ჩვენი ეკლესის ტრაგიკული ფურცლები, კომუნისტების მიერ რეპრესირებული ქართული ეკლესია |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
ჩვენი ეკლესის ტრაგიკული ფურცლები, კომუნისტების მიერ რეპრესირებული ქართული ეკლესია |
შოთა |
Oct 28 2006, 11:52 PM
პოსტი
#1
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 2,637 რეგისტრ.: 28-July 06 მდებარ.: tel-aviv წევრი № 22 |
ამ თემაში ვისაუბროთ იმ ეკლესიებსა და სასულიერო პირების ბედის წერაზე, რომლებიც ამ რეპრესის მსხვერპლი გახდენ.
-------------------- http://www.youtube.com/user/shotka84tube
|
ზებედე |
Oct 29 2006, 12:07 AM
პოსტი
#2
|
ზეციკეთი ჯგუფი: Members პოსტები: 4,332 რეგისტრ.: 27-July 06 წევრი № 19 |
როდესაც მამა გაბრიელმა მინისტრთა საბჭოს შენობაზე გაკრული ლენინის 12-მეტრიანი სურათი დაწვა. ეს 1965 წლის 1 მაისს მოხდა. იგი დააპატიმრა სახელმწიფო უშიშროების საგამომძიებლო განყოფილებამ 71-ე მუხლის I ნაწილით და თბილისის №1 იზოლატორში შეასახლა იმავე წლის 12 მაისს. მისადაგებული მუხლი ითვალისწინებდა ანტისაბჭოურ პროპაგანდას. სამწუხაროდ, მამა გაბრიელის პირადი საქმე, რომელშიც მისი საპატიმროში ქმედება იქნებოდა ასახული, განადგურდა 1978 წლის 20 ოქტომბერს. დამადასტურებელი საბუთი გაცემულია თბილისის №5 საპყრობილის სპეცნაწილის მიერ 2001 წლის 14 მაისს. დაკითხვისას მან განაცხადა: „ეს ჩავიდინე იმისთვის, რომ იქ უნდა ეკიდოს ქრისტეს ჯვარცმა და არა ლენინის სურათი. მიწიერი ადამიანის გაღმერთება არ შეიძლება, რას დაგიწერიათ „დიდება ლენინს“, კაცს რად უნდა დიდება, უნდა ეწეროს: „დიდება ქრისტე ღმერთს“. ამ სიტყვებმა საგამოძიებო ორგანოებში ეჭვი დაბადა, რის გამოც საქართველოს უზენაესი სასამართლოს 1965 წლის 3 აგვისტოს განჩინებით, გადაგზავნილ იქნა ფსიქიატრიულ საავადმყოფოში ექსპერტიზაზე, სადაც ბერმა დაჰყო 1965 წლის 3 აგვისტოდან 12 ოქტომბრამდე. ინტერესმოკლებული არ იქნება გაგაცნოთ ამონაწერი მისი ავადმყოფობის ისტორიიდან, რომელიც გაცემულია 1966 წლის 19 იანვარს. „...დიაგნოზი: ფსიქოპატიური პიროვნება, მიდრეკილი შიზოფრენიის მაგვარი ფსიქოზური ჩავარდნებით... თავისთვის ბუტბუტებს დაბალი ხმით, სწამს არსებობა ზეციური არსისა, ღმერთისა, ანგელოზებისა. საუბრისას ძირითადი ღერძი ყოველთვის იქითკენაა მიმართული, რომ ღმერთის წყალობითაა ყველაფერი. განყოფილებაში განმარტოვებულია, თუ კი ვინმე გამოელაპარაკა, უსათუოდ უხსენებს ღმერთს, ანგელოზბეს, ხატებს“. სრულიად ნათელია რა იყო საფუძველი ბნელი ჟამის ათეისტური მთავრობისათვის, რომ ღვთისმსახური ავადმყოფად შეერაცხათ, თუმცა ზოგი ჭირი მარგებელიაო, სწორედ ამ შემთხვევაზე იტყვიან, ყოველივე ამან იხსნა ბერი დახვრეტისაგან. იგი 24 საათში უნდა დაესაჯათ, მაგრამ ღმერთმა იხსნა თავისი ერთგული მონა მტარვალთაგან და სიკვდილს გადაარჩინა, რათა ხალხისათვის სწორი გზის მიმნიშნებელი შეენარჩუნებინა. -------------------- მზეო ამოდი, ამოდი ნუ ეფარები გორასა წიწილის თეთრი ბუმბული, ველად გაჰქონდა ნიავსა |
G_I_O_R_G_I_ |
Oct 29 2006, 12:50 AM
პოსტი
#3
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 1,857 რეგისტრ.: 31-July 06 წევრი № 27 |
მე მთელი წიგნი წავიკითხე ამ საკითხზე მაგრამ კონკრეტულად სახელები მათი არ მახსოვს მოვიყვან ერთ მაგალითს რომელმაც განსაკუთრებული შთაბეჭდილება მოახდინა ჩემზე.1930იანი წლების განსაკუთრებით დიდი რელიგიური რეპრესიების დროს კომკავშირლები მივიდნენ ერთერთ სოფელში მცხოვრებ მოძღვართან და უთხრეს რომ მას უნდა ეთქვა ხალხისთვის რომ ღმერთი არ არსებობდა თუ არადა მოკლავდნენ.მოძღვარი ერთ წამს შეყოვნდა და შემდგომ განუცხადა რომ კარგით მე თანახმა ვარ და ეცადეთ რაც შეიძლება მეტი ხალხი მოაგროვოთო.ამ პასუხით გახარებულებმა მეზობელი სოფლებიდანაც კი მოიყვანეს უამრავი ხალხი,რადგანაც მოძღვარს დიდი ავტორიტეტი ქონდა ხალხში და ისინი ფიქრობდნენ რომ მოძღვრის ასეთი საქციელით თუ კი კიდე ვინმეს რამე ეჭვი ეპარებოდა მასაც თავის ჭკუაზე გადაიყვანდნენ.როდესაც ყველაფერი მზად იყო მოძღვარი ავიდა სპეციალურად ამისთვის გამზადებულ სცენაზე და და დაიწყო ქადაგება და მათი უგუნურების მხელა.როდესაც ისინი გონზე მოვიდნენ გაცეცხლებულებმა წაიყვანეს მოძღვარი და მდინარესთან მოკლეს.
მე განსაკუთრებით ვფიქრობდი იმ მომენტზე როდესაც მამაომ მათ უთხრა რომ მოეყვანათ რაც შეიძლება მეტი ხალხი.ამ მომენტში მან გააცნობიერა თავისი მოწამეობრივი აღსასრული და ალბათ რა ბედნიერი იყო. |
შოთა |
Oct 29 2006, 12:50 AM
პოსტი
#4
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 2,637 რეგისტრ.: 28-July 06 მდებარ.: tel-aviv წევრი № 22 |
-------------------- http://www.youtube.com/user/shotka84tube
|
mogzaura |
Nov 4 2006, 03:34 AM
პოსტი
#5
|
ნანა ჯგუფი: Members პოსტები: 2,805 რეგისტრ.: 26-October 06 მდებარ.: თბილისი.პლანეტა დიღომი:) წევრი № 332 |
მამა გაბრიელის ცხოვრება და მოღვაწეობაში ერთ-ერთ ადგილში წერია მას რამდენჯერმე დაუნგრიეს ტაძარი და მერე ხელმეორედ რომ მიდიოდნენ კომუნისტები აშენებული ხვდებოდათ, ხელახლა აშენებადა თურმე ასეა გადმოცემული,და თურმე ჩუმად პულსაც სთავაზობდნენ რომ ტაძარი ისევ აგეო
-------------------- ''როდესაც თქვენს ქებას გაიგებთ,გაიხსენეთ საკუთარი ნაკლოვანებები''
წმ ფილარეტ მოსკოველი |
ME ADAMIANI |
Nov 23 2006, 06:05 PM
პოსტი
#6
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 2 რეგისტრ.: 23-November 06 წევრი № 515 |
ბოლომდე მეც ვერ ვხვდები,რატომ უარყოფდნენ კომუნისტები ღმერთის არსებობას,როცა სტალინი თავად სწავლობდა სასულიერო სემინარიაში,მაგრამ როგორც ამბობენ სწორედ სემინარიის მკაცრმა პირობებმა განაპირობა მისი ასეთი საქციელი
|
nino ni |
Dec 5 2008, 11:52 PM
პოსტი
#7
|
mariami ჯგუფი: Members პოსტები: 93 რეგისტრ.: 28-April 08 მდებარ.: Tbilisi წევრი № 4,681 |
რა მაგარი თემაა სწორეს ამაზე ვწერ დიპლომს და ძაან დამეხმარება იქნებ რამე კიდე დადოთ მე-20 საუკუნის რეპრესიებზე?
-------------------- ჭეშმარიტება სულის უკდავებაშია!
|
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 25th September 2024 - 08:15 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი