IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

Reply to this topicStart new topic
> თუ ისინი იმსახურებდნენ ჩვენ ?
Comicos :)
პოსტი Mar 18 2010, 06:11 PM
პოსტი #1

Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 8
რეგისტრ.: 12-November 09
წევრი № 7,720

ათესისტ არ გეგონოთ,უბრალოდ ბევრმა კითხვამ შემაწუხა და იქნებ თქვენ მიპასუხოთ... სკოლაში აგერ 9 წელია დავდივარ და რაც რელიგიის,ქართული და ისტორიის სწავლა დავიწყე, ძალიან ხშირად იქ ნახენებია ხოლმე წარსულში მომხდარ სასწაულებზე, მაგ : მირიანს ტყეში სეირნობის დროს,იქაურობა სულ დაუბნელედება და ვერაფერს ვეღარ ხედავს, ამ დროს იგი შველას შესთხოვს თავის ღმერთს და არ განათდება,მერე ვიღაც სხვის ღმერთს და ამაოდ.. შემდეგ იგი ნინოს ღმერთს შეევედრება რომ გაანათეო და განათდება... კიდევ ის ქანდაკებები გაცი და გაი რომ დაიმსხვრევა და კიდე ხო ახლა გამახსენდა რომელიღაც ეკლესიის მშენებლობის დროს (მგონი სვეტიცხოვლის) , სვეტი ჰაერში გაჩერდება და ვეღარ შეძლებენ ეკლესიის აშენებას,შემდეგ თხოვენ ღმერთს და მეორე დღეს ის სვეტი თავისით იყო დადებული.. და კიდევ ბერვი ახლა ვერ ვიხსენებ... რაც შეეხება შეკითხვას, თუ იმ ეპოქაში მყოფი ადამიანები იმსახურებდნენ იმას,რომ ეხილათ ასეთი სასწაულები მათ მათ მისცემოდათ იმის შანსი,რომ უფრო მტკიცე გამხდარიყვნენ თავის სარწმუნოებაში და მოენანინებინათ ცოდვები, ჩვენ რატომ არ გვეძლევა ასეთი შანსი,რომ ყველამ ერთად და არა მხოლოდ გამორჩეულმა ადამიანებმა ვიხილოთ სასწაული და ჩვენც და სხვა რელიგიების წარმომადგენლები,უფრო ვიწამოთ ქრისტე და გავხდეთ უფრო კარგები,რატომ არ ხდება ასე ? თუ ისინი იმსახურებდნენ სასწაულებს ჩვენ რა დავაშავეთ ?

ბოდიშს ვიხდი ცოტა აბდაუბდა ნაწერისთვის კარგად არ მახსოვს ეს ისტორიები...

--------------------
დინოზავრები გადაშენდნენ...ჭიანჭველები არსებობას განარგძობენ...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ალექსანდრე
პოსტი Mar 19 2010, 02:06 AM
პოსტი #2

Advanced Member
***

ჯგუფი: Moderator
პოსტები: 6,232
რეგისტრ.: 24-July 06
მდებარ.: თბილისი
წევრი № 7

Comicos smile.gif
ციტატა
და კიდევ ბერვი ახლა ვერ ვიხსენებ... რაც შეეხება შეკითხვას, თუ იმ ეპოქაში მყოფი ადამიანები იმსახურებდნენ იმას,რომ ეხილათ ასეთი სასწაულები მათ მათ მისცემოდათ იმის შანსი,რომ უფრო მტკიცე გამხდარიყვნენ თავის სარწმუნოებაში და მოენანინებინათ ცოდვები, ჩვენ რატომ არ გვეძლევა ასეთი შანსი,რომ ყველამ ერთად და არა მხოლოდ გამორჩეულმა ადამიანებმა ვიხილოთ სასწაული და ჩვენც და სხვა რელიგიების წარმომადგენლები,უფრო ვიწამოთ ქრისტე და გავხდეთ უფრო კარგები,რატომ არ ხდება ასე ? თუ ისინი იმსახურებდნენ სასწაულებს ჩვენ რა დავაშავეთ ?

მე ვფიქრობ რომ ყველა ვერც მაშინ ვერ ხედავდა სასწაულს, არამედ ისინი ვისი გულებიც ამისთვის ღია იყო. მაგალითად სახარებაში წერია რომ მაცხოვარს ბევრი ხალხი ეხებოდა მაგრამ აქედან ყველა არ განიკურნებოდა, არამედ ისინი ვისაც რწმენა ჰქონდა (მაგ: სისხლმდინარე ქალის მაგალითი )
რაც შეეხება სასწაულის ძიებას (რაც ჩვენს დროში განსაკუთრებით აქტუალურია) ნათესავი ურწმუნო და მემრუშე ეძიებს სასწაულსაო მაგრამ სასწაული არა მიეცემა გარნა იგი სასწაული იონა წინასწარმეტყველისაო, მართლაც რა უნდა იყოს იმაზე დიდი სასწაული, რომ მაცხოვარი თვითონ ყოველივეს შემოქმედი განკაცდა, ჩვენი მსგავსი გახდა, ჩვენთვის სიკვდილი დაითმინა და აღდგა მკვდრეთით.

--------------------
ჩვენისა ცხორებისათვის ჯვარცმული იესუ, ჩვეულებისაებრ ტკბილად გეტყოდა, ნუ მტირ მე, დედაო საყვარელო, გარნა შენ გოდებით ხმობდი, მეცა შენთანა მოვკუდები, ძეო ჩემო საყვარელო.

ვითარცა ლეღვსა მას უნაყოფოსა, ნუ მომკვეთ მე მაცხოვარ ცოდვილსა ამას, არამედ მერმეცა მრვალ-ჟამ შენდობაი მომმადლე და მორწყე სული ჩემი, ცრემლითა სინანულისათა, რათა ნაყოფი მოგართვა შენ მოწყალებისა
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Comicos :)
პოსტი Mar 19 2010, 10:34 PM
პოსტი #3

Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 8
რეგისტრ.: 12-November 09
წევრი № 7,720

ციტატა
მაცხოვარს ბევრი ხალხი ეხებოდა მაგრამ აქედან ყველა არ განიკურნებოდა, არამედ ისინი ვისაც რწმენა ჰქონდა

შენ ხო გაქ რწმენა? მერე გინახავს სასწაული ?
ციტატა
რაც შეეხება სასწაულის ძიებას (რაც ჩვენს დროში განსაკუთრებით აქტუალურია) ნათესავი ურწმუნო და მემრუშე ეძიებს სასწაულსაო მაგრამ სასწაული არა მიეცემა გარნა იგი სასწაული იონა წინასწარმეტყველისაო, მართლაც რა უნდა იყოს იმაზე დიდი სასწაული, რომ მაცხოვარი თვითონ ყოველივეს შემოქმედი განკაცდა, ჩვენი მსგავსი გახდა, ჩვენთვის სიკვდილი დაითმინა და აღდგა მკვდრეთით.

არ გასაგებია მარა მე ვაბობ არა პიარადად ჩემზე არამედ მთლიანად მთელ სამყაროზე..ნელ-ნელა უკან-უკან მიფდის ჩვენი სამყარო,ვუშვებთ ბევრ შეცდომებს და ჩავდივართ უამრავ ცოდვებს,მაგრამ წინა საუკუნეებშიც არ იყო მთლანდ წმინდა ეს მსოფლიო მაგრამ მათ იხილეს სასწაულები და მათ მიეცათ შანსი და ნუთუ არ შეიძლება,რომ ჩვენც მოგვეცეს შანსი,არამარტო ქრისტიანებს არამედ ყველა რელიგიის მიმდევრებს,მირიანს ხომ იეცა შანსი და სხვა ადამიანებმა რა დავაშავეთ,ნუთუ ამისთვის ყველაზე რთული გამოსავვალი,მეორედ მოსვლაა საჭირო და კიდერ ანტი ქრისტე და ა.შ. .. ღმრთის ნებას წინ ვერაფერი აღუდგება,თუნცა ეს ჩემი სუბიექტური აზრია

--------------------
დინოზავრები გადაშენდნენ...ჭიანჭველები არსებობას განარგძობენ...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ალექსანდრე
პოსტი Mar 20 2010, 01:50 AM
პოსტი #4

Advanced Member
***

ჯგუფი: Moderator
პოსტები: 6,232
რეგისტრ.: 24-July 06
მდებარ.: თბილისი
წევრი № 7

Comicos smile.gif
ციტატა
შენ ხო გაქ რწმენა? მერე გინახავს სასწაული ?

კაი ეხლა მე რა რწმენა მაქვს biggrin.gif

--------------------
ჩვენისა ცხორებისათვის ჯვარცმული იესუ, ჩვეულებისაებრ ტკბილად გეტყოდა, ნუ მტირ მე, დედაო საყვარელო, გარნა შენ გოდებით ხმობდი, მეცა შენთანა მოვკუდები, ძეო ჩემო საყვარელო.

ვითარცა ლეღვსა მას უნაყოფოსა, ნუ მომკვეთ მე მაცხოვარ ცოდვილსა ამას, არამედ მერმეცა მრვალ-ჟამ შენდობაი მომმადლე და მორწყე სული ჩემი, ცრემლითა სინანულისათა, რათა ნაყოფი მოგართვა შენ მოწყალებისა
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
A.v.B
პოსტი Mar 20 2010, 02:13 AM
პოსტი #5

Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 427
რეგისტრ.: 8-March 10
წევრი № 8,338

Comicos smile.gif (სასწაულებს რა ყოველდღე არ ხედავ ?? დაფიქრდი აბა smile.gif ).....
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
A.v.B
პოსტი Mar 20 2010, 02:13 AM
პოსტი #6

პოსტი #7

Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 427
რეგისტრ.: 8-March 10
წევრი № 8,338

მანცდამაინც შენობებმა უნდა დაიწყონ ფრენა ? biggrin.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მაშიკო
პოსტი Mar 20 2010, 10:21 AM
პოსტი #8

მარიამი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,850
რეგისტრ.: 18-May 09
მდებარ.: ქუთაისი
წევრი № 7,002

ციტატა(Comicos :) @ Mar 18 2010, 06:11 AM) *

ჩვენ რატომ არ გვეძლევა ასეთი შანსი,რომ ყველამ ერთად და არა მხოლოდ გამორჩეულმა ადამიანებმა ვიხილოთ სასწაული და ჩვენც და სხვა რელიგიების წარმომადგენლები,უფრო ვიწამოთ ქრისტე და გავხდეთ უფრო კარგები,რატომ არ ხდება ასე ? თუ ისინი იმსახურებდნენ სასწაულებს ჩვენ რა დავაშავეთ ?

ბოდიშს ვიხდი ცოტა აბდაუბდა ნაწერისთვის კარგად არ მახსოვს ეს ისტორიები...

სასწაულებს რომ ვეძებთ იმიტომ ვართ ურწმუნონი...

--------------------
უფალო იესო ქრისტე, ძე ღვთისაო, შემიწყალე მე ცოდვილი. მომეც ძალა და უნარი, ვადიდო სახელი შენი.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
sergi_glaxa
პოსტი Mar 20 2010, 10:49 AM
პოსტი #9

Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,015
რეგისტრ.: 12-December 07
წევრი № 3,400

Comicos smile.gif

მეც ხშირად მქონდა..ახლაც მაქვს ხოლმე მსგავსი აზრები...

ადამიანურად ვერ ახსნი ამას...
რწმენით უნდა მივიღოთ ის რაც ხდება..თორემ სხვა გვარად შეიძლება ჩვენმა გონებამ ვერ გაუძლოს ამდენს...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
neo
პოსტი Mar 20 2010, 02:29 PM
პოსტი #10

Advanced Member
***

ჯგუფი: საფინანსო
პოსტები: 2,152
რეგისტრ.: 11-September 07
წევრი № 2,723

1. საზოგადოდ გავრცელებული სასწაულები ადრე აუცილებელი იყო ინფორმაციის სწრაფი გავრცელებისათვის... ახლა ინფორმაცისს გავრცელების სხვა გაცილებით მოხერხებული ხერხები არსებობს და არარ არის საჭირო... ჩართე აღდგომა ტელევიზორი და ნახავ ცეცხლის გადმოსვლას... ვისაც დანახვა უნდა ხედავს...

2. სასწაულები ახლაც უხვად არესრულება მაგრამ თითოეულს თავის დანიშნულება აქვს, რომელიც შორს არის ადამიანის მოხიბვლის დანიშნულებისგან...

3. სასწაული პირობითი ცნებაა საერთოდ. ვისთვის რაა სასწაული ? ზოგისთვის თვალით რომ ვარსკვლავებს ხედავს ეგაა სასწაული, ზოგისთვის კი მიონმდინარე ხატები ,,ფიზიკის ამოუხსნელი მოვლენაა" და სხვა არაფერი... მოკლედ ეს ძალზედ სუბიექტური ტერმინია...

4. ღმერთი რეკლამით ადამიანების მოქცევას არ აპირებს. ან რარა რეკლამაა საჭირო ? ისინი ვინც ვერ ხედავენ ირგვლივ სამყაროს როგორ დაინახავენ პატარა ცვლილებას ამ სამყაროში თუნდა ერთი მთის გადაადგილება იყოს ?

5. სახარებაში წერია რომ სასწაულს მხოლოდ ბოროტო და მრუში მოდგმა ეძებს... ის ვისაც ჭეშმარიტებას უნდა მიაკვლიოს მან არცევანი სიკეთესა და ბოროტებას შორის უნდა გააკეთოს და არა სასწაულებლივად ძლევამოსილსა და უძლურს შორის...

და მაინც, თუ გინდა იხილო სასწაული აგერ არის ფორმულა: ,, ნეტარ არიან წმიდანი გულითა, რამეთუ მათ ღმერთი იხილონ"...

--------------------
www.cordesign.ge
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
agmsarebeli
პოსტი Mar 21 2010, 04:33 PM
პოსტი #11

Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,206
რეგისტრ.: 14-May 07
წევრი № 1,910

სასწაული უმიზნოთ არ ხდება. პავლე ეპისტოლეებს თუ გადახედავ რომაელთა მიმართ ნახავ რა არის სასწაულის არსი და დანიშნულება. მოკლედ გეტყვი, რომ სასწაული ზოგადად ურწმუნო, წარმართი მოდგმისათვის სრულდება ძირითადად. ასე იყო ძველ აღთქმაშიც ძირითადად. ეგვიპტელთა მონობაში მყოფ ებრაელებს აღარ ახსოვდათ ღმერთი და ამიტომ მათ მრავალი სასწაული მიეცათ. ასე მოხდა მირიანის შემთხვევაში, როცა მთელი ერი უნდა მოქცეულიყო. ხოლო ჩვენ, ვისაც გვაქვს ,შვილება ღვთისა", გვავს წმინდა წერილი, აღარ უნდა ვეძებდეთ სასწაულს. ყველა ,,სასწაული" წმინდა წერილშია თავმოყრილი. პავლე მოციქული ამბობს: ,,ენანი (უცხო ენაზე მეტყველების ნიჭი, რაც თავისთავად სასწაულია)ურწმუნოთათვის, ხოლო წინასწარმეტყველება(წმინდა წერილი) მორწმუნეთათვის" (რომაელთა 14 თავი). და რაც მთავარია ღვთის განგება მიუწვდომელია და როგორც ინებებს ისე იქნება ეპოქათა მიუხედავად.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
lev@ni_TS
პოსტი Dec 8 2010, 11:03 PM
პოსტი #12

archer
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 22
რეგისტრ.: 8-December 10
მდებარ.: რუსთავი
წევრი № 10,057

სასწაულის მოხდენა ყველა ადამიანს შეუძლია. იმედია ყველა დამეთანხმება.

--------------------
"ვინ არს ესე მეუფე დიდებისაი?
-უფალი ძალთაი თავადი არს მეუფე დიდებისაი"
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
კანონისტი
პოსტი Mar 15 2011, 12:03 PM
პოსტი #13

დავით
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 16,930
რეგისტრ.: 17-October 06
მდებარ.: თბილისი, საქართველო
წევრი № 284

ციტატა
1. საზოგადოდ გავრცელებული სასწაულები ადრე აუცილებელი იყო ინფორმაციის სწრაფი გავრცელებისათვის... ახლა ინფორმაცისს გავრცელების სხვა გაცილებით მოხერხებული ხერხები არსებობს და არარ არის საჭირო... ჩართე აღდგომა ტელევიზორი და ნახავ ცეცხლის გადმოსვლას... ვისაც დანახვა უნდა ხედავს...

2. სასწაულები ახლაც უხვად არესრულება მაგრამ თითოეულს თავის დანიშნულება აქვს, რომელიც შორს არის ადამიანის მოხიბვლის დანიშნულებისგან...

3. სასწაული პირობითი ცნებაა საერთოდ. ვისთვის რაა სასწაული ? ზოგისთვის თვალით რომ ვარსკვლავებს ხედავს ეგაა სასწაული, ზოგისთვის კი მიონმდინარე ხატები ,,ფიზიკის ამოუხსნელი მოვლენაა" და სხვა არაფერი... მოკლედ ეს ძალზედ სუბიექტური ტერმინია...

4. ღმერთი რეკლამით ადამიანების მოქცევას არ აპირებს. ან რარა რეკლამაა საჭირო ? ისინი ვინც ვერ ხედავენ ირგვლივ სამყაროს როგორ დაინახავენ პატარა ცვლილებას ამ სამყაროში თუნდა ერთი მთის გადაადგილება იყოს ?

5. სახარებაში წერია რომ სასწაულს მხოლოდ ბოროტო და მრუში მოდგმა ეძებს... ის ვისაც ჭეშმარიტებას უნდა მიაკვლიოს მან არცევანი სიკეთესა და ბოროტებას შორის უნდა გააკეთოს და არა სასწაულებლივად ძლევამოსილსა და უძლურს შორის...

და მაინც, თუ გინდა იხილო სასწაული აგერ არის ფორმულა: ,, ნეტარ არიან წმიდანი გულითა, რამეთუ მათ ღმერთი იხილონ"...

შესანიშნავი პასუხია
P.S. თემა გადადის სასაუბროში.

--------------------
„ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 4 მომხმარებელი (მათ შორის 4 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

მსუბუქი ვერსია ახლა არის: 24th April 2024 - 05:14 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი