თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

მართლმადიდებლური ფორუმი _ ეკლესიის ისტორია _ საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენა

პოსტის ავტორი: Lenus თარიღი: Apr 22 2007, 03:54 PM

-------------

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 24 2007, 12:29 PM

წმინდა ილია მართალი და ბრძოლა საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიისათვის

"სამი ღვთაებრივი საუნჯე დაგვრჩა ჩვენ ქართველებს მამა-პაპათაგან - მამული, ენა და სარწმუნოება. თუ ამათაც არ ვუპატრონებთ, რა კაცები ვიქნებით, რა პასუხი გავცეთ შთამომავლობას" - აი, სწორედ ის მტკივნეული საზრუნავი და საფიქრალი, რამაც აღანთო და საზოგადოებრივ ასპარეზზე გამოიყვანა თერგდალეულები და მათი სულიერი მამათავარი წმინდა ილია მართალი.

თერგდალეულები ეროვნული თავისუფლების საქმეს პირდაპირ უკავშირებდნენ ქართული ეკლესიის დამოუკიდებლობისათვის ბრძოლას და ამ საქმეს დიდ მნიშვნელობას ანიჭებდნენ. ისინი ნათლად ხედავდნენ მეტად მძიმე მდგომარეობას ერისას, რომელსაც თითქმის დავიწყებული ჰქონდა წმინდა მეფის ვახტანგ გორგასლის სიტყვები: "აწ გამცნებ, თქვენ, რათა მტკიცედ სარწმუნოებასა ზედა დგეთ და ეძიებდეთ ქრისტესთვის სიკვდილსა სახელსა მისსა ზედა, რათა წარუალი დიდება მოიგოთ."

საუკუნეების მანძილზე ქონებული რჯული უცხო ერში აღრევით, თითქმის გადაგვარების გზაზე იდგა. დღის წესრიგში დადგა ეკლესიის ავტოკეფალიისათვის ბრძოლის მოთხოვნა. ილია ჭავჭავაძე გრძნობდა, თუ როგორ იყო ქართველი და ქრისტიანობა, ქართველი და ეკლესია ერთმანეთს შენივთებული, ამდენად მათი ტკივილი საერთო ტკივილი იყო და საერთო მკურნალობას საჭიროებდა.

ილიამ, თერგდალეულებთან ერთად, ქართველ სამღვდელოების თანადროულად დაიწყო ბრძოლა ავტოკეფალიისათვის. მას კარგად ესმოდა, თუ რა მდგომარეობაში იყო ქართული ეკლესია, რომელიც "საქართველოს გადაღეღილ მკერდზედ იყო დადგმული." ჯოჯოხეთის ბჭეთაგან შეუმუსრავი უცხოთაგან ირყვნებოდ, შველას ითხოვდა. რუსეთის იმპერიაში რევოლუციური პროცესების დაწყებამ დააჩქარა, უკვე ოფიციალურ დონეზე ავტოკეფალიის მოთხოვნის წამოწყება. ამ მოთხოვნებით მრავალჯერ მიმართეს - იმპერატორსა და წმიდა სინოდს. თვით რუსეთის სინოდის მიერ საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის საკითხის შესასწავლად დანიშნული პროფესორი ი. სოკოლოვი გამოთქვამდა მოსაზრებას: "გასაოცარია, რომ ქართველებმა აქამდე ვერ მიაღწიეს საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის დაბრუნებას-ო."

1905 წლის 11 ოქტომბერს ქართველ დიდებულთა ჯგუფმა, რომელსაც ილია მეთაურობდა, მიმართა კავკასიის მეფის ნაცვალს გრაფ ვორონცოვ - დაშკოვს და წარუდგინა წერილობითი დოკუმენტი იმპერატორისათვის მისართმევად. გაზეთმა "ცნობის ფურცელმა" გამოაქვეყნა იმპერატორისათვის გადასაცემი დოკუმენტის ნაწილი. დოკუმენტში განხილული იყო ზოგადად საქართველოს ეკლესიის ისტორიული წარსული, მისი მდგომარეობა რუსი ეგზარქოსების მმართველობის პერიოდში. აღწერილი იყო მეტად მძიმე პირობებში მყოფი სამღვდელოების ცხოვრება. აღნიშნული იყო, რომ "ივერიის ეკლესიას წაერთვა ყოველივე ის, რითაც ცხოვრობდა, რითაც ძლიერი იყო იგი. შეწყდა სიცოცხლის ძარღვი..." მიმართვაში ხაზგასმით იყო ნათქვამი, რომ "განზრახული ავტონომია კავკასიის ეკლესიისა, მიტროპოლიის მეთაურობით ვერ დააკმაყოფილებს ქართელ ერს, რომელიც გულმოკლულად მიეგება ამ ამბავს და სცნო, რომ ამ ცვლილებით მოესპობა საქართველოს ეკლესიას, მრავალსაუკუნოვანი არსებობის უკანასკნელი კვალი." კატეგორიულად იქნა დასმული საკითხი, რომ აღდგენილიყო "ივერიის ეკლესიის ავტოკეფალური უფლებანი, ამორჩეული კათოლიკოსის მეთაურობით."

ამ დოკუმენტის გადაცემის წინ ჩანს, ილიას წარმოუთქვამს სიტყვა. იგი აღნიშნავდა, რომ რუსეთის იმპერიაში შემავალი ყველა სხვა რელიგიურ კონფესიებს თავიანთი სარწმუნოებრივი მმართველობები და სრული დამოუკიდებლობა გააჩნდათ, რასაც მოკლებულნი იყვნენ ქართველი მართლმადიდებლები: "თითქოსდა სასჯელად მათი მართლმადიდებლობის გამო." სიტყვის დასასრულს ილია დასძენდა: "განსახილველად წარმოგიდგენთ შუამდგომლობას ქართული ეკლესიისათვის, მის წიაღში უძველესი დროიდან არსებული ავტოკეფალიის დაბრუნების შესახებ: ვიმედოვნებთ, რომ ამით ვასრულებთ ჩვენს მოქალაქეობრივ ვალს და ვსასოებთ, რომ ამ მოთხოვნამ თქვენი ბრწყინვალების მხარდაჭერა დაიმსახუროს."

როგორც ჩანს, იმედი დიდი ჰქონდათ ქართველ დიდებულებს, მაგრამ მოხდა კი სხვაგვარად, მათი თხოვნა დარჩა ხმად მღაღადებლისა უდაბნოსა შინა. აღნიშნულ შეხვედრაზე მეფისნაცვალს ვორონცოვ-დაშკოვს არ გამოუთქვამს სურვილი ავტოკეფალიის აღდგენისა, მას განუცხადებია: "დამარწმუნეთ, რომ ეგ ავტოკეფალია სასარგებლო იქნება საქართველოსთვისაც და რუსეთისთვისაც და მაშინ დაგიჭერთ მხარს-ო."

მეფისნაცვალს ის არგუმენტიც მოუტანია, რომ ყველა ეკლესია ქრისტიანული ეკლესიის შეერთებას შესთხოვს ღმერთს, თქვენ კი უკვე არსებული ერთობის დარღვევა გწადიათო. ეს იყო არა კერძოდ ვორონცოვ-დაშკოვის , არამედ მთელი რუსეთის თვითმპყრობელური ხელისუფლების თვალსაზრისიც, რომელსაც ისინი ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობისა და მისი კონცეფციის საწინააღმდეგოდ იყენებდნენ. არც ილია და არც მისი თანამოდასენი ბრძოლის შეწყვეტას არ აპირებდნენ. მოვლენების ბუნებრივ განვითარებას ნათლად ასახავს ექვთიმე თაყაიშვილის მოგონება:

"ბოლოს და ბოლოს გადავწყვიტეთ დიდი დემონსტრაცია მოგვეწყო და ავტოკეფალია მოგვეთხოვა, თან უნდა წაგვერო ბაირაღები და პლაკატები წარწერბით: "აღგვიდგინეთ ავტოკეფალია." წამოიჭრა საკითხი: ვინ უნდა გაძღოლოდა წინ ამ არაჩვეულებრივ დემონსტრაციას? ილიამ გვითხრა: "თუ საჭიროა, მე წაგიძღვებითო..." ასეც იყო, ილია სიცოცხლის ბოლომდე წინ მიუძღოდა თბილისის წმიდა ნიკოლოზის ეკლესიის (ყოფ. რიყის ქუჩაზე) სასწავლებლის შენობაში გამართულ ყრილობას, რომელიც მიეძღვნა ქართული ეკლესიის ავტოკეფალიის საკითხს.

ილიას ამ ყრილობაზე მეტად მნიშვნელოვანი შენიშვნა გაუკეთებია. კერძოდ კი გამოსულ ორატორთა მოთხოვნაზე, საქართველოს ეკლესიას ავტოკეფალიის აღდგენის შემდეგ დაბრუნებოდა ჩამორთმეული საეკლესიო მიწები, ილიას უთქვამს: "თქვენ მოითხოვთ საეკლესიო მამულების აღდგენას, გარეთ კი ხალხი მოითხოვს საეკლესიო და სათავადო მამულების ჩამორთმევას. ამას თავი დაანებეთ. ჩვენი ხალხი მორწმუნეა, სარწმუნოების მათაყვანები და მორწმუნე ღვთის მოსავი ხალხი მუდამ შეინახავს თავის სულიერ მამას."

1905 წელს მეფისნაცვალისადმი მოთხოვნის წარდგენით არ დაკმაყოფილდა ილია, და გიორგი ჟურულთან ერთად საგანდგებოდ ეახლა წმიდა სინოდის ობერპროკურორ ა.დ. ობოლენსკის, რომელსაც ვრცლად განუმარტა საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის არსი, რომ ამ საკითხის მოუგვარებლობა მომტანი იყო მრავალი უბედურებისა, კერძოდ, ქრისტიანული კეთილდღეობის მოშლისა.

1906 წლის აპრილში ილია ჭავჭავძე სახელმწიფო საბჭოს წევრად აირჩიეს, სადაც მან ენერგიული მუშაობა გააჩაღა საქართველოს ეროვნული საკითხების გადასაწყვეტად ავტოკეფალიისათვის. ბრძოლა ილიას არც შეუწყვეტია. სახელმწიფო საბჭოში მუშაობის დროს ილია ალექსანდრე ცაგარელთან ერთად ეახლა პეტერბურგის მიტროპოლიტ ანტონს "ორივე ქართველი ხანგრძლივად ებაასა სინოდის თავჯდომარეს ქართველთა ეკლესიის თავისუფლებაზე. ამ ვიზიტის შემდეგ ილია უფრო არკვევდა საჭირო მასალებს, რასაკვირველი მოხსენებისათვის." როგორც ილიას თანამედროვენი გვაცნობენ, ილია საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიაზე ხშირად ესაუბრებოდა სახელმწიფო საბჭოს წევრებს.

თერგდალეულთ ღვაწლმა გარკვეულწილად თავისი შედეგი გამოიღო. რუსეთის მთავრობა იძულებული გახდა განეხილა ქართველთა მიერ დაყენებული საკითხი და გადასაწყვეტად იგი მიანდო რუსეთის მომავალ საეკლესიო კრებას, მაგრამ ეს ჯერ კიდევ არ იყო საბოლოო გამარჯვება. ახლა უფრო მეტი ბრძოლა იყო საჭირო. ქართველი თერგდალეულებიც აქეთკენ მოუწოდებნენ, როგორც სამღვდელოებას, ისე საერო პირთაც.

თერგდალეულთა თანამოდასეს, იაკობ გოგებაშვილს, ერის გადარჩენის ნიშნასვეტად სწორედ ეკლესია და მისი შემდგომი სკოლა მიაჩნდა, როგორც ყველა მისი თანამოაზრე, იაკობიც პირველყოვლისა ეკლესიის თვითმწყემსობის უფლების მოპოვებისათვის ბრძოლას უსახავდა მიზნად თავის ქვეყანას. იგი შემდეგი სიტყვებით მიმართავდა ხალხს: "მედგრადა მოითხოვეთ ეს ძვირფასი უფლება და მტკიცედ გამოაცხადეთ, რომ თუ იგი უფლება არ დაგვიბრუნდა მთელი ქათველობა ზურგს შეაქცევს და უარყოფს მართლმადიდებლობასო."

რუსეთის ხელისუფლებას, რა თქმა უნდა, არ აწყობდა საქართველოში მოვლენების ამგვარი განვითარება და ყველაფერს აკეთებდა მის განსამუხტავად. საამისოდ მათ გამონახეს კიდეც გზა და საშუალება. ეკლესიისა და ყოველგვარი ეროვნულობის წინააღმდეგ საბრძოლველად შექმნილმა სატანური მოძღვრების გზააბნეულმა მიმდევრებმა ილიას ფიზიკურად მოსპობა განიზრახეს. 1907 წლის 30 აგვისტოს თბილისიდან საგურამოს მიმავალ ილიას ბერდანის ტყვიამ გაუჩერა ქრისტესა და სამშობლოს სიყვარულით აღვსილი გული. მთელი საქართველო შესძრა ამ მოვლენამ. ილიას მკვლელს, მართალია კავკასიის სამხედრო სასამართლომ ჩამოხრჩობა მიუსაჯა, მაგრამ ილიას მეუღლემ ოლღა გურამიშვილმა თბილისის გენერალ გუბერნატორს სთხოვა მკვლელებისათვის შეენდოთ დანაშაული. ილია თავად იბრძოდა სიკვდილით დასჯის წინააღმდეგ. მან თავისავე სიცოცხლეშივე შეუნდო თავის მკვლელებს ცნობილი ლექსით "ლოცვა": "რომ მტერთათვისაც, რომელთ თუნდაც გულს ლახვარი მკრან, გთხოვდე შეუნდე, არ იციან, ღმერთო, რას იქმან."

რუსეთის ხელისუფლება ვარაუდობდა, რომ ილიას მოკვლით გარკვეული დროით შეფერხდებოდა ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობა, მაგრამ მოხდა პირიქით, ამ მოვლენამ კიდევ უფრო დააჩქარა ბრძოლის ტემპი.

ამრიგად, თერგდალეულთა და მათი წინამძღოლის წმიდა ილია მართლის ღვაწლმა მტკიცე ბალავარი დაუდო სახელმწიფოს ეროვნულ-პოლიტიკური დამოუკიდებლობისა და ეკლესიის ავტოკეფალიისათვის ბრძოლის საქმეს. მათ ნათლად წარმოუჩინეს მომავალ თაობას გზა მამულისაა ჩვეულისამებრ სვლისა, რომლის მიზანი იყო დაცვა სამი დიდი საუნჯისა: ენა, მამულისა და სარწმუნოებისა."


პოსტის ავტორი: დათიკო თარიღი: Apr 24 2007, 03:31 PM

მე უფრო მეტად ჩვენი ავტოკეფალიის ჩამოყალიბების პირველწყაროები მიანტერესებს.

პოსტის ავტორი: KAIROS თარიღი: Apr 24 2007, 05:59 PM

ციტატა
მე უფრო მეტად ჩვენი ავტოკეფალიის ჩამოყალიბების პირველწყაროები მიანტერესებს.



დიდი თემაა. ნაწილ-ნაწილ უნდა მივყვეთ, დღეს არსებული მასალების მიხედვით, აშკარად ღვთისმშობლემა გამოაცხადებინა მსოფლიო პატრიარქს დემეტრეს ( დიმიტრი.დიმიტრი...ასე მიუმართია გამოცხადებაში და მერე უბრძანებია აღედგინა ავტოკეფალია ქართული ეკლესიისათვის)...

პირველი საკითხი ასე უნდა დაისვას, თუკი ყველა ეკლესიის ავტოკეფალია მოითხოვს და ეყრდნობა მოციქულის ქადაგებას, რომელი წყაროები საუბრობენ წმ. ანდრიას საქართველოში ან მისი ტერიტორიის ნაწილზე ქადაგების შესახებ?

ასეთია აპოკრიფი "ანდრიას ცხოვრება" და მოგვიანო მამები, გვაქვს ასევე არაპირდაპირი წყაროები, მივხედოთ ნელნელა ამ საკითხს...

კარგი თემაა smile.gif


პოსტის ავტორი: afxazi თარიღი: Apr 24 2007, 06:04 PM

KAIROS

ციტატა
დღეს არსებული მასალების მიხედვით, აშკარად ღვთისმშობლემა გამოაცხადებინა მსოფლიო პატრიარქს დემეტრეს ( დიმიტრი.დიმიტრი...ასე მიუმართია გამოცხადებაში და მერე უბრძანებია აღედგინა ავტოკეფალია ქართული ეკლესიისათვის)...

უკაცრავად მაგრამ ეს სერიოზულად თქვი, ვინ მიიჩნევს ასე.

პოსტის ავტორი: დათიკო თარიღი: Apr 24 2007, 07:53 PM

ქართული ეკლესიის ავტოკეფალიის შესახებ საუკუნეთა მანძილზე გამოთქმული იყო ორი განსხვავებული თვალსაზრისი. პირველის მიხედვით, ქართული ეკლესია დააფუძნა იერუსალიმიდან ჩამოსულმა წმინდა მოოციქულმა ანდრია პირველწოდებულმა და ამიტომაც ავტოკეფალური იყო დაფუძნებისთანავე, I, II საუკუნეებიდანვე, ისევე, როგორც ყველა სხვა მოციქულის მიერ იმ დროისათვის დაარსებული ეკლესიები მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში.
მეორე თვალსაზრისს - V - XI საუკუნეებში ქართული ეკლესიისათვის ავტოკეფალიის მინიჭების შესახებ - ძალზე სუსტი საბუთები აქვს. ბ. ლომინაძე წერს: "ქართული ეკლესიის ავტოკეფალიის დასაბუთებისას ისტორიულ ცნობათა სიმცირის გამო ძველი და თანამედროვე მკვლევარები უმთავრესად ამოდიან ვახტანგ გორგასლის დროინდელი საქართველოს საგარეო და საშინაო პოლიტიკური ვითარებიდა, რომელიც ქვეყნის მესაჭეს შესაძლებლობას აძლევდა ეძია ეკლესიური დამოუკიდებლობა და მიეღწია მისთვის".
თვალსაზრისი, რომლის თანახმადაც ქართულ ეკლესიას ავტოკეფალია მიენიჭა V-XI საუკუნეებში, ძირითადად ეფუძნება ეფრემ მცირის თხზულებას, ასევე ბალსამონის ერთი ცნობის თავისებურ გაგებას.
(ანანია ჯაფარიძე)
საინტერესოა ეს ბოლო ორი ძეგლი - ეფრემ მცირის თხზულება და ბალსამონის ცნობა.

პოსტის ავტორი: afxazi თარიღი: Apr 24 2007, 08:03 PM

ციტატა(დათიკო @ Apr 24 2007, 08:53 PM) *

ქართული ეკლესიის ავტოკეფალიის შესახებ საუკუნეთა მანძილზე გამოთქმული იყო ორი განსხვავებული თვალსაზრისი. პირველის მიხედვით, ქართული ეკლესია დააფუძნა იერუსალიმიდან ჩამოსულმა წმინდა მოოციქულმა ანდრია პირველწოდებულმა და ამიტომაც ავტოკეფალური იყო დაფუძნებისთანავე, I, II საუკუნეებიდანვე, ისევე, როგორც ყველა სხვა მოციქულის მიერ იმ დროისათვის დაარსებული ეკლესიები მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში.
მეორე თვალსაზრისს - V - XI საუკუნეებში ქართული ეკლესიისათვის ავტოკეფალიის მინიჭების შესახებ - ძალზე სუსტი საბუთები აქვს. ბ. ლომინაძე წერს: "ქართული ეკლესიის ავტოკეფალიის დასაბუთებისას ისტორიულ ცნობათა სიმცირის გამო ძველი და თანამედროვე მკვლევარები უმთავრესად ამოდიან ვახტანგ გორგასლის დროინდელი საქართველოს საგარეო და საშინაო პოლიტიკური ვითარებიდა, რომელიც ქვეყნის მესაჭეს შესაძლებლობას აძლევდა ეძია ეკლესიური დამოუკიდებლობა და მიეღწია მისთვის".
თვალსაზრისი, რომლის თანახმადაც ქართულ ეკლესიას ავტოკეფალია მიენიჭა V-XI საუკუნეებში, ძირითადად ეფუძნება ეფრემ მცირის თხზულებას, ასევე ბალსამონის ერთი ცნობის თავისებურ გაგებას.
(ანანია ჯაფარიძე)
საინტერესოა ეს ბოლო ორი ძეგლი - ეფრემ მცირის თხზულება და ბალსამონის ცნობა.

თან ხელთ არ მაქვს სამწუხაროდ, მაგრამ ისე გირჩევდი წაიკითხო ჟურნალი "ჯვარი ვაზისა" 1990 წლის მესამე ნომერი, იქ ძალიან ბევრი ცნობაა საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიაზე.

პოსტის ავტორი: დათიკო თარიღი: Apr 24 2007, 08:11 PM

KAIROS

ციტატა
დღეს არსებული მასალების მიხედვით, აშკარად ღვთისმშობლემა გამოაცხადებინა მსოფლიო პატრიარქს დემეტრეს

თუ არ დაგეზარება ამაზე ცოტა უფრო დაწვრილებით დაწერე რა smile.gif

პოსტის ავტორი: KAIROS თარიღი: Apr 24 2007, 10:48 PM

ციტატა
უკაცრავად მაგრამ ეს სერიოზულად თქვი, ვინ მიიჩნევს ასე.


როცა ვხუმრობ, ვწერ კიდეც, მიიჩევს კი არა ეს "შიგნითა სამზარეულოს" ამბავია...

ციტატა
თუ არ დაგეზარება ამაზე ცოტა უფრო დაწვრილებით დაწერე რა


გავიხსენებ კარგად, ეს არაა რაიმე დოკუმენტი, ეს ითქვა შიგნით, თავად პატრიარქების საუბრიდან გამოჟონილი...

მერე რატომღაც ბუნდოვნად მახსოვს, თავად უწმიდესმაც იქადაგა...

გავიხსენებ და მოვყვები...

პოსტის ავტორი: afxazi თარიღი: Apr 25 2007, 09:37 AM

KAIROS

ციტატა
როცა ვხუმრობ, ვწერ კიდეც, მიიჩევს კი არა ეს "შიგნითა სამზარეულოს" ამბავია...

სიტყვებით აშკარად ხუმრობა იყო გამოხატული. თუ არ დაგეზარება უფრო დაწვრილებით მოგვიყევი ამის შესახებ.

პოსტის ავტორი: კანონისტი თარიღი: Apr 25 2007, 11:28 AM

კონსტანტინოპოლის II მსოფლიო საეკლესიო კრების მე-2 კანონი

ეკლესიათა კეთილად განგებისა და მშვიდობისათვის არც ერთ ეპისკოპოსს არ აქვს უფლება გასცდეს თავისი ეკლესიის საზღვრებს და შეიჭრას სხვა ეკლესიის საზღვრებში, რათა არ მოახდინოს ეკლესიების აღრევა. კანონთა თანახმად ალექსანდრიის ეპისკოპოსი უნდა განაგებდეს მხოლოდ ეგვიპტის ეკლესიებს, აღმოსავლეთის ეპისკოპოსნი უნდა განაგებდნენ მხოლოდ აღმოსავლეთის ეკლესიებს. დაცული უნდა იყოს ნიკეის კანონებით დაწესებული პატივი ანტიოქიის ეკლესიისა. აზიის სოფლების ეპისკოპოსნი განაგებდნენ მხოლოდ აზიის ეკლესიებს, პონტოელი ეპისკოპოსნი უნდა მართავდნენ მხოლოდ პონტოს ეკლესიებს, ხოლო თრაკიის ეპისკოპოსნი - მხოლოდ თრაკიის ეკლესიებს.

ცნობილი ბერძენი კანონისტის ბალსამონის (XII ს.) კომენტარი ამ კანონზე:
"....ხოლო ივერიის მთავარეპისკოპოსის შესახებ განისაზღვრა ანტიოქიის კრებაზე. ამბობენ, რომ ღვთის დიდი ქალაქის ანტიოქიის უწმიდესი პატრიარქის უფალ პეტრეს დროს გამოცემულ იქნა სინოდალური ტომოსი, რომლის ძალითაც იმ დროისათვის ანტიოქიის პატრიარქს დაქვემდებარებული ივერიის ეკლესია, განთავისუფლდა და გახდა დამოუკიდებელი (ავტოკეფალური)...."

მათე ვლასტარის ანბანური სინტაგმა, ასო E, თავი 11
"... ივერიის ეკლესიის შესახებ, რომელსაც შეეხო ანტიოქიის კრება, რომელსაც იგი ადრე ექვემდებარებოდა, რომ ამ ეკლესიის მეთაურნი ხელდასხმულ უნდა იქნენ მათივე ეპისკოპოსთაგან..."

პოსტის ავტორი: KAIROS თარიღი: Apr 30 2007, 04:02 PM

ციტატა
აქვე მაინტერესებს, რომელიმე ეკლესიამ მხარი დაგვიჭირა თუ "თვითგამოცხადებული " ავტოკეფალიის სტატუსით ვსარგებლობდით 1943 წლამდე?


არცერთმა, და არც შეიძლებოდა მხარი დაეჭირათ, სანამ მსოფლიო საპატრიარქო არ ცნობდა ამ ფაქტს...

პოსტის ავტორი: afxazi თარიღი: Apr 30 2007, 08:04 PM

Lenus

ციტატა

მსოფლიო საპატრიარქო კი ვერ ამოიღებდა ხმას, სანამ რუსეთის საპატრიარქო არ მოგვანიჭებდა და დათანხმდებოდა ჩვენს ავტოკეფალიას, ხომ მართალია?

რუსეთის ეკლესიას ვინ კითხავს ჩვენს ავტოკეფალიას. ეს მსოფლიოს საპატრიარქოს გადასაწყვეტი იყო, რომელსაც უბრალოდ ვერ შეეწინააღმდეგებოდა, რეალობიდან გამომდინარე. 1943 წელს კი გგონია რუსეთის ეკლესიამ კეთილი ნება გამოიჩინა და აღიარა ჩვენი ავტოკეფალია. ყურადღება მიაქციე რომელი წლებია. (მეორე მსოფლიო ომი მიმდინარეობდა).

პოსტის ავტორი: afxazi თარიღი: May 1 2007, 10:26 AM

Lenus

ციტატა
მე მიქცეული მაქვს ყურადღება ჩემო კარგო.

საქმე იმაშია რომ მსოფლიო საპატრიარქომ მხოლოდ 80-იან წლებში (თუ არ ვცდები) გვცნო ავტოკეფალიურ ეკლესიად.

მეორეც, მსოფლიო საპატრიარქო ვერაფერს გადაწყვეტს რადგან ის სტატუსით სხვა ეკლესიაზე მეტი არაა.

რუსეთის ნაწილი რადგან ვიყავით, ამიტომ სწორედ რომ "რუსეთის ეკლესიას ეკითხებოდა".

კეთილი ნება გამოიჩინეს თუ ოლიმპიური სიმშვიდე, ამას ვარკვევთ სწორედ. შენი ვერსია მაინც ვერ გავიგე, მეორე მსოფლიო ომი იყო და ამიტომ მსოფლიო საპატრიარქომ უბრძანა რუსეთის ეკლეისას, აღიარეო?

ვერ გაიგებდი იმიტომ რომ ბოლომდე არ დავწერე (საუბარში მინდოდა გამომეწვიე), 1943 წელს თუ დაუკვირდები მეორე მსოფლიო ომი მიმდინარეობდა და საჭირო იყო ნებისმიერ ფასად ხალხის ერთი იდეოლოგიით გაერთიანება, მტრის (გერმანიის) წინააღმდეგ გაერთიანება. ამ ვითარებაში პატრიარქმა კალისტრატე ცინცაძემ ისარგებლა და მოსთხოვა რუსეთის ეკლესიას ეცნო ავტოკეფალია, თუმც არ უნდოდა რუსეთის ეკლესიას, მაგრამ ხელიხუფალთა ჩარევით ორ ეკლესიას შორის აღდგა ევქარისტიული კავშირი. მსოფლიო საპატრიარქო გეთანხმები სატატუსით სხვებზე მეტი არაა, მაგრამ აქვს მას უფლება ცნოს ან არ ცნოს რომელიმე ეკლესიის ავტოკეფალია, და მის მიერ აღიარებული უკვე ოფიციალურად ითვლება ავტოკეფალურად და აღიარებული ეკლესია შეტანილია დიფტიხში და მის მეთაურს ყველა ეკლესია იხსენიებს.

პოსტის ავტორი: afxazi თარიღი: May 1 2007, 03:57 PM

Lenus

ციტატა
ეჰ, ღმერთმა ეგრე აგისრულოს ყველა სურვილი გამოწვეული ვარ!

ანუ, ვასკვნით, რომ ხელისუფალთა ჩარევით მოხდა? ამის რამე დამამტკიცებელი ან განმამტკიცებელი მასალები ხომ არ გაქვს?

შენ თვითონვე ამბობ, რუსეთის ეკლესიას ვინ ჰკითხავდაო და აქვე ამბობ, ხელისუფგლები ჩაერიენ, რომ ეცნოო. ანუ, საჭირო იყო თუ არ იყო რუსეთის ეკლესიის მიერ ჩვენი ავტოკეფალიის ცნობა? მე ვფიქრობ რომ იყო, მანამდე სხვა ვერცერთი ეკლესია ვერ გვცნობდა.

გაიხარე. მე ზემოთ როცა ვთქვი რუსეთის ეკლესიას ვინ კითხავდაო, ვიგულისხმე 1990 წელს მსოფლიო საპატრიარქოს მიერ ჩვენი ეკლესიის ავტოკეფალიის ცნობა ოფიციალურად. რაც შეეხება 1943 წელს, შევეცდები უფრო ფაქტებით ვილაპარაკო, თუმცა დღეს ამის საშუალება არ მაქვს (ხვალისთვის გადავდოთ), რუსეთის მიერ ცნობა ავტოკეფლიის, 1943 წელს ფორმალური იყო, რადგან არც ერთი ეკლესია არ გაღიარებდა ავტოკეფალურად. გცნობდნენ როგორც ავტონომიურად.

პოსტის ავტორი: afxazi თარიღი: May 4 2007, 07:50 PM

ავტოკეფალიის აღდგენის შემდგომი მოვლენები. ბრძოლა ავტოკეფალიის ოფიციალური აღიარებისათვის, რუსეთის და სხვა მართლმადიდებელ ეკლესიათა მიერ.

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის შემდეგ, ქართველი უმაღლესი სასულიერო იერარქები აქტიურად შეუდგნენ მუშაობას, რათა ერთის მხრივ, მსოფლიოს მართლმადიდებელ ეკლესიების და მეორეს მხრივ, არამართლმადიდებელ ქრისტიანულ კონფესიებს ოფიციალურად ეცნოთ 1917 წლის 12(25) მარტის სვეტიცხოვლის დამოუკიდებლობის აქტი. საქართველოს ეკლესიის დროებითი მმართველობის კომიტეტმა, პირველ ყოვლისა, სცადა რუსეთის მართლმადიდებელ ეკლესიასთან ურთიერთობის მოწესრიგება, რაც დაკავშირებული იყო საეკლესიო ქონების გაყოფასთან, ეკლესია-მონასტრების, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის იურისდიქციის პრობლემებთან.

რუსეთის დროებითი მთავრობა შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, იძულებეული გახდა დათანხმებულიყო საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენას, მაგრამ რუსეთის ეკლესიის სინოდი, რელიგიის საქმეთა სამინისტრო, ობერპროკურორი 25 მარტის ერთობლივ სხდომაზე იღებენ გადაწყვეტილებას სცნონ საქართველოს ეკლესიის ეროვნული ავტოკეფალია, რაც ნიშნავდა იმას, რომ საქართველოში არსებული არაქართული მართლმადიდებელი ეკლესიები თავისი მრევლით საქართველოს ეკლესიის იურისდიქციის მიღმა რჩებოდა. რუსეთის სინოდის გადაწყვეტილებით, 27 მარტიდან საქართველოს ეგზარქოსყოფილი პლატონი კავკასიისა და თბილისის მიტროპოლიტად გამოცხადდა. ამის გამო საქართველოს ეკლესიის დროებითი მმართველობის კომიტეტმა 29 მარტის კრებაზე ოფიციალური პროტესტის ტექსტი შეიმუშავა დროებითი მთავრობის სახელზე.

რუსეთის ეკლესიასთან ურთიერთობის მოგვარების მცდელობას ადგილი ჰქონდა პეტერბურგის უნივერსიტეტის პროფესორის ვლადიმერ ბენეშევიჩის თბილისში ვიზიტისას 10 აპრილიდან 4 ივნისის ჩათვლით, მას მოლაპარაკება ჰქონდა დეკანოზ კ. კეკელიძესა და ნ. თალაკვაძესთან. ამ პრობლემის მოგვარებას ცდილობდნენ ეპისკოპოსი ანტონ გიორგაძე, არქიმანდრითი ამბროსი ხელაია და დეკანოზი კალისტრატე ცინცაძე პეტერბურგში, როცა ისინი სპეციალური მისიით საქართველოს ეკლესიის დროებითი მმართველობის კომიტეტის სახელით მოლაპარაკებას აწარმოებდნენ რუსეთის დროებით მთავრობასთან, რუსეთის წმ. სინოდთან. 1917 წლის 1 აგვისტოს ეპისკოპოსმა ანტონმა სიტყვით მიმართა რუსეთის სინოდს: "ივერიის ავტოკეფალური მართლმადიდებელი კათოლიკე ეკლესია აუწყებს ამას ქრისტეს მიერ საყვარელ თავის და სრულიად რუსეთის მართლმადიდებელ კათოლიკე ეკლესიას, თქვენი უწმიდესობის სახით, და უძღვნის მართლმადიდებლობის შინა მყოფ რუს მოძმე ხალხს ქრისტიანულ წრფელსა და მხურვალე ამბორს. ქრისტეს მიერ ამ სიყვარულის ცხოველ გრძნობით ჯვაროსანი ეკლესია ივერიისა ითვალისწინებს განვლილ ჟამთა შინა საუკუნოთა სტადიონზე ორივ ეკლესიათა მიერ მართლმადიდებელ სარწმუნოების წმიდა დოგმათა თანხმობლივ დაცვას და გამოსთქვამს მტკიცე რწმენას იმაში, რომ ამიერიდან ორივე მონათესავე სარწმუნეობითაცა და სულიერ მისწრაფებით ეკლესიანი იცხოვრებენ კეთილთანხმობით, მჭიდრო კავშირისა და ურთიერთისადმი სიყვარულით, რათა ერთი გულითა, თუმცა არა ერთითა ენითა, ადიდებდნენ ყოვლად პატიოსანსა და დიდად შვენიერსა სახელსა მამისა და ძისა და წმიდისა სულისა. ქრისტე არს ჩვენ შორის".

სინოდის სხდომაზე მთავარეპისკოპოსმა სერგიმ გამოთქვა იმედი, რომ ის ზოგიერთი გაუგებრობა, თუ უთანხმოება, რომელიც საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის შემდეგ რუსეთის ეკლესიასთან წარმოიშვა მოლაპარაკების გზით გადაიჭრება მომავალ საეკლესიო კრებაზე.

1917 წლის 19 აგვისტოს გაიხსნა რუსეთის საეკლესიო კრება. ამ დროს, როგორც ჩანს, სინოდში გაიმარჯვა იმ აზრმა, რომელნიც საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენას უკანონოდ მიიჩნევდნენ, ამიტომ იქ მსოფლიოს მართლმადიდებელ ეკლესიათა წარმომადგენლებთან ერთად არ მიიწვიეს საქართველოს მართლმადიდბელი ეკლესიის წარმომადგენლები. კრებამ სრულიად რუსეთის პატრიარქად აირჩია ტიხონ ბელავინი, რომელმაც 1917 წლის 29 დეკემბერს მრისხანე წერილით მიმართა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს უწმიდესსა და უნეტარესს კირიონ II-ს, წერილი გამოირჩეოდა ფაქტებისა და მოვლენების ტენდენციური შეფასებით. პატრიარქი ტიხონი თვლიდა, რომ საქართველოში ეკლესიური გამგებლობა ეკუთვნოდა რუსეთის წმიდა სინოდს, რომ თითქოს ეგზარქოსობის ხანაში ქართველობას არავითარი უკმაყოფილება არ გამოუთქვამთ რუსული მმართველობის მიმართ. პატრიარქი ტიხონი საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ხელმძღვანელობას ულტიმატუმს უყენებდა, რომ წარმდგარიყვნენ რუსეთის საეკლესიო კრებაზე, როგორც დამნაშავენი და ეღიარებინათ თავიანთი შეცოდებანი. წერილი იმდენად შეურაცხმყოფელი იყო, რომ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმიდესმა და უნეტარესმა კირიონ II-მ საერთოდ არ უპასუხა მას.

1919 წლის 5 აგვისტოს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ლეონიდმა წერილობით უპასუხა რუსეთის პატრიარქ ტიხონს. წერილის დასაწყისშივე კარგად სჩანდა, რომ საქართველოს ეკლესიის მეთაური უკან დახევას არ აპირებდა "მდაბალი ლეონიდი, წყალობითა ღვთისათა კათოლიკოს-პატრიარქი სრულიად საქართველოისა, საყვარელ მეუფესა და ქრისტეს მიერ უპატიოსნესს ძმასა და თანამსახურსა, უწმიდეს ტიხონს, მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქს". უწმიდესი ლეონიდი მისთვის ჩვეული თაქტის, ისტორიული საბუთების მოშველიებით აბათილებდა ტიხონის ბრალდებას. იგი დაწვრილებით განიხილავდა ეგზარქოსობის ხანაში ქართველი სამღვდელოების, მორწმუნე მრევლის საქართველოს ეკლესიის დამოუკიდებლობის ბრძოლის ეტაპებს, რომელსაც რუსი ეგზარქოსები ქართველ ავტოკეფალისტ ინტელიგენტების ფანტასტიურ ბოდვას უწოდებდნენ. უწმიდესი ლეონიდი დასძენდა: "ჩვენ საქმეთა შინა ცდომებს არ აქვს ადგილი, ხოლო უკეთუ ასეთები შეგვენიშნა, მათი აღკვეთისათვის ყოველ ეკლესიას მოეპოვება საშუალება... პატრიარქი ლეონიდი გამოთქვამდა რწმენას, "რაკი აღვადგინეთ კანონიკური წყობილება ქართულსა და რუსულ ეკლესიაშიც, მტკიცედ უნდა ვუთვალყუროთ, რათა შემდგომში არავითარი ესეგვარი არ იქმნეს". სამწუხაროდ, რუსეთის ეკლესიამ ამ ეტაპზე არ ისურვა საქართველოს ეკლესიასთან ევქარისტიული კავშირის აღდგენა, მისი, როგორც დამოუკიდებელი ავტოკეფალური ეკლესიის აღიარება, უფრო მეტიც, რუსეთის ეკლესიის წმ. სინოდი თვლიდა, რომ სოხუმის ეპარქია და თბილის რუსთა სამრევლო მათ გამგებლობაში უნდა დარჩენილიყო. ისინი ანგარიშს არ უწევდნენ იმას, რომ თბილისში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი, ხოლო სოხუმის ოლქში ცხუმ-ბედიელი მიტროპოლიტი იჯდა.

1919 წელს აფხაზთა სახელით თავადმა ვ. შერვაშიძემ მიმართა წერილით სოხუმის რუს ეპისკოპოსს სერგის, წერილში საუბარი იყო იმის შესახებ, რომ სოხუმის ეპარქიის მმართველად საკათალიკოზო საბჭოს მიერ დანიშნულია მიტროპოლიტი ამბროსი და აქ თქვენი ადგილი აღარ არისო. საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საკათალიკოზო საბჭომ 1926 წლის 12 ნოემბრის სხდომაზე განიხილა რუსეთის წმ. სინოდის მცდელობა ჩარეულიყო საქართველოს ეკლესიის საქმეებში და მკაცრი პროტესტი გაუგზავნა რუსეთის მხარეს. მიტროპოლიტი ქრისტეფორე აღნიშნავდა, რომ რუსეთის ეკლესიის სინოდი ცდილობს საკავშირო კპ/ბ/-ს მსგავსად განავრცოს თავისი უფლებები საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე არსებულ რელიგიურ ორგანიზაციებზე, რაც ჩვენთვის სრულიად მიუღებელიაო. 1926 წლის დეკემბერში თბილისში ჩამოვიდა ბაქოსა და კავკასიის მიტროპოლიტი პეტრე სერგეევი, რომელსაც დავალებული ჰქონდა განეგო საქართველოს ტერიტორიაზე არსებული რუსული ეკლესიების საქმეები. იგი შეხვდა საქართველოს ეკლესიის საკათალიკოზო საბჭოს წევრებს და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ აუცილებელი იყო რუსეთის ეკლესიის წმ. სინოდს ეცნო საქართველოს ეკლესიის ტერიტორიული ავტოკეფალია. საქართველოს ეკლესიის უფლებათა იგნორირებას შეეცადნენ 1927 წლის თებერვალში, მოსკოვში, საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე არსებულ მართლმადიდებელ ეკლესიათა კრებაზე, სადაც ლენინგრადის მიტროპოლიტმა ბენიამინმა, მოსკოვის მიტროპოლიტმა სერაფიმემ აღმოსავლეთის მართლმადიდებელ ეკლესიათა წარმომადგენლებს ვასილ დიმოპულოსს, პაველ კატაპოტისს საქმის ვითარება ისე დაუხატეს, თითქოს საქართველოს ეკლესია "სქიზმაზე" (განხეთქილებაზე) მიდიოდა. ამ შეკრებაზე საქართველოს ეკლესიის დელეგაცია საერთოდ არ მიუწვევიათ. საქართველოს ტერიტორიაზე არსებული რუსული სამრევლოები კვლავ არ ემორჩილებოდნენ საქართველოს საპატრიარქოს.

პროფესორი სერგო ვარდოსანიძე

(გავაგრძელებ)

პოსტის ავტორი: afxazi თარიღი: May 5 2007, 11:00 AM

1938 წლის 4 აგვისტოს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა კალისტრატემ წერილით მიმართა საქართველოს სსრ რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოს პრეზიდიუმს - წარმოგიდგენთ თბილისის რუსთა სამი სამრევლოს ღვთისმსახურთა სახელით დეკანოზ მეთოდე გირენკოს მიერ მორთმეულ მოხსენებას რუსთა სამრევლოების საქართველოში არსებობის დებულებას. პატივისცემით მოგახსენებთ, რომ საკათალიკოზო მმართველობა ყოველ ღონეს ხმარობდა, რათა რუსთა და ქართველ მორწმუნეთა შორის არსებულიყო მშვიდობა და კეთილგანწყობილება, და არავის მისცემოდა საშუალება ჩამოვარდნილიყო უთანხმოება რუსისა და ქართველ ერს შორის, განურჩევლად რწმენისა. მე დღესაც ამ აზრისა ვარ, საჭიროდ მიმაჩნია მხოლოდ შეურყევლად დარჩეს ძირითადი საეკლესიო კანონი, ერთ ტერტორიაზე არ იყოს ორი ეპისკოპოსის მართვა-გამგეობა, რასაც არა მხოლოდ ეკლესიური ნიშვნელობა აქვს". უწმიდესი კალისტრატე ამ საკითხს კიდევ ერთხელ დაუბრუნდა საქ. კპ/ბ/ ცენტრელური კომიტეტის სამდივნოსადმი გაგზავნილ წერილში, სადაც დაწვრილებითაა გაანალიზებული, რა პირობებში წაართვეს ავტოკეფალია საქართველოს ეკლესიას და როგორ დაიბრუნა იგი, მაგრამ რუსეთის ეკლესიის მეოხებით როგორ მიიღო მან ნაციონალური ხასიათი, რითაც სამოქალაქო და საეკლესიო ცხოვრებაში დამკვიდრდა შავბნელი და საზიანო ფილიტერიზმი, რომ ამ თვალსაზრისს იცავდნენ პატრიარქი ტიხონი და პატრიარქის მოსაყდრე მიტროპოლიტი სერგი. უწმიდესი კალისტრატე გამოთქვამდა რწმენას, რომ საქართველოს ხელისუფლება დაიცავდ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის პოზიციას. რუსეთის ეკლესიასთან ასეთი გაურკვეველი ვითარება გაგრძელდა 1943 წლამდე.

1917 წლის სექტემბერში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა უწმიდესმა კირიონ II-მ ოფიციალური წერილით მიმართა მსოფლიო პატრიარქს ბასილ III-ს. წერილის დასაწყისში უწმიდესი კირიონ II მოკლედ მიმოიხილავდა საქართველოს ეკლესიის ისტორიას, მიუთითებდა რუსეთის იმპერატორის 1811 წლის უკანონო გადაწყვეტილებაზე საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის გაუქმების შესახებ, "ამა პირსათვის ქალაქსა თბილისს შემოიკრიბა ღვთივგანბრძობილი კრებაი მორწმუნისა ერისა და სამღვდელოისა დასისა, რომელმან ათჩვიდმეტსა სექტემბერსა მიმდინარესა წლისასა აღირჩია უღირსობაი ჩემი და სახელმდვა მე "მთავარეპისკოპოსი მცხეთისა და სრულიად საქართველოს კათოლიკოზ-პატრიარქი" ვითარცა იყო წესი ჩვენი ეკლესიისაი... გულისხმავყავ ბრძანებასა მოციქულისასა თანახმად ერთობისა მას სულისასა საკვირველითა. მათ მშვიდობისათა და ვისწრაფვით სიყვარულით მოგიკითხო უნეტარესო მამაო და წრფელითა გულითა გითხრა: - ქრისტე არს ჩვენ შორის". ღვაწლი ჩემდა იქმნების დაცვაი დოღმატთა მართლმადიდებელობისათა, რომელთა არცა გამცემელ ყოფილ არს ეკლესიაი ჩვენი, გზად ჩემდა იქმნების ზრუნვაი კეთილდგომისათვის წმიდათა ღმერთისა ეკლესიათა და კეთილ წარმატებისათვის ერისა ჩემისა ზღუდედ ჩემდა იქმნების კანონნი". კათოლიკოს-პატრიარქი კირიონ II გამოთქვამდა რწმენას, რომ მსოფლიო საპატრიარქო სცნობდა საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენას. სამწუხაროდ, მსოფლიო საპატრიარქომ ოფიციალურად არ დააფიქსირა თავისი პოზიცია საქართველოს ეკლესიასთან მიმართებაში. ამის მიზეზი შეიძლება ისიც იყო, რომ ოქტომბრის გადატრიალების შემდეგ, როცა რუსეთში ბოლშევიკები მოვიდნენ ხელისუფლების სათავეში, მათ ინტენსიური მოლაპარაკებები დაიწყეს თურქეთთან, რომელიც საბოლოოდ ქემალისტური თურქეთის მთავრობასთან რუსეთის შეთანხმებით დასრულდა. ასეთ პირობებში კონსტანტინოპოლის საპატრიარქო, რომელიც ფრიად შევიწროვებული იყო თურქეთში, მოერიდა ახალი პრობლემის შექმნას.

უწმიდესი კირიონ II და ლეონიდის მცდელობა განაგრძო უწმიდესმა ამბროსიმ, რომელმაც წერილით მიმართა უწმიდეს კონსტანტინოპილის პატრიარქს ბასილ III-ს, ანტიოქიისა და სრულიად აღმოსავლეთის პატრიარქს ბასილ III-ს, იერუსალიმის პატრიარქს უწმიდეს დამიანეს, ალექსანდრიისა და სრულიად ეგვიპტის პატრიარქს ნიკოლოზს. წერილში უწმიდესი ამბროსი აღნიშნავდა: 1921 წლის 7 სექტემბერს სრულიად წმიდისა ღვთივ განგრძობილმან კრებამან მორწმუნე ერისა და სამღვდელო დასისმან მთავარეპისკოპოსად მცხეთისა და სრულიად საქართველოს კათოლიკოზ-პატრიარქად აღირჩია უღირსება ჩემი. ვძრწი და ვშიშობ, რაჟამს გულისხმა ვჰყოფ მძიმესა მის უღელსა, რომელი განგებამან ღმერთისმან დამაკისრა მე, გარნა ვითვალისწინებთ რა ივერიის ეკლესია საუკუნეთა განმავლობაში მუდმივად ჰპოულობდა ნუგეშსა და დახმარებას ერთმორწმუნე აღმოსავლეთის ეკლესიებისგან, ვსასოებ. ასეთ შველასა და დახმარებას დღესაც არ იქნება მოკლებული იგი და გულშემატკივარი დედა აღმოსავლეთის ეკლესია. ზნეობრივად ახლაც გაუწვდის ხელს მას". მისი უწმიდესობა ამბროსი ასეთივე წერილებით მიმართავდა რომის პაპს პიო X-ს, კენტებერიის მთავარეპისკოპოსს და ინგლისის პრიმასს. რაოდენ დიდი იყო ქართველი იერარქების გაკვირვება 1926 წ. 17 აპრილს კენტებერიის მთავარეპისკოპოსმა რომ უპასუხა საქართველოს კათოლიკოზ-პატრიარქს, შეიძლება ეს იყო გენუის საერთაშორისო კონფერენციაზე კათოლიკოზ-პატრიარქ ამბროსის მემორანდუმის ერთგვარი გამოძახილი. - მოწადინებული ვარ ყოველი ღონე ვიხმარო, დაგეხმაროთ თქვენცა და სხვებსაც, ვისაც გიპყრიათ საჭე თქვენი ეკლესიის სარწმუნოების წინაშე ესოდენ გაჭირვებისა და თვით საფრთხის პირობებშიც.

როგორც 1928 წლის 28 სექტემბრის სრულიად საქართველოს საკათალიკოზო სინოდის ოქმიდან ირკვევა, მსოფლიო პატრიარქ ბასილ III-ს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის სინოდისათვის მიუმართავს შეკითხვით, "თუ როგორ გადწყდეს მომავალ 1929 წლისათვის პეტრე=პავლობის მარხვის საკითხი, რა სახით შეიძლება მოგვარდეს პასქალიის საკითხი ახალი კალენდარის მიხედვით და შეიძლება თუ არა ამ საკითხების გადაწყვეტა მსოფლიო კრების მოუწვევლად".

როგორც ჩანს, კონსტანტინოპოლის მსოფლიო საპატრიარქო არაპირდაპირ აღიარებდა საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიას. წინააღმდეგ შემთხვევაში, შესაძლებელია მსოფლიო საპატრიარქოს დაეგზავნა წერილები ავტოკეფალურ მართლმადიდებელი ეკლესიების საპატრიარქოებში, სადაც იგი უკანონოდ გამოაცხადებდა საქართველოს ეკლესიის 1917 წლის 12(25) მარტის გადაწყვეტილებას. თუმცა მსოფლიო საპატრიარქომ რუსეთის ეკლესიის რიდით 1926 წელს საქართველოს მართლმაიდდებელი ეკლესიის წარმომადგენლები არ მიიწვია კონსტანტინოპოლში მართლმადიდებელი ეკლესიების წარმომადგენელთა შეხვედრაზე. ამის გამო საქართველოს მართლმაიდებელი ეკლესიის საკათალიკოზო საბჭომ, უწმიდესმა და უნეტარესმა ამბროსიმ 1926 წლის 24 ივლისს საპროტესტო წერილით მიმართეს მსოფლიო პატრიარქს უწმიდეს ბასილ III-ს. საქართველოს საკათალიკოზო შეახსენებდა მსოფლიო პატრიარქს იმ დროს, როცა საქართველოში ოფიციალური ვიზიტით ჩამოდიოდნენ, როგორც კონსტანტინოპილიდან, ასევე ანტიოქიისა და იერუსალიმის პატრიარქები, რომ რუსეთის საერო ხელისუფლების მიერ 1811 წელს უკანონოდ გაუქმებული საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის შემდეგ ხშირია მუქარა, შანტაჟი რუსეთის მხრიდან, "არ გვსურს ვიფიქროთ, რომ თქვენი ეს მდუმარება და უყურადღებობა გამოწვეულია იმით, რომ პატარა ერის ეკლესიური ინტერესები მსხვერპლად შეეწიროს დიდი ერის ეკლესიურ მეგობრობას და კეთილგანწყობილებას". საქართველოს საკათალიკოზო საბჭო გამოთქვამდა იმედს, რომ მსოფლიო საპატრიარქო ყველაფერს იღონებდა, რათა საქართველოს მართლმაიდებელ ავტოკეფალურ ეკლესიასთან აღდგენილიყო ევქარისტიული კავშირი, წინააღმდეგ შემთხვევაში - საქართველოს ეკლესია იძულებული იქნება თავის წიაღში დაიცვას ჭეშმარიტი მართლმადიდებლობა და კანონიკური ნორმები იმ წესით და იმ საშულებით, რომელსაც თვით დაინახავს საჭიროდ და მიზანშეწონილად, მაგრამ ამაზე ზნეობრივი პასუხისმგებელი აღმოსავლეთის მართლმადიდებლური ეკლესიები იქნებიან - წერილს ხელს აწერდნენ სრულიად საქართველოს კათოლიკოზ-პატრიარქი ამბროსი, საკათალიკკოზო საბჭოს წევრები: ნინოწმინდელი მიტროპოლიტი კალისტრატე, ურბნელი მიტროპოლიტი იოანე, დეკანოზები იოსებ მირიანაშვილი, გიორგი გამრეკელი, საკათალიკოზო საბჭოს წევრები მოქ. ივანე რატიშვილი, გერასიმე იმნაიშვილი.

სერგო ვარდოსანიძე

(კიდევ გავაგრძელებ)

პოსტის ავტორი: afxazi თარიღი: May 5 2007, 12:07 PM

ციტატა(Lenus @ May 5 2007, 12:07 PM) *

ზღაპარი თემაა, აფხაზ გააგრძლე აუცილებლად.

დავასრულებ აუცილებლად მანამდე ეს ორი პოსტი წაიკითხეთ.

პოსტის ავტორი: afxazi თარიღი: May 5 2007, 07:00 PM

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია, საკათალიკოზო საბჭო განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებდა სომხურ გრიგორიანულ ეკლესიასთან ურთიერთობას. მართალია, დოგმატურ საკითხებზე უთანხმოება, რომელიც ეკლესიებს შორის VII საუკუნიდან არსებობდა, განხილვის საგანი აღარ იყო, მაგრამ გასათვალისწინებელი იყო ის ფაქტი, რომ 1917 წელს საქართველოში მოქმედი იყო 200-მდე სომხურ-გრიგორიანული ეკლესია, თბილისში იყო სომხური ეპარქიის საეპისკოპოსო, რომლის რეზიდენცია იყო ვანქის ეკლესია. იმხანად ეჩმიაძინის კათალიკოზი იყო თბილისელი სომეხი გევორქ V, მეტსახელად ტფილელი. საქართველოს ახლად აღდგენილ ავტოკეფალურ ეკლესიას ნორმალური ურთიერთობა უნდა დაემყარებინა ეჩმიაძინთან.

უწმიდესი და უნეტარესი კირიონ II-ის წერილი ყოველთა სომეხთა პატრიარქ-კათოლიკოს გევორქ V-სადმი არის ერთის მხრივ მაღალი დიპლომატიისა და მეორეს მხრივ მართლმადიდებელი პატრიარქის განსხვავებული კონფესიისადმი დამოკიდებულების ბრწყინვალე ნიმუში: "მიმოვიხილავ გარემოსა ჩემსა და თვალთა გონებისა ჩემისა შევაყენებ ღვთივმოშიშსა ერსა ზედა ჰაიკანისასა ძმური ნათესაობით ქართლოსიან-ჰაოსიანთა... მოგიკითხავ უწმიდესო მეუფევ, რათა წრფითა და ღვაწლითა ჩუენთა აღდგენილ იქმნას ერთობა, ჩუენდამი რწმუნებულთა ერთა. ერთობას ვიტყვი არა სარწმუნოებრივ-დოგმატურსა, არამედ მოქალაქეობრივ განმანათლებლობისა, რათა დაემყაროს ჩუენ შორის ძმობაი და ურთიერთს გულისხმავჰყოთ და რაითა სამშობლოსა შინა ჩუენისა დაამკვიდროს სასუფეველი ღმრთისაი". თავის მხრივ, არც სომხური ეკლესია დარჩენილა გულგრილი საქართველოს ეკლესიაში მომხდარი ცვლილებებისა. მიუხედავად იმისა, რომ სომხური ეკლესია რუსეთის ხელისუფლებასთან მჭიდროდ თანამშრომლობდა, რუსი ეგზარქოსების გულთბილი და სასურველი მასპინძელი იყო (მაგ. XIX საუკუნეში ეგზარქოსი პავლეს ჩანაწერებში მითითებულია, როგორი სიყვარულითა და გულთბილად მიიღო იგი სომეხთა კათოლიკოსმა და ძვირფასი საჩუქრებიც მიართვა - ს.ვ.), 1917 წლის 1 ოქტომბერს თბილისში მოვიდა ასეთი შინაარსის დეპეშა: "სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ კირიონ II-ს. პირადად ჩემი და უძველესი სომხური სამოციქულო ეკლესიის სახელით გილოცავთ პატრიარქად არჩევას. უფლებამოსილნი არიან ეპისკოპოსები მხითარი და ხორენი დაესწრონ თქვენს საზეიმო ინტრონიზაციას. გევორქ V ყოველთა სომეხთა უმაღლესი პატრიარქ-კათოლიკოსი".

1922 წლის შემოდგომაზე თბილისში ჩამოვიდა ყოველთა სომეხთა პატრიარქ-კათოლიკოსი გევორქ V (სურენიანი), რომელმაც სიონის საპატრიარქო ტაძარში პატივი მიაგო უწმიდესი კათოლიკოსების კირიონ II-ს და ლეონიდის ხსოვნას. მიესალმა ქართველ საზოგადოებას. როგორც თანამედროვენი აღნიშნავენ, იგი ბრწყინვალედ საუბრობდა ქართულად (მას თავის დროზე უსწავლია თბილისის ნერსესის სემინარიაში) და სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ამბროსი მიიწვია სომხეთში. საქართველოსა და სომხურ ეკლესიათა შორის ნორმალური ურთიერთობა დამყარდა.

საქართველოს მართლმაიდებელი ეკლესია, საკათალიკოზო საბჭო იმ დასკვნამდე მივიდნენ, რომ საქართველოში შექმნილი სპეციპიკური ვითარების გამო აუცილებელი იყო კონტაქტები რომის კათოლიკური ეკლესიის მეთაურთან. უწმიდესი კირიონ II რომის პაპისადმი გაგზავნილ წერილში აღნიშნავდა: "განგებამან ღმრთისამან არა უცხო ქმნა ეკლესიაი ჩუენი ჰრომისათვის დიდისა. პეტრე და ანდრია პირველწოდებულთა მათ მოწაფეთა ქრისტეისათა, რომელთა თესლი უბიწოდ განაბნიეს მართალსა სარწმუნოებისაი ორნატთა ჰრომთა ქართველთა გულისათა, ძმობითა თვისითა წინასწარ მოასწავეს სიყვარული და თვისობაი ორთა ამათ ეკლესიათაი"... უწმიდესი კირიონ II მოაგონებდა რომის პაპს, რომ საქართველოში მრავლად იყვნენ კათოლიკე მისიონერები, მცირედნი ქართველი კათოლიკენი, რომელნიც არასოდეს შევიწროვებული არ იქნებიან. ამავე დროს, წერილში საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ერთგვარად ესარჩლებოდა ქართველ კათოლიკებს, რომელთაც რუსეთის იმპერიაში XIX საუკუნის 90-იანი წლებიდან სასტიკად დევნიდნენ და აიძულებდნენ გასომხებულიყვნენ იმ მიზეზით, რომ თითქოს ბუნებაში ქართველი კათოლიკენი არც არასოდეს ყოფილან, თუ ეს პროცესი გაგრძელდებოდა (ამის წინააღმდეგ აქტიურად იბრძოდნენ პეტრე ხარისჭირაშვილი, იოანე გვარამაძე, მიხეილ თამარაშვილი) მესხეთის ქართველობის ერთი ნაწილის გადაგვარებას არაფერი წინ აღარ უდგა. ამიტომ იყო, რომ უწმიდესი კირიონ II რომის პაპს მიმართავდა: "ვსასოებ, ვითარმედ უწმიდესობაი შენი არა უგულებელყოფს ქართველ კათოლიკეთა სარწმუნოებრივ-ეროვნულ ხასიათს".

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საგარეო ურთიერთობათა აქტიურობა შესუსტდა საბჭოური რეჟიმის პირობებში. როცა სასტიკად დევნიდნენ ქრისტიანულ სარწმუნოებას, ხურავდნენ ეკლესია-მონასტრებს, როცა მოუწოდებდნენ ყველას: "მეტი კლასიური გამჭრიახობა გამოიჩინეთ მტრებთან ბრძოლაში, ნიღაბი ახადეთ ეკლესიის მსახურთ, რომელნიც სოციალისტურ მეურნეობას ძირს უთხრიან დადაუყონებლივ გადაეცით ისინი ხელისუფლების ორგანოებს. მართლმადიდებელ ეკლესიებთან ევქარისტიული კავშირის საკიტხები კი არა, ქალაქში მოძრაობა ეკრძალებოდათ სასულიერო პირებს, მათ "ჩეკას" წევრები უთვალთვალებდნენ "სასულიერო პირს დღეს თავისუფლად მოგზაურობა არ შეუძლიათ საქართველოში"-აღნიშნულია საკათალიკოზო საბჭოს მოხსენებაში

პოსტის ავტორი: afxazi თარიღი: May 7 2007, 10:32 AM

დასასრული

მეორე მსოფლიო ომის პერიოდში საბჭოთა კავშირში შეიცვალა ეკლესიის მიმართ დამოკიდებულება. ამან საქართველოს ეკლესიას საშუალება მისცა გაეაქტიურებინა ერთის მხრივ ხელისუფლებისათვის სულიერი და მატერიალური მხარდაჭერა ფაშიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში და მეორეს მხრივ ეზრუნა რუსეთის ეკლესიასთან ურთიერთობის მოწესრიგებისათვის.

1943 წლის 14 სექტემბერს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა კალისტრატემ ოფიციალური წერილით მიულოცა რუსეთის პატრიარქ სერგის პატრიარქად არჩევა და გამოთქვა რწმენა ამ ორ ეკლესიათა შორის ურთიერთობის აღდგენისა. საპასუხო წერილში რუსეთის პატრიარქი სერგი გამოთქვამდა მზადყოფნას მოლაპარაკების გზით მოგვარებულიყო ჩვენი ორი მართლმადიდებელი ეკლესიის ურთიერთობა. 1943 წლის 28 ოქტომბრიდან მოლაპარაკების მიზნით საქართველოში ჩამოვიდა სტავროპოლისა და პიატიგორსკის მთავარეპისკოპოსი ანტონი. მოლაპარაკებათა შედეგად, რუსეთის ეკლესიამ აღიარა საქართველოს ეკლესიის ტერიტორიული ავტოკეფალია. 31 ოქტომბერს სიონის საკათედრო ტაძარში მისი უწმიდესობის კალისტრატეს თანამწირველი იყო მთავარეპისკოპოსი ანტონი, რაც იმას მანიშნებელი იყო, რომ ამ ორ ეკლესიას შორის ევქარისტიული კავშირი აღდგა. "პატივი და დიდება თქვენ, რადგან პირველი იყავით სიყვარულისა და მშვიდობის ინიციატორ ორ ეკლესიას შორის, რომ პირველმა მოისურვეთ და შეიცანით ორი წმინდა ღვთიურ ეკლესიებს შორის ლოცვით და კანონიკურ ურთიერთობათა აღდგენის მნიშვნელობა და აუცილებლობა". მიმართა უწმიდეს კალისტრატეს მთავარეპისკოპოსმა ანტონმა. რუსეთის პატრიარქმა წერილობით მიმართა მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაურებს და აცნობა, რომ ამიერიდან რუსეთის ეკლესია ოფიციალურად აღიარებს საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიას.

პატრიარქმა სერგიმ ასევე მიმართა საქართველოში მცხოვრებ რუსებს: "1943 წლის 31 ოქტომბერს დამთავრდა განხეთქილება. რუს მრევლს მცხოვრებთ საქართველოში უფლება ეძლეოდა ელოცა ქართულ ტაძრებში, მიეღოთ წმინდა საიდუმლოებანი. ვადიდოთ საქართველოს ღვთისათნოსმყოფელთა ნათელი კრებული: საქართველოს განმანათლებელი მოციქულთასწორი ნინო და ქართველი მოღვაწენი, რომელნიც რუსეთის წმინდა ნათლობამდე მრავალი წლის ადრე უკვე ანთებდნენ მსოფლიოში ქრისტეს მადლს. გვჯერა რომ ზეცაში განდიდებული საქართველოს ლოცვით, ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შუამდგომლობის".

რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღიარებამ ქართველ სასულიერო იერარქებს გზა გაუხსნა მსოფლიოს სხვადასხვა მართლმადიდებელი ავტოკეფალიებისაკენ. თუმცა ამ აღიარებამ გარკვეული ურთიერთდაპირისპირება გამოიწვია საქართველოში მცხოვრებ რუსთა შორის. ამის გამო უკმაყოფილებას ვერ ფარავდნენ როგორც ე.წ. "ცოცხალი ეკლესიის" ასევე რუსული ემიგრანტული ეკლესიის წარმომადგენლები, რომელთაც სურდათ გარკვეული არეულობანი მოეწყოთ საქართველოში, მაგრამ უწმიდესი და უნეტარესი კალისტრატეს გონივრულმა, მოქნილმა პოლიტიკამ რუსული სამრევლოები უმტკივნეულოდ დაუქვემდებარა საქართველოს ეკლესიის იურისდიქციას.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი კალისტრატე ესწრებოდა რუსეთის პატრიარქ ალექსი I-ის აღსაყდრებას მოსკოვში. როგორც უწმიდესი და უნეტარესი კალისტრატე აღნიშნავს "მნიშვნელოვანი იყო 1945 წლის იანვარ-თებერვალში ჩვენი ეკლესიის მეთაურის "ფრიად საპატიო სტუმრად" მიწვევა მოსკოვსა და სრულიად რუსეთის პატრიარქის არჩევნებზე დასასწრებად. კრებაზე შეპატიჟებულნი იყვნენ ყველა მართლმადიდებელი ეკლესიების მეთაურნი, რომელთაგან ალექსანდრიისა და კონსტანტინოპოლის, იერუსალიმისა, სერბეთისა და რუმინეთის წარმომადგენელთა სახით. კათოლიკოს-პატრიარქი ამალით, საქართველოს სსრ რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლის კ. ქადაგიშვილის მეშვეობით, ხელშეწყობით გაემგზავრა თბილისიდან. ალექსი პატრიარქის და საბჭოთა კავშირის სახკომსაბჭოს არსებული საბჭოს თავჯდომარის, გ. კარპოვის გულთბილმა და თავაზიანმა დახვედრამ და ყველა მართლმადიდებელი ეკლესიათა მეთაურთა პირადმა ურთიერთ შეხვედრამ, რასაც ადგილი არ ჰქონია 1787 წლის შემდეგ, განაცხოველა და განამტკიცა მათ შორის ძმური სიყვარული და კავშირი".

პატრიარქი ალექსი I 1946 წელს ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდა საქართველოში. ორი ერთმორწმუნე ეკლესია კვლავ ურთიერთთანხმობაში მოვიდნენ. თუმცა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის სრულ ავტოკეფალიას საფრთხე შეუქმნა 1943 წლის 8 ოქტომბრის სსრ კავშირის სახალხო კომისართა საბჭოს გადაწყვეტილებამ სახკომსაბჭოსთან რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის საბჭოს შექმნის შესახებ, რომელსაც დაექვემდებარებოდა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიაც. უწმიდესმა და უნეტარესმა კალისტრატემ პროტესტის წერილით მიმართა საბჭოთა მთავრობას და მოსთხოვა დაშვებული უზუსტობის გასწორება. წინააღმდეგ შემთხვევაში აფხაზეთში, საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში რუსული სამრევლოების მოთხოვნები ეკლესიის გახსნის შესახებ რუსეთის რწმუნებულის საქმე ხდებოდა, რაც რუსეთის საერო ჩინოვნიკებს საშუალებას აძლევდა ჩარეულიყვნენ საქართველოს ეკლესიის საშინაო საქმეებში. უწმიდესი კალისტრატეს აზრით: "მთელი საუკუნის მანძილზე რუსეთის სინოდისგან მედგარი ბრძოლით მოპოვებული საქართველოს ეკლესიის ტერიტორიული მთლიანობა ირღვეოდა. პატრიარქი ითხოვდა რუსული სამრევლოების გახსნის შუამდგომლობის განხილვა საქართველოში მისი კომპეტენცია უნდა ყოფილიყო. ეს მას საშუალებას მისცემდა დაეკმაყოფილებინა პირველ ეტაპზე აფხაზეთის მრევლის მოთხოვნები, წინააღმდეგ შემთხვევაში საქართველოს ეს კუთხე რუსეთის ეკლესიის იურისდიქციაში მოექცეოდა, რაც საქართველოს ეკლესიის ტერიტორიული მთლიანობის დარღვევას მოასწავებდა. აღნიშნული კი ეწინააღმდეგებოდა, როგორც მსოფლიო საეკლესიო კანონმდებლობას ისე საქართველოსა და რუსეთის ეკლესიათა შეთანხმების აქტს".

უწმიდესმა და უნეტარესმა კალისტრატემ მოახერხა საერო ხელისუფლების დარწმუნება თავისი არგუმენტების სისწორეში და 1947 წლიდან უკვე შეიქმნა საქართველოს მინისტრთა საბჭოსთან რელიგიის საქმეთა რწმუნებულთ საბჭო, რომელსაც კ. ქადაგიშვილი ხელმძღვანელობდა.

მიუხედავად შექმნილი ვითარებისა, როცა ხელისუფლება ცდილობდა ეკლესია გარკვეულ ჩარჩოებში მოექცია საქართველოს მართლმადიდებელმა ეკლესიამ გაააქტიურა საერთაშორისო კონტაქტები, აქტიურ მონაწილეობას იღებდა საერთაშორისო კონფერენციებში, რომელნიც ეძღვნებოდა მშვიდობის დაცვის პრობლემებს. 1949 წლის 25 აგვისტოს მოსკოვში გაიხსნა მშვიდობის დაცვის საკითხებზე საერთაშორისო კონფერენცია, რომელსაც დაესწრო საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დელეგაცია ურბნელი მიტროპოლიტის მელქისედეკის ხელმძღვანელობით.

1950 წლის 8 აპრილს უწმიდესმა და უნეტარესმა კალისტრატემ რელიგიის საქმეთა რწმუნებულს ვ. ბუჯიაშვილს მიმართა თხოვნით დახმარებოდა პრესაში გამოქვეყნებულიყო საქართველოს და რუსეთის ეკლესიების ერთობლივი კომუნიკე, რომელშიც სრული მხარდაჭერა იყო გამოთქმული სტოკჰოლმის მშვიდობის საერთაშორისო სესიის გადწყვეტილებისადმი.

1950 წლის 12 ოქტომბერს ეპისკოპოსმა გაბრიელმა (ჩაჩანიძე) მონაწილეობა მიიღო მეორე საკავშირო კონფერენციაში მშვიდობის დაცვის საკითხებზე.

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის აქტიური მონაწილეობა ასეთ ღონისძიებებში ამაღლებდა მის საერთაშორისო ავტორიტეტს, არღვევდა მრავალწლიან ჩაკეტილობის და სათანადო ადგილს უმკვიდრებდა მართლმადიდებელ ავტოკეფალურ ეკლესიათა შორის.

პროფესორი სერგო ვარდოსანიძე

პოსტის ავტორი: ირგე თარიღი: May 28 2007, 04:50 PM

afxazi

ციტატა
მოლაპარაკებათა შედეგად, რუსეთის ეკლესიამ აღიარა საქართველოს ეკლესიის ტერიტორიული ავტოკეფალია. 31 ოქტომბერს სიონის საკათედრო ტაძარში მისი უწმიდესობის კალისტრატეს თანამწირველი იყო მთავარეპისკოპოსი ანტონი, რაც იმას მანიშნებელი იყო, რომ ამ ორ ეკლესიას შორის ევქარისტიული კავშირი აღდგა.

რაც ვერ განხორციელდებოდა უდიდესი ქრისტიანის ი.ბ. სტალინის პირადი ჩარევის შედეგად.
მეთანხმებით?

პოსტის ავტორი: afxazi თარიღი: May 28 2007, 04:56 PM

ირგე
სტალინი ჯერ ეს ერთი უდიდესი ქრისტიანი კი არა საერთოდ არ იყო ქრისტიანი (ვხვდები რომ გაიხუმრე). და მეორეც სტალინს ჭირდებოდა რომ მეორე მსოფლიო ომის დროს ეკლესია გვერდში ყოლოდა, ასე რომ ვთქვათ გამოეყენებინა ხალხის ერთი იდეოლოგიით გასაერთიანებლად გერმანიის წინააღმდეგ.

პატრიარქმა კალისტრატემ სიტუაციით ისარგებლა და მოითხოვა რუსეთის ეკლესიისგან ავტოკეფალიის ცნობა და ეს უკანასკნელიც იძულებული იყო (რა თქმა უნდა ხელისუფლების ჩარევით) დათმობაზე წასულიყო.

პოსტის ავტორი: ირგე თარიღი: May 28 2007, 05:33 PM

afxazi

ციტატა
ვხვდები რომ გაიხუმრე

სერიოზული ეჭვები გამიქარვე ამ ფრაზით.
ციტატა
და მეორეც სტალინს ჭირდებოდა რომ მეორე მსოფლიო ომის დროს ეკლესია გვერდში ყოლოდა, ასე რომ ვთქვათ გამოეყენებინა ხალხის ერთი იდეოლოგიით გასაერთიანებლად გერმანიის წინააღმდეგ.

იყენებდა კიდევაც, მაგრამ ეს ფაქტს არ ცვლის. რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის ცნობა მხოლოდ სტალინის უშუალო ზეწოლის შემდეგ მოხდა.
შესაძლოა ეს ფაქტი ისედაც მომხდარიყო, მაგრამ უეჭველი დაიგვიანებდა.

ეხლა ერთი შეკითხვა მაქვს. რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, არსებობს რუსეთის სახელმწიფოს ფარგლებს გარეთ (და ბოლო დროს მგონი შიგნითაც) მოქმედი რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია. შესაძლოა სახელი მეშლება, მაგრამ რევოლუციის შემდეგ გაქცეულ ეკლესიას ვგულისხმობ.
ვინმემ ხომ არ იცით აი ეგ მეორე ეკლესია თუ აღიარებს ჩვენის ავტოკეფალიას და საერთოდ რა ურთიერთობა გვაქვს მაგ ეკლესიასთან?

პოსტის ავტორი: afxazi თარიღი: May 28 2007, 05:41 PM

ირგე

ციტატა
ეხლა ერთი შეკითხვა მაქვს. რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, არსებობს რუსეთის სახელმწიფოს ფარგლებს გარეთ (და ბოლო დროს მგონი შიგნითაც) მოქმედი რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია. შესაძლოა სახელი მეშლება, მაგრამ რევოლუციის შემდეგ გაქცეულ ეკლესიას ვგულისხმობ.
ვინმემ ხომ არ იცით აი ეგ მეორე ეკლესია თუ აღიარებს ჩვენის ავტოკეფალიას და საერთოდ რა ურთიერთობა გვაქვს მაგ ეკლესიასთან?

ეს ემიგრანტული ეკლესია სულ რამდენიმე დღის უკან დაუბრუნდა რუსეთის საპატრიარქოს, ანუ გაერთიანდნენ. და ეს ემიგრანტული ეკლესია, უფრო სწორად ყოფილი, იქნება რუსეთის ეკლესიის ერთ-ერთი ეპარქია ამერიკაში. ამის შესახებ ვრცლად შეგიძლია იხილო patriarchia.ru ზე, მე მგონი თვის შუაში მოხდა ეს ამბავი.

კი მაგრამ სტალინის ქრისტიანობისა საიდან გჯეროდა.

პოსტის ავტორი: ირგე თარიღი: May 28 2007, 05:52 PM

afxazi

ციტატა
ეს ემიგრანტული ეკლესია სულ რამდენიმე დღის უკან დაუბრუნდა რუსეთის საპატრიარქოს, ანუ გაერთიანდნენ. და ეს ემიგრანტული ეკლესია, უფრო სწორად ყოფილი, იქნება რუსეთის ეკლესიის ერთ-ერთი ეპარქია ამერიკაში. ამის შესახებ ვრცლად შეგიძლია იხილო patriarchia.ru ზე, მე მგონი თვის შუაში მოხდა ეს ამბავი.

ჰოო. ეგ არ ვიცოდი.
ციტატა
კი მაგრამ სტალინის ქრისტიანობისა საიდან გჯეროდა.

არა შენ სხვა ეჭვი გამიქარვე.

პოსტის ავტორი: afxazi თარიღი: May 28 2007, 08:08 PM

ირგე

ციტატა
არა შენ სხვა ეჭვი გამიქარვე.

რა ეჭვი?

პოსტის ავტორი: ირგე თარიღი: May 28 2007, 11:20 PM

afxazi

ციტატა
რა ეჭვი?

რომ იუმორი აკლდა ფორუმს.

პოსტის ავტორი: afxazi თარიღი: May 29 2007, 10:46 AM

ირგე

ციტატა
რომ იუმორი აკლდა ფორუმს.

ამ გადაკრული ფრაზით რას მივხვდე?

პოსტის ავტორი: ulvashi თარიღი: May 29 2007, 11:44 AM

ციტატა
მე გეთანხმები. "უდიდესობისა" რა მოგახსენოთ, და ქრისტიანი რომ იყო, რად უნდა ამას დავა.

მის ბოლო ბიოგრაფიაში, მან განსაკუთრებით ჩაასმევინა სიტყვა მართლმადიდებლური, როდესაც აღწერდნენ მის მიერ დამთავრებულ სემინარიას


არ მჯერა მაგის ქრისტიანობის. სტალინის შესახებ მსგავსი ფაქტის დამტკიცება-არდამტკიცება შეუძლებლად მიმაჩნია, ჰოდა იმაზეასაკითხი, გჯერა თუ არა.
მე არა

პოსტის ავტორი: ulvashi თარიღი: Jun 21 2007, 04:59 PM

Lenus
მონათლული ბევრს არ ნიშნავს
სხვათაშორის, მაშინდელ სემინარიაზე და სწავლებაზე და ასე შემდეგ საინტერესო გადაცემა იყო ერთ-ერთ რადიოში, რომ სწორედ იმიტომ ხდებოდნენ სემინარიის დამამთავრებლები ყველაზე დიდი მტრები ქრისტიანობისა, რომ საშინელი და უვარგისი სწავლება იყო იქ. ფაქტობრივად მესამედასელების უმრავლესობა, სოციალისტების, მენშევიკის, გინა ბოლშევიკების უმრავლესონბა სასულიერო სემინარიაში სწავლობდე ან სხვაგვარ სასულიერო განათლებას ღებულობდა

პოსტის ავტორი: GOKA თარიღი: Jun 28 2007, 03:22 AM

ციტატა
ავტოკეფალიის აღდგენა" (1943 წელი და შემდგომი მოვლენები)

ბატონო ლენუს 1943 წელს მოხდა საქართველოს ავტოკეფალიის ცნობა რუსეთის საპატრიაქოს მიერ. ეს არ ნიშნავს ავტოკეფალიის აღდგენას არდგენა მოხდა გაცილებით ადრე 1917 წელს და რუსეთი ცნობდა თუ არა ამ ფაქტს ეს მისი საქმეა. ძალიან გთხოვთ ნუ აურევთ ერთმანეთში ამ ორ მოვლენას ერთია ავტოკეფალიის აღდგენა და მეორეა მისი ცნობა რუსეთის მიერ.

პოსტის ავტორი: GOKA თარიღი: Jun 30 2007, 12:39 AM

ეჰ რა ვქნა ეხლა თქვენ თუ ვერ ხვდებით აღდგენა და აღიარება რა არის მე ხომ არ დაგიწყებთ იმის ახსნას რომ ეს სხვადასხვა მცნებებია. ეგ ლოგიკა არაფერში არ გამოგადგებათ დაიკარგა ავტოკეფალია იმიტომ რომ საკუთარ კათალიკოს ვეღარ ვირჩევდით და საკუთარ საქმეებს ვეღარ განვაგებდით აღდგა იმიტომ რომ ავირჩიეთ საკუთარი კათალიკოსი და საკუთარ სააქმეებს ჩვენთვითონ განვაგებთ და რუსეთი ამას აღიარებს თუ არა ეს დიდიად არ მაინტერესებს მთავარია რომ მე ჩემით სხვისგანდამოუკიდებლად განვაგებ საკუთარ საქმეებს. აი ეს არის ბატონო ლენუს აღდგენა მაგრამ თქვენ არ გინდათ ეს გაიგოთ რადგან "საქართველოს დიად შვილს" სტალინს გინდათ მიაწეროთ აღდგენის პროცესი. კომკავშირული აღტკინება გვერძე გადადეთ და ისე საღი გონებით შეხედეთ თუ რა არის ღდგენა და რა არის აღიარება.

პოსტის ავტორი: დათიკო თარიღი: Jun 30 2007, 02:43 AM

GOKA

ციტატა
ეჰ რა ვქნა ეხლა თქვენ თუ ვერ ხვდებით აღდგენა და აღიარება რა არის მე ხომ არ დაგიწყებთ იმის ახსნას რომ ეს სხვადასხვა მცნებებია. ეგ ლოგიკა არაფერში არ გამოგადგებათ დაიკარგა ავტოკეფალია იმიტომ რომ საკუთარ კათალიკოს ვეღარ ვირჩევდით და საკუთარ საქმეებს ვეღარ განვაგებდით აღდგა იმიტომ რომ ავირჩიეთ საკუთარი კათალიკოსი და საკუთარ სააქმეებს ჩვენთვითონ განვაგებთ და რუსეთი ამას აღიარებს თუ არა ეს დიდიად არ მაინტერესებს მთავარია რომ მე ჩემით სხვისგანდამოუკიდებლად განვაგებ საკუთარ საქმეებს.

მცდარი შეხედულება გქონიათ ამ საკითხთან დაკავშირებით.
მინდა ერთი ისტორია გავიხსენო:

“დაცემული ბიზანტიის ნანგრევებზე დაფუძნებულ ოსმალეთის იმპერიას სახელმწიფო შენებისთვის მრავალი პრობლემის გადაჭრა მოუხდა. რელიგიური საკითხი მან ეთნო რელიგიური თემების, “მილეთის” ჩამოყალიბებით მოაგვარა. კერძოდ, საგანგებო კანონმდებლობით იმპერიაში დაკანონდა ბერძნულ-მართლმადიდებლური, იუდეური, კათოლიკური (ფრანგული) და სომხური თემები. ოსმალებმა იმპერიის სხვადასხვა ერები სარწმუნოებრივი ნიშნით დააჯგუფეს. ეთნიკური ჯგუფები ერთ ეკონომიკურ და სამართლებრივ კანონებს დაუქვემდებარეს და ერთ ეკლესიაში გააერთიანეს. მართლმადიდებელი სერბები, ვლახები, მოლდოველები, ბულგარელები, ბერძნები და სხვა მართლმადიდებელი ეთნოსები ერთ ბერძნულ ეთნო რელიგიურ თემში გააერთიანეს და მათ მეთაურად კონსტანტინეპოლის ბერძენი პატრიარქი დაუნიშნეს. (ამის მსგავსად გააერთიანეს ერთმორწმუნე თემებში სხვა აღმსარებლობის წარმომადგენლებიც). კონსტანტინეპოლის პატრიარქი, რომელიც ოსმალეთის სულთის წინაშე ყველა მართლმადიდებელი ქრისტიანის უმაღლეს წარმომადგენლად ითვლებოდა ეწოდებოდა “მილლეთ ბაში”, ფლობდა დიდ უფლებებს სასულიერო, სამოქალაქო და ეკონომიკურ სფეროებში, მაგრამ რჩებოდა ოსმალეთის მთავრობის კონტროლის ქვეშ და პირადად იყო პასუხისმგებელი თავისი სამწყსოს ლოიალობისა სულთნის ძალაუფლებისადმი (Православная энциклопедия Том 5, стр. 627)
ბულგარელების ეკლესიურ დაქვემდებარებას კონსტანტინეპოლის საპატრიარქოსადმი თან სდევდა ბერძნული გავლენის გაძლიერება ბულგარეთის მიწაწყალზე. კათედრებზე ინიშნებოდნენ ბერძენი მღვდელმთავრები, რომელნიც ეკლესიებსა და მონასრებში ბერძენ მღვდლებს ნიშნავდნენ, რის შედეგადაც წირვა-ლოცვა ბერძნულენოვანი ხდებოდა, რაც გაუგებარი იყო მრევლის დიდი ნაწილისათვის. ამის მიუხედავად, ოსმალეთის ბატონობის პირველ საუკუნეებში ბულგარელებსა და ბერძნებს შორის ეთნიკურ ნიადაგზე მტრობა არ წარმოშობილა.
XIX საუკუნის მეორე ნახევარში ბულგარელმა მრევლმა და იერარქიამ კონსტანტინეპოლის საპატრიარქოდან ავტოკეფალიის მოპოვება გადაწყვიტა. 1871 წელს მათ სულთანს მიმართეს და ბულგარეთის საეგზარხოსოს კონსტანტინეპოლის საპატრიარქოსაგან დამოუკიდებლად ცნობა მოსთხოვეს. ერთი წლის შემდეგ სულთნის კარმა ნება დართო ბულგარელებს, თავიანთი ეკლესიის ეგზარხოსი აერჩიათ. 1872 წელსვე ბულგარეთის ეგზარხოსმა, ანთიმოზ პირველმა სულთნისაგან მიიღო “ნებართვა ბარათი”, რაც მის კონსტანტინეპოლისაგან დამოუკიდებელი ეკლესიის მეთაურად აღიარებას ნიშნავდა. ამ მოვლენების საპასუხოდ 1872 წლის 13-15 მაისს შედგა კონსტანტინეპოლის საპატრიარქოს სინოდის სხდომა, რომელმაც ბულგარეთის ეგზარხოსს ანთიმოზ პირველს წოდება და კათედრა ჩამოართვა. რამდენიმე ბულგარელი ეპისკოპოსი ეკლესიიდან განკვეთეს. საეკლესიო სასჯელი დაედო ყველა იერარქს, საულიერო და საერო პირებს. იმავე წლის 29 აგვისტოდან 17 სექტემბრამდე კონსტანტინეპოლშივე შედგა კრება კონსტანტინეპოლის, ანტიოქიისა და იერუსალიმის პატრიარქების, ასევე კვიპროსის, ელადისა და ოსმალეთის იმპერიაში შემავალი სხვა ოცდახუთამდე მართლმადიდებელი ეპისკოპოსის მონაწილეობით, რომელზეც განხილულ იქნა ბულგარელთა ქმედება და იგი ფილეტიზმის (ეთნიკურ ტომობრივი განსხვავების) საწყისებზე დაფუძნებულად შეფასდა, ეს ქმედება დაგმეს და მასში მონაწილეები სქიზმატებად გამოაცხადეს. (стр. 633). კრების თვალსაზრისით საეკლესიო კანონები მოითხოვდა, რომ ერთ სახელმწიფოში ყოფილიყო ერთი მართლმადიდებელი ეკლესია და რამდენიმე “ეთნიკურ-ტომობრივი” ნიშნით წარმოქმნილი ეკლესიის არსებობა ერთ სახელმწიფოში არაკანონიკურად მიიჩნეოდა. Aამიტომაც ოსმალეთის იმპერიაში, სადაც ყველა ეთნოსისა და ტომის ხალხის მართლმადიდებელი მოსახლეობა ქმნიდა ერთ ეკლესიას ერთი კონსტანტინეპოლის საპატრიარქოს მეთაურობით, ბულგარელი იერარქატის მცდელობას ეთნიკური ნიშნით გამოყოფოდნენ ამ ეკლესიას და ახალი ჩამოეყალიბებინათ - “ეთნოფილეტიზმი” ეწოდა, მისი შემოქმედები კი სქიზმატიკებად გამოცხადდნენ (მოგვიანებით, ოსმალეთისაგან ბულგარეთის გამოყოფისა და დამოუკიდებელ სახელმწიფოდ ჩამოყალიბების კვალდაკვალ, როგორც კონსტანტინეპოლის საპატრიარქომ, ისე ყველა მართლმადიდებელმა ეკლესიამ სცნო ბულგარეთის ავტოკეფალური ეკლესიის არსებობა).
მაშასადამე “ეთნოფილეტიზმი” ნიშნავს ერთ სახელმწიფოში რომელიმე ეთნიკური ჯგუფის (ეთნოსის) მცდელობას, ეთნიკური ნიშნის მიხედვით ჩამოაყალიბოს საკუთარი და გამოეყოს ამ სახელმწიფოში უკვე არსებულ ერთიან მართლმადიდებელ ავტოკეფალურ ეკლესიას. საქართველოს ეკლესიაც, როგორც განუყოფელი ნაწილი ერთი წმიდა კათოლიკე და სამოციქულო ეკლესიისა, რა თქმა უნდა გმობს ამ მოვლენას.

როგორც ვხედავთ, ჩვენს მიერ თვითნებურად ავტოკეფალიის გამოცხადება ეთნოფილეტიზმის ბრალდების საშიშორების წინაშე დაგვაყენებდა (ეს კი დაიგმო 1872 წელს კონსტანტინოპოლში). შენ კი ამბობ რომ სულ არ გაინტერესებს რუსეთი რას იტყოდაო, მაგრამ მასე არ არის. შენ უნად გცნონ დამოუკიდებლად და ავტოკეფალურად, რომ მართლა სამართლებრივი იყოს შენი ავტოკეფალია.

პოსტის ავტორი: GOKA თარიღი: Jun 30 2007, 11:09 PM

ბატონო ლენუს მაგ ფრაზიდან " ეგ სტალინმა გააკეთა " რა დასკვნა უნდა გამოვიტანო ხომ შეიწლება რომ პატრიარქს ეთქვა აღიარება სტალინმა გააკეთა და არა აღდგენა. მეორეც რა ჭეშმარიტებაზე მელაპარაკებით რა არის ჭეშმარიტება რომ სტალინმა აღადგინა საქართველოს ავტოკეფალია?
მაშ თქვენი აზრით კირიონ II ვინ იყო ? თუ თქვენ უარყობთ იმ ფაქტს რომ კირიონ II გამოაცხადა ავტოკეფალიის აღდგენა. ეს არის ჭეშმარიტება და სხვა არაფერი გადახედეთ საქართველოს ეკლესიის ნებისმიერ ვებ გვერდს და ნახავთ თუ რა თარიღით აღინუსხება ავტოკეფალიის აღდგენა საქაღთველოში. თქვენ ხომ ჭეშმარიტებაზე უარს ვერ ამბობთ სტერეოტიპების გამო და ვნახავ ერთი რა ჭეშმარიტების მქადაგებელი ხარ.

თქვენი მოსაწონი ნუ დამიჭირვოს ღმერთმა რამე თორემ მეც სტალინს უნდა მივაწერო საქართველოში ავტოკეფალიის აღდგენა რაც ჭეშმარიტებასთან ახლოსაც კი არ არის.

პოსტის ავტორი: ზვარე თარიღი: Mar 18 2008, 11:56 PM

ისე სტალინის დიდი ქრისტიანობის მტკიცებას ნამდვილად არ ვაპირებ, თუმცა მისი როლი ავტოკეფალიის აღიარებაში ნამდვილად დიდია. სხვა თემაა მოტივი, თუ რატომ გააკეთა მან ეს.
სხვათა შორის სწორედ მისი დამსახურება უნდა იყოს ისიც, რომ რუსეთში გამოცემულ კალენდრებში დიპტიქტში რუსეთის შემდეგ ვართ, სხვა მართლმადიდებლორ ქვეყნებში კი - ბულგარეთის შემდეგ, რაც გაცილებით დაბალი მდგომარეობაა.

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 5 2016, 08:30 PM

"ისტორიიდან იცით, რომ საქართველოს ეკლესიამ ავტოკეფალია V საუკუნეში მოიპოვა. ისეთი დიდი კანონისტი, როგორიც იყო ვალსამონი, მსოფლიო კრების ერთ-ერთი მუხლის განმარტებისას ამბობს ასეთ სიტყვებს: "ამბობენ, რომ ანტიოქიის ეკლესიის კრებამ მიანიჭა თავისუფლება და ავტოკეფალია საქართველოს და კვიპროსს". ეს ისტორიული წყარო არის ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი დოკუმენტი, რომელიც საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის არსებობას ამტკიცებს V საუკუნიდან".

/ილია II
"საპატრიარქოს უწყებანი" N11, 2016, გვ.3/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 17 2016, 12:45 PM

"სწორედ საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალია გახდა ის საფუძველი, რაზეც ჩვენი კულტურა და ლიტერატურა აშენდა. ავტოკეფალია იყო ის საფუძველი, რომელზე საქართველოს ეკლესიის მთელი ისტორია დაფუძნდა".

/ილია II
"ქვაკუთხედი" N4, 2016, გვ.6/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 27 2016, 10:58 AM

"ჩამონათვალის ბოლოს პატრიარქ ეფრემს განსხვავებული მელნით მიუწერია: "ცნობად: ეგზარქოსი პლატონით დასრულდა რუსეთის ეკლესიის ბატონობა საქართველოს ეკლესიაში. მთავარეპისკოპოსი პლატონი ეგზარქოსობდა 1915-1917 წლებში. 1917 წლის მარტის 12 (25)-ს ავტოკეფალია აღდგენილ იქნა რევოლუციის წყალობით".

/"კარიბჭე" N22, 2010, გვ.51/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 1 2017, 05:18 PM

"...ქართველებმა დაასაბუთეს, რომ ეკლესიური მონობა ყველა მონობაზე უარესია, აგრეთვე ის, რომ საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის გაუქმება ეწინააღმდეგებოდა მსოფლიო ეკლესიის კრებების კანონებს..."

/"თვენი" წიგნი 8, 11 მარტი - 20 აპრილი, გვ. 37/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 2 2017, 10:13 PM

"...რუსეთის ხელისუფლებამ ქართველებს ისევ ქართველი რენეგატები [მოღალატეები] დაუპირისპირა: ეპისკოპოსი ექვთიმე ელიაშვილი, ეპისკოპოსი დიმიტრი აბაშიძე. ამ უკანასკნელმა ასე გაახმოვანა ხელისუფლების პოზიცია: "დაიჭირეთ ეპისკოპოსები კირიონი და ლეონიდე... საქართველოში ავტოკეფალია აღარავის გაახსენდებაო"

"თვენი" წიგნი 8, 11 მარტი - 20 მარტი, გვ.163/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 23 2017, 11:38 AM

"როდესაც დედაეკლესიის ავტოკეფალიაზე ვსაუბრობთ, შეუძლებელია, არ გავიხსენოთ XI საუკუნეში ათონის წმინდა მთაზე, ივერთა მონასტერში მოღვაწე წმინდა გიორგი მთაწმინდელი, რომელმაც ქართული ეკლესიის დამოუკიდებლობის მოწინააღმდეგეებს არა მარტო დაუმტკიცა მისი სამოციქულო პატივი, არამედ აჩვენა მისი უპირატესობა ანტიოქიის ეკლესიის წინაშე. "ანტიოქიის ეკლესია წმინდა მოციქულ პეტრეს დაარსებულია, - ბრძანებდა წმინდა გიორგი მთაწმინდელი, - საქართველოს ეკლესია კი მისი მომწოდებლის, ანდრია პირველწოდებულისა. ამიტომ, რაკი ერთი ღმერთის შვილები ვართ, შვენის ესრეთ, რაითა წოდებული იგი მწოდებელსა მას დაემორჩილოს - ანტიოქიის ეკლესია საქართველოს ეკლესიას უნდა დაემორჩილოს"."

/"კარიბჭე" N6, 2009,გვ. 25/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 12 2017, 02:00 PM

"ტაძრები, რომლებიც აშენდა, წიგნები რომელიც დაიწერა, კულტურა რომელიც შეიქმნა ქრისტიანულ ნიადაგზე, ყველაფერი ავტოკეფალიის შედეგია".

/ილია მეორე
"ქვაკუთხედი" N4, 2017, გვ.6/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 21 2017, 10:07 AM

"XX საუკუნეში, როგორც კი ქართული ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის მოთხოვნა განსაკუთრებულად გამოიკვეთა, რუსეთის წმინდა სინოდმა და ხელისუფლებამ ერთხმად იწყეს ზრუნვა აფხაზთა ეპარქიის საქართველოდან მოწყვეტისათვის.

გასული საუკუნის დასაწყისშივე, 1902 წელს, სოხუმის მაშინდელმა ეპისკოპოსმა არსენმა (ზოტოვი) რატომღაც გადაწყვიტა, რომ აფხაზეთის ეპარქია ყუბანის ოლქს უფრო ეკუთვნოდა, ვიდრე საქართველოს და ამას ღიადაც მოითხოვდა."

/"კარიბჭე" N24, 2008, გვ.42/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 26 2017, 12:23 PM

"მიტროპოლიტმა ლეონიდემ, 1918 წლის 12 (25) მარტს შესანიშნავი სიტყვა წარმოთქვა სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძარში ავტოკეფალიის აღდგენის წლისთავისადმი: "წელიწადი შესრულდა, ძვირფასნო, სამშობლო ეკლესიის თავისუფლებას ვეზიარენით. წელიწადი გავიდა, რაც ამ დიდებულ ტაძრის თაღების ქვეშ პირველად ჩავისუნთქეთ თავისუფალი ეკლესიის ჰაერი".

/"კარიბჭე" N8, 2017, გვ.32/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 26 2017, 07:27 PM

"2017 წლის 12/25 მარტი ისტორიული დღეა ჩვენს ცხოვრებაში. 100 წლის წინ, ამ დღეს კვლავ ფეხი აიდგა ჩვენმა დატყვევებულმა ეკლესიამ. საბოლოოდ დაიყარა მონობის ბორკილი და დაადგა ახალ გზას განახლებისას".

/"კარიბჭე" N8, 2017, გვ.32/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 14 2017, 10:23 PM

"1905-1907 წლებში ბრძოლა საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიისთვის მარცხით დამთავრდა. ამას მოჰყვა ქართველი სამღვდელოების დევნა-შევიწროება, მაგრამ ის უკან არ იხევდა. ამის დასტური იყო 1906 წლის მაისში ყოველკვირეული ლიბერალური მიმართულების გაზეთის, "სიტყვის", გამოსვლა მღვდელ იოსებ ჩიჯავაძის რედაქტორობით. იგი მოითხოვდა საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიას, სინდისის თავისუფლებას და ე.წ. საეკლესიო თავისუფლებას. გაზეთის სულ 14 ნომერი გამოვიდა, მაგრამ განსაკუთრებით მნიშვნელოვანი როლი შეასრულა არა მხოლოდ ავტოკეფალიური მოძრაობის გააქტიურებასა და ხალხში ეროვნული ეკლესიის აღდგენის რწმენის განმტკიცებაში, არამედ მიმდინარე საზოგადოებრივ-პოლიტიკური მოვლენების პროგრესული და დემოკრატიული პოზიციებიდან გაშუქებაში. გაზეთის მიზანი იმთავითვე იკვეთება - სამღვდელოებამ პროგრესული გზა აჩვენოს ერს, ავტოკეფალიის აღდგენის პოპულარიზაცია და რუსული საერო თუ სასულიერო ბიუროკრატიის მიზნების, სახის და არსის გამოაშკარავება. სასულიერო ბიუროკრატიის ზნეობრივი სახის წარმოჩენა, მათ წრეში ჯაშუშთა მომრავლებაც ხშირად გამხდარა მსჯელობის საგანი. გაზეთის ფურცლებიდან ქართველი სამღვდელოების წარმომადგენლები ცდილობდნენ, გამოხმაურებოდნენ ყველა მიმდინარე საზოგადოებრივ-პოლიტიკურ მოვლენას და გამოეკვეთათ თავიანთი პოზიცია.

გაზეთის ფურცლებზე ქართველი სამღვდელოება საქართველოს ავტონომიურად მოწყობის შესახებ გამოთქვამს მოსაზრებას და კულტურული აღორძინება ქვეყნის ავტონომიურად მოწყობის გარეშე შეუძლებლად ესახება..."

/"კარიბჭე" N24, 2009, გვ.44/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 18 2017, 02:39 PM

"მზად ვართ, მტლად დავედოთ საყვარელ და კოპწოა ივერიის ეკლესიას და მის აღორძინებულს ავტოკეფალიას"

/მღვდელი იროდიონ შიოს ძე თურქაძე
"საპატრიარქოს უწყებანი" N23, 2017, გვ.18/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 2 2017, 12:26 PM

"მამა-შვილი შიო და გრიგოლ სიდამონიძეები 1917 წლის მარტში დასწრებიან საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენასთან დაკავშირებულ საეკლესიო კრებას მცხეთის სვეტიცხოვლის ტაძარში და ხელიც მოუწერიათ ავტოკეფალიის აღდგენის აქტზე. ამის შემდეგ შიო სიდამონიძეს დიდხანს აღარ უცოცხლია. უწმინდესი ეფრემი თავის ერთ-ერთ ავტობიოგრაფიაში მამის გარდაცვალების თარიღად 1917 წელს ასახელებს."

/"კარიბჭე" N22, 2009, გვ.40/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 4 2018, 08:50 PM

"პატრიარქის მოღვაწეობაში გამორჩეული ადგილი უჭირავს ჭეშმარიტად ეპოქალურ მოვლენას - კონსტანტინოპოლის საპატრიაქროს მიერ საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის ცნობას უძველესი დროიდან.

15 საუკუნის განმავლობაში ჩვენი ერის რჩეული სასულიერო და საერო მოღვაწენი ცდილობდნენ ამ აღიარების მოპოვებას, მაგრამ სასურველ შედეგს ვერ მიაღწიეს. საკვირველია, რომ ეს მოხდა ჩვენი ეკლესიის ისტორიის ყველაზე კრიტიკულ პერიოდში - კომუნისტური რეჟიმის დროს".

/"კარიბჭე" N26, 2017, გვ.26/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 16 2018, 06:29 PM

"არ იქნებოდა საქართველო, რომ არ გვქონოდა ჩვენ ავტოკეფალია"

/"სამთავროს მაყვლოვანი" N2, 2017, გვ.5/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 30 2019, 07:09 PM

"ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ავტოკეფალია იმიტომ, რომ მთელი კულტურა, ისტორია, ლიტერატურა - ყველაფერი დაფუძნებულია ეკლესიის მოღვაწეობაზე, საეკლესიო ცხოვრებაზე".

/ილია მეორე
"საპატრიარქოს უწყებანი" N11, 2019, გვ.3/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 9 2019, 10:04 PM

"თბილელმა მიტროპოლიტმა ლეონიდე ოქროპირიძემ, როცა 25 მარტს მიულოცა ხალხს ეკლესიის თავისუფლების აღდგენა, უშიშრად განაცხადა: "უკვე დროა, დავიწყოთ ფიქრი, თავისუფალ ეკლესიას გვერდით ამოვუყენოთ თავისუფალი საქართველო"

/"კრიალოსანი" N4, 2008, გვ.11/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 2 2020, 07:09 PM

"იყო ასეთი კანონისტი, – ბალსამონი, იგი XI საუკუნეში ცხოვრობდა და გახდა პატრიარქი ანტიოქიისა. ბალსამონი წერს, რომ საქართველოს ეკლესიას ნეტარი პეტრეს დროს მიენიჭა ავტოკეფალია, დამოუკიდებლობა.

ჩვენ დიდი ბრძოლა დაგვჭირდა იმის დასამტკიცებლად, რომელ პეტრეზე იყო საუბარი. ზოგიერთი ამბობდა, რომ იგი ეკუთვნის XI საუკუნეს და არა V-ს. ბალსამონი ამბობს, ,,ამბობენო, რომ ნეტარი პეტრეს დროს საქართველოს და კვიპროსს მიენიჭა ავტოკეფალია.“ აი ეს სიტყვა – ,,ამბობენ“ მეტყველებს იმაზე, რომ ეს შორეულ წარსულში იყო, XI საუკუნეში კი არა V საუკუნეში ვახტანგ გორგასალის დროს.

ვახტანგ გორგასალმა 2 წარმომადგენელი გაგზავნა ანტიოქიაში, პირველად აკურთხეს პეტრე და იმის შემდეგ იყო მეორე, – სამუელი, მეორე კათოლიკოსი. დღეს ჩვენ თაყვანსა ვცსემთ მათ ღვაწლსა, მათ შრომას, მათ მოღვაწეობას."

/ილია მეორე
"საპატრიარქოს უწყებანი" N30, 2019, გვ.2/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 3 2020, 10:35 PM

"[იურისტი, ისტორიკოსი, ლიტერატურათმცოდნე, დიპლომატი, პუბლიცისტი, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწე, საქართველოს ეროვნულ-დემოკრატიული პატიის ერთ-ერთი ფუძემდებელი (1917წ.) ზურაბ ავალიშვილი] მონაწილეობდა საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენაში"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 9 2021, 07:39 PM

"უფალმა ინებოს, რომ დღეს დავფიქრდეთ, რაოდენ დიდი ნიჭი მოგვმადლა უფალმა მართლმადიდებელი ეკლესიის არსებობით, მისი ავტოკეფალიით და ღმერთმა ინებოს, რომ ეს დიდი მადლი არა თუ უბრალოდ შევინარჩუნოთ, არამედ ვიღვაწოთ მის განსავითარებლად და გასაძლიერებლად!"

/მიტროპოლიტი შიო (მუჯირი)
"საპატრიარქოს უწყებანი" N4, 2021, გვ.8/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 8 2022, 07:39 PM

"ავტოკეფალიის აღდგენა მხოლოდ იურიდიული აქტი არ უნდა ყოფილიყო, ამ დროს საქართველოს ეკლესიის ორიენტაციის საკითხი წყდებოდა, მისი მომავალი სახე იძენდა გარკვეულობას. ამ თვითგაცნობერებაში, თვითდამკვიდრებაში კი თავისი როლი უნდა ეთამაშა კირიონის ერთ დროს ფართოდ ცნობილ წიგნსაც - "ივერიის კულტურული როლი რუსეთის ისტორიაში", რომელშიაც თითქმის მთელი შუასაუკუნეობრივი რუსული კულტურა ქართული გავლენის შედეგადაა გამოცხადებული და ხაზგასმულია ქართული ქრისტიანობის, ქართული ეკლესიის უპირატესობა რუსულთან მიმართებაში".

/მიტროპლიტი ანანია ჯაფარიძე, ლია ბარბაქაძე, "საქართველოს საეკლესიო ისტორია IX-X კლასის სახელმძღვანელო" გვ. 60/


პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 13 2022, 12:13 PM

"საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის მედგრად დაცვაში გიორგი მთაწმინდელს ვერავინ შეედრებოდა".

/მიტროპლიტი ანანია ჯაფარიძე, ლია ბარბაქაძე, "საქართველოს საეკლესიო ისტორია IX-X კლასის სახელმძღვანელო" გვ.196/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 13 2022, 01:33 PM

"კათოლიკოს-პატრიარქმა ეფრემ II განაგრძო წინამორბედი პატრიარქის მცდელობა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქოს მართლმადიდებელი ავტოკეფალური ეკლესიებისაგან აღიარებისათვის. იმ მიზნით, რომ საერთაშორისო ტრიბუნა გამოეყენებინა საქართველოს ეკლესიის ინტერესებისათვის, საქართველოს ეკლესია შევიდა ეკლესიათა მსოფლიო საბჭოში".

/მიტროპლიტი ანანია ჯაფარიძე, ლია ბარბაქაძე, "საქართველოს საეკლესიო ისტორია IX-X კლასის სახელმძღვანელო" გვ.98/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 26 2022, 09:22 PM

"ქართლში კათოლიკოსობის დაწესება ქართული ეკლესიის ავტოკეფალიის აღიარებას ნიშნავდა. სხვათა შორის, ამას პირდაპირ უნდა გვიმოწმებდეს ძველქართული წყარო "მოქცევაი ქართლისაი". "აქათგან იწყეს კათალიკოზთა მამადმთავრობად. პირველი კათალიკოზი იყო პეტრე ვახტანგ მეფისა ზე". ქართული "მამადმთავარი" იგივე ბერძნული "პატრიარქია" და, ამდენად, ქართული წყაროს მიერ ხაზგასმით ამის აღნიშვნა, შესაძლებელია, სწორედ ქართული ეკლესიის ავტოკეფალიის დასაწყისს მიუთითებდეს.
ქართულ ეკლესიას ავტოკეფალია დაახლოებით 485 წელს უნდა მოეპოვებინა"

/აკად. მარიამ ლორთქიფანიძე, აკად. დავით მუსხელიშვილი, აკად. როინ მეტრეველი
"საქართველოს ისტორია IV საუკუნიდან XIII საუკუნემდე" ტომი II, გვ.68/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 17 2022, 02:27 PM

"მხოლოდ მსოფლიო კრებას აქვს უფლება, ამა თუ იმ ეკლესიას ჩამოართვას ან შეუჩეროს ავტოკეფალია"

/მეუფე შიო (მუჯირი)
"საპატრიარქოს უწყებანი" N7, 2022, გვ.4/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 11 2022, 07:33 PM

"კონსტანტინე (კოტე) აფხაზი [1923 წლის 20 მაისს დახვრეტილი ქართველი ეროვნული გმირი] იყო საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის აქტიური მონაწილე"

/"საპატრიარქოს უწნებანი" N11, 2022, გვ.21/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 5 2022, 07:59 PM

"ბევრი მწარე დღე გადაიტანა საქართველომ სამოციქულო ეკლესიის სრულ ავტონომიამდე. ბევრი იგვემა ერი და ბერი იქამდე, სანამ საბოლოოდ დარწმუნდებოდა, რომ ეკლესიური მონობა ყველა მონობაზე უარესია (თუნდაც მხოლოდ იმიტომ, რომ ის არის ყველა სხვა მონობის ლიბო); რომ სწორედ ეკლესიის სიჯანსაღით იწყება მთლიანი ქვეყნის ჯანსაღი ყოფა, მისი მთლიანობა ედება საფუძვლად ერის ერთიან ორგანიზმად შეკვრას"

/"სულიერი ყვავილნარი"/

უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)