IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

 
Closed TopicStart new topic
> აქ დავწეროთ სხვადასხვა პატერიკული მოთხრობები, წაიკითხონ იმ ადამიანებმა, ვისაც ღვთის ყოვლისშემძლეობაში ეჭვი ეპარება
ნათია
პოსტი May 7 2007, 12:34 AM
პოსტი #1


Miss invisible
***

ჯგუფი: მოდერატორ-ფინანსისტი
პოსტები: 18,669
რეგისტრ.: 28-February 07
წევრი № 1,224



* * *

მოციქულ იოანე ღვთისმეტყველის დროს ეფესოში ცხოვრობდა ერთი ქრისტიანი, რომელიც იმდენად გაღატაკდა, რომ ვალებს ვერსგზით ვერ ისტუმრებდა.

სასოწარკვეთილმა გადაწყვიტა, თავი მოეკლა და ერთ ებრაელ მოგვს სთხოვა ძლიერმოქმედი შხამი.

ებრაელმა მისცა მას საწამლავი. შინ მობრუნებულმა ქრისტიანმა საწამლავიან ფიალად ჯვარი გადასახა და შესვა იგი, მაგრამ უვნებელი დარჩა, რადგან ჯვრის ნიშმა საწამლავს ძალა დაუკარგა.

მეორე დღეს კვლავ მივიდა ებრაელთან, უთხრა, შხამმა ვერაფერი დამაკლოო და სთხოვა უფრო ძლიერი რამ შხამი მიეცა. გაოცებულმა ებრაელმა არ დააყოვნა და ქრისტიანს უფრო ძლიერი შხამი მისცა.

ქრისტიანი კვლავ ცოცხალი გადარჩა და ახლა უკვე დაცინვით უთხრა მოგვს, რომ იგი უძლური იყო თავის ჯადოქრობაში. მაშინ გაოცებულმა ებრაელმა სთხოვა, დაწვრილებით მოეთხრო, თუ როგორ იღებდა იგი ამ შხამს.

- ქრისტიანთა ჩვეულებისამებრ, დალევის წინ საწამლავიან ფიალას ჯვრის ნიშს გადავსახავდიო, - უპასუხა.

ებრაელმა არ იცოდა, რომ ჯვრის ძალა სიკვდილისაგან იხსნის და ჭეშმარიტების დასადგენად ეს წამალი ძაღლს მისცა, რომელიც მაშინვე მოკვდა. ებრაელი ქრისტიანთან ერთად მივიდა მოციქულ იოანესთან და უამბო ამ სასწაულის შესახებ. იოანემ უქადაგა მას, რის შემდეგაც ებრაელმა გამოთქვა სურვილი, მონათლულიყო.

* * *

ერთხელ მონაზონმა ჰკითხა წმიდა მაკარის, რა გზით უნდა გადავრჩეო. მაკარიმ უპასუხა:

- წადი სასაფლაოზე და ლანძღე მკვდრები.

მონაზონი უსიტყვოდ დაემორჩილა, წავიდა და საფლავებს ლანძღვა და ქვების სროლა არ დააკლო.

- მითხარი, არაფერი უთქვამთ შენთვის მკვდრებს? - შეეკითხა მონაზონს მაკარი.

- არა, მამაო - გაოცებით უპასუხა მონაზონმა.

- ახლა წადი და ადიდე ისინი.

მონაზონი წავიდა და მრავალი კეთილი სიტყვით შეამკო მკვდრები, ადიდა ისინი როგორც მართალნი და წმინდა ადამიანები, შემდეგომ კი კვლავ დაბრუნდა მაკართან.

- რა გითხრეს მკვდრებმა? - კვლავ ჰკითხა მაკრამა მონაზონს.

- კვლავ არაფერი უთქვამთ! - უპასუხა მონაზონმა.

- ხომ ხედავ, მათ არაფერი უთქვამთ შენთვის არც მაშინ, როდესაც შეურაცხყოფდი და არც მაშინ, როცა ქება-დიდებას შეასხამდი. გახსოვდეს, თუ გადარჩენა გინდა, მიემსგავსე მკვდარს: ნუ განრისხდები, როდესაც შეურაცხგყოფენ და ნურც ამაღლდები, თუ ვინმემ შეგაქო. იყავი როგორც მკვდარი და გადარჩები.

* * *

ერთმა ქრისტეს მსახურმა მოგვითხრო: ვიდრე ქრისტეანთა დევნა დაიწყებოდა, ეპისკოპოსმა რაღაც მიზეზის გამო მღვდელი განაყენა მღვდლობისაგან. წავიდა იგი სხვა ქვეყანაში რაღაც საქმეზე. იქ წარმართებმა შეიპყრეს და ძლიერ აწამეს, რომ უარი ეთქმევინებინათ ქრისტეანობაზე, მაგრამ არ უარჰყო. მაშინ თავი მოკვეთეს და გახდა ქრისტეს მოწამე.

მალე ქრისტეანთა დევნა შეწყდა. იმ ქალაქის მთავარს სასწაულებრივად ეუწყა იმ მოწამის შესახებ და ააშენა მის სახელზე ეკლესია. ამოიღო მისი წმ. ნაწილი, ჩადო ლუსკუმაში და ეკლესიის სიწმიდეთა შორის დააბრძანა. შემდეგ მოუხმო მრევლს და ეპისკოპოსს, რომ ეკლესია ეკურთხებინათ. როგორც კი მღვდელმა მწუხრის ლოცვა დაიწყო, ლუსკუმა დაიძრა და თავისით გავიდა ეკლესიის გარეთ. ყველა იქ მყოფი შიშმა და ძრწოლამ მოიცვა. მათ ლუსკუმა კვლავ იმავე ადგილას დააბრძანეს ეკლესიაში, მაგრამ იწყებდა თუ არა ეპისკოპოსი ლოცვას, ლუსკუმა მაშინვე გადიოდა ეკლესიიდან. ეს რომ ქალაქის თავმა იხილა, შეეშინდა, დაიწყო აღსარების თქმა და მოთქმა ღმრთის წინაშე. იგი ამბობდა, ჩემი ცოდვების გამო არ უნდა წმ. მოწამეს ამ ეკლესიში დამკვიდრებაო. ამასვე იმეორებდა მთელი მრევლი. ასეთი საოცრების მხილველნი ტიროდნენ და გოდებდნენ, საღამო რომ მოახლოვდა, ის წმ. მოწამე ეჩვენა ეპისკოპოსს და უთხრა, რამ დაგამწუხრათ, იცით, რატომ არ ვრჩებოდი თქვენთან ეკლესიაში? თუ გინდათ სიკეთე მიყოთ, წადით ჩემს ეპისკოპოსთან და მოიყვანეთ რომ გამხსნას, რადგან თვით უფალმა ბრძანა თქვენზე _ მღვდელმთავრებზე: „რაოდენი შეჰკრათ ქუეყანასა ზედა, კრულ იყოს ცათა შინა“. ეს რომ თქვა, გაუჩინარდა.

მეორე დღეს ეპისკოპოსმა ამცნო ამის შესახებ მთავარს, მან ძალზე გაიხარა. ეპისკოპოსი კრებულითურთ გაემართა იმ ეპისკოპოსისაკენ, რომლის შესახებაც უთხრა წმ. მოწამემ და მოუთხრეს ყოველივე მის შესახებ. ის მაშინვე ადგა და თან გაჰყვა. მივიდა, თაყვანი სცა წმ. მოწამეს და უთხრა; ქრისტემ, რომელმაც შენ შეგკრა ჩემ მდაბლის ხელით, აწ გაგხსნას მისი სახელისათვის სისხლდათხეული. შემოდი და იყავი ჩვენთანო. შეასვენეს ლუსკუმა ეკლესიაში და აღასრულეს საღმრთო მსახურება. ლუსკუმა ადგილიდან აღარ დაძრულა და იმ დღიდან მრავალ სასწაულს ახდენდა.

ყოველივე ამის გამო, ჰოი, ღმრთისმოყვარენო, გულისხმა-ყავით, რა დიდი ძალა და ხელმწიფება აქვს მღვდელმთავარს. ვისაც იგი შეკრავს ქვეყანაზე, კრული იქნება ცაში და ვისაც იგი გახსნის ქვეყანაზე, ხსნილი იქნება ცათა შინა. ამას ამბობს ჩვენი უფალი და აძლევს მათ ძალმოსილებას.

* * *

ერთ ალექსანდრიელ ღმრთისმოშიშ, ქრისტესმოყვარე, გლახაკთა მოწყალე, სტუმართმოყვარე ვაჭარს მშვიდი და მუდმივად მმარხველი ცოლი და ექვსი წლის ქალიშვილი ჰყავდა. ერთ დღეს კაცი კონსტანტინეპოლში წავიდა სავაჭროდ და ოჯახში ერთი მონა დატოვა. გემზე რომ ავიდა გასამგზავრებლად, ცოლმა ჰკითხა, ბატონო, ვის ავედრებ ჩვენს თავსო, რაზედაც მან უპასუხა, ჩვენს დედოფალ ღმრთისმშობელსო.

ერთ დღეს ეს ქალი თავის ბავშვთან ერთად იჯდა და ხელსაქმობდა. მათ მონას ეშმაკი შეუჩნდა და გადააწყვეტინა, ქალი და ბავშვი მოეკლა და მათი სიმდიდრე გაეტაცებინა. მან სამზარეულოს დანა აიღო და წავიდა იმ ოთახისაკენ, სადაც მისი ქალბატონი იყო, მაგრამ იმ ოთახის კარში შესვლისას გაშეშდა. ვეღარც ოთახში შევიდა და ვერც სამზარეულოში დაბრუნდა. ქალბატონს დაუძახა, რომ მასთან მისულიყო, მაგრამ ქალს გაუკვირდა კარში რომ იყო გაჩერებული და უპასუხა, შენ თავად მოდი, შვილოო. არ იცოდა, თუ იგი უხილავი ძალის მიერ იყო გაშეშებული. მონა შფოთავდა და ისევ ეძახდა ქალბატონს. მაგრამ იგი არ მიდიოდა. მაშინ ბავშვმა უთხრა დედას, გამიშვი, მე მივალო, მაგრამ ქალმა არ დაანება და კვლავ მშვიდად მიმართა მონას, ძმაო, თუ გინდა მოსვლა, თავად მოდი აქო.

რომ დარწმუნდა მონა, რომ აღარაფერი გამოუდიოდა, თავად იგმირა დანა. ამის დანახვაზე ქალბატონმა მეზობლებს დაუძახა. ისინი რომ მოვიდნენ, მონა ჯერ კიდევ ცოცხალი იყო და თავად უთხრა მათ, რაც მოხდა. ყველამ ადიდა ღმერთი და ყოვლადწმიდა ღმრთისმშობელი მარიამი, რომელმაც ასეთი სასწაული მოახდინა, გადაარჩინა მისთვის შევედრებული ქალი და ბავშვი და ეშმაკმა ვერაფერი ავნო მათ.

* * *

დიდი სათნოების მქონე, ღმრთის შთაგონებით მოღვაწე ერთი ასკეტი მამა მონასტერში მივიდა, მაგრამ ცარიელი სენაკი ვერ იპოვა. მაშინ სხვა მონაზონმა, რომელსაც ზედმეტი სენაკი ჰქონდა, შესთავაზა, რომ უკეთესის პოვნამდე იქ გაჩერებულიყო. წმინდა ბერი დაემორჩილა და იქ დაბინავდა. ამ ბერს მადლიანი სიტყვა ჰქონდა და დაუზარელი იყო. ამიტომ ხშირად აკითხავდნენ ხოლმე სულიერად სასარგებლო სწავლების მისაღებად და მოსაკითხსაც ხშირად მიართმევდნენ ხოლმე.

ამის შემყურე სენაკის პატრონმა დრტვინვა და საყვედურები დაიწყო, ამდენი ხანია აქ ვარ, ვმარხულობ და ვიღწვი, და არავინ მოდის ჩემთან, ამ ახალ მოსულს კი მეტ პატივს სცემენო. იგი ეშმაკეული შურით აღივსო და თავის მოწაფეს დაავალა, წადი და იმ ბერს უთხარი, დატოვოს ჩემი სენაკი, რადგან თავადაც მჭირდებაო. მივიდა მოწაფე წმინდა ბერთან, თაყვანი სცა და უთხრა, პატიოსანო მამაო, ჩემი მოძღვარი თქვენს ამბავს კითხულობს, ხომ კარგად ბრძანდებითო. ბერმა მიუგო, ღმერთმა ადიდოს შენი მოძღვარი, გადაეცი, რომ ცოტა შეუძლოდ ვარ და სთხოვე, ჩემთვის ილოცოსო. წავიდა მოწაფე და თავის მოძღვარს უთხრა, ბერს შენი დანაბარები გადავეცი და მიპასუხა, სხვა სენაკს მოვძებნი და გადავალო.

ორი დღის შემდეგ კვლავ დაავალა მონაზონმა მოწაფეს, წადი და უთხარი, თუ საჩქაროდ არ გადავა, მივალ და ჩემი კვერთხით, ძალით გამოვაგდებო. წავიდა ისევ ის გონიერი ძმა და უთხრა, ჩემმა მოძღვარმა შენი ავადმყოფობის ამბავი რომ გაიგო, ძალიან შეწუხდა და გამომგზავნა შენს სანახავად, ღმრთივ სულიერო მამაო, ხომ უკეთ ბრძანდებითო. მან უპასუხა, გადაეცი შენს მოძღვარს, რომ კურთხეულ არს ღმერთი და კურთხეულ არს სული შენი ყოვლად პატიოსანი მოძღვრისა. მისი წმინდა ლოცვით მე უკვე უკეთესად ვარო. წავიდა ძმა და მოძღვარს უთხრა, ბერმა შემოგითვალა კვირამდე მაცალოს, და შემდეგ ღმრთის ნებით გადავალო. კვირაც რომ დადგა და არ წავიდა, სენაკის პატრონმა აიღო კვერთხი და წავიდა, რომ ცემით გამოეგდო იქედან. მოწაფემ უთხრა, მამაო, ცოტა შეიცადე, ჯერ მე მივალ, თორემ ვაითუ ვინმე იყოს მასთან სენაკში და დაბრკოლდესო. სწრაფად მივიდა მოწაფე წმინდა ბერთან და უთხრა, ჩემი მოძღვარი მოდის შენთან, ღმერთშემოსილო მამაო, რომ თავის სენაკში გიწვიოს და პატივი გცესო. ეს რომ ბერმა გაიგო, სწრაფად გამოვიდა მის მისაგებებლად, შორიდანვე თაყვანი სცა და უთხრა, ყოვლად სანატრელო მამაო, შენ ნუ შეწუხდები ჩემნაირ უღირსთან მოსვლით, მე თითონ მოგეახლებიო.

ღმერთმა მოწაფის ასეთი მშვიდობისმყოფელობა და ბერის სიმდაბლე რომ იხილა, შეიწირა. შურის ეშმაკი განაშორა სენაკის პატრონ მონაზონს. ისიც სინანულში მოვიდა, კვერთხი გადააგდო, თაყვანი სცა და ეამბორა წმინდა ბერს. ამბორების და მოკითხვის შემდეგ კი წაიყვანა თავის სენაკში. ბერი სულიერად და წრფელი გულით ესაუბრებოდა, თითქოს არაფერი შეეთვალა მისთვის. მონაზონმა მოწაფეს ჰკითხა, შვილო, ნუთუ შენ მას ჩემს დანაბარებს არაფერს ეუბნებოდიო. არაფერსო, - უპასუხა მოწაფემ. გაიხარა ბერმა და მიხვდა, რომ ყოველივეს ეშმაკისეული შურით აკეთებდა, დაემხო თავისი მოწაფის წინაშე და უთხრა, ამიერიდან შენ ხარ ჩემი მოძღვარი და მე კი - მოწაფე. შენ ისეთი საოცარი სიბრძნე გამოიჩინე, რომ შენი ძალისხმევით ორივე ჩვენთაგანის სული იხსენი. ამით აღასრულე უფლის მცნება, „ნეტარ იყვნენ მშვიდობის მყოფელნი, რამეთუ იგინი ძედ ღვთისად იწოდნენ“ (მთ. 5.9). ამ მოწაფის სიბრძნის ხელოვნება ვინც მოისმინა, განცვიფრებული დარჩა. მისი საქციელი მკვდრების გაცოცხლების სასწაულზე უფრო დიდად ჩათვალეს, რადგან ხორციელად აღმდგარი მკვდარი შემდეგ ისევ კვდება, ამგვარად სულიერად აღმდგარი კი აღარ დაეცემა. დაეცემა მხოლოდ შურის ეშმაკი ქრისტეს ძალით, რომლისაც არს დიდება უკუნითი უკუნისამდე.

* * *

სულიერების უმაღლეს საზომს მიღწეული ერთი ღმერთშემოსილი წმინდა ბერი ღმერთს შეევედრა, უფალო, მინდა ვნახო, როგორ გადიან სხეულიდან ცოდვილის და მართლის სულებიო. უსაზღვროდ მოწყალე და კცთმოყვარე ღმერთმა ისმინა მისი ვედრება და თავისი განგებით იგი ერთ ქალაქთან მიიყვანა.

თავდაპირველად ბერი ქალაქგარეთ მდებარე მონასტერში გაჩერდა, სადაც ერთი დიდად სახელოვანი და ხალხში სახელგანთქმული, მაგრამ საქმით უვარგისი, მონაზონი სიკვდილს ებრძოდა. ბერმა ნახა, რომ დიდი მწუხარება იყო ირგვლივ. მსხვილ კელაპტრებსა და ლამპრებს ამზადებდნენ. მთელი ქალაქი მისტიროდა და გლოვობდა. ასე მოთქვამდნენ, პურს და წყალსაც კი მისი ლოცვით გვაძლევდა ღმერთიო.

როცა სიკვდილი მოახლოვდა, ბერა, ღმრთის განგებით, დაინახა, რომ გაიღო ჯოჯოხეთის ტარტაროზი, ამოვიდნენ იქედან ცეცხლის ლახვრების მქონე სულები და ზეციდან ხმა მოისმა, წუთითაც არ მომასვენა მაგის სულმა. ნურც თქვენ შეიბრალებთ მაგას. ტანჯეთ და სასტიკად ამოხადეთ სული. ამიერიდან იგი ვეღარასოდეს ნახავს შვებასო. მაშინ ანგელოსმა უწყალოდ ჩასცა პირში ცეცხლის სამპირი ლახვარი, კარგახანს ტანჯა თავის გვამშივე და მერეღა ამოხადა საშინელი სისასტიკით მისი უბადრუკი სული. ეს რომ ბერმა იხილა, შეძრწუნდა. იგი განცვიფრებული ტიროდა და ამბობდა, როგორც დავით წინასწარმეტყველი ამბობს „ნამდვილვე სიკუდილი ცოდჳლთა ბოროტ არს“.

ამის შემდეგ ბერი ქალაქში შევიდა და სრულიად განსხვავებული რამ იხილა. ქუჩაში უპატრონო მომაკვდავი კაცი იწვა და არავინ აქცევდა ყურადღებას. იმ დღეს ბერი მასთან დარჩა და როცა სნეულის სიკვდილის ჟამმა მოიწია, დაინახა ზეციურ ძალთა მთავარნი - მიქაელ და გაბრიელი, რომლებიც მისი სულის გასაყვანად მისულიყვნენ. ერთი მარჯვნივ ედგა მომაკვდავს, მეორე მარცხნივ და მის სულს ტკბილად სთხოვდნენ, რომ მათ გაჰყოლოდა. სულს კი არ უნდოდა ხორცის დატოვება. ბოლოს მიქაელ მთავარანგელოსმა გაბრიელს უთხრა, დროა, მიიბარო სული და წავიყვანოთო, მაგრამ გაბრიელ მთავარანგელოსმა მიუგო, ჩვენი მეუფისაგან ნაბრძანები გვაქვს, რომ უმტკივნეულოდ გავიყვანოთ და არ ვაიძულოთო. მაშინ მიქაელ მთავარანგელოსმა თავისი მშვენიერი ხმით შეჰღაღადა ღმერთს, უფალო ძალთაო, რა ვუყოთ ამ კაცის სულს, რომელსაც არ უნდა ამოსვლაო. ზეციდან ხმა მოისმა, მე გამოგიგზავნით დავითს თავისი ქნარით და ანგელოსებით. ისინი ერთხმად უგალობებენ მას. საამო ხმები დაატკბობს და სიხარულით გამოვა მისი სული. ასე, ყოველგვარი პატივით მოიყვანეთ იგი ჩემთან და ნურაფრით აიძულებთო.

მართლაც, მაშინვე გამოჩნდა დავითი და მგალობელი ანგელოსები. ისინი გარშემოერტყნენ იმ სანატრელ სულს, იწყეს მისი ქება და საოცრად ტკბილხმოვანი, სასიამოვნო გალობა. ამან სიამოვნებით და საზეიმო განწყობით აღავსო მისი სული და სიხარულით შეუფრინდა ხელში მიქაელ მთავარანგელოსს. ამგვარი აღუწერელი დიდებით, უსაზღვრო ბრწყინვალებით, საკვირველი ქებით აიყვანეს ზეცაში მისი ყოვლად სანატრელი სული,. რომელსაც დედამიწიდან ზეცამდე ეგებებოდნენ ანგელოსთა დასები და ამხნევებდნენ სიტყვებით, გიხაროდენ სულო, მართალო!.. შედი შენი უფლის სიხარულში, რადგან მიგელის იქ სიმართლის გვირგვინიო. ასეთი დიდებით და პატივით აიყვანეს იგი ყოველთა მეუფესთან. სწორედ ასეთ შემთხვევაზე ამბობს დავით წინასწარმეტყველი: „პატიოსან არს წინაშე უფლისა სიკვდილი წმიდათა მისთა“ (ფს. 115.15).

* * *

ანტონი დიდი ერთხელ მოწყენილობამ და ცუდმა ფიქრებმა მოიცვა, მაგრამ მალე შეშინებულმა შეჰღაღადა ღმერთს: „ღმერთო! მინდა, რომ გადავრჩე, მაგრამ თვითონაც არ ვიცი რა მიტაცებს. მაჩვენე გზა, რითაც დავძლევ ამ საშინელ ფიქრებს. მასწავლე, როგორ გადავრჩე“. რამოდენიმე ხნის შემდეგ წმინდა ანტონი გამოვიდა თავისი კელიიდან და დაინახა უცნობი, რომელიც ჯერ ხელსაქმეს უჯდა, შემდეგ ადგა და ილოცა. ასევ დაჯდა და ქსოვდა, მერე ისევ დადგა ლოცვაზე... ეს იყო ანგელოზი, რომელიც მონაზონის სახით გამოეცხადა ანტონს, რათა გამოესწორებიდა და გაეფრთხილებინა იგი. ამ დროს, როდესაც წმინდა მეუდაბნოე უყურებდა მას, უხორცო მფარველმა უთხრა: შენც ასე მოიქეცი და გადარჩები. ეს რომ გაიგო, წმინდა ანტონი სიხარულით და იმედით აივსო და ამის შემდეგ აღარასოდეს დაურღვევია ანგელოზური წესი.

* * *

ერთხელ ღირსმა ეფრემმა მესოპოტამიაში, ქალაქ ედესაში წასვლა გადაწყვიტა და უფალს ასეთი თხოვნით მიმართა: „უფალო იესო ქრისტე! ღირს-მყავ, ვიხილო შენი ქალაქი, ხოლო შესასვლელთან ისეთი კაცი შემახვედრე, რომელიც ჩემი სულის სასარგებლოდ წმიდა წერილის შესახებ გამესაუბრება“.

როდესაც ქალაქს მიუახლოვდა, ჭიშკართან დედაკაცს შეხვდა. მისმა დანახვამ დაამწუხრა და გონებით უფალს მიეახლა: „უფალო, რად არ შეისმინე ჩემი ვედრება მონისა შენისა. როგორ გამესაუბრება იგი წიგნიერი სიბრძნის შესახებ?“

ქალი კი იდგა და შეჰყურებდა. წმიდა ეფრემმა ჰკითხა: „მითხარი, დედაკაცო, რისთვის დგახარ და კადნიერად შემომცქერი?“

მან უპასუხა: „მე იმიტომ გიყურებ, რომ დედაკაცი მამაკაცისგან შეიქმნა, ხოლო შენ მე კი ნუ მიყურებ, მიწას დახედე, რისგანაც თვითონ ხარ შექმნილი“.

ეს რომ გაიგონა, ეფრემმა ადიდა უფალი, რომელმაც დედაკაცს ასეთი გონიერება მიანიჭა და მიხვდა, რომ უფალმა შეისმინა მისი ლოცვა.

* * *

მოხუცებულთა თავშესაფარში დასახმარებლად დადიოდა ერთი ბერი. იმდენად უბრალო, რომ ამაღლება, რომელსაც მონასტერი დღესასწაულობდა, ეგონა ისეთივე დიდი წმიდანი, როგორიცაა წმინდა ბარბარე და სკვნილზე ლოცვის დროსაც ამბობდა: „წმიდაო ამაღლებაო, მეოხ გვეყავ ჩვენ!“ ერთხელ თავშესაფარს ეწვია სნეულებით დაუძლურებული ძმა და რაკი არ აღმოაჩნდათ რამე მოსამაგრებელი საჭმელი, ბერი მწრაფლ დაეშვა სარდაფში, ზღვაზე გამავალი ფანჯრიდან გამოყო ხელები და ითხოვა: „წმიდაო ამაღლებაო, მომეცი ერთი თევზი ჩემი ძმისთვის“ - და, აჰა, სასწაული! ხელებში ჩაუვარდა ზღვიდან ამომხტარი ერთი დიდი თევზი. ბერმა ისე ბუნებრივად მიიღო თევზი, თითქოს საკვირველი არაფერი მომხდარა და გახარებულმა მოუმზადა თევზი უძლურ ძმას მოსამაგრებლად.

* * *

ივერთა სავანეში ბერმა ნიკოლოზმა, მარკიანელთა საძმოს წევრმა, გვიამბო ერთ მამაზე, რომელიც ასეთივე ბავშვური უბრალოებით გამოირჩეოდა.

ერთხელ როცა ჭაში წყალი დაშრა, ბერმა გამშრალ ფსკერზე თოკით ჩაუშვა წმინდა ნიკოლოზის ხატი და თქვა:

- წმიდაო ნიკოლოზ, ამოყევი ზევით წყალს, თუ გინდა, რომ კანდელი აგინთო. შენ ხომ ეს შეგიძლია. ხომ ხედავ, ამდენი ხალხი მოდის და ჩვენ არ გვაქვს ცივი წყალი, რომ დავალევინოთ.

და, აჰა, სასწაული! წყალმა თანდათან იმატა და წმიდანის ხატი ზემოთ ამოჰყვა, ბერმა აიტაცა, შემდეგ მოწიწებით ეამბორა მას ტაძრისკენ გასწია.


წმიდა სპირიდოი ზრუნავს დღესასწაულისათვის

ერთხელ, როცა კუტლუმუსიოსის მონასტრის წმიდა სპირიდონის სახელობის კერკირელთა სენაკში მოახლოვდა წმიდანის დღესასწაული, მამები წუხდნენ, რადგან ვერ იშოვეს თევზი. მონაზვნებმა შესთავაზეს უხუცესს, რაკი ახალი თევზი ვერ იშოვეს, ხმელი ტარანი ეყიდათ. უხუცესმა უთხრა:

- მოითმინეთ, წმიდა სპირიდონი მოგვიტანს თევზს - და განუწყვეტლივ სკვნილზე ლოცულობდა.

როდესაც მონაზვნებს გამოელიათ მოთმინება და ძალიან შეწუხდნენ, რადგან უკვე მოახლოვდა დრო და სამზადისს უნდა შედგომოდნენ, უეცრად ესმით კარზე კაკუნი, აღებენ კარს და რას ხედავენ! ორი მეთევზე თევზით სავსე ორი გოდრით კითხულობს უხუცესს. მორჩილებმა მოუხმეს უხუცესს, მაგრამ მეთევზეებმა თქვეს:

- ეს ის უხუცესი არ არის, ჩვენთან სხვა უხუცესი მოვიდა და გვითხრა: „წაიღეთ თევზი წმიდა სპირიდონის სენაკში, სადაც დღესასწაულია და კარგ საზღაურსაც მიიღებთ. თუ გინდათ, წინდსაც დაგიტოვებთ“.

უხუცესი მიხვდა, რომ სასწაული მოხდა და მეთევზეები ტაძარში მოსალოცად წაიყვანა. მეთევზეებმა დაინახეს თუ არა წმიდა სპირიდოსნის ხატი, თქვეს:

- აი, ეს არის ის უხუცესი, რომელმაც გვითხრა, რომ აქ მოგვეტანა თევზი!

მაშინ მათ ბერმა უპასუხა:

- ეჰ, შვილებო, რატომ არ აიღეთ წმიდანისაგან წინდი, კურთხევად რომ გვქონოდა!



P.S. გთხოვთ დაწერეთ პატარა ეპოზოდები მამათა ცხოვრებიდან


--------------------
პატიოსნება ჩვენი დროის ჭეშმარიტი არისტოკრატიზმია!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მაკუნა
პოსტი May 7 2007, 12:55 AM
პოსტი #2


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 4,495
რეგისტრ.: 18-March 07
წევრი № 1,409



ნათია
არაჩვეულებრივია...
მადლობა შენ ამისთვის! 2kiss.gif 2kiss.gif


--------------------
ყველას უნდა მთის მწვერვალზე ცხოვრება, თუმცა ჭეშმარტი ბედნიერება სწორედ იმაშია, თუ როგორ ადიხარ ციცაბო ფერდობზე...

ადამიანს უფლება აქვს უყუროს მეორეს ზემოდან ქვემოთ იმ შემთხვევაში, როდესაც მას წამოდგომაში ეხმარება...

არც ერთი ადამიანი არ იმსახურებს შენს ცრემლებს, ხოლო ვინც იმსახურებს ის არასოდეს აგატირებს...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
დათიკო
პოსტი May 7 2007, 02:55 PM
პოსტი #3


დათიკო
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,383
რეგისტრ.: 24-July 06
მდებარ.: ვეიკი
წევრი № 10



კარგი თემაა, ოღონდ ღვთისმეტყველების განყოფილების არ არის.
ახალ თემებში გადავიტან და შემდეგ გამოჩნდება სად აჯობებს ადგილი რომ დაიმკვიდროს smile.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ნათია
პოსტი May 7 2007, 05:52 PM
პოსტი #4


Miss invisible
***

ჯგუფი: მოდერატორ-ფინანსისტი
პოსტები: 18,669
რეგისტრ.: 28-February 07
წევრი № 1,224



ციტატა(დათიკო @ May 7 2007, 03:55 PM) *

კარგი თემაა, ოღონდ ღვთისმეტყველების განყოფილების არ არის.
ახალ თემებში გადავიტან და შემდეგ გამოჩნდება სად აჯობებს ადგილი რომ დაიმკვიდროს smile.gif



გაიხარე, სადაც საჭიროა იქ განთავსდეს


--------------------
პატიოსნება ჩვენი დროის ჭეშმარიტი არისტოკრატიზმია!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
adamis_nekni
პოსტი May 7 2007, 09:40 PM
პოსტი #5


adamis_nekni
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,396
რეგისტრ.: 4-January 07
წევრი № 789



დროებითი და მუდმივი საცხოვრებლის შესახებ


ერთი დიდი ქალაქის მაცხოვრებელს ჰქონდა საკუთარი საკუთარი სახლი, მაგრამ გარემოებათა გამო, გარკვეული ხნით არ შეეძლო მასში შესვლა და დროებით სხვაგან ცხოვრობდა. მან კარგად იცოდა, რომ ადრე თუ გვიან მაინც მოუწევდა დროებითი საცხოვრებლის დატოვება, მაგრამ მიუხედავად ამისა, არაფერს იშურებდა მისი მოწყობისთვის. მხოლოდ იმაზე ფიქრობდა, როგორ მოეწყო და გაელამაზებინა იგი.
საკუთარი სახლი კი სულ დაივიწყა. ხანდახან თუ გაახსენდებოდა ხოლმე, მაგრამ იმავე წამს სხვა რამეზე გადაჰქონდა ყურადღება.
მერედა რა გამოვიდა ამით?
როცა მოვიდა დროებითი საცხოვრებლის დატოვების დრო (ეს კი უეცრად მოხდა) და საკუთარ სახლში დაბრუნება აუცილებელი გახდა, იგი გაპარტახებული და გაძარცვული დახვდა.
საკუთარი ბინა მყუდრო სამყოფელი კი არ იყო, არამედ, უყურადღებოდ მიტოვებული ავსებულიყო სიბინძურით. მასში დაძრწოდნენ გველები, გომბეშოები და უგვანო ქვეწარმავლები. საბრალოს სხვა გზა არ ჰქონდა-ამ სახლში უნდა შესულიყო. ყველაზე დიდი საშინელება კი ის იყო, რომ აღარ ჰქონდა ამ სახლის დალაგების და გასუფთავების უფლება, არც ქვეწარმავლების გაგდების ძალა ჰქონდა.
ასე რომ საუკეთესოდ მოწყობილი მინიდან უგუნური სახლის მფოლბელი იძულებელი გახდა გადასულიყო თავის საკუთარ სახლში, რომელიც სიბინძურითა და ქვეწარმავლებით იყო აღვსილი და საშინლად ყარდა.
საცოდავი კიდევაც ნანობდა და კიდევაც განიცდიდა თავის უგუნურობას, მაგრამ უაზროდ გაფლანგულ დროს ვერარ დაიბრუნებდა, თავის უბედურებას ვეღარაფრით შველოდა...
იგავის აზრი ნათელია: სახლის პატრონი ყოველი ჩვენთაგანია, დროებითი საცხოვრებელი -ცოდვებით აღსავსე ამქვეყნიური ცხოვრება, საკუთარი სახლი_მარადისობაა.
ვისაც აქვს ყური სმენად ისმინოს.


--------------------
უფალმა ღმერთმა ძილქუში მოჰგვარა ადამს და რა დაეძინა, გამოუღო ერთი ნეკნი და მის ადგილას ხორცი ჩაუდო. ნეკნისაგან, ადამს რომ გამოუღო, დედაკაცი შექმნა უფამა ღმერთმა და ადამს მიუყვანა. თქვა ადამმა: ეს კი მართლაც ძვალია ჩემი ძვალთაგან და ხორცი ჩემი ხორცთაგანი. დედაკაცი ერქვას მას, რაკი კაცისგან არის გამოღებული.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ნათია
პოსტი May 31 2007, 12:19 AM
პოსტი #6


Miss invisible
***

ჯგუფი: მოდერატორ-ფინანსისტი
პოსტები: 18,669
რეგისტრ.: 28-February 07
წევრი № 1,224



ცხედარზე აღსრულებული სასწაული



ცოტა ხნის წინ კეთილმორწმუნე ეპისკოპოსმა ფლორიდმა ერთი ღირსშესანიშნავი სასწაულის შესახებ მომითხრო:

ქალაქ პერუზაში მღვდელმთავრად წმიდა ცხოვრების კაცი ჰერკულანი ყოფილა, იგი მეუფე ფლორიდეს აღმზრდელი იყო და მღვდელმთავრად ერთ-ერთი მონასტრის წინამძღვრობის შემდეგ აირჩიეს. გუთების უსჯულო მეფის, ტოტილის მეფობის დროს, გუთების ჯარმა ალყაში მოაქცია ქალაქი, რაც შვიდი წელი გაგრძელდა. ქალაქის მკვიდრთაგან ბევრი დაიღუპა, რადგან შიმშილს ვერ გაუძლეს. შვიდი წლის შემდეგ გუთებმა, როგორც იქნა, მოახერხეს ქალაქში შეჭრა. ჯარის უფროსმა მეფე ტოტილას, ჰკითხა, რა განაჩენს გამოუტანდა ხალხსა და ეპისკოპოსს, რაზეც პასუხად მიიღო:"ეპისკოპოსის სხეულზე კეფიდან მოყოლებული ტერფით დამთავრებული ქამარი ამოჭერი, შემდეგ თავი მოკვეთე, ქალაქის მცხოვრებლები კი ამოწყვიტე."

ჯარის უფროსმა ქალაქის გალავანზე ააყვანინა ეპისკოპოსი, მას თავი მოჰკვეთეს და უკვე მკვდარს გააძრეს კანი, რათა მისგან ქამარი გამოეჭრათ. მღვდელმთავრის ცხედარი კი გალავნიდან გადააგდეს.

კეთილმორწმუნე ადამიანებმა მღვდელმთავრის მოჭრილი თავი და სხეული დაკრძალეს და მასთან ერთად გალავანთან ნაპოვნი ერთი ყრმის სხეულიც დამარხეს. სისხლისღვრიდან ორმოცი დღე იყო გასული, როცა მეფე ტოტილამ ამ ქალაქის ყველა მცხოვრებს გამოუცხადა, რომ მათ შეეძლოთ უშიშრად დაბრუნებულიყვნენ ქალაქში. დაბრუნების შემდეგ მორწმუნეებმა ეპისკოპისის საფლავი მოიძიეს, რადგან კარგად ახსოვდათ მისი სიწმიდე და უნდოდათ, რომ ღირსეული პატივი მიეგოთ მისი ცხედრისათვის და მოციქულ პეტრეს ტაძარში გადაესვენებინათ. საფლავის გახსნისას აღმოჩნდა, რომ ყრმის სხეული უკვე გახრწნილიყო, ხოლო მღვდელმთავრის სხეული კი უხრწნელად, დაუზიანებელი ესვენა, თითქოსდა იმავე დღეს იყო დასაფლავებული. ყველაზე გასაოცარი კი ის იყო, რომ ეპისკოპოსის თავი შეხორცებოდა სხეულს ისე, თითქოს არც არასოდეს მოეკვეთათ. ჭრილობის არანაირი კვალი არ ჩანდა. მასზე წამების არანაირი ანაბეჭდი არ იყო დარჩენილი, სხეული აბსოლუტურად საღი დახვდათ, თითქოს მახვილი საერთოდ არ მიკარებოდა.

დიაკვანი პეტრე:

ვინ არ გაოცდება ამგვარი სასწაულებით, რომლებიც აღსრულდება გარდაცვლილებზე, რათა განისწავლონ ცოცხლები?


--------------------
პატიოსნება ჩვენი დროის ჭეშმარიტი არისტოკრატიზმია!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ნათია
პოსტი Jun 12 2007, 11:44 PM
პოსტი #7


Miss invisible
***

ჯგუფი: მოდერატორ-ფინანსისტი
პოსტები: 18,669
რეგისტრ.: 28-February 07
წევრი № 1,224



სიმდაბლე უძლიერესი იარაღია


ერთხელ მამა მაკარი ტბიდან თავის სენაკში ბრუნდებოდა. მას პალმის ტოტები მიჰქონდა და გზად შეხვდა ეშმაკი - ცელით ხელში. ეშმაკმა მოინდომა მაკარისთვის დაერტყა, მაგრამ ვერ შესძლო და უთხრა: ძალა შენია, მაკარი - მე უძლური ვარ შენს წინაშე. რასაც შენ აკეთებ, იმას ვაკეთებ მეც. შენ მარხულობ, მე საერთოდ არ ვჭამ, შენ ფხიზლობ, მე სულ არ მძინავს, მხოლოდ ერთი რამით მამარცხებ.
- რით? - ჰკითხა მაკარიმ
- სიმდაბლით - უპასუხა ეშმაკმა. აი რატომ ვარ უძლური შენს წინაშე


****

ანტონ დიდი ამბობდა: ერთხელ მე ვიხილე ეშმაკის ყოველგვარი მახე, დედამიწაზე დაგებული და შეძრწუნებულმა ვიკითხე: არის ვინმე, ვინც ამათ გადაურჩება? და შემომესმა ხმა: მხოლოდ თავმდაბალნი და მშვიდნი.



***

ერთხელ მამები მამა ანტონისთან მივიდნენ და მასთან მამა იოსები დახვდათ. წმ. მამას მათი გამოცდა სურდა, ამიტომ წმ. წერილიდან ერთ-ერთი გამონათქვამი შეარჩია და სათითაოდ ჰკითხა თითოეულს, თუ რას ნიშნავდა ეს გამონათქვამი? ყველა საკუთარი შეხედულებისამაებრ პასუხობდა; ბერი კი თითოეულს მიუგებდა: - არა, ვერ მიმხვდარხარ! ბოლოს მამა იოსებს ჰკითხა: - შენ რას იტყვი ამ გამონათქვამზე? - არ ვიცი - უპასუხა იოსებმა. მამა ანტონიმ კი დასძინა: მამა იოსები სწორ გზაზე დგას, როცა ამობს, არ ვიციო.


***

ერთხელ ვიღაც ბერს სთხოვეს, თავმდაბლობის ცნება განემარტა. მან უპასუხა: "ესაა აპატიო ძმას შეცოდება მანამ, სანამ ის გთხოვს პატიებას". ძმამ ჰკითხა ბერს: "რა არის თავმდაბლობა?" მან უპასუხა: "გადაუხადო სიკეთით იმას, ვინც შენ ბოროტებას მოგაგებს". ძმა შეეპასუხა: "მაგრამ თუ ამას ვერ შეძლებს ვინმე, მაშინ რა უნდა ქნას? ბერმა უპასუხა: "წყენას გაექცეს და დადუმდეს".


***

ერთი ბერი მამა აქილესთან მივიდა და დაინახა, რომ ბერი პირიდან სისხლს იღებდა. ბერმა ჰკითხა: რა არის ეს? მამა აქილემ უპასუხა: ეს ძმის სიტყვებია, რომლითაც შეურაცხყოფა მომაყენა. მე უფალს ვევედრებოდი, რომ მისთვის პასუხი არ მიმეგო, მაგრამ შეურაცხმყოფელი სიტყვები კი მოეცილებინა ჩემთვის. და ის სიტყვები ჩემს ბაგეებზე სისხლად იქცა. მე ისინი გადმოვღვარე, ამით წყენა დავივიწყე და დავმშვიდდი.





--------------------
პატიოსნება ჩვენი დროის ჭეშმარიტი არისტოკრატიზმია!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ნათია
პოსტი Jun 13 2007, 12:05 AM
პოსტი #8


Miss invisible
***

ჯგუფი: მოდერატორ-ფინანსისტი
პოსტები: 18,669
რეგისტრ.: 28-February 07
წევრი № 1,224




მოწყალების მადლი


ერთ-ერთ მონასტერში ცხოვრობდა ახალგაზრდა ბერი, სახელად მარტირი, რომელიც გამოირჩეოდა ღვთისმოსაობით და გლახაკებისადმი მოწყალებით. იგი ზიარებისა და აღსარებისათვის ხშირად დადიოდა თავის მოძღვართან სხვა მონასტერში. და აი, ერთხელაც მოძღვართან გზად მიმავალმა დავარდნილი, დაწყლულებული გლახაკი დაინახა, რომელიც ადგომასა და იმავე მონასტერისკენ წასვლას ცდილობდა, მაგრამ ძალა არ ჰყოფნიდა. მარტირიმ ძირს გაფინა თავისი მანტია, ზედ დააწვინა დავრდომილი, მერე იგი ზურგზე მოიკიდა და ასე გაეშურა ტაძრისაკენ.
წინასწარგანჭვრეტის ნიჭით დაჯილდოვებულმა მისმა სულიერმა მამამ საძმოს წევრებს უბრძანა: იჩქარეთ, ახლავე გახსენით მონასტრის ჭიშკარი, მოდის მარტირი და მხრებით ღმერთს მოაბრძანებსო.
მარტირიმ კი ალაყაფის კარს რომ მიაღწია, დავრდომილი მიწაზე დასვა, რათა კარები გაეღო, მაგრამ როცა გლახაკის ასაყვანად მობრუნდა, აღარავინ დახვდა. მან დაინახა ცად ამაღლებული იესო ქრისტე და გაიგონა სიტყვები: "მარტირი, შენ არ უგულებელმყავ მე მიწაზე, მე არ უგულებელგყოფ შენ ზეცაში. შენ აქ შემიწყნარე, მე კი საუკუნოდ შეგიწყნარებ შენ".
მონასტერში შესულ მარტირის ძმები მიეგებნენ. მოძღვარმა ჰკითხა: ძმაო ჩემო, სად არის ის, ვინც შენ მხრებით მოგყავდა?! მარტირიმ ცრემლით უპასუხა: მამაო, რომ მცოდნოდა, ვინ იყო, მის ფეხებთან დავემხობოდიო...

(დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ჩემზე)


--------------------
პატიოსნება ჩვენი დროის ჭეშმარიტი არისტოკრატიზმია!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ბიძია თომა
პოსტი Nov 19 2007, 04:57 PM
პოსტი #9


t.d
***

ჯგუფი: საფინანსო
პოსტები: 8,628
რეგისტრ.: 29-September 07
მდებარ.: თბილისი
წევრი № 2,858



სიყვარულის ყვავილი

სოფელს ტყე სამი მხრიდან რკალივით შემორტყმოდა.
ტყის შუაგულში დიდი მწვანე ველი გულაღმა გაწოლილიყო და მკლავები ფართედ გაეშალა. ერთი ხელით პატარა ღელეს ეფერებოდა, მეორეთი წმინდა ნიკოლოზის ეკლესიას.
ტყის პირას, სოფლის გასაყართან, ხის ქოხი იდგა.
ერთ დროს აქ ტყის მცველი ცხოვრობდა ცოლ-შვილით.
სოფელში ამბობდნენ კაცს, ცოლად თავადის ასული ჰყავდაო, რომელსაც თურმე ისე შეჰყვარებია კაცი, რომ მდიდრულ ცხოვრებაზე, მამის მიერ არჩეულ შესაფერის საქმროზე უარი უთქვამს და აქ, ამ პატარა ქოხში დასახლებულა, ბიჭიც შეძენიათ.
ერთხელ, სახლში დაბრუნებულ კაცს, ცოლ-შვილი აღარ დახვედრია. მთელი ცხოვრება ეძებდა უგზო-უკვლოდ დაკარგულებს და მათ ნატრულს ამოხდენია სული.
ალბათ, ნადირმა მოი­ტაცა დედა-შვილიო, - ამბობდნენ სოფელში.
ერთ მზიან დილას ქალაქიდან ამოსულმა მაღალმა, ლამაზმა ბიჭმა ქოხის კარები შეაღო და მზის სხივებს ნატრულმა კედლებმა გაიხარეს, მგონი პატრონი გამოგვ­იჩნდაო. მათ მართლაც პატრონი დაუბრუ­ნდათ. ბიჭი დასახლდა მამისეულ კარ-მიდამოში. თავი­სთვის, მარტო, უჩუმრად ცხოვრობდა. მალე კარგი სახლი ააშენა, შემოგარენი ააყვავა, საქონელი, ფრინველიც მოამრავლა. თუმცა ღობის გადმოღმა არავის არ უშვებდა და სალამსაც არავის აძლევდა. ისე იქცეოდა, თითქოს სოფელს რაღაცას ერჩისო. მისი კოპწია კარ-მიდამო ეკლესიიდან ხელისგულივით მოჩანდა.
დილა-საღამოს ბიჭი ეზოში მუხლმოყრილი, ეკლესიისკენ ხელაპყრობილი მხურვალედ ლოცულობდა.
ბიჭს სახლის წინ ულამაზესი ბაღი ჰქონდა გაშენებული. რა ყვავილს არ ნახავდა კაცის თვალი იქ.
ბაღის სანახავად ხალხი სხვა სოფლებიდანაც ჩამოდიოდა და შორიდან ტკბებოდა მისი სილამაზით.
ერთხელ ბიჭი, ალიონზე, ჩვეულებისამებრ ლოცულობდა და თან ღაპაღუპით ცვიოდა ცრემლები. ჰხედავდა, ბაღის ყველა ყვავილს თავი ჩაექინდრა, ზოგი მიწაზეც განრთხმულიყო.
ლოცვის შემდეგ ბიჭი მოეფერა ყვავილებს, მიუალერსა, მაგრამ მიხვდა, რომ მათ ვეღარაფერს უშველიდა. მან სახლის კარები გამოიხურა და ეკლესიისკენ გაემართა.
ეზოში მოძღვარი შემოეგება.
- გახმა ხომ, შვილო ყველა ყვავილი?
- აქედან დაინახეთ? - ჰკითხა გულმოკლულმა ბიჭმა.
- ჰო. იმასაც ვხედავ როგორ ლოცულობ ყოველ დილა-საღამოს. ისიც კი ვიცი, შესაწირსაც რომ უხვად ტოვებ საყდრის კარებთან. რატომ ეკლესიაში არ შემოდიხარ, "ეკლესიასა შინა აკურთხევდით უფალსა"
- ხალხს ვერიდები მამაო. ცოდვილ სოფლისას არც ავს ვკითხულობ და არც კარგს. მეც ჩემი ყოფით არც არვის ვაწუხებ და არც არვის ვვნებ.
- შენი თავის გარდა, - ღიმილით უთხრა მღვდელმა. - ეგ ნათლობის ჯვარი, ყელზე რომ გკიდია, მე გიკურთხე, როცა მოგნათლე. იმ დღიდან ვლოცულობ შენზე და ვიცოდი ოდესმე მოხვიდოდი უფლის მადლით ჩემთან.
- სოფელს რას ერჩი, რა დაგიშავა? მამაშენმა კარგად იცოდა, რომ ეგ ცოდვა ადამიანმა ჩაიდინა. ადამიანმა, რომელსაც მან მხეცი უწოდა. თუმცა სოფელს კი არ განუდგა, პირიქით, უფრო დაუახლოვდა მას და დიდი ტკივილი უფლის და მათი წყალობით გადაიტანა.
ბიჭი გულისყურით უსმენდა. მერე ნუგეშის მოლოდინით დაეკითხა:
- მოძღვარო, თქვენ ეგებ ისიც იცით, რატომ დაჭკნენ ჩემი ყვავილები?
- ვიცი, როგორ არ ვიცი, - პირჯვარი გადაიწერა მოძღვარმა.
ამ მხარეში სანამ ბაღის გაშენებას დაიწყებს კაცი, ჯერ სიყვარულის ყვავილს თესავს. ის თუ გაიხარებს, მაშინ ბაღიც აყვავდება.
- სიყვარულის ყვავილი ხომ ვარდია? ჩემს ბაღში ვარდის თითქმის ყველა სახეობა ხარობდა - გაიკვირვა ბიჭმა.
- არა შვილო, ვარდი ეკლიანად უკარებაა. ამ ყვავილს კი ეკალი არა აქვს. თუ ნიადაგი ნოყიერია, მისი თესლი ადვილად ღვივდება, უხვად ყვავილობს და მოსაწყვეტადაც ადვილია, მაგრამ მისი თესლია ძნელად საშოვნი.
- სად შეიძლება ვიშოვო, მითხარით და დღესვე წავალო, - წამოიძახა ბიჭმა.
- ოოო… ეგ არც ისე იოლია, მისკენ მიმავალი გზა მეტად ძნელადსავალია, - მრავალმნიშვნელოვნად უპასუხა მოძღვარმა. ამ გზას ხომ ჰხედავ? ჩვენს სოფელს რომ გაივლი, ერთი დღის სავალი უდაბნო უნდა განვლო. მერე ხუთი პატარა სოფელი შეგხვდება. მეექვსე სოფელში მდელოს ზემო ნაწილში, კლდოვან გორაკზე, თლილი ქვით ნაშენები წმინდა გიორგის ტაძარი დგას, გარშემო ქვიტკირის გალავნით შემორტყმული. საყდრის წინამძღვარი თეთრწვერა, ღვთისმსახური მოხუცი მოძღვარია. მას მიმართე, სიყვარულის ყვავილის თესლს ის მოგცემს, დაგლოცავს და უკან მშვიდობით დაბრუნდები. წადი, გფარავდეს უფლის მადლი. ეს გზა ფეხით უნდა გაიარო და კარგად დაიმახსოვრე, გაჭირვებულს ზურგი არ აქციო, - დაარიგა მოძღვარმა, აკურთხა და პირჯვარი გადასახა. ბიჭმა სახლ-კარს გახედა.
- თვალი უკან ნუ გრჩება შვილო, ნუ გახდები მონა შენივე ხელით შექმნილის, საკუთარი სიამოვნებისთვის ბევრი გიშრომია. მარხვა, მოწყალების გაცემა, უფლისთვის სათნოა, მაგრამ სულიწმიდის მადლი დაგიკარგავს. წადი, ჩემი დარიგება შეასრულე და აქაურობა შენ რომ ტოვებ, იმაზე უკეთესად დაგხვდებაო.

სწავლება უმეცართა

გაუდგა ბიჭი მიმავალ გზას. თითქმის ორი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც ამ მხარეში დასახლდა და სოფელში ნამყოფიც არ იყო. სარჩო-სანოვაგეზე საპირისპირო გზით ყოველთვის ქალაქში ჩადიოდა. აუყვა ორღობეს. პირველივე მოსახლეს ოჯახიდან ქალის განწირული კივილი გაისმა.
- მიშველეეთ.
ბიჭი ჭიშკარს მივარდა, კარები ვერ გააღო. მერ რის ვაივაგლახით ღობეზე გადაძვრა და სახლში შევარდა. ჰხედავს ორი ახალგაზრდა ქალი ერთმანეთს თმებში ჩაფრენილან და უმოწყალო ცემა-ტყეპა აქვთ გაჩაღებული. საწოლზე მწოლიარე ხანდაზმული ქალი კი ცრემლად იღვრება. ბიჭი ქალების შუა ჩადგა და მოქიშპეები ძლივს დააცილა ერთმანეთს.
- დაწყნარდით და მითხარით, რამ განგარისხათ ასე? - იკითხა აქოშინებულმა.
ცოტა ხნის დუმილის შემდეგ ორივე ქალი ერთად აყაყანდა. ბიჭი ჯერ ერთს მოე­ფერა, მერე მეორეს, დაამშვიდა და სთხოვა წყნარად ეამბოთ თავიანთი გაჭი­რვების შესახებ.
- ჩვენ ორი დანი ვართ, - დაიწყო ერთმა. მამა ადრე გარდაგვეცვალა, დედამ დაგვზარდა. დედაჩვენს მთელი სოფელი იცნობს, გამრჯე, მშრომელი, კე­თი­ლი ქალია. ერთ დღეს დედა ხიდან ჩამოვარდა და ორივე ფეხი მოიტეხა. ლოგინად ჩავარდა საბრალო. მთელი ოჯახის სიმძიმე შვილებს დაგვაწვა. გაგვიჭირდა დედისა და ამოდენა სახლ-კარის მო­ვლა. გავწყდით წელში.
ერთი კვირის წინ დედამ შვილები მოგვიხმო და გვითხრა:
- ქონება სამ ნაწილად გაყავით. თითოეული თქვენთაგანი თავის წილს მიჰხედავს და შრომა გაგიადვილდებათ. ჩემი წილი კი იმას შეხვდება, ვინც მე მომივლისო.
ყველაფერი თანაბრად გავინაწილეთ. დედის მოვლაზე კი ვერ იქნა და ვერ მოვრიგდით.
ბიჭმა მარჯვენა ხელი გულთან მიიდო, იქვე ავადმყოფის საწოლთან დოქით მდგარი წყალი სულმოუთქმელად დაცალა და ქალებს მიუბრუნდა.
- ჯერ თითოეული თქვენგანის აზრი მაინტერესებს და მერე გეტყვით ჩემსასაო.
- უმცროს დაზე ოთხი წლით უფროსი ვარ, - ალაპარაკდა ერთი. რადგან დედამ ჩემს გაზრდაზე უფრო მეტი დრო დახარჯა, მე ვარ ვალდებული მას მოვუარო.
- ჩვენი ტრადიციების მიხედვით სახლ-კარი უმცროსს რჩება, - გააწყვეტინა სიტყვა მეორემ.
- ეგ თუ გაუთხოვარი დარჩა, რა ჩემი ბრალია? დედას მე უნდა მივხედო და მისი წილი ქონებაც მე დამრჩება, - არ ცხრებოდა უფროსი და.
სახლი და აივანი ნელ-ნელა ხალხით გაივსო.
- მე ცოდვილს ვინ მომცა უფლება სხვა განვიკითხოო, - თავისთვის ჩაილაპარაკა ბიჭმა. მერე ხელები წინ გაიწვდინა, ავადმყოფს მიუახლოვდა, დაიხარა და ის იყო ხელში უნდა აეყვანა, რომ ქალებმა ერთხმად შეჰყვირეს:
- რას შვრები, ხომ არ გაგიჟებულხარ? - და დედის სასთუმალთან მიცვივდნენ.
- მიმყავს, - მშვიდად უპასუხა ბიჭმა.
- სად? - იკითხეს გაოგნებულმა ქალებმა.
- თქვენ სახლ-კარს მიხედეთ, დედას კი სოფლის განაპირას რომ ტყის მცველის შვილი ცხოვრობს, იმას მივუყვან. ობლობაში გაზრდილი, დედის სითბოს ნატრული, სიამოვნებით, უანგაროდ მიხედავს მას. მადლობას ეტყვის უფალს, დავრდომილის მოვლის ღირსს თუ გახდის. მხურვალედ ილოცებს, რომ დიდხანს იცოცხლოს მან, ვისაც სახელად "დედა" ჰქვია.
ქალები საწოლზე პირქვე დაემხნენ და მწარედ აქვითინდნენ.
ბიჭი წამოდგა და სევდით დამძიმებულმა განაგრძო:
- რა დაგემართათ? - რამ გაგიქვავათ გული, რამ დაგავიწყათ უფლის მცნება:
პატივ-ეც მამასა შენსა და დედასა შენსა, რათა კეთილი გყოს შენ და დღეგრძელი იყო ქვეყანასა ზედა.
ავადმყოფ დედას ერთად მოუარეთ. ცხოვრება მძიმეა. მერწმუნეთ გაჭირვების ჟამს ბევრჯერ მოუხმობთ დასახმარებლად დედას, მაშინაც კი როცა ის ცოცხალი არ იქნება.
თუმცა დედა არ კვდება. ის მფარველ ანგელოზად გადაიქცევა, რომელიც მუდამ თავს დაგვტრიალებს, გვლოცავს და ცდილობს იმ გზით გვატაროს, უფლისაკენ მიმავალი გზა რომ ჰქვია.
ხალხი სულგანაბული უსმენდა. ბევრს თვალზე ცრემლიც მოერია.
- შენ თავად ვისი ხარ, შვილო? - ჰკითხა ავადმყოფმა, რომელსაც შვილების სინანულის ცრემლებით გულისპირი მთლად დასველებოდა.
- ტყის მცველის შვილი ვარ, - მორიდებით უთხრა ბიჭმა.
ამ სიტყვების გაგონებაზე ხალხი ახმაურდა. თითოეული მათგანი გულში იკრავდა ბიჭს.
სამი დღე სოფლიდან არ გამოუშვეს. ხან ერთ ოჯახში იშლებოდა სუფრა და ხან მეორეში ბიჭის მამის საპატივცემულოდ. იგონებდნენ კეთილ, სათნო კაცს და ლოცავდნენ მის სულს. ბიჭმა გადმოცემით იცოდა კარგი მამის შვილი რომ იყო. მაგრამ თუ შეიძლება ასე ჰყვარებოდა ყველას, ვერ წარმოედგინა.
ზეცას აჰხედა. ადიდა უფალი. მადლობა გადაუხადა მშობელს, რომელმაც წუთისოფელში დატოვებული სახელით სოფელს შეარიგა, მერე სითბოთი, სიყვარულით სავსე გულით და სანოვაგით დამძიმებული ხურჯინით დატოვა სოფელი. წინ ერთი დღის სავალი უდაბნო უნდა გაევლო.



ავტორი
მადონა ნატრიაშვილი



შეიძლება ამ თემას არ სეფერება მარა მაინც დავდებ ძალიან მომეწონა და იმედია თქვენც მოგეწონებათ

სმევა მწყურვალთათვის
განმართვა დაბრკოლებულთა

ორი საათის სავალი გზა გალია. საშინელი სიცხე იდგა. ბიჭი თითო ყლუპ წყალს მალი-მალ სვამდა, თან დოქის ფსკერს ჩასცქეროდა, ეშინოდა წყალი არ გამოლეოდა. უდაბნოს გულისწამღებ სიჩუმეში ადამიანის კვნესა გაისმა. ჰხედავს მიწაზე სისხლში მოთხვრილი ბერიკაცი აგდია. ხურჯინი მოიხსნა, ჩოხა გაიხადა, თავქვეშ ამოუდო კაცს, მერე პერანგი წყალში დაასველა და ჭრილობები მოუსუფთავა. კაცი გონს მოეგო და წყალიო, - ამოილუღლუღა. ბიჭმა დოქი მიაწოდა და მანაც სულმოუთქმელად დაცალა. უცნობი მომჯობინდა. ბიჭი მხარში შეუდგა, წამოაყენა და შეეკითხა:
- რა მოგივიდა ბიძია?
- სოფელში მივდიოდი შვილო. შვილიშვილი შემეძინა. მოსაკითხი მიმქონდა და ცოტაც ფული. ყაჩაღები დამესხნენ თავს. გამქურდეს, მცემეს, ცხენიც წამართვეს და ასე უღმერთოთ დამაგდეს შარაზე. შენ გაიხარე, უფლის წყალობა არ მოგკლებოდეს, რომ არ გამოჩენილიყავი, დილამდე სულს ვერ მივატანდი. ახლა წავალ, ჩემს გზას გავუყვები, - დალოცა მადლიერმა კაცმა თავის გადამრჩენელი და წავიდა.
მიდის ბიჭი და თან წყურვილი ჰკლავს. ნერწყვი სულ გაუშრა. სიცხისაგან დაოსებულს სიარულიც უჭირს. გრძნობს ფეხებში ძალა ერთმევა. ცოტას ჩავთვლემ, წყურვილის სურვილიც აღარ შემაწუხებს და დავისვენებ კიდეცო, - გაიფიქრა, იქვე მიწვა და ჩაეძინა.
- გწყურია? - ჩაესმა ძილში.
- ძალიან, - წამოიძახა ბიჭმა და თვალები გაახილა. თავს ორი ცხენოსანი დასდგომოდა.
- რომელი გირჩევნია, ჭის თუ წყაროს წყალი? - ჰკითხა ერთმა.
- წვიმის იყოს თუ გინდა, - ალალად უპასუხა ბიჭმა.
- ჰოდა, ელოდე როდის გაწვიმდება, - ახარხარდნენ მგზავრები. ბიჭი ფეხზე წამოდგა და სიბრალულის თვალებით შეხედა ცოდვილთ, სხვისი გასაჭირით რომ ჰხარობდნენ.
- გადმოატრიალე ახლა ჯიბეები მოგვეცი რაც გაქვს შიგ, თორემ გაგიყენებთ საიქიოს გზას, - წარბი შეკრა ერთმა.
- ჯიბეში რომ რაიმე მქონდეს, ამ გზას მშიერ-მწყურვალი ფეხით გავლევდიო? - უპასუხა ბიჭმა და ჩოხის ჯიბეები გადმოიტრიალა.
- ქრისტიანი კაცი ალბათ ჯვარს ატარებ, გაიხსენი გულისპირი, - უბრძანა პირველმა.
- დედაჩემის ხელით დაკიდებული ჯვარი რომ მომხსნან, თავსაც შევაკლავო, - გაიფიქრა ბიჭმა და გულისპირი შეიხსნა.
ოქროთი ნაკეთ ჯვარზე, ჯვარცმული მაცხოვარი იყო გამოსახული.
- ეს ჯვარი ნათლობისას ჩემმა მფარველმა ანგელოზმა დამკიდა ყელზე. თავსაც თუ მომჭრი შენი იქნება, ამაყად უპასუხა ბიჭმა.
- მოგჭრი, აბა, რას ვიზამ? - ირონიულად გაიცინა მხედარმა და ჯიბიდან დანა ამოიღო.
- მომჭერი, მაგრამ იცოდე, ძალიან მძიმეა და გაგიძნელდება ამის ზიდვა.
- რა არის მძიმე? შენი ცარიელი თავი? - დაინტერესდა მეორე.
- თავი კი არა, ჯვარი. ჩემი ცოდვებით დამძიმებულს, შენიც რომ დაემატება, დამიჯერე, გაგიჭირდება მისი ტარება. ჯვარი ხომ იცი, ყველამ თავისი უნდა ატაროს.
- მასეთები მიტარებია? - გაიცინა მხედარმა, ცხენიდან გადმოიხარა და ხელი ჯვრისაკენ გაიწოდა.
- "ჰოი, ყოვლად პატიოსანი და ცხოველმყოფელო, ჯვარო უფლისაო, შემეწიე მე ცოდვილს," - დაიჩურჩულა ბიჭმა და უკან დაიხია.
მხედარიც თან მიჰყვა, ცხენზე თავი ვეღარ შეიმაგრა, გადმოვარდა, მიწაზე დაენარცხა და ნადირივით დაიღრიალა. ერთხანს ასე ეგდო.
- მოკვდა მგონი ეგ უღმერთო, - ძლივს ამოილუღლუღა მეორემ. ცხენიდან ჩამოხტა და ბიჭთან ერთად გონდაკარგულთან მიიჭრა.
პირქვე დამხობილი ფრთხილად დააწვინეს ზურგზე. დაცემის დროს წაქცეულს დანა ბარძაყში ჩარჭობოდა. ჭრილობა შეუხვიეს და გონზე მოიყვანეს.
- მართლა მძიმე ყოფილა, - ამოიკვნესა დაჭრილმა.
ბიჭმა კუშტად შეკრული მუშტი გაუხსნა, ჯვარი აიღო და ისევ ყელზე დაიკიდა.
- ხომ გითხარი გაგიჭირდება – მეთქი, - ჩაილაპარაკა და გზას გაუდგა.
კარგა მანძილი გალია.
შარაზე ცხენოსანი გამოჩნდა. ელვისსისწრაფით მიაჭენებდა ცხენს და თან არემარეს გულისყურით ათვალიერებდა.
- გამარჯობა ყმაწვილო, - მიესალმა მგზავრი. გზაზე შუახნის კაცი ხომ არ შეგხვედრია? დილით სოფლისკენ გაემგზავრა. ნაშუადღევს კი მისი ცხენი მარტო დაბრუნდა სახლში. მეშინია ხომ არაფერი შეემთხვა ნეტავ.
- კი, როგორ არა - უპასუხა ბიჭმა. ცოცხალ-მკვდარი ეგდო გზაზე. ყაჩაღები დასხმიან თავს. სულზე მივუსწარი. მოვასულიერე, მოვუარე და გზაზე დავაყენე. მგზავრი ცხენიდან ჩამოხტა, ბიჭი გულში ჩაიკრა.
- მამაა, ბიჭო ის კაცი ჩემი - შენ გაგახარებს ღმერთი. მერე მის დასისხლიანებულ ჩოხას შეავლო თვალი. ახალთ-ახალი ძვირფასი ჩოხა გაიხადა და ბიჭს მხარზე გადაკიდა. ხურჯინიდან დოქი წყალი ამოიღო, მისცა და ცხენს შეახტა: - თუ რამეში დაგჭირდი, მიგულე შენს მეგობრადო - უთხრა და ადგილს მოწყდა.
- დიდება შენდა ღმერთო ჩემო, დიდება შენდა - ადიდა ბიჭმა უფალი და წყალს დაეწაფა.
ბინდდებოდა. წაიხემსა და დაქანცულს ჩაეძინა. გამთენიისას გზას გაუდგა. მეორე სოფელი სწრაფად განვლო.

ღმერთთან ვედრება მოყვასთა საცხოვნებლად

იფიქრა მესამე სოფელს ორღობით აღარ გადავალ. შარას გავყვები, იქნებ, გზად არავინ შემხვდეს და ისევ შარს არ გადავეყაროო. კარგა ხანს იარა. ჭრიჭინობელების ყურისწამღები ჭრიჭინი მრავალჟამიერის მოძახილმა დაარღვია. ჰხედავს გზაზე ხურჯინმოკიდებული კაცი მიდის და მთელი ხმით და გულით მღერის. ბიჭმა ნაბიჯს აუჩქარა. კაცს რომ გაუსწორდა, მისალმების ნიშნად თავი დაუკრა და გზა განაგრძო.
- გაგიმარჯოს შვილო, გეტყობა, ფიქრებში გართულს გსურს გალიო ეს გრძელი გზა. მე კი ხმის გამცემს ვნატრობდი. შენ შენთვის იარე. მე უკან გამოგყვები და ჩემს ამბავს მოგიყვები, თუ მომისმენ, გამიხარდება.
ბიჭს ხმა არ გაუცია ისე განაგრძო გზა.
კაცმა ნაბიჯს აუჩქარა, ეშინოდა მგზავრს არ ჩამორჩენოდა.
- კაი მონაგარი მყავს, - ალაპარაკდა მგზავრი, უფალმა კალთა დამაბერტყა. სამი შვილის მამა ვარ. ორი ქალი გზაზე დავაყენე. ლუკმა-პური არ მაკლია, მაგრამ ბიჭმა ცოლის მოყვანა გადაწყვიტა და საქორწილოდ არ ვიყავი მზად. მივდექ-მოვდექი, ერთი მეწველი ძროხა მყავს, ვიფიქრე გავყიდი და ხელს გავიმართავ-მეთქი. ჩემს კარის მეზობელს გონიერი კაცის სახელი აქვს, ჩემი გასაჭირი რომ გაიგო მითხრა: ძროხა რომ გაყიდო, მერე ოჯახს რა ეშველებაო და რჩევა მომცა: დედაჩემი ეკლესიის მსახური იყო, აცხონოს მისი სული უფალმა. კედელზე მისი ხელით დაკიდებული სალოცავები მაქვს. ჰოდა, მირჩია მოკეთემ: ორი ღვთისმშობლის ხატი რად გინდა, შენს ლოცვას ერთიც შეისმენს, გაყიდე რომელიმე, სულსაც მოითქვამ, ქორწილსაც გადაიხდი ღვთისმშობლის წყალობით და ოჯახიც უფლისაგან დაილოცებაო.
ჭკუაში დამიჯდა. ხელისკანკალით ჩამოვხსენი ხატი, ჩავიდე ხურჯინში და მიმაქვს ბაზარში გასაყიდად. რას მეტყვი ხომ სწორად ვიქცევი?
ამასობაში თითქმის მესამე სოფელს მიუახლოვდნენ. ბიჭმა ნაბიჯი შეანელა, მერე გაჩერდა, კაცისკენ მოტრიალდა, თვალებში ჩახედა და მკაცრად მიმართა:
- ეტყობა სინდისის ქეჯნამ შეგაწუხა და ამიტომ გაინტერესებს ჩემი აზრი. კიდევ კარგი, ბიძაჩემო, ხელი მაინც რომ აგიკანკალდა. მოიხსენი ეგ მძიმე ტვირთი და მომეცი აქ.
შეშინებულმა კაცმა მორჩილად მოიხსნა ხურჯინი და მიაწოდა.
ბიჭმა ხატი მოწიწებით ამოიღო, დიდ ქვაზე დააბრძანა, დაიჩოქა და მხურვალედ დაიწყო ლოცვა.
- კაცმა ყურში ჩასჩურჩულა: თუ საიდუმლო არ არის, მითხარი ვისთვის ლოცულობ ასე გულითო.
- მოყვასის საცხოვნებლად, - მოკლედ მოუჭრა ბიჭმა.
- ვინ არის შენი მოყვასი, ასე გულთან რომ მიგიტანია მისი ცოდვები? - ისევ დაიჩურჩულა კაცმა.
- შენა და შენი მოკეთე მეზობელიო, - მიუგო ბიჭმა, ლოცვა დაამთავრა და დადუმდა.
რამდენიმე წუთიც მიილია და უცებ ბიჭმა შეჰყვირა:
- შეხედე, აი, სასწაული თუ გინდა! ბერიკაცო ღვთისმშობლის ხატი ტირის.
კაცი მოწყვეტით დაეცა მუხლებზე და ხატს დააცქერდა. ყოვლადწმინდას თვალთაგან ცრემლი სდიოდა. მერე თითი ცრემლში დაისველა და ენაზე დაიდო.
- მარილიანია შვილო. ცოცხალი ყოფილა ეს მადლიანი, მართლა ტირის ეს დალოცვილი, იწყინა ალბათ, ასე უღმერთოთ რომ გავიმეტე. ჰხედავ, როგორ ვყვარებივარ მე ცოდვილი? - აზლუქუნდა კაცი.
ბიჭმა მოხუცი წამოაყენა, მხარში ამოუდგა, ხატი გულზე მიიხუტა და უკან დაბრუნდა სოფელში.
მთელი გზა ხატის ძალასა და სასწაულმოქმედების უნარზე უყვებოდა კაცს.
სახლში რომ მივიდნენ, იმ კედელზე დააბრძანეს ყოვლადწმინდა, სადაც მისმა ცხონებულმა დედამ მიუჩინა ადგილი.
სასწაული ისევ მოხდა.
ღვთისმშობელმა ტირილი შეწყვიტა.
ეს ამბავი მთელმა სოფელმა შეიტყო. ვინ საიდან მოდიოდა, რომ მუხლმოდრეკით თაყვანი ეცათ და ელოცათ ხატის წინაშე. შესაწირიც უხვად გაიღეს. გაივსო ოჯახი სანოვაგით. გაიხარა კაცმა. ღვთისმშობლის მადლით დიდი ქორწილიც გადაიხადეს. ბიჭი ნეფეს ხელისმომკიდედ დაუდგა, პირველი შვილის მონათვლასაც შეპირდა.
გავიდა ერთი კვირა. დროის გასვლა არც კი უგრძვნია სხვისი სიხარულით გახარებულ ბიჭს. მერე მოიკიდა ზურგზე სანოვაგით დამძიმებული ხურჯინი და სოფლის ლოცვა-კურთხევით დაადგა გზას.

ავტორი
მადონა ნატრიაშვილი





--------------------
უფალო, იესო ქრისტე, ძეო ღვთისაო, შემიწყალე მე ცოდვილი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ბიძია თომა
პოსტი Nov 19 2007, 05:25 PM
პოსტი #10


t.d
***

ჯგუფი: საფინანსო
პოსტები: 8,628
რეგისტრ.: 29-September 07
მდებარ.: თბილისი
წევრი № 2,858



შემოსვა შიშველის

საღამო ხანს ქანცგამოცლილმა მესამე სოფელს მიაღწია. ბუჩქნარში ჩაწვა და ღრმად ჩაეძინა. კარგა ხანს ეძინა. უკვე ბინდდებოდა, წამოდგომა რომ დააპირა, უცებ უცხოთა საუბარს მოჰკრა ყური:
- ხალხი კი შეიკრიბა, მაგრამ ნეფე არ ჩანს. იმ საცოდავს ჩოხა გაურეცხავს, მამამისის ნაქონი ყოფილა, გაცრეცილი, გაუბედურებული და შემოხევია ტანზე ჩაცმის დროს. ზის ახლა თერძთან და ელოდება როდის დაუკერავენ. ქორწილს კი უხდის სოფელი მაგ გაჭირვებულს და ჩოხაც თუ საყიდელი ჰქონდა ვინ იცოდა?
ბიჭი სწრაფად წამოდგა, გული ეტკინა ამის გამგონეს. ორღობეში ჭასთან გაჩერდა. ახალი ჩოხა გაიხადა, ხურჯინი გახსნა, თავისი ძველი ჩოხა ამოიღო, ჩაიცვა. სისხლის წვეთები წყლით ჩამოირეცხა და ხალხს შეერია. მექორწილეები მხიარულობდნენ. ერთი ახოვანი, ჭაღარა თმიანი კაცი ბიჭს გაკვირვებული დაეკითხა:
- ვისი ხარ ბიჭო შენ?
- მგზავრი ვარ, მართალია, ქორწილში არავის დავუპატიჟებივარ, მაგრამ, ნეფეს მინდა მივულოცო ბედნიერება.
- აგაშენოს ღმერთმა. ქორწილში რაც მეტი ხალხი მოილხენს, მით უფრო დაილოცება ოჯახი. სტუმარს მოეხვია და მერე პატარა სახლზე მიუთითა.
ბიჭმა სიძე მოინახულა და ძვირფასი ჩოხა-ახალუხი საჩუქრად გადასცა. თავის ცხოვრებაში არ ენახა ასე ფართოდ გახელილი თვალები, რომლებიც ნელ-ნელა ივსებოდნენ სიხარულით და მადლიერების გრძნობით.
გაჩაღდა ქორწილი. ბიჭი ნეფე-დედოფლის პირდაპირ დასვეს და დიდი პატივით ექცეოდნენ. კარგადაც მოილხინა, გაისმა დოლისა და ზურნის ხმა. ნეფე სკამზე შედგა, კოხტად ატრიალდა ჰაერში და პირდაპირ ხალხის მიერ შეკრულ წრეში ჩახტა. ის იყო ხელები უნდა გაეშალა, რომ ჩოხის ჯიბიდან ქისა გადმოუვარდა და ოქროს ფულები მიწაზე მიმოიფანტა. ხალხმა უკან დაიხია. ირგვლივ სიჩუმე ჩამოვარდა. ჭაღარათმიანი თამადა ნეფეს მიუახლოვდა.
- ვისია შვილო ამდენი ფული? - ჰკითხა და დაბნეულ ბიჭს გახედა. შეზარხოშებული დაუპატიჟებელი სტუმარი ფეხზე წამოხტა და ღიმილით თქვა: ვისიც ჩოხაა, ალბათ ფულიც იმის იქნებაო. ამდენ გაოცებულ თვალს რომ წააწყდა, მიხვდა, რაღაც შემეშალაო და ნათქვამი შეალამაზა: ვისია და ჩემია, ჩოხის ჯიბეში დამრჩენიაო.
ამ დროს ვიღაცა პატარა, ჩია კაცი ქისას დასწვდა, შეათვალიერა და ბიჭს მიუბრუნდა.
- თუ შენია, მითხარი ვისი სახელია ამოქარგული ზედ? - მრავალმნიშვნელოვნად დაეკითხა მას.
ბიჭი დაიბნა, მხრები აიჩეჩა, ხმა ვერ ამიღო.
ამდენხანს ჩუმად მჯდომი სოფლის მამასახლისი ფეხზე წამოდგა და მკაცრად გასძახა იქვე მდგომთ: ხელ-ფეხი შეუკარით ამ უსინდისოს, როგორც ჩანს ჩოხაც მოპარულია და ფულებიც, ჩემთან წამოიყვანეთ. დილეგში ჩააგდეთ, ხვალ გავარჩიოთ სამართალი.
ბიჭს ხელი სტაცეს და სიბნელეში სადღაც წაათრიეს. საპატიმროში კიდევ ერთი პატიმარი დახვდა.
- რა დააშავე? - დაეკითხა მოსულს.
- ქურდობა დამაბრალეს, ცხოვრებაში არაფერი მომიპარავს. სამართალი ხვალ გავარჩიოთო, - ასე ბრძანეს.
- ეცადე თავი იმართლო როგორმე, თორემ ქურდობისათვის ამ სოფელში მკაცრად სჯიან, ხვალ გამოგაბამენ ცხენის კუდზე და სამჯერ შემოგატარებენ სოფელს, რომც გადარჩე კაცად აღარ ივარგებო, - უთხრა დამხვდურმა.
დიდხანს ისმოდა დოლის ხმა. შუაღამისას სოფელი ჩაჩუმდა. ტუსაღს ფიქრის თავიც კი არა ჰქონდა, ისე ეძინებოდა. ღამის სიჩუმე ვიღაცის ჩურჩულმა დაარღვია.
- მითხარი, რით დაგეხმარო, რა გავაკეთო, რითი გიშველო?
ბიჭმა ნეფე შეიცნო. შენ ხომ დაიჯერე, რომ ნაქურდალი არ მიჩუქებია, ჰოდა, ჩათვალე რომ უკვე მიშვლე. ისე საშველი როგორ არ არის, მაგრამ ქორწილის ღამეს როგორ დაგავალო რამე?
- ოღონდ შენ გეშველოს და რას ვჩივი? - გაიღიმა ნეფემ.
- უდაბნოს გადაღმა სოფელში ერთი ოჯახი უნდა იპოვო, რომელსაც ახლადშეძენილი ჩვილი ჰყავს. იქ სტუმრად ახალგაზრდა კაცია. მისი არც სახელი ვიცი და არც გვარი. ჩოხა მან მაჩუქა, ალბათ ფულიც მისია. თუ ცხენს იშოვნი, იმ კაცს იპოვნი და დილამდე ჩამომისწრებთ, ისიც გაიხარებს, მეც და შენაც ჩვენი სიხარულითო.
ნეფე ადგილს მოსწყდა და გაუჩინარდა.

გამთენიისას პატიმარმა ღრმად ჩაძინებული ბიჭი გააღვიძა.
- მალე აქედან გაგიყვანენ, თუ ცოცხალი გადარჩი, ერთი სათხოვარი მაქვს. სოფლის შუაგულში პატარა აგურის სახლი დგას. ორი კვირაა დედაჩემი ჩემს სანახავად არ მოსულა, რაღაც უჭირს ალბათ, თორემ ამდენხანს რა დააყენებდა სახლში. ვიცი სოფელი არაფერს დააკლებს, მაგრამ მიდი, მოინახულე და უთხარი მხნედ იყოს, ავადმყოფი ქალია, მეშინია ჩემი დარდით არაფერი მოუვიდესო.
მალე ხელებშეკრული ტუსაღი ბნელი დილეგიდან მზის შუქზე გამოიყვანეს.
ალბათ, წინა დღეს ქორწილშიც არ იქნებოდა იმდენი ხალხი, რამდენიც იმ დღეს სოფლის მოედანზე შეკრებილიყო.
ორი საათი გაგრძელდა სახალხო სასამართლო. ბიჭის არც ერთ სიტყვას არ იჯერებდა მამასახლისი და ბოლოს განაჩენიც გამოუტანა: ჯერ გაროზგეთ, შემდეგ კი ცხენის კუდზე გამოაბითო.
წელს ზემოთ გააშიშვლეს. ხელებშეკრულმა, დაჩოქილმა იქვე ეკლესიის ნანგრევები შენიშნა და გაიფიქრა: დაილოცოს საქართველო, სოფელს ვერ ნახავ, უფლის ლოცვა-კურთხევა რომ არ ასულდგმულებდესო.
ფიქრიდან ძლიერმა ტკივილმა გამოარკვია.
ამ დროს ორღობეში ორი ცხენოსანი თავაწყვეტილი მოაგელვებდა ცხენებს. ერთ-ერთი პირდაპირ მოედანზე შევარდა, ცხენიდან ჩამოხტა, ბიჭთან მიიჭრა, წამოაყენა და გულში ჩაიკრა.
როცა ყველაფერი გაირკვა, მხედარმა სთხოვა მას წამომყევი და ერთად გავიდეთ სოფლიდანო. ბიჭმა მადლობა გადაუხადა: - ჩემი გასაკეთებელი ამ სოფელში ჯერ კიდევ დარჩაო, დაემშვიდობა და პატარა აგურის სახლისკენ გაეშურა.
სახლში შევიდა. ლოგინზე გაცრეცილი პატარა ქალი იწვა და ძლივს სუნთქავდა. თავს ორი ქალი დასტრიალებდა.
- რა სჭირს, რით შემიძლია დაგეხმაროთ, მე მისმა შვილმა გამომგზავნა, მინდოდა მეთქვა, რომ ის კარგად არის, - ხმადაბლა თქვა ბიჭმა.
ქალმა თვალები გაახილა და ცრემლები ჩამოუგორდა.
- სოფლის ექიმმა თქვა: ორ დღეში ქალაქში გადაყვანაა საჭიროო. ურემი რომ დავიქირავოთ, ათი თუმანია საჭირო, ფაეტონისთვის კი - ოცდახუთი თუმანი. ეს დიდი ფულია შვილო, არ ვიცით რა ვქნათო, - უთხრა ერთ-ერთმა მომვლელმა.
ბიჭმა სახლის კარები გამოიხურა. გარეთ წუხანდელი ქორწილის ნეფე ელოდებოდა. დადარდიანებული ბიჭი მიუახლოვდა მას და უთხრა:
- სასწრაფოდ ოცდახუთი თუმანი მჭირდება. რა გზას დავადგე, რომ სოფელში რაიმე სამუშაოთი ეს ფული ვიშოვოო.
- მაგდენ ფულს სად იშოვი სოფელში? ერთად-ერთი მამასახლისის კურდღლების ფერმაში თუ წავალთ სამუშაოდ. იქ გავიმართავთ ხელს. ჩაოხრებულია იქაურობა, ფერმის დასუფთავება ყველას ეზარება, - თქვა ნეფემ.
კურდღლების ფერმა სოფლიდან ერთ კილომეტრზე იყო. მხართეძოზე წამოწოლილი კაცები მგზავრების დანახვაზე ფეხზე წამოდგნენ. დიდი სჯაბაასის შემდეგ შეთანხმდნენ. ბიჭები ფერმას დაალაგებდნენ და საფასურად ხუთ კურდღელს მიიღებდნენ. თითო კურდღლის ფასი ბაზარზე ხუთი თუმანი იყო.
სხვა რა გზა ჰქონდათ, შეუდგნენ საქმეს.

შემცოდველთა მიტევება

ბიჭმა გასაყიდად გამზადებული კურდღლები გალიაში ჩასვა. გალია ურემზე დადო, საგზალი აიღო და გზას გაუდგა.
გზაჯვარედინზე მეორე სოფლიდან მომავალ ურემს გაუსწორდა, მასზე საგულდაგულოდ გადაკრულ ტილოს თვალი შეავლო, ნეტა რა მიაქვს ასე რომ შეუფუთავსო, - გაიფიქრა და მგზავრს მიესალმა.
- საით გაგიწევია ამ დილაუთენია? - ჰკითხა მგზავრმა.
- კურდღლები მიმყავს გასაყიდად. მინდა დროულად დავბრუნდე უკან, - უპასუხა თავაუწევლად.
- ერთი გზა გვქონია. მეც იქით მივდივარ. ცოტა კომბოსტო და ჭარხალი მიმაქვს.
ერთხანს უბრად იარეს. კარგად გათენებული იყო, მდინარეს რომ მიუახლოვდნენ.
- მოდი წყლის პირას ლუკმა გავტეხოთ და მერე გავუყვეთ გზასო, - შესთავაზა მგზავრმა.
- კარგიო, - დაეთანხმა ბიჭი. საგზალი აიღო, ურემი გზის პირას გააჩერა და ნაპირზე ჩავიდა.
- სად იყავი ამდენი ხანი? - ჰკითხა გაკვირვებულმა.
- ჩემმა ხარებმა უცხოობა იციან. ვიფიქრე შენსას არ დაეტაკონ თქვა და თავბოლოშექცევით დავაყენე ურმები.
კარგად დანაყრდნენ. ერთმა თავისი თქვა, მეორემ თავისი და მერე აუყვნენ ბილიკს.
მგზავრი ურემს მიუახლოვდა და უცებ ყვირილი მორთო.
- აუ, ეს რა მომხდარა? გაგიჟდება კაცი, აბა რა იქნება. არ დამღუპეს შენმა კურდღლებმა?! გალიის კარი გაუღიათ ამ უნამუსოებს, გადამძვრალან ჩემს ურემზე და სულ ერთიანად შეუჭამიათ ჩემი ბოსტნეული. დღეს მარცხენა ფეხზე ავდექი და ვიცოდი რაღაც მეწყინებოდა.
ბიჭს გულზე ელდა ეცა.
- კი მაგრამ, ეგ როგორ მოხდა, მახსოვს გალიის კარები საგულდაგულოდ დავკეტე?!
- როგორ ჩაგიკეტია გამოჩნდა აგერ - არ ცხრებოდა მგზავრი. დავიღუპე, დამრჩა ცოლ-შვილი მშიერ-მწყურვალი.
- რა ღირდა ეგ შენი ბოსტნეული?
- ხუთი თუმნისა იქნებოდა.
- რა ამბავია, შე კაცო, ხუთი თუმანი ტონა ბოსტნეული ეღირებაო, - შეიცხადა ბიჭმა.
მგზავრი გაიბუტა და ზურგი აქცია.
- წამოდი, მივიდეთ ბაზარში, გავყიდი კურდღლებს და აგინაზღაურებ ზარალს, - სცადა ბიჭმა მისი დაწყნარება.
- დამცინი კიდეც, რა იცი, დღეს როგორი მყიდველი შემხვდებოდა? იქნებ მეტს მაძლევდა ვინმე?
ბიჭმა აღარ იცოდა რა ექნა. აბა, მითხარი რა ვქნა და როგორც მეტყვი ისე მოვიქცევი.
- რა ვქნათ და მივიდეთ ქალაქში მოსამართლესთან. იმან გაარჩიოს ჩვენს შორის მართალი და მტყუანი. თუმცა ამ საქმეს დიდი დროც სჭირდება და დიდი ფულიც - უთხრა მგზავრმა.
- არც ერთი მაქვს და არც მეორე. რათ გვინდა მოსამართლე, რასაც შენ გადაწყვეტ, უარს არაფერზე გეტყვიო.
მგზავრს ხასიათი გამოუკეთდა და განაჩენის გამოტანას შეუდგა.
- შენ გყავდა ხუთი გასაყიდი კურდღელი, მე მქონდა ერთი ურემი ბოსტნეული. ჩემი ბოსტნეული უკვალოდ გაქრა. შენი კურდღლები ყველა სახეზეა. ესე იგი ამ შემთხვევაში მე ვარ დაზარალებული და როგორც დაზარალებულს მეკუთვნის ერთი კურდღელი ხომ ასეა?
- ასეაო, - დაემოწმა ბიჭი.
- დარჩა ოთხი კურდღელი, რომელთა კუჭებიც სავსეა ჩემი ბოსტნეულით. ეს იგი კურდღლები საერთოა, ორივეს გვეკუთვნის, ხომ ასეაო?
- ასეაო, - დაემოწმა ბიჭი.
- ესე იგი მე კიდევ მეკუთნისო ორი კურდღელი.
მერე მგზავრმა სტაცა ხელი სამ კურდღელს, დააგდო ურემზე, ხარებს სახრე გადაუჭრა და წავიდა.
დარჩა ბიჭი პირშიჩალაგამოვლებული ორი კურდღლით.
მიდის და ფიქრობს, რა ვქნა ახლა? თითო კურდღელი ხუთი თუმანი ღირს. არადა, როგორ მჭირდებოდა ოცდახუთი?
ამ ფიქრში ბაზარს მიუახლოვდა. ხედავს მგზვრი შუაგულ ბაზარში ვაჭრებში ჩამდგარა, რაღაცას ყვება და გარშემომყოფნი სიცილით იხოცებიან.

- მომატყუა ამ უღმერთომ, - ჩაილაპარაკა გულნატკენმა ბიჭმა.
ბაზარს კარგა მანძლით გასცდა, ერთი სახლის კუთხეში დაჯდა, გვერდით მოიდგა გალია. მყიდველი არ ჩანდა, თუმცა როგორ გამოჩნდებოდა როცა ხალხი ბაზარშივე ილევდა თავის საქმეს.
მოსაღამოვდა. ბაზრიდან მდიდრული ფაეტონი გამოვიდა. ფანჯრიდან პატარა გოგომ გამოყო თავი და შესძახა:
- მამი, ნახე კურდღლები, მიყიდე რა?
- კურდღლებში რამდენი გინდა? - მოესმა ბიჭს მკაცრი ხმა.
- ოცდახუთი თუმანი, - ანგარიშმიუცემლად წამოიძახა ფიქრში გართულმა ბიჭმა. ეტლიდან ნასროლი ფული მიწაზე დავარდა. მერე მეეტლემ სტაცა ხელი გალიას, დადო ფაეტონზე და განაგრძეს გზა.
ბიჭმა ფულს დახედა. გული კინაღამ გაუსკდა. მართლა ოცდახუთი თუმანი იყო.
- ეს რა დამემართა, ორ კურდღელში ამდენი ფული როგორ გამოვართვი? სინანულით გაიფიქრა და სირბილით გაეკიდა ეტლს.
ფაეტონი მდიდრული სახლის წინ გაჩერდა. ბიჭი იქიდან გადმოსულ დიდგვაროვანს წინ აეტუზა.
- ბოდიში ბატონო, თქვენ ორი კურდღელი იყიდეთ ოცდახუთ თუმნად, - მორიდებით მიმართა მას.
კაცმა გაკვირვებით შეხედა.
- მერე, დაგაკელი რამე?
- როგორ გეკადრებათ ბატონო. პირიქით, თითო კურდღელი ხუთი თუმანი ღირს. აი, აიღეთ თქვენი თხუთმეტი თუმანი.
- მე კარგად მახსოვს ოცდახუთი რომ მთხოვე?
- შემეშალა ფიქრში გართულს. უსინდისოდ ნაშოვნი ფული მაინც არ შემერგება, - დარცხვენით უთხრა ბიჭმა.
კაცმა ფული გამოართვა. ზურგი აქცია და სახლისკენ წავიდა, მერე მოტრიალდა და ბიჭს უთხრა:
- პატიოსანი კაცი ყოფილხარ. ეს მითხარი, განცალკევებით რატომ იჯექი, ვაჭრებს რატომ არ შეერიე.
- მართალმა თქვა: - მარტოობაში სული მძვრება ხმის გამცემი მენატრებაო, - უპასუხა ბიჭმა.
- ტყუილმა რაღა თქვაო, - დაეკითხა კაცი.
- ტყუილმა თქვა: ძმაბიჭებში დავიკარგე, იმდენი მეგობარი მყავს, სათვალავი არ აქვსო.
კაცმა გულიანად გადაიხარხარა, მერე ბიჭს თხუთმეტი თუმანი დაუბრუნა და უთხრა:
- შენი სიმართლით გევლოს, აიღე ეს ფული. გულით გჩუქნი და ვისთვისაც გჭირდება აუცილებლად შეერგებაო.
- დაილოცოს შენი სამართალი უფალო! - ადიდა ბიჭმა ღმერთი და გაუდგა გზას გახარებული. შარაზე ურემს წამოეწია და ის იყო უნდა გადაესწრო, რომ მგზავრი შეიცნო.
- რა ჰქენი, გაყიდე კურდღლები? - დაეკითხა მგზავრს.
- რა უნდა მექნა, ხომ ვთქვი, დღეს მარცხენა ფეხზე ავდექი - მეთქი. გამექცნენ შენი კურდღლები და დავრჩი ხახამშრალი.
- ეგ რა მოგსვლიაო? - შეიცხადა ბიჭმა. თან გულში გაიფიქრა, ამ კაცს ნამუსი სულ დაუკარგავსო. მერე ამოიღო ჯიბიდან ხუთი თუმანი და გაუწოდა.
- ჰა, გამომართვი, ჩემი გულისათვის რატომ უნდა დაზარალდეო.
- მოო, გასძახა ხარებს მგზავრმა და ორივე ურემი გააჩერა. მერე ბიჭს თვალებში ჩახედა და დაეკითხა:
- გამაგიჟებ შენ. მართლა დაიჯერე ხომ? აბა, კარგად შემომხედე, ვგევარ მე ახლა იმ დოყლაპიას, რომელსაც კურდღლები გაექცეოდა?
- აბა მომატყუე? - ეშმაკურად იკითხა ბიჭმა.
- შე დალოცვილო, დილიდან გატყუებ და ეხლაღა მიხვდი? აიღე შენი ფული, ეს რა დღეში ჩამაყენე ამ ხნის კაცი? ცხოვრებაში პირველად შემრცხვა ჩემი ტყუილის. ისე როგორ ფიქრობ, შენ უფრო შორს წახვალ შენი სიმართლით თუ მე ჩემი ტყუილით? შენ გინდა გამოასწორო ეს დაქცეული ქვეყანა?
ბიჭმა ფული გამოართვა, გაიღიმა და უთხრა:
- ამ ქვეყანას თავის გამომსწორებელი ჰყავს და ჩვენც თუ ცოტას წავეხმარებით, უფრო ჩქარა გამოსწორდებაო. მარცხენა ფეხზე ავდექიო, რომ დაგიჩემებია, ფეხი მარჯვენაც უფალმა მოგცა და მარცხენაც. სხვათაშორის მაგ ფეხებით გასავლელი გზაც გაჩვენა. აწი, ძმაო, დილით რომ გაიღვიძებ, ფეხებს ნუ კი უყურებ, გზას დაუკვირდი. ერთი უფლისაა: სწორი და მართალი. მეორე ეშმაკის: მრუდე და ფლიდი. ხუთი თუმანი რომ არ გამომართვი ეს იმას ნიშნავს, რომ დღეს სწორ გზაზე დადექი და თუ იმასაც მიხვდები, რომ მატყუარას საქციელს კაცის გარდა სხვა განმსჯელიც ჰყავს, დამეწევი, გამასწრებ და ჩემზე შორსაც წახვალო. მერე ხარებს სახრე გადაჰკრა და შარაგზას გაუყვა.
მიუტანა ოცდახუთი თუმანი ავადმყოფს. პატიმარი კიდევ მოინახულა, დაამშვიდა. დაპირდა, უკანა გზაზე რომ გამოვივლი კვლავ მოგიკითხავთო და წავიდა თავისი გზით.

ნუგეშისცემა მწუხარეთა

შემდეგ სოფლამდე დარჩენილი მანძილი, ჩქარი ნაბიჯით სწრაფად გალია.
სოფელი მდინარის ხეობაში იყო გაშენებული.
ბიჭი ხეობას აუყვა.
ბონდზე შავებში ჩაცმული ქალი დალანდა, რომელიც დაჟინებით ჩასცქეროდა წყალს.
უცებ ქალი ადგილს მოსწყდა და მდინარეში გადაეშვა. ბიჭი მოულოდნელობისაგან ჯერ გაქვავდა, მერე ხურჯინი უაზროდ მოისროლა და მდინარეში გადახტა, მუხლი ქვას დაარტყა, ძლირმა ტკივილმა სუნთქვა შეუკრა. ქალი დინებამ წაიღო, ბიჭი, რაც ძალი და ღონე ჰქონდა, წინ მიიწევდა. წამოეწია კიდეც და მის კაბის კალთას ჩაეჭიდა. ქალმა უხეშად ჰკრა ხელი მხსნელს და ისევ დინებას მიჰყვა. წყალმა იგი შორს გაიტაცა და ძლიერმა ტალღამ ქვას მიახეთქა. ბიჭი წამოეწია. მძლავრად ჩაჭიდა ხელები მის სხეულს, ნაპირისკენ გასცურა და რის ვაივაგლახით ნაპირზე აფოფხდა. ბევრი წვალების შემდეგ ქალს სული ამოათქმევინა.
- რატომ გადამარჩინე? ჩემს სიცოცხლეს აზრი მაინც არ აქვს ამ უსამართლო წუთისოფელში. მე ჩემს შვილთან მინდა, - ამოილუღლუღა ქალმა.
ამ სიტყვების გაგონებაზე ბიჭს გული დაუმძიმდა, თვალები ცრემლით აევსო, ნეტა შემეძლოს მისი ტვირთის ოდნავ შემსუბუქებაო, - გაიფიქრა და წამოდგომა სცადა, მაგრამ ადგილიდან ვერ დაიძრა. მუხლი თანდათან უსივდებოდა. ქალს თვალები ფართოდ გაეხილა და ღრმად სუნთქავდა. ბიჭმა აწეწილი თმები ფრთხილად გაუსწორა, მერე ხელი მოჰხვია და გულში ჩაიკრა.
შენი დროც მოვა, დედი. დრო, რომელიც თვითონ მიგიყვანს შენს ნატრულ შვილთან, ამ გზით კი სამუდამოდ დაემშვიდობები მას.
- შვილები კიდევ გყავთ?
- კი, ორი, მაგრამ მაგას რა მნიშვნელობა აქვს. ყველას თავისი ადგილი აქვს ამ დასაწვავ გულში.
- ხომ იცი, დედი პირველი ქალი ვინც შეიცნო დედაშვილური სიყვარული და ვისაც პირველად ეწოდა, დედა, ეს ევა იყო, პირველი შვილმკვდარი დედაც - ევა იყო. ეს რომ უსამართლობა ყოფილიყო, უფალი ამას დაუშვებდა? ან ესე გასწირავდა და გულს ატკენდა სიყვარულით შექმნილ პირველ ადამიანს? არა, ალბათ ასე იყო საჭირო: "შეუცნობადია უფალო გზანი შენი".
დანაღვლიანდა ევა, აბელი რომ ვეღარ ნახა პირმცინარი, სიცოცხლისუნარიანი. ჰხედავდა უფალი, როგორ იტანჯებოდა ქალი, მოეფერა და დაამშვიდა.
- აბელთან ყველანი წახვალთ, ნუ სტირი. ჯერ ადამს მიხედე, მე შენ იმიტომ შეგქმენი, რომ იგი მარტო არ ყოფილიყო. მეორე შვილიც იმიტომ მოგეცი, რომ მისი დედაც ყოფილიყავი. ახლა აბელთან რომ წაგიყვანო, კაენი მოგენატრება და იქაც მოიწყენ. ამიტომ დაიცადე "ინაყოფე და გაამრავლე ჩემი ხატება დედამიწაზე".
დაუჯერა ევამ უფალს, რომ არ დაეჯერებინა დღეს არც ჩვენ ვიქნებოდით.
დიდხანს იცოცხლა ევამ, თუმცა ყოველდღე ემზადებოდა აბელთან გასამგზავრებლად.
გავიდა ჟამი. გამრავლდა, გაიზარდა მისი მონაგარი. ნახა უფალმა რომ ევამ მოიხადა მისი დედობრივი, ქალური ვალი დედამიწაზე და წააბრძანა ნატრულ შვილთან.
ქალი სულგანაბული უსმენდა ბიჭს.
ამასობაში სოფელში ვიღაცამ ამბავი აიტანა, მდინარეში ორი ადამიანი ჩაცვივდა და შველას ითხოვენო. დაიძრა მთელი სოფელი. ხეობა პირველმა ლამაზმა, თვალცრემლიანმა გოგონამ მოთქმით ჩაირბინა და ქალს ჩაეხუტა. ცრემლიან თვალებს უკოცნიდა და ეფერებოდა.
ირგვლივ ხალხის ტევა არ იყო. ბიჭი ფრთხილად ამოიყვანეს ხევიდან. ქალის სახლში მიიყვანეს, დააწვინეს და თავს დასტრიალებდნენ. ლოცავდნენ მის გამჩენს და ადიდებდნენ უფალს, მხსნელი რომ გამოუგზავნა ისედაც დიდი ტკივილის მქონე ოჯახს.
სამი კვირის შემდეგ შეძლო ბიჭმა ფეხზე დადგომა. ეს სამი კვირა ყველაზე ბედნიერი იყო მის ცხოვრებაში. ლამაზი გოგონა პატარა ბავშვივით უვლიდა, გვერდიდან არ სცილდებოდა, ისე მიეჩვივნენ ერთმანეთს, რომ უერთმანეთოდ სიცოცხლეც ვეღარ წარმოედგინათ.
- მალე თეთრი ცხენებით შებმული ფაეტონით მოვადგები შენი სახლის კარებს და წაგიყვან იქ, სადაც სიყვარულის ყვავილებს უეკლოდ დაკრიფავო - დაპირდა სატრფოს და გაუდგა გზას.

ჭმევა მშიერთა

ტრიალ მინდორზე ბოშათა კარავი იყო გაშლილი. გზის პირას ქალი და ორი ბავშვი იჯდა. ბიჭის დანახვაზე ბავშვები ელვის სისწრაფით წამოხტნენ და ერთხმად აყვირდნენ:
- დაგვეხმარე, გვაჭამე რამე, დაილოცოს ოჯახი შენი.
ბიჭმა ხურჯინი გახსნა. შიგ ტილოში გახვეული ორი ხაჭაპური და შემწვარი წიწილა იდო. პატარა მაწანწალები თავს დასტრიალებდნენ. თვითონაც შიოდა. ქათმის ბარკალი და ერთი ხაჭაპური თავისთვის დაიტოვა. დანარჩენი მათ მისცა. ატყდა ერთი ჩხუბი და დავიდარაბა ძღვენის გაყოფაზე. გაბრაზებული ბოშა ქალი ბავშვებს მივარდა. ხელიდან გამოსტაცა საჭმელი, მიწაზე თავსაფარი გაშალა, დანა ამოიღო და დაიწყო თანაბრად განაწილება. ჯერ ერთი ხაჭაპური დაჭრა, მერე მეორე, დაანაწილა ხორციც. ბავშვები გემრიელად ილუკმებოდნენ. ბიჭი სიყვარულით შესცქეროდა მათ. ნელ-ნელა სახის გამომეტყველება შეეცვალა. ჰხედავს ერთს ქათმის ერთი ბარკალი უჭირავს ხელში, მეორეს - მეორე.
- კი მაგრამ, რამდენი ბარკალი ჰქონდა ამ ქათამს? - გაიფიქრა და ხურჯინი გახსნა.
სად იყო მისი წილი ხაჭაპური და ბარკალი?!- მოუპარავთ, დამტოვეს მშიერი ამ უსინდისოებმა. რა რჯულის არიან ეგ უღმერთოები, უფლის მცნება - "არ იპაროო" - რომ არ იციან? ალბათ ქურდებად იბადებიან, თორემ აკვანში ხომ არა ისწავლიდნენ ამ უფლის მიერ დაგმობილ საქმეს? - ბუზღუნებდა იგი თავისთვის.
ერთხანს უყურა, ელოდა, იქნებ ჩემს მირთმეულზე მეც მიმიპატიჟონო, - მაგრამ მიხვდა, რომ მისი დარდი არავის ჰქონდა და გაუყვა გზას.
ორივე სამარცხვინოა - ქურდობაც და უმადურებაც, თუმცა რა ჩემი განსაკითხია მათი საქციელი. ცოტა მეწყინა, მაგრამ მშივრები ხომ დავაპურე? - ჰფიქრობდა თავისი საქ­ცი­ელით კმაყო­ფილი.

დაფლვა მიცვალებულისა

ორ სოფელს შუა გზა მთის ძირში გადიოდა. მიდის ბიჭი და გული უჩვეულო სითბოთი ევსება. საიდანღაც ძაღლის ყმუილი ისმოდა. ცოტა ხანში ყვავ-ყორნებს ავისმომასწავებელი ჩხავილიც გაისმა. ზეცას ახედა. ბიჭმა გზა იცვალა და საძოვრებს ზემოთ აჰყვა. ხედავს კაცი აგდია მკვდარი. გვერდით დიდი, ბომბორა მეცხვარე ძაღლი ზის და საცოდავად ყმუის. უპატრონოდ მიმოფანტული ცხვრები კი გულისწამღებად ბღავის.
- ალბათ გული გაუსკდა საწყალს. რა ვქნა, რა გზას ვეწიო, საიდან გავიგო, რომელ სოფელში ცხოვრობდა მწყემსი? სანამ პატრონს მოვძებნი, ფრინველი დაძიძგნის, ისედაც მოუსწრიათ ჩანისკარტება, თავის თავს ელაპარაკებოდა ბიჭი. ძაღლმა ყმუილი შეწყვიტა და ისე გულდასმით უსმენდა ბიჭს, თითქოს კითხვებზე პასუხის გაცემას აპირებსო. აქვე პატარა სამწყემსო ქოხი იდგა.
ბიჭი შიგ შევიდა, რკინის ძალაყინს მიაგნო, - ეტყობა, ამის ჭირისუფალი მე უნდა ვიყოო, თქვა და დაიწყო მიწის თხრა.
ძაღლი ხან ბიჭს ულოკავდა ხელებს და ხან პატრონს სახეს. კარგა ღრმად გათხარა მიწა. მერე ლოცვები წაიკითხა. მიცვალებული გააპატიოსნა, სხეულს კი სამუდამო ბინა მიუჩინა.
ქოხში ერთი დოქი ღვინო იპოვა. კაცს ჭიქა წაუქცია, მერე აიღო კომბალი, მოუყარა თავი ცხვარს, აქეთ მიიხედა, იქით მოიხედა, მაგრამ ძაღლი ვერსად იპოვნა, სადღაც გამქრალიყო. დაეშვა მთიდან. გზაზე ორი კაცი შეხვდა.
- საით გაგიწევიაო, - ჰკითხა ერთმა.
- მთის საძოვარზე მწყემსი მომკვდარა, დავმარხე და ფარა სოფელში მიმყავსო - მიუგო ბიჭმა.
- ჯერ ერთი, ეგ ფარა ამ სოფლის კი არა, იმ სოფლისაა, მეორეც, რას ჰქვია მომკვდარა და დამარხე. ძაღლი სადღააო? - შეეკითხნენ.
- ძაღლი სადღაც აქ იყო, თვალსა და ხელს შუა გამიქრა. ვეძებე და ვერსად მივაკვლიეო - ალალად უთხრა ბიჭმა.
- ვის ატყუებ შე უსინდისო, მწყემსაც შენ მოჰკლავდი და ძაღლსაც. სტაცეს ხელი ბიჭს და სულ სირბილ-სირბილით ჩაიყვანეს სოფელში.
- გაგიჟდით ხალხნო, ღმერთი არა გწამთ, ჩემს ცხოვრებაში ბუზი არ მომიკლავს და კაცსა და ძაღლს მოვკლავდიო? - თავს იმართლებდა ბიჭი.
სოფელში შესვლისთანავე ორივე კაცმა ერთად მორთო ყვირილი:
- მეზობლებო გამოდით, მოგვხედეთ, მწყემსის მკვლელი დავიჭირეთო, - გამოცვივდა ხალხი. ატყდა წივილ-კივილი. იმდენი ურტყეს ბიჭს, კინაღამ სული გააძვრეს.
მერე გამოჩნდა ერთი ღვთისნიერი, რომელმაც ხალხი დააშოშმინა და თქვა: გამთენისას მწყემსის შვილი დაბრუნდება ქალაქიდან და სამართალი იმან გაარჩიოსო. ამაღამ კი ბიჭი ხეზე მივაბათ რკინის ჯაჭვითო.
დაღამდა. ხეზე მიბმული ბიჭი ჰხედავს ბუმბერაზი მთიდან წმინდა გიორგის გუმბათიანი, საოცრად ლამაზი ეკლესია დაჰყურებს თავზე.
- რა ახლოს ყოფილხარ? დაილოცოს შენი მადლი. რისთვის მომაბეს ასეთი განსაცდელი? ნუთუ ყვავ-ყორნების დასაჯიჯგნად უნდა დამეგდო იმ პატიოსანი კაცის სხეული? მერე როგორ მოვსულიყავი შენთან, როგორ მეთქვა, წმინდა გიორგი შემიწყალე - თქვა. ვიცი, უნდა მოვითმინო ეს უსამართლობა. ჰოდა, მეც ვითმენ. უსასოოს, დაღლილ-დაქანცულს რული მოეკიდა. ძილ-ღვიძილში მყოფს, მოეჩვენა თითქოს ციდან ვარსკვლავი მოწყდა. გულზე სიმძიმე იგრძნო. - ის ვარსკვლავი ალბათ მე დამეცაო, - გაიფიქრა. უნდოდა მოეცილებინა ეს სიმძიმე, მაგრამ ძალაგამოცლილი ხელებს უაზროდ იქნევდა.

მერე ღრმად ჩაეძინა.
- არა ძმებო, ამ კაცს არ მოუკლავს მამაჩემი. კარგად იცით, ბომბორა მე არ მიკარებდა ახლოს და მამაჩემის მკვლელს ჩაეხუტებოდა? - ჩაესმა ჩაძინებულს.
ბიჭმა ამ სიტყვების გაგონებაზე თვალები გაახილა, თავს ოცამდე კაცი დასდგომოდა, გულზე სიმძიმეს ისევ გრძნობდა. თავი წამოსწია და ჰხედავს, ვეება, მეცხვარე ძაღლი მის გულმკერდზე გაწოლილიყო, გატრუნულიყო და მოთმინებით ელოდა მის გაღვიძებას.
- დიდება შენდა, ღმერთო ჩვენო, დიდება შენდა! მადლობა წმინდა გიორგი, - ეკლესიისკენ აღმართა ხელები ბიჭმა. შენაც მადლობა, ჩემი სიმართლის მუნჯო მოწმევ, უთხრა ძაღლს და გულში ჩაიკრა ერთგული მეგობარი.
ერთი კვირა ბიჭი სოფლიდან არ გაუშვეს. ყველა ოჯახის სანუკვარი სტუმარი იყო. მერე სოფლიდან გააცილეს და პირობა ჩამოართვეს, უკანა გზაზე აუცილებლად გვინახულეო.
მთა, რომელზედაც წმინდა გიორგის ეკლესია იდგა, ხშირი ფოთლოვანი ტყით იყო დაფარული. საყდრისაკენ მიმავალი გზის მარცხენა მხარეს, ჩუქურთმებიანი ღობით შემოვლებული ორსართულიანი სახლი იდგა. ეზოს, ოცამდე, ასწლიანი კაკლის ხე ჩრდილავდა. იქვე, პატარა ღელე ჩამოედინებოდა.
ბიჭი ეზო­ში შევიდა და წყალს დაეწაფა. მხარზე ხელის შეხება იგრძნო.
- აქ შემოსვლა არ შეიძლება, ვინა ხარ შვილო? - ჰკი­თხა უცნობმა მო­ხუცმა.
- მეც არ ვიცი, ვინა ვარ და საიდან მო­ვდივარ.
- ვისია ეს სახლ-კარი, ბა­ბუ? - შეეკითხა ბიჭი.
- ერთი თავადის. ამ სოფლიდან ქალაქამდე რაც ადგილ-მამულია, მას ეკუ­თვნოდა. ეშმაკის მონამორჩილი, წარმავალ წუთისოფელზე შეყვარებული და კაცთმოძულე კაცი იყო ცხონებული. მძიმე განსაცდელმა, რომელიც თავისი ნებით დაატეხა თავს, უფლისკენ მოაბრუნა. სულით და ხორცით მოინანია ცოდვები. ალბათ, აპატია უფალმა, რადგან ბოლოს, ხალხის უზომო სიყვარული და სითბო დაიმსახურა. რაც კი რამ ებადა, ეკლესიას შესწირა და გლახას დაურიგა. სიკვდილის წინ კი ანდერძი დატოვა: ამ სახლის პატრონი უფლის შეწევნით უსათუოდ დაბრუნდება და მიმიხედეთო. ჰოდა უვლის და პატრონობს სოფელი.
- ქალიშვილი როდის გარდაეცვალა? - იკითხა ბიჭმა.
- იმ უბედური დღის შემდეგ, როცა თავადმა შვილიშვილი ძიძასთან ერთად გახიზნა სამშობლოდან, ქალს ამ სახლში ფეხი არ დაუდგამს, ეკლესიაში ცხოვრობს.
- ცოცხალია? - ძლივს ამოილუღლუღა ბიჭმა, მერე ადგილს მოსწყდა და მსწრაფლ საყდრისკენ გაეშურა.
თეთრწვერა მოძღვრის სახიდან მადლი იფრქვეოდა.
- მშვიდობა შენს მობრძანებას შვილო, - მიუალერსა მოხუცმა.
ბიჭი ხელზე ეამბორა მას.
- ვიცი, რისთვისაც მოხვედი. შენი განვლილი გზის ყოველი მისხალიც კარგად ვიცი. ბევრი ტანჯვა და დამცირება გამოიარე, მაგრამ როგორც ჭეშმარიტმა ქრისტიანმა, ყველაფერი მორჩილად დაითმინე. არც არის გასაკვირი. შენი გამზრდელი ძიძა, ხომ სულით ხორცამდე ქრისტიანი იყო.
ყველა სოფელში სიყვარულით გელიან. დედმამიშვილებიც შეიძინე, მეგობრებიც და გულის სატრფოც ამოირჩიე.
ჰხედავ, როგორ ყვავილობს სიყვარულის ყვავილი? ამ მოკლე გზაზე შენ სულიწმინდის მადლით აღივსე. ახლა კი წინ დიდი, გრძელი და უფრო მძიმე გზა გაქვს გასავლელი. ისე გევლოს, რომ ეს მადლი არ დაგეკარგოს. მუდამ იცოდე რომ უფლის სამსახურში იდგე.
ბიჭს გული შეუქანდა, დაღლილ-დაქანცულს ნეტავ კიდევ სად მიშვებენო და მორიდებით იკითხა:
- მოძღვარო, საით მიდის ჩემი გზა?
- ცის სასუფეველისაკენ, შვილო, - მშვიდად მიუგო მოძღვარმა.
- რა, ვკვდები მამაო?
- უფალმა დაგიფაროს შვილო, ახლა ცოცხლდები. შენ, თავადის ერთადერთმა მემკვიდრემ, უნდა იტვირთო შენი ტვირთი. როგორც აქამდე იარე, იმ გზაზეც ისე გევლოს, გაჭირვებულისათვის ზურგი არასოდეს შეგექციოს.
ბიჭი თვალების ცეცებით ეძებდა ტაძარში მყოფთა შორის სანუკვარ სახეს. წმინდა სამების ხატის წინ ლამაზი, შავებში ჩაცმული ქალი მდუმარედ იდგა და თავი დაეხარა.
ბიჭი მას მიუახლოვდა. ქალმა თავი ასწია და ცრემლიანი მზერა მიაპყრო მას
- როგორი სითბოთი სავსე თვალები გქონია დედა - აღმოხდა გულის სიღრმიდან. მერე სამების ხატის წინ დაემხო და ადიდა უფალი.
"სასოება ჩემდა მამა, შესავედრებელად ჩემდა ძე, მფარველ ჩემდა სული წმიდა, სამებაო წმიდაო, დიდება შენდა".
თეთრ ცხენებშებმული, თეთრი ფაეტონი ყველა სოფელში ჩერდებოდა და ბიჭი სიყვარულის ყვავილებს უხვად ჰკრეფდა.
ტყის მცველის სახლის წინ ხალხის ტევა აღარ იყო.
ნეფე-დედოფალს ელოდებოდნენ. თუმცა სახლი სადღა ჩანდა?
სიყვარულის ყვავილებს ბაღნარად ექციათ იქაურობა.

იმედია წაიკითხავთ და მოგეწონებატ კიდეც


--------------------
უფალო, იესო ქრისტე, ძეო ღვთისაო, შემიწყალე მე ცოდვილი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

Closed TopicStart new topic
ამ თემას კითხულობს 2 მომხმარებელი (მათ შორის 2 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 1st May 2024 - 04:45 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი