აღნიაშვილი

მამიკო

საკურთხეველთან დგეხარ შვილო დედოფლის კაბაში, ჯვარს იწერ და ღვთის წინაშე უღალატობის, ერთგულების და სიყვარულის ფიცს სდებთ. შენი არჩევანია მამიკო. შენ თავად ჰქმნი შენს ოჯახს, შენს ბედს. დღეს მე მარტო დავბრუნდები სახლში . . . მარტო . . . ალბათ დედაშენი აქ არის სადღაც ანგელოსად მოვლენილი, თქვენ ოჯახს აკურთხებს და ლოცავს. შენ ხომ შენს დედიკოს მხოლოდ სურათებით იცნობ ჩემო მამისერთა. ჩემი სიცოცხლის გამართლება მხოლოდ შენ ხარ შვილო. საოცარია, რიგში ჩავდექი რომ მოგილოცოთ უკვე შეუღლებულთ ოჯახის შექმნა. ბედნიერი ხარ, სახე გიცინის, შენი მეუღლის სიყვარულით ანთებულ თვალებს შევყურებ, თავის დედოფალს რომ შესციცინებს ახალგაზრდა კაცი. ცრემლები მომერია გულში რომ ჩაგიხუტე, მომეჩვენა თითქოს ცივი იყავი ჩემდამი, მომეჩვენა, მხოლოდ მომეჩვენა . მამამთილს „მამა“ -ო მიმართე და მე მხოლოდ „მამიკო“ -ს ტიტულით დამაჯილდოვე შვილო. ასე იყოს, ბედნიერი ხარ და მე ეს მახარებს. სიძე ბატონი დამპირდა „ ყველაფერს გავაკეთებო მისი ბედნიერებისთვის და ბედნიერების ცრემლის გარდა სხვას ვერ იხილავენ მის სახეზე უკუნისამდე“ . იცი როგორ მინდა მჯეროდეს? გახსოვს საბავშვო ბაღში რომ მიმყავდი და რეიტუზი უკუღმა რომ ჩაგაცვი? ის თუ გახსოვს ბაფთის შეკვრას რომ მასწავლიდა შენი ბაღის აღმზრდელი? ის გახსოვს . . .ალბათ უკვე აღარ. ‘მამა მიყვარს და ჩემს ბედნიერებას წინ ნუ აღუდგებიო“ - მითხარი , დავიჯერო მაგას უფრო მეტედ უყვარხარ ვიდრე მე? ნეტავ რას ვსულელობ. დაგლოცოს შვილო ყოვლად წმინდა სამებამ, და წმინდა მარიამი იყოს შენი შემწე. ბედნიერი მეუღლე და დედა ყოფილიყავი შვილო. და გთხოვ . . .ძალიან გთხოვ . . . არაფერს არ გთხოვ, ოღონდ შენ იყავი ბედნიერი ჩემო მამისერთა.

2016 წელი

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 21 2020, 06:09 PM

"ვაი მას, ვინც მამას ეუბნება: რისთვის გამაჩინეთ? და ქალს: რისთვის იტანჯეო?"

/ესაია წინასწარმეტყველი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 5 2021, 08:13 PM

"როცა ბერძნებმა ტროა აიღეს, მათ ტროას დამცველებს შესთავაზეს - თითოეულ მათგანს ერთი ყველაზე ძვირფასი ნივთი აეღო და განწირული ქალაქი დაეტოვებინა. ტროელმა მეომარმა ენეასმა, მხრებზე იტვირთა თავისი ავადმყოფი, მხცოვანი მამა, რომელსაც სიბერის გამო სიარული აღარ შეეძლო და თქვა: "ეს არის ჩემთვის ყველაზე ძვირფასი, რაც კი გამაჩნია" და ის ქალაქიდან გაიყვანა. ვერგილიუსი წერს, რომ სწორედ ამ საქციელის გამო ენეასის მთელი მოდგმა იკურთხა".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 23 2021, 05:20 PM

"ახალგაზრდა ადამიანები უფრო მეტად ცოცხალი მაგალითებით უფრო სწავლობენ, ვიდრე სიტყვითა და სასჯელით. ამიტომ განსაკუთრებული სასჯელი ელოდებათ იმ მამებს, რომლებიც არათუ არ ასწავლიან შვილებს სიკეთეს, პირიქით, თავიანთი საცთურებით ყოველგვარი ბოროტებისთვის საბაბს აძლევენ! ასეთი მამები სხეულებს კი არა, ქრისტიანულ სულებს ღუპავენ".

/წმ. ტიხონ ზადონელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 25 2021, 10:12 PM

"ვინც თავის მამას განუდგა, ის ღმერთსაც ადვილად განუდგება"

/წმ. გრიგოლ ღვთისმეტყველი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 27 2021, 08:15 PM

"ქორწინებას ორი მიზანი აქვს: შეუბღალავად რომ ვიცხოვროთ და მამები გავხდეთ, მაგრამ მთავარი მათ შორის - უბიწო, შეუბღალავი ცხოვრებაა"

/წმ. იოანე ოქროპირი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 31 2021, 06:06 PM

"კარგი მამის მცდელობა არ უნდა შემცირდეს მაშინაც კი, როცა შვილი იზრდება და უფრო მკაცრდება, ჯანყდება, მშობელს აღარ უსმენს და მტრულ, საწინააღმდეგო მხარეზეც კი დგება. უმწიფარი ბავშვი თუ ხვდება, რომ მამამისი ნამდვილად კარგი მამაა, მამობრივად უთმობს და ითმენს, მაშინ ეს ბავშვი, სიკვდილამდე მხოლოდ ერთს გაიმეორებს: "მამაჩემი წმინდანი იყო".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 10 2021, 05:52 PM

"შვილი მამას არ უნდა ეკამათოს. ამას რჯული გვასწავლის, რჯულამდე კი - ბუნება"

/წმ. გრიგოლ ღვთისმეტყველი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 18 2021, 02:26 PM

"ძეო, ნუ იამაყებ შენი ცოდნით განუსწავლელი მამის წინაშე, რადგან მისი სიყვარული უფრო მეტია, ვიდრე შენი ცოდნა. ის რომ არ ყოფილიყო, არც შენ იქნებოდი და არც შენი ცოდნა... ისწავლეთ ასულებო, საკუთარი მამის პატივისცემა და ამის მეშვეობით - საერთოდ ყველა მამის პატივისცემა დედამიწაზე"

/წმ. ნიკოლოზ სერბი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 9 2021, 05:46 PM

"მამის შეურაცხმყოფელი აღარ არის მისი შვილი"

/წმ. იოანე ოქროპირი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 28 2021, 07:52 PM

"მხოლოდ შობა როდის ხდის მამად, არამედ - შვილების კარგი განათლებაც"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 9 2021, 05:46 PM

"თუ შვილების შობა შეძელი, მათი კარგად აღზრდაც უნდა შეძლო, რათა ღირსეულად ატარო მამის სახელი!"

/წმ. ტიხონ ზადონელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 20 2021, 10:28 PM

"კეთილი მაგალითი ყოველგვარ სწავლებაზე აღმატებულია, - ნუ დაივიწყებ ამას, მამავ!"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 26 2021, 06:38 PM

"ბედნიერია ის მამა, რომელიც თავის შვილებს საკუთარ თავზე უფრო მომწიფებულებსა და სათნოებებით აღსავსეს ხედავს".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 26 2021, 09:18 PM

"გონიერი და კეთილი ძე დიდება და პატივია მამისათვის"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 27 2021, 09:20 AM

მამის მონატრება

დღესაც უსაშველოდ მენატრები,
ძვლების ტკივილამდე, უიმედოდ.
იმ ქვეყნად ცოცხალივით მედარდები,
მკვდაროც კი, ჩემდა საიმედოვ.
ზოგჯერ ბინდი ფარავს მოგონებებს,
ზოგჯერ საუბრებში გეხუტები,
ხანაც გაბრაზება დამიმონებს
და ცელქი ბავშვივით გებუტები.
მამის მონატრება, სიყვარული,
რთული ასატანი, სათმენია.
გოგოსთვის ყოფილა უფრო რთული,
წლებია შენი ხმა არ მსმენია .
წლებია, შენი ტკბილი გამოხედვა,
მამის დაძახება მენატრება,
ამხელა ქალი ხარო, არვინ მითხრას,
დაგეძებ და ბავშვობა მიემართება
წლები? - არ ყოფილა არაფერი,
მშობელს ასი წლისაც ვერ მოიწყენ,
მინდა, გეჭორაო ყველაფერი,
როგორც ბავშვობაში - ვეღარ ვითმენ.
ხან ისე მჭირდები, სიმწრისაგან
საკუთარ უმწეობას ვუბრაზდები.
ვაგლახ, შენ ჩვენს გვერდით აღარა ხარ,
მწარე მონატრებას ვუმკლავდები.
ყოველთვის ფიქრებში გიყვებოდი,
ახლაც ალბათ ასე გაგრძელდება,
შენს გზას უშეცდომოდ მივყვებოდი,
- ეს დილაც ასე გათენდება.
დღესაც უსაშველოდ დამიარა,
დარდმა, შენი ხილვა მენატრება.
წლებმა ვერაფრით ვერ დამიამა,
გნატრობ და "ბავშვობა მემართება"

/ ირმა სარაული /

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 13 2022, 01:51 PM

"პატარა გოგოს მამიკო უყვარს

არ აპანტურებს მურია ყურებს,
არ აფახულებს თოჯინა თვალებს,
პატარა გოგო სარკმელს გაჰყურებს:
უნდა მოვიდეს მამიკო მალე.
მხიარულ ქუჩებს მოწყენით უმზერს,
პატარა გული ვერ უძლებს ლოდინს,
პაწია ხელებს შემოჰკრავს უცებ:
- მამიკო მოდის!..
- მამიკო მოდის!..

პატარა გოგოს მამიკო უყვარს..."

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 14 2022, 11:15 PM

"შენ შვილების ხორციელ მამად იწოდები; სულიერი მამაც იყავი!"

/წმ. ტიხონ ზადონელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 4 2022, 07:52 PM

"რობერტ ლოუელის სიტყვებით დავამთავრებ (მან მამას მიუძღვნა, 40-ს გადაცილებულ ასაკში):
"სიონის მთაზე არ ასულხარ,
მაგრამ დატოვე
დინოზავრული კვალი გზაზე,
რომელზეც ვდგავარ".

/ლელა ჩხარტიშვილი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 23 2022, 08:00 PM

"[მთიულეთ-გუდამაყარში] მამა სახელით არ მოიხსენებდა შვილებსაც, თუმცა დედა მათ სახელს ეძახდა"

/საქართველოს ისტორიის პალიტრა, "შუა საუკუნეების ქართული ხალხური კულტურა", გვ. 282/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 29 2022, 12:10 PM

"ხევსურეთშ საბრძოლო განწყობას ვაჟს ადრეული ბავშვობიდან უნერგავდნენ. ამის მაგალითს ოჯახში მამა იძლეოდა, რომელიც ბავშვების აღზრდაში ფიზიკურად მინიმალურად მონაწილეობდა. "მამა შვილს ხელში არ აიყვანს, თუნდაც იგი ბანიდანაც ძირს ვარდებოდეს. მივა და ფეხს ადგამს პერანგის ბოლოზე ან ფეხების ბოლოზე და უყვირის ცოლს: - "არ მაგდისა! ყმაწვილს მაუდით!" მიუხედავად იმისა, რომ მამის მხრიდან შვილის მოფერებაზე, კოცნასა და ალერსზე ლაპარაკიც ზედმეტია, ნ. ხიზანიშვილი მათი ურთიერთობების შესახებ წერდა: შვილები მამისაა, და სხვათაშორის, ამ ჩვეულებით უნდა აიხსნას ის საყურადღებო მოვლენა, რომ ხევსური მამროვანი, დიდი ოსტატია შვილების აღზრდაში, თავისუბურად დავარჯიშებული პედაგოგია. პატარაობიდანვე შვილები მამას უფრო ეტრფიან, გარშემო ახვევიან". მამის ავტორიტეტი და მისდამი პატივისცემა ხელშეუხებელი იყო და დამატებით განსჯას არ საჭიროებდა. ვაჟის სოციალიზაციის აგენტი უპირველესად მისი მამა ან ოჯახის უახლოესი მამაკაცი იყო".

/საქართველოს ისტორიის პალიტრა, "შუა საუკუნეების ქართული ხალხური კულტურა", გვ. 433/



პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 5 2022, 09:15 PM

"შვილო, მამაშენს სიბერეში შეეწიე და ნუ დაამწუხრებ მას სიცოცხლეში. თუ გონება მოაკლდეს, გულმოწყალება იქონიე და მთელი შენი ძალით ნუ შეურაცხყოფ მას, რადგან მამის შეწყალება არ დაგეკარგება და ცოდვათა მიუხედავად აშენდები. შენი გასაჭირის დღეს გაგიხსენებენ და როგორც ყინული სიცხისაგან, ისე დადნება შენი ცოდვები".

/სიბრძნე ზირაქისა/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 5 2022, 10:07 PM

"საქმით და სიტყვით პატივი ეცი მამას, რათა მისი კურთხევა გადმოვიდეს შენზე"

/სიბრძნე ზირაქისა/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 10 2022, 10:04 PM

"პირველ ქრისტიანულ კრებულში კულტურული გამაერთიანებელი თავიდანვე იყო მამისადმი პატივისცემა"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 16 2022, 11:42 AM

"მამები რომ გულმოდგინედ აღზრდიდნენ თავიანთ შვილებს, მაშინ აღარ იქნებოდა საჭირო არც კანონები, არც სასამართლოები, არც დამნაშავეთა დასჯა და წამება, რადგან მოციქულისსიტყვით, "მართალსა სჯულ არა უც, არამედ უსჯულოთა და ურჩთა, უმსახურებელთა და ცოდვილთა, უღირსთა და ბილწთა, მამის მაგინებელთა და დედის მაგინებელთა"

/წმ. იოანე ოქროპირი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 16 2022, 11:57 AM

"ოდენ ხორციელი შობა როდი ხდის ადამიანს მამად, არამედ - კარგი აღზრდა-განათლებაც"

/წმ. იოანე ოქროპირი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 17 2022, 12:52 PM

"უკეთესია, ბავშვი ტიროდეს მამის გამო და არა მამა - შვილის გამო!"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 19 2022, 08:27 PM

"ჩვენი გამოცდების შემადგენლობაში უნდა შედიოდეს მომავლის შეუცნობლობა. ამით უფალს სურს, გვიჩვენოს, რომ ჩვენ თავად არ შეგვიძლია, დავიცვათ თავი, არ შეგვიძლია, თავად მოვუფრთხილდეთ თავს. ბავშვი ტყეზე გავლისას მამის ხელსაა ჩაჭიდებული: მან არ იცის, სად და როდის შეხვდება კუნძები და ქვები, რომლებზეც უნდა გადაიაროს; ორმოები და ნაპრალები, რომლებშიც შეიძლება ჩავარდეს; გველები და სხვა შხამიანი ცხოველები, რომლებსაც შეუძლია დაგესლოს იგი. არ იცის, მაგრამ მიდის იმიტომ, რომ მამის ხელი მას ამხნევებს და ხედავს, რომ ბოროტებისგან იცავს"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 29 2022, 09:34 PM

"შენს ვაჟიშვილს სიმდიდრეს კი ნუ დაუტოვებ, არამედ - საკუთარ თავზე კეთილი ხსოვნა; არა - ოქრო, არამედ პატიოსანი სახელი; არა - ვერცხლი, არამედ მეცნიერება, არა - მდიდრული სახლი, არამედ - მოთმინების უნარი, არა - ცნობილი, არამედ - კეთილი მეგობრები".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 30 2022, 03:37 PM

"გამომეტყველებით პოლი მამას არ ჰგავდა, მაგრამ მაინც მისი ჯიშისა იყო: მამის გონება ისე გადასხმოდა, თითქოს ბოთლიდან ფიალაში გადაუსხამთო"

/შარლოტ ბრონტე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 21 2022, 07:40 PM

"მამას, როგორც ოჯახის მეთაურს, ქართული ჩვეულებითი სამართლით, განუსაზღვრელი უფლება ჰქონდა თავისი ოჯახის თითოეულ წევრზე. ჩვეულებითი სამართლის ეს დებულება ვახტანგის სამართლის წყარო გახდა და მასში ჰპოვა სანქციონირება. იგივე როლი შეეძლო შეესრულებინა რომაულ სამართალსაც, რომელიც ასევე იცნობს ამ ნორმას.

საქართველოში ოჯახი დაფუძნებული იყო მამის უსაზღვრო ძალზე. მის ძალაუფლებას ემორჩილებოდნენ ოჯახის წევრები. თვით ოჯახი, როგორც თავდაპირველი იურიდიული კავშირი - უჯრედი, აგებული იყო ოჯახის მამის დესპოტურ უფლებაზე. "ჩვენში ოჯახის ყოველი წევრი იურიდიულად დათრგუნვილი იყო ოჯახის მამისაგან", - წერდა ნ. ხიზანიშვილი.

თუ რამდენად განუსაზღვრელი იყო ოჯახის მამის ნება, ჩანს იქიდან, რომ მას სრული უფლება ჰქონდა თავისი შვილის გაყიდვისა, დაგირავებისა და სხვ. ოჯახის წევრი მამის ხელში წარმოადგენდა ნივთს, რომელიც შეიძლებოდა გამოყენებული ყოფილიყო სხვადასხვა იურიდიული მოქმედებისათვის. ამას ადასტურებს კათოლიკე მისიონერთა ცნობები, მოგზაურთა აღწერილობები და, რაც მთავარია, უამრავი დოკუმენტური მასალა".

/საქართვლოს ისტორიის პალიტრა, "ადამიანებით ვაჭრობა საქართველოში", გვ.171/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 9 2022, 07:28 PM

"და შენც, შვილო, მამის გარდაცვალების შემდეგ ბევრი ტანჯვა გამოიარე. მაგრამ, დიდება ღმერთს, ახლა მშვიდობისა და სიხარულის გარემოში შედიხარ. უკვე დასრულდა, გადაიარეს შავმა ღრუბლებმა, რომლებიც შენს სულს ახრჩობდნენ"

/ღირსი ეფრემ კატუნაკელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 15 2022, 03:35 PM

ჩემი დის დაწერილი ლექსი... wub.gif

მამას

უქვო საფლავი, ირგვლივ სიჩუმე,
შავი ძაძები, განადგურება,
განა ასეთი მწამს გაზაფხული,
ან კი ასეთი მსურს ეს ბუნება?!

უშენობაა, დაგეძებ ყველგან,
სიშორე დიდი ვერ მომრევია,
ამ გაუსაძლის დროის ტრიალში,
ფიქრები ფიქრებს გადარევია.

და იყო კუბო, თეთრი სუდარა,
იყო ქვითინი, ია, ვარდები...
მე შენთან ისევ სიზმრებით მოვალ,
როცა უზომოდ მომენატრები.

/თიკა გელაშვილი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 21 2022, 07:27 PM

"ბოროტებასთან ბრძოლაში ვაჟკაცური გული გქონდეს, სიყვარულის მოსახვეჭად - დედობრივი.

მამა - განგსჯის და განგიკითხავს, დედა - შეგიბრალებს და გულში ჩაგიკრავს"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 17 2023, 09:27 PM

მამაჩემის ხსოვნას

"საღამოს ათზე მამაჩემი გარდაიცვალა
საღამოს ათზე ახმიანდა გლოვის ზარები,
საღამოს ათზე, სიხარულმა ფერი იცვალა,
ცრემლით აივსო მომღიმარი ბავშვის თვალები,
მახსოვს მამაჩემს უხაროდა ჩემთან თამაში,
სიცოცხლის ნაყოფს როგორ თბილად მეხუტებოდა,
იმ ბნელ ღამეს კი ჩამესმოდა ზართა განგაში
მამა კი დუმდა, მე მეგონა მებუტებოდა,
მამა მაღალი კაცი იყო სულით და ხორცით,
სიკეთით სავსე გული ჰქონდა, "გამორჩეული",
მაგრამ იმ ღამეს ვეღარ დატკბა მამა სიცოცხლით,
წაქცეულ მუხას მაგონებდა მისი სხეული,
მისი უსიტყვო მდუმარება ავსებდა ოთახს,
თავთან კი ეჯდა მამას ცხედარს დედა მშობელი,
და იმ დღეიდან დასაყრდენი მოაკლდა ოჯახს,
იმ დღეს ჩვენს სახლში შეიკრიბა მთელი სოფელი,
დღეს კი მრავალი წელიწადი მოთვალა ხსოვნამ,
ხსოვნამ მამისამ, რომელიც რომ გულში ხმიანობს,
ამის შემდეგი წელიწადიც უშენოდ მოვა,
მაგრამ მახსოვხარ, კაცი ხსოვნით ადამიანობს!"

/ვალერიან წიკლაური/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 17 2023, 09:47 PM

"მერე მამა დამეკარგა,
დამიტოვა ხსოვნა გულში,
კარგად იცის, რომ მიყვარდა,
ეხლაც მიყვარს იმ წარსულში"

/ვალერიან წიკლაური/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 22 2023, 07:00 PM

"შეხედე რომელიმე მოკრძალებულ ბიჭს. ის პატივს სცემს მამას, თავი კარგად უჭირავს და დიდი მოკრძალების გამო, მას შეხედვასაც ვერ უბედავს. როცა რაღაცის კითხვა უნდა, წითლდება. ასეთი ბიჭი შეიძლება პირდაპირ კანკელზე დახატო. სხვა ბავშვი კი ფიქრობს: "ეს ხომ მხოლოდ და მხოლოდ ჩემი მამაა", თავისუფლად და თავხედურად იქცევა მასთან და როდესაც რაიმე სჭირდება, ითხოვს, როგორც კუთვნილს, ფეხებს აბაკუნებს და იმუქრება"

/ღირსი პაისი ათონელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 3 2023, 09:05 PM

"ვინც მამას პატივისცემით ეპყრობა, ცოდვებისგან განიწმინდება"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 5 2023, 09:21 PM

"მამამ ნერგი უნდა დარგოს, რომ შვილმა ნაყოფი მოწყვიტოს"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 7 2023, 09:51 PM

"შვილო, მამაშენს სიბერეში შეეწიე და ნუ დაამწუხრებ მას სიცოცხლეში. თუ გონება მოაკლდეს, გულმოწყალება იქონიე და ნუ შეურაცხყოფ მას, რადგან მამის შეწყალება არ დაგეკარგება და ცოდვათა მიუხედავად აშენდები. შენი გასაჭირის დღეს გაგიხსენებ და როგორც ყინული სიცხისაგან, ისე დადნება შენი ცოდვები. მამის მიმტოვებელი ღვთის მგობელია და დედის გამრისხებელი დაწყევლილია უფლისგან" (ზირ. 3, 12-16).

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 15 2023, 04:06 PM

".... ყოველ ზაფხულს, მამას შვილი მატარებლით მიჰყავდა ბებიასთან სოფელში, ბავშვს ტოვებდა, თვითონ კი მეორე დღეს იმავე მატარებლით ბრუნდებოდა სახლში...
ბიჭმა, როდესაც ცოტა მოიზარდა, მამას უთხრა:
უკვე დიდი ვარ, წელს ბებოსთან მარტო წავალ...
ცოტა კამათის შემდეგ მამა დაეთანხმა.
მოვიდა გამგზავრების დრო, მამა სადგურის ბაქანზე იდგა და ბოლო რეკომენდაციას იძლეოდა...
— ვიცი, ვიცი, ასჯერ მითხარი უკვე...! პასუხობდა ბიჭი.
მატარებელი უკვე გასვლას აპირებდა, რომ მამამ უთხრა:
— შვილო, თუ უეცრად ცუდათ გახდი ან შეგეშინდა, ეს მაშინ ნახე და შვილს ჯიბეში რაღაც ჩაუდო...
ბიჭუნა მარტო იყო, თავიდან არა უშავდა, იჯდა ვაგონში და ცნობისმოყვარედ იყურებოდა ფანჯრიდან...
შემდეგ უცნობმა ადამიანებმა შეავიწროვეს...
,,კონტროლიორმა” მარტოობაზე კომენტარი გააკეთა, ვიღაცამ განკითხვით შეხედა და უეცრად ბიჭმა ძალიან უხერხულად და სევდიანად იგრძნო თავი...
უფრო და უფრო დაბლა ხრიდა თავს...
ბოლოს სავარძლის კუთხეში მიიკუნჭა და ცრემლებმა თავისით დაიწყო დენა...
უცებ გაახსენდა, რომ მამამ ჯიბეში რაღაც ჩაუდო...
აკანკალებული ხელი ჩაყო ჯიბეში და ფურცელი იპოვა, რომელზეც ეწერა:
,, შვილო, მე ბოლო ვაგონში ვარ”...
ბიჭუნამ იგრძნო, როგორ ჩაეღვარა გულში სითბო, შიში უკვალოდ გაქრა...
პ.ს.
ყოველ ჩვენგანს აქვს ჯიბეში ,, პატარა ბარათი” წარწერით:
,, ნუ გეშინია, მე ბოლო ვაგონში ვარ”...
და ეს ,,ბარათი” ჩვენი ზეციერი მამისგანაა...
სამწუხარო ისაა, რომ ხშირად მას ბოლო ვარიანტში მივმართავთ, მაშინ, როცა საშველს ვეღარ საიდან ვხედავთ..."

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 11 2023, 07:06 PM

"...ვეღარ გავუძელი იმის ყურებას, როგორ იფლითებოდა მისი მამობრივი გული..."

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 19 2023, 01:45 PM

"მამა იმდენად დიდი ავტორიტეტი იყო ჩემთვის, რომ მისი გარდაცვალება ქვეყნიერების დასასრული მეგონა, საშინელ სასოწარკვეთაში ჩავვარდი, ცხოვრების გაგრძელება თუ შეიძლებოდა, აღარ მეგონაო, გვიყვებოდა [დედა პელაგია ქსოვრელი].

თავისმა მოძღვარმა, მეუფე დანიელმა, აუხსნა თურმე, მამის დაკარგვას ასე იმიტომ განიცდი, რომ ის შენ ყველაზე მეტად მოგწონდა ამქვეყნად, მე კი გაგაცნობ ადამიანს, რომელიც ამ ნაკლულევანებას აუცილებლად შეგივსებსო და პატრიარქთან წაუყვანია".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 21 2024, 05:17 PM

"დედამ არასოდეს არ უნდა წაუხდინოს მამაზე შეხედულება ბავშვებს. მამა დამნაშავეც რომ იყოს, დედა მას უნდა ამართლებდეს. მაგალითად, თუკი მამა ცუდად მოიქცა, დედამ ბავშვებს უნდა უთხრას: "მამა დაღლილია, ის მთელ ღამეს მუშაობდა, რომ ერთი ძალიან სასწრაფო საქმე დაემთავრებინა. ის ხომ თქვენთვის ცდილობს".

/ღირსი პაისი ათონელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 22 2024, 06:59 PM

"თუ ბავშვები მამის მამობას ვერ გრძნობენ და მამის სასჯელს არ იღებენ, მაშინ ის უსჯულოების შვილები არიან"

/ღირსი პაისი ათონელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 23 2024, 06:55 PM

"- შეიძლება ბავშვების წაყვანა მამის საფლავზე?

- კი, ბავშვების საფლავზე წაყვანა შეიძლება. მათ უნდა უთხრათ: "მამა ამქვეყნიდან ზეცაში გადავიდა საცხოვრებლად, თუ თქვენ კარგი ბავშვები იქნებით, ის გესტუმრებათ ხოლმე"

/ღირსი პაისი ათონელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 22 2024, 08:47 PM

"მამა მამაა, მისი ჩრდილიც კი დიდი იმედია"

უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)