IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

 
Reply to this topicStart new topic
> მართლმადიდებლური პრაქტიკა, სხვა რელიგიიდან დაბრუნებულთა მიღებასთან დაკავშირებით
afxazi
პოსტი Jan 26 2010, 10:46 PM
პოსტი #1


დავითი
***

ჯგუფი: სენატის თავმჯდომარე
პოსტები: 8,814
რეგისტრ.: 7-March 07
წევრი № 1,291



ჩვენს ბიბლიოთეკაშI დევს ერთი ასეთი წერილი, რომელიც VI-VII ს-ს გამორჩეულ მოღვაწეს რომის პაპს გრიგოლ I-ს ეკუთვნის. ადრესატი კი ქართლის კათოლიკოსი კირიონ I-ია. ეპისტოლე წარმოადგენს პასუხს კირიონის კითხვაზე იმასთან დაკავშირებით თუ როგორ უნდა მოხდეს სხვა რელიგიიდან მართლმადიდებლურ ეკლესიაში დაბრუნებულთა მიღება (ნათლობით, ნათლობის გარეშე, მხოლოდ მირონცხებით...). ამ საკითხს თავის ღრმა თეოლოგიური საუფძვლები აქვს და ყოველთვის კამათს იწვევდა ეკლესიაში. მაგ. III ს-ში კვიპრიანე კართაგენელს პოლემიკა ქონდა რომის პაპთან ამ საკითხთან დაკავშირებით, მოგვიანებით მსოფლიო საეკლესიო კრებამ კანონიც კი მიიღო, მაგრამ თუნდაც გრიგოლ ხანძთელის ცხოვრებიდან ჩვენ ვხედავთ რომ ეკლესიაშI ამ საკითხის ირგვლივ მაინც მიდიოდა განხილვები. საინტერესოა როგორი უნდა იყო სდღევანდელი პრაქტიკაც. მოკლედ ვისაუბროთ. დააფიქსირეთ თქვენი აზრიც.


წიგნი წმ. გრიგოლ პირველისა (590-604) კვირინო ანუ კვირიკო ეპისკოპოსს (კირიონ I) და სხვათა დანაშთთა იბერიის კათოლიკე ეპისკოპოსთა




სიყვარულმა სიშორე არ იცის, ვისაც ადგილი აშორებს, მას ეპისტოლე აახლოვებს. ამ წიგნის მომტანმა, რომელიც აქ მოციქულთა მთავრის, წმიდა პეტრეს, საფლავის სალოცავად მოვიდა, დაგვარწმუნა, რომ ჩვენთვის წიგნი გამოგიგზავნიათ, მაგრამ ამას სხვა ნივთებთან ერთად იერუსალიმში დაუკარგავს. ამანვე მოგვითხრა, რომ იმ წერილით გვეკითხებოდით: ნუთუ ყოველთა რჩეულთა კათოლიკე ეკლესიის წიაღში შესასვლელად, ნესტორის შეცთომათაგან მოქცეულ მღვდელთა და ერთათვის საჭიროა ნათლისღება, ანუ კმარა მარტო აღსარებაო? ამ საგნისა ჩვენ უწყით, ჩვენი მამების ძველის დროის ჩვეულება, რომ როდესაც ვინმე მოიქცევიან მწვალებლობისაგან, რომელშიაც მონათლულან წმიდა სამების სახელით, მათ ვუერთებთ წმიდა ეკლესიას ან ზეთისცხებით, ან ხელდასხმით და არ მარტო სარწმუნოების აღსარებით. ამიტომ დასავლეთში არიოსანებისაგან მოქცეულთ ვუერთებთ კათოლიკე ეკლესიას მარტო ხელდასხმით; აღმოსავლეთში კი მათ სცხებენ ზეთსა შესარიგებლად. ხოლო მონოფიზიტელებს და სხვათა მარტო სარწმუნოებას აღვიარებინებთ, რადგან მწვალებლობაში მონათლუთ სული წმიდა მაშინ სწმენდს, როდესაც ნესტორიანები ჩვენის ხელდასხმით და მონოფიზიტელები სარწმუნოების აღსარებით უერთდებიან ეკლესიას. გარნა ის მწვალებლები, რომელნიც წმიდა სამების სახელით არ არიან მონათლულნი, როგორადაც ქრისტეს უარისმყოფელნი ბონოსიანები და კათოფარიგელები, რომელნიც სული წმიდად რაცხვენ მონტანისტელების ბოროტს კაცსა, რომლის მსგავსიც ბევრი არის, უნდა მოინათლონ, რათა ეკლესიას შეუერთდნენ, რადგან ესევითარ შეცდომაში მყოფთა მიერ წმიდა სამების სახელით მიღებული ნათილისღება სწორე ნათლისღება არ არის. არც უნდა შეირიცხოს ნათლისღების განმეორებად, რადგან როგორც ვთქვით, ნამდვილად წმიდა სამების სახელით არ არიან მონათლულნი. ხოლო ნესტორიანების მწვალებლობას ისევ მათი შეცდომილება აბრმავებს. ისინი სამების სახელით არიან მონათლულნი, მაგრამ მსგავსად ურიებისა, დაჟინებით უარსჰყოფენ მხოლოდშობილის ძის განხორციელებას, ამიტომ, როდესაც ისინი მოიქცევიან წმიდა კათოლიკე ეკლესიისადმი, საჭიროა, ასწავლოთ მათ ჭეშმარიტი სარწმუნოების აღსარება, რათა ირწმუნონ მტკიცედ, რომ ძე კაცისა, ღმერთი და უფალი, ჩვენი იესო ქრისტე ღმრთაებით არს უწინარეს სოფლისა და იგივე განკაცდა ბოლო დროს, რადგან სიტყვა იგი ხორცშესხმულ იქნა და დაემკვიდრა ჩვენ შორის, რადგან, ვამბობთ, სიტყვა იგი რა განხორციელდა, არ შეიცვალა იმისაგან, რაც იყო, არამედ მიიღო და გახდა ისიც, რაც არ იყო. საუკუნო მამის მხოლოდშობილმა ძემ თავისი განხორციელების საიდუმლოთი თავისი არსება კი არ დაამცირა, არამედ ჩვენი ბუნება აღამაღლა. ამიტომ სიტყვა და ხორცი ერთი და იგივე პირი არს, როგორც თვითვე თქვა: ”არავინ აღხდა ზეცად, გარნა რომელი იგი გარდამოხდა ზეცით, ძე კაცისა, რომელი არს ზეცათა შინა”. იგივე ძე ღმრთისა ზეცაში, იყო ძე კაცისა, რომელიც ლაპარაკობდა ქვეყანაზე. რაისა გამო ამბობს იოანე: ”ვიცით, რამეთი ძე ღმრთისა მოვიდა და მომცა ჩუენ გონებაი”, იქვე დასძენს, თუ რაბამი გონება მოგვცა: ”რათა ვიცოდეთ ჩუენ ჭეშმარიტი ღმერთი”. ამ ადგილს რომელ ჭეშმარიტს ღმერთს გვაუწყებს იგი? ნუთუ მარტო ყოვლისმპყრობელ მამას? აი, რას უმატებს ძის ყოვლის მპყრობლობის შესახებაც: “და ვართ ჩუენ ჭეშმარიტისა თანა ძისა მისისა იესო ქრისტესი”. ამბობს ჭეშმარიტი ღმერთი მამა, ჭეშმარიტი ძე მისი იესო ქრისტე. თუ ჭეშმარიტი ძე ვითარი არს, ცხადად გვიჩვენებს თქმით: “ესე არს ჭეშმარიტი ღმერთი და ცხოვრება საუკუნო”. ხოლო ნესტორის შეცდომილების მსგავსად, უკეთუ სხვა იყოს კაცი იესო ქრისტე, რომელიც ჭეშმარიტი კაცია, ცხადია, რომ აღარც ჭეშმარიტი ღმერთი და აღარც საუკუნო ცხოვრება იქმნება. მაგრამ მხოლოდშობილი ძე სიტყვა უწინარეს ყოველთა საუკუნეთა შეიქმნა კაცი. ამიტომ ეს არს ჭეშმარიტი ღმერთი და საუკუნო ცხოვრება. ვინაიდგან, როდესაც წმიდა ქალწულს იგი მუცლად უნდა ეღო, თავისთან მოუბარ ანგელოზს უთხრა: “აჰა, მხევალი უფლისა, მეყავნ მე, ვითარცა ამბობ”. რაჟამს მიუდგა და თავის ნათესავ ელისაბედთან წარვიდა, მსწრაფლ იმავე ელისაბედისგან გაიგონა: “ვინა ჩემდა ესე, რათა მოვიდეს დედა უფლისა ჩემისა ჩემდა”? ესრეთ იგივე ქალწული იწოდების მხევლად და დედად უფლისა. მხევალი უფლისა, რადგან სიტყვა “მხოლოდშობილი უწინარეს საუკუნეთა” თანასწორი არს მამისა. ხოლო დედა არს, რადგან მის საშოში მისივე ხორცისაგან სული წმიდის მოქმედებით განკაცდა. არც ისეა, რომ სხვისი იყოს მხევალი და სხვისი დედა, რადგან ღმრთის მხოლოდშობილი, მყოფს უწინარეს სოფლისა, მის მუცლისგან იშვა კაცი, გამოუთქმელი სასწაულით; ამიტომ გახდა მხევალი კაცისა ღმრთაების გამო და დედა სიტყვისა ხორცისა გამო. ჯერ კი არ ჩაესახა ხორცი ქალწულის საშოში და შემდგომ ღმრთაება კი არ მოვიდა ხორცთან, არამედ რა წამს სიტყვა მოვიდა მის საშოში, იმ წამსვე სიტყვა ხორციელ იქმნა, და თანავე დაიცვა თავისი ჭეშმარიტი ბუნების ყოველი თვისება. ესრეთ ძე ღმრთისა მხოლოდშობილი ქალწულის საშოსაგან იშვა სრული კაცი, ესე იგი მქონე გონიერი სულისა და ხორცისა. ამიტომ ყოველთა უმეტეს ცხებულად იწოდების, ვითარცა იტყვის მეფსალმუნე: ”გცხო შენ ღმერთმან, ღმერთმან შენმან საცხებელით”, ე.ი. სული წმიდის ნიჭით; მაგრამ უმეტეს იცხო, რადგან ჩვენ კაცნი, ჯერ კაცნი ვართ ცოდვილნი, შემდგომ სული წმიდის ცხებით ვიწმინდებით, ხოლო იგი, რომელიც უწინარეს სოფლისა ღმერთია, ბოლო დროს სული წმიდის მიერ ქალწულის საშოში განკაცდა, მასშივე იცხო იმავე სულისაგან, როდესაც ჩაესახა. არც ისეა, რომ ჩასახულ იყოს და მერმე ცხებულ, არამედ სული წმიდის თვით იმავე მოქმედებით, რომ ქალწულისაგან ხორცი შეისხა, იცხო სული წმიდისგანვე. ამიტომ ვინც ნესტორის შეცდომილებისაგან მოიქცევიან, თქვენი წმიდა კრებულის წინაშე აღიარონ მისი ჭეშმარიტი შობა და შეაჩვენონ ნესტორი, მისნი მიმდევარნი და სხვა დანარჩენნი მწვალებელნი. ეგრეთვე შემოგპირდენ, რომ პატივსცემენ და შეიწყნრებენ იმ ყველა კრებათა, რომელთაც მსოფლიო ეკლესია აღიარებს. შემდგომ თვინიერ რამ სიძნელისა, მიიღეთ ესრეთ პირნი თქვენს საზოგადოებაში და დასტოვეთ იმ წესსა ანუ ხარისხში, რომელშიაც არიან. განუბნიეთ მათ შეცდომილებანი და ასწავლეთ ყველაფერი, რაც კი საჭიროა; სიტკბოებით მოეპყარით, ნურავითარ სიძნელეს აღმოუჩენთ მათი ხარისხის შესახებ, რათა იგინი თავიანთი მტრის ხელისაგან დაიხსნათ. ეგოდნათ ყოვლისმპყრობელის უფლისაგან განიმრავლებთ საუკუნო დიდების სასყიდელს, რაოდნადაც უფრო მომეტებულად შემოჰკრებთ მათ, რათა თქვენთან სამარადისოდ ადიდონ უფალი. თქვენთვის ვევედრებით წმიდა სამებას, რათა თავისი მფარველობით დაგიცვასთ და თავისი სიყვარული არ მოგაკლოსთ.




--------------------
სათნოება თვითკმარია ბედნიერებისთვის

კლიმენტი ალექსანდრიელი


User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
terra
პოსტი Jan 27 2010, 02:40 AM
პოსტი #2


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 4,231
რეგისტრ.: 2-April 08
წევრი № 4,398



თუ იმაზეა საუბარი, რომ მართლმადიდებელი წავა სქიზმაში, ან მიიღებს სხვა აღმსარებლობას და შემდგომ,
შეინანებს და დაუბრუნდება დედა - ეკლესიას, როგორც ვიცი, ასეთ შემთხვევაში მას არ ედება ეპიტიმია,
(თუ რა თქმა უნდა ხორციელი ცოდვებიც არ სდევს თან) არამედ, დაბრუნებისთანავე აზიარებენ.
გადანათვლის და მირონცხების შესახებ კი ნამდვილად არაფერი გამიგია. და ჩემი კერძო აზრით,
არცაა საჭირო. ის ხომ ერთხელ უკვე მოინათლა.


--------------------
უფალო, იესუ ქრისტე, შემიწყალე მე..
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
KAIROS
პოსტი Jan 27 2010, 04:37 AM
პოსტი #3


იხარეთ!
***

ჯგუფი: საფინანსო
პოსტები: 9,492
რეგისტრ.: 9-November 06
მდებარ.: Aurea mediocritas
წევრი № 438



ჩვენ აქ სადღაც ბევრი ვწერეთ ამის შესახებ აფხაზ, წიგნებიც კი დავდეთ და გავარჩიეთ,თუ იპოვი ლინკის სახით მიანიშნე smile.gif


--------------------
...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 2 მომხმარებელი (მათ შორის 2 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 29th March 2024 - 04:37 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი