IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

7 გვერდი V  1 2 3 > »   
Reply to this topicStart new topic
> შეიძლება თუ არა მოძველდეს მართლმადიდებლობა?
ნათია
პოსტი Jun 21 2007, 12:26 PM
პოსტი #1


Miss invisible
***

ჯგუფი: მოდერატორ-ფინანსისტი
პოსტები: 18,669
რეგისტრ.: 28-February 07
წევრი № 1,224



ბოლო ხანებში სხვადასხვა საზოგადოებრივი გაერთიანებები თუ ცალკეული პირები ეკლესიას ხშირად უკიჟინებენ, თითქოს იგი დროს ჩამორჩა, რომ იგი ვეღარ პასუხობს დღავანდელი საზოგადოების მოთხოვნებს, თითქოს მოძველდა მართლმადიდებლური სწავლება და ხელახალ გადახედვას საჭიროებს, რადგან თითქოს ეს არის მუხრუჭი ჩვენი ქვეყნის დემკრატიული განვითარებისა. ეს ადამიანები განაქიქებენ ეკლესიის მოძღვრების ძირითად პრინციპებს: მორჩილების ცნება ბრმა მორჩილებასა და ფანატიზმამდე დაჰყავთ, მოციქულებრივ და წმიდა მამათა სწავლებას ადამიანთა ერთი გარკვეული ჯგუფის პირად შეხედულებებად მოიაზრებენ, მონასტრული ცხოვრება და სახარებისეული ციტატები დროს ჩამორჩენილი, დრომოჭმული შუასაუკუნეობრივი გადმონაშთი ჰგონიათ და ა.შ.

მიუხედავად იმისა, რომ მათ შეიძლება, ძალიან კარგადაც კი იციან ზოგადად ეკლესიის ისტორია, რადგანაც თავი „ღვთისმეტყველებად“ და „თეოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორებად“ მოაქვთ, მაგრამ ბიბლიური მწიგნობრებისგან არაფრით განსხვავდებიან.

როგორც ჩანს, შინაგანი ურწმუნოების გამო მათ არ ესმით, ან ძალიან კარგადაც ესმით, მაგრამ გარკვეული მიზნების გამო, არ სურთ აღიარონ, თუ რას ნიშნავს მართლმადიდებლობა საქართველოსთვის, რას ნიშნავს ის სარწმუნოება, რომელიც პირველი საუკუნეებიდანვე შეურყვნელი და შეუცვლელი გადმოცემა დედაეკლესიის მიერ.

ქართველმა კაცმა სასოებით უნდა შეინახოს უფლის მოციქულთა და წმიდანთა მიერ ნაქადაგები სარწმუნოება და ეროვნული ფესვები, რასაც ქართველი ერის „გულშემატკივარი მქადაგებლები“ არაფრად მიიჩნევენ, „ცრუმისტიკად“ და „ცრუსასწაულებად“ აღიარებენ და დასცნიან იმ სულიერებას, რომელმაც დღემდე მოგვიყვანა. ალბათ ყველა ეპოქაში იქნებოდნენ ისეთი ადამიანები, რომლებიც ეკლესიის შეუცვლელ სწავლებას მოძველებულად, ყავლგასულად და შესაცვლელად მიიჩნევდნენ. წარმოდგინეთ, რა სახით მოაღწევდა დღემდე ჩვენი სარწმუნოება, ყველას რომ შესძლებოდა მართლმადიდებლობის შეცვლა და „შესწორება“, ყველას თავის შეხედულებებზე რომ „მოერგო“ ქრისტიანული სწავლების დოგმები, ალბათ დღეს ჭეშმარიტების ანარეკლიც კი აღარ დაგვრჩებოდა. ასეთ ადამიანებს ავიწყდებათ, რომ მართლმადიდებლობა ადამიანების გამოგონილი, შექმნილი სწავლება კი არ არის, არამედ უფლისაგან ბოძებული, სულიწმიდის მადლით შთაგონებული და თაობიდან თაობას გადაცემული მოძღვრებაა, რომელსაც ვერაფერს დავაკლებთ და ვერც ვერაფერს მივუმატებთ, რაც არ უნდა ბრძენთა-ბრძნად მივიჩნეოდეთ კაცთა შორის. მაგრამ ეს ადამიანები ხომ უკვე სულიწმიდის მადლსაც კი ირონიით მოიხსენიებენ...

საქართველოს დღეს გლობალური გარდაქმნებისა და პოლიტიკური ძვრების პერიოდი უდგას. ვინმეს თვალში ეს შეიძლება საქართველოზე იდეოლოგიური თავდასხმებისთვის ხელსაყრელი დროის ილუზიას ქმნიდეს, მაგრამ როგორც უწმიდესი და უნეტარესი ბრძანებს, საქართველო ღვთის წყალობით ძალიან მალე აღსდგება და გაბრწყინდება, ვითარცა ფერფლიდან ფენიქსი და თავის პროგრესულ სიტყვას იტყვის მსოფლიოს კეთილი ნების ხალხებთან ერთად.

მათ კი, ვისაც პირადული ინტერესები ეროვნულზე წინ დაუყენებია, ვურჩევთ, სიყვარულის მარცვალი გაიღვიძონ საკუთარ სულში, ამბიციები და პირადი შურისმაძიებლები სულისკვეთება დაივიწყონ, სარწმუნოებით მოექცნენ, სიყვარულით მივიდნენ ჭეშმარიტების საყდართან და თავი დაანებონ დარბაისელი ქართველი კაცის ჭკუის სწავლებას და მაშინ ერიცა და ბერიც მიუტევებს და სიყვარულით მიიღებს მათ.

ნუ გვიკიჟინებენ, რომ თუ ე.წ. იმიჯს არ შევიცვლით, სარწმუნოებას არ „გავილაითებთ“, თითქოს ცხოვრებას ჩამოვრჩებით. ჩვენ ხომ ცხოვრების იმ ფერხულში ვართ ჩაბმული, სადაც თვითოეული ერი ცდილობს თავის თვითმყოფადობით მიაღწიოს კეთილდღეობის მწვერვალს. ჩვენ კი უნდა ვეცადოთ, აუჩქარებლად, დინჯად და მიზანსწრაფულად ვიაროთ ჭეშმარიტების გზაზე, რადგანაც ვინც იჩქარა და მოვლენებს გაუსწრო, ისინი აღარ არსებობენ.


კახა კაპანაძე
ჟურნალი „დედა ეკლესია“, № 1, 2005 წ.


--------------------
პატიოსნება ჩვენი დროის ჭეშმარიტი არისტოკრატიზმია!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jun 21 2007, 12:35 PM
პოსტი #2


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,941
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



ციტატა(ნათია @ Jun 21 2007, 12:26 PM) *


წარმოდგინეთ, რა სახით მოაღწევდა დღემდე ჩვენი სარწმუნოება, ყველას რომ შესძლებოდა მართლმადიდებლობის შეცვლა და „შესწორება“, ყველას თავის შეხედულებებზე რომ „მოერგო“ ქრისტიანული სწავლების დოგმები, ალბათ დღეს ჭეშმარიტების ანარეკლიც კი აღარ დაგვრჩებოდა.


სრულიად მართალი ხარ, ნათი..

მე ისიც გამიგია, რომ ბევრს პრეტენზია გამოუთქვას ძველი ქართული რატომაა შემორჩენილი წირვა-ლოცვაზე, ადამიანებს არ ესმითო..


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მატასი
პოსტი Jun 21 2007, 12:37 PM
პოსტი #3


თამ...
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,614
რეგისტრ.: 10-November 06
მდებარ.: dedamiweli :)
წევრი № 440



მართლმადიდებლობა არასოდეს არ მოძველდება smile.gif

უბრალოდ, დროსთან ერთად, ხდება რაღაც ცვლილებები....

ციტატა
ქართველმა კაცმა სასოებით უნდა შეინახოს უფლის მოციქულთა და წმიდანთა მიერ ნაქადაგები სარწმუნოება და ეროვნული ფესვები, რასაც ქართველი ერის „გულშემატკივარი მქადაგებლები“ არაფრად მიიჩნევენ, „ცრუმისტიკად“ და „ცრუსასწაულებად“ აღიარებენ და დასცნიან იმ სულიერებას, რომელმაც დღემდე მოგვიყვანა

ისინი უბრალოდ ცოდონი არიან...

მაგრამ არის კიდევ ერთი რამ
ზედმეტი არაფერი არ ვარგა...

და ჩვენ ბედნიერები ვართ, რომ გვყავს ისეთი პატრიარქი, რომელიც ღვთის მადლით სწორ გზაზე მიგვიყვანს, თუ მივყვებით smile.gif


აი ვის დასცინიან ხშირად ...

http://church.ge/index.php?showtopic=1806&...40&#entry115199


--------------------
მუჭაში ვაგროვებდი მზეს შენთვის...
აჰა, მიიღე...


"ერთხანს შორიშორს იდგნენ და ოდნავი შეხედვისაც ეშინოდათ, რადგან აშკარად გრძნობდნენ გატრუნულნი, როგორ ამოდიოდა მათ სხეულში უცნაური, მჩხვლეტავი მცენარე - სიყვარულის კაკტუსი..."
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ninca
პოსტი Jun 21 2007, 08:43 PM
პოსტი #4


ninca
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 192
რეგისტრ.: 11-November 06
წევრი № 450



მართლმადიდებლობა არასოდეს არ მოძველდება, რამეთუ ღვთის მადლის მოხვეჭის, სულიერი განწმედის,განღრთობის მადლს გვაზიარებს. ვისაც არ მოსწონს, ეს ისინი არიან, ვნებებს რომ ვერ ელევიან, თავისუარყოფა,ჯვრის ტვირთვა არ სურთ. მართლმადიდებლობა ვერ შეიწყნარებსცვლილებებს. პროტესტანტულსა და რომაულ-კათოლიკურ სამყაროში ზოგიერთი სასულიერო მწერალი ხან მოძველდება, ხან მოდაში შემოვა. ზოგი მოდიდან გადის. ეს იმიტომ , რომ ისინი დროის სულის მოწონებას ცდილობენ.ასეთ რამეს მართლმადიდებლობას~ში ვერ ნახავ.მაგ, თუ კიხულობმაკარი ეგვიპტელს, მე-6ს.რომმოღვაწეობდა, სულაც არ გეუფლება იმისი განცდა, რომ ეს ძველი ამბავია და დრომოწმული. პირიქით, საოცარი სიახლოვის განცდა იბადება. იგი წერს ისეთ საკითხებზე, რაც ჩვენ გვაღელვებს, სულიერ დაცემაზე, ვნებებზე, საცდურებზე ჩვენთვის გასაგები ენით. გვასწავლის, თუ როგორ უნდა უურებდეს ქრისტეანი სოფელს და ამ სწავლებაში არაფერია უცხო. ჩვენი მართლმადიდებელი წმ.მამები საუბრობენ ერთ ენაზე-სულიერი ცხოვრების ენაზე. გვიჩვენებენ გზას, თუ როგორ უნდა ჩავწვდეთ მას,ანუ როგორ მოვიპოვოთ სული მშვიდობისა.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
თამარი_ცქნაფო
პოსტი Jun 21 2007, 08:55 PM
პოსტი #5


მე რომ მიყვარხარ, განა ისე არწივს მთა უყვარს...
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 15,854
რეგისტრ.: 1-November 06
მდებარ.: მწვერვალი ''დიადი ვერასოდეს''
წევრი № 362



ნათია
ნათია, ეს შენი დაწერილია?

მაპატიე, ჩემო კარგო, smile.gif მაგრამ როცა ვინმეს სტატიას აქ აკოპირებ, ავტორი მიუთითე, ცოტა უხერხულია, დღეს საკმაოდ ბევრი პოსტი წავიკითხე და გავოგნდი, ავტორების გარეშე გედო, არადა ზოგ მათგანს პირადად ვიცნობ, rolleyes.gif აქ კი ხალხი ისე გპასუხობს, თითქოს შენი ტექსტებია.
საწნააღმდეგო არაფერი მაქვს, უბრალოდ უხერხულია, ის ავტორებიც შემოდიან აქ rolleyes.gif


--------------------
''ადამიანზე გამძლეა თიხა,
მაგრამ თიხაზე გამძლეა სიტყვა,
ის შეიძლება უბრალო იყოს
და აუტანელ ტკივილად ითქვას''...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ნათია
პოსტი Jun 21 2007, 10:10 PM
პოსტი #6


Miss invisible
***

ჯგუფი: მოდერატორ-ფინანსისტი
პოსტები: 18,669
რეგისტრ.: 28-February 07
წევრი № 1,224



ციტატა(თამარი_ცქნაფო @ Jun 21 2007, 09:55 PM) *

ნათია
ნათია, ეს შენი დაწერილია?

მაპატიე, ჩემო კარგო, smile.gif მაგრამ როცა ვინმეს სტატიას აქ აკოპირებ, ავტორი მიუთითე, ცოტა უხერხულია, დღეს საკმაოდ ბევრი პოსტი წავიკითხე და გავოგნდი, ავტორების გარეშე გედო, არადა ზოგ მათგანს პირადად ვიცნობ, rolleyes.gif აქ კი ხალხი ისე გპასუხობს, თითქოს შენი ტექსტებია.
საწნააღმდეგო არაფერი მაქვს, უბრალოდ უხერხულია, ის ავტორებიც შემოდიან აქ rolleyes.gif




გაიხარე

აუცილებლად


--------------------
პატიოსნება ჩვენი დროის ჭეშმარიტი არისტოკრატიზმია!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ubralod ninka
პოსტი Jul 4 2007, 09:51 PM
პოსტი #7


ubralod ninka
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,041
რეგისტრ.: 28-January 07
მდებარ.: sanatreli zona:)
წევრი № 959



sadac amdeni aris shemonaxuli aramgonia es modzveldes,yoveltvis arian siaxlis mdzebnelebi,magram es yvelaferi shenarchundeba me amis didi imedi da rcmena maqvs......


--------------------
ეკლესია საფეხურია, რათა მივუახლოვდეთ ზეციურ მამას, ცოდვების მოსანანიებლად კი გვეძლევა ცხოვრება...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
forumis virusi
პოსტი Jul 5 2007, 04:15 AM
პოსტი #8


kaspersky devikene da cesit unda miSvelos
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 124
რეგისტრ.: 1-July 07
წევრი № 2,359



ციტატა(ნათია @ Jun 21 2007, 01:26 PM) *

ბოლო ხანებში სხვადასხვა საზოგადოებრივი გაერთიანებები თუ ცალკეული პირები ეკლესიას ხშირად უკიჟინებენ, თითქოს იგი დროს ჩამორჩა, რომ იგი ვეღარ პასუხობს დღავანდელი საზოგადოების მოთხოვნებს, თითქოს მოძველდა მართლმადიდებლური სწავლება და ხელახალ გადახედვას საჭიროებს, რადგან თითქოს ეს არის მუხრუჭი ჩვენი ქვეყნის დემკრატიული განვითარებისა. ეს ადამიანები განაქიქებენ ეკლესიის მოძღვრების ძირითად პრინციპებს: მორჩილების ცნება ბრმა მორჩილებასა და ფანატიზმამდე დაჰყავთ, მოციქულებრივ და წმიდა მამათა სწავლებას ადამიანთა ერთი გარკვეული ჯგუფის პირად შეხედულებებად მოიაზრებენ, მონასტრული ცხოვრება და სახარებისეული ციტატები დროს ჩამორჩენილი, დრომოჭმული შუასაუკუნეობრივი გადმონაშთი ჰგონიათ და ა.შ.


ქრისტე იყო არის და იქნება უკუნისამდე! მართლმადიდებლოგის დოგმატები არ მოძველებულა, მაგრამ "მოძველდა" ტრადიციები...ადრე აღსარებას ადამიანი მრევლის წინაშე აღიარებდა, ანუ ყველა ისმენდა აღსარებას, დღეს რომ იგივე წესი იყოს აღსარებას ჩააბარებდა 2-3 კაცი....თუმცა ისიც უნდა ითქვას რომ ზოგიერთ სასულიერო პირებს არა აქვთ შესაბამისი და სწორი განათლება, და ბევრი ფანატიზმში ვარდება, ამიტომაც აქვთ ასეთი რეაქციები რომ მართლმადიდებლობა ფანატიკოსების რელიგია ჰგონიათ....ზოგი ქადაგებს რომ პამპერსი არ შეიძლება, ზოგი ქადაგებს რომ შარვალის ჩაცმა ქალს წარწყმედს, ზოგი მოციქულებრივ და სახარების სწავლებას თავისებურად იგებს და თავისებურად ქადაგებს, რაც ხშირად ხდება მრევლის შეცდომაში შეყვანის, გაფანატების, და დაბრკოლების მიზეზი....

ციტატა(ნათია @ Jun 21 2007, 01:26 PM) *

ალბათ ყველა ეპოქაში იქნებოდნენ ისეთი ადამიანები, რომლებიც ეკლესიის შეუცვლელ სწავლებას მოძველებულად, ყავლგასულად და შესაცვლელად მიიჩნევდნენ. წარმოდგინეთ, რა სახით მოაღწევდა დღემდე ჩვენი სარწმუნოება, ყველას რომ შესძლებოდა მართლმადიდებლობის შეცვლა და „შესწორება“


ჩემის აზრით აუცილებელიცაა ზომიერების ფარგლებში რეფორმები გატარდეს. მოწამე პატრიარქმა-კირიონ საძაგლიშვილმა განახორციელა რეფორმები საქართველოში, მღვდლებს ნება მისცა ანაფორის გარეშე ევლოთ, ახალი სტილის კალენდარზე გადაიყვანა ეკლესია, მაგრამ რუსებმა ეს ტრადიციები მოშალეს...სჯულისკანონის მიხედვით რომ დაიცვან მღვდლებმა კანონები, რაც ეხლა მრევლი დადის, იმის ნახევარიც არ ივლიდა, რადგან დღევანდელ ადამიანს არა აქვს იმის სარწმუნოება რომ სასჯელი დაითმინოს..."სჯულისმცველი" ზოგიერთი მღვდლები შარვლიან ქალებს ეკლესიიდან აგდებენ და მიზეზსაც არ კითხულობენ რატომ აცვია ქალს შარვალი, ამის გამო არაერთი ქალი დაბრკოლებულა და ეკლესიისკენ არც გაუხედავს შიშის გამო, ხოლო მოსიყვარულე მოძღვრები აძლევენ ქალებს შარვლის ჩაცმის საშუალებას ზომიერების ფარგლებში, და ასე აახლოვებენ უფალთან...
ასევე ვფიქრობ, უნდა მოხდეს ლოცვების მარტივ, თანამედროვე ქართულ ენაზე თარგმნა, რადგან ჩვენც, და მომავალმა თაობებმაც შეძლონ ლოცვა უფლის წინაშე...ძველი ქართულით იმიტომ ლოცულობდნენ ჩვენი წინაპრები რომ ძველქართულით ლაპარაკობდნენ ერთმანეთში. ჩემთვის გაუგებარია, რატომ უნდა ვილოცო უძველესი ქართული ენით 2007 წელს? როცა საურთიერთობო ენა თანამედროვე ქართულია? სად სწერია რომ ძველქართული ენა "ღვთიური" ან "მართლმადიდებლური" ენაა?


ციტატა(ნათია @ Jun 21 2007, 01:26 PM) *

საქართველოს დღეს გლობალური გარდაქმნებისა და პოლიტიკური ძვრების პერიოდი უდგას. ვინმეს თვალში ეს შეიძლება საქართველოზე იდეოლოგიური თავდასხმებისთვის ხელსაყრელი დროის ილუზიას ქმნიდეს, მაგრამ როგორც უწმიდესი და უნეტარესი ბრძანებს, საქართველო ღვთის წყალობით ძალიან მალე აღსდგება და გაბრწყინდება, ვითარცა ფერფლიდან ფენიქსი და თავის პროგრესულ სიტყვას იტყვის მსოფლიოს კეთილი ნების ხალხებთან ერთად.


ციტატა(ნათია @ Jun 21 2007, 01:26 PM) *

კახა კაპანაძე
ჟურნალი „დედა ეკლესია“, № 1, 2005 წ.



ჩემის აზრით თუ კახა კაპანაძეების მსგავსი მოაზროვნეები მრავლად იქნებიან ივერია ვერასოდეს გაბრწყინდება!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ეკუმენისტი
პოსტი Jul 5 2007, 06:44 PM
პოსტი #9


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 285
რეგისტრ.: 1-May 07
წევრი № 1,803



ციტატა(_Matasi_ @ Jun 21 2007, 11:37 AM) *

უბრალოდ, დროსთან ერთად, ხდება რაღაც ცვლილებები....


და მოხდება კიდევ!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Sotiris
პოსტი Jul 5 2007, 08:15 PM
პოსტი #10


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,567
რეგისტრ.: 3-November 06
წევრი № 382



ციტატა(forumis virusi @ Jul 5 2007, 04:15 AM) *

ხოლო მოსიყვარულე მოძღვრები აძლევენ ქალებს შარვლის ჩაცმის საშუალებას ზომიერების ფარგლებში,


ზომიერების ფარგლებში შარვლის ჩაცმა რა არის? როდესაც წელის გარშემოწერილობა 180 სმ.-ს არ აღემატება? IPB-ს სურათი

ციტატა
მოწამე პატრიარქმა-კირიონ საძაგლიშვილმა განახორციელა რეფორმები საქართველოში, მღვდლებს ნება მისცა ანაფორის გარეშე ევლოთ, ახალი სტილის კალენდარზე გადაიყვანა ეკლესია, მაგრამ რუსებმა ეს ტრადიციები მოშალეს...


პატრიარქი კირიონი 1918 წ. აღესრულა, ახალ სტილზე კონსტანტინეპოლი 1924 წ.-ს გადავიდა. გვატყუებ? IPB-ს სურათი რუსები რა შუაში იყო კიდევ? რუსი კათოლიკოსები გვყავდა?

ციტატა
სჯულისკანონის მიხედვით რომ დაიცვან მღვდლებმა კანონები, რაც ეხლა მრევლი დადის, იმის ნახევარიც არ ივლიდა, რადგან დღევანდელ ადამიანს არა აქვს იმის სარწმუნოება რომ სასჯელი დაითმინოს...


ქიროტონიის წინ ეპისკოპოსი აღთქმას დებს რომ კანონებს დაიცავს. ახლა შენ ეპისკოპოსს მოუწოდებ, რომ ფიცისგამტეხი იყოს? IPB-ს სურათი ისე მგონი აქამდე ვერ გაიგე რაა იკონომია, რაა აკრივია და ა.შ.

ციტატა
ძველი ქართულით იმიტომ ლოცულობდნენ ჩვენი წინაპრები რომ ძველქართულით ლაპარაკობდნენ ერთმანეთში.


შენ რუსთაველის ენა და იგივე ეფრემ მცირის ენა ერთი გგონია? IPB-ს სურათი


--------------------
მძიმეწონოსანთა კატეგორია.
ქარის წისქვილებს არ ვებრძვი, კომერციულ საქმიანობაში ვიყენებ მხოლოდ: ქატო იქა, ფქვილი აქა.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ეკუმენისტი
პოსტი Jul 5 2007, 08:49 PM
პოსტი #11


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 285
რეგისტრ.: 1-May 07
წევრი № 1,803



ციტატა(Sotiris @ Jul 5 2007, 07:15 PM) *


პატრიარქი კირიონი 1918 წ. აღესრულა, ახალ სტილზე კონსტანტინეპოლი 1924 წ.-ს გადავიდა. გვატყუებ? IPB-ს სურათი რუსები რა შუაში იყო კიდევ? რუსი კათოლიკოსები გვყავდა?


რუსებში ეგზარქოსები ვიგულისხმე, ხოლო კირიონში შეიძლება შევცდი, მაგრამ აბა მითხარი რატომ გადავიდა საქართველოს ეკლესია ახალ სტილზე და ვინ გადაიყვანა?

ციტატა(Sotiris @ Jul 5 2007, 07:15 PM) *

ქიროტონიის წინ ეპისკოპოსი აღთქმას დებს რომ კანონებს დაიცავს. ახლა შენ ეპისკოპოსს მოუწოდებ, რომ ფიცისგამტეხი იყოს? IPB-ს სურათი ისე მგონი აქამდე ვერ გაიგე რაა იკონომია, რაა აკრივია და ა.შ.


შენ სჯულისკანონის მიხედვით ცხოვრობ?

User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Sotiris
პოსტი Jul 5 2007, 09:08 PM
პოსტი #12


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,567
რეგისტრ.: 3-November 06
წევრი № 382



ციტატა(ეკუმენისტი @ Jul 5 2007, 08:49 PM) *

რუსებში ეგზარქოსები ვიგულისხმე,


რა შუაში იყო მერე უანაფოროდ სიარული ან ახალი სტილი რუს ეგზარქოსებთან? IPB-ს სურათი ეგრე არ გეწერა, პატრიარქმა კირიონმა რეფორმები განახორციელა, მაგრამ რუსებმა მოშალესო?

ციტატა
ხოლო კირიონში შეიძლება შევცდი,


არა, როგორ შეცდებოდი, 1918 წ. ხომ 1924 წ.-ს მერე იყო IPB-ს სურათი

ციტატა
მაგრამ აბა მითხარი რატომ გადავიდა საქართველოს ეკლესია ახალ სტილზე და ვინ გადაიყვანა?


მე უნდა მეკითხებოდე ამას? IPB-ს სურათი

ციტატა
შენ სჯულისკანონის მიხედვით ცხოვრობ?


ჯერ ამიხსენი რას ნიშნავს სჯულისკანონის მიხედვით ცხოვრება და მერე ვილაპარაკოთ.

პ.ს. სხვა რამეებზე პასუხი არ გქონდა? კარგი, არ დაგაძალებ, თორემ კიდევ რამე გაუგებრობა რომ დაწერო, ისევ ჩემზე დარჩები ნაწყენი, რატომ ვერ გაიგეო IPB-ს სურათი


--------------------
მძიმეწონოსანთა კატეგორია.
ქარის წისქვილებს არ ვებრძვი, კომერციულ საქმიანობაში ვიყენებ მხოლოდ: ქატო იქა, ფქვილი აქა.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
abo
პოსტი Jul 5 2007, 09:15 PM
პოსტი #13


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,533
რეგისტრ.: 20-March 07
წევრი № 1,441



მართლმადიდებლობა არასოდეს მოძველდება . და თუ ასე მოხდა ის აღარც იქნება მართლმადიდებლობა


--------------------
არ გაიწვრთნების სამი რამ: მგელი, არწივი, კაი ყმა.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ეკუმენისტი
პოსტი Jul 5 2007, 09:40 PM
პოსტი #14


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 285
რეგისტრ.: 1-May 07
წევრი № 1,803



ციტატა(Sotiris @ Jul 5 2007, 08:08 PM) *

ჯერ ამიხსენი რას ნიშნავს სჯულისკანონის მიხედვით ცხოვრება და მერე ვილაპარაკოთ.


შენც ამიხსენი, მამა თეიმურაზის შვილები რომ მეუბნებოდნენ მამა თეიმურაზი და "მისი სულიერი ძმები" სჯულისკანონის მიხედვით ცხოვრობენო, ხოლო პატრიარქი და ზოგიერთი მამაო არღვევსო, როგორ იცავს შენი მოძღვარი სჯულისკანონს?

დანარჩენზე მერე გაგცემ პასუხს.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Sotiris
პოსტი Jul 6 2007, 12:13 AM
პოსტი #15


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,567
რეგისტრ.: 3-November 06
წევრი № 382



ციტატა(ეკუმენისტი @ Jul 5 2007, 09:40 PM) *

შენც ამიხსენი, მამა თეიმურაზის შვილები რომ მეუბნებოდნენ მამა თეიმურაზი და "მისი სულიერი ძმები" სჯულისკანონის მიხედვით ცხოვრობენო, ხოლო პატრიარქი და ზოგიერთი მამაო არღვევსო, როგორ იცავს შენი მოძღვარი სჯულისკანონს?


რა იყო, გუჯა, ნაწყენი დარჩი? ვინ რას გეუბნება, მე არ ვიცი და არც შემიძლია ვიცოდე. პასუხს გაექეცი (თუ იმას გვიმალავ, რას ნიშნავს შენთვის "სჯულისკანონის მიხედვით ცხოვრება", რაღას პოსტავ საერთოდ? გამოცანებით გველაპარაკები?) და უწმიდესი საერთოდ რა შუაში იყო, მაგას ვერ მივხვდი. ნუ კარგი, ჩავთვალოთ, რომ სჯულისკანონი "მოძველებულად" მიგაჩნია და სახარებას მივხედოთ. სახარების მიხედვით ცხოვრება რა არის, აგვიხსენი, და მერე ის გვითხარი სახარების მიხედვით ცხოვრობ თუ არა? და სჯულისკანონი და სახარება ერთმანეთს ეწინააღმდეგება თუ არა?

ციტატა
დანარჩენზე მერე გაგცემ პასუხს.


მაგ აღარ მომითხოვია IPB-ს სურათი


--------------------
მძიმეწონოსანთა კატეგორია.
ქარის წისქვილებს არ ვებრძვი, კომერციულ საქმიანობაში ვიყენებ მხოლოდ: ქატო იქა, ფქვილი აქა.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
პატრიოტი
პოსტი Jul 6 2007, 12:21 AM
პოსტი #16


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,147
რეგისტრ.: 21-January 07
მდებარ.: N/A
წევრი № 892



_Matasi_
ციტატა
აი ვის დასცინიან ხშირად ...

http://church.ge/index.php?showtopic=1806&...40&#entry115199

მე რა შუაში ვარ?

Sotiris
ციტატა
პატრიარქი კირიონი 1918 წ. აღესრულა, ახალ სტილზე კონსტანტინეპოლი 1924 წ.-ს გადავიდა. გვატყუებ? რუსები რა შუაში იყო კიდევ? რუსი კათოლიკოსები გვყავდა?

მანამდე გადავიდა ქართული ეკლესია და ქვეყანას. შობა აღინიშნებოდა 25 დეკემბერს ახლით, მაგრამ რუსებმა შეცვალეს.


--------------------
[size=7]ფფყ[/size]
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მატასი
პოსტი Jul 6 2007, 12:27 AM
პოსტი #17


თამ...
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,614
რეგისტრ.: 10-November 06
მდებარ.: dedamiweli :)
წევრი № 440



პატრიოტი
ციტატა
Matasi_

ციტატა
აი ვის დასცინიან ხშირად ...

http://church.ge/index.php?showtopic=1806&...40&#entry115199

მე რა შუაში ვარ?


რა ვიცი აბა, რა შუაში ხარ...
საიდან დაგებადა აზრი რომ შუაში ხარ? biggrin.gif


--------------------
მუჭაში ვაგროვებდი მზეს შენთვის...
აჰა, მიიღე...


"ერთხანს შორიშორს იდგნენ და ოდნავი შეხედვისაც ეშინოდათ, რადგან აშკარად გრძნობდნენ გატრუნულნი, როგორ ამოდიოდა მათ სხეულში უცნაური, მჩხვლეტავი მცენარე - სიყვარულის კაკტუსი..."
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Sotiris
პოსტი Jul 6 2007, 12:29 AM
პოსტი #18


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,567
რეგისტრ.: 3-November 06
წევრი № 382



ციტატა(პატრიოტი @ Jul 6 2007, 12:21 AM) *

Sotiris

მანამდე გადავიდა ქართული ეკლესია და ქვეყანას. შობა აღინიშნებოდა 25 დეკემბერს ახლით, მაგრამ რუსებმა შეცვალეს.


რა, კაცო? 1918 წ. საქართველოს ეკლესია ახალ სტილზე იყო? და რუსმა კომუნისტებმა შეუცვალეს საქართველოს ეკლესიას შობის თარიღი? IPB-ს სურათი


--------------------
მძიმეწონოსანთა კატეგორია.
ქარის წისქვილებს არ ვებრძვი, კომერციულ საქმიანობაში ვიყენებ მხოლოდ: ქატო იქა, ფქვილი აქა.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
პატრიოტი
პოსტი Jul 6 2007, 01:15 AM
პოსტი #19


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,147
რეგისტრ.: 21-January 07
მდებარ.: N/A
წევრი № 892



ციტატა(Sotiris @ Jul 6 2007, 12:29 AM) *

რა, კაცო? 1918 წ. საქართველოს ეკლესია ახალ სტილზე იყო? და რუსმა კომუნისტებმა შეუცვალეს საქართველოს ეკლესიას შობის თარიღი? IPB-ს სურათი

ეხლა ზუსტად არ ვიცი როდის, მაგრამ ნამდვილად ვიცი რომ მეოცე საუკუნის დასაწყისშI ნამდვილად აღინიშნებოდა ახალი სტილით შობა. კბილების დაკრეჭვას ჯობია მოიძიო ინფორმაცია. თორემ მძიმე ხელი მაქვს და რა იცი შეიძლება რამე მოხდეს


--------------------
[size=7]ფფყ[/size]
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Sotiris
პოსტი Jul 6 2007, 01:39 AM
პოსტი #20


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,567
რეგისტრ.: 3-November 06
წევრი № 382



ციტატა(პატრიოტი @ Jul 6 2007, 01:15 AM) *

ეხლა ზუსტად არ ვიცი როდის, მაგრამ ნამდვილად ვიცი რომ მეოცე საუკუნის დასაწყისშI ნამდვილად აღინიშნებოდა ახალი სტილით შობა. კბილების დაკრეჭვას ჯობია მოიძიო ინფორმაცია.


მე რატომ უნდა მოვიძიო? თორემ პატრიარქ ქრისტეფორეს დროს რომ იყო მცდელობა ახალ სტილზე გადასვლისა, ეგ ისედაც ვიცი.

ციტატა
თორემ მძიმე ხელი მაქვს და რა იცი შეიძლება რამე მოხდეს


ეგეთები ევროპაში არ წამოგცდეს, თორემ მიშას სახელი გაუტყდება IPB-ს სურათი


--------------------
მძიმეწონოსანთა კატეგორია.
ქარის წისქვილებს არ ვებრძვი, კომერციულ საქმიანობაში ვიყენებ მხოლოდ: ქატო იქა, ფქვილი აქა.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

7 გვერდი V  1 2 3 > » 
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 5th May 2024 - 12:58 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი