თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

მართლმადიდებლური ფორუმი _ ღვთისმეტყველება _ დიდება

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 2 2021, 03:49 PM

"ჭეშმარიტი დიდება ისაა, რომ შეიძულო ადამიანური დიდება, არარაობად მიიჩნიო და ყველაფერი მხოლოდ უფლის საამებლად აკეთო და ილაპარაკო!"

/წმ. იოანე ოქროპირი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 2 2021, 04:53 PM

"ვინც დიდებას ელის, მას მწუხარება ელოდება"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 2 2021, 08:40 PM

"იზრუნე ყოველთვის მარადიული დიდებისათვის, ვინაიდან ახლანდელი დიდება ყოველდღე გატყუებს!"

/წმ. გრიგოლ ღვთისმეტყველი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 7 2021, 08:28 PM

"აკეთე ის, რაც ჯილდოს ღირსია, მაგრამ მას ნუ ეძებ!"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 8 2021, 04:45 PM

"ადამიანთაგან განდიდება ისეთივე არამყარია, როგორც თავად ისინი, ვინც გადიდებენ!"

/წმ. იოანე ოქროპირი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 9 2021, 09:32 PM

"ვინც არად აგდებს ადამიანურ დიდებას, იგი ღვთის დიდების ღირსი ხდება"

/წმ. ისააკ ასური/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 11 2021, 10:08 PM

"ღვთისნიერ ადამიანებსს არ უყვართ ადამიანთა შორის განდიდება"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 21 2021, 09:57 PM

"ვისაც მარადიული და ჭეშმარიტი დიდება სურს, დროებითი დიდებისათვის ნუ იზრუნებს".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 22 2021, 08:11 PM

"არ შეიძლება, დროებითი დიდებაც გიყვარდეს და - საუკუნოსაც ეღირსო"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 3 2021, 10:34 PM

"არარაობად მიიჩნიე თავი უფლის გულისათვის და ნახავ რომ მთელი ცხოვრების განმავლობაში განდიდდები!"

/წმ. ისააკ ასური/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 4 2021, 03:39 PM

"დიდება - ჩრდილივითაა, ვინც მას დასდევს, მისგან გარბის; ხოლო, ვინც მისგან გარბის, ის მას ეწევა!"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 14 2021, 06:30 PM

"თუკი გსურს განდიდდე, შეიძულე დიდება და ყველაზე დიდებული იქნები!"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 19 2021, 08:06 PM

"შენ გინდა იცოდე, რამდენად უკეთესი გახდი? გამოსცადე თავი, რამდენად ცუდ ადამიანად გრძნობ თავს. რაც უფრო ნათელია გამოხედვა, მით უფრო ნათლად ხედავ ღვთის დიდებას და საკუთარ ცოდვილობას!"

/წმ. გრიგოლ ღვთისმეტყველი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 20 2021, 10:10 PM

"დიდების მისაღებად უკეთესი საშუალება არ არსებობს, ვიდრე დიდებისაგან გაქცევაა"

/წმ. იოანე ოქროპირი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 22 2021, 08:47 PM

"როგორც მდიდარი არაა ის, ვისაც ბევრი რამ აკლია, არამედ ის, - ვისაც აღარაფერი სჭირდება: ასევე დიდებული ის კი არაა, ვინც დიდებას ეძიებს, არამედ ის - ვისაც ის სძულს!"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 23 2021, 09:38 PM

"დაუმსახურებლად მიღებული პატივი და დიდება მხოლოდ ბოროტებას და საკუთარი კომპლექსების დაკმაყოფილებას ემსახურება, თორემ ღირსეულ ადამიანებში უპირატესობას ვერ მოიპოვებ!.."

/მამა პეტრე კვარაცხელია/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 24 2021, 02:14 PM

"ხარისხი, ანდა, პატივი ქრისტიანისათვის უღელია, რომელიც ღვთის სახელის სადიდებლად და მოყვასის სასარგებლოდ უნდა დაიდგას"

/წმ. ტიხონ ზადონელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 26 2021, 05:19 PM

"ღმერთმა ჩვენ თავისი სახელის სადიდებლად შეგვქმნა. განა მთელი ჩვენი სულიერი ძალებით არ უნდა ვესწრაფოდეთ მას და დაუნანებლად არ უნდა ვტოვებდეთ ყოველივე მიწიერს, რომ მასთან მარადიულ შეერთებას მივაღწიოთ?"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 27 2021, 09:51 AM

"ამჟამინდელ და სამომავლო დიდებას შორის სწორედ ისეთივე განსხვავებაა, რაც - სიზმარსა და ცხადს შორის"

/წმ. იოანე ოქროპირი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 16 2021, 06:57 PM

"ნუ გაგიტაცებს დიდება, რათა არ მოტყუვდე კეთილდღეობით, როგორც ტყუვდებიან ისინი, ვინც გაზაფხულის ყინულზე მიაბიჯებენ!"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 19 2021, 04:46 PM

"უფალმა ღმერთმა, ინება რა ადამიანის შექმნა, გასაოცრად შექმან ის - უბოძა ენით გამოუთქმელი დიდება; შექმნა იგი თავისი ხატისამებრ და მსგავსებისამებრ, ასახა მასზე თავისი ღმრთაებრივი დიდება".

/არქიმანდრიტი ლაზარე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 19 2021, 09:26 PM

"ადამიანის პირველი დანიშნულება ღმრთის განდიდებაა"

/არქიმანდრიტი ლაზარე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 2 2022, 02:21 PM

"დიდება და მადლობა შენდა, უფალო, შენდამი მოლტოლვილთა ყოველთა მფარველო და შემწეო!"

/კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 2 2022, 04:35 PM

"დიდება შენდა, ქრისტე მეუფეო ყოვლისამპყრობელო, რამეთუ ისევ ერთად შეგვკრიბე შენი სახიერებით, რათა გაგვამყარო ჩვენს ღვაწლში იმ მიზნისთვის, რომლისთვისაც შენმა სიყვარულმა და შენმა მადლმა მოგვიზიდა ამ ადგილას"

/ბერი იოსებ ვატოპედელი, ვატოპედის მონასტერი, 2002 წლის 9 დეკემბერი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 10 2022, 07:40 PM

"ხშირად, ხან თავისთვის, ხან საუბარში, [ბერი იოსებ ვატოპედელი] იტყოდა ხოლმე:"დიდება შენდა, ქრისტე მეუფეო!" ან "დიდება შენდა, მეუფეო ყოვლისამპყრობელო!"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 15 2022, 07:08 PM

"მბრძანებელო! გსურს, მოიპოვო დიდება? მაშ, ჯერ შენი ხელისუფლების კანონებს დაემორჩილე!"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 18 2022, 10:24 PM

"თავმდაბლობა ქმნილებათა უცილობელი სათნოებაა; მხოლოდ უფალს შვენის დიდება!"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 19 2022, 09:38 PM

"ნუ გაგიკვირდება, თუ დაინახავ, რომ ადამიანმა მიწაზე დიდ წარმატებებს მიაღწია; არამედ გიკვირდეს იმისი, ვინც მიწიერი დიდება მოიძულა"

/წმ. ეფრემ ასური/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 20 2022, 02:53 PM

"თუ გსურს, დიდებას მიაღწიო, შეიძულე იგი, და თუკი დიდებას დაუწყებ დევნას, მოაკლდები მას!"

/წმ. იოანე ოქროპირი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 21 2022, 11:31 AM

"ღმერთი თავისი დიდების გამოსავლენად თვით მტრებსაც კი იარაღად იყენებს"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 22 2022, 01:29 PM

"ღვთის დიდებულებასთან შედარებით დიდებული არაფერია, მისი სიკეთის წინაშე კი მცირედიც კი დიადია"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 23 2022, 08:34 PM

"მიწიერი დიდება განა უფრო მეტია, ვიდრე - ზედაპირული ბრწყინვალება? მათთვის, ვინც მის ბრწყინვალებას ხედავს, მეტწილად მიუწვდომელია, იმათთვის კი, ვისგანაც ეს ბრწყინვალება იფრქვევა, იციან, რომ მიწიერი დიდება არ არის სიხარულის ნამდვილი ნიშანი!"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 7 2022, 03:49 PM

"ქრისტიანის ჭეშმარიტი პატივი არის ღვთის დიდება, ჭეშმარიტი მოშურნეობა პატივისა არის ღვთისა და მოყვასისადმი მხურვალე სიყვარული"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 7 2022, 09:07 PM

"სათნოება იდევნება, მაგრამ ეს დევნა დიდებით მთავრდება"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 14 2022, 06:34 PM

"დიდება უბრალო კვამლია, რომელსაც შეუძლია, დროებით დააბრმავოს ადამიანი, მაგრამ სულაც არა ღირს იმად, რომ მთელი ცხოვრება მას მისდევდე!"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 28 2022, 04:50 PM

"გსურს დიდების მიღება? გაექეცი დიდებას და გექნება დიდება, თუმცა კი არ გსურს იგი!"

/წმ. ტიხონ ზადონელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 3 2022, 04:13 PM

"თუ ადამიანებს შორის ხარ განდიდებული, გახსოვდეს, რომ შენს ზემოთ ღმერთია!"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 4 2022, 09:39 PM

"ისეც ხდება, რომ ზოგიერთი დიდებისათვის იმდაბლებს თავს"

/ამბა დოროთე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 3 2022, 09:12 PM

"დიდება და პატივი იმისათვის არის გამზადებული, ვინც ბოროტებაზე უარს ამბობს და სიკეთისკენ არის მიდრეკილი".

/წმ. მაკარი დიდი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 21 2022, 09:23 PM

"ეკლესიაში ვსწავლობთ, ვთქვათ: "დიდება ღმერთს"; დავლიოთ ერთი ჭიქა წყალი და ვთქვათ: "დიდება ღმერთს". ჩვენ ხშირად გვავიწყდება, დავაფასოთ ღვთის ეს უბრალო ძღვენი. შეიძლება, ეგოისტურად დავლიოთ წყალი ისე, რომ არ გაგვახსენდეს ღმერთი და არც კი ვთქვათ: "დიდება ღმერთს". ამით ვკარგავთ შესაძლებლობას, რომ წყლის ევქარისტიული მოხმარებით შევუერთდეთ ღმერთს, ხოლო, როცა ვსვამთ წყალს მადლიერებით, ღვთის მოხსენიებითა და მასთან კავშირით, ვუძღვნით ამას ღმერთს. ვამბობთ რა: "დიდება ღმერთს", ვერთიანდებით მასთან".

/არქიმ. გიორგი (კაფსანისი)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 23 2022, 05:31 PM

"მხოლოდ სამპიროვან ღმერთს ეკუთვნის დიდება"

/არქიმ. გიორგი (კაფსანისი)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 1 2022, 06:07 PM

"ის კი არ არის დიდებული, ვისაც ეს სოფელი ადიდებს, არამედ ის - ვისაც ღმერთი განადიდებს!"

/წმ. ტიხონ ზადონელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 1 2022, 09:31 PM

"ეძიე დიდება არა ადამიანებისაგან შენს მიმართ, არამედ ერთი უფლის მიმართ, შენი თავისთვის კი მხოლოდ ერთI ღმერთისგან და არა - ადამიანებისგან!"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 8 2022, 10:03 PM

"ღვთის ყოველგვარი საჩუქარი ჩვენთვის საზიანო ხდება, როდესაც მისგან არა - ღვთის, არამედ ჩვენს საკუთარ დიდებას ვეძიებთ!"

/წმ. ტიხონ ზადონელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 12 2022, 09:31 PM

"როდესაც ადამიანებისაგან რაიმე უპატიობას შეხვდები, იფიქრე, რომ ღმერთმა იგი შენი დიდებისათვის გამოგიგზავნა"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 18 2022, 04:26 PM

"არცერთი მდგომარეობა არ არის ადამიანთა შორის ისეთი, რომლითაც შეუძლებელი იქნებოდა უსასრულოდ განდიდება, ან იმით, რასაც ვაკეთებთ, ან იმით, რასაც ვითმენთ"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 26 2022, 06:59 PM

"ერთმანეთისგან განსხვავდება ღვთისა და ბოროტისგან მოცემული დიდება. ღვთისგან მოცემული დიდებაა, როდესაც ადამიანი გაურბის მას, ხოლო ეშმაკისგან მოცემული დიდების დროს არათუ გაურბის, არამედ პირიქით, ესწრაფვის მას.

ღვთისგან დიდება ეძლევათ თავმდაბალ ადამიანებს, რომლებიც ამ დიდების გამო პატივმოყვარეობასა და ამპარატავნებაში არ ვარდებიან, პირიქით, კიდევ უფრო მეტად აღიძვრებიან ღვთის სიყვარულით"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 27 2022, 07:36 PM

"არსობრივად ღმერთი იმდენად აღმატებულია ადამიანზე, რომ მისეულ საქმეებს ადამიანური გონება ვერ ჩასწვდება. ამიტომ, რასაც ადამიანური გონება ვერ სწვდება, იგი არა ღვთისადმი ურწმუნოების, არამედ მისი დიდების მიზეზად უნდა იქცეს"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 1 2022, 06:55 PM

"ადამიანებმა კარგად ვიცით თიხისა და ოქროს ფასი. ერთი და იმავე წონის თიხას და ოქროს არავინ გაუცვლის ერთმანეთს. ზრუნვა ხორციელი დიდების მოსახვეჭად ჰგავს თიხის ოქროში გაცვლის სიბრიყვეს. სულიერი და ხორციელი დიდება გაცილებით მეტად განსხვავდება ერთმანეთისგან, ვიდრე თიხა და ოქრო"

/არქიმანდრიტი მაკარი (აბესაძე)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 2 2022, 05:03 PM

"ვისაც კაცობრივი პატივი და დიდება აინტერესებს, იგი ვერანაირ სულიერ სარგებელს ვერ მოიპოვებს"

/არქიმანდრიტი მაკარი (აბესაძე)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 5 2022, 08:53 PM

"34. როგორც თოვლისგან არ დაინთება ცეცხლი, ისე ზეციურ დიდებას ვერ მიემთხვევა ის, ვინც ამქვეყნიურ დიდებას ეძიებს"

/ღირსი იოანე სინელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 20 2022, 10:21 PM

"რწმენასა და სიქველეს, მადლის მოხვეჭის მუდამ მოუკლებლად უნდა ვესწრაფოთ, რომ დიდება და გვირგვინი მოვიგოთ.

ნეშტთა წიგნი გვაუწყებს: "უფალი თქვენთან არის, როცა თქვენ მასთან ხართ. თუ ძებნას დაუწყებთ, იპოვით. თუ თქვენ მიატოვებთ, ისიც მიგატოვებთ"

/კვიპრიანე კართაგენელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 28 2022, 05:12 PM

"ადამიანის გონება ვერასდროს მისწვდება ღვთის დიდებას"

/ილია მეორე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 2 2023, 03:57 PM

"დაე, უკუნითი-უკუნისამდე უცვლელად იდიდებოდეს ღმერთი, ჩვენი მაცხოვარი!"

/ღირსი სოფრონი (სახაროვი)/


პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 11 2023, 09:28 PM

"დიდება შენდა, უფალო, და მადლობა შენდა!"

/ილია მეორე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 15 2023, 04:45 PM

"ღმერთი თავის კურთხევას ანიჭებს ადამიანებს, მათი უმრავლესობა კი იმასაც არ იტყვის: "დიდება შენდა, ღმერთო".

/ღირსი პაისი ათონელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 19 2023, 09:06 PM

"მამები უპატიობას ეძებდნენ და ღმერთი პატივს მიაგებდა მათ. ხოლო ისინი, ვინც თვით ეძებენ დიდებას, ჯერ ერის ზღურბლზე იმყოფებიან - ანუ სტადიონზე. მისდევენ ფეხბურთს: "დიდება სპარტაკს!" მაგრამ იმ დიდებაში, რომელზედაც სახარებაშია ლაპარაკი, სიყვარული და სიმდაბლეა. ქრისტე ამბობს: "- ადიდე ძე შენი, რათა ძემანცა შენმან გადიდოს შენ... ესე არს ცხოვრება საუკუნო, რათა გიცოდიან შენ მხოლოდ ჭეშმარიტი ღმერთი". ანუ ქრისტე ღმერთს ევედრებოდა, რომ ხალხს მხსნელი შეეცნო და ამგვარად ცხონებულიყო. ხოლო დღეს უმრავლესობა იმას მიელტვის, დიდება მოიპოვოს ყველგან, სადაც ეს შესაძლებელია. დიდება - მარცხნიდან, დიდება - მარჯვნიდან, მერე კი ორივე ფეხით კოჭლობენ. ეს ისაა, რაზედაც ქრისტემ თქვა: "დიდებასა ურთიერთას მიიღებთ", "აცთუნებენ და სცთებიან". ამ დიდებისგან გულს მაზიდებს, ამ ატმოსფეროში გაძლებას ერთი დღე-ღამეც კი ვერ შევძლებ"

/ღირსი პაისი ათონელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 17 2023, 10:15 PM

"წმინდა სვიმეონი ნათლად ამბობს, რომ არავის შეუძლია თვითონ ადიდოს ღმერთი, არამედ მასში დამკვიდრებული ქრისტეს მადლი ლოცულობს, ადიდებს და უგალობს ღმერთის"

/არქიმანდრიტი ეფრემ არიზონელი/


პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 22 2023, 07:45 PM

"ვისაც უყვარს ადამიანური დიდება, იგი არ შეიძლება იყო უვნებო, არამედ შური და სიძულვილია მასში"

/ამბა ესაია/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 30 2023, 07:15 PM

"ვისაც ჭეშმარიტი დიდება გვწყურია, მივიდეთ უფალთან, რადგან მხოლოდ მას ერთადერთს აქვს მარადიული, უხრწნელი დიდება"

/აკაკი მინდიაშვილი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 30 2023, 08:42 PM

"ის, ვინც წარმავალ დიდებას გაურბის, მას ღმერთი განადიდებს"

/აკაკი მინდიაშვილი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 4 2023, 12:31 PM

"ნეტარი [თავადი ანდრია] ადრეულ ასაკშივე აღიტრფო წარუვალი დიდებით"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 5 2023, 07:59 PM

"დიდება შენდა, ღმერთო ჩვენო, დიდება შენდა.

ამ სიტყვებით ვადიდებთ ღმერთს. ღმერთს ჩვენი დიდება არ სჭირდება, უფალი ყველაზე და ყველაფერზე აღმატებული, თავისთავად დიდებულია. ამ სიტყვების წარმოთქმით, მხოლოდ ვაღიარებთ, რაც ისედაც ფაქტია და თავადვე განვდიდდებით ღვთის წინაშე, ეს ჩვენივე სულის ცხონებისთვისაა აუცილებელი. უფლისა და მის საქმეთა განდიდებით ღვთის მორჩილნი ვხდებით"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 18 2023, 08:29 PM

"დიდი ხარ [უფალო] მაშინაც, როდესაც ადამიანები გადიდებენ და მაშინაც, როდესაც ისინი გაძაგებენ. მაგრამ როდესაც სამყარო გაგინებს, უფრო აღმატებულია შენი დიდება წმიდათა შორის შენთა"

/წმ. ნიკოლოზ სერბი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 3 2023, 04:36 PM

"უფალი თავისას კი არა, თქვენს დიდებას ეძიებს. მის დიდებას მთელი სამყაროც კი ვერაფერს შემატებს და თქვენ - მითუმეტეს"

/წმ. ნიკოლოზ სერბი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 3 2023, 05:06 PM

"განეშორეთ დიდებას, რომელიც ვეშაპის ზურგზე აგებულ კოშკს ჰგავს, რათა არ დაგცინონ ნაპირიდან მტრებმაც და მეგობრებმაც"

/წმ. ნიკოლოზ სერბი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 4 2023, 03:51 PM

"[უფალო] მე მოვისურვებ, რომ შენ განდიდდე, მე კი დავიმცრობი და ბავშვივით ჩავეჭიდები შენი სამოსის კალთას"

/წმ. ნიკოლოზ სერბი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 8 2023, 05:28 PM

"ღმერთის მიერ შექმნილმა სამყარომ არაფერი დაუმატა მის დიდებას, რადგან ღმერთი თავად არის მარადიული სიცოცხლე, ნეტარება, უსაზღვრო სიხარული და მარადიული სიტკბოება, ანუ ღმერთი თვითგანდიდებულია"

/იორდანელი მეუდაბნოე ფოტინია/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 9 2023, 07:01 PM

"ღირსმა ზოსიმემ [ეგვიპტელი] სიყრმიდანვე შეიყვარა უფალი და წარუვალი დიდებით აღიტრფო"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 16 2023, 06:57 PM

"ვისაც დიდება სწყურია, მივიდეს უფალთან, რადგან ჩვენს უფალს აქვს მარადიული, უხრწნელი დიდება"

/აკაკი მინდიაშვილი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 23 2024, 07:09 PM

"დიდება ღვთისა უდიდესი საქმეა"

/ღირსი პაისი ათონელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 24 2024, 07:41 PM

" - წმიდაო მამაო, როდესაც ყველაფერი კარგად მიგვდის, მაშინ უნდა ვამბობდეთ: "დიდება შენდა, ღმერთო?"

- რა თქმა უნდა, თუკი სიხარულისას არ ვიტყვით: "დიდება შენდა, ღმერთო!" მაშ მწუხარებაში როგორღა ვიტყვით?! შენ რა, ტანჯვისათვის მადლობას სწირავ ღმერთს და სიხარულისთვის კი მადლობის თქმა არ გსურს?"

/ღირსი პაისი ათონელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 24 2024, 07:37 PM

"ოღონდ ისეთ ცხოვრებას ვესრაფდეთ, რომ დიდება მოვიმკოთ არა კაცთგან, არამედ ღვთისაგან, რათა ღვთის განსაკუთრებული მფარველობის ქვეშ ვიყვნეთ და ყოველთვის ვგრძნობდეთ მისი განგებულების მიერ საკვირველ დაცვას. მაშინ ადამიანები ვერაფრით გვავნებენ. "უკუეთუ ღმერთი ჩუენ კერძო არს, ვინ არს ძვირის-მყოფელ ჩუენდა?"

/მთავარეპისკოპოსი სერაფიმე სობოლევი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 21 2024, 09:35 PM

"თუ თითოეული ადამიანი დაფიქრდება ღვთის აურაცხელ წყალობაზე, დღედაღამ განადიდებს მას"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 21 2024, 09:35 PM

"თუ თითოეული ადამიანი დაფიქრდება ღვთის აურაცხელ წყალობაზე, დღედაღამ განადიდებს მას"

უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)