IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

> გალაკტიკა
ikanosi
პოსტი Jul 27 2011, 11:14 PM
პოსტი #1


ირაკლი
***

ჯგუფი: Moderator
პოსტები: 6,285
რეგისტრ.: 3-January 10
მდებარ.: ფოთი - თბილისი
წევრი № 7,906



IPB-ს სურათი

აი რამხელაა ქალწულის თანავარსკვლავედის გალაქტიკური ჯგუფი, მანდ ერთ ერთი ჩვენი გალაკტიკაა, მაგ გალაკტიკაზე კი ერთ ერთი ჩვენი მზის სისტემაა, მზის სისტემაზე კი პლანეტა დედამიწა, რომელზეც ხარობს სიცოცხლე...

მე რა მაინტერესებს, გღმერთმა რატომ შექმნა ამხელა სამყარო? აი სურათზე ჩვენნაირი მბჟუტავი გალაკტიკა მრავალია, არ შეიძლება მათზეც სიცოცხლე იყოს და მანდ მცხოვრები ისევე ფიქრობდეს როგორც მე?

პ.ს მეგობარს ვკითხე და ამომწურავი პასუხი გამცა biggrin.gif "რავი, ზემოთ რომ ახვალ იკითხე"-ო biggrin.gif იმედია თქვენ უფრო დაზუსტებით მიპასუხებთ


--------------------
ფარით ან ფარზე
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
 
Reply to this topicStart new topic
გამოხმაურებები
MIRDAT
პოსტი Feb 19 2014, 03:50 AM
პოსტი #2


MIRDAT
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 542
რეგისტრ.: 13-October 11
მდებარ.: შუახმელეთი
წევრი № 11,666



ციტატა(მალონი @ Sep 18 2011, 06:16 PM) *

თუკი ადამიანი შექმნა- რაღა გასაკვირია, რომ სამყაროც უსასრულოდ დიდი და ლამაზი შექმნა. ოღონდ იმიტო კი არა, რომ ადამიანი ფიქრობდეს - სხვაგანაც ხომ არ არის სიცოცხლეო.
აბა სასრული სამყარო წარმოიდგინე- ამის წარმოდგენაზე და შეხედვაზე აღფრთოვანდებოდა ადამიანი? რომ - აი აგერ იწყება და აგერ მთავრდებაო სამყარო...

შენთვის ერთი ცუდი ამბავი მაქვს. სამყარო სასრულია laugh.gif

ციტატა(Ismail @ Feb 2 2012, 06:59 PM) *

მოდით, ნუ დავსვამთ საკითხს ასე:
"როგორ, ამხელა სამყაროში მარტო დედამიწაზე როგორ უნდა იყოს სიცოცხლე და სხვა გან არა?!"

საკითხს ასე შევხედოთ:
"რამხელა წარმოუდგენელი საოცრებაა, რომ სიცოცხლე არსებობს! რა პარადოქსია მისი წარმოშობა!.. სიცოცხლის ერთხელ, ერთ ადგილზე წარმოშობაც საოცრებაა და ყველანაირ კანონზომიერებას ეწინააღმდეგება. მისი მეორე ადგილას წარმოშობა უკვე მართლა გამორიცხულია!"

საშინლად არ მომწონს საკითხის მასე დასმა.
პრობლემა ერთ რამეშია, ადამიანს თავი ყველაზე მნიშვნელოვანი ჰგონია. ფროიდი თავის ფსიქოანალიზის აღწერისას წერს მაგაზე კარგ რამეს, საერთოდ ფროიდს ცოტა რამეში ვეთანხმები და ეგ საკითხი მაგ მცირეთაგანში შედის. ადამიანი ყოველთვის ყველაზე მნიშვნელოვნად მიიჩნევდა სამყაროში თავს და მიდრეკილება ჰქონდა ყველაფრის ცენტრი ყოფილიყო.
მაგალითად თავიდან დედამიწას თვლიდნენ სამყაროს ცენტრად, კარგი ამბიციაა არა? მერე უცებ აღმოჩნდა, რომ ცენტრი კი არა ვაფშე სადაა დედამიწა biggrin.gif ეს კოსმოსური შეურაცხყოფა იყო ადამიანის ამბიციებისადმი. მერე გვეგონა, რომ ჩვენს თავზე კონტროლი გვქონდა და ჩვენი შნინაგანი სამყაროს მმართველნი ვიყავით, ეგ მანამდე, სანამ ქვეცნობიერის არსებობაზე არ დაიწერა უამრავი რამ და უცებ აღმოჩნდა, რომ ადამიანის ცნობიერი სინამდვილეში გაცილებით სუსტი და პატარა ნაწილია ჩვენს ქვეცნობიერთან შედარებით. ეგაც ფსიქოლოგიური შეურაცხყოფა ჩვენი ამბიციებისადმი biggrin.gif მოკლედ მასეთი რაღაცები ბევრია ძაან...

ხოდა რატომ გგონიათ, რომ ღმერთს ჩვენზე მნიშვნელოვანი არაფერი გაუკეთებია და მთელი ზეცის ყურადღება მხოლოდ ადამიანებისკენაა? რატომ გგონიათ, რომ ამხელა სამყარო სულ ჩვენია? რატომ მივიჩნევთ თავს ასეთ მნიშვნელოვნებად? რატომ გვაქვს ამხელა ამბიციები? რატომ გვგონია თავი ყველაზე მნიშნველოვნები ამ და სხვა სამყაროებშიც?
იმიტომ, რომ ჯერჯერობით კონკურენტს ვერ ვხედავთ... მარა ნიშნავს ეს რამეს? ჩვენ სამყაროს 0.1% საც არ ვიცნობთ და ეს ხილულ სამყაროზეა საუბარი. სხვაა ბნელი მატერია... საერთოდ აზრზე არ ვართ რა ხდება და მთელი ამ გაუგებარი და ამოუცნობი სამყაროს მეფეებად ვაცხადებთ თავს... კარგით რა...

ვიცი ამაზე პასუხი რაც იქნება. ბიბლიაში წერია, რომ ამ სამყაროს ბატონებად ღმერთმა ადამი დაადგინა და კიდევ ის, რომ იქ არაფერია სხვა ჩვენზე მნიშვნელოვანის შესახებ. მაგაზე ჩემი პასუხი იქნება ასეთი, რომ ბიბლიაში მხოლოდ იმდენი წერია, რამდენიც საჭიროა და აუცილებელია, რომ ვიცოდეთ. იქ ჩვენი ცნობისმოყვარეობის დასაკმაყოფილებლად არავის არაფერი დაუწერია სამწუხაროდ(ან საბედნიეროდ...). ამიტომ, ის რომ რაღაც ბიბლიაში არაა დაწერილი, არ ნიშნავს რომ არ შეიძლება სიმართლე იყოს.

ისე, ადამიანი მართლა ყველაზე მნიშვნელოვანი რომ იყოს ღმერთისთვის და მარტო ისე იყოს ეს ამბები როგორც გვასწავლიან და სხვა არაფერი ხდებოდეს, მაგრად მეწყინება...

P.S. რა ცუდია კანუდოსელს რომ ვერ მოვესწარი ფორუმზე... ყველაფერი მომწონს მაგ იუზერის, პოსტები, სახელი, ავატარი ხო საერთოდ (ჩემსა და მაგის ავატარზე ერთიდაიგივე პერსონაჟია გამოსახული)... საერთოდაც, მაგისმა გახსნილმა თემამ მომიყვანა ფორუმზე...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

პოსტი ამ თემაში
ikanosi   გალაკტიკა   Jul 27 2011, 11:14 PM
mzime)   პრინციპში გიპასუხ...   Jul 27 2011, 11:36 PM
arcivi9   დადგინდა,რომ კოსმ...   Dec 17 2011, 09:00 PM
ikanosi   mzime) როგორ კაცო, აი მა...   Jul 27 2011, 11:40 PM
mzime)   ikanosi,როგორ და ადამია...   Jul 27 2011, 11:44 PM
ikanosi   mzime) არვიცი, ისე რა უნ...   Jul 27 2011, 11:51 PM
toka@   mzime) არვიცი, ისე რა უ...   Jul 29 2011, 06:21 PM
mzime)   რა თქმა უნდა დასჭი...   Jul 27 2011, 11:57 PM
Funkenstein   რა სჯობს ვარსკვლავ...   Jul 28 2011, 10:39 AM
ikanosi   Funkenstein აბა ბიჭო :D მარტ...   Jul 28 2011, 11:32 AM
new member   ikanosi ეგ სურათი მხოლო...   Jul 29 2011, 05:43 PM
ikanosi   new member მეცნიერებმა ხ...   Jul 29 2011, 06:46 PM
toka@   საუკუნის დალოცვა მ...   Jul 29 2011, 07:01 PM
GIORGI LELUASHVILI   ikanosi ამას ვაიშნავურ...   Aug 2 2011, 04:27 PM
ikanosi   GIORGI LELUASHVILI ქრისტიანულ...   Aug 2 2011, 05:01 PM
GIORGI LELUASHVILI   ikanosi ჯერ არ გამომიკვ...   Aug 2 2011, 05:17 PM
ქევანა   მე შემოვალ და მე და...   Aug 3 2011, 11:12 AM
GIORGI LELUASHVILI   new member ვაა, კაი ერთი:D ...   Aug 4 2011, 11:42 PM
A.V.M   :thumbs: :thumbs: :thumbs: უცხოპლ...   Aug 4 2011, 11:47 PM
toka@   მე გეტყვით რატომ შ...   Aug 4 2011, 11:50 PM
GIORGI LELUASHVILI   toka@ :g:   Aug 5 2011, 12:04 AM
toka@   [b]toka@ :g: არგუმენტი ს...   Aug 5 2011, 12:07 AM
ikanosi   არადა მართლა მაინტ...   Aug 5 2011, 12:05 AM
ikanosi   ეგ კითხვა კიდევ გა...   Aug 16 2011, 12:45 PM
მალონი   ადამიანი აიღე. თუკ...   Sep 18 2011, 06:16 PM
llaasshhaa   მალონი +1 :) მართალი ...   Dec 10 2011, 10:23 PM
ikanosi   რისი არ უნდა გვჯერ...   Dec 10 2011, 11:00 PM
GIORGI LELUASHVILI   მხოლოდ ადამიანს რ...   Dec 10 2011, 11:04 PM
ikanosi   არაფერს   Dec 10 2011, 11:16 PM
GIORGI LELUASHVILI   არაფერს მაშინ, შენ...   Dec 11 2011, 06:52 PM
Kanishtha-Adhikar   ამერიკელმა და ევრო...   Dec 12 2011, 11:29 PM
GIORGI LELUASHVILI   ამერიკელმა და ევრ...   Dec 14 2011, 06:16 PM
Ismail   მოდით, ნუ დავსვამთ ...   Feb 2 2012, 06:59 PM
MIRDAT   თუკი ადამიანი შექ...   Feb 19 2014, 03:50 AM
G_saxva   ამ თემასთან დაკავშ...   Feb 19 2014, 09:56 AM
marine   " - როდის მოხდა დედ...   Nov 10 2016, 01:17 PM
marine   "სანამ გალილეო გა...   Jun 2 2020, 09:59 PM


Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 9th May 2024 - 08:19 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი