ჩემი გალაკტიონი, რომ მეფე ვარ და პოეტი და სიმღერით ვკვდები... |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
ჩემი გალაკტიონი, რომ მეფე ვარ და პოეტი და სიმღერით ვკვდები... |
T I K O |
Mar 17 2008, 05:59 PM
პოსტი
#21
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 2,328 რეგისტრ.: 14-January 08 წევრი № 3,632 |
დღეს 17 მარტია... დღევანდელ დღეს გარდაიცვალა გალაკტიონი... არ ვიცოდი თუ დღევანდელ დღეს გარდაიცვალა ”..სარკმელს გააღებს ამღვრეული გალკტიონი და ქვაფენილებს შურდულივით დაენარცხება..” -------------------- An eye for eye only ends up making the whole world blind.
|
nuca_ge |
Mar 18 2008, 11:34 PM
პოსტი
#22
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 852 რეგისტრ.: 10-October 07 წევრი № 2,937 |
ახსნა
ღამეს ელვარე დღე შეუცვლია თქვენი თვალების ღრმა სიბნელეთი, ამნაირ გრძნობას ხომ შეუძლია დაიმორჩილოს მთელი ხმელეთი. მომკალით! ყოფნა მაინც შუქია თქვენზე აღმართულ სადღეგრძელოთა, შეხვედრა ენას ვერ შეუქია, შეხვედრა განა ასე გველოდა? თქვენ გაიხსენეთ, ო, გაიხსენეთ, ო, გაიხსენეთ, ამ სიტყვებს იქით რამდენი რამე ვერ აგიხსნიათ ვერც ჩუმი ცრემლით, ვერც ლალის ჭიქით. რისთვის მიყვარხარ? მე არ მაქვს ნება? მაგნაირ გულით და სინაზეთი... არის ამქვეყნად დაგვიანება – მაგრამ ამდენ ხნით? მაგრამ ასეთი? არის ამ ქვეყნად ვერხვი და სვია, არის ამ ქვეყნად სიკვდილი ქალით... ამ რევორველშიც არის რვა ტყვია, ერთს გაიმეტებთ: მე გთხოვთ, მომკალით! გურიის მთები წინ, მეეტლევ! ეგ ცხენები გააქანე, გააქანე! მსურს, რომ ერთხელ კიდევ ვნახო გაზაფხული მთები მწვანე, მსურს, რომ დაფნით გადავხლართო მძიმე ფიქრთა ოკეანე!.. წამიყვანე! მთები! როგორ შვენით მათზე გაზაფხულის ბუჩქ-ფოთოლი! როგორ შვენის ველზე ნამი, გამჭირვალე, როგორც ბროლი! ცა ისეა მოწმენდილი, ცა ისეა შეუმკრთალი, რომ ანგელოზს დაინახავს მოდარაჯე კაცის თვალი. კიპარისი ისე ღელავს, ისე ღელავს, ისე ღელავს, ისე ტოკავს, ისე ტოკავს, როცა ქარი გადათელავს… წყარო კლდეში მოჩუხჩუხე, წვეთანკარა, ვით ცის ვნება, დაფნის ბუჩქთა მწვანე ჩარჩოს ეომება, ეხეთქება. და ჩანჩქერი მთით ნასხლეტი, დაფლეთილი დილის სხივით, ძირს ეშვება და იფრქვევა და გადადის რძის ქაფივით. ვდგევარ მთაზე… და სიჩუმის იდუმალი მესმის ენა, და მიტაცებს სწრაფი ფრთებით პოეტური აღმაფრენა. ვხედავს სურებს, ვხედავ დაფნარს, ვხედავ მდუმარ ნასაკირალს, ვხედავ სოფლებს სიცოცხლისას, განახლების თვალით მზირალს. ჩუმად! ვიღაც მღერის მთაზე… რა ძალაა ამ ტკბილ ხმაში!.. არსად ისე არ მღერიან, როგორც აქ, ამ ქვეყანაში, არსად, არსად არ არსებობს ბრძოლის ჟინი, ბრძოლის ქარი, არსად ისე არ გადმოხეთქს უმანკობის ნიაღვარი, და არსად, მთელ ქვეყანაზე არ ჰკოცნიან ისე ვნებით, ისე ცეცხლით, ისე ჟინით და იმგვარი გატაცებით, ვერსად ისე ვერვინ გაგვხვევს გამოუცნობ ცეცხლის ტბაში, როგორც ლერწამქალწულები - აქ, ამ წარმტაც ქვეყანაში! და, მეეტლევ, თუ მათ ალერსს ვერ ვეღირსე, გეთაყვანე, საალერსოდ ისევ მიწვევს გაზაფხულის მთები მწვანე… მაშ, გარეკე ეგ ცხენები, სადმე შორს, შორს წამიყვანე, გამაქანე, გამაქანე! უსიყვარულოდ უსიყვარულოდ მზე არ სუფევს ცის კამარაზე, სიო არ დაჰქრის, ტყე არ კრთება სასიხარულოდ... უსიყვარულოდ არ არსებობს არც სილამაზე, არც უკვდავება არ არსებობს უსიყვარულოდ. მაგრამ სულ სხვაა სიყვარული უკანასკნელი, როგორც ყვავილი შემოდგომის ხშირად პირველს სჯობს, იგი არ უხმობს ქარიშხლიან უმიზნო ვნებებს, არც ყმაწვილურ ჟინს, არც ველურ ხმებს იგი არ უხმობს... და შემოდგომის სიცივეში ველად გაზრდილი, ის გაზაფხულის ნაზ ყვავილებს სულაც არა ჰგავს... სიოს მაგივრად ქარიშხალი ეალერსება და ვნების ნაცვლად უხმო ალერსს გარემოუცავს. და ჭკნება, ჭკნება სიყვარული უკანასკნელი, ჭკნება მწუხარედ, ნაზად, მაგრამ უსიხარულოდ. და არ არსებობს ქვეყანაზე თვით უკვდავება, თვით უკვდავებაც არ არსებობს უსიყვარულოდ! 1914 -------------------- ყველაფერი კარგად იქნება !!!!!!!!!!!!!!!!
|
likka |
Mar 18 2008, 11:52 PM
პოსტი
#23
|
გენა ჯგუფი: Members პოსტები: 5,044 რეგისტრ.: 5-April 07 მდებარ.: Strawberry fields... წევრი № 1,578 |
ჰეჰ....გალაკტიონის ერთ ძალიან კარგ (არა-ფორუმული შიგთავსით თუმცა...) და ბევრისათვის ალბთ უცნობ ლექსს დავდებდი, მაგრამ ძვირფას მოდერებს და ჩვენი ფორუმის წესებს მოვერიდები და ბანი რომ არ ავირტყვა, თავს შევიკავებ....: P
თუ ვინმეს დაგაინტერესოთ, მომიპიემენთ და მოგართმევთ.... -------------------- ეჰ...
|
T I K O |
Mar 19 2008, 02:40 PM
პოსტი
#24
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 2,328 რეგისტრ.: 14-January 08 წევრი № 3,632 |
ეს ლექსი მირზა გელოვანმა გალაკტიონს მიუძღვნა:
მე თქვენ გიგონებთ კრძალვით და რიდით, თქვენ მშვენიერ ხმას, ქართულის მაღლობს. გახსოვთ პიტერი, დღენი ჯონ-რიდის, ის დღენი რაა ამ დღეთა ახლოს. არ შეედრება ის ქარი ამ ქარს, როგორც ვერასდროს ვერ შევედრებით - თქვენს ძვირფას სახელს, უზომოდ მაღალს, და თქვენს ხმებს, მე და ჩემი ლექსები. მე მზრდიდა წიგნი ლურჯი ზარნაშით, მე თქვენს სახელზე ვლოცულობ ახლაც, თუმც სიკვდილის წინ თავი ავიშვი, თქვენთან კვლავ ბავშვის სიმორცხვე მახლავს. და როცა სიკვდილს ვამარცხებ ერთი, როს კვლავ იმედი ასიათასობს, თქვენ გიგონებთ და ცას იმერეთის, ბრძენო მაღალო, ცაო ძვირფასო! -------------------- An eye for eye only ends up making the whole world blind.
|
მატასი |
Mar 20 2008, 03:58 PM
პოსტი
#25
|
თამ... ჯგუფი: Members პოსტები: 2,614 რეგისტრ.: 10-November 06 მდებარ.: dedamiweli :) წევრი № 440 |
გალაკტიონის დღიურიდან....
23 მარტი შაბათი _დილით ვიყავი ხელოვნების მთავარ სამმართველოში. პასუხი ჯერ კიდევ არ არის. _ეპოქის შესახებაც იმგვარადვე. _მნათობში ლექსი ჯერ არ აწყობილა. _ფული არსაიდან არ არის. რუსთაველის პროსპექტზე დადიან “პოეტები”... ოცნებობენ ერთ ჭიქა ღვინოზე. აწყობენ მანეთის შოვნის გეგმებს, მაგრამ სრულიად უიმედონი არიან... ...ო, არავინ არ იცის რაა სიღარიბე. ღანაირად დამამცირებელი, პიროვნების პეხქვეშ გამქელველია იგი... სულ რამდენიმე დღე დამრჩა სიცოცხლლის და ისიც გავიმწარო? არასდროს! ახლა მე მთვრალი ვარ და იმიტომ ვწერ. ხვალ ფხიზელი შევწუხდები. არაფერია!... აფხანიკები! თქვენ გამოიკვლიეთ და გადაუხადეთ მათ სამაგიერო... ეეეჰ!... ასე ცხოვრობდა.... -------------------- მუჭაში ვაგროვებდი მზეს შენთვის...
აჰა, მიიღე... "ერთხანს შორიშორს იდგნენ და ოდნავი შეხედვისაც ეშინოდათ, რადგან აშკარად გრძნობდნენ გატრუნულნი, როგორ ამოდიოდა მათ სხეულში უცნაური, მჩხვლეტავი მცენარე - სიყვარულის კაკტუსი..." |
Giorgi- |
Mar 20 2008, 05:56 PM
პოსტი
#26
|
ჯგუფი: Members პოსტები: 3,280 რეგისტრ.: 23-May 07 წევრი № 2,001 |
აი რა მზის სიზმარია
აირევი ივერია აი დროშა აშორდია აერების სიბერეა ეს გალაკტიონის ერთი ლექსია, რომელიც უკუღმაც ზუსტად ისევე იკითხება |
marine |
Mar 25 2008, 02:31 PM
პოსტი
#27
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,554 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
გალაკტიონს
/ფრიდონ გელაშვილი/ გალაკტიონი ლექსის მეფედ დარჩება კიდევ, ის ეპოქაა პოეზიის, ნაღდი ეპოქა, ლექსები მისი მიჰყვებიან ცხოვრების კიბეს, მისი ერთი თქმაც სამომავლო აზრად გვეყოფა. -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
T.L. |
Mar 26 2008, 01:41 PM
პოსტი
#28
|
Вот бы мне крылья... ჯგუფი: Members პოსტები: 6,950 რეგისტრ.: 1-September 06 მდებარ.: where the wild roses grow წევრი № 134 |
გალაკტიონის ეს წერილი დედისადმი განსაკუთრებით ამაღელვებელია "ძვირფასო დედა! ჩემო დედა! ძალიან ამაღერლვებელი წერილია თუმცა არ ვიცი რტაომ გალაკტიონი 5წელი დედას არ ელაპარაკებოდა :უსერ: -------------------- мне бы в небо...
----------------------- სიკეთით სძლიე შენს მტერსა.... ------------------------------------------- უფრთხილდით საკუთარ აზრებს,რადგან ისინი ზეცაში ისმის... --------------------------------------------------------------------------- |
marine |
Mar 26 2008, 02:03 PM
პოსტი
#29
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,554 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
ძალიან ამაღერლვებელი წერილია თუმცა არ ვიცი რტაომ გალაკტიონი 5წელი დედას აე ელაპარაკებოდა :უსერ: კარგი დედის გაზრდილი რომ იყო, იმიტომ იყო თავადაც კარგი რევაზ მიშველაძემ თქვა, გალაკტიონს რომ დღევანდელ საქართველოში ეცხოვრა, თავს არ მოიკლავდა, ისედაც გაუსკდებოდა გულიო. -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
kato_Bato |
Mar 26 2008, 02:14 PM
პოსტი
#30
|
Я тучка, тучка, тучка. Я вовсе не медведь.. ჯგუფი: Senators პოსტები: 15,479 რეგისტრ.: 4-November 06 მდებარ.: Not shureLand.... წევრი № 389 |
marine
მე მგონი ზედმეტი მოსვლია... მაშინდელი საქართველოც არ იყო აღთქმული ქვეყანა... გადასახლების მაინც არ ეშინიათ მწერლებს და პოეტებს... -------------------- მელია დადუმდა და პატარა უფლისწულს მიაჩერდა.
- მომიშინაურე!.. - შეევედრა იგი უფლისწულს.... - როგორ უნდა მოგიშინაურო? - ჰკითხა პატარა უფლისწულმა. - ამისთვის დიდი მოთმინებაა საჭირო, - მიუგო მელიამ. - ჯერ შორიახლოს დაჯდები მოლზე. აი ასე. მე მალულად დაგიწყებ ცქერას. შენ კი ხმა არ უნდა ამოიღო. საუბარი ხშირად გაუგებრობის მიზეზია. მერე ყოველდღე უფრო და უფრო მომიახლოვდები... |
marine |
Mar 26 2008, 02:17 PM
პოსტი
#31
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,554 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
marine მე მგონი ზედმეტი მოსვლია... მაშინდელი საქართველოც არ იყო აღთქმული ქვეყანა... გადასახლების მაინც არ ეშინიათ მწერლებს და პოეტებს... მართალი ხარ, კატუნა. თუმცა დღეს განსხვავებული სიტუაციაა, დღეს ჭეშმარიტი შემოქმედებითი პოტენციალი ფეხქვეშაა გათელილი.. პრიორიტეტულია ის შემოქმედება, სადაც ბინძური სიტყვების ზეიმია.. დღეს "ანტიტყაოსანის" ეპოქაა, მაგრამ მადლობა ღმერთს ნორმალური რამაც იწერება და ცოტათი ნეიტრალდება სიბინძურე.. -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
kato_Bato |
Mar 26 2008, 02:28 PM
პოსტი
#32
|
Я тучка, тучка, тучка. Я вовсе не медведь.. ჯგუფი: Senators პოსტები: 15,479 რეგისტრ.: 4-November 06 მდებარ.: Not shureLand.... წევრი № 389 |
marine
ციტატა მართალი ხარ, კატუნა. თუმცა დღეს განსხვავებული სიტუაციაა, დღეს ჭეშმარიტი შემოქმედებითი პოტენციალი ფეხქვეშაა გათელილი.. პრიორიტეტულია ის შემოქმედება, სადაც ბინძური სიტყვების ზეიმია.. დღეს "ანტიტყაოსანის" ეპოქაა, მაგრამ მადლობა ღმერთს ნორმალური რამაც იწერება და ნეიტრალდება სიბინძურე.. მაშინაც იყვნენ ხუტა ბერულავები და "ახ ტრაქტორო რა კარგი ხარ" ლექსების ავტორები ჯილდოვდებოდნენ ორდენებით. პრიორიტეტული ყოველთვის იქნება მასისთვის სულელური ლექსები და რახა რუხი. აბა მთელი ერი რომ ინტელიგენციისგან შედგებოდეს რა გვიჭირს მსშინ.. ლებანიძე არ წერდა? მწერალთა კავშირიდან გარიცხული გალაკტიონი შემოგვეყარაო და " აჰ, კრება გაქვთ "პოეტებს" ძამიკო?" გვკითხაო.. ... ფურცლებს ვერ შოულობდა რომ ეწერა, ამიტომ წერდა ყველაფერზე, ასანთის კოლოფებზე, კედლებზე... არ უბეჭდავდნენ წიგნებს, უსწორებდნენ ლექსებს, "ვერ ცნობდნენ"... ჩემი მასწავლებლის მამა შესწრებია, გალაკტიონს მწვანილის გამყიდველი ეჩხუბებოდაო: _გალატიონი ვარ ბიძიკოო_ შეუტირია _გალაკტიონი არ ვიცი მეო_ ეუზრდელებოდა აცრემლებულსო -------------------- მელია დადუმდა და პატარა უფლისწულს მიაჩერდა.
- მომიშინაურე!.. - შეევედრა იგი უფლისწულს.... - როგორ უნდა მოგიშინაურო? - ჰკითხა პატარა უფლისწულმა. - ამისთვის დიდი მოთმინებაა საჭირო, - მიუგო მელიამ. - ჯერ შორიახლოს დაჯდები მოლზე. აი ასე. მე მალულად დაგიწყებ ცქერას. შენ კი ხმა არ უნდა ამოიღო. საუბარი ხშირად გაუგებრობის მიზეზია. მერე ყოველდღე უფრო და უფრო მომიახლოვდები... |
marine |
Mar 26 2008, 02:35 PM
პოსტი
#33
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,554 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
marine მაშინაც იყვნენ ხუტა ბერულავები და "ახ ტრაქტორო რა კარგი ხარ" ლექსების ავტორები ჯილდოვდებოდნენ ორდენებით. პრიორიტეტული ყოველთვის იქნება მასისთვის სულელური ლექსები და რახა რუხი. აბა მთელი ერი რომ ინტელიგენციისგან შედგებოდეს რა გვიჭირს მსშინ.. ლებანიძე არ წერდა? მწერალთა კავშირიდან გარიცხული გალაკტიონი შემოგვეყარაო და " აჰ, კრება გაქვთ "პოეტებს" ძამიკო?" გვკითხაო.. ... ფურცლებს ვერ შოულობდა რომ ეწერა, ამიტომ წერდა ყველაფერზე, ასანთის კოლოფებზე, კედლებზე... არ უბეჭდავდნენ წიგნებს, უსწორებდნენ ლექსებს, "ვერ ცნობდნენ"... ჩემი მასწავლებლის მამა შესწრებია, გალაკტიონს მწვანილის გამყიდველი ეჩხუბებოდაო: _გალატიონი ვარ ბიძიკოო_ შეუტირია _გალაკტიონი არ ვიცი მეო_ ეუზრდელებოდა აცრემლებულსო ეგეც მართალია, კატუნა გულსატკენია, რომ დღეს ისეთი ადამიანები არიან შემოქმედებითად წარმატებულნი, რომლეთა შემოქმედებაში გინება, ბილწსიტყვაობა, ავხორცობა უხვი დოზითაა ჩაყრილი. საერთოდ დრო აფასებს ყველაფერს და გალაკტიონის შემთხვევაშიც ასე არის. გადასახლების მაინც არ ეშინიათ მწერლებს და პოეტებს... გადასახლება არა, მაგრამ გამოსახლებით კი გამოასახლეს უფრო სწორად, გამოყარეს. -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
Mar 26 2008, 03:05 PM
პოსტი
#34
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,554 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
-------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
T I K O |
Mar 26 2008, 04:32 PM
პოსტი
#35
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 2,328 რეგისტრ.: 14-January 08 წევრი № 3,632 |
ძალიან ამაღერლვებელი წერილია თუმცა არ ვიცი რტაომ გალაკტიონი 5წელი დედას აე ელაპარაკებოდა :უსერ: ლებანიძე არ წერდა? მწერალთა კავშირიდან გარიცხული გალაკტიონი შემოგვეყარაო და " აჰ, კრება გაქვთ "პოეტებს" ძამიკო?" გვკითხაო.. მაგ ლექსის დადებას ვაპირებდი და რადგან ახსენე, ბარემ დავდებ: იქ ირჩეოდა რომელიღაც პოეტის ბწკარი, უთანხმოება და კამთმა როცა იფეთქა, გალაკტიონმა შემოაღო ანაზდად კარი და ხაზგასმული მოწიწებით, მახსოვს, იკითხა: "ოჰ, კრება გაქვთ პოეტებს, ძამიკო?!" ვიღაც წამოდგა, იქვე, კართან, ფეხქვეშ გაეგო, აუხსნა რაღაც, მან დასტოვა ღიმილის ხურდა. თავისი დიდი, რკინის ხელი სულში ჩაგვიყო და გაგვეცალა - მას უბრალოდ ხუმრობა სურდა. მინის ტიხარში მალე მაღალ პოეტის ლანდი მსვლელობა მისი დიდებული და ბაღი დაჩნდა: ბაღში მჯდომისთვის ტიხარს აქეთ ბინდბუნდად ვჩანდით, სასხლის ბაღში ცისფერ მერხზე ის მარტო დაჯდა. გარე ჯიბეში სავარცხელი მოჩხრიკა ცერით, უცხო ხილვები გამოიხმო საყვარელ ბაღში, დაახლოებით ასე, ოც წუთს ივარცხნა წვერი, მერე ადგა და კმაყოფილმა გასწია სახლში. -------------------- An eye for eye only ends up making the whole world blind.
|
T I K O |
Mar 26 2008, 04:55 PM
პოსტი
#36
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 2,328 რეგისტრ.: 14-January 08 წევრი № 3,632 |
tiko282 გაიხარე მალობა, მალობა და მალობა! შენც გაიხარე რადგან მურმან ლებანიძე ვახსენეთ, ეს ლექსიც დავდოთ: ჩემს გალაკტიონს მე ვკითხე ერთხელ ( ის მთვრალი იყო, როგორც ყოველთვის) - ბატონო გალაკტიონ, თქვენ პირველი ხართ, დაგვისახელეთ მეორე პოეტი... უცებ, ჭინკებით გაევსო თვალი- თვისი სიმაღლით ის იყო მთვრალი - საქართველოში???- ჩაიქირქილა და ლომურ წვერზე მოისვა ბრჭყალი. ამინ მარი, უღრმესი მადლობა -------------------- An eye for eye only ends up making the whole world blind.
|
ninela |
Apr 22 2008, 09:52 PM
პოსტი
#37
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 52 რეგისტრ.: 10-April 08 წევრი № 4,527 |
პოეზიის გენია! მეფე პოეტი , რომლისაც ყველა მის თანამედროვე პოეტს შურდა- ჩემი აზრით! "გალაკტიონში არის პოეტი და ჩემში უფრო ანგელოზია" როდესაც ერთ ერთმა ცნობილმა პოეტმა გალაქტიონის სიტყვები" შეხედა რა ცაა ესაა რაცააო" გაიგონა, კარგიაო ყრუდ ჩაილაპარაკა. მისი გენიის არდაფასება უბრალოდ შეუძლებელია. ამბობენ კონსტანტინე გამსახურდია და გალაქტიონი მეგობრობდნენ კონსტანტინე გალაკტიონს ლომს ეძახდა გალაკტიონი კი ვეფხვს. ერტ დგეს კონსტანტინე მიესალმა: გამარჯობა ვეფხვოო! გალაკტიონმა უპასუხა გამარჯობა კოწია!
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გალაკტიონის კაბინეტში, გამოკრულია ლექსი რომელიც აქამდე უცნობი იყო მკითხველისათვის, ლექსს ქვია "აფხაზეთის მზის ჩასვლა" ძალიან ლამაზი ლექსია და ორიგინალური რითმა აქვს ! -------------------- "რაკი განგებამ კოსმოსურ უსასრულობაში მაინცდამაინც ჩვენ გვანდო დღეს ადამიანის სახელისა და ღირსების ტარება, ჩვენც კეთილი ვინებოთ, შევიშნოვოთ ეს მართლაც უდიდესი პატივი და,რაც არ უნდა ძნელი იყოს, არ მოვიდრიკოთ მისი სიმძიმის ქვეშ!"
|
T I K O |
Apr 23 2008, 06:23 PM
პოსტი
#38
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 2,328 რეგისტრ.: 14-January 08 წევრი № 3,632 |
გალაკტიონი
... "ინტურისტის" ბაღში ყველა კუპე დაკავებული იყო. მე და გურამი აუზის გვერდით მაგიდას მივუსხედით და ვიდრე საჭმელს მოგვიტანდნენ, ლუდი მოვითხოვეთ. ოფიციანტმა ორი ბოთლი ცივი ლუდი მოიტანა. მე ჭიქის პირს მარილი მოვაყარე და ნელა მოვსვი. სასიამოვნო სიგრილემ დამიარა სხეულში. ჩვენს მარჯვნივ, კუთხეში, კაცი იჯდა, ჩვენკენ ზურგით, ძალიან განიერი, ოდნავ მოხრილი ბეჭები ჰქონდა. ღვინოს სვამდა. ძალიან ნაცნობი ტანი ჰქონდა, ძალიან. უცებ თეფშზე ჩანგალი დააკაკუნა, ჩვენკენ მობრუნდა და ჩვენს ოფიციანტს მიმართა: - ძამიკო, რამდენ ხანს უნდა გელოდო? - მოვდივარ, შე კაცო, ფრთებს ხომ არ გამოვსხამ, შენისთანა მილიონია და მე ერთი, - წყენით უთხრა ოფიციანტმა და ჩვენი შეკვეთის მოლოდინში ფანქარი და ქაღალდი მოიმარჯვა. - გურამ, შეხედე - ვის? - გალაკტიონი! - გურამი სწრაფად შეტრიალდა. ახლა გალაკტიონი ისევე ზურგით იჯდა ჩვენკენ. - ჯერ იმას მიუტანე. - ვუთხარი მე - შეკვეთა მომეცი, შე კაცო, და იმას კი მივხედავ, ასე ზის მაგი ორი საათია და მიჩიჩინებია იმ ერთ ბოთლ ღვინოს. - გაიკრიჭა ოფიციანტი. მე შევუკვეთე, რაც გვინდოდა და ვთხოვე ოფიციანტს, გალაკტიონის მაგიდასთან მოეტანა. - მივიდეთ, გურამ - არ ეწყინოს, ბიჭო - რატომ უნდა ეწყინოს, მივიდეთ და დაველაპარაკოთ - მივიდეთ. - გადაწყვიტა გურამმა და ადგა. თავზე რომ დავადექით, გალაკტიონმა გაკვირვებით ამოგვხედა. - შეიძლება ბატონო გალაკტიონ, თქვენს მაგიდასთან დავსხდეთ? - გავუბედე მე. გალაკტიონმა მაგიდებს მოავლო თვალი, ცარიელი მაგიდები რომ დაინახა, გაეცინა. - მაგიდების მეტი რა არის, ძამიკო, ამ რესტორანში? - ჩვენ თქვენთან გვინდა! - ისე სთხოვა გურამმა, გალაკტიონს კი არა მე ამიჩუყდა გული. - დაბრძანდით, დაბრძანდით! - მიგვიპატიჟა გალაკტიონმა. ჩვენ დავსხედით. უხერხული სიჩუმე ჩამოვარდა. - ჩვენ სტუდენტები ვართ, ბატონო გალაკტიონ. - ვუთხარი მე. - სწავლობთ? - დიახ. - კარგია, შესანიშნავია, უშესანიშნავესია! - თქვა გალაკტიონმა და ბოთლი აიღო ხელში. უცებ აწრიალდა, რაღაცის ძებნა დაიწყო, მერე წამოდგა, მეზობელი მაგიდიდან ორი ჭიქა აიღო და მე და გურამს დაგვიდგა. - ღვინოს ხომ სვამთ? - კი! - თქვა გურამმა - მე მიცნობთ, არა? - გვკითხა და ღვინის დასხმა დაიწყო - თქვენ ვინ არ გიცნობთ, ბატონო გალაკტიონ! - უთხრა გურამმა. - ოფიციანტი არ მიცნობს, ძამიკო, ერთი საათია მიყურებს და ვერ მიცნო! - გაიღიმა გალაკტიონმა. ოფიციანტი მოვიდა, სამი ბოთლი ღვინო მოიტანა, ყველი, მშრალად მოხარშული ხორცი და სალათი. - შენ ვერ მცნობ მე, ძამიკო? - ჰკითხა გალაკტიონმა - რავა ვერ გცნობ, შე კაცო, სულ ჩვენთან არ დადიხარ? - გაუღიმა ოფიციანტმა. - აბა ვის ვგავარ თუ იცი? - ვის გავხარ და მღვდელს. - გამოიცნო ოფიციანტმა და გალაკტიონს წვერზე შეხედა. - სწორი ხარ, ძამიკო, მღვდელს ვგავარ - ჩაიხითხითა გალაკტიონმა. ოფიციანტი გაბრუნდა. გალაკტიონი ხითხითებდა. - ხომ გითხარით, ვერ მცნობს-მეთქი. - გვითხრა ბოლოს, ხითხითი რომ მოათავა. - აბა თქვენ თუ მიხვდებით ვის ვგავარ? - მე ჟრუანტელმა დამიარა ტანში. რა ვუპასუხო ახლა? - დაგვცინით, ბატობო გალაკტიონ? - ჰკითხა გურამმა მომაკვდავი კაცის ხმით. - არა , ძამიკო, მართლა გეკითხებით. - თქვენ არავის არ გავხართ, ბატონო გალაკტიონ, თქვენ ხართ გალაკტიონი, დიდი პოეტი გალაკტიონ ტაბიძე. სხვას ვის უნდა გავდეთ? - ვთქვი მე. - გალაკტიონ ტაბიძე კი ვარ, მაგრამ ვის ვგავარ? - გოეთეს! - თქვა გურამმა - არა! - გაეღიმა გალაკტიონს - პუშკინს გალაკტიონმა თავი გაიქნია. - მიცკევიჩს, ბაირონს, რემბოს... - არა! - რუსთაველს, ბოდლერს, ფირდოუსს... - არა, ძამიკო, არა, აკაკის არ ვგავარ, წერეთელს? - თქვა მან და წვერზე ხელი ჩამოისვა. - კი, როგორ არა, ძალიან გავხართ, ბატონო გალაკტიონ, ძალიან! - ვთქვი მე. - აი, ხომ გითხარით! ყველა მეუბნება, აკაკის გავხარო, ოფიციანტმა კი ვერ მიცნო. გაუმარჯოს აკაკის! - თქვა გალაკტიონმა და ჭიქა გამოცალა. ჩვენც გამოვცალეთ. გალაკტიონი ოდნავ მთვრალი იყო, საოცრად ღრმა, ჭკვიან და გაღიმებულ თვალებში ეშმაკური ნაპერწკალი ენთო. იგი ლაპარაკის ხასიათზე მოვიდა. - თქვენ რას აკეთებთ, ძამიკოებო, ლექსებს არ წერთ? - მე არა, ეს წერს! - თქვა გურამმა. - მე აღარ ვწერ ლექსებს! - ვუთხარი მე - რატომ მერე, ძამიკო, ყველა წერს და შენ რა დააშავე, წერე, წერე, კარგია ლექსის წერა. - მითხრა და თავზე გადამისვა ხელი. - თქვენ რომ ლექსებს წერთ, ისეთი ლექსების წერა კია კარგი, ბატონო გალაკტიონ. - ვთქვი მე - ცუდი ლექსის წერაც კარგია, არ არის სავალდებულო ყველამ კარგი ლექსები წეროს. - გაიცინა გალაკტიონმა და შევატყვე, უკვე ბურთივით გაგვიგდო მე და ჩემი გურამი. გურამს პირი ჰქონდა დაღებული. მინდოდა ხელი ამეფარებინა, რამე სისულელე არ წამოსცდეს-მეთქი, მაგრამ ვერ მოვასწარი. - როგორ წერთ ლექსებს, ბატონო გალაკტიონ? - წამოაყრანტალა მან და გამარჯვებული სახით შემომხედა. გალაკტიონმა ისე ახედა გურამს, რომ გურამის საცოდაობით გული დამეთუთქა. მერე ისევ დაასხა ღვინო, პატარა ხორცის ნაჭერი გადაიღო და თეფშის კიდეზე დადო. თვალები დახუჭა. - მე ზღვა მიყვარს ძალიან, ზღვა და მზე. ყოველ ზაფხულს დავდივარ ზღვაზე. სახლი მაქვს სოხუმში, ხომ იცით? - გვკითხა მან და თვალები გაახილა. ჩვენ თავი დავუქნიეთ. გალაკტიონმა ისევ დახუჭა თვალები. - ყოველ ზაფხულს ჩავდივარ სოხუმში, ამოვთხრი დიდ ორმოს სილაში, ჩავწვები შიგ და ჩავიმარხები კისრამდე, აი ასე. - მან გვიჩვენა, როგორ აკეთებდა ამას. - მერე ვიზამ პირს მზისკენ და ვხუჭავ თვალებს, როგორც ახლა, ასე. ჯერ ბნელა, მერე ჩნდება რგოლები, წითელი, ყვითელი, ნარინჯისფერი, მერე ნათდება, ნათდება და მზე ჩამოდის თვალებში, დიდი, უდიდესი ნათელი მზე, მზე ატანს ქუთუთოებში, ძვალში, რბილში, სისხლში, მზე ყველაფერში ატანს, სამარეშიც ატანს მზე, მერე ციდან ეშვება თეთრი ანგელოსი, ლამაზი, თეთრი ანგელოზი, ეშვება ჩემს ყურთან და მკარნახობს ლექსებს... - გალაკტიონი დადუმდა. იგი დიდხანს იჯდა ასე თვალდახუჭული და მე მჯეროდა, რომ იგი ახლაც ხედავდა მის ყურთან დახრილ თეთრ ანგელოსს, რომელიც ყურში მზესავით უდიდეს და ნათელ ლექსებს კარნახობდა. მერე მან გაახილა თვალები და მე ხატზე დავიფიცებ, რომ მის თვალებში ორი უზარმაზარი თაკარა მზე დავინახე. - ასეა, ძამიკოებო. - თქვა მან ძალიან სერიოზულად და ჭიქა ასწია. - გაუმარჯოს ანგელოსს. - თქვა და დალია. - ბატონო გალაკტიონ, მართლა ანგელოსი გკარნახობთ? - ვკითხე მე გაუბედავად - კი, ძამიკო, ანგელოსი მკარნახობს, აბა მე სად მცალია ლექსების საწერად. - დაისაწყლა თავი გალაკტიონმა. - "ნიკორწმინდაც" ანგელოსმა გიკარნახათ? - ჰკითხა გურამმა - "ნიკორწმინდაც" ანგელოსმა მიკარნახა. - დააქნია თავი გალაკტიონმა. ისევ დუმილი ჩამოვარდა. - სად არის ჩვენი ოფიციანტი, აღარ მოდის? - აწრიალდა უცებ გალაკტიონი მე თეფშზე ჩანგალი დავაკაკუნე. რესტორნის მარცხენა კუთხეში დიდი ორომტრიალი იყო, ვიღაცებს ოთხი მაგიდა შეეერთებინათ და მთელი რესტორნის ოფიციანტები მათ ემსახურებოდნენ. ჩვენი ოფიციანტიც იქ ტრიალებდა ჯარასავით. - რას შვები კაცო! - დავუქნიე ხელი. რა ვქნაო, გაშალა ხელები და ასმზარეულოსკენ გაიქცა. - მოვა ახლავე, ბატონო გალაკტიონ! - დავამშვიდე მე. - შორეული ქალის ეშხი მოვა, მაგრამ როდის...- თქვა გალაკტიონმა. ცოტა ხნის შემდეგ ოფიციანტი მოვიდა. - სად ხარ, ძმაო, დაგვხოცე შიმშილით! - გაუჯავრდა გურამი - შენთვის მეცალა, შე კაცო? ვერ ხედავ, ვინ გვესტუმრა? - გაუკვირდა ოფიციანტს. ვინ? - ჰკითხა გურამმა - ვინ და მსოფლიო ჩემპიონი ჭიდაობაში - რა გვარია? - რავა, პირველად გესმის ქიტუაშვილი გოგია, გაზეთებს არ კითხულობთ? - ახლა ოფიციანტი გაუჯავრდა გურამს. - ექიმებმა თქვეს, ორი სამწლიანი მოზვრის ღონე აქვსო. - თქვა ოფიციანტმა და ისევ გავარდა. გაერთიანებული სუფრის თავში აღტაცებული ხალხის და ოფიციანტების ალყაში პატარათვალებიანი, ორი სამწლიანი მოზვრის ღონის შარავანდედით მოსილი ქიტუაშვილი გოგია იჯდა და ძლიერი ყბებით მოხარშული ბეჭის ძვალს ფშვნიდა. - მე წავალ, ძამიკოებო, დიდი მადლობა, დიდი მადლობა. მშვიდობით, მშვიდობით, მშვიდობით. - გალაკტიონი წამოდგა. - გაგაცილებთ, ბატონო გალაკტიონ! - წამოვცვივდით ჩვენც. - არა, ბატონო, არა. რად მინდა გაცილება. იგი წავიდა ნელი ნაბიჯით. ისე გაიარა ამ ღმერთკაცმა მთელი რესტორანი, არავის შეუმჩნევია. და მე ისევ შემეცოდა ღმერთი, კაცში ჩასახლებული ღმერთი, რომელიც ისე ახლობელია, ისე ჰგავს ადამიანს, ისე ხელშესახებია და ისე უბრალო, რომ არავის სჯერა მისი ღმერთობა. გალაკტიონმა გაიარა რესტორანი და ქუჩაში გავიდა... ნოდარ დუმბაძე -------------------- An eye for eye only ends up making the whole world blind.
|
rusudani12 |
Apr 25 2008, 09:33 PM
პოსტი
#39
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 4 რეგისტრ.: 7-April 08 წევრი № 4,478 |
უპირველესი მომანიჭეს დაფნამეფეთა, იმ დგეს მოვიდა თეთრი თოვლი და სიმარტოვე...გავაგე კარი - თეთრი თოვლი შემომეფეთა, მივხურე კარი - დაისადგურა სიმარტოვემ...:-(( ეეეეჰ
|
iisperiTOVLI |
Apr 25 2008, 10:57 PM
პოსტი
#40
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 2,989 რეგისტრ.: 25-April 08 წევრი № 4,650 |
როგორც ერთია ამქვეყნად ღმერთი,ისე ერთია გალაქტიონი! *
-------------------- ჩემი ნაბიჯები წარმართე შენი სიტყვით და ნუ გააბატონებ ჩემზე ნურავითარ ბოროტს..
ნახე,სახიფათო გზაზე ხომ არ ვდგავარ და წამიძეხი მარადიულ გზაზე.. და ნუ შეხვალ სამართალში შენს მორჩილთან,რადგან ვერ გამართლდება შენს წინაშე ვერც ერთი არსება. ******************************************************************************** * ლოდი,რომელი შეურაცხჰყვეს მაშენებელთა ესე იქმნა თავკიდეთა.. |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 1st November 2024 - 02:50 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი