თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

მართლმადიდებლური ფორუმი _ ენა და ლიტერატურა _ უცხო ენების შესწავლა

პოსტის ავტორი: კანონისტი თარიღი: Oct 6 2008, 06:21 PM

რა ხდება ახლა:
ერთ-ერთ ჩვენ ფორუმელს ვასწავლი თურქულს. ვწერ ხოლმე რაღაც გარკვეულ საკითხს MSWord-ში, მერე ვუგზავნი და სწავლობს. საკმაოდ გაამართლა მეთოდმა.

მომივიდა ასეთი იდეა: ახლა გავხსნათ აქ გამოკითხვა და გავარკვიოთ, რომელი ენის შესწავლა უნდათ ფორუმელებს. მერე გავხსნათ შესაბამისი თემა და იქ დავდოთ ხოლმე მასალები.

ვინაიდან გამოკითხვაში მითითებულ ყველა ენას ვერ ვფლობ, იმედი მაქვს თუკი მსურველები იქნებიან, შესაბამისი ენის მცოდნე ფორუმელები დაგვეხმარებიან.

აბა, მოგწონთ?

პოსტის ავტორი: KAIROS თარიღი: Oct 6 2008, 06:29 PM

ვივა ლა ფრანს biggrin.gif

პოსტის ავტორი: S a l l y თარიღი: Oct 6 2008, 06:52 PM

იტალიურს და თურქულს ( თურქჩე რაღაც ხშირად მჭირდება ამ ბოლო დროს biggrin.gif ) შევისწავლიდი..

ფრანგულს კი ვსწავლობდი ცოტა ხანი,მარა დიდი არაფერი გამეგება,ხოოდა ფრანსესაც თუ დადებთ და თუ არ დამეზარა ეს ყოველივე,დიდი სიამოვნებით..

პოსტის ავტორი: syd თარიღი: Oct 6 2008, 07:19 PM

მეგრულის სწავლა მინდა.

პოსტის ავტორი: likka თარიღი: Oct 6 2008, 09:52 PM

იტალიურს მივეცი ხმა, მაგრამ გერმანულის სწავლაც მინდა, ნუ სწალა რა, გახსენება, ერთ დროს ორივეს ვსწავობდი და საკმაოდ კარგადაც cool.gif მაგრამ დამავიწყდა სულ tongue.gif

პ.ს პოლს შეიგიძლიათ შვედურიც მიამატოთ rolleyes.gif

პოსტის ავტორი: უჩა თარიღი: Oct 6 2008, 10:05 PM

ასუ შემეშალა გამ,ოკითხვაშიიი ინგლისური დავწერე მარა ინგლისური ასეთუ ოსე ვიცი.

იტალიურის სწავლა მინდა მაგრად, ძალიან ლამაზი და რიტმული ენაა რაღაცნაირად. smile.gif

პოსტის ავტორი: subterranean თარიღი: Oct 6 2008, 10:11 PM

ხორვატიული, ბოსნიური და ფინური.

პოსტის ავტორი: MARDUK თარიღი: Oct 6 2008, 10:13 PM

ციტატა
ხორვატიული, ბოსნიური და ფინური.

ზამბიური გამოგჩა biggrin.gif ფრანგული მინდა მე

პოსტის ავტორი: თამარი_ცქნაფო თარიღი: Oct 6 2008, 10:17 PM

აჰა, მგონი მეც იტალიურს ვაძლევ ხმას და კაიროს, მოემზადე! biggrin.gif

პოსტის ავტორი: subterranean თარიღი: Oct 6 2008, 10:19 PM

ციტატა(MARDUK @ Oct 6 2008, 10:13 PM) *

ზამბიური გამოგჩა biggrin.gif ფრანგული მინდა მე

ზამბიური არა ისა ზულუ

ბოსნიურად მაიმუნი მაიმუნია cool.gif

პოსტის ავტორი: likka თარიღი: Oct 6 2008, 10:29 PM

subterranean
სებულად მე ვიცი VOLIM TE rolleyes.gif

პოსტის ავტორი: syd თარიღი: Oct 6 2008, 10:32 PM

ებრაულის სწავლა მინდა. მართლა!

პოსტის ავტორი: subterranean თარიღი: Oct 6 2008, 11:21 PM

აი ნახე რაა ვიცი biggrin.gif ka te hladno treba dzemper, ka te toplo ne treba, ali ka te volim ne zna dzemper, treba li il ne treba

პოსტის ავტორი: staywhite თარიღი: Oct 6 2008, 11:49 PM

subterranean

ციტატა
ka te hladno treba dzemper, ka te toplo ne treba, ali ka te volim ne zna dzemper, treba li il ne treba

გავიგე რაც წერია, მარა რისი თქმა უნდა ვერ გავიგე biggrin.gif

mozda on stvarno te voli ? rolleyes.gif

პოსტის ავტორი: staywhite თარიღი: Oct 7 2008, 12:00 AM

აი, ეს დაუწერე მაგას :

Poljubi me i budi tu, da sklopim oci na tvom toplom ramenu,
Poljubi me i budi tu, nek srce lupa kao da je prvi put.

Poljubi me, pomoli se , sve svijece svijeta nek se za nas upale...
Ostani ovu noc kad svi mi prijete, ostani, zagrli me kao dijete...

Ostani...Kad sva si ljubav moja samo ti..
Ostani da me cuvas kada zaspu andjeli...

--------------------

ავტორი: goran karan , სიმგერას ქვია "ostani", იუთუბზე ნახავ.

პოსტის ავტორი: KAIROS თარიღი: Oct 7 2008, 02:45 AM

ციტატა
იტალიურის[ 4 ]

ვააა, მოსწავლეები მემატება biggrin.gif კანონისტ, დავატრიალოთ ბიზნესი biggrin.gif

პოსტის ავტორი: კანონისტი თარიღი: Oct 7 2008, 11:19 AM

ციტატა
თურქულის [ 0 ]  [0.00%]

რას ჰგავს ეს?? არცერთს არ გინდათ?

კი არა და, hiçkimse istemiyor şu anda, ama bundan sonra herkes bizim arasında olan komşuluğumuz ve Türkçe önemlilik hakkına konuşmak başlayacaklar.... biliyorum!! tongue.gif

პოსტის ავტორი: kato_Bato თარიღი: Oct 7 2008, 11:43 AM

მინდა მინდა!
ინგლისურის გახსენება და იტალიურზე ვირეეეეეეევი biggrin.gif

სპარსულს მე გასწავლით თუ გინდათ biggrin.gif ნამეტანი კი მეჯავრებაsad.gif მარა მაინც biggrin.gif

პოსტის ავტორი: კანონისტი თარიღი: Oct 7 2008, 11:46 AM

იმის მიუხედავად, რომ თურქულის სწავლის მსურველები ვერ გნახეთ, მე მაინც დავიწყებ დადებას და თან, მაგალითსაც მოგცემთ smile.gif

პოსტის ავტორი: sergi_glaxa თარიღი: Oct 7 2008, 12:13 PM

იტალიურის მინდა, მაგრამ თურქულს უფრო გამოვიყენებ ალბათ

ციტატა(კანონისტი @ Oct 7 2008, 11:46 AM) *

იმის მიუხედავად, რომ თურქულის სწავლის მსურველები ვერ გნახეთ, მე მაინც დავიწყებ დადებას და თან, მაგალითსაც მოგცემთ smile.gif

+ 1
მეც მინდა თურქულის სწავლა

ინგლისურს თუ გინდათ ვინმეს გაგახსენებთ smile.gif ოღონდ მითხარით კონკრეტულად რა საკითხი გაგახსენოთ smile.gif

პოსტის ავტორი: likka თარიღი: Oct 7 2008, 12:13 PM

kato_Bato

ციტატა
სპარსულს მე გასწავლით თუ გინდათ ნამეტანი კი მეჯავრება მარა მაინც

მანთო დუსთ დარამ - სწორად მახსოვს კატო?? tongue.gif

პოსტის ავტორი: k@the თარიღი: Oct 7 2008, 01:37 PM

Morte Alla Francia, Italia Annella! cool.gif

პოსტის ავტორი: likka თარიღი: Oct 7 2008, 02:29 PM

დაიდოს იტალიური დავალებები! ხალხი ითხოვს biggrin.gif

პოსტის ავტორი: მარიამი თარიღი: Oct 7 2008, 02:56 PM

ხომ ვერ მეტყვით, როგორ უნდა გავიხსენო დავიწყებული ინგლისური 2 კვირაში? user.gif სასწრაფოდ მჭირდება, საზღვარგარეთ მივდივარ user.gif

პოსტის ავტორი: staywhite თარიღი: Oct 7 2008, 04:05 PM

likka

ციტატა
მანთო დუსთ დარამ

მან თურა დოსტ (აშყ) დორამ, დუხტარ-ე-მან kiss1.gif ჩითურ ასტი? მან მეFომამ კამ-კამ ზაბონ-ე-ფარსი(დარი).

პოსტის ავტორი: likka თარიღი: Oct 7 2008, 04:21 PM

მარიამი
რამე ფილმი ნახე ორიგინალში, ან მულტფილმი ან ნუ რავი, ჩემ საყვარელ საქმიანობას გირჩევ, ვთქვათ, ბითლების სიმღერები აიღე, ტექსტებს დაგუგლავ და სიმღერბთან ერთად წაიკითხე smile.gif ქუინის ტექსტებიც კარგად მიდის ეგეთ დროს tongue.gif

რავი სინჯე smile.gif

staywhite

ციტატა
ხომ ვერ მეტყვით, როგორ უნდა გავიხსენო დავიწყებული ინგლისური 2 კვირაში? სასწრაფოდ მჭირდება, საზღვარგარეთ მივდივარ

რავა ყველაფერი იცის ამ ქალმა tongue.gif

მადგენი არ მესმის მე, ნან biggrin.gif შენ ყოჩაღ, არ თქვა ეხლა სპარსული ვიცი ვსხლავო თორე გადევირევი tongue.gif

პოსტის ავტორი: kato_Bato თარიღი: Oct 7 2008, 04:23 PM

likka

ციტატა
მანთო დუსთ დარამ - სწორად მახსოვს კატო??

მან-მე
თო-შენ
(რა-თანდებული ამ შემთხვევაში კუთვნილებას გამოხატავს) (შენი)
დუსთ-სიყვარული
დარამ-მაქვს

მან თო რა დუსთ დარამ
ანუ, მე შენი სიყვარული მაქვს biggrin.gif

მოკლედაც შეიძლება: დუსთ'ათ დარამ.

პოსტის ავტორი: likka თარიღი: Oct 7 2008, 04:24 PM

kato_Bato

ციტატა
მან-მე
თო-შენ
(რა-თანდებული ამ შემთხვევაში კუთვნილებას გამოხატავს) (შენი)
დუსთ-სიყვარული
დარამ-მაქვს

ანუ, მე შენი სიყვარული მაქვს
მოკლედაც შეიძლება: დუსთ'ათ დარამ.

უუუხ, გენაცვალეეე, მომტყდა ენა biggrin.gif არადა, ერთ დროს სერიოზულად მინდოდა სწავლა tongue.gif

პოსტის ავტორი: kato_Bato თარიღი: Oct 7 2008, 04:27 PM

staywhite

ციტატა
მან თურა დოსტ (აშყ) დორამ, დუხტარ-ე-მან ჩითურ ასტი? მან მეFომამ კამ-კამ ზაბონ-ე-ფარსი(დარი).

მან თო რა დუსთ (ეშყ') დარამ, დოხთარე მან-მიყვარხარ ჩემო გოგო biggrin.gif

ჩეთოურ ასთი? როგორ ხარ?

მან მითუნამ ქამ-ქამ ზაბანე ფარსი-ცოტა სსპარსული შემიძლია biggrin.gif

მარა ამ ბოლო წინადადებას გასამართად რაღაცეები აკლია smile.gif

ვთქვათ მან მითუნამ ქამ-ქამ ბე Fარსი ჰარF ბეზანამ.

პოსტის ავტორი: მარიამი თარიღი: Oct 7 2008, 04:38 PM

likka
კარგი მეთოდია. ვცდი smile.gif

პოსტის ავტორი: staywhite თარიღი: Oct 7 2008, 05:43 PM

kato_Bato

ციტატა
მან მითუნამ ქამ-ქამ ბე Fარსი ჰარF ბეზანამ.

კატ , მე ვამბობ ზაბონ-ე-დარი smile.gif დარი არის ცოტა სხვანაირი, ვიდრე Fარსი, ავღანელი ტაჯიკების ენაა smile.gif

პოსტის ავტორი: subterranean თარიღი: Oct 7 2008, 06:33 PM

ციტატა(staywhite @ Oct 6 2008, 11:49 PM) *

subterranean
გავიგე რაც წერია, მარა რისი თქმა უნდა ვერ გავიგე biggrin.gif

mozda on stvarno te voli ? rolleyes.gif

ამ პოსტის მერე რო დაწერე ვის ვუთხრა? blink.gif ელვირ ლაკოვიჩს? rolleyes.gif laugh.gif cool.gif

krava daje med a pcela daje mlijeko laugh.gif

შევასწავლი მეგრულს უფასოდ

პოსტის ავტორი: m16 თარიღი: Oct 7 2008, 06:41 PM

ich liebe das pizza und der coka cuzammen..
დასისე ფანტასტიშე biggrin.gif

გერმანული კარგად ვიცოდი მაგრამ ერთი წელი რო არ გადავიმეორე მაგრად დამავიწყდა, ინგლისური და რუსული კიდე ადვილია

პოსტის ავტორი: staywhite თარიღი: Oct 7 2008, 06:42 PM

subterranean

ციტატა
ელვირ ლაკოვიჩს?

არ ვიცი, ეგ შენ უნდა იცოდე, ვინ გიხსნის სიყვარულს biggrin.gif

პოსტის ავტორი: alilo თარიღი: Oct 7 2008, 06:48 PM

დიდი სიამოვნებით ვისწავლი ფრანგულს და თუ ვინმეს სურს შემიძლია დავეხმარო ინგლისურში

მერსი ბუქუა biggrin.gif

პოსტის ავტორი: subterranean თარიღი: Oct 7 2008, 06:50 PM

ციტატა(staywhite @ Oct 7 2008, 06:42 PM) *

subterranean
არ ვიცი, ეგ შენ უნდა იცოდე, ვინ გიხსნის სიყვარულს biggrin.gif

სიმღერაა ეგ tongue.gif Laka(elvir lakovic)-dzemper

პოსტის ავტორი: m16 თარიღი: Oct 7 2008, 06:51 PM

ციტატა
დიდი სიამოვნებით ვისწავლი ფრანგულს და თუ ვინმეს სურს შემიძლია დავეხმარო ინგლისურში

კი მე პერფექტებში მჭირდება დახმარება

პოსტის ავტორი: alilo თარიღი: Oct 7 2008, 07:00 PM

ციტატა
კი მე პერფექტებში მჭირდება დახმარება

რაზეა ლაპარაკი,თუ გსურს მომწერე პირად მესინჯერში რაში გინდა დაგეხმარო და ყველაფერს აგიხსნი.

პოსტის ავტორი: alilo თარიღი: Oct 7 2008, 07:00 PM

ციტატა
კი მე პერფექტებში მჭირდება დახმარება

რაზეა ლაპარაკი,თუ გსურს მომწერე პირად მესინჯერში რაში გინდა დაგეხმარო და ყველაფერს აგიხსნი.

პოსტის ავტორი: ნაინა თარიღი: Oct 7 2008, 08:19 PM

აბა კაიროს მოემზადე, იტალიურის მოსწავლეები მოგიმრავლდა.
ისე მე ესპანურიც მინდოდა, მაგრამ რეიზა არაა სიაში ნეტავ? biggrin.gif

პოსტის ავტორი: BOO თარიღი: Oct 7 2008, 09:04 PM

იტალიური და ესპანური wub.gif

პერფავორეეე, დი პრეგოოოოო

ვისაც ინგლისურის სწავლა უნდა ვურჩევდი ბევრი ისმინოს და იკითხოს რითაც სიტყვების მარაგს შეიძენს

პოსტის ავტორი: q-e-T-i თარიღი: Oct 7 2008, 09:16 PM

ესპანური რო დაამატოთ ამ ცხრილს მგონი ჯობია smile.gif) იმიტომ, რომ ყველაზე ,ყველაზე,ლამაზი ენაა(ქართულსი მერე)tongue.gif

პოსტის ავტორი: iisperiTOVLI თარიღი: Oct 7 2008, 09:39 PM

ესპანური ლამაზი ენაა.. : )

ბუენოს ნოჩეს ამიგო!
კიერო მუსჩისიმო აბლარ კონტიგო ესტო ტუ მეხორ ერმანო ასტა ლუეგო
ეს მი ნუნ.. : )

პოსტის ავტორი: likka თარიღი: Oct 7 2008, 09:57 PM

ხალხ, რათ გინდათ ფორუმი სერიალები და მისი ჯანი და ესპანურიც ჯიბეში გექნებათ biggrin.gif

პოსტის ავტორი: iisperiTOVLI თარიღი: Oct 7 2008, 10:03 PM

ციტატა(likka @ Oct 7 2008, 09:57 PM) *

ხალხ, რათ გინდათ ფორუმი სერიალები და მისი ჯანი და ესპანურიც ჯიბეში გექნებათ biggrin.gif

სი სი პორკე ნო.. biggrin.gif

პოსტის ავტორი: likka თარიღი: Oct 7 2008, 10:05 PM

iisperiTOVLI

ციტატა
სი სი პორკე ნო..

ხო კაცო, მეც მაგას არ ვამბობ biggrin.gif

პოსტის ავტორი: georgianeli თარიღი: Oct 7 2008, 11:35 PM

იტალიურის smile.gif ...

პოსტის ავტორი: leluka თარიღი: Oct 8 2008, 12:10 AM

ესპანური

იტალიური

პოსტის ავტორი: თამარი_ცქნაფო თარიღი: Oct 8 2008, 12:19 AM

ციტატა(georgianeli @ Oct 8 2008, 12:35 AM) *

იტალიურის smile.gif ...

შენ ის ისედაც იცი... smile.gif

პოსტის ავტორი: georgianeli თარიღი: Oct 8 2008, 12:33 AM

აქ სხვა ამბავია: რომ ვიცი და უკეთ მინდა ვიცოდე smile.gif ძალიან ცდება, ვისაც ჰგონია, რომ მარტივი ენაა. უმდიდრესი ლექსიკა და საკმაოდ რთული გრამატიკა გააჩნია

პოსტის ავტორი: თამარი_ცქნაფო თარიღი: Oct 8 2008, 12:34 AM

ციტატა(georgianeli @ Oct 8 2008, 01:33 AM) *

აქ სხვა ამბავია smile.gif რომ ვიცი და უკეთ მინდა ვიცოდე smile.gif

აი, სწორედ ეგაა სხვა ამბავი biggrin.gif აქ იმ ენაზეა საუბარი, რომელიც ჯერ არ იციან და უნდათ სწავლა biggrin.gif

პ.ს. მე იტალიური დავწერე smile.gif

პოსტის ავტორი: georgianeli თარიღი: Oct 8 2008, 12:41 AM

"მინდა" კარგიაsmile.gif

პოსტის ავტორი: თამარი_ცქნაფო თარიღი: Oct 8 2008, 12:42 AM

ციტატა(georgianeli @ Oct 8 2008, 01:41 AM) *

"მინდა" კარგიაsmile.gif

laugh.gif პატივცემულო, ოფის სუნი მცემს

პოსტის ავტორი: georgianeli თარიღი: Oct 8 2008, 12:49 AM

ციტატა(თამარი_ცქნაფო @ Oct 8 2008, 12:42 AM) *

ოფის სუნი მცემს

სურრრრრრრრნელი smile.gif
თავისი საქმე ქნა, ხომ. გაგაღიმა, გული გაგიმზიანა და წამართ ქე წაშალე და მაგის ჯანი smile.gif

პოსტის ავტორი: შოთაძე თარიღი: Oct 8 2008, 01:37 AM

ნუსხური , ხუცური , აფხაზური , ოსური, არაბული, და კიდე რავიი biggrin.gif ჯერ ნუსხური და ხუცურის სწავლას ვაპირებ და მერე დანარჩენს smile.gif

პოსტის ავტორი: KAIROS თარიღი: Oct 8 2008, 04:04 AM

ხო, ნიანია მომიმრავლდა მოსწავლეები, ისეც არ მაკლია აქ , მაგრამ აქ სხვა რამე იქნება smile.gif აბა მოთხოვნაა ხომ იტალიურზე? biggrin.gif ძალიან ბენე smile.gif

ვეთანხმები მთლიანად გეორგიანელს, რომ იტალიური საკმაოდ სერიოზული, მართალია ძალიან ლამაზი, მაგრამ ამავე დროს რთული გრამატიკის მქონეა, ასევე სავსეა და მდიდარი ერთმანეთისაგან სრულიად განსხვავებული დიალექტებით აი ნახეთ,
ეს არის პირველი დანტე ალიგიერის იტალიური ( უფრორე ტოსკანური)
მერე მოყვება სხვადასხვა დიალექტები, გესიამოვნებათ smile.gif

http://www.ladante.it/esercizi/videoservizio/1164cdn.asp

პოსტის ავტორი: staywhite თარიღი: Oct 8 2008, 06:15 AM

მეც იტალიურს მიმაწერეთ smile.gif რაცხა ცოტა კი ვიცოდი, ისე ქუჩაში ნასწავლი და ისიც აღარ მახსოვს biggrin.gif

პოსტის ავტორი: ა ნ უ კ ა თარიღი: Oct 8 2008, 12:15 PM

ესპანური მინდა sad.gif

ერთ დროს ვიცოდი ინგლისური, ფრანგული და არაბული, მაგრამ გადამავიწყდა biggrin.gif

პოსტის ავტორი: k@the თარიღი: Oct 8 2008, 02:28 PM

აქ იყოს გამოკითხვა და თემა ცალკე გავხსნათ.

თურქულიც იყოს იტალიურიც და სხვაც. ყველა თემას თავისი მკითხველი ეყოლება, მთავარია მასწავლებელიც იყოს smile.gif

პ.ს. გერმანულსაც ვისწავლიდი ისე biggrin.gif

პოსტის ავტორი: kato_Bato თარიღი: Oct 8 2008, 02:45 PM

staywhite

ციტატა
კატ , მე ვამბობ ზაბონ-ე-დარი დარი არის ცოტა სხვანაირი, ვიდრე Fარსი, ავღანელი ტაჯიკების ენაა

ხო, თეირანშიც შეგვხვდა სპარსულთან მიახლოებულ დიალექტზე მოლაპარაკე ხალხი.
ციტატა
მან თურა დოსტ (აშყ) დორამ, დუხტარ-ე-მან ჩითურ ასტი? მან მეFომამ კამ-კამ ზაბონ-ე-ფარსი(დარი).

ამ წინადადებამ შემაცდინა, რადგან სუფთა სპარსულით ეგ გაუმართავია, დარის დიალექტზე, ალბათ, სწორი.

პოსტის ავტორი: likka თარიღი: Oct 8 2008, 04:07 PM

დაიდოს იტალიურის სავარჯოშოები! IPB-ს სურათი

პოსტის ავტორი: paraziti თარიღი: Oct 8 2008, 05:00 PM

გამარჯობათ ყველას,მეც შემიძლია მონაწილეობა მივიღო,რადგან ვიცი ინგლისური და იტალიური ენა,თურქულიც ცოტა,ოღონდ უპრო ზეპირ მეტყველებით,ალბათ უკეთესია თანიმიდეევრობით დაიწყოს ტეხტების წერა ვისაც ეს შეუზლია,მეც სემოგიერთდებით:
live and learn-სწავლა სიბერემდეაო,ასე გავუზიაროთ ერთმანეთს ჩვენი ცოდნა

პოსტის ავტორი: likka თარიღი: Oct 8 2008, 05:19 PM

შვედურის სწავლა არავის უნდა?? tongue.gif

ვაიმეეე ოღონდ შვედურის და ინგლისურის სწავლება აღარ მომთხოვოთ და იტალიურსაც ვისწავლი, გერმანულსაც, პორტუგალიურსაც და სპარსულსაც laugh.gif

პოსტის ავტორი: .:Lela:. თარიღი: Oct 8 2008, 06:03 PM

ინგლისურს მივეცი ხმა რადგან ყველაგნ მაგის გამო პრობლემა მაქვს რა biggrin.gif

ისე კიდე ,ვისწავლიდი ბერძნულს მართლა ძალიან მომწონს smile.gif შეხება მქონია და საფუძვლიანად ვისწავლიდი a075.gif

პოსტის ავტორი: veriko7 თარიღი: Oct 8 2008, 06:31 PM

მე იტალიურს ვისწავლიდი, მაგრად მომწონს ენა sad.gif მაგრამ ინგლისურს მივეცი ხმა, უფრო საჭიროა

პოსტის ავტორი: თამარი_ცქნაფო თარიღი: Oct 8 2008, 06:56 PM

ციტატა(შოთაძე @ Oct 8 2008, 01:37 AM) *

ნუსხური , ხუცური , აფხაზური , ოსური, არაბული, და კიდე რავიი biggrin.gif ჯერ ნუსხური და ხუცურის სწავლას ვაპირებ და მერე დანარჩენს smile.gif

ნუსხური ენა არ არის, ანბანია და თან ნუსხური და ხუცური ერთი და იგივეა

პოსტის ავტორი: Ligia თარიღი: Oct 8 2008, 07:25 PM

მე შვედურის სწავლა მინდა იქნებ იცით ვინმე მასწავლებელი? ოღონდ კარგი smile.gif და ნამეტანს ძვირსაც ნუ გამომართმევს

მართლა ვეძებ

ციტატა(likka @ Oct 8 2008, 06:19 PM) *

შვედურის სწავლა არავის უნდა?? tongue.gif

ვაიმეეე ოღონდ შვედურის და ინგლისურის სწავლება აღარ მომთხოვოთ და იტალიურსაც ვისწავლი, გერმანულსაც, პორტუგალიურსაც და სპარსულსაც laugh.gif

შვედური მე მინდა რომ ვისწავლოოოოოოოოოო

ციტატა(KAIROS @ Oct 8 2008, 05:04 AM) *

ეს არის პირველი დანტე ალიგიერის იტალიური ( უფრორე ტოსკანური)
მერე მოყვება სხვადასხვა დიალექტები, გესიამოვნებათ smile.gif

http://www.ladante.it/esercizi/videoservizio/1164cdn.asp

ადამიანო ამ დამწყებ ხალხს დანტე ალეგიერი რომ ჩაურთე..... შენ ამეცადინებ მოსწავლეეებს? თავიდანვე ასე დანტეს თუ მიათხლიშავ შენი მასწავლებლობა არ გეიშვას გურიის ერთერთი სოფლის (ჩვენ რომ ვიცით) იმის მოსახვევში biggrin.gif

პოსტის ავტორი: likka თარიღი: Oct 8 2008, 09:55 PM

Ligia

ციტატა
შვედურის სწავლა მინდა იქნებ იცით ვინმე მასწავლებელი? ოღონდ კარგი და ნამეტანს ძვირსაც ნუ გამომართმევს

მართლა ვეძებ

ხო, კაი, ჯანდაბას biggrin.gif ერთ მოსწავლესაც დავიმატებ, ოღონდ ონლინ tongue.gif უფასოდ tongue.gif

პოსტის ავტორი: Ismail თარიღი: Oct 8 2008, 11:49 PM

ციტატა(subterranean @ Oct 6 2008, 11:19 PM) *

ბოსნიურად მაიმუნი მაიმუნია cool.gif
ბოსნიური ენა არ არსებობს, ბოსნიელები სერბულად ლაპარაკობენ. smile.gif

ხოოო, ეს ისე, კაი თემა გაგიხსნია დათო...

თურქულს და ისლანდიურს ვსწავლობ. biggrin.gif

ისე, ყველაზე ლამაზი ენებია: სერბული, რუმინული, ალბანური და ესტონური... rolleyes.gif

www.livemocha.com - ამ საითზე შედით და ძალიან ბვევრი ენის სწავლებაა...

პოსტის ავტორი: likka თარიღი: Oct 9 2008, 12:03 AM

Ismail

ციტატა
www.livemocha.com - ამ საითზე შედით და ძალიან ბვევრი ენის სწავლებაა...

ნამდვილად კარგი საიტია, რამდენი ხანია მახსენებენ დავალება გაქვს ჩასაბარებელიო და ვერ მოვიცალე biggrin.gif

პოსტის ავტორი: შოთაძე თარიღი: Oct 10 2008, 01:27 AM

თამარი_ცქნაფო

ციტატა

ნუსხური ენა არ არის, ანბანია და თან ნუსხური და ხუცური ერთი და იგივეა

ძველი ქართული მხოლოდ ანბანია? ohmy.gif

პოსტის ავტორი: თამარი_ცქნაფო თარიღი: Oct 10 2008, 01:37 AM

ციტატა(შოთაძე @ Oct 10 2008, 02:27 AM) *

თამარი_ცქნაფო
ძველი ქართული მხოლოდ ანბანია? ohmy.gif

რაც შენ დაასახელე, ეგ ენა არ არის, ეგ არის ქართული ენის ანბანი. ანუ რომელი გამოსახულებებითაც (უხეშად რომ ვთქვათ) გადაჰქონდათ ენაზე წარმოთქმული სიტყვები. ძველი ქართული იგივეა, რაც თანამედროვე ქართული. ქართული ენის ორიგინალობა სწორედ ისაა (განსხვავებით ბერძნული, სომხური ენებისაგან), რომ ძველი და ახლაი მოწყვეტილი არ არის ერთმანეთისგან, სხვადასვხა ენებს არ წარმოადგენენ. უბრალოდ განვითარების გარკვეული საფეხურები განვლო ქართულმა ენამ. ძველის შესასწავლად შენ არ გჭირდება სხვა ენა ისწვალო, რადგან ცოტა რომ დაატანო გონება, მშვენივრად გაიგებ. რაც შეეხება ანბანს, ანუ გამოსახვის საშუალებას, მან სამი საფეხური გაიარა: ასომთავრული-მრგვლოვანი, ნუსხა-ხუცური, იგივე კუთხური და მხედრული, რომელსაც დღეს ვიყენებთ. ასე რომ, შენ ენა კი არა, დამწერლობა, ანბანი უნდა ისწავლო, ენა ისედაც იცი biggrin.gif

პოსტის ავტორი: შოთაძე თარიღი: Oct 10 2008, 01:43 AM

თამარი_ცქნაფო
სპასიბა განმარტებისთვის 2kiss.gif სიტყვებიც ხომ არის ისეთი რომლებიც უკვე ფატობრივად ხმარებაში რომ აღარ არის? მე როგორც ვიცი საკმაოდ ბევრი ისეტი სიტყვებია წიგნებშიც კი იშვიათად თუ შევხვდებით

პოსტის ავტორი: თამარი_ცქნაფო თარიღი: Oct 10 2008, 01:54 AM

ციტატა(შოთაძე @ Oct 10 2008, 02:43 AM) *

თამარი_ცქნაფო
სპასიბა განმარტებისთვის 2kiss.gif სიტყვებიც ხომ არის ისეთი რომლებიც უკვე ფატობრივად ხმარებაში რომ აღარ არის? მე როგორც ვიცი საკმაოდ ბევრი ისეტი სიტყვებია წიგნებშიც კი იშვიათად თუ შევხვდებით

ი. აბულაძე - ძველი ქარული ენის ლექსიკონი
ზ. სარჯველაძე - ძველი ქართული ენის ლექსიკონი
ბევრი იკითხე თვითონ ტექსტები, თან ეგ ლექსიკონები გქონდეს გევრდით, საჭიროებისას ჩახედავ და და ნელ-ნელა მიეჩვევი smile.gif
smile.gif

პოსტის ავტორი: likka თარიღი: Oct 10 2008, 11:35 PM

მარიამი
მარი, რა ქნა ჩემმა მეთოდმა, გაამრთლა?? rolleyes.gif

პოსტის ავტორი: Ismail თარიღი: Oct 12 2008, 04:26 PM

Likka

ციტატა(likka @ Oct 9 2008, 01:03 AM) *

Ismail

ნამდვილად კარგი საიტია, რამდენი ხანია მახსენებენ დავალება გაქვს ჩასაბარებელიო და ვერ მოვიცალე biggrin.gif
კი, კარგი საიტია, მარა გრამატიკის სწავლება არაა... რაღაც უფრო პრაქტიკასავით გადიხარ. ძნელია ეგრე ენის სწავლა, თუ გრამატიკას არ შეიწავლი...

პოსტის ავტორი: ირაკლი თარიღი: Oct 12 2008, 05:52 PM

დიდი სიამოვნებით შევისწავლი თურქულ ენას. ხომ არავინ იცის რამდენი ხანი დამჭირდება სალაპარაკო თურქულის შესასწავლად? fiqri.gif

umnik2.gif

პოსტის ავტორი: iisperiTOVLI თარიღი: Oct 12 2008, 05:52 PM

აბა ჩინურს ვინ მასწავლის? biggrin.gif

პოსტის ავტორი: ირაკლი თარიღი: Oct 12 2008, 05:56 PM

ციტატა
აბა ჩინურს ვინ მასწავლის?

მეჰ ki.gif

პოსტის ავტორი: iisperiTOVLI თარიღი: Oct 12 2008, 06:45 PM

ციტატა(ირაკლი @ Oct 12 2008, 05:56 PM) *

მეჰ ki.gif

როდის დავიწყოოთ? biggrin.gif : )))

პოსტის ავტორი: ეკატო თარიღი: Oct 12 2008, 06:59 PM

იტალიურს ვინ მასწავლის? rolleyes.gif
რა ვიცი იქნებ უცებ იტალიაში ამოვყო თავი biggrin.gif biggrin.gif

პოსტის ავტორი: თამარი_ცქნაფო თარიღი: Oct 12 2008, 10:12 PM

როგორც ვატყობ, იტალიურმა გაიმარჯვა, ინგლისური არ ითვლება biggrin.gif

პოსტის ავტორი: ალექსანდრე თარიღი: Oct 12 2008, 10:19 PM

ბერძნულს შევისწავლიდი

პოსტის ავტორი: kuskusa თარიღი: Oct 12 2008, 10:54 PM

აუ ბერძნულს მეც დიდი სიამოვნებით შევისწავლიიიიი kitxva.gif ოღონდ მარტლა

პოსტის ავტორი: თამარი_ცქნაფო თარიღი: Oct 12 2008, 10:55 PM

აბა, ვის უნდოდა ინგლისური?

ააა, ბატონო, რამდენი რამაა

http://www.lib.ru/ENGLISH/

პოსტის ავტორი: მატასი თარიღი: Oct 12 2008, 11:23 PM

iisperiTOVLI

ციტატა

როდის დავიწყოოთ? : )))

კვირას, წირვის შემდეგ biggrin.gif

პოსტის ავტორი: Ligia თარიღი: Oct 15 2008, 03:22 PM

ციტატა(likka @ Oct 8 2008, 09:55 PM) *

Ligia

ხო, კაი, ჯანდაბას biggrin.gif ერთ მოსწავლესაც დავიმატებ, ოღონდ ონლინ tongue.gif უფასოდ tongue.gif

მაგას მირჩევნია ერთი ერთზე ფასიანად, ონლიან რაი უდნა ვისწავლო, გარტყმაში არ ვარ შვედურის, თუ ახლა საქართველოში არ იმყოფები მაშინ სხვა ამბავია smile.gif

პოსტის ავტორი: likka თარიღი: Oct 15 2008, 05:01 PM

Ligia

ციტატა
მაგას მირჩევნია ერთი ერთზე ფასიანად, ონლიან რაი უდნა ვისწავლო, გარტყმაში არ ვარ შვედურის, თუ ახლა საქართველოში არ იმყოფები მაშინ სხვა ამბავია

საქართველოში კი ვარ, მარა არ მცალიან, გენა :|

თუ გინდა, რავი, მეხუთე კორპუსში მოდი, საღამოს კურსებია და იქა ვარ მეცა smile.gif და სიამოვნებით, ასე კერძოთ არ მცალია smile.gif

პოსტის ავტორი: ai gogoo თარიღი: Oct 17 2008, 02:41 PM

ესპანური დაამატეთ ამ ენებს რაsad.gif

ესპანურის შესწავლა მინდა ძალიან.

პოსტის ავტორი: თემო თარიღი: Oct 17 2008, 06:24 PM

გერმანულს გავიხსენებდი რომელიც ძალიან კარგად ვიცოდი და მიმავიწყდა სამწუხაროდ და ინგლისურს კი განვავითარებდი, მაგრამ აქ კონკრეტულად ვინ რას აპირებს, სიმართლე გითხრათ მთლად კარგად ვერ გავიგე smile.gif

პოსტის ავტორი: თამარი_ცქნაფო თარიღი: Oct 20 2008, 02:12 PM

ამ თემამ ამოწურა თავი?

ავტორს ვთხოვ, გადავიდეს შემდეგ ეტაპზე. მგონი, დროა smile.gif

პოსტის ავტორი: ბარბარე თარიღი: Nov 7 2008, 10:08 PM

ციტატა
აუ ბერძნულს მეც დიდი სიამოვნებით შევისწავლიიიიი ოღონდ მარტლა

ციტატა
ბერძნულს შევისწავლიდი

ღმერთო ჩემო,რამდენი ხანია ვეძებ,და ბერძნული ენის ვერც შემსწავლელი რამე,და ვერც მცოდნე ვერ ვნახე...
თუ ვინმემ იცის დამეხმარეთ რა...ძირითადად საეკლესიო ტერმინები მჭირდება.......

პოსტის ავტორი: იოანა თარიღი: Nov 7 2008, 10:26 PM

ციტატა(კანონისტი @ Oct 6 2008, 04:21 PM) *

რა ხდება ახლა:
ერთ-ერთ ჩვენ ფორუმელს ვასწავლი თურქულს. ვწერ ხოლმე რაღაც გარკვეულ საკითხს MSWord-ში, მერე ვუგზავნი და სწავლობს. საკმაოდ გაამართლა მეთოდმა.

მომივიდა ასეთი იდეა: ახლა გავხსნათ აქ გამოკითხვა და გავარკვიოთ, რომელი ენის შესწავლა უნდათ ფორუმელებს. მერე გავხსნათ შესაბამისი თემა და იქ დავდოთ ხოლმე მასალები.

ვინაიდან გამოკითხვაში მითითებულ ყველა ენას ვერ ვფლობ, იმედი მაქვს თუკი მსურველები იქნებიან, შესაბამისი ენის მცოდნე ფორუმელები დაგვეხმარებიან.

აბა, მოგწონთ?

თურქჩე ჩოქ გიუზელ rolleyes.gif

პოსტის ავტორი: კანონისტი თარიღი: Nov 8 2008, 01:56 PM

მგონი, დროა დავიწყოთ.

პოსტის ავტორი: zedela თარიღი: Nov 8 2008, 02:41 PM

თურქულს ვისწავლიდი უკეთsmile.gifდა მერე სხვა ენებს შევუდგებიbiggrin.gif:D

ისე არაბული ტუ დაგჭირდათ აქ ვარsmile.gif a075.gif

პოსტის ავტორი: ბარბარე თარიღი: Nov 10 2008, 02:45 AM

მე ბერძნული-ოღონდ სერიოზულად-ძირითადად გრამატიკა(ზმნის უღლება-ძალიან რთულია;წარსული და მომავალი ფორმები...)

პოსტის ავტორი: Ligia თარიღი: Nov 21 2008, 05:55 PM

ციტატა(likka @ Oct 15 2008, 05:01 PM) *

Ligia

საქართველოში კი ვარ, მარა არ მცალიან, გენა :|

თუ გინდა, რავი, მეხუთე კორპუსში მოდი, საღამოს კურსებია და იქა ვარ მეცა smile.gif და სიამოვნებით, ასე კერძოთ არ მცალია smile.gif

შენ ასწავლი ანუ? smile.gif
შვედეთსი მიდნა სასწავლებლად წასვლა და მაგიტომაც

ისა და შენ თუ არ გცალია ვინმე არა მეძვირეს ხომ ვერ მიმასწალიდი ერთი ერთზე რომ მამეცადინოს?

პოსტის ავტორი: KAIROS თარიღი: Nov 22 2008, 04:41 AM

ციტატა
მგონი, დროა დავიწყოთ.

დაწერე აბა რა და როგორ smile.gif

პოსტის ავტორი: sopo... თარიღი: Nov 22 2008, 01:36 PM

რომელი ენებიც გამოიკვეთა დავიწყოოთ რაა..
თურქჩეც მაგალითად.. ლამაზი შეიძლება არა მარა პრაქტიკულია.. ყოველ ნაბიჯზე, ზაფხულში.. ყველას სჭირდება..

ციტატა
კი არა და, hiçkimse istemiyor şu anda, ama bundan sonra herkes bizim arasında olan komşuluğumuz ve Türkçe önemlilik hakkına konuşmak başlayacaklar.... biliyorum!!

ჰერ კეზ ისთიორ.. ben de turkce daha iyi ogrenmek cok istiyoruuum ..
ხმები არ აქვს.. მე და აი ამ სამ კაცს გვინდა რა

IPB-ს სურათი

პოსტის ავტორი: maikoo-84 თარიღი: Dec 1 2008, 03:43 PM

იტალიური და ესპანურიც მაგარი ენაა და მეც ძალიან მინდა სწავლა, თუმცა ქართულ ენას მაინც ვერცერთი შეედრება...
ისე კი არც იტალიური და არც ესპანურია სასწავლად ძნელი. სხვა ენებთან შედარებით ადვილი სასწავლია

და კიდე იქნება ვინმე დამეხმაროს სვანურის ან აფხაზურის სწავლაში

ციტატა(შოთაძე @ Oct 10 2008, 01:27 AM) *

თამარი_ცქნაფო
ძველი ქართული მხოლოდ ანბანია? ohmy.gif

ძველი ქართულის სწავლა ძალიან ადვილია თუ ანბანი გაქ ოთხჯერ დაწერე მამაო ჩვენო და ისწავლი თუ არადა ლოცვების წიგნი იყიდება თან ნუსხური თან ანამედროვე ანბანი და მასე ადვილად ისწავლი

პოსტის ავტორი: maikoo-84 თარიღი: Dec 1 2008, 04:07 PM

ციტატა(iisperiTOVLI @ Oct 7 2008, 10:03 PM) *

სი სი პორკე ნო.. biggrin.gif

უკაცრავად
ესპანური კარგად იცი?

ციტატა(subterranean @ Oct 7 2008, 06:33 PM) *

ამ პოსტის მერე რო დაწერე ვის ვუთხრა? blink.gif ელვირ ლაკოვიჩს? rolleyes.gif laugh.gif cool.gif
krava daje med a pcela daje mlijeko laugh.gif
შევასწავლი მეგრულს უფასოდ

მეც მოგეხმარები

პოსტის ავტორი: milana თარიღი: Dec 6 2008, 10:18 PM

ციტატა(syd @ Oct 6 2008, 06:19 PM) *

მეგრულის სწავლა მინდა.

გასწავლი გინდა?biggrin.gif:D
ხო მე უზომოდ მომწონს იტალიური ენა და ვაპირებ კიდეც მომავალში ვისწავლო
ეხა ფღანსეს ვსაცვლობ და მერე biggrin.gif

პოსტის ავტორი: KAIROS თარიღი: Dec 6 2008, 10:20 PM

ციტატა

ხო მე უზომოდ მომწონს იტალიური ენა და ვაპირებ კიდეც მომავალში ვისწავლო

მილანა ტყუილად გქვია აბა?
biggrin.gif
ჯოიტი;
რომანო!
პ.ს.
აბა რას იტყვით როგორ დაიწყოს აქ ენების სწავლება?

პოსტის ავტორი: თამარი_ცქნაფო თარიღი: Dec 6 2008, 10:25 PM

ციტატა(maikoo-84 @ Dec 1 2008, 04:43 PM) *

ძველი ქართულის სწავლა ძალიან ადვილია თუ ანბანი გაქ ოთხჯერ დაწერე მამაო ჩვენო და ისწავლი თუ არადა ლოცვების წიგნი იყიდება თან ნუსხური თან ანამედროვე ანბანი და მასე ადვილად ისწავლი

ამხნის ქალი ვარ და ამფერი აფერი გამიგია blink.gif huh.gif

პოსტის ავტორი: milana თარიღი: Dec 6 2008, 10:30 PM

ციტატა(KAIROS @ Dec 6 2008, 09:20 PM) *

მილანა ტყუილად გქვია აბა?
biggrin.gif
ჯოიტი;
რომანო!
პ.ს.
აბა რას იტყვით როგორ დაიწყოს აქ ენების სწავლება?

biggrin.gif კარგად აღნიშნე
ბოლო ასოშია განსხვავებე თოერე მერქმეოდა მილანი biggrin.gif

პ.ს საინტერესო თემა და კარგი წამოწყებაა

პოსტის ავტორი: likka თარიღი: Dec 8 2008, 10:29 AM

თამარი_ცქნაფო

ციტატა
ამხნის ქალი ვარ და ამფერი აფერი გამიგია

biggrin.gif ერთი ძველი სიმღერა გამახსენდა biggrin.gif biggrin.gif

პოსტის ავტორი: თამარი_ცქნაფო თარიღი: Dec 11 2008, 12:46 PM

ამ თემამ შედეგამდე არ უნდა მიგვიყვანოს?

პოსტის ავტორი: Ligia თარიღი: Dec 29 2008, 01:01 PM

ციტატა(likka @ Oct 15 2008, 05:01 PM) *

Ligia

საქართველოში კი ვარ, მარა არ მცალიან, გენა :|

თუ გინდა, რავი, მეხუთე კორპუსში მოდი, საღამოს კურსებია და იქა ვარ მეცა smile.gif და სიამოვნებით, ასე კერძოთ არ მცალია smile.gif

შენა და კიდე ხარ მეხუთე კორპუსში შვედურის საღამოს კურსებზე? და კიდევ სიამოვნებით მასწავლი ? biggrin.gif

პოსტის ავტორი: likka თარიღი: Dec 29 2008, 01:30 PM

ციტატა(Ligia @ Dec 29 2008, 02:01 PM) *

შენა და კიდე ხარ მეხუთე კორპუსში შვედურის საღამოს კურსებზე? და კიდევ სიამოვნებით მასწავლი ? biggrin.gif

კი, კიდევ ვარ, ჯერ-ჯერობით ვარ, თუ სადმე არ წავედი cool.gif
იანვირდან შეიძლება რაღაცეები შეიცვალოს და შეიძლება დროც უფრო მეტი გამომიჩნდეს, ასე რომ Välkommen smile.gif

პოსტის ავტორი: Ligia თარიღი: Dec 29 2008, 08:40 PM

ციტატა(likka @ Dec 29 2008, 01:30 PM) *

კი, კიდევ ვარ, ჯერ-ჯერობით ვარ, თუ სადმე არ წავედი cool.gif
იანვირდან შეიძლება რაღაცეები შეიცვალოს და შეიძლება დროც უფრო მეტი გამომიჩნდეს, ასე რომ Välkommen smile.gif

აუ მოვალ რააააააააააააა, მართლა მინდა ვისწავლო შვედური საყველპურო მაინც, ნუ ახლა გაიაროს ახალმა წლებმა (14 იანვარს ვგულისხმობ) და მერე თუ სადმე არ წახვედი, მოვალ

Valkommen-სთვის მადლობა smile.gif

პოსტის ავტორი: likka თარიღი: Dec 29 2008, 09:02 PM

ციტატა(Ligia @ Dec 29 2008, 09:40 PM) *

აუ მოვალ რააააააააააააა, მართლა მინდა ვისწავლო შვედური საყველპურო მაინც, ნუ ახლა გაიაროს ახალმა წლებმა (14 იანვარს ვგულისხმობ) და მერე თუ სადმე არ წახვედი, მოვალ
Valkommen-სთვის მადლობა smile.gif

ივლისამდე ნამდვილად არსად მივდივარ a075.gif მე 8-ში გავდივარ სამსახურში, 14-მდე უკვე წესით გარკვეული უნდა იყოს ახალი ცხრილი ხოდა გელოდებით smile.gif იმედია მექნება დრო smile.gif

პოსტის ავტორი: KAIROS თარიღი: Dec 30 2008, 12:00 AM

ციტატა
ამ თემამ შედეგამდე არ უნდა მიგვიყვანოს?

არ გვეშვლება? biggrin.gif

პოსტის ავტორი: თამარი_ცქნაფო თარიღი: Dec 30 2008, 12:07 AM

ციტატა(KAIROS @ Dec 30 2008, 01:00 AM) *

არ გვეშვლება? biggrin.gif

მეც ამას ვკითხულობ. თუ უახლოს ერთ თვეში თავს ვერ მოაბამთ, თემას ვხურავ! მის არსებობას რა აზრი აქვს, გაუგებარია.

პოსტის ავტორი: KAIROS თარიღი: Dec 30 2008, 12:09 AM

როგორ და რანაირად ეგ მოიფიქრეთ smile.gif

პოსტის ავტორი: თამარი_ცქნაფო თარიღი: Dec 30 2008, 12:09 AM

ციტატა(KAIROS @ Dec 30 2008, 01:09 AM) *

მოკლედ ნელნელა იტალიურის სწავლებას მე ვიდებ თავს და გეორგიანელიც მომეხმარება ალბათ smile.gif
როგორ და რანაირად ეგ მოიფიქრეთ smile.gif

შენ ჯერ ქართულად წერა ისწვალე : biggrin.gif

ნელ-ნელა laugh.gif

პოსტის ავტორი: likka თარიღი: Dec 30 2008, 12:26 AM

ელემენტარული, "საყველ-პურო" შვედურის გაკვეთილები ჩემზე იყოს, ოღონდ მაცადეთ პაწა, მოვიცლი ცოტახანში smile.gif

პოსტის ავტორი: Ismail თარიღი: Dec 30 2008, 01:37 AM

ესე იგი, რა ენების ცოდნა მინდა (რუსულის გარდა, რომლის ცოდნის დონეც მაკმაყოფილებს):

პირველ რიგში, მსურს გავიღრმავო და სრულვყო შემდეგი ენების ცოდნა:
ინგლისური;
გერმენული;
თურქული;

მეორე რიგში (მას შემდეგ, რაც პირველი რიგის ენებს იმ დონეზე ვისწავლი, მე რო მინდა biggrin.gif ):
ესპერანტო;
აზერბაიჯანული;
სომხური;
ესპანური;
იტალიური;

მესამე რიგში (ანუ მას შემდეგ, რაც მეორე რიგის ენებს ვისწავლი):
ისლანდიური;
ალბანური;
ესტონური;
რუმინული;
მონღოლური;
ირლანდიური;
სერბული (?).

როდესაც ყველა ამ ენას ვისწავლი, ჩემს ლინგვისტურ მოთხოვნილებებს დაკმაყოფილებულად ჩავთვლი! biggrin.gif biggrin.gif

პოსტის ავტორი: likka თარიღი: Dec 30 2008, 01:47 AM

ციტატა
როდესაც ყველა ამ ენას ვისწავლი, ჩემს ლინგვისტურ მოთხოვნილებებს დაკმაყოფილებულად ჩავთვლი!

გაიხარე შენ! biggrin.gif მერე ჩვენც გვასწავლე როგორ ვისწავლოთ მაგდენი ენა ერთად tongue.gif

პოსტის ავტორი: თამარი_ცქნაფო თარიღი: Dec 30 2008, 02:00 AM

საქმე, საქმე მაჩვენეთ!

პოსტის ავტორი: likka თარიღი: Dec 30 2008, 11:32 AM

ციტატა(თამარი_ცქნაფო @ Dec 30 2008, 03:00 AM) *

საქმე, საქმე მაჩვენეთ!

ცოტაც გვადროვე, მოდერ rolleyes.gif ახალი წლის მერე დავდებ ერთ ფაილს cool.gif ჯერ არ მცალიან sad.gif

პოსტის ავტორი: Ismail თარიღი: Dec 30 2008, 01:10 PM

Likka

ციტატა(likka @ Dec 30 2008, 01:47 AM) *

გაიხარე შენ! biggrin.gif მერე ჩვენც გვასწავლე როგორ ვისწავლოთ მაგდენი ენა ერთად tongue.gif
ერთად რატო კაცო? mellow.gif ნელ-ნელა და ნაბიჯ-ნაბიჯ. smile.gif biggrin.gif

პოსტის ავტორი: კანონისტი თარიღი: Dec 30 2008, 01:14 PM

Ismail

ციტატა
ისლანდიური;

mellow.gif

პოსტის ავტორი: თამარი_ცქნაფო თარიღი: Dec 30 2008, 01:25 PM

ციტატა(კანონისტი @ Dec 30 2008, 02:14 PM) *

Ismail

mellow.gif

მოიცა და ესპერანტოს რომ შეისწავლის, რა ხეირი? biggrin.gif

პოსტის ავტორი: კანონისტი თარიღი: Dec 30 2008, 01:31 PM

თამარი_ცქნაფო

ციტატა
მოიცა და ესპერანტოს რომ შეისწავლის, რა ხეირი?

ესპერანტო, იმის მიუხედავად რომ ხელოვნური ენაა, უკვე 2 000 000-ზე მეტი ადამიანისთვის არის მშობლიური, ხოლო მოლაპარაკეთა რიცხვი, როგორც მახსოვს 15 მლნ-ზე მეტია...

და ისლანდიელებს მათი ყინულებიც ეყოფათ!... laugh.gif

პოსტის ავტორი: Ismail თარიღი: Dec 30 2008, 01:46 PM

კანონისტი
2 000 000 თუ 2 000 ? huh.gif

პოსტის ავტორი: likka თარიღი: Dec 30 2008, 01:50 PM

აფსუს, არადა პორტუგალიურს ვისწავლიდი როგორ დიდი სიამოვნებით rolleyes.gif

პოსტის ავტორი: Ismail თარიღი: Dec 30 2008, 01:55 PM

Likka

ციტატა(likka @ Dec 30 2008, 01:50 PM) *

აფსუს, არადა პორტუგალიურს ვისწავლიდი როგორ დიდი სიამოვნებით rolleyes.gif
ისწავლე ესპანური და სადაც ხ იქნება, ჟ-დ შეცვალე, სადაც ო შეგხვდეს, უ-დ გადააკეთე, ხოლო ჩ-ები შ-ებად გადააქციე.

გამოვა პორტუგალიური. tongue.gif biggrin.gif

პოსტის ავტორი: თამარი_ცქნაფო თარიღი: Dec 30 2008, 01:58 PM

მე ამ თემას დავხურავ, მგონი მან უკვე ამოწურა თავისი ყოველგვარი მისია... მხოლოდ ლაპარაკობთ...

პოსტის ავტორი: კანონისტი თარიღი: Dec 30 2008, 03:12 PM

თამარი_ცქნაფო
არ დახურო. გაისიდან ვიწყებ თურქულის კურსებს smile.gif

მართლა ვამბობ. კარგ დონეზე გასწავლით.

პოსტის ავტორი: likka თარიღი: Dec 30 2008, 09:07 PM

თამარი_ცქნაფო
იყოს ცოტახანი რას გიშლის? საჭმელს გთხოვს თუ სასმელს tongue.gif თუ წაშლი ვეღარც ვერაფერს დავდებთ tongue.gif

პოსტის ავტორი: Ligia თარიღი: Jan 21 2009, 06:27 PM

ციტატა(likka @ Dec 29 2008, 09:02 PM) *

ივლისამდე ნამდვილად არსად მივდივარ a075.gif მე 8-ში გავდივარ სამსახურში, 14-მდე უკვე წესით გარკვეული უნდა იყოს ახალი ცხრილი ხოდა გელოდებით smile.gif იმედია მექნება დრო smile.gif

გაირკვა ახალი ცხრილი ?

პოსტის ავტორი: likka თარიღი: Jan 22 2009, 11:52 AM

ციტატა(Ligia @ Jan 21 2009, 07:27 PM) *

გაირკვა ახალი ცხრილი ?

მარტის დასაწყისამდე ასე-თუ ისე კი, მარტიდან სხვა ცხრილი იქნება, და მანამდე თავი თუ შემრჩა მხრებზე თავი - მობრძანდი biggrin.gif

ისე, მარტიდან წესით ერთმა ახალმა ჯგუფმა უნდა დაიწყოს მეცადინეობა ხოდა თუ გამოჩნდა ხალხი, იმათთან ერთად ჩაგსვამ cool.gif

პოსტის ავტორი: Ligia თარიღი: Jan 23 2009, 12:44 PM

ციტატა(likka @ Jan 22 2009, 11:52 AM) *

მარტის დასაწყისამდე ასე-თუ ისე კი, მარტიდან სხვა ცხრილი იქნება, და მანამდე თავი თუ შემრჩა მხრებზე თავი - მობრძანდი biggrin.gif

ისე, მარტიდან წესით ერთმა ახალმა ჯგუფმა უნდა დაიწყოს მეცადინეობა ხოდა თუ გამოჩნდა ხალხი, იმათთან ერთად ჩაგსვამ cool.gif

ჩამსვი რაააააააა, იცი რა კაი მოსწავლე ვარ? სულ რომ თავზე დამხობა სამეცადინო მომცე მეორე გაკვეთილისთვის ყველაფერს ჩაგაბარებ biggrin.gif

იმედია საღამოს ჯგუფი იქნება

პოსტის ავტორი: likka თარიღი: Jan 23 2009, 01:30 PM

ციტატა(Ligia @ Jan 23 2009, 01:44 PM) *

ჩამსვი რაააააააა, იცი რა კაი მოსწავლე ვარ? სულ რომ თავზე დამხობა სამეცადინო მომცე მეორე გაკვეთილისთვის ყველაფერს ჩაგაბარებ biggrin.gif

იმედია საღამოს ჯგუფი იქნება

მეხუთე კორპუსში მოდი smile.gif

პოსტის ავტორი: Ligia თარიღი: Jan 23 2009, 01:37 PM

ციტატა(likka @ Jan 23 2009, 01:30 PM) *

მეხუთე კორპუსში მოდი smile.gif

რომელი გპი თუ თსუ? და რომელ საათზე?

პოსტის ავტორი: likka თარიღი: Jan 23 2009, 01:41 PM

Ligia

ციტატა
რომელი გპი თუ თსუ? და რომელ საათზე?

თსუ - ვაკეში. დღეს 5ზე იქ უნდა ვიყო წესით. თუ არადა, მეორე სართულზე არის ენების ცენტრი, და ქალბატონ რუსუდანს დაელაპარაკე. ეხლა ცოტა დრო გამომითავისუფლდა მეორე სამსახურიდან და ჩაგსვამ სადმე smile.gif

პოსტის ავტორი: Tarzana თარიღი: Jan 23 2009, 01:48 PM

ესპანური რათ არ დაწერეთ გამოკითხვაში რა ზანგია? sad.gif

პოსტის ავტორი: likka თარიღი: Jan 23 2009, 01:49 PM

ციტატა(Tarzana @ Jan 23 2009, 02:48 PM) *

ესპანური რათ არ დაწერეთ გამოკითხვაში რა ზანგია? sad.gif

მარტო პაპსა ენები წერია მანდ tongue.gif tongue.gif შვედურიც დაიბრიყვეს cool.gif biggrin.gif

პოსტის ავტორი: ა ნ უ კ ა თარიღი: Jan 23 2009, 01:58 PM

likka
რომელ ენას ასწავლი? ინგლისურს? unsure.gif

პოსტის ავტორი: likka თარიღი: Jan 23 2009, 02:00 PM

ციტატა(ა ნ უ კ ა @ Jan 23 2009, 02:58 PM) *

likka
რომელ ენას ასწავლი? ინგლისურს? unsure.gif

ინგლისურსაც tongue.gif და შვედურს, ლიგიას შვედური აინტერესებს ძირითადად tongue.gif

პოსტის ავტორი: ა ნ უ კ ა თარიღი: Jan 23 2009, 02:02 PM

ციტატა(likka @ Jan 23 2009, 02:00 PM) *

ინგლისურსაც tongue.gif და შვედურს, ლიგიას შვედური აინტერესებს ძირითადად tongue.gif

აუ ინგლისურში ჩამსვი რაა biggrin.gif

თან გასავლელი მაქვს ამ სემესტრში

პოსტის ავტორი: likka თარიღი: Jan 23 2009, 02:05 PM

ციტატა(ა ნ უ კ ა @ Jan 23 2009, 03:02 PM) *

აუ ინგლისურში ჩამსვი რაა biggrin.gif

თან გასავლელი მაქვს ამ სემესტრში

smile.gif ინგლისურს სხვაგან ვასწავლი, მანდ შვედურზე ვარ მარტო და როგორ ჩაგსვა აბა unsure.gif

რო იცოდე როგორ ყელში მაქვს უკვე ინგლისურის სწავლება , შვედური ჯანდაბას კიდე tongue.gif

პოსტის ავტორი: mekaje თარიღი: Jan 23 2009, 02:11 PM

მე მინდა რუსული ენის შესწავლა. ძალიან მინდა რუსული ლიტერატურა ვიკითხო.
გადავწყვიტე მე თვითონ შევისწავლო. რუსულ-ქართული ლექსიკონის გამოყენებით ვკითხულობ რუსულ წიგნს და ნელ-ნელა ვსწავლობ სიტყვებს. იმედია ერთი წლის შემდეგ შევძლებ რუსულ ლაპარაკს თუ არა, წიგნების თავისუფლად კითხვას მაინც. გრამატიკულად ცოტა მიჭირს, მაგრამ ნაცნობ ტექსტს ვკითხულობ და ასე თუ ისე რაღაც გამომდის. smile.gif

პოსტის ავტორი: likka თარიღი: Jan 23 2009, 02:12 PM

ციტატა
მე მინდა რუსული ენის შესწავლა. ძალიან მინდა რუსული ლიტერატურა ვიკითხო.

მაგარია რუსული cool.gif

მე გუშინ აღმოვაჩინე რომ უკვე ლაპარაკიც მიჭირს, არადა გულში ამირანივით ისე ვუბერაააააააააააავ, იფ იფ e025.gif

პოსტის ავტორი: Ligia თარიღი: Jan 24 2009, 07:57 PM

ციტატა(likka @ Jan 23 2009, 02:00 PM) *

ინგლისურსაც tongue.gif და შვედურს, ლიგიას შვედური აინტერესებს ძირითადად tongue.gif

ლიგიამ 6 ფაკულტეტზე გააგზავნა საბუთები მაგისტრატურაზე და აქედან 5 შვედეთშია, ხოდა სხვა აბა რამ უნდა დამაინტერესოს, ინგლისური ქე ვიცი ჩანჩქერივით biggrin.gif

ხოდა რომ ჩამსვავ ლიკა სადმე 3 4 დღით ადრე პმ ში მომწერე რააააა და გამოვქანდები პირველივე გაკვეთილზევე სიხარულით დავქუდმოგლეჯილი, ოღონდ საღამოს ჯგუფში რაააა, 6.30 მდე სამსახურში ვარ sad.gif შაბათ-კვირის გარდა)

შენ გაიხარე

ხალხნო კიდევ რა მაინტერესებს ფრანგულს ვსწავლობდი ცოტა ხანი და მინდა ეგეც გავიხსენო ვინ დამეხმარებით?
მე კიდევ ინგლისურში დაგეხმარებით biggrin.gif

პოსტის ავტორი: likka თარიღი: Jan 24 2009, 09:10 PM

Ligia

ციტატა
ლიგიამ 6 ფაკულტეტზე გააგზავნა საბუთები მაგისტრატურაზე და აქედან 5 შვედეთშია

ანუ წესით უფასოში უნდა მოხვდე, თორე გავიგე მომავალი წლიდან მაგისტრატურაზე განათლება ფასიანი ხდება შვედეთშიო :|

უხ, 6:30-ზე როგორ მეზარება :| კვირას მეც ვისვენებ, და ერთი დღე რო შაბათი ყოფილიყო კაი იქნებოდა, ჯგუფში ვერ ჩაგსვამ, ინდივიდუალურად მოგიწევს სიარული ალბათ ასე 5 მარტამდე თუ გინდა, და მერე თსუ რომ დაიწყებს სწავლას და იქ შედგება ცხრილი მერე არ ვიცი რა და როგორ იქნება.

მოკლედ თუ 6:30ზე გინდა მანდამაინც, წესით კვირაში 3ჯერაა მეცადინეობა და ორშაბათი - ოთხშაბათი - პარასკევი მოგიწევს სიარული. ამ ორშაბათს არ მეცლება და ოთხშაბათიდან შეგიძლია მოხვიდე, ოღონდ ჯერ მაინც ქ-ნ რუსუდანთან უნდა მიხვიდე და გადახდის საკითხი მოაგვარო smile.gif

პოსტის ავტორი: თამარი_ცქნაფო თარიღი: Jan 24 2009, 10:15 PM

ახლა რა უნდა ვუყო ამათ? გამიხსნეს თემაში უფასო სარეკლამო სააგენტო biggrin.gif

პოსტის ავტორი: likka თარიღი: Jan 24 2009, 10:47 PM

თამარი_ცქნაფო
სააგენტო რა შუაშია?? huh.gif მკითხა ადამიანმა და ვუპასუხე, PM-ში კიდე იმიტო არ მივწერე რო თუ ვინმე გამოჩნდა მსურველი კიდე ათჯერ არ ვწერო ერთი და იგივე smile.gif

პოსტის ავტორი: თამარი_ცქნაფო თარიღი: Jan 24 2009, 10:55 PM

ციტატა(likka @ Jan 24 2009, 11:47 PM) *

თამარი_ცქნაფო
სააგენტო რა შუაშია?? huh.gif მკითხა ადამიანმა და ვუპასუხე, PM-ში კიდე იმიტო არ მივწერე რო თუ ვინმე გამოჩნდა მსურველი კიდე ათჯერ არ ვწერო ერთი და იგივე smile.gif

ჰოდა, ბარემ ყველამ ჩამოწერეთ თემის ფარგლებში, თუ კონკრეტულად რას, როდის და სად აპირებთ.

ჯერ ამ თემიდან ხერი ვერ დავინახე (კანონას გასაგონად) და ვიცდი გოდოს მოლოდინში sad.gif

პოსტის ავტორი: likka თარიღი: Jan 24 2009, 11:00 PM

თამარი_ცქნაფო

ციტატა
ჰოდა, ბარემ ყველამ ჩამოწერეთ თემის ფარგლებში, თუ კონკრეტულად რას, როდის და სად აპირებთ.

ჰოდა ვთქვი მე smile.gif და საფორუმო გაკვეთილებსაც ჩავატარებდი რომ ჩანდეს ვინმე მსურველი, მაგრამ ლიგიას გარდა არავინაა და ტყუილა ხო არ დავიწყებ "მუშაობას" tongue.gif

პოსტის ავტორი: თამარი_ცქნაფო თარიღი: Jan 24 2009, 11:04 PM

ციტატა(likka @ Jan 25 2009, 12:00 AM) *

თამარი_ცქნაფო
ჰოდა ვთქვი მე smile.gif და საფორუმო გაკვეთილებსაც ჩავატარებდი რომ ჩანდეს ვინმე მსურველი, მაგრამ ლიგიას გარდა არავინაა და ტყუილა ხო არ დავიწყებ "მუშაობას" tongue.gif

ჰოდა, კანონას მოხვდება, რისთვის გახსნა ეს თემა, სამარიაჟოდ?

პოსტის ავტორი: Ligia თარიღი: Jan 26 2009, 11:50 AM

ციტატა(likka @ Jan 24 2009, 09:10 PM) *

Ligia
ანუ წესით უფასოში უნდა მოხვდე, თორე გავიგე მომავალი წლიდან მაგისტრატურაზე განათლება ფასიანი ხდება შვედეთშიო :|

უხ, 6:30-ზე როგორ მეზარება :| კვირას მეც ვისვენებ, და ერთი დღე რო შაბათი ყოფილიყო კაი იქნებოდა, ჯგუფში ვერ ჩაგსვამ, ინდივიდუალურად მოგიწევს სიარული ალბათ ასე 5 მარტამდე თუ გინდა, და მერე თსუ რომ დაიწყებს სწავლას და იქ შედგება ცხრილი მერე არ ვიცი რა და როგორ იქნება.

მოკლედ თუ 6:30ზე გინდა მანდამაინც, წესით კვირაში 3ჯერაა მეცადინეობა და ორშაბათი - ოთხშაბათი - პარასკევი მოგიწევს სიარული. ამ ორშაბათს არ მეცლება და ოთხშაბათიდან შეგიძლია მოხვიდე, ოღონდ ჯერ მაინც ქ-ნ რუსუდანთან უნდა მიხვიდე და გადახდის საკითხი მოაგვარო smile.gif

ეჰჰჰ 6:30 კი არ მინდა მაგის მერეეეე, ანუ მაგ დროს ვამთავრებ სამსახურს, ანუ 19:00 ზე

ერთი დღე იყოს შაბათი, და თუ ინდივიდუალურად მამეცადინებ ერთი ეგ დღეც მეყოფა, ჯგუფში კვირაში სამჯერ სიარულს ერთხელ ინდივიდუალურად მოსვლა მირჩევნია, რომ თქვი არ მცალიაო მაგიტომ გითხარი ჯგუფში ჩამსვი თქო

თებერვლიდან დავიწყებ სწავლას თუ მასწავლი ერთი ერთზე, ხოდა რა დამიჯდება ეგ სიამოვნება? smile.gif

პოსტის ავტორი: likka თარიღი: Jan 26 2009, 01:01 PM

ციტატა(Ligia @ Jan 26 2009, 12:50 PM) *

ეჰჰჰ 6:30 კი არ მინდა მაგის მერეეეე, ანუ მაგ დროს ვამთავრებ სამსახურს, ანუ 19:00 ზე

ერთი დღე იყოს შაბათი, და თუ ინდივიდუალურად მამეცადინებ ერთი ეგ დღეც მეყოფა, ჯგუფში კვირაში სამჯერ სიარულს ერთხელ ინდივიდუალურად მოსვლა მირჩევნია, რომ თქვი არ მცალიაო მაგიტომ გითხარი ჯგუფში ჩამსვი თქო

თებერვლიდან დავიწყებ სწავლას თუ მასწავლი ერთი ერთზე, ხოდა რა დამიჯდება ეგ სიამოვნება? smile.gif

რა დაგიჯდება არ ვიცი ზუსტად, უნდა მიხვიდე და გაარკვიო თვითონ, ფინანსური საკითხები მე არ მეხება და არც დავინტერესებულვარ smile.gif

7საათხე არც ისე სახარბიელო დროა, მაგრამ თუ ერთი დღე შაბათი იქნება - ცოტა ადრე, მაშინ ჯანდაბას smile.gif მოკლედ, მიდი გაარკვიე იქ, წინასწარ უნდა გადაიხადო და მერე თებერვლიდან დავიწყოთ smile.gif

პოსტის ავტორი: Ligia თარიღი: Jan 26 2009, 02:37 PM

ციტატა(likka @ Jan 26 2009, 01:01 PM) *

რა დაგიჯდება არ ვიცი ზუსტად, უნდა მიხვიდე და გაარკვიო თვითონ, ფინანსური საკითხები მე არ მეხება და არც დავინტერესებულვარ smile.gif

7საათხე არც ისე სახარბიელო დროა, მაგრამ თუ ერთი დღე შაბათი იქნება - ცოტა ადრე, მაშინ ჯანდაბას smile.gif მოკლედ, მიდი გაარკვიე იქ, წინასწარ უნდა გადაიხადო და მერე თებერვლიდან დავიწყოთ smile.gif

კაი, მოკლედ ავირბენ ქალბატონ რუსუდანთან როგორც მიმასწავლე, ისე რომელ სართულზეა ეგეც მითხარი, და რომელ საათებში, შესვენებაზე ავირბენდი თუ რამეა,
შაბათს დილიდანაც შემიძლია, თუ არის მაგის საშუალება

ისე ერთიერთზე შენ თუ უნდა დაგიჯდე ქალბატონი რუსუდანი რაღაში მჭირდება biggrin.gif

პოსტის ავტორი: likka თარიღი: Jan 26 2009, 04:37 PM

ციტატა(Ligia @ Jan 26 2009, 03:37 PM) *

კაი, მოკლედ ავირბენ ქალბატონ რუსუდანთან როგორც მიმასწავლე, ისე რომელ სართულზეა ეგეც მითხარი, და რომელ საათებში, შესვენებაზე ავირბენდი თუ რამეა,
შაბათს დილიდანაც შემიძლია, თუ არის მაგის საშუალება

ისე ერთიერთზე შენ თუ უნდა დაგიჯდე ქალბატონი რუსუდანი რაღაში მჭირდება biggrin.gif

ქალბატონი რუსუდანი არის ცენტრის დირექტორი, ანუ ჩემი კერძო მოსწავლე კი არ იქნები, ცენტრის სტუდენტი გახდები სადაც მე ვიქნები შენი მასწავლებელი smile.gif ისე, კერძოდ რომ მიჯდებოდე, ეგრე იაფად ნამდვილად ვერ გამოხვიდოდი tongue.gif

ხოდა, მოკლედ თსუ-ს მეხუთე კორპუსში, მეორე სართულზე, ხელმარცხნივ არის ნაცრისფერი რკინის კარი და იქ არის ხოლმე ძირითადად ქ-ნ რუსუდანი, თუმცა თანხის გადასახდელად რომელიღაც ბანკში გაგაგზავნიან, ზუსტად არ ვიცი ..

შაბათი დღე ჯერ-ჯერობით შედარებით თავისუფალი მაქვს, 11-ზე შეგვიძლია დავიწყოთ თუ გინდა, ან 3-ზე, მოკლედ მოვიფიქრებთ smile.gif

პოსტის ავტორი: თამარი_ცქნაფო თარიღი: Jan 26 2009, 04:48 PM

likka
ვინ რუსუდანი, ციციშვილი?

პოსტის ავტორი: likka თარიღი: Jan 26 2009, 04:49 PM

ციტატა(თამარი_ცქნაფო @ Jan 26 2009, 05:48 PM) *

likka
ვინ რუსუდანი, ციციშვილი?

არ ვიცი გვარი smile.gif

პოსტის ავტორი: თამარი_ცქნაფო თარიღი: Jan 26 2009, 04:50 PM

ციტატა(likka @ Jan 26 2009, 05:49 PM) *

არ ვიცი გვარი smile.gif

რისი სპეციალისტია, ინგლისურის თუ შვედურის?

პოსტის ავტორი: likka თარიღი: Jan 26 2009, 04:52 PM

ციტატა(თამარი_ცქნაფო @ Jan 26 2009, 05:50 PM) *

რისი სპეციალისტია, ინგლისურის თუ შვედურის?

თვითორ რა მოხელე-ნაჩალნიკია ნამდვილად არ ვიცი, შვედურის სპეციალისტვი რომ არ არის ეგ ვიცი ასიანი cool.gif biggrin.gif

პოსტის ავტორი: თამარი_ცქნაფო თარიღი: Jan 26 2009, 04:58 PM

ციტატა(likka @ Jan 26 2009, 05:52 PM) *

თვითორ რა მოხელე-ნაჩალნიკია ნამდვილად არ ვიცი, შვედურის სპეციალისტვი რომ არ არის ეგ ვიცი ასიანი cool.gif biggrin.gif

rolleyes.gif ნეტა რომელი რუსიკოა?

პოსტის ავტორი: Mako-Mako თარიღი: Jan 26 2009, 05:12 PM

მეც მინდა ინგლისურის სწავლა, მაგრამ სწავლეის პრინციპს ვერ მივხვდი, ამიხსენით რა?! madlioba.gif

პოსტის ავტორი: Ligia თარიღი: Jan 26 2009, 06:31 PM

ციტატა(likka @ Jan 26 2009, 04:37 PM) *

ქალბატონი რუსუდანი არის ცენტრის დირექტორი, ანუ ჩემი კერძო მოსწავლე კი არ იქნები, ცენტრის სტუდენტი გახდები სადაც მე ვიქნები შენი მასწავლებელი smile.gif ისე, კერძოდ რომ მიჯდებოდე, ეგრე იაფად ნამდვილად ვერ გამოხვიდოდი tongue.gif
ხოდა, მოკლედ თსუ-ს მეხუთე კორპუსში, მეორე სართულზე, ხელმარცხნივ არის ნაცრისფერი რკინის კარი და იქ არის ხოლმე ძირითადად ქ-ნ რუსუდანი, თუმცა თანხის გადასახდელად რომელიღაც ბანკში გაგაგზავნიან, ზუსტად არ ვიცი ..

შაბათი დღე ჯერ-ჯერობით შედარებით თავისუფალი მაქვს, 11-ზე შეგვიძლია დავიწყოთ თუ გინდა, ან 3-ზე, მოკლედ მოვიფიქრებთ smile.gif

კაი დილის 11 საათი მაწყობს, თუ გინდა ადრეც
წავალ ბანკში რა პრობლემაა

უბრალოდ რომელ საათამდეა ხოლმე თსუ ში? შაბათს თუ იქნება ამ შაბათსვე მივიდოდი,
ან ტელეფონი მითხარიდ ა მე თვითონ დავუკავშირდები

პოსტის ავტორი: likka თარიღი: Jan 26 2009, 07:39 PM

ციტატა(Ligia @ Jan 26 2009, 07:31 PM) *

კაი დილის 11 საათი მაწყობს, თუ გინდა ადრეც
წავალ ბანკში რა პრობლემაა

უბრალოდ რომელ საათამდეა ხოლმე თსუ ში? შაბათს თუ იქნება ამ შაბათსვე მივიდოდი,
ან ტელეფონი მითხარიდ ა მე თვითონ დავუკავშირდები

11 იყოს rolleyes.gif , 1ზე კიდე ერთი მოსწავლე მყავს და "კაკრაზ" მერე ლოცვაზე წასვლასაც მოვასწრებ smile.gif

შაბათს არავინ იქნება მგონი, კვირის დღებში ჯობია მიხვიდე, ხვალ, ზეგ, მაზეგ და დავიწყოთ შააბთს არაა პრობლემა smile.gif

პოსტის ავტორი: ქეთინო თარიღი: Jan 27 2009, 02:31 PM

სიამოვნებით ვისწავლიდი:

იტალიურს
ფრანგულს
ესპანურს

სპარსულს ან არაბულს

და მეგრულს biggrin.gif სერიოზულად, მინდა ვიცოდე მეგრული smile.gif
არ მსიამოვნებს რომ დაჯდებიან ეს მეგრელები და ვითომ გარეშეები იყვნენ, დაიწყებენ ლაპარაკს, გარშემო ყველა ყველაფერი რომ დაავიწყდებათ unsure.gif

ხოდა სიამოვნებით ვისწავლი, რომ მერე საგონებელში ჩავაგდო laugh.gif

გამიგია გრამატიკა იგივეა, მთავარი მარტო სიტყვების ცოდნააო cool.gif

პოსტის ავტორი: KAIROS თარიღი: Jan 27 2009, 06:55 PM

ციტატა
არ მსიამოვნებს რომ დაჯდებიან ეს მეგრელები და ვითომ გარეშეები იყვნენ, დაიწყებენ ლაპარაკს, გარშემო ყველა ყველაფერი რომ დაავიწყდებათ

ეგ კი, ნამდვილად ასეა და საინტერესოა რატომაა მასე?
ან რატომ არ აკეთენ სვანები იგივეს, სხვა ეროვნების ხალხზე, რომ არაფერი ვთქვა...

ციტატა
სწავლების პრინციპს ვერ მივხვდი, ამიხსენით რა?!

მაგის პრინციპს რაც ეს თემა გაიხსნა იმის მერე ველოდებით, მაგრამ რო არა ჩანს biggrin.gif

პოსტის ავტორი: Ligia თარიღი: Jan 27 2009, 09:20 PM

ციტატა(KAIROS @ Jan 27 2009, 06:55 PM) *

მაგის პრინციპს რაც ეს თემა გაიხსნა იმის მერე ველოდებით, მაგრამ რო არა ჩანს biggrin.gif

ამ თემის გახსნის მერე საშუალება მომეცა შვედური ვისწავლო, არა LIKKA?

ხოდა ასე რომ მადლობა ამ თემის გამხსნელს biggrin.gif

პოსტის ავტორი: KAIROS თარიღი: Jan 27 2009, 09:29 PM

კი, ეგ დადებითი მხარეა თემია, მაგრამ პრინციპი იყო "დისტანციური სწავლება" აი როგორ მეც ეგ მაინტერესებს smile.gif
თაქ-ით;
კაიროსი a075.gif

პოსტის ავტორი: likka თარიღი: Jan 27 2009, 11:10 PM

KAIROS
დისტანციურ სწავლებას რაც შეეხება, ვიზამდი რამეს, ლიგიას გარდა რომ იყოს კიდე ვინმე მსურველი, ინგლირურს რაც შეეხება, ჩემ სერვისს ამ შემთხვევაში აღარ დავშვრეტ, ბევრმა განაცხადა სურვილი სწავლების ხოდა დამითმია ასპარეზი tongue.gif

პოსტის ავტორი: Ligia თარიღი: Jan 28 2009, 10:12 AM

KAIROS

ინგლისურის სწავლა ბევრს უნდა რადგან დღესდღეობით ყველაზე მეტად მაგ ენაზეა მოთხოვნა და ბევრმაც იცის ინგლისური

აი შვედური არავის უნდა , იმათაც კი ვინც შვედეთში აპირებს სწავლას, რადგან იქაც ინგლისურად არის სწავლა, და შვედური სწავლის დროსაც არ გჭირდება

მე ცოტა შორს ვიყურები biggrin.gif
თუ Likka ვერ აუვა დისტანციური მოსწავლეების სიმრავლეს მეც მივეხმარები smile.gif

ხოდა თსუ მეხუთე კორპუსი , ის არ არის PIXEL შენობის გვერდით, მაგ გაყოლებაზე ?
მე უნივერსიტეტში არ მისწავლია და კორპუსები დიდად არ ვიცი

პოსტის ავტორი: likka თარიღი: Jan 28 2009, 12:21 PM

ციტატა
ხოდა თსუ მეხუთე კორპუსი , ის არ არის PIXEL შენობის გვერდით, მაგ გაყოლებაზე ?
მე უნივერსიტეტში არ მისწავლია და კორპუსები დიდად არ ვიცი

კი, ეგ არის smile.gif თავიდ დროზე არც მე ვიცოდი სანამ არ დამჭირდა tongue.gif

პოსტის ავტორი: subterranean თარიღი: Jan 28 2009, 12:33 PM

likka
ვინ რუსუდანზე ამბობ?

პოსტის ავტორი: likka თარიღი: Jan 28 2009, 01:04 PM

ციტატა(subterranean @ Jan 28 2009, 01:33 PM) *

likka
ვინ რუსუდანზე ამბობ?

დოლიძეა მგონი გვარად, უცხო ენების ცენტრის ხელმძღვანებულია მეხუთე კორპუსში

პოსტის ავტორი: subterranean თარიღი: Jan 28 2009, 01:10 PM

ჰოო ისა ცუცუნაშვილი ხო არაა გვარად? დოლიძეო კი მითხარი მარა... biggrin.gif

პოსტის ავტორი: likka თარიღი: Jan 28 2009, 06:10 PM

subterranean

ციტატა
ჰოო ისა ცუცუნაშვილი ხო არაა გვარად? დოლიძეო კი მითხარი მარა...

რა სასაცილო გვარია, არც გამიგია აქამდე tongue.gif

პოსტის ავტორი: subterranean თარიღი: Jan 28 2009, 07:03 PM

ციტატა(likka @ Jan 28 2009, 06:10 PM) *

subterranean
რა სასაცილო გვარია, არც გამიგია აქამდე tongue.gif

ჰო biggrin.gif ჩემი ინგლისურის ლექტორი ცუცუნას ეძახის biggrin.gif biggrin.gif როგორც ვიცი ეგ ინგლისურის კათედრის ხელმძღვანელია თუ რაღაც...

პოსტის ავტორი: xornabujeli თარიღი: Jan 28 2009, 07:22 PM

smile.gif რამდენადაც ინგლისური და რუსული ენა ავად,თუ კარგად მინც ვიცი,პირველ რიგში ვისურვებდი იტალიური ენის შესაწავლას,ხოლო შემდგომ ესპანურის, გერმანულის და ფრანგულის.

პოსტის ავტორი: likka თარიღი: Jan 28 2009, 08:18 PM

ციტატა(subterranean @ Jan 28 2009, 08:03 PM) *

ჰო biggrin.gif ჩემი ინგლისურის ლექტორი ცუცუნას ეძახის biggrin.gif biggrin.gif როგორც ვიცი ეგ ინგლისურის კათედრის ხელმძღვანელია თუ რაღაც...

ჰოო, არ ვიცი, შეიძლება, ასე კარგად არ ვარ გარკვეული თსუ-ს სტრუქტურაში tongue.gif

პოსტის ავტორი: Ligia თარიღი: Jan 29 2009, 05:17 PM

likka

ვიყავი ქალბატონ რუსუდანთან, ცოტა არ იყოს გაუკვირდა რომ ვუთხრაი ლიკასთან ინდივიდუალურად მიდნა მეთქი, დავურეკავ მაგასო

რა ვუთხარი ნეტა ამისთანა?
ისე 120 ლარი ჯდებოდა აქამდე 6 საათიო, 2-2 საათი, ან არასწორად გავიგე , ან სამი გაკვეთილი მიჯდება 120 ლარი, მმმმმმ

იქით კვირაში მოდიო და ზუსტად გეტყვიო, როგორც ჩანს თანხების შეცვლას აპირებს

აი ასეეე, იქნება მსურველები გამოჩნდნენ და დისტანციურად გვასწავლო biggrin.gif

ხალხნოოოოო, შვედური გვასწავლოს ლიკამ არ გინდაააათ?

პოსტის ავტორი: subterranean თარიღი: Jan 29 2009, 05:21 PM

რა? 3 გაკვეთილი 120 ლარი????????? biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif

პოსტის ავტორი: Ligia თარიღი: Jan 29 2009, 05:45 PM

ციტატა(subterranean @ Jan 29 2009, 05:21 PM) *

რა? 3 გაკვეთილი 120 ლარი????????? biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif

რაღაცა ასე გავიგე

პოსტის ავტორი: KAIROS თარიღი: Jan 29 2009, 06:07 PM

Allora c'è qualcuno che abbia voglia di studiare o no? biggrin.gif

პოსტის ავტორი: likka თარიღი: Jan 29 2009, 06:50 PM

ციტატა(KAIROS @ Jan 29 2009, 07:07 PM) *

Allora c'è qualcuno che abbia voglia di studiare o no? biggrin.gif

სიამოვნებით გავიხსენებდი რაც დამავიწყდა rolleyes.gif

მოკლედ, პირველ მერხზე ერთი ადგილი ჩემია cool.gif

Ligia
subterranean
ხალხებო, კვირაში 6 საათი, ანუ 3 გაკვეთილი 2-2 საათი, ან 2 გაკვეთილი 3-3, მაგრამ პირველი ვარიანტი ჯობია მგონი. თვე ღირს მაგდენი, ანუ 4 კვირა და მინდა გითხრათ რომ ეგეთი დატვირთვით შვედურის მეცადინეობას მაგ ფასად ვერსად ვერ მოახერხებთ. კერძოდ მაგ ფასად ნამდვილად არ გავირჯებოდი tongue.gif ინდივიდუალოურად კი იქნები ჩემთან, მაგრამ კერძოდ კი არა. ადრე ეგრე ღირდა მგონი ხო და ეგ მეც გავიგე რომ ფასების გაზრდას აპირებენ და რამდენი გახდება არ ვიცი... დისტანციურ სწავლებაზეც შეიძლება ფიქრი, ერთი დღევანდელი დღე გადმაგორებინა და ხვალ თეზისი მშვიდობით ჩამაბარებინდა და მერე შემოგევლოთ ემზაროვნა mze.gif

პოსტის ავტორი: Ligia თარიღი: Jan 30 2009, 12:07 PM

ციტატა(likka @ Jan 29 2009, 06:50 PM) *

სიამოვნებით გავიხსენებდი რაც დამავიწყდა rolleyes.gif

მოკლედ, პირველ მერხზე ერთი ადგილი ჩემია cool.gif

Ligia
subterranean
ხალხებო, კვირაში 6 საათი, ანუ 3 გაკვეთილი 2-2 საათი, ან 2 გაკვეთილი 3-3, მაგრამ პირველი ვარიანტი ჯობია მგონი. თვე ღირს მაგდენი, ანუ 4 კვირა და მინდა გითხრათ რომ ეგეთი დატვირთვით შვედურის მეცადინეობას მაგ ფასად ვერსად ვერ მოახერხებთ. კერძოდ მაგ ფასად ნამდვილად არ გავირჯებოდი tongue.gif ინდივიდუალოურად კი იქნები ჩემთან, მაგრამ კერძოდ კი არა. ადრე ეგრე ღირდა მგონი ხო და ეგ მეც გავიგე რომ ფასების გაზრდას აპირებენ და რამდენი გახდება არ ვიცი... დისტანციურ სწავლებაზეც შეიძლება ფიქრი, ერთი დღევანდელი დღე გადმაგორებინა და ხვალ თეზისი მშვიდობით ჩამაბარებინდა და მერე შემოგევლოთ ემზაროვნა mze.gif

უი 120 ლარი 4 კვირა თუ იყო ეგ კი ვერ გავიგე, რას ლაპარაკობ smile.gif მშვენიერი ფასია, მარაააა მაინც იგივეს გადახდა მომიწევს თუ კვირაში ერთხელ ვიარე? ანუ თვეში მაინც 120 ლარი? (თუ რაც არიქნება)
მომიტევეთ ჩემი ბრალია მე კვირაში მეგონა 120 ლარი

ხოდა ანუ მოსულა კვირაში ერთხელ შაბათობით? რა ვქნა ეს კვირაში სამჯერ არ შემიძლია , online კურსი მაქვს გასავლელი შვედებმა გამომიგზავნეს, აჰა შენ წინასწარ იმეცადინე და გამოცდას ჩაგვაბარე, თორე ვერ მოგართვი ამ საგანზე სწავლაო

ხოდა რავარია სულ კომპიუტერში იკითხო, თან ძირითადად სამსახურის მერე გამოლენჩებულზე

პოსტის ავტორი: likka თარიღი: Jan 30 2009, 01:15 PM

ციტატა(Ligia @ Jan 30 2009, 01:07 PM) *

უი 120 ლარი 4 კვირა თუ იყო ეგ კი ვერ გავიგე, რას ლაპარაკობ smile.gif მშვენიერი ფასია, მარაააა მაინც იგივეს გადახდა მომიწევს თუ კვირაში ერთხელ ვიარე? ანუ თვეში მაინც 120 ლარი? (თუ რაც არიქნება)
მომიტევეთ ჩემი ბრალია მე კვირაში მეგონა 120 ლარი

ხოდა ანუ მოსულა კვირაში ერთხელ შაბათობით? რა ვქნა ეს კვირაში სამჯერ არ შემიძლია , online კურსი მაქვს გასავლელი შვედებმა გამომიგზავნეს, აჰა შენ წინასწარ იმეცადინე და გამოცდას ჩაგვაბარე, თორე ვერ მოგართვი ამ საგანზე სწავლაო

ხოდა რავარია სულ კომპიუტერში იკითხო, თან ძირითადად სამსახურის მერე გამოლენჩებულზე

პრინციპში რაც ნაკლები დატვირთვა მექნება მეც მირჩევნია rolleyes.gif რუსიკოს დაელაპარაკე აბა რას გეტყვის, თუ არადა რამეს ვიზამთ cool.gif

პოსტის ავტორი: KAIROS თარიღი: Jan 30 2009, 11:06 PM

ციტატა
ემზაროვნა

biggrin.gif
Buon giorno cari membri del forum, tutto bene? smile.gif

პოსტის ავტორი: likka თარიღი: Jan 30 2009, 11:14 PM

KAIROS
Si, tutto bene! cool.gif

პოსტის ავტორი: Ligia თარიღი: Feb 6 2009, 04:16 PM

ლიკა

მოკლედ კიდევ ველაპარაკე რუსიკოს და ფასები ისევ ის დარჩებაო
რაც შეეხება დროის ამბავს თვითონ ლიკასთან გაარკვიეო და მე დავურეკავ მაგას და ვეტყვი თანხასო
საათების მიხედვითაა როგორც ჩანს ანაზღაურება

მე 2 საათი მეცადინეობა მაწყობს გაკვეთილძე 3 საათი ორივე დავიხოცებით biggrin.gif

შაბათი ან კვირა როცა გინდა წირვა ლოცვას რომ არ დაემთხვეს ოღონდ
შაბათს 10 ზე შეგიძლია? 11 ზე კი შევთანხმდით მარა თუ 10ზე შეგეძლება უკეთესი
კვირას კიდო 2 საათის მერე როცა გენებოს

მადლობა

პოსტის ავტორი: კანონისტი თარიღი: Feb 6 2009, 04:17 PM

KAIROS

ციტატა
Buon giorno cari membri del forum, tutto bene?

Come stai? kiss1.gif

პოსტის ავტორი: ბექა თარიღი: Feb 6 2009, 04:56 PM

ციტატა
ფრანგულის [ 6 ]  [6.59%]

აქედან ფრანგული და ლათინურს დავამატებდი sad.gif

პოსტის ავტორი: KAIROS თარიღი: Feb 6 2009, 08:48 PM

ციტატა
Come stai?

Tutto al posto smile.gif
C'è la possibilità che qualcuno ci spieghi come si può andar avanti nel insegnamento delle lingue scelte?
Si fa la grammatica o gli esercizi?
al lavoro ragazzi, basta con le parole vuote biggrin.gif

პოსტის ავტორი: likka თარიღი: Feb 6 2009, 09:08 PM

ციტატა(Ligia @ Feb 6 2009, 05:16 PM) *

ლიკა

მოკლედ კიდევ ველაპარაკე რუსიკოს და ფასები ისევ ის დარჩებაო
რაც შეეხება დროის ამბავს თვითონ ლიკასთან გაარკვიეო და მე დავურეკავ მაგას და ვეტყვი თანხასო
საათების მიხედვითაა როგორც ჩანს ანაზღაურება

მე 2 საათი მეცადინეობა მაწყობს გაკვეთილძე 3 საათი ორივე დავიხოცებით biggrin.gif

შაბათი ან კვირა როცა გინდა წირვა ლოცვას რომ არ დაემთხვეს ოღონდ
შაბათს 10 ზე შეგიძლია? 11 ზე კი შევთანხმდით მარა თუ 10ზე შეგეძლება უკეთესი
კვირას კიდო 2 საათის მერე როცა გენებოს

მადლობა

აპ, აპ , ააააააააპ, კვირას არ არსებობს, ვერ დავთმობ, ერთადერთი დასვენების დღე მაქვს rolleyes.gif და თან არც უნივერსიტეტი არ მუშაობს (მგონი)...შაბათი მე 11 მირჩევნია, მეორე სტუდენტი 1ზე მყავს, და შუალედი დარჩება და ტყუილად ხომ არ დავჯდები, ასე რომ 11 იყოს რა rolleyes.gif

პოსტის ავტორი: თამარი_ცქნაფო თარიღი: Feb 6 2009, 09:38 PM

ციტატა(KAIROS @ Feb 6 2009, 09:48 PM) *

Tutto al posto smile.gif
C'è la possibilità che qualcuno ci spieghi come si può andar avanti nel insegnamento delle lingue scelte?
Si fa la grammatica o gli esercizi?
al lavoro ragazzi, basta con le parole vuote biggrin.gif

ნუ უზრდელობ, ეს ქართული ფორუმია და ქართულად უნდა წეროთ, ვოტ ტაკ!

პოსტის ავტორი: ბექა თარიღი: Feb 7 2009, 01:00 AM

ლათინურის შესწავლა ძნელია??

პოსტის ავტორი: თამარი_ცქნაფო თარიღი: Feb 7 2009, 02:08 AM

ციტატა(KAIROS @ Feb 7 2009, 12:35 AM) *

უთარგმნეთ ვინმემ biggrin.gif
და ეს კი "უცხო ენათა" თემაა tongue.gif
biggrin.gif მაგარია, ჯერ მოწოდება და მერე მისი დარღვევა biggrin.gif

როგორ დავიწყოთ მეცადინეობა ხალხო? smile.gif

ვისწავლოთ უცხო ენები-თ;

კაიროსი!

აქ საკაიფო ადგილი არ მაქვს. ზოგადად, ფორუმებს აქვს ასეთი წესი: სასაუბრო ენა ყველასთვის გასაგები უნდა იყოს. გავიგეთ, რომ სხლავ იტალიურს... ან საქმეს მიხედეთ (ლიკას და ლიგიას მაგალითზე), ან წყლიან ფილთაქვას ნუ მიხარუნებთ აქ. ეს ბოლო წინადადება ზოგადია და ყველა მსურველ/მასწავლებელს ეკუთვნის (ნუ ისევ ლიკა-ლიგიას გარდა).

პოსტის ავტორი: Ligia თარიღი: Feb 9 2009, 10:02 AM

ციტატა(likka @ Feb 6 2009, 09:08 PM) *

აპ, აპ , ააააააააპ, კვირას არ არსებობს, ვერ დავთმობ, ერთადერთი დასვენების დღე მაქვს rolleyes.gif და თან არც უნივერსიტეტი არ მუშაობს (მგონი)...შაბათი მე 11 მირჩევნია, მეორე სტუდენტი 1ზე მყავს, და შუალედი დარჩება და ტყუილად ხომ არ დავჯდები, ასე რომ 11 იყოს რა rolleyes.gif

thumbs.gif
არის ლიკა მასწავლებელო

ახლა დაველოდოთ ქალბატონ რუსუდანს, როდის დაგირეკავს (იმედია არ დაავიწყდება)

პოსტის ავტორი: lamaria? თარიღი: Feb 9 2009, 10:14 AM

[quote name='კანონისტი' post='413665' date='Oct 7 2008, 11:19 AM']
რას ჰგავს ეს?? არცერთს არ გინდათ?

კი

პოსტის ავტორი: likka თარიღი: Feb 14 2009, 09:07 PM

მოკლედ, გაბარებთ ანგარიშს tongue.gif

დღეს შედგა ჩემი და ლიგიას მოსწავლე-მასწავლებლური შეხვედრა, რომელმაც უნდა ავღნიშნო ფრიად დიდი წარმატებით ჩაიარა rolleyes.gif

მე მგონი ერთი კაი პრიზი გვეკუთვნის, რომ ლაპარაკიდან საქმეზე გადავედით და ყველას ვაჯობეთ tongue.gif biggrin.gif

პოსტის ავტორი: Amuza თარიღი: Feb 14 2009, 11:10 PM

ციტატა(likka @ Feb 14 2009, 09:07 PM) *

მოკლედ, გაბარებთ ანგარიშს tongue.gif

დღეს შედგა ჩემი და ლიგიას მოსწავლე-მასწავლებლური შეხვედრა, რომელმაც უნდა ავღნიშნო ფრიად დიდი წარმატებით ჩაიარა rolleyes.gif
მე მგონი ერთი კაი პრიზი გვეკუთვნის, რომ ლაპარაკიდან საქმეზე გადავედით და ყველას ვაჯობეთ tongue.gif biggrin.gif

რა გიყოთ ,პაპისეული ფილთა გამოვცალო თუ? biggrin.gif

თუ მოსწავლემ აჯობა მასწავლებელს თუ როგორ? rolleyes.gif

პოსტის ავტორი: likka თარიღი: Feb 15 2009, 12:05 AM

ციტატა
თუ მოსწავლემ აჯობა მასწავლებელს თუ როგორ?

ჯობნა რა შუაშია, ტანდემი იყოთქვა წარმატებული ამუზ, რა გჭირს შენ tongue.gif

პოსტის ავტორი: Amuza თარიღი: Feb 15 2009, 12:28 AM

ციტატა(likka @ Feb 15 2009, 12:05 AM) *

ჯობნა რა შუაშია, ტანდემი იყოთქვა წარმატებული ამუზ, რა გჭირს შენ tongue.gif

ციტატა იყო მულტფილმიდან კატა და ლომი თუ როგორაა? შენ რაღა გჭირს? biggrin.gif

პოსტის ავტორი: ქევანა თარიღი: Feb 15 2009, 06:21 PM

და ისა... დისტანციური რაღა შუაშია თუკი შეხვედრას ვაპირებთ? biggrin.gif

მე ჩემს იტალიურზე ვდარდობ user.gif

პოსტის ავტორი: . Besa თარიღი: Feb 15 2009, 07:14 PM

ესპანურის

პოსტის ავტორი: likka თარიღი: Feb 15 2009, 08:34 PM

ციტატა
და ისა... დისტანციური რაღა შუაშია თუკი შეხვედრას ვაპირებთ?

ჩვენს შემთხვევაში დისტანციური არ გამოვიდოდა, აი იტალიურის დისტანციურად გახსენებაზე არ მე ვარ უარს user.gif

პოსტის ავტორი: orthodox-georgia თარიღი: Feb 15 2009, 10:31 PM

ესპანურის

პოსტის ავტორი: Lashab თარიღი: Feb 16 2009, 08:07 AM

ვისწავლიდი ჩინურ ენას, ასევე გავაგრძელებდი იაპონურის სწავლას...

პოსტის ავტორი: Ligia თარიღი: Feb 16 2009, 10:09 AM

ციტატა(likka @ Feb 14 2009, 09:07 PM) *

მოკლედ, გაბარებთ ანგარიშს tongue.gif

დღეს შედგა ჩემი და ლიგიას მოსწავლე-მასწავლებლური შეხვედრა, რომელმაც უნდა ავღნიშნო ფრიად დიდი წარმატებით ჩაიარა
მე მგონი ერთი კაი პრიზი გვეკუთვნის, რომ ლაპარაკიდან საქმეზე გადავედით და ყველას ვაჯობეთ

კი მართალი ხარ , კი გვეკუთვნის რამე
თამარ-ცქნაფო
მოაბი ახლა რამეს თავი და დაგვაჯილდოვე biggrin.gif
ერთი დაფის კაი საწმენდი და ცარცი გვაჩუქე smile.gif

ციტატა(likka @ Feb 15 2009, 08:34 PM) *

ჩვენს შემთხვევაში დისტანციური არ გამოვიდოდა, აი იტალიურის დისტანციურად გახსენებაზე არ მე ვარ უარს user.gif

იძახა ამ გოგომ ვასწავლი ვასწავლიო, მარა ჩემს მეტს ხმა არ ამოუღია და... რა ექნა

იტალიურის მსურველები ბლომად ვართ კაიროსა შევაწუხოთ პაწაზე და დავიწყოთ smile.gif

ციტატა(Amuza @ Feb 14 2009, 11:10 PM) *

რა გიყოთ ,პაპისეული ფილთა გამოვცალო თუ? biggrin.gif

თუ მოსწავლემ აჯობა მასწავლებელს თუ როგორ? rolleyes.gif

დაგჭირდეს შენც იქნება შვედური და ეძებე მერე, სადღა იქნება ლიკა, ლიგიაც tongue.gif

პოსტის ავტორი: Georgia_me1121 თარიღი: Feb 16 2009, 01:08 PM

ციტატა(m16 @ Oct 7 2008, 06:41 PM) *

ich liebe das pizza und der coka cuzammen..
დასისე ფანტასტიშე biggrin.gif

გერმანული კარგად ვიცოდი მაგრამ ერთი წელი რო არ გადავიმეორე მაგრად დამავიწყდა, ინგლისური და რუსული კიდე ადვილია

გადაიმეორე და მ ა ს წ ა ვ ლ ე!!!!!

რაღაც ანა-ბანა მეც ვიცი და კარგი მოსწავლე ვიქნები tongue.gif

მასწავლეთ გერმანული mellow.gif

პოსტის ავტორი: natianatushki თარიღი: Feb 16 2009, 01:18 PM

არავის უნდა ინგლისური მასწავლოს? smile.gif მე გერმანულში წაგამეცადინებთ თუ გინდათ,თან მეც გავიხსენებ დაა.

პოსტის ავტორი: likka თარიღი: Feb 16 2009, 01:22 PM

ციტატა(natianatushki @ Feb 16 2009, 02:18 PM) *

არავის უნდა ინგლისური მასწავლოს? smile.gif მე გერმანულში წაგამეცადინებთ თუ გინდათ,თან მეც გავიხსენებ დაა.

თუ გერმანულს გამახსენებ, სიამოვნებით rolleyes.gif

პოსტის ავტორი: Amuza თარიღი: Feb 16 2009, 08:26 PM

ციტატა(Ligia @ Feb 16 2009, 10:09 AM) *

დაგჭირდეს შენც იქნება შვედური და ეძებე მერე, სადღა იქნება ლიკა, ლიგიაც tongue.gif

biggrin.gif შვედური ნაყინი მევასება მე. ჯერ თქვენ გაივარჯიშეთ და რა დავინახავ შვედურზე მოთხოვნა გაიზარდაო, მე როგორცმ ფეხის ხმას აყოლილი,უმალ შემოგეხმიანებით smile.gif

პოსტის ავტორი: likka თარიღი: Feb 16 2009, 11:25 PM

ციტატა
შვედური ნაყინი მევასება მე.

ჩვენებური შვედური??? ჰმ,,,მე სახელის გამო გავსინჯე და არ მომეწონა, იქურიც კიდე რავი, ნაყინია რა tongue.gif მარა მაინც მეამა რო გიყვარს tongue.gif

პოსტის ავტორი: ქევანა თარიღი: Feb 17 2009, 12:17 AM

ციტატა
იტალიურის მსურველები ბლომად ვართ კაიროსა შევაწუხოთ პაწაზე და დავიწყოთ

user.gif უკვე დროა მემგონი...

ჰაიდა, იტალიის მოყვარულებო, წამოით კაიროსი შევაწუხოთ biggrin.gif

1) ლიგია
2) ლიკკა
3) მე
4) აღარ მახსოვს
5) დანარჩენი თქვენ გააგრძელეთ

პოსტის ავტორი: Lashab თარიღი: Feb 17 2009, 04:50 AM

ეჰ რამდენი ენის სწავლა მინდა და ის მჭირდება რომელიც არ მინდა და ვერ ვიტან- გერმანული sad.gif

პოსტის ავტორი: Ligia თარიღი: Feb 17 2009, 10:31 AM

ციტატა(ქევანა @ Feb 17 2009, 12:17 AM) *

user.gif უკვე დროა მემგონი...

ჰაიდა, იტალიის მოყვარულებო, წამოით კაიროსი შევაწუხოთ biggrin.gif

1) ლიგია
2) ლიკკა
3) მე
4) აღარ მახსოვს
5) დანარჩენი თქვენ გააგრძელეთ

კაიროს!!! კაიროს!!! კაიროს!!!

დაგიპადიეზდებთ ახლა
ჰა ახლა გამოჩნდი თორე დებოშს მოგიწყობთ biggrin.gif

პოსტის ავტორი: KAIROS თარიღი: Feb 17 2009, 01:33 PM

smile.gif

1. კანონისტმა, ვინც ამ იდეის "მამაა" უნდა გვითხრას იმ შესაძლო ფორმაზე, როგორც შეიძლება დისტანციური სწავლება

2. უნდა გაირკვეს ზუსტი სია და განრიგი

დანარჩენი მერე...

პოსტის ავტორი: likka თარიღი: Feb 17 2009, 03:00 PM

ციტატა(KAIROS @ Feb 17 2009, 02:33 PM) *

smile.gif

1. კანონისტმა, ვინც ამ იდეის "მამაა" უნდა გვითხრას იმ შესაძლო ფორმაზე, როგორც შეიძლება დისტანციური სწავლება

2. უნდა გაირკვეს ზუსტი სია და განრიგი

დანარჩენი მერე...

მე მაპატიეთ, რომ ვერევი, მაგრამ როგორც პატ. თიჩერი ჩემი აზრი ესეთი იყო, ვინმე რომ გამოჩენილიიყო მსურველი, ვორდის ფაილში ვაპირებდი გაკვეთილების გაკეთებას, რაღაც თემებად დავყოფდი, ისე როგორც უნვიერსიტეტში ვასწავლით, და მერე მსურველებს გავუგზავნიდი დავალებებს და შევასწორებდი მერე გაკათებულებს, მგონი კარგად უნდა იმუშაოს ამან cool.gif

პოსტის ავტორი: Ligia თარიღი: Feb 17 2009, 03:26 PM

ციტატა(likka @ Feb 17 2009, 03:00 PM) *

მე მაპატიეთ, რომ ვერევი, მაგრამ როგორც პატ. თიჩერი ჩემი აზრი ესეთი იყო, ვინმე რომ გამოჩენილიიყო მსურველი, ვორდის ფაილში ვაპირებდი გაკვეთილების გაკეთებას, რაღაც თემებად დავყოფდი, ისე როგორც უნვიერსიტეტში ვასწავლით, და მერე მსურველებს გავუგზავნიდი დავალებებს და შევასწორებდი მერე გაკათებულებს, მგონი კარგად უნდა იმუშაოს ამან cool.gif

დედაააა კაიროსა გაკვეთილებს რომ ვორდში ჩაგიწერეს და მერე შეგისწორებს და კომენტარებს გაგიკეთებს..... biggrin.gif

პოსტის ავტორი: კანონისტი თარიღი: Feb 17 2009, 03:32 PM

KAIROS

ციტატა
1. კანონისტმა, ვინც ამ იდეის "მამაა" უნდა გვითხრას იმ შესაძლო ფორმაზე, როგორც შეიძლება დისტანციური სწავლება

ვარიანტი ორია:
ა) საჯაროდ
ბ) კერძოდ

მეთოდი ერთია, როგორც ლიკამ თქვა, გაკვეთილებად უნდა დაიყოს ენის სასწავლო კურსი და დაურიგდეთ მსურველებს,
ან საჯაროდ, ანუ ღია ფორუმზე დადებით,
ან კერძოდ, პირადად მიწოდებით

პოსტის ავტორი: Ligia თარიღი: Feb 17 2009, 03:54 PM

ციტატა(კანონისტი @ Feb 17 2009, 03:32 PM) *

KAIROS

ვარიანტი ორია:
ა) საჯაროდ
ბ) კერძოდ

მეთოდი ერთია, როგორც ლიკამ თქვა, გაკვეთილებად უნდა დაიყოს ენის სასწავლო კურსი და დაურიგდეთ მსურველებს,
ან საჯაროდ, ანუ ღია ფორუმზე დადებით,
ან კერძოდ, პირადად მიწოდებით

ნახოს ერთი კაიროსამ რას იტყვის, თუ არ შეუწუხდა გული

პოსტის ავტორი: likka თარიღი: Feb 17 2009, 11:56 PM

ნუ შვედურის მსურველი არავინ ჩანს, თორე ვიზამდი მე მაგას. ინგლისურის მეზარება ცოტა, მართალი რომ ვთქვა, ყელში მქვს უკვე dry.gif

იტალიურზე კიდე, კაიროსი თუ იზამს მაგას, ჩემი მოკრძალებული თიჩერული გამოცდილებით თამამად ვიტყვი, რომ ჩემი ზემოთნახსენები მეთოდი თუ გაამართლებს ყველაზე მეტად თორე სხვა არა მგონია smile.gif

აბა, კაიროს, გელით, მოწადინებული სტუდენტები! rolleyes.gif

პოსტის ავტორი: სოფი თარიღი: Feb 18 2009, 12:02 AM

არც მე ვიტყოდი იტალიურზე უარს tongue.gif rolleyes.gif rolleyes.gif

პოსტის ავტორი: KAIROS თარიღი: Feb 18 2009, 12:03 AM

:lol:

ციტატა
მეთოდი ერთია, როგორც ლიკამ თქვა, გაკვეთილებად უნდა დაიყოს ენის სასწავლო კურსი და დაურიგდეთ მსურველებს,
ან საჯაროდ, ანუ ღია ფორუმზე დადებით,
ან კერძოდ, პირადად მიწოდებით

რა კარგები ხართ რომ იცოდეთ :D

ერთი კითხვის დასმა დაგავიწყდათ მხოლოდ სცალია ახლა კაიროსს მაგისათვის? :blink: :D

ჩემი დროის ფორუმული ნაწილი იტალიურს დავუთმო და ღვთისმეტყველებას რომ მოვაკლო კარგი იქნება? :)

ახლა კი ვარ შედარებით მშვიდად, მაგრამ სქიზმატ-სექტანტ-ათეისტები რომ შემოგვესევიან, მე რათქმაუნდა იქით გადავერთობი, და როგორც პატ. თიჩერი გარწმუნებთ, რომ ენას სჭირდება არა წყვეტილი მეცადინეობა, არამედ ჩაჯდომა და მიყოლა, თან კვირაში სამჯერ მაინც, ანუ მოკლედ ლიკკას მეთოდს ნამდვილად ვერ შევძლებ ახლა ვორდში ვაწყო რაღაცეები :(

თუ რამე მაქსიმუმ ზოგადი მონახაზებით შეიძლება გავიდეთ ფონს...
:unsure:

პოსტის ავტორი: likka თარიღი: Feb 18 2009, 12:16 AM

KAIROS

კაი ბატონო smile.gif ნე ხატიტე – კაკ ხატიტე! smile.gif

მე პირადად პას მაშინ, ეგეთი ზედაპირული გახსენება ინტერნეტს რომ მივმართო უბრალოდ ჩემითაც ქე მოვახერხებ biggrin.gif

მოცლილი არც მე ვარ კაიროს ჩემო, მარა შენ იყავი თავად რომ იქაჩებოდი ავდგეთ-მივდგეთ-მოვდგეთ რამე გავაკეთოთო და ახლა გეზარება tongue.gif

ჯანდაბას თქვენი თავი, წავალ ისევ თიჩერს ვიშოვი ვინმეს - ვისაც არ დაეზარება tongue.gif biggrin.gif

პოსტის ავტორი: KAIROS თარიღი: Feb 18 2009, 12:22 AM

ციტატა
ვისაც არ დაეზარება

ციტატა
იქაჩებოდი

ციტატა
ნე ხატიტე – კაკ ხატიტე

dry.gif
გაგიბრაზდე ახლა? smile.gif
მე არ დამზარებია, უბრალოდ ავხსენი, რატომ ვერ შევძლებდი...

kitxva.gif

ზოგად გაცნობას თავადაც თუ შეძლებთ, მაშინ პროფესიონალური მომზადება, დისტანციურად არ ხდება, მას დიდი დრო და სხვა რამეები
სჭირდება...

არ მომეწონა შენი პოსტი sad.gif ( მგონი პირველად
fiqri.gif )

პოსტის ავტორი: likka თარიღი: Feb 18 2009, 12:40 AM

KAIROS

ციტატა
არ მომეწონა შენი პოსტი ( მგონი პირველად
)

user.gif

ინტერნეტით ჩემით ეხლაც ვახერხებ რაღაცეებს, კაიროს ჩემო, მაგრამ, ვინმე შენისთანა კომპეტენტური რომ შემისწორდებდეს ხოლმე რაღაცეებს ეგ მინდა მე - მეტი კი არაფერი rolleyes.gif

გასაგებია რომ არ გცალია - ალბათ იმ თემას უფრო სჭირდება პატრონობა, მე არ ვიცი, ერთხელაც არ შემომიხედავს იქ tongue.gif

ციტატა
გაგიბრაზდე ახლა?

რათ უნდა გამიბრაზდე? huh.gif ერთი კვირის წინ ძაან მონდომებული მომეჩვენე და ეხლა უცებ რომ ცივი უარი გვტკიცე გამიკვირდა, ხოდა მეც გაგიბრაზდე ეხლა??? rolleyes.gif tongue.gif

კაი, ვკაიფობ, რა იყო biggrin.gif kiss1.gif

პოსტის ავტორი: ქევანა თარიღი: Feb 18 2009, 12:50 AM

დაიცა, გოგოებო, კაიროსს გადმოვიბირებთ biggrin.gif

ბოლოსდაბოლოს, თუ შენიშნეთ რომ იტალიურის სწავლა მარტო გოგოებს უნდათ? biggrin.gif tongue.gif laugh.gif

ციტატა
ენას სჭირდება არა წყვეტილი მეცადინეობა, არამედ ჩაჯდომა და მიყოლა, თან კვირაში სამჯერ მაინც

ადრე როცა მინდოდა, თვითმასწავლებელს ვეძებდი და ვიპოვე, მშვენივრად გამომადგება, ნებისყოფას მოვიკრებ და ჩავუჯდები, მაგრამ იცით რა მინდა, შიგადაშიგ მაინც რჩევები ან შესავალი კურსივით რამე დაგვამადლოთ user.gif

თუ არ და ბოდიშ user.gif მეტს აღარ ვიზამ 2kiss.gif (ამ თემაში არ Gავაოფებ ანუ laugh.gif )

პოსტის ავტორი: KAIROS თარიღი: Feb 20 2009, 05:03 AM

ციტატა
იცით რა მინდა, შიგადაშიგ მაინც რჩევები ან შესავალი კურსივით რამე დაგვამადლოთ

არაა პრობლემა smile.gif

უბრალოდ მინდა დავაზუსტო ჩემი პოზიცია, მე აქ არასოდეს მითქვამს, არიქა და მე გასწავლითთქო, არამედ უბრალოდ მაინტერესებდა ძალიან რაში მდგომარეობდა ამ დისტანციური სწავლების არსი, რახან გაირკვა და საკმაოდ
შრომატევადი სამუშაო აღმოჩნდა, ნამდვილად არ მეყოფოდა დრო და ამიტომ ვთქვი ვერ შევძლებდი, აქ ზოგმა იცის კარგად, ზოგმა ცუდად, ზოგმა საერთოდ არ იცის... ამიტომ უნდა გავიგოთ კარგად ესეც და მერე რჩევებს რავა დაგამდლით, ინტერნეტიც ახსენეც აქ და თავისუფლად შეიძლება მისი გამოყენებაც.

ისე ხო სულ გოგონები ხართ და ამ უცოლო კაცს მაწითლებთ biggrin.gif

მოკლედ ვიპოვოთ რაიმე გამოსავალი smile.gif

Gioite;

კაიროსი!

პოსტის ავტორი: Ligia თარიღი: Feb 20 2009, 10:11 AM

ციტატა(KAIROS @ Feb 20 2009, 05:03 AM) *

ისე ხო სულ გოგონები ხართ და ამ უცოლო კაცს მაწითლებთ biggrin.gif

კაიროსი!

ნახე შენზე რა რიგი დადგა, რას მოესწარი კაიროს

იქნება იტალიურმა მაინც გიშველოს რამე biggrin.gif

პოსტის ავტორი: KAIROS თარიღი: Feb 20 2009, 11:46 AM

gio.gif

...

პოსტის ავტორი: Ligia თარიღი: Feb 20 2009, 12:46 PM

ციტატა(KAIROS @ Feb 20 2009, 11:46 AM) *

gio.gif

...

ის ახლა ნერვეიულობს, ნერვიულობს და ასე შვება ა gio.gif (Copywright) "ყველაზე სწრაფები მსოფლიოში " tongue.gif

ოFია ბატონო ვიცი

პოსტის ავტორი: ქევანა თარიღი: Feb 20 2009, 05:07 PM

ციტატა
Gioite;

კაიროსი!

ეს სიტყვა იხარეთ-ს ნიშნავს? biggrin.gif

მაშინ მე ამ შაბათ-კვირას დავიწყებ შესწავლას და რასაც ვერ გავიგებ, შეგეკითხებით smile.gif rolleyes.gif

პოსტის ავტორი: k@the თარიღი: Feb 20 2009, 05:24 PM

ციტატა(ქევანა @ Feb 17 2009, 09:50 PM) *

ადრე როცა მინდოდა, თვითმასწავლებელს ვეძებდი და ვიპოვე, მშვენივრად გამომადგება, ნებისყოფას მოვიკრებ და ჩავუჯდები, მაგრამ იცით რა მინდა, შიგადაშიგ მაინც რჩევები ან შესავალი კურსივით რამე დაგვამადლოთ user.gif

სად ნახე ქეთ თვითმასწავლებელი?
ონლაინ არის თუ დისკზე გაქვს? rolleyes.gif

პოსტის ავტორი: თამარი_ცქნაფო თარიღი: Feb 20 2009, 05:26 PM

მომკლა კაიროსის დაწყვილების ამბავმა რა, რაღაც უნდა მოვუხერხო biggrin.gif

ამ თემას ისედაც ალმაცერად ვუყურებ და არ გამაგიჟოთ biggrin.gif

პოსტის ავტორი: k@the თარიღი: Feb 20 2009, 05:31 PM

თამარი_ცქნაფო
ეხლა თამო კანონისტი გახსნის ცალკე თემას ვისწავლოთ თურქულიო, ქევანა იტალიურისთვის, იქნებ ლიკკა-მაც გადაწყვიტო შვედურის სასარგებლოდ და ეს თემა შეგიძლია სულ დახურო biggrin.gif

პოსტის ავტორი: თამარი_ცქნაფო თარიღი: Feb 20 2009, 05:33 PM

ციტატა(k@the @ Feb 20 2009, 06:31 PM) *

თამარი_ცქნაფო
ეხლა თამო კანონისტი გახსნის ცალკე თემას ვისწავლოთ თურქულიო, ქევანა იტალიურისთვის, იქნებ ლიკკა-მაც გადაწყვიტო შვედურის სასარგებლოდ და ეს თემა შეგიძლია სულ დახურო biggrin.gif

გეუბნები, ეს თემა მაგიჟებს biggrin.gif

პოსტის ავტორი: ქევანა თარიღი: Feb 20 2009, 05:34 PM

k@the
ინტერნეტში ვიპოვე smile.gif

აი მასწიც ნახავს და გადახედოს, კარგია? laugh.gif
http://rapidshare.com/files/200364079/italian_textbook.doc.html

თამარ, ეგ ჩემი ბრალია.. ინტრიგა ჩავაგდე და აიტაცეს sad.gif

პოსტის ავტორი: KAIROS თარიღი: Feb 20 2009, 06:43 PM

ციტატა
ინტრიგა ჩავაგდე და აიტაცეს

ასეა, ეგრევე აიტაცებენ biggrin.gif შემეშვით ახლა მე თქვენს გახარებას და იტალიურს რაც შეეხება, ქევანასავით თუ დაგჭირდებათ დახმარება გვერდში მიგულეთ...
ოღონდ ჩემზე ლაპარაკი არ გინდათ, ხო?

პოსტის ავტორი: თამარი_ცქნაფო თარიღი: Feb 20 2009, 06:45 PM

ციტატა(KAIROS @ Feb 20 2009, 07:43 PM) *

ასეა, ეგრევე აიტაცებენ biggrin.gif შემეშვით ახლა მე თქვენს გახარებას და იტალიურს რაც შეეხება, ქევანასავით თუ დაგჭირდებათ დახმარება გვერდში მიგულეთ...
ოღონდ ჩემზე ლაპარაკი არ გინდათ, ხო?

ამას უყურე, თვთონ ''ანამიოკებს'' და მერე არ გინდათო biggrin.gif

კაი, ამ თემს მიხედეთ, თორემ არ ვიცი, რას ვუზამ...

პ.ს. ახლა მცალია

პოსტის ავტორი: KAIROS თარიღი: Feb 20 2009, 06:52 PM

კარგია ეს კონსპექტი, ამიტომ თუ გინდათ ამ კონსპექტის მიხედვით გავხსნათ ახალი თემა და იქ მივხედოთ...
კვირაში ერთი-ორჯერ მეცლება, ახლა შეიძლება დაკოპირება იქიდან და ისე მიყოლაც...

ციტატა
იტალიურის---- 27

ყველა გოგონაა? ohmy.gif tongue.gif

ციტატა
Gioite- ეს სიტყვა იხარეთ-ს ნიშნავს?

ხო smile.gif ესეც პირველი სიტყვა
Gioire

პოსტის ავტორი: k@the თარიღი: Feb 20 2009, 07:12 PM

ქევანა
გაიხარე ქეთ, ეხლა არ მეცლება 3 კვირა. მერე მეც შემოგიერთდებით.
1 წლის წინ უნი-ში 1 სემესტრი ჩემი ინიციატივით ვითომ ვისწავლე იტალიური, კვირაში 1 საათი დავდიოდი biggrin.gif. ვერც ვერაფერი ვისწავლე, არ მეცალა, მაგრამ წიგნი და CD შემრჩა. biggrin.gif
რაღაცეებს დავდებ ხოლმე.
კვირაში 1 გაკვეთილი რო გადმოვაკოპიროთ ფორუმზე და ვეცადლოთ სწავლა, კარგი იქნება. ძალიან მიყვარს ეგ ენა. rolleyes.gif

პოსტის ავტორი: KAIROS თარიღი: Feb 20 2009, 07:39 PM

ციტატა
კვირაში 1 გაკვეთილი რო გადმოვაკოპიროთ ფორუმზე

ცალკე თემაში ხო?
smile.gif
აბა დადგინდეს რამდენია და ა.შ.
ასევე მგონი ელემენტარულიდან ანუ დასაწყისიდან დავიწყებთ smile.gif

პოსტის ავტორი: Lashab თარიღი: Feb 21 2009, 04:50 AM

ციტატა(KAIROS @ Feb 20 2009, 08:39 PM) *

ცალკე თემაში ხო?
smile.gif
აბა დადგინდეს რამდენია და ა.შ.
ასევე მგონი ელემენტარულიდან ანუ დასაწყისიდან დავიწყებთ smile.gif

kuku.gif

კაიროს არამართლმადიდებლები ხომ შეიძლება? მეც შემოგიერთდებით თუ წინააღმდეგები არ იქნებით smile.gif

dagnebdit.gif

girl_angel.gif

პოსტის ავტორი: KAIROS თარიღი: Feb 21 2009, 04:53 AM

gio.gif
რა ვიცი... რა ვიცი...
მანამ აპოლოგეტიკა გაიხსნება დავეტაკებით ერთმანეთს იეღოველები, აგნოსტიკოსები და ჩვენ და მერე აქ იტალიურად დავუწყებთ ერთმანეთს გინებას biggrin.gif
შემოდი...
კაიროსი!
პ.ს.
იქით კვირიდან ვაპირებთ და აბა რამდენი ხართ?

პოსტის ავტორი: BOO თარიღი: Feb 21 2009, 01:12 PM

ვახ აქ რა ხდება? რამე გამოვტოვე?

პოსტის ავტორი: თამარი_ცქნაფო თარიღი: Feb 21 2009, 01:15 PM

არ სცალია ამ კაიროსს ამდენი, არა! ვერ ატყობთ, რომ უარს ვერ ამბობს კაცი ხათრით? biggrin.gif

ამოუასუნთქეთ!

biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif

პოსტის ავტორი: ქევანა თარიღი: Feb 21 2009, 01:31 PM

ციტატა
იქით კვირიდან ვაპირებთ და აბა რამდენი ხართ?

ლიკკა
ლიგია
ლაშაბ
აგერ სოფოსაც უნდოდა
მეც
ქეთოსაც

კიდე ვინ გამომრჩა? იქით კვირისთვის თემას გავხსნით და დავიწყოთ, ვეცდებით კაიროსი ძაან არ დავტვირთოთ smile.gif biggrin.gif კვირაში ერთი ლექცია ყველასთვის მოსახერხებელი იქნება და კაიროსიც მშვიდად ისუნთქებს biggrin.gif

პ.ს. ტე ამო იტალია biggrin.gif
http://www.youtube.com/watch?v=91crfPr400k&feature=PlayList&p=7061B3643AC360EC&playnext=1&index=2

პოსტის ავტორი: თამარი_ცქნაფო თარიღი: Feb 21 2009, 01:39 PM

შემოგივლით, ჟანგბადის ბალონს მოგაწვდით tongue.gif

აბა, ვნახოთ, როგორი გაკვეთილები გამოვა, საინტერესოა... smile.gif

პოსტის ავტორი: staywhite თარიღი: Feb 21 2009, 03:20 PM

და აქ უნდა იყოს გაკვეთილები? smile.gif არ იქნება კაი, აირ-დაირევა . ჯობია ყველა ენას გაუხსენით შესაბამისი თემა. აბა, მე ახლა სპარსულის სხლვა მინდა ისევ და კატომ რომ აქ ლექციები ჩამიტაროს და პარალელურად კაიროსმა იტალიურის ლექციები, რას ფიქრობთ: თქვენც ისწავლით სპარსულს და მე იტალიურს ? biggrin.gif

არ გამოვა აქ. ცალკ-ცალკე თემები smile.gif

პოსტის ავტორი: თამარი_ცქნაფო თარიღი: Feb 21 2009, 03:21 PM

ციტატა(staywhite @ Feb 21 2009, 04:20 PM) *

და აქ უნდა იყოს გაკვეთილები? smile.gif არ იქნება კაი, აირ-დაირევა . ჯობია ყველა ენას გაუხსენით შესაბამისი თემა. აბა, მე ახლა სპარსულის სხლვა მინდა ისევ და კატომ რომ აქ ლექციები ჩამიტაროს და პარალელურად კაიროსმა იტალიურის ლექციები, რას ფიქრობთ: თქვენც ისწავლით სპარსულს და მე იტალიურს ? biggrin.gif

არ გამოვა აქ. ცალკ-ცალკე თემები smile.gif

საერთოდ, გამოვა? huh.gif

რა ვიცი, რატომღაც ვერ წარმოვიდგინე. უფრო ინდივიდუალურად, სკაიპში ან სხვა გზით კი, მაგრამ ფორუმზე... რა ვიცი...

პოსტის ავტორი: staywhite თარიღი: Feb 21 2009, 03:25 PM

თამარი_ცქნაფო

ციტატა
რა ვიცი, რატომღაც ვერ წარმოვიდგინე. უფრო ინდივიდუალურად, სკაიპში ან სხვა გზით კი, მაგრამ ფორუმზე... რა ვიცი...

ხო, მე ასე გავიგე რომ აქ იქნება smile.gif და მაგიტომაც დავწერე არ გამოვა თქვა. ისე ცალკე თემაში ლექციების სახით რად იქნება ცუდი? შეინახება და ვთქვათ შენ რომ მოგინდეს ხვალ იტალიურის სწავლა ან მე, შევალთ და წავიკითხავთ smile.gif ანუ სალექციო მასალა იყოს შემონახული .

პოსტის ავტორი: ა ნ უ კ ა თარიღი: Feb 21 2009, 04:15 PM

ციტატა
ლიკკა
ლიგია
ლაშაბ
აგერ სოფოსაც უნდოდა
მეც
ქეთოსაც

მეც მინდა rolleyes.gif

პოსტის ავტორი: სოფი თარიღი: Feb 21 2009, 06:39 PM

staywhite

ციტატა
ყველა ენას გაუხსენით შესაბამისი თემა.

კი ნანა,მასე ვფიქრობთ ჩვენცsmile.gif ეგრე ვიზამთ,ეგრე ჯობია..

ლიკკა
ლიგია
ლაშაბ
ქევანა
კოტიკა tongue.gif
ანუკა
სოფი

პოსტის ავტორი: S a l l y თარიღი: Feb 21 2009, 07:04 PM

ლიკკა
ლიგია
ლაშაბ
ქევანა
კოტიკა tongue.gif
ანუკა
სოფი
სალლი

პოსტის ავტორი: თამარი_ცქნაფო თარიღი: Feb 21 2009, 07:07 PM

ვაიმე, არ შემიძლია, კაიროსსსსს, მიხედე ამ გოგოებს, თორემ გავგიჟდები, ან დღესვე დავურეკავ დედაშენს biggrin.gif

პოსტის ავტორი: likka თარიღი: Feb 21 2009, 08:52 PM

ციტატა
რა ვიცი, რატომღაც ვერ წარმოვიდგინე. უფრო ინდივიდუალურად, სკაიპში ან სხვა გზით კი, მაგრამ ფორუმზე... რა ვიცი...

მე რაც ვთქვი, ის მეთოდი იქნებოდა ყველაზე ნაყოფიერი, მაგრამ ნუ, ცოტა დრო უნდა, და თუ ადამიანს არ სხცალია და ნუ არც დიდი ხალისი აქვს ამის კეთების (რაც აბსოლურურად მესმის) მაშინ ასრც გამოვა, მაგრამ ინდივიდუალურად სკაიპით, ნუ ეგ საერთოდ არ მგონია მაგისგან რამე გამვოიდეს smile.gif მე, მაგალითად ნამდვილად არ ვისურვებდი 10 მსურველის დამატებას სკაიპში და მერე ცალცალკე ყველასთან ლაპარაკს tongue.gif

პოსტის ავტორი: Ligia თარიღი: Feb 22 2009, 03:25 PM

ციტატა(თამარი_ცქნაფო @ Feb 21 2009, 07:07 PM) *

ვაიმე, არ შემიძლია, კაიროსსსსს, მიხედე ამ გოგოებს, თორემ გავგიჟდები, ან დღესვე დავურეკავ დედაშენს biggrin.gif

მოგვხედე კაიროს
მართლა თუ არ ვიმეცადინო, არ ვმაიმუნობ არანაირად, აი ლიკაც იმეცადინებს ნაღდად ვიცი

სამ გაკვეთილის შვედურში შენი ნაწერი გადავთარგმნე , ხო ხედავ რა ნიჭიერი მასწავლებელი მყავს დ არა მონდომებული მოსწავლე ვარ, ხო და იტალიურსაც ჩავუჯდებით

არ დაიზარო

პოსტის ავტორი: KAIROS თარიღი: Feb 22 2009, 06:43 PM

biggrin.gif

ციტატა
ლიკკა
ლიგია
ლაშაბ
ქევანა
კოტიკა (?)
ანუკა
სოფი
სალლი

რა სიააა biggrin.gif
ლაშაბ მყავს პატარა ზედმეტად biggrin.gif
ვნახოთ აბა ხვალიდან ცალკე თემად იქნება...
შევეცდები.
Gioite:
kairos!

პოსტის ავტორი: Ligia თარიღი: Feb 22 2009, 07:21 PM

ციტატა(KAIROS @ Feb 22 2009, 06:43 PM) *

biggrin.gif

რა სიააა biggrin.gif

გაჭრა მდედრობითმა სქესმა tongue.gif

პოსტის ავტორი: Ismail თარიღი: Feb 25 2009, 02:43 AM

ყველამ რაღაც თემა გახსნა და რაღაც ენებს ასწავლის. ხელოვნური ენა (esperanto) არ გინდათ რო გასწავლოთ?biggrin.gif biggrin.gif

მართალია არაფერში არ გამოგადგებათ კაი 50 წელი მაინც, მარა, რა იცი რა ხდება biggrin.gif biggrin.gif

პოსტის ავტორი: კანონისტი თარიღი: Feb 25 2009, 06:11 PM

პატივცემულო ფორუმელებო,

მართალია ძალიან ჰგავს უკრაინული რუსულს, მაგრამ გინდათ, რომ ის განსხვავებები ისწავლოთ, რაც ამ ორ ენას აქვს?

თუ დიახ, შემიძლია გავხსნა ცალკე თემა.

Шановні форумчани,

Правда, що українська дуже схожа з російською, але бажаєте щоб вивчати ті різниці, яких мають ці дві мови?

Якщо так, можу відкрити віддільну тему.

tongue.gif e025.gif

პოსტის ავტორი: Ismail თარიღი: Feb 26 2009, 12:54 AM

კანონისტი
ვიდკრივაი ჩემო დათო, ვიდკრივაი. tongue.gif

პოსტის ავტორი: კანონისტი თარიღი: Feb 26 2009, 10:19 AM

Ismail

ციტატა
ვიდკრივაი

აგი რაია?

відкрой უნდა გეთქვა, ალბათ.... tongue.gif dry.gif

პოსტის ავტორი: თამარი_ცქნაფო თარიღი: Feb 26 2009, 02:58 PM

ციტატა(Ismail @ Feb 25 2009, 03:43 AM) *

ყველამ რაღაც თემა გახსნა და რაღაც ენებს ასწავლის. ხელოვნური ენა (esperanto) არ გინდათ რო გასწავლოთ?biggrin.gif biggrin.gif

მართალია არაფერში არ გამოგადგებათ კაი 50 წელი მაინც, მარა, რა იცი რა ხდება biggrin.gif biggrin.gif

შენ ჯობია განყოფილებას მიხედო. არ მომკლა ამდენმა ლინგვისტა? უჰჰჰჰ mad.gif

პოსტის ავტორი: ა ნ უ კ ა თარიღი: Mar 22 2009, 12:07 AM

ფრანგული არ გინდათ ? biggrin.gif

მე ვსწავლობდი და ცოტა გადამავიწყდა, ბარემ გავიხსენებდი

შემიძლია გასწავლოთ (ელემენტარული მაინც biggrin.gif )

კანონ დამეხმარები? smile.gif

პოსტის ავტორი: KAIROS თარიღი: Mar 22 2009, 03:53 AM

ციტატა
ფრანგული არ გინდათ

აუცილებლად smile.gif

ჩემი ხმა სწორედ ფრანგულს მივეცი smile.gif ასევე ჩვენს დოიჩლანდელებსაც ვთხოვ, შესავალი ნაწილი დაგვიწერონ გერმანული ენისა... smile.gif

დანქე, მეღსი-თი;

კაიროსი!

პოსტის ავტორი: ა ნ უ კ ა თარიღი: Mar 22 2009, 08:23 PM

KAIROS
გავხსნა თემა? rolleyes.gif

ელემენტარულს დავწერ და მერე დამაკვალიანეთ, როგორ გავაგრძელო biggrin.gif

პოსტის ავტორი: KAIROS თარიღი: Mar 23 2009, 03:36 AM

ციტატა
KAIROS
გავხსნა თემა?

ელემენტარულს დავწერ და მერე დამაკვალიანეთ, როგორ გავაგრძელო

ჰო აბა smile.gif

როგორ დაწერო, და როგორც ჩვენ ვწერთ smile.gif

უკრაინული, თურქული და იტალიური ენები მიდის უკვე და ეგრე მიყევი შენც smile.gif

პოსტის ავტორი: Ligia თარიღი: Mar 23 2009, 04:22 PM

ციტატა(ა ნ უ კ ა @ Mar 22 2009, 12:07 AM) *

ფრანგული არ გინდათ ? biggrin.gif

მე ვსწავლობდი და ცოტა გადამავიწყდა, ბარემ გავიხსენებდი

შემიძლია გასწავლოთ (ელემენტარული მაინც biggrin.gif )

კანონ დამეხმარები? smile.gif

აი ფრანგული მიდი დაწერე, გავიხსენებ მეც biggrin.gif

პოსტის ავტორი: ა ნ უ კ ა თარიღი: Mar 23 2009, 10:22 PM

კარგით გავხსნი ცოტა ხანში თემას smile.gif

პოსტის ავტორი: lch თარიღი: Mar 24 2009, 02:00 PM

ციტატა
მომივიდა ასეთი იდეა: ახლა გავხსნათ აქ გამოკითხვა და გავარკვიოთ, რომელი ენის შესწავლა უნდათ ფორუმელებს. მერე გავხსნათ შესაბამისი თემა და იქ დავდოთ ხოლმე მასალები.

ბერძნული მინდა ვისწავლო (ძველი და ახალი)... კარგი სპეციალისტი თუ იცით მიმასწავლეთ....

(თან მერიდება, რაღადროს ჩემი სწავლაა... unsure.gif )

პოსტის ავტორი: likka თარიღი: Mar 24 2009, 02:03 PM

ციტატა
(თან მერიდება, რაღადროს ჩემი სწავლაა... )

რატო გერიდება? tongue.gif სწავლს სიბერემდეო a075.gif

პოსტის ავტორი: S a l l y თარიღი: Mar 27 2009, 06:44 PM

აუ,გერმანულის სწავლების სურვილი არავის გაქვთ? გახსენით რა ბარემ rolleyes.gif

პოსტის ავტორი: NaTeEeX თარიღი: Mar 28 2009, 06:31 PM

ესპანურიის სწავლა მინდაა wub.gif

პოსტის ავტორი: მაშიკო თარიღი: Oct 8 2009, 07:38 PM

ინგლისურის სწავლა მინდა .... მაგრამ დრო არ მაქვს და... ეხ...

პოსტის ავტორი: sable თარიღი: Oct 8 2009, 08:20 PM

ციტატა(lch @ Mar 24 2009, 02:00 PM) *

ბერძნული მინდა ვისწავლო (ძველი და ახალი)... კარგი სპეციალისტი თუ იცით მიმასწავლეთ....
(თან მერიდება, რაღადროს ჩემი სწავლაა... unsure.gif )

თსუ-ს კლასიკური, ბერძნული და ბიზანტინისტიკის მიმართულებაზე (კათედრა) მიდი 8 კორპუსში და იქ არის ბევრი სპეციალისტი. იქვე მოგცემენ კოორდინატებს smile.gif

პოსტის ავტორი: hayavata თარიღი: Oct 26 2010, 03:05 AM

]შემიძლია შენი არაბული ჩემს თურქულში გაგიცვალო[/size]

სპარსულის სწავლა მინდა აუცილებლად

პოსტის ავტორი: გულთმისანი თარიღი: May 30 2014, 11:59 AM

ქართული ენის სწავლა მინდა. ჰო, ვიცი ცოტა ვითომ... ფორუმს ვკითხულობ და მესმის უმეტასად... მაგრამ უკეთესად მინდა ვისწავლო. დათა თუთაშხია ქართულად წავიკითხო rolleyes.gif

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: May 30 2014, 09:56 PM

გულთმისანი
სადაური ხარ კი მარა ?

პოსტის ავტორი: გულთმისანი თარიღი: May 31 2014, 10:15 AM

A.V.M
13 წლამდე თბილისში ვცხოვრობდი. ახლა რუსეთში ვარ, დონის როსტოვში.

პოსტის ავტორი: natazuba თარიღი: Jun 20 2016, 03:19 PM

კანონისტი ინტერნეტში ვეძებდი თურქული ენის შესწავლას და მოვხვდი ამ საიტზე. თავიდან გამიხარდა, მაგრამ მერე გული დამწყდა, დაუმთავრებელი რომ ვნახე. არც დაპირებული უღლების შესწავლას დადგომია საშველი. ძალიან გთხოვთ, გააგრძელოთ თემების დადება, დღეს თუ არა ხვალ, ზეგ, ერთი წლის შემდეგ და ა.შ. (მე 7 წლის შემდეგ ვნახე) სხვებიც ნახავენ მათ და, გარწმუნებთ, ყველა მათგანი თქვენი დიდი მადლიერი დარჩება.

უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)