IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

146 გვერდი V « < 143 144 145 146 >  
Reply to this topicStart new topic
> პოეზია
marine
პოსტი Nov 15 2022, 01:37 PM
პოსტი #2881


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 59,554
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



ნოემბრის თვეში

აცივდა...
მალე თოვლიც მოგვივა,
დაფარავს ტყეებს თეთრი მანდილი,
ვინ იცის, იქნებ მეც ფოთოლი ვარ,
ნოემბრის თვეში ჩამოვარდნილი.
მითხრეს, რომ წვიმდა თურმე იმ ღამეს
და რომ ნისლმა და ქარმა დამხედეს,
მე დავიბადე
ნ ო ე მ ბ რ ი ს
ც ა მ ე ტ ს
და ერთი ვარდიც არ დამახვედრეს.
დღეს შემოდგომის მზით დაფერილი,
მიმქრალი შუქი ადგას მთა-გორებს
და ქარი, როგორც იუველირი,
ალვის ოქროვან ფოთლებს აგროვებს.
როს სული ჩემი სიმშვიდეს ჰპოვებს
და დამადგება მწუხრი ბატონად,
იტყვიან, მისთვის შეწირულ პოეტს
სამშობლომ როგორ ვერ უპატრონა.
აცივდა...
მალე თოვლიც მოგვივა,
და ტყეს დაფარავს თეთრი მანდილი,
ვინ იცის, იქნებ მეც ფოთოლი ვარ,
ნოემბრის თვეში ჩამოვარდნილი.

/მანანა ჩიტიშვილი/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Nov 18 2022, 12:17 PM
პოსტი #2882


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 59,554
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



საღამო ანანურთან

ნელა შემოხსნის აპრილი კარებს
და სერებს მწვანე ტერფით დაივლის,
ანანურს იქით - ახალი მთვარე,
ანანურს აქეთ - ვაშლის ყვავილი.

ახლოს - ია და ლორთქო ბალახი,
შორს - ფშავის მთები, ჩამობინდული,
არაგვი გდია, როგორც კალმახი,
მთვარის ნემსკავით ამოზიდული.

/მანანა ჩიტიშვილი/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Nov 21 2022, 09:16 PM
პოსტი #2883


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 59,554
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



არ დაიჯერო...

არ დაიჯერო, თითქოს მაკლიხარ,
არ დაიჯერო, თითქოს გინატრე,
შენ ხომ ჩემთან ხარ დღისით და ღამით,
შენ ხომ ჩემში ხარ, როგორც სინათლე.
ჩვენი სიშორე ვინ მოიგონა,
ან მარტოსულად როგორ ჩამთვალეს,
რად ვერ ამჩნევენ, რომ მზეებივით,
შენი თვალები დააქვთ ჩემ თვალებს.
როგორ თქვეს ჩემზე: ცხოვრობს ეულად
და გულზე დარდებს იკრავს ღილივით,
სასაცილოა, რად ვერ შენიშნეს
ჩემს ბაგეებზე შენი ღიმილი.
უკვირთ, აღმართზე მყარად რომ მივალ,
მე ხომ გეყრდნობი მხარზე გოლიათს,
სასაცილოა, როდესაც ვტირი,
ის ცრემლი მარტო ჩემი ჰგონიათ.
მე შენი სულიც მიმაქვს სხეულით,
მინდა ლაჟვარდის ფრთებზე ვარწიო
და უკვდავებას თუ ვერ ვუბოძებ,
ლექსებად მაინც გადავაქციო.

/ლელა გაბური/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Dec 3 2022, 12:52 PM
პოსტი #2884


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 59,554
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



და მტრედებივით ელოდება გუმბათი ფიფქებს….
ეშვებიან და დაცემამდე უსკდებათ გული,
ბედნიერებას ერთნაირად ვერასდროს ითმენ,
ყველა სხვაგვარად ისაკუთრებს, ესმის და უვლის…
მოდის თოვლი და მოდის, მოდის ფიქრი და დარდი….
ნეტავ სადა ხარ, ან როგორი ზეცა გახურავს…
ო, ღმერთო ჩემო, თოვს კი არა, სასტიკად ბარდნის…
ოღონდ შენს თავზე ჩემი მხრები გადამახურა!..

/მამა პეტრე კვარაცხელია/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Dec 11 2022, 08:57 PM
პოსტი #2885


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 59,554
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



,,და რასაც ფიქრობ, ყველას აჩვენე,
ან ვისთან რა გაქვს დასამალავი.
სიჩუმე ზოგჯერ სისუსტეს უდრის
და შენც გახსენი შენი ფიქრები,
რომ პატიოსნად, დიდხანს და მყუდროდ
იცხოვრო, როცა აღარ იქნები."

ოთარ ჭილაძე


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jan 5 2023, 11:03 PM
პოსტი #2886


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 59,554
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



* * *
მოვარდა ჟამი
მზის ამბოხების,
ცხრა იადონი
გულში მიგალობს,
სადმე უეცრად
თუ შემომხვდები,
გთხოვ, სიხარული
არ დამიშალო.
გამოვასწარი ქარს და რა მიშავს,
არ გაიოცო
და არც დაიბნე,
თუ ჩემმა მზერამ
რამე განიშნა,
ან ბაგეებმა
გითხრეს რაიმე.
შენ ხარ მზესავით დამსხმელი რეტის,
ჩემი მიმქრალი სისხლის ამკლები,
მოწონებაზე
ათასჯერ მეტი
და სიყვარულზე
ოდნავ ნაკლები.

/მანანა ჩიტიშვილი/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Feb 17 2023, 09:19 PM
პოსტი #2887


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 59,554
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



***

მე შენ მიყვარხარ და გულში მყავხარ,
ვიცი, ეს ლექსიც მეპატიება,
სუნთქვის ბოლომდე ნეტავი შევძლო
შენი ცრემლების მონანიება!
და ამის შემდეგ იქნებ გავებდო,
ღვთისკენ სავალი გზების ძიება,
მჯერა, ცოდვიანს სამოთხის კართან
თვით პოეზიაც მეპატიება.

/ვალერიან წიკლაური/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Feb 24 2023, 08:37 PM
პოსტი #2888


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 59,554
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



***

"ეს შემოდგომაც მიიწურება
და ამის შემდეგ ზამთარი მოვა,
ხეებს ფოთლები ჩამოსცვივდება,
დარი დაიკლებს, იმატებს თოვა,
დედა ბუნება დაიძინებს და
გამოაცხადებს სამთვიან გლოვას,
სახლში ბუხარი აგიზგიზდება,
საკვამურიდან დაიწყებს ბოლვას,
მერე ჩამოყრის ცა თეთრ ფანტელებს,
გადაათეთრებს ველებს და მთა-ბარს,
ზამთრის ღრუბელი უშიშრად ცხელ მზეს,
ჩამოუფარებს დროებით ფარდაგს,
ირგვლივ სამყარო ძილს მიეცემა,
დღე მოიკლებს და იმატებს ღამე,
ყინვას მეფობა გადაეცემა,
და მზეზე დიდხანს ენთება მთვარე,
ეს შემოდგომაც მიიწურება,
გაბატონდება ყველგან ავდარი,
სამყარო თეთრად დაიბურება
კარს შემოგვიღებს ცივი ზამთარი".

/ვალერიან წიკლაური/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Feb 24 2023, 08:53 PM
პოსტი #2889


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 59,554
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"მთელ სამყაროს შემოქმედო, უფალო ღმერთო,
ვწუხვარ, რომ შენი სიყვარული არა მქონია,
...................................................
გმადლობ, რომ ზოგჯერ გულს ვაყოლებ ლექსების წერას,
თუმცა მე რას ვწერ? ესეც შენგან გადმოვიწერე"

/ვალერიან წიკლაური/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jun 15 2023, 01:39 PM
პოსტი #2890


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 59,554
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"XX საუკუნის გამორჩეული ღვთისმეტყველის ვლადიმირ ლოსსკის სიტყვით, ადამიანი იმისთვის იბადება, რომ "ღვთისათვის პოეტი" იყოს".


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Mar 7 2024, 09:32 PM
პოსტი #2891


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 59,554
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"ლექსები ჩემი ბედისწერაა და დაჭრილ სულზე წვიმა მარილის"

/პოეტი ალექსანდრე მიშელაშვილი/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Apr 9 2024, 03:42 PM
პოსტი #2892


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 59,554
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



ლღვობა

ტლანქი და მრუმეა დეკემბერი,
პეშვით მიზოგავს აქა-იქ სხივებს,
დაუმჩნევიათ ხეებს ნეკნები,
როგორც შემცოდეთ იგრძნეს სიშიშვლე.
ცივ ჰაერს ოდნავ, სუნთქვით ვეხები,
მოვაკოწიწებ სხეულში სითბოს,
ტაძარში წმინდა ხატებს ვემთხვევი,
გაყინულ სულში ლღვობას შევიგრძნობ.
ეხლა დრო არის "შემოკედლების"
სამყარო გახდა მიუსაფარი,
ღამეებს ავრცობს ეს დეკემბერიც
და გამოცრეცილ ზამთარს ამკაცრებს.

/მარიამ (მარეხ) მიშელაშვილი/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Apr 10 2024, 03:19 PM
პოსტი #2893


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 59,554
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



მიმოზები (ყვითელი)

მზეა მიმოზების, ყვითელი ბრდღვიალებს!
სინათლე მომეცით, ყველა მსურს მიყვარდეს,
ძნელია, უყურო უგულოდ მიმოზებს,
თითქოს რომ გაბრწყინდნენ, თითქოს რომ ილოცეს.
ზედ სულზე მაყრიდნენ სურნელის სიცოცხლეს,
სად უნდა წახვიდე ღმერთში არ იწვოდე,
ბავშვური სიწრფელით გული ჩამიკოცნეს,
სულ "გასხივოსნდნენ" და ხელი მომიწოდეს.
ო, როგორ ამშვიდებს "სიყვითლე" მიმოზებს,
მათ გადამარჩინეს, მზე გამომიზოგეს.

/მარიამ (მარეხ) მიშელაშვილი/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Apr 10 2024, 09:31 PM
პოსტი #2894


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 59,554
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



თეთრი ბალერინები

ზამთარი არის შეფიქრების,
ცა სითეთრეში იტალღება,
ჰაერში ფიფქთა წერილები
შესაყვარებლად იგზავნება.
წამწამის ქიმზე მადნებოდა
ფანტელის თოთო საფანელი,
ირგვლივ სისპეტაკე ნათდებოდა,
გულში ვნებივრობდი საქანელით.
რაღაც მიხაროდა ცრემლებამდე,
აღარც სევდა იყო, აღარც ფიქრი
ირგვლივ ცეკვით თრთოდა ცერებამდე
ყველა "ბალერინა" თოვლის ფიფქის.

/მარიამ (მარეხ) მიშელაშვილი/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Apr 10 2024, 09:50 PM
პოსტი #2895


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 59,554
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



***

მოჟამულ დილას სახე საბნისქვეშ ჩავმალე,
ხეებს თავები შხაპუნა წვიმით დაბანეს,
სულის შუშაზე ლოცვები ავაკამკამე,
ბეღურები კი პაწია თვალებს ნაბავდნენ.
ეხლა ყოველი დაეძებს
სახლის ჭერსა და საფარველს,
წკაპაწკუპით და წვეთ-წვეთად
წვიმა თავს მიწას აბარებს.
ცის გადაწიეთ ფარდები,
მზის სხივი შემომახარეთ,
თორემ ეს წვიმა დათვრა და
მეც ყანწით მასმევს ალავერდს.

/მარიამ (მარეხ) მიშელაშვილი/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Apr 11 2024, 02:49 PM
პოსტი #2896


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 59,554
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



ხე დახუნძლული ბეღურებით

ხელში ამიტატა დედამიწამ,
შემომაბზრიალა,
ირგვლივ დატრიალდა ზეცა გუმბათებით გაბადრული,
მზეც ამობრიალდა, ისე უთენია დილა ადრიანად,
გულის ქოხში იშვა
ღვთის უსასრულო სული დარბაზული.
ტოტების სიშიშვლე შეიხუნძლა ბუთქი ბეღურებით,
რაღაც იდუმალი, მშვენიერი, ირგვლივ დაპენტა,
ასე მონუსხული ვიდექი და დიდხანს შევყურებდი,
ხმამაღლა მინდოდა მეკისკისა და სული ამომეთქვა.
ბრუნავს დედამიწა
და თავის მკავლებში ისევ მაბზრიალებს,
მისთვის ციცქნა ვარ და მეც ამ თვალსაწიერს ძნელად ვეგუები,
მაგრამ როცა გიყვარს
აღტაცების ქროლვა ისე გაგიტაცებს,
თუნდაც გიხარია,
ტოტზე დახუნძლული ბუთქი ბეღურები.

/მარიამ (მარეხ) მიშელაშვილი/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Apr 11 2024, 03:03 PM
პოსტი #2897


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 59,554
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



მაისმა

ღაწვ-შეფაკლულმა მაისმა,
ბუდის ბარტყივით ჩამისვა,
ჯეჯილის მომცა წამწამნი,
ბაგე-ხავერდი ვარდისა.
მერცხლებით გამახალისა,
გვირილის ბეჭდით დამნიშნა,
ფერუმარილი წამისვა
ცისა და იასამინისა.

/მარიამ (მარეხ) მიშელაშვილი/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Apr 11 2024, 03:19 PM
პოსტი #2898


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 59,554
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



ზამთარიც ხომ გაზაფხულია

დაყუდებულან ლოცვებივით სიბრძნის წიგნები,
როგორ იტევენ "უდაბნოდან მოსეს გამოსვლას..."
ჯერ სიყვარულის ულუფებით გამოვიზრდები,
და მიჯნურობის სიბრძნეს ვკითხავ "ვეფხისტყაოსანს"
სულ, გამუდმებით საუბრობენ ჩემი თითები,
რომ უნებლიედ შეხვედრა სჯობს, ვიდრე "არმოსვლა"...
ზამთარი რაა? ერთ დროს კვირტია განაშვილები,
ის გაზაფხულია! მხოლოდ თავი "მოისალოსა".

/მარიამ (მარეხ) მიშელაშვილი/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი May 5 2024, 02:43 PM
პოსტი #2899


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 59,554
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



***

აჰა, გავკაფე სულის ვენახი,
ნაყოფად ერთი კითხვა დავტოვე:
სად დავმდგარიყავ რომ დაგენახეთ -
მე, ჩემი ღმერთი და სიმარტოვე?
რომელ მწვერვალზე უნდა ამეგო
ჩემი ციხე და შენი ტაძარი,
რომ ერთხელ, ერთხელ მაინც გაგეგო
- ზეცა კი არა, მთაც ვერ დავძარი
ამ სიყვარულით, სულის ვენახებს
ხსოვნის მტევნებად რომ შეატოვე...
სად დავმდგარიყავ, რომ დაგენახეთ -
მე, ჩემი ღმერთი და სიმარტოვე?!

/თათია მთვარელიძე/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jun 29 2024, 10:11 PM
პოსტი #2900


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 59,554
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



თქვენი მონა-მორჩილის დაწერილი ახალი ლექსი rolleyes.gif

***
გულში შენი სიყვარული ფეთქავს,
ანგელოზთა გუნდი ტაძარს გივსებს,
მე შენთან ვარ, მაშინაც კი როცა,
განგმირული ფერდი გტკივა ისევ.

აგტკივდება იარები ყველა,
როცა ცოდვას კარს გავუღებ ფართოს,
შენ ჩემთან ხარ, მაშინაც კი როცა,
სულის ფიქრებს განუწყვეტლივ ათოვს.

იქით, სადაც გოლგოთაა ახლა,
შენს ნატერფალს გავუყვები გზაზე,
მაცხოვარო, განგმოსავენ სამოსს,
ეკლის გვირგვინს დაგადგამენ თავზე.

აბა, როგორ ავარიდებ თვალებს
ამ ტკივილებს, ჩემში გადარგულებს,
მაშინ როცა ჩამოგხსნიან ჯვრიდან,
დაგიკოცნი ტერფებს, ხელისგულებს.

დამუნჯებით მტკივა ყველა ძვალი,
შეიძლება ენამ მეტი ვერ თქვას,
ყველა ცოდვა მაპატიე, ღმერთო,
გულში შენი სიყვარული ფეთქავს.

/მაკა გელაშვილი/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

146 გვერდი V « < 143 144 145 146 >
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 1st November 2024 - 02:51 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი