კანონიკური ურთიერთობის აქტი, თუ რაღაც ამგვარი (გამარკვიეთ) |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
კანონიკური ურთიერთობის აქტი, თუ რაღაც ამგვარი (გამარკვიეთ) |
დათიკო |
Nov 22 2006, 02:41 AM
პოსტი
#1
|
დათიკო ჯგუფი: Members პოსტები: 3,383 რეგისტრ.: 24-July 06 მდებარ.: ვეიკი წევრი № 10 |
გამარკვვიეთ ერთი კეთილო ხალხო.
რას ნიშნავს ეს აქტი http://russianorthodoxchurch.ws/synod/documents/mat_akt.html აგერაა ბმული სადაც ალექსი მეორე და წმინდა სინოდი აწერენ ხელს ამ აქტს საზღვარგარეთის რუსულ ეკლესიასთან. ვერ გავიგე რას ნიშნავს ეს აქტი და რატო მოაწერეს ხელი. http://catacomb.org.ua/modules.php?name=Pa...o=page&pid=1035 აქაც არის კატაკომბური ეკლესიის საიტი, სადაც იგივე ინფორმაცია დევს. ნიშნავს თუ არა ეს ევქარისტიულ კავშირს? ჯერ ვკითხულობ და სრულად ვერ გავრკვეულვარ. 13. Русская Православная Церковь Заграницей получает святое миро от Патриарха Московского и всея Руси. ისინი მიიღებენ მირონს მოსკოვიდან. Ожидается, что торжественное подписание Акта произойдет в Москве в январе 2007 года. Решения по этому вопросу должны будут принять Синоды МП и РПЦЗ(Л) в декабре текущего года. ოფიციალური ხელის მოწერა მოეწყობა 2007 წელს. Настоящим Актом восстанавливается каноническое общение внутри Поместной Русской Православной Церкви. რას ნიშნავს კანონიკური ურთიერთობის აღდგენა? |
მნათე |
Nov 22 2006, 02:41 AM
პოსტი
#2
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 17,662 რეგისტრ.: 23-July 06 მდებარ.: Tbilisi წევრი № 4 |
რუსეთის ეკლესიის ორი შტოს წარმომადგენელთა კომენტარები კანონიკური ურთიერთობის აქტის შესახებ
როგორც ცნობილია, ახლახან გამოქვეყნდა მოსკოვის საპატრიარქოსა (რმე/РПЦ) და რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის საზღვარგარეთ (რმეს/РПЦЗ) კანონიკური ურთიერთობის აქტი. ეკლესიათა მეთაურებმა დოკუმენტს ხელი 2007 წელს უნდა მოაწერონ. ამის შემდეგ რუსული ეკლესიის ორი ნაწილი შინაარსით გაერთიანდება: საზღვარგარეთის ეკლესია რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის განუყოფელი ნაწილი გახდება. ამ დროიდან რმეს კარგავს კანონიკურ დამოუკიდებლობას, მაგრამ შეიძენს ფართო ავტონომიას, - აღნიშნავს "Коммерсант". როგორც ორ ეკლესიას შორის მოლაპარაკების კომისიის კონსულტანტმა, მღვდელმა ნიკოლოზ სავჩენკომ გაზეთის კორესპონდენტთან საუბრისას აღნიშნა: “მსოფლიო პრაქტიკაში იშვიათად გვხვდება ისეთი ავტონომია, როგორსაც რმეს მიიღებს.” რმეს-ში აგრეთვე გაიხსენეს, რომ საზღვარგარეთის ეკლესია ეს “დროებითი თვითმმართველობითი სტრუქტურაა (გასული საუკუნის 20-იანი წლებიდან) რუსეთში უღმერთო ხელისუფლების შეცვლამდე, მაგრამ თავისი დადგენილი წესდების მიხედვით რმე-ის განუყოფელ ნაწილს წარმოადგენს. დოკუმენტის ახლანდელი რედაქცია კომპრომისულია, რომელსაც მხარეებმა ორ წელზე მეტი ხნის განმავლობაში მიმდინარე მოლაპარაკების შედეგად მიაღწიეს. “ჩვენი პოზიციის წყალობით მივაღწიეთ იმას, რომ მივიღეთ ყველაზე ფართო ავტონომია,” – განაცხადა ნიკოლოზ სავჩენკომ. დოკუმენტის თანახმად, რმეს დამოუკიდებელი იქნება “სამოძღვრო, ადმინისტრატიულ, სამეურნეო, ქონებრივ და სამოქალაქო საქმეებში, ამასთან მთელი სისავსით კანონიკურ ერთობაში იქნება რუსეთის მართლმადიდებელ ეკლესიასთნ.” მთავარ ადმინისტრაციულ საკითხებში ბოლო სიტყვა მოსკოვის საპატრიარქოსი იქნება. კერძოდ ეს ეხება საზღვარგარეთის ეკლესიის პირველი იერარქის არჩევას, რომელიც აუცილებლად უნდა დაამტკიცოს რმე-ის პატრიარქმა და რმე-ის წმინდა სინოდმა. გამოდის, რომ პატრიარქმა შეიძლება არც დაამტკიცოს საზღვარგარეთის ეკლესიის ახლადარჩეული მეთაური და ამან, გაერთიანების პროცესის მოწინააღმდეგეთა აზრით, შეიძლება კონფლიქტამდე მიგვიყვანოს. ამას გარდა რმეს-ს შეუძლია რომელიმე თავისი ეპარქია გახსნას ან გააუქმოს მხოლოდ რმე-ის პატრიარქის თანხმობით. მან უნდა დაამტკიცოს რმეს-ში ნებისმიერი ცვლილება, უნდა განიხილოს აპელაცია უმაღლესი საეკლესიო-სასამართლო ხელისუფლების გადაწყვეტილების შესახებ, - აღნიშნავს "Коммерсант". “საზღვარგარეთის ეკლესია მიტროპოლიტ ლავრის ხელმძღვანელობით მოაწერს თუ არა ხელს კანონიკურ აქტს რმე-სთან, მას მაშინვე გადაყლაპავს მოსკოვის საპატრიარქო და შეწყვეტს არსებობას,” – დარწმუნებულია სლავიანსკისა და სამხრეთ-რუსეთის არქიეპისკოპოსი ვიქტორ პივოვაროვი, რუსეთის საზღვარგარეთის ოფიციალური ეკლესიიდან განდგომილი ნაწილის იერარქი. თავის მხრივ, მამა ნიკოლოზ სავჩენკო თვლის, რომ “ეს გადაყლაპვა კი არა, რუსული ეკლესიის ორი ნაწილის შერიგებაა,” რომელიც ბუნებრივად მოხდა. “რმეს-ის აქტების ცალკეული შეთანხმებები და დამტკიცებები რმე-ს პატრიარქის მიერ საზღვარგარეთის ეკლესიის დამოუკიდებლობასა და საშინაო ცხოვრებაზე გავლენას არ იქონიებს”, – თვლის ის და აღნიშნავს, რომ “თუ პატრიარქი და სინოდი პირველ იერარქს არ დაამტკიცებენ, ეს კანონიკურად უნდა დაასაბუთონ, ამიტომ ნაკლებ სარწმუნოა, რომ მომავალში პირველი იერარქისა თუ სხვა მღვდელმთავრების დამტკიცების დროს რაიმე ინციდენტი წარმოიქმნას.” “დარწმუნებული ვარ, რომ რსმე-სა და რმე-ის იერარქებს შორის ისევე არ იქნება არავითარი შუღლი, როგორც არ იქნება საზღვარგარეთის ეკლესიის უფლებების შევიწროება,” – განაცხადა "Коммерсант"-თან საუბარში მოსკოვის საპატრიარქოს საგარეო ურთიერთობების განყოფილების მართლმადიდებელთაშორისი კავშირების მდივანმა, დეკანოზმა ნიკოლოზ ბალაშოვმა, - “უფრო მეტიც, საზღვარგარეთელები, რომლებიც სამღვდელმთავრო კრების წევრები გახდებიან, სრულუფლებიან მონაწილეობას მიიღებენ რუსეთის ერთიანი ეკლესიის მართვაში.” -------------------- ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!
რომ გამრეცხავთ, გავიწევ :))))) |
დათიკო |
Nov 22 2006, 02:49 AM
პოსტი
#3
|
დათიკო ჯგუფი: Members პოსტები: 3,383 რეგისტრ.: 24-July 06 მდებარ.: ვეიკი წევრი № 10 |
mnate
მადლობა სად ნახე ეს სტატია? მდააა საინტერესოა... ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ ის კატაკომბური ხატი რაც ამას წინათ აქ დადეს საიტზე შეწყნარებული იქნება მოსკოვის საპატრიარქოს მიერ? |
მნათე |
Nov 22 2006, 02:49 AM
პოსტი
#4
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 17,662 რეგისტრ.: 23-July 06 მდებარ.: Tbilisi წევრი № 4 |
ციტატა mnate მადლობა სად ნახე ეს სტატია? რომ გითხრა მცემ http://religion.ge/news_one.php?cat=1&lan=1&news=243 -------------------- ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!
რომ გამრეცხავთ, გავიწევ :))))) |
კანუდოსელი |
Nov 22 2006, 02:58 AM
პოსტი
#5
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 8,829 რეგისტრ.: 2-November 06 მდებარ.: კანუდოსი წევრი № 374 |
mnate მადლობა სად ნახე ეს სტატია? მდააა საინტერესოა... ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ ის კატაკომბური ხატი რაც ამას წინათ აქ დადეს საიტზე შეწყნარებული იქნება მოსკოვის საპატრიარქოს მიერ? ის ხატი ეკუთვნის ბოსტონელებს, ემიგრანტული ეკლესია სხვაა -------------------- ინკვიზიტორი იეღოველი ეკუმენისტი მასონი ბუდისტი მღვდელი გულისყურით გისმენთ :-)
პ.ს. ბყკ :-) ბ - ბუდისტ ყ - ყრმათა კ - კავშირი |
მნათე |
Nov 22 2006, 02:58 AM
პოსტი
#6
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 17,662 რეგისტრ.: 23-July 06 მდებარ.: Tbilisi წევრი № 4 |
ციტატა ის ხატი ეკუთვნის ბოსტონელებს, ემიგრანტული ეკლესია სხვაა ჩემს გულში ზიხარ ეგრეა -------------------- ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!
რომ გამრეცხავთ, გავიწევ :))))) |
დათიკო |
Nov 22 2006, 03:05 AM
პოსტი
#7
|
დათიკო ჯგუფი: Members პოსტები: 3,383 რეგისტრ.: 24-July 06 მდებარ.: ვეიკი წევრი № 10 |
კანუდოსელი
ციტატა ის ხატი ეკუთვნის ბოსტონელებს, ემიგრანტული ეკლესია სხვაა უF კიდევ კარგი ციტატა რომ გითხრა მცემ კანუდოსელი ეს ის ეკლესიაა - სერაფიმე როუზის? ასევე იოსებ პეტროგრადელის? |
კანუდოსელი |
Nov 22 2006, 03:27 AM
პოსტი
#8
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 8,829 რეგისტრ.: 2-November 06 მდებარ.: კანუდოსი წევრი № 374 |
კანუდოსელი უF კიდევ კარგი კანუდოსელი ეს ის ეკლესიაა - სერაფიმე როუზის? ასევე იოსებ პეტროგრადელის? პირველლი-კი, მეორის - არა, მეორე ემიგრაციაში არ აღსრულებულა, არამედ რუსეთში. -------------------- ინკვიზიტორი იეღოველი ეკუმენისტი მასონი ბუდისტი მღვდელი გულისყურით გისმენთ :-)
პ.ს. ბყკ :-) ბ - ბუდისტ ყ - ყრმათა კ - კავშირი |
დათიკო |
Nov 22 2006, 03:33 AM
პოსტი
#9
|
დათიკო ჯგუფი: Members პოსტები: 3,383 რეგისტრ.: 24-July 06 მდებარ.: ვეიკი წევრი № 10 |
კანუდოსელი
ამერია უკვე ერთმანეთში ეხლა კი ვიწყებ გარკვევას ნელ-ნელა რომელი რომელია |
teo.. |
Dec 23 2006, 03:36 AM
პოსტი
#10
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 256 რეგისტრ.: 17-November 06 მდებარ.: USA წევრი № 486 |
თქვენთან მოკრძლებული სათხოვარი მაქვს და იქნებ ამიხსნათ - არის თუ არა დაშვებული მართლმადიდებელი ქრისტიანისა და კათოლიკე ქრისტიანის ჯვრისწერა .
ამ საკითხმა დიდი დისკუსია გამოიწვია და თქვენგანაც მინდა გავიგო სიმართლე. წინასწარ დიდი მადლობა გფარავდეთ უფალი -------------------- სასოება ჩემდა მამა, შესავედრებლად ჩემდა ძე, მფარველად ჩემდა სულიწმიდა, სამებაო წმიდაო დიდება შენდა.
|
დათიკო |
Dec 23 2006, 03:40 AM
პოსტი
#11
|
დათიკო ჯგუფი: Members პოსტები: 3,383 რეგისტრ.: 24-July 06 მდებარ.: ვეიკი წევრი № 10 |
teo..
ციტატა თქვენთან მოკრძლებული სათხოვარი მაქვს და იქნებ ამიხსნათ - არის თუ არა დაშვებული მართლმადიდებელი ქრისტიანისა და კათოლიკე ქრისტიანის ჯვრისწერა . რათ უნდა მაგას დისკუსია, რა თქმა უნდა არ შეიძლება. |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 24th September 2024 - 06:51 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი