თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

მართლმადიდებლური ფორუმი _ უცხოეთში მყოფი ჩვენი თანამემამულენი _ უცხოეთში მცხოვრებ პატარა ქართველთათვის

პოსტის ავტორი: Georg თარიღი: Sep 16 2006, 11:05 PM

საქართველოს ფარგლებს გარეთ მცხოვრებ პატარა ქართველთათვის - იდენტობის რამდენიმე, მნიშვნელოვანი ფრაგმენტი იხილეთ საიტზე: http://children.iatp.ge/main_blue.htm

პოსტის ავტორი: Andria თარიღი: Oct 2 2006, 07:25 AM

საქართველოს ფარგლებს გარეთ მცხოვრები ქართველების უმეტესობას, რთულად თუ ამოიცნობს კაცი, რომ ქართველები არიან

პოსტის ავტორი: Georg თარიღი: Oct 2 2006, 12:35 PM

ციტატა
საქართველოს ფარგლებს გარეთ მცხოვრები ქართველების უმეტესობას, რთულად თუ ამოიცნობს კაცი, რომ ქართველები არიან


გეთანხმები!

საქართველოში მცხოვრებ ქართველების უმეტესობას თუ გვეტყობა ქართველობა?

ვფიქრობ არა!

ამიტომაა, აქაც და იქაც, ულევი პრობლემები ჩვენთვის!

ვფიქრობ ასე გაგრძელდება მანამ, სანამ ზნეობასა და ქართული იდენტობის ფუნდამენტურ პრინციპებს არ დავუბრუნდებით!

პოსტის ავტორი: Andria თარიღი: Oct 3 2006, 11:00 PM

მართალია...
ერთს დავამატებ: ასე იქნება სანამ ქრისტიანობას არ დავუბრუნდებით (ნამდვილ ქრისტიანობას და არა მოჩვენებით ქრისტიანობას)

პოსტის ავტორი: salome თარიღი: Oct 4 2006, 12:41 AM

ციტატა(Andria @ Oct 2 2006, 03:25 AM) *

საქართველოს ფარგლებს გარეთ მცხოვრები ქართველების უმეტესობას, რთულად თუ ამოიცნობს კაცი, რომ ქართველები არიან



unsure.gif unsure.gif
მართლაც ძალიან სამწაუხაროა და ყველაზე დიდი პრობლმა ეგაა, ჩემი აზრით, მომავალი თაობა, რომელიც უცხოეთში იბადება, დაკარგულია, ძალიან ცოტამ იცის ქართული sad.gif sad.gif

პოსტის ავტორი: Andria თარიღი: Oct 7 2006, 04:32 AM

ეს იმის ბრალია, რომ ჩვენ ყველაფერთან ერთად ერთმანეთის პატივისცემა დავკარგეთ, მე ამერიკაში ვსწავლობ და 3 კვირის წინ საქართველოს საელჩოს აშშ იმეილი გავუგზავნე, შევეკითხე თუ არსებობს მეთქი, რაიმე ქართული სათვისტომო ოჰაიოში (ჩემს შტატში) და ავუხსენი ჩემი მდგომარეობა, რომ ამერიკაში მცხოვრები საქართველოს მოქალაქე ვარ, მაგრამ პასუხიც კი არ მაღირსეს...
როცა სახელმწიფოს ფეხებზე ჰკიდია თავისი მოქალაქეები აბა რაღაზეა იმ სახელმწიფოში ბაზარი...
მაგრამ არ გეგონოთ ჩემ საყვარელ საქართველოზე გავბრაზდი, არა, მე უბრალოდ ჩემი თანამემამულეების უგნური საქციელი მაბრაზებს, იმიტომ რომ ძაან მიყვარს ისინი

პოსტის ავტორი: BO-BO თარიღი: Nov 15 2006, 11:26 PM

საქართველოს ფარგლებს გარეთ მცხოვრები ქართველების უმეტესობას, რთულად თუ ამოიცნობს კაცი, რომ ქართველები არიან

პოსტის ავტორი: ანნა თარიღი: Nov 19 2006, 03:57 AM

ციტატა(Georg @ Sep 16 2006, 10:05 PM) *

საქართველოს ფარგლებს გარეთ მცხოვრებ პატარა ქართველთათვის - იდენტობის რამდენიმე, მნიშვნელოვანი ფრაგმენტი იხილეთ საიტზე: http://children.iatp.ge/main_blue.htm


ბრწყინვალე საიტია ბავშვებისათვის და არა მარტო, ბევრი რამ მშობლებმაც არ იციან არა მც თუ ბავშვებმა.

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 1 2006, 01:49 PM

http://www.televeziri.org.ge/ ამ საიტზე პატარებს შეუძლიათ თავისი ნახატების განთავსება smile.gif

პოსტის ავტორი: iako თარიღი: Dec 3 2006, 04:37 PM

უმეტესობა აქ მცხოვრები ქართველი ბავშვებისა ხომ არამართმადიდებლურად იზრდება სამწუხაროდ. მართმადიდებლური ეკლესიების სიმცირეცაა თითქოს და მიზეზიც.თან გარემო, რომელშიც ისინი იზრდებიან, სადაც რელიგია და სარწმუნოება საერთოდ ბოლო პლანზეა გადაწეული ან ინტერესს საერთოდ აღარ წარმოადგენს საზოგადოებისას.

პოსტის ავტორი: Andria თარიღი: Dec 3 2006, 09:40 PM

QUOTE(iako @ Dec 3 2006, 04:37 PM) *

უმეტესობა აქ მცხოვრები ქართველი ბავშვებისა ხომ არამართმადიდებლურად იზრდება სამწუხაროდ. მართმადიდებლური ეკლესიების სიმცირეცაა თითქოს და მიზეზიც.თან გარემო, რომელშიც ისინი იზრდებიან, სადაც რელიგია და სარწმუნოება საერთოდ ბოლო პლანზეა გადაწეული ან ინტერესს საერთოდ აღარ წარმოადგენს საზოგადოებისას.


ეგ მართალია, მაგრამ პიროვნებაზე და მერე ოჯახზეც ბევრია დამოკიდებული, იმიტომ რომ იმ ოჯახში სადაც მატერიალისტურად განწყობილი ხახლი ცხოვრობს, ბავშვიც მატერიალისტი იზრდება. თუმცა მინდა ავღნიშნო, რომ საქართველოში ამ მხრივ მდგომარეობა უფრო უმჯობესდება, ვიდრე სხვა ქვეყნებში. მაგალითად ამერიკაში ისეთი საზიზღარი სიტუაციი, რომ ნერვები დამაწყდა ამათი ცქერით... საშინელებაა აქ (განსაკუთრებით ჩემს სკოლაში, სადაც პროტესტანტი ქრისტიანიც კი რომ ცოტაა), მეც ვხვდები რომ სულიერებაში მაგრად ვსუსტდები და არც კი ვიცი ა ვქნა... ერთი სული მაქვს როდის მოვა ზაფხული, რომ საქართველოში დავბრუნდე.

პოსტის ავტორი: Georg თარიღი: Dec 4 2006, 07:59 PM

ციტატა(iako @ Dec 3 2006, 04:37 PM) *

უმეტესობა აქ მცხოვრები ქართველი ბავშვებისა ხომ არამართმადიდებლურად იზრდება სამწუხაროდ. მართმადიდებლური ეკლესიების სიმცირეცაა თითქოს და მიზეზიც.თან გარემო, რომელშიც ისინი იზრდებიან, სადაც რელიგია და სარწმუნოება საერთოდ ბოლო პლანზეა გადაწეული ან ინტერესს საერთოდ აღარ წარმოადგენს საზოგადოებისას.


iako! მოგესალმები! მგონია, ყველა ადამიანი თავისუფლებას თავად ანიჭებს თავს, საკუთარი ზნეობის შესაბამისი რაოდენობით, რწმენის ხარისხიც და რაოდენობაც, უფლისგან ნაჩუქარი ზნეობის ადექვატურია, ისე რომ თუ ვინმეს უნდა, რომ საკუთარი შვილი, ეთნოიდენტობის გარემოში აღზარდოს, საქართველოს ფარგლებს გარეთ(ან, თვით საქართველოში), არა მგონია ეს გადაულახავი წინააღმდეგობა იყოს; ყოველთვის ვარჩევ ხოლმე კონკრეტულ საუბარს, ზოგად მტკიცებულებებს, მაგალითად: გერმანიაში მცხოვრებ ქართველთათვის საინტერესო მგონია წმიდამღვდელმოწამე არქიმანდრიტის გრიგოლ ფერაძის ცხოვრების რამოდენიმე ეპიზოდის შეხსენება ან მოყოლა(ვისაც არ სმენია ამ წმიდა მამაზე): 1922 წელი - გრიგოლ ფერაძე ბერლინის უნივერსიტეტის თეოლოგიის ფაკულტეტის სტუდენტი გახდა და იქ 1925 წლამდე სწავლობდა, იმავე 1925 წლიდან გრიგოლმა სწავლა ბონის უნივერსიტეტში განაგრძო, 1926 წლის თებერვლის ბოლოს გრიგოლ ფერაძემ ბონში წარადგინა სადოქტორო დისერტაცია თემაზე: "ქართული ბერმონაზვნობის ისტორია მისი დასაწყისიდან 1064 წლამდე". ამ ნაშრომოსათვის მას 1927 წლის 17 დეკემბერს ფილოსოფიის დოქტორის სამეცნიერო ხარისხი მიენიჭა.

წმიდამღვდელმოწამე გრიგოლ ფერაძეს მრავალი ნაშრომი აქვს რამდენიმე ენაზე დაწერილი, მათ შორის გერმანულ ენაზე.
ქართველ ემიგრანტთათვის(და განსაკუთრებით ყრმათათვის) კი ყველაზე საინტერესოდ(ეთნოიდენტობის აღქმის საწყისი ეტაპისთვის) მიმაჩნია წმიდა გრიგოლის გამოკვლევათა ციკლი, რომელსაც ზოგადად, მისი ერთ-ერთი სტატიის სათაური ("შოთა რუსთაველის რელიგია") შეიძლება წარვუმძღვაროთ . ეს მასალები გამოქვეყნებულია ჟურნალ არტანუჯის 2003 წლის, სპეციალურად წმიდამღვდელმოწამე არქიმანდრიტის გრიგოლ ფერაძის ცხოვრებისადმი მიძღვნილ ნომერში.
ზოგადად, სურვილის შემთხვევაში, წმიდა გრიგოლ ფერაძის გერმანულ ენაზე შესრულებული ნაშრომებიც შეიძლება მოიძიოს, გერმანიაში მცხოვრებმა ქართველმა, თუნდაც საკუთარი ან მისივე პატარების სულის სიჯანსაღისა და ეთნოიდენტობის შენარჩუნებისათვის!

უფალს ებარებოდეს საქართველო და შვილნი მისნი შინ და გარეთ!

P.S. iako! არტანუჯის დეფინიციაზეც მინდა მოგწერო და "დაგანებებ თავს" biggrin.gif
არტანუჯი - სამხრეთ საქართველოშია, ერთ დროს დიდი სატახტო ქალაქი იყო. ამჟამად თურქეთის საზღვრებშია მოქცეული. მისი სახელწოდება კოლხურ(ლაზურ) მოსახლეობაზე მიგვითითებს. იგი ორი სიტყვისაგან შედგება: არტაანიშ და ყუჯი. არტაანი სამხრეთ საქართველოს ერთ-ერთ რაიონს ერქვა, ყუჯი კი "ყურ" სიტყვის კოლხური ფორმაა. ამრიგად , არტანუჯი ნიშნავს "არტაანის ყურეს"!

უფალს ებარებოდე!

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 6 2006, 02:19 PM

http://ciskara.iatp.org.ge/

პოსტის ავტორი: iako თარიღი: Dec 6 2006, 04:46 PM

გეორგ დიდი მადლობა ინფორმაციისთვის.
თუ ადამინს სურს, რა თქმა უნდა შეუძლებელი არაფერია. თუნდაც ინტერნეტის მეშვეობით უამრავი ინფორმაცია შეუძლია მიიღოს წმინდანებზე და სარწმუნოებაზე. მე მხოლოდ გარემოზე ვსაუბრობ, მადლობა უფალს საქართველოში ადამინები თანდათანობით უბრუნდება დედა- ეკლესიას.მხოლოდ აქ ცოტა რთულად არის მდგომარეობა. თან უკვე სკოლებშიდაც დაშვებულია რელიგიის სწავლება.
ბაღში სადაც ჩემი ძმისშვილი დადის მასწავლებლებმა მოთხოვეს ჩემს რძალს ბავშვისთვის ჯვრის მოხსნა, ვითომცდა უსაფრხოების მიზნით, რომ ბავშვი ან თვითონ არ დაზიანებულიყო ან სხვას არ წაერთმია.რათქმა უნდა არ დაეთანხმა, მაგრამ მე გარემოს აღვწერ. ეკლესიაც ახლოში არ არის, რომ ზიარება შესაძლებელი იყოს. და კიდევ ბევრი სხვა პრობლემებია. მართალია მშობლებზე ვევრია დამოკიდებული, მაგრამ უმეტეს დროს აქ ბავშვები ან ბაღში ან სკოლაში ატარებენ, ასე რომ მათ აღზრდაზე ის გარემო დიდ გავლენას ახდენს. ძალიან დიდი ძალისხმევა არის საჭირო, რომ ბავშვი ჭეშმარიტი სარჭმუნოებით აღზარდო.


პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 8 2006, 01:50 PM

http://www.diasp.ru/georgia/tales/

პოსტის ავტორი: MoSaDa თარიღი: Dec 8 2006, 04:46 PM

Andria ბარო ანდუშ როგორ ხარ??? ანდრო დედამ ჰოსტები ჩამოუვიდნენო :-D


Andria ანდრო .....

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 18 2006, 03:12 PM

"თუ პატარა ბავშვები გვეკითხებიან ეშმაკზე ანდა ბოროტი სულების რეალობაზე, უმჯობესია თავი ავარიდოთ ამ კითხვებს, უბრალოდ ვუთხრათ, რომ მათ იმაზე დიდი ყურადღება, ვიდრე სიზმრებს, არ უნდა მივაქციოთ. საერთოდ, ბავშვების გონება ქრისტესკენ, წმინდანებისკენ და ანგელოზებისკენ უნდა მივმართოთ.
რაც ჩენ უნდა აღვზარდოთ ბავშვებში, ეს ჯოჯოხეთის შიში კი არ არის, არამედ ღმრთის სიყვარულია.
ჩვენ უნდა შევძლოთ შევუქმნათ წარმოდგენა (და ის არ იქნება ყალბი), რომ სამოთხე უკეთესია, ვიდრე ყველაფერი, რაც კი ჩვენ საერთოდ შეგვიძლია წარმოვიდგინოთ."

პოსტის ავტორი: tati87 თარიღი: Dec 20 2006, 02:49 PM

ციტატა

მართლაც ძალიან სამწაუხაროა და ყველაზე დიდი პრობლმა ეგაა, ჩემი აზრით, მომავალი თაობა, რომელიც უცხოეთში იბადება, დაკარგულია, ძალიან ცოტამ იცის ქართული



ეს ისევ მათი მშობლების ბრალია!!! არ მინდა ძალიან კრიტიკული ვიყო, მაგრამ ჩემი აზრით ასეთი ბავშვების მშობლებიც დაკარგულია საქართველოსთვის! თუ ადამიანს თავისი სამშობლოს სიყვარული აქვს და ნოსტალგია ტანჯავს იგი ოჯახში უცნო ენაზე კი არა მშობლიურ ენაზე ილაპარაკებს! და მაქსიმალურად ეცდება საკუთარი შვილი თავისი ქვეყნის ტრადიციებზე აღზარდოს! მგონი ასეთი ჟინი ფესვებს განშორებულს უფრო უნდა ჰქონდეს! მაგრამ სამწუხარო ისაა, რომ ზოგი ფესვებს კი არ შორდება, არამედ სამუდამოდ წყდება!!! ეს მართლა დიდი სატკივარია საქართველოსთვის, მითუმეტეს მაშინ, როცა აქ დარჩენილი ქართველობის ნაწილიც ძნელად თუ ამოიცნობა!!!

პოსტის ავტორი: leli თარიღი: Jan 26 2007, 10:18 PM

ეხ ძალიან ცუდია რომ ქართველები ქართველობას ივიწყებს, რათქმაუნდა ეს მშობლების ბრალია და ამ ოხერტიალი ცხოვრების... იცი, როგორ მიხარია ემიგრანტები ,რომ ლექსებს წერენ ისეთი სიყვარულია მათში ....


პოსტის ავტორი: ლეონტი თარიღი: Jan 27 2007, 02:22 PM

აი მოასმენიეთ პატარებს,თან გაერთობიან თან ქართულს გაიწაფავენ:
http://kids.gpb.ge/tamashebi.html

პოსტის ავტორი: irak თარიღი: Feb 1 2007, 12:14 AM

www.samegrelo.ucoz.ru ქართველნო ყველას გელით გვეწვიეთ დაათვალიერეთ..... სამეგრელოს საქართველოს ულამაზესი კუთხის საიტია.... და ყველამ წაიკითხეთ .. ჩვენი თანამემამულე წმიდა მთაზე ლინკი >>> http://samegrelo.ucoz.ru/forum/15

IPB-ს სურათი

პოსტის ავტორი: geoheli თარიღი: Feb 19 2007, 02:35 PM

ბატონებო და ქალბატონებო, ნუთუ მართლა ასე გადარდებთ უცხოეთში მყოფი პატარა ქართველების ბედი? ძალიან გთხოვთ ნუ დარდობთ იმ პატარებს საუცხოოპირობები აქვთ და რაც მთავარია თავიანთი სამშობლო უყვართ და მშობლიურ ენაზეც კარგად საუბრობენ.
ჩემმა გოგომ უკვე დაიწყო ქართულის წერა და კითხვა (10 წლისაა) რა თქმა უნდა ჯერ ვაცალე ისწავლა სკოლაში ფრანგული და ეხლა სახლში მე ვასწავლი "დედა ენას" და ასეა ბევრი ქართველი. მშობლების შემხედვარე შვილები, რომლებიც გრძნობენ თუ როგორ იტანჯებიან მშობლები უსამშობლოდ, შვილებს ათმაგად უნდებათ და წყურვილი კლავთ ნახონ და ჩაეხუტონ თავინთი "მშობლების" სამშობლოს. ასეა ჩემო კარგებო ასე , მაგრამ აქ მცხოვრებ ქართველებს კი გულს გვიკლავს ის, როცა ვუყურებთ საქართველოს ტელევიზიას, სადაც გვანახებენ უკიდურესად გაჭირვებულ ოჯახებს და პატარა ბავშვებს, აი ერთი მაგალითი ნახეთ აქ:

http://www.ertoba.net/forum/forum_posts.asp?TID=101&PN=1&TPN=3

და ამის შემდეგ თქვენ განსაჯეთ რატომ არ არის ეს პატარა ბიჭი ღირსი იმისა, რომ სკოლაში იაროს და რატომ წაართვეს მას ბავშვობის უფლება? საფიქრალი და სატირალი ესაა. ან ამდენი უპატრო ბავშვები ქუჩაში ცხოვრობენ ბიჭები და გოგოები. ეს ხომ მართლა წარმოუდგენელია. საცოდავი ბავშვები , რომლებიც მართლა საქართველოში ითვლებიან, როგორც ბიოლოგიურ ერთეულად და არა ადამიანებად (ბავშვები ეს ხომ საქართველოს მომავალია, ქვეყნის სიმდიდრე)აი ესაა ტრაგედია. მოდით რა ამაზე კი ნუ დავკარგავთ დროს, თუ როგორ ცხოვრობენ ქართველი პატარა ემიგრანტები, არამედ ერთად მოვიფიქროთ რამე და ვუშველოთ ამ გაჭირვებულ პატარებს, რომლებმაც ბავშვობა დაკარგეს დაბადებიდან.

www.ertoba.net

პოსტის ავტორი: თათი87 თარიღი: Feb 21 2007, 07:50 PM

geoheli


არ ვიცი , შეიძლება სწორად ვერ გავიგე, მაგრამ აქ საუბარია იმაზე, რომ პატარას , რომელსაც ესაჭიროება გადაუდებელი დახმარება (რომელსაც საქართველოში ვერ აღმოუჩენენ სათანადო აპარატურის არარსებობის გამო ესაჭიროება თანხა, რათა უცხოეთში ჩაუტარდეს ოპერაცია!
ფაქტი თავისთავად ძალიან დამთრგუნველია! სამწუხაროდ, ხშირად მესმის მსგავსი ისტორიები! მაგრამ ამ ისტორიას რა კავშირი აქვს თემასთან ვერ მივხვდი! smile.gif ის ბავშვი უცხოეთში უკეთეს მდგომარეობაში დაიბადებოდა? (არ ვგულისხმობ იმას, რომ სათანადო აპარატურის მეშვეობით ალბათ უფრო მალე მოხდებოდა მისი დახსნა ამ ტანჯვისაგან)

პოსტის ავტორი: geoheli თარიღი: Feb 22 2007, 03:19 AM

არა იმ ბავშვზე არაა საუბარი. ეს სულ ბოლო თემაა, სადაც არის ლინკი მითითებული და შეგიძლიათ ნახოთ ვიდეო ფირი, რუსთავი2-დან. ლაპარაკია 8 წლის ბავშვზე, რომელიც არჩენს ოჯახს.აი ეს:
http://www.rustavi2.com.ge/news/news_textg.php?id_news=19206 &pg=1&im=main&ct=&wth=

პოსტის ავტორი: თათი87 თარიღი: Feb 22 2007, 01:43 PM

geoheli


ხო ალბათ ასეთი გასაჭირი ევროპისათვის უცხოა! იმიტომ რომ იქ ცხოვრების სხვა დონეა! სხვა მწვერვალებზე არიან ასულები!
საქართველო კი ჯერ ისევ განვითარებად ქვეყანათა რიცხვშია და ძლივს-ძლივობით მიიწევს წინ!
მინდა ვთქვა რომ ყველა ქვეყანაშია უპოვარი და მდიდარი. უბრალოდ თუ ვინმე საფრანგეთში ხელმოკლედ ითვლება იმას საქართველოში ღარიბად ნამდვილად არ მიიჩნევენ!


რუსეთი, რომელიც ერთ-ერთი განვითარებული და მსოფლიო მოწინავე ქვეყანაა, გგონიათ იქ ყველგან კეთილადაა საქმე?!
რუსეთში იმაზე გაცილებით დიდი სიდუხჭირეა ვიდრე საქართველოში! მაგრამ რატომღAც ჩვენი უფრო ჩანს! ჩვენი ჭირი თავს ვერ მალავს sad.gif

პოსტის ავტორი: geoheli თარიღი: Feb 23 2007, 01:56 AM

არ გეთანხმები თამთა, გაჭირვებულები აქაც ბლომადაა, მაგრამ მეტნაკლებად სახელმწიფო ფიქრობს მათ დაფინანსებას და ეს ფინანსები თუ არაა საკმარისი, იქმნება ათასობით ჰუმანიტარული ორგანიზაციეები, სადაც ხალხი, მოსახლეობა მოხალისეებად მუშაობენ ამა თუ იმ ასოციაციებში და ეხმარებიან გაჭირვებულ ხალხს, მიაქვთ სანოვაგე, ტანსაცმელები, სათამაშოები ბავშვებისათვის. აგრეთვე ასოციაციები დგანან დიდი მაღაზიების წინ და იქ შემსვლელ კლიენტებს ურიგებენ სიას, სადაც ჩამოწერილია, თუ რა სჭირდებათ და თქვენ წარმოიდგინეთ მაღაზიიდან გამოსული 60 პროცენტი კლიენტებისა ასოციაციის კალათებში ყრის ამა თუ იმ პროდუქტებს.
ხოლო ბავშვებზე საუბარი ზედმეტია, ყველა ბავშვი (ჩამოსული ემიგრანტიც კი) აუცილებლად უნდა დადიოდეს სკოლაში, სადაც ბავშვებს ძალიან კარგ პირობებს უქმნიან. უამრავი უსახლკაროები არიან აქაც,მათ ყველგან დაუდგეს "პალატკები" დროებით, რომ არ გაიყინონ, მაგრამ ბავშვები ქუჩაში არ დაწანწალებენ არ მათხოვრობენ (თუ არ გამოერევიან ციგნები).
როგორ გგონია თამთა, იმ 8 წლის გოჩა ჩუხუას სკოლაში სიარული არ უნდა?

პოსტის ავტორი: Zeskvi_ucha თარიღი: Feb 23 2007, 05:17 AM

geoheli
მაგ მხრივ საქართველოში მართლა საშინელი მდგომარეობაა. თუმცა სხვა ქვეყანაში გაქცევა გამოსავალი ნამდვილად არ არის.ჩვენ უნდა ვეცადოთ ჩვენი შრომით და ღვაწლით საქართველოში შევქმნათ ისეთი პირობები რომ გამოსწორდეს სიტყვაცია. და არა ქვეყნის გარედ ვეძებოდ ხსნა მხოლოდ ჩვენთვის.
რაც შეეხება უცხოეთში მყოფ ქართველ ბავშვებს შეილება ისინი იქ ფიზიკურად კარგად იყვნენ მარა სულიერების მხრივ, ქართველობის მხრივ მე ასე მგონია ცუდად არიან. ანუ ზოგი ქართულს ვერ ფლობს, ზოგმა წერა კითხვა არ იცის, ზოგს რწმენა არ აქვს. მე ისეთი ოჯახები ვიცი რამოდენიმე რომლებიც საზღვარ გარედ არიან შვილები ეყოლათ და ბავშვებმა ქართული არ იციან. წარმოგიდგენიათ? და აქ რომ იყვნენ ჩამოსული და ვნახე რომ ბავშმა ქართული არ იცოდა გული დამეწვა. ამას სიტყვებით ვერ გადმოვცემ.sad.gif
რა თქმა უნდა არიან ისეთი ოჯახები რომლებიც თავის შვილს ქართული სულისკვეთებით ზრდიან და ყველაფერს ასწავლიან, აი როგორიც თქვენი ოჯახია (გემჩნევათ რომ ნაღდი ქართველი ხართ გულით და სულით და შვილსაც უნერგავთ სამშობლოს სიყვარულს) მაგრამ დამიჯერეთ საკმაოდ ცოტაა თქვენნაირი ასეთი ქართული ოჯახები.
მომიტევეთ რამე აგრესიულად თუ გამომივიდაsad.gif

პოსტის ავტორი: mampali თარიღი: Feb 23 2007, 03:44 PM

ციტატა
მე ისეთი ოჯახები ვიცი რამოდენიმე რომლებიც საზღვარ გარედ არიან შვილები ეყოლათ და ბავშვებმა ქართული არ იციან. წარმოგიდგენიათ? და აქ რომ იყვნენ ჩამოსული და ვნახე რომ ბავშმა ქართული არ იცოდა გული დამეწვა. ამას სიტყვებით ვერ გადმოვცემ.


მე არ ვიცი საზღვარგარეთ წასულები მარა სამეგრელოსა და აფხაზეთში ისეთი ოჯახებიცაა ბავშვებმა მარტო მეგრული და რუსული რომ იციან. ასეთები იქ ბევრია და ეს მათ შეუგნებლობაზე მეტყველებს. აქაც და სხვაგან წასულებმა ის უნდა გავაცნობიეროთ, რომ ჩვენი თავიც და ჩვენი ბავშვებიც საქართველოსთვის არიან დაბადებულები და როცა ქართულ ენას არ ასწავლიან ეს ნიშნავს, რომ ამით ქვეყანას შვილს უკარგავენ, ამის უფლება კი არავის არ აქვს. არავითარი სპეციალური განათლება არ უნდა იმას რომ სახლში მაინც ილაპარაკონ ქართულად, თუნდაც ზანზიბარში ცხოვრობდნენ. პირადად ჩემი ბიძაშვილები ომის მერე რუსეთში ცხოვრობენ და არც მეგრული ესმით და არც ქართული და ეს მხოლოდ იმის გამო რომ მშობლები ქართულად არ ელაპარაკებოდნენ. ეშინოდათ რუსულის ლაპარაკისას აქცენტი არ ქონდეთო. ასეა ეს.სირცხვილია ეს და გამართლება არ აქვს.

პოსტის ავტორი: van111 თარიღი: Feb 23 2007, 04:18 PM

ციტატა(Zeskvi_ucha @ Feb 23 2007, 05:17 AM) *

geoheli
მაგ მხრივ საქართველოში მართლა საშინელი მდგომარეობაა. თუმცა სხვა ქვეყანაში გაქცევა გამოსავალი ნამდვილად არ არის.ჩვენ უნდა ვეცადოთ ჩვენი შრომით და ღვაწლით საქართველოში შევქმნათ ისეთი პირობები რომ გამოსწორდეს სიტყვაცია. და არა ქვეყნის გარედ ვეძებოდ ხსნა მხოლოდ ჩვენთვის.
რაც შეეხება უცხოეთში მყოფ ქართველ ბავშვებს შეილება ისინი იქ ფიზიკურად კარგად იყვნენ მარა სულიერების მხრივ, ქართველობის მხრივ მე ასე მგონია ცუდად არიან. ანუ ზოგი ქართულს ვერ ფლობს, ზოგმა წერა კითხვა არ იცის, ზოგს რწმენა არ აქვს. მე ისეთი ოჯახები ვიცი რამოდენიმე რომლებიც საზღვარ გარედ არიან შვილები ეყოლათ და ბავშვებმა ქართული არ იციან. წარმოგიდგენიათ? და აქ რომ იყვნენ ჩამოსული და ვნახე რომ ბავშმა ქართული არ იცოდა გული დამეწვა. ამას სიტყვებით ვერ გადმოვცემ.sad.gif
რა თქმა უნდა არიან ისეთი ოჯახები რომლებიც თავის შვილს ქართული სულისკვეთებით ზრდიან და ყველაფერს ასწავლიან, აი როგორიც თქვენი ოჯახია (გემჩნევათ რომ ნაღდი ქართველი ხართ გულით და სულით და შვილსაც უნერგავთ სამშობლოს სიყვარულს) მაგრამ დამიჯერეთ საკმაოდ ცოტაა თქვენნაირი ასეთი ქართული ოჯახები.
მომიტევეთ რამე აგრესიულად თუ გამომივიდაsad.gif

აი ხალხო გუშინ ჩამოვიდნენ ჩემი მეზობლები გერმანიიდან, მთლიანი ოჯახი, ცოლ-ქმარი და შვილი, შვილი გერმანიაში დაიბადა, შემდეგ აქ ჩამოიყვანეს და სადგაც 4 წლის ასაკში ისევ წაიყვანეს, ეხლა კი 8 წლის არის და ბავშვმა გერმანულის მეტი არცერთი ენა არ იცის.... და მართლა რამდენია ეგეთი ოჯახი.... sad.gif

ციტატა(Zeskvi_ucha @ Feb 23 2007, 05:17 AM) *

geoheli
ჩვენ უნდა ვეცადოთ ჩვენი შრომით და ღვაწლით საქართველოში შევქმნათ ისეთი პირობები რომ გამოსწორდეს სიტყუაცია. და არა ქვეყნის გარედ ვეძებოდ ხსნა მხოლოდ ჩვენთვის.

ეჰ სათქმელად ადვილია, საქმეა ძნელი sad.gif

პოსტის ავტორი: თათი87 თარიღი: Feb 24 2007, 10:36 PM

geoheli
არ ვიცი თამთაში მე მიგულისხმე თუ არა smile.gif მაგრამ შენ კითხვას მაინც გავცემ პასუხს

ციტატა
როგორ გგონია თამთა, იმ 8 წლის გოჩა ჩუხუას სკოლაში სიარული არ უნდა?

მგონი დავპოსტე უკვე მაგრამ კიდევ ერთხელ ვიტყვი , რომ ჩვენ ვართ განვითარებადი სახელმწიფო და აქ ბევრს სხვისთვის კი არა თავისი ოჯახის შესანახი სახსრებიც კი არ აქვს! ამიტომაა, რომ ვთქვი სხვადასხვა მწვერვალებზე ვართ მეთქი! არც ჩვენთან არიან ცოტანი ქველმოქმედები მაგრამ იმდენია გაჭირვებული , რომ მათი კეთილი უკვე აღარ ჩანს ! ანუ ზღვაში წვეთია sad.gif

პოსტის ავტორი: geoheli თარიღი: Feb 25 2007, 12:26 AM

იმ ქვეყანაში, სადაც ამდენი შადრევნები, სპორტული მოედნები და სხვადასხვა გასართობები იხსნება ბავშვებისათვის, (ბავშვი ყველგან ბავშვია და ერთნაირი უფლებებით უნდა სარგებლობდეს, როგორც თბილისში, ასევე ზუგდიდშიაც) მაშინ კეთილ ინებონ და ბავშვები "გაჭირვებულები", მაგრამ ჯანღონით და სიცოცხლით სავსენი, ქვეყნის მომავლები , სკოლებში წაიყვანონ და ასწავლონ პატრიოტიზმი, თუნდაც ის ბავშვები, რომლებიც ქუჩაში ცხოვრობენ, მოკიდონ ხელი და მათგან გამოიყვანონ კარგი სამხედროები (საკუთარი ქვეყნის პატრიოტები.)ხომ აშენებენ სამხედრო ქალაქებს, რასაც მივესალმები. თორემ ქუჩაში და უსკოლოდ გაზრდილ ბავშვობა გამოვლილელებს, დიდობაში ნუ მოვთხოვთ მორალს, ეთიკას და ბოლოს რწმენას ღვთისადმი. ეხ რა საშინელი მწარე სიმართლეა. აი ისეთი მოზარდი როგორიც გოჩა ჩუხუაა, მისი გადარჩენა და გზაზე დაყენება თავისუფლად შეიძლება. "გადაარჩინე ერთი ადამიანი და გადაარჩენ მსოფლიოსო" ასე თქვა შინდლერმა.

პოსტის ავტორი: ქავთარაძე თარიღი: Feb 25 2007, 12:31 AM

geoheli
არ თქვათ რომ ყველა ქართველი ემიგრანტი ასწავლის შვილს ქართულს, ჩემი ბიძაშვილიშვილები და ბიძაშვილი ანუ მათი დედა 7 წელია ამსტერდამში-ჰოლანდიაში ცხოვრობენ, 2ი შვილი ყავს ჩემს ბიძაშვილს, უმცროსი იქ დაიბადა და 1 ხელ მოვახერხეთ მათი ჩამოყვანა საქართველოში, უკვე დაავიწყდათ ქართული, არავინ თქვას რომ აქედან წასული ყველა ისწავლის უცხოეთში დედაენას და წერა-კითხვას ქართულ ენაზე sad.gif

პოსტის ავტორი: თათი87 თარიღი: Feb 25 2007, 01:02 AM

geoheli
მართალი ხარ! მაგრამ ვერავის ვერ დააძალებ სამხედრო გახდიო! ეგეც თავისუფალი ნების გამოვლინების შედეგად უნდა მოხდეს smile.gif
ქავთარაძე
გეთანხმები. სამწუხაროდ ბევრი არ ასწავლის შვილს მშობლიურ ენას! ჩემი ბიძაშვილებიც არიან რუსეთში და მესამე ბიძაშვილი თვალითაც არ მინახავს! და არც ერთი არ ლაპარაკობს ქართულად! ესმით მაგრამ ვერ ლაპარაკობენ sad.gif
ეგეც მშობლების ბრალია. ბავშვს რა უნდა მოსთხოვო, როცა მშობელი თვითონ არ თვლის საჭიროდ შვილს მშობლიური ენა ასწავლოს sad.gif

პოსტის ავტორი: ქავთარაძე თარიღი: Feb 25 2007, 01:04 AM

თათი87
ეგრეა ...

პოსტის ავტორი: Zeskvi_ucha თარიღი: Feb 25 2007, 02:56 AM

თათი87
ქავთარაძე
მართლა ეგრეა. რავას ყველა ბიძაშვილი ესეაsad.gif
სამწუხაროდ ჩემი ბიძაშვილიც ესეა 2 შვილი ყავს და კარგად არც ერთმა არ იცის ქართული.
ეჰ ცუდია რა ცუდია ძაან.sad.gif

პოსტის ავტორი: geoheli თარიღი: Feb 25 2007, 03:11 PM

იცით რა არის მთავარი, უცხოეთში მყოფმა პატარა ქართველებმა, რომ გაიზრდებიან არ თქვან, როგორც აქ ამბობენ; მაგ: ჩემი მშობლები იტალელები არიან და მე კი ფრანგი ვარო. ასეთი შემთხვევა მეც მქონდა, ჩემი გოგო 6/7 წლის იქნებოდა, პარკში თამაშობს ბავშვებთან, მე დავუძახე ქართულად და რაღაცა ვუთხარი, რა თქმა უნდა ბავშვები ცნობისმოყვარეები არიან და კითხეს რა ეროვნების ხართო და მე კი საშინელი რამ გავიგე ჩემი გოგოსგან მან ზუსტად ისე თქვა, როგორც ზევით დავწერე. კინაღამ გავგიჟდი, მერე ნერვები დავიწყნარე, მოვიკრიფე ძალ ღონე და შევუდექი მის "აღზრდა განათლებას".
მართლები ხართ ლაპარაკი უჭირთ გამართულად (ჩემი შვილები ნახევრად ქართველები არიან), 100%-ით კი ესმით ყველაფერი. მე რომ 100%-იანი "ქართული ოჯახი" მქონოდა(სამწუხაროდ არ მეღირსა) დარწმუნებული ვარ ეს პრობლემაც არ მექნებოდა, თუმცა ჩემთან მოსული ქართველი მეგობრები ჩემს ოჯახში სულ არ გრძნობენ თავს არაქართველის ოჯახში, პირიქით, ქართული სუფრები ქართული ტრადიციით (ყანწები, განსხვავებული სასმელები). მოკლედ თავი მოგაბეზრეთ არა?
გეთანხმებით ეს ძალიან დიდი პრობლემაა, ემიგრანტმა ბავშვებმა, რომ კარგად არ იციან ქართული, მაგრამ მერწმუნეთ საქართველო ყველას უყვართ, ქართული სიმღერები და ცეკვები. საქართველოში დარწმუნებული ვარ ყველას არა აქვს ქართული დროშა სახლში, აქ კი თითქმის ყველა ქართულ ოჯახში ფრიალებს ჩვენი დროშა.

ციტატა(ქავთარაძე @ Feb 24 2007, 11:31 PM) *

geoheli
არ თქვათ რომ ყველა ქართველი ემიგრანტი ასწავლის შვილს ქართულს, ჩემი ბიძაშვილიშვილები და ბიძაშვილი ანუ მათი დედა 7 წელია ამსტერდამში-ჰოლანდიაში ცხოვრობენ, 2ი შვილი ყავს ჩემს ბიძაშვილს, უმცროსი იქ დაიბადა და 1 ხელ მოვახერხეთ მათი ჩამოყვანა საქართველოში, უკვე დაავიწყდათ ქართული, არავინ თქვას რომ აქედან წასული ყველა ისწავლის უცხოეთში დედაენას და წერა-კითხვას ქართულ ენაზე sad.gif



მერე თქვენ ნათესავებს, ნუ თუ ერთხელ მაინც არ მოგივიდათ თავში აზრი, მოდით ამ ჩვენ ბიძაშვილებს "დედა ენას", ქართულ რვეულებს გავუგზავნი, რომ შვილებს ასწავლოსო?
მე ქართული რვეულებიდან დაწყებული დამთავრებული საბავშვო ბიბლიით ყველაფერი მაქვს, ისე მართალია ჩემს ნათესავებს არ გამოუგზავნია, მაგრამ არსებობენ კეთილშობილი ადამიანები,("თეო", თქვენი ფორუმიდან თეა კანდელაკი) რომლებიც ასე ვეხმარებით ერთმანეთს.

პოსტის ავტორი: kato_Bato თარიღი: Feb 25 2007, 03:40 PM

geoheli
მართალი ხარ, ცამდე მართალი.


იმიტომ, რომ ძალიან ბევრი რამეა ჩვენი ბრალი.. არაფრით გეხმარებით, მარტო გასამართლებთ, ისეთ რამეში რაზეც წარმოდგენა არ გვაქვს რა არის.

იცით რაღაცნაირად გული მეტკინა და მივხვდი რომ "როცა ზარის ხმა გვესმის არ უნდა ვიკითხოთ ვის უხმობს"..
იმიტომ რომ ყველასთვისაა...

თქვენს გვერდით მიგულეთ, თუ რამე დაგჭირდეთ იცოდეთ, რომ რაც შემეძლება გავაკეთებ...

რაც არ შემეძლება, სხვას გავაკეთებინებ tongue.gif

მოკლედ მაპატიეთ, რომ ბრმა ვიყავი sad.gif

ღმერთს ებარებოდეთ

პოსტის ავტორი: Zeskvi_ucha თარიღი: Feb 27 2007, 03:51 AM

ციტატა
იმიტომ, რომ ძალიან ბევრი რამეა ჩვენი ბრალი.. არაფრით გეხმარებით, მარტო გასამართლებთ, ისეთ რამეში რაზეც წარმოდგენა არ გვაქვს რა არის.

sad.gif sad.gif sad.gif

პოსტის ავტორი: თათი87 თარიღი: Feb 27 2007, 02:17 PM

geoheli

ციტატა
საქართველოში დარწმუნებული ვარ ყველას არა აქვს ქართული დროშა სახლში, აქ კი თითქმის ყველა ქართულ ოჯახში ფრიალებს ჩვენი დროშა.

სწორედ ესაა ნოსტალგია! სამშობლოდან შორს ხართ და გენატრებათ საკუთარი მიწა, ყველაფერი რაც სამშობლოს გახსენებთ თქვენთვის ძვირფასია! ჩემთვის ძალიან ახლობელი და ამავე დროს მტკივნეული თემაა ემიგრაცია! რადგან ძალიან ბევრი ჩემი საყვარელი ადამიანი წავიდა საზღვარგარეთ იმ იმედით რომ მალე დაბრუნდებოდნენ, მაგრამ ჯერ არ ჩანან! ეს "მალეც" გავიდა უკვე... ისინი კი კვლავ არ( ვერ) ბრუნდებიან სამშობლოში! და ყველაზე ცუდი ის არის რომ არ ვიცი რითი დავაბრუნო! უძლური ვარ და ამ ჩემს უძლურებას რომ ვხედავ, თვალზე ცრემლი მადგება! მინდა ყველა გაფრენილი ჩიტი დაუბრუნდეს ბუდეს, მაგრამ რატომღაც აღარ მოვიდა მათთვის გაზაფხული sad.gif

პოსტის ავტორი: geoheli თარიღი: Feb 27 2007, 04:31 PM

აქ უცხოეთში მყოფ ქართველებს (უმეტესობას), ერთად ერთი ის გვახარებს, რომ ჩვენი შვილები სკოლებში იძენენ სათანადო განათლებას, თუ სურვილი აქვთ სპორტშიც (ჩემი გოგო მეოთხე წელია ტენისს თამაშობს საბავშვო კლუბში და რომლის ღირებულება, მხოლოდ ერთი წელი 80 ევრო ღირს, ეს კი სულ არაა ძვირი) კიდევ ის რომ აქ მყოფი ქართული ოჯახები ხშირად ვიკრიბებით, შვილების დაბადების დღეებზე, სხვადასხავა ზეიმებზე, მოკლედ მიზეზებს ვეძებთ, ან სულაც სიმღერა მოუნდებათ, პიანინოზე დაკვრა და მოდიან ჩემთან, ერთი სიტყვით ასე გაგვყავს წუთისოფელი. ერთად შეკრებილი ჩვენი შვილების რისხვა ვარ, წარმოიდგინეთ ერთმანეთში ცდილობენ ფრანგულად ისაუბრონ მე კი დავერევი ხოლმე biggrin.gif და ვუკრძალავ უცხო ენაზე საუბარს. აი ასე ჩემო კარგებო.

პოსტის ავტორი: nino-iza თარიღი: Mar 2 2007, 02:51 PM

გასაგებია არის გარემოება რომელიც განაპირობებს უცხოეტში წასვლას მაგრამ კარტველმა კაცმა ის ადათ-წესები არ უნდა დაივიწყოს რომელსაც ცვენი წინაპრები სისხლის ტოლპასად ინახავდნენ. გმერტმა დაგლოცოთ და გაგაძლიეროთ!

პოსტის ავტორი: იმერელი თარიღი: Mar 6 2007, 04:42 PM

უცხოელმა, თუ ვინმემ ოდესმე ნახა საქართველო თუ გული გაუხსნა მას, მათში ისეთი სითბო დგება, რომ ამ სითბოთი ანთებული ბევრი მათგანი უკვე ქართულადაც საუბრობს, ქართული ჩოხით დადის და ყველას უყვება საოცარ ქვეყანაზე, რომელსაც საქართველო ქვია. მართლაც დიდი ტკივილია, როცა ქართული ფესვიდან მოწყვეტილი ადამიანი ქართულად ვერ დაგელაპარაკება. დუხჭირმა ცხოვრებამ მოიტანა ჩვენი გადახვეწა. ფიზიკურად გადარჩენისთვის 24 საათი შრომა დროს აღარ ტოვებს სულისთვის. უცხო მიწაზე ყოველთვის უცხო ვიქნებით. პატარები უკვე საკუთარი ცხოვრებით ცხოვრობენ და ხშირ შემთხვევაში ეს ცხოვრება უკვე უცხო ქვეყნის ცხვორებაა. ძნელია აქ რამე გამოსავალი იპოვო გარდა იმისა, რომ თვითოეულმა ემიგრანტმა თუ უცხოეთში მყოფმა რამდენადაც არ უნდა დაწვას ხელი ის ნაკვერცხალი რასაც ქართველობა ქვია სათუთად შეინახოს. მართლაც თითქმის ყველა ოჯახშია ქართული დროშა. მადლობა უფალს იქ სადაც ჩვენ ვართ, შვეიცარიაში ქართველობა ქართველობს და ამით ამაყებიც ვართ. ჩვენი შვილები ქართულად საუბრობენ... სხვანაირად არც მინდა რომ ვიფიქრო...

პოსტის ავტორი: Zeskvi_ucha თარიღი: Mar 7 2007, 01:22 AM

იმერელი
გაიხარე.
გეთანხმები. კარგია ძაან თუ მანდ მასე ხართ. ღმერთმა არ მოგიშალოთ არასოდეს ქართული სული.
თან რა ნიკი გაკ იმერელი.biggrin.gif გაიხარეsmile.gif

პოსტის ავტორი: იმერელი თარიღი: Mar 7 2007, 04:13 PM

ციტატა(geoheli @ Feb 19 2007, 02:35 PM) *

ბატონებო და ქალბატონებო, ნუთუ მართლა ასე გადარდებთ უცხოეთში მყოფი პატარა ქართველების ბედი? ძალიან გთხოვთ ნუ დარდობთ იმ პატარებს საუცხოოპირობები აქვთ და რაც მთავარია თავიანთი სამშობლო უყვართ და მშობლიურ ენაზეც კარგად საუბრობენ.


გეთანხმებით ყველაფერში რაც აქ დაწერეთ. მშობელი ყველაფერს მოიკლებს და თავად სიცოცხლესაც არ დაიშურებს შვილისთვის. ეს ძნელი ასახსნელია. ეს გრძნობაა, ეს დიდი სიყვარულია. ამიტომაც ის ტკივილიც აუტანელია რაზეც დაწერეთ.

ღვთის წყალობით ჩვენს პატარებს არ მოაკლდებათ არაფერი. მაგრამ მე ხშირად ვფიქრობ ერთ რამეზე, რასაც ჩვენ ალბათ ვერ მივცემთ ჩვენს შვილებს. ეს მეგობრობაა. ისინი თვითონ აირჩევენ მათ. მე არ მინდა, რომ ჩემი შვილი, რომელიც გაიზრდება და გაიჩენს მეგობრებს, არ ყავდეს ქართველი მეგობარი. რათქმაუნდა ჩვენ აქ ოჯახებით ვმეგობრობთ და ჩვენი შვილები ერთმანეთთან მეგობრობენ, მაგრამ დამეთანხმებით ალბათ ის მაინც სხვაა რამეა. მე პირადად ჩემი მეგობრები ჩემი ბავშობიდან მომყვებიან და მათზე ძვირფასი არ მყავს არავინ. არ მინდა ჩემი შვილები მარტო სხივი სტუმრები იყნენ, მინდა მათაც ელოდებოდნენ საქართველოში მეგობრები, ნამდვილი მეგობრები.

ჩემები ჯერ პატარები არიან და არც წერა იციან და არც კითხვა. თუმცა კი ყველაფერი აინტერესებთ და ყველაფერზე მეკითხებიან "ეს ლააა, მაგიკო?". რომ წამოიზრდებიან მინდა რომ გთხოვოთ, თუ მანამდე ვერ დავბრუნდით, მოგვწერონ თქვენმა შვილებმა საქართველოდან თავიანთი პატარა ფიქრები და გრძნობები. ჩვენც გიპასუხებთ და იქნებ იპოვონ ამ პატარა გულებმა ერთმანეთში ნამდვილი მეგობარი.

პოსტის ავტორი: თათი87 თარიღი: Mar 7 2007, 04:27 PM

ციტატა
მშობელი ყველაფერს მოიკლებს და თავად სიცოცხლესაც არ დაიშურებს შვილისთვის. ეს ძნელი ასახსნელია.

მშობელი ყველგან მშობელია აქაც და იქაც! უბრალოდ აქ უფრო ნაკლების მოკლების საშუალებაა ვიდრე მანდ smile.gif
მშობელი ყველგან მშობელია და ერთნაირი ფსიქოლოგიის მატარებელია smile.gif

პოსტის ავტორი: იმერელი თარიღი: Mar 7 2007, 04:35 PM

ციტატა(თათი87 @ Mar 7 2007, 04:27 PM) *

მშობელი ყველგან მშობელია აქაც და იქაც! უბრალოდ აქ უფრო ნაკლების მოკლების საშუალებაა ვიდრე მანდ smile.gif
მშობელი ყველგან მშობელია და ერთნაირი ფსიქოლოგიის მატარებელია smile.gif


მართალი ხარ თათი. მე ყველგან ვიგულისხმე მშობელი. და თანაც ყველა ეროვნების. smile.gif

პოსტის ავტორი: geoheli თარიღი: Mar 8 2007, 12:28 PM

რა თქმა უნდა კარგი იდეაა,ბატონო "იმერელო" ჩვენი შვილები მეგობრობდნენ ქართველ ბავშვებთანაც საქართველოში და საზღვარგარეთ გაფანტულებთანაც, ჩვენ წამოვიწყეთ კიდევაც ეს იდეა ჩვენს ფორუმზე
http://www.ertoba.net/forum/forum_posts.asp?TID=257&PN=1
იქნებ ბავშვებმა ასე წერაც და კითხვაც უკეთესად ისწავლონ.

პოსტის ავტორი: იმერელი თარიღი: Mar 8 2007, 03:40 PM

არ ვიცოდი ამ ფორუმის შესახებ. ძალიან კარგი იდეაა. აქამდე ფორუმებთან არანაირი შეხება არ მქონია smile.gif ვნახე, დავრეგისტრირდი. მაგრამ სურათს ვერ ვდებ. სხვები ძალიან ლამაზები არიან.

პოსტის ავტორი: ბექა.შუხოშვილი† თარიღი: Jun 7 2007, 03:29 PM

ციტატა(იმერელი @ Mar 8 2007, 04:40 PM) *

არ ვიცოდი ამ ფორუმის შესახებ. ძალიან კარგი იდეაა. აქამდე ფორუმებთან არანაირი შეხება არ მქონია smile.gif ვნახე, დავრეგისტრირდი. მაგრამ სურათს ვერ ვდებ. სხვები ძალიან ლამაზები არიან.

გამარჯობათ ბატონო კახა როგორ გიკითხოთ? თქვენ ისეთი საყვარელი გოგონა გყავთ რომ აუცილებლად სასახელო ქართველი გაიზრდება იმედია საქართველოში მალე ჩამოხვალთ გაიხარეთ და იდღეგრძელეთ ღმერთს ებარებოდეთ smile.gif

პოსტის ავტორი: იმერელი თარიღი: Jun 7 2007, 06:13 PM

ბექა.შუხოშვილი†
დიდი მადლობა ბექა. ღმერთმა გისმინოს smile.gif

პოსტის ავტორი: მანანა თარიღი: Sep 23 2007, 10:45 PM

29 სექტემბერს იტალიაში, ქ. მილანში გაიმართება ქართული საღამო ბავშვებისათვის. დაწვრილებითი ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ აქ:
http://www.prontogeorgia.it/link_festa.html

პოსტის ავტორი: nana_007 თარიღი: May 11 2008, 02:23 AM

ციტატა(kato_Bato @ Feb 25 2007, 03:40 PM) *

geoheli
მართალი ხარ, ცამდე მართალი.
იმიტომ, რომ ძალიან ბევრი რამეა ჩვენი ბრალი.. არაფრით გეხმარებით, მარტო გასამართლებთ, ისეთ რამეში რაზეც წარმოდგენა არ გვაქვს რა არის.

იცით რაღაცნაირად გული მეტკინა და მივხვდი რომ "როცა ზარის ხმა გვესმის არ უნდა ვიკითხოთ ვის უხმობს"..
იმიტომ რომ ყველასთვისაა...

თქვენს გვერდით მიგულეთ, თუ რამე დაგჭირდეთ იცოდეთ, რომ რაც შემეძლება გავაკეთებ...

რაც არ შემეძლება, სხვას გავაკეთებინებ tongue.gif

მოკლედ მაპატიეთ, რომ ბრმა ვიყავი sad.gif

ღმერთს ებარებოდეთ


გაიხარე smile.gif

უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)