IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

> მაცხოვრის გენეალოგია, (სახარება მათესაგან 1, 1-17)
მარიამი
პოსტი Feb 27 2007, 11:09 PM
პოსტი #1


+ + +
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 12,615
რეგისტრ.: 23-July 06
მდებარ.: თბილისი
წევრი № 6



ძველი ქართულით:
QUOTE
1. წიგნი შობისა იესუ ქრისტესი, ძისა დავითისი, ძისა აბრაჰამისი.
2. აბრაჰამ შვა ისაკ; ისაკ შვა იაკობ; იაკობ შვა იუდა და ძმანი მისნი; 3. ხოლო იუდა შვა ფარეზ და ზარა თამარისგან; და ფარეზ შვა ესრომ; ესრომ შვა არამ; 4. არამ შვა ამინადაბ; ამინადაბ შვა ნაასონ; ნაასონ შვა სალმონ; 5. სალმონ შვა ბოოს რექაბისგან; ბოოს შვა იობედ რუთისგან; იობედ შვა იესე; 6. იესე შვა დავით მეფე; დავით მეფემან შვა სოლომონ ურიაჲს ცოლისაგან; 7. სოლომონ შვა რობოამ; რობოამ შვა აბია; აბია შვა ასა; 8. ასა შვა იოსაფატ; იოსაფატ შვა იორამ; იორამ შვა ოზია; ოზია შვა იოათამ; 9. იოათამ შვა აქაზ; აქაზ შვა ეზეკია; 10. ეზეკია შვა მანასე; მანასე შვა ამონ; ამონ შვა იოსია; 11. იოსია შვა იექონია და ძმანი მისნი ტყუეობასა მას ბაბილოვნელთასა. 12. შემდგომად ტყუეობისა მის ბაბილოვნისა იექონია შვა სალათიელ; სალათიელ შვა ზორობაბელ; ზორობაბელ შვა აბიუდ; 13. აბიუდ შვა ელიაკიმ; ალიაკიმ შვა აზორ; 14. აზორ შვა სადუკ; სადუკ შვა აქიმ; აქიმ შვა ალიუდ; 15. ელიუდ შვა ელეაზარ; ელეაზარ შვა მატთან; მატთან შვა იაკობ; 16. იაკობ შვა იოსებ, ქმარი მარიამისი, რომლისაგან იშვა იესუ, რომელსა ჰრქჳან ქრისტე.
17. ყოველი ნათესავი აბრაჰამისითგან ვიდრე დავითისამდე ნათესავი ათოთხმეტ; და დავითისითგან ვიდრე ტყუენვადმდე ბაბილოვნისა ნათესავი ათოთხმეტ; და ტყუენვითგან ბაბილოვნისაჲთ ვიდრე ქრისტესამდე ნათესავი ათოთხმეტ.

ახალი ქართულით:
QUOTE
1. წიგნი წარმოშობისა იესო ქრისტესი, ძისა დავითისა, ძისა აბრაამისა.
2. აბრაამმა შვა ისააკი; ისააკმა შვა იაკობი; იაკობმა შვა იუდა და მისი ძმები;
3. ხოლო იუდამ შვა ფარეზი და ზარა თამარისაგან; ფარეზმა შვა ესრომი; ესრომმა შვა არამი;
4. არამმა შვა ამინადაბი; ამინადაბმა შვა ნაასონი; ნაასონმა შვა სალმონი;
5. სალმონმა შვა ბოოსი რექაბისგან; ბოოსმა შვა იობედი რუთისგან; იობედმა შვა იესე; იესემ შვა დავით მეფე;
6. დავით მეფემ შვა სოლომონი ურიას ცოლისაგან;
7. სოლომონმა შვა რობოამი; რობოამმა შვა აბია; აბიამ შვა ასა;
8. ასამ შვა იოსაფატი; იოსაფატმა შვა იორამი; იორამმა შვა ოზია;
9. ოზიამ შვა იოათამი; იოათამმა შვა ამონი; ამონმა შვა ეზეკია;
10. ეზეკიამ შვა მანასე; მანასემ შვა ამონი; ამონმა შვა იოსია;
11. იოსიამ შვა იექონია და მისი ძმები ბაბილონის ტყვეობაში;
12. ხოლო ბაბილონის ტყვეობის შემდეგ იექონიამ შვა სალათიელი; სალათიელმა შვა ზორობაბელი;
13. ზორობაბელმა შვა აბიუდი; აბიუდმა შვა ელიაკიმი; ელიაკიმმა შვა აზორი;
14. აზორმა შვა სადოკი; სადოკმა შვა აქიმი; აქიმმა შვა ელიუდი;
15. ელიუდმა შვა ელეაზარი; ელეაზარმა შვა მათტანი; მატთანმა შვა იაკობი;
16. ხოლო იაკობმა შვა იოსები, ქმარი მარიამისა, ვისგანაც იშვა იესო, რომელსაც ჰქვია ქრისტე.
17. ყველა თაობა აბრაამიდან დავითამდე - თაობა თოთხმეტი, და დავითიდან ბაბილონის ტყვეობამდე - თაობა თოთხმეტი, და ბაბილონის ტყვეობიდან ქრისტემდე - თაობა თოთხმეტი.


ჯერ ზოგადად: რატომ წერია სახარებაში მაცხოვრის გენეალოგია?

განმარტება ნეტარი თეოფილაქტე ბულგარელის მიხედვით:

1. წიგნი შობისა იესო ქრისტესი, ძისა დავითისი, ძისა აბრაჰამისი.
1 . „წიგნი შობისა“ - რატომ არ გამოიყენა აქ წმ. მათემ წინასწარმეტყველთა მსგავსად „ხილვა“ ან “ სიტყვა“ ნაცვლად შობისა. ისინი ხომ ამგვარად წერდნენ: „ხილვა რომელი იხილა ესაია“ (ესაია 1,1 ) ან „სიტყვა, რომელიც იყო ესაიასადმი“ (ეს. 2,1). გსურს გაიგო რატომ? წინასწარმეტყველები გულქვასა და უხეშ ხალხს მიმართავდნენ და ამიტომაც ამბობდნენ მასზე - „საღვთო ხილვა და ღვთის სიტყვა არისო“, რომ ხალხი შიშით მოკიდებოდა და აბუჩად არ აეგდო მათი ნათქვამი. მათე კი მორწმუნე, კეთილგონიერ და, ამასთანავე, დამჯერე ხალხს მიმართავდა და ამიტომ წინასწარ არაფერი უთქვამს წინასწარმეტყველთა მსგავსად. სხვაც მაქვს სათქმელი. ის რაც წინასწარმეტყველებმა იხილეს, გონებით იხილეს და სულიწმიდით განჭვრიტეს. ამიტომ უწოდებდნენ მას ხილვას. ხოლო მათემ ქრისტე გონებით კი არ იხილა და განჭვრიტა, არამედ ზნეობრივად იყო მასთან, გრძნობიერად უსმენდა და ხორციელად ჭვრეტდა. ამიტომაც არ თქვა „ხილვა, რომელიც მე ვიხილე“, ან „განჭვრიტა“ არამედ თქვა: „წიგნი შობისა“.
„იესო“ - სახელი „იესო“ ბერძნული არ არის, არამედ ებრაულია და თარგმანში „მაცხოვარს“ ნიშნავბ, რამეთუ სიტყვით „იაო“ (ιαω) ებრაელები ხსნას, ცხოვრებას გამოხატავენ.
„ქრისტესი“ - ქრისტე ბერძნულად „ცხებულს“ ნიშნავს. ასე უწოდებდნენ მეფეებსა და მღვდელმთავრებს, რადგან მათ წმიდა ზეთს სცხებდნენ, რომელიც რქაში იდგა და თავზე გადმოაპირქვავებდნენ ხოლმე. უფალს ეწოდა ქრისტე, როგორც მეუფეს და როგორც მღვდელმთავარს, რამეთუ ის ცოდვის წინააღმდეგ გამეფდა და თავისი თავი მსხვერპლად მიიტანა ჩვენთვის. ის ხომ ცხებულია ჭეშმარიტი ზეთით - სულიწმიდით და ცხებულია სხვებზე აღმატებულად, რადგან სხვას ვის ჰქონდა ისეთი სული, როგორიც - უფალს? წმინდანებში მოქმედებდა მადლი სულიწმიდისა, ქრისტეში კი მოქმედებდა არა მადლი სულიწმიდისა, არამედ თვით ქრისტე აღასრულებდა სასწაულებს თავის თანაარს სულთან ერთად.
„ძისა დავითისი“ - მას შემდეგ, რაც მეფემ თქვა „იესო“, დაუმატა - „ძისა დავითისი“, იმიტომ, რომ შენ სხვა იესო არ იგულისხმო, რადგან სხვა იესოც იყო ცნობილი ებრაელთა წინამძღოლის მოსეს შემდეგ, მაგრამ იგი ნავეს ძე იყო და არა დავითისა. იგი დავითამდე მრავალი თაობით ადრე ცხოვრობდა და იუდას ტომიდან კი არ იყო, საიდანაც დავითი წარმოიშვა, არამედ სხვა ტომიდან.
„ძისა აბრაჰამისი“ - რატომ დააყენა მათემ დავითი აბრაჰამის წინ? იმიტომ, რომ დავითი უფრო ცნობილია. იგი აბრაჰამის შემდეგ ცხოვრობდა და დიდებული მეფე იყო. ისრაელის მეფეთაგან პირველმა მან მოიგო ღვთის გული და მისგან აღთქმაც მიიღო იმის თაობაზე, რომ ქრისტე მისი თესლტომიდან გამოვიდოდა. ამიტომაც უწოდებდნენ ქრისტეს დავითის ძეს. სინამდვილეში დავითი ქრისტეს სახეს წარმოადგენს. როგორც ის გამეფდა ღვთისაგან მოძულებული და დამხობილი საულის ნაცვლად, ასევე ხორციელად მოსული ქრიბტე გამეფდა ჩვენზე მას შემდეგ, რაც ადამი მოაკლდა მეფობასა და უფლებას, რომელიც მას ყველა არსებასა და დემონებზე ჰქონდა.

2. აბრაჰამ შვა ისააკ; ისააკ შვა იაკობ იაკობ შვა იუდა და ძმანი მისნი;
2. „აბრაჰამ შვა ისააკ“ - ქრისტეს გენეალოგიას მახარებელი აბრაჰამით იწყებს, რადგანაც იგი იყო მამა ებრაელთა და პირველმა მან მიიღო აღთქმა, რომ მისი „თესლით იკურთხევიან ხალხები“. მაშასადამე, სწორია ქრისტეს გენეალოგიის მისგან დაწყება, რადგანაც ქრისტე აბრაჰამის თესლია, რომელშიც ჩვენ ყველამ, ვინც ადრე წარმართნი და დაწყევლილნი ვიყავით, კურთხევა მივიღეთ. აბრაჰამი ითარგმნება როგორც „მამა ერებისა“, ისაკი კი როგორც „სიხარული“, „სიცილი“. მახარებელი არ ახსენებს აბრაჰამის უკანონო შვილებს. მაგ., ისმაელსა და სხვებს, რადგანაც იუდეველნი მათგან კი არა ისააკისგან წარმოიშვნენ.
„ისააკ შვა იაკობ; იაკობ შვა იუდა და ძმანი მისნი“ - ხედავ რომ იუდა და მისი ძმები ახსენა მათემ. ეს იმიტომ, რომ მათგან წარმოსდგა თორმეტი ტომი.

3. ხოლო იუდა შვა ფარეზ და ზარა თამარისგან; და ფარეზ შვა ესრომ; ესრომ შვა არამ;
4. არამ შვა ამინადაბ; ამინადაბ შვა ნაასონ; ნაასონ შვა სალმონ;
5. სალმონ შვა ბოოს რექაბისგან; ბოოს შვა იობედ რუთისგან; იობედ შვა იესე;
6. იესე შვა დავით მეფე; დავით მეფემან შვა სოლომონ ურიაჲს ცოლისაგან;

3-6. „ხოლო იუდა შვა ფარეზ და ზარა თამარისგან“ - იუდამ თამარი ცოლად შერთო ჰერს, ერთ-ერთს თავის ძეთაგან. როცა ჰერი უშვილოდ მოკვდა, მაშინ ავნანს მისცა ცოლად, რომელიც აგრეთვე მისი შვილი იყო. როცა ისიც მოაკლდა სიცოცხლეს თავისი სამარცხვინო საქციელის გამო, იუდას თამარი აღარავისზე დაუქორწინებია. მაგრამ თამარს ძლიერ უნდოდა ჰყოლოდა შვილები აბრაჰამის თესლისაგან. ამიტომ გაიხადა ქვრივის სამოსი, მიიღო მეძავის სახე და შეერთო თავის მამამთილს, ვისგანაც ტყუპები ჩაესახა. როცა მშობიარობის დრო მოვიდა, ერთ-ერთმა ბავშვმა გამოყო ხელი საშოდან, თითქოს პირველი ის უნდა დაბადებულიყო. ბებია ქალმა წითელი ძაფი შეაბა, რათა სცოდნოდა, პირველად რომელი დაიბადა, მაგრამ მან ხელი უკან წაიღო და პირველად მეორე ბავშვი დაიბადა, შემდეგ კი, უკვე ის, რომელმაც პირველად გამოყო ხელი. ამიტომ პირველად დაბადებულს ეწოდა ფარეზი, რაც „შეყოვნებას“ ნიშნავს, რამეთუ მან ბუნებრივი რიგი დაარღვია, ხოლო მას, ვინც ხელი უკანვე შეყო, ზარა ეწოდა. ეს ისტორია ერათგვარ საიდუმლოზე მიგვანიშნებს. ქრისტეს ცხოვრება ემსგავსვბა ზარას მიერ ჯერ ხელის გამოყოფას და შემდეგ ისევ უკან წაღებას. ეს ცხოვრება გამოეცხადათ წმინდანებს, რომელნიც სჯულისა და წინადაცვეთის წინ ცხოვრობდნენ, მაგრამ ისინი სჯულისა და მცნებების დაცვით კი არ განმართლდნენ, არამედ სახარებისმიერი ცხოვრებით. გაიხსენე აბრაჰამი, ვინც ღვთის გამო დატოვა თავისი მამა, სახლი და ბუნებისაგან განდგა. გაიხსენე იობი, მელქისედეკი, სჯულის მოსვლის შემდეგ ამგვარი ცხოვრება გაქრა. როგორც ფარეზის დაბადების შემდეგ ზარა გამოვიდა საშოდან, ასევე სჯულის ბოძებით გვიან გამობრწყინდა ევანგელური ცხოვრება, აღბეჭდილი წითელი ძაფით, ე. ი. ქრისტეს სისხლით. მახარებელმა იმიტომ ახსენა ეს ორი ყრმა, რომ მათი დაბადება რაღაც საიდუმლოს მოასწავებდა. გარდა ამისა თუმცა თამარი არ იმსახურებს ქებას იმის გამო, რომ მამამთილს შეერთო, მაგრამ მახარებელმა ისიც მოიხსენია, რათა ეჩვენებინა, რომ ქრისტემ, ვინც ჩვენთვის ყოველივე იტვირთა, ამგვარი წინაპრებიც შეიწყნარა. უფრო ზუსტად: მათგან იმიტომ იშვა, რომ განეწმინდა ისინი, რამეთუ „წოდებად მართალთა“ კი არ მოვიდა, არამედ „ცოდვილთა“.
და ფარეზ შვა ესრომ; ესრომ შვა არამ; არამ შვა ამინადაბ; ამინადაბ შვა ნაასონ; ნაასონ შვა სალმონ; სალმონ შვა ბოოს რექაბისგან; - ზოგიერთნი ფიქრობენ, რომ რექაბი არის ის მეძავი რააბი, ვინც იესო ნავეს მსტოვრები დამალა. მეძავმა მსტოვრებიც გადაარჩინა და თავიც გადაირჩინა. მათემ რექაბი იმიტომ ახსენა, რომ ეჩვენებინა: წარმართთა მთელი კრებული მასავით მეძავი იყო, თავისი საქმეებით მრუში. მაგრამ ის წარმართნი, რომელთაც იესოს მსტოვარნი, ე.ი. მოციქულნი შეიწყნარეს და მათი სიტყვა ირწმუნეს, ყველა გადარჩა.
„ბოოს შვა იობედ რუთისგან“ - ეს რუთი უცხო ტომისა არ იყო, მაგრამ ქორწინებით მაინც შეეუღლა ბოოსს. ასევე წარმართულმა ეკლესიამ, რომელიც ტომისა და სჯულის გარეშე უცხო იყო, დაივიწყა თავისი ხალხი, კერპთა თაყვანისცემა, მამა ეშმაკი, რისთვისაც იგი ძე ღვთისამ სასძლოდ მიიღო.
„იობედ შვა იესე; იესე შვა დავით მეფე; დავით მეფემან შვა სოლომონ ურიაჲს ცოლისაგან“ - მათემ აქ ურიას ცოლიც ახსენა, იმის საჩვენებლად, რომ წინაპრების კი არ უნდა გვრცხვენოდეს, არამედ უნდა ვეცადოთ განვადიდოთ ისინი ჩვენი სიქველით, რადგან ღმერთს ყველა მოეწონება, თუნდაც მეძავისაგან შობილი, თუკი სიქველე ექნება.

7. სოლომონ შვა რობოამ; რობოამ შვა აბია; აბია შვა ასა;
8. ასა შვა იოსაფატ; იოსაფატ შვა იორამ; იორამ შვა ოზია; ოზია შვა იოათამ;
9. იოათამ შვა აქაზ; აქაზ შვა ეზეკია;
10. ეზეკია შვა მანასე; მანასე შვა ამონ; ამონ შვა იოსია;
11. იოსია შვა იექონია და ძმანი მისნი ტყუეობასა მას ბაბილოვნელთასა.

7-11. ბაბილონის ტყვეობა ეწოდება იუდეის მთელი მოსახლეობის ბაბილონში ტყვედ წაყვანას. მართალია, ბაბილონელები ადრეც ებრძოდნენ მათ, მაგრამ მაშინ უფრო მოსათმენად შეურაცხყოფდნენ, ამ დროს კი ყველა ერთიანად გადაასახლეს სამშობლოდან.

12. შემდგომად ტყუეობისა მის ბაბილოვნისა იექონია შვა სალათიელ; სალათიელ შვა ზორობაბელ; ზორობაბელ შვა აბიუდ;
13. აბიუდ შვა ელიაკიმ; ალიაკიმ შვა აზორ;
14. აზორ შვა სადუკ; სადუკ შვა აქიმ; აქიმ შვა ალიუდ;
15. ელიუდ შვა ელეაზარ; ელეაზარ შვა მატთან; მატთან შვა იაკობ;
16. იაკობ შვა იოსებ, ქმარი მარიამისი, რომლისაგან იშვა იესუ, რომელსა ჰრქჳან ქრისტე.

12-16. რატომ არის აქ მოცემული გენეალოგია იოსებისა და არა ღვთისმშობლისა, რა წილი უდევს იოსებს ამ უთესლო შობაში? ქრისტეს ნამდვილი მამა ხომ იოსები არ ყოფილა, რომ მისგან იწყებოდეს ქრისტეს გენეალოგია. მაშ-მოისმინე: სინამდვილეში იოსებს ქრისტეს გაჩენაში არავითარი მონაწილეობა -არ მიუღია და ამიტომაც აქ, რა თქმა უნდა, მოთხრობილი უნდა ყოფილიყო ღვთისმშობლის გვარზე, მაგრამ მათემ არ მოგვცა წმიდა ქალწულის გენეალოგია, რადგანაც ქალის ხაზით გენეალოგიის წარმოება არ შეიძლებოდა (რიცხვ. 36,6). გარდა ამისა, იოსების გენეალოგიით, მან ქალწულ მარიამის გვარზეც მოგვითხრო, რადგანაც სჯულის მიხედვით კაცს ეკრძალებოდა ცოლის სხვა ტომიდან, გვარიდან და ოჯახიდან მოყვანა და მას მხოლოდ თავისივე ტომისა და გვარის ქალის შერთვის უფლება ჰქონდა. ამ კანონიდან გამომდინარე, ცხადია, რომ იოსების გენეალოგიით გადმოცემულია ღვთისმშობლის გენეალოგიაც, რომელიც იოსების ტომისა და გვარისა იყო, სხვა შემთხვევაში იოსები მას ვერ დანიშნავდა. ამგვარად მახარებელმა დაიცვა კანონი, რომელიც კრძალავდა გენეალოგიის გადმოცემას ქალის ხაზით და ამავე დროს ღვთისმშობლის გვარზე მოგვითხრო იოსების გენეალოგიის გადმოცემით. მარიამის ქმრად მან იგი ჩვეულების მიხედვით მოიხსენია, რადგან ჩვენ ჩვეულებად გვაქვს დამწინდველს ქმარი ვუწოდოთ ქორწინებამდეც.

17. ყოველი ნათესავი აბრაჰამისითგან ვიდრე დავითისამდე ნათესავი ათოთხმეტ; და დავითისითგან ვიდრე ტყუენვადმდე ბაბილოვნისა ნათესავი ათოთხმეტ; და ტყუენვითგან ბაბილოვნისაჲთ ვიდრე ქრისტესამდე ნათესავი ათოთხმეტ.
17. მათემ თაობები სამ ნაწილად გაყო, რათა იუდეველებისათვის ეჩვენებინა, რომ მსაჯულები მართავდნენ, როგორც ეს დავითამდე იყო, თუ მეფეები განაგებდნენ, როგორც ეს ბაბილონის ტყვეობამდე გაგრძელდა, თუ მღვდელმთავრებს ემორჩილებოდნენ, როგორც ქრისტეს მოსვლის წინ, - სათნოების ასამაღლებლად ვერავითარ სარგებელს ვერ იღებდნენ და ისეთ ჭეშმარიტ მსაჯულს, მეუფესა და მღვდელმთავარს საჭიროებდნენ, როგორიც არის ქრისტე. როცა იაკობის წინასწარმეტყველების მიხედვით მეფობა შეწყდა, ქრისტე მოვიდა, მაგრამ ბაბილონის ტყვეობიდან ქრისტემდე თოთხმეტი თაობა როგორღა არის, როცა ის ცამეტი იყო? შთამომავლობის სიაში ქალის შეტანაც რომ შეიძლებოდეს, მარიამს მივათვლიდით და რიცხვიც შესრულდებოდა, მაგრამ ქალი არ შედის გვარტომობის სიაში. მაშ როგორ უნდა გადაიჭრას ეს საკითხი? ზოგიერთები ამბობენ, რომ მათემ „ტყვეობა“ როგორც პიროვნება ისე შეიტანა რიცხვში.


--------------------
ნუ მივატოვებთ ერთმანეთს, როცა ერთმანეთს ვჭირდებით...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
5 გვერდი V « < 3 4 5  
Reply to this topicStart new topic
გამოხმაურებები(80 - 92)
A.V.M
პოსტი Aug 19 2013, 07:11 PM
პოსტი #81


მადლობა ამ ფორუმს!
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 13,742
რეგისტრ.: 14-June 11
მდებარ.: ფორუმს გარეთ
წევრი № 11,203



†სერგი†
ძმა ხარ! ძმაა!


--------------------
აბა ჰე და აბა ჰო!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
†სერგი†
პოსტი Sep 5 2013, 07:44 PM
პოსტი #82


უბრალოდ სერგი
**

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 335
რეგისტრ.: 18-August 13
წევრი № 13,299



რატომ ჩაკვდა ეს თემა? არადა შეინიშნება მომენტი რომ როცა ადამიანები სახარებას კითხულობენ ყოველთვის "ახტებიან" მათეს პირველ თავს, არადა რაც მე მიწერია არის მაქსიმალურად შემოკლებული და ამ თემის უსაზღვროდ გაშლაა შესაძლებელი ნუთუ არავის აინტერესებს?
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
G_saxva
პოსტი Sep 5 2013, 10:50 PM
პოსტი #83


I n t e r n e t
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 4,913
რეგისტრ.: 11-March 13
მდებარ.: i n t e r n e t
წევრი № 13,010



†სერგი†
ეტყობა ყველამ იცის და არ აინტერესებთ biggrin.gif


--------------------
და მეცხრესა ოდენ ჟამსა ჴმა-ყო იესუ ჴმითა დიდითა და თქუა: ილი, ილი! ლიმა საბაქთანი? ესე არს: ღმერთო ჩემო, ღმერთო ჩემო! რაჲსათჳს დამიტევე მე?


კაცი პატივსა შინა იყო და არა გულისხმა-ყო, ჰბაძვიდა იგი პირუტყუთა უგუნურთა და მიემსგავსა მათ.

----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
†სერგი†
პოსტი Sep 6 2013, 08:31 AM
პოსტი #84


უბრალოდ სერგი
**

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 335
რეგისტრ.: 18-August 13
წევრი № 13,299



ციტატა
ეტყობა ყველამ იცის და არ აინტერესებთ


ნეტაი ეგრე იყოს და sad.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
G_saxva
პოსტი Sep 6 2013, 09:26 AM
პოსტი #85


I n t e r n e t
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 4,913
რეგისტრ.: 11-March 13
მდებარ.: i n t e r n e t
წევრი № 13,010



†სერგი†
შენს ნაშრომს ამას წინათ გავეცანი და ძალიან მომეწონა კარგად არის დაწერილი ადამიანმა რომ ადვილად გაიგოს kiss1.gif
დავითის პოსტებს ვერ გავეცანი და დრო რომ გამომიჩნდება აუცილებლად გავეცნობი kiss1.gif


--------------------
და მეცხრესა ოდენ ჟამსა ჴმა-ყო იესუ ჴმითა დიდითა და თქუა: ილი, ილი! ლიმა საბაქთანი? ესე არს: ღმერთო ჩემო, ღმერთო ჩემო! რაჲსათჳს დამიტევე მე?


კაცი პატივსა შინა იყო და არა გულისხმა-ყო, ჰბაძვიდა იგი პირუტყუთა უგუნურთა და მიემსგავსა მათ.

----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
†სერგი†
პოსტი Sep 6 2013, 09:32 AM
პოსტი #86


უბრალოდ სერგი
**

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 335
რეგისტრ.: 18-August 13
წევრი № 13,299



ციტატა
შენს ნაშრომს ამას წინათ გავეცანი და ძალიან მომეწონა კარგად არის დაწერილი ადამიანმა რომ ადვილად გაიგოს
დავითის პოსტებს ვერ გავეცანი და დრო რომ გამომიჩნდება აუცილებლად გავეცნობი


ძალიან საინტერესო განმარტებები აქვს მოყვანილი დავითს და გირჩევ გადახედო აუცილებლად kiss1.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
A.V.M
პოსტი Sep 6 2013, 10:05 AM
პოსტი #87


მადლობა ამ ფორუმს!
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 13,742
რეგისტრ.: 14-June 11
მდებარ.: ფორუმს გარეთ
წევრი № 11,203



†სერგი†
ჩასკდი შენ...biggrin.gif


--------------------
აბა ჰე და აბა ჰო!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
†სერგი†
პოსტი Sep 6 2013, 11:51 AM
პოსტი #88


უბრალოდ სერგი
**

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 335
რეგისტრ.: 18-August 13
წევრი № 13,299



ციტატა
ჩასკდი შენ...


აი სმას რომ დაიწყებ მერე ერთად ჩავსკდეთ biggrin.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
G_saxva
პოსტი Sep 6 2013, 12:21 PM
პოსტი #89


I n t e r n e t
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 4,913
რეგისტრ.: 11-March 13
მდებარ.: i n t e r n e t
წევრი № 13,010



ციტატა(†სერგი† @ Sep 6 2013, 11:51 AM) *

აი სმას რომ დაიწყებ მერე ერთად ჩავსკდეთ biggrin.gif

მაგ დროს გურამმაც უნდა დაიწყოს სმა biggrin.gif


--------------------
და მეცხრესა ოდენ ჟამსა ჴმა-ყო იესუ ჴმითა დიდითა და თქუა: ილი, ილი! ლიმა საბაქთანი? ესე არს: ღმერთო ჩემო, ღმერთო ჩემო! რაჲსათჳს დამიტევე მე?


კაცი პატივსა შინა იყო და არა გულისხმა-ყო, ჰბაძვიდა იგი პირუტყუთა უგუნურთა და მიემსგავსა მათ.

----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
A.V.M
პოსტი Sep 6 2013, 02:24 PM
პოსტი #90


მადლობა ამ ფორუმს!
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 13,742
რეგისტრ.: 14-June 11
მდებარ.: ფორუმს გარეთ
წევრი № 11,203



აოფებთ ლოთებო !
biggrin.gif


--------------------
აბა ჰე და აბა ჰო!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
G_saxva
პოსტი Sep 6 2013, 02:29 PM
პოსტი #91


I n t e r n e t
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 4,913
რეგისტრ.: 11-March 13
მდებარ.: i n t e r n e t
წევრი № 13,010



A.V.M
კაი ბოლო ოფი იყოს მაშინ ჩემი. მაგრამ რა შუაშია ლოთობა?! ქართველებს ქეიფის სიყვარული ოდითგანვე მოგვდგავს, ჩვენ კი ამ ყველაფრის ღირსეული გამგრძელებელნი ვართ biggrin.gif


--------------------
და მეცხრესა ოდენ ჟამსა ჴმა-ყო იესუ ჴმითა დიდითა და თქუა: ილი, ილი! ლიმა საბაქთანი? ესე არს: ღმერთო ჩემო, ღმერთო ჩემო! რაჲსათჳს დამიტევე მე?


კაცი პატივსა შინა იყო და არა გულისხმა-ყო, ჰბაძვიდა იგი პირუტყუთა უგუნურთა და მიემსგავსა მათ.

----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
A.V.M
პოსტი Sep 6 2013, 02:31 PM
პოსტი #92


მადლობა ამ ფორუმს!
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 13,742
რეგისტრ.: 14-June 11
მდებარ.: ფორუმს გარეთ
წევრი № 11,203



G_saxva
გავუზიაროთში გავაგრძელოთ...biggrin.gif


--------------------
აბა ჰე და აბა ჰო!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
შამხაზაი
პოსტი Jul 12 2023, 02:50 AM
პოსტი #93


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 12
რეგისტრ.: 8-July 23
წევრი № 15,376



ციტატა(skeptikosi @ Apr 22 2008, 02:22 PM) *

მე საერთოდ ის მაინტერესებს მაცხოვარი ხომ ებრაელი იყო ჰოდა გენეალოგია რატომ წერია მამიდან შვილზე? თუ ჩახედულიარ ვარ კარგად ბოდიშს ვიხდი

იმიტომ, რომ მართალია ებრაელად იწოდება ის, ვისაც დედა ყავს ებრაელი, (ან გვიურათი მორჯულებულია როგორც რუთი) მაგრამ ტომობრივი კუთვნილება გადაეცემა მხოლოდ მამის ხაზით. იმის გასარკვევათ, თუ ისრაელის რომელ ტომს ეკუთვნის ებრაელი უნდა გამოიკვლიო მამის სახლეულის ვინაობა, როგორც ეს წერია კიდეც აქ: ბემითბარ 1:18 (რიცხვნი)

18. მათ შეკრიბეს საზოგადოება მეორე თვის პირველ დღეს და გაარკვიეს მათი წარმავლობა საგვარეულოებისა და მამისსახლების მიხედვით, სახელთა რიცხვის მიხედვით, ყველასი, სათითაოდ, ოცი წლიდან მოყოლებული,

ებრაელ ქალს უფლება არ აქვს და არც არასოდეს ქონდა შვილი იმ ტომის ებრაელად დაწეროს, რომელსაც თავად ეკუთვნის ეს უფლება აქვს მხოლოდ მამაკაცს და ისიც მხოლოდ ხორციელი შვილის მიმართ, გერს ან შვილადაყვანილსაც კი ვერ გადაცემს ტომობრივ კუთვნილებას, აუცილებლად ბიოლოგიური მამა უნდა იყოს.

აი სწორედ ამიტომ და კიდევ იმიტომ, რომ ქრისტეანებმა იეშუას სასწაულებრივად შობის ლეგენდით მოატყუეს ჯერ წარმართი ბერძნები, ხოლო შემდეგ რომაელები და სხვა დანარჩენი წარმართები, რითიც მამის ხაზი მოაჭრეს და თავები დილემის წინაშე დაიყენეს ებრაელებმა არ მიიღეს ის როგორც მაშიახი იუდას ტომიდან. დღეს კი დგანან და იოსევის გენეოლოგიის გადაქცევას ცდილობენ იეშუას გენეოლოგიად "პროსტინა" პოსტებითა და ე.წ წმინდა მამათა უკიდეგანოდ ვრცელი ე.წ განმარტებებით, მაგრამ ვერ ახერხებენ და რაციონალურად მოაზროვნე ადამიანებს უტევენ მუქარებით. წარსულშიც ასე იყო, ამ საკითხზე სიტყვა, რომ დაგცდენოდა კოცონი არ აგცდებოდა. ლევიტი მირიამის (და არა მარიამის) იუდას ტომელ ქალად გადაქცევის მითიც ამ ამბავს უკავშირდება მამის ხაზი ხომ მოაგლიჯეს იოსევის სარეცელიდან წამოგდებითა და იქ მის ნაცვლად რუახ ჰა კადოშის (სულიწმიდის) ჩაწვენით, შემდეგ დასხდნენ და იფიქრეს მართალია ებრაელებს ვერ დავაჯერებთ ამ სისულელეს, რადგან მათ იციან, რომ იუდას ტომიდან ბავშვს აუცილებლად უნდა ყავდეს ბიოლოგიური მამა, რომელიც აგრეთვე იუდას ტომიდან იქნებაო, მაგრამ წარმართი ბერძნები ხომ არიან შეჩვეული ლეგენდებს ზევსისა და პელევსის ნაბუშრებზე (ჰერაკლე, აქილევსი) და აი ეს მითიც ბერძნებისათვის კარგად ნაცნობი და მანამდეც მიღებული, ბერძნებსვე შეასაღეს ჭეშმარიტებად. თანაც მოგვიანებით მეორე ტყუილიც დასძინეს, რომ თითქოს მირიამი იყო იუდას ტომიდან საამისოდ მათ ე.წ წმინდა იოანე დამასკელს დააწერინეს არარსებული იოაკიმეს არარსებული გენეოლოგია და ერთი მირიამის მამად გაასაღეს, მეორე კი მირიამის გენეოლოგიად, მაგრამ ამ ტრაქტატით ებრაელებთან მაინც ვერ მივიდნენ, იმიტომ რომ ებრაელები ეტყოდნენ: მერე რა? ლევიტი მირიამი დავუშვათ დაგიჯერეთ და იუდას ტომიდან არის, როდის იყო ქალს უფლება ქონდა ბავშვის იმ ტომის ებრაელად დაწერის, რომელსაც თავად ეკუთვნის? აი ამიტომ ეს ლეგენდაც წარმართთა შორის განავრცეს და ებრაელებს კი დააბრალეს, რომ თვალსა და გულებზე რიდე უკეთიათ, ვერ აზროვნებენ, ებრაელების ღმერთს ესენი ებრაელებზე უკეთ იცნობენ და ა.შ
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

5 გვერდი V « < 3 4 5
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 14th May 2024 - 01:18 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი