ვინ არის იესო ქრისტე? |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
ვინ არის იესო ქრისტე? |
afxazi |
Jun 13 2013, 06:21 PM
პოსტი
#261
|
დავითი ჯგუფი: სენატის თავმჯდომარე პოსტები: 8,814 რეგისტრ.: 7-March 07 წევრი № 1,291 |
Mark
ციტატა რას მელაპარაკები? არ გინდათ თუ არ შეგიძლიათ? მასეა, განსხვავებულ შედეგს არც ველოდი... თავხედი ხარ. -------------------- სათნოება თვითკმარია ბედნიერებისთვის კლიმენტი ალექსანდრიელი |
Mark |
Jun 13 2013, 06:24 PM
პოსტი
#262
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 49 რეგისტრ.: 4-June 13 წევრი № 13,192 |
Mark თავხედი ხარ. აჰა, უკვე თავხედიც ვარ. საინტერესოა. არა მე არ ვამბობ რომ ასეთი ძლიერი ვარ. წერილის ჩემი მოკრძალებული ცოდნაც საკმარისია მითების დასამხობად... -------------------- რათა იცოდეს ხალხმა, რომ შენ, რომლის სახელიც არის იეჰოვა, მხოლოდ შენა ხარ უზენაესი მთელ დედამიწაზე!
ფსალმ. 83:18 (82:19) |
qetevano |
Jun 13 2013, 06:26 PM
პოსტი
#263
|
ბრრრრრ ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 3,683 რეგისტრ.: 27-September 12 მდებარ.: ევრივეა წევრი № 12,646 |
Mark
ციტატა Mark3. არა მოიღო სახელი უფლისა ღვთისა შენისა ამაოსა ზედა. 4. მოიხსენე დღე იგი შაბათი და წმიდა-ჰყავ იგი: ექვს დღე იქმოდე, და ჰქმნე მათ შინა ყოველივე საქმე შენი, ხოლო დღე იგი მეშვიდე შაბათი არს უფლისა ღვთისა შენისა. თქვენ ასრულებთ ამ მცნენებს უკაცრავად? უფლის სახელი დასაცინი გახადეთ. ან მე-4 მცნების ასრულება სად გაქვთ ?????????????? -------------------- ბეტმენი ხელს არ აწერს!
|
A.V.M |
Jun 13 2013, 06:34 PM
პოსტი
#264
|
მადლობა ამ ფორუმს! ჯგუფი: Senators პოსტები: 13,742 რეგისტრ.: 14-June 11 მდებარ.: ფორუმს გარეთ წევრი № 11,203 |
Mark
ციტატა არა მე არ ვამბობ რომ ასეთი ძლიერი ვარ. წერილის ჩემი მოკრძალებული ცოდნაც საკმარისია მითების დასამხობად... ყველა ერთნაირი სად შეიყარეთ კაცო... ერთი და იგივე სიტყვები , ფრაზები , იდეოლოგია , და.ა.ს ეს სმაილი დაურთე ხოლმე პოსებს და საერთოდ ,,დაგლიჯავ'' -------------------- აბა ჰე და აბა ჰო!
|
afxazi |
Jun 13 2013, 06:34 PM
პოსტი
#265
|
დავითი ჯგუფი: სენატის თავმჯდომარე პოსტები: 8,814 რეგისტრ.: 7-March 07 წევრი № 1,291 |
Mark
ციტატა აჰა, უკვე თავხედიც ვარ. საინტერესოა. არა მე არ ვამბობ რომ ასეთი ძლიერი ვარ. წერილის ჩემი მოკრძალებული ცოდნაც საკმარისია მითების დასამხობად... შეგნებულად არ გადებ ბანს, თუმცა კი ღირსი ხარ ამის. მხოლოდ და მხოლოდ ერთი მიზეზით, იმის საბაბი არ მოგცე, რომ თურმე ჩვენზე გაიმარჯვე (უფრო გამიმყარეთ ის გრძნობა, რომ თქვენ არათუ სიყვარული, არამედ სიძულვილი გამოძრავებთ ადამიანებისა). ეხლა სამწუხაროდ ვერ ვიცლი პოლემიკისთვის, ამიტომ უფლებას მოგცემ ჯერჯერობით იყო ფორუმზე, რადგან მოგვიანებით გავთავისუფლდები და შემდეგ ვისაუბროთ ამ საკითხზე. -------------------- სათნოება თვითკმარია ბედნიერებისთვის კლიმენტი ალექსანდრიელი |
Mark |
Jun 13 2013, 06:40 PM
პოსტი
#266
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 49 რეგისტრ.: 4-June 13 წევრი № 13,192 |
qetevano
რჯულის იყო ქრისტემდე მიმყვანი, ქრისტეს შემდეგ ქრისტიანებს არ მოეთხოვებათ მისი დაცვა. მაშასადამე შაბატის დაცვა არ მოგვეთხოვება... გალ. 3:24. ასე რომ, რჯული ჩვენი აღმზრდელი აღმოჩნდა, რომელმაც მიგვგვარა ქრისტეს, რათა რწმენით გავმართლებულიყავით. რომ. 10:4. რადგანაც რჯულის დასასრული ქრისტეა ყოველი მორწმუნის გასამართლებლად. ღვთის სახელზე იქ არ წერია რომ საერთოდ არ უნდა გამოვიყენოთ, არამედ უმარტებულოდ არ უნდა გამოვიყენოთ. ეს არასწორად გაიგეს იუდეველებმა და დრესაც არ წარმოთქვამენ მის სახელს. ბიბლიის მთარგმნელებმაც მიბაძეს მათ და ამოიღეს ეს სიტყვა. ქართული თარგმანები იმ იშვიათ ნაშრომებს განეკუთვნება სადაც ეს სახელი საერტოდ არ არის მოყვანილი. მაგალითისთვის რუსულ ეკლესიის ბიბლიაში ის 6–ჯერ გვხვდება. -------------------- რათა იცოდეს ხალხმა, რომ შენ, რომლის სახელიც არის იეჰოვა, მხოლოდ შენა ხარ უზენაესი მთელ დედამიწაზე!
ფსალმ. 83:18 (82:19) |
A.V.M |
Jun 13 2013, 06:43 PM
პოსტი
#267
|
მადლობა ამ ფორუმს! ჯგუფი: Senators პოსტები: 13,742 რეგისტრ.: 14-June 11 მდებარ.: ფორუმს გარეთ წევრი № 11,203 |
afxazi
ციტატა ეხლა სამწუხაროდ ვერ ვიცლი პოლემიკისთვის, ამიტომ უფლებას მოგცემ ჯერჯერობით იყო ფორუმზე, რადგან მოგვიანებით გავთავისუფლდები და შემდეგ ვისაუბროთ ამ საკითხზე. კაცმა რომ სამშობლოსათვის იბრძოლოს თუ საჭიროა . ანაც როდესაც ცოლ–შვილს გიუპატიურებენ ხელი გაანძრიო და.ა.შ. ამაზე რა პოლემიკა და რის ბიბლიური მუხლებია საჭირო? რად უნდა ამას საერთოდ ბიბლიის წაკითხვა და ისტორიის ცოდნა ... -------------------- აბა ჰე და აბა ჰო!
|
Mark |
Jun 13 2013, 06:43 PM
პოსტი
#268
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 49 რეგისტრ.: 4-June 13 წევრი № 13,192 |
afxazi
ე. ი. კითხვის დასმა უკვე სიძულვილია,მდაა...არ მადებ ბანს, არადა როგორ გექავება ხელები.გაგიადვილებ ამოცანას. მითხარი რა უნდა გავაკეთო რომ ეს მოხდეს? -------------------- რათა იცოდეს ხალხმა, რომ შენ, რომლის სახელიც არის იეჰოვა, მხოლოდ შენა ხარ უზენაესი მთელ დედამიწაზე!
ფსალმ. 83:18 (82:19) |
qetevano |
Jun 13 2013, 06:43 PM
პოსტი
#269
|
ბრრრრრ ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 3,683 რეგისტრ.: 27-September 12 მდებარ.: ევრივეა წევრი № 12,646 |
Mark
ანუ 10 მცნებიდან დანარჩენი მცნებებიც შეგვიძლია არ შევასრულოთ? მაგალითად არა კაც კლა. -------------------- ბეტმენი ხელს არ აწერს!
|
afxazi |
Jun 13 2013, 06:48 PM
პოსტი
#270
|
დავითი ჯგუფი: სენატის თავმჯდომარე პოსტები: 8,814 რეგისტრ.: 7-March 07 წევრი № 1,291 |
Mark
ციტატა არადა როგორ გექავება ხელები.გაგიადვილებ ამოცანას. მითხარი რა უნდა გავაკეთო რომ ეს მოხდეს? გითხარი ნუ თავხედობ მეთქი. სიტუაციის პროვოცირებასაც საგანგებოდა გასწავლიან ეტყობა. საერთოდ რა ორგანიზაცია ხართ, რელიგიური რომ არა ეს ფაქტია. რაღაც გაურკვეველი და შავ-ბნელი მიზნები რომ ამოძრავებს იმას გავხართ. ოღონდ ადამიანს შეაძულოთ თავი და მეტზე არაფერზე ზრუნავთ. -------------------- სათნოება თვითკმარია ბედნიერებისთვის კლიმენტი ალექსანდრიელი |
Mark |
Jun 13 2013, 06:50 PM
პოსტი
#271
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 49 რეგისტრ.: 4-June 13 წევრი № 13,192 |
afxazi კაცმა რომ სამშობლოსათვის იბრძოლოს თუ საჭიროა . ანაც როდესაც ცოლ–შვილს გიუპატიურებენ ხელი გაანძრიო და.ა.შ. ამაზე რა პოლემიკა და რის ბიბლიური მუხლებია საჭირო? რად უნდა ამას საერთოდ ბიბლიის წაკითხვა და ისტორიის ცოდნა ... ხო, ხო, ხო. აკი გითხარი გიპასუხებ მეთქი. ნაჩქარევ დასკვნებს რატომ აკეთებ? უნდა გავმიჯნოთ ერთმანეთისგან ორი რამ. ქრისტიანს აქვს თავდაცვის უფლება. ვთქვათ თუ ქუჩაში ვინმე მეხება ფიზიკურად, რა თქმა უნდა ვეცდები მოვიგერიო. ან თუ ოჯახში მივარდება ვინმე, შევეცდები გავანეიტრალო ეს ადამიანი (გააჩნია სიტუაცის), არ არის აუცილებელი მოკვლა, შეიძლება მწყობრიდან გამოიყვანო და ა. შ. მაგრამ რაც შეეხება ჯარს, ეს არის უკვე ორგანიზებული სტრუქტურა, კოლექტივი. მარტივად რომ ვთქვათ ასწავლიან ადამიანს კაცის კვლას. ომში იცავ არა ღვთის ინტერესებს არამედ პოლიტიკოსების, და ებრძვი მეორე მხარეს მყოფ ქრისტიანებს. ეს ხომ აბსურდია. ამის მაგალითია 2008 წლის ომი, ორი ქრისტიანული ერი და ომი მათ შორის... იწონებდა ამას ღმერთი? და ვის მხარეს იყო ის ამ ომში? ბიბლიის თვალსაზრისი რა შემთხვევაშია გამართლებული თავდაცვა? ღმერთს სძულს ძალადობა ბიბლია განსჯის ძალადობას და მათ, ვინც ძალადობას სჩადის. იეჰოვა ღმერთის შესახებ ფსალმუნმომღერალმა დავითმა თქვა: „ძალადობის მოყვარული სძულს მის სულს“ (ფსალმუნი 11:5). ძალადობისა და სისხლის ღვრის გამო ღმერთმა ძველ დროს განაჩენი გამოუტანა რამდენიმე ერს, მათ შორის თავის ხალხს (იოელი 3:19; მიქა 6:12; ნაუმი 3:1). ისრაელისთვის მიცემული კანონის თანახმად, ისიც კი სერიოზულ დანაშაულად ითვლებოდა, თუ ვინმეს დაუდევრობის გამო ადამიანი სიცოცხლეს დაკარგავდა, თუნდაც ეს წინასწარი განზრახვის გარეშე მომხდარიყო (კანონი 22:8). ბიბლია მოგვიწოდებს, რომ ყოველდღიურად ვისწრაფოთ მშვიდობისკენ და მოვერიდოთ ისეთ სიტუაციებს, რომლებიც შეიძლება კონფლიქტებში გადაიზარდოს. ხშირად დანაშაული სიტყვიერ შეხლა-შემოხლას მოყვება ხოლმე. ბიბლიაში ნათქვამია: „შეშის გარეშე ცეცხლი ჩაქრება, ცილისმწამებლის გარეშე შუღლი დაცხრება“ (იგავები 26:20). სიმშვიდე ხშირად რისხვას აცხრობს და დაძაბულ სიტუაციას მუხტავს. პავლე მოციქულმა დაწერა: „რამდენადაც თქვენი მხრივ შესაძლებელია, მშვიდობიანად იყავით ყველასთან“ (რომაელები 12:18). თუ თქვენს სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება . . . მშვიდობისკენ სწრაფვა იმის გარანტია არ არის, რომ არასოდეს გახდებით ძალადობის მსხვერპლი. კაცობრიობის ისტორიის განმავლობაში ღვთის ერთგული თაყვანისმცემლები ძალადობის მსხვერპლი ხდებოდნენ (დაბადება 4:8; იობი 1:14, 15, 17). როგორ უნდა მოიქცეს ადამიანი, თუ მას თავს შეიარაღებული მძარცველი დაესხმება? იესომ თქვა: „ნუ შეეწინააღმდეგებით ბოროტ კაცს“ (მათე 5:39). მან აგრეთვე აღნიშნა: „ვინც მოსასხამს გართმევს, ტანსაცმელიც მიეცი“ (ლუკა 6:29). იესო არ იწონებდა იმას, რომ ადამიანს საკუთრების დასაცავად იარაღი გამოეყენებინა. გონიერი ადამიანი ძვირფასეულობის გამო შეიარაღებულ თავდამსხმელს წინააღმდეგობას არ გაუწევს. სიცოცხლე ხომ ყველანაირ ძვირფასეულობაზე ღირებულია! მაგრამ, როგორ უნდა მოიქცეს ადამიანი, თუ მას თავს ესხმიან და მის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება? ამ საკითხს გარკვეულწილად ნათელს ჰფენს ღვთის მიერ ძველი ისრაელისთვის მიცემული კანონი. თუ ვინმე დღისით ქურდს დაიჭერდა და მოკლავდა, მას მკვლელობაში დაედებოდა ბრალი. ამის მიზეზი, როგორც ჩანს, ის იყო, რომ ქურდობისთვის კანონი ადამიანს სიკვდილით კი არ სჯიდა, არამედ მას სხვა შესაბამის სასჯელს აკისრებდა. მაგრამ, თუ ვინმე სახლში ღამე შეიპარებოდა და მას სახლის პატრონი მოკლავდა, სახლის პატრონს ბრალი არ მოეკითხებოდა, რადგან მისთვის ძნელი იქნებოდა იმის განსაზღვრა, თუ რას აკეთებდა შემოპარული და რა განზრახვა ჰქონდა მას. სახლის პატრონს ექნებოდა საფუძველი დაესკვნა, რომ მის ოჯახს საფრთხე ემუქრებოდა და ამიტომაც მას შეეძლო, მიეღო თავდაცვითი ზომები (გამოსვლა 22:2, 3). ამგვარად, როგორც ბიბლიიდან ჩანს, ადამიანს შეუძლია დაიცვას საკუთარი თავი ან თავისი ოჯახი, თუ მას ან მისი ოჯახის წევრებს თავს ესხმიან. მას შეუძლია მოიგერიოს დარტყმები, შეაკავოს თავდამსხმელი ან დაარტყას კიდეც, რომ ის გააბრუოს ან გათიშოს. მისი მიზანი ის უნდა იყოს, რომ საფრთხე აირიდოს ან თავდამსხმელი შეაჩეროს. თუ ასეთ დროს თავდამსხმელი სერიოზულად დაშავდება ან მოკვდება, მისი სიკვდილი იქნება შემთხვევითი და არა წინასწარ განზრახული. საუკეთესო დაცვა ნათელია, რომ არსებობს სიტუაციები, როდესაც თავდაცვა გონიერების ფარგლებში გამართლებულია. ადამიანებს აქვთ უფლება, დაიცვან საკუთარი თავი და თავიანთი ახლობლები, როდესაც მათ თავს ესხმიან ან როცა მათ სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება. თუ გაქცევა შეუძლებელია, ბიბლია არ კრძალავს თავდაცვის ზომების მიღებას გონიერების ფარგლებში. და მაინც, ყველაზე გონივრული ის იქნებოდა, რომ ყველანაირად ავრიდებოდით ისეთ სიტუაციებს, სადაც შეიძლებოდა ძალადობის მსხვერპლი გავმხდარიყავით (იგავები 16:32). ბიბლია მოგვიწოდებს, რომ ცხოვრების ნებისმიერ სფეროში ‘მშვიდობა ვეძიოთ და მისკენ ვისწრაფოთ’ (1 პეტრე 3:11). ეს კი ხელს შეუწყობს იმას, რომ ნამდვილად მშვიდობიანად ვიცხოვროთ. გიფიქრიათ? ▪ რატომ უნდა მოვერიდოთ ძალადობას? (ფსალმუნი 11:5). ▪ როგორი მოქმედება იქნება გონივრული, თუ გძარცვავენ? (იგავები 16:32; ლუკა 12:15). ▪ რა დაგვეხმარება საფრთხის თავიდან არიდებაში? (რომაელები 12:18). http://wol.jw.org/ka/wol/d/r20/lp-ge/102008204 -------------------- რათა იცოდეს ხალხმა, რომ შენ, რომლის სახელიც არის იეჰოვა, მხოლოდ შენა ხარ უზენაესი მთელ დედამიწაზე!
ფსალმ. 83:18 (82:19) |
afxazi |
Jun 13 2013, 06:52 PM
პოსტი
#272
|
დავითი ჯგუფი: სენატის თავმჯდომარე პოსტები: 8,814 რეგისტრ.: 7-March 07 წევრი № 1,291 |
Mark
ციტატა ამგვარად, როგორც ბიბლიიდან ჩანს, ადამიანს შეუძლია დაიცვას საკუთარი თავი ან თავისი ოჯახი, თუ მას ან მისი ოჯახის წევრებს თავს ესხმიან. მას შეუძლია მოიგერიოს დარტყმები, შეაკავოს თავდამსხმელი ან დაარტყას კიდეც, რომ ის გააბრუოს ან გათიშოს. მისი მიზანი ის უნდა იყოს, რომ საფრთხე აირიდოს ან თავდამსხმელი შეაჩეროს. თუ ასეთ დროს თავდამსხმელი სერიოზულად დაშავდება ან მოკვდება, მისი სიკვდილი იქნება შემთხვევითი და არა წინასწარ განზრახული. საუკეთესო დაცვა ნათელია, რომ არსებობს სიტუაციები, როდესაც თავდაცვა გონიერების ფარგლებში გამართლებულია. ადამიანებს აქვთ უფლება, დაიცვან საკუთარი თავი და თავიანთი ახლობლები, როდესაც მათ თავს ესხმიან ან როცა მათ სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება. თუ გაქცევა შეუძლებელია, ბიბლია არ კრძალავს თავდაცვის ზომების მიღებას გონიერების ფარგლებში. და მაინც, ყველაზე გონივრული ის იქნებოდა, რომ ყველანაირად ავრიდებოდით ისეთ სიტუაციებს, სადაც შეიძლებოდა ძალადობის მსხვერპლი გავმხდარიყავით (იგავები 16:32). ბიბლია მოგვიწოდებს, რომ ცხოვრების ნებისმიერ სფეროში ‘მშვიდობა ვეძიოთ და მისკენ ვისწრაფოთ’ (1 პეტრე 3:11). ეს კი ხელს შეუწყობს იმას, რომ ნამდვილად მშვიდობიანად ვიცხოვროთ. და აქ ვინმე განსხვავებულს იძახის? -------------------- სათნოება თვითკმარია ბედნიერებისთვის კლიმენტი ალექსანდრიელი |
Mark |
Jun 13 2013, 06:53 PM
პოსტი
#273
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 49 რეგისტრ.: 4-June 13 წევრი № 13,192 |
Mark გითხარი ნუ თავხედობ მეთქი. სიტუაციის პროვოცირებასაც საგანგებოდა გასწავლიან ეტყობა. საერთოდ რა ორგანიზაცია ხართ, რელიგიური რომ არა ეს ფაქტია. რაღაც გაურკვეველი და შავ-ბნელი მიზნები რომ ამოძრავებს იმას გავხართ. ოღონდ ადამიანს შეაძულოთ თავი და მეტზე არაფერზე ზრუნავთ. გამაგებინე რა გინდა ბოლო–ბოლო? შავ–ბნელები იქით მოიკითხეთ. შენი პრობლემაა მეგობარო თუ გძულხარ... -------------------- რათა იცოდეს ხალხმა, რომ შენ, რომლის სახელიც არის იეჰოვა, მხოლოდ შენა ხარ უზენაესი მთელ დედამიწაზე!
ფსალმ. 83:18 (82:19) |
afxazi |
Jun 13 2013, 06:54 PM
პოსტი
#274
|
დავითი ჯგუფი: სენატის თავმჯდომარე პოსტები: 8,814 რეგისტრ.: 7-March 07 წევრი № 1,291 |
Mark
საერთოდ რა გინდა ამ ფორუმზე? -------------------- სათნოება თვითკმარია ბედნიერებისთვის კლიმენტი ალექსანდრიელი |
Mark |
Jun 13 2013, 06:58 PM
პოსტი
#275
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 49 რეგისტრ.: 4-June 13 წევრი № 13,192 |
afxazi
არ არის იქ ჯარსა და არმიაზე საუბარი მათგან განსხვავებით ქრისტიანი არ ემზადება კაცის მოკვლისთვის. განსხვავება არის ხომ. არც სამშობლოს დაცვაზე მიდის საუბარი, კონკრეტული, ლოკალური სიტუაციაა. და რისკი გამარტლებულია მხოლოდ იმ შემტხვევაში როდესაც საქმე ეხება სიცოცხლის ხელყოფას, და არა ქონება–ძვირფასეულობას. ისტორიული ფაქტებიც მოწმობს იმაზე ამაზე. რომის იმპერიაში სასტიკად დევნიდნენ ქრისტიანებს, მაგრამ ისინი საპასუხოდ იარაღს არ იღებდნენ ხელში. -------------------- რათა იცოდეს ხალხმა, რომ შენ, რომლის სახელიც არის იეჰოვა, მხოლოდ შენა ხარ უზენაესი მთელ დედამიწაზე!
ფსალმ. 83:18 (82:19) |
A.V.M |
Jun 13 2013, 06:58 PM
პოსტი
#276
|
მადლობა ამ ფორუმს! ჯგუფი: Senators პოსტები: 13,742 რეგისტრ.: 14-June 11 მდებარ.: ფორუმს გარეთ წევრი № 11,203 |
afxazi
ციტატა საერთოდ რა გინდა ამ ფორუმზე? ჭეშმარიტ რწმენას ქადაგებს ! -------------------- აბა ჰე და აბა ჰო!
|
afxazi |
Jun 13 2013, 07:02 PM
პოსტი
#277
|
დავითი ჯგუფი: სენატის თავმჯდომარე პოსტები: 8,814 რეგისტრ.: 7-March 07 წევრი № 1,291 |
Mark
ციტატა მაგრამ ისინი საპასუხოდ იარაღს არ იღებდნენ ხელში. აბსოლუტურად სხვა სიტუაციაა. მაგრამ ისინი იყვნენ იმპერიის ჯარში, ესეც ხომ ფაქტია, რაც ცხადია მათ რწმენას არ ლახავდა, თუკი იმპერატორის თაყვანისცემას არ მოსთხოვდნენ მას. მოკლედ ამაზე მოგვიანებით მინდა საუბარი ამ ვითომ ჭეშმარიტების მაქადაგებელთან, უფრო დემაგოგთან. ეხლა ისე აქტიურად ვერ ვიცლი. -------------------- სათნოება თვითკმარია ბედნიერებისთვის კლიმენტი ალექსანდრიელი |
A.V.M |
Jun 13 2013, 07:04 PM
პოსტი
#278
|
მადლობა ამ ფორუმს! ჯგუფი: Senators პოსტები: 13,742 რეგისტრ.: 14-June 11 მდებარ.: ფორუმს გარეთ წევრი № 11,203 |
afxazi
ციტატა მოკლედ ამაზე მოგვიანებით მინდა საუბარი ამ ვითომ ჭეშმარიტების მაქადაგებელთან, უფრო დემაგოგთან. ეხლა ისე აქტიურად ვერ ვიცლი. თუ მაინცდამაინც საუბარი გვიწევს და სხვა გზა არაა გავანებოთ ახლა თავი სანამ მოვიცლით . ტყუილად ნერვების წყვეტაა , მით უმეტეს მერამდენედ გაიმეორა 2008 წლის ომის ,,პერიპეტიები '' . -------------------- აბა ჰე და აბა ჰო!
|
Mark |
Jun 13 2013, 07:27 PM
პოსტი
#279
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 49 რეგისტრ.: 4-June 13 წევრი № 13,192 |
Mark აბსოლუტურად სხვა სიტუაციაა. მაგრამ ისინი იყვნენ იმპერიის ჯარში, ესეც ხომ ფაქტია, რაც ცხადია მათ რწმენას არ ლახავდა, თუკი იმპერატორის თაყვანისცემას არ მოსთხოვდნენ მას. მოკლედ ამაზე მოგვიანებით მინდა საუბარი ამ ვითომ ჭეშმარიტების მაქადაგებელთან, უფრო დემაგოგთან. ეხლა ისე აქტიურად ვერ ვიცლი. რას ჰქვია სხვა სიტუაციაა? არ იყვნენ პირველ საუკუნეში, მეორის ნახევრამდე. და საინტერესოა მერე რატომ მიდიოდნენ ჯარში. ხომ ნათელია რომ ეს გადახვევა იყო უკვე წმინდა წერილიდან. „ჩვენს ხელთ არსებული მასალების გულდასმით გამოკვლევა ცხადყოფს, რომ მარკუს ავრელიუსის [რომის იმპერატორი ახ. წ. 161—180 წწ.] მმართველობამდე არც ერთი ქრისტიანი არ გამხდარა ჯარისკაცი; და არც ერთი ჯარისკაცი გაქრისტიანების შემდეგ არ დარჩენილა სამხედრო სამსახურში“ („The Rise of Christianity“, ე. ბარნზი, ლონდონი, 1947, გვ. 333). „ომი, ხოცვა-ჟლეტა და ყოველგვარი ბოროტება ერთ დროს ჩვენთვის ჩვეული რამ იყო, მაგრამ ახლა მთელ დედამიწაზე ყველამ შევცვალეთ საომარი იარაღი — მახვილები სახნისებად, შუბები კი მიწის დასამუშავებელ სხვა იარაღებად — და შევიძინეთ ღვთისმოსაობა, სახიერება, კაცთმოყვარეობა, რწმენა და იმედი, რომელიც მამისგან გადმოგვეცა მისი მეშვეობით, ვინც წამებით მოკლეს“ (იუსტინე წამებული, „დიალოგი ტრიფონთან“, ახ. წ. II საუკუნე; „The Ante-Nicene Fathers“, გრანდ-რეპიდზი, მიჩიგანის შტატი, 1885, გადამუშავებული გამოცემა, რედაქტორები ა. რობერტსი და ჯ. დონალდსონი, ტ. I, გვ. 254). „ისინი უარს ამბობდნენ სახელმწიფოს მართვაში აქტიურ მონაწილეობაზე და სამხედრო ძალით იმპერიის დაცვაზე . . . წარმოუდგენელი იყო, რომ ქრისტიანი გამხდარიყო ჯარისკაცი, სახელმწიფო მოხელე ან მმართველი, თუ უარს არ იტყოდა თავის წმინდა მოვალეობაზე“ („History of Christianity“, ედუარდ გიბონი, ნიუ-იორკი, 1891, გვ. 162, 163). რაც შეეხება აქ ჩემს ყოფნას. პოლემიკას ხომ აქვს რაღაც წესები. როცა ის კრებს სიჩქარეს ასე ვთქვათ ხდება პოზიციების გამოკვეთა, კითხვების დასმა და ა. შ. ახლა მე ყველა კითხვას ვცემ შეძლებისდაგვარად პასუხს. და თქვენ კითხვას არ პასუხობთ, და გადაგყავთ თემა აბსოლუტურად სხვა თემაზე საუბარი. ხომ გაქვტ პასუხი, მაგრამ არ ამბობთ, რადგან ეს თქვენს პოზიციას არ უჭერს მხარს. afxazi თუ მაინცდამაინც საუბარი გვიწევს და სხვა გზა არაა გავანებოთ ახლა თავი სანამ მოვიცლით . ტყუილად ნერვების წყვეტაა , მით უმეტეს მერამდენედ გაიმეორა 2008 წლის ომის ,,პერიპეტიები '' . კაი ბატონო. ავიღოთ სხვა ომები. 1939-1945წწ ვინ ვის დაუპირისპირდა: ამერიკელი, ინგლისელი, ფრანგი (პროტესტანტები , კათოლიკები და სხვა) vs გერმანელი, იტალიელი (პროტესტანტები, კათოლიკები) 1. იწონებდა ამ ომს ღმერთი? 2. ვის მხარეს იყო ღმერთი?. -------------------- რათა იცოდეს ხალხმა, რომ შენ, რომლის სახელიც არის იეჰოვა, მხოლოდ შენა ხარ უზენაესი მთელ დედამიწაზე!
ფსალმ. 83:18 (82:19) |
Mark |
Jun 13 2013, 07:55 PM
პოსტი
#280
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 49 რეგისტრ.: 4-June 13 წევრი № 13,192 |
Mark ანუ 10 მცნებიდან დანარჩენი მცნებებიც შეგვიძლია არ შევასრულოთ? მაგალითად არა კაც კლა. რჯულში იყო 600 მდე კანონი. თუ ვიცავთ ყველა უნდა დავიცვათ, მაგალითად წინადაცვეთა, მსხვერპლშეწირვა და სხვა. თან დღეს ეს შეუძლებელია, რადგან მსხვერპლშეწირვა ტაძართან იყო დაკავშირებული და დრეს ის არ არის. 10 მცნებას რაც შეეხება, არის უნივერსალური პრინციპები, რაც არ იცვლება ხომ. კაცის კვლა იქაც მძიმე ცოდვა იყო და ქრისტიანობაშიც ასეა. მრუშობა და სხვა. ახლა შაბათის დაცვა არ განეკუთვნება ამ რიცხვს. ახლა კი, როცა იცანით ღმერთი, ან, უფრო სწორად, ღმერთმა გიცნოთ, როგორღა უბრუნდებით ქვეყნიერების უმწეო და უბადრუკ საწყისთ, რათა კვლავ მათ დაემონოთ? დღეებს და თვეებს, წელიწადის დროებსა და წლებს უკვირდებით. (გალ. 4:9,10) და თქვენც, ცოდვებითა და თქვენი წინადაუცვეთელობით მკვდრები, მასთან ერთად გაგაცოცხლათ ცოდვათა მოტევებით. სწავლით წარხოცა ჩვენგამო შეთხზული და ჩვენს წინააღმდეგ მიმართული ხელწერილი; შუაგულიდან აიღო და ჯვარს მიალურსმა იგი. ძალისაგან განძარცვა მთავრობანი და ხელმწიფებანი, საჯაროდ განაქიქა და ჯვრით იმძლავრა მათზე. მიტომ ნურავინ განგსჯით საჭმლისა თუ სასმლის, რაიმე დღესასწაულის, ახალმთვარობისა თუ შაბათთა გამო. (კოლ. 4;13:16) -------------------- რათა იცოდეს ხალხმა, რომ შენ, რომლის სახელიც არის იეჰოვა, მხოლოდ შენა ხარ უზენაესი მთელ დედამიწაზე!
ფსალმ. 83:18 (82:19) |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 21st September 2024 - 07:22 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი