IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

7 გვერდი V < 1 2 3 4 5 > »   
Reply to this topicStart new topic
> მეცნიერული სიახლეები -, აღმოჩენები და მიღწევები
კანუდოსელი
პოსტი Apr 23 2010, 10:57 AM
პოსტი #41


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 8,829
რეგისტრ.: 2-November 06
მდებარ.: კანუდოსი
წევრი № 374



ბოლო ფოტოზე ნაჩვენებია მზის ფოტო ულტრაიისფერ სპექტრში (ეს ის გამოსხივებაა, რომელიც პასუხისმგებელია გარუჯვაზე, ხოლო თუ დიდი დოზაა - კანის კიბოზეც). ეს გადაიღო ამას წინათ გაშვებულმა "მზის დინამიკის ობსერვატორიამ"(Solar Dynamics Observatory). ფერები პირობითია, რადგნ ულტრაიისფერი ეს ის სპექტრია, რომელიც თვალით არ ჩანს. ძალიან კარგად ჩანს მზის ამოფრქვევა, რომელიც ქმნის მარყუჟს, რადგან მატერია პლაზმურ მდგომარეობაშია (ზოგ ადგილას ტემპერატურა 1000000 გრადუსია) და ვინაიდან ძალიან ძლიერ მაგნიტურ ველში (რომელსაც მარყუჟის ფორმა აქვს) ხვდება, მიჰყვება მაგნიტური ველის ძალწირებს და ისიც ქმნის მარყუჟს.


--------------------
ინკვიზიტორი იეღოველი ეკუმენისტი მასონი ბუდისტი მღვდელი გულისყურით გისმენთ :-)
პ.ს.
ბყკ :-)
ბ - ბუდისტ
ყ - ყრმათა
კ - კავშირი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
კანუდოსელი
პოსტი Apr 23 2010, 11:15 AM
პოსტი #42


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 8,829
რეგისტრ.: 2-November 06
მდებარ.: კანუდოსი
წევრი № 374



ჰაბლის სატელიტური ტელესკოპის 20 წლისთავთან დაკავშირებით, ჰაბლმა გამოაქვეყნა არაჩვეულებრივი გამოსახულება ერთერთი საინტერესო ნისლეულის (Carina nebulae, დედამიწიდან დაშორებულია მანძილით, რომლის დაფარვას სინათლე მოუნდებოდა 7500 წელი), რომელიც იმით გამოირჩევა, რომ თვალნათლივ ჩანს ვარსკვლავთა დაბადების ადრეული სტადიები, რაც თავის მხრივ უმნიშვნელოვანესია სამყაროს ფორმირებს გაგებისთვის

IPB-ს სურათი

იხილეტ აქ:
http://www.sciencenews.org/view/download/i...rsary_spectacle


--------------------
ინკვიზიტორი იეღოველი ეკუმენისტი მასონი ბუდისტი მღვდელი გულისყურით გისმენთ :-)
პ.ს.
ბყკ :-)
ბ - ბუდისტ
ყ - ყრმათა
კ - კავშირი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Atman
პოსტი Apr 23 2010, 11:54 AM
პოსტი #43


მეცამეტე მეომარი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 6,236
რეგისტრ.: 23-August 08
წევრი № 5,518



კანუდოსელი

შენ გეცოდინება, ეს რამდენად სარწმუნოა?


" ფოტონური სინათლე პირველად აღმოაჩინა მე 18 საუკუნეში ცნობილმა ინგლისერმა ასტონომმა ედმუნდ გალლეიმ, როდესაც ის პლეადას თანავარსკვლავედს იკვლევდა. გალლეი ცნობილი გახდა ასტეროიდების აღმოჩენით. გალლეიმ დაამტკიცა, რომ ძველი ბერძენი ასტონომების მიერ დადგენილ ადგილებში მინიმუმ პლეადის თანავარსკვლავედის სამი ვარსკვლავი არ მდებარეობს. გალლეის დროს ამ ვარსკვლავების ადგილმდებარეობა იმდენად შეიცვალა, რომ შეუძლებელია დავაბრალოთ ან ბერძნებს ან გალლეის რომ ცდებოდნენ. გალლეი მივიდა დასკვნამდე, რომ პლეადები მუდმივად წინ მოძრაობენ ბრუნვის სისტემის ჩარჩოებში. ასი წლის შემდეგ ეს დასკვნა დაადასტურა ფრედერიკ ვილგელმ ბესსელემ, საკუთარი დაკვირვებებით. პაულ ოტტო ხესემ ასევე შეისწავლა პლეადის სისტემა და დაინახა რომ 90 გრადუსი კუთხით პლეადის ვარსკვავებთან მიმართებაში "ბუბლიკის" ფორმისსა და 759.864 მილიარდი მილის სისქის ფოტონური სინათლე მდებარეობს. ბესსელისა და ხესსეს დაკვირვებები დღესაც სწორია.

ჩვენი მზის სისტემა ძალიან მალე შევა ძალიან დიდ სინათლეში, რომელსაც მეცნიერები ფოტონურ სინათლეს უწოდებენ და რომელიც სინათლის დიდ მასას წარმოადგენს.

ფოტონური შრე თანამედრივე მეცნიერების მიერ აღმოჩენილ იქნა 1961 წელს თანამგზავრის დახმარებით. სიმართლე იმაშია, რომ ჩვენი მზის სისტემა და ფოტონური შრე ერთმანეთს უახლოვდებიან.

ფოტონური სინათლის ნაწილაკი წაროიქმნება ანტი ელექტრონის(პოზიტრონი) და ელექტრონის შეჯახებით, რომელიც ანადგურებს თითოეულ მათგანს, მასა რომელიც წარმოიქმნება ამ შეჯახების შედეგად მთლიანად გარდაიქმნება ენერგიად, რომელიც ცნობილია როგორც სინათლის ნაწილაკი ანუ ფოტონი. მეოცე საუკუნის დასაწყისის პირველ მეოთხედში ინგლისელმა მეცნიერმა პოლ დირაკმა გამოთქვა მოსაზრება იმის შესახებ, რომ თითოეულ ნაწილაქს გააჩნია მისი მსგავსი ანტინაწილაკი. ამავე დროს 1932 წელს დოქტორმა კარლ დევი ანდერსონმა მიიღო ნობელის პრემია, მან 1932 წელს იპოვა პირველი ასეთი ნაწილაკი პოზიტრონი ანუ პოზიტიური ელექტრონი. ორმოცდაათიან წლებში ჩვენმა მეცნიერებმა უკვე იცოდნენ ანტიპროტონებისა და ანტინეიტრონების არსებობის შესახებ.

ფოტონურ შრეს გარშემო აკრავს ძლიერი მაგნიტური ბარიერი "ბრმა შრე", ანუ წნევის დიდი შრე, ამ ადგილას მაგნიტური ველები იმდენად ძლიერაა მიჯაჭვური ერთიმეორეზე, რომ შეუძლებელია იგი გადაკვეთოს სამგანზომილებიანმა სხეულმა ისე, რომ მისი მაგნიტური თვისებები კარდინალურად არ შეიცვალოს. სწორედ ამიტომ რაც უფრო უახლოვდება მზის სისტემა სინათლის ამ შრეს მით უფრი იცვლება დედამიწისა და მზის მაგნიტური თვისებები.

აი უკვე 20 – 30 წელია დედამიწის მაგნიტური ველი ნელნელა მცირდება. აქედან გამომდინარე ბევრი ადამიანი დედამიწაზე ელოდება დედამიწის პოლუსების შეცვლას, მაგრამ ეს მცდარი შეხედულებაა.

ფოტონურ შრესთან მიახლობას მოჰყვება წნევის ზრდა ატმოსპეროში და დედამიწის ზედაპირზე რაც იწვევს მიწისძვრებისა და ვულკანების გააქტიურებას. (60–იანი წლების შემდეგ ეს აქტიობა სახეზეა და ძლიერდება). ატმოსფეროში წნევის ზრდა იწვევს ამინდის მკვეთრ ცვლილებეს, სტიქიურ უბედურებებს."


--------------------
हरे कृष्ण हरे कृष्ण
कृष्ण कृष्ण हरे हरे
हरे राम हरे राम
राम राम हरे हर
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
კანუდოსელი
პოსტი Apr 23 2010, 12:18 PM
პოსტი #44


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 8,829
რეგისტრ.: 2-November 06
მდებარ.: კანუდოსი
წევრი № 374



Atman
აბსურდები წერია პირველი წინადადებიდანვე...

სიტყვები "ფოტონი" და "სინათლე" არის იდენტური ცნებები...სინათლე ფოტონურია და ფოტონები სინათლეა (თუ ხილულია, ხოლო თუ არაა ხილული, მას დეტექტორი დააფიქსირებს)

რაღაც სუნი ასდის ნეო-ოკულტიზმის ამ ყველაფერს


--------------------
ინკვიზიტორი იეღოველი ეკუმენისტი მასონი ბუდისტი მღვდელი გულისყურით გისმენთ :-)
პ.ს.
ბყკ :-)
ბ - ბუდისტ
ყ - ყრმათა
კ - კავშირი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Atman
პოსტი Apr 23 2010, 12:25 PM
პოსტი #45


მეცამეტე მეომარი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 6,236
რეგისტრ.: 23-August 08
წევრი № 5,518



კანუდოსელი

ხო ვიცი, ოკულტური საიტიდან დავაკოპირე biggrin.gif

სიტყვებში რომ შეცდომაა მეც შევამჩნიე, არსი მაინტერესებს სწორი თუა ცოტა მაინც...


--------------------
हरे कृष्ण हरे कृष्ण
कृष्ण कृष्ण हरे हरे
हरे राम हरे राम
राम राम हरे हर
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
კანუდოსელი
პოსტი Apr 23 2010, 12:30 PM
პოსტი #46


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 8,829
რეგისტრ.: 2-November 06
მდებარ.: კანუდოსი
წევრი № 374



არაა სწორი, ვიმეორებ, ფოტონური შრე გაუგებარი ტერმინია


--------------------
ინკვიზიტორი იეღოველი ეკუმენისტი მასონი ბუდისტი მღვდელი გულისყურით გისმენთ :-)
პ.ს.
ბყკ :-)
ბ - ბუდისტ
ყ - ყრმათა
კ - კავშირი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Atman
პოსტი Apr 23 2010, 12:43 PM
პოსტი #47


მეცამეტე მეომარი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 6,236
რეგისტრ.: 23-August 08
წევრი № 5,518



კანუდოსელი

ფიზიკური თვალსაზრისით გაუგებარია, მაგრამ ალბათ რაღაც მეტაფიზიკურია ნაგულისხმები. ვითომ ჩვენთვის უფრო გასაგები ენით biggrin.gif

ისე შენ, როგორც ფიზიკოსს შეგიძლია დაიჯერო, რომ მზეზე ცოცხალი არსებები ბინადრობენ და მზეს პიროვნული მმართველიც ყავს? smile.gif სხვა განზომილებაში რა თქმა უნდა...(თუ რაც გინდა ის დაარქვი)


--------------------
हरे कृष्ण हरे कृष्ण
कृष्ण कृष्ण हरे हरे
हरे राम हरे राम
राम राम हरे हर
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Ismail
პოსტი Apr 29 2010, 12:30 PM
პოსტი #48


სტუმარი ცოტა ხანისა
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,336
რეგისტრ.: 29-June 07
მდებარ.: Қырҭтәыла, Қарҭ
წევრი № 2,331



ნუ აოფებთ!


--------------------
...And it's hard to hold a candle
In the cold November rain...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
კანუდოსელი
პოსტი Apr 30 2010, 05:31 PM
პოსტი #49


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 8,829
რეგისტრ.: 2-November 06
მდებარ.: კანუდოსი
წევრი № 374



უამრავი გალაქტიკის ცენტრში (არც ჩვენია გამონაკლისი) არსებობს ე.წ. სუპერმასიური შავი ხვრელი, რომლის მასა რამდემინე მილიონიდან (როგორც ჩვენი გალაქტიკის შემთხვევაში) რამდენიმე მილიარდ მზის მასამდე მერყეობს სხვადასვა გალაქტიკებისთვის. დღემდე არის სერიოზული პრობლემა თუ როგორ ხდება ამ შავი ხვრელების წარმოქმნა და ერთერთი ყველაზე რეალისტური მოდელია ე.წ. შუალედური შავი ხვრელების წარმოქმნა უამრავი ვარსკვლავის ერთმანეთთან შერწყმის გზით. თუმცა დღემდე ასეთი შუალედური შავი ხვრელი არ იყო დაკვირვებული.

ამას წინათ რენტგენულ დიაპაზონში მომუშავე ჩანდრას ობსერვატორიამ, დედამიწიდან 12000000 სინათლის წლით დაშორებულ (ამ გალაქტიკიდან სინატლე 12000000 წელი მოდიოდა ჩვენამდე, ე.ი. სამყაროს წლოვანება როგორც მინიმუმ ამდენი მაინც არის და არა როგორც ზოგი თვლის - დაახლ. 10000წ.) გალაქტიკაში M82 იპოვა ორი ასეთი შუალედური ტიპის შავი ხვრელი, რომელთა მასები შესაბამისად არის (ერთისთვის) 12000 მზის მასიდან 43000 მზის მასამდე - ზუსტად არ აა დადგენილი ჯერ და (მეორისთვის) 200 დან 400-მზის მასამდე. ეს კიდევ ერთი ტესტია სუპერმასიური შავი ხვრელების შექმნის თანამედროვე ასტროფიზიკური მოდელების სისწორისა

IPB-ს სურათი

ლინკი იხილეთ აქ:
http://www.sciencedaily.com/releases/2010/...00429132751.htm


--------------------
ინკვიზიტორი იეღოველი ეკუმენისტი მასონი ბუდისტი მღვდელი გულისყურით გისმენთ :-)
პ.ს.
ბყკ :-)
ბ - ბუდისტ
ყ - ყრმათა
კ - კავშირი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
abo
პოსტი Apr 30 2010, 08:32 PM
პოსტი #50


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,533
რეგისტრ.: 20-March 07
წევრი № 1,441



კანუდოსელი
ზაზა ამ 1 თვის წინ ტვ-ში დიდი აჟიოტაჟით გადიოდა ანონსი დიდი აფეთქების ექსპერიმენტის შესახებ. მერე მე ვერ ვნახე. თან ტვ ცოტა არასანდოა. ვიცი შენ გეცოდინება ჯერ ჩვენ ხელთ არსებული უახლესი მიღწევები ამ საკითხის ირგვლივ. როცა შეძლო იქნებ ინფოც მოგვაწოდო
წინსწარ მადლობა
აბო

ციტატა
.სინათლე ფოტონურია და ფოტონები სინათლეა

მგონი მაიკელსონის ცდით დამტკიცდა ხიმ? აინშტაინიც იყო საღაცა იქ.smile.gif)
აბო.


--------------------
არ გაიწვრთნების სამი რამ: მგელი, არწივი, კაი ყმა.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
კანუდოსელი
პოსტი May 1 2010, 12:03 AM
პოსტი #51


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 8,829
რეგისტრ.: 2-November 06
მდებარ.: კანუდოსი
წევრი № 374



ციტატა(abo @ Apr 30 2010, 08:32 PM) *

ზაზა ამ 1 თვის წინ ტვ-ში დიდი აჟიოტაჟით გადიოდა ანონსი დიდი აფეთქების ექსპერიმენტის შესახებ. მერე მე ვერ ვნახე. თან ტვ ცოტა არასანდოა. ვიცი შენ გეცოდინება ჯერ ჩვენ ხელთ არსებული უახლესი მიღწევები ამ საკითხის ირგვლივ. როცა შეძლო იქნებ ინფოც მოგვაწოდო

როგორც ვხვდები საუბარია შვეიცარიაში მიმდინარე ექსპერიმენტზე, ე.წ. წრფივ ადრონულ ამაჩქარებელზე
მოკლედ ეს არის ნაწილაკების (პროტონების) ამაჩქარებელი ძალიან მაღალ ენერგიებამდე სადაც ქმნიან პირობებს, რომ ასეთი ნაწილაკები ერტმანეთს დაეჯახონ შემხვედრი მიმართულებით და შედეგად მოხდეს იმიტაცია სამყაროს განვითარების ადრეული ეტაპისა,როდესაც საშუალო ტემპერატურა სამყაროსი იყო იმდენად დიდი, რომ ნაწილაკთა ენერგიები უდრიდა ადრონულ კოლაიდერში მიღებულ ენერგიებს.

განსაკუთრებით საინტერესოა ამ ექსპერიმენტში ის ფაქტი, რომ ენერგიები იმდენად დიდია, რომ დაჯახების შედეგად შეიძლება წარმოიქმნას პროტონის მასის რიგის მიკრო შავი ხვრელი, რომლის ექსპერიმენტზე დაკვირვება შესაძლებელიც კი გახდება.

ამას მითქმა-მოთქმაც მოყვა, რომ არიქა თუ შავი ხვრელი მიიღეს, მაშინ შეიძლება მან დედამიწა შეჭამოსო, მაგრამ კვანტური ფიზიკა გვშველის biggrin.gif რომლის თანახმად, ნებისმიერი შავი ხვრელი ასხივებს "სინათლეს" მით უფრო ინტენსიურად, რაც ნაკლებია მისი მასა. სინამდვილეში ასხივებს არა თავად შავი ხვრელი (განმარტებით მას არაფრის გამოსხივება არ შეუძლია), არამეტ მისი გრავიტაციით გამრუდებული შემოგარეი ვაკუუმი. ასეთი გამოსხივების შედეგად ცხადია რომ შავი ხვრელი დაკარგვს მასას და ბოლოს გაქრება. პროტონის მასის შავი ხვრელი გაქრება დაახლოებით 10^-14=0,00...(სულ 13 ცალი ნული)..01 წამის შემდეგ, რაც იმდენად მცირე დროა, რომ ამ დროში დედამიწის კი არა მეორე პროტონის ჩაყლაპვასაც ვერ მოასწრებს.


ციტატა(abo @ Apr 30 2010, 08:32 PM) *

მგონი მაიკელსონის ცდით დამტკიცდა ხიმ? აინშტაინიც იყო საღაცა იქ.smile.gif)

გარკვეულ-წილად ეგრეა, თუმცა საბოლოო დამტკიცება კვანტური ფიზიკის შემდგომა შემოვიდა


--------------------
ინკვიზიტორი იეღოველი ეკუმენისტი მასონი ბუდისტი მღვდელი გულისყურით გისმენთ :-)
პ.ს.
ბყკ :-)
ბ - ბუდისტ
ყ - ყრმათა
კ - კავშირი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
abo
პოსტი May 1 2010, 01:25 AM
პოსტი #52


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,533
რეგისტრ.: 20-March 07
წევრი № 1,441



კანუდოსელი
ცოტა ძნელია... biggrin.gif


--------------------
არ გაიწვრთნების სამი რამ: მგელი, არწივი, კაი ყმა.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
კანუდოსელი
პოსტი May 12 2010, 10:33 PM
პოსტი #53


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 8,829
რეგისტრ.: 2-November 06
მდებარ.: კანუდოსი
წევრი № 374



ასტრონომების მიერ რენტგენულ სპექტრში დაკვირვებისას, ნაპოვნია სუპერმასიური შავი ხვრელი (რომელიც მზის მასას აჭარბებს მილიარდჯერ) რომელიც არა გალაქტიკის ცენტრშია, როგორც აქამდე მიიჩნევდნენ, არამეტ გაურბის ცენტრს საკმაოდ დიდი სიჩქარით (იხილეთ ნახაზზე წითელი რგოლი).

სუპერმასიური შავი ხვრელების წარმოშობის თეორიის მიხედვით, ისინი წარმოიქმნებიან რამდენიმე მცირე ზოის შავი ხვრელების შერწყმის შედეგად. როგორც გათვლები აჩვენებს, ასეთი შერწყმისას შესაძლოა განვითარდეს არამდგრადობა, წარმოიქმნას კიდევ ერთი შავი ხვრელი, რომელიც განიზიდება ცენტრალური ობიექტის მიერ დიდი სიჩქარით.


IPB-ს სურათი

სრული ვერსია იხილეთ აქ: http://www.sciencedaily.com/releases/2010/...00510075523.htm


--------------------
ინკვიზიტორი იეღოველი ეკუმენისტი მასონი ბუდისტი მღვდელი გულისყურით გისმენთ :-)
პ.ს.
ბყკ :-)
ბ - ბუდისტ
ყ - ყრმათა
კ - კავშირი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
კანუდოსელი
პოსტი May 13 2010, 10:50 AM
პოსტი #54


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 8,829
რეგისტრ.: 2-November 06
მდებარ.: კანუდოსი
წევრი № 374



როგორც ცნობილია ზოგიერთი ადამიანი მტკიცედ დგას პოზიციაზე, რომ სამყაროს წლოვანება ბიბლიური უნდა იყოს და ასახელებენ რამდენიმე 1000 წელიწადს. ამ თვალსაზრისით მეტად საინტერესოა ერთერთი ბოლო აღმოჩენა.

მოკლედ ცნობილია, რომ სამყაროში ასობით მილიარდი გალაქტიკაა, თუმცა არსებობს გალაქტიკური გროვები-კლასტერები, სადაც გალაქტიკები შედარებით მჭიდროდ არიან განლაგებულნი ერთმანეთთან - მაგალითად ჩვენი გალაქტიკა (ირმის ნახტომი) არის ვირგო კლასტერის შემადგენელი 1000-2000 გალაქტიკიდან ერთერთი.

ამას წინათ გერმანულმა და იაპონურმა სამეცნიერო კოლაბორაციისგან შემდგარმა ჯგუფმა დააფიქსირა ყველაზე შორეული გალაქტიკური კლასტერი (ნაჩვენებია სურათზე), რომელიც იმდენად შორსაა ჩვენგან, რომ სინათლე ჩვენამდე მოსასვლელად ანდომებს 9,6 მილიარდ წელიწადს.

ეს ნიშნავს, რომ რადგან ჩვენ დავინახეთ კლასტერი, ე.ი. მისმა "სინათლემ" ჩვენამდე მოაღწია, და რადგან მოაღწია, ე.ი. ის გამოსულა 9,6 მილიარდი წლის წინ და ე.ი. სამყაროს წლოვანება მინიმუმ ამდენი წლოვანების უნდა იყოს

IPB-ს სურათი

http://www.sciencedaily.com/releases/2010/...00512164920.htm


--------------------
ინკვიზიტორი იეღოველი ეკუმენისტი მასონი ბუდისტი მღვდელი გულისყურით გისმენთ :-)
პ.ს.
ბყკ :-)
ბ - ბუდისტ
ყ - ყრმათა
კ - კავშირი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
კანუდოსელი
პოსტი May 14 2010, 01:23 PM
პოსტი #55


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 8,829
რეგისტრ.: 2-November 06
მდებარ.: კანუდოსი
წევრი № 374



ამა წლის 14 აპრილს გლაზგოში ჩატარბულ ნაციონალურ ასტრონომიულ შეკრებაზე მანჩესტერის უნივერსიტეტის რადიო ასტრონომმა ტომ მაქსლოუმ საზოგადოებას ამცნო, რომ აღმოჩენილია მეტად უცნაური ობიექტი.

გალქტიკა კოდური სახელით M82, რომელიც იმყობება 12 მილიონი სინათლის წლის მანძილზე ჩვენგან, ავლენს უცნაურ თვისებას, სულ რაღაც რამდენიმე დღის განმავლობაში გამოჩნდა უძლიერესი ნათება, რომელიც განსხვავებით ე.წ. ზეახალი აფეთქების (ვარსკვლავის ჩაქრობისას მის ევოლუციის სტადია, როდესაც ჩამქრალი ვარსკვლავი იწყებს აფეთქებას კოლოსალური ენერგიის გამოსხივებით)სტანდარტული თეორიის წინასწარმეტყველებისა, არათუ არ იკლებს ნათებადობაში, არამეტ იმატებს.

კოლოსალური ენერგიის წყარო სავარაუდოდ სუპერმასიუსი შავი ხვრელია, რომელიც გალაქტიკის თითქმის ცენტრში იმყოფება და ერთგვარად ენერგიით ამარაგებს აფეთქებას.

IPB-ს სურათი

http://www.sciencedaily.com/releases/2010/...00413202858.htm


--------------------
ინკვიზიტორი იეღოველი ეკუმენისტი მასონი ბუდისტი მღვდელი გულისყურით გისმენთ :-)
პ.ს.
ბყკ :-)
ბ - ბუდისტ
ყ - ყრმათა
კ - კავშირი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ნაინა
პოსტი May 14 2010, 06:14 PM
პოსტი #56


პროვინციელი ალქაჯი!!!!!
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 15,155
რეგისტრ.: 11-May 07
მდებარ.: ,,მოუსავლეთი'' მიჩიგანის კოლმეურნეობა.
წევრი № 1,886



კანუდოსელი
ფოტოზე კი ძალიან ლამაზად გამოიყურება.

ისე, დიდი სიამოვნებით დავდგებოდი და ვუჭვრიტინებდი მაგ პროცესებს biggrin.gif


--------------------
________________________________________________

გიგრძვნიათ ოდესმე სუსხიან ზამთარში,
მზისგან მოგზავნილი სხივების სინაზე?
ხანდახან გულნატკენს ტირილი რომ გინდათ...
და მაინც იცინით სუყველას ჯინაზე...
________________________________________________
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
კანუდოსელი
პოსტი May 21 2010, 12:02 PM
პოსტი #57


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 8,829
რეგისტრ.: 2-November 06
მდებარ.: კანუდოსი
წევრი № 374



ბილბაოს უნივერსიტეტის ჯგუფმა პროფესორ აგუსტინ სანჩეს ლავეგას მეთაურობით გამოაქვეყნა ნაშრომი, რომელიც ეხება იუპიტერზე ძალიან დიდი ზომის ასტეროიდის დაჯახებას, რომელსაც ადგილი ჰქონდა 2009 წლის 19 ივლისს. სურათზე ნაჩვენებია მუქი ლაქა სამხრეთ პოლუსის სიახლოვეში, სხვადასხვა მომენტში გადაღებული. ეს ლაქა გამოწვეულია ასტეროიდის დაჯახებით, რომლის ზომა შეფასებულია ნახევარი კილომეტრის რიგით.

მეცნიერთა ინტერესი ასეთი დაჯახებების მიმართ დიდია, რადგან ისინი გვასწავლიან თუ რა შეიძლება მოჰყვეს დედამიწაზე ასეთი ობიექტის შეჯახებას, თუმცა აქვე აღნიშნავენ, რომ ვინაიდან ამ ობიექტების რაოდენობა რომლებმაც თეორიულად შეიძლება დედამიწაზე დაცემა განახორციელონ, ძალზედ მცირეა, საშიშროება რეალური არაა. ამავე დროს უნდა აღინიშნოს, რომ მზის სისტემაში ასეთი დიდი პლანეტის - როგორიცაა იუპიტერი, არსებობა ერთგვარი დაცვაა დედამიწის, რადგან თუ მზის სისტემაში მოხვდება დიდი ზომის ციური სხეული, იუპიტერის გრავიტაციული გავლენის შედეგად ის მისკენ მიიზიდება და დედამიწას იცავს ფართომასშტაბიანი შეჯახებისგან.


IPB-ს სურათი


--------------------
ინკვიზიტორი იეღოველი ეკუმენისტი მასონი ბუდისტი მღვდელი გულისყურით გისმენთ :-)
პ.ს.
ბყკ :-)
ბ - ბუდისტ
ყ - ყრმათა
კ - კავშირი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ბადრი
პოსტი May 21 2010, 04:08 PM
პოსტი #58


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,332
რეგისტრ.: 30-October 08
მდებარ.: წყალტუბო
წევრი № 5,866



ციტატა
იუპიტერი, არსებობა ერთგვარი დაცვაა დედამიწის, რადგან თუ მზის სისტემაში მოხვდება დიდი ზომის ციური სხეული, იუპიტერის გრავიტაციული გავლენის შედეგად ის მისკენ მიიზიდება და დედამიწას იცავს ფართომასშტაბიანი შეჯახებისგან.


ესე იგი დედამიწას ციური სხეულის დაჯახების საფრთხე არ ემუქრება.

კანუდოსელი

ეს რა კაი რამე მასწავლე.


--------------------
"უფალო ბაგენი ჩემი აღახვენ და პირი ჩემი იტყოდეს ქებულებასა შენსა"

"ეგრეთცა სარწმუნოებაი, უკუეთუ არა აქუნდენ საქმენი, მკუდარ არს იგი ხოლო." (იაკ 2.17)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Atman
პოსტი May 21 2010, 09:27 PM
პოსტი #59


მეცამეტე მეომარი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 6,236
რეგისტრ.: 23-August 08
წევრი № 5,518



ბადრი
ციტატა
იუპიტერი, არსებობა ერთგვარი დაცვაა დედამიწის, რადგან თუ მზის სისტემაში მოხვდება დიდი ზომის ციური სხეული, იუპიტერის გრავიტაციული გავლენის შედეგად ის მისკენ მიიზიდება და დედამიწას იცავს ფართომასშტაბიანი შეჯახებისგან.


იუპიტერი არა მხოლოდ გრავიტაციით გვიცავს, ეს ერთერთი ყველაზე დამცველი პლანეტაა ენერგეტიკულადაც. მზის და მთვარის შემდეგ ყველაზე დიდი გავლენა დედამიწაზე იუპიტერს აქვს.


--------------------
हरे कृष्ण हरे कृष्ण
कृष्ण कृष्ण हरे हरे
हरे राम हरे राम
राम राम हरे हर
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ikanosi
პოსტი May 21 2010, 09:30 PM
პოსტი #60


ირაკლი
***

ჯგუფი: Moderator
პოსტები: 6,285
რეგისტრ.: 3-January 10
მდებარ.: ფოთი - თბილისი
წევრი № 7,906



Atman
რატომ ან როგორ? სიდიდის გამო? ან საიდან?


--------------------
ფარით ან ფარზე
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

7 გვერდი V < 1 2 3 4 5 > » 
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 18th June 2018 - 03:45 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი