IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

> ამას ენასა ლაზარე ჰრქვიან, პატრიარქის ქადაგება
იოანა
პოსტი May 21 2007, 01:39 PM
პოსტი #1


აკურთხევს სული ჩემი უფალსა
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,554
რეგისტრ.: 23-July 06
წევრი № 5



ქებაჲ და დიდებაჲ ქართულისა ენისაჲ

დამარხულ არს ენაჲ ქართული დღემდე მეორედ მოსვლისა მისისა[1] საწამებლად, რაჲთა[2] ყოველსა ენასა ღმერთმა ამხილოს ამით ენითა.

და ესე ენაჲ მძინარე არს დღესამომდე, და სახარებასა შინა ამას ენასა ლაზარე ჰრქჳან!

და ახალმან ნინო მოაქცია და ჰელენე დედოფალმან, ესე არიან ორნი დანი, ვითარცა მარიამ და მართაჲ,

და მეგობრობაჲ ამისთჳს თქუა, ვითარმედ ყოველი საიდუმლოჲ ამას ენასა შინა დამარხულ არს.

და ოთხისა დღისა მკუდარი ამისთჳს თქუა დავით წინაჲწარმეტყუელმან, რამეთუ " წელი ათასი - ვითარცა ერთი დღჱ"[3],

და სახარებასა შინა ქართულსა თავსა ხოლო მათჱსსა წილი ზის, რომელ ასოჲ არს და იტყჳს ყოვლად ოთხ - ათასსა მარაგსა,

და ესე არს ოთხი დღჱ [4], და ოთხისა დღისა მკუდარი, ამისთჳს მისთანავე დაფლული სიკვდილითა ნათლის - ღებისა მისისაჲთა [5].

და ესე ენაჲ შემკული და კურთხეული სახელითა უფლისაიჲთა, მდაბალი და დაწუნებული, მოელის დღესა მას მეორედ მოსვლისა უფლისასა,

და სასწაულად ესე აქუს: ოთხმეოც - და -ათოთხმეტი [6] წელი უმეტჱს სხუათა ენათა ქრისტჱს მოსვლითგან დღესამომდე.

და ესე ყოველი, რომელი წერილ არს, მოწამედ წარმოგითხარ [7], ესე წილი ანბანისაჲ.


_________________________________________

1 მესიისა , 2 რათა , 3 დღჲ , 4 დღეჲ , 5 მამისაჲთა , 6 ას ოთხი , 7 ას ოთხი ესე წელი, და ... (ზოგიერთ ხელნაწერში ასეთი ვარიანტებიც გვხვდება)



უწმიდესი და უნეტარესი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II

ამას ენასა ლაზარე ჰრქვიან

სახელითა მამისათა, და ძისათა, და წმიდისა სულისათა!

ჩვენთან არს ღმერთი...

უამრავი საიდუმლოებით არის მოცული ადამიანი. ბევრი რამ არ ესმის მის გონს, ბევრს ვერ გრძნობს მისი გული. მაგრამ ადამიანი არის ხატება ღვთისა, არის გვირგვინი ღვთის ქმნილებისა. კურთხეულია ქართველი ერი, საქართველო. ღვთის მადლითაა კურთხეული ქართული ენა.

დიდი საიდუმლოებით მოცულია სიტყვები, რომელიც გადმოგვცა ჩვენმა დიდმა წინაპარმა იოანე-ზოსიმემ. ამ სიტყვებში სწერია:

დამარხულ არს ენაჲ ქართული
დღემდე მეორედ მოსვლისა მისისა საწამებლად,
რაჲთა ყოველსა ენასა
ღმერთმა ამხილოს ამით ენითა.
და ესე ენაჲ
მძინარე არს დღესამომდე,
და სახარებასა შინა ამას ენასა
ლაზარე ჰრქჳან!


ვინ დააკავშირა ერთმანეთთან მართალი ლაზარე და საქართველო? რა არის საერთო ლაზარესა და ქართულ ენასა შორის? ვინ იყო ლაზარე?

ჩვენ ვიცით, რომ ლაზარე იყო ძმა მართასი და მარიამისი. ვიცით ისიც, რომ ლაზარე ცხოვრობდა ბეთანიას, რომ იგი უყვარდა მაცხოვარს. და აი, ამცნეს მაცხოვარს, რომ ლაზარე ავადაა...

„უფალო, აჰა, რომელი იგი გიყუარდა, სნეულ არს“. (იოანე 4, 3)

„ვითარცა ესმა ესე იესოს, თქუა: ესე უძლურებაჲ არა არს სასიკუდინე, არამედ დიდებისათჳს ღმრთისა, რაჲთა იდიდოს ძჱ ღმრთისაჲ მისგან“ (იოანე 11, 4). და არ ჩქარობს მაცხოვარი წასვლას. რატომ? იმიტომ, რომ უნდა მოხდეს უდიდესი სასწაული - ლაზარეს მკვდრეთით აღდგომა. ამან კიდევ ერთხელ უნდა დაადასტუროს, თუ ვინ არის მაცხოვარი. ბოლოს იგი მაინც ემზადება ბეთანიას წასასვლელად. სულ რამდენიმე დღის წინ ებრაელები მას უმუქრებოდნენ სიკვდილით და მოციქულები სთხოვენ, არ წავიდეს იქ. „მოძღუარ, აწღა გეძიებდეს შენ ჰურიანი ქვისა დაკრებად, და კუალად მუნვე მიხუალა?“ (იოანე 11, 8).

და აი, ამ დროს თომა მოციქული (ვისი თავის ქალაც, როგორც დიდი სიწმიდე, ჩვენს სიონის ტაძარში ასვენია) მიმართავს მოციქულებს და ეუბნება: „წავიდეთ და ჩვენც მოვკვდეთ მასთან ერთად“.

შეხედეთ თომას, რომელსაც უწოდებენ ურწმუნოს, რომელიც თითქოს შეორგულდა იესო ქრისტეს აღდგომაში! ეს თომა მიდის იუდეაში, რომ მასთან ერთად მოკვდეს. შემდეგ მოდის ხმა ბეთანიიდან, რომ ლაზარე მოკვდა. მაცხოვარი მიმართავს მოციქულებს და ეუბნება - „ლაზარემ დაიძინა“. მოციქულები ვერ ჩაწვდნენ მაცხოვრის სიტყვების აზრს და პასუხობენ: „ლაზარემ თუ დაიძინა, ის განიკურნება, უფალო, უკუეთუ დაიძინა, ცხოვნდეს“ (იოანე 11, 12). ისინი გულისხმობდნენ, რომ ძილი არის ნიშანი ჯანმრთელობისა; მაგრამ მაცხოვარი ამბობდა სხვა ძილზე - სიკვდილზე.

და წავიდა ბეთანიას უფალი. მაშინ მიეგება მას ტირილით ლაზარეს დაჲ მართა და უთხრა: - „უფალო, უკუეთუმცა აქა იყავ, არამცა მომკუდარ იყო ძმაჲ იგი ჩემი“ (იოანე 11, 21) შენ რომ აქ ყოფილიყავ, ჩემი ძმა არ მოკვდებოდაო. მაცხოვარს სურს, ჩაუნერგოს მართას რწმენა და ეუბნება მას: - გრწამს, რომ მე შემიძლია აღვადგინო ლაზარე? გრწამს, რომ მე ვარ ქრისტე? - „ჰე, უფალო, მრწამას, რამეთუ შენ ხარ ქრისტე, ძე ღმრთისა, მომავალი სოფლად“. - პასუხობს მას მართა. - „ჰრქუა მას იესუ: აღსდგეს ძმაჲ შენი.

ჰრქუა მას მართა: უწყი, რამეთუ აღდგეს აღდგომასა მას უკუანაჲსკნელსა დღესა.

რქუა მას იესუ: მე ვარ აღდგომა და ცხოვრებაჲ. რომელსა ჰრწმენეს ჩემი, მო-ღა-თუ-კუდეს, ცხოვნდესვე.

და ყოველი, რომელი ცოცხალ არს და ჰრწმენეს ჩემი, არა მოკუდეს იგი უკუნისამდე - გრწამს ესე?

ჰრქუა მას მართა: ჰე, უფალო, მრწამს, რამეთუ შენ ხარ ქრისტე, ძე ღმრთისაჲ, მომავალი სოფლად.“ (იოანე 11, 23-27).

მაცხოვარი შედის ბეთანიას. მას ხვდება მეორე დაჲ ლაზარესი - მარიამი; ისიც ტირილით, ისიც ამავე სიტყვებით, შენ რომ აქ ყოფილიყავ, ლაზარე არ მოკვდებოდაო. მაცხოვარი მიდის ლაზარეს საფლავთან. ის უკვე შესვენებულია გამოქვაბულში, საფლავზე მიდგმულია ქვა. არავითარი ნიშანი არ ჩანს ლაზარეს სიცოცხლისა, მაცხოვარს ეუბნებიან, რომ ლაზარე არის ოთხი დღის მკვდარი და უკვე ყარს. ამ დროს უფალი იესო ქრისტე მიმართავს მამაზეციერს. - მამაო, გმადლობ შენ, რამეთუ ისმინე ჩემი, და შემდეგ დიდი ხმით დაუძახებს: - „ლაზარე, გამოვედ გარე“. მართლაც წამოდგა ლაზარე და გამოვიდა, გამოვიდა შეკრული, მიცვალებულის სამოსელით შემოსილი. მაცხოვარმა უბრძანა, რომ მოეხსნა ეს სამოსელი. ლაზარე აღდგა, ლაზარე გაცოცხლდა. „და გამოვიდა მკუდარი იგი შეკრული ჴელითა და ფერხითა სახუეველითა, და პირი მისი დაბურვილ იყო სუდარითა. ჰრქუა მათ იესუ: განჰჴსენით ეგე და უტევეთ, ვიდოდეს“ (იოანე 11, 43-44). და ცნობილია ისტორიიდან, რომ ლაზარე შემდეგ ყოფილა კრიტეს ეპისკოპოსი და იქვე გარდაიცვალა.

მე მქონდა ბედნიერება, როცა გახლდით იერუსალიმში, მივსულიყავი იმ ადგილზე, სადაც იყო დასვენებული ლაზარე. თაყვანი ვეცი იმ წმიდა ადგილს, სადაც უფალმა წარმოთქვა კურთხეული სიტყვები: - „ლაზარე, გამოვედ გარე“. ამას გვაუწყებს დღევანდელი სახარება. მაგრამ ამასთან ერთად, დღეს არის ჩვენი დიდი დღესასწაული - ქებაჲ და დიდებაჲ ქართულისა ენისაჲ.

„სახარებასა შინა ამას ენასა ლაზარე ჰრქვიან“.

ვინ იყო ის ჩვენი დიდი წინაპარი, ის კურთხეული ადამიანი, რომელსაც გამოუცხადა უფალმა, რომ „სახარებასა შინა ქართულსა ენასა ლაზარე ჰრქვიან“? ეს ჩვენთვის არ არის ცნობილი. იოანე-ზოსიმე, რომლის ხელნაწერითაც ამ ლექსმა, ამ საოცარმა სიტყვებმა ჩვენამდე მოაღწია, იყო მხოლოდ გადამწერი. ხოლო ავტორი, ვისაც გამოეცხადა ეს უდიდესი საიდუმლო, არ ვიცით. ვინ წარმოშვა ქართული ენა? ქართველმა ერმა წარმოშვა ქართული ენა, თუ ქართულმა ენამ წარმოშვა ქართველი ერი? ღვთის კურთხევით მათი შობა ერთად მოხდა. წარმოიშვა ქართული ენა და წარმოიშვა ქართველი ერი.

„და ესე ენაჲ
შემკული და კურთხეული
სახელითა უფლისაიჲთა,
მდაბალი და დაწუნებული,
მოელის დღესა მას მეორედ მოსვლისა უფლისასა“.


რატომ მოელის? ეს ხომ არის ენა „შემკული და კურთხეული სახელითა უფლისაჲთა“... მაშ რატომღა სწერია, „მდაბალი და დაწუნებული“? ღვთის კურთხევით, ეს არის შემკული და კურთხეული, მაგრამ ვის მიერ არის დამდაბლებული და დაწუნებული? - მტრების მიერ, რომელნიც უძლურნი არიან საქართველოს წინაშე, უფრო სწორად, ღვთის კურთხევის წინაშე, რადგან მარჯვენა ღვთისა ჩვენს ქვეყანაზეა გადაფარებული, ჩვენს ერზეა და ეს მარჯვენა ლოცავს ქართულ ენას. რატომ მოელის ის „დღესა მას მეორედ მოსლვასა უფლისასა“? იმიტომ, რომ მეორედ მოსვლის დროს უფალი ამით ენითა განსჯის ქვეყანას.

ჩვენ ვიცით, რომ მეორედ მოსვლის წინ დაეცემა სარწმუნოება; დაეცემა ზნეობა, აღარ იქნება სიყვარული. იქნება მტრობა, ღალატი. იშვიათად ნახავს ადამიანი ჭეშმარიტ მორწმუნეს. და აი, იმ დროისათვის, იმ სულიერი დაცემის დროისათვის, როცა თითქოს არავითარი სიკეთე აღარ ჩანს ქვეყანაზეო, რომ იფიქრებ, ივერიის ყოვლადწმიდა ღვთისმშობელის წინასწარმეტყველებით, ვისი საოცარი, სასწაულმოქმედი ხატიც ივერონის მონასტერში, ათონზე ქართველმა ბერებმა ზღვიდან ამოასვენეს, საქართველო გაბრწყინდება უკანასკნელ ჟამს. საეკლესიო გადმოცემის თანახმად ცნობილია და ჩვენ ვიცით, რომ X საუკუნეში ყოველივე ეს ხილვით ეუწყათ წმიდა მამებს ივერონის ქართველთა სავანეში; როცა მთელი ქვეყანა დაკარგავს რწმენას, სიყვარულს, სათნოებას, საქართველო გაბრწყინდება სარწმუნოებით, სიყვარულით, სიწმინდით, და როგორც ჯილდო, მიეცემა უფლება, რომ ქართული ენითა ამხილოს უფალმა მთელი ქვეყანა. აი, მხოლოდ ასე შეიძლება აიხსნას ეს სიტყვები. მეორედ მოსვლის ჟამს, უფალი ამხელს ქვეყანას ქართული ენით.

იმის შემდეგ, როცა ცნობილი გახდა ეს დიდი საიდუმლო, იმის შემდეგ, როცა უფალმა გამოუცხადა ჩვენს წინაპარს, რომ „სახარებასა შინა ამას ენასა ლაზარე ჰრქვიან“, იგი ზეიმობდა ქართული ენის დღესასწაულს - ლაზარეს შაბათს. მაგრამ ქვეყნის ავბედობამ, მისმა მძიმე წარსულმა წაშალა ეს კურთხეული და წმიდა ტრადიცია. დღეს კვლავ დადგა ჟამი და აღვადინეთ ეს დღესასწაული.

ღმერთმა დალოცოს ღვთივკურთხეული ქართველი ერი და ქართული ენა, ღმერთმა დალოცოს ჩვენი წინაპრები, - შოთა, სულხან-საბა, გურამიშვილი, ბარათაშვილი, ილია, აკაკი, ვაჟა, გოგებაშვილი და სხვანი, რომელნიც მძიმე ჟამს იცავნდნენ და ინახავდნენ ქართულსა ენას. ღმერთმა დალოცოს სრულიად საქართველო, ღმერთმა დაგლოცოთ თქვენ, ღმერთმა გააძლიეროს და აკურთხოს ქართული ენა, ამინ.

ლაზარეს შაბათი
13(26) აპრილი


--------------------
თავის სახედ და ხატად შექმნა ღმერთმა ადამიანი და ამ არსების უპირველესი დანიშნულებაა თანდათანობით უფროდაუფრო ემსაგვსოს შემქმნელს თავისას...
------------------------------------------------------
იყო და არა იყო რა, ღვთის უკეთესი რა იქნებოდა?! იყო შაშვი მგალობელი, ღმერთი ჩვენი მწყალობელი...
------------------------------------------------------
აზროვნება სულის თვისებაა.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

პოსტი ამ თემაში
იოანა   ამას ენასა ლაზარე ჰრქვიან   May 21 2007, 01:39 PM
ლეონტი   კარგია რო დადე. გად...   May 21 2007, 02:22 PM
ეკუმენისტი   შეიძლება ზოგი არ ე...   May 21 2007, 05:11 PM
ლეონტი   ან ეს არის უბრალოდ ...   May 21 2007, 06:46 PM
მხევალი ნინო   ეკუმენისტი გუჯა, ...   May 21 2007, 05:46 PM
KAIROS   გთავაზობთ მეორედ მ...   May 22 2007, 03:18 PM
ლეონტი   გთავაზობთ მეორედ ...   May 22 2007, 03:27 PM
leluka   მე რავიცი არც თეოლ...   May 22 2007, 03:30 PM
ლეონტი   ლელუკა სწორი ხარ, ა...   May 22 2007, 03:35 PM
KAIROS   და აქ რა მოზამბიკი...   May 22 2007, 03:37 PM
leluka   რა ახლა სამოთხეში ...   May 22 2007, 04:09 PM
ლეონტი   პროტოენა, რომელიც ...   May 22 2007, 03:53 PM
ეკუმენისტი   პროტოენა, რომელიც ...   May 22 2007, 09:53 PM
მარიამი   არ ვაპირებდი აქ და...   May 22 2007, 06:19 PM
ლილიანა   მე მიკვირს ამ ხალხ...   May 22 2007, 07:18 PM
ლეონტი   სწორი დაკვირვება ა...   May 22 2007, 10:10 PM
ეკუმენისტი   სწორი დაკვირვება ...   May 23 2007, 12:30 AM
solomony   ზოგი მართლა არასწ...   May 22 2007, 10:24 PM
abo   ენის სიძველე ერის ...   May 22 2007, 11:44 PM
ketino   ადამი და ევა არ ვიც...   May 23 2007, 12:22 AM
მნათე   არა ვიცოდი რომ ქარ...   May 23 2007, 12:27 AM
abo   ketino ქეთი მერე აუხსე...   May 23 2007, 12:31 AM
ლეონტი   აბო იქნებ გაასკანე...   May 23 2007, 12:44 AM
abo   ლეონტი http://www.asavali.ge/asdas1_20...   May 23 2007, 01:08 AM
ketino   ნუ მნათე, რა ხარ რა......   May 23 2007, 10:09 AM
ლეონტი   ლეონტი ბიძიას, მგო...   May 23 2007, 10:52 AM
მხევალი ნინო   ეკუმენისტი ზვიად ...   May 23 2007, 10:37 AM
მხევალი ნინო   ლეონტი [quote]სასულიერ...   May 23 2007, 11:05 AM
ლეონტი   მხევალო ,საუბარი ს...   May 23 2007, 11:24 AM
ketino   ლეონტი ბიძია დაბა...   May 23 2007, 11:30 AM
KAIROS   არა, შეგპირდით რომ ...   May 23 2007, 12:10 PM
კანუდოსელი   ( შემახსენეთ სახელ...   May 23 2007, 12:15 PM
ლეონტი   გრაალის მცველთა მ...   May 23 2007, 12:22 PM
კანუდოსელი   შენზე რომ ესე თქვა...   May 23 2007, 12:25 PM
ლეონტი   თავს არ დაგესხმები...   May 23 2007, 12:20 PM
კანუდოსელი   თავს არ დაგესხმებ...   May 23 2007, 12:21 PM
კანონისტი   კანუდოსელი როგორ ...   May 23 2007, 12:27 PM
კანუდოსელი   კანუდოსელი როგორ...   May 23 2007, 12:41 PM
ketino   კაიროს, "ძვირფასო...   May 23 2007, 12:27 PM
ketino   კაიროს კიდევ ერთიც...   May 23 2007, 12:50 PM
მხევალი ნინო   კანუდოსელი ეგ ალ...   May 23 2007, 12:53 PM
მხევალი ნინო   ლეონტი არ, არა ლეო...   May 23 2007, 12:59 PM
ketino   ძველ ბერძნულსა და ...   May 23 2007, 01:09 PM
ეკუმენისტი   ძველ ბერძნულსა და ...   May 23 2007, 03:11 PM
მხევალი ნინო   ketino ქეთი შე იმ ქართ...   May 23 2007, 01:32 PM
მხევალი ნინო   კანუდოსელი მე ზვი...   May 23 2007, 01:42 PM
KAIROS   ქეთინო! მე საერთ...   May 23 2007, 01:51 PM
solomony   თემის დასაწყისში ს...   May 23 2007, 02:55 PM
marita26   მე საერთოდ არ ვიცი ...   May 23 2007, 03:40 PM
ლეონტი   მე საერთოდ არ ვიცი ...   May 23 2007, 03:55 PM
marita26   ლეონტი საუბარი იყო...   May 23 2007, 04:08 PM
abo   ასე რომ ღვთისკურთხ...   Jul 22 2007, 02:30 PM
ზებედე   ღვთისკურთხეული ენ...   Jul 22 2007, 03:29 PM
abo   ზებედეშე რა მოგენა...   Jul 22 2007, 03:35 PM
ზებედე   [b]ზებედეშე რა მოგე...   Jul 23 2007, 01:56 AM
ზებედე   რატომ მოელის ის „დ...   Jul 23 2007, 06:07 AM
კანუდოსელი   ამაში ნამდვილად ვ...   Jul 23 2007, 01:45 PM
ზებედე   საწყალი პატრიარქი...   Jul 24 2007, 04:19 AM
კანუდოსელი   როგორც მახსოვს ამ ...   Jul 24 2007, 04:00 PM
xornabujeli   საწყალი პატრიარქი...   Dec 24 2007, 03:13 AM
ალექსანდრე   კანუდოსელი :D   Jul 23 2007, 02:02 PM
მართა   მე ცოტა ძველ ფოსტე...   Jul 24 2007, 11:48 PM
თამარი_ცქნაფო   იოანა! ვერ გადამი...   Oct 28 2007, 10:16 PM
იოანა   იოანა! ვერ გადამი...   Oct 28 2007, 10:36 PM
თამარი_ცქნაფო   არა, მაინც ვერ ვხვდ...   Oct 28 2007, 10:52 PM
Misha_kartveli   იოანე ზოსიმეს "ქ...   Dec 13 2007, 12:13 AM
shengela   უფალმან ძალი ერსა ...   Dec 18 2007, 01:26 PM
RKO   Misha_kartveli ყველა ენა სა...   Dec 24 2007, 02:09 PM


Closed TopicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 26th April 2024 - 06:44 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი