IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

 
Reply to this topicStart new topic
> რელიგია თუ იდეოლოგია, პროტოპრესვიტერი ალექსანდრე შმემანი
afxazi
პოსტი Sep 22 2008, 11:38 AM
პოსტი #1


დავითი
***

ჯგუფი: სენატის თავმჯდომარე
პოსტები: 8,814
რეგისტრ.: 7-March 07
წევრი № 1,291



ამ სტატიის ფონზე ვფიქრობ საინტერესო უნდა იყოს ამ თემის განხილვა. სადაა ზღვარი იდეოლოგიასა და რელიგიას შორის, ან ვაქცევთ თუ არა რიგ შემთხვევებში რელიგიას იდეოლოგიად და ასე შემდეგ.


I
ჩვენ ვცხოვრობთ იდეოლოგიების ზეობის ეპოქაში. ეს საშინელი სიტყვა "იდეოლოგია დიდი ხანი არ არის, რაც არსებობს, მაგრამ უკვე იმდენად მოწამლა მთელი სამყარო და ჩვენი ცხოვრება, რომ საქმის გამოსწორება თითქმის შეუძლებელია. რა არის იდეოლოგია? ეს ისეთი სწავლება ანუ თეორიაა, რომელიც თავის თავს არა მხოლოდ აბსოლუტურ და ყოვლისმომცველ ჭეშმარიტებად ასაღებს, არამედ ადამიანს გარკვეულ ქცევასა და მოქმედებასაც განუსაზღვრავს. თუკი იდეოლოგიის რაობას ჩავუღრმავდებით, ვნახავტ, რომ ეს ერზაცია და ცდილობს რელიგიას ჩაენაცვლოს, მაგრამ უდიდესი განსხვავება რელიგიასა და იდელოგიას შორის იმაშია, რომ რელიგია და რწმენა ყოველთვის ძალზედ პირადულია, მხოლოდ და მხოლოდ პირადი და ღრმა შინაგანი გამოცდილებით მიიღწევა, მაშინ როცა ნებისმიერი იდეოლოგია ყოველგვარ პირადს, როგორც უსარგებლოს უარყოფს.

რელიგია რწმენისაკენ მოწოდებაა და ყოველთვის ადამიანისკენაა მიმართული. იდეოლოგია - კი ხალხის მასების, კოლექტივის, კლასებისა და კაცობრიობისადმი. რელიგიის არსი და მიზანია, ღმერთის პოვნით ადამიანმა იპოვოს საკუთარი თავი და გახდეს ნამდვილი ადამიანი. იდეოლოგიის მიზანი და არს კი იმაშია, რომ მთლიანად დაიქვემდებაროს ადამაინი და იდეოლოგიის მსახური გახადოს. რელიგია ამბობს: "რაი სარგებელ არს კაცისა უკუეთუ სოფელი ესე ყოველი შეიძინოს ხოლო სული თვისი იზღვიოს?" (მათე 16,26). იდეოლოგია კი ამბობს: იდეოლოგიის განსახორციელებლად მთელი სამყარო უნდა შეიძინო. რელიგია მოგვიწოდებს სხვა ადამაინში ვხედავდეთ მოყვასს. იდეოლოგია კი ყოველთვის შორეულ, უპიროვნო და განყენებულ ადამაინებისკენაა მიმართული.

ვიმეორებ, ჩვენ ვცხოვრობთ იდეოლოგიების ზეობის, მათი ხალხზე საშინელი ბატონობის ეპოქაში. მხოლოდ ჩვენს საუკუნეში (XXს)-რომელიც ჯერ მხოლოდ 70 წლისაა - მილიონობით და მილიარდობით ადამიანი გაანადგურეს განყენებული, წარმოსახვითი იდეოლოგიების სახელით. დღეს ადამიანს არა აქვს უფრო საშური და სასიცოცხლო ამოცანა, ვიდრე ამგვარი იდეოლოგიური ძალმომრეობის, ტირანის განდევნა და მისი მხილება.

ამ ამოცანის შესრულება მხოლოდ იმ შემXთვევაშია შესაძლებელი, თუ ყველა იდეოლოგიებზე მაღლა პიროვნებას, როგორც მათზე აღმატებულ იდეას, დავაყენებთ. ეს ნიშნავს, რომ უპირატესობა მივანიჭოთ ცოცხალ, კონკრეტულ,, ერთადერთ და განუმეორებელ ადამიანს. რელიგიის მზის ჩასვენებამ და იდეოლოგიის ზეობამ საქმე პიროვნების იდეისა და მასთან დაკავშირებული გამოცდილების თითქმის სრულ კვდომამდე მიიყვანა. ამ გამოცდილების საფუძველი, ცხადია, რელიგიურია. მხოლოდ რელიგიაშია შესაძლებელი პიროვნების იდეის არსებობა - აი, რა არ ესმით, რისი გაგება არ შეუძლიათ და არ სურთ თანამედროვე ადამიანებს, რომლებიც ხსნას ამა თუ იმ იდეოლოგიაში ეძებენ.



მიპასუხბენ, რომ თვითონ რელიგია თავისი ზეობის ეპოქაში ისტორიულად ძალიან ხშირად თრგუნავდა პიროვნების იდეას და თვით პიროვნების უფებები, თავისუფლება და სხვა ამგვარი პრინციპები რელიგიასთან ბრძოლაში იშვა. ეს ნაწილობრივ მართალია, მაგრამ საჭიროა ამ სიმართლის მთელი სირთულის გააზრება.

დიახ ქრისტე რელიგიურმა ხალხმა აცვა ჯვარს, მაგრამ სწორედ იმიტომ, რომ მან მათუ ცრუ რელიგიურობა ამხილა, ანუ თანამედროვე ენით რომ ვთქვათ, იმაში ამხილა, რომ რელიგია იდეოლოგიად გადააქციეს. იესოს ჯვარმცმელებთან კონფლიქტის მთელი არსი შემდეგია: ქრისტემ ადამიანი ყველაფერზე მაღლა დააყენა, მხოლოდ ის გახადა სიყვარულისა და აბსოლუტური ყურადღების საგანი. იესოს მტრები კი რელიგიისგან ელოდნენ წესრიგს, სამშობლოს გადარჩენას, თვითკმაყოფილებას და ყველაფერ ამისთვის მოითხოვდნენ უპიროვნო კანონებისადმი ბრმა მორჩილებას.

ამ უკანასკნელის შესახებ კი ქრისტეს სიტყვაც არ უთქვამს ისევე, როგორც არაფერი უთქვმს სახელმწიფოს, საზოგადოების, ისტორიისა და კულტურის შესახებ, რომლებიც ოდითგანვე ყვეა იდეოლოგიისათვის მთავარ საკითხებს წარმოადგენდა. ქრისტეს ყურადღება ყოველთვის მიმართული იყო მის გარშემო მყოფ ცოცხალ ადამიანებზე. ის მათ უფლებებზე არც საუბრობდა. მან მხოლოდ მათკენ მიმართა სიყვარული, თანაგრძნობა და ინტერესი. სწორედ იმის გამო, რომ ქრისტემ ადამიანი სამყაროში ყველაფერზე მაღლა დააყენა, ის დაგმეს. მაგრამ ამ დაგმობით - დროა ეს შევიგნოთ - თვითონ რელიგია იდეოლოგიიდან ცოცხალ ძალად გარდაიქმნა და პიროვნების იდეა მთელ სამყაროზე მარადიულად გამეფდა.



--------------------
სათნოება თვითკმარია ბედნიერებისთვის

კლიმენტი ალექსანდრიელი


User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
afxazi
პოსტი Sep 22 2008, 03:07 PM
პოსტი #2


დავითი
***

ჯგუფი: სენატის თავმჯდომარე
პოსტები: 8,814
რეგისტრ.: 7-March 07
წევრი № 1,291



უნდა ვაღიაროთ, რომ ამის შემდგომ, ისტორიის განმავლობაში, თვითონ ქრისტიანობა ხშირად გადაგვარდებოდა ხოლმე იდეოლოგიად, მოითხოვდა მისდამი ბრმა მორჩილებას, ემსახურებოდა მეორეხარისხოვან მიზნებს... მაგრამ მაინც მისი არსი ყველაფერ ამაში კი არა, ქრისტეს სახარებისეულ ხატში, ისეთი ადამიანის ხატშია, რომელიც სხვაში ხედავს მოყვასს, სიცოცხლის მიზანსა და არსს.

პიროვნების იდეის სხვა საფუძვეი კაცობრიობის ისტორიაში არ არსებობს. არც უდიდეს და ღრმა ბერძნულ ფილოსოფიაში, არც რომში, რომელმაც სამართლის იდეა კი შექმნა, მაგრამ მონას ადამიანად არ თვლიდა. და რა თქმა უნდა პიროვნების იდეა არ არის არც ერთ თანამედროვე იდეოლოგიაში, რომლებიც თითქოს ყოველთვის კაცობრიობაზე ზრუნავენ, მაგრამ ამ იდეისთვის ზალიან მშვიდად ანადგურებენ მილიონობით ადამიანს.

მე ვამტკიცებ, რომ პიროვნების იდეა რელიგიურია. ცხადია, თუ ამ იდეას ზეცაში არა აქვს საფუძველი და ადამიანის წარმომავლობა არა ზეციური, არამედ მიწიერია, თუ ის მხოლოდ და მხოლოდ წარმავალი მოვლენაა, მაშინ ადამიანზე განსაკუთრებული ზრუნვა მართლაც არ არის საჭირო და სამყაროში მხოლოდ დიდი რიცხვების კანონი გამეფდება. მაშინ ინვალიდები, ავადმყოფები და მოხუცები უნდა მოვსპოთ და ვიზრუნოთ მხოლოდ ბუნებრივ გადარჩევაზე, ხოლო დოსტოევსკის ცნობილი " ბავშვის ცრემლი" შეიძლება უაზრო სენტიმენტალობად ჩავთვალოთ.

ძალიან მარტივად ასე შეიძLება ჩამოყალიბდეს: თუ ღმერთი არ არსებობს, მაშინ არც ადამიანი არსებობს. არის მხოლოდ ხალხი, უპიროვნო მასა, რომლის ცხოვრელურ კეთილდღეობაზეც ზრუნავს იდეოლოგია და არ ერიდება ადამიანურ დანაკარგებს. აი, ასეთ საშIნელ იდეოლოგიურ მსოფლიოში, მასების, კლასებისა და კოლექტივების მსოფლიოში ვცხოვრობთ ჩვენ ამჟამად.

ამის შესახებ უნდა ვიფიქროთ, ამან უნდა შეგვაძრწუნოს, სანამ გვიან არ არის, სანამ ცოცხალი პიროვნება ჯერ კიდევ არ ჩანაცვლებულა უბრალო რიგითი ნომრით. სანამ ადამიანი ჯერ არ გამხდარა სულ უფრო და უფრო რთული უზარმაზარი მანქანის უბრალო "ჭანჭიკი".


--------------------
სათნოება თვითკმარია ბედნიერებისთვის

კლიმენტი ალექსანდრიელი


User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მნათე
პოსტი Sep 23 2008, 08:13 PM
პოსტი #3


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 17,662
რეგისტრ.: 23-July 06
მდებარ.: Tbilisi
წევრი № 4



http://lib.ge/body_text.php?5460


--------------------
ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!

რომ გამრეცხავთ, გავიწევ :)))))
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 27th April 2024 - 08:08 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი